TITUS
Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT
Part No. 193
Previous part

Chapter: 41  
თავი 41


Verse: 8   Link to oskijer Link to mcat Link to sept   Page of ms. P: 322r   ხოლო შენ, ისრაჱლ, მონაჲ ჩემი ხარი შენ, იაკობ, რომელი გამოგირჩიე, ნათესავი აბრაჰამისი, რომელი შევიყუარე,
Verse: 9   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რომელსა გიპყარ ჴელი კიდითგან ქუეყანისაჲთ და საებგუროჲთგან მისით გიწოდე შენ და გარქუ: მონაჲ ჩემი ხარი შენ, გამოგირჩიე და არა დაგიტეო შენ.
Verse: 10   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ნუ გეშინინ, რამეთუ მე შენ თანა ვარ, ნუცა სცთები; რამეთუ მე ვარ, რომელმან განგაძრიელე შენ და შეგეწიე შენ და განგამაგრე შენ მარჯუენითა ჩემითა მართლითა.
Verse: 11   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა, ესერა, ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ ყოველნი მტერნი შენნი, რამეთუ იქმნნენ ვითარცა არა ყოფილნი, და წარწყმდენ ყოველნი მსაჯულნი შენნი.
Verse: 12   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
ეძიებდე და არა ჰპოვნე კაცთა მათ, რომელთა შეურაცხ-გყვეს შენ, რამეთუ იქმნნენ ვითარცა არარანი, და არა იყვნენ ბრძოლანი იგი შენნი.
Verse: 13   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან გიპყარ მარჯუენჱ შენი გარქუ: ნუ გეშინინ.
Verse: 14   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
შვილო ჩემო იაკობ და მცხუედო ჩემო ისრაჱლ, შეგეწიო შენ, იტყჳს უფალი, მჴსნელი შენი, ღმერთი ისრაჱლისაჲ.
Verse: 15   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
აჰა, ესერა, გყავ შენ, ვითარცა ურმისთუალი მლეწველი, ახალი ხერხის სახჱ, და დაჰლეწნე მთანი და დააწულილნე ბორცუნი და ვითარცა მიწაჲ დასხნე.
Verse: 16   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და განაქრიო, და ქარმან წარიხუნეს იგინი. ხოლო შენ იხარებდე წმიდისა მიმართ ისრაჱლისა და მხიარულ იყო.
Verse: 17   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და იხარებდენ გლახაკნი და ნაკლულევანნი. რამეთუ ეძიებდენ წყალსა, და არა იყოს; და ენაჲ მათი წყურილითა განჴმეს. Page of ms. P: 322v   მე ვარ უფალი ღმერთი, მე ვისმინო მათი, ღმერთმან ისრაჱლისამან, და არა დაუტევნე იგი,
Verse: 18   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
არამედ გამოვადინნე მათ ზედა მდინარენი და შორის ველთა წყაროები ვყო, უდაბნოჲ წყურნებად წყალთა, და ქუეყანასა წყურიელსა დიოდის ნაკადულები წყალთაჲ.
Verse: 19   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
და აღმოვაცენო ქუეყანასა ურწყულსა ნაძჳ და ბზაჲ და მურტი და საროჲ და ვერხჳ.
Verse: 20   Link to oskijer Link to mcat Link to sept   
რამეთუ იხილონ და ცნან და გულისხმა-ყონ და ჰრწმენეს ერთბამად, რამეთუ ჴელმან უფლისამან შექმნა ესე ყოველი და წმიდამან ისრაჱლისამაბ აჩუენა ესე.



Next part



This text is part of the TITUS edition of Lectionarium Hierosolymitanum georgice: Pericopae VT.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 9.2.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.