TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 253

Page of edition: 256 

Line of edition: 1 
   მაშინ მოვიდა ბუღა თურქი მონა ბაღდადით რომელი გამოეგზავნა ამირმუმნსა,
Line of edition: 2 
   სპითა დიდითა: შემუსრა ყოველი სომხითი და ტყუე ყვნა ყოველნი მთავარნი მათნი.

Line of edition: 3 
   და .მოვიდა და მოადგა ქალაქსა ტფილისსა, რამეთუ არა მორჩილობდა ამირა სააკ:
Line of edition: 4 
   / მოკლა სააკ, შემუსრა ტფილისი, დაწუა ცეცხლითა და მოაოჴრნა ყოველნი არენი მისნი.

Line of edition: 5 
   და თევდოსი, მეფე აფხაზთა, გამოვიდა წინა-აღმდგომად მისა, და დადგა კუერცხობს.

Line of edition: 6 
   ხოლო ბუღა, ვითარ-ცა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თჳსი, და ბაგრატ,
Line of edition: 7 
   ძე აშოტ კურაპალატისა: / შეიბნეს და გააქცივნეს აფხაზნი, და მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ.

Line of edition: 8 
   და თევდოსი მეფე წარვიდა მეოტი გზასა დვალეთისასა.

Line of edition: 9 
   კუალად უკუ-მოქცეულთა დაუდგეს წინა გარდაბანელნი ჯუარის-გუერდსა, და ავნეს
Line of edition: 10 
   დიდად ლაშქარსა. ვითარ ცნა ბუღა, აღიყარა მუნით და მოვიდა ჭართალეთს, და დადგა
Line of edition: 11 
   მუნ შინა; აღიყვანნა მთიულთაგან მძევალნი, კაცი სამასი, და ლამოდა შესლვასა
Line of edition: 12 
   ოვსეთად, და შევიდა ცხავატამდის. ხოლო აბულაბაზ სომეხთა ერის-თავმან და გუარამ
Line of edition: 13 
   აშოტის ძემან მიუწერეს მთიულთა, რა/თა არა შეუშუან. ხოლო მათ გაწირნეს მძევალნი
Line of edition: 14 
   მათნი. უშუელა ღმერთმან: რამეთუ მოვიდა თოვლი, დაუდგეს წინა და შეებნეს. მოსცა
Line of edition: 15 
   ღმერთმან / ძლევა, და მოკუდა ურიცხჳ ერი სარკინოზთა; და ცხენმან მათმან ძოვა
Line of edition: 16 
   იელი, და დაიჴოცა ფრიად. ხოლო სიმრავლისაგან ლაშქრისა არა აჩნდა დაკლება,
Line of edition: 17 
   რამეთუ იყო სიმრავლე მისი ვითარ ასოცი ათასი.

Line of edition: 18 
   შეიქცა გარე და დაიზამთრა ბარდავს და შეიპყრა ხუცისა ვინ-მე ძე, რომელი
Line of edition: 19 
   გამთავრებულ იყო, და შემუსრა გარდაბანი. განაღო კარი დარუბანდისა და გამოიყვანნა
Line of edition: 20 
   ხაზარნი, სახლი სამასი, და დასხნა იგინი შანქორს. დარიალანით გამოიყვანნა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.