TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 322

Page of edition: 325 

Line of edition: 1 
   რომელი ყოვლად აღსავსე იყო ირემთა და ეშუთა მიერ, /ხოლო/ ცხენ-კეთილნი კაცნი
Line of edition: 2 
   ჩამოგზავნიან და გაინახიან; ეგრეთ-ღა ჩამოვიდიან ნა/დირობად ვაკესა.

Line of edition: 3 
   ხოლო ამა ვითარებასა შინა გარდაჴდა წელიწადი ოთხი, მოკუდა სულტანი
Line of edition: 4 
   მალიქ-შა და ლიპარიტ ამირამან იწყო მათ-ვე მამულ-პაპურთა კუალთა სლვა, რამეთუ
Line of edition: 5 
   ზაკჳდა წინაშე მისსა მოპოვნებად უსჯულოებისა. დაღათუ ქრისტიანე იყო სახითა,
Line of edition: 6 
   გარნა ორ-გულება და სიძულილი პატრონთა გუარისაგან მოაქუნდა გონებითა. და
Line of edition: 7 
   ვინათგან გულის-ხმის-ყოფა არა ინება კეთილისა, დადგა ყოველსა გზასა არა-კეთილსა.

Line of edition: 8 
   ამას რა ესე-ვითარებასა ხედვითა (?) დავით, ინება გაწურთა მისი. ამისთჳს-ცა პყრობილ
Line of edition: 9 
   ყო იგი ჟამ რაოდენ-მე, რომელი კმა იყო განსასწავლელად გონიერისა ვის-მე.

Line of edition: 10 
   და ესრეთ მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ და ერთ-გულობისათჳს
Line of edition: 11 
   ღმრთისა შუა-მდგომელად მომცემი განუტევა იგი. და მით-ვე დიდებითა ადიდა და არა
Line of edition: 12 
   შეუცვალა. რამეთუ კეთილმან არა თუ მართალსა, არამედ არ-ცა-ღა თუ ბოროტსა ადვილად
Line of edition: 13 
   აბრალის, ვინათგან სიბოროტედ არა განსწავლულ არს, არ-ცა მეჭუელ.

Line of edition: 14 
   ხოლო იგი ვითარ-ცა ძაღლი მიექცა ნათხევარსა და ვითარ-ცა ღორი ინწუბა
Line of edition: 15 
   სანგორელსა მწჳრისასა: განა/ც/ხადა მტერობა და / უკეთურებასა იწურთიდა საწოლსა
Line of edition: 16 
   ზედა თჳსსა. იხილა რა მშჳდმან და / ღმრთივ-განბრძნობილმან მეფემან დავით,
Line of edition: 17 
   რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართების, არ-ცა კირჩხიბი მართლად ვალს, მეორესა
Line of edition: 18 
   წელსა კუალად შეიპყრა, ორ წელ პყრობილ ყო, და საბერძნეთს გაგზავნა. და მუნ
Line of edition: 19 
   განეჴუა ცხორებასა.

Line of edition: 20 
   ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია, და შეწევნითა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.