TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 320

Page of edition: 323 

Line of edition: 1 
   გზათა მიმართ უფლისათა. ამისთჳს-ცა ქუეყანით მავალთა ბოროტთა ზედა სხუანი-ცა
Line of edition: 2 
   საშინელებანი ზეგარდამონი, ღმრთისა მიერ მოვლინებულნი გუემანი მოიწივნეს ქუეყანასა
Line of edition: 3 
   ჩუენსა ზედა, რათა არა თქუან მცოდველთა, ვითარმედ: "ესე აღძრვანი წარმართთანი
Line of edition: 4 
   არა ცოდვათა ჩუენთათჳს იქმნნეს, არ-ცა ღმრთისა მიერ მოიწივნეს, არამედ
Line of edition: 5 
   შეცვალებითა რათა-მე ჟამთათა და დამთხუევითა აღძრვისა საქმეთათა"
Line of edition: 6 
   ამისთჳს-ცა დღესა აღვსებასა, თჳთ მას აღდგომასა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა,
Line of edition: 7 
   რომელსა შინა სიხარული და განსუენება ჯერ იყო, მოხედნა უფალმან რისხვითა
Line of edition: 8 
   და შეძრა ქუეყანა საფუძველითურთ, ესე-ოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი
Line of edition: 9 
   და კლდენი მყარნი სახედ მ/ტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს,
Line of edition: 10 
   ეკლესიანი დაეცნეს, და სახლნი დაინთქნეს და დაზულეს, და იქმნეს საფლავ მას შინა
Line of edition: 11 
   მკჳდრთა. რომელთა თანა თმოგჳ-ცა დაიქცა და დაიპყრნა ქუეშე კახაბერი ძე ნიანიასი
Line of edition: 12 
   ცოლით-ურთ. და განგრძელდა ესე-ვითარი ძრვა ქუეყანისა საშინელი / ვიდრე წელიწდამდის,
Line of edition: 13 
   რომელსა შინა მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ.

Line of edition: 14 
   მაშინ რისხვა/სა შინა მოიჴსენა წყალობა მან, რომელი სწავლის ყოველსა
Line of edition: 15 
   შვილსა, რომელი უყუარს, მოაკუდინებს და აცხოვნებს", რომელი მზა არს წყალობად,
Line of edition: 16 
   უფროს მამისა მოწყალისა, რამეთუ წერილისა-ებრ: არა-თუ-მცა უფალმან დამიტევა ჩუენ
Line of edition: 17 
   თესლი, ვითარ-ცა სოდომნი-მცა შევიქმნენით და გომორელთა-მცა მივემსგავსენით, რამეთუ
Line of edition: 18 
   ამიერითგან იწყეს ნიავთა ცხოვრებისათა მობერვად და ღრუბელთა მაცხოვარებისათა
Line of edition: 19 
   აღმოჭჳრობად, ვინათგან ათორმეტ წელ ამათ თჳთო-სახეთა ჭირთა განგრძობითა
Line of edition: 20 
   ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.