და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასაწავე ჩუენ ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე (ასწავა)* მოწაფეთა თჳსთა.
Verse: 2
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო ზეცათაო*, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ* ნებაჲ შენი.
Verse: 3
პური ჩუენი თანაარსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ.
Verse: 4
და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევნეთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ გასაცდელსა*.
Verse: 5
და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მივიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას: მეგობარო, მავასხენ მე სამნი პურნი,
Verse: 6
რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არა მაქუს, რაჲ დაუგო მას.
Verse: 7
მან მიუგოს შინაგამომართ და ჰრქუას: ნუ შრომასა მახუედრებ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად შენდა.
Verse: 8
გეტყუ თქუენ: დაღათუ ვერ ძალ-უც აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარი მისი, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და მისცეს, რავდენი უჴმდეს მას.
Verse: 9
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ.
Verse: 10
რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს.
უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მოწვნულ არსა თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ?
Verse: 21
რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თჳსსა, მშჳდობით არნ ნაყოფი მისი.
Verse: 22
და ოდეს უძლიერესი მის ზედა მოუჴდეს და სძლის მას, საჭურველი მისი მოუღის, რომელსა-იგი ესვიდა, და ნატყუენავი* მისი განუყვის.
Verse: 23
რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეიკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.
Verse: 24
რაჟამს სული არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოის და თქჳს*: მივიქცე ს[ახ]ლსა ჩემსა, ვინაჲც[ა] გამოვედო.
Verse: 25
და მო[ვი]დის და პოის იგი გა[ნ]შუენებული.
Verse: 26
წარვიდის და მოიყვან[ნ]ის სხუანი შჳდნი სულნი უბოროტესნი მისსა და მივიდის და დაიმკჳდრის მას შინა და იქმნის უკუანაჲსკ[ნ]ელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა.
Verse: 27
და იყო ვიდრე იტყოდა-ღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და რქუა*: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდ!
Verse: 28
ხოლო თავადმან ჰრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ.
Verse: 29
და ვითარცა შეჰკრბებოდა მას ერი იგი, იწყო სიტყუად მათა: ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს*, სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას*, არამედ სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ.
დედოფალი სამხრისაჲ აღდგეს სარჩელსა მას კაცთა თანა ამის ნათესავისათა და დასჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნისა სოლომონისა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისა არს აქა.
Verse: 32
კაცნი ნინეველნი აღდგენ* სარჩელსა მას ნათესავისა მის თანა და დასჯიდენ* მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა*. და აჰა უფროჲს იონაჲსა არს აქა.
Verse: 33
არავინ აღანთის სანთელი და დადგის ფ[ა]რულად, არამედ სა[სან]თლესა ზედა, რაჲთა შემავ[ა]ლნი ხედვდენ ნათელსა.
Verse: 34
სანთელი გუამის[აჲ] არს თუალი* შენი; უ[კ]უეთუ თუალი შე[ნი] განმარტებულ ა[რს], ყოველი გუამი შენი ნა[თ]ელ იყოს.
Verse: 35
იხილე, ნუუკუე ნათელი შენ შორის ბნელ იყოს.
Verse: 36
უკუეთ[უ] გუამი შენი ყოველი ნათ[ე]ლ არს და არარაჲ ა[ქ]უნდეს ადგილი რაჲმე ბნელისაჲ, იყოს იგი ყოვლად ნათელ, ვითარცა-იგი* სანთელი ელვითა განგანათლოს შენ.
Verse: 37
და ვითარცა თავადი იტყოდა ამას, ჰლოცვიდა ვინმე ფარისეველი, რაჲთა პური ჭამოს მის თანა; და შევიდა და* დაჯდა.
Verse: 38
ხოლო ფარისეველმან მან ვითარცა იხილა, უკჳრდა*, რამეთუ პირველად არა იბანა ვიდრე სადილობამდე.
Verse: 39
ჰრქუა მას უფალმან: აწ თქუენ, ფარისეველთა, გარეშე სასუმელისაჲ და პინაკისაჲ განსწმიდით, და შინაგანი თქუენი სავსე არს ნატაცებითა და უკეთურებითა.
Verse: 40
უგუნურნო, ანუ არა რომელმან-იგი გარეშე შექმნა, მანცა შინაგანი შექმნა?
Verse: 41
გარნა რომელი-ესე ჯერ-არს, მიეცით მოწყალებაჲ, და აჰა ყოველი თქუენი წმიდა არს.
Verse: 42
არამედ ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისასა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა და თანა-წარჰვალთ სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა*. ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად.
Verse: 43
ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს* თქუენ ზემოჯდომაჲ შესაკრებელთა შორის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა.
Verse: 44
ვაჲ თქუენდა, რამეთუ ხართ ვითარცა საფლავნი უჩინონი, და კაცნი ზედა ვლენ და არა იციან.
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: და თქუენდაცა, რჩულის მეცნიერთა, ვაჲ არს, რამეთუ აჰკიდით კაცსა ტჳრთი ძნიად სატჳრთავი და თქუენ ერთითა თითითა არა შეახით ტჳრთსა მას.
Verse: 47
ვაჲ თქუენდა, რამეთუ აშენებთ საფლავებსა წინაწარმეტყუელთასა, ხოლო მამათა თქუენთა მოწყჳდნეს* იგინი.
Verse: 48
ეწამებით* სამე და თანა სათნო-ეყოფით* საქმეთა მამათა* თქუენთასა; მათ მოწყჳდნეს* იგინი, და თქუენ საფლავებსა მათსა აშენებთ.
Verse: 49
ამისთჳსცა-იგი სიბრძნემან ღმრთისამან თქუა: მოვავლინნე მათდა წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი, მათგანნი მოწყჳდნენ და დევნენ,
Verse: 50
რაჲთა იძიოს სისხლი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ, დათხეული დასაბამითგან სოფლისაჲთ ნათესავისა ამისგან,
Verse: 51
სისხლითგან აბელისით ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი წარწყმდა* შორის საკურთხეველისა მის და ტაძრისა. ჰე*, გეტყუ თქუენ, იძიოს ნათესავისა ამისგან.
Verse: 52
ვაჲ თქუენდა, რჩულის მოძღუარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქუენ შე-არა-ხუალთ* და შემავალთა აყენებთ.
Verse: 53
და ეტყოდა მათ თავადი ამას წინაშე ყოვლისა მის ერისა; იწყეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა განზრახვად ბოროტისა და უძნდა სიტყუაჲ იგი და ჰგმობდეს მას მრავლისათჳს სიტყჳსა*.
Verse: 54
და უმზირდეს მას პოვნად რასმე სიტყუასა პირისაგან მისისა, რაჲთა შეასმინონ იგი.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.