TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 224

Page of edition: 226 

Line of edition: 1 
   და ესე-ვითარითა სიკუდილითა წარეგნეს სტეფანოზ და მსახურნი მისნი. ამისთჳს
Line of edition: 2 
   უყო ესე ღმერთმან მთავარსა მას სტეფანოზს, რამეთუ არა მინდობითა ღმრთისათა
Line of edition: 3 
   ცხოვნდებო/და: მორწმუნეთა ემტერებოდა და ურწმუნოთა მოყურობდა.

Line of edition: 4 
   მაშინ კუალად წარიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა: სპერი და ბოლო კლარჯეთისა,
Line of edition: 5 
   ზღჳს-პირი. და შვილნი სტეფანოზისნი დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა,
Line of edition: 6 
   სხუა ყოველი ქართლი დაიპყრა ადარნასე ბაკურის ძემან მთავრობით, და მეფობისა
Line of edition: 7 
   სახელი ვერ-ცა მან იკადრა. და ერის-თავნი იგი თჳს-თჳსსა საერისთოსა შინა
Line of edition: 8 
   მკჳდრობდეს შეუცვალებელად, და მორჩილებდეს ადარნასე მთავარსა.

Line of edition: 9 
   {ჩანართი}
Line of edition: 10 
   {და მოკუდა კათალიკოსი ბართლომე, და ამან ადარნასემ დასუა კათალიკოსად იოანე.}
Line of edition: 11 
   {ჩანართი}
Line of edition: 12 
   {და წარგზავნეს ანტიოქიას და მის თანა მონაზონი ერთი მოციქულათა-ცა და საკურთხეველათა-ცა.

Line of edition: 13 
   რამეთუ განწესებულ იყო კურთხევა ანტიოქიით კათალიკოსისა, და ვერ-ღა-რა-ვის ჴელეწიფებოდა
Line of edition: 14 
   სლვად გზასა ანტიოქიისასა. ამისთჳს დიდი ზრუნვა აქუნდა ქართველთა. ხოლო დღეთა
Line of edition: 15 
   თეოფილაკტე ანტიოქელ პატრიაქისა წარავლინნეს მოციქულნი და მივიდეს წინაშე თეოფილაკტე
Line of edition: 16 
   ანტიოქელ პატრიაქისა, და მიუთხრეს ნეტარსა თეოფილაკტეს, ვითარმედ დიდსა ჭირსა
Line of edition: 17 
   შინა არიან ქრისტიანენი, მკჳდრნი ქართველთა სოფლებისანი, რამეთუ დღითგან ნეტარისა
Line of edition: 18 
   ანასტასი მღდელ-მოწამისათა არა კურთხეულ არს სიძნელისათჳს გზათასა. ხოლო მან ვყო.

Line of edition: 19 
   საზოგადო კრება, და განაჩინა ბჭობითა კრებისათა, მთავარ-ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და
Line of edition: 20 
   ეპისკოპსთა თჳსთა თანა, რათა შეკრბებოდენ ეპისკოპოსნი სამრევლოსა მისისანი და აკურთხევდენ
Line of edition: 21 
   კათალიკოსსა ჟამითი-ჟამად, რომელი-ცა საღმრთომან მადლმან უჩუენოს მათ და რომელი
Line of edition: 22 
   გამოირჩიონ და სთნდეს მეფესა და ეპისკოპოსთა, და ერსა და მოყუასთა მის ეკლესიისათა. და
Line of edition: 23 
   შეუქმნა მათ აღწერილი მოსაჴსენებელი თავისა თჳსისათჳს და მუნ შემოკრებულისა კრებისათჳს
Line of edition: 24 
   და ჴელთ-დასხმულ ჰყო ერთი ორთა მათ მისსა მოვლინებულთა მონაზონთაგანი, სახელით იოანე,
Line of edition: 25 
   მის ჟამისა კათალიკოსად მათდა. ხოლო ამას ანტიოქიის კრებასა შინა გაპატიოსნდა და განთავისუფლდა
Line of edition: 26 
   მათგან კათალიკოსი. რამეთუ ჴელ-ქვეით აღარ არის პატრიაქთა, აღარ-ც



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.