TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 163
Previous part

Book: Sap.Sal.  
სიბრძნჱ სოლომონისი

Chapter: 1  
თავი 1


Verse: 1   Link to oskijer Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 40v   შეიყუარეთ სიმართლჱ მსაჯულთა მაგათ ქუეყანისათა; ზრახევდით უფლისათჳს სახიერებითა და განმარტებულითა გულითა ეძიებდით მას.
Verse: 2   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ გამოუჩნდების მათ, რომელნი არა ურწმუნო არიან მისა მიმართ.
Verse: 3   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ დრკუთა გულისსიტყუათა განაშორნიან უფლისაგან; გამო-რაჲ-იცადებინ ძალი, ამხილებნ უგუნურთა.
Verse: 4   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ბოროტის\მოქმედსა Page of ms. P: 41r   სულსა არა შევიდეს სიბრძნჱ, არცა დაიმკჳდრონ ჴორცთა შინა განკაფულთა ცოდვათა.
Verse: 5   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ წმიდაჲ სული სწავლისაჲ ევლტინ ზაკუვასა და განეშორის ზრახვათაგან უგულისხმოთა, ემხილის, მო-რაჲ-იწიის, მის ზედა სიცრუვე.
Verse: 6   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ კაცთმოყუარე არს სული სიბრძნისაჲ, არა უბრალო ყვის მგმობარი იგი ბაგეთაგან მისთა, რამეთუ თირკუმელთა მისთა მოწამე არს ღმერთი, და გული მსტუარ ჭეშმარიტ, და ენაჲ მსმენელ.
Verse: 7   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ სულმან უფლისამან აღავსო სოფელი, და რომელსა უპყრიეს ყოველი სული და ცნობაჲ იცის ჴმისაჲ.
Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ამისთჳსცა, რომელი იტყოდის სიცრუვესა, არავინ დაავიწყდეს, არცა თანაწარჰჴდეს მხილებული შჯულისა მიერ.
Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ზრახვათათჳს უღმრთოთა განკითხვაჲ იყოს, რამეთუ სიტყუანი მისნი არა ნებსით უფლისა მივიდეს მამხილებელად უსჯულოებათა მისთა.
Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ყური მოშურნეობისა მისისაჲ ისმენს ყოველსა, და იდუმალი დრტჳნვაჲ არა დაეფარვის.
Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ეკრძალენით უკუე დრტჳნვასა ურგებსა და ძჳრისსიტყუასა ერიდენით ენითა, რამეთუ თქუმული იდუმალი არა წარვიდის, და პირი რომელი იტყოდის ძჳრსა, მოკლის სული თჳსი.
Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუ ჰბრძავ სიკუდილსა ცხორებასა შინა საცთურსა თქუენსა, ნუცა მოიტაცებთ მოსრვასა საქმესა ჴელთა თქუენთასა.
Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ ღმერთმან სიკუდილი არა დაჰბადა, არცა ჰნებავს წარწყმედაჲ ცხოველთაჲ.
Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ დაჰბადა საყოფლად ყოველი და ცხორებაჲ, შესაქმჱ სოფლისაჲ, და არა არს მას შინა წამალი მომსრველი, არცა ჯოჯოხეთისა სუფევაჲ ქუეყანასა ზედა.
Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ სიმართლჱ მოკუდავ არს უღმრთოთა ჴელითა, და სიტყუათა მოჰხადეს სიკუდილსა და მეგობრად შეჰრაცხეს იგი, და დღეს ნაძლევი დაიდვეს მის თანა, რამეთუ ღირს არიან ნაწილად მისა ყოფად.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.