TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 100
Previous part

Chapter: 31  
თავი 31


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და ივლტოდა ერი ისრაჱლისაჲ პირისაგან უცხოთესლთაჲსა და დაეცნეს წყლულნი იგი მრავალნი მთასა ზედა გელბოესა.
Verse: 2   Link to mcat Link to sept   
და შეჰმართეს უცხოთესლთა მათ საულს და ძეთა მისთა და წყლეს იონათან და ამინადაბ და მელქისობ, ძენი საულისნი.
Verse: 3   Link to mcat Link to sept   
და დამძიმდა ბრძოლაჲ იგი საულის ზედა. და პოვეს იგი კაცთა მოისართა და წყლეს იგი უპესა ქუეშე.
Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და ჰრქუა საულ მენუჟიბესა თჳსსა: იჴადე მახჳლი შენი და განმგუმირე მე, ნუუკუე მოვიდენ უცხოთესლნი და მომკლან მე და მემღერდენ. და არა ინება მენიჟუბემან მან, რამეთუ შეეშინა ფრიად. და მოიღო საულ ჴრმალი თჳსი და დაეცუა მას ზედა.
Verse: 5   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა იხილა მენიჟუბემან მან, რამეთუ [მოკუდა საულ], დაეცუა მახჳლსა თჳსსა ზედა და მოკუდა მის თანა.
Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და მოკუდა საულ და სამნი ძენი მისნი და მენიჟუბე იგი მისი მას დღესა და ყოველნი კაცნი ერთბამად.
Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და ვითარცა იხილეს კაცთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს წიაღ-კერძო ღელესა მას და წიაღ იორდანესა, რამეთუ ივლტოდა ერი ისრაჱლისაჲ, და მოკუდა საულ და ძენი მისნი, [დაუტევნეს ქალაქნი თჳსნი და ივლტოდეს. და] მოვიდეს უცხოთესლნი და დაემკჳდრნეს .
Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და იყო, ხვალისაგან მოვიდეს უცხოთესლნი იგი განძუარცვად მომწყუდართა მათ და პოვეს საულ და სამნი ძენი მისნი, დაცემულნი მთასა ზედა გელბოლსა.
Verse: 9   Link to mcat Link to sept   
და თავები მოჰკუეთეს მათ და განძუარცნეს იგინი და წარიღეს საჭურველი მათი და მიიღეს ქუეყანად უცხოთესლთაჲსა, და ახარებდეს კერპთა მათთა და ერსა მათსა.
Verse: 10   Link to mcat Link to sept   
და შეიღეს საჭუ\რველი Page of ms. P: 28R   იგი საულისი ასტრატიონისა და გუამი მისი მოაგეს ზღუდეთა ბეთშანისათა.
Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და ესმა მისთჳს მკჳდრთა იაბის გალადისათა, რაჲ-იგი უყვეს უცხოთესლთა მათ საულს და ძეთა მისთა,
Verse: 12   Link to mcat Link to sept   
აღდგეს ყოველნი ღამე კაცნი ძრიელებისანი და წარვიდეს და წარიღეს გუამი საულისი და იონათანისი, ძისა მისისაჲ, ზღუდისაგან ბეთშანისა, და მოიხუნეს იგინი აბინდ და დაწუნეს იგინი ცეცხლითა.
Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მოიხუნეს ძუალნი მათნი და დაჰფლნეს იგინი ქუეყანასა იაბინისასა და იმარხვიდეს შჳდ დღე.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.