TITUS
Epistolae Catholicae (D)
Part No. 2
Previous part

Book: Jac.  
იაკობ მოციქულისა წიგნი კათოლიკე



Chapter: 1  
Verse: 1   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   იაკობ, ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტეს მონაჲ, ათორმეტთა ნათესავთა, - გიხაროდენ!
Verse: 2   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცჳვეთ* პირად-პირადსა;
Verse: 3   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებასა,
Verse: 4   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაჲთა იყვნეთ სრულ და ყოლად* ცოცხალ და არარაჲთ* ნაკლულევან.
Verse: 5   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისგან, რომელმან-იგი მოსცის ყოველთა უხუად* და არავის აყუედრის, და მოსცეს მას.
Verse: 6   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით, რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა.
Verse: 7   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს ღმრთისაგან.
Verse: 8   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა.
Verse: 9   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
იქადოდენ ძმაჲ იგი მდაბალი ამაღლებასა თჳსსა,
Verse: 10   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ხოლო მდიდარი - დამდაბლებასა თჳსსა, რამეთუ ვითარცა ყუავილი თივისაჲ, ეგრეთ* წარჴდეს.
Verse: 11   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რამეთუ აღმოჴდა* მზე სიცხითა თჳსითა და განაჴმო თივაჲ იგი და ყუავილი მისი დასცჳვა და შუენიერებაჲ პირისა მისისაჲ წარჴდა. ეგრეცა* მდიდარი სლვასა შინა თჳსსა დაჭნეს.
Verse: 12   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს და მოიღოს გჳრგჳნი ცხორებისაჲ, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა თჳისთა*.
Verse: 13   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ნუვინ განცდილთაგანი იტყჳნ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი.
Verse: 14   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
არამედ კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების.
Verse: 15   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
მერმე გულის თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ და ცოდვაჲ იგი სრულ-იქმნის და შვის სიკუდილი.
Verse: 16   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო!
Verse: 17   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ.
Verse: 18   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
მას უნდა და გუშვნა ჩუენ სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ დასაბამ რაჲმე მისთა დაბადებულთა.
Verse: 19   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
აწ უკუე, ძმანო ჩემნო საყუარელნო, იყავნ ყოველი კაცი მოსწრაფე სმენად და* მძიმე სიტყუად, მძიმე გულის წყრომად*.
Verse: 20   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რამეთუ გულის წყრომამან* კაცისამან სიმართლე ღმრთისაჲ არა* ქმნის.
Verse: 21   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ამისთჳს განიშორეთ ყოველი მწიკულევანებაჲ* და მეტი იგი სიბოროტისაჲ, სიმშჳდით შეიწყნარეთ ნერგი იგი სიტყჳსაჲ, რომელი შემძლებელ არს ცხორებად სულთა თქუენთა.
Verse: 22   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
და იყვენით მყოფელ სიტყჳსა მის და ნუ ხოლო მსმენელ და შეურაცხის-მყოფელ თავთა თჳსთა.
Verse: 23   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
უკუეთუ ვინმე მსმენელ ხოლო იყოს სიტყჳსა მის და მყოფელ არა, ესევითარი იგი მსგავს არს კაცისა მის, რომელმან განიცადის პირი ქმნულებისა თჳსისაჲ სარკითა.
Verse: 24   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რამეთუ განიცადა თავი თჳსი და წარვიდა და მეყსეულად დაავიწყდა, რაბამ-რაჲ იყო.
Verse: 25   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
ხოლო რომელმან მიხედა* შჯულსა მას სრულსა აზნაურებისასა და დაადგრა მას, ესე არა მსმენელ და დამვიწყებელ იქმნა, არამედ მყოფელ საქმისა; ესე ნეტარ იყოს ქმნითა მით მისითა.
Verse: 26   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღჳრ-ასხმიდეს ენასა თჳსსა, არამედ აცთუნებდეს გულსა თჳსსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ.
Verse: 27   Link to kba1Link to kbbLink to kbgLink to gnt   
მსახურებაჲ წმიდაჲ და შეუგინებელი ღმრთისა მიერ და მამისა ესე არს: მიხედვაჲ ობოლთაჲ და ქურივთაჲ ჭირსა შინა მათსა და შეუგინებელად დაცვაჲ თავისა თჳსისაჲ ამის სოფლისაგან.

Next part



This text is part of the TITUS edition of Epistolae Catholicae (D).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.