TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 54

Chapter: 10 


Verse: 1 
   ამისა შემდგომად გამოაჩინნა უფალმან სხუანი სამეოც და ათორმეტნი და წარავლინნა იგინი ორ-ორი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მათ შესლვაჲ.
Verse: 2 
   და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს და მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე* უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა.
Verse: 3 
   წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.
Verse: 4 
   ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუვის გზასა ზედა მოიკითხავთ.
Verse: 5 
   და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!
Verse: 6 
   და უკუეთუ იყოს მუნ ძე მშჳდობისაჲ, განისუენოს* მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ* არა, - თქუენდავე მოიქეცინ.
Verse: 7 
   მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით* მათ თანა. რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ* სახლითი-სახლად.
Verse: 8 
   და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა.
Verse: 9 
   და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.
Verse: 10 
   და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ:
Verse: 11 
   აჰა ესერა მტუერი*, რომელ აღგუეკრა* ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყარეთ თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
Verse: 12 
   გეტყჳ თქუენ: სოდომელთაჲ უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის.
Verse: 13 
   ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა*, რამეთუ ტჳროსს და სილონს თუმცა ექმნნეს ძალნი, რომელნი იქმნეს* თქუენ შორის, პირველვემცა* ძაძითა და ნაცართა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.
Verse: 14 
   რამეთუ ტჳროსსა და სიდონსა უმოლხინეს ეყოს, ვიდრე თქუენ.
Verse: 15 
   და შენ, კაფარნაუმ, ნუ ცამდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე.
Verse: 16 
   რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მან მე შეურაცხ-მყოს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ყოს მომავლინებელი ჩემი.
Verse: 17 
   და მოიქცეს სამეოც და ათორმეტნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა.
Verse: 18 
   ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა.
Verse: 19 
   აჰა მიგეც თქუენ ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და არარაჲ თქუენ გავნოს.
Verse: 20 
   ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ*, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან თქუენ, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი აღწერილ არს ცათა შინა.
Verse: 21 
   მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა წმიდითა და თქუა: აგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა ყრმათა. ჰე*, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.
Verse: 22 
   ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის, ვინ არს ძჱ, გარნა მამამან, და არავინ იცის, მამაჲ ვინ არს, გარნა ძემან; და ვისაცა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს.
Verse: 23 
   და მიექცა მოწაფეთა* თჳსაგან და ჰრქუა: ნეტარ არიან თუალნი*, რომელნი ხედვენ, და ყურნი, რომელთა ესმის, რომელი თქუენ გესმის.
Verse: 24 
   ხოლო გეტყჳ თქუენ: მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მეფეთა* უნდა ხილვის და სმენად, რომელი გესმის, და არა ესმა.
Verse: 25 
   და აჰა ესერა რჩულის მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?
Verse: 26 
   ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რჩულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხი?
Verse: 27 
   ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი ვითარცა თავი თჳსი.
Verse: 28 
   ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე.
Verse: 29 
   ხოლო მას უნდა თავი თჳსი განმართლებად და ჰრქუა: და ვინ არს მოყუას ჩემდა?
Verse: 30 
   მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალჱმით* იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცუეს* იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს იგი მწყუდარი.
Verse: 31 
   მღდელი ვინმე შთავიდოდა მას გზასა და მიემთხჳა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა.
Verse: 32 
   და ეგრევე ლევიტელი მასვე ადგილსა მოვიდა, იხილა იგი და თანა-წარჰჴდა.
Verse: 33 
   მერმე სამარიტელი ვინმე წარმოვიდოდა და მოვიდა მასვე ადგილსა და იხილა იგი და შეეწყალა.
Verse: 34 
   და მოუჴდა მას და შეუხჳა წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღჳნოჲ* და აღსუა იგი კარაულსა თჳსსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა* იგი.
Verse: 35 
   და ხვალისაგან, გამო-რაჲ-ვიდოდა, ორი დრაჰკანი მისცა ყოველთა სადგურისა მოღუაწესა მას და ჰრქუა: იღუაწე ეგე და, სხუაჲ თუ რაჲმე წარაგო უმეტესი, მო-რაჲ-ვიდე, მიგცე შენ.
Verse: 36 
   ვინ ამათ სამთაგანი გგონიეს მოყუას მისა*, რომელი-იგი შევარდა ჴელთა ავაზაკთასა*?
Verse: 37 
   ხოლო მან ჰრქუა: რომელმან ყო წყალობაჲ მის თანა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრეთვე და სცხონდე.
Verse: 38 
   და ვითარცა წარვიდეს ესენი და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე, იყო ვინმე დედაკაცი, რომლისა სახელი მართა*, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა.
Verse: 39 
   და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი ჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა.
Verse: 40 
   ხოლო მართა* მიმოდაზრუნვიდა მრავლისათჳს მსახურებისა*, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე.
Verse: 41 
   მიუგო იესუ და ჰრქუა: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს; აქა მცირედი არს საჴმარ.
Verse: 42 
   ხოლო მარიამ კეთილი ნაყოფი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.