რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე* დასთრგუნვიდესცა ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისა მისგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ.
Verse: 2
ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს.
Verse: 3
ამისთჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს; რომელსა ყურსა ეტყოდი საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა.
Verse: 4
ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყჳდნენ* ჴორცნი და ამისა შემდგომად არარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ.
რამეთუ სული უფროჲს* არს საზრდელისა და ჴორცნი სამოსლისა.
Verse: 24
განიცადენით ყორანნი, რამეთუ არცა სთესვენ, არცა მკიან, რომელთა არა აქუს საუნჯჱ, ანუ სადა შეიკრიბონ, და ღმერთი ზრდის მათ. რავდენ თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთასა?
Verse: 25
ვინმე უკუე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ?
Verse: 26
უკუეთუ არცა უმცირესსა შემძლებელ ხართ,(რაჲსაღა სხუასა მას ჰზრუნავთ?)*.
Verse: 27
განიცადენით შროშანნი, ვითარ-იგი აღორძნდის: არცა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყუ თქუენ, რამეთუ არცა სოლომონ ყოველსა დიდებასა მისსა შეიმოსა ვითარცა ერთი ამათგანი.
Verse: 28
უკუეთუ ველსა გარე* თივაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნეს, ღმერთმან ესრეთ შეამკო, რავდენ თქუენ უფროჲს, მცირედ მორწმუნენო?
Verse: 29
და თქუენ ნუ ეძიებთ, რაჲ ჰჭამოთ და რაჲ სუათ, და ნუცა განსცხრებით,
Verse: 30
რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი* სოფლივნი ეძიებენ, ხოლო მამამან თქუენმან* იცის, რომელი გიჴმს ამათ ყოველთაგანი.
Verse: 31
გარნა ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა, ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ*.
განყიდეთ მონაგები თქუენი და მიეცით ქველის საქმე; ყავთ თავისა თქუენისა საფასჱ, რომელი არა დაძუელდეს, მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან გარყუნის*.
Verse: 34
სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყვნენ გულნი თქუენნი.
Verse: 35
იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი თქუენნი* აღნთებულ.
Verse: 36
და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიან უფალსა თჳსსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს და ირეკოს, მეყსეულად განუღონ მას.
Verse: 37
ნეტარ იყვნენ იგი მონანი, რომელთაჲ მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი ესრეთ მღჳძარენი*; ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი და წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ.
Verse: 38
და ღათუ მეორესა საჴუმილავსა და მესამესა მოვიდეს (და პოვნეს)* ესრეთ, ნეტარ იყვნენ იგინი.
Verse: 39
ხოლო ესემცა უწყით: უკუეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვიდეს, იღჳძებდამცა* და არა უტევა დათხრად გუერდი სახლისა თჳსისაჲ*.
Verse: 40
და თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძჱ კაცისაჲ მოვიდეს.
Verse: 41
ჰრქუა მას პეტრე*: უფალო, ჩუენდა მომართ იგავსა ამას იტყჳა ანუ ყოველთა მიმართ?
Verse: 42
და ჰრქუა უფალმან: ვინ-მე იყოს მნე იგი სარწმუნოჲ, რომელი დაადგინოს უფალმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად ჟამსა იფქლისა* საწყაული?
Verse: 43
ნეტარ არს იგი მონაჲ, რომლისაჲ მოვიდეს უფალი იგი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი.
Verse: 44
ამენ გეტყჳ თქუენ, მრავალთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.
Verse: 45
უკუეთუ თქუას მონამან მან: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად* მონათა და მჴევალთა და ჭამად და სუმად და დათრობად.
Verse: 46
მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა*, რომელი არა იცის, და ორგან განკუეთოს იგი, და ნაწილი მისი ურწმუნოთა თანა დადვას.
Verse: 47
ხოლო მონამან მან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს ფრიად.
Verse: 48
ხოლო რომელმან არა იცოდის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს* მცირედ, რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან, და რომელსა მიეცეს ფრიად, უმეტესი მოჰჴადონ მას.
Verse: 49
ცეცხლისა მიფენად მოვედ ქუეყანასა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნას!
Verse: 50
ხოლო ნათლის-ღებაჲ მაქუს ნათლის-ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს!
Verse: 51
ეგრე ჰგონებთა, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფა[დ].
Verse: 52
რამეთუ იყვნენ ამიერითგან* ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი* ორთაგან და ორნი სამთაგან;
Verse: 53
და განეშოროს მამაჲ ძისაგან და ძე მამისაგან, და დედაჲ ასულისაგან და ასული დედისაგან, და დედამთილი ძის ცოლისაგან მისისა და სძალი დედამთილისაგან თჳსისა.
და რაჟამს სამხრით ქრინ, სთქჳთ, ვითარმედ ხორშაკი იყოს*, და არნ ეგრე.
Verse: 56
მზაკუვარნო*, პირი ცისა და ქუეყანისაჲ იცით გამოცდად*, ხოლო ჟამი ესე ვითარ არა გამოიცადით?
Verse: 57
ანუ რაჲსა თავით თჳსით არა შჯით მართალსა?
Verse: 58
რამეთუ ოდეს მიხუალ* მოსაჯულისა შენისა თანა მთავრისა წინაშე გზასა ზედა, მიეც საქმარი განთავისუფლებად მისგან, ნუუკუე მიგითრიოს შენ მსაჯულისა, და მსაჯულმან მიგცეს შენ სეფე-კაცსა, და სეფე-კაცმან მიგცეს შენ საპყრობილედ.
Verse: 59
გეტყჳ შენ, ვითარმედ: არა გამოხჳდე შენ მიერ, ვიდრემდის უკუანაჲსკნელიცა იგი მი-ვე-სცე შენ მწულილი.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.