1475
წმიდათაჲ:
გუაქუს ჩუენ
Ms. page: P13R გუაქუს ჩუენ საფასჱ ესე კეცის ჭურებითა, რაჲთა გარდამატებული იგი ძრიელებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან.
ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროება გჳჩს; წარ-ღა-თუ-წირულ ვართ, არამედ არა განწირულება გჳჩს;
დევნულ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; და-ღა-თუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ.
მარადის სიკუდილი იგი ქრისტჱსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გამოცხადნეს.
რამეთუ მარადის ჩუენ ცხოველნი ესე სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ ჴორცთა შინა ჩუენთა გამოცხადნეს.
ამიერითგან სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ -- თქუენ შორის.
მაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რასაცა ვიტყოდე.
ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ მკუდრეთით, ჩუენცა იესუს თანა აღმადგინნეს და წარმადგინნეს თქუენ თანა.
რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს, და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.
თუალნი ჩემნი წმიდათა ვიდრე მსახურებდინ
აჰა ესერა მიგავლინებ
Ms. page: P13R აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.
ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიეცნეთ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.
და წინაშე მეფეთა და მთავართა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად თავისა მათისა და წარმართთა.
ხოლო რაჟამს მიგიყვანებდენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარმედ რასა იტყოდით, Ms. page: P13V რამეთუ მოგცე მას დღესა შინა, რაჲ-იგი ღირდეს თქუენდა სიტყუად.
რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენთჳს.
რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ, და მამამან -- შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა მათთა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს იგი სრულიად, ცხონდეს.