TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 22
Previous part

Chapter: 24  
თავი 24


Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 22R   და იყო, შემდგომად მათ დღეთა სიტყუად იწყო აბრაჰამ მონათ-უხუცჱსსა მას მისსა, რომელ-იგი იყო ჴელმწიფჱ ყოველსა ზედა სახლსა მისსა, და ჰრქუა მას: მოყავ ჩემდა ჴელი შენი და დამდევ წყვილთა ჩემთა.
Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მეფუცე უფალსა ღმერთსა ცისა და ქუეყანისასა, რაჲთა მოჰგუარო შენ ცოლი ძესა ჩემსა ისაკს ასულთაგან ქანანელთაჲსა, რომელთა თანა-ესე მე დაშჱნებულ ვარ.
Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არამედ მიხჳდე შენ ქუეყანასა მას მკჳდრობისა ჩემისასა, ვინაჲ-იგი მე გამოსრულ ვარ, და მიხჳდე შენ ნათესავისა მის ტომისა ჩემისა და მოჰგუარო შენ ისაკს, ძესა ჩემსა, ცოლი.
Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას ეზოჲს-მოძღუარმან მან: უფალო, ყოვლითა\ვე Page of ms. P: 22V   უწყებულ ვარ, რაჲცა მიბრძანო, ხოლო ესე განვიგულო და მივიდე ბრძანებითა შენითა და დედაკაცსა მას თუ არა უნდეს მოსვლად ჩემდა ჩემ თანა ქუეყანასა ამას, მე მივაქცევდე ძესა მაგას შენსა ქუეყანასა მას, ვინაჲ-იგი შენ გამოსრულ ხარ?
Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჰრქუა მას აბრაჰამ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა.
Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და არა სთნდეს უფალსა ღმერთსა ცათა და ქუეყანისასა, რომელმან გამომიყვანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა, ქუეყანისა მისგან მკჳდრობისა ჩემისა; და მეფუცა მე და მრქუა: შენ მიგცე ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა. არამედ მანვე თავადმან უფალმან წარგიძღუანოს ანგელოზი თჳსი წინაშე შენსა და წარგიმართნეს გზანი შენნი, და მოჰგუარე შენ ცოლი ძესა ჩემსა ისაკს.
Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უკუეთუ არა ინებოს მან დედაკაცმან მოსლვად კუალსა შენსა ქუეყანასა ამას, უბრალო იყო შენ ფიცისა ამისგან, გარნა ყრმაჲ ესე ჩემი ნუ მიგყავნ მუნ.
Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დასდვა ჴელი თჳსი ეზოჲს-მოძღუარმან მან წყვილთა ზედა უფლისა თჳსისათა და ეფუცა იგი ამის სიტყჳსათჳს.
Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მოიბნა ათნი აქლემნი სააქლემოჲთ უფლისა თჳსისაჲთ და ყოვლისაგან ფასისა წარიღო მის თანა; და აღდგა და წარვიდა მდინარეთა შუვა, ასურეთა ქალაქად ნაქორისა.
Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მიიბნა ადგილსა ერთსა და დააწვინნა აქლემნი მისნი გარეშე ქალაქსა მას წინაშე გუამსა ერთსა წყლისასა მიმწუხრი, მას ჟამსა ოდენ, რომელსა მერწყული გამოუ ტევიან მიერ ქალაქით.
Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
იწყო ზმნად და აღთქუმად გულსა შინა თჳსსა, ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და თქუა: უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარ-ძი-თუ-მიმართო დღეს გზაჲ ესე ჩემი და ჰყო წყალობაჲ უფლისა ჩემისა თანა.
Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აწ მოწევნულ ვარ მე და ვდგა Page of ms. P: 23R   მე წყალსა ამას თანა ქალსახლისები ამის ქალაქისაჲ გამოვიდენ და მოვიდენ მერწყულეთა თანა ამის ქალაქისათა.
Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყოს ქალწული ერთი, ვჰრქუა ამათგანსა ერთსა, ვითარმედ: მოდრიკე სარწყული ეგე და მასუ, და მრქუას მე მუნთქუესვე: სუ შენცა და აქლემნიცა შენნი ვარწყულნე მიგაძღომადმდე, უწყოდე, ვითარმედ იგი განგიმზადებიეს მონისა შენისა ისაკისთჳს, და მით გულისხმა-ვყო, რამეთუ ჰყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამისთჳს.
Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ესე სიტყუანი იყვნეს-ღა პირსა მისსა, მუნთქუესვე მოვიდოდა რებეკა, ასული ბათოველისი, ძის წული მელქაჲსი, ცოლისა ნაქორისი, აბრაჰამის ძმისაჲ.
Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყო იგი შუენიერ პირითა ფრიად, ქალწული იყო, არა იცოდა მამაკაცი. მოვიდა და მოიწია წყაროდ და აღავსო სარწყული იგი თჳსი.
Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მიეგებვოდა ეზოჲს-მოძღუარი იგი აბრაჰამისი და ჰრქუა მას: მასუ მე წყალი ეგე მცირედ.
Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ქალმან მან: სუი(!), უფალო, და აქლემთაცა მაგათ ვასუა. და იწრაფა მუნთქუესვე და გარდამოიღო სარწყული იგი თჳსი და ასუა მას.
Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წარაქცია ლაგჳნი იგი ავაზანსა და იწყო აღმოღებად წყლისა მის და ასუა აქლემთა ყოველთა.
Verse: 21   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და კაცი ესე ხედვიდა და უკჳრდა პირველად ქმნულებაჲ იგი ქალისაჲ მის და მერმე სიტყუაჲ იგი, რომელი იზმნა, და განიზრახვიდა გულსა თჳსსა და გულს ეტყოდა, ვითარმედ: წარ-მე-უმართებიესა ღმერთსა გზაჲ იგი მისი ანუ არა?
Verse: 22   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იყო, რაჟამს განძღეს აქლემნი იგი, მოვიდა მუნთქუესვე ოდენ ეზოჲს-მოძღუარი იგი და განჴსნა ფასსა მას თჳსსა და აღმოიხუნა საყურნი ოქროჲსანი, რამეთუ იყო სასწორი მათი თითო სატირის მრჩობლის. და მოიხუნა სავლტენი ათისა ლიტრისანი Page of ms. P: 23V   და შეასხნა ჴელთა მისთა.
Verse: 23   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მაშინ კითხვად იწყო და ჰრქუა: ვისი შვილი ხარ? იყოს-მეა ადგილი სავანედ სახლსა შენსა?
Verse: 24   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მან ჰრქუა მას: ასული ბათოელისი ვარი მე მელქაჲსი, რომელი ესუა ნაქორს, ძმასა აბრაჰამისსა.
Verse: 25   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და საჭმელი კაჰრაულთათჳს ჩუენსა სახლსა ფრიად არს და ადგილიცა ფართო არს სადგურად.
Verse: 26   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და სთნა კაცსა მას გულსა შინა თჳსსა და დადრკა და თაყუანის-სცა უფალსა ღმერთსა და თქუა:
Verse: 27   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
კურთხეულ არს უფალი ღმერთი უფლისა ჩემისა აბრაჰამისი, რომელმან არა ცუდად ყო სიმართლჱ მისი და ჭეშმარიტებაჲ და მე წარმიმართა სახლსა ძმისა უფლისა ჩემისასა.
Verse: 28   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და წარბიოდა ქალი იგი და უთხრა სიტყუაჲ იგი, რასა ეტყოდა კაცი იგი სახლსა დედისა თჳსისასა.
Verse: 29   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და რებეკას ესუა ძმაჲ ერთი, სახელი ერქუა ლაბან.
Verse: 30   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
საყურნიღა და სავლტენი ესხნეს და სიტყუაჲ იგი ესმოდა, რასა-იგი დაჲ მისი ეტყოდა რებეკა, რამეთუ იტყოდა: ესრე მეტყოდა მე. აჰა კაცი იგი მირბიოდა წყაროსა მას თჳთ შემთხუევად და სიტყუად, ვინ-ძი რაჲ არს კაცი იგი, ანუ რასა იტყჳს. და ვითარცა მივიდა ლაბან წყაროსა მას, იხილა კაცი იგი, რამეთუ გარდაეჴადა და ზედა ადგა აქლემთა მათ ავაზანთა მათ ზედა წყალთაჲსა.
Verse: 31   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა მას: წარმოგუალე შინა. მე მოვედ შენთჳს, კურთხეულო ღმრთისაო! რასა სდგა გარე? სახლი შენთჳს განმიმზადებიეს და აქლემთათჳს სადგური.
Verse: 32   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და შე-რაჲ-ვიდა ეზოჲს-მოძღუარი იგი აბრაჰამისი ტაძართა მათ ლაბანისთა, გარდაჰჴადა აქლემთა მათ და დაუგეს ბზჱ და საჭმელი და წყალი დაბანად ფერჴთა მისთა და დაბანად ფერჴთა მისთანათა მათ ყრმათა.
Verse: 33   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და დაუდგეს მათ ტაბლაჲ. და ზე-აღდგა Page of ms. P: 24R   ეზოჲს-მოძღუარი იგი და ჰრქუა მათ: არა წეს არს ჩემდა პირველად პურისა ჴელისა მიყოფაჲ, ვიდრე არა ვიტყოდი სიტყუათა, რომელ მისხენ გულსა ჩემსა. და ჰრქუეს: იტყოდე მდუმრიად.
Verse: 34   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
სიტყუად იწყო მან და თქუა: მონაჲ ვარი მე აბრაჰამისი.
Verse: 35   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უფალმან ღმერთმან აკურთხა უფალი ჩემი ფრიად და სცა მას საცხოვარი ძრიელად: ცხოვარი და ზროხაჲ, ოქროჲ და ვეცხლი, მონები და მჴევლები და აქლემები.
Verse: 36   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და უშვა სარა, ცოლმან მისმან, უფალსა ჩემსა ძჱ ერთი სიბერესა მისსა და მას ყრმასა მისცა ყოველივე, რაჲცა იყო მისი.
Verse: 37   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და მე მაფუცა და მრქუა: ნუსადა მოჰგუარო შენ ცოლი ძესა ჩემსა ასულთაგან ქანანელთაჲსა, რომელთა შორის მე დაშჱნებულ ვარ მსხემობით ქუეყანასა მას მათსა.
Verse: 38   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არამედ აღსდგე და მიხჳდე სახლსა მამისა ჩემისასა და მოჰგუარო შენ ცოლი ძესა ჩემსა ისაკს.
Verse: 49   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არამედ ჯერ-თუ-გიჩნდეს თქუენ სიმართლით უფლისა მიმართ ჩემისა, მარქუთ მე; უკუეთუ სხუაჲ რაჲმე იყოს, იგიცა მაუწყეთ მე; რაჲთა მივიქცე ანუ მარჯულ ანუ მარცხლ.
Verse: 50   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მიუგეს ლაბან და ბათოველ და ჰრქუეს მას: უფლისა მიერ გამოვიდა ბრძანებაჲ ესე და ჩუენ ვერაჲ ჴელ-გუეწიფების მიგებად შენდა სიტყუაჲ ფიცხელი კეთილისა გარეშე.
Verse: 51   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა ესერა არს რებეკა წინაშე შენსა; წარვედ და წარიყვანე. და ეყავნ ეგე ცოლად ძესა მას უფლისა შენისასა.
Verse: 52   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ეზოჲს-მოძღუარსა მას აბრაჰამისსა,
Verse: 53   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აღაღო საფასეთა თჳსთა და მოიღო ოქროჲ და ვეცხლი პატიოსანი და მისცა რებეკას და ძღუენი მიუძღუანა ძმასა მისსა და დედასა.
Verse: 54   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ჭამდეს და სუმიდეს მათ თანა ყოველნი, რომელნი იყვნეს, და განისუენეს მას ღამესა. და დილეულ აღ-რაჲ-დგეს, ჰრქუა მათ ... Page of ms. P: 24V   და წარვიდე უფლისა ჩემისა და ნუ დამაყენებთ.
Verse: 59   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ხოლო მათ წარგზავნეს რებეკა, დაჲ იგი მათი, ფასითურთ თჳსით და ეზოჲს-მოძღუარი იგი და მონა-მჴევალნი მისნი.
Verse: 60   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აკურთხეს რებეკა, დაჲ მათი, და ჰრქუეს მას: დაჲ ეგე ჩუენი იყავნ ნათესავებად და ბევრებად და დაიმკჳდრენ ნათესავმან შენმან ქალაქები მტერთა შენთაჲ.
Verse: 61   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აღდგა რებეკა და შიმუნვარნი მისნი და დასხნეს აქლემებსა და წარვიდენ მის კაცისა თანა. და წარიყვანა ეზოჲს-მოძღუარმან მან რებეკა, და წარვიდეს.
Verse: 62   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ისაკ გამოსრულ იყო განცხრომად მიმწუხრი მახლობელად გუამსა წყლისასა, რამეთუ იგი დაშჱნებულ იყო მზის აღმოსავალით კერძო.
Verse: 63   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
თუალნი აღიხილნა და იხილნა აქლემნი მომავალნი.
Verse: 64   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მიიხილა რებეკა და იხილა ისააკი და გარდამოჴდა ადრიად აქლემისაგან.
Verse: 65   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა ეზოჲს-მოძღუარსა მას: ვინ არს ისი კაცი, რომელი ვალს ველსა ზედა? ხოლო მან ჰრქუა: ესე არს უფალი ჩემი. და მან მოიღო მუნთქუეს-ოდენ ბიალონი და დაიბურა.
Verse: 66   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და ეტყოდა ეზოჲს-მოძღუარი იგი ყოველთა მათ სიტყუათა, რაჲცა-იგი იყო.
Verse: 67   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
მოვიდა ისაკ და შევიდა იგი სახლსა სარაჲსსა, დედისა თჳსისასა, და შეირთო ცოლი თჳსი რებეკა; და იყო იგი მისა ცოლად, შეიყუარა იგი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.