TITUS
Nevm.dzlisp.
Part No. 3
Previous part

Canon: g  
Ode: ug.  
ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი
უგალობდითსა ჴმაჲ


Hymn number: 170(1)  
Hymn type: h     უქმი ქუეყანაჲ სამკჳდრებელი ზღუა\თაჲ იხილა მზემან პირველ, Ms. page: 35r   Page of ed.: 261  რაჟამს აზ[ღ]უდნეს ღელვანი და შეჰყინდეს ორკერძოვე და ერი ღმრთისაჲ წიაღ-სრული სიხარულით ღაღადებდა: უგალობდეთ უფალსა, რომელიცა დიდებულ არს.
Hymn type: t     
დაუტევნელი დაიტიე, ქალწულო, და გამოუთქუმელად ჰშევ დამბადებელი ყოველთაჲ და მაცხოვარი ჩუენი, ამისთჳს ყოველი ერი უღაღადებს სიხარულით: უგალობდეთ უფალსა, რომელიცა [დიდებულ არს].

Hymn number: 171(2)  
Hymn type: h     
რომელმან წამისყოფით შეკრიბნა წყალნი შესაკრებელსა ერთსა, მან განუპო მეწამული ზღუაჲ ერსა ისრაელისასა, ესე არს ღმერთი ჩუენი, დიდებული და ქებული, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა [დიდებულ არს].
Hymn type: t     
ვითარცა ჭეშმარიტად ღმრთისმშობელ ხარ, ყოველნი მორწმუნენი გიგალობთ შენ, რომელმან უთესლოდ მუცლად-იღე მოწყალე, და გჳშევ ჩუენ ჴორცითა გამოუთქუმ[ე]ლი ღმრთეებაჲ ორითა ბუნებითა მჴსნელად ჩუენ განწირულთა.

Hymn number: 172(3)  
Hymn type: h     
ღმერთსა, რომელმან იჴსნა პირველ ერი ზღჳსაგან და დაანთქა ფარაო წინააღმდგომი, მას, მხოლოსა, უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს. Ms. page: 35v   Page of ed.: 263  მუცლითა იტჳრთე მჴსნელი დაბადებულთაჲ, ღმრთისმშობელო ქალწულო, უბიწოებით, მას მხოლოსა უ[გალობდეთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 173(4)  
Hymn type: h     
უგალობდეთ უფალსა, მორწმუნენო, სასწაულთ-მოქმედსა, დიდებულსა.
Hymn type: t     
გიხაროდენ შენ, ქალწულო უბიწო[ო], რომელმან გჳშევ ღმერთი ჴორციელად.

Hymn number: 174(5)  
Hymn type: h     
ბრძანებითა შენითა, მჴსნელო, ჭეშმარიტად ზღუაჲ უკულეველი განვლო ისრაელმან პირველად და იხილა მან საკჳრველებაჲ უცხოჲ: უხილავი ქუეყანაჲ და მტერნი მისნი ძლეულნი, განმავალად, მეტყუელი გალობდა სიხარულით: საკჳრველთ-მოქმედსა ღმერთსა უგალობდეთ ერნო.
Hymn type: t     
გამოგიჩნდა ბრწყინვალედ მთავარი იგი ანგელოზთაჲ გაბრიელ, რომელმანცა გახარა: გიხაროდენ, მაცხოვრისა დედაო, შენგან შობილმან ღმერთმან ყოველნი ცისკიდენი განანათლნა და კაცნი ანგელოზთა თანა ჴმობდეს: საკჳრველთ-მოქ[მედსა ღმერთსა უგალობდეთ, ერნო].

Hymn number: 175(6)  
Hymn type: h     
გალობითა ახლითა ღირსად უგალობდეთ ჩუენ, განწმედილნი სულითა, ძლიერსა ღმერთსა მოქ[მე]დსა საკჳრველებათასა ზღუასა მეწამულსა, რამეთუ დიდებულ არს.
Hymn type: t     
თაყუანის-სცემენ ყოველნივე ზეცისა და ქუეყანისანი შობილსა შენგან, ქალწულო, ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რომელი დი[დებულ არს].

Hymn number: 176(7)  
Hymn type: h     
განუკუეთელი ზღუაჲ ოდესმე Ms. page: 36r   Page of ed.: 265  კუერ/თხითა მოკუეთილითა განვლო ისრაელმან, ვითარცა ქუეყანაჲ მყარი. რამეთუ სახე ჯუარისა წინაჲთვე გამოისახვოდა, დიდებულებით მაცხოვარსა გიგალობდეს.
Hymn type: t     
გამოეკუეთა შენგან მთაო წმიდაო, კარაო ღმრთისაო, ყოლად უბიწო[ო], რომელი იქმნა თავ საკიდურთა და უფალ ყოველსა, მას ევე[დ]რე ჩუენთჳს, რაჲთა მოგუმადლოს სიმრავლე წყალობისა თჳსისაჲ.

Hymn number: 177(8)  
Hymn type: h     
ფარაუს ეტლები სიღრმესა შინა დაჰფარე, უფალო, ზღუაჲ განავლე და იჴსენ გალობით მაქებელი შენი ერი ისრაელისაჲ.
Hymn type: t     
ღმერთი ჴორც-შესხმული საშოსა შენსა დაჰფარე, ქალწულო და გამოგჳბრწყინვე ჩუენ მზე იგი სიმართლისაჲ, ქრისტე, მჴსნელი დაბადებულთაჲ.

Hymn number: 178(9)  
Hymn type: h     
უძლეველითა ძალითა, ქრისტე ღმერთო, ძლეულ ჰყავ ძალი მტერთა მათ მეგჳპტელთაჲ, რაჟამს დაანთქენ ზღუასა მას მეწამულსა და ერსა შენსა წარუძეღ მოსეს მიერ და შენ მხოლოსა, უფალსა, გიგალობდეს.
Hymn type: t     
უტყუ იქმნა სიტყუაჲ და მ[ო]უძლურდა სიბრძნე სოფლისა ამის გამომეძიებელთაჲ და აღ/ესრულა Ms. page: 36v   Page of ed.: 267  ღმერთ-შემოსილთა კაცთა ქადაგებული, რაჟამს უსძლომან სძალმან გჳშევ ჩუენ ღმერთი და ქალწულადვე ეგე.



Ode: moix.  
მოიხილესა


Hymn number: 179(1)  
Hymn type: h     
განგებულება ჴორც-შესხმისა შენისაჲ, ღმრთისა სიტყუაო, კაცთა ცხორებისათჳს აუწყე მოსეს ალით გამო ცეცხლისაჲთ, რომლისათჳსცა ზარ-განჴდილმან ღაღატ-ყო: წმიდა არს და მართალ სახელი შენ.
Hymn type: t     
გამოსახვიდა მოსე მთასა სინასა საიდუმლოსა შობისა შენისასა, ღმრთისა დედაო, მაყლოანსა მას შინა და მოგასწავა საღმრთოჲსა მის ცეცხლისა ჴორც-შესხმულისა მტჳრთველად უბიწო[ო].

Hymn number: 180(2)  
Hymn type: h     
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მაცხოვარი სოფლისაჲ, ნათელი ჭეშმარიტი, წყაროჲ ცხორებისაჲ და მჴსნელი მორწმუნეთაჲ.
Hymn type: t     
უგალობდეთ ყოველნი სამებისა ერთარსებისა ძალსა, მამასა ძით და სულით დაუცხრომელად აწ და უკუნისამდე.

Hymn number: 181(3)  
Hymn type: h     
ვითარცა ცუარნი, გარდამოჴდეს სიტყუანი პირისა შენისანი, უფალო, და აღივსო ქუეყანაჲ დიდებითა შენითა.
Ms. page: 37r  
Page of ed.: 269 
Hymn type: t     
ვითარცა ცუარი სულისა წმიდისაჲ, გარდამოჴდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ შენ ზედა, ქალწულო უბიწო[ო], და ნაყოფიერ ყო ქუეყანაჲ.

Hymn number: 182(4)  
Hymn type: h     
უხილავთა მხილველმან სასწაულთა მოქმედმან მოსე წინაჲსწარ მოასწავა ჴსნაჲ წარმართთაჲ ჯუარისა მიერ, ჴელნი რაჲ ჯუარის სახედ განიპყრნა და მით დასცა მტერი ამალეკი.
Hymn type: t     
აღესრულნეს შენ ზედა თქმულნი წინაჲსწარმეტყუელთანი, მარიამ უბიწო[ო], შენგან იშვა ღმერთი ჴორცითა, რომელსა ანგელოზნი აქებენ თანა მამით და სულით წმიდითურთ

Hymn number: 183(5)  
Hymn type: h     
ღმრთის-მხილველმან მოსე განპყრობითა ჴელთაჲთა ამალეკი მტერი დასცა, ხოლო ქრისტემან, რაჟამს განაპყრნა მკლავნი იგი საღმრთონი ჯუარს ზედა და დაეცა სიკუდილი, და მორწმუნეთა მოვიღეთ უკუდავებაჲ
Hymn type: t     
ღირსად შეგამკობდეს პირველადვე წინაჲსწარმეტყუელნი და მამადმთავარნი, სძალო სიძისა უკუდავისაო, მტჳრთველო ცხორებისა ჩუენისაო, შენგან იშვა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორცითა, მისა მიმართ მეოხ გუეყავ

Hymn number: 184(6)  
Hymn type: h     
საიდუმლოჲ ჴორც-შესხმისაჲ და სახე განკაცებისა შენისაჲ, ქრისტე, წინაჲსწარვე აუწყე მოსეს მთასა ზედა სიანასა. Ms. page: 37v   Page of ed.: 271  მაყლო/ანსა მას შინა მოტყინარესა ცეცხლითა, რომელი უვნებელად დაიცვებოდა მისგან და მოასწავა მშობელისა შენისა ქალწულებაჲ, ხოლო მან გულისჴმა-ყო ჭეშმარიტი სახეთაგან, ვითარმედ დაიტიოს ქალწულისა საშომან ცეცხლი ღმრთეებისაჲ უ[ვ]ნებელად.
Hymn type: t     
საიდუმლოსა შობისა შენისასა, მშობელო ღმრთისა მაღლისაო, წინაჲსწარ ქადაგებდეს საღმრთოჲთა სიბრძნითა აღვსებულნი: წინაჲსწარმეტყელნი და მამამთავარნი, რაჟამს გიწოდეს შენ ბჭედ აღმოსავალისა, ღრუბლად ნათლისა, მტჳრთველად საღმრთოჲსა ცუარისა, ადგილად სიწმიდისად და ქვად ფენილად საფიროვნად, ქუეყანად პურიელად, რომლისაგან მოვიღეთ საზრდელი უკვდავებისაჲ.

Hymn number: 185(7)  
Hymn type: h     
მოიხილე დღეს, ცაო, ვიტყოდე და უგალობე ქრისტესა, მაცხოვარსა ჩუენსა, მხოლოსა მრავალ-მოწყალესა.
Hymn type: t     
--



Ode: gandzl.  
Ms. page: 38r  
Page of ed.: 273 
[განძლიერდასა]


Hymn number: 186(1)  
Hymn type: h     
მოსავთა შენთა დამამტკიცებელო ღმერთო, დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, რომელი მოიყიდე სისხლითა შენითა წმიდითა.
Hymn type: t     
ღრუბელი ხარ შენ მზისთუალისაჲ მის, ქალწულო, მტჳრთველი წიაღითა დამბადებელისა, რომელსაცა დაბადებულნი ადიდებენ.

Hymn number: 187(2)  
Hymn type: h     
ეჰა, ბერწო სულო ჩემო და ნაყოფთაგან ცუდო, აყუავენ ღმრთისა მიერ და ნაყოფიერი ესრეთ ღაღადებდ: არავინ არს წმიდაჲ, არავინ არს მართალ შენებრ, უფალო.
Hymn type: t     
მსგავსებაჲ უცვალებელი უხილავისა მამისაჲ საშოსა შენსა იტჳრთე და ჴორციელად ჰშევ, ქალწულო უსძლო[ო], რომელმან აჴოცნა პატიჟნი პირველნი სულთა ჩუ[ე]ნთანი.

Hymn number: 188(3)  
Hymn type: h     
განამტკიცენ, უფალო, გონებანი ჩუენნი ნათლითა მით დაუღამებელითა, რაჲთა გიგალობდეთ შენ, მჴსნელსა, უკუნისამდე.
Hymn type: t     
განაახლე, წმიდაო, გონებაჲ განხრწნილი, რამეთუ ჰშევ და დაადგერ ქალწულად, ამისთჳს ჩუენ, ყოველნი მორწმუნენი, გნატრით შენ.

Hymn number: 189(4)  
Hymn type: h     
განძლიერდა დღეს გული ჩემი უფლისა მიმართ და ამაღლდა რქაჲ ჩემი ღმრთისა მიერ, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უფალო.
Ms. page: 38v  
Page of ed.: 275 
Hymn type: t     
მეტყუელი ენაჲ ვერ შემძლებელ არს ქებად შენდა ჯერისაებრ, ღმრთისა დამტევნელო, არამედ მსგავსად ძალისა სიტყჳთ შეგასხამთ.

Hymn number: 190(5)  
Hymn type: h     
რომელმან სიტყჳთ არარაჲსგან არსად შეჰქმნენ დაბადებულნი და დაამტკიცენ სულითა, მპყრობელო ყოველთაო, განმაძლიერენ შენდამი მორწმუნენი.
Hymn type: t     
ქებულებანი ითქუნეს შენთჳს, ქალწულო, განჴორციელებისა მეუფისა ცათაჲსა. შენ მიერ, დედოფალო, ღმერთი გამოჩნდა მჴსნელად დაბადებულთა.

Hymn number: 191(6)  
Hymn type: h     
კლდესა ზედა სარწმუნოებისა შენისასა, ქრისტე, დაამტკიცე ეკლესიაჲ და მას შინა წარმართნი შემოჰკრიბენ, რომელნი ესრეთ ჴმობენ, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
ჭეშმარიტად მოგასწავა დავით წინაჲსწარმეტყუელმან: ისმინე, ასულო და იხილენ მორწმუნენი, მვედრებელნი შენნი, რომელნი ესრეთ ჴმობენ, რამეთუ შენ ხარ სასოჲ და სიქადული ჩუენი.

Hymn number: 192(7)  
Hymn type: h     
უნაყოფოჲ სული ჩემი ნაყოფიერ ყავ, ღმერთო, და დაამტკიცენ ფერჴნი ჩემნი Ms. page: 39r   Page of ed.: 277  ალაგსა მცნებათა შენთასა, რაჲთა გადიდებდე შენ.
Hymn type: t     
უზეშთაეს ბუნებათა გჳშევ ჩუენ სიტყუაჲ ღმრთისაჲ, უბიწო[ო] სძალო მარიამ, მას ევედრე ცხორებად ჩუენთჳს, რომელნი გადიდებთ შენ.

Hymn number: 193(8)  
Hymn type: h     
მხოლოდ-შობილო ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო, რაჟამს დაიკალ ნებსით მსხუერპლად მამისა და შეიწირე სოფლისა ცოდვათათჳს, წმიდა ჰყავ, მჴსნელო, ეკლესიაჲ სისხლითა და შვილნი მისნი იჴსნენ საცთურისაგან.
Hymn type: t     
მხოლოდ-შობილი ძე და სიტყუაჲ მამისაჲ, დაუსაბამოჲ არსებაჲ უხილავი საშოსა შენსა დაებადე ჴორცითა, ყოლად უსძლო[ო] სძალო მაცხოვრისაო, და იშვა შენგან ღმერთი და კაცი სრული.



Ode: upm.  
მესმასა


Hymn number: 194(1)  
Hymn type: h     
ქრისტე ღმერთო, ცანი კეთილთა შენთა დაფარნეს, რაჟამს კიდობნისა მისგან სიწმიდისაჲთ მოხუედი სოფლად სიმდაბლით ჩუენთჳს და ვითარცა ჩჩჳლი, გიხილეს ღმერთი ყოველთა დაბადებულთაჲ, აღივსო ყოველივე დიდებითა შენითა.
Hymn type: t     
გიხაროდენ, გაბრიელ მოგართუა შენ, ქალწულო, რაჟამს-იგი მუცლად-იღე დამბადებელი შენი და ჰშევ ღმერთი ჴორცითა Ms. page: 39v   Page of ed.: 279  უზეშთაეს კაცთა ბუნებისა, რომელსა ყოვენი უღაღადებთ: აღი[ვსო ყოველივე დიდებითა შენითა].

Hymn number: 195(2)  
Hymn type: h     
მოსლვისა შენისა საიდუმლოჲ მე[ს]მა დიდებული, შემეშინა და დამიკჳრდა და სიხა[რ]ულით ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა უფალო.
Hymn type: t     
მარიამ, შენ ხარ სასაკუმევლე იგი ოქროჲსაჲ, რომელმან ერთი, განუყოფელი სამებისაჲ მუცლად-იღე და მან სურნელ ყო ყოველი სოფელი.

Hymn number: 196(3)  
Hymn type: h     
მე[ს]მა სმენაჲ შენი, შემეშინა, განვიცადენ მე საქმენი შენნი და დამიკჳრდა და გადიდე შენ, ქრისტე.
Hymn type: t     
გევედრებით შენ აწ, ღმრთისმშობელო, ჩუენ, მორწმუნენი, მეოხ გუეყავ ძისა შენისა მიმართ, რაჲთა მაცხოვნნეს ჩუენ.

Hymn number: 197(4)  
Hymn type: h     
ცანი შუენიერებამან შენმან დაფარნა, ქრისტე, რაჟამს არა ნატაცებად შეირაცხე სწორ ღმრთისა, არამედ იქმენ მსგავს კაცთა, რომელნი იტყჳან: დიდ[ებაჲ ძალსა შენსა, უფალო].
Hymn type: t     
ბუნებათა უაღრესი დაიტიე, ქალწულო, და გამოუთქმელად ჰშევ სიტყუაჲ დამბადებელი, სიქადულო დედათაო, რომელსა უგალობთ: დიდებაჲ ძალსა შენსა, ქალწულო.

Hymn number: 198(5)  
Hymn type: h     
ჰყავ სიყუარული სიმტ[კ]იცისაჲ ჩუენ თანა, უფალო, და ძე შენი მხოლოდ-შობილი სოფლად მოავლინე და სიკუდიდ მიეც, ამისთჳსცა ქებით ვღაღადებთ შენდამი: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
Ms. page: 40r  
Page of ed.: 281 
Hymn type: t     
სამწყსოჲ, რომელი იჴსენ ვნებითა შენითა, ქრისტე, მოიჴსენე იგი, სახიერ, ყოლად დიდებულისა ქალწულისა, მშობლისა შენისა მეოხებითა და გუაცხოვნე, ძლიერო.

Hymn number: 199(6)  
Hymn type: h     
მესმა სმენაჲ, ქრისტე, ჴორც-შესხმისა შენისა საიდუმლოჲ და გადიდე მხოლოჲ, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
დიდებულო მარიამ, უბიწო[ო], წმიდაო ღმრთისმშობელო, ევედრე ღმერთსა ცხორებისათჳს ჩუენისა.

Hymn number: 200(7)  
Hymn type: h     
მთით ჩრდილოჲთ მაღნართაჲთ მოსლვაჲ შენი, სახიერ, წინაჲსწარ იხილა ამბაკუმ და ღაღატ-ყო: მაცხოვრად ერისა შენისა მოხუედ, დიდებაჲ ძალსა შენსა.
Hymn type: t     
მთით ჩრდილოჲთ მაღნართაჲთ მოხუედ ჴორცითა, ქრისტე, საშოჲსაგან წმიდისა უსძლოჲსა ქალწულისა მაცხოვრად ერისა, რომელნი ჴმობენ: დიდებაჲ ძალსა [შენსა].

Hymn number: 201(8)  
Hymn type: h     
ქერაბინთა ზედა მჯდომარეო, ქრისტე, და მამისაგან განუშორებელო, ჭეშმარიტად გქადაგა წინაჲსწარმეტყუელმან ამბაკუმ და ღაღატ-ყო: ძალსა შენსა დიდებაჲ კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
გიხაროდენ, ბჭეო ცათაო, ქალწულო, გიხაროდენ შენ, მარიამ ღირსო, გიხაროდენ მზისთუალო ყოლად ბ[რ]წყინვალეო, გიხაროდენ მეოხო მაქებელთა შენთაო, უსძლო[ო].

Ms. page: 40v  
Page of ed.: 283 
Hymn number: 202(9)  
Hymn type: h     
გამოჩინებაჲ შენი, ღმრთისა სიტყუაო, შორის მამისა და წმიდისა სულისა პირველ ქადაგა ამბაკუმ ღმრთისმეტყუელმან და ღაღადებდა: ღმერთი სამხრით მოვიდეს მაცხოვრად კაცთა და ჴსნად ცხონებულთა თჳსთა.
Hymn type: t     
გუნდი ზეცისა უჴორცოთაჲ გადიდებს და ქუეყანასა ზედა ყოველი ენაჲ ადამეანთაჲ დაუცხრომელად გადიდებს, რომელმან გჳშევ შემოქმედი ყოველთაჲ, უსძლო[ო] სძალო, მისა მეოხ გუეყავ



Ode: gham.  
ღამითგანსა


Hymn number: 203(1)  
Hymn type: h     
ჩუენებით ესაია იხილა რაჲ უფალი, საყდართა მჯდომარე და გარე-შეცვული ანგელოზთა მიერ ღაღატ-ყო: , ვაჲ უბადრუკსა, რამეთუ ვიხილე ღმერთი ჴორცითა, ნათელი ბრწყინვალე და მთავარი მშჳდობისაჲ.
Hymn type: t     
ქალწულო დიდებულო, ღმრთისმშობელო მარიამ, შენგან გამოგჳბრწყინდა ნათელი ბრწყინვალე დაუღამებელი, რომელმან განმანათლნა ჩუენ, მსხდომარე ბნელსა და აჩრდილთა და ესრეთ უღაღადებთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

Hymn number: 204(2)  
Hymn type: h     
ქუეყანასა ზედა უხილაო, იხილვე და კაცთა შორის იქცეოდე ნეფსით თჳსით, მჴსნელო, შენდა მომართ მოვილტით და შენ გიღაღადებთ კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
თანასწორი მამისაჲ სიტყუაჲ ღმრთისაჲ, გუამი სრული Ms. page: 41r   Page of ed.: 285  ორითა ბუნებითა ქალწულმან გჳშვა ჩუენ, რომელსა თაყუანის-ვსცემთ თანა მამით და სულით წმიდითურთ.

Hymn number: 205(3)  
Hymn type: h     
აღვიმსთობთ შენდამი, ქრისტე, ჭეშმარიტისა ცისკრისა, რომელი აღმოჰბრწყინდი მამისა მიერ განათლებისათჳს კიდეთა სოფლისათა ბრწყინვალებითა.
Hymn type: t     
შენ ხარ სასოჲ ჩუენი, ღირსო, ღმრთისმშობელო უბიწოო, და შენ მიერ მოვიღებთ ჩუენ, მორწმუნენი, ჴსნასა ცოდვათასა და შენგან შობილსა ღმერთსა თაყ[უანის-ვსცემთ].

Hymn number: 206(4)  
Hymn type: h     
ღამითგან აღვიმსთობთ ჩუენ, გიგალობთ შენ, უფალო, ღმერთო ჩუენო და გევედრებით შენ, კაცთ-მოყუარე, გუაცხოვნენ ჩუენ ძალითა ჯუარისაჲთა.
Hymn type: t     
ჴორცთა შენთაგან, სძალო, იშენა სიბრძნემან სახლი თჳსი, ამისთჳს ყოველნი მორწმუნენი ღმრთისმშობელად აღგიარებთ, ქალწულო.

Hymn number: 207(5)  
Hymn type: h     
შენდა აღვიმსთობთ წარუვალისა ნათლისა, მომეც ჩუენ კაცთ-მოყუარე, შენი მშჳდობაჲ და ნათელსა მცნებასა შენთასა მიძღოდე სლვად გზათა შენთა.
Hymn type: t     
კარავი წმიდაჲ, რომელმან დაუტევნელი ყოველთა დაბადებულთაჲ სიტყუაჲ ღმრთისაჲ დაიტია და მშობელ და ქალწულ ესე მხოლოჲ გამოჩნდა.

Ms. page: 41v  
Page of ed.: 287 
Hymn number: 208(6)  
Hymn type: h     
ნათელსა მას მცნებათა შენთასა გჳძღოდე ჩუენ, ქრისტე, ნათელო წარუვალო.
Hymn type: t     
რომელმან შევ ღმერთი ხორციელად, შენ, უხრწნელო ქალწულო, მიოტენ ჩუენ ცოდვილნი.

Hymn number: 209(7)  
Hymn type: h     
აღმსთობილნი გიგალობთ შენ, სიტყუაო ღმრთისაო, მხოლოდ-შობილო შენი მშჳდობაჲ მომეც ჩუენ და შემიწყალენ ჩუენ, რომელნი გევედრებით და სარწმუნოებით თაყუანის-გცემთ.
Hymn type: t     
გიხაროდენ, უბიწოო დედაო, რამეთუ რომელი ჰშევ ძე, ამან ჯოჯოხეთი წარმოტყუენა, ვითარცა ღმერთ არს და აღდგა ჴელმწიფებითა მაცხოვარი და ცხორებაჲ ჩუენი

Hymn number: 210(8)  
Hymn type: h     
გამოჩნდა ბრწყინვალედ სიმრავლე ანგელოზთაჲ და მრავალთუალნი ქერაბინნი, რომელმანცა შეახო ბაგეთა ესაიას, განჩინებულ იქმნა იგი ქადაგად და იტყოდა: მშჳდობაჲ შენი მომეც მონათა შენთა, კაცთ-მოყუარე.
Hymn type: t     
გიხაროდენ, ქალწულო, იხილე ცეცხლისფერი ანგელოზი, რომელმანცა გახარა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ყოლად წმიდაო, ძალი მაღლისაჲ შენ ზედა და გეტყოდა: შენ თანა ღმერთი, რომელმანცა აცხოვნა მორწმუნენი.

Hymn number: 211(9)  
Hymn type: h     
გამოაბრწყინვე, ქრისტე, ნათელი საღმრთოჲ და განანათლენ კიდენი სოფლისანი, Ms. page: 42r   Page of ed.: 289  რომელმან / დაჰჴსენ ბნელი უმეცრებისაჲ და კაცთა მოეც ნათელი ჭეშმარიტი, რაჲთა ვიდოდიან მცნებათა შენთა გზასა.
Hymn type: t     
--



Ode: ghagh.  
ღაღატყავსა


Hymn number: 212(1)  
Hymn type: h     
ჴმა-ვყა[ვ] შენდამი დამძიმებულმან ტჳრთითა ცოდვათა ჩემთაჲთა, შეისმინე ჩემი და წყალობა ყავ, მაცხოვარო.
Hymn type: t     
არა განიხრწნა საშოჲ ქალწულისაჲ ცეცხლისაგან ღმრთეებისა, რაჟამს დაემკჳდრა იონაჲს სახედ განუხრწნელად.

Hymn number: 213(2)  
Hymn type: h     
დამკჳდრებაჲ იონაჲსი სიღრმესა მას შინა სახედ ბუნებისა ჩუენისა მოესწავებოდა ჯოჯოხეთს შინა, რომლისაგან მიჴსენ, მრავალ-მოწყალე.
Hymn type: t     
სიღრმეთაგან ცოდვათაჲსა და მოქცევისაგან ბრალთაჲსა აღმომიყვანენ ჩუენ, ქალწულო მარიამ, რამეთუ შენ ხარ მყუდროჲ ნავთსაყუდელი მოსავთა შენთაჲ.

Hymn number: 214(3)  
Hymn type: h     
ღაღატ-ვყავ სულ-თქუმით დაუდუმებელად მოწყალისა მიმართ ღმრთისა და ისმინა ჩემი მთით სიწმიდისა მისისაჲთ და განხრწნისაგან იჴსნა ცხორებაჲ ჩემი.
Hymn type: t     
მეოხ გუეყავ ღმრთისმშობელო უბიწო[ო], ცათა მეუფისა მიმართ, რომელი გჳშევ შენ, რაჲთა მიჴსნეს მორწმუნენი განსაცდელთაგან ვითარცა მოწყალე არს.

Ms. page: 42v  
Page of ed.: 291 
Hymn number: 215(4)  
Hymn type: h     
ღაღად-ვყავ გულითა ჩემითა შენდა: ისმინე ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.
Hymn type: t     
ევედრე მას, რომელი ჰშევ, ქალწულო, რაჲთა მიჴსნეს ჩუენ მტერისა საფრჴეთაგან.

Hymn number: 216(5)  
Hymn type: h     
სიღრმეთა ცოდვისათა მომიცვეს, განმხრწნელთა სულისათა, არამედ შენ, კაცთ-მოყუარე, მოყავ მარჯუენაჲ შენი, მსაგავსად იონაჲსა მიჴსენ და, ვითარ პეტრე, დანთქმისაგან აღმომიყვანე.
Hymn type: t     
უსძლო[ო] და უქორწინებელო, შენ მხოლოჲ იქმენ შუა-მდგომელ ღმრთისა და კაცთა, ძესა შენსა ევედრე მოცემად მოსავთა შენთა ბრალთა შენდობაჲ და მტერისა საბრჴეთაგან ჴსნაჲ.

Hymn number: 217(6)  
Hymn type: h     
სიღრმე ვნებათაჲ აღმიდგა და უფსკრულად დამთქამს მე, არამედ, ვითარცა იონა, გიღაღადებ: აღმომიყვანე, უფალო, ხრწნილებისაგან ცოდვათაჲსა, მრავალ-მოწყალე.
Hymn type: t     
აღდგომილსა მეუფესა, ვითარცა შუენიერსა სიძესა, ხედავ, ღმრთისმშობელო, ძესა შენსა, გიხაროდენ, დედოფალო, აწ სიხარულით მოიკითხე და მეოხ გუეყავ

Hymn number: 218(7)  
Hymn type: h     
დასასრულსა საუკუნეთასა წარწყ/მედად მიწევნულნი Ms. page: 43r   Page of ed.: 293  ღელვათაგან ცოდვათაჲსა ვღაღადებთ ჭირვეულნი: ნუ უგულებელს-მყოფ, მოწყალე, მიჴსენ მჴეცისაგან სულთა მომსრველისა, ვითარცა იჴსენ პირველ ვეშაპისაგან წინაჲსწარმეტყუელი.
Hymn type: t     
აღსასრულსა ჟამთასა ქალწულისაგან იშევ მოწყალე და მონებისაგან მტერისა განათავისუფლე სიკუდიდ მიცემული სოფელი, ამისთჳს ღმრთისმშობელად აღგიარებთ ქალწულსა და მეოხად მჴურვალედ შენდა მომართ, ქრისტე, მრავალ-მოწყალე.

Hymn number: 219(8)  
Hymn type: h     
მჴსნელო ჩუენო, ჭეშმარიტად, უბრძანე რაჲ წინაჲსწარმეტყუელსა ქადაგებაჲ სინანულისაჲ კაცთა მომართ, რომლისათჳს რისხვეულ იქმნა პირისა შენისაგან, ყოველთა მჴსნელო, და შეაყენე იგი ზღჳსა მჴეცისა მუცელსა, რომლისაგან მოგუასწავე მეორედ შობაჲ კაცთაჲ.
Hymn type: t     
წინაჲსწარვე მოგასწავა წინაჲსწარმეტყუელმან ესაია დედად ღმრთისა ჩუენისა, ყოლად უბიწო[ო] ქალწულო, რომელმან გჳშევ მჴსნელი ყოველთაჲ, რომელსა მორწმუნენი გიღაღადებთ და ვიტყჳთ: გიხაროდენ შენ, სულთა ჩუენთა მფარველო, Ms. page: 43v   Page of ed.: 295  რომელმან უ[ქ]ცეველად დამაგენ ძესა შენსა.

Hymn number: 220(9)  
Hymn type: h     
მოაკუდინე შენ, ქრისტე, ვეშაპი იგი სულთა მომსრველი და მის მიერ შთანთქმულნი იონაჲს სახედ ნათლად აღმოიყვანენ, აღმომიყვანე მეცა დანთქმისაგან ბრალთა ჩემთაჲსა, მაცხოვარ, და მაცხოვნე მე.
Hymn type: t     
--



Ode: kurtx.  
კურთხეულარსა


Hymn number: 221(1)  
Hymn type: h     
ღმრთისა სიტყუასა, რომელმანცა ცეცხლას შინა შეაცურინა სამნი ყრმანი ღმრთისმეტყუელნი შევამკობდეთ ყოველნი და ქალწულმან შვა, და ესრეთ ვღაღადებდეთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
მამასა ძით და სულით წმიდით მორწმუნენი ვაკურთხევდეთ, ანგელოზთა გალობასა ვღაღადებდეთ ჩუენ: წმიდა ხარ შენ, უფალო, სამებაო წმიდაო, კურთხეულ ხარ შენ მარადის, აწ და უკუნისამდე.

Hymn number: 222(2)  
Hymn type: h     
ვითარცა სამთა ყრმათა პირველად განუქარვე ალი იგი საჴუმუილისაჲ მის, ჩუენცა განგუანათლენ ღმრთეებისა ნათლითა და ღირს მყვენ ღაღადებად: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
სულსა მას სახიერსა მამისა თანა და ძისა თაყუანის-ვსცემთ განუყოფელად, სამგუამოვნებასა და ერთღმრთეებასა უგალ[ობდეთ].

Hymn number: 223(3)  
Hymn type: h     
სამნი ყრმანი ბაბილონს სამებასა მიემს/გავსნეს, Ms. page: 44r   Page of ed.: 297  და დათრგუნეს სიმძაფრე საჴუმილისაჲ მის და გალობით იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
მორწმუნეთა ვიხილეთ უფროჲს ბუნებისა შობაჲ, ვითარცა მუცლად-ღებაჲ, ამისთჳს, ღირსო, ღმრთისმშობელად აღგიარებთ,მეოხად მიგავლენთ ძისა შენისა მიმართ.

Hymn number: 224(4)  
Hymn type: h     
ხატსა ოქროჲსასა პირველ მოგუნი თაყუანის-სცემდეს, ხოლო ყრმათა შეურაცხ-ყვეს და საჴუმილსა შეცურეულნი იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
Hymn type: t     
სამებისა ერთარსებაჲ გამოგჳჩნდა ბრწყინვალედ ბნელსა შინა მსხდომარეთა, განმანათლნა, რომელნი უღაღადებთ: მამათა ჩუენ[თა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ].

Hymn number: 225(5)  
Hymn type: h     
რომელმან ალი იგი ცურეულ ჰყავ საჴუმილისაჲ და ყრმანი შეუწუველად დაიცვენ, კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე.
Hymn type: t     
დედაო მჴსნელისაო, მარიამ, იხარებდი: აღდგა ძე შენი და ღმერთი ჩუენი, მკუდარნი განაცხოვ[ელ]ნა და ყოველნი აღივსნა სიხარულითა.

Hymn number: 226(6)  
Hymn type: h     
ქალდეველნი იგი, რომელნი დგეს გარემოჲს საჴუმილსა მას, განაბნიენ ანგელოზისა მიერ, / მჴსენელო, Ms. page: 44v   Page of ed.: 299  ხოლო ყრმანი შეცურეულნი ესრეთ ჴმობდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
Hymn type: t     
საჴუმილსა მას შინა სამთა ყრმათა გამოსახეს სამებაჲ და შეურაცხ-ყვეს ხატი ოქროჲსაჲ ხოლო შენ აღგიარეს ძე მამისა თანა სულით წმიდითურთ და თქუეს: კ[ურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო].

Hymn number: 227(7)  
Hymn type: h     
გულისწყრომამან მძლავრთა უშჯულოთამან და საჴუმილისა აღგზნებულისა ზარმან ვერ შეაძრწუნნა ყრმანი ღმერთ-შემოსილნი, არამედ ჴმა-ყვეს გონებითა მტკიცითა მაღლისა მიმართ: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
Hymn type: t     
--



Ode: akrtx.  
აკურთხევდითსა


Hymn number: 228(1)  
Hymn type: h     
მონებად ღმრთისა აღდგომილნი ყრმანი შეითხინეს ცეცხლსა მიუახლებელსა და ალისაგან არა ევნო და გალობით იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
ვინ შემძლებელ არს ქებად შენდა ჯერისაებრ, უბიწო[ო] მშობელო ღმრთისაო, რომელმან გამოუთქუმელად ჰშევ დამბადებელი შენი და სთქუ: აკურთხევდით [ყოველნი საქმენი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Hymn number: 229(2)  
Hymn type: h     
ცეცხლი იგი შემწველ[ი] უსხეულომან შეაცურია Ms. page: 45r   Page of ed.: 301  და ღმერთ-შემოსილი ყრმანი ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
სარწმუნოებით ვჰმონებთ სამებასა ერთარსებასა, უგალობთ მორწმუნენი და ღა[ღადებთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Hymn number: 230(3)  
Hymn type: h     
თაყუანისცემულსა წმიდათა ანგელოზთა მიერ, საუკუნითგან დიდებულსა მღდელნი აკურთხევდით ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
სამებით ცნობილსა, ერთარსებით დიდებულსა, ბუნებასა ღმრთეებისასა მღდელნი [აკურთხევდით ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე].

Hymn number: 231(4)  
Hymn type: h     
სამნი ყრმანი ბაბილონს ღმრთისა მიერ განძლიერდეს და შეურაცხ-ყვეს განცხრომაჲ და სახიობაჲ უშჯულოთაჲ მათ და საჴუმილსა შეითხინეს და საღმრთოჲთა გალობითა ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
Hymn type: t     
მუცლად-იღო ქალწულმან წინაჲსწარ ქადაგებული ესაიასგან, რამეთუ უქორწინებელმან გჳშვა ჩუენ მხოლოდ-შობილი ძე ღმრთისაჲ, რომელსა უღაღადებთ დაბადებულნი: აკურთხევდით [ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა].

Hymn number: 232(5)  
Hymn type: h     
პირველ საუკუნეთა ძე მამისა მის და/უსაბამოჲსა Ms. page: 45v   Page of ed.: 303  ქალწულისაგან ჟამთა აღსასრულსა ჴორცითა გამოჩნდა, ვითარცა სრულსა კაცსა და ღმერთსა ღმრთისაგანსა ვაკურთხევთ, თაყუანის-ვცემთ და ავამაღლებთ მას აწ და უკუნისამდე.
Hymn type: t     
დამბადებელმან ინება დატევნად საშოსა შენსა, ღირსო, ღმრთისა დედაო, და გამოგჳბრწყინდა ორითა ბუნებითა ღმერთად და კაცად, ვაკურთხევთ [თაყუანის-ვსცემთ და ავამაღლებთ მას აწ და უკუნისამდე].



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 233(6)  
Hymn type: h     
რომელმან ანგელოზებრივისა ხატისა მსგავსად ცეცხლსა შინა ხილვითა ყრმანი იჴსნა საჴუმილისაგან, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
Hymn type: t     
ძესა, მამისა თანასწორსა ღმერთსა ღმრთისაგანსა და სულსა თანაარსსა, ერთღმრთეებ[სა] ჭეშმარიტსა აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

Hymn number: 234(7)  
Hymn type: h     
საქმენი და ძალნი უფლისანი უფალსა ღმერთსა აკურთხევდით დღეს, ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი ამაღლებდით მას უკუნისამდე.
Hymn type: t     
მიდგომილ იქმენ, უბიწო[ო] სძალო, დედად ღმრთისა და იტჳრთე მჴსნელი ყოველთაჲ და შევ ჴორცითა, შენ გაკურთხევთ ჩუენ, ყოველნი, დედოფალო.

Hymn number: 235(8)  
Hymn type: h     
რომელიცა ანგელოზთა მიერ Ms. page: 46r   Page of ed.: 305  მაღალთა შინა იდი/დების ღმერთი, ცანი ცათანი და ქუესკნელნი, მთანი და ბორ[ც]უნი და სიღრმენი უფსკრულთანი და ნათესავნი კაცთანი აკურთხედით, უგალობდით ღმერთსა, შემოქმედსა ყოველთა საუკუნეთასა.
Hymn type: t     
მამასა დაუსაბამოსა ვაქებთ, ძესა დაუსაბამოსა უგალობთ, სულსა წმიდასა ერთღმრთეებით დიდებულსა თაყუანის-ვსცემთ ჩუენ სამებასა ერთღმრთეებასა მორწმუნენი ერთობით ერთა თანა ზეცისათა უგალობდეთ ჩუენ, ვაკურთხევდეჲ უკუნისამდე.

Hymn number: 236(9)  
Hymn type: h     
შენ, რომელი ცეცხლსა შინა საცნაურ იქმენ ყრმათა თანა ებრაელთა ღმერთი და ცეცხლი იგი ცუარად გარდააქციე, მათ ყოველთა მჴსნელო, ყრმანი გაკურთხევენ, მღდელნი გიგალობენ, ერნი უფროჲსად აგამაღლებენ.
Hymn type: t     
გიხაროდენსა შენდამი ყოველნი ვიტყჳთ, ღმრთისმშობელო, ყოლად სანატრელო, რამეთუ რომელი-იგი შევ ძე, განხეთქნა ჯოჯხეთისა საკრველნი, აღდგა საფლავით მაცხოვნა ჩუენ და მიჴსნა ჩუენ ხრწნილებისაგან კაცთ-მოყუარე.

Hymn number: 237(10)  
Hymn type: h     
შენ, რომელმან ცნობაჲ სიბრძნისაჲ მიანიჭე ღირსთა ყრმათა, რომელთაცა ჭეშმარიტად დაიმარხეს მცნებაჲ შენი და განცხრომათაგან არა Ms. page: 46v   Page of ed.: 307  შეორგულდეს, რომელთაცა საჴუმილსა მას შინა ბრწყინვალედ გამოუჩნდი და ანგელოზისა მიერ სხურებულნი ესრეთ ჴმობდეს: მჴსნელსა ჩუენსა ღმერთსა ყოველნი ვაკურთხევთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 238(11)  
Hymn type: h     
ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა რაჲ ცუარსა იყვნეს წმიდანი იგი სამნი ყრმანი, სულისა წმიდისა ცუარითა ცურეულნი იხარებდეს და ესრეთ ღაღატ-ყვეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
Hymn type: t     
--

Hymn number: 239(12)  
Hymn type: h     
ალსა შინა შეიცურინეს მძლავრისა მიერ სამნი ყრმანი სიყუარულისათჳს შენისა, ქრისტე, ღმერთო, რამეთუ სახესა მას ცხოველს-მყოფელსა ვნებისა შენისასა გამოსახვიდეს.
Hymn type: t     
--



Ode: adid.  
ადიდებდითსა


Hymn number: 240(1)  
Hymn type: h     
წერილთა მიერ შჯულისათა მოგუესწავა ჩუენ, მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული, პირველ საშოჲსა განმღებელი, წმიდა უფლისა იწოდოს. აჰა, დღეს ვიხილეთ ჩუენ პირმშოჲ ზეცით და ქუეყანით და სარწმუნოებით ვადიდებთ.
Hymn type: ta     
აღმოსავალით ბჭედ დაჴშულად გიწოდა შენ წინაჲსწარმეტყუელმან, რომელსა შევიდა ღმერთი განუღებელად და გამოვიდა Ms. page: 47r   Page of ed.: 309  და ბჭე იგი ეგო დაჴშულად, ქალწულებაჲ უხრწნელად შემდგომად შობისა შენგან, დედაო ღმრთისა მაღლისაო.
Hymn type: tb     
უჴორცოთაგან ზეცისათა დაუდუმებელითა ჴმითა, დაუცხრომელითა ღმრთისმეტყუელებითა ანგელოზთაგან წმიდაარსობით იქების სამებაჲ ერთარსებაჲ, რომელსა ჩუენ, მორწმუნენი სარწმუნოებით ვადიდებთ მას.

Hymn number: 241(2)  
Hymn type: h     
სიტყუაჲ ღმრთისაჲ უხილავი უთესლოდ გჳშევ ჩუენ, ქალწულო უბიწო[ო], რომელი ზეცასა უდედოდ და ქუეყანასა ზედა უმამოდ, რომელსა თაყუანის-ვსცემთ და შენ დაუცხრომელად გადიდებთ.
Hymn type: ta     
გიხაროდენ შენ, ტაძარო საღმრთოჲსა განგებულებისაო, გიხაროდენ, ეტლო მაღლისაო, გიხაროდენ, ღრუბელო სულმცირეო, გიხაროდენ, მტჳრთველო დამბადებელისაო უბიწოო.
Hymn type: tb     
მოუგონებელსა ჩუენგან და გარე-შეუწერელსა სამებასა, ღმერთსა, ერთარსებით დიდებულსა მორწმუნენი ვადიდებდეთ მართლაღსარებით, რომელსა ქერაბინნი აქებენ.

Hymn number: 242(3)  
Hymn type: h     
ღმრთისმშობელსა და ქალწულად დადგრომილსა, დედასა ნათლისასა ჩუენ ვადიდებდეთ.
Ms. page: 47v  
Page of ed.: 311 
Hymn type: ta     
გიხაროდენ შენ, სანატრელო დედაო, დედათა დიდებაო, მეოხ გუეყავ ჩუენ
Hymn type: tb     
რომელსა გუნდნი ზეცათანი აქებენ, სამებასა წმიდასა ჩუენ ვადიდებდეთ.

Hymn number: 243(4)  
Hymn type: h     
ღმრთისმშობელსა უბიწოსა, რომელმან იტჳრთა მკლავთა ზედა მჴსნელი დაბადებულთაჲ მსგავსად ჩჳლთა, გალობით ვადიდებდეთ, რაჲთა აცხოვნეს სულნი ჩუენნი.
Hymn type: ta     
ღმრთისა სიტყჳსა მტჳრთველსა და გამ[ო[უკულეველად მშობელსა, რომელმან დამაგნა ღმრთსა განდგომილნი, გალობით ვადიდებდეთ, რაჲთა აცხოვნეს ს[ულნი ჩუენნი].
Hymn type: tb     
დაუსაბამოსა ღმერთსა სამებით თაყუანის-ცემულსა დღეს ქერაბინთაგან დაუდუმებელად, ქებულსა სერაბინთაგან სარწმუნოებით ვადიდებდეთ.



Ode: ucx.  
უცხონი


Hymn number: 244(5)  
Hymn type: h     
შენ, უკუდავებისა წყაროსა, რომელი წმიდათა შენთა მიერ კურნებასა კაცთა ნათესავთა მოჰმადლებ, ქრისტე, გადიდებთ შენ, რამეთუ აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
Hymn type: t     
შენ იესეს ძირისაგან კუერთხად და მამამთავართა მიერ აღმოცენებულად და სულთა ჩუენთა ჴსნისა ნავთსაყუდელად გადიდებთ, შენ, უსძლო[ო] უბიწო[ო] ქალწულო.

Ms. page: 48r  
Page of ed.: 313 
Hymn number: 245(6)  
Hymn type: h     
შენ, შეუწველსა მაყუალსა და ყოლად წმიდასა ქალწულსა, დედასა ნათლისასა, ღმრთისმშობელსა ყოველნი მორწმუნენი გადიდებთ.
Hymn type: t     
შენ, ქალწულსა უბიწოსა, მტჳრთველსა მარგალიტისა მის სამეუფოჲსა, წმიდასა ღმრთისმშობელსა ყოველნი მორ[წმუნენი გადიდებთ].

Hymn number: 246(7)  
Hymn type: h     
მხოლოსა უხრწნელსა, ჴორციელად მშობელსა ღმრთისა უბიწოჲსასა, რომელი შემდგომად შობისა იპოა ქალწულად, რომელსა ყოველნი მორწმუნენი ერთობით გალობით ვადიდებთ.
Hymn type: t     
მხოლოსა ქებულსა არსება-დაუბადებელსა წმიდასა სამებასა, რომელსა ქერაბინნი დაუცხრომელად აქებენ და ჩუენცა, მორწმუნენი, ერთობით გალ[ობით ვადიდებდეთ].

Hymn number: 247(8)  
Hymn type: h     
მთასა ზედა სინასა იხილა მოსე სახე შენი, ქალწულო, მაყულოანსა მას შინა დამტევნელად ცეცხლსა ღმრთეებისასა შეუწველად, დანიელ გიხილა მთად გამოუკუეთელად, ესაია [გ]ქადაგა კუერთხად აღყუავებულად დავითის ძირთაგან.
Hymn type: ta     
შობაჲ ქალწულისაჲ და დადგრომაჲ ქალწულად ვის ესმა ესე, ანუ ვინ გულისჴმა-ყო? არამედ ორნივე ესე შენ შორის აღესრულნეს, მარიამ, Ms. page: 48v   Page of ed.: 315  ეჰა საკჳრველი საიდუმლოჲ, ეჰა განგებაჲ, რომლითა ვიჴსნენით ჩუენ პირველისაგან წყევისა.
Hymn type: tb     
სამებაჲ ერთარსებაჲ, განუყოფელი და შეურევნელი, საკჳრველი დიდებული, რომელი გუამოვნებით თითოება არს და შეურევნელ, რომელი არა განიყოფვის, არცა დაესრულების, რომლისაგან ყოველივე დაებადა და აწ ჩუენ ქებით ვადიდებთ.

Hymn number: 248(9)  
Hymn type: h     
მაყლოანსა მას შინა ცეცხლისაგან შეუწველად გამოსახულსა მოსეს მიერ მთასა ზედა სინასა, რომელმანცა ცეცხლი იგი ღმრთეებისაჲ დაიტია საკჳრველად საიდუმლოდ, ყოლად ბრწყინვალესა დაუშრეტელსა სანთელსა, ღმრთისმშობელსა მარიამს მორწმუნენი გალობით ვადიდებდეთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 249(10)  
Hymn type: h     
შემსხმელთა შენთა ჭეშმარიტად ქადაგეს, ღმრთისმშობელო, ვითარმედ ქალწული არს მობაძავი ქერაბინთაჲ და ვარსკულავი, მნათობი ცისკიდეთაჲ, რომლისაგან ბრწყინავს მთიები ცათა შინა და ქუეყანისათა განანათლებს ბრწყინვალედ.
Hymn type: t     
აღესრულა შენ ზედა თქუმული, მამადმთავრისაჲ, სძალო, ვითარმედ დედაჲ მეუფისაჲ _ მთაჲ სიონი, კიბედ ცად აღწევნული, Ms. page: 49r   Page of ed.: 317  ტაკუკი / მანანაჲსაჲ, რამეთუ შენგან იშვა მჴსნელი ჩუენ ყოველთაჲ და განმანათლებელი კიდეთა სოფლისათაჲ.

Hymn number: 250(11)  
Hymn type: h     
მოუძლურდების ყოველი მეტყუელებაჲ და განცჳბრდების სიბრძნე სოფლისა ბრძენთაჲ ღირსად ქებასა შენსა, უსძლოო სძალო მაცხოვრისაო, ხოლო ჩუენ, მორწმუნენი, სარწმუნოებით გალობით გადიდებთ.
Hymn type: t     
მეტყუელებანი წინაჲსწარმეტყუელთანი და უწყებანი პირველთა იგავთანი აღესრულნეს დღეს ყოვლითურთ უქცეველად, რამეთუ ღმერთი კაც იქმნა კაცთა მჴსნელად საშოსა შენსა უსძლოჲსა დედისასა.

Hymn number: 251(12)  
Hymn type: h     
დაუსაბამოჲ სიტყუაჲ მამისაჲ შენ ზედა გარდამოჴდა, ქალწულო უბიწოო, ვითარცა წჳმაჲ სწუმისსა ზედა, რომლითა აჩუენა გედეონ სახედ შენდა; შენ ხარ მიზეზი ჴსნისა ჩუენისაჲ და ცხორებაჲ საუკუნოჲ სულთა ჩუენთაჲ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 252(13)  
Hymn type: h     
ზეცისა უჴორცოთა დაუკჳრდა, რაჟამს იხილეს გარდამოსლვაჲ ღმრთისაჲ სიმდაბლითა და დამკჳდრებაჲ კაცთა შორის საშოსა შენსა, ქალწულისა უბიწოჲსასა, ქერაბინნი შეძრწუნდეს, იხილეს რაჲ ღმრთეებაჲ ჴორციელად, ხოლო ქალწული ღაღადებდა: Ms. page: 49v   Page of ed.: 319  ამიერით/გან მნატრიდეს მე თესლები, რამეთუ ჩემ მიერ განქარდა წყევაჲ პირველი.
Hymn type: t     
--

Hymn number: 253(14)  
Hymn type: h     
ეჰა ახალი და ღმრთივშუენიერი საკჳრველებაჲ, რამეთუ ქალწულისა დაკრძალული იგი ბჭე სიბრძნით განვლო უფალმან უჴორცოდ შესლვასა და ჴორც-შესხმული ღმერთი იხილვა გამოსლვასა და ბჭე იგი ეგო დაჴშულადვე, რომელსა დაუცხრომელად, ვითარცა ღმრთისმშობელ არს, ვადიდებთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 254(15)  
Hymn type: h     
განკჳრდეს უჴორცოთა წესნი და კაცთა ნათესავსა დაუკჳრდა შობაჲ შენი, უხრწნელო ღმრთისმშობელო, რამეთუ, რომელი წიაღთა მამისათა არა დააკლდა, საშოსა შენსა უთესლოდ გარდამოჴდა მოძიებად წარწყმედულისათჳს. პირველ-შექმნულისა ადამისა საიდუმლოსა საკჳრველსა ვხედავთ და შობასა შენსა ვადიდებთ, ყოლად წმიდაო ქალწულო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
Hymn type: t     
--

Hymn number: 255(16)  
Hymn type: h     
ადიდებს სული ჩემი უფალსა _ ჴმა-ჰყავ, დედაო ღმრთისა მაღლისაო, რაჟამს საიდუმლოჲ დაფარული მოგართუა მაღლით მთავარმან უჴორცოთამან Ms. page: 50r   Page of ed.: 321  და გეტყოდა : გიხაროდენ, ადამის ჴსნისა მიზეზო, ევაჲს წყევისა დამხსნელო, შენგანი გიყო თანა ტაძარად სამეუფოდ მეუფემან მეუფეთამან, შენგან იშვეს მთავარი მთავრობათაჲ, ამას ყოველნი გალობით ვადიდებთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 256(17)  
Hymn type: h     
აჰა, ესერა, ამიერითგან გნატრიან ზეცისანი და გიგალობენ ქუეყნისანი, შენ გქადაგებენ მთავრობანი, შეგამკობენ ჴელმწიფებანი, შენ გქადაგებდეს წინაჲსწარმეტყუელნი, გამოგსახვიდეს მამამთავარნი, წმიდათა უწმინდესო, სამყაროთა უმაღლესო, ბუნებათა უაღრესო, რომელმან ჰშევ ღმერთი შემოსილი კაცებითა, ამას ყოველნი გალობით ვადიდებდეთ.
Hymn type: t     
--

Hymn number: 257(18)  
Hymn type: h     
ყო სიმტკიცითა მკლავისა თჳსისაჲთა მშჳდობაჲ შორის ცათა და ქუეყანისა, რამეთუ შეაერთა ორივე ერთად და შუაკედელი ზღუდისაჲ მის, დაჰჴსნა მტერობაჲ პირველი და ახარა მშჳდობაჲ შორიელთა და მახლობელთა ძემან შენმან, ღმრთისა დედაო, რამეთუ შენგან მიიღო კაცებაჲ უცოდველი ყოველთა ღმერთმან, ამას ყოველნი გალობით ვადიდებთ.
Hymn type: t     
--

Ms. page: 50v  
Page of ed.: 323 
Hymn number: 258(19)  
Hymn type: h     
შეიწყნარა ისრაელი, მონაჲ თჳსი, მრავალ-მოწყალემან და სახიერებით მოავლინა ძე თჳსი მხოლოდ-შობილი მამამან მოწყალემან მოძიებად ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა, მწყემსი კეთილი, რომელსა წიაღითა მოჰყვანან კრავნი შეცთომილნი, ამას ყოველნი [გალობით ვადიდებთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 259(20)  
Hymn type: h     
კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ, რომელმან ბერწისაგან და უტყჳსა ძირთაგან უნაყოფოთა აღმოაცენა ნაყოფი კეთილი, მთიები მზისა წინა მსრბოლი, ც[ი]სკარი ნათლისაჲ, ჴმაჲ სიტყუისაჲ, სანთელი ნათლისაჲ, წყარო მადლისაჲ, ქადაგი სინანულისაჲ და წინა-მორბედი ზეცისა მეუფისაჲ, ამას [ყოველნი გალობით ვადიდებთ].
Hymn type: t     
--

Hymn number: 260(21)  
Hymn type: h     
ვითარცა იტყოდა პირითა წინაჲსწარმეტყუელთა თჳსთაჲთა: გამოჩნდა უხილავი სიტყუაჲ, იშვა დედისაგან უმამოდ პირველ ჟამთა შობილი ძე მამისაგან უდედოდ და ღმერთ ყო ბუნებაჲ ჩუენი მოკუდავი ღმერთმან უკუდავებისა მფლობელმან და მამასა წარუდგინა ცხოველი, ამას ყოველნი გალობით ვადიდებდეთ.
Hymn type: t     
--





Next part



This text is part of the TITUS edition of Nevm.dzlisp..

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.