TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 71
Previous part

Chapter: 34  
თავი 34


Verse: 1   Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 113R   და აღვიდა მოსე არაბოთს მოაბისასა, მთასა ზედა ფასგასა, რომელ არს პირსპირ იერიქოსა, და უჩუენა მას უფალმან.
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
... ყოველი იგი ქუეყანაჲ ეფრემისი და მანასჱსი და ყოველი იგი ქუეყანაჲ იუდაჲსი დასასრულადმდე ზღჳსა.
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და ყოველი უდაბნ[ოჲ და ყოველი იგი] Page of ms. P: 113V   გარემო სოფლები, რომელი იყო ველთა მათ იერიქოჲსათა, ქალაქები იგი დანაკის-კუდოვანი, ვიდრე სეგორადმდე.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ესე არს ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს ვეფუცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და ვარქუ, ვითარმედ: ნათესავსა შენსა მივსცე ქუეყანაჲ ესე. აწ ეგერა გიჩუენე, თუალთა შენთა იხილეს, ხოლო შენ არა შეხჳდე მუნ.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და მოკუდა მოსე, მონაჲ უფლისაჲ, ქუეყანასა მოაბისასა სიტყჳთა უფლისაჲთა.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და დაეფლა იგი გემს, მახლობელად სახლსა მას ფეგერისსა, და არავინ იცის საფლავი მისი მოდღენდელად დღემდე.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და იყო მოსე ვითარ ას ოცის წლის, რაჟამს მოკუდა, და არა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი, და არცა იცვალა ქმნულებაჲ პირისა მისისაჲ.
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და დაიტირეს მოსე ძეთა ისრაჱლისათა არაბოთს მოაბისსა, კიდესა იორდანისა მდინარისასა, პირსპირ იერიქოსა, და დაიტირეს ოც და ათ დღე. და აღესრულნეს დღენი იგი ტირილისა მისისანი.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და ისუ, ძჱ ნავჱსი, აღივსო სულითა სიბრძნისაჲთა, რამეთუ მოსე დაასხნა ჴელნი მისნი მას ზედა, და ერჩდეს მას ყოველნი ძენი ისრაჱლისნი და ყვეს, რაჲცა-იგი უბრძანა ღმერთმან მოსეს.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და არა აღდგა წინაჲსწარმეტყუელი შორის ისრაჱლსა მსგავსი მოსჱსი, რომელ-იგი უფალსა შეესწავა პირსპირ,
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ყოვლითა მით სასწაულებითა და ნიშებითა, ვიდრე-იგი მიავლინა უფალმან ყოფად სასწაულებისა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა ფარაოს ზედა და ყოველთა მონათა მისთა და ყოველსა ქუეყანასა;
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
საკჳრველნი იგი დიდ-დიდნი, ჴელი იგი მტკიცჱ და მკლავი იგი მაღალი, რომელი ყო მოსე წინაშე ყოვლისა ისრაჱლისა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.