TITUS
Author: Mos.Xon. 
Amirandareǯaniani
Text: Amirandar. 
The Old Georgian Romance of Amiran Dareǯanisʒe
Traditionally Ascribed to Mose Xoneli


On the basis of the edition by I. Lolašvili in
Čveni saunǯe.
Ʒveli mc̣erloba.
= Čveni saunǯe.
Kartuli mc̣erloba oc ṭomad,
ṭomi 2,
Tbilisi 1960,
p. 283-452

entered by Jost Gippert and Nino Č̣umburiʒe,
Bamberg / Frankfurt a/M / Tbilisi, 1990-1997;
TITUS version by Jost Gippert,
Frankfurt a/M, 13.10.1998 / 27.12.1999 / 1.6.2000 / 7.3.2001 / 30.12.2002 / 21.3.2007




Chapter: 1 
Page: 283 
Line: 1 
კარი პირველი
Line: 2 
აბესალომ ინდოთა მეფის ამბავი


Line: 3       იყო ინდოთ მეფე აბესალომ, მორჭმული და განგებიანი, და არა
Line: 4    
იყო შეჭირვება გულსა მისსა. ესე იყო წესი მისი: ედგა ასი ავაზა
Line: 5    
და ექვს-ასი ქორი, თეთრი და მწყაზარი, ჰყვა სამი ათასი დიდებული.
Line: 6    
ორ-შაბათსა, სამ-შაბათსა და ოთხ-შაბათსა, ამას სამსა დღესა,
Line: 7    
უჴმის ათას-ათასი დიდებული და გასცემდის საბოძვარსა საზომისაებრ, რა-ცა
Line: 8    
ვის ჰხვდებოდა. ამას განსვენებასა და დიდებასა შინა
Line: 9    
იყვის სიხარული და გამოსვენება. ხუთშაბათსა, პარასკევსა და შაბათსა
Line: 10    
ნადირობდის და გაისვენებდის, კვირიაკესა დღესა დაჯდის და
Line: 11    
სამეფოსა საქმესა განაგებდის და სამართალსა უზემდის ციხეთა, ქალაქთა
Line: 12    
და სოფელთა ყოველთა.

Line: 13       
ერთსა დღესა ბრძანა ნადირობას განსლვა. გავიდა და ინადირა
Line: 14    
სანადიროსა კარგსა. მოვიდა შინა, მხიარულმან დიდი პურობა გარდაიჴადა
Line: 15    
და მნახავთა მადლი უბრძანა, ვითა კარგთა სანადიროთა
Line: 16    
შიგან მანადირეთ-ო. კვლავ უბრძანა: აწ, ჩემსა მზესა, წადით და ახლოს
Line: 17    
ნადირი მომინახეთ-ო. წავიდეს მნახავნი და ეგზომი ნადირი
Line: 18    
პოვეს, რომელ ანგარიში არა შეეგებოდა. ერთი ქურციკი ნახეს,
Line: 19    
რომელ რქანი ესხნეს ოქროჲსა ფერნი, თვალნი და ჭლიკნი -- შავნი,
Line: 20    
და მუცელი -- თეთრი და ზურგი -- ძოწეული. შევიდა მნახავი
Line: 21    
და მოაჴსენა მეფესა მით-ვე სახითა, ვითარ-ცა ენახა. გაეხარნეს მეფესა
Page: 284  Line: 1    
და უბრძანა დიდებულთა: ამას კაცსა საკვირველი ნადირი უნახავს,
Line: 2    
აწ მისი უნახაობა ჩვენგან არ ეგების და, ვინათგან ესრეთ
Line: 3    
საკვირველი არის, მნებავს, რათა-მცა მთელი შევიპყრათ-ო.

Line: 4       
გაიყარა ნადიმი და შეეკაზმეს მეფე და ყოველნი დიდებულნი
Line: 5    
მისნი, წინა წარიძღვანეს იგი კაცი და მივიდეს მას მინდორსა
Line: 6    
შინა. ნახეს იგი ქურციკი მით სახითა მას-ვე ადგილსა. ბრძანა
Line: 7    
მეფემან: აჰა მალე, აბა, ყოველმან კაცმან ცხენები შეუტევეთ და
Line: 8    
სიკვდილსა ეკრძალენით-ო. შეუტევეს ცხენები და წავიდა ქურციკი
Line: 9    
იგი. არბივეს დღისა სავალი და მოსწყდა სხვა კაცი ყველა, მეფე და
Line: 10    
სამნი სხვანი დიდებულნი შერჩეს და არბივეს ვიდრე მწუხრამდის
Line: 11    
შვიდისა დღისა სავალი: ვერ-ცა მიეწივეს და არ-ცა მოსწყდეს.

Line: 12       
ადგილსა ერთსა მივიდეს კლდოვანსა. ჩაეხვეწა ქურციკი და
Line: 13    
უჩინო იქმნა. ოდეს დახედნეს ქვეყანასა, ვერა-სადა ცნეს და ვერ-ცა
Line: 14    
ნახეს ქალაქი და ვერ-ცა სოფელი, ვერ-ცა იგი ნადირი. ქვეყანა
Line: 15    
უცხოდ აუჩნდათ; არა უწყოდეს, სადა-მცა წავიდეს. მიხედნა მეფემან
Line: 16    
და ნახა სახლი ერთი ქვითკირისა. გაუკვირდა და თქვა: რა
Line: 17    
არის ესე სახლი ამა უკაცურსა ქვეყანასა? შევიდეს და ნახეს: იყვნეს
Line: 18    
ცალ-კერძო ჭაბუკნი სამნი დაწერილნი და შუა მათსა -- სახე
Line: 19    
ქალისა, რომელ კაცისა თვალსა ეგეთი არა უნახავს რა. ერთი დიდი
Line: 20    
კაცი იყო, შვენიერი ჭაბუკი, ჯაჭვი ეცვა ტანსა და ჴრმალი ჴელთა
Line: 21    
ჰქონდა, ზედა ეს-რე ეწერა: "მე -- ამირან დარეჯანის ძე და
Line: 22    
ყმა ჩემი სავარსიმის ძე, ბადრი იამანის ძე და ყმა მისი ინდო ჭაბუკი,
Line: 23    
ნოსარ ნისრელი და ყმა მისი ალი დილამი. ოდეს ქაჯნი დავჴოცენით
Line: 24    
და ზღვათა მეფისა ასული გამოვიყვანეთ, ამას ადგილსა
Line: 25    
მოვედით და ყოველი არაბეთი ზედა მოგვიჴდა. მაშინ არ ავად ვიყვენით".

Line: 26       
ოდეს გარე მოიხედნეს, მარცხენასა მჴარსა იგი სამნი ჭაბუკნი
Line: 27    
ეწერნეს. გამოვიდეს სახლისაგან და მინდორშიგან ძვალი იდვა, კაცისა
Line: 28    
და ცხენისა, და საჭურველისა ნალეწი, რომელ კაცისა თვალსა
Line: 29    
ეგეთი არა უნახავს. გაუკვირდათ მეფესა და დიდებულთა, თქვეს: ვინ
Line: 30    
ყოფილან ესე ჭაბუკნი, ანუ რომელსა ჟამსა? ჰგავს, რომელ იგი ერთი
Line: 31    
პატრონი ყოფილა იმა სხვათაგან. რომლისა-მე ქვეყანისანი ყოფილ
Line: 32    
არიან? -- ამას იტყოდეს და ამბავსა ვერასა სცნობდეს.

Line: 33       
წამოვიდეს და ძლივ-ღა გამოაგეს გზა. მეშვიდესა-ღა დღესა სამეფოსა
Line: 34    
სახლსა მოვიდის, შემოკრბეს დიდებულნი და ნახეს მეფე
Line: 35    
დაღრეჯილად. შეჭირვება შეჰქმნოდა ამა ამბისა უცნობლობისათვის.
Line: 36    
არ-ცა შექმნა პურობა და არ-ცა გავიდა ნადირობასა, არ-ცა გარდაიჴადა
Line: 37    
ნადიმი.

Line: 38       
და გაითქვა ყოველსა ქვეყანასა შინა, ვითა: მეფესა სახლი რა-მე
Page: 285  Line: 1    
უნახავს და შეჭირვება შეჰქმნია-ო. ზოგნი ზოგსა მიზეზსა იტყოდეს.
Line: 2    
და ზოგნი ზოგსა.

Line: 3       
მაშინ შევიდა ვაზირთა-უხუცესი და მოაჴსენა: ცხოვნდი, მეფეო,
Line: 4    
უკუნისამდე! ვიცი, რომელ დიდსა კადნიერებასა ვიქმ, მაგრა რა მეწევის
Line: 5    
მოჴსენებისაგან კიდე? თუ გასწყრე და თავი მომკვეთო, ესე
Line: 6    
სიხარული არის ჩემი, ამისთვის რომელ მოვკვდე და თქვენ ეგრე
Line: 7    
შეჭირვებულსა არა გხედვიდე-ო.

Line: 8       
უბრძანა მეფემან: თქვი, ჯაზირ ვაზირთ-უხუცესო, შენ დაკლებულსა
Line: 9    
არას იტყვი-ო.

Line: 10       
მოაჴსენა: ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო, უკუნისამდე! ოდეს ბრძანეთ
Line: 11    
და მის ქურციკისა ნადირობად გახვედით, მუნითგან შეჭირვებულად
Line: 12    
ხარ, არ-ცა-ღა გასულხარ ნადირობად, არ-ცა გარდაგიჴდია ნადიმი.
Line: 13    
ყოველი ერი ურვასა და შეჭირვებასა შინა არის ამის საქმისა-
Line: 14    
თვის-ო.

Line: 15       
უბრძანა მეფემან. ამის საქმისათვის შეჭირვება ვიცი და გამიგონია,
Line: 16    
ვაზირთ-უხუცესო, რომელ ვიქმ უბადოსა და ბედითისა საქმისათვის
Line: 17    
შევიჭირვებ, განა შეჭირვებასა წინა ვერა აღუდგები. -- და
Line: 18    
ეგრე უბრძანა: კაცნი ვნახენ ქვითკირისა სახლსა შინა უკაცურსა
Line: 19    
ადგილსა, ჭაბუკნი ექვსნი დაწერილნი, მათ შუა ქალისა სახე შვენიერი,
Line: 20    
და ერთი კაცი მათ სხვათა პატრონად ვცან. -- და უთხრა
Line: 21    
ყოველი, რომელი ენახა.(კვლა)უბრძანა: მწადიან მათისა ამბისა
Line: 22    
ცნობა-ო.

Line: 23       
მოაჴსენა ჯაზირ ვაზირთა-უხუცესმან: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე!
Line: 24    
თუ-ცა ვითა ვიკადრებდი, ვწყრები, რა შესაჭირვები არის
Line: 25    
მეფობისა თქვენისაგან? თუ კაცნი ვინ-მე გინახვან ბედითნი და მათი
Line: 26    
ამბავი ვერა სცანით, რა საკვირველი-ა?! სამეფო და ერი თქვენი
Line: 27    
ყოველი დიდსა შეჭირვებასა შინა არის. ბრძანეთ, ინადირეთ და
Line: 28    
ნადიმი გარდაიჴადეთ. ყოველთა მეფეთ-მეფე ხარ და არა ეგების,
Line: 29    
თუ-ცა მათ კაცთა ამბავი არა სცანით-ო.

Line: 30       
გამოვიდა ჯაზირისა სიტყვასა ზედა მეფე: ინადირა, პური დაიგო,
Line: 31    
განისვენა და ნადიმი გარდაიჴადა, განა ვერა ამოიგდო შეჭირვება
Line: 32    
გულისაგან. და განითქვა, ვითა: მეფე ურვასა შინა არის; მის
Line: 33    
ქურციკის დევნასა შიგან სახლი რა-მე უნახავს და კაცნი მას შიგან
Line: 34    
დაწერილნი და მათისა ამბისა ცნობა სწადიან-ო.

Line: 35       
ჯდა მეფე და სხდეს დიდებულნი. და სხვა ამბავი არა იყო რა
Line: 36    
მათ კაცთა ნახვისაგან კიდე და არა-ვინ იცოდა, რა-მცა ვინ უთხრა.

Line: 37       
მაშინ აღდგა აბულასან აბულ-ყასუმის ძე, ერთი დიდებულთა
Line: 38    
მისთაგანი, და მოაჴსენა: ცხოვნდი, მეფეო! მის კაცისა ამბავი მცირედი
Page: 286  Line: 1    
ვიცი, რომლისათვის შეიჭირვებს მეფობა თქვენი. თუ მიბრძანოთ,
Line: 2    
მოგაჴსენოთ, რა-ცა ვიცოდე-ო.

Line: 3       
მაშინ მოიქცა მეფე მის კაცისა კერძო და უბრძანა: იტყოდე-ო.

Line: 4       
აბულასან მოაჴსენა:

Line: 5       
ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! მე ცოტა ყმა ვიყავ და მამამან
Line: 6    
ჩემმან აბულ-ყასუმ ვაჭარნი გაგზავნნა ბაღდადსა. აბუბაქარ უკეთესად
Line: 7    
უჩინა ხუთ-ასი აქლემი მისცა და ხუთ-ასი ჯორი. წარვიდეს
Line: 8    
და წელიწადი ერთი დაყვეს. მერმე მოვიდეს დიდად გამარჯვებულნი
Line: 9    
და დიადი ევაჭრა. მამასა ჩემსა დიდად გაეხარნეს. დაჯდა
Line: 10    
წალკოტსა შიგან მხიარული. მე ცოტა ყმა ვდეგ და მესმოდა. მამა-ჩემი
Line: 11    
ჰკითხევდა აბუბაქარს სპარსეთისა ამბავსა და უთხრობდა იგი.
Line: 12    
ეგრე მოაჴსენა: ერთი საკვირველი ამბავი მოგაჴსენო, ვითა: "გამოვეკაზმენით
Line: 13    
და წავედით, მოვედით ბაღდადად, მოვიდეს კაცნი ვინ-მე
Line: 14    
და გვითხრეს: არაბნი მეკობრენი წინა გიმზირიან-ო. ამაზედან
Line: 15    
ჩვენ თვე ერთი გამოკაზმულთა ბაღდადსა-ვე დავყავით მათ მეკობრეთა
Line: 16    
შიშითა მერმე მო-ვინმე-ვიდა კაცი ერთი არაბი და გვითხრა:
Line: 17    
ვიცი, რომელ გეშინიან მეკობრეთაგან. აწ მე მომეცით ფასი და
Line: 18    
ესეთსა გზასა წაგასხნე, რომელ ღმრთისაგან კიდე ვერა-ვინ გავნოს-ო.
Line: 19    
ჩვენ ვაფიცეთ და ათასი დრაჰკანი მივეცით და მან კაცმან ეგრე
Line: 20    
გვითხრა: აიღეთ თვისა ერთისა საგზალი თქვენთვის და ცხენთათვის,
Line: 21    
მინდორსა ერთსა გვინდა გარება, რომელ წყალი და საძოვარი
Line: 22    
არა არის-ო. ავიღეთ ყველა, ვითა გვითხრა. წამოვედით და
Line: 23    
თხუთმეტსა დღესა უკაცურსა ადგილსა ვიარეთ. მინდორი ერთი
Line: 24    
დაგვხვდა მეტად დიდი. ეგ-ზომი ძვალი იდვა, ვითა თოვლი, ცხენისა
Line: 25    
და კაცისა. შუა ქედი იდვა ერთი ცოტა და მაზედ სახლი იდგა
Line: 26    
ქვითკირისა. და გამიკვირდა და ვკითხე წინამძღვარსა მას ჩვენსა, ვითა:
Line: 27    
რა არს აქა შინა და რა არს ისი სახლი? ეგრე გვითხრა: არა
Line: 28    
თუ-რე იცით-ა? ისი კაცი, თვალად კარგი, ამირან დარეჯანის ძისა სახე
Line: 29    
არის-ო. მივედით და კაცი ეწერა შვენიერი და ჯავშანი ტანსა ეცვა
Line: 30    
და ჴრმალი ჴელთა ჰქონდა და მას-თანა ექვსნი კაცნი სხვანი ეწერნეს.
Line: 31    
და ზედან ეგრე ეწერა: "მე ვარ ამირან დარეჯანის ძე, ჩემნი
Line: 32    
ყმანი -- სავარსამის ძე, აბან ქამანის ძე, ალი მოჰამადის ძე, ასან
Line: 33    
ბადრის ძე, ქაოზ ქოსის ძე და ყამარ ყამრელი. ოდეს სეფედავლე
Line: 34    
დარისპანის ძის ომად ვიყვენით, მომავალთა აქა ლაშქარნი გარდაგვეკიდნეს
Line: 35    
და არ ავად ვიყვენით". მე გამიკვირდა და ეგრე ვთქვი:
Line: 36    
ნეტარ ვინ ყოფილან ესე კაცნი?! -- მან ეგრე მრქვა: დიდი არის
Line: 37    
მისი ნიშანი ყოველგან-ო. მე ვკითხე: სხვა რა უქმნია-მეთქი? მან
Line: 38    
ეგრე თქვა: არა ვიცი სხვა ამისგან კიდე, რომელ ესე ნიშანი არის
Page: 287  Line: 1    
ყოველსა ადგილსა-ო". ესე [ამბავი] აბულ-ყასუმს, მამასა ჩემსა,
Line: 2    
მონამან მისმან მოაჴსენა.

Line: 3       
და ესე აბულასან [აბესალომ] მეფესა მოაჴსენა.

Line: 4       
უბრძანა მეფემან აბულასანს, ვითა: მე მაგას-ვე შევიჭირვებ, რომელ
Line: 5    
ეგეთნი კაცნი ყოფილ არიან და მათი ამბავი ვერა ვცანით-ო.

Line: 6       
ამით უფროსსა შეჭირვებასა მიეცა მეფე და აღარ განვიდა
Line: 7    
ნადირობად.

Line: 8       
მოაჴსენა ჯაზირ ვაზირთა-უხუცესმან:

Line: 9       
ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! მე-ცა შემექმნა შეჭირვება, თუ
Line: 10    
მათ კაცთა ამბავთა ვერა ვცნობთ-ო.

Line: 11       
ესე ამისთვის თქვა, რომელ პირველ შევედრებულ იყო, მოაჴსენა
Line: 12    
და უკანის ვე-ღა-რას ჰკადრებდა. არ-ცა ჴამს პატრონისა დიდი ცილობა.

Line: 13       
მოაჴსენა ჯაზირ:

Line: 14       
გაგზავნეთ კაცნი ქალაქთა სპარსეთისათა, ნუ-თუ ვინ-მე ყმა დარჩომილ
Line: 15    
იყოს მისი და მისითა ვცნათ-ო.

Line: 16       
მოეწონა მეფესა სიტყვა ჯაზირისი და გაგზავნნეს კაცნი სპარსეთს.

Line: 17       
ყოველსა ქალაქსა წავიდეს. დაყვეს მრავალი ჟამი.

Line: 18       
ორნი მათ გაგზავნილთა მონათაგანნი ბაღდადსა იყვნეს. მოვლეს
Line: 19    
და ვერ-ცა ცნეს რა. წამოვიდეს და კაცსა ვის-მე ბერსა უკანა მოეწივნეს.
Line: 20    
ჰკითხა მან ბერმან კაცმან, ვითა: სადაურნი ხართ, ძმანო?
Line: 21    
უცხოდ ამიჩნდით-ო! მათ უთხრეს: ყოველნი ინდონი ვართ და ამათ
Line: 22    
რომელთა-მე საქმეთათვის ვიარებით-ო, -- უთხრეს ყოველი. მან
Line: 23    
ბერმან კაცმან ეგრე არქვა, ვითა: თუ დამიმადლებთ, მე გაგცე გზა
Line: 24    
მაგისი. გაეხარნეს მათ კაცთა და ერთმან შესამოსელი მეტად კარგი
Line: 25    
შეჰმოსა ინდოური. ეგრე ჰრქვა მან კაცმან: ესე-რა სიახლოეს
Line: 26    
ქალაქი ერთი არის ცოტა, თვით მისი აგებული, და ყმა მისი სავარსიმის
Line: 27    
ძე ჯერეთ ცოცხალი არს, რომელი სიყრმითგან თანა-დამჴდური
Line: 28    
არის ყოველთა ნაქმართა მისთა და მან გითხრას ყოველი-ო.

Line: 29       
წავიდეს ესე კაცნი, ვლეს ხუთი დღე. ბალხეთით კერძო წყალი
Line: 30    
ჩამოდიოდა დიდი და მისსა პირსა ქალაქი იყო მეტად შვენიერი. და
Line: 31    
კართა მის ქალაქისათა შესავალსა ამირან დარეჯანის ძე ეწერა,
Line: 32    
ცხენსა ზედა მჯდომი ერთმან-ერთსა ეგრე ჰრქვეს: აჰა კაცი, რომლისათვის
Line: 33    
შეიჭირვებს პატრონი ჩვენი ინდოთ მეფე.

Line: 34       
შევიდეს ესე კაცნი, მოეგებნეს და შეიყვანნეს.

Line: 35       
ესე იყო გაგება სავარსიმის ძისა, რომელ: რა კაცი მოვიდის,
Line: 36    
დააყენიან, წესითა გაუკვეთდიან და არა-ვინ ჰკითხის, თუ ვინ ხართ,
Line: 37    
არ-ცა ვის რა მიღმა უთხრიან. და დაყვეს მათ კაცთა მუნ სამი დღე
Line: 38    
და არა-ვინ რა უთხრის და სამსა-ვე დღესა პურად აწვივიან. სახლი
Line: 39    
იყო დიდი და შუბლსა სახლისასა ამირან დარეჯანის ძე დაწერილი
Page: 288  Line: 1    
იყო. გამოვიდის სავარსიმის ძე, ბერი კაცი, და დაჯდის პურად
Line: 2    
და, რა პირველი ღვინო მიართვიან, უჴმის მონათა იმიერ და ამიერ.
Line: 3    
შეუსხდიან, ადგის და ღმერთსა თაყვანის-სცის, მოიქცის, ამირან
Line: 4    
დარეჯანის ძესა შეხედნის, ატირდის და ეგრე თქვის: აჰა კაცი,
Line: 5    
რომლისა მსგავსი არა-ვინ ყოფილ არს ქვეყანასა ზედა, თაყვანის-სცის,
Line: 6    
შესვის და დაჯდის.

Line: 7       
სამსა-ვე დღესა ნახეს ესე ამა კაცთა. ბოლოს ჟამსა გაეთაყვანნეს
Line: 8    
და მოაჴსენეს, ვითა: ინდოთ მეფისაგან გამოგზავნილნი ვართ წინაშე
Line: 9    
თქვენსა და გაგაგონებთ-ო. უთხრეს ყოველი ყოფილი.

Line: 10       
ატირდა სავარსიმის ძე და თქვა ეგრე: თუ-მცა დიდის ჴელმწიფისაგან
Line: 11    
გამოგზავნილნი არ იყავით, ზენა-არმან ღმრთისამან, თავსა
Line: 12    
დაგჭრიდით. მე მათქმევთა ამბავსა პატრონისა ჩემისასა?

Line: 13       
წავიდეს კაცნი იგი წინაშე ინდოთ მეფისა და მოაჴსენეს, ვითა
Line: 14    
ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! ვპოვეთ კაცი ერთი ყმა ამირან დარეჯანის
Line: 15    
ძისა, კაცი ბერი და შვენიერი, მაგრა არა გვითხრა რა.

Line: 16       
გაეცინნეს მეფესა და თქვა: მადლი ღმერთსა, რომელ დღეთა
Line: 17    
ჩემთა მეწია ამის ამბისა ცნობა!

Line: 18       
მოაჴსენეს კაცთა მათ: უკე-თუ ადრე არა მიესწრები, დაბერებულ
Line: 19    
არს იგი კაცი და ნუ-თუ მოკვდეს-ო.

Line: 20       
გაგზავნნა კაცნი ფიცხლად სავარსიმის ძეს თანა, ვითა:

Line: 21       
"სავარსიმის ძესა, გამორჩეულსა ჭაბუკსა, გიბრძანებს მეფობა
Line: 22    
ჩვენი! მხიარულ ვარ სიცოცხლისა შენისათვის და ვმადლობ ღმერთსა,
Line: 23    
რომელ ჯერეთ ცოცხალ ხარ. აწ რა წაიკითხო ესე წიგნი,
Line: 24    
სწრაფით წამოდი წინაშე ჩვენსა, რომელ ჩვენ გავიხარნეთ ნახვითა
Line: 25    
შენითა. ვითა მამა, ისრე პატივითა დაგიჭიროთ და გაგისვენოთ,
Line: 26    
ვითა გამზრდელსა. და მითხრობდი ამბავთა პატრონისა შენისა ამირან
Line: 27    
დარეჯანის ძისათა და გამიქარვე შეჭირვება, რომელი არს
Line: 28    
გულსა ჩემსა, და ცოცხლებითა იყავი".

Line: 29       
მოართვეს წიგნი სავარსიმის ძესა. წაიკითხა და მერმე დაუწერა
Line: 30    
პასუხი:

Line: 31       
"ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! მიწამან მეფობისა თქვენისამან,
Line: 32    
სავარსიმის ძემან, წავიკითხე ბრძანება თქვენი, აღვიპყრენ ჴელნი
Line: 33    
მხიარულმან და დავლოცე მეფობა თქვენი პირველ ამისთვის, რომელ
Line: 34    
მიწა მეფობისა თქვენისა მიკითხეთ და მიბოძეთ წიგნი, რომელმან
Line: 35    
გამამხიარულა და სიბერესა ჩემსა ნუგეშინის-სცა, და მერმე
Line: 36    
ამისთვის, რომელ იკითხავ ამბავთა გამზრდელისა ჩემისა ამირან
Line: 37    
დარეჯანის ძისათა და მის კაცისათა, რომლისა სწორი არა-ვინ ყოფილ
Line: 38    
არს პირსა ყოვლისა ქვეყანისასა, და ვგონებ, რომელ არ-ცა
Line: 39    
ვინ წაღმართ გამოჩნდების მისებრი. გებრძანა წინაშე თქვენსა
Page: 289  Line: 1    
მოსლვა. თუ-ცა ღირს-ვიყავ ხილვასა თქვენსა, ვითა-მცა ღმერთი
Line: 2    
მიხილავს, განა სიშორისაგან გზისა და სიბერისაგან დიდისა ვეღა-რას
Line: 3    
შემძლებელ ვარ წინაშე თქვენსა მოსლვად. აწ თუ ბრძანოს მეფობამან
Line: 4    
თქვენმან, გამოგზავნე კაცი თქვენი; რომელი ოდენ არა დამვიწყებოდეს
Line: 5    
და არ დაცთომილ ვიყო სიბერისაგან, წიგნითა გავაგონე
Line: 6    
მეფობასა თქვენსა.

Line: 7       
ამათ კაცთა არა ინებეს, ეგრე თქვეს: ჩვენდა არა უბრძანებია-ო".

Line: 8       
მოართვეს წიგნი ინდოთ მეფესა სავარსიმის ძისა. მაშინ უბრძანა
Line: 9    
ორთა დიდებულთა წარსლვა და შეკაზმა კუბოჲსა აქლემთა ზედა.

Line: 10       
უბოძა წიგნი მეფემან:

Line: 11       
"ვინაჲთგან ღმერთსა ამ ჟამამდის მოუწევიხარ, ესე არა ეგების,
Line: 12    
თუ-ცა არა გნახა მეფობამან ჩემმან. აწ წარმომივლენიან ორნი დიდებულნი
Line: 13    
ჩემნი -- ჯაუნარ და ომარ, და შეუკაზმავს კუბო, რომელ
Line: 14    
შეხვიდე შიგან და უჭირველად მოგიყვანონ აქა, და მე ვფიცავ
Line: 15    
ღმერთსა ცხოველსა, რომელ მოსლვისაგან კიდე არა არს წამალი".

Line: 16       
მივიდეს დიდებულნი ჯაუნარ და ომარ და მიართვეს წიგნი ინდოთა
Line: 17    
მეფისა სავარსიმის ძესა. მოუკაზმეს და შესვეს კუბოსა შიგან
Line: 18    
და წამოიყვანეს წინაშე ინდოთა მეფისა. გაეხარნეს უზომოდ
Line: 19    
ინდოთ მეფესა და უბრძანა: სავარსიმის ძეო, გამხიარულდა გული
Line: 20    
ჩემი ხილვითა შენითა და ამისთვის შენ-ცა მხიარულ იყავ, რომელ
Line: 21    
ვითა-მც მშობელი ხარ ჩემი, ეგრე დაგიჭირო და, თუ გინდეს სახლსა
Line: 22    
შენსა წასლვა, დიდითა პატივითა და დიდებითა გაგგზავნო.

Line: 23       
მოიქცა მეფე და უბრძანა დიდებულთა: ღმერთო, ამის კაცისაგან
Line: 24    
რა გინდა კარგი ნაქმარი შეძლებულ ყოფილა-ო.

Line: 25       
დაემოწმნეს დიდებულნი და თქვეს: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე!
Line: 26    
არა უხილავს თვალსა ჩვენსა კაცი ასეთი, განა ნეტარ პატრონი
Line: 27    
ამისი როგორი-ღა ყოფილა?

Line: 28       
ატირდა სავარსიმის ძე და თქვა: თუ-ცა გენახა პატრონი ჩემი,
Line: 29    
რა-ღა-მცა ებრძანა მეფობასა თქვენსა, სადა მე, საწყალი ბერი კაცი,
Line: 30    
ესრე მოგეწონე-ო!

Line: 31       
დასვა მეფემან დიდითა პატივითა. დაყვნა დღენი მრავალნი, განუსვენებდეს
Line: 32    
და პატივსა სცემდეს და უბოძებდის საბოძვართა ყოველთა
Line: 33    
დღეთა.

Line: 34       
უბრძანა მეფემან სავარსიმის ძესა: დიდად ვისწრაფი ამბავთა
Line: 35    
პატრონისა შენისათა და თქვენ, მისთა ყმათათა. თუ-მცა მაშვრალი
Line: 36    
იყავ, აწ იწყე და მითხრობდი-ო.

Line: 37       
მოაჴსენა სავარსიმის ძემან: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! მე
Line: 38    
ბერი კაცი ვარ და არ შემიძლია დიდად საუბარი, -- და მოაჴსენა:
Line: 39    
ათ-ორ-მეტნი კარნი არიან ნაქმარნი პატრონისა ჩემისანი და სხვათა
Page: 290  Line: 1    
მრავალთა ჭაბუკთანი, და ამას წელიწადსა ერთსა გასრულდეს ნუ-თუ ვითა,
Line: 2    
ამად რომელ მე უბნობა არ შემიძლია.

Line: 3       
და მოაჴსენა მეფესა: მე სიყრმითგან დამჴდური ვარ ნაქმართა
Line: 4    
მისთა. აწ მიბრძანეთ რომელი უწინ მოგაჴსენოთ ნაქმართა მისთა:
Line: 5    
რომელი თქვენ სახლი გინახავსთ და ანუ იგი პატრონი ჩემი და ბადრი
Line: 6    
იამანის ძე და ნოსარ ნისრელი სწერიან ერთგან [ანუ სხვა-ო]?

Line: 7       
უბრძანა მეფემან: მაგათ სამთა ნაქმარი, ერთგან რა-ც ექმნას,
Line: 8    
მითხარ-ო.

Line: 9       
სავარსიმის ძემან მოაჴსენა: ეგე ადგილი შუა არს, განა რომელი-ცა
Line: 10    
სწადდეს მეფობასა თქვენსა, იგი მოგაჴსენოთ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Amirandarejaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 15.11.2018. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.