Strophe: S1/K1 | ||
Verse: a | რომელმან შექმნა სამყარო | ძალითა მით ძლიერითა, |
Verse: b | ზეგარდმოთ არსნი სულითა | ყვნა ზეცით მონაბერითა, |
Verse: c | ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, | გვაქვს უთვალავი* ფერითა, |
Verse: d და | მისგან არს ყოვლი ხელმწიფე | სახითა მის მიერითა. |
Strophe: S2/K2 | ||
Verse: a | ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ | სახე ყოვლისა ტანისა, |
Verse: b | შენ დამიფარე, ძლევა მეც | დათრგუნვად მე სატანისა, |
Verse: c | მომეც მიჯნურთა სურვილი, | სიკვდიდმდე გასატანისა, |
Verse: d და | ცოდვათა შესუბუქება, | მუნ თანა წასატანისა. |
Strophe: S3/K3 | ||
Verse: a | ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება | შუბისა, ფარ-შიმშერისა, |
Verse: b | - მეფისა მზის თამარისა, | ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, - |
Verse: c | მას, არა ვიცი, შევჰკადრო | შესხმა ხოტბისა, შე-, რისა, |
Verse: d და | მისთა მჭვრეტელთა ყანდისა | მირთმა ხამს მართ, მი-, შერისა. |
Strophe: S4/K4 | ||
Verse: a | თამარს ვაქებდეთ მეფესა | სისხლისა ცრემლ-დათხეული, |
Verse: b | ვთქვენი ქებანი ვისნი მე | არ-ავად გამორჩეული. |
Verse: c | მელნად ვიხმარე გიშრის ტბა | და კალმად მე ნა რხეული, |
Verse: d და | ვინცა ისმინოს, დაესვას | ლახვარი გულსა ხეული. |
Strophe: S5/K5 | ||
Verse: a | მიბრძანეს მათად საქებრად | თქმა ლექსებისა ტკბილისა, |
Verse: b | ქება წარბთა და წამწამთა, | თმათა და ბაგე-კბილისა, |
Verse: c | ბროლ-ბადახშისა თლილისა, | მის მიჯრით მიწყობილისა. |
Verse: d და | გასტეხს ქვასაცა მაგარსა | გვრდემლი ტყვიისა ლბილისა. |
Strophe: S6/K6 | ||
Verse: a | აწ ენა მინდა გამოთქმად, | გული და ხელოვანება, - |
Verse: b | ძალი მომეც და შეწევნა | შენგნით მაქვს, მივსცე გონება; |
Verse: c | მით შევეწივნეთ ტარიელს, | ტურფადცა უნდა ხსენება, |
Verse: d და | მათ სამთა გმირთა მნათობთა | სჭირს ერთმანერთის მონება. |
Strophe: S7/K7 | ||
Verse: a | მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის | ცრემლი გვდის შეუშრობილი; |
Verse: b | მისებრი მართ დაბადებით | ვინმცა ყოფილა შობილი! |
Verse: c | დავჯე, რუსთველმან გავლექსე, | მისთვის გულს ლახვარ-სობილი, |
Verse: d და | აქამდის ამბვად ნათქვამი, | აწ მარგალიტი წყობილი. |
Strophe: S8/K8 | ||
Verse: a | მე, რუსთველი ხელობითა, | ვიქმ საქმესა ამა დარი: |
Verse: b | ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, | მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი; |
Verse: c | დავუძლურდი, მიჯნურთათვის | კვლა წამალი არსით არი, |
Verse: d და | ანუ მომცეს განკურნება, | ანუ მიწა მე სამარი. |
Strophe: S9/K9 | ||
Verse: a | ესე ამბავი სპარსული, | ქართულად ნათარგმანები, |
Verse: b | ვით მარგალიტი ობოლი, | ხელით-ხელ საგოგმანები, |
Verse: c | ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, | საქმე ვქმენ საჭოჭმანები, |
Verse: d და | ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს* | ლაღმან და ლამაზმან ნები. |
Strophe: S10/K10 | ||
Verse: a | თვალთა, მისგან უნათლოთა, | ენატრამცა ახლად ჩენა; |
Verse: b | აჰა, გული გამიჯნურდა, | მიჰხვდომია ველთა რბენა! |
Verse: c | მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმარის, | მისცეს სულთა ლხენა. |
Verse: d და | სამთა ფერთა საქებელთა | ლამის ლექსთა უნდა ვლენა. |
Strophe: S11/K11 | ||
Verse: a | რაცა ვის რა ბედმან მისცეს, | დასჯერდეს და მას უბნობდეს: |
Verse: b | მუშა მიწყივ მუშაკობდეს, | მეომარი გულოვნობდეს; |
Verse: c | კვლა მიჯნურსა მიჯნურობა | უყვარდეს და გამოსცნობდეს, |
Verse: d და | არცა ვისგან დაიწუნოს, | არცა სხვასა უწუნობდეს. |
Strophe: S12/K12 | ||
Verse: a | შაირობა პირველადვე | სიბრძნისაა ერთი დარგი, |
Verse: b | - საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, | მსმენელთათვის დიდი მარგი, |
Verse: c | კვლა აქაცა ეამების, | ვინცა ისმენს კაცი ვარგი; |
Verse: d და | გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, | შაირია ამად კარგი. |
Strophe: S13/K13 | ||
Verse: a | ვითა ცხენსა შარა გრძელი და | გამოსცდის დიდი რბევა, |
Verse: b | მობურთალსა - მოედანი, | მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, |
Verse: c | მართ აგრევე მელექსესა - | საუბართა ტკბილთა ფრქვევა. |
Verse: d და | რა მისჭირდეს საუბარი | და დაუწყოს ლექსმან ლევა, |
Strophe: S14/K14 | ||
Verse: a | მაშინღა ნახეთ მელექსე | და მისი მოშაირობა, |
Verse: b | რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, | დაუწყოს ლექსმან ძვირობა, |
Verse: c | არ შეამოკლოს ქართული, | არა ქმნას სიტყვა-მცირობა, |
Verse: d და | ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, | იხმაროს დიდი გმირობა. |
Strophe: S15/K15 | ||
Verse: a | მოშაირე არა ჰქვიან, | თუ ვინმე თქვას ერთი, ორი; |
Verse: b | თავი ყოლა ნუ ჰგონია | მელექსეთა კარგთა სწორი; |
Verse: c | განაღა თქვას ერთი, ორი, | უმსგავსო და შორი-შორი, |
Verse: d და | მაგრა იტყვის: " ჩემი სჯობსო", | უცილობლობს ვითა ჯორი. |
Strophe: S16/K16 | ||
Verse: a | მეორე ლექსი ცოტაი, | ნაწილი მოშაირეთა, |
Verse: b | არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, | გულისა გასაგმირეთა, |
Verse: c | ვამსგავსე მშვილდი ბედითი | ყმაწვილთა მონადირეთა: |
Verse: d და | დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს | ხოცა ნადირთა მცირეთა. |
Strophe: S17/K17 | ||
Verse: a | მესამე ლექსი კარგი არს | სანადიმოდ, სამღერელად, |
Verse: b | სააშიკოდ, სალაღობოდ, | ამხანაგთა სათრეველად; |
Verse: c | ჩვენ მათიცა გვეამების, | რაცა ოდენ თქვან ნათელად. |
Verse: d და | მოშაირე არა ჰქვიან, | ვერას იტყვის ვინცა გრძელად. |
Strophe: S18/K18 | ||
Verse: a | ხამს, მელექსე ნაჭირვებსა | მისსა ცუდად არ აბრკმობდეს, |
Verse: b | ერთი უჩნდეს სამიჯნურო, | ერთსა ვისმე აშიკობდეს, |
Verse: c | ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, | მას აქებდეს, მას ამკობდეს, |
Verse: d და | მისგან კიდე ნურა უნდა, | მისთვის ენა მუსიკობდეს. |
Strophe: S19/K19 | ||
Verse: a | ჩემი აწ ცანით ყოველმან, | მას ვაქებ, ვინცა მიქია; |
Verse: b | ესე მიჩს დიდად სახელად, | არ თავი გამიქიქია! |
Verse: c | იგია ჩემი სიცოცხლე, | უწყალო ვითა ჯიქია; |
Verse: d და | მისი სახელი შეფარვით | ქვემორე მითქვამს, მიქია. |
Strophe: S20/K20 | ||
Verse: a | ვთქვა მიჯნურობა პირველი | და ტომი გვართა ზენათა, |
Verse: b | ძნელად სათქმელი, საჭირო | გამოსაგები ენათა; |
Verse: c | იგია საქმე საზეო, | მომცემი აღმაფრენათა; |
Verse: d და | ვინცა ეცდების, თმობამცა | ჰქონდა მრავალთა წყენათა. |
Strophe: S21/K21 | ||
Verse: a | მას ერთსა მიჯნურობასა | ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან, |
Verse: b | ენა დაშვრების, მსმენლისა | ყურნიცა დავალდებიან; |
Verse: c | ვთქვნე ხელობანი ქვენანი, | რომელნი ხორცთა ჰხვდებიან; |
Verse: d და | მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ | არ სიძვენ, შორით ბნდებიან. |
Strophe: S22/K22 | ||
Verse: a | მიჯნური შმაგსა გვიქვიან | არაბულითა ენითა, |
Verse: b | მით რომე შმაგობს მისისა | ვერ-მიხვდომისა წყენითა; |
Verse: c | ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, | დაშვრების აღმაფრენითა, |
Verse: d და | კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება | კეკლუცთა ზედა ფრფენითა. |
Strophe: S23/K23 | ||
Verse: a | მიჯნურსა თვალად სიტურფე | ჰმართებს მართ ვითა მზეობა, |
Verse: b | სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, | სიყმე და მოცალეობა, |
Verse: c | ენა, გონება, დათმობა, | მძლეთა მებრძოლთა მძლეობა. |
Verse: d და | ვისცა ეს სრულად არა სჭირს, | აკლია მიჯნურთ ზნეობა. |
Strophe: S24/K24 | ||
Verse: a | მიჯნურობა არის ტურფა, | საცოდნელად ძნელი გვარი; |
Verse: b | მიჯნურობა სხვა რამეა, | არ სიძვისა დასადარი: |
Verse: c | იგი სხვაა, სიძვა სხვაა, | შუა უზის დიდი ზღვარი, |
Verse: d და | ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა, | გესმას* ჩემი ნაუბარი! |
Strophe: S25/K25 | ||
Verse: a | ხამს მიჯნური ხანიერი, | არ მეძავი, ბილწი, მრუში, |
Verse: b | რა მოჰშორდეს მოყვარესა, | გაამრავლოს სულთქმა, უში, |
Verse: c | გული ერთსა დააჯეროს, | კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში; |
Verse: d და | მძულს უგულო სიყვარული, | ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში. |
Strophe: K26 | ||
Verse: a | მას ცოცხალი ნუ ელევის, | რაცა პირველ შეუყვარდეს, |
Verse: b | ნუცა ლხინსა აუზვავდეს, | ნუცა ჭირსა შეუზარდეს: |
Verse: c | მისთვის დათმოს ყველაკაი, | მისთვის ველთა გამოვარდეს, |
Verse: d და | ნურა გაჰვა, სოფელიცა | მისი კერძი გარდაქარდეს |
Strophe: S26/K27 | ||
Verse: a | ამა საქმესა მიჯნური | ნუ უხმობს მიჯნურობასა: |
Verse: b | დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, | სთმობდეს გაყრისა თმობასა; |
Verse: c | ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, | ვაჟთა ყმაწვილობასა. |
Verse: d და | კარგი მიჯნური იგია, | ვინ იქმს სოფლისა თმობასა. |
Strophe: S27/K28 | ||
Verse: a | არს პირველი მიჯნურობა | არ-დაჩენა ჭირთა, მალვა, |
Verse: b | თავის-წინა იგონებდეს, | ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა, |
Verse: c | შორით ბნედა, შორით კვდომა, | შორით დაგვა, შორით ალვა, |
Verse: d და | დათმოს* წყრომა მოყვრისაგან, | მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა. |
Strophe: S28/K29 | ||
Verse: a | ხამს, თავისსა ხვაშიადსა | არვისთანა ამჟღავნებდეს, |
Verse: b | არ ბედითად "ჰაჲ-ჰაჲ"-ს ზმიდეს, | მოყვარესა აყივნებდეს, |
Verse: c | არსით აჩნდეს მიჯნურობა, | არასადა იფერებდეს, |
Verse: d და | მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, | მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს. |
Strophe: S29/K30 | ||
Verse: a | მას უშმაგო ვით მიენდოს, | ვინ მოყვარე გაამჩივნოს? |
Verse: b | ამის მეტი რამცა ირგო: | მას ავნოს და თვითცა ივნოს. |
Verse: c | რათამე-ღა ასახელოს, | რა სიტყვითა მოაყივნოს? |
Verse: d და | რა ჰგავა*, თუ მოყვარესა | კაცმან გული არ ატკივნოს*! |
Strophe: S30/K31 | ||
Verse: a | მიკვირს, კაცი რად იფერებს | საყვარლისა სიყვარულსა: |
Verse: b | ვინცა უყვარს, რად აყივნებს | მისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა? |
Verse: c | თუ არ უყვარს, რად არა სძულს? | რად აყივნებს, რაც არ სძულსა?! |
Verse: d და | ავსა კაცსა ავი სიტყვა | ურჩევნია სულსა, გულსა. |
Strophe: S31/K32 | ||
Verse: a | თუ მოყვარე მოყვრისათვის | ტირს, ტირილსა ემართლების; |
Verse: b | სიარული, მარტოობა | ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების. |
Verse: c | იგონებდეს, მისგან კიდე | ნურად ოდეს მოეცლების, |
Verse: d და | არ დააჩნდეს მიჯნურობა, | სჯობს, თუ კაცთა ეახლების. |
Strophe: S32/K33 | ||
Verse: a | იყო არაბეთს როსტევან, | მეფე ღმრთისაგან სვიანი, |
Verse: b | მაღალი, უხვი, მდაბალი, | ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, |
Verse: c | მოსამართლე და მოწყალე, | მორჭმული, განგებიანი, |
Verse: d და | თვით მეომარი უებრო, | კვლა მოუბარი წყლიანი. |
Strophe: S33/K34 | ||
Verse: a | სხვა ძე არ ესვა მეფესა, | მართ ოდენ მარტო* ასული, |
Verse: b | სოფლისა მნათი მნათობი, | მზისაცა დასთა დასული; |
Verse: c | მან მისთა მჭვრეტთა | წაუღის გული, გონება და სული, |
Verse: d და | ბრძენი ხამს მისად მაქებრად | და ენა ბევრად ასული. |
Strophe: S34/K35 | ||
Verse: a | მისი სახელი - თინათინ, | არს ესე საცოდნარია! |
Verse: b | რა გაიზარდა, გაივსო, | მზე მისგან საწუნარია. |
Verse: c | მეფემან იხმნა* ვაზირნი, | თვით ზის ლაღი და წყნარია, |
Verse: d და | გვერდსა დაისხნა, დაუწყო | მათ ამო საუბნარია. |
Strophe: S35/K36 | ||
Verse: a | უბრძანა: "გკითხავ საქმესა, | ერთგან სასაუბნაროსა: |
Verse: b | რა ვარდმან მისი ყვავილი | გაახმოს, დაამჭნაროსა, |
Verse: c | იგი წახდების, სხვა მოვა | ტურფასა საბაღნაროსა; |
Verse: d და | მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ | ღამესა ჩვენ უმთვაროსა*. |
Strophe: S36/K37 | ||
Verse: a | მე გარდასრულვარ, სიბერე | მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, |
Verse: b | დღეს არა, ხვალე მოვკვდები, | სოფელი ასრე მქმნელია; |
Verse: c | რაღაა იგი სინათლე, | რასაცა ახლავს ბნელია?! |
Verse: d და | ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, | ვისგან მზე საწუნელია." |
Strophe: S37/K38 | ||
Verse: a | ვაზირთა ჰკადრეს: "მეფეო, | რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა? |
Verse: b | ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა | გვმართებს მისივე ჯერობა: |
Verse: c | მისივე ჰმეტობს ყოველსა | სული და ტურფა ფერობა. |
Verse: d და | მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან | ვითამცა ჰკადრა მტერობა?! |
Strophe: S38/K39 | ||
Verse: a | "მაგას ნუ ჰბრძანებთ, მეფეო, | ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია, |
Verse: b | თქვენი თათბირი ავიცა | სხვისა კარგისა მჯობია; |
Verse: c | ხმდა განაღამცა საქმნელად, | რაცა თქვენ გულსა გლმობია: |
Verse: d და | სჯობს და მას მიეც მეფობა, | ვისგან მზე შენაფლობია. |
Strophe: S39/K40 | ||
Verse: a | თუცა ქალია, ხელმწიფედ | მართ ღმრთისა დანაბადია; |
Verse: b | არ გათნევთ, იცის მეფობა, | უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია; |
Verse: c | შუქთა მისთაებრ საქმეცა | მისი მზებრ განაცხადია. |
Verse: d და | ლეკვი ლომისა სწორია, | ძუ იყოს, თუნდა ხვადია". |
Strophe: S40/K41 | ||
Verse: a | ავთანდილ იყო სპასპეტი, | ძე ამირ-სპასალარისა, |
Verse: b | საროსა მჯობი ნაზარდი, | მსგავსი მზისა და მთვარისა, |
Verse: c | ჯერთ უწვერული, სადარო | ბროლ-მინა საცნობარისა; |
Verse: d და | მას თინათინის შვენება | ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა. |
Strophe: S41/K42 | ||
Verse: a | გულსა მისსა მიჯნურობა | მისი ჰქონდა დამალულად. |
Verse: b | რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან | ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად; |
Verse: c | ნახის, ცეცხლი გაუახლდის, | წყლული გახდის უფრო წყლულად. |
Verse: d და | საბრალოა სიყვარული, | კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად! |
Strophe: S42/K43 | ||
Verse: a | რა მეფედ დასმა მეფემან | ბრძანა მისისა ქალისა, |
Verse: b | ავთანდილს მიჰხვდა სიამე, | ვსება სჭირს მის სოქ-ალისა; |
Verse: c | თქვა: "ზედას-ზედა მომხვდების | ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, |
Verse: d და | ნუთუ მით ვპოვო წამალი | მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა! |
Strophe: S43/K44 | ||
Verse: a | არაბეთს გასცა ბრძანება | დიდმან არაბთა მფლობელმან: |
Verse: b | "თინათინ ჩემი ხელმწიფედ | დავსვი მე, მისმან მშობელმან, |
Verse: c | მან განანათლნეს ყოველნი, | ვით მზემან მანათობელმან*. |
Verse: d და | მოდით და ნახეთ ყოველმან, | შემსხმელმან, შემამკობელმან! |
Strophe: S44/K45 | ||
Verse: a | მოვიდეს სრულნი არაბნი, | ჯარი განმრავლდა ხასისა: |
Verse: b | ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი | ლაშქრისა ბევრ-ათასისა, |
Verse: c | ვაზირი სოგრატ, მოახლე | მეფისა დასთა დასისა; |
Verse: d და | მათ რომე დადგეს საჯდომი, | თქვეს: "უთქმელია ფასისა!" |
Strophe: S45/K46 | ||
Verse: a | თინათინ მიჰყავს მამასა | პირითა მით ნათელითა, |
Verse: b | დასვა და თავსა გვირგვინი | დასდგა თავისა ხელითა, |
Verse: c | მისცა სკიპტრა და შემოსა | მეფეთა სამოსელითა. |
Verse: d და | ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა | ცნობითა ბრძნად მხედველითა. |
Strophe: S46/K47 | ||
Verse: a | უკუდგეს და თაყვანის-სცეს | მეფემან და მისთა სპათა, |
Verse: b | დალოცეს და მეფედ დასვეს, | ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა, |
Verse: c | ბუკსა ჰკრეს და წინწილანი | დაატკბობდეს მათთა ხმათა. |
Verse: d და | ქალი ტირს და ცრემლთა აფრქვევს, | ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა. |
Strophe: S47/K48 | ||
Verse: a | მამისა ტახტსა საჯდომად* | თავი არ ეღირსებოდა, |
Verse: b | ამად ტირს, ბაღი ვარდისა | ცრემლითა აივსებოდა; |
Verse: c | მეფე სწვრთის: "მამა ყოველი | ძისაგან ითავსებოდა, |
Verse: d და | ამისად ქმნამდის დამწველი | ცეცხლი არ დამევსებოდა". |
Strophe: S48/K49 | ||
Verse: a | უბრძანა: "ნუ სტირ, ასულო, | ისმინე ჩემი თხრობილი: |
Verse: b | დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, | ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი, |
Verse: c | აქათგან ესე სამეფო | შენია მართ მონდობილი. |
Verse: d და | ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, | იყავ წყნარი და ცნობილი! |
Strophe: S49/K50 | ||
Verse: a | ვარდთა და ნეხვთა ვინათგან | მზე სწორად მოეფინების, |
Verse: b | დიდთა და წვრილთა წყალობა | შენმცა ნუ მოგეწყინების! |
Verse: c | უხვი ახსნილსა დააბამს, | იგი თვით ების, ვინ ების. |
Verse: d და | უხვად გასცემდი, ზღვათაცა | შესდის და გაედინების. |
Strophe: S50/K51 | ||
Verse: a | მეფეთა შიგან სიუხვე, | ვით ედემს ალვა, რგულია; |
Verse: b | უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, | იგიცა, ვინ ორგულია; |
Verse: c | სმა-ჭამა - დიდად შესარგი, | დება რა სავარგულია?! |
Verse: d და | რასაცა გასცემ, შენია; | რას* არა, დაკარგულია!" |
Strophe: S51/K52 | ||
Verse: a | ამა მამისა სწავლასა | ქალი ბრძნად მოისმინებდა, |
Verse: b | ყურსა უპყრობდა, ისმენდა, | წვრთასა არ მოიწყინებდა; |
Verse: c | მეფე სმასა და მღერასა | იქმს, მეტად მოილხინებდა; |
Verse: d და | თინათინ მზესა სწუნობდა, | მაგრა მზე თინათინებდა. |
Strophe: S52/K53 | ||
Verse: a | მოიხმო მისი გამზრდელი, | ერთგული, ნაერთგულევი, |
Verse: b | უბრძანა: "ჩემი საჭურჭლე, | შენგან დანაბეჭდულევი, |
Verse: c | მომართვი ჩემი ყველაი, | ჩემი ნაუფლისწულევი". |
Verse: d და | მოართვეს, გასცა უზომო, | უანგარიშო, ულევი. |
Strophe: S53/K54 | ||
Verse: a | მას დღე გასცემს ყველაკასა | სივაჟისა მოგებულსა, |
Verse: b | რომე სრულად ამოაგებს | მცირესა და დიდებულსა. |
Verse: c | მერმე ბრძანა: "ვიქმ საქმესა, | მამისაგან სწავლებულსა, |
Verse: d და | ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავთ | საჭურჭლესა დადებულსა". |
Strophe: S54/K55 | ||
Verse: a | უბრძანა: "წადით, გახსენით, | რაცა სად საჭურჭლენია! |
Verse: b | ამილახორო, მოასხი | რემა, ჯოგი და ცხენია!" |
Verse: c | მოიღეს.გასცა უზომო, | სიუხვე არ მოსწყენია. |
Verse: d და | ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, | მართ ვითა მეკობრენია. |
Strophe: S55/K56 | ||
Verse: a | ალაფობდეს საჭურჭლესა | მისსა, ვითა ნათურქალსა, |
Verse: b | მას ტაიჭსა არაბულსა, | ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა; |
Verse: c | რომე ჰგვანდა სიუხვითა | ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა, |
Verse: d და | არ დაარჩენს ცალიერსა | არ ყმასა და არცა ქალსა. |
Strophe: S56/K57 | ||
Verse: a | დღე ერთ გარდახდა.პურობა, | სმა-ჭამა იყო, ხილობა, |
Verse: b | ნადიმად მსხდომთა ლაშქართა | მუნ დიდი შემოყრილობა. |
Verse: c | მეფემან თავი დაჰკიდა | და ჰქონდა დაღრეჯილობა. |
Verse: d და | "ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?" | - შექმნეს ამისი ცილობა. |
Strophe: S57/K58 | ||
Verse: a | თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, | მჭვრეტთაგან მოსანდომია, |
Verse: b | სპათა სპასპეტი, ჩაუქი, | ვითა ვეფხი და ლომია; |
Verse: c | ვაზირი ბერი სოგრატი | თვით მას თანავე მჯდომია. |
Verse: d და | თქვეს, თუ: "რა უმძიმს მეფესა, | ანუ რად ფერი ჰკრთომია?" |
Strophe: S58/K59 | ||
Verse: a | თქვეს, თუ: "მეფე ცუდსა რასმე | გონებასა ჩავარდნილა, |
Verse: b | თვარა აქა სამძიმარი | მათი ყოლა არა ქმნილა". |
Verse: c | ავთანდილ თქვა: "სოგრატ, ვჰკითხოთ, | გვითხრას, რადმცა შეგვეცილა? |
Verse: d და | ვჰკადროთ რამე სალაღობო, | რასათვისმცა გაგვაწბილა?" |
Strophe: S59/K60 | ||
Verse: a | ადგეს სოგრატ და ავთანდილ | ტანითა მით კენარითა, |
Verse: b | თვითო აივსეს ჭიქები, | მივლენ ქცევითა წყნარითა, |
Verse: c | წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, | პირითა მოცინარითა. |
Verse: d და | ვაზირი ლაღობს ენითა, | წყლიანად მოუბნარითა: |
Strophe: S60/K61 | ||
Verse: a | "დაგიღრეჯია, მეფეო, | აღარ გიცინის პირიო. |
Verse: b | მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე | თქვენი მძიმე და ძვირიო, |
Verse: c | ყველასა გასცემს ასული | თქვენი საბოძვარ-ხშირიო; |
Verse: d და | ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! | თავსა რად უგდე ჭირიო?" |
Strophe: S61/K62 | ||
Verse: a | რა მეფემან მოისმინა, | გაცინებით შემოჰხედნა, |
Verse: b | გაუკვირდა: ვით მკადრაო, | ან სიტყვანი ვით გაბედნა?! |
Verse: c | "კარგი ჰქმენო, - დაუმადლა, | ბრძანებანი უიმედნა, - |
Verse: d და | ჩემი ზრახვა სიძუნწისა, | ტყუის, ვინცა დაიყბედნა. |
Strophe: S62/K63 | ||
Verse: a | ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, | ესეა, რომე მწყენია: |
Verse: b | სიბერე მახლავს, დავლიენ | სიყმაწვილისა დღენია, |
Verse: c | კაცი არ არის, სითგანცა | საბრძანებელი ჩვენია, |
Verse: d და | რომე მას ჩემგან ესწავლნენ | სამამაცონი ზნენია. |
Strophe: S63/K64 | ||
Verse: a | ერთაი მიზის ასული, | ნაზარდი სათუთობითა; |
Verse: b | ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, | - ვარ საწუთროსა თმობითა, - |
Verse: c | ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, | ანუ კვლა ბურთაობითა*; |
Verse: d და | ცოტასა შემწევს ავთანდილ | ჩემგანვე ნაზარდობითა" |
Strophe: S64/K65 | ||
Verse: a | ყმა მეფისა ბრძანებასა | ლაღი წყნარად მოისმენდა, |
Verse: b | თავ-მოდრეკით გაიღიმნა, | გაცინება დაუშვენდა, |
Verse: c | თეთრთა კბილთათ * გამომკრთალსა | შუქსა ველთა მოაფენდა. |
Verse: d და | მეფე ჰკითხავს: "რას იცინი, | ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა?" |
Strophe: S65/K66 | ||
Verse: a | კვლა უბრძანა: "თავსა ჩემსა, | რას იცინი, რად დამგმეო?" |
Verse: b | ყმამან ჰკადრა: "მოგახსენებ | და ფარმანი მიბოძეო, |
Verse: c | რაცა გკადრო, არ გეწყინოს, | არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო, |
Verse: d და | არ გამხადო კადნიერად, | არ ამიკლო ამაზეო*." |
Strophe: S66/K67 | ||
Verse: a | უბრძანა: "რადმცა ვიწყინე | თქმა შენგან საწყინარისა!" |
Verse: b | ფიცა მზე თინათინისი, | მის მზისა მოწუნარისა. |
Verse: c | ავთანდილ იტყვის: "დავიწყო | კადრება საუბნარისა: |
Verse: d და | ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, | თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა. |
Strophe: S67/K68 | ||
Verse: a | მიწაცა თქვენი ავთანდილ | თქვენს წინა მშვილდოსანია; |
Verse: b | ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ | მოწმად თქვენნივე სპანია; |
Verse: c | მოასპარეზედ ვინ მგავსო? | - ცუდნიღა უკუთქმანია. |
Verse: d და | გარდამწყვედელი მისიცა | ბურთი და მოედანია!" |
Strophe: S68/K69 | ||
Verse: a | -"მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა | მაგისა დაცილებასა. |
Verse: b | ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო | შედრეკილობა-კლებასა, |
Verse: c | კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ | მოწმად ჩვენ თანა ხლებასა, |
Verse: d და | მერმე გამოჩნდეს მოედანს, | ვისძი უთხრობდენ ქებასა!" |
Strophe: S69/K70 | ||
Verse: a | ავთანდილცა დაჰმორჩილდა, | საუბარი გარდასწყვიდეს, |
Verse: b | იცინოდეს, ყმაწვილობდეს, | საყვარლად და კარგად ზმიდეს, |
Verse: c | ნაძლევიცა გააჩინეს, | ამა პირსა დაასკვნიდეს: |
Verse: d და | "ვინცა იყოს უარესი, | თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!" |
Strophe: S70/K71 | ||
Verse: a | კვლა ბრძანა: "მონა თორმეტი | შევსხათ ჩვენ თანა მარებლად, |
Verse: b | თორმეტი ჩემად ისრისა | მომრთმევლად, მოსახმარებლად, - |
Verse: c | ერთაი შენი შერმადინ | არს მათად დასადარებლად, - |
Verse: d და | ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ | უტყუვრად, მიუმცდარებლად". |
Strophe: S71/K72 | ||
Verse: a | მონადირეთა უბრძანა: | "მინდორნი მოიარენით, |
Verse: b | დასცევით ჯოგი ნადირთა*, | თავნი ამისთვის არენით". |
Verse: c | ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: | "მოდით და მოიჯარენით". |
Verse: d და | გაყარეს სმა და ნადიმი. | მუნ ამოდ გავიხარენით. |
Strophe: S72/K73 | ||
Verse: a | დილასა ადრე მოვიდა | იგი ნაზარდი სოსანი, |
Verse: b | ძოწეულითა მოსილი, | პირად ბროლ-ბადახშოსანი, |
Verse: c | პირ-ოქრო რიდე ეხვია, | შვენოდა ქარქაშოსანი, |
Verse: d და | მეფესა გასლვად აწვევდა, | მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი. |
Strophe: S73/K74 | ||
Verse: a | შეეკაზმა მეფე, შეჯდა, | ნადირობას* გამოვიდეს; |
Verse: b | მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, | ალყად გარე შემოჰკრვიდეს; |
Verse: c | ზეიმი და ზარი იყო, | სპანი ველთა დაჰფარვიდეს, |
Verse: d და | ნაძლევისა მათისათვის | ისროდეს და ერთგან სრვიდეს. |
Strophe: S74/K75 | ||
Verse: a | უბრძანა*: "მონა თორმეტი | მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, |
Verse: b | მშვილდსა ფიცხელსა | მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, |
Verse: c | ნაკრავსა შეადარებდით, | ნასროლსა დასთვალვიდითა!" |
Verse: d და | დაიწყო მოსლვა ნადირმან | ყოვლთა მინდორთა კიდითა. |
Strophe: S75/K76 | ||
Verse: a | მოვიდა ჯოგი ნადირთა | ანგარიშ-მიუწვდომელი: |
Verse: b | ირემი, თხა და კანჯარი | ქურციკი მაღლად მხლტომელი. |
Verse: c | მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, | ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! |
Verse: d და | აჰა მშვილდი და ისარი | და მკლავი დაუშრომელი! |
Strophe: S76/K77 | ||
Verse: a | ცხენთა მათთა ნატერფალნი | მზესა შუქთა წაუხმიდეს, |
Verse: b | მიჰხოცდეს და მიისროდეს, | მინდორს სისხლთა მიასხმიდეს, |
Verse: c | რა ისარი დაელივის, | მონანი-ყე მოართმიდეს*. |
Verse: d და | მხეცნი, მათგან დაკოდილნი, | წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს. |
Strophe: S77/K78 | ||
Verse: a | იგი ველი გაირბინეს, | ჯოგი წინა შემოისხეს, |
Verse: b | დახოცეს და ამოწყვიდეს, | ცათა ღმერთი შეარისხეს, |
Verse: c | ველნი წითლად შეეღებნეს, | ნადირთაგან სისხლი ისხეს. |
Verse: d და | ავთანდილის შემხედველთა: | "ჰგავსო ალვას, ედემის ხეს". |
Strophe: S78/K79 | ||
Verse: a | იგი მინდორი დალიეს, | მართ მათგან განარბენია, |
Verse: b | მინდორსა იქით წყალი დის | და წყლისა პირსა კლდენია. |
Verse: c | ნადირნი ტყესა შეესწრნეს, | სადა ვერა რბის ცხენია. |
Verse: d და | იგი მაშვრალნი ორნივე | მოსწყდეს, რაზომცა მხნენია. |
Strophe: S79/K80 | ||
Verse: a | ერთმანერთსა, თუ: "მე გჯობო", | სიცილით ეუბნებოდეს, |
Verse: b | ამხანაგობდეს, ლაღობდეს, | იქით და აქათ დგებოდეს. |
Verse: c | მერმე მოვიდეს მონანი, | რომელნი უკან ჰყვებოდეს, |
Verse: d და | უბრძანა: "თქვითო მართალი, | ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს*". |
Strophe: S80/K81 | ||
Verse: a | მონათა ჰკადრეს: "მართალსა | გკადრებთ და ნუ გემცთარებით; |
Verse: b | მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით | შენსა მაგისა დარებით, |
Verse: c | აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, | - ვერათ ვერ მოგეხმარებით, - |
Verse: d და | ვისგან ნაკრავნი გვინახვან | მხეცნი ვერ წაღმა წარებით. |
Strophe: S81/K82 | ||
Verse: a | ორთავე ერთგან მოკლული | ყველაი ასჯერ ოცია, |
Verse: b | მაგრა ავთანდილს ოცითა | უფროსი დაუხოცია: |
Verse: c | არ დასცთომია ერთიცა, | რაც ოდენ შეუტყოცია, |
Verse: d და | თქვენი მრავალი მიწითა | დასვრილი დაგვიხოცია". |
Strophe: S82/K83 | ||
Verse: a | მეფესა ესე ამბავი უჩს, | ვითა მღერა ნარდისა, |
Verse: b | უხარის ეგრე სიკეთე | მისისა განაზარდისა, |
Verse: c | აქვს მიჯნურობა ამისი, | ვითა ბულბულსა ვარდისა, |
Verse: d და | სიცილით ლაღობს, მიეცა | გულით ამოსლვა დარდისა. |
Strophe: S83/K84 | ||
Verse: a | იგი ორნივე საგრილად | გარდახდეს ძირსა ხეთასა. |
Verse: b | ლაშქართა შექმნეს მოდენა, | მოდგეს უფროსნი ბზეთასა. |
Verse: c | ახლოს უთქს მონა თორმეტი, | უმხნესი სხვათა მხნეთასა. |
Verse: d და | თამაშობდეს და უჭვრეტდეს | წყალსა და პირსა ტყეთასა. |
Strophe: S84/K85 | ||
Verse: a | ნახეს, უცხო მოყმე ვინმე | ჯდა მტირალი წყლისა პირსა, |
Verse: b | შავი ცხენი სადავითა | ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა, |
Verse: c | ხშირად ესხა მარგალიტი | ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა. |
Verse: d და | ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, | გულსა მდუღრად ანატირსა. |
Strophe: S85/K86 | ||
Verse: a | მას ტანსა კაბა ემოსა, | გარე-თმა ვეფხის ტყავისა, |
Verse: b | ვეფხის ტყავისა ქუდივე | იყო სარქმელი თავისა, |
Verse: c | ხელთა ნაჭედი მათრახი | ჰქონდა უსხოსი მკლავისა; |
Verse: d და | ნახეს და ნახვა მოუნდა | უცხოსა სანახავისა. |
Strophe: S86/K87 | ||
Verse: a | წავიდა მონა საუბრად | მის ყმისა გულ-მდუღარისად, |
Verse: b | თავ-ჩამოგდებით მტირლისა*, | არ ჭვრეტით მოლიზღარისად, - |
Verse: c | მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, | ჰგია გიშრისა ღარი სად, - |
Verse: d და | ახლოს მივიდა, მოსცალდა | სიტყვისა თქმად აღარისად. |
Strophe: S87/K88 | ||
Verse: a | ვერა ჰკადრა საუბარი, | მონა მეტად შეუზარდა, |
Verse: b | დიდხანს უჭვრეტს გაკვირვებით, | თუცა გული უმაგარდა; |
Verse: c | მოახსენა: "გიბრძანებსო", | ახლოს მიდგა, დაუწყნარდა. |
Verse: d და | იგი ტირს და არა ესმის | მისგან, გაუუმეცარდა. |
Strophe: S88/K89 | ||
Verse: a | მის მონისა არა ესმა | სიტყვა, არცა ნაუბარი, |
Verse: b | მათ ლაშქართა ზახილისა | იყო ერთობ უგრძნობარი, |
Verse: c | უცხოდ რამე ამოსკვნოდა* | გული ცეცხლთა ნადებარი, |
Verse: d და | ცრემლსა სისხლი ერეოდა, | გასდის, ვითა ნაგუბარი. |
Strophe: S89/K90 | ||
Verse: a | სხვაგან ქნის მისი გონება, | მისმან თავისა წონამან! |
Verse: b | ესე მეფისა ბრძანება | ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან. |
Verse: c | არცა დააგდო ტირილი, | არცა რა გაიგონა მან, |
Verse: d და | არცა გახლიჩა ბაგეთათ* | თავი ვარდისა კონამან. |
Strophe: S90/K91 | ||
Verse: a | რა პასუხი არა გასცა, | მონა გარე შემობრუნდა, |
Verse: b | როსტანს ჰკადრა: "შემიტყვია, | იმას თქვენი არა უნდა; |
Verse: c | თვალნი მზეებრ გამირეტდეს, | გული მეტად შემიძრწუნდა, |
Verse: d და | ვერ ვასმინე საუბარი, | მით დავყოვნე ხანი მუნ, და-". |
Strophe: S91/K92 | ||
Verse: a | მეფე გაჰკვირდა, გა-ცა-წყრა, | გული უც მისთვის მწყრომარე; |
Verse: b | გაგზავნა მონა თორმეტი | მისი წინაშე მდგომარე, |
Verse: c | უბრძანა: "ხელთა აიღეთ | აბჯარი თქვენ საომარე, |
Verse: d და | მიდით და აქა მომგვარეთ, | ვინ არის იქი მჯდომარე". |
Strophe: S92/K93 | ||
Verse: a | მონანი მიდგეს, მივიდეს, | გახდა აბჯრისა ჩხარია; |
Verse: b | მაშინღა შეკრთა იგი ყმა, | ტირს მეტად გულ-მდუღარია, |
Verse: c | თვალნი მოარნა ყოველგან*, | ნახა ლაშქართა ჯარია, |
Verse: d და | ერთხელ ესე თქვა: "ვაჲ მეო", | სხვად არას მოუბარია*. |
Strophe: S93/K94 | ||
Verse: a | თვალთა ხელი უკუივლო, | ცრემლნი ცხელნი მოიწურნა, |
Verse: b | ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, | მკლავნი გაიმამაცურნა, |
Verse: c | ცხენსა შეჯდა, - მონათამცა | საუბარნი რად იყურნა!- |
Verse: d და | სხვასა მხარსა გაემართა, | მათი ჭირი არ განკურნა. |
Strophe: S94/K95 | ||
Verse: a | მონათა ხელი გამართეს | მის ყმისა შესაპყრობელად. |
Verse: b | მან, გლახ, იგინი* დახადნა | მტერთაცა საწყალობელად: |
Verse: c | ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა | თავსა ხელ-აუპყრობელად, |
Verse: d და | ზოგსა გადაჰკრის მათრახი | ქვე მკრდამდის გასაპობელად. |
Strophe: S95/K96 | ||
Verse: a | მეფე გაწყრა, გაგულისდა, | ლაშქარნიცა შეუზახნა; |
Verse: b | მან მდევართა მიწევნამდის | არ უჭვრიტნა, არცა ნახნა, |
Verse: c | რაზომნიცა მიეწივნეს, | ყოვლნი მკვდართა დაასახნა, |
Verse: d და | კაცი კაცსა შემოსტყორცა, | როსტან ამად ივაგლახნა. |
Strophe: S96/K97 | ||
Verse: a | შესხდეს მეფე და ავთანდილ | მის ყმისა მისაწეველად. |
Verse: b | იგი ლაღი და უკადრი | მივა ტანისა მრხეველად, |
Verse: c | ტაიჭი მიუქს მერანსა, | მიეფინების მზე ველად, |
Verse: d და | შეიგნა მისლვა მეფისა | მისად უკანა მდეველად. |
Strophe: S97/K98 | ||
Verse: a | რა ცნა, მეფე მოვიდაო, | ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა. |
Verse: b | მასვე წამსა დაიკარგა, | არ უნახავს თვალსა ჩვენსა, |
Verse: c | ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა | ანუ ზეცად ანაფრენსა; |
Verse: d და | ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს | კვალსა მისგან წანარბენსა. |
Strophe: S98/K99 | ||
Verse: a | კვალი ძებნეს და უკვირდა | ვერ-პოვნა ნაკვალევისა, |
Verse: b | აგრე კვალ-წმიდად წარხდომა | კაცისა, ვითა დევისა; |
Verse: c | ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, | სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა. |
Verse: d და | მეფემან ბრძანა: "ვნახეო | მიზეზი ლხინთა ლევისა". |
Strophe: S99/K100 | ||
Verse: a | ბრძანა: "ღმერთსა მოეწყინა | აქანამდის* ჩემი შვება, |
Verse: b | ამად მიყო სიმწარითა | სიამისა დანავღლება, |
Verse: c | სიკვდილამდის დამაწყლულა, | ვერვის ძალ-უც განკურნება. |
Verse: d და | მასვე მადლი! ესე იყო | წადილი და მისი ნება". |
Strophe: S100/K101 | ||
Verse: a | ესე თქვა და შემობრუნდა, | დაღრეჯილი წამოვიდა, |
Verse: b | არცა ჰკრაღა ასპარეზსა, | ვამი ვამსა მოურთვიდა; |
Verse: c | ყველაკაი მოიშალა, | სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა; |
Verse: d და | ზოგთა თქვეს, თუ: "მართალია", | ზოგი: "ღმერთო!", უზრახვიდა. |
Strophe: S101/K102 | ||
Verse: a | მეფე საწოლს შემოვიდა | სევდიანი, დაღრეჯილი; |
Verse: b | მისგან კიდე არვინ შეჰყვა, | ავთანდილ უჩს ვითა შვილი. |
Verse: c | ყველაკაი გაიყარა, | ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი. |
Verse: d და | გაბედითდა სიხარული, | ჩაღანა და ჩანგი ტკბილი. |
Strophe: S102/K103 | ||
Verse: a | თინათინს ესმა მამისა | ეგეთი დაღრეჯილობა, |
Verse: b | ადგა და კარსა მივიდა, | - ჰქონდა მზისაცა ცილობა, - |
Verse: c | მოლარე იხმო*, უბრძანა: | "ძილია თუ ღვიძილობა*?" |
Verse: d და | მან მოახსენა: "დაღრეჯით | ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა. |
Strophe: S103/K104 | ||
Verse: a | ერთაი ახლავს ავთანდილ, | წინაშე უზის სკამითა; |
Verse: b | უცხო ყმა ვინმე უნახავს, | ასრე დაღრეჯით ამით-ა, |
Verse: c | თინათინ ბრძანა: "აწ წავალ, | შესლვა არ ჩემგან ჟამითა |
Verse: d და | მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო | აქა ერთითა წამითა". |
Strophe: S104/K105 | ||
Verse: a | ხანი გამოხდა, იკითხა: | "ნეტარ, რასა იქმს ქალიო, |
Verse: b | ჩემი ლხინი და ჯავარი, | ჩემი სოფლისა წყალიო?" |
Verse: c | მოლარე ჰკადრებს: "მოვიდა | აწყაღა ფერ-ნამკრთალიო, |
Verse: d და | დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა | წინაშე მომავალიო". |
Strophe: S105/K106 | ||
Verse: a | უბრძანა, თუ: "წადი, უხმე! | უმისობა ვით გავსძლეო? |
Verse: b | მოახსენე: "რად დაჰბრუნდი | შენ, მამისა სიცოცხლეო? |
Verse: c | მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, | გულსა წყლულსა მეწამლეო, |
Verse: d და | გითხრა ჩემი სამიზეზო, | მე თუ ლხინთა რად დავლეო". |
Strophe: S106/K107 | ||
Verse: a | თინათინ ადგა, მივიდა, | მიჰყვა მამისა ნებასა, |
Verse: b | უგავს პირისა სინათლე | მთვარისა მოვანებასა. |
Verse: c | მამამან გვერდსა დაისვა, | აკოცა ნება-ნებასა, |
Verse: d და | უბრძანა: "მახლავ რად არა, | რად მელი მოყვანებასა?" |
Strophe: S107/K108 | ||
Verse: a | ქალმან ჰკადრა: "ხელმწიფეო, | დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს, |
Verse: b | ვინმცა გნახა კადნიერად, | რაზომ გინდა ამაყობდეს! |
Verse: c | თქვენნი აგრე დაღრეჯანი | მნათობთაცა დაამხობდეს! |
Verse: d და | კაცმან საქმე მოიგვაროს, | ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს". |
Strophe: S108/K109 | ||
Verse: a | უბრძანა: "შვილო, რაზომცა | მჭირს საქმე სავაგლახია, |
Verse: b | შენი ჭვრეტა და სიახლე | ლხინადვე დამისახია, |
Verse: c | მომქარვებელი სევდისა, | მართ ვითა მუფარახია. |
Verse: d და | ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, | ჩემი სულთქვმა და ახია. |
Strophe: S109/K110 | ||
Verse: a | "უცხოსა და საკვირველსა | ყმასა რასმე გარდვეკიდე, |
Verse: b | მისმან შუქმან გაანათლა | სამყარო და ხმელთა კიდე. |
Verse: c | რა უმძიმდა, არ ვიცოდი, | ან ტიროდა ვისთვის კიდე; |
Verse: d და | ჩემად ნახვად არ მოვიდა, | გავგულისდი, წავეკიდე. |
Strophe: S110/K111 | ||
Verse: a | "მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, | თვალთა ცრემლნი მოიხოცნა. |
Verse: b | შესაპყრობლად შევუზახენ, | სპანი სრულად დამიხოცნა, |
Verse: c | ვითა ეშმა დამეკარგა, | არ კაცურად გარდამკოცნა, |
Verse: d და | ჯერთცა ესე არა ვიცი, | ცხადი იყო, თუ მეოცნა. |
Strophe: S111/K112 | ||
Verse: a | "აწ ესე მიკვირს, რა იყო, | ანუ რა ვნახე და რული! |
Verse: b | მან დამიხოცა ლაშქარი, | სისხლი ადინა* ღვარული. |
Verse: c | კაცთა* ხორცისად ვით ითქმის | ისრე თვალთაგან ფარული?! |
Verse: d და | უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი | აქამდის მე მხიარული. |
Strophe: S112/K113 | ||
Verse: a | ტკბილნი მისნი წყალობანი | ბოლოდ ასრე გამემწარნეს, |
Verse: b | დამავიწყდეს*, რაცა დღენი | მხიარულსა წამეარნეს. |
Verse: c | ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, | ვეღარავინ მინეტარნეს, |
Verse: d და | სადამდისცა დღენი მესხნენ, | ვეღარამან გამახარნეს!" |
Strophe: S113/K114 | ||
Verse: a | ქალმან ჰკადრა: "მოგახსენებ | მე სიტყვასა დანაყბედსა: |
Verse: b | ჰე მეფეო! რად ემდურვი | ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა? |
Verse: c | რად დასწამებ სიმწარესა | ყოველთათვის ტკბილად მხედსა? |
Verse: d და | ბოროტიმცა რად შეექმნა | კეთილისა შემოქმედსა! |
Strophe: S114/K115 | ||
Verse: a | მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, | მეფეთა ზედა მფლობელი, |
Verse: b | შორს არის თქვენი საზღვარი, | ბრძანება-მიუთხრობელი. |
Verse: c | გაგზავნე კაცი ყოველგან* | მისთა ამბავთა მცნობელი, |
Verse: d და | ადრე სცნობ, არის იგი ყმა | შობილი თუ უშობელი". |
Strophe: S115/K116 | ||
Verse: a | მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს | ოთხთავე ცისა კიდეთა, |
Verse: b | უბრძანეს: "წადით, პატიჟთა | თავიმცა რად დაჰრიდეთა? |
Verse: c | მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, | სხვად ნურად მოიცლიდეთა, |
Verse: d და | მისწერეთ წიგნი, სადაცა | ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა". |
Strophe: S116/K117 | ||
Verse: a | კაცნი წავიდეს, იარეს | მართ ერთი წელიწადია, |
Verse: b | მონახეს, ძებნეს იგი ყმა, | იკითხეს კვლა და კვლა დია, |
Verse: c | ვერცა თუ ნახეს ნახული | ღმრთისაგან დანაბადია, |
Verse: d და | ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, | მათსავე გულსა ზადია. |
Strophe: S117/K118 | ||
Verse: a | მონათა ჰკადრეს: "მეფეო, | ჩვენ ხმელნი მოვიარენით, |
Verse: b | მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, | მით ვერა გავიხარენით, |
Verse: c | მისსა მნახავსა სულ-დგმულსა | კაცსა ვერ შევეყარენით, |
Verse: d და | ჩვენ ვერას გარგებთ, საქმენი | სხვანი რამ* მოიგვარენით". |
Strophe: S118/K119 | ||
Verse: a | მეფე ბრძანებს: "მართალ იყო | ასული და ჩემი ძეო, |
Verse: b | ვნახე რამე ეშმაკისა | სიცუდე და სიბილწეო, |
Verse: c | ჩემად მტერად წამოსრული, | გარდმოჭრილი ზეცით ზეო. |
Verse: d და | გამიშვია შეჭირვება, | არა მგამა ყოლა მეო". |
Strophe: S119/K120 | ||
Verse: a | ესე თქვა და სიხარულით | თამაშობა ადიადა. |
Verse: b | მგოსანი და მოშაითი | უხმეს, პოვეს რაცა სადა. |
Verse: c | დია გასცა საბოძვარი, | ყველა დარბაზს შემოხადა. |
Verse: d და | მისი მსგავსი სიუხვითა | ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა! |
Strophe: S120/K121 | ||
Verse: a | ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, | ეცვა ოდენ მართ პერანგი, |
Verse: b | იმღერდა და იხარებდა, | წინა ედგა ერთი ჩანგი. |
Verse: c | შემოვიდა მას წინაშე | თინათინის მონა ზანგი, |
Verse: d და | მოახსენა: "გიბრძანებსო | ტანი ალვა, პირი მანგი". |
Strophe: S121/K122 | ||
Verse: a | ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა | საქმისა სანატრელისა, |
Verse: b | ადგა და კაბა ჩაიცვა, | მჯობი ყოვლისა ჭრელისა; |
Verse: c | უხარის ნახვა ვარდისა, | არ ერთგან შეუყრელისა. |
Verse: d და | ამოა ჭვრეტა ტურფისა, | სიახლე საყვარელისა! |
Strophe: S122/K123 | ||
Verse: a | ავთანდილ ლაღი, უკადრი | მივა, არვისგან ჰრცხვენოდა, |
Verse: b | მას ნახავს, ვისთა ვამთაგან | ცრემლი მრავალჯერ სდენოდა; |
Verse: c | იგი უებრო ქუშად ჯდა, | ელვისა მსგავსად შვენოდა, |
Verse: d და | მთვარესა მისთა შუქთაგან | უკუნი გარდაჰფენოდა. |
Strophe: S123/K124 | ||
Verse: a | გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს | ყარყუმნი უსაპირონი, |
Verse: b | ებურნეს მოშლით რიდენი, | ფასისა თქმად საჭირონი, |
Verse: c | ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, | გულისა გასაგმირონი, |
Verse: d და | მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს | გრძლად თმანი არ-უხშირონი. |
Strophe: S124/K125 | ||
Verse: a | დაღრეჯით იყო მჯდომარე | ძოწეულითა რიდითა, |
Verse: b | ავთანდილს უთხრა დაჯდომა | წყნარად, ცნობითა მშვიდითა. |
Verse: c | მონამან სელნი დაუდგნა, | დაჯდა კრძალვით და რიდითა. |
Verse: d და | პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, | სავსე ლხინითა დიდითა. |
Strophe: S125/K126 | ||
Verse: a | ქალმან უბრძანა: "ზარი მლევს | მე ამისისა თხრობისა; |
Verse: b | მწადდა არა-თქმა, რომლისა | ღონე არა მაქვს თმობისა, |
Verse: c | მაგრა იცია მიზეზი | შენისა აქა ხმობისა, |
Verse: d | და | რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?" |
Strophe: S126/K127 | ||
Verse: a | ყმამან ჰკადრა: "საზაროსა | ჩემგან თქმაღა ვით იქმნების? |
Verse: b | მზესა მთვარე შეეყაროს, | დაილევის, და-ცა-ჭნების; |
Verse: c | აზრად არად აღარა მცალს, | თავი ჩემი მეგონების, |
Verse: d და | თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, | ანუ რაცა გეკურნების". |
Strophe: S127/K128 | ||
Verse: a | ქალმან უთხრა საუბარი | კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად, |
Verse: b | იტყვის: "თუცა აქანამდის | ჩემგან შორს ხარ დანამჭირად, |
Verse: c | მიკვირს, მოგხვდა წამის ყოფად | საქმე შენგან საეჭვი რად, |
Verse: d და | მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, | სენი მე მჭირს რაცა ჭირად. |
Strophe: S128/K129 | ||
Verse: a | გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს | მინდორს მხეცი დაგეხოცა, |
Verse: b | ყმა გენახა უცხო ვინმე, | რომე ცრემლი მოეხოცა? |
Verse: c | მას უკანით გონებამან | მისმან ასრე დამამხო-ცა, |
Verse: d და | შენ გენუკევ მონახვასა, | კიდით კიდე მოჰლახო ცა. |
Strophe: S129/K130 | ||
Verse: a | აქანამდის ნაუბარსა | თუცა ვერას ვერ გეტყვია, |
Verse: b | მაგრა შორით სიყვარული | შენგან ჩემი შემიტყვია, |
Verse: c | ვიცი, რომე გაუწყვედლად | თვალთათ ცრემლი* გისეტყვია, |
Verse: d და | შეუპყრიხარ სიყვარულსა, | გული შენი დაუტყვია. |
Strophe: S130/K131 | ||
Verse: a | ასრე გითხრა, სამსახური | ჩემი გმართებს ამად ორად: |
Verse: b | პირველ, ყმა ხარ, ხორციელი | არავინ გვყავს შენად სწორად, |
Verse: c | მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, | დასტურია, არ ნაჭორად; |
Verse: d და | წა და იგი მოყმე ძებნე, | ახლოს იყოს, თუნდა შორად. |
Strophe: S131/K132 | ||
Verse: a | "შენგან ჩემი სიყვარული | ამით უფრო გაამყარე, |
Verse: b | რომე დამსხნა შეჭირვება, | ეშმა ბილწი ასაპყარე. |
Verse: c | გულსა გარე საიმედო | ია მორგე, ვარდი ყარე, |
Verse: d და | მერმე მოდი, ლომო, მზესა | შეგეყრები, შემეყარე. |
Strophe: S132/K133 | ||
Verse: a | სამსა ძებნე წელიწადსა | იგი შენი საძებნარი; |
Verse: b | ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, | მხიარულად მოუბნარი; |
Verse: c | ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, | იყო თურე უჩინარი; |
Verse: d და | კოკობი და უფურჭვნელი | ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი. |
Strophe: S133/K134 | ||
Verse: a | "ფიცით გითხრობ: შენგან კიდე | თუ შევირთო რაცა ქმარი, |
Verse: b | მზეცა მომხვდეს ხორციელი, | ჩემთვის კაცად შენაქმარი, |
Verse: c | სრულად მოვსწყდე სამოთხესა, | ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი, |
Verse: d და | შენი მკლვიდეს სიყვარული, | გულსა დანა ასაქმარი". |
Strophe: S134/K135 | ||
Verse: a | მოახსენა ყმამან: "მზეო, | ვინ გიშერი აწამწამე, |
Verse: b | სხვა პასუხი რამცა გკადრე, | ანუ რამცა შევიწამე? |
Verse: c | მე სიკვდილსა მოველოდი, | შენ სიცოცხლე გამიწამე, |
Verse: d და | ვითა მონა, სამსახურად | გაღანამცა წავე, წა-, მე!" |
Strophe: S135/K136 | ||
Verse: a | კვლაცა ჰკადრა: "აჰა, მზეო, | რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა, |
Verse: b | მით გმორჩილობს, ზეციერი | მნათობია რაცა სადა; |
Verse: c | მე რომ თქვენგან მოვისმინენ | წყალობანი, მედიადა. |
Verse: d და | ვარდი ჩემი არ დაჭნების, | შუქი შენი იეფად ა" |
Strophe: S136/K137 | ||
Verse: a | კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, | დააპირეს ესე პირი, |
Verse: b | გასალდეს და გაამრავლეს | საუბარი სიტყვა-ხშირი. |
Verse: c | გაადვილდა, აქანამდის | გარდეხადა რაცა ჭირი; |
Verse: d და | თეთრთა კბილთათ* გამოჰკრთების | თეთრი ელვა ვითა ჭვირი. |
Strophe: S137/K138 | ||
Verse: a | ერთგან დასხდეს, ილაღობეს, | საუბარი ასად აგეს, |
Verse: b | ბროლ-ბადახში შეხვეული და | გიშერი ასადაგეს; |
Verse: c | ყმა ეტყვის, თუ: "შენთა მჭვრეტთა | თავი ხელი, ა, სად აგეს! |
Verse: d და | ცეცხლთა, შენგან მოდებულთა, | გული ჩემი ასადაგეს". |
Strophe: S138/K139 | ||
Verse: a | ყმა წავიდა, სიშორესა | თუცა მისსა ვერ გასძლებდა, |
Verse: b | უკუღმავე იხედვიდა, | თვალთა რეტად აყოლებდა, |
Verse: c | ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, | ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა, |
Verse: d და | გული ჰქონდა გულისათვის, | სიყვარულსა ავალებდა. |
Strophe: S139/K140 | ||
Verse: a | თქვა: "მზეო, ვარდსა სიშორე | შენი დამაჩნდეს ეს ადრე, |
Verse: b | ბროლი და ლალი გასრულვარ | ქარვისა უყვითლესად-რე. |
Verse: c | მაშინ რაღა ვქმნა ვერ-ჭვრეტა | რა მომხვდეს კვლა უგრძესად-რე! |
Verse: d და | ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, | ესე მე დამიც წესად-რე". |
Strophe: S140/K141 | ||
Verse: a | საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა | ცრემლი ძნელად ეხოცების, |
Verse: b | ვითა ვერხვი ქარისაგან, | ირხევის და იკეცების; |
Verse: c | რა მიჰლულნის, სიახლევე | საყვარლისა ეოცების, |
Verse: d და | შეკრთის, დიდნი დაიზახნის, | მით პატიჟი ეოცების. |
Strophe: S141/K142 | ||
Verse: a | მოშორვება საყვარლისა | მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ, |
Verse: b | ცრემლსა ვითა მარალიტსა | სწვიმს ვარდისა დასანაზოდ. |
Verse: c | რა გათენდა, შეეკაზმა | მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ, |
Verse: d და | ცხენსა შეჯდა, გაემართა, | დარბაზს მივა სადარბაზოდ. |
Strophe: S142/K143 | ||
Verse: a | დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, | მართ მისგან შენარონია, |
Verse: b | შესთვალა: "გკადრებ, მეფეო, | მე ესე გამიგონია: |
Verse: c | ყოველი პირი მიწისა | თქვენ ხრმლითა დაგიმონია, |
Verse: d და | აწ თუ სჯობს, ესე ამბავი | ცნან, რაცა გარემონია. |
Strophe: S143/K144 | ||
Verse: a | მე წავიდე, მოვიარო, | ვილაშქრო და ვინაპირო, |
Verse: b | თინათინის ხელმწიფობა | მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო, |
Verse: c | მორჩილ-ქმნილთა გავახარო, | ურჩი ყოვლი ავატირო, |
Verse: d და | ძღვენნი გკადრნე ზედას-ზედა, | არ სალამი დავაძვირო". |
Strophe: S144/K145 | ||
Verse: a | მეფესა ეთქვა ამისი | დიადი მადრიელობა, |
Verse: b | ებრძანა: "ლომო, არა გჭირს | შენ ომთა გარდუხდელობა, |
Verse: c | აწ მაგა შენსა თათბირსა | ჰგავსო შენივე ქველობა. |
Verse: d და | წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, | თუ სიშორისა გრძელობა!" |
Strophe: S145/K146 | ||
Verse: a | ყმა შევიდა, თაყვანის-სცა, | მადლი რამე მოახსენა: |
Verse: b | "ხელმწიფეო, მიკვირს, ქება | რად იკადრეთ ჩემი თქვენა?! |
Verse: c | აწ ნუთუ კვლა იშორისა | ღმერთმან ბნელი გამითენა, |
Verse: d და | პირი თქვენი მხიარული | მხიარულსა კვლა მიჩვენა!" |
Strophe: S146/K147 | ||
Verse: a | მეფე ყელსა* მოეკიდა, | გარდაკოცნა ვითა შვილი. |
Verse: b | სხვა მათებრი არ ყოფილა | არ გამზრდელი, არ გაზრდილი! |
Verse: c | ყმა ადგა და წამოვიდა, | მას დღე მათი ჩანს გაყრილი; |
Verse: d და | როსტან მისთვის აატირა | გონიერი გული, ლბილი. |
Strophe: S147/K148 | ||
Verse: a | გამოემართა ავთანდილ, | მოყმე მხნე, ლაღად მავალი. |
Verse: b | ოც დღე იარა, ღამეცა | დღეს ზედა წაჰრთო მრავალი. |
Verse: c | იგია ლხინი სოფლისა, | იგია ნივთი და ვალი, |
Verse: d და | არ მისცილდების თინათინ | მისი მას, ვისგან სწვავ ალი. |
Strophe: S148/K149 | ||
Verse: a | რა მოვიდა, სიხარული | შიგან გახდა სამეფოსა. |
Verse: b | მოეგებნეს დიდებულნი, | ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა. |
Verse: c | იგი პირ-მზე არ მოსცთების | სიარულსა სასწრაფოსა. |
Verse: d და | მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე | სიხარულსა სადაფოსა. |
Strophe: S149/K150 | ||
Verse: a | ქალაქი ჰქონდა მაგარი | საზაროდ სანაპიროსა, |
Verse: b | გარე კლდე იყო, გიამბობ | ზღუდესა უქვიტკიროსა. |
Verse: c | ყმამან მუნ დაყო სამი დღე | ამოსა სანადიროსა, |
Verse: d და | გამზრდელი მისი შერმადინ | დაისვა სავაზიროსა. |
Strophe: S150/K151 | ||
Verse: a | ესეა მონა შერმადინ, | ზემოთცა სახელ-დებული, |
Verse: b | თანა-შეზრდილი, ერთგული | და მისთვის თავ-დადებული, |
Verse: c | მან არ იცოდა აქამდის | მის ყმისა ცეცხლი დებული, |
Verse: d და | აწ გაუცხადა სიტყვები | მის მზისა იმედებული. |
Strophe: S151/K152 | ||
Verse: a | უბრძანა: "აჰა, შერმადინ, | ამად მე შენგან მრცხვენიან, |
Verse: b | ჩემნი საქმენი ყოველნი | გცოდნიან, გაგივლენიან, |
Verse: c | მაგრა არ იცი აქამდის, | რანიცა ცრემლნი მდენიან! |
Verse: d და | მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, | აწ მასვე მოულხენიან. |
Strophe: S152/K153 | ||
Verse: a | მოუკლავარ თინათინის | სურვილსა და სიყვარულსა, |
Verse: b | ცრემლი ცხელი ასოვლებდის | ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა, |
Verse: c | ვერ ვაჩენდი აქანამდის | ჭირსა ჩემგან დაფარულსა, |
Verse: d და | აწ მიბრძანა საიმედო, | ამად მხედავ მხიარულსა. |
Strophe: S153/K154 | ||
Verse: a | მიბრძანა: "მიცან ამბავი | მის ყმისა დაკარგულისა, |
Verse: b | მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა | შენი წადილი გულისა, |
Verse: c | ქმარი არ მინდა უშენო, | მომხვდეს ხისაცა რგულისა!" |
Verse: d და | მომცა წამალი გულისა, | აქამდის დადაგულისა. |
Strophe: S154/K155 | ||
Verse: a | "პირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდა | პატრონისა სამსახურად, - |
Verse: b | ხამს მეფეთა ერთგულობა, | ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, - |
Verse: c | მერმე, ცეცსლი დაუვსია, | აღარა მწვავს გულსა მურად. |
Verse: d და | ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, | ჭირს მიუხდეს მამაცურად. |
Strophe: S155/K156 | ||
Verse: a | ვართ უმოყვრესნი მე და შენ | ყოველთა პატრონ-ყმათასა, |
Verse: b | ამისთვის გნუკევ სმენასა | შენ ამა ჩემთა ხმათასა: |
Verse: c | ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, | თავადად ჩემთა სპათასა, |
Verse: d და | ამა საქმესა ვერა ვიქმ | მე განდობასა სხვათასა. |
Strophe: S156/K157 | ||
Verse: a | ლაშქართა და დიდებულთა | ალაშქრებდი, ჰპატრონობდი; |
Verse: b | დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი | და ამბავსა მათსა სცნობდი, |
Verse: c | წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, | უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი, |
Verse: d და | აქა სადმე არ-ყოფასა | ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი! |
Strophe: S157/K158 | ||
Verse: a | ლაშქრობა და ნადირობა | შენი ჩემსა დაასასე, |
Verse: b | აქათ სამ წელ მომიცადე, | ხვაშიადი შემინახე, |
Verse: c | მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, | ალვა ჩემი არ დაჭნა ხე, |
Verse: d და | არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, | მიტირე და მივაგლახე. |
Strophe: S158/K159 | ||
Verse: a | მაშინღა ჰკადრე მეფესა | არ საქმე სასურვალია, |
Verse: b | აცნობე ჩემი სიკვდილი, - | იყავ მართ ვითა მთრვალია, - |
Verse: c | მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი | ყოვლთათვის გარდუვალია. |
Verse: d და | გლახაკთა მიეც საჭურჭლე, | ოქრო, ვერცხლი და თვალია*. |
Strophe: S159/K160 | ||
Verse: a | მაშინ უფრო მომეხმარე, | ამისგანცა უფრო მხნედ-რე, |
Verse: b | ნუ, თუ ადრე დამივიწყო, | მახსენებდი ზედას-ზედ-რე! |
Verse: c | მეტად კარგად დამიურვე, | სული ჩემი შეივედრე, |
Verse: d და | ზრდანი ჩემნი მოიგონენ, | გული შენი მოიმდედრე". |
Strophe: S160/K161 | ||
Verse: a | რა შერმადინ მოისმინა, | გაუკვირდა, შეეზარა, |
Verse: b | თვალთათ* ვითა მარგალიტი | ცხელი ცრემლი გარდმოღვარა, |
Verse: c | მოახსენა: "უშენომან | გულმან რამცა გაიხარა! |
Verse: d და | ვიცი, რომე არ დასდგები, | მაგრა გიშლი ამად არა. |
Strophe: S161/K162 | ||
Verse: a | "ჩემად ნაცვლად დაგაგდებო", | - ესე სიტყვა ვით მიბრძანე? |
Verse: b | რაგვარა ვქმნა პატრონობა? | რამც გიფერე, რამც გიგვანე? |
Verse: c | შენ მარტოსა გიგონებდე, | მემცა მიწა ვიაკვანე! |
Verse: d და | სჯობს ორნივე დავიკარგნეთ, | წამოგყვები, წამიტანე!" |
Strophe: S162/K163 | ||
Verse: a | ყმამან უთხრა: "მომისმინე, | მართლად გითხრობ, არა ჭრელად: |
Verse: b | რა მიჯნური ველთა რბოდეს, | მარტო უნდა გასაჭრელად. |
Verse: c | მარგალიტი არვის მიჰხვდეს | უსასყიდლოდ, უვაჭრელად. |
Verse: d და | კაცი ცრუ და მოღალატე | ხამს ლახვრითა* დასაჭრელად. |
Strophe: S163/K164 | ||
Verse: a | ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? | შენგან კიდე არვინ ვარგ-ა, |
Verse: b | უშენოსა პატრონობა | ვის მივანდო, ვინ ქმნას კარგა? |
Verse: c | სანაპირო გაამაგრე, | მტერმან ახლოს ვერ იბარგა! |
Verse: d და | კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, | ღმერთმან სრულად არ დამკარგა. |
Strophe: S164/K165 | ||
Verse: a | ფათერაკი* სწორად მოჰკლავს, | ერთი იყოს, თუნდა ასი; |
Verse: b | მარტოება ვერას მიზამს, | მცავს თუ ცისა ძალთა დასი; |
Verse: c | აქათ სამ წელ არ მოვიდე, | მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი; |
Verse: d და | წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს, | ვინცა იყოს ჩემი ხასი". |
Strophe: S165/K166 | ||
Verse: a | დაწერა, თუ: "ჩემნო ყმანო, | გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, |
Verse: b | ერთგულნო და მისანდონო, | ამას ზედა გამოცდილნო, |
Verse: c | თქვენ ჩემისა საწადლისა | მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, |
Verse: d და | წიგნი ჩემი მოისმინეთ, | ყოვლნო ერთგან შემოყრილნო*! |
Strophe: S166/K167 | ||
Verse: a | მიწაცა თქვენი ავთანდილ, | ისმინეთ, გიწერ მე რასა: |
Verse: b | თვით ვიქმ ხელითა ჩემითა | ამა წიგნისა წერასა, |
Verse: c | ცოტასა ხანსა ვარჩივე | გაჭრა სმასა და მღერასა, |
Verse: d და | პურად და საჭმლად მივენდევ | ჩემსა მშვილდსა და ცერასა. |
Strophe: S167/K168 | ||
Verse: a | საქმე რამე მიც თავისა | ზე სადმე გარდსახვეწელი, |
Verse: b | დავყო მარტოდ და ღარიბად | ესე წლეული მე წელი, |
Verse: c | გემუდარები ამისთვის, | ვარ თქვენი შემომხვეწელი, |
Verse: d და | მე დამახვედროთ სამეფო | მტერთაგან დაულეწელი. |
Strophe: S168/K169 | ||
Verse: a | მე შერმადინ დამიგდია, | ჩემად კერძად პატრონობდეს, |
Verse: b | სიკვდილსა და სიცოცხლესა | სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, |
Verse: c | ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, | ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს, |
Verse: d და | შემცოდესა ყველაკასა | ვითა ცვილსა დაადნობდეს. |
Strophe: S169/K170 | ||
Verse: a | თქვენცა იცით, გამიზრდია, | ვითა ძმა და ვითა შვილი. |
Verse: b | ამას ასრე ჰმორჩილობდით, | არის ვითამც ავთანდილი, |
Verse: c | ბუკსა იკრას, აქმნევინეთ | ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი; |
Verse: d და | მე თუ დრომდის არ მოვიდე, | გლოვა გმართებს, არ სიცილი". |
Strophe: S170/K171 | ||
Verse: a | ესე წიგნი გაასრულა | წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა, |
Verse: b | წელთა ოქრო შემოირტყა, | საღარიბოდ მოეკაზმა, |
Verse: c | ბრძანა: "მინდორს შევჯდებიო", | ლაშქარიცა დაერაზმა; |
Verse: d და | მასვე წამსა წამოვიდა, | შინა ხანი არა დაზმა. |
Strophe: S171/K172 | ||
Verse: a | ბრძანა: "წადით ყველაკაი, | აქა მომხრედ არვინ მინა". |
Verse: b | მონებიცა მოიშორვა, | თავი გაითავისწინა, |
Verse: c | მარტო გარე შემობრუნდა | შამბი შიგან გაირბინა, |
Verse: d და | მიწყივ მისად საგონებლად | მისი მკლველი თინათინ- ა. |
Strophe: S172/K173 | ||
Verse: a | იგი ველი გაირბინა, | ლაშქართაგან გაეკიდა. |
Verse: b | ვინმცა ნახა სულიერმან, | ანუ ვინმცა გაეკიდა? |
Verse: c | ვის მახვილი ვერას ავნებს, | იმას ვინმცა წაეკიდა! |
Verse: d და | მისგან ტვირთი კაეშნისა | ტვირთად ვარგად აეკიდა. |
Strophe: S173/K174 | ||
Verse: a | რა ლაშქართა ინადირეს | და პატრონი მოითვალეს, |
Verse: b | იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, | პირი მათი იფერმკრთალეს, |
Verse: c | მათსა დიდსა სიხარულსა | სამძიმარი* ანაცვალეს, |
Verse: d და | ყოვლგან რბოდეს საძებარად, | ვინცა იყო უცხენმალეს. |
Strophe: S174/K175 | ||
Verse: a | დარბოდეს და სხვაგნით სხვათა | მოამბეთა მოასხმიდეს; |
Verse: b | ვეღარა ცნეს მისი საქმე, | გაიარა აქათ კიდეს, |
Verse: c | მისნი სპანი გულ-მოკლულნი | ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს: |
Verse: d და | "ღმერთო, ლომო, შენად ნაცვლად | სხვასა ვისმცა დანერგვიდეს!" |
Strophe: S175/K176 | ||
Verse: a | შერმადინ ერთგან შეყარნა | ხასნი და დიდებულები, |
Verse: b | უჩვენა იგი უსტარი, | ამბავი მისი თქმულები. |
Verse: c | რა მოისმინეს, ყველაი | დარჩა გულ-დანაწყლულები, |
Verse: d და | თავსა იცემდეს, არ იყო | გული უცრემლო, ულები. |
Strophe: S176/K177 | ||
Verse: a | ყოვლთა ჰკადრეს: "თუცა ყოფა | ჩვენ უმისოდ გვეარმისცა, |
Verse: b | უშენოსა საჯდომი და | ტახტი მისი ვისმცა მისცა? |
Verse: c | განაღამცა გმორჩილობდით, | თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!" |
Verse: d და | იგი მონა აპატრონეს, | ყველაკამან თაყვანის-სცა. |
Strophe: S177/K178 | ||
Verse: a | ამ საქმესა მემოწმების | დიონოსი ბრძენი, ეზროს: |
Verse: b | საბრალოა, ოდეს ვარდი | დაერთვილოს, და-ცა-ეზროს. |
Verse: c | ვის ბადახში არა ჰგვანდეს | და ლერწამი ტანად ეზროს, |
Verse: d და | იგი სადმე გაღარიბდეს, | სამყოფთაგან იაბეზროს. |
Strophe: S178/K179 | ||
Verse: a | ავთანდილ იგი მინდორი | ოთხ-ახმით გარდაიარა, |
Verse: b | დააგდო ზღვარი არაბთა, | სხვათ ზღვართა არე იარა, |
Verse: c | მაგრა მის მზისა გაყრამან | სიცოცხლე გაუზიარა; |
Verse: d და | თქვა: "თუ მე მასმცა ვეახელ, | აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა". |
Strophe: S179/K180 | ||
Verse: a | ახალმან ფიფქმან დათოვა, | ვარდი დათრთვილა, დანასა; |
Verse: b | მოუნდის გულსა დაცემა, | ზოგჯერ მიჰმართის დანასა; |
Verse: c | თქვის: "ჭირი ჩემი სოფელმან | ოთხმოცდაათი ანასა, |
Verse: d და | მოვჰშორდი ლხინსა ყველასა: | ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!" |
Strophe: S180/K181 | ||
Verse: a | ვარდი მის მზისა გაყრილი | უფრო და უფრო ჭნებოდა, |
Verse: b | გულსა უთხრის, თუ: "დათმეო", | ამად არ დია ბნდებოდა. |
Verse: c | უცხო უცხოთა ადგილთა | საძებრად იარებოდა, |
Verse: d და | მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, | მათ თანა-ემოყვრებოდა. |
Strophe: S181/K182 | ||
Verse: a | მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა | სდის ზღვათა შესართავისად. |
Verse: b | უჩნდის ქვეყანა ტახტად და | მკლავი სადებლად თავისად. |
Verse: c | თქვის: "საყვარელო, მოგშორდი, | გული შენ დაგრჩა, ვთქვა, ვისად? |
Verse: d და | შენთვის სიკვდილი მეყოფის | ლხინად ჩემისა თავისად". |
Strophe: S182/K183 | ||
Verse: a | ყოვლი პირი ქვეყანისა | მოვლო, სრულად მოიარა, |
Verse: b | ასრე რომე ცასა ქვეშე | არ დაურჩა, არ ეარა, |
Verse: c | მაგრა იგი მის ამბვისა | მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა. |
Verse: d და | ამას შიგან წელიწადი | სამი სამ თვედ მიიყარა. |
Strophe: S183/K184 | ||
Verse: a | მიჰხვდა რასმე ქვეყანასა | უგემურსა, მეტად მქისსა, |
Verse: b | თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, | ვერას შვილსა ადამისსა, |
Verse: c | იგი ჭირი არ უნახავს | არ რამინს და არცა ვისსა, |
Verse: d და | დღე და ღამე იგონებდა | საყვარელსა მასვე მისსა. |
Strophe: S184/K185 | ||
Verse: a | მას მიჰხვდა წვერი სადგურად | მაღლისა მთისა დიდისა, |
Verse: b | გამოჩნდა მუნით მინდორი, | სავალი დღისა შვიდისა. |
Verse: c | მის მთისა ძირსა წყალი დის, | არად სანდომი ხიდისა, |
Verse: d და | ორგნითვე ტყესა შეეკრა | ნაპირი წყლისა კიდისა. |
Strophe: S185/K186 | ||
Verse: a | ზედ წაადგა, შეექცევის, | დროთა, დღეთა ანგარიშობს; |
Verse: b | თვენი ესხნეს ორანიღა, | ამად სულთქვამს, ამად იშობს; |
Verse: c | "ვაჲ თუ საქმე გამიმჟღავნდეს! | - კვლა ამისთვის გულ-მოშიშობს, - |
Verse: d და | ავსა კარგად ვერვინ შესცვლიხ, | თავსა ახლად ვერვინ იშობს". |
Strophe: S186/K187 | ||
Verse: a | საგონებელი შეექმნა | დადგა საქმისა მრჩეველად, |
Verse: b | თქვა: "თუ დავბრუნდე, | ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? |
Verse: c | ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, | ვიყავ რად დღეთა მლეველად, |
Verse: d და | მისი ვერა ვცნა ჭორადცა, | ვარ ვისთა გზათა მკვლეველად? |
Strophe: S187/K188 | ||
Verse: a | თუ არ დავბრუნდე, საძებრად | დავყვნე სხვანიცა ხანანი, |
Verse: b | რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე | ამბავნი მე მისთანანი, |
Verse: c | დრო გარდაუწყდეს შერმადინს, | მიჰხვდენ ღაწვისა ბანანი, |
Verse: d და | მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა | საქმენი დასაგვანანი! |
Strophe: S188/K189 | ||
Verse: a | უამბოს ჩემი სიკვდილი, | თვით ჩემგან დავედრებული, |
Verse: b | მათ შექმნან გლოვა-ტირილი, | ქმნან საქმე გამწარებული, |
Verse: c | მერმე მივიდე ცოცხალი | მე, სხვაგან სადმე რებული!" |
Verse: d და | ამას იგონებს ტირილით | გონება-შეიწრებული. |
Strophe: S189/K190 | ||
Verse: a | იტყვის: "ღმერთო, სამართალნი | შენნი ჩემთვის რად ამრუდენ? |
Verse: b | მე ეზომნი სიარულნი | კიდე რად, გლახ, გამიცუდენ, |
Verse: c | გულით ჩემით სიხარულნი | აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ? |
Verse: d და | დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი | ვერაოდეს* დავიყუდენ". |
Strophe: S190/K191 | ||
Verse: a | კვლაცა იტყვის: "დათმობა სჯობს", | და თავსავე ეუბნების: |
Verse: b | "დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, | გული ჩემი ნუ დადნების, |
Verse: c | უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, | ცრემლი ცუდად მედინების, |
Verse: d და | განგებასა ვერვინ შესცვლის, | არ-საქმნელი არ იქმნების". |
Strophe: S191/K192 | ||
Verse: a | თავს უთხრა: "მოკვე, გიჯობსო | სიცოცხლეს აუგიანსა; |
Verse: b | მიხვალ, დაგხვდების თინათინ, | - ანათებს დღესა მზიანსა, - |
Verse: c | გკითხოს მის ყმისა ამბავი, | რა გმართებს ვაგლახიანსა?" |
Verse: d და | იგონებს წამ-წამ, მიჰყვების | ტყის პირსა შამბნარ-წყლიანსა. |
Strophe: S192/K193 | ||
Verse: a | "ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი | ერთობ სრულად მომივლიან, |
Verse: b | მაგრა საქმე მის კაცისა | ვერასადა შემიგნიან; |
Verse: c | უღონიოდ მართალ იყვნეს, | რომელთაცა ქაჯად თქვიან. |
Verse: d და | აწ ტირილი არას მარგებს, | ცუდად ცრემლნი რასა მდიან?" |
Strophe: S193/K194 | ||
Verse: a | მთით ჩამოვიდა ავთანდილ, | გავლო* წყალი და ტყენია, |
Verse: b | მინდორს აცორვებს ტაიჭსა, | შეჟრენით მონაწყენია. |
Verse: c | გასცუდებოდეს მკლავნი და | მისნი სიამაყენია, |
Verse: d და | ბროლისა ველსა სტურფობდეს | გიშრისა მუნ საყენია. |
Strophe: S194/K195 | ||
Verse: a | მობრუნება დააპირა, | სულთქვნა, მერმე ივაგლახა, |
Verse: b | მას მინდორსა დაემართა, | გზა თვალითა გამოსახა; |
Verse: c | თვესა ერთსა სულიერი | კაცი არსად არ ენახა, |
Verse: d და | მხეცნი იყვნეს საშინელნი, | მაგრა არა შეუზახა. |
Strophe: S195/K196 | ||
Verse: a | თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ | გულ-ამოსკვნით და კვნესით- ა, |
Verse: b | ეგრეცა ჭამა მოუნდის | ადამის ტომთა წესითა, |
Verse: c | ისრითა მოკლის ნადირი, | როსტომის მკლავ*-უგრძესითა, |
Verse: d და | შამბისა პირსა გარდახდა, | ცეცხლი დააგზო კვესითა. |
Strophe: S196/K197 | ||
Verse: a | ცხენსა მისცა საძოვარი, | ვირე წვადი შეიწოდეს; |
Verse: b | ექვსნი რამე ცხენოსანნი, | ნახა, მისკენ მოვიდოდეს; |
Verse: c | თქვა, თუ: "ჰგვანან მეკობრეთა, | თვარა კარგი რამც იცოდეს! |
Verse: d და | აქა კაცი ხორციელი | კვლა ყოფილა არაოდეს". |
Strophe: S197/K198 | ||
Verse: a | ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი, | მათკე მივა მხიარული. |
Verse: b | ორთა კაცთა წვეროსანთა | ყმა მოჰყვანდა უწვერული, |
Verse: c | თავსა იყო დაკოდილი, | შეებნიდა სისხლსა გული, |
Verse: d და | ტიროდეს და იჭირვოდეს, | ცოტა ედგა მას, გლახ, სული. |
Strophe: S198/K199 | ||
Verse: a | უყივლა, თუ: "ძმანო, ვინ ხართ? | მეკობრეთა დაგამსგავსენ!" |
Verse: b | მათ მიუგეს: "დაგვიწყნარდი, | გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ, |
Verse: c | ვერა გვარგო, მოგვიმატენ, | ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ, |
Verse: d და | სატირელნი მოგვიტირენ, | ღაწვნი შენცა დაიმხავსენ". |
Strophe: S199/K200 | ||
Verse: a | ავთანდილ მიდგა, ეუბნა | მათ კაცთა გულ-მდუღარეთა; |
Verse: b | მათ უთხრეს მათი ამბავი, | ტირილით მოუბარეთა*: |
Verse: c | "ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, | მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, |
Verse: d და | დია გვაქვს ციხე-ქალაქი | ხატაეთს არე-მარეთა. |
Strophe: S200/K201 | ||
Verse: a | კარგი გვესმა სანადირო, | ნადირობას* წამოვედით, |
Verse: b | გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, | წყლისა პირსა გარდავხედით, |
Verse: c | სანადირო მოგვეწონა, | თვესა ერთსა არ წავედით, |
Verse: d და | ვჰხოცდით მხეცსა უზომოსა* | მინდორით და მთით და ქედით. |
Strophe: S201/K202 | ||
Verse: a | ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა | მესროლნი დავაწბილენით, |
Verse: b | მით ერთმანერთსა სამნივე | ჩვენ კიდე დავეცილენით: |
Verse: c | "მე უკეთ მოვჰკლავ*, მე გჯობო", | სიტყვანი ვავაქილენით, |
Verse: d და | ვერ გავაჩინეთ მართალი, | ვისარჩლეთ, ვითაკილენით. |
Strophe: S202/K202 | ||
Verse: a | დღეს ავყარენით ლაშქარნი, | სავსენი ირმის ტყავითა, |
Verse: b | ვთქვით: "გავაჩინოთ მართალი, | ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა, |
Verse: c | თავსა ვეახლნეთ მარტონი, | დავდგეთ თავისა თავითა, |
Verse: d და | თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, | ნუ ვისრით დამნახავითა". |
Strophe: S203/K203 | ||
Verse: a | ჩვენ ვიახლენით სამთავე | სამნი მეაბჯარენია*, |
Verse: b | ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, | მით არას მოაზრენია, |
Verse: c | მოვინადირეთ მინდორი, | ისი ტყენი და ღრენია, |
Verse: d და | დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, | რაცა ზე გარდაგვფრენია. |
Strophe: S204/K204 | ||
Verse: a | ანაზდად მოყმე გამოჩნდა | კუშტი, პირ-გამქუშავია, |
Verse: b | ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, | - მერანი რამე შავია, - |
Verse: c | თავსა და ტანსა ემოსა | გარე-თმა ვეფხის ტყავია, |
Verse: d და | ჯერთ მისი მსგავსი შვენება | კაცთაგან უნახავია. |
Strophe: S205/K205 | ||
Verse: a | ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა | შუქნი ძლივ გავიცადენით, |
Verse: b | ვთქვით, თუ: "მზეაო ქვეყანად, | ნუ ვეუბნებით ცად ენით!" |
Verse: c | მისი მოგვინდა შეპყრობა, | ვჰკადრეთ და შევეცადენით, |
Verse: d და | ასრე სულთქვმით და ვაებით | მით ვართ, ცრემლისაცა დენით. |
Strophe: S206/K206 | ||
Verse: a | მე უხუცესმან უმცროსთა | კაცი დავსთხოვე ქენებით; |
Verse: b | ჩემმან შედეგმან ტაიჭი | მისი თვით აქო ხსენებით; |
Verse: c | ამან მართ ოდენ მორევნა | გვთხოვა*, ვუალლეთ ჩვენ ნებით, |
Verse: d და | მივჰმართეთ, იგი აგრევე | წყნარად მივა და შვენებით. |
Strophe: S207/K207 | ||
Verse: a | ბროლმან, ლალსა გარეულმან, | ვარდნი თხელნი ანატიფნა, |
Verse: b | იგი ტკბილნი გონებანი | ჩვენთვის მეტად გაამყიფნა: |
Verse: c | არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, | ყოლა არად ამოგვკრიფნა*, |
Verse: d და | მისნი მკვახედ მოუბარნი | მათრახითა შეგვამწიფნა! |
Strophe: S208/K208 | ||
Verse: a | უმცროსსა ძმასა მივეცით, | უფროსნი დავეზიდენით; |
Verse: b | ხელი მოჰკიდა, "დადეგო!", | ესეცა ჰკადრა კიდ ენით; |
Verse: c | მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, | ჩვენ ამად დავერიდენით, |
Verse: d და | თავსა გარდაჰკრა მათრახი, | ვნახეთ სისხლისა კი დენით. |
Strophe: S209/K209 | ||
Verse: a | მით ერთითა მათრახითა | თავი ასრე გარდაჰფრიწა, |
Verse: b | ვითა მკვდარი უსულო ქმნა, | ვითა მიწა დაამიწა, |
Verse: c | მისი რასმე მკადრებელი | მოამდაბლა, მოამიწა, |
Verse: d და | თვალთა წინა წაგვივიდა | ლაღი, კუშტი, ამაყი, წა-! |
Strophe: S210/K210 | ||
Verse: a | აღარ დაბრუნდა, წავიდა | წყნარად და აუჩქარებლად, |
Verse: b | აგერა მივა, ნახეო, | იგი მზეებრ და მთვარებლად". |
Verse: c | შორს უჩვენებდეს ავთანდილს | მტირალნი გაუხარებლად, |
Verse: d და | ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი | მისი მის მზისა მარებლად. |
Strophe: S211/K211 | ||
Verse: a | აჰა მიჰხვდა ავთანდილსა | ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა, |
Verse: b | რათგან ცუდად არ წაუხდა | მას ეგზომი გარეთ ყოვნა. |
Verse: c | კაცსა მიჰხვდეს საწადელი, | რას ეძებდეს, უნდა* პოვნა, |
Verse: d და | მაშინ მისგან აღარა ხამს | გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა. |
Strophe: S212/K212 | ||
Verse: a | უთხრა, თუ: "ძმანო, ვარ ვინმე | ღარიბი უადგილოსა, |
Verse: b | მე იმა ყმისა საძებრად | მოვჰშორდი საგაზრდილოსა, |
Verse: c | აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა | ყოლა არ-საადვილოსა, |
Verse: d და | ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს | თქვენსა დასაღრეჯილოსა*! |
Strophe: S213/K213 | ||
Verse: a | ვითა მე მივჰხვდი წადილსა, | ჩემის გულისა ნებასა, |
Verse: b | აგრემცა ღმერთი ნურას იქმს | ძმისა თქვენისა ვნებასა!" |
Verse: c | უჩვენა მისი სადგომი: | "მიდითო ნება-ნებასა, |
Verse: d და | ჩრდილსა გარდასვით მაშვრალი, | მიეცით მოსვენებასა". |
Strophe: S214/K214 | ||
Verse: a | ესე უთხრა და წავიდა, | ცხენი გაქუსლა დეზითა, |
Verse: b | ვითა გავაზი გაფრინდა, | არ-გაშვებული ხეზითა, |
Verse: c | ან მთვარე, მზისა შემყრელი, | მზე სინათლითა ზეზითა. |
Verse: d და | დაივსო ცეცხლი შემწველი | მისითა მან მიზეზითა. |
Strophe: S215/K215 | ||
Verse: a | მიეწურა, იგონებდა, | ახლოს შეყრა ვითა აგოს: |
Verse: b | "საუბარმან უმეცარმან | შმაგი უფრო გააშმაგოს! |
Verse: c | ხამს, თუ კაცმან გონიერმან | ძნელი საქმე გამოაგოს, |
Verse: d და | არ სიწყნარე გონებისა | მოიძულოს, მოიძაგოს. |
Strophe: S216/K216 | ||
Verse: a | რათგან ისი არის რადმე* | უცნობოდ და ისრე რეტად, |
Verse: b | რომე კაცსა არ მიუშვებს | საუბრად და მისად ჭვრეტად, |
Verse: c | მივეწევი, შევიყრებით | ერთმანერთის ცემა-ჟლეტად, |
Verse: d და | ანუ მომკლავს, ანუ მოვჰკლავ*, | დაიმალვის მეტის-მეტად". |
Strophe: S217/K217 | ||
Verse: a | ავთანდილ იტყვის: "ეზომნი | ჭირნიმცა რად ვაცუდენი? |
Verse: b | რაცაღა არის, არ არის, | თუმცა არ ედგნეს ბუდენი; |
Verse: c | სადაცა მივა, მივიდეს, | რამცა მოვლიდეს ზღუდენი, |
Verse: d და | მუნაღა ვძებნნე ღონენი | ჩემნი არ-დასამრუდენი". |
Strophe: S218/K218 | ||
Verse: a | წინა-უკანა იარნეს | ორნი დღენი და ღამენი, |
Verse: b | დღისით და ღამით მაშვრალნი, | არ საჭამადთა მჭამენი, |
Verse: c | არსადა ხანი არ დაყვეს, | ერთნი თვალისა წამენი. |
Verse: d და | მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, | მინდორთა მოსალამენი. |
Strophe: S219/K219 | ||
Verse: a | დღისით ვლეს და საღამო-ჟამ | გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, |
Verse: b | კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, | ძირსა წყალი ჩანადენი, |
Verse: c | წყლისა პირსა, არ ითქმოდა, | შამბი იყო თუ რასდენი, |
Verse: d და | ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, | მაღლა კლდემდის ანაყრდენი. |
Strophe: S220/K220 | ||
Verse: a | მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, | გავლნა წყალნი და კლდენია; |
Verse: b | ავთანდილ ცხენსა გარდახდა, | მონახნა დიდნი ხენია, |
Verse: c | მას ზედა ჭვრეტად გავიდა, | ძირსა დააბა ცხენია, |
Verse: d და | მუნით უჭვრეტდა. იგი ყმა | მივა ცრემლ-მინადენია. |
Strophe: S221/K221 | ||
Verse: a | რა ტყენი გავლნა მან ყმამან, | მოსილმან ვეფხის ტყავითა, |
Verse: b | ქვაბისა კარსა გამოდგა | ქალი ჯუბითა შავითა, |
Verse: c | ატირდა მაღლად ცრემლითა, | ზღვათაცა შესართავითა, |
Verse: d და | იგი ყმა ცხენსა გარდახდა, | ყელსა მოეჭდო მკლავითა. |
Strophe: S222/K222 | ||
Verse: a | ყმამან უთხრა: "დაო ასმათ, | ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს: |
Verse: b | ვეღარ მივჰხვდით ჟამიერად, | ჩვენ ვისიცა* ცეცხლი* გვწვიდეს". |
Verse: c | ესე თქვა და მკერდსა ხელნი | იკრნა, ცრემლნი გარდმოსცვივდეს. |
Verse: d და | ქალი შებნდა, მოეხვია, | ერთმანერთსა სისხლით სწვიმდეს. |
Strophe: S223/K223 | ||
Verse: a | იგი ტევრი გაეხშირა | დანაგლეჯსა მათსა თმასა, |
Verse: b | ერთმანერთსა ეხვეოდეს: | ყმა ქალსა და ქალი ყმასა; |
Verse: c | იზახდიან, მოსთქვმიდიან, | მოსცემდიან* კლდენი ხმასა. |
Verse: d და | ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით | მათსა ეგრე ქცევა-ზმასა. |
Strophe: S224/K224 | ||
Verse: a | სული დაიღო მან ქალმან, | დათმო გულისა წყლულობა, |
Verse: b | ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, | მოჰხადა აკაზმულობა, |
Verse: c | მას ყმასა შეჰხსნა, | შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა; |
Verse: d და | შინა შევიდეს, მას დღესა | გარდახდა გამოსრულობა. |
Strophe: S225/K225 | ||
Verse: a | ავთანდილს უკვირს: "ამბავი | ისი თუ ვცნაო მე რითა?!" |
Verse: b | გათენდა, ქალი გამოდგა, | მოსილი მითვე ფერითა, |
Verse: c | შავსა აუდვა ლაგამი, | სწმედდა რიდისა წვერითა, |
Verse: d და | შეკაზმა, მოაქვს აბჯარი | წყნარად, არ რამე ჩხერითა. |
Strophe: S226/K226 | ||
Verse: a | მის მოყმისა წესი იყო, | მეტსა თურე არას ეჯდა. |
Verse: b | ქალი ტირს და მკერდსა იცემს, | თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; |
Verse: c | ერთმანერთსა მოეხვივნეს, | აკოცა და ცხენსა შეჯდა; |
Verse: d და | ასმათ, ისრე დაღრეჯილი, | კვლა უფრორე დაიღრეჯდა. |
Strophe: S227/K227 | ||
Verse: a | ავთანდილ ახლოს კვლა ნახა | სახე მისივე კაცისა, |
Verse: b | ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, | "ნუთუ მზეაო, - თქვა, - ცისა?" |
Verse: c | ეყნოსა სული ალვისა, | ქართაგან მონატაცისა; |
Verse: d და | ასრე უჩს მოკლვა ლომისა, | მართ ვითა ლომსა ვაცისა. |
Strophe: S228/K228 | ||
Verse: a | მასვე გზასა წამოვიდა, | რომე გუშინ შეეარა, |
Verse: b | შამბი გავლო, გაეშორა, | თავი მინდორს გააგარა; |
Verse: c | ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, | მალვით ხესა მოეფარა, |
Verse: d და | თქვა, თუ: "ღმერთმან ესე საქმე | მეტად კარგად მომიგვარა. |
Strophe: S229/K229 | ||
Verse: a | აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან | სხვა საქმე რა ვამჯობინო? |
Verse: b | ქალი შევიპყრა, მის ყმისა | ამბავი ვაამბობინო, |
Verse: c | ჩემიცა ვუთხრა ყველაი, | მართალი გავაბრჭობინო, . |
Verse: d და | მას ყრმასა ხრმალი არა ვჰკრა, | არც მისი დავისობინო". |
Strophe: S230/K230 | ||
Verse: a | ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, | მისგან ხესა შემობმული, |
Verse: b | ზედა შეჯდა, გაემართა, | ქვაბი დაჰხვდა კარ-განხმული. |
Verse: c | მუნით ქალი გამოიჭრა | გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული, |
Verse: d და | ეგონა, თუ: დაბრუნდაო | პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული. |
Strophe: S231/K231 | ||
Verse: a | ვერ იცნა, - სახე არ ჰგვანდა | მისი მის ყმისა სახესა, - |
Verse: b | ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა | ზახილით კლდესა და ხესა; |
Verse: c | ყმა გარდაიჭრა, დააბა, | ვითა კაკაბი მახესა; |
Verse: d და | ხმას სცემდეს კლდენი ქალისა | ზახილსა მუნ ერთ-სახესა. |
Strophe: S232/K232 | ||
Verse: a | მას ყმასა თავი არ მისცა, | ჭვრეტადცა ებილწებოდა, |
Verse: b | ვითა კაკაბი არწივსა | ქვეშე მი და მო ძრწებოდა, |
Verse: c | ტარიელს ვისმე უზახდა | მწედ, თუცა არ ემწებოდა, |
Verse: d და | ავთანდილ მუხლთა უყრიდა, | თითითა ეხვეწებოდა. |
Strophe: S233/K233 | ||
Verse: a | ეტყოდა: "სულე! რამც გიყავ? | კაცი ვარ, ადამიანი, |
Verse: b | უფერო-ქმნილნი მინახვან | ვარდნი და ისი იანი, |
Verse: c | მისი რამ* მითხარ, ვინ არის | ტან-სარო, პირ ბაკმიანი? |
Verse: d და | სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, | ნუ ჰყივი აგრე ხმიანი". |
Strophe: S234/K234 | ||
Verse: a | ქალი ეტყოდა ტირილით, | სარჩელი უგავს ბრჭობასა: |
Verse: b | "თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; | შმაგი ხარ, მოდი ცნობასა! |
Verse: c | აწ მეტად ძნელსა საქმესა | მნუკევ ადვილად თხრობასა; |
Verse: d და | ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი | მაგა ამბვისა ცნობასა!" |
Strophe: S235/K235 | ||
Verse: a | კვლა ეტყვის: " ყმაო, რა გინდა, | ანუ მენუკევ მე რასა? |
Verse: b | მაგა საქმესა ვერა იქმს | ვერცა კალამი წერასა. |
Verse: c | შენ ერთხელ მეტყვი, "მითხარო", | მე ასჯერ გეტყვი "ვერასა", |
Verse: d და | ვითა სიცილი ტირილსა, | ვაგლახი მიჯობს მღერასა". |
Strophe: S236/K236 | ||
Verse: a | "ქალო, არ იცი, სით მოვალ, | რა ჭირნი მომითმენიან, |
Verse: b | ოდითგან ვეძებ ამბავთა, | ესე არვისგან მსმენიან; |
Verse: c | შენ მიპოვნიხარ, სიტყვანი | ჩემნი რაზომცა გწყენიან, |
Verse: d და | ვერ დაგეხსნები, მიამბე, | ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!" |
Strophe: S237/K237 | ||
Verse: a | ქალმან უთხრა: "რას შეგესწარ, | მე ვინ ვარ* და ანუ შენო? |
Verse: b | მზე არ მახლავს, შეგეტყვების, | თრთვილო, ასრე მით მაწყენო! |
Verse: c | გრძელი სიტყვა საწყინოა, | ასრე მოკლედ მოგახსენო: |
Verse: d და | ვერასათვის ვერ გიამბობ, | რაცა გინდა, იგი ქმენო!" |
Strophe: S238/K238 | ||
Verse: a | კვლაცა ჰკითხა ზენარობით | მიუყარნა მუხლნი წინა, |
Verse: b | მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, | მუდარობა მოეწყინა, |
Verse: c | პირსა ზედა გაგულისდა, | თვალთა სისხლი მოედინა, |
Verse: d და | ადგა, თმათა წამოზიდნა, | ყელსა დანა დააბრჯინა. |
Strophe: S239/K239 | ||
Verse: a | ეგრე უთხრა: "მე ეზომი | ჯავრი ვითა შეგარჩინო?! |
Verse: b | რაგვარა თუ ამატირო, | ცრემლი ცუდად დამადინო?! |
Verse: c | გიჯობს, მითხრა: ამის მეტი | მართ აღარა არ გაწყინო, |
Verse: d და | თვარა, ღმერთმან მტერი ჩემი | მოკლას, ვითა მოგაკვდინო!" |
Strophe: S240/K240 | ||
Verse: a | ქალმან უთხრა: "ეგე ღონე | მოიგონე მეტად ავი: |
Verse: b | თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, | მრთელი ვარ და მოუკლავი*. |
Verse: c | რად რა გითხრა, სადამდისცა | ვიყო ჭირთა უნახავი? |
Verse: d და | კვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ | აღარ მედგას ზედან თავი". |
Strophe: S241/K241 | ||
Verse: a | კვლა ეტყვის: "ყმაო, რად მპოვე, | ვინ მეუბნები მე, ვინო? |
Verse: b | ეგე ამბავი ცოცხალსა | ენითა ვერ მათქმევინო! |
Verse: c | მე თავი ჩემი ნებითა | ჩემითა მოგაკლვევინო, |
Verse: d და | ვითა უსტარი ბედითი | ადვილად დაგახევინო. |
Strophe: S242/K242 | ||
Verse: a | ჩემი სიკვდილი შენ ჩემად | პატიჟად ნურად გგონია, |
Verse: b | მით რომე დამხსნი ტირილსა, | შემშრების ცრემლთა ფონია; |
Verse: c | ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი, | მისთვისვე შემიწონია. |
Verse: d და | ვერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე | სიტყვანი მისანდონია?" |
Strophe: S243/K243 | ||
Verse: a | ყმამან თქვა, თუ: "არ ეგების | აწ ამისი ასრე თქმევა, |
Verse: b | სხვასა რასმე მოვიგონებ*, | სჯობს საქმისა გამორჩევა". |
Verse: c | გაუშვა და ცალკე დაჯდა, | ტირს, დაიწყო ცრემლთა ფრქვევა, |
Verse: d და | ქალსა უთხრა: "გაგარისხე, | აწ, ესე თქვი, ვით დავრჩე, ვა!" |
Strophe: S244/K244 | ||
Verse: a | ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, | ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია; |
Verse: b | ავთანდილ ქვე ზის ტირილად, | აღარას მოუბარია; |
Verse: c | ვარდისა ბაღსა მოგუბდა | ცრემლისა საგუბარია. |
Verse: d და | კვლა იქით ქალი ატირდა, | მისთვის გულ-ნალმობარია. |
Strophe: S245/K245 | ||
Verse: a | ყმა მტირალი შეებრალა, | ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა, |
Verse: b | მაგრა უჯდა უცხოს უცხო, | არ ბაგენი აუბარნა; |
Verse: c | ყმამან ცნა, თუ: "გონებანი | ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა". |
Verse: d და | ცრემლ-დენილი შეეხვეწა, | ადგა, მუხლნი მიუყარნა. |
Strophe: S246/K246 | ||
Verse: a | უთხრა: "ვიცი, აღარ ვარგ ხარ | შენ აწ ჩემად დასადობლად, |
Verse: b | გაგარისხე, დარჩომილ ვარ | ღარიბად და ამად ობლად; |
Verse: c | აწ ეგრეცა თავი ჩემი | დამიც შენთვის დასანდობლად, |
Verse: d და | ამად რომე შეცოდება | შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად. |
Strophe: S247/K247 | ||
Verse: a | თავი ჩემი სამსახურად | თუცა ავად მოგაწონე, |
Verse: b | მიჯნურისა შებრალება | ხამს, ესეცა გაიგონე; |
Verse: c | სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, | არვინ არის ჩემი ღონე; |
Verse: d და | სულთა მოგცემ გულისათვის, | სხვა მეტიმცა რა გამონე!" |
Strophe: S248/K248 | ||
Verse: a | რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან | მიჯნურობისა სმინება, |
Verse: b | გულ-ამოხვინჩვით დაიწყო | ას-კეცთა ცრემლთა დინება, |
Verse: c | კვლა გაამრავლა ზახილით | ტირილი, არ გაცინება. |
Verse: d და | ავთანდილს ღმერთმან წადილი | მისცა, გულისა ლხინება. |
Strophe: S249/K249 | ||
Verse: a | იტყვის, თუ: "ამა სიტყვითა | მას ფერი შეეცვალების, |
Verse: b | ვისთვისმე ხელი უცილოდ, | მას ცრემლი ემალმალების". |
Verse: c | კვლა უთხრა: "დაო, მიჯნური | მტერთაცა შეებრალების; |
Verse: d და | ესეცა იცი, სიკვდილსა | თვით ეძებს, არ ეკრძალების. |
Strophe: S250/K250 | ||
Verse: a | ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, | გაუძლებლად სულთა დგმისად; |
Verse: b | ჩემმან მზემან გამომგზავნა | საძებარად იმა ყმისად; |
Verse: c | ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, | მე მისრულვარ სადა, მი-, სად! |
Verse: d და | გული თქვენი მიპოვნია, | მისი შენდა, შენი მისად. |
Strophe: S251/K251 | ||
Verse: a | მისი სახე გულსა ჩემსა | ხატად ასრე გამოვხატე, |
Verse: b | მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, | ლხინი ჩემი ვაალქატე. |
Verse: c | ორისაგან ერთი მიყავ: | ტყვედ მქმენ, ანუ მააზატე, |
Verse: d და | ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, | ჭირი ჭირსა მომიმატე". |
Strophe: S252/K252 | ||
Verse: a | ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა | პირველისა უამესი: |
Verse: b | "ეგე სიტყვა მოიგონე | დია რამე უკეთესი. |
Verse: c | წეღან საქმე მტერობისა | გულსა ჩემსა შთამოსთესი, |
Verse: d და | აწ მოყვარე გიპოვნივარ, | დისაგანცა უფრო დესი. |
Strophe: S253/K253 | ||
Verse: a | მაშა რათგან მიჯნურობა | შენად ღონედ მოიგონე, |
Verse: b | არ ეგების, ამას იქით | თუ-მცა თავი არ გამონე, |
Verse: c | არ შენ მოგეც თავი ჩემი, | დაგაბნიე, დაგაღონე; |
Verse: d და | შენთვის მოვკვდე, ამისებრი | მემცა საქმე რა ვიღონე! |
Strophe: S254/K254 | ||
Verse: a | აწ რაცა გითხრა, თუ ამა | საქმესა დამმორჩილდები, |
Verse: b | რასაცა ეძებ, მიჰხვდები, | უცილოდ არ ასცილდები; |
Verse: c | თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, | რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, |
Verse: d და | მოგხვდების მდურვა სოფლისა, | მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები". |
Strophe: S255/K255 | ||
Verse: a | ყმამან უთხრა: "ეგე საქმე | ამას ჰგავსო, არა სხვასა: |
Verse: b | ორნი კაცნი მოდიოდეს* | სადაურნი სადმე გზასა, |
Verse: c | უკანამან წინა ნახა | ჩავარდნილი შიგან ჭასა, |
Verse: d და | ზედ მიადგა, ჩაყიოდა, | ტირს, იზახიხ ვაგლახ-ვასა. |
Strophe: S256/K256 | ||
Verse: a | ეგრე უთხრა: "ამხანაგო, | იყავ მანდა, მომიცდიდე, |
Verse: b | წავალ თოკთა მოსახმელად, | მწადსო, თუ-მცა ამოგზიდე"; |
Verse: c | მას ქვეშეთსა გაეცინა*, | გაუკვირდა მეტად კიდე, |
Verse: d და | შემოჰყივლა: "არ გელოდე, | სად გაგექცე, სად წავიდე?" |
Strophe: S257/K257 | ||
Verse: a | აწ, დაო, შენთა ხელთაა | ჩემი საბელი ყელისა, |
Verse: b | სხვად უღონოა უშენოდ | ჩემგან* აპყრობა ხელისა; |
Verse: c | რასაცა მიზამ, შენ იცი, | შენ ხარ წამალი ხელისა, |
Verse: d და | თვარა ვისმც ექმნა გვარლითა | შეკრვა თავისა მრთელისა!" |
Strophe: S258/K258 | ||
Verse: a | ქალმან უთხრა: "მომეწონა, | ყმაო, შენი ნაუბარი. |
Verse: b | ხარ უცილოდ კარგი ვინმე, | მოყმე, ბრძენთა საქებარი; |
Verse: c | ხარ ვინათგან აქანამდის | მაგა ჭირთა დამთმობარი, |
Verse: d და | რაცა გითხრა, მომისმინე, | გიპოვნია საძებარი. |
Strophe: S259/K259 | ||
Verse: a | იმა მოყმისა ამბავი | არსადა არ იპოვნების; |
Verse: b | თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, | არვისგან დაიჯერების*; |
Verse: c | მოილოდინე, მოვიდეს, | რაზომმცა დაგეყოვნების, |
Verse: d და | დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, | ცრემლითა ნუ ითოვნების. |
Strophe: S260/K260 | ||
Verse: a | გითხრა, თუ ცოდნა გწადიან | ჩვენისა* შენ სახელისა: |
Verse: b | ტარიელ არის სახელი | იმა მოყმისა ხელისა; |
Verse: c | მე ასმათ მქვიან, რომელსა | წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, |
Verse: d და | სულთქვმა სულთქვმისა ბევრისა, | მაშა თუ არ ერთხელისა. |
Strophe: S261/K261 | ||
Verse: a | ამის მეტსა ვერას გითხრობ | მე სიტყვასა ამისთანსა. |
Verse: b | ისი მინდორს არონინებს | ტანსა მტერთა მემაჯანსა, |
Verse: c | ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა | მისგან ხორცსა მონატანსა, |
Verse: d და | აწვე მოვა, არა ვიცი, | თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა. |
Strophe: S262/K262 | ||
Verse: a | ამას გვედრებ, მოიცადო, | თავი სხვაგან არსად არო; |
Verse: b | რა მოვიდეს, შევეხვეწო, | ნუთუ ვითა მოვაგვარო; |
Verse: c | ერთმანერთსა შეგამეცნნე, | თავი შენი შევაყვარო, |
Verse: d და | თვით გიამბოს საქმე მისი, | საყვარელსა გაახარო". |
Strophe: S263/K263 | ||
Verse: a | ქალსა ყმამან მოუსმინა, | დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება. |
Verse: b | ამას ზედა მოიხედნეს, | ხევით ესმა ჩხაპუნება; |
Verse: c | მთვარე წყალსა გამოსრული | ნახეს, შუქთა მოფინება, |
Verse: d და | უკურიდნეს, აღარა ქმნეს | მუნ ხანისა დაყოვნება. |
Strophe: S264/K264 | ||
Verse: a | ქალმან უთხრა: "ყმაო, ღმერთმან | მოგცა ჟამად, რაცა გინა, |
Verse: b | მაგრა თავი უჩინო ქმენ, | დამალული იყავ შინა; |
Verse: c | იმა ყმისა მეუნებლე | ხორციელი არავინ- ა; |
Verse: d და | ნუთუ ვით რა* მოვაგვარო, | შენი ნახვა არ ეწყინა." |
Strophe: S265/K265 | ||
Verse: a | ავთანდილ ქვაბსა დამალა | ქალმან დამალვით მალითა. |
Verse: b | იგი ყმა ცხენსა გარდახდა, | შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა; |
Verse: c | ატირდეს მაღლად ცრემლითა, | ზღვათაცა შესამალითა, |
Verse: d და | ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა | ჭვრეტითა იდუმალითა. |
Strophe: S266/K266 | ||
Verse: a | ამარტის ფერად შეცვალა | ბროლი ცრემლისა ბანამან. |
Verse: b | დიდხან იტირეს ყმამან და | მან ქალმან შაოსანამან; |
Verse: c | შეხსნა, შეიღო აბჯარი, | ცხენიცა შეიყვანა მან; |
Verse: d და | დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა | შავმან გიშრისა დანამან. |
Strophe: S267/K267 | ||
Verse: a | ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, | ტყვე, საკნით ნააზატები. |
Verse: b | მან ქალმან ქვეშე დაუგო | ვეფხის ტყავისა ნატები; |
Verse: c | მას ზედა დაჯდა იგი ყმა, | სულთქვამს ჭირ-მონამატები, |
Verse: d და | სისხლისა ცრემლსა გაეწნა | შუა გიშრისა სატები. |
Strophe: S268/K268 | ||
Verse: a | მან ქალმან ხელ-ყო კვესითა | გზება ცეცხლისა ნელისა, |
Verse: b | ეგონა ჭამა ხორცისა | შემწვრისა, შეუქმნელისა; |
Verse: c | მიუპყრა, ერთი აჰხლიჩა, | ქმნაა საქმისა ძნელისა, |
Verse: d და | ძალი არ ჰქონდა, დაუწყო | გამოყრა უცოხნელისა. |
Strophe: S269/K269 | ||
Verse: a | ცოტად მიწვა, მიიძინა, | თუცა ყოლა ვერა მეტი; |
Verse: b | შეკრთა, დიდნი დაიზახნა, | წამოვარდა ვითა რეტი, |
Verse: c | იზახდის და წამ-წამ იკრის | გულსა ლოდი, თავსა კეტი. |
Verse: d და | ცალ-კერძ ზის და პირსა იხოკს | ქალი მისი შენამჭვრეტი. |
Strophe: S270/K270 | ||
Verse: a | "რად დაჰბრუნდი? - მოახსენა, | - მითხარ, რაცა წაგეკიდა!" |
Verse: b | მან უბრძანა: "მონადირე | მეფე ვინმე გარდმეკიდა, |
Verse: c | ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, | ბარგი მძიმედ აეკიდა, |
Verse: d და | იგი მინდორს ნადირობდა, | დაეფანჩა მარეკი, და-. |
Strophe: S271/K271 | ||
Verse: a | სევდად მეცა კაცთა ნახვა, | ცეცხლი უფრო გავიალე, |
Verse: b | - არ მივეო ახლოს შეყრად - | თავი ჩემი შევიწყალე, |
Verse: c | მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, | ტყესა შიგან დავიმალე". |
Verse: d და | თქვა: "ნუთუმცა უკუმრიდა, | რა გათენდეს, წავალ ხვალე". |
Strophe: S272/K272 | ||
Verse: a | ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს | ას-ნაკეცნი, ბევრის-ბევრად; |
Verse: b | მოახსენა: "მხეცთა თანა | იარები მარტო ტევრად, |
Verse: c | არას კაცსა არ იახლებ | საუბრად და შემაქცევრად; |
Verse: d და | მას მაგითა ვერას არგებ, | დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად? |
Strophe: S273/K273 | ||
Verse: a | ყოვლი პირი ქვეყანისა | ერთობ სრულად მოგივლია, |
Verse: b | ერთი კაცი შემაქცევრად | შენად ვითა დაგელია? |
Verse: c | გეახლოს და არ გაჰშმაგდე, | თუცა ჭირი არ გაკლია; |
Verse: d და | შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, | ესე შენთვის რა მადლია?" |
Strophe: S274/K274 | ||
Verse: a | უბრძანა: "დაო, ეგეა | მსგავსი შენისა გულისა, |
Verse: b | მაგრა არ არის ქვეყანად | წამალი ამა წყლულისა! |
Verse: c | ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, | თვით სოფლად არ-მოსრულისა? |
Verse: d და | ჩემი ლხინია სიკვდილი, | გაყრა ხორცთა და სულისა. |
Strophe: S275/K275 | ||
Verse: a | ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა | რადმცა* კაცი რად დაჰბადა, |
Verse: b | სიახლე და საუბარი | თუმცა მისი მე მეწადა! |
Verse: c | ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, | ანუ ვინმცა შეეცადა? |
Verse: d და | შენგან კიდე ხორციელი, | დაო, მივის არასადა". |
Strophe: S276/K276 | ||
Verse: a | ქალმან ჰკადრა: "არ გამიწყრე, | ვიშიშვი და ვიაჯ დია; |
Verse: b | რათგან ღმერთსა ვაზირობა | შენი ჩემზედ მოუგდია, |
Verse: c | ვერ დავმალავ, უკეთესი | რაცა საქმე გამიცდია. |
Verse: d და | არა ვარგ-ა უსაზომო, | ზომსა თავი გარდგიხდია. |
Strophe: S277/K277 | ||
Verse: a | ყმამან უთხრა: "რას მენუკევ, | არა ვიცი, გამიცხადე. |
Verse: b | კაცი ჩემად სამსახურად | უღმრთოდ მემცა ვით დავჰბადე! |
Verse: c | ღმერთსა ჩემი უბედობა | უნდა, მემცა რას ვეცადე! |
Verse: d და | განაღამცა გავნადირდი, | თავი ასრე გავიხადე". |
Strophe: S278/K278 | ||
Verse: a | ქალმან კვლა ჰკადრა: | "გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, |
Verse: b | მაგრა თუ კაცი მოგგვარო, | მოგყვეს თავისა ნებითა, |
Verse: c | იგი გეახლოს, ილხენდე | მისითა შემეცნებითა, |
Verse: d და | ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, | არ-სავნებლისა ვნებითა". |
Strophe: S279/K279 | ||
Verse: a | მან უბრძანა: "თუ მიჩვენებ, | ვნახავ, დიდად გავიხარებ, |
Verse: b | სიყვარულმან მისმან, ვისთვის | ხელი მინდორს თავსა ვარებ, |
Verse: c | არას ვუზამ უგემურსა, | არათ ოდეს გავამწარებ; |
Verse: d და | რაცა ჩემგან ეამების, | ვაამებ და შევიყვარებ". |
Strophe: S280/K280 | ||
Verse: a | ქალი ადგა და წავიდა | მის ყმისა მოსაყვანებლად; |
Verse: b | "არ ეწყინაო", უამბობს, | არს მისად მაგულვანებლად, |
Verse: c | ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, | ვით, მთვარე მოსავანებლად; |
Verse: d და | იგი რა ნახა ტარიელ, | თქვა მზისა დასაგვანებლად. |
Strophe: S283/K283 | ||
Verse: a | გამოეგება ტარიელ, | ჰმართებს ორთავე მზე დარად, |
Verse: b | ანუ ცით მთვარე უღრუბლო | შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად, |
Verse: c | რომე მათ თანა ალვისა | ხეცა ვარგ იყო ხედ არად, |
Verse: d და | ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, | სხვადმცა რისად ვთქვი მე დარად! |
Strophe: S284/K284 | ||
Verse: a | მათ აკოცეს ერთმანერთსა, | უცხოებით არ დაჰრიდეს, |
Verse: b | ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან | კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს, |
Verse: c | ყელი ყელსა გარდააჭვდეს, | ერთმანერთსა აუტირდეს, |
Verse: d და | ქარვად შექმნნეს იაგუნდნი | მათნი, თუცა ლალად ღირდეს. |
Strophe: S285/K285 | ||
Verse: a | მობრუნდეს. ყმამან ავთანდილს | ხელი შეუპყრა ხელითა, |
Verse: b | ერთგან დასხდეს და იტირეს | დიდხან ცრემლითა ცხელითა. |
Verse: c | ასმათი სულსა უღებდა | სიტყვითა საკვირველითა: |
Verse: d და | "თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ | მზესა თქვენითა ბნელითა". |
Strophe: S286/K286 | ||
Verse: a | ტარიელის ვარდი იყო | დათრთვილული, არ დაზრული; |
Verse: b | ყმასა უეთხრა: "მესწრაფების, | მითხარ შენი დაფარული, |
Verse: c | ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ, | სადაური, სით მოსრული? |
Verse: d და | მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, | ვარ მისგანცა გაწირული". |
Strophe: S287/K287 | ||
Verse: a | ავთანდილ გასცა პასუხი, | სიტყვები ლამაზებია: |
Verse: b | "ლომო და გმირო ტარიელ, | ვის თავი გინაზებია, |
Verse: c | მე ვარ არაბი, არაბეთს | არს ჩემი დარბაზებია, |
Verse: d და | მიჯნურობითა დამწვარ ვარ, | ცეცხლი უშრეტი მგზებია. |
Strophe: S288/K288 | ||
Verse: a | მე პატრონისა ჩემისა | ასული შემყვარებია; |
Verse: b | თვით მეფედ მათად მას ხედვენ | მონები მკლავ-მაგრებია. |
Verse: c | თუცა არ მიცნობ, გინახავ, | თუ ვითა გიაზრებია, |
Verse: d და | გახსოვსც*ა, ოდეს დაჰხოცე | მონები არ-საპყრებია? |
Strophe: S287/K287 | ||
Verse: a | შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, | ჩვენ ზედა გარდგეკიდენით, |
Verse: b | პატრონი ჩემი გაგიწყრა, | ჩვენ ხაფად წაგეკიდენით, |
Verse: c | გიხმეთ, არ მოხვე, ლაშქარნი | უკანა გამოგკიდენით, |
Verse: d და | შენ ველნი წითლად შეჰღებენ | სრულად სისხლისა კი დენით. |
Strophe: S288/K288 | ||
Verse: a | ყველაკასა მათრახითა | თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ. |
Verse: b | მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, | კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ, |
Verse: c | ვითა ქაჯი დაგვემალე, | მონებიცა დავაფეთეთ, |
Verse: d და | ამან უფრო დაგვაშმაგნა, | თავი სრულად გავაშეთეთ. |
Strophe: S289/K289 | ||
Verse: a | ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, | ხელმწიფე ნებიერია. |
Verse: b | მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, | მათ რუკა დაუწერია, |
Verse: c | ვერ ნახეს შენი მნახავი* | ვერცა ყმა, ვერცა ბერია; |
Verse: d და | აწ გამომგზავნა, რომელსა | ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია. |
Strophe: S290/K290 | ||
Verse: a | მიბრძანა: "მიცან ამბავი | მის ყმისა წარხდომილისა, |
Verse: b | მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, | მის შენგან მონდომილისა". |
Verse: c | სამ წლამდის მითხრა დადენა | უმისოდ ცრემლთა მილისა. |
Verse: d და | არ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა | მისისა მე ღიმილისა?! |
Strophe: S291/K291 | ||
Verse: a | აქანამდის მნახავიცა | კაცი შენი არ მენახა; |
Verse: b | ქურდნი* ვნახენ, რომე თქვენთვის | სიტყვა რამე გაემკვახა; |
Verse: c | მათრახითა ჩამოგეგდო | ერთი, მკვდართა დაგესახა; |
Verse: d და | მათ მასწავლეს, ძმა რომელთა | სულ-მობრძავი სამე, გლახ, ა". |
Strophe: S292/K292 | ||
Verse: a | ტარიელსცა აეხსენა | ომი მათი მაშინდელი, |
Verse: b | იტყვის: "მახსოვს ეგე საქმე, | თუცა არის ადრინდელი; |
Verse: c | ერთგან გნახენ ნადირობას | შენ და შენი მე გამზრდელი; |
Verse: d და | მით ვტიროდი, მომეგონა | მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი. |
Strophe: S293/K293 | ||
Verse: a | რას მაქმნევდით, რად გინდოდი, | ერთმანერთსა რითა* ვჰგვანდით? |
Verse: b | თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, | ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვჰბანდით. |
Verse: c | რა მონანი შესაპყრობლად | მომწიენით, გაჰგულვანდით, |
Verse: d და | აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად | თანა მკვდართა მიიტანდით. |
Strophe: S294/K294 | ||
Verse: a | მოვიხედენ, მომეწია | რა პატრონი შენი, ვნახე, |
Verse: b | ხელმწიფობით შემებრალნეს, | ამად ხელი არ შევახე, |
Verse: c | თვალთა წინა გამოგექეც, | მეტი არა შევუზრახე. |
Verse: d და | ჩემი ცხენი უჩინოსა | ჰგავს და სხვასმცა რას ვასახე! |
Strophe: S295/K295 | ||
Verse: a | კაცმან ვერ ასწრას თვალისა | დაფახვა, დაწამწამება, |
Verse: b | მას გავექცევი, ვისგანცა | ჩემი არა ვცნა ამება; |
Verse: c | მათ თურქთა მიღმა გამეგო | მე არას არ შეწამება, |
Verse: d და | ავად ჰშვენოდა მორევნა | და ჩემი დათამამება. |
Strophe: S296/K296 | ||
Verse: a | აწ ვაშად მოხვე, მეამა | ნახვა შენისა პირისა! |
Verse: b | ტანად სარო და პირად მზე, | მამაცად მსგავსი გმირისა, |
Verse: c | გარჯილ ხარ, მაგრა* არა ხარ | გარდაუხდელი ჭირისა: |
Verse: d და | ძნელია პოვნა კაცისა | ღმრთივ ზეცით განაწირისა!" |
Strophe: S297/K297 | ||
Verse: a | ავთანდილ უთხრა: "ვით მაქებ | საქები ბრძენთა ენისა? |
Verse: b | მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ* | ღირსი ქებისა თქვენისა! |
Verse: c | სახე ხარ მზისა ერთისა, | ზეცით მნათისა ზენისა, |
Verse: d და | რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი | ეგზომთა ცრემლთა დენისა. |
Strophe: S298/K298 | ||
Verse: a | ამა დღემან დამავიწყა, | გული ჩემი ვინ დაბინდა; |
Verse: b | დამიგდია სამსახური მისი, | იქმნას, რაცა გინდა; |
Verse: c | იაგუნდი ეგრეცა სჯობს, | ათასჯერმცა მინა მინდა, |
Verse: d და | შენ გეახლო სიკვდილამდის, | ამის მეტი არა მინდა!" |
Strophe: S299/K299 | ||
Verse: a | ტარიელ უთხრა: "მე შენი | გული აწ მემხურვალების; |
Verse: b | მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად | შენ ჩემი რა გევალების! |
Verse: c | მაგრა წესია, მიჯნური | მიჯნურსა შეებრალების, |
Verse: d და | შე საყვარელსა გაგყარო, | ესე რათ გენაცვალების! |
Strophe: S300/K300 | ||
Verse: a | წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად, | პატრონისა სამსახურად; |
Verse: b | ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, | შენცა ცდილ ხარ მამაცურად. |
Verse: c | მაგრა ჩემსა რა გიამბობს, | გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად! |
Verse: d და | მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი | ცხელი, შემიქმს ალად, მურად". |
Strophe: S301/K301 | ||
Verse: a | ასმათ უთხრა: "ლომო, ცრემლით | მაგა ცეცხლსა რა ერგების! |
Verse: b | მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, | რათგან ეგრე* არ ეგების! |
Verse: c | ვხედავ, ესე ხელი ვინმე | მოყმე შენთვის წაეგების, |
Verse: d და | ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, | ქმნას რა, ღონეა ეგების. |
Strophe: S302/K302 | ||
Verse: a | მეხვეწებოდა, ლამოდა | ჩემგან რასამე სმენასა; |
Verse: b | ნუ უყოს ღმერთმან, გაძლება | მემცა ვით მივეც ენასა! |
Verse: c | თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან | თქვენსა რასამე ლხენასა. |
Verse: d და | არს უკეთესი, რაცაღა | სწადს განგებასა ზენასა". |
Strophe: S303/K303 | ||
Verse: a | ამას დაყმუნდა ტარიელ | დამწვარი, დაალებული; |
Verse: b | ასმათს უბრძანა: "მას აქათ | შენ ხარ ჩემ თანა ხლებული; |
Verse: c | რად არა იცი, უწამლო | არს ლები ესე ლებული! |
Verse: d და | კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, | ცრემლითა დავალებული. |
Strophe: S304/K304 | ||
Verse: a | კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგან | რაც არა* დანაბადია! |
Verse: b | მით გული ჩემი სევდამან | აწ ასრე დანაბა დია, |
Verse: c | კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს | მითქს ბადე დანაბადია; |
Verse: d და | აწ ხელთა, ნაცვლად ლხინისა, | ჩალა მაქვს და ნაბადია. |
Strophe: S305/K305 | ||
Verse: a | მაგრა ღმერთმან მოწყალემან | მით ცნობითა ერთით მზითა |
Verse: b | ორი მისი მოწყალება | დღესცა მომცა ამა გზითა: |
Verse: c | პირველ, შეჰყრის მოყვარულთა | ჩემით რათმე მიზეზითა, |
Verse: d და | კვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა | ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა". |
Strophe: S306/K306 | ||
Verse: a | ყმასა უთხრა: "ვინცა კაცმან | ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, |
Verse: b | ხამსო მისთვის სიკვდილსა და | ჭირსა თავი არ დაჰრიდოს; |
Verse: c | ღმერთმან ერთი რად* აცხოვნოს, | თუ მეორე არ წაწყმიდოს! |
Verse: d და | შენ ისმენდი, მე გიამბობ, | რაცღა გინდა წამეკიდოს". |
Strophe: S307/K307 | ||
Verse: a | ასმათს უთხრა: "მოდი, მოჯე, | თანა წყალი მომიტანე, |
Verse: b | დაბნედილსა მაპკურებდი, | გული მითა გარდამბანე; |
Verse: c | მკვდარი მნახო, დამიტირე, | სულთქვმა გაათანისთანე, |
Verse: d და | მე სამარე გამითხარე, | აქა მიწა მიაკვანე". |
Strophe: S308/K308 | ||
Verse: a | ღილ-ჩახსნილი საამბობლად | დაჯდა, მხარნი ამოყარნა; |
Verse: b | ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, | დიდხან შუქნი არ ადარნა; |
Verse: c | ვერ გაახვნა სასაუბროდ, | მან ბაგენი გაამყარნა, |
Verse: d და | მერმე სულთქვნა, დაიზახნა, | ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა. |
Strophe: S309/K309 | ||
Verse: a | მოსთქვამს: "ჰაი, საყვარელო, | ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, |
Verse: b | იმედო და სიცოცხლეო, | გონებაო, სულო, გულო, |
Verse: c | ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, | ხეო, ედემს დანერგულო! |
Verse: d და | ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, | გულო, ასჯერ დადაგულო?!" |
Strophe: S310/K310 | ||
Verse: a | "ისმენდი, მიეც გონება | ჩემთა ამბავთა სმენასა; |
Verse: b | საუბართა და საქმეთა | ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა, |
Verse: c | იგი, ვინ ხელ-მქმნის, მოველი | მისგან აროდეს ლხენასა, |
Verse: d და | ვისგან შევუცავ სევდათა, | სისხლისა ღვართა დენასა. |
Strophe: S311/K311 | ||
Verse: a | "ინდოეთს შვიდთა მეფეთა | ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: |
Verse: b | ექვსი სამეფო ფარსადანს | ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, |
Verse: c | უხვი, მდიდარი, უკადრი, | მეფეთა ზედა მფლობელი, |
Verse: d და | ტანად ლომი და პირად მზე, | ომად მძლე, რაზმთა მწყობელი. |
Strophe: S312/K312 | ||
Verse: a | მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე*, | მეფე მებრძოლთა მზარავი, |
Verse: b | სარიდან ერქვა სახელად, | მტერთა სრვად დაუფარავი; |
Verse: c | ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, | ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; |
Verse: d და | ნადირობდის და იშვებდის | საწუთრო-გაუმწარავი. |
Strophe: S313/K313 | ||
Verse: a | ხალვა მოსძულდა, შეექმნა | გულს კაეშანთა ჯარები. |
Verse: b | თქვა: "წამიღია მტერთაგან | ძლევით ნაპირთა არები, |
Verse: c | ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, | მაქვს ზეიმი და ზარები"; |
Verse: d და | ბრძანა: "წავალ და მეფესა | ფარსადანს შევეწყნარები"; |
Strophe: S314/K314 | ||
Verse: a | ფარსადანს წინა დაასკვნა | გაგზავნა მოციქულისა, |
Verse: b | შესთვალა: "შენ გაქვს მეფობა | ინდოეთისა სრულისა; |
Verse: c | აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე | მეცა ვცნა ძალი გულისა, |
Verse: d და | სახელი დარჩეს ჩემისა | ერთგულად ნამსახურისა". |
Strophe: S315/K315 | ||
Verse: a | ფარსადან შექმნა ზეიმი | ამა ამბვისა მცნობელმან. |
Verse: b | შესთვალა: "ღმერთსა მადლობა | შევსწირე ხმელთა მფლობელმან, |
Verse: c | რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, | ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან. |
Verse: d და | აწ მოდი, ასრე პატივ გცე, | ვითა მამამან მშობელმან". |
Strophe: S316/K316 | ||
Verse: a | ერთი სამეფო საკარგვად, | უბოძა ამირბარობა. |
Verse: b | თვით ამირბარსა ინდოეთს | აქვს ამირ-სპასალარობა. |
Verse: c | მეფე* რა დაჯდა, არა სჭირს | ხელისა მიუმცთარობა*; |
Verse: d და | სხვად პატრონია, მართ ოდენ | არა აქვს კეისარობა. |
Strophe: S317/K317 | ||
Verse: a | თვით მეფემან მამა-ჩემი | დაიჭირა სწორად თავსა. |
Verse: b | თქვა: "ჩემებრი ამირბარი, | ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!" |
Verse: c | ლაშქრობდის და ნადირობდის, | აძლევდიან მტერნი ზავსა. |
Verse: d და | მას არა ვჰგავ ასრე, ვითა | მე სხვა კაცი არა მგავსა. |
Strophe: S318/K318 | ||
Verse: a | ძე არ ესვა მეფესა და | დედოფალსა მზისა დარსა, |
Verse: b | ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, | მით აეხვნეს სპანი ზარსა. |
Verse: c | ვაჲ კრულია დღემცა იგი, | მე მივეცი ამირბარსა! |
Verse: d და | მეფემ ბრძანა: "შვილად გავზრდი, | თვით ჩემივე გვარი არსა". |
Strophe: S319/K319 | ||
Verse: a | მეფემან და დედოფალმან | მიმიყვანეს შვილად მათად, |
Verse: b | საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა | ლაშქართა და ქვეყანათად, |
Verse: c | ბრძენთა მიმცეს სასწავლელად | ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად; |
Verse: d და | მოვიწიფე, დავემსგავსე | მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად. |
Strophe: S320/K320 | ||
Verse: a | ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა | ჩემგან ამბობა ცილისა. |
Verse: b | ხუთისა წლისა შევიქმენ | მსგავსი ვარდისა შლილისა; |
Verse: c | ჭირად არ მიჩნდის ლომისა | მოკლვა, მართ ვითა სილისა; |
Verse: d და | არ გაჰვიდოდის ფარსადანს | მისი არა-სმა შვილისა. |
Strophe: S321/K321 | ||
Verse: a | ასმათ, შენცა ხარ მოწამე | ჩემისა ფერ-მიხდილისა, |
Verse: b | მზესა მე ვსჯობდი შვენებით, | ვით ბინდსა ჟამი დილისა; |
Verse: c | იტყოდეს ჩემნი მნახავნი: | "მსგავსია ედემს ზრდილისა". |
Verse: d და | აწ მაშინდლისა ჩემისა | სახე ვარ ოდენ ჩრდილისა. |
Strophe: S322/K322 | ||
Verse: a | მე ხუთისა წლისა ვიყავ, | დაორსულდა დედოფალი". |
Verse: b | ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, | ცრემლით ბრძანა: "შობა ქალი". |
Verse: c | დაბნედასა მიეწურა, | ასმათ ასხა გულსა წყალი; |
Verse: d და | თქვა: "მაშინვე მზესა ჰგვანდა, | აწ მედების ვისგან ალი! |
Strophe: S323/K323 | ||
Verse: a | წიგნი წიგნსა ეცემოდა, | დედოფალი ოდეს შობდა, |
Verse: b | მოციქული - მოციქულსა, | ინდოეთი სრულად სცნობდა; |
Verse: c | მზე და მთვარე განსცხრებოდეს, | სიხარულით ცა ნათობდა; |
Verse: d და | ყოვლი არსად შემოსრული | მხიარული თამაშობდა. |
Strophe: S324/K324 | ||
Verse: a | ქება არ ითქმის ენითა, | აწ ჩემგან ნაუბარითა*. |
Verse: b | ფარსადან დაჯდა ხარებად | ზეიმითა და ზარითა; |
Verse: c | ყოვლგნით მოვიდეს მეფენი | ნიჭითა მრავალ-გვარითა. |
Verse: d და | საჭურჭლე გასცეს, აივსნეს | ლაშქარნი საბოძვარითა. |
Strophe: S325/K325 | ||
Verse: a | საშობელი გაიყარა, | ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა. |
Verse: b | მართ მაშინვე ჰგვანდა იგი | მზისა შუქთა ნასამალსა. |
Verse: c | ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით | მეფესა და დედოფალსა. |
Verse: d და | აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი | დაუდაგავს გული ალსა!" |
Strophe: S326/K326 | ||
Verse: a | ყმა დაბნდა, რა სახელისა | ხსენებასა მიეწურა; |
Verse: b | ავთანდილსცა აეტირა, | მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა; |
Verse: c | ქალმან სულად მოაქცია, | მკერდსა წყალი დააპკურა. |
Verse: d და | თქვა: "ისმენდი, მაგრა ჩემი | სიკვდილისა დღე დასტურ- ა. |
Strophe: S327/K327 | ||
Verse: a | მას ქალსა ნესტან-დარეჯან | იყო სახელად ხმობილი. |
Verse: b | შვიდისა წლისა შეიქმნა | ქალი წყნარი და ცნობილი, |
Verse: c | მთვარისა მსგავსი, შვენებით | მზისაგან ვერ-შეფრობილი*; |
Verse: d და | მისსა ვით გასძლებს გაყრასა | გული ალმასი, წრთობილი! |
Strophe: S328/K328 | ||
Verse: a | იგი ასრე მოიწიფა, | მე შემეძლო შესლვა ომსა; |
Verse: b | მეფე ქალსა ვით ხედვიდა | მეფობისა ქმნისა მწთომსა, |
Verse: c | მამასავე ხელთა მიმცეს, | რა შევიქმენ ამა ზომსა; |
Verse: d და | ვბურთობდი და ვნადირობდი, | ვით კატასა ვხოცდი ლომსა. |
Strophe: S329/K329 | ||
Verse: a | მეფემან სახლი ააგო, | შიგან საყოფი ქალისა: |
Verse: b | ქვად ფაზარი სხდა, | კუბო დგა იაგუნდისა თვალისა, |
Verse: c | პირსა ბაღჩა და საბანლად | სარაჯი ვარდის წყალისა; |
Verse: d და | იგი მუნ იყვის, მედების | ვისგან სახმილი ალისა! |
Strophe: S330/K330 | ||
Verse: a | დღე და ღამე მუჯამრითა | ეკმეოდის ალვა თლილი; |
Verse: b | ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას | ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. |
Verse: c | დავარ იყო და მეფისა, | ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, |
Verse: d და | მას სიბრძნისა სასწავლელად | თვით მეფემან მისცა შვილი. |
Strophe: S331/K331 | ||
Verse: a | სრა ედგა მოფარდაგული | ოქსინოთა და შარდითა; |
Verse: b | ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა | პირითა მინა-ვარდითა; |
Verse: c | ასმათ და ორნი მონანი | ჰყვიან, იმღერდის ნარდითა; |
Verse: d და | მუნ იზრდებოდის ტანითა, | გაბაონს განაზარდითა. |
Strophe: S332/K332 | ||
Verse: a | თხუთმეტისა წლისა ვიყავ, | მეფე მზრდიდა* ვითა შვილსა; |
Verse: b | დღისით ვიყვი მას წინაშე, | გამიშვებდის არცა ძილსა; |
Verse: c | ძალად ლომსა, თვალად მზესა, | ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა, |
Verse: d და | სროლასა და ასპარეზსა | აქებდიან ჩემგან ქმნილსა. |
Strophe: S333/K333 | ||
Verse: a | მოსრნის მხეცნი და ნადირნი | ისარმან ჩემგან სრეულმან; |
Verse: b | მერმე ვიბურთი მოედანს, | მინდორით შემოქცეულმან; |
Verse: c | შევიდი, შევქმნი ნადიმი, | ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; |
Verse: d და | აწ საწუთროსა გამყარა | პირმან ბროლ-ბადახშეულმან! |
Strophe: S334/K334 | ||
Verse: a | მამა მომიკვდა, მოვიდა | დღე სიკვდილისა მისისა; |
Verse: b | ქმნა გაუცუდდა ფარსადანს | ნიშატისა და ნიშისა; |
Verse: c | მათ გაეხარნეს, ვის ზარი | დაჰლევდის მისგან შიშისა; |
Verse: d და | ერთგულთა შექმნეს ვაება, | მტერთა - ხსენება იშისა. |
Strophe: S335/K335 | ||
Verse: a | მე წელიწდამდის* ბნელსა ვჯე | საწუთრო-გაცუდებული, |
Verse: b | დღისით და ღამით ვვაებდი, | ვერვისგან სულ-დაღებული; |
Verse: c | გაყვანად ხასნი მოვიდეს, | მითხრეს მეფისა მცნებული, |
Verse: d და | ებრძანა: "შვილო ტარიელ, | ნუ ხარ შავითა ღებული. |
Strophe: S336/K336 | ||
Verse: a | ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ | დაგვაკლდა სწორად თავისა". |
Verse: b | ასი ებოძა საჭურჭლე, | ებრძანა ახდა შავისა, |
Verse: c | ბოძება მისეულისა | სრულისა საკარგავისა: |
Verse: d და | "შენ გქონდეს ამირბარობა, | ქმნა მისვე საურავისა". |
Strophe: S337/K337 | ||
Verse: a | ავენთი, დამწვეს მამისა | სახმილთა დაუშრობელთა*; |
Verse: b | უკანის გამომიყვანეს | ხასთა მათ წინა- მდგომელთა; |
Verse: c | გამოსლვისათვის ზეიმი | შექმნეს ინდოეთს მფლობელთა, |
Verse: d და | შორს მომეგებნეს, მაკოცეს | პატივით ვითა მშობელთა. |
Strophe: S338/K338 | ||
Verse: a | მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, | პატივს მცემდეს ძისა დარად, |
Verse: b | მის ხელისა საურავი | მათ ორთავე მითხრეს წყნარად; |
Verse: c | ურჩ ვექმენ და მისეულთა | წესთა ქცევა მიჩნდა ზარად; |
Verse: d და | არ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი, | თაყვანის-მცეს ამირბარად. |
Strophe: S339/K339 | ||
Verse: a | აღარა ვიცი, დამვიწყდეს, | თუცა დიადი წელია; |
Verse: b | გიამბო ჩემი ამბავი, | განა რაზომცა ძნელია! |
Verse: c | ცრუ და მუხთალი სოფელი | მიწყივ ავისა მქმნელია, |
Verse: d და | მისთა ნაკვესთა წინწალი | დამეცეს* ხანგრძლად მწველია". |
Strophe: S340/K340 | ||
Verse: a | კვლა დაიწყო თქმა ამბვისა | მან, რა ხანი მოიტირა: |
Verse: b | დღესა ერთსა მე და მეფე | მოვიდოდით, გვენადირა; |
Verse: c | მიბრძანა, თუ: "ქალი ვნახოთ", | ხელი ხელსა დამიჭირა. |
Verse: d და | მის ჟამიხა მხსენებელი | მე სულ-დგმული არ გიკვირა? |
Strophe: S341/K341 | ||
Verse: a | მეფემან ახმა დურაჯთა | მითხრა მიტანად ქალისა, |
Verse: b | გამოვუხვენ და წავედით | ჩემად სადებლად ალისა; |
Verse: c | მაშინ დავიწყე გარდახდა | მე საწუთროსა ვალისა. |
Verse: d და | ალმასისა ხამს ლახვარი | ლახვრად გულისა სალისა! |
Strophe: S342/K342 | ||
Verse: a | ბაღჩა ვნახე უტურფესი | ყოვლისავე სალხინოსა: |
Verse: b | მფრინველთაგან ხმა ისმოდა | უამესი სირინოსა; |
Verse: c | მრავლად იყო სარაჯები | ვარდის წყლისა აბანოსა. |
Verse: d და | კარსა ზედა მოჰფარვიდა | ფარდაგები ოქსინოსა. |
Strophe: S343/K343 | ||
Verse: a | ვიცოდი, სწადდა არვისგან | ნახვა მის მზისა დარისა, |
Verse: b | მე გარე ვდეგ და მეფემან | შევლო ფარდაგი კარისა; |
Verse: c | ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა | მესმოდა საუბარისა. |
Verse: d და | ასმათს უბრძანა გამოხმა | დურაჯთა ამირბარისა. |
Strophe: S344/K344 | ||
Verse: a | ასმათ ფარდაგსა აზიდნა, | გარე ვდეგ მოფარდაგულსა; |
Verse: b | ქალსა შევხედენ, ლახვარი | მეცა ცნობასა და გულსა. |
Verse: c | მოვიდა, მივსცენ დურაჯნი, | მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა. |
Verse: d და | ვაჲმე, მას აქათ სახმილსა | დავუწვავ ნიადაგულსა! |
Strophe: S345/K345 | ||
Verse: a | აწ წარხდეს იგი ნათელნი, | მზისაცა მოწუნარენი!" |
Verse: b | მისი ვერ გასძლო ხსენება, | დაბნდა და სულთვქნა მწარენი; |
Verse: c | ყმა და ასმათი ტიროდეს | ხმას სცემდეს იგი არენი, |
Verse: d და | ჭმუნვით თქვეს: "მკლავნი ცუდ ქმნილნი, | ვაჲ, გმირთა მემუქარენი!" |
Strophe: S346/K346 | ||
Verse: a | ასმათმან წყალი დაასხა, | ცნობად მოვიდა ტარია, |
Verse: b | დიდხან ვერა თქვა, სევდამან | გული შეუპყრა, დარია; |
Verse: c | დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა, | ცრემლი მიწასა გარია, |
Verse: d და | თქვა: "ჩემგან მისი ხსენება, | ვაჲმე, რა დიდი ზარია! |
Strophe: S347/K347 | ||
Verse: a | მიმნდონი საწუთროსანი | მისთა ნივთთაგან რჩებიან, |
Verse: b | იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ | ბოლოდ ვერ მოურჩებიან; |
Verse: c | ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, | რომელნი ეურჩებიან. |
Verse: d და | ისმენდი ჩემთა ამბავთა, | თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან. |
Strophe: S348/K348 | ||
Verse: a | დურაჯნი მივსცენ, გავიღე | სხვა ვერა გზაღა თავისა, |
Verse: b | დავეცი, დავბნდი, წამიხდა | ძალი მხართა* და მკლავისა, |
Verse: c | რა სულად მოვე, შემესმა | ხმა ტირილისა და ვისა: |
Verse: d და | გარე მომრტყმოდა ჯალაბი, | ვითა ჩამსხდომი ნავისა. |
Strophe: S349/K349 | ||
Verse: a | შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა | ტურფითა საგებელითა, |
Verse: b | ზედ დამტიროდეს მეფენი | ცრემლითა უშრობელითა, |
Verse: c | პირსა იხოკდეს ხელითა, | ღაწვისა გამპობელითა, |
Verse: d და | მუყრნი მოასხნეს, სენითა | მთქვეს გამაბელზებელითა. |
Strophe: S350/K350 | ||
Verse: a | მე რა მნახა თვალ-ახმული, | მეფე ყელსა მომეხვია, |
Verse: b | ცრემლით მითხრა: "შვილო, შვილო, | ცოცხალ ხარ-ღა? სიტყვა თქვია!" |
Verse: c | მე პასუხი ვერა გავეც*, | ვითა შმაგი შევკრთი* დია, |
Verse: d და | კვლა დავეცი დაბნედილი, | გულსა სისხლი გარდმეთხია. |
Strophe: S351/K351 | ||
Verse: a | სრულნი მუყრნი და მულიმნი | მე გარე შემომცვიდიან; |
Verse: b | მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, | ყოველნი იკითხვიდიან; |
Verse: c | მტერ-დაცემული ვეგონე, | არ ვიცი, რას სჩმახვიდიან. |
Verse: d და | სამ დღემდის ვიყავ უსულო*, | ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან. |
Strophe: S352/K352 | ||
Verse: a | აქიმნიცა იკვირვებდეს: | "ესე სენი რაგვარია? |
Verse: b | სამკურნალო არა სჭირს რა, | სევდა რამე შემოჰყრია". |
Verse: c | ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, | სიტყვა მცთარი წამერია. |
Verse: d და | დედოფალი ზღვასა შეიქმს, | მას რომ* ცრემლი დაუღვრია. |
Strophe: S353/K353 | ||
Verse: a | "სამსა დღესა დარბაზს ვიყავ | არ ცოცხალი, არცა მკვდარი; |
Verse: b | მერმე ცნობა მომივიდა, | მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი; |
Verse: c | ვთქვი, თუ: "ჰაჲ-ჰაჲ, რას შიგან ვარ | მე სიცოცხლე-გარდამხდარი!" |
Verse: d და | თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, | ვჰკადრე სიტყვა სამუდარი. |
Strophe: S354/K354 | ||
Verse: a | ვთქვი, თუ: "ღმერთო, ნუ გამწირავ, | აჯა ჩემი შეისმინე, |
Verse: b | მომეც ძალი დათმობისა, | ცოტად ვითა აღმადგინე, |
Verse: c | აქა ყოფა გამამჟღავნებს, | სახლსა ჩემსა მიმაწვინე!" |
Verse: d და | მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, | გული წყლული გავარკინე. |
Strophe: S355/K355 | ||
Verse: a | ზე წამოვჯე. მეფისაგან | კაცი დია მოვიდოდა. |
Verse: b | ახარებდეს: "წამოჯდაო", | დედოფალი გამორბოდა; |
Verse: c | მეფე მორბის თავ-შიშველი, | არ იცოდა, რას იქმოდა, |
Verse: d და | იგი ღმერთსა ადიდებდა, | სხვა ყველაი უჩუმოდა. |
Strophe: S356/K356 | ||
Verse: a | იქით და აქათ მომისხდეს, | მახვრიტეს სახვრეტელია; |
Verse: b | მე მოვახსენე: "პატრონო, | გული აწ უფრო მრთელია; |
Verse: c | ცხენსა შეჯდომა მწადიან, | ვნახნე წყალნი და ველია". |
Verse: d და | ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, | მეფე ჩემ თანა მვლელია. |
Strophe: S357/K357 | ||
Verse: a | გამოვედით, მოვიარეთ | მოედანს და წყლისა პირსა; |
Verse: b | ჩემსა მივე, დავაბრუნვე, | მეფე მომყვა სახლთა ძირსა. |
Verse: c | შინა მივე, უარ გავხე, | სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; |
Verse: d და | ვთქვი, თუ: "მოვკვდე, ბედი ჩემი | ამის მეტსა არას ღირსა". |
Strophe: S358/K358 | ||
Verse: a | ზაფრანის ფერად შეცვალა | ბროლი ცრემლისა ბანამან, |
Verse: b | გული უფრორე დამიჭრა | ათიათასმან დანამან. |
Verse: c | საწოლის მეკრე შემოდგა, | მოლარე გაიყვანა მან; |
Verse: d და | ვთქვი, თუ: "რა იცის ამბავი, | ნეტარ, ან იმან, ან ამან?" |
Strophe: S359/K359 | ||
Verse: a | "მონააო ასმათისი". | -" რა იცისო?", ვარქვი, ვჰკითხე. |
Verse: b | შემოვიდა, სააშიკო | წიგნი მომცა, წავიკითხე; |
Verse: c | გამიკვირდა, სხვად ვითამცა | ვქმენ გულისა* მწველთა სითხე? |
Verse: d და | მისგან ეჭვი არა მქონდა, | სევდად მაწვა გულსა მით ხე. |
Strophe: S360/K360 | ||
Verse: a | მე გამიკვირდა: "სით ვუყვარ, | ანუ ვით მკადრებს თხრობასა? |
Verse: b | მიუყოლობა არ ვარგ-ა, | დამწამებს უზრახობასა, |
Verse: c | ჩემგან იმედსა გარდასწყვედს, | მერმე დამიწყებს გმობასა". |
Verse: d და | დავწერე, რაცა პასუხად | ჰმართებდა აშიკობასა. |
Strophe: S361/K361 | ||
Verse: a | დღენი გამოხდეს, მე გული | უფრორე დამწვეს კვლავ ალთა, |
Verse: b | ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, | მინდორს თამაშად მავალთა; |
Verse: c | დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა | დაიწყეს მოსლვა მრავალთა, |
Verse: d და | მაშინ დავიწყე გარდახდა | სოფლისა ლხინთა და ვალთა. |
Strophe: S362/K362 | ||
Verse: a | "მათ ვერა მარგეს, მე გულსა | ბინდი დამეცა ბნელისა, |
Verse: b | სხვამან ვერავინ შემატყვა | დება ცეცხლისა ცხელისა; |
Verse: c | სისხლი დამწამეს; მეფემან | ბრძანა გახსნევა ხელისა. |
Verse: d და | გავიხსენ ფარვად პატიჟთა*, | არვისგან საეჭველისა. |
Strophe: S363/K363 | ||
Verse: a | ხელ-გახსნილი, სევდიანი, | საწოლს ვიყავ თავის წინა; |
Verse: b | ჩემი მონა შემოვიდა, | შევხედე, თუ თქვას: რა მინა. |
Verse: c | "მონააო ასმათისი". | შემოყვანა ვუთხარ შინა. |
Verse: d და | გულსა შინა დავუზრახე: | "რა მპოვაო, ანუ ვინ-ა?!" |
Strophe: S364/K364 | ||
Verse: a | მონამან* წიგნი მომართვა, | მე წავიკითხე ნებასა; |
Verse: b | წიგნსა შევატყევ*, ლამოდა | შეყრისა მოსწრაფებასა; |
Verse: c | პასუხად გავეც: "ჟამია, | მართალ ხარ გაკვირვებასა; |
Verse: d და | მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ | მოსლვისა დაზარებასა". |
Strophe: S365/K365 | ||
Verse: a | გულსა ვარქვი, თუ: "ლახვარნი | ეგრე ვით დაგაღონებენ? |
Verse: b | ამირბარი ვარ, ხელმწიფე, | სრულნი ინდონი მმონებენ; |
Verse: c | აზრად შეიქმან, საქმესა | ათასჯერ შეაწონებენ, |
Verse: d და | თუ შეიგებენ, მე მათთა | არეთა არ მარონებენ". |
Strophe: S366/K366 | ||
Verse: a | კაცი მოვიდა მეფისა: | "სწადსო ამბისა სმინება". |
Verse: b | მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: | "ქმნაცა* სისხლისა დინება?" |
Verse: c | მე ვჰკადრე: "ხელი გავიხსენ, | დამიწყო მოჯობინება, |
Verse: d და | წინაშე მოვალ, ამისთვის | კვლა უფრო მმართებს ლხინება". |
Strophe: S367/K367 | ||
Verse: a | დარბაზს მივე. მეფე ბრძანებს: | "ამის მეტსა ნუ იქმ აბა!" |
Verse: b | ცხენსა შემსვა უკაპარჭო, | წელთა არა არ შემაბა, |
Verse: c | შეჯდა, ქორნი მოუტივნა, | დურაჯები დაინაბა, |
Verse: d და | მშვილდოსანნი გასაგანნა, | იტყოდიან: "შაბაშ, შაბა!" |
Strophe: S368/K368 | ||
Verse: a | შინა დავსხედით ნადიმად | მას დღესა მინდორს რებულნი; |
Verse: b | მომღერალნი და მუტრიბნი | არ იყვნეს სულ-დაღებულნი; |
Verse: c | მეფემან გასცნა მრავალნი | თვალნი, ღარიბად ქებულნი. |
Verse: d და | აუვსებელნი არ დარჩეს | მას დღესა მათნი ხლებულნი. |
Strophe: S369/K369 | ||
Verse: a | ვეცდებოდი, არა მცალდა | სევდისაგან თავის კრძალვად; |
Verse: b | ვიგონებდი, ცეცხლი უფრო | მედებოდა გულსა ალვად; |
Verse: c | ჩემნი სწორნი წავიტანენ, | ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად, |
Verse: d და | შევქმენ სმა და ნადიმობა | პატიჟთა და ჭირთა მალვად. |
Strophe: S370/K370 | ||
Verse: a | მოლარემან შინაურმან | ყურსა მითხრა ნაუბარი: |
Verse: b | "ქალი ვინმე იკითხავსო: | "ინახვისა ამირბარი?" |
Verse: c | ზეწარითა მოუხურავს პირი, | ბრძენთა საქებარი"; |
Verse: d და | ვარქვი: "საწოლს წაიყვანე, | ჩემგან არის ნახმობარი". |
Strophe: S371/K371 | ||
Verse: a | ავდეგ, მსხდომნი ნადიმობად | აემზადნეს ასაყრელად; |
Verse: b | შადი ვუთხარ: " ნუ ასდგებით, | მოვალ ხანთა დაუზმელად"; |
Verse: c | გამოვე და საწოლს შევე, | მონა მოდგა კარსა მცველად. |
Verse: d და | გული მივეც თმობა-ქმნათა | აუგისა საკრძალველად. |
Strophe: S372/K372 | ||
Verse: a | კარსა შევდეგ, ქალი წინა | მომეგება, თაყვანის-მცა; |
Verse: b | მითხრა: "მოსლვა თქვენს წინაშე | კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!" |
Verse: c | გამიკვირდა, მიჯნურისა | თაყვანება ექმნა ვისმცა? |
Verse: d და | ვთქვი: "არ იცის აშიკობა; | თუ-მც იცოდა, წყნარად ზისმცა". |
Strophe: S373/K373 | ||
Verse: a | შევე, დავჯე ტახტსა ზედა; | ქალი მოდგა ნოხთა პირსა, |
Verse: b | ჩემსა ახლოს დასაჯდომლად | თავი მისი არ აღირსა; |
Verse: c | ვარქვი: "მანდა რად ჰზი შენ, თუ | სიყვარული ჩემი გჭირსა?" |
Verse: d და | მან პასუხი არა მითხრა, | ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა. |
Strophe: S374/K374 | ||
Verse: a | მითხრა: "დღე ეგე სირცხვილად | მედების გულსა ალობა: |
Verse: b | გგონია ჩემგან წინაშე | მაგისთვის მომავალობა, |
Verse: c | მაგრა აწ მიდებს იმედსა | შენგან ცდის არღა* მალობა. |
Verse: d და | ამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი, | მაკლია ღმრთისა წყალობა". |
Strophe: S375/K375 | ||
Verse: a | ადგა, მითხრა: "თქვენსა მკრძალსა | ჩემგან ცნობა უბნევია; |
Verse: b | ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა | ბრძანებასა უთქმევია; |
Verse: c | ეზომ დიდსა შემართებად | გულსა მისსა უთნევია, |
Verse: d და | ამან წიგნმან გაგაგონოს, | ჩემთვის რაცა უქმნევია*". |
Strophe: S376/K376 | ||
Verse: a | წიგნი ვნახე, მისი იყო, | ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა; |
Verse: b | მოეწერა მზისა შუქთა: | "ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; |
Verse: c | მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, | მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. |
Verse: d და | აწ ასმათი მოგახსენებს | ყველაკასა ჩემგან თქმულსა. |
Strophe: S377/K377 | ||
Verse: a | ბედითი ბნედა, სიკვდილი | რა მიჯნურობა გგონია? |
Verse: b | სჯობს, საყვარელსა უჩვენნე | საქმენი საგმირონია! |
Verse: c | ხატაეთს მყოფნი ყოველნი | ჩვენნი სახარაჯონია, |
Verse: d და | აწ მათნი ჯავრნი ჩვენ ზედა | ჩვენგან არ დასათმონია! |
Strophe: S378/K378 | ||
Verse: a | შენგან ჩემისა ქმრობისა | წინასაც* ვიყავ მნდომია, |
Verse: b | მაგრა აქამდის საუბრად | კვლა ჟამი არ მომხდომია, |
Verse: c | ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი | კუბოსა შიგან მჯდომია, |
Verse: d და | მანდა ყველაი მასმია, | რაცა შენ გარდაგხდომია. |
Strophe: S379/K379 | ||
Verse: a | მართლად გითხრობ, მომისმინე | ესე, რაცა მოგახსენე: |
Verse: b | წა, შეები ხატაელთა, | თავი კარგად გამაჩვენე; |
Verse: c | გიჯობს, ცუდად ნუღარა სტით, | ვარდი კვლამცა რად დასტენე? |
Verse: d და | მზემან მეტი რაღა გიყოს, | აჰა, ბნელი გაგითენე!" |
Strophe: S380/K380 | ||
Verse: a | ასმათი მეუბნებოდა | უშიშრად*, არ მეკრძალვოდა; |
Verse: b | ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, | ლხინი რად* დამეთვალვოდა! |
Verse: c | გული მი და მო მიარდა, | კრთებოდა და მემალვოდა; |
Verse: d და | მით პირი ჩემი გაბროლდა | და ღაწვი გამელალვოდა*". |
Strophe: S381/K381 | ||
Verse: a | თვალთა დავიდევ უსტარი | მე მისგან მონაწერია. |
Verse: b | პასუხად ვსწერდი: "მთვარეო, | შენმცა მზე ვით მოგერია? |
Verse: c | მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, | რაც არა* შენი ფერია! |
Verse: d და | სიზმრად მგონია, დარჩომა | ჩემი ვერ დამიჯერია". |
Strophe: S382/K382 | ||
Verse: a | ასმათს ვუთხარ: "მე პასუხსა | ამის მეტსა ვერ მივჰხვდები; |
Verse: b | ესე ჰკადრე: "რათგან, მზეო, | ჩემთვის ნათლად* აღმოჰხდები, |
Verse: c | აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, | ამას იქით აღარ ვბნდები, |
Verse: d და | რასაცაღა სამსახურსა, | ვტყუვი, თუღა ვერიდები". |
Strophe: S383/K383 | ||
Verse: a | ასმათ მითხრა: "მე მიბრძანა, | ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს: |
Verse: b | ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა | საუბნარსა ვერა სცნობდეს, |
Verse: c | ჩემად ნახვად მოვიდოდეს, | შენ ვითამცა გაშიკობდეს"; |
Verse: d და | და-ცა-მვედრა: " ამირბარსა | უთხარ, ასრე ნამუსობდეს". |
Strophe: S384/K384 | ||
Verse: a | მეკეთა ესე თათბირი, | სიბრძნე გულისა მისისა, |
Verse: b | მისი, მზესაცა რიდება | ჰქონდის ნახვისა ვისისა; |
Verse: c | მისგან მომეცა მოსმენა | არ საუბრისა მქისისა, |
Verse: d და | ვისთა შუქთაგან უკუნსა | ჰგვანდის სინათლე დღისისა. |
Strophe: S385/K385 | ||
Verse: a | ასმათს მივართვი რჩეული | თვალი ოქროსა ჯამითა; |
Verse: b | მან მითხრა: "არა, არ მინდა, | ვარ გამაძღარი ამითა". |
Verse: c | ერთი აიღო ბეჭედი, | მართ აწონილი დრამითა: |
Verse: d და | "ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ | სხვად ხელის შესაბამითა". |
Strophe: S386/K386 | ||
Verse: a | ქალი ადგა, წამოვიდა; | მე ლახვართა გულსა მრიდეს, |
Verse: b | ლხინმან ბნელი განმინათლა, | დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; |
Verse: c | შევე, დავჯე ნადიმადვე, | ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. |
Verse: d და | მხიარულმან საბოძვარი | გავეც, ზამი გაადიდეს. |
Strophe: S387/K387 | ||
Verse: a | გავგზავნე კაცი ხატაეთს | და წიგნი ჩემ-მაგიერი; |
Verse: b | მივსწერე: "მეფე ინდოთა | არისმცა ღმრთულებრ ძლიერი! |
Verse: c | მათი ერთგული გაძღებიხ | ყოველი სული მშიერი, |
Verse: d და | ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების | თავისა არ-მადრიერი*. |
Strophe: S388/K388 | ||
Verse: a | ჩვენნო ძმანო და პატრონნო, | თქვენგან არ გავიმწარებით; |
Verse: b | ესე რა ჰნახოთ ბრძანება, | აქამცა მოიარებით; |
Verse: c | თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, | ზედა არ მოგეპარებით. |
Verse: d და | სჯობს, რომე გვნახნეთ, | თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით". |
Strophe: S389/K389 | ||
Verse: a | კაცნი გავგზავნენ, მე გულსა | მომეცა უფრო* ლხინები, |
Verse: b | დარბაზს ვიშვებდი, დამევსო | ცეცხლი წვად მოუთმინები; |
Verse: c | მაშინ სოფელმან საწუთრომ | იუხვის, რაცა ვინები, |
Verse: d და | აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ | მხეცთაცა მოვეწყინები. |
Strophe: S390/K390 | ||
Verse: a | პირველ გაჭრისა პირება, | მერმე დაწყნარდეს ცნობანი; |
Verse: b | ჩემთა სწორთაგან იყვნიან | ჩემს წინა ნადიმობანი, |
Verse: c | მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან | სურვილთა დიადობანი; |
Verse: d და | ზოგჯერ შემცვიან სევდათა, | ვთქვნი საწუთროსა გმობანი". |
Strophe: S391/K391 | ||
Verse: a | დღესა ერთსა საწოლს მოვე | მეფისა სრით წამოსრული, |
Verse: b | ვჯე და მასვე ვიგონებდი, | არ მიეცა თვალთა რული; |
Verse: c | წიგნი მქონდა საიმედო, | ამად ვიყავ მხიარული; |
Verse: d და | კარსა მცველმან მონა უხმო, | უთხრა საქმე დაფარული. |
Strophe: S392/K392 | ||
Verse: a | "მონააო ასმათისი", | საწოლს ვუთხარ შემოყვანა. |
Verse: b | მოეწერა: "გიბრძანებსო", | ვისი მესვა გულსა დანა. |
Verse: c | ლხინმან ბნელი გამინათლა, | ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა, |
Verse: d და | წავე, მონა წავიტანე, | რამცა ვუთხარ ამისთანა! |
Strophe: S393/K393 | ||
Verse: a | ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა | კაცი ჩემი მოუბნარი; |
Verse: b | ქალი წინა მომეგება | მხიარული, მოცინარი, |
Verse: c | მითხრა: "ვაშად ამოგიღე, | არ გასვია გულსა ნარი, |
Verse: d და | მოდი, ნახე ვარდი შენი | უფრჭვნელი და დაუმჭნარი". |
Strophe: S394/K394 | ||
Verse: a | ამიგდო ქალმან ფარდაგი | მძიმე თავისა ძალითა, |
Verse: b | სადა დგა კუბო შემკული | ბადახშითა და ლალითა; |
Verse: c | შიგან ჯდა იგი პირითა | მზისაებრ ელვა-მკრთალითა, |
Verse: d და | მე შემომხედნის ლამაზად | მის მელნის ტბისა თვალითა. |
Strophe: S395/K395 | ||
Verse: a | დიდხან ვდეგ და არა მითხრა | სიტყვა მისსა მონასურსა, |
Verse: b | ოდენ ტკბილად შემომხედნის | ვითამცა რა შინაურსა; |
Verse: c | ასმათ უხმო, მოიუბნეს; | ქალი მოდგა, მითხრა ყურსა: |
Verse: d და | "აწ წადიო, ვერას გითხრობს", | მე კვლა მიმცა ალმან მურსა. |
Strophe: S396/K396 | ||
Verse: a | ასმათ გამომყვა, წამოვე, | ფარდაგი გამოვიარე, |
Verse: b | ვთქვი: "საწუთროო, ვის წეღან | გული დარმანთა მიარე, |
Verse: c | მაშინ მოგეცა იმედი, | ლხინი რად გამიზიარე?" |
Verse: d და | გულმან გაყრისა სიძნელე | კვლა უფრო დამიტია-რე!" |
Strophe: S397/K397 | ||
Verse: a | ასმათ ლხინსა მიქადებდა, | ჩავიარეთ შიგან ბაღი; |
Verse: b | მითხრა: "ეგრე წასლვისათვის | ნუ გაჩნია გულსა დაღი, |
Verse: c | სიმძიმილთა ერდო დაჰხაშ, | სიხარულის კარი აღი; |
Verse: d და | სირცხვილი აქვს საუბრისა, | მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი". |
Strophe: S398/K398 | ||
Verse: a | მე ვუთხარ: "დაო, შენგან ვეჭვ | ამა გულისა წამალსა; |
Verse: b | ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, | ამბვითა შრეტდი ამ ალსა, |
Verse: c | ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედ | შენ ზედას-ზედა მავალსა; |
Verse: d და | თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ | მე შენგან, არ, დანამალსა". |
Strophe: S399/K399 | ||
Verse: a | შევჯე, წამოვე, მდიოდა | ნაკადი ცრემლთა მილისა; |
Verse: b | საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა | ღონე არ მქონდა ძილისა, |
Verse: c | ბროლი და ლალი შევიქმენ | მე ულურჯესი ლილისა; |
Verse: d და | ღამე მერჩია, მეწადა | არ-გათენება დილისა. |
Strophe: S400/K400 | ||
Verse: a | ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, | - მათგან მოსლვისა დრონია, - |
Verse: b | სიტყვანი შემოეთვალნეს | ლაღნი და უკადრონია: |
Verse: c | "არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, | არც ციხე-უმაგრონია, |
Verse: d და | ვინ არის თქვენი ხელმწიფე? | ჩვენ ზედა რა პატრონია?" |
Strophe: S401/K401 | ||
Verse: a | მოეწერა: "რამაზ მეფე | წიგნსა გიწერ ტარიერსა. |
Verse: b | გამიკვირდა, რა ეწერა | წიგნსა შენგან მონაწერსა! |
Verse: c | რაგვარა თუ მანდა გეხმე, | ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა? |
Verse: d და | ამის მეტსა ნუმცა ვნახავ | კვლაღა წიგნსა შენ მიერსა". |
Strophe: S402/K402 | ||
Verse: a | ვუბრძანე წვევა ლაშქართა, | გავგზავნე მარზაპანია. |
Verse: b | იგი ვარსკვლავთა ურიცხვი | მოკრბეს ინდოთა სპანია, |
Verse: c | შორით და ახლოთ ყველაი | მართ ჩემკე მონასხრპანია, |
Verse: d და | ერთობ ლაშქრითა აივსო | მინდორი, კლდე, კაპანია. |
Strophe: S403/K403 | ||
Verse: a | ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა | მათ შინა ხან-დაზმულობა; |
Verse: b | აღლუმი ვნახე, მეკეთა | ლაშქართა მოკაზმულობა, |
Verse: c | სიჩაუქე და სიკეთე, | კეკლუცად დარაზმულობა, |
Verse: d და | ტაიჭთა მათთა სიმალე, | აბჯართა ხვარაზმულობა. |
Strophe: S404/K404 | ||
Verse: a | ავმართე დროშა მეფისა, | ალმითა წითელ-შავითა, |
Verse: b | დილასა ვბრძანე გამართვა | ლაშქრითა უთვალავითა, |
Verse: c | თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი | ბედითა მეტად ავითა: |
Verse: d და | "მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, | ვიარო ვითა და ვითა!" |
Strophe: S405/K405 | ||
Verse: a | შინა მოვე, დაღრეჯილსა | გულსა სევდა მიიეფდა, |
Verse: b | თვალთათ, ვითა საგუბარი, | ცხელი ცრემლი* გარდმომჩქეფდა. |
Verse: c | "ბედი ჩემი უბედური, - | ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ გამეფდა! |
Verse: d და | ხელმან ვარდი რად იხელთა, | რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?" |
Strophe: S406/K406 | ||
Verse: a | მონა შემოდგა, მივეცი | საქმესა გაკვირვებულსა; |
Verse: b | ასმათის წიგნი მომართვა | მე მეტად შეჭირვებულსა, |
Verse: c | ეწერა: "გიხმობს შენი მზე | შენ, მისთვის მოსურვებულსა, |
Verse: d და | მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, | საქმესა ბედით ვებულსა". |
Strophe: S407/K407 | ||
Verse: a | ვითა მმართებდა, ეგზომი | რამცა ვით გავიხარეო! |
Verse: b | შეღამდა, წავე, ბაღისა | მე კარი შევიარეო; |
Verse: c | სად ასმათ პირველ მენახა, | მუნვე ჩნდა მდგომიარეო, |
Verse: d და | სიცილით მითხრა: "წამოვლე, | მოგელის ლომსა მთვარეო". |
Strophe: S408/K408 | ||
Verse: a | შემავლო სახლი, ნაგები | კეკლუცად ბანის-ბანითა; |
Verse: b | გამოჩნდა მთვარე ნათლითა | გარე შუქ-მონავანითა, |
Verse: c | ფარდაგსა შიგან* მჯდომარე | შესამოსლითა მწვანითა, |
Verse: d და | საკრძალავი* და ღარიბი, | უცხო პირით* და ტანითა. |
Strophe: S409/K409 | ||
Verse: a | შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, | მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, |
Verse: b | გულსა ბნელი განმინათლა*, | ზედა ლხინი ადგა სვეტად. |
Verse: c | მას ბალიში შემოეგდო, | მზისა შუქსა სჯობდა მეტად, |
Verse: d და | ჩემგან პირსა იფარვიდა, | აიხედნის წამსა ჭვრეტად. |
Strophe: S410 | ||
Verse: a | უბრძანა, თუ: "მოახსენე, | ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!" |
Verse: b | მან ბალიში დამართებით | დადვა მას მზედ საქებარსა. |
Verse: c | დავჯე, მივეც* გულსა ლხინი*, | საწუთროსა დამგმობარსა; |
Verse: d და | მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, | ვიტყვი მისგან ნაუბარსა! |
Strophe: S411/K411 | ||
Verse: a | მიბრძანა: "ძოღან გეწყინა | გაშვება უუბარისა, |
Verse: b | მზემან გაყრითა დაგაჭნე, | ვითა ყვავილი ბარისა: |
Verse: c | დაგსჯიდა დენა ცრემლისა, | ნარგისთათ* ნაგუბარისა, |
Verse: d და | მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი | და რიდი ამირბარისა. |
Strophe: S412/K412 | ||
Verse: a | თუცა ჰმართებს დედაკაცსა | მამაცისა დიდი კრძალვა, |
Verse: b | მაგრა მეტი* უარეა | არა-თქმა და ჭირთა მალვა: |
Verse: c | მე თუ ზე-პირ მიცინია, | ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა; |
Verse: d და | ძოღან ქალი გამოვგზავნე, | ვქმენ მართლისა შემოთვალვა. |
Strophe: S413/K413 | ||
Verse: a | ერთმანერთისა, მას აქათ, | რაცა ორთავე ვიცითა, |
Verse: b | აწცა მიცოდი საშენოდ | მითვე პირითა მტკიცითა; |
Verse: c | ამას შესჯერდი დიდითა | ზენარითა* და ფიცითა. |
Verse: d და | გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, | ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა! |
Strophe: S414/K414 | ||
Verse: a | წა, შეები ხატაელთა, | ილაშქრე და ინაპირე; |
Verse: b | ღმერთმან ქმნას და გაგემარჯვოს, | მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე! |
Verse: c | მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა | მომხვდებოდეს შენი ვირე? |
Verse: d და | გული მომეც გაუყრელად, | ჩემი შენთვის დაიჭირე!" |
Strophe: S415/K415 | ||
Verse: a | მოვახსენე: "არ მეწყალვის | თავი შენთვის დასაწველად, |
Verse: b | მაგრა რათგან დამარჩინე, | არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად, |
Verse: c | შენ სინათლედ თვალთა* ჩემთა* | მიჩნდე მზეებრ სანახველად, |
Verse: d და | აწ შევება ხატაელთა, | მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად. |
Strophe: S416/K416 | ||
Verse: a | აწ რასაცა მე მაღირსებ, | ხორციელი არვინ ღირს-ა; |
Verse: b | მოწყალება იჩქითია, | ღმრთისა ამად არა მკვირსა*; |
Verse: c | შენთა შუქთა შემომადგამ, | გულსა ბნელსა ზედა ჭვირსა, |
Verse: d და | შენი ვიყო, სადამდისცა | დამიყოფდეს მიწა პირსა". |
Strophe: S417/K417 | ||
Verse: a | ზედა წიგნსა საფიცარსა | შევჰფიცე და შემომფიცა, |
Verse: b | მისგან ჩემი სიყვარული | ამით უფრო დაამტკიცა: |
Verse: c | "უშენოსა მოწონება | ვისიცაო* გულსა მიცა, |
Verse: d და | ღმერთი მომკლავს! ამას იქით | თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთი-ცა". |
Strophe: S418/K418 | ||
Verse: a | დავყავ ხანი მას წინაშე, | სიტყვანიცა ტკბილნი* ვთქვენით*, |
Verse: b | ვჭამეთ ამო ხილი რამე, | ერთმანერთსა ვეუბენით*, |
Verse: c | მერმე ავდეგ წამოსავლად | ტირილით და ცრემლთა დენით. |
Verse: d და | მისთა შუქთა შვენებანი | ნათლად მადგეს გულსა ფენით. |
Strophe: S419/K419 | ||
Verse: a | მეძნელებოდა სიშორე | მისი, ბროლ-ბადახშ-მინისა. |
Verse: b | მე გამიახლდა სოფელი, | მქონდა სიმრავლე ლხინისა; |
Verse: c | ჩემად ჩნდა იგი სინათლე | ეთერით მზედ ნაჩინისა, |
Verse: d და | აწ მიკვირს, მისი გამყრელი | გული მიც კლდისა ტინისა!" |
Strophe: S420/K420 | ||
Verse: a | დილასა შევჯე, ვუბრძანე: | "ჰკარით ბუკსა და ნობასა!" |
Verse: b | სრულთა სპათასა ვერ გითხრობ | არ შესხდომისა* მზობასა. |
Verse: c | ლომმან მივჰმართე ხატაეთს, | ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა, |
Verse: d და | უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, | არ გაივლიდეს გზობასა. |
Strophe: S421/K421 | ||
Verse: a | დავაგდე ზღვარი ინდოთა, | მევლო პაშტაი ხანია; |
Verse: b | რამაზის კაცი მემთხვია, | ხატაეთს ზედა ხანია, |
Verse: c | მან მითსრა მოციქულობა | გულისა მოსაფხანია: |
Verse: d და | "ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ | თქვენნი, ინდოთა, თხანია". |
Strophe: S422/K422 | ||
Verse: a | მე შემომძღვნეს რამაზისგან | ძღვნად საჭურჭლე საშინელი, |
Verse: b | მითხრეს* : "გკადრებს: "ნუ ამოგვწყვედ, | არის შენგან არ-საქმნელი, |
Verse: c | ზენაარი გამოგვიღე, | მით გვაბია ყელსა წნელი, |
Verse: d და | მოურბევლად მოგახსენნეთ | თავნი, შვილნი, საქონელი. |
Strophe: S423/K423 | ||
Verse: a | რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, | თვით ჩვენვე შეგვინანია; |
Verse: b | თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ, | აქა ნუ მოვლენ სპანია; |
Verse: c | ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, | რიხხვით არ დაგვტყდენ ცანია; |
Verse: d და | შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, | მოგყვნენ ცოტანი ყმანია". |
Strophe: S424/K424 | ||
Verse: a | გვერდსა დავისხენ ვაზირნი, | ვიუბნეთ*, გავიზრახენით; |
Verse: b | მითხრეს, თუ: "ხარო ყმაწვილი, | ბრძენნი* მით გკადრებთ, გლახ, ენით: |
Verse: c | არიან ერთობ მუხთალნი, | - ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, - |
Verse: d და | არამცა მოგკლეს ღალატად, | არამცა ვივაგლახენით!" |
Strophe: S425/K425 | ||
Verse: a | ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე | კარგითა მართ მამაცითა, |
Verse: b | ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, | სცნობდენ ამბავსა კაცითა; |
Verse: c | გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, | აფიცე ღმრთითა და ცითა, |
Verse: d და | არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი | რისხვითა კვლა და კვლაცითა". |
Strophe: S426/K426 | ||
Verse: a | მეკეთა ესე თათბირი, | ვაზირთა ნავაზირები; |
Verse: b | შევსთვალე: " რამაზ მეფეო, | ვცან შენი დანაპირები; |
Verse: c | სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, | დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები; |
Verse: d და | ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა | წამოვალ, შენ კერძ ვირები". |
Strophe: S427/K427 | ||
Verse: a | მათ ლაშქართაგან სამასნი | კარგნი მოყმენი, ქველანი, |
Verse: b | თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, | დავყარენ სპანი ყველანი, |
Verse: c | დავჰვედრე: "სადა მე მევლოს, | ვლენით იგივე ველანი, |
Verse: d და | ახლოს მომდევდით, მიშველეთ, | გიხმობ, თუ მინდეს* შველანი". |
Strophe: S428/K428 | ||
Verse: a | სამ დღე ვიარე, მემთხვია | სხვა კაცი მისვე ხანისა. |
Verse: b | კვლა ეძღვნა უცხო მრავალი | შესამოსელი ტანისა, |
Verse: c | ებრძანა: "მწადსო სიახლე | შენ ლაღისა და ჯანისა, |
Verse: d და | რა შეგეყარო, მაშინ სცნა | შენ ძღვნობა ამისთანისა". |
Strophe: S429/K429 | ||
Verse: a | კვლაცა ეთქვა: "მართალია | ეზომ ჩემი მონახსენი, |
Verse: b | მე თვით წინა მოგეგებვი, | მესწრაფების ნახვა შენი". |
Verse: c | მოვახსენე: "დია, ღმერთო, | ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი, |
Verse: d და | ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, | ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი". |
Strophe: S430/K430 | ||
Verse: a | მუნით წასრული ჩამოვხე | ტევრისა რასმე კიდესა; |
Verse: b | კვლა მოციქულნი მოვიდეს, | სალამად არ დამრიდესა; |
Verse: c | წინა ტურფათა ტაიჭთა | ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა: |
Verse: d და | "შენსა ნახვასა მეფენი, | - თქვეს, - მართლად ინატრიდესა". |
Strophe: S431/K431 | ||
Verse: a | მითხრეს: "მეფე მოგახსენებს, | მეცა შენ კერძ ვიარები, |
Verse: b | სახლით ჩემით წამოსრული | ხვალე ადრე შეგეყრები". |
Verse: c | მოციქულნი დავაყენენ, | ხარგა დავდგი, არ მაზრები, |
Verse: d და | მეტად ამოდ ვუალერსე, | ერთგან დაწვეს ვით მაყრები. |
Strophe: S432/K432 | ||
Verse: a | კარგი საქმე კაცსა ზედა | აზომ თურე არ წახდების: |
Verse: b | ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა, | მოდგა, მალვით მეუბნების: |
Verse: c | "დიდი მაცო თქვენი ვალი, | ჩემგან ძნელად გარდიხდების, |
Verse: d და | გაწირვა და დავიწყება | ჩემგან შენი არ იქმნების. |
Strophe: S433/K433 | ||
Verse: a | მე მამისა თქვენისაგან | ვარ ცოტაი განაზარდი. |
Verse: b | თქვენი მესმა საღალატო, | საცნობელად გამოვვარდი; |
Verse: c | მკვდარი მიმძიმ სანახავად | ტანი მჭევრი, პირი ვარდი, |
Verse: d და | ყველასავე მოგახსენებ, | გამიგონე, დამიწყნარდი. |
Strophe: S434/K434 | ||
Verse: a | რომე ცუდად არ მოჰღორდე, | ისი კაცნი გღალატობენ, |
Verse: b | ერთგან შენთვის დამალულნი | სპანი ასჯერ ათასობენ; |
Verse: c | კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, | ასრე ფიცხლად* მით გიხმობენ, |
Verse: d და | აწვე თავსა არ ეწევი, | ფათერაკსა შეგასწრობენ. |
Strophe: S435/K435 | ||
Verse: a | მეფე ცოტათ მოგეგებვის, | ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან; |
Verse: b | მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, | მიენდო, მით გეთნევიან; |
Verse: c | კვამლსა შეიქმენ, ლაშქარნი | ყოველგნით მოგეხვევიან. |
Verse: d და | რა ერთსა გცემდენ ათასნი, | ეგრეცა მოგერევიან". |
Strophe: S436/K436 | ||
Verse: a | მას კაცსა ამოდ ვეუბენ | და მადლსა გარდვიხდიდია: |
Verse: b | "რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, | შენ ამას ინატრიდია; |
Verse: c | აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, | წადი, მათ თანა ვლიდია, |
Verse: d და | თუ დაგივიწყო, უთუოდ | მემცა ვარ განაკიდია!" |
Strophe: S437/K437 | ||
Verse: a | არვის გავანდევ სულ-დგმულსა, | დავმალე ვითა ჭორია. |
Verse: b | რაცა იქმნების, იქმნების, | ყოვლი თათბირი სწორია! |
Verse: c | მაგრა სპათაკენ გავგზავნე | კაცი*, გზა თუცა შორია, |
Verse: d და | შევსთვალე: "ფიცხლად წამოდით, | მოგრაგნეთ მთა და გორია". |
Strophe: S438/K438 | ||
Verse: a | მე დილასა მოციქულთა | სიტყვა ტკბილი შევუთვალე: |
Verse: b | "რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი, | მოდი, მოვალ მეცა მალე". |
Verse: c | ნახევარ დღე სხვა ვიარე, | ჭირსა თავი არ ვაკრძალე. |
Verse: d და | განგებაა, დღესცა მომკლავს, | ქვემცა სადა დავიმალე?! |
Strophe: S439/K439 | ||
Verse: a | ქედსა რასმე გარდავადეგ, | მინდორს მტვერი დავინახე; |
Verse: b | ვთქვი, თუ: "მოვა რამაზ მეფე; | ჩემთვის უდგამს თუცა მახე, |
Verse: c | ჩემი* გაჰკვეთს ხორცსა მათსა | ხრმალი ბასრი, შუბი ვახე". |
Verse: d და | მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, | სახე დიდი დავუსახე. |
Strophe: S440/K440 | ||
Verse: a | ვთქვი, თუ: "ძმანო, ისი კაცნი | ჩვენ ღალატსა გვიდგებიან, |
Verse: b | მკლავთა თქვენთა სიმაგრენი | ამისთვისმცა რად დალბიან? |
Verse: c | ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, | სულნი მათნი ზეცას რბიან. |
Verse: d და | აწ შევებნეთ ხატაელთა, | ხრმალნი ცუდად რას გვაბიან?" |
Strophe: S441/K441 | ||
Verse: a | ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა | ლაღმან სიტყვითა ხაფითა; |
Verse: b | დავეკაზმენით საომრად | ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა; |
Verse: c | რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, | წავე დიდითა სწრაფითა, |
Verse: d და | მას დღესა ჩემი მებრძოლი | ჩემმანვე ხრმალმან დაფითა. |
Strophe: S442/K442 | ||
Verse: a | მივეახლენით, შეგვატყვეს | მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა; |
Verse: b | კაცი მოვიდა, მომართვა | მეფისა მოციქულობა; |
Verse: c | ეთქვა, თუ: "ჟამად გვაჩნია | ჩვენ თქვენი არ-ორგულობა, |
Verse: d და | აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია | აწ ამად გულ-ნაკლულობა". |
Strophe: S443/K443 | ||
Verse: a | შევსთვალე, თუ: "მეცა ვიცი, | რაცა ჩემთვის გაგიგია; |
Verse: b | თქვენ რასაცა სთათბირობდით, | არ იქმნების, არ, იგია! |
Verse: c | ბრძანეთ, მოდით, შემებენით, | ვითა წესი და რიგია, |
Verse: d და | მეცა თქვენად დასახოცლად | ხელი ხრმალსა დამიგია". |
Strophe: S444/K444 | ||
Verse: a | რა მივიდა მოციქული, | კვლამცა რადღა გამოგზავნეს! |
Verse: b | კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, | დამალული გაამჟღავნეს; |
Verse: c | სამალავით გამოვიდეს, | თავნი ორგნით აქარავნეს, |
Verse: d და | შექმნეს რაზმი მრავალკეცი, | თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს. |
Strophe: S445/K445 | ||
Verse: a | შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ | მუზარადის დასარქმელად; |
Verse: b | საომარად ატეხილი | ვიყავ მათად გამტეხელად; |
Verse: c | ერთსა წავსწყდი უტევანსა, | წავგრძელდი და წავე გრძელად. |
Verse: d და | მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, | წყნარად დგეს და აუშლელად. |
Strophe: S446/K446 | ||
Verse: a | ახლოს მივე, შემომხედნეს, | "შმაგიაო", ესე თქვესა. |
Verse: b | მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, | სად უფროსი ჯარი დგესა; |
Verse: c | კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, | მართ ორნივე მიჰხდეს მზესა, |
Verse: d და | შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, | ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა! |
Strophe: S447/K447 | ||
Verse: a | შიგან ასრე გავერივე, | გნოლის* ჯოგსა* ვითა ქორი, |
Verse: b | კაცი კაცსა შემოვსტყორცე*, | ცხენ-კაცისა დავდგი გორი; |
Verse: c | კაცი, ჩემგან განატყორცი*, | ბრუნავს ვითა ტანაჯორი, |
Verse: d და | ერთობ სრულად ამოვწყვიდე | წინა კერძი რაზმი ორი. |
Strophe: S448/K448 | ||
Verse: a | ერთობილნი მომეხვივნეს, | მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი; |
Verse: b | ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგნის, | სისხლსა მჩქეფრსა აღმოვჰღვრიდი; |
Verse: c | ცხენსა კაცი გაკვეთილი | მანდიკურად გარდავჰკიდი. |
Verse: d და | სითცა ვიყვი, გამექციან, | მათ შექმნიან* ჩემი რიდი. |
Strophe: S449/K449 | ||
Verse: a | საღამო-ჟამ დაიზახნა | ქედით მათმან დარაჯამან: |
Verse: b | "ნუღარა სდგათ, წაედითო, | კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან: |
Verse: c | მოვა მტვერი საშინელი, | შეგვაშინა* ამად ამან, |
Verse: d და | ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს | უთვალავმან, ბევრმან სპამან". |
Strophe: S450/K450 | ||
Verse: a | ჩემნი ლაშქარნი, რომელნი | წამომეტანნეს მე არა, |
Verse: b | რა ეცნა, წამოსრულიყვნეს, | ღამე-წამორთვით ეარა; |
Verse: c | ვერ დაიტევდა მინდორი | და არე მთათა ეარა, |
Verse: d და | გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, | ბუკმან ხმა გააზეარა. |
Strophe: S451/K451 | ||
Verse: a | იგი ნახეს, გასაქცევლად | გაემართნეს, შევჰკივლენით; |
Verse: b | ველნი, ჩვენგან ნაომარნი, | ომითავე გარდავვლენით. |
Verse: c | რამაზ მეფე ჩამოვაგდე, | ერთმანერთსა გავეხრმლენით, |
Verse: d და | მისნი სპანი ყველაკანი | დავიპყრენით, არ მოვკლენით. |
Strophe: S452/K452 | ||
Verse: a | უკანანიცა ლაშქარნი | მოესწრნეს მათ გაქცეულთა, |
Verse: b | დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა | შეშინებულთა, ძლეულთა; |
Verse: c | ძილისა მიჰხვდა ნაცვალი | ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა, |
Verse: d და | ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა | კვნესა, მართ ვითა სნეულთა. |
Strophe: S453/K453 | ||
Verse: a | მას ადგილსა ნაომარსა | გარდავხედით მოსვენებად. |
Verse: b | ხელსა ხრმლითა დავეკოდე, | წყლულად მაჩნდა, არ-ნაღებად; |
Verse: c | ჩემნი სპანი მოვიდიან | საჭვრეტლად და ჩემად ქებად, |
Verse: d და | ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარნი | ქებასაცა მოხსენებად. |
Strophe: S454/K454 | ||
Verse: a | ერთსა კაცსა ეყოფოდეს, | დიდებანი რომე მჭირდეს; |
Verse: b | ზოგთა შორით დამლოციან, | ზოგნი კოცნად გამიპირდეს; |
Verse: c | რომელთაცა გავეზარდე, | დიდებულნი ამიტირდეს, |
Verse: d და | ჩემგან ხრმლითა განაკვეთი* | ნახეს*, მეტად გაუკვირდეს. |
Strophe: S455/K455 | ||
Verse: a | გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი, | ალაფი ავაღებინე, |
Verse: b | ერთობ სავსენი მოვიდეს, | თავიცა ვალაღებინე*, |
Verse: c | სისხლთა მებრძოლთა ჩემთასა | მინდორი შევაღებინე, |
Verse: d და | არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა | უომრად გავაღებინე. |
Strophe: S456/K456 | ||
Verse: a | რამაზს ვარქვი: "შემიგნია | საქმე შენი სამუხთალე, |
Verse: b | აწ ეგრეცა შეპყრობილმან | თავი გამოიმართალე, |
Verse: c | სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, | ყველა ხელთა მომათვალე, |
Verse: d და | თვარა შენი შეცოდება | მემცა ზედა რად წავსთვალე?" |
Strophe: S457/K457 | ||
Verse: a | რამაზ მითხრა: "აღარაა* | ამის მეტი ჩემი ღონე, |
Verse: b | ერთი ჩემი დიდებული | მომეც, ზედა მაპატრონე, |
Verse: c | ციხოვანთა გავუგზავნო, | საუბარი გამიგონე, |
Verse: d და | ხელთა მოგცემ ყველაკასა, | განაღამცა შენ გაქონე!" |
Strophe: S458/K458 | ||
Verse: a | მივეც ერთი დიდებული, | თანა სპანი წავატანენ, |
Verse: b | ციხოვანნი ერთობილნი | ჩემს წინაშე მოვიყვანენ, |
Verse: c | ხელთა მომცეს* სიმაგრენი, | ომნი ასრე შევანანენ, |
Verse: d და | საჭურჭლენი სიმრავლითა | რასმცა ვითა დავაგვანენ! |
Strophe: S459/K459 | ||
Verse: a | მაშინღა შევე ხატაეთს | მოვლად და მოსათვალავად; |
Verse: b | კლიტენი საჭურჭლეთანი | მომართვნეს დაუმალავად; |
Verse: c | ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: | "იყვენით თქვენ უკრძალავად, |
Verse: d და | მზემან არ დაგწვენ, იცოდით, | დაგყარენ გაუგვალავად". |
Strophe: S460/K460 | ||
Verse: a | საჭურჭლენი გარდავნახენ | თავის-თავის, კიდის-კიდე. |
Verse: b | უცხო ფერთა საჭურჭლეთა, | დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე; |
Verse: c | ერთგან ვნახე* საკვირველი | ყაბაჩა და ერთი რიდე, |
Verse: d და | თუ-მცა ჰნახე*, სახელისა | ცოდნასაცა ინატრიდე! |
Strophe: S461/K461 | ||
Verse: a | ვერა შევიგენ, რა იყო, | ანუ ნაქმარი რაულად! |
Verse: b | ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, | ღმრთისაგან თქვის სასწაულად; |
Verse: c | არცა ლარულად ჰგდებოდა | მას ქსელი, არც ორხაულად; |
Verse: d და | სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა, | ვთქვი ცეცხლთა შენართაულად. |
Strophe: S462/K462 | ||
Verse: a | იგი საძღვნოდ მისად დავსხენ, | ვისი შუქი მანათობდა; |
Verse: b | მეფისათვის დავარჩიე, | საარმაღნოდ რაცა სჯობდა: |
Verse: c | ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, | ყველაკაი წვივ-მაგრობდა, - |
Verse: d და | ატვირთული გავუგზავნე, | ამბავსაცა* კარგსა სცნობდა. |
Strophe: S463/K463 | ||
Verse: a | წიგნი დავწერე: "მეფეო, | სვემცაა თქვენი სვიანად! |
Verse: b | მე ხატაელთა მიმუხთლეს, | - თუცა მათ ეცა ზიანად, - |
Verse: c | ჩემი ამბავი დასტური | ამად გაცნობე გვიანად; |
Verse: d და | მეფე შევიპყარ, მოგივალ | მე ალაფიან-ტყვიანად". |
Strophe: S464/K464 | ||
Verse: a | რა ყველაი დავიურვე, | ხატაეთით გავემგზავრე, |
Verse: b | წამოვიხვენ საჭურჭლენი, | სახელმწიფო დავიავრე, |
Verse: c | ვერ მოვეყავ აქლემითა, | აზავრები ვააზავრე, |
Verse: d და | მოვირჭვენ და მოვივლინე, | რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე. |
Strophe: S465/K465 | ||
Verse: a | ხატაეთისა ხელმწიფე | მომყვანდა შეპყრობილია. |
Verse: b | ინდოეთს მივე, მეგება | ჩემი გამზრდელი ტკბილია; |
Verse: c | რა ქება მითხრა, არ ითქმის, | ჩემგან სათქმელად წბილია! |
Verse: d და | ხელი გამიხსნა, შემომკრა | მან სახვეველი ლბილია. |
Strophe: S466/K466 | ||
Verse: a | ედგნეს ტურფანი კარავნი | მოედანს ჩამოდგომილსა, |
Verse: b | საუბრისა და ჭვრეტისა | ჩემისა მას მონდომილსა. |
Verse: c | მას დღესა ედვა ნადიმი | მას შიგან გარდახდომილსა; |
Verse: d და | მიალერსებდა, მაჭმევდა | წინაშე ახლოს ჯდომილსა. |
Strophe: S467/K467 | ||
Verse: a | მას ღამით ვსხედით ნადიმად, | მუნ ამოდ გავიხარენით, |
Verse: b | დილასა ქალაქს შევედით, | მოედნით ავიყარენით; |
Verse: c | მეფემან ბრძანა: "ლაშქარნი | უხმენით, შემომყარენით, |
Verse: d და | დღეს ხატაელი მიჩვენეთ, | ტყვენიცა შემომგვარენით!" |
Strophe: S468/K468 | ||
Verse: a | რამაზ მეფე მას წინაშე | შეპყრობილი მოვიყვანე; |
Verse: b | ტკბილად ნახა ხელმწიფემან, | ვითა შვილი სააკვანე. |
Verse: c | ორგული და მოღალატე | ნამსახურსა დავაგვანე, |
Verse: d და | ესე არის მამაცისა | მეტის-მეტი სიგულვანე! |
Strophe: S469/K469 | ||
Verse: a | მას მეფესა ხატაელსა | უმასპინძლა, უალერსა, |
Verse: b | ჟამიერად უბრძანებდის | საუბარსა მათსა ფერსა. |
Verse: c | ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს | მე სიტყვასა ლმობიერსა: |
Verse: d და | "შეუნდობო ხატაელსა, | მას აქამდის შენამტერსა?" |
Strophe: S470/K470 | ||
Verse: a | მე ვჰკადრე: "ღმერთი ვინათგან | შეუნდობს შეცოდებულსა, |
Verse: b | უყავით თქვენცა წყალობა | მას ღონე-გაცუდებულსა". |
Verse: c | რამაზს უბრძანებს*: "იცოდი, | გაგგზავნით შეწყალებულსა, |
Verse: d და | მაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღა | ჩვენს წინა გაწბილებულსა!" |
Strophe: S471/K471 | ||
Verse: a | ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს | დრაჰკანი ასჯერ ასია, |
Verse: b | კვლა ხატაური მრავალი, | სხვა სტავრა, სხვა ატლასია. |
Verse: c | მერმე ყველაი დამოსა, | იგი და მისი ხასია, |
Verse: d და | შეწყალებული გაგზავნა, | უყო რისხვისა ფასია. |
Strophe: S472/K472 | ||
Verse: a | ხატაელმან დაუმადლა, | დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, |
Verse: b | მოახსენა: "ორგულობა | თქვენი ღმერთმან შემანანა. |
Verse: c | თუღა* ოდეს შე-ღა-გცოდო, | მაშინ მომკალ მემცა განა!" |
Verse: d და | წავიდა და ყველაკაი | მისი თანა წაიტანა. |
Strophe: S473/K473 | ||
Verse: a | მოვიდა კაცი მეფისა, | ცისკრობს, არ დანაღამია; |
Verse: b | ებრძანა: "რა შენ გაგყრივარ, | მას აქათ თვეო სამია, |
Verse: c | მინდორს მოკლული ისრითა | ნადირი არ მიჭამია, |
Verse: d და | არ დამაშვრალ ხარ, წავიდეთ, | თუცა დაშვრომის ჟამია". |
Strophe: S474/K474 | ||
Verse: a | შევეკაზმე, დარბაზს მივე, | დამხვდა ჯარი ავაზისა, |
Verse: b | შავარდნითა სავსე იყო | სრულად არე დარბაზისა, |
Verse: c | მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, | შვენებითა მსგავსი მზისა; |
Verse: d და | გაეხარნეს მისლვა ჩემი, | ტურფისა და ლამაზისა! |
Strophe: S475/K475 | ||
Verse: a | იდუმალ ცოლსა ეუბნა, | მართ ჩემგან უცოდნელია: |
Verse: b | "ომით მოსრული ტარიელ | საჭვრეტლად სასურველია, |
Verse: c | მან გაანათლოს მჭვრეტელთა | გული, რაზომცა ბნელია; |
Verse: d და | რაცა დაგვედრო საქმნელად, | ქმენ, არა საზოზნელია. |
Strophe: S476/K476 | ||
Verse: a | აწ მითქვამს საქმე უშენოდ, | შენცა ცან ესე მცნებული: |
Verse: b | რათგან ქალია სამეფოდ | ჩვენგანვე სახელ-დებული, |
Verse: c | ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, | აჰა დღე*, ედემს ხლებული*, |
Verse: d და | გვერდსა დაისვი, ორნივე | სრას დამხვდით, მოვალ შვებული". |
Strophe: S477/K477 | ||
Verse: a | მოვინადირეთ მინდორი, | ძირი მთისა და გორისა; |
Verse: b | იყო სიმრავლე ძაღლისა, | შავარდნისა და ქორისა. |
Verse: c | ადრე დავბრუნდით, ვიარეთ | არ ეჯი გზისა შორისა. |
Verse: d და | აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს | თამაშობისა ორისა. |
Strophe: S478/K478 | ||
Verse: a | ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა | ქალაქი, შუკა და ბანი. |
Verse: b | ომ-გარდახდილსა მშვენოდეს | მაენიანნი კაბანი; |
Verse: c | ფერმიხდილ-გვარი ვშვენოდი | ვარდი, ცრემლითა ნაბანი, |
Verse: d და | ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, | - მართლად არს, არ კატაბანი. |
Strophe: S479/K479 | ||
Verse: a | რიდენი რომე მეშოვნეს | ქალაქსა ხატაელთასა, |
Verse: b | იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, | ვახელებ* გულსა ხელთასა. |
Verse: c | მეფე გარდახდა, დარბაზსა | შევედით ჩემთა მზრდელთასა, |
Verse: d და | შევხედენ, დავჰკრთი ელვასა | ღაწვთა მზეებრ* ნათელთასა. |
Strophe: S480/K480 | ||
Verse: a | მას მზესა ტანსა ემოსნეს | ნარინჯის-ფერნი ჯუბანი, |
Verse: b | ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, | დას-დასად, უბან-უბანი; |
Verse: c | სრულად ნათლითა აევსო | სახლი, შუკა და უბანი, |
Verse: d და | მუნ ვარდსა შუა შვენოდეს | ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი. |
Strophe: S481/K481 | ||
Verse: a | ნაომარსა, დაკოდილსა | ხელი ყელსა ჩამომება. |
Verse: b | დედოფალი საჯდომთაგან | ადგა, წინა მომეგება, |
Verse: c | ვითა შვილი გარდამკოცნა, | ღაწვი ვარდი დამილება, |
Verse: d და | მითხრა: "ნუ ეჭვ ამას იქით, | თუღა* მტერი შე-ღა-გება". |
Strophe: S482/K482 | ||
Verse: a | ახლოს დამისვეს ადგილსა, | მუნ, სადა მეამებოდა. |
Verse: b | პირის-პირ მიჯდა იგი მზე, | გული ვისთვისცა კვდებოდა. |
Verse: c | მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდის, | სხვად არად მეუბნებოდა; |
Verse: d და | თვალნი მოვსწყვიდნი, | სიცოცხლე ამითა მეარმებოდა. |
Strophe: S483/K483 | ||
Verse: a | შეიქმნა სმა და პურობა, | მსგავსი მათისა ძალისა; |
Verse: b | სხვა გახარება ასეთი | არს უნახავი თვალისა! |
Verse: c | ჯამი და ჭიქა - ყველაი | ფეროზისა და ლალისა. |
Verse: d და | არვისი ბრძანა მეფემან | არცა გაშვება მთრვალისა. |
Strophe: S484/K484 | ||
Verse: a | მე მუნა მყოფი მივეცი | შვებასა მეტის-მეტასა. |
Verse: b | რა შემომხედნის, შევხედნი, | ცეცხლმან დამიწყის შრეტასა; |
Verse: c | კაცთა კრძალვასა ვაწვევდი | გულსა შმაგსა და რეტასა. |
Verse: d და | რა უამეა პირის-პირ | საყვარელისა ჭვრეტასა! |
Strophe: S485/K485 | ||
Verse: a | დააგდეს მღერა მუტრიბთა, | "სულეთო!", თავი ხარიან; |
Verse: b | მიბრძანეს: "შვილო ტარიელ, | ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?! |
Verse: c | ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი | მით ჩვენნი ვაგლახ არიან; |
Verse: d და | მართალან შენნი მჭვრეტელნი, | არ ცუდად იმკვეხარიან. |
Strophe: S486/K486 | ||
Verse: a | აწ თუცა გვმართებს შემოსა, | ვის მორჭმით მოგივლენიან, |
Verse: b | არ შეგმოსთ, მაგა კაბათა | არ აგხდით: ტურფად გშვენიან; |
Verse: c | აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, | ვის შუქნი მოგიფენიან, |
Verse: d და | თვით შეიკერე, რაცა გწადს, | ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან". |
Strophe: S487/K487 | ||
Verse: a | მომართვნეს ასნი კლიტენი | ასთავე საჭურჭლეთანი; |
Verse: b | თაყვანის-ვეც და დავლოცენ | დავლანი მათთა სვეთანი; |
Verse: c | მაკოცეს, ადგეს ორნივე, | თვით იგი მზენი მზეთანი, |
Verse: d და | რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე | ლაშქართა სისავსეთანი! |
Strophe: S488/K488 | ||
Verse: a | კვლაცა დაჯდა მხიარული, | მოიმატა სმა და მღერა; |
Verse: b | კვლა გაგრძელდა ნადიმობა, | ბარბითი და ჩანგთა ჟღერა*. |
Verse: c | დედოფალი* წამოვიდა*, | შეეყარა მწუხრსა დღე რა, |
Verse: d და | ძილ-პირამდის სიხარულსა | სიხარული ჰგვანდა ვერა. |
Strophe: S489/K489 | ||
Verse: a | ავიყარენით, მიგვჭირდა | სმა დოსტაქნისა მეტისა. |
Verse: b | საწოლს შემოვე, შემექმნა | ცნობა მართ ვითა რეტისა. |
Verse: c | ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა | მე ამა ცეცხლთა შრეტისა. |
Verse: d და | მეგონებოდის, მალხენდის | გონება მისგან ჭვრეტისა". |
Strophe: S490/K490 | ||
Verse: a | მონა მოვიდა, მიამბო | ამბავი მან მართალია: |
Verse: b | "თქვენსა ამბავსა იკითხავს | აჯიღოსანი ქალია". |
Verse: c | მაშინვე ვიცან, ავიჭერ, | ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია; |
Verse: d და | მოვიდა, ვნახე ასმათი | ჩემ თანა მომავალია. |
Strophe: S491/K491 | ||
Verse: a | მე ვისთვის ვკვდები, მეამა | ასმათის ნახვა მე მისად. |
Verse: b | აღარ მივუშვი, ვაკოცე, | ქმნადღა თაყვანის-ცემისად; |
Verse: c | ხელი მოვჰკიდე, დავისვი | ახლოს ტახტისა* ჩემისად, |
Verse: d და | ვჰკითხე, თუ: "ნეტარ, მისრულა | მორჩი ალვისა ხე მისად? |
Strophe: S492/K492 | ||
Verse: a | მიამბე მისი ამბავი, | სხვად ნურას მეუბნებია!" |
Verse: b | მითხრა, თუ: "გკადრებ მართალსა, | აწ ჩემგან არ-სათნებია, |
Verse: c | დღეს ერთმანერთი გინახავს | და ტურფად მოგწონებია, |
Verse: d და | აწ კვლაცა ცნობა ამბვისა | მას ჩემგან უბრძანებია". |
Strophe: S493/K493 | ||
Verse: a | წიგნი მომართვა, ჩავხედენ, | პირისა თემთა მთენისა. |
Verse: b | ეწერა: "ვნახე სიტურფე | წყალ-ჯავარისა შენისა. |
Verse: c | ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, | შენატევები ცხენისა, |
Verse: d და | არ-ავი მიმიჩს მიზეზი | ჩემისა ცრემლთა დენისა. |
Strophe: S494/K494 | ||
Verse: a | ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი | ქებად შენდა უშენოსა, |
Verse: b | შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი, | მაშა მომკლავ უშენოსა; |
Verse: c | მზემან ლომსა ვარდ-გიშერი | ბაღჩას ბაღად უშენოსა; |
Verse: d და | შენმან მზემან, თავი ჩემი | არვის ჰმართებს უშენოსა! |
Strophe: S495/K495 | ||
Verse: a | თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, | მაგრა ცუდად არ იდენო, |
Verse: b | ამას იქით ნუღარ იდენ, | ჭირსა თავი არიდენო; |
Verse: c | შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა | აგინებენ, არ იდენო; |
Verse: d და | რომე წეღან მოგეხვივნეს, | იგი ჩემთვის არიდენო. |
Strophe: S496/K496 | ||
Verse: a | იგი მე მომცენ რიდენი, | რომელნი წეღან გშვენოდეს, |
Verse: b | რა მნახო, შენცა გეამოს, | შენეულითა მშვენოდეს; |
Verse: c | ესე სამკლავე შეიბი, | თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს, |
Verse: d და | ერთი ასეთი ცოცხალსა | სხვა ღამე არ გაგთენოდეს". |
Strophe: S497/K497 | ||
Verse: a | აქა მხეც-ქმნილი ტარიელ | ტირს, ჭირი ეათასების; |
Verse: b | თქვა: "მე მაქვს სამხრე, რომელი | კვლა წინას მკლავსა მას ების!" |
Verse: c | იგი შეიხსნა, მოიღო, | თვალვით არ დაიფასების, |
Verse: d და | პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, | ქვე მკვდართა დაედასების. |
Strophe: S498/K498 | ||
Verse: a | ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა | მკვდარი სამარის კარისა, |
Verse: b | ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, | მართ გულსა გარდნაკარისა; |
Verse: c | ასმათს სდის ღვარი სისხლისა, | ღაწვთაგან ნახოკარისა, |
Verse: d და | კვლა წყალსა ასხამს, უშველის, | ხმა ისმის მუნ წკანწკარისა*. |
Strophe: S499/K499 | ||
Verse: a | ავთანდილცა სულთქვნა მწარედ, | დაბნედილსა შემოსჭვრიტნა; |
Verse: b | ასმათ ვანი გაამრავლნა, | ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა; |
Verse: c | მერმე სულად მოაქცია, | ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; |
Verse: d და | თქვა: "ცოცხალ ვარ? საწუთრომან | აწცა* ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!" |
Strophe: S500/K500 | ||
Verse: a | ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, | აყოლებდა თვალთა რეტად. |
Verse: b | ვარდი სრულად შექმნილიყო | ზაფრანად და ვითა სპეტად. |
Verse: c | დიდხან მათად არა სცალდა | საუბრად და არცა ჭვრეტად, |
Verse: d და | დარჩომა და არ-სიკვდილი | მას უმძიმდა მეტის-მეტად. |
Strophe: S501/K501 | ||
Verse: a | ავთანდილს უთხრა: "ისმენდი, | ცნობა მიც თუცა ხელისა, |
Verse: b | გითხრა ამბავი ჩემი და | ჩემისა დამმარხველისა: |
Verse: c | ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა | მის, შენგან შეუყრელისა, |
Verse: d და | მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, | ასრე დარჩომა მრთელისა! |
Strophe: S502/K502 | ||
Verse: a | ასმათის ნახვა მეამა, | ჩემგან დად საესავისა. |
Verse: b | წიგნი რა ვნახე, მომართვა | ესე საბამი მკლავისა. |
Verse: c | მკლავსა შევიბი მაშინვე, | მოვიხსენ რიდე თავისა, |
Verse: d და | იგი უცხო და ღარიბი, | მტკიცისა რასმე შავისა" . |
Strophe: S503/K503 | ||
Verse: a | მივუწერე: "მზეო, შუქი | შენი, შენგან მონაფენი, |
Verse: b | გულსა მეცა, გამიცუდდეს | სიჩაუქე-სიალფენი; |
Verse: c | ხელმან შენნი გავიცადენ | სინატიფე-სიტურფენი, |
Verse: d და | სულთა ნაცვლად სამსახურნი | რამცა ვითა გიმუქფენი?! |
Strophe: S504/K504 | ||
Verse: a | მაშინ, ოდეს დამარჩინე, | სულთა სრულად არ გამყარე, |
Verse: b | აწ ჩემთვისცა* ესე ჟამი | მასვე ჟამსა დავადარე; |
Verse: c | სამხრე შენი მომივიდა, | შემოვიბი მკლავსა გარე, |
Verse: d და | რომე მმართებს სიხარული, | ეგზომიმცა რა ვიხარე?! |
Strophe: S505/K505 | ||
Verse: a | განაღამცა ვიწინაშე: | აჰა რიდე, რომე მთხოვე; |
Verse: b | ყაბაჩაცა ასეთივე, | ამისებრი ვერა ვჰპოვე; |
Verse: c | დაბნედილსა ნუ დამაგდებ, | მიშველე რა, მარგე, მოვე; |
Verse: d და | სოფელს მყოფსა უშენოსა | კაცსა ვისმცა შევეპოვე!" |
Strophe: S506/K506 | ||
Verse: a | ქალი ადგა, გამეყარა. | დავწევ, ამოდ დამეძინა, |
Verse: b | მაგრა შევკრთი, საყვარელი | ჩემი ვნახე ძილსა შინა; |
Verse: c | გამეღვიძა, აღარა მყვა, | სულ-დგმულობა მომეწყინა, |
Verse: d და | ღამე ასრე გავათენე, | მისი ხმაცა არ მესმინა". |
Strophe: S507/K507 | ||
Verse: a | დილასა ადრე სრას მიხმეს, | დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა; |
Verse: b | ავდეგ, ვცან მათი ამბავი, | წასლვა ვქმენ მითვე წამითა; |
Verse: c | ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს | ხასითა ოდენ სამითა, |
Verse: d და | რა მივე, მითხრეს დაჯდომა, | წინაშე დავჯე სკამითა. |
Strophe: S508/K508 | ||
Verse: a | გვიბრძანეს, თუ: "ღმერთმან ასრე | დაგვაბერნა, და-ცა-გვლია; |
Verse: b | ჟამი გვახლავს სიბერისა, | სიყმაწვილე გარდგვივლია; |
Verse: c | ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, | ვისგან შუქი არ გვაკლია, |
Verse: d და | ყმისა არ-სმა არა გვაგვა*, | ამად ზედა წაგვითვლია |
Strophe: S509/K509 | ||
Verse: a | აწ ქალისა ჩვენისათვის | ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ, |
Verse: b | რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, | სახედ ჩვენად გამოვსახოთ, |
Verse: c | სამეფოსა ვაპატრონოთ, | სახელმწიფო შევანახოთ, |
Verse: d და | არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა | ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ". |
Strophe: S510/K510 | ||
Verse: a | ვთქვით: "თქვენის* ძისა არა-სმა | გულსა ვით მიეფარების, |
Verse: b | მაგრა კმა ჩვენად იმედად, | ვინ მზესა დაედარების; |
Verse: c | ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, | მას დიდად გაეხარების, |
Verse: d და | სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, | მაგას რა მოეგვარების". |
Strophe: S511/K511 | ||
Verse: a | დავიწყეთ რჩევა საქმისა, | გული მიც, თუცა მელია; |
Verse: b | ვთქვი: "ჩემგან დაშლა ამისი | არ ითქმის, არ-საქმნელია!" |
Verse: c | მეფემან ბრძანა: "ხვარაზმშა, | ხელმწიფე ხვარაზმელია, |
Verse: d და | თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ, | მისებრი არ-რომელია". |
Strophe: S512/K512 | ||
Verse: a | რომე პირველვე დაესკვნა, | მათ ესე შეეტყვებოდა; |
Verse: b | ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, | სიტყვაცა აგრე სწბებოდა. |
Verse: c | ჩემგან დაშლისა კადრება | მართ ამბვად არ ეგებოდა, |
Verse: d და | ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, | გული მი და მო კრთებოდა. |
Strophe: S513/K513 | ||
Verse: a | დედოფალმან თქვა: "ხვარაზმშა | მეფეა მორჭმით მჯდომელი, |
Verse: b | მათსამცა შვილსა სასიძოდ | ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!" |
Verse: c | შეცილებამცა ვინ ჰკადრა, | რათგან თვით იყო მნდომელი! |
Verse: d და | მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა | დღე ჩემი სულთა მხდომელი. |
Strophe: S514/K514 | ||
Verse: a | გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას | წინა შვილისა მთხოელი; |
Verse: b | შესთვალეს: "გახდა უმკვიდროდ | სამეფო ჩვენი ყოელი; |
Verse: c | არს ერთი ქალი საძეო, | არ კიდე-გასათხოელი, |
Verse: d და | თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, | სხვასა ნუღარას მოელი". |
Strophe: S515/K515 | ||
Verse: a | კაცი მოვიდა, აევსო | ჯუბაჩითა და რიდითა, |
Verse: b | გაჰხარებოდა ხვარაზმშას | სიხარულითა დიდითა; |
Verse: c | ებრძანა: "მოგვხვდა ღმრთისაგან, | ჩვენ რომე ვინატრიდითა! |
Verse: d და | თვით მაგისებრსა შვილსამცა | ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!" |
Strophe: S516/K516 | ||
Verse: a | კვლა გაგზავნეს* სხვანი კაცნი | სასიძოსა მოყვანებად, |
Verse: b | დაავედრეს: "ნუ აყოვნებთ, | მოდით ჩვენად ნაბრძანებად". |
Verse: c | მე მაშვრალი, ნაბურთალი | საწოლს შევე მოსვენებად, |
Verse: d და | გულსა სევდა შემეყარა, | ვიწყე ჭირთა მოპოვნებად". |
Strophe: S517/K517 | ||
Verse: a | მეტმან სევდამან მიმწურა | გულსა დაცემად დანისად. |
Verse: b | ასმათის მონა შემოდგა, | მე ვჯე ლაღი და ჯანი სად, |
Verse: c | წიგნი მომართვა, ეწერა: | "ვინ სჩან ალვისა ტანისად, |
Verse: d და | ადრე მოდიო, გიბრძანებს, | დაუყოვნებლად ხანისად". |
Strophe: S518/K518 | ||
Verse: a | შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. | ვითა სცნობდე ლხინთა ზომით! |
Verse: b | ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, | ასმათ ვნახე ძირსა დგომით; |
Verse: c | ვნახე : "ვსჭვრეტდი ნატირებად, | ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით, |
Verse: d და | დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; | ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით. |
Strophe: S519/K519 | ||
Verse: a | იგი ვნახე დაღრეჯილი, | ესე მეტად დამიმძიმდა. |
Verse: b | ვითა წინას შემომცინის, | არღა ეგრე გამიღიმდა. |
Verse: c | ყოლა სიტყვა არ მომიგო, | ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა, |
Verse: d და | ამით უფრო დამაწყლულა, | არა წყლულთა მიაქიმდა. |
Strophe: S520/K520 | ||
Verse: a | ჩემნი ერთნი გონებანი | მეტად შორად გამიკიდნა, |
Verse: b | შინა კოშკად შემიყვანა, | ფარდაგსაცა ამიზიდნა. |
Verse: c | შევე, ვნახე იგი მთვარე; | ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა, |
Verse: d და | გულსა შუქნი შემომადგნა, | მაგრა გული არ დამიდნა. |
Strophe: S521/K521 | ||
Verse: a | იყო არ-ნათლად ნათელი, | ფარდაგსა შემომდგომელი; |
Verse: b | ებურა მოშლით პირ-ოქრო | რიდე*, მე მივეც რომელი, |
Verse: c | მითვე მწვანითა უებრო | მიწოლით ტახტსა მჯდომელი, |
Verse: d და | ცრემლისა ღვარსა მოეცვა | პირი, ელვათა მკრთომელი. |
Strophe: S522/K522 | ||
Verse: a | ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა | ვეფხი პირ-გამეხებული, |
Verse: b | არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, | ხე ალვა, ედემს ხებული; |
Verse: c | ასმათმან დამსვა შორს-გვარად | გულსა მე ლახვარ-ხებული; |
Verse: d და | მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, | გამწყრალი, გარისხებული. |
Strophe: S523/K523 | ||
Verse: a | მიბრძანა: "მიკვირს, რად მოხვე | მშლელი პირისა მტკიცისა, |
Verse: b | გამწირავი და მუხთალი, | შენ, გამტეხელი ფიცისა?! |
Verse: c | მაგრა ნაცვალსა პატიჟსა | მიგცემსო ზენა, მი, ცისა!" |
Verse: d და | ვჰკადრე: "რა გკადრო პასუხი | მის ჩემგან მე უვიცისა?" |
Strophe: S524/K524 | ||
Verse: a | ვთქვი: "პასუხსა ვერას გკადრებ, | თუ არა ვსცნობ მე მართალსა: |
Verse: b | რა შეგცოდე, რა მიქმნია | უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?" |
Verse: c | კვლაცა მითხრა: "რას გეუბნა | მტყუანსა და შენ მუხთალსა? |
Verse: d და | დიაცურად რად მოვღორდი? | მე დავუწვავ ამით ალსა. |
Strophe: S525/K525 | ||
Verse: a | შენ არ იცი ხვარაზმშასი | საქმროდ ჩემად მოყვანება?! |
Verse: b | შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, | შენი რთულა ამას ნება, |
Verse: c | შენ გასტეხე ფიცი ჩემი, | სიმტკიცე და იგი მცნება, |
Verse: d და | ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა | ცუდად შენი ხელოვნება! |
Strophe: S526/K526 | ||
Verse: a | გახსოვს, ოდეს "ჰაჲ-ჰაჲ-ს" ზმიდი, | ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს, |
Verse: b | მკურნალნი და დასტაქარნი | წამალსა-ყე მოგიტანდეს? |
Verse: c | მამაცისა სიცრუვეთა, | ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს! |
Verse: d და | რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, | ვინძი უფრო დაზიანდეს! |
Strophe: S527/K527 | ||
Verse: a | ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა | ეპატრონოს ინდოეთსა, |
Verse: b | ეგრეც მე მაქვს პატრონობა, | უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა! |
Verse: c | ეგე აგრე არ იქმნების, | წა, მომცთარ ხარ მოსაცეთსა, |
Verse: d და | აზრნი შენნი შენვე გგვანან, | მტყუანსა და შენ აგეთსა! |
Strophe: S528/K528 | ||
Verse: a | ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, | ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! |
Verse: b | თუ ეცადო დაყოფასა, | ხორცთა შენთა სული გაჰყო! |
Verse: c | სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, | ცათამდისცა ხელი აჰყო!" |
Verse: d და | ესე სიტყვა დაასრულა, | ყმა ატირდა, სულთქვნა, აჰ-ყო. |
Strophe: S529/K529 | ||
Verse: a | თქვა: "რა მესმა ესე მისგან, | მეიმედა მეტის-მეტად, |
Verse: b | კვლა მიეცა თვალთა ძალი | მის ნათლისა ეგრე* ჭვრეტად. |
Verse: c | აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, | რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად? |
Verse: d და | ვაჲ, სოფელი უხანოო, | რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად? |
Strophe: S530/K530 | ||
Verse: a | შევჰხედენ, ვნახე სასთუნალ | მუსაფი გაშლით მდებარე, |
Verse: b | ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა | და მერმე მათი მქებარე, |
Verse: c | ვჰკადრე, თუ: "მზეო, დაგიწვავ*, | ჩემიცა დაწვი მზე ბარე, |
Verse: d და | რათგან არ მომკლავ, პასუხი | ერთაი გკადრო მე ბარე. |
Strophe: S531/K531 | ||
Verse: a | რომე გკადრებ, ესე სიტყვა | აწ თუ ცუდად ნალიქნია, |
Verse: b | ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი | ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია! |
Verse: c | თუ მაღირსებ გაკითხვასა, | ავი არა არ მიქმნია". |
Verse: d და | მან მიბრძანა: "რაცა იცი, | თქვიო!", თავი დამიქნია. |
Strophe: S532/K532 | ||
Verse: a | კვლაცა ვჰკადრე: "მე თუ, მზეო, | შენთვის* ფიცი გამეტეხოს, |
Verse: b | ღმერთმან აწვე რისხვა მისი | ზეცით ჩემთვის გაამეხოს! |
Verse: c | ვისი გინდა უშენოსა | პირი მემზოს, ტანი მეხოს, |
Verse: d და | მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, | რა ლახვარი გულსა მეხოს! |
Strophe: S533/K533 | ||
Verse: a | მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, | შექმნეს დიდი ვაზირობა. |
Verse: b | მათ წინასვე დაეპირა | იმა ყმისა შენი ქმრობა. |
Verse: c | დამეშალა, ვერ დავშლიდი, | დამრჩებოდა უმეცრობა; |
Verse: d და | თავსა ვუთხარ: "მიემოწმე, | ჟამად გიჯობს გულმაგრობა". |
Strophe: S534/K534 | ||
Verse: a | მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, | რათგან იგი ვერ მიმხვდარა! |
Verse: b | არ იტყვის, თუ: " ინდოეთი | უპატრონოდ არ მომხდარა? |
Verse: c | ტარიელ არს მემამულე, | სხვასა ჰმართებს არვის* არა! |
Verse: d და | ვის მოიყვანს, არა ვიცი, | ანუ იგი ვინ მომცდარა? |
Strophe: S535/K535 | ||
Verse: a | ვთქვი: "ამითა ვეღარას ვიქმ, | ღონე სხვა რა მოვიგვარო"; |
Verse: b | თავსა ვუთხარ: "ნუ მოგიცავ, | გონებაო მრავალ-გვარო!" |
Verse: c | მედვა გული მხეცისაებრ, | ათასჯერცა მინდორს ვარო, |
Verse: d და | ვისმცა მივეც თავი შენი, | შენვე რადმე არ წამგვარო?!" |
Strophe: S536/K536 | ||
Verse: a | სულთა ვჰყიდდი გულისათვის, | კოშკი ამად გამებაზრა; |
Verse: b | იგი წვიმა და-რე-ნელდა, | რომე პირველ ვარდი აზრა; |
Verse: c | ვნახე, ძოწსა მარგალიტი | გარე ტურფად მოემაზრა. |
Verse: d და | მიბრძანა, თუ: "ეგე საქმე | მემცა მართლად რად მეაზრა?! |
Strophe: S537/K537 | ||
Verse: a | არ დავიჯერებ მე შენსა | ღალატსა, ორგულობასა, |
Verse: b | უარის ქმნასა ღმრთისასა, | ამისთვის არ მადლობასა; |
Verse: c | იაჯდი თავსა ჩემსა და | მორჭმით ინდოეთს ფლობასა! |
Verse: d და | მე და შენ დავსხდეთ* ხელმწიფედ, | სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა". |
Strophe: S538/K538 | ||
Verse: a | მე ღმრთისაებრად მომიტკბა | გამწყრალი, გამქისებული, |
Verse: b | ანუ მზე იყო ქვეყანად, | ან მთვარე პირ-გავსებული; |
Verse: c | ახლოს დამისვა, მაღირსა | აქამდის არ-ღირსებული; |
Verse: d და | მეუბნებოდა, დამივსო | ცეცხლი ამითა გზებული. |
Strophe: S539/K539 | ||
Verse: a | მიბრძანა, თუ: "გონიერი | ხამს აროდეს არ აჩქარდეს, |
Verse: b | რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, | საწუთროსა დაუწყნარდეს; |
Verse: c | თუ სასიძო არ მოუშვა, | ვა თუ მეფე გაგიმწარდეს, |
Verse: d და | შენ და ისი წაიკიდნეთ, | ინდოეთი გარდაქარდეს! |
Strophe: S540/K540 | ||
Verse: a | კვლა თუ სიძე შემოუშვა, | მე შემირთოს, იყოს ასდენ, |
Verse: b | ერთმანერთსა გავეყარნეთ, | ძოწეულნი გაგვიფლასდენ, |
Verse: c | მათ მორჭმულთა მოივლინონ, | ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, |
Verse: d და | ესე ამბად არ ეგების, | რომე სპარსნი გაგვიხასდენ". |
Strophe: S541/K541 | ||
Verse: a | მე ვჰკადრე: "ღმერთმან აშოროს | მას ყმასა შენი ქმარობა! |
Verse: b | რა შემოვიდენ ინდოეთს, | შევიგნა მათი გვარობა, |
Verse: c | ვუჩვენო ჩემი ძალ-გული | და ჩემი მეომარობა: |
Verse: d და | ასრე დავხოცნე, შეეძლოს | აღარა*, არ, სახმარობა!" |
Strophe: S542/K542 | ||
Verse: a | მიბრძანა, თუ: "ხამს დიაცი | დიაცურად, საქმე-დედლად, |
Verse: b | დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, | ვერ ვიქმნები შუა კედლად: |
Verse: c | რა მოვიდეს სიძე, მოკალ | მისთა სპათა აუწყვედლად. |
Verse: d და | ქმნა მართლისა სამართლისა | ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. |
Strophe: S543/K543 | ||
Verse: a | ასრე ქმენ, ჩემო ლომო და | მჯობო ყოველთა გმირთაო, |
Verse: b | მოპარვით მოკალ სასიძო, | ლაშქართა ნუ მოირთაო, |
Verse: c | მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, | ზროხათა ვითა, ვირთაო, - |
Verse: d და | დიადი სისხლი უბრალო | კაცმანმცა ვით იტვირთაო? |
Strophe: S544/K544 | ||
Verse: a | იგი რა მოჰკლა, ეუბენ | პატრონსა, ჩემსა მამასა, |
Verse: b | ჰკადრე, თუ: "სპარსთა ვერა ვიქმ | ინდოეთისა ჭამასა, |
Verse: c | ჩემია მკვიდრი მამული, | არ მივსცემ არცა დრამასა, |
Verse: d და | არ დამეხსნები, გაგიხდი | ქალაქსა ვითა ტრამასა!" |
Strophe: S545/K545 | ||
Verse: a | ჩემი ყოლა ნურა გინდა - | სიყვარული, ნუცა ნდომა, |
Verse: b | ამით უფრო მოგეცემის | სამართლისა შენ მოხდომა; |
Verse: c | ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით | შემოხვეწა, შემოკვდომა, |
Verse: d და | ხელთა მოგცემს თავსა ჩემსა, | შეგვფერობდეს ერთგან სხდომა". |
Strophe: S546/K546 | ||
Verse: a | ესე მეტად მომეწონა | თათბირი და გამორჩევა, |
Verse: b | ჩემთა მტერთა დავაქადე* | დასახოცლად ხრმლისა ქნევა; |
Verse: c | მერმე ავდეგ წამოსავლად, | მან დამიწყო ქვევე წვევა, |
Verse: d და | მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე | შეჭიდება, შემოხვევა. |
Strophe: S547/K547 | ||
Verse: a | ხანი დავყავ, გავეყარე, | მაგრა გავხე ვითა ხელი. |
Verse: b | ასმათ წინა ჩამომიძღვა, | ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. |
Verse: c | ჭირი ბევრჯელ ვაათასი, | ლხინი ჩემი ვაერთხელი, |
Verse: d და | მერმე წასლვა არა მწადდა, | ამად მივალ არ-ფიცხელი". |
Strophe: S548/K548 | ||
Verse: a | მოვიდა კაცი: "სასიძო | მოვაო", მოსლვა გვახარა, |
Verse: b | მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, | არა იცოდა, გლახ, არა; |
Verse: c | მეფესა მიჰხვდა სიამე, | არ სიტყვა ივაგლახა რა, |
Verse: d და | მიბრძანა, ახლოს მიმისვა, | "მოდიო", თავი დახარა. |
Strophe: S549/K549 | ||
Verse: a | მიბრძანა: "ჩემთვის ესე დღე | ლხინი და სიხარულია. |
Verse: b | გარდავიხადოთ ქორწილი, | ხამს ვითა დასა, სრულია; |
Verse: c | კაცნი გავგზავნნეთ, მოვიღოთ | ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, |
Verse: d და | უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, | სიძუნწე უმეცრულია". |
Strophe: S550/K550 | ||
Verse: a | მე გავგზავნენ ყოვლგნით* კაცნი | საჭურჭლეთა წამომხმელნი; |
Verse: b | სასიძოცა მოგვივიდა, | იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი; |
Verse: c | შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, | გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი; |
Verse: d და | მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა | ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი. |
Strophe: S551/K551 | ||
Verse: a | მეფემან ბრძანა: "მოკაზმეთ | კარვითა მოედანია, |
Verse: b | გამოისვენოს სიძემან, | დაყოს ცოტაი ხანია; |
Verse: c | მუნ მისად ნახვად გავიდენ | უშენოდ სპანი სხვანია, |
Verse: d და | შენ აქა ნახენ*, კმარიან | იქა ნახვისად ყმანია". |
Strophe: S552/K552 | ||
Verse: a | მოედანს დავდგით კარვები | წითლისა ატლასებისა. |
Verse: b | მოვიდა სიძე, გარდახდა, | დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა, |
Verse: c | შეიქმნა გასლვა შიგანთა, | ჯარია მუნ ხასებისა, |
Verse: d და | დაიწყეს დგომა ლაშქართა | თემ-თემად, დას-დასებისა. |
Strophe: S553/K553 | ||
Verse: a | მე დავშვერ, ვითა წესია | საურავ-გარდახდილისა; |
Verse: b | შინა წამოვე, მაშვრალსა | ქმნა მომნდომოდა ძილისა; |
Verse: c | მონა მოვიდა, მომართვა | წიგნი ასმათის ტკბილისა: |
Verse: d და | "ადრე მოდიო, გიბრძანებს | მსგავსი ალვისა ზრდილისა". |
Strophe: S554/K554 | ||
Verse: a | ცხენისაგან არ გარდავხე, | წავე ფიცხლა, დავჰმორჩილდი; |
Verse: b | ქალი დამხვდა ნატირები, | ვჰკითხე: "ცრემლსა რასა ჰმილდი?" |
Verse: c | მითხრა: "შენი შესწრობილი | ტირილსამცა ვით ავსცილდი? |
Verse: d და | გაუწყვედლად ვით გამართლო? | რაგვარადმცა გავვაქილდი?!" |
Strophe: S555/K555 | ||
Verse: a | შევედით, ვნახეთ ბალიშსა | ზედა წარბ-შერჭმით* მჯდომარე; |
Verse: b | მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, | მას გაენათლა რომ არე, |
Verse: c | წავდეგ, მიბრძანა: "რასა სდგა? | დღე მიგიჩს წინ საომარე! |
Verse: d და | ანუ გამწირე, მიტყუე | და კვლაცა მოიმცდომარე?!" |
Strophe: S556/K556 | ||
Verse: a | მე მეწყინა, აღარა ვთქვი, | ფიცხლა გარე შემოვბრუნდი. |
Verse: b | უკუვჰყივლე: "აწ გამოჩნდეს, | არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი! |
Verse: c | ქალი ომსა რაგვარ მაწვევ, | აგრე ვითა დავძაბუნდი?" |
Verse: d და | შინა მოვე, მოკლვა მისი | დავაპირე, არ დავყმუნდი. |
Strophe: S557/K557 | ||
Verse: a | ასსა ვუბრძანე მონასა: | "საომრად დაემზადენით!" |
Verse: b | შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, | არავის გავეცხადენით. |
Verse: c | კარავსა შევე, იგი ყმა | ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით, |
Verse: d და | უსისხლოდ მოვკალ იგი გლახ, | თუცა ხმდა სისხლთა დადენ.ით |
Strophe: S558/K558 | ||
Verse: a | კარვის კალთა ჩახლათული | ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე, |
Verse: b | ყმასა ფერხთა მოვეკიდე, | თავი სვეტსა შევუტაკე, |
Verse: c | წინა მწოლთა დაიზახნეს, | გლოვა მიჰხვდა საარაკე; |
Verse: d და | ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე; | ჯაჭვი მეცვა საკურტაკე. |
Strophe: S559/K559 | ||
Verse: a | ხმა დამივარდა, შეიქმნა | ზახილი მოსაწევარი; |
Verse: b | წამოვე, წევნა დამიწყეს, | დავხოცე ჩემი მდევარი. |
Verse: c | ქალაქი მქონდა მაგარი, | მტერთაგან მოურევარი, |
Verse: d და | მუნ შიგან შევე მშვიდობით, | ამოდ იგივე მე ვარი! |
Strophe: S560/K560 | ||
Verse: a | კაცნი გავგზავნენ, ვაცნობე | ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: |
Verse: b | "აქა მომმართეთ, ვინცაღა | ჩემსა იქმოდეთ შველასა". |
Verse: c | არ გაწყდა მოსლვა მდევართა | ღამესა დია ბნელასა, |
Verse: d და | ჩემი რა ცნიან, სცვიდიან | თავებსა მათსა მრთელასა. |
Strophe: S561/K561 | ||
Verse: a | ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, | რა გათენდა ღამე დილად, |
Verse: b | ვნახენ სამნი დიდებულნი | მეფისაგან მოგზავნილად; |
Verse: c | ებრძანა, თუ: "ღმერთმან იცის, | გამეზარდე ვითა შვილად, |
Verse: d და | ჩემი ასრე რად შესცვალე | სიხარული სიმძიმილად? |
Strophe: S562/K562 | ||
Verse: a | ხვარაზმშას სისხლი უბრალო | სახლად რად დამადებინე? |
Verse: b | თუ ჩემი ქალი გინდოდა, | რად არა შემაგებინე? |
Verse: c | მე, ბერსა შენსა გამზრდელსა, | სიცოცხლე მაარმებინე, |
Verse: d და | დღედ სიკვდილამდის შენიცა | თავი არ მაახლებინე!" |
Strophe: S563/K563 | ||
Verse: a | მე შევუთვალე: "მეფეო, | ვარ უმაგრესი რვალისა, |
Verse: b | თვარა რად მიშლის სიკვდილსა | ცეცხლი სირცხვილთა ალისა? |
Verse: c | მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე | ხამს მქმნელი სამართალისა, |
Verse: d და | მე, თქვენმან მზემან, მაშოროს | ნდომა თქვჳენისა ქალისა! |
Strophe: S564/K564 | ||
Verse: a | იცით, ინდოთა სამეფო | რაზომი სრა-საჯდომია! - |
Verse: b | ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, - | ყველაი თქვენ მოგხდომია: |
Verse: c | ამოწყდა მათი ყველაი, | მამული თქვენ დაგრჩომია; |
Verse: d და | დღესამდის ტახტი უჩემოდ | არავის არ მოჰნდომია! |
Strophe: S565/K565 | ||
Verse: a | ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, | აწ ეგე არ-მართალია: |
Verse: b | ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, | გიზის ერთაი ქალია, |
Verse: c | ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, | დამრჩების რა ნაცვალია? |
Verse: d და | სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, | მე მერტყას ჩემი ხრმალია? |
Strophe: S566/K566 | ||
Verse: a | შენი ქალი არად მინდა, | გაათხოვე, გამარიდე! |
Verse: b | ინდოეთი ჩემი არის, | არვის მივსცმე ჩემგან კიდე. |
Verse: c | ვინცა ჩემსა დამეცილოს, | მისით მასცა ამოვფხვრიდე, |
Verse: d და | სხვად მეშველსა გარეგანსა, | მომკალ, ვისცა ვინატრიდე!" |
Strophe: S567/K567 | ||
Verse: a | ესე კაცნი გამეგზავნნეს, | გონებასა გავეშმაგე. |
Verse: b | რომე მისი ვერა მეცნა, | ამას უფრო დავედაგე. |
Verse: c | მას ზღუდესა გარდავადეგ, | მინდორთაკე რომე ვაგე, |
Verse: d და | მესმა საქმე საშინელი, | თუცა თავი ვერ წავაგე. |
Strophe: S568/K568 | ||
Verse: a | გამოჩნდეს ორნი ქვეითნი, | მე მივეგებე წინა-რე. |
Verse: b | ქალი ჰყვა ერთსა მონასა, | ვცანცა, თუ მოღმა ვინ არე: |
Verse: c | თავ-გაგლეჯილი ასმათი, | პირსა სისხლ-ჩამომდინარე, |
Verse: d და | აღარ მიყივლა ღიმილით, | არცაღა გამიცინა-რე. |
Strophe: S569/K569 | ||
Verse: a | იგი ვნახე, დავებნივე, | გონებანი გამიშმაგნა; . |
Verse: b | შორით ვუხმე: "რას შიგან ვართ, | ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?" |
Verse: c | მან საბრალოდ შემომტირნა, | ძლივ სიტყვანი გამოაგნა, |
Verse: d და | მითხრა: "ღმერთმან სიმგრგვლე ცისა | ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა". |
Strophe: S570/K570 | ||
Verse: a | ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითსე: | "რას შიგან ვართ? თქვი მართალი!" |
Verse: b | კვლა საბრალოდ ამიტირდა, | კვლა მოედვა ამით ალი, |
Verse: c | დიდხან სიტყვა ვერა მითხრა, | მისთა ჭირთა ნაათალი, |
Verse: d და | მკერდსა წითლად უღებვიდა | სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი. |
Strophe: S571/K571 | ||
Verse: a | მერმე მითხრა: "მოგახსენებ, | ესე რადმცა დაგიმალე? |
Verse: b | მაგრა ვითა გაგახარნე, | შენცა აგრე შემიწყალე: |
Verse: c | ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, | შემიხვეწე, შემიბრალე, |
Verse: d და | დამხსენ ჩემსა საწუთროსა, | ღმერთსა შენსა მიავალე!" |
Strophe: S572/K572 | ||
Verse: a | მიამბო: "ოდეს სასიძო | მოჰკალ და ხმა დაგივარდა, |
Verse: b | მეფესა ესმა, აიჭრა, | მართ მისგან გასატკივარდა, |
Verse: c | შენ დაგიზახნა: "მიხმეთო", | ხმა-მაღლად გახმამყივარდა; |
Verse: d და | მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, | მით მეფე გამომჩივარდა. |
Strophe: S573/K573 | ||
Verse: a | ჰკადრეს: "აქა აღარ არის, | კარნი სადმე გაუვლიან". |
Verse: b | მეფე ბრძანებს: "ვიცი, ვიცი, | მეტად კარგად შემიგნიან: |
Verse: c | მას უყვარდა ქალი ჩემი, | სისხლნი ველთა მოუღვრიან, |
Verse: d და | რა ნახიან ერთმანერთი, | არ-შეხედვა ვერ დათმიან. |
Strophe: S574/K574 | ||
Verse: a | აწ, თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, | ჩემად დად ვინცა მადესა! |
Verse: b | მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს | მას ეშმაკისა ბადესა! |
Verse: c | მათ ბოზ-კუროთა ასეთი | რა მისცეს, რა უქადესა? |
Verse: d და | თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! | მისად პატიჟად მზად ეს-ა". |
Strophe: S575/K575 | ||
Verse: a | მის მეფისა წესი იყო: | თავი მისი ძვირად ფიცის, |
Verse: b | და, თუ ფიცის, არ გატეხის, | მასვე წამსა დაამტკიცის. |
Verse: c | ესე წყრომა მეფისაგან | ვისცა ესმა, ვინცა იცის, |
Verse: d და | მან უამბო დავარ ქაჯსა, | ვინ გრძნებითა ცაცა იცის. |
Strophe: S576/K576 | ||
Verse: a | დავარს, დასა მეფისასა, | უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: |
Verse: b | "თავი ფიცა ძმამან შენმან, | არ დაგარჩენს, იცის ერმან". |
Verse: c | მან ეგრე თქვა: "უბრალო ვარ, | იცის ღმერთმან სახიერმან! |
Verse: d და | ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, | მიიხვედროს იგი ვერ მან". |
Strophe: S577/K577 | ||
Verse: a | პატრონი ჩემი აგრევე | იყო, წამოხვე შენ ოდეს; |
Verse: b | შენეულნივე რიდენი ებურნეს, | ტურფად ჰშვენოდეს. |
Verse: c | დავარ მოსთქმიდა სიტყვათა, | რომელნი არა მსმენოდეს: |
Verse: d და | "ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? | ვეჭვ, შენცა არა გლხენოდეს! |
Strophe: S578/K578 | ||
Verse: a | როსკიპო, ბოზო დიაცო, | საქმრო რად მოაკლვევინე? |
Verse: b | ანუ სისხლითა მისითა | ჩემი რად მოაზღვევინე? |
Verse: c | არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი. | რა გიყავ, რა გაქმნევინე? |
Verse: d და | აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, | ვის ესე დააშლევინე!" |
Strophe: S579/K579 | ||
Verse: a | ხელი მიჰყო, წამოზიდნა, | თმანი გრძელნი დაუფუშნა, |
Verse: b | დაალება, დაალურჯა, | მედგრად პირნი მოიქუშნა. |
Verse: c | მან პასუხი ვერა გასცა, | ოდენ სულთქვნა, ოდენ უშნა, |
Verse: d და | ქალმან შავმან ვერა არგო, | ვერცა წყლულნი დაუშუშნა. |
Strophe: S580/K580 | ||
Verse: a | რა დავარ გაძღა ცემითა, | მისითა დალურჯებითა, |
Verse: b | წამოდგეს ორნი მონანი, | პირითა მით ქაჯებითა, . |
Verse: c | მათ კიდობანი მოჰქონდა, | ეუბნეს არ აჯებითა, |
Verse: d და | მას შიგან ჩასვეს იგი მზე, | ჰგავს, იქმნა დარაჯებითა. |
Strophe: S581/K581 | ||
Verse: a | მან უთხრა: "წადით, დაკარგეთ | მუნ, სადა ზღვისა ჭიპია; |
Verse: b | წმიდისა წყლისა ვერ ნახოს | მყინვარე, ვერცა ლიპია"; |
Verse: c | მათ გაეხარნეს, ხმა-მაღლად | იყივლეს: "იპი, იპია". |
Verse: d და | ესე ვნახე და არ მოვკვე, | არა მგავს არცა სიპია. |
Strophe: S582/K582 | ||
Verse: a | ზღვითკე გაარნეს სარკმელნი, | მაშინვე გაუჩინარდა. |
Verse: b | დავარ თქვა: "მქმნელი ამისი | ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და-! |
Verse: c | ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები, | სიცოცხლე გასაწყინარდა". |
Verse: d და | დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, | დაეცა, გასისხლმდინარდა. |
Strophe: S583/K583 | ||
Verse: a | რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, | მე ლახვარ-დაუსობელსა! |
Verse: b | აწ იგი მიყავ, რა მმართებს | ამისსა მახარობელსა! |
Verse: c | ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე | სულთადგმა-დაუთმობელსა!" |
Verse: d და | საბრალოდ ცრემლსა ადენდა | უკლებსა, დაუშრობელსა. |
Strophe: S584/K584 | ||
Verse: a | მე ვუთხარ: "დაო, რად მოგკლა, | ანუ რა შენი ბრალია? |
Verse: b | რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე | მისი ჩემზედა ვალია! |
Verse: c | აწ თავსა მისად საძებრად | მივსცემ, სად კლდე და წყალია". |
Verse: d და | სრულად გავქვავდი, შემექმნა | გული მართ ვითა სალია. |
Strophe: S585/K585 | ||
Verse: a | მეტმან ზარმან გამაშმაგა, | მომიკიდა ცხრო და თრთოლა; |
Verse: b | გულსა ვუთხარ: "ნუ მოჰკვდები, | არას გარგებს ცუდი წოლა, |
Verse: c | გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, | გავარდნა და ველთა რბოლა. |
Verse: d და | - აჰა ჟამი, ვისცა გინდა | ჩემი თანა წამოყოლა!" |
Strophe: S586/K586 | ||
Verse: a | შევე, ფიცხლად* შევეკაზმე, | ცხენსა შევჯე შეკაზმული; |
Verse: b | ას სამოცი კარგი მოყმე, | ჩემსა თანა ხან-დაზმული, |
Verse: c | წამომყვა და წამოვედით | კართა გარე დარაზმული, |
Verse: d და | ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, | მენავემან მნახა ზმული. |
Strophe: S587/K587 | ||
Verse: a | ნავსა შევჯე, ზღვასა შევე, | ზღვასა შიგან გავალაგდი, |
Verse: b | არსით ნავი მომავალი | უნახავად არ დავაგდი; |
Verse: c | მოველოდი, არა მესმა, | შმაგი უფრო გა-ვე-ვშეაგდი, |
Verse: d და | რომე სრულად მომიძულვა, | ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი. |
Strophe: S588/K588 | ||
Verse: a | რომე დავყავ წელიწადი, | თვე თორმეტი გამეოცა, |
Verse: b | მაგრა მისი მნახავიცა | სიზმრივ კაცი არ მეოცა; |
Verse: c | თანა-მყოლი ყველაკაი | ამომიწყდა, დამეხოცა, |
Verse: d და | ვთქვი, თუ: "ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, | რაცა სწადდეს, აგრე ვყო-ცა". |
Strophe: S589/K589 | ||
Verse: a | ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, | მით გამოვე ზღვისა პირსა, |
Verse: b | გული სრულად გამიმხეცდა, | არ ვუსმენდი არც ვაზირსა; |
Verse: c | ყველაკაი დამეფანტა, | დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა. |
Verse: d და | კაცსა ღმერთი არ გასწირავს | ასრე, მისგან განაწირსა! |
Strophe: S590/K590 | ||
Verse: a | ერთაი ესე ასმათი | და დამრჩეს ორნი მონანი, |
Verse: b | ჩემნი გულისა მდებელნი | და ჩემნი შემაგონანი. |
Verse: c | მისნი ვერა ვცნენ ამბავნი | ვერცა დრამისა წონანი, |
Verse: d და | ტირილი მიჩნდის ლხინად და | მდინდიან ცრემლთა ფონანი. |
Strophe: S591/K591 | ||
Verse: a | ღამით მევლო, მოვიდოდი, | ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი; |
Verse: b | ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით, | ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი; |
Verse: c | არ მეამის კაცთა ნახვა, | მიდაღვიდეს გულსა დაღნი; |
Verse: d და | მუნ გარდავხე მოსვენებად, | დამხვდეს რამე ხენი ლაღნი. |
Strophe: S592/K592 | ||
Verse: a | ხეთა ძირსა მივიძინე, | მათ მონათა ჭამეს პური; |
Verse: b | მერმე ავდეგ სევდიანი, | მიღამებდა გულსა მური: |
Verse: c | ვერა მეცნა ეგზომ გრძელად | ვერ ჭორი და ვერ დასტური, |
Verse: d და | ველთა ცრემლი ასოვლებდა, | თვალთა ჩემთა მონაწური. |
Strophe: S593/K593 | ||
Verse: a | ზახილი მესმა. შევხედენ, | მოყმე ამაყად ყიოდა, |
Verse: b | შემოირბევდა* ზღვის პირ-პირ, | მას თურე წყლული სტკიოდა; |
Verse: c | ხრმლისა ნატეხი დასვრილი | აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა, |
Verse: d და | მტერთა ექადდა, წყრებოდა, | იგინებოდა, ჩიოდა. |
Strophe: S594/K594 | ||
Verse: a | ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, | აწ ესე მე მითქს რომელი, |
Verse: b | მართ ვითა ქარი მოქროდა | გაფიცხებული, მწყრომელი; |
Verse: c | მონა მივსწიე, მისისა | შეყრისა ვიყავ მნდომელი; |
Verse: d და | შევსთვალე: "დადეგ, მიჩვენე, | ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?" |
Strophe: S595/K595 | ||
Verse: a | მას მონასა არა უთხრა, | არცა სიტყვა მოუსმინა; |
Verse: b | ფიცხლა შევჯე, ჩავეგებე, | მე ჩავუსწარ, ჩავე წინა, |
Verse: c | ვუთხარ: "დადეგ, გამაგონე, | შენი საქმე მეცა მინა!" |
Verse: d და | შემომხედნა, მოვეწონე, | სიარული დაითმინა. |
Strophe: S596/K596 | ||
Verse: a | გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: | "შენ ასეთი* ხენი ვით ჰხენ!" |
Verse: b | მერმე მითხრა: "მოგახსენებ, | აწ სიტყვანი რომე მკითხენ: |
Verse: c | იგი მტერნი გამილომდეს, | აქანამდის რომე ვითხენ, |
Verse: d და | უკაზმავსა მიღალატეს, | საჭურველნი ასრე ვითხენ". |
Strophe: S597/K597 | ||
Verse: a | მე ვუთხარ: "დადეგ, დაწყნარდი, | გარდავხდეთ ძირსა ხეთასა; |
Verse: b | არ შეუდრკების ჭაბუკი | კარგი მახვილთა კვეთასა. |
Verse: c | თანა წამომყვა, წავედით | უტკბოსნი მამა-ძეთასა. |
Verse: d და | მე გავეკვირვე ჭვრეტასა | მის ყმისა სინაზეთასა. |
Strophe: S598/K598 | ||
Verse: a | ერთი მონა დასტაქარი | მყვა და წყლულნი შეუხვივნა, |
Verse: b | ისრის პირნი ამოუხვნა, | დაკოდილნი არ ატკივნა. |
Verse: c | მერმე ვჰკითხე: "ვინ ხარ, ანუ | მკლავმან შენმან ვისგან ივნა?" |
Verse: d და | საამბობლად დამირიგდა, | თავი მისი გაამჩივნა. |
Strophe: S599/K599 | ||
Verse: a | პირველ მითხრა: "არა ვიცი, | რა ხარ, ანუ რას გამსგავხო? |
Verse: b | ანუ ეგრე რამ დაგლია, | ანუ პირველ რამ გაგავსო? |
Verse: c | რამან შეგქმნა მოყვითანოდ*, | ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო? |
Verse: d და | ღმერთმან მისგან ანთებული | სანთელიცა რად დაგავსო? |
Strophe: S600/K600 | ||
Verse: a | მულღაზანზარის ქალაქი, | ახლოს მე მაქვსო რომელი, |
Verse: b | ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, | მეფე ვარ მუნა მჯდომელი; |
Verse: c | ესე საზღვარი ჩემია, | სადა ხარ გარდამხდომელი, |
Verse: d და | ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნით | სიკეთე-მიუწდომელი. |
Strophe: S601/K601 | ||
Verse: a | მამის ძმა და მამა-ჩემი | პაპამ* ჩემმან გაყვნა ოდეს, |
Verse: b | ზღვასა შიგან კუნძულია, - | ჩემად წილად მას იტყოდეს, - |
Verse: c | თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, | ვისთა შვილთა აწ დამკოდეს; |
Verse: d და | მათკენ* დარჩა სანადირო, | არ მივსცემდი, მომერჩოდეს. |
Strophe: S602/K602 | ||
Verse: a | დღეს გამოვე ნადირობას*, | ზღვისა პირსა ვინადირე, |
Verse: b | მუნა გასვლა* მომნდომოდა, | მით მრეკალი არ ვახშირე; |
Verse: c | სპათა ვუთხარ: "მომიცადეთ, | მოვიდოდე მეცა ვირე!" |
Verse: d და | ხუთთა ოდენ ბაზიერთა | მეტი არა დავიჭირე. |
Strophe: S603/K603 | ||
Verse: a | ნავითა გავე, ზღვისაგან | შტო რამე გამოვიდოდა. |
Verse: b | არა* მოვჰკრეფდი გამყოფთა, | ვთქვი, ჩემთა რად დავჰრიდო, და-? |
Verse: c | დამეძაბუნნეს, სიმრავლე | მე მათი არ გამვიდოდა, |
Verse: d და | ვნადირობდი და ვიზახდი, | ხმა ჩემი არ უდიდოდ-ა. |
Strophe: S604/K604 | ||
Verse: a | მართლად იჯავრეს, წუნობა | მათი თუ ესრე ხმდა ვითა! |
Verse: b | გამომეპარნეს* ლაშქარნი, | გზანი შემიკრეს* ნავითა, |
Verse: c | თვით ბიძასძენი ჩემნიცა | შესხდეს მათითა თავითა, |
Verse: d და | ჩემთა გაუხდეს ლაშქართა | ომად თავისა მკლავითა. |
Strophe: S605/K605 | ||
Verse: a | მათი მესმა, დავინახე | ზახილი და ხრმალთა ელვა, |
Verse: b | ნავი ვსთხოვე მენავეთა, | მით ვიყივლე მე ერთხელ ვა, |
Verse: c | ზღვასა შევე, მომეგება | მეომარი ვითა ღელვა, |
Verse: d და | სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს | ჩემი ზედა წამოქელვა. |
Strophe: S606/K606 | ||
Verse: a | კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი | უკანა მომეწეოდეს, |
Verse: b | იქით და აქათ მომიხდეს, | ერთგნით ვერ მომერეოდეს, |
Verse: c | არ მომწურვოდეს წინანი, | ზურგით მესროდეს მე ოდეს, |
Verse: d და | ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, | ისარნი დამელეოდეს. |
Strophe: S607/K607 | ||
Verse: a | მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, | ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე, |
Verse: b | ზღვა-ზღვა ცურვით წამოვუვე, | ჩემნი მჭვრეტნი* გავაცბუნვე; |
Verse: c | თანა-მყოლნი ყველაკანი | დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე, |
Verse: d და | ვინცა მდევდის, ვერ შემომხვდის, | მივუბრუნდი, მივაბრუნვე. |
Strophe: S608/K608 | ||
Verse: a | აწ იგი იქმნას, რაცაღა | ენებოს ღმრთისა წადილსა! |
Verse: b | ვეჭვ, ჩემი სისხლი* არ შეჰრჩეს*, | ძალი შემწევდეს* ქადილსა! |
Verse: c | ოხრად გავუხდი ყოფასა | მათ საღამოსა და დილსა, |
Verse: d და | ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, | მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!" |
Strophe: S609/K609 | ||
Verse: a | ამა ყმამან შემიკვეთა, | გული მისკე მიმიბრუნდა. |
Verse: b | მოვახსენე: "აჩქარება | შენი ყოლა არა უნდა, |
Verse: c | მეცა თანა წამოგყვები, | დაიხოცნენ იგი მუნ, და-! |
Verse: d და | ჩვენ ორთავე მეომარი | განაღამცა შეგვიძრწუნდა!. |
Strophe: S610/K610 | ||
Verse: a | ესეცა ვუთხარ: "ამბავი | ჩემი არ გაგეგონების, |
Verse: b | უფრორე წყნარად გიამბობ, | თუ ჟამი ჩვენ გვექონების". |
Verse: c | მან მითხრა: "ლხინი საჩემო | მაგას არ შეეწონების! |
Verse: d და | დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე | შენ ჩემი დაგემონების". |
Strophe: S611/K611 | ||
Verse: a | მივედით მისსა ქალაქსა | ტურფასა, მაგრა ცოტასა; |
Verse: b | გამოეგებნეს ლაშქარნი, | ისხემდეს* მისთვის ოტასა, |
Verse: c | პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს | ნახოკსა ვით ნაფოტასა, |
Verse: d და | ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს | ხრმალსა და სალტე-კოტასა. |
Strophe: S612/K612 | ||
Verse: a | კვლა მოვეწონე, ვეტურფე | მე მისი გარდნაკიდარი; |
Verse: b | შემასხმიდიან ქებასა: | "მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!" |
Verse: c | მივედით, ვნახეთ ქალაქი | მისი ტურფა და მდიდარი, |
Verse: d და | ყველასა ტანსა ემოსა | ზარქაში განაზიდარი. |
Strophe: S613/K613 | ||
Verse: a | მოჯობდა, ომი შეეძლო, | ხმარება ცხენ-აბჯარისა; |
Verse: b | დავკაზმეთ ნავი, კატარღა | და რიცხვი სპათა ჯარისა; |
Verse: c | კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის | ღონემცა ეაჯა რისა! |
Verse: d და | აწ გითხრა ომი მოყმისა, | მებრძოლთა დამსაჯარისა. |
Strophe: S614/K614 | ||
Verse: a | მათი მესმა დაპირება, | ჩაბალახთა ჩამობურვა; |
Verse: b | ნავი წინა მომეგება, | არა ვიცი, იყო* თუ რვა. |
Verse: c | ფიცხლა ზედა შევეჯახე, | მათ დაიწყეს ამოდ ცურვა; |
Verse: d და | ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, | დაიზახეს დიაცურ ვა! |
Strophe: S615/K615 | ||
Verse: a | კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე | ხელი ნავისა ბაგესა, |
Verse: b | ზღვასა დავანთქენ, დავხოცენ, | ომიმცა რაღა აგესა! |
Verse: c | სხვანი გამექცეს, მიჰმართეს | მათ მათსა საქულბაგესა; |
Verse: d და | ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, | მაქებდეს, არ მაძაგესა. |
Strophe: S616/K616 | ||
Verse: a | ზღვა გავიარეთ, გავედით, | შემოგვიტივეს ცხენია, |
Verse: b | კვლა შევიბენით, შეიქმნა* | ომისა სიმარცხენია*. |
Verse: c | მუნ მომეწონა* ფრიდონის | სიქველე-სიფიცხენია*: |
Verse: d და | იბრძვის ლომი და პირად მზე, | იგი ალვისაც ხენია. |
Strophe: S617/K617 | ||
Verse: a | თვით ორნივე ბიძასძენი | მისნი ხრმლითა ჩამოყარნა, |
Verse: b | ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს, | იგი ასრე ასაპყარნა, |
Verse: c | მოიყვანნა მხარ-დაკრულნი, | ერთმან ორნი, არ დაყარნა, |
Verse: d და | მათნი ყმანი გაამტირლნა, | მისნი სპანი* ამაყარნა. |
Strophe: S618/K618 | ||
Verse: a | მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; | ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით. |
Verse: b | ფიცხლად* წავუღეთ ქალაქი, | არ თავნი გავაზატენით*; |
Verse: c | ქვითა დავჰლეწეთ წვივები, | ჩვენ იგი გავანატენით. |
Verse: d და | მომკალ, თუ* ლარი დაჰლიოთ | ან აკიდებით, ან ტენით. |
Strophe: S619/K619 | ||
Verse: a | ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი | და ბეჭედნი მისნი დაჰსხნა. |
Verse: b | თვით ორნივე ბიძასძენი | დაპყრობილნი წამოასხნა. |
Verse: c | მისად* ნაცვლად სისხლნი მათნი | მოღვარნა და ველთა ასხნა; |
Verse: d და | ჩემი თქვეს, თუ: "ღმერთსა მადლი, | ვინ ალვისა ხენი ასხნა!" |
Strophe: S620/K620 | ||
Verse: a | მივედით, მოქალაქეთა | ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან, |
Verse: b | აჯათა* მქმნელნი მჭვრეტელთა | გულსა მუნ დააბმიდიან; |
Verse: c | მე და ნურადინს ყველანი | ქებასა შეგვასხმიდიან, |
Verse: d და | გვითხრობდეს: "მკლავთა თქვენთაგან | ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!" |
Strophe: S621/K621 | ||
Verse: a | ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და | მიხმობდეს მეფეთ-მეფობით, |
Verse: b | თვით თავსა მათსა - მონად და | ჩემსა - ყველასა სეფობით; |
Verse: c | დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს | ვეროდეს ვარდის* მკრეფობით, |
Verse: d და | ჩემი ვერ ცნიან ამბავი, | მუნ იყო არ იეფობით. |
Strophe: S622/K622 | ||
Verse: a | დღესა ერთსა მე და ფრიდონ | ნადირობას გამოვედით, |
Verse: b | ზღვასა ზედა წაწურვილსა | ქედსა რასმე გარდავედით; |
Verse: c | ფრიდონ მითხრა: "გითხრობ რასმე, | ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით; |
Verse: d და | ერთი რამე საკვირველი | მე ვნახეო ამა ქედით". |
Strophe: S623/K623 | ||
Verse: a | მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის | მართ ამბავსა ესოდენსა: |
Verse: b | "დღე ერთ მწადდა ნადირობა, | შევჯე ამა ჩემსა ცხენსა, - |
Verse: c | ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და | ხმელთა ზედა შავარდენსა, - |
Verse: d და | აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი | ქორსა, იქით განაფრენსა. |
Strophe: S624/K624 | ||
Verse: a | ზოგჯერ ზღვისკენ* მივიხედნი, | წავსდგომოდი ამა გორსა; |
Verse: b | ზღვასა შიგან ცოტა რამე | დავინახე, თუცა შორსა. |
Verse: c | ეგრე ფიცხლა სიარული | არას ძალ-უც მისსა სწორსა, |
Verse: d და | ვერად ვიცან, გონებასა | გავეკვირვე ამად* ორსა: |
Strophe: S625/K625 | ||
Verse: a | ვთქვი: "რა არის, რას ვამსგავსო, | მფრინველია, ანუ მხეცი?" |
Verse: b | ნავი იყო, გარ ეფარა* | სამოსელი მრავალ-კეცი; |
Verse: c | წინა კაცნი მოზიდვიდეს; | თვალი ამად დავაცეცი, |
Verse: d და | მთვარე უჯდა კიდობანსა, | ცა მეშვიდე მასმცა ვეცი. |
Strophe: S626/K626 | ||
Verse: a | ამოძვრეს ორნი მონანი, | შავნი მართ ვითა ფისანი. |
Verse: b | ქალი გარდმოსვეს, სისხონი | ვნახენ მისისა თმისანი. |
Verse: c | მას რომე ელვა ჰკრთებოდა, | ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი! |
Verse: d და | მან განანათლა სამყარო, | გაცუდდეს შუქნი მზისანი! |
Strophe: S627/K627 | ||
Verse: a | სიხარულმან ამაჩქარა, | ამათრთოლა, და-ცა-მლეწა, |
Verse: b | იგი ვარდი შემიყვარდა, | რომე თოვლსა არ ეხეწა; |
Verse: c | დავაპირე შეტევება, | ვთქვი: "წავიდე მათკე მე, წა-, |
Verse: d და | ჩემსა შავსა სულიერი | რამცა ვითა გარდეხვეწა!" |
Strophe: S628/K628 | ||
Verse: a | ცხენი გავქუსლე, იქმოდა* | შამბი* ხმასა და ხრიალსა, |
Verse: b | ვეღარ მივუსწარ*, გამესწრნეს, | რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. |
Verse: c | ზღვის პირსა მივე, შევხედენ, | ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, |
Verse: d და | გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, | ამისთვის დავეწვი ალსა". |
Strophe: S629/K629 | ||
Verse: a | ესე მესმა ფრიდონისგან, | მომემატა ცეცხლთა სიცხე, |
Verse: b | ცხენისაგან გარდავიჭერ, | თავი სრულად გავიკიცხე, |
Verse: c | ჩემთა ღაწვთა დანადენი | მე ჩემივე სისხლი ვიცხე. |
Verse: d და | ვუთხარ: "მომკალ, უჩემოსა | ენახამცა ვისცა ის ხე!" |
Strophe: S630/K630 | ||
Verse: a | ესე ჩემგან გაუკვირდა | ფრიდონს, მეტად* ეუცხოვა, |
Verse: b | მაგრა მეტად შევებრალე, | ტირილითა მესათნოვა; |
Verse: c | ვითა შვილი დამადუმა, | მემუდარა, შემეპოვა, |
Verse: d და | თვალთათ* ვითა მარგალიტი | ცრემლი ცხელი გარდმოთოვა. |
Strophe: S631/K631 | ||
Verse: a | ვაგლახ მეო, რა გიამბე | ფათერაკად, მცთარმან, შმაგად!" |
Verse: b | მოვახსენე: "ნურა გაგვა, | ნუ ინავღლი მაგას მაგად! |
Verse: c | იგი მთვარე ჩემი იყო, | მით მედების ცეცხლი მდაგად; |
Verse: d და | აწ გიამბობ, რათგან თავი | გინდა ჩემად ამხანაგად". |
Strophe: S632/K632 | ||
Verse: a | ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი | ჩემი, თავსა გარდასრული; |
Verse: b | მან მითსრა, თუ: "რას ვიტყოდი | მოცთომილი გაბასრული!" |
Verse: c | შენ, მაღალი ინდოთ მეფე, | ჩემსა რადმე ხარ მოსრული, |
Verse: d და | სახელმწიფო საჯდომი და | ტახტი გმართებს, სრაცა სრული". |
Strophe: S633/K633 | ||
Verse: a | კვლაცა მითხრა: "ვისცა ღმერთი | საროს მორჩსა ტანად უხებს, |
Verse: b | მას ლახვარსა მოაშორვებს, | თუცა პირველ გულსა უხებს, |
Verse: c | იგი მოგვცემს წყალობასა | მისსა, ზეცით მოგვიქუხებს, |
Verse: d და | ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, | არაოდეს შეგვაწუხებს". |
Strophe: S634/K634 | ||
Verse: a | წამოვედით ნატირებნი, | სრას დავსხედით თავის წინა; |
Verse: b | ფრიდონს ვუთხარ: "ჩემი შემწე | შენგან კიდე არავინ ა-, |
Verse: c | ვითა ღმერთმან შენი მსგავსი | სოფლად არა მოავლინა, |
Verse: d და | მაშა, რათგან შეგემეცენ, | ამის მეტი რად რა მინა? |
Strophe: S635/K635 | ||
Verse: a | არ ავი გესვა მოყვარე, | ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად, |
Verse: b | ენა, გონება მახმარე | გამოსარჩევლად ამისად: |
Verse: c | რა მოვაგვარო, რა მიჯობს | სალხენლად ჩემად და მისად? |
Verse: d და | თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები | ვერ-დამყოვნელი* წამისად". |
Strophe: S636/K636 | ||
Verse: a | მან მითხრა: "ბედი ღმრთისაგან | მიჯობსღა ამას რომელი? |
Verse: b | მოსრულ ხარ ჩემად წყალობად | მეფე ინდოეთს მჯდომელი; |
Verse: c | მემცა რად ვიყავ ამისთვის | მადლისა რასმე მნდომელი? |
Verse: d და | ერთი ვარ მონა მონებად | წინაშე თქვენსა მდგომელი. |
Strophe: S637/K637 | ||
Verse: a | ესე ქალაქი გზა არის | ნავთა, ყოველგნით მავალთა, |
Verse: b | შემომკრეფელი ამბავთა | უცხოთა რათმე მრავალთა; |
Verse: c | აქა მოგვესმის ამბავი*, | შენ რომე დაუწვავ ალთა. |
Verse: d და | ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა | მაგ შენთა ჭირთა მრავალთა*! |
Strophe: S638/K638 | ||
Verse: a | ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, | რომელთაცა კვლა უვლია, |
Verse: b | მოგვინახონ იგი მთვარე, | ვისთვის ჭირი არ გვაკლია; |
Verse: c | მუნამდისცა მოიჭირვე, | გონებამან არ დაგლია. |
Verse: d და | ყოლა ჭირი არ ეგების, | თუ-მცა ლხინმან არ დასძლია". |
Strophe: S639/K639 | ||
Verse: a | კაცნი იხმნა* მასვე წამსა, | ესე საქმე დავიურვეთ, |
Verse: b | უბრძანა, თუ: "ნავებითა წადით, | ზღვა-ზღვა მოიცურვეთ, |
Verse: c | მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა | მისთვის მოასურვეთ; |
Verse: d და | თავთა ჭირი უათასეთ, | რადმც უშვიდეთ, რადმცა ურვეთ?" |
Strophe: S640/K640 | ||
Verse: a | აჩინნა კაცნი, სადაცა | სადგურნი ნავთა სჩენოდეს; |
Verse: b | უბრძანა: "ძებნეთ ყოველგან, | რაცა ვის მისი გსმენოდეს". |
Verse: c | მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, | პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს, |
Verse: d და | უმისოდ ლხინი მინახავს, | ამა დღისათვის მრცხვენოდეს! |
Strophe: S641/K641 | ||
Verse: a | ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა | ადგილსა საპატრონოსა, |
Verse: b | მითხრა, თუ: "მცთარ ვარ, აქამდის | ვერ მივჰხვდი გასაგონოსა: |
Verse: c | ხარ დიდი მეფე ინდოთა, | რა ვით ვინ მოგაწონოსა! |
Verse: d და | ვინ არის კაცი, რომელმან | თავი არ დაგამონოსა?!" |
Strophe: S642/K642 | ||
Verse: a | რას ვაგრძელებდე! მოვიდეს | ყოვლგნით ამბვისა მბობელნი, |
Verse: b | ცუდნი და ცუდთა ადგილთა | თავისა დამაშრობელნი; |
Verse: c | ვერა, ვერ ეცნა, ვერ იყვნეს | ვერას ამბვისა მცნობელნი, |
Verse: d და | მე უფრო მდინდეს თვალთაგან | კვლა ცრემლნი შეუშრობელნი. |
Strophe: S643/K643 | ||
Verse: a | მე ფრიდონს ვუთხარ: "ესე დღე | ვითა მესაზაროების, |
Verse: b | ამისად მოწმად ღმერთი მყავს, | სათქმელად მეუცხოების; |
Verse: c | უშენოდ მყოფსა ღამე და | დღეცა მესაღამოების, |
Verse: d და | დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა, | მით გული ჭირსა მოების. |
Strophe: S644/K644 | ||
Verse: a | მაშა მე მისსა ამბავსა | რათგან აღარას მოველი, |
Verse: b | ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, | ვარ ფარმანისა მთხოველი!" |
Verse: c | ფრიდონს რა ესმა, ატირდა, | სისხლითა მუნ მორწყო ველი, |
Verse: d და | მითხრა, თუ: "ძმაო, დღესითგან | ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!" |
Strophe: S645/K645 | ||
Verse: a | თუცა დია მოიჭირვეს, | ვერცა ეგრე დამიჭირეს; |
Verse: b | მისთა სპათა მუხლ-მოყრილთა | თავი მათი ჩემ-კერძ ირეს, |
Verse: c | მეხვეოდეს, მაკოცებდეს, | ატირდეს და ამატირეს: |
Verse: d და | "ნუ წახვალო, დაგაწამოთ, | სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!" |
Strophe: S646/K646 | ||
Verse: a | ეგრე ვუთხარ: "თქვენი გაყრა | მეცა დია მეძნელების, |
Verse: b | მაგრა ლხინი უმისოსა | ჩემგან ძნელად გაიძლების; |
Verse: c | ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, | თქვენცა დია გებრალების, |
Verse: d და | ნუვინ მიშლით, არ დავდგები, | არცა ვისგან დამეშლების". |
Strophe: S647/K647 | ||
Verse: a | მერმე ფრიდონ მოიყვანა, | მიძღვნა ესე ჩემი ცხენი, |
Verse: b | მითხრა: "ჰხედავ, პირი მზისა, | თქვენ საროსა ეგეც ხენი, |
Verse: c | ვიცი, მეტი არა გინდა, | ძღვენნი რადმცა გავკიცხენი? |
Verse: d და | თვით ამანვე მოგაწონოს* | სახედრობა-სიფიცხენი". |
Strophe: S648/K648 | ||
Verse: a | ფრიდონ გამომყვა, წავედით, | ორთავე ცრემლნი ვღვარენით; |
Verse: b | მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, | ზახილით გავიყარენით. |
Verse: c | სრულად ლაშქარნი მტიროდეს | გულითა მართლად, არ ენით. |
Verse: d და | გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა | ჩვენ თავნი დავადარენით. |
Strophe: S649/K649 | ||
Verse: a | ფრიდონისით წამოსრულმან | წავე ძებნად, კვლა ვიარე, |
Verse: b | რომე არა არ დამირჩა | ხმელთა ზედა, ზღვათა გარე, |
Verse: c | მაგრა მისსა მნახავსაცა | კაცსა ვერას შევეყარე; |
Verse: d და | გული სრულად გამიშმაგდა, | თავი მხეცთა დავადარე. |
Strophe: S650/K650 | ||
Verse: a | ვთქვი, თუ: "ჩემგან* აღარა ხამს* | სიარული, ცუდი ცურვა, |
Verse: b | ნუთუ მხეცთა სიახლემან | უკუმყაროს გულსა ურვა!" |
Verse: c | მონათა და ამა ასმათს | სიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა: |
Verse: d და | "ვიცი, რომე დამირჯიხართ, | დია გმართებს ჩემი მდურვა. |
Strophe: S651/K651 | ||
Verse: a | აწ წადით და მე დამაგდეთ, | ეტერენით თავთა თქვენთა, |
Verse: b | ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, | თვალთა ჩემთათ* მონადენთა!" |
Verse: c | რა ესენი მოისმენდეს | საუბართა ესოდენთა, |
Verse: d და | მითხრეს: "ჰაჲ-ჰაჲ, რასა ჰბრძანებ, | ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა! |
Strophe: S652/K652 | ||
Verse: a | უშენოსა ნუმცა ვნახავთ | ნუ პატრონსა, ნუ უფალსა! |
Verse: b | ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს | ცხენთა თქვენთა ნატერფალსა! |
Verse: c | თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა | შვენიერსა, სატურფალსა!" |
Verse: d და | თურე ბედი მოაღაფლებს | კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა. |
Strophe: S653/K653 | ||
Verse: a | ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი | მესმნეს მონათა ჩემთანი, |
Verse: b | მაგრა დავყარენ არენი | მე კაცრიელთა თემთანი; |
Verse: c | სახლად სამყოფნი* მიმაჩნდეს | თხათა და მათ* ირემთანი. |
Verse: d და | გავიჭერ, სრულად დავტკეპნენ | ქვე მინდორნი და ზე მთანი. |
Strophe: S654/K654 | ||
Verse: a | ესე ქვაბნი უკაცურნი | ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს, |
Verse: b | შემოვები, ამოვწყვიდენ, | ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს, |
Verse: c | მათ მონანი დამიხოცნეს, | ჯაჭვნი ავად მოექაფნეს. |
Verse: d და | საწუთრომან დამაღრიჯა, | ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს. |
Strophe: S655/K655 | ||
Verse: a | დევთა ყვირილი, ზახილი | ზეცამდის აიწეოდა; |
Verse: b | მათისა ლახტის ცემითა | ქვეყანა შეირყეოდა; |
Verse: c | მზე დააბნელეს მტვერითა, | ალვის შტო შეირხეოდა, |
Verse: d და | ასი ერთ კერძოთ მომიხდეს, | დავფრიწე, დაიხეოდა. |
Strophe: S656/K656 | ||
Verse: a | აჰა, ძმაო, მაშინდითგან | აქა ვარ და აქა ვკვდები; |
Verse: b | ხელი მინდორს გავიჭრები, | ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, |
Verse: c | ესე ქალი არ დამაგდებს, | - არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, - |
Verse: d და | ჩემად ღონედ სიკვდილისა | მეტსა არას არ ვეცდები! |
Strophe: S657/K657 | ||
Verse: a | რომე ვეფხი შვენიერი | სახედ მისად დამისახავს, |
Verse: b | ამად მიყვარს ტყავი მისი, | კაბად ჩემად მომინახავს; |
Verse: c | ესე ქალი შემიკერავს, | ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს; |
Verse: d და | რათგან თავი არ მომიკლავს, | ხრმალი ცუდად მომიმახავს. |
Strophe: S658/K658 | ||
Verse: a | მისსა ვერ იტყვის ქებასა | ყოველი ბრძენთა ენები; |
Verse: b | მას დაკარგულსა ვიგონებ | მე, სიცოცხლისა მთმენები; |
Verse: c | მას აქათ ვახლავ ნადირთა, | თავსა მათებრვე მხსენები; |
Verse: d და | სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, | ვარ სიკვდილისა მქენები". |
Strophe: S659/K659 | ||
Verse: a | პირსა იცა, გაიხეთქა | ღაწვი, ვარდი აახეწა*, |
Verse: b | ლალი ქარვად გარდაიქცა, | ბროლი სრულად დაილეწა; |
Verse: c | ავთანდილსცა ცრემლი წასდის | წამწამთაგან ერთ-სახე, წა-; |
Verse: d და | მერმე ქალმან დაადუმა, | მუხლ-მოყრილი შეეხვეწა. |
Strophe: S660/K660 | ||
Verse: a | ტარიელ უთხრა ავთანდილს, | ასმათის დად სამებულმან*: |
Verse: b | "შენ ყველაკაი გაამე | მე ვერას ვერ ამებულმან; |
Verse: c | გიამბე ჩემი ამბავი | სიცოცხლე-გაარმებულმან, |
Verse: d და | აწ წადი, ნახე შენი მზე | ნახვისა მოჟამებულმან". |
Strophe: S661/K661 | ||
Verse: a | ავთანდილ უთხრა: "მე შენი | გაყრა არ მომეთმინების; . |
Verse: b | თუ გაგეყრები, თვალთაგან | ცრემლიცა დამედინების. |
Verse: c | მართალსა გითხრობ, ამისი | კადრება ნუ გეწყინების, |
Verse: d და | შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა | მას არა არ ელხინების. |
Strophe: S662/K662 | ||
Verse: a | რა აქიმი დასნეულდეს, | რაზომ გინდა საქებარი, |
Verse: b | მან სხვა უხმოს მკურნალი და | მაჯაშისა შემტყობარი*, |
Verse: c | მას უამბოს, რაცა სჭირდეს | სენი, ცეცხლთა მომდებარი: |
Verse: d და | სხვისა სხვამან უკეთ იცის | სასარგებლო საუბარი. |
Strophe: S663/K663 | ||
Verse: a | რაცა გითხრა, მომისმინე, | ბრძენი გეტყვი, არა ხელი: |
Verse: b | ასი გმართებს გაგონება, | არ გეყოფის, არ, ერთხელი; |
Verse: c | კარგად ვერას ვერ მოივლენს* | კაცი აგრე გულ-ფიცხელი. |
Verse: d და | აწ მე მინდა ნახვა მისი, | ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი. |
Strophe: S664/K664 | ||
Verse: a | იგი ვნახო, სიყვარული | მისი ჩემთვის დავამტკიცო; |
Verse: b | მოვახსენო, რაცა მეცნას, | მეტი საქმე არა მიცო; |
Verse: c | შენ გენუკევ, შემაჯერო, | ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, |
Verse: d და | ერთმანერთი არ გავწიროთ, | მაფიცო და შემომფიცო. |
Strophe: S665/K665 | ||
Verse: a | რომე აქათ არ წახვიდე, | შენ თუ ამას შემეპირო, |
Verse: b | მეცა ფიცით შეგაჯერო, | არასათვის არ გაგწირო, |
Verse: c | კვლა მოვიდე შენად ნახვად, | შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო, |
Verse: d და | ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, | მისთვის ეგრე არ გატირო". |
Strophe: S666/K666 | ||
Verse: a | მან მიუგო: "უცხოს უცხო | ეგრე ვითა შეგიყვარდი? |
Verse: b | გასაყრელად გეძნელები, | იადონსა ვითა ვარდი; |
Verse: c | რაგვარამცა დაგივიწყე, | რაგვარამცა უკუმქარდი! |
Verse: d და | ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო | ალვა მორჩი, განაზარდი. |
Strophe: S667/K667 | ||
Verse: a | პირი შენი ნახვად ჩემად | თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, |
Verse: b | გული მინდორს არ გაიჭრეს, | არ ირმოს და* არცა ითხოს; |
Verse: c | თუ გიტყუო, მოგაღორო, | ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! |
Verse: d და | შენმან ჭვრეტა-სიახლემან | მომაქარვოს სევდა, მითხოს!" |
Strophe: S668/K668 | ||
Verse: a | ამას ზედა შეიფიცნეს | მოყვარენი, გულ-სადაგნი, |
Verse: b | იაგუნდნი ქარვის-ფერნი, | სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი; |
Verse: c | შეუყვარდა ერთმანერთი, | სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი, |
Verse: d და | მას ღამესა ერთგან იყვნეს | შვენიერნი ამხანაგნი. |
Strophe: S669/K669 | ||
Verse: a | ავთანდილცა მასვე თანა | ტიროდა და ცრემლი ღვარა; |
Verse: b | რა გათენდა, წამოვიდა, | აკოცა და გაეყარა; |
Verse: c | ტარიელს თუ ვით ეწყინა, | რა ქმნას, ამას ვერ მიმხვდარა; |
Verse: d და | ავთანდილცა ჩატიროდა, | შამბი შიგან ჩაიარა. |
Strophe: S670/K670 | ||
Verse: a | ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, | ზენარით ეუბნებოდა, |
Verse: b | მუხლთა უყრიდა, ტიროდა, | თითითა ეხვეწებოდა, |
Verse: c | ადრე მოსლვასა ჰვედრებდა, | მართ ვითა ია ჭნებოდა; |
Verse: d და | მან უთხრა: "დაო, უთქვენოდ | სხვა რამცა მეგონებოდა! |
Strophe: S671/K671 | ||
Verse: a | ადრე მოვალ, არ გაგწირავ, | არას დავზამ შინა ხანსა, |
Verse: b | ოდენ სხვაგან არ წავიდეს, | ნუსად არებს იმა ტანსა; |
Verse: c | აქათ ორ თვე არ მოვიდე, | ვიქმ საქმესა დაუგვანსა, |
Verse: d და | შეიგენით, მიცემულ ვარ | ჭირსა რასმე თანისთანსა" |
Strophe: S672/K672 | ||
Verse: a | იგი მუნით წარმოსრული | სევდამანცა განა მოკლა! |
Verse: b | პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, | ხელი მისი გაამხოკლა; |
Verse: c | სისხლსა, მისგან დადენილსა, | მხეცი ყოვლი გაამლოკლა; |
Verse: d და | მისმან ფიცხლა სიარულმან | შარა გრძელი შეამოკლა. |
Strophe: S673/K673 | ||
Verse: a | მუნ მივიდა, სადა-იგი | მისნი სპანი დაეყარნეს. |
Verse: b | ნახეს, იცნეს; რაგვარაცა | ჰმართებს, აგრე გაეხარნეს. |
Verse: c | შერმადინსცა ახარებდეს, | ფიცხლა კაცთა თავნი არნეს: |
Verse: d და | "მოვიდაო, აქანამდის | ვისთვის ლხინი* გაგვემწარნეს!" |
Strophe: S674/K674 | ||
Verse: a | გაეგება, მოეხვია, | ზედა დასდვა პირი ხელსა, |
Verse: b | აკოცებდა, სიხარულით | ცრემლთა* ღვრიდა ველთა მრწყველსა; |
Verse: c | ესე თქვა, თუ: "ნეტარ, ღმერთო, | ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა? |
Verse: d და | მე ვით ღირს ვარ ამას, რომე | თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!" |
Strophe: S675/K675 | ||
Verse: a | ყმამან მდაბლად მოიკითხა, | ზედა დასდვა პირი პირსა; |
Verse: b | უბრძანა, თუ: "ღმერთსა ვჰმადლობ, | შენ თუ ჭირად არა გჭირსა!" |
Verse: c | დიდებულთა თაყვანის-სცეს, | აკოცებდეს, ვინცა ღირს -ა, |
Verse: d და | ზარსა სცემდეს, უხაროდა | უფროსსა და თუნდა მცირსა. |
Strophe: S676/K676 | ||
Verse: a | მოვიდეს, სადა საყოფად | სახლი დგა მუნ აგებული. |
Verse: b | მოვიდა ნახვად ყოველი | მის ქალაქისა კრებული. |
Verse: c | მაშინვე დაჯდა ნადიმად | მორჭმით ლაღი და შვებული. |
Verse: d და | ენა მის დღისა შვებასა | ყოლა ვერ იტყვის კლებული. |
Strophe: S677/K677 | ||
Verse: a | შერმადინს უთხრა, უამბო | ყოველი მისგან ნახული, |
Verse: b | ანუ ვით პოვა იგი ყმა, | მისგანვე მზედ დასახული. |
Verse: c | ავთანდილს ცრემლი უყოფდა, | უბნობდა თვალ-დაფახული: |
Verse: d და | "უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს | ჩემთვის დარბაზი და ხული". |
Strophe: S678/K678 | ||
Verse: a | მუნ* ამბავი შინაური | ყველაკაი მოახსენა: |
Verse: b | "შენი წასლვა არვინ იცის, | რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!" |
Verse: c | მას დღე მუნით არ წავიდა, | ინადიმა, გაისვენა, |
Verse: d და | ცისკრად შეჯდა, გაემართა, | დღე რა მზემან გაათენა. |
Strophe: S679/K679 | ||
Verse: a | არცაღა დაჯდა ნადიმად, | არცაღა ქმნად ხალვათისა; |
Verse: b | შერმადინ მახარობელი | წავა მისლვისა მათისა, |
Verse: c | ფიცხლა წავიდა, სავალი | სამ დღე ვლო დღისა ათისა. |
Verse: d და | მას ლომსა ნახვა უხარის | მის მზისა მოკამათისა*. |
Strophe: S680/K680 | ||
Verse: a | შესთვალა: "მეფე უკადრი | ხარმცა მორჭმით და დიდებით*! |
Verse: b | ამა საქმესა ვიკადრებ | შიშით, კრძალვით და რიდებით*: |
Verse: c | მის ყმისა ვერას ვერ მცნობი | ვუხმობდი თავსა ფლიდებით*, |
Verse: d და | აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, | მოვალ შვებით და მშვიდებით*". |
Strophe: S681/K681 | ||
Verse: a | როსტევან - მეფე უკადრი, | მორჭმული, შეუპოველი! |
Verse: b | შერმადინ მოციქულობა | თვით მოახსენა ყოველი: |
Verse: c | "ავთანდილ მოვა წინაშე, | მის ყმისა ვისმე მპოველი". |
Verse: d და | ბრძანა: "ვცან ჩემი ღმრთისაგან | სააჯო და სათხოველი". |
Strophe: S682/K682 | ||
Verse: a | თინათინს ჰკადრა შერმადინ, | ნათელსა მას უღამოსა: |
Verse: b | ავთანდილ მოვა წინაშე, | გკადრებს ამბავსა ამოსა". |
Verse: c | იგი მით აკრთობს ელვასა, | მზისაცა უთამამოსა, |
Verse: d და | მას საბოძვარი უბოძა, | მისი ყველაი დამოსა. |
Strophe: S683/K683 | ||
Verse: a | მეფე შეჯდა, გაეგება | ყმასა, მუნით მომავალსა; |
Verse: b | ამას პირ-მზე მეფისაგან | ივალებდა ვითა ვალსა. |
Verse: c | მიეგება, მოეგება | მხიარული გულ-მხურვალსა, |
Verse: d და | დიდებულთა ჯარისაგან | ზოგი ჰგვანდა ვითა მთრვალსა. |
Strophe: S684/K684 | ||
Verse: a | რა მიეახლა, გარდახდა, | ყმამ* თაყვანის-სცა მეფესა; |
Verse: b | აკოცა როსტან, მიმხვდარმან | ნიშატთა სიიეფესა; |
Verse: c | გულ-მხიარულნი, შვებულნი | მივლენ დარბაზსა სეფესა; |
Verse: d და | მის ყმისა მოსლვა უხარის | ყოველსა მუნ მეკრეფესა. |
Strophe: S685/K685 | ||
Verse: a | მას ავთანდილ თაყვანის-სცა - | ლომთა ლომმან მზეთა მზესა. |
Verse: b | მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი | გაეტურფა სინაზესა. |
Verse: c | პირი მისი უნათლეა | სინათლესა ზესთა-ზესა, |
Verse: d და | სახლ-საყოფი არა ჰმართებს, | ცამცა გაიდარბაზესა! |
Strophe: S686/K686 | ||
Verse: a | მას დღე დასხდეს ნადიმობად, | გაამრავლეს სმა და ჭამა; |
Verse: b | ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, | ვითა შვილსა ტკბილი მამა. |
Verse: c | მათ ორთავე აშვენებდა: | ფიფქსა - თოვნა, ვარდსა - ნამა. |
Verse: d და | უხვად გასცეს საბოძვარი, | მარგალიტი ვითა დრამა. |
Strophe: S687/K687 | ||
Verse: a | სმა გარდახდა, თავის-თავის | გაიყარნეს მსმელნი შინა; |
Verse: b | დიდებულნი არ გაუშვნეს, | ყმა დაისვეს ახლოს წინა; |
Verse: c | მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, | რაცა ჭირი დაეთმინა, |
Verse: d და | მერმე მისი, უცნობოსა, | რა ენახა, რა ესმინა: |
Strophe: S688/K688 | ||
Verse: a | "მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს, | თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა! |
Verse: b | მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და | ანუ მისისა სახისა, |
Verse: c | ვინ უნახავ ქმნის გონება | ყოველთა კაცთა მნახისა; |
Verse: d და | ვარდი დამჭნარი ეკალთა | შუა, შორს მყოფი, ახ, ის ა!" |
Strophe: S689/K689 | ||
Verse: a | რა ჭირი კაცსა სოფელმან | მოუთმოს მოუთმინამან, |
Verse: b | ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა | იმსგავსოს ფერად მინამან, |
Verse: c | ავთანდილ, მისმან მხსენებმან, | ღაწვი ცრემლითა მინამან, |
Verse: d და | წვრილად უამბო ამბავი | მან, მისმან მონასმინამან: |
Strophe: S690/K690 | ||
Verse: a | "ქვაბნი ომითა წაუხმან, | სახლად აქვს დევთა სახლები, |
Verse: b | საყვარელისა მისისა | ქალი ჰყავს თვით ნაახლები, |
Verse: c | ვეფხისა ტყავი აცვია, | ცუდად უჩს სტავრა-ნახლები, |
Verse: d და | არღარა ნახავს სოფელსა, | ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები". |
Strophe: S691/K691 | ||
Verse: a | რა დაასრულა ამბავი, | საქმე მისისა ჭირისა, |
Verse: b | ნახვა მის მზისა ნათლისა, | მის თვალად არ დუხჭირისა, |
Verse: c | ეამა, უქეს ვარდისა | ხელი, მძლედ დანამჭირისა: |
Verse: d და | "ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, | რადღა ხარ მომხვეჭი რისა!" |
Strophe: S692/K692 | ||
Verse: a | გამხიარულდა თინათინ | ამა ამბისა სმენითა; |
Verse: b | მას დღე იხარებს სმისა და | ჭამისა არ-მოწყენითა, |
Verse: c | კვლა საწოლს დაჰხვდა მის მზისა | მონა სიტყვითა ბრძენითა: |
Verse: d და | მისლვა ებრძანა, - ეამა, | თქმა არ ეგების ენითა. |
Strophe: S693/K693 | ||
Verse: a | ყმა წავიდა მხიარული, | ლმობიერი, არ გამწყრალი, |
Verse: b | ლომი მინდორთ ლომთა თანა | მინდორს რული, ფერ-ნამკრთალი, |
Verse: c | ყმა სოფლისა ხასიათი, | ჯავარი და სრული ლალი, |
Verse: d და | მაგრა ჰქონდა გულისათვის | გული გულსა განაცვალი. |
Strophe: S694/K694 | ||
Verse: a | მზე უკადრი ტახტსა ზედა | ზის მორჭმული, არ ნადევრი, |
Verse: b | წყლად ევფრატსა უხვად ერწყო | ედემს რგული ალვა მჭევრი; |
Verse: c | ბროლ-ბადახშსა აშვენებდა | თმა გიშერი, წარბი ტევრი, |
Verse: d და | მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, | ხამს, აქებდეს ენა ბევრი! |
Strophe: S695/K695 | ||
Verse: a | ყმა მხიარული წინაშე | დასვა სკამითა მისითა; |
Verse: b | სხენან სავსენი ლხინითა, | ორთავე შესატყვისითა; |
Verse: c | უბნობენ ლაღნი, წყლიანნი | არა სიტყვითა მქისითა; |
Verse: d და | უთხრა: "ჰპოვეა, პატიჟნი | ჰნახენ ძებნითა ვისითა?" |
Strophe: S696/K696 | ||
Verse: a | ჰკადრა: "რა კაცსა სოფელმან | მისცეს წადილი გულისა, |
Verse: b | ხსოვნა არა ხამს ჭირისა, | ვით დღისა გარდასრულისა. |
Verse: c | ვპოვე ხე, ტანი ალვისა, | სოფლისა წყალთა რწყულისა, |
Verse: d და | მუნ პირი, მსგავსი ვარდისა, | მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა. |
Strophe: S697/K697 | ||
Verse: a | მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, | ვნახე, მისჭირდა, მი, ნები; |
Verse: b | იტყვის: "დავკარგე ბროლი და | სადა ჰრთავს ბროლსა მინები". |
Verse: c | მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე | ცეცხლი სწვავს მოუთმინები" |
Verse: d და | მერმე კვლა ჰკადრა ამბავი | მან, მისგან მონასმინები. |
Strophe: S698/K698 | ||
Verse: a | სიარულსა მისგან ძებნად, | სრულ პატიჟთა მოსთვლის, ჭირსა, |
Verse: b | მერმე ჰკადრა, საწადლისა | ღმერთმან პოვნა ვით აღირსა: |
Verse: c | "საწუთრო და სოფელს ყოფა, | კაცი უჩსო, ვით ნადირსა, |
Verse: d და | ოდენ ხელი მხეცთა თანა | იარების მინდორს, ტირსა. |
Strophe: S699/K699 | ||
Verse: a | ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო, | ჩემგან რა გაგეგონების? |
Verse: b | მისსა მნახავსა ნახული | აღარა მოეწონების; |
Verse: c | თვალნი მჭვრეტელთა*, ვით მზისა | ციაგსა, დაეღონების; |
Verse: d და | ვარდი შექმნილა ზაფრანად, | აწ ია შეიკონების!" |
Strophe: S700/K700 | ||
Verse: a | წვრილად ჰკადრა, რა იცოდა, | რა ნახულად, რა ნასმენად: |
Verse: b | "ვითა ვეფხსა წავარნა და | ქვაბი აქვსო სახლად, მენად; |
Verse: c | ქალი ახლავს სასურველად, | სულთა დგმად და ჭირთა თმენად". |
Verse: d და | ვაჲ, სოფელმან სოფელს მყოფი | ყოვლი დასვა ცრემლთა დენად! |
Strophe: S701/K701 | ||
Verse: a | ქალსა რა ესმა ამბავი, | მიჰხვდა წადილი ნებისა, |
Verse: b | განათლდა პირი მთვარისა, | ვით ნათლად ნავანებისა; |
Verse: c | იტყვის: "რა ვუთხრა პასუხი | მას სათნებლისა თნებისა, |
Verse: d და | რაა წამალი მისისა | წყლულისა განკურნებისა?" |
Strophe: S702/K702 | ||
Verse: a | ყმა ეტყვის: "ვის აქვს მინდობა | კაცისა მომცქაფავისა? |
Verse: b | მან ჩემთვის დაწვა თავისა | დადვა, არ-დასაწვავისა; |
Verse: c | დრო დამიც ჩემგან მისლვისა, | მითქვამს დადება თავისა, |
Verse: d და | მზე შემიფიცავს თავისა, | ჩემგან მზედ სახედავისა. |
Strophe: S703/K703 | ||
Verse: a | ხამს მოყვარე მოყვრისათვის | თავი ჭირსა არ დამრიდად, |
Verse: b | გული მისცეს გულისათვის, | სიყვარული გზად და ხიდად; |
Verse: c | კვლა მიჯნურსა მიჯნურისა | ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, |
Verse: d და | აჰა, მაქვსმცა უმისოსა | ლხინი არმად, თავი ფლიდად!" |
Strophe: S704/K704 | ||
Verse: a | მზე ეტყვის: "მომხვდა ყოველი | ჩემი წადილი გულისა: |
Verse: b | პირველ, შენ მოხვე მშვიდობით, | მპოვნელი დაკარგულისა, |
Verse: c | მერმე, ზრდა სიყვარულისა | გაქვს, ჩემგან დანერგულისა, |
Verse: d და | ვპოვე წამალი გულისა, | აქამდის დადაგულისა! |
Strophe: S705/K705 | ||
Verse: a | საწუთრო კაცსა ყოველსა | ვითა ტაროსი უხვდების: |
Verse: b | ზოგჯერ მზეა და ოდესმე | ცა რისხვით მოუქუხდების. |
Verse: c | აქამდის ჭირი ჩემზედა | აწ ესე ლხინი უხვდების, |
Verse: d და | რათგან შვება აქვს სოფელსა, | თვით რად ვინ შეუწუხდების? |
Strophe: S706/K706 | ||
Verse: a | შენ არ-გატეხა კარგი გჭირს | ზენაარისა, ფიცისა. |
Verse: b | ხამს გასრულება მოყვრისა | სიყვარულისა მტკიცისა, |
Verse: c | ძებნა წამლისა მისისა | და ცოდნა ხამს უვიცისა*, |
Verse: d და | ჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან, | მზე მიმეფაროს, მი-, ცისა?" |
Strophe: S707/K707 | ||
Verse: a | ყმამან ჰკადრა: "სიახლითა | შევჰრთე ჭირი შვიდსა მე რვა, |
Verse: b | ცუდი არის დამზრალისა | გასათბობლად წყლისა ბერვა, |
Verse: c | ცუდი არის სიყვარული, | ქვეით კოცნა, მზისა წვერვა, |
Verse: d და | თუ გეახლო, ერთხელ ვა და, | რა მოგშორდე, ათასჯერ ვა! |
Strophe: S708/K708 | ||
Verse: a | ვაჲ თუ გავიჭრა, გაჭრილსა | სადა, გლახ, დამწვავს სამ ალი! |
Verse: b | გული ძეს საგნად ისრისა, | მესრის საკრავად* სამალი; |
Verse: c | დრო სიცოცხლისა ჩემისა | დღესითგან ჩანს ნასამალი; |
Verse: d და | მალვა მწადს, მაგრა გარდახდა | ჟამი პატიჟთა სამალი! |
Strophe: S709/K709 | ||
Verse: a | მესმა თქვენი ნაუბარი, | გავიგონე, რაცა ჰბრძანე! |
Verse: b | ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს, | ეკალთამცა რად ვეფხანე! |
Verse: c | მაგრა, მზეო, თავი მზესა | ჩემთვის სრულად დააგვანე, |
Verse: d და | სიცოცხლისა საიმედო | ნიშანი რა წამატანე!" |
Strophe: S710/K710 | ||
Verse: a | ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, | სიკეთისა ხელის მხდელი, |
Verse: b | ამას ზედა ეუბნების, | ვით გაზრდილსა ამო მზრდელი; |
Verse: c | ქალმან მისცნა მარგალიტნი, | სრულ-ქმნა მისი საწადელი, |
Verse: d და | ღმერთმან ქმნას და გაუსრულდეს | ლხინი ესე აწინდელი! |
Strophe: S711/K711 | ||
Verse: a | რა სჯობს, რა კაცმან გიშერი | ბროლ-ლალსა თანა ახიოს, |
Verse: b | ანუ ბაღს ალვა საროსა | ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს, |
Verse: c | მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, | ვერ- მჭვრეტსა ავაგლახიოს! |
Verse: d და | ვაჲ მოყვარისა გაყრილსა, | ახი ოს ეყოს, ახი ოს! |
Strophe: S712/K712 | ||
Verse: a | მათ მიჰხვდა ლხინი ყოველი | ერთმანერთისა ჭვრეტითა. |
Verse: b | ყმა წამოვიდა გაყრილი, | მივა გულითა რეტითა. |
Verse: c | მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, | ზღვისაცა მეტის-მეტითა. |
Verse: d და | იტყვის: "ვერ გაძღა სოფელი, | ვაჲ, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!" |
Strophe: S713/K713 | ||
Verse: a | ყმა წავიდა სევდიანი, | მკერდსა იცემს, ამად ილებს, |
Verse: b | რომე კაცსა მიჯნურობა | ატირებს და გააფრდილებს; |
Verse: c | რა ღრუბელი მიეფარვის, | მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, . |
Verse: d და | მის მოყვრისა მოშორვება | კვლა აბინდებს, არ ადილებს. |
Strophe: S714/K714 | ||
Verse: a | სისხლმან და ცრემლმან გარევით | ღაწვი ქმნის ღარად და ღარად; |
Verse: b | იტყვის: "მზე ჩემგან თავისად | კმა დასადებლად აღარად; |
Verse: c | მიკვირს, თუ გული ალმასი | შავმან წამწამმან დაღა რად! |
Verse: d და | ვირე ვნახვიდე, სოფელო, | მინდი სალხინოდ აღარად! |
Strophe: S715/K715 | ||
Verse: a | ვინ გუშინ ედემს ნაზარდი | ალვა მრგო, მომრწყო, მახია, |
Verse: b | დღეს საწუთრომან ლახვარსა | მიმცა, დანასა მახია, |
Verse: c | დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა | დაბმით დამიბა მახია. |
Verse: d და | აწყა ვცან, საქმე სოფლისა | ზღაპარია და ჩმახია!" |
Strophe: S716/K716 | ||
Verse: a | ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს*, | ათრთოლებს და აწანწარებს, |
Verse: b | გულ-ამოსკვნით, ოხრვა-სულთქვმით | მიხრის ტანსა, მიაწარებს. |
Verse: c | საყვარლისა სიახლესა | მოშორვება გაამწარებს, |
Verse: d და | ვაჲ, საწუთრო ბოლოდ თავსა | ასუდარებს-აზეწარებს! |
Strophe: S717/K717 | ||
Verse: a | ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, | ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების, |
Verse: b | მაგრა ახლავს გონებითა | საყვარელსა, არ მოსწყდების; |
Verse: c | ვით მწვანვილსა თრთვილისაგან, | პირსა ფერი მოაკლდების. |
Verse: d და | ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა | რაგვარ ადრე დააჩნდების! |
Strophe: S718/K718 | ||
Verse: a | გული კრულია კაცისა, | ხარბი და გაუძღომელი, |
Verse: b | გული* ჟამ-ჟამად* ყოველთა | ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი, |
Verse: c | გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, | თვით ვერას ვერ გამზომელი, |
Verse: d და | ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, | ვერცა პატრონი რომელი!" |
Strophe: S719/K719 | ||
Verse: a | რა გულსა უთხრნა გულისა | სიტყვანი საგულისონი, |
Verse: b | თვით მარგალიტნი მოიხვნა | მის მზისა სამეყვისონი, |
Verse: c | მის მზისა მკლავსა ნაბამი*, | მათ კბილთა შესატყვისონი, |
Verse: d და | პირი დასდვა და აკოცა, | ცრემლი სდის, ვითა ბისონი. |
Strophe: S720/K720 | ||
Verse: a | რა გათენდა, კაცი მოვა* | მომკითხავი, დარბაზს მხმობი. |
Verse: b | ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, | ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი. |
Verse: c | ერთმანერთსა ეჯარვიან, | დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი; |
Verse: d და | მეფე მინდორს ეკაზმოდა, | მოემზადა დაბდაბ-ნობი. |
Strophe: S721/K721 | ||
Verse: a | მეფე შეჯდა, მაშინდელი | ზარი აწმცა ვით ითქმოდა! |
Verse: b | ქოს-დაბდაბთა ცემისაგან | ყურთა სიტყვა არ ისმოდა, |
Verse: c | მზესა ქორნი აბნელებდეს, | ძაღლთა რბოლა მიდამოდა; |
Verse: d და | მას დღე მათგან დანაღვარი | სისხლი ველთა მოესხმოდა! |
Strophe: S722/K722 | ||
Verse: a | ინადირეს, შემოიქცეს | მხიარულნი მინდორს რულნი, |
Verse: b | შეიტანნეს დიდებულნი, | თავადნი და სპანი სრულნი; |
Verse: c | დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნი | საჯდომნი და სრანი სრულნი, |
Verse: d და | ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, | მომღერალნი იყვნეს სრულნი*! |
Strophe: S723/K723 | ||
Verse: a | ყმა ახლოს უჯდა მეფესა, | ჰკითხვიდა, ეუბნებოდა; |
Verse: b | ბაგეთათ* გასჭვირს ბროლ-ლალი, | მათ* კბილთათ* ელვა ჰკრთებოდა. |
Verse: c | ღირსნი ახლოს სხდეს*, ისმენდეს, | შორს ჯარი დაიჯრებოდა, |
Verse: d და | უტარიელოდ ხსენება | არვისგან იკადრებოდა. |
Strophe: S724/K724 | ||
Verse: a | ყმა მივიდა გულ-მოკლული, | ცრემლი ველთა მოედინა. |
Verse: b | მართ მისივე სიყვარული | უარებდის თვალთა წინა. |
Verse: c | ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, | ხელსა რადმცა დაეძინა! |
Verse: d და | რაცა აჯა დათმობისა | გულმან ვისმცა მოუსმინა! |
Strophe: S725/K725 | ||
Verse: a | წევს, იტყვის: "გულსა სალხინო | რამცაღა დავუსახეო? |
Verse: b | მოგშორდი, ედემს ნაზარდო | ტანო ლერწამო და ხეო, |
Verse: c | შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, | ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო, |
Verse: d და | ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, | ნეტამცა* სიზმრად გნახეო!" |
Strophe: S726/K726 | ||
Verse: a | ამას მოთქმიდის ტირილით | ცრემლისა დასაღვაროთა; |
Verse: b | კვლა გულსა ეტყვის: "დათმობა | ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა. |
Verse: c | არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, | მითხარ, რა მოვუგვაროთა? |
Verse: d და | თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, | ჭირიცა შევიწყნაროთა". |
Strophe: S727/K727 | ||
Verse: a | კვლა იტყვის: "გულო, რაზომცა* | გაქვს სიკვდილისა წადება, |
Verse: b | სჯობს სიცოცხლისა გაძლება, | მისთვის თავისა დადება, |
Verse: c | მაგრა დამალე, არ გაჩნდეს* | შენი ცეცხლისა კვლა დება, |
Verse: d და | ავად შეჰფერობს მიჯნურსა | მიჯნურობისა ცხადება!" |
Strophe: S728/K728 | ||
Verse: a | რა გათენდა, შეეკაზმა, | ყმა გავიდა ადრე გარე; |
Verse: b | იტყვის: "ნეტარ, მიჯნურობა | არ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!" |
Verse: c | დათმობასა ეაჯების გულსა: | "შენ რა მოუგვარე!" |
Verse: d და | ცხენსა შეჯდა, წამოვიდა | ვაზირისა სახლსა მთვარე. |
Strophe: S729/K729 | ||
Verse: a | ვაზირმან ცნა, გაეგება: | "ჩემსა მზეა ამოსრული, |
Verse: b | ამას თურე მახარებდა | დღეს ნიშანი სახარული!" |
Verse: c | მიეგება, თაყვანის-სცა, | ჰკადრა სრულსა ქება სრული: |
Verse: d და | ხამს სტუმარი სასურველი, | მასპინძელი მხიარული. |
Strophe: S730/K730 | ||
Verse: a | ყმა გარდასვა მასპინძელმან, | არ ღაფალმან, ავმან, უქმან; |
Verse: b | ფერხთა ქვეშე ხატაურსა | უფენენ და მიწად უქმან. |
Verse: c | ყმამან სახლი გაანათლა*, | ვით სამყარო მზისა შუქმან; |
Verse: d და | თქვეს: "სურნელი* სული ვარდთა | დღეს მოგვბერა ქვენამ* ბუქმან". |
Strophe: S731/K731 | ||
Verse: a | დაჯდა, მისთა შემხედველთა | გული მათი მართლად ხელეს*, |
Verse: b | მისთა მჭვრეტთა მისთვის | ბნედა თავისათვის ისახელეს, |
Verse: c | სულთქვმა ბევრი აათასეს, | აღარა თუ აერთხელეს. |
Verse: d და | გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, | ჯალაბობა გაათხელეს. |
Strophe: S732/K732 | ||
Verse: a | რა ჯალაბი გაიყარა, | ყმა ვაზირსა ეუბნების, |
Verse: b | ეტყვის: "შენი დამალული | დარბაზს არა არ იქმნების; |
Verse: c | რაცა გწადდეს საურავი, | მეფე იქმს და შენ გეთნების, |
Verse: d და | გაიგონენ ჭირნი ჩემნი*, | მკურნე, რაცა მეკურნების. |
Strophe: S733/K733 | ||
Verse: a | მის ყმისა ცეცხლი მედების, | წვა მისისა მჭირს მწველისა; |
Verse: b | მკლავს სურვილი და ვერ-ნახვა | ჩემისა სასურველისა; |
Verse: c | მას ჩემთვის სულნი არ ჰშურდეს | შეზღვა ხამს შეუზღველისა; |
Verse: d და | ხამს სიყვარული მოყვრისა | უხვისა, უშურველისა. |
Strophe: S734/K734 | ||
Verse: a | მისი ნახვა გულსა ჩემსა | ვითა ბადე დაებადა, |
Verse: b | მუნვე დარჩა, დათმობაცა | მას თანავე დაება, და -; |
Verse: c | რათგან დასწვავს მოახლეთა, | ღმერთსა მზედცა დაებადა, |
Verse: d და | მერმე ასმათ ჩემთვის დისა | მართ დად უფრო დაებადა. |
Strophe: S735/K735 | ||
Verse: a | ოდეს წამოვე, შევჰფიცე | ფიცითა საშინელითა: |
Verse: b | "კვლა მოვალ, გნახავ პირითა | არ მტერთა საწუნელითა; |
Verse: c | შენსა მე ვეძებ ნათელსა, | შენ ხარ გულითა ბნელითა"; |
Verse: d და | ჟამია ჩემგან წასლვისა, | მით მწვავს ცეცხლითა ნელითა. |
Strophe: S736/K736 | ||
Verse: a | ყოველსავე მართლად გითხრობ, | არ სიტყვასა საკვეხელსა. |
Verse: b | მიმელის და ვერ მისრულ ვარ, | ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა; |
Verse: c | ვერ გავუტეხ ზენაარსა, | ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, |
Verse: d და | რამცა სადა გაუმარჯვდა | კაცსა, ფიცთა გამტეხელსა! |
Strophe: S737/K737 | ||
Verse: a | რაცა გითხრა, ჩემ მაგიერ | როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა; |
Verse: b | თავმან მისმან, ფიცით გეტყვი | შენ, ვაზირსა, ოსტასრასა: |
Verse: c | არ შემიპყრობს, არ დავდგები, | თუ შემიპყრობს, მაქმნევს რასა? |
Verse: d და | მიშველე რა, გული ცეცხლმან | არ დამიჭრას, არცა სრასა! |
Strophe: S738/K738 | ||
Verse: a | ჰკადრე: "ვინ გაქოს ყოველმან | პირმან არ მეუმზრახემან? |
Verse: b | ვითა ვიშიშვი, გაცნობოს | ღმერთმან, ნათელთა მსახემან*! |
Verse: c | მაგრა მან ყმამან ცეცხლითა | დამწვა, ალვისა სახემან*, |
Verse: d და | გული წამსავე წამიღო, | - ვერათ ვერ შევინახე, - მან. |
Strophe: S739/K739 | ||
Verse: a | აწ, მეფეო, უმისობა | ჩემგან ყოლა არ ეგების; |
Verse: b | გული მას აქვს, უგულოსა | აქა ხელი რა მეხდების? |
Verse: c | თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმე | თვით სახელი თქვენ მოგხვდების; |
Verse: d და | ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, | ჩემი ფიცი არ გატყდების. |
Strophe: S740/K740 | ||
Verse: a | წასლვა ჩემი გულსა თქვენსა | არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს; |
Verse: b | თავსა ჩემსა გაგებული | იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს; |
Verse: c | მანვე ქმნას და გაგიმარჯვდეს, | თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს. |
Verse: d და | არ მოვბრუნდე*, თქვენმცა ჰსუფევთ, | მტერი თქვენი დაძაბუნდეს!" |
Strophe: S741/K741 | ||
Verse: a | კვლა პირ-მზე ეტყვის ვაზირსა: | "მე სიტყვა შევამცირეო, |
Verse: b | წა, ესე ჰკადრე მეფესა, | შე- ვინ -ვიდოდეს ვირეო; |
Verse: c | მიაჯე ამოდ გაშვება და | თავი გაიგმირეო, |
Verse: d და | ასი ათასი წითელი | შენ ქრთამად შეიწირეო". |
Strophe: S742/K742 | ||
Verse: a | ვაზირმან უთხრა სიცილით: | "ქრთამი შენ გქონდეს შენია! |
Verse: b | შენგან კმა ჩემად წყალობად, | რომე გზა გაგიჩენია. |
Verse: c | მაგას რა ვჰკადრებ მეფესა, | რაცა აწ თქვენგან* მსმენია, |
Verse: d და | ვიცი, უცილოდ ამავსებს, | შოვება არ-საწყენია. |
Strophe: S743/K743 | ||
Verse: a | თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, | ვეჭვ, წამიცა არ წამაროს! |
Verse: b | შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, | მე, გლახ, მიწა მესამაროს; |
Verse: c | მომკალ, კაცსა სიცოცხლისა | სწორად რაცა მოეხმაროს! |
Verse: d და | არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, | რა გინდა ვინ მისაგმაროს. |
Strophe: S744/K744 | ||
Verse: a | გზა არ წავა თავსა წინა, | სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო? |
Verse: b | ამიკლებს და ანუ მომკლავს: | "ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?! |
Verse: c | რად არ მუნვე გაიგონე, | რად ხარ შმაგი აგეთიო?!" |
Verse: d და | სჯობს სიკვდილი აკლებასა, | ამას თავსა აწვე ვსწვრთიო. |
Strophe: S745/K745 | ||
Verse: a | თუ მეფეცა გაგიშვებდეს, | თვით ლაშქარნი რად მოღორდენ! |
Verse: b | რად გაგიშვან, რად დაღონდენ, | ანუ მზესა რად მოჰშორდენ? |
Verse: c | შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი | დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ. |
Verse: d და | ეგე ასრე არ იქმნების, | ვითა ჩიტნი არ გაქორდენ". |
Strophe: S746/K746 | ||
Verse: a | ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: | "ხამს, თუ დანა გულსა ვიცი; |
Verse: b | ჰე ვაზირო, შეგეტყობის*, | სიყვარული არ თურ იცი, |
Verse: c | ანუ სხვაცა არ გინახავს | მოყვრობა და არცა ფკიცი, |
Verse: d და | თუ გინახავს, უმისოსა | ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?! |
Strophe: S747/K747 | ||
Verse: a | მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, | მზესა რამცა დააბრუნვებს! |
Verse: b | აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი | ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს, |
Verse: c | ჩემი ჩემებრ არვინ იცის, | რა მამწარებს, რა მატკბუნვებს; |
Verse: d და | ცუდთა კაცთა საუბარი | კაცსა მეტად დააჭმუნვებს. |
Strophe: S748/K748 | ||
Verse: a | მეფე ანუ მისნი სპანი, | ნეტარ, ხელსა რასა მხდიან! |
Verse: b | აწ ვითაცა გაუწყვედლად | უცნობოსა* ცრემლნი მდიან. |
Verse: c | სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, | კაცსა ფიცნი გამოსცდიან; |
Verse: d და | ჭირნი, მისგან უნახავნი, | დია, ვის-მე გარდუხდიან? |
Strophe: S749/K749 | ||
Verse: a | აწ, ვაზირო, მაგა პირსა | გული კრული ვით მოგთმინდეს? |
Verse: b | რკინა, ჩემი მონაცვალე, | ხამს, გაცვილდეს, არ გატინდეს; |
Verse: c | ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, | ჯეონიცა თვალთა მდინდეს, |
Verse: d და | მომეხმარე, ნუთუ ჩემგან | მოხმარება შენცა გინდეს. |
Strophe: S750/K750 | ||
Verse: a | არ გამიშვებს, გავიპარვი, | წავალ მათგან შეუგებლად; |
Verse: b | ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო | გული ცეცხლთა* მოსადებლად. |
Verse: c | ვიცი, ჩემთვის არას გიზამს, | თუ არ უნდი გასაძებლად; |
Verse: d და | თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, | თავი დადევ საწამებლად!" |
Strophe: S751/K751 | ||
Verse: a | ვაზირმან თქვა: "შენი ცეცხლი | მეცა ცეცხლად მომედების, |
Verse: b | ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, | სოფელიცა* გაქარდების; |
Verse: c | ზოგი* თქმა სჯობს არა-თქმასა, | ზოგი* თქმითაც დაშავდების. |
Verse: d და | ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, | ჩემი მზეცა* თქვენ მოგხვდების!" |
Strophe: S752/K752 | ||
Verse: a | რა ვაზირმან ესე უთხრა, | ადგა, დარბაზს გაემართა. |
Verse: b | მეფე დაჰხვდა შეკაზმული, | პირი მზეებრ ეწაღმართა. |
Verse: c | შეუშინდა, საწყენლისა | მოხსენება ვერ შეჰმართა, |
Verse: d და | დაყრით დადგა, იგონებდა | არ საქმეთა საომართა. |
Strophe: S753/K753 | ||
Verse: a | მეფემან ნახა ვაზირი | დაღრეჯით, დაყმუნვებული, |
Verse: b | უბრძანა: "რა გჭირს, რა იცი, | რად მოხვე შეჭირვებული?" |
Verse: c | მან ჰკადრა: "არა ვიციო, | მართ ვარ თავისა ვებული, |
Verse: d და | მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმას | ამბავი გაკვირვებული. |
Strophe: S754/K754 | ||
Verse: a | ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა | არცა ჰმატს და არცა სდიდობს; |
Verse: b | მეშინიან, თუცა შიშსა | მოციქული არ დაჰრიდობს. |
Verse: c | აწ ავთანდილ გეთხოვების, | მოაჯეობს, არ წამკიდობს, |
Verse: d და | უმისყმისოდ სოფელსა და | საწუთროსა მისთვის ფლიდობს". |
Strophe: S755/K755 | ||
Verse: a | რაცა იცოდა, ყველაი | ჰკადრა მოშიშრად ენითა, |
Verse: b | კვლა მოახსენა: "რამცა სცან | სიტყვითა ესოდენითა, |
Verse: c | თუ რაგვარ მყოფი მინახავს, | თუ რაგვარ ცრემლთა დენითა! |
Verse: d და | მართალ ხართ, თუმცა რისხვანი | ჩემთვის იანაზდენითა". |
Strophe: S756/K756 | ||
Verse: a | რა მეფემან მოისმინა, | გაგულისდა, გაავცნობდა, |
Verse: b | ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, | შემხედველთა შეაშთობდა; |
Verse: c | შეუზახნა: "რა სთქვი, შმაგო, | მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა! |
Verse: d და | ავსა კაცსა ურჩევნია, | ავსამცა რას ადრე სცნობდა! |
Strophe: S757/K757 | ||
Verse: a | ვითამც რამე სახარული | საქმე მითხარ ვითა ადრად! |
Verse: b | მაგის მეტი რა ვინ მიყოს, | თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად? |
Verse: c | შმაგო, ენა ვით იხმარე | აწ მაგისად* ჩემად კადრად! |
Verse: d და | აგრე შმაგი არ ვაზირად, | არად* ვარგხარ არცა სხვად რად. |
Strophe: S758/K758 | ||
Verse: a | ხამსა, კაცმან პატრონისა | საწყინარსა არ დახედნეს, |
Verse: b | ოდენ სიტყვა უმეცრული* | უალაგოდ* დაიყბედნეს?! |
Verse: c | მე მაგისად მოსმენამდის | რად არ ყურნი შემეჭედნეს! |
Verse: d და | შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი | ჩემმან ქედმან მიიქედნეს!" |
Strophe: S759/K759 | ||
Verse: a | კვლა უბრძანა: "თუ-მცა მისგან | აწ არ იყავ მოგზავნილი, |
Verse: b | თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ*, | არად უნდა ამას ცილი! |
Verse: c | წა, უკუდეგ! ავი, შმაგი, | უმეცარი, შლეგი, წბილი! |
Verse: d და | შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, | შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!" |
Strophe: S760/K760 | ||
Verse: a | დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, | ჰკრნა კედელსა, შეალეწნა; |
Verse: b | დააცთუნნა, მაგრა მისთვის | აალმასნა, არ აძეწნა: |
Verse: c | "ვით მიამბე წასლვა მისი, | ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!" |
Verse: d და | ვაზირისა ცრემლმან ცხელმან | ღაწვნი თეთრნი აახეწნა. |
Strophe: S761/K761 | ||
Verse: a | ვაზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, | მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს; |
Verse: b | გამოძრწა და გამომელდა, | გულსა წყლულსა მოიმტკივნებს; |
Verse: c | შეის ხასობს, გაის ქუშობს, | ენა ასრე მოაყივნებს, |
Verse: d და | მტერი მტერსა ვერას ავნებს, | რომე კაცი თავსა ივნებს. |
Strophe: S762/K762 | ||
Verse: a | თქვა: "ცოდვათა ჩემთა მსგავსი | ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? |
Verse: b | რად მოვღორდი, რად დავბნელდი, | ნეტარ, ვინღა გამითენოს! |
Verse: c | ვინცა კაცმან კადნიერად | პატრონსა რა მოახსენოს, |
Verse: d და | ჩემნი დღენი მასმცა ადგან, | რაძი ვითა გაისვენოს!" |
Strophe: S763/K763 | ||
Verse: a | ვაზირი გაწბილებული | მივა ბედითა შავითა; |
Verse: b | ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, | პირითა გამქუშავითა: |
Verse: c | "მადლი რა გკადრო, აწ თქვენგან | გავხასდი მე მაშა ვითა, |
Verse: d და | ვაჲ, კარგი თავი უებრო | დავკარგე, დავაშავითა!" |
Strophe: S764/K764 | ||
Verse: a | ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, | თუცა ცრემლსა არ იწურვებს: |
Verse: b | - მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, | რად არ გულსა შეიურვებს!- |
Verse: c | "ვინ არ მისცეს ქადებული*, | მოურავსა მოიმდურვებს, |
Verse: d და | თქმულა: "ქრთამი საურავსა | ჯოჯოხეთსცა დაიურვებს". |
Strophe: S765/K765 | ||
Verse: a | ვით გამხადა, რა მიბრძანა, | არ ეგების ჩემგან თხრობა: |
Verse: b | რა სიავე, რა სირეგვნე, | რა შლუობა, რა შმაგობა! |
Verse: c | მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ, | აღარა მიც თავსა ცნობა; |
Verse: d და | ესე მიკვირს, რად არ მომკლა, | მისცა თურე ღმერთმან თმობა. |
Strophe: S766/K766 | ||
Verse: a | მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, | ცთომით არ წამკიდებია, |
Verse: b | ვიაზრე, გამიწყრებოდა, | ჭმუნვა მით გამდიდებია; |
Verse: c | განგებით ქმნილსა რისხვასა | ვერავინ დაჰრიდებია! |
Verse: d და | შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს, | ჭირი არ გამცუდებია". |
Strophe: S767/K767 | ||
Verse: a | ყმამან უთხრა: "აღარ-წასლვა | არ ეგების ჩემგან აროს. |
Verse: b | იადონი მაშინ მოკვდეს, | ოდეს ვარდმან იდამჭნაროს. |
Verse: c | ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, | მისთვის თავი ყოვლგან აროს, |
Verse: d და | ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ | გული რითა* დაიწყნაროს! |
Strophe: S768/K768 | ||
Verse: a | უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ | ჯდომასა, ვერცა წოლასა, |
Verse: b | მართ ნადირთაებრ გაჭრასა | ვირჩევ, მათ თანა რბოლასა; |
Verse: c | ასრე გასრულსა რად მნუკევს | მისთა მებრძოლთა ბრძოლასა? |
Verse: d და | სჯობს უყოლობა კაცისა | მომდურავისა ყოლასა. |
Strophe: S769/K769 | ||
Verse: a | მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, | აწ რაზომცა მეფე წყრების, |
Verse: b | ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი | ვით იწვის და ვით ენთების; |
Verse: c | არ გამიშვებს, გავიპარვი, | რა იმედი გარდმიწყდების, |
Verse: d და | მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი | სოფელიმცა გარდიფხვრების!" |
Strophe: S770/K770 | ||
Verse: a | მოიუბნეს. ვაზირმან ქმნნა | ჭამა-სმანი მათნი ფერნი, |
Verse: b | უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნნა | შვენიერსა შვენიერნი, |
Verse: c | მისნი მყოლნი ა-ვე-ავსნა, | მოყმენი და თუნდა ბერნი. |
Verse: d და | გაიყარნეს, ყმა წავიდა, | სახლად ჩადგეს მზისა წვერნი. |
Strophe: S771/K771 | ||
Verse: a | შეკრა წითელი ასი ათასი | პირად მზემან და ტანად სარომან, |
Verse: b | სამასი თავი სტავრა-ატლასი | უხვმან, ნიადაგ მიუმცთარომან, |
Verse: c | სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი | ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან. |
Verse: d და | კაცი გაგზავნა ვაზირისასა, | ესე ყველაი მისთვის არო მან. |
Strophe: S772/K772 | ||
Verse: a | შესთვალა, თუ: "რაცა გმართებს, | ვით მოგცე და ვით გაქონო, |
Verse: b | ვალთა შენთა გარდასახდლად* | რა ნაცვალი მოვიგონო? |
Verse: c | თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, | თავი ჩემი დაგამონო, |
Verse: d და | სიყვარული სიყვარულსა | შეგიცალო, შეგიწონო". |
Strophe: S773/K773 | ||
Verse: a | მე ვითა ვთქვა უებრობა, | სიკეთე და ქება მისი! |
Verse: b | კაცი იყო საქმისაცა | შესაფერი, შესატყვისი; |
Verse: c | ასრე უნდა მოხმარება, | გაჰვიდოდეს ვისცა ვისი. |
Verse: d და | ოდეს კაცსა დაეჭიროს, | მაშინ უნდა ძმა და თვისი. |
Strophe: S774/K774 | ||
Verse: a | შერმადინს ეტყვის, უბრძანებს | პირ-მზე, ნათელთა მფენელი: |
Verse: b | ესე დღე არის იმედი, | ჩემის გულისა მლხენელი, |
Verse: c | შენგან თავისა შენისა | საჩემოდ გამომჩენელი". |
Verse: d და | მქებრად ამბვისა მათისა | ხამს მკითხავი* და მსმენელი. |
Strophe: S775/K775 | ||
Verse: a | იტყვის: როსტან არ გამიშვა, | არცა სიტყვა მომისმინა; |
Verse: b | მან არ იცის, რა მჭირს, ანუ | სულ-დგმული ვარ* ვისგან ვინა; |
Verse: c | უმისოდმცა* ნუ ცოცხალ ვარ | ნუცა გარე, ნუცა შინა! |
Verse: d და | რაცა საქმე უსამართლო | ღმერთმან ვისმცა შეარჩინა! |
Strophe: S776/K776 | ||
Verse: a | თუცა* მისი არ-გაწირვა | ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს, |
Verse: b | ყოვლი ცრუ და მოღალატე | ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს; |
Verse: c | გული, მისი უნახავი, | ტირს და სულთქვამს, ვაებს, უშობს*, |
Verse: d და | ლხინსა არას არ იახლებს, | კრთების, კუშტობს, ვახშობს, უშობს*. |
Strophe: S777/K777 | ||
Verse: a | სამი არის მოყვრისაგან | მოყვრობისა გამოჩენა: |
Verse: b | პირველ, ნდომა სიახლისა, | სიშორისა ვერ-მოთმენა, |
Verse: c | მიცემა და არას შური, | ჩუქებისა არ-მოწყენა, |
Verse: d და | გავლენა და მოხმარება, | მისად რგებად ველთა რბენა. |
Strophe: S778/K778 | ||
Verse: a | რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, | ჟამია შემოკლებისა! |
Verse: b | აწ გაპარვაა წამალი | ამა გულისა ლებისა. |
Verse: c | რასაცა გვედრებ, ისმენდი, | ვირე დრო გქონდეს ხლებისა; |
Verse: d და | შენ გაამაგრე დაჭირვა | ჩემისა ნასწავლებისა. |
Strophe: S779/K779 | ||
Verse: a | აწ მეფეთა სამსახურად | პირველ თავი დაამზადე, |
Verse: b | სიკეთე და უკლებლობა | შენი ერთობ გააცხადე; |
Verse: c | სახლი ჩემი შეინახე, | სპათა ჩემთა ეთავადე, |
Verse: d და | სამსახური აქამდისი, | კვლა გავლენა გააკვლადე. |
Strophe: S780/K780 | ||
Verse: a | მტერთა ჩემთა ენაპირე, | ძალი ნუმცა მოგაკლდების, |
Verse: b | ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, | ორგულიმცა შენი კვდების! |
Verse: c | შემოვიქცე, შენი ჩემგან | ვალი კარგად გარდიხდების; |
Verse: d და | პატრონისა სამსახური | არაოდეს არ წახდების". |
Strophe: S781/K781 | ||
Verse: a | ესე ესმა, ცრემლი ცხელი | შერმადინსა თვალთა სდინდი; |
Verse: b | მოახსენა: "მარტოებით | ჭირსა რადმცა შევუშინდი! |
Verse: c | მაგრა რა ვქმნა, უშენოსა* | დამეცემის გულსა ბინდი! |
Verse: d და | წამიტანე სამსახურად, | მოგეხმარო, რადცა გინდი. |
Strophe: S782/K782 | ||
Verse: a | ვის ასმია მარტოსაგან | ღარიბობა ეგზომ დიდი? |
Verse: b | ვის ასმია პატრონისა | ჭირსა შიგან ყმისა რიდი? |
Verse: c | დაკარგულსა გიგონებდე, | რა ვიქმნები აქა ფლიდი?" |
Verse: d და | ყმამან უთხრა: "ვერ წაგიტან, | რაზომსაცა ცრემლსა ჰღვრიდი. |
Strophe: S783/K783 | ||
Verse: a | შენგან ჩემი სიყვარული | ვითამც* არა დამეჯერა, |
Verse: b | მაგრა საქმე არ მოხდების, | ჟამი ასრე დამემტერა! |
Verse: c | ვის მივანდო სახლი ჩემი, | შენგან კიდე ვინმც მეფერა?! |
Verse: d და | გული დადევ, დაიჯერე, | ვერ წაგიტან, ვერა, ვერა! |
Strophe: S784/K784 | ||
Verse: a | თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ | ხელი მინდორთა მე რებად; |
Verse: b | არ მარტო უნდა გაჭრილი | ცრემლისა სისხლსა ფერებად? |
Verse: c | გაჭრა ხელია მიჯნურთა, | რად სცალს თავისა ბერებად! |
Verse: d და | ასრეა ესე სოფელი, | შესჯერდი კვლა შეჯერებად! |
Strophe: S785/K785 | ||
Verse: a | რა მოგშორდე, მახსენებდი, | სიყვარული ჩემი გქონდეს; |
Verse: b | არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, | თავი მონად მომიმონდეს. |
Verse: c | ხამს, მამაცი გაგულოვნდეს*, | ჭირსა შიგან არ დაღონდეს. |
Verse: d და | მძულს, რა კაცსა სააუგო | საქმე არა* არ შესწონდეს. |
Strophe: S786/K786 | ||
Verse: a | მე იგი ვარ, ვინ სოფელსა | არ ამოვჰკრეფ* კიტრად ბერად, |
Verse: b | ვის სიკვდილი მოყვრისათვის | თამაშად და მიჩანს* მღერად; |
Verse: c | ჩემსა მზესა დავეთხოვე, | გავუშვივარ, დავდგე მე რად? |
Verse: d და | მას თუ დავსთმობ, სახლსა ჩემსა | ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად? |
Strophe: S787/K787 | ||
Verse: a | აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, | როსტანს წინა დაწერილსა; |
Verse: b | შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, | ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. |
Verse: c | მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, | სატანისგან* ნუ იქმ ქმნილსა, |
Verse: d და | ამას ზედა იტირებდი, | დაიდებდი თვალთა მილსა". |
Strophe: S788/K788 | ||
Verse: a | დაჯდა წერად ანდერძისა*, | საბრალოსა საუბრისად: |
Verse: b | "ჰე მეფეო, გავიპარე | ძებნად ჩემგან საძებრისად! |
Verse: c | ვერ დავდგები შეუყრელად | ჩემთა ცეცხლთა მომდებრისად; |
Verse: d და | შემინდევ და წამატანე | მოწყალება ღმრთეებრისად. |
Strophe: S789/K789 | ||
Verse: a | ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ | ამა ჩემსა განზრახულსა. |
Verse: b | კაცი ბრძენი ვერ გასწირავს | მოყვარესა მოყვარულსა; |
Verse: c | მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, | პლატონისგან სწავლა-თქმულსა: |
Verse: d და | "სიცრუე და ორპირობა | ავნებს ხორცსა, მერმე სულსა". |
Strophe: S790/K790 | ||
Verse: a | რათგან თავია სიცრუე | ყოვლისა უბედობისა*, |
Verse: b | მე რად გავწირო მოყვარე, | ძმა, უმტკიცესი ძმობისა?! |
Verse: c | არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს | ფილასოფოსთა ბრძნობისა! |
Verse: d და | მით ვისწავლებით, მოგვეცეს | შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა. |
Strophe: S791/K791 | ||
Verse: a | წაგიკითხავს, სიყვარულსა | მოციქულნი რაგვარ წერენ? |
Verse: b | ვით იტყვიან, ვით აქებენ? | ცან, ცნობანი მიაფერენ. |
Verse: c | "სიყვარული აღგვამაღლებს", | ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ*, |
Verse: d და | შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი | კაცნი ვითმცა შევაჯერენ! |
Strophe: S792/K792 | ||
Verse: a | ვინ დამბადა, შეძლებაცა | მანვე მომცა ძლევად მტერთად, |
Verse: b | ვინ არს ძალი უხილავი | შემწედ ყოვლთა მიწიერთად, |
Verse: c | ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, | ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, |
Verse: d და | იგი გაჰხდის წამის-ყოფით | ერთსა ასად, ასსა ერთად. |
Strophe: S793/K793 | ||
Verse: a | რაცა ღმერთსა არა სწადდეს, | არა საქმე არ იქმნების. |
Verse: b | მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი | ია ხმების, ვარდი ჭნების, |
Verse: c | თვალთა ტურფა საჭვრეტელი | ყველა რამე ეშვდინების; |
Verse: d და | მე ვით გავსძლო უმისობა, | ან სიცოცხლე ვით მეთნების! |
Strophe: S794/K794 | ||
Verse: a | რაზომცა სწყრები, შემინდევ | შეცვლა თქვენისა მცნებისა. |
Verse: b | ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა | მე მაგისისა თნებისა; |
Verse: c | აწ წასლვა იყო წამალი | ჩემთა სახმილთა გზნებისა, |
Verse: d და | სადა გინდ ვიყო, რა მგამა, | ყოფამცა მქონდა ნებისა! |
Strophe: S795/K795 | ||
Verse: a | არას გარგებს სიმძიმილი, | უსარგებლო ცრემლთა დენა; |
Verse: b | არ გარდავა გარდუვალად | მომავალი საქმე ზენა; |
Verse: c | წესი არის მამაცისა | მოჭირვება, ჭირთა თმენა, |
Verse: d და | არვის ძალ-უც ხორციელსა | განგებისა გარდავლენა. |
Strophe: S796/K796 | ||
Verse: a | რაცა ღმერთსა გაუგია | თავსა ჩემსა გარდასავლად, |
Verse: b | გარდამხდეს და შემოვიქცე, | აღარ დამრჩეს გული ავლად; |
Verse: c | თქვენვე გნახნე მხიარულნი | დიდებით და დავლა-მრავლად; |
Verse: d და | მას რა ვარგო, დიდებად და | კმარის ესე ჩემად დავლად. |
Strophe: S797/K797 | ||
Verse: a | მეფეო, ესე თათბირი, | მომკალ, ვინ დამიწუნოსა! |
Verse: b | მეფეო, ნუთუ წასლვამან | თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა? |
Verse: c | ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ | საქმესა საძაბუნოსა, |
Verse: d და | პირის-პირ მარცხვენს, ორნივე | მივალთ მას საუკუნოსა. |
Strophe: S798/K798 | ||
Verse: a | არ-დავიწყება მოყვრისა | აროდეს გვიზამს ზიანსა; |
Verse: b | ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, | ცრუსა და ღალატიანსა! |
Verse: c | ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამ | მას ხელმწიფესა მზიანსა. |
Verse: d და | რა უარეა მამაცსა | სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა! |
Strophe: S799/K799 | ||
Verse: a | რა უარეა მამაცსა | ომშიგან პირის მხმეჭელსა, |
Verse: b | შემდრკალსა, შეშინებულსა | და სიკვდილისა მეჭველსა! |
Verse: c | კაცი ჯაბანი რითა* სჯობს | დიაცსა ქსლისა მბეჭელსა*? |
Verse: d და | სჯობს სახელისა მოხვეჭა | ყოველსა მოსახვეჭელსა! |
Strophe: S800/K800 | ||
Verse: a | ვერ დაიჭირავს სიკვდილსა | გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი; |
Verse: b | მისგან გასწორდეს ყოველი, | სუსტი და ძალ-გულოვანი; |
Verse: c | ბოლოდ შეყარნეს მიწამან | ერთგან მოყმე და მხცოვანი. |
Verse: d და | სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა | სიკვდილი სახელოვანი! |
Strophe: S801/K801 | ||
Verse: a | მერმე ვიშიშვი, მეფეო, | თქვენდა კადრებად ამისად: |
Verse: b | სცთების და სცთების, სიკვდილსა | ვინ არ მოელის წამისად; |
Verse: c | მოვა შემყრელი ყოველთა | ერთგან დღისა და ღამისად, |
Verse: d და | თუ ვერა გნახე ცოცხალმან, | სიცოცხლე გქონდეს ჟამისად. |
Strophe: S802/K802 | ||
Verse: a | თუ საწუთრომან დამამხოს*, | ყოველთა დამამხობელმან, |
Verse: b | ღარიბი მოვკვდე ღარიბად, | ვერ დამიტიროს მშობელმან, |
Verse: c | ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა | და ვერცა მისანდობელმან, - |
Verse: d და | მუნ შემიწყალოს თქვენმანვე | გულმან მოწყალე-მლმობელმან. |
Strophe: S803/K803 | ||
Verse: a | მაქვს საქონელი ურიცხვი, | ვერვისგან ანაწონები, |
Verse: b | მიეც გლახაკთა საჭურჭლე, | ათავისუფლე მონები, |
Verse: c | შენ დაამდიდრე ყოველი | ობოლი, არას მქონები: |
Verse: d და | მიღვწიან, მომიგონებენ, | დამლოცვენ, მოვეგონები. |
Strophe: S804/K804 | ||
Verse: a | რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს | საჭურჭლესა დასადებლად, |
Verse: b | მიეც ზოგი ხანაგათა, | ზოგი ხიდთა ასაგებლად; |
Verse: c | ნურა ნუ გშურს საქონელი | ჩემი ჩემთვის წასაგებლად! |
Verse: d და | შენგან კიდე არვინ მივის | ცეცხლთა ცხელთა დამავსებლად. |
Strophe: S805/K805 | ||
Verse: a | ამას იქით ჩემგან ჩემი | ამბავიცა არ გეცნევის, |
Verse: b | ამად გვედრებ სულსა ჩემსა, | წიგნი გკადრებს, არ გეთნევის, |
Verse: c | არას არგებს, ეშმაკისა | საქმეთაგან დაეძლევის, |
Verse: d და | შემინდევ და შემივედრე, | მკვდარსა რაღა გარდმეხდევის! |
Strophe: S806/K806 | ||
Verse: a | გვედრებ, მეფეო, შერმადინს, | მონასა ჩემსა რჩეულსა, - |
Verse: b | ნაკად აქვს ჭირი სამისოდ | ამ წელიწადსა* წლეულსა, - |
Verse: c | ნუგეშინის-ეც წყალობით, | ჩემგან წყალობა-ჩვეულსა, |
Verse: d და | ნუ დაადინებ თვალთაგან | ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა. |
Strophe: S807/K807 | ||
Verse: a | გასრულდა ჩემი ანდერძი, | ჩემგან ნაწერი ხელითა. |
Verse: b | აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, | წავე გულითა ხელითა! |
Verse: c | ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, | ნუ ხართ მოსილნი ბნელითა, |
Verse: d და | სუფევითამც ხართ* თავითა, | მტერთაგან საკრძალველითა!" |
Strophe: S808/K808 | ||
Verse: a | მისცა ანდერძი შერმადინს, | რა გაათავა წერითა, |
Verse: b | უთხრა: "ჰკადრეო მეფესა | საქმითა მეცნიერითა, |
Verse: c | შენ დაგამეტებს ვერავინ | მსახურებითა ვერითა". |
Verse: d და | მოეხვია და ატირდა | ცრემლითა სისხლთა ფერითა. |
Strophe: S809/K809 | ||
Verse: a | ილოცავს, იტყვის: "მაღალო | ღმერთო ხმელთა და ცათაო, |
Verse: b | ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, | ზოგჯერ კეთილთა მზათაო, |
Verse: c | უცნაურო და უთქმელო, | უფალო უფლებათაო, |
Verse: d და | მომეც დათმობა სურვილთა, | მფლობელო გულის-თქმათაო! |
Strophe: S810/K810 | ||
Verse: a | ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, | რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა*, |
Verse: b | შენ დაჰბადე მიჯნურობა, | შენ აწესებ მისსა წესსა, |
Verse: c | მე სოფელმან მომაშორვა | უკეთესსა ჩემსა მზესა*, |
Verse: d და | ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, | მისგან ჩემთვის დანათესსა! |
Strophe: S811/K811 | ||
Verse: a | ღმერთო, ღმერთო მოწყალეო, | არვინ მივის შენგან კიდე, |
Verse: b | შენგან ვითხოვ შეწევნასა, | რაზომსაცა გზასა ვვლიდე: |
Verse: c | მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, | ღამით მავნე გამარიდე! |
Verse: d და | თუღა დავრჩე, გმსახურებდე, | შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე" . |
Strophe: S812/K812 | ||
Verse: a | რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, | მალვით კარნი გაიარნა, |
Verse: b | შერმადინცა დააბრუნვა, | თუცა ვამნი ადიადნა*; |
Verse: c | მონა ტირს და მკერდსა იცემს, | საბრალომან ცრემლნი ღვარნა; |
Verse: d და | პატრონისა ვერა-მჭვრეტმან | ყმამან რადმცა გაიხარნა! |
Strophe: S813/K813 | ||
Verse: a | აწ ამბავი სხვა დავიწყო, | ყმას არ წავჰყვე წამავალსა. |
Verse: b | არ შეექმნა დარბაზობა | მას დღე როსტანს გულ-გამწყრალსა; |
Verse: c | რა გათენდა, ქუში ადგა, | ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა, |
Verse: d და | ხმობა ბრძანა ვაზირისა, | მიიყვანდეს შიშით მკრთალსა*. |
Strophe: S814/K814 | ||
Verse: a | რა ვაზირი მოწიწებით | დარბაზს ნახა შემოსრული, |
Verse: b | როსტან უთხრა: "არა მახსოვს | გუშინდელი შენგან თქმული. |
Verse: c | მაწყინე და გამარისხე, | ვერ დავიღე დიდხან სული, |
Verse: d და | აზომ რომე გაგათრიე | შენ, ვაზირი გულის-გული. |
Strophe: S815/K815 | ||
Verse: a | თუღა გახსოვს, რა უნდოდა, | ისრე ავად რად გაგხადე? |
Verse: b | მართლად უთქვამს მეცნიერთა*: | "წყენააო ჭირთა ბადე"; |
Verse: c | ესეგვარსა ნუოდეს იქმ, | საქმე ხოლე გაიცადე, |
Verse: d და | აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, | თქვი და სიტყვა გააკლადე". |
Strophe: S816/K816 | ||
Verse: a | კვლა მოახსენა ვაზირმან | სიტყვა ნაგუშინდელევი, |
Verse: b | რა გაიგონა, შესთვალა | პასუხი არ-ნაგრძელევი: |
Verse: c | "შენ თუ უშმაგო მგონიხარ, | ვარმცა ურია მე ლევი! |
Verse: d და | კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, | თვარა მე სრულად გელევი!" |
Strophe: S817/K817 | ||
Verse: a | რა გამოვიდა, ვაზირმან | ძებნა, ვერ პოვნა მინანი, |
Verse: b | მართ გაპარვასა უთხრობდეს | მონანი, ცრემლთა მდინანი. |
Verse: c | მან თქვა: "მე დარბაზს ვერ შევალ, | მახსოვან დღენი წინანი, |
Verse: d და | ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; | რაცა ვთქვი, მასცა ვინანი". |
Strophe: S818/K818 | ||
Verse: a | რა ვაზირი არ შევიდა, | კვლა მეფემან კაცი გზავნის; |
Verse: b | კაცმან ცნის და გარეთ დადგის, | წასლვა ვერვინ გაამჟღავნის; |
Verse: c | როსტანს ეჭვი* შეუვიდა, | ჭმუნვა ამით გაათავნის; |
Verse: d და | თქვა: "უცილოდ გაიპარა, | ვინ მარტომან ასთა ავნის". |
Strophe: S819/K819 | ||
Verse: a | თავ-დადრეკით იგონებდა, | გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, |
Verse: b | უში ქმნა და აიხედნა, | უბრძანებდა მონას: "მიდი, |
Verse: c | მოვიდეს და აწ მიამბოს, | შემოვიდეს იგი ფლიდი!" |
Verse: d და | რა ვაზირი შემობრუნდა, | ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი. |
Strophe: S820/K820 | ||
Verse: a | კვლა შევა დარბაზს ვაზირი | დაღრეჯით, არ მხიარულად; |
Verse: b | მეფემან ჰკითხა: "წასრულა* | მზე დაუდგომლად*, მთვარულად?" |
Verse: c | მან მოახსენა ყველაი, | ვით წასრულიყო ფარულად*: |
Verse: d და | "მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, | დარი არ დარობს დარულად!" |
Strophe: S821/K821 | ||
Verse: a | რა მეფემან მოისმინა, | დაიზახნა მეტის-მეტნი; |
Verse: b | პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით | გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი, |
Verse: c | მოსთქვამს, იტყვის: "ვაჲ, გაზრდილო, | ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი! |
Verse: d და | სად წაჰხე და სად დაჰკარგენ | სინათლისა ეგე სვეტნი? |
Strophe: S822/K822 | ||
Verse: a | თუ თავი შენი შენ გახლავს, | ღარიბად არ იხსენები, |
Verse: b | მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, | აწ სახლად მმართებს სენები! |
Verse: c | გამაღარიბე, დამაგდე, | გულსა, გლახ, ვისთვის ენები? |
Verse: d და | შენად შეყრამდის პატიჟთა | ჩემთა ვერ იტყვის ენები! |
Strophe: S823/K823 | ||
Verse: a | ოდეს გნახავ მხიარულსა, | ნადირობით შემოსრულსა? |
Verse: b | ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, | ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა, |
Verse: c | ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, | სასმენელად მე მას რულსა, |
Verse: d და | აწ უშენოდ რა, გლახ, * ვუყო | საჯდომსა და სრასა სრულსა? |
Strophe: S824/K824 | ||
Verse: a | ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, | რაზომმცა დია ირები: |
Verse: b | შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, | შენთა ისართა პირები, |
Verse: c | ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით | გაგიადვილოს ჭირები, |
Verse: d და | მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, | ვისგანღა დავიტირები?" |
Strophe: S825/K825 | ||
Verse: a | ზარი გაისმა, შემოკრბა | ჯარი მრავალი კაცისა, |
Verse: b | დარბაზს ხასთაგან ჯარია | ხელითა წვერთა ტაცისა, |
Verse: c | იგლეჯს და იცემს ყველაი, | ხმა ისმის თავსა ტკაცისა; |
Verse: d და | თქვეს: "ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, | რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!" |
Strophe: S826/K826 | ||
Verse: a | რა მეფემან დიდებულნი | ნახნა, სულთქმით შემოსტირნა, |
Verse: b | უთხრა: "ჰხედავთ, მზემან ჩვენმან | შუქნი სრულად დაგვიძვირნა! |
Verse: c | რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, | რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა, |
Verse: d და | სპანი, მისგან დაჭირულნი, | ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?" |
Strophe: S827/K827 | ||
Verse: a | ყოვლნი ტიროდეს, მოსთქმიდეს, | მერმე დაწყნარდეს გვიანად. |
Verse: b | მეფემან ბრძანა: "იკითხეთ, | მარტოა, ანუ ყმიანად?" |
Verse: c | მოვიდა მონა შერმადინ | მოშიშრად, სირცხვილიანად, |
Verse: d და | ანდერძი ჰკადრა, ატირდა, | სიცოცხლე უჩნდა ზიანად. |
Strophe: S828/K828 | ||
Verse: a | მოახსენა: "საწოლს ვპოვე | ესე მისგან დანაწერი; |
Verse: b | დგეს მონანი ნატირებნი, | დაეგლიჯა თმა და წვერი; |
Verse: c | იგი მარტო გაპარულა, | ყმა არ ახლავს, არცა ბერი. |
Verse: d და | მე თუ მომკლათ, მემართლებით, | სიცოცხლე მჭირს შეუფერი!" |
Strophe: S829/K829 | ||
Verse: a | რა ანდერძი წაიკითხეს, | კვლა იტირეს დიდი ხანი; |
Verse: b | მერმე ბრძანა: "მხიარულსა | ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, |
Verse: c | ვამლოცველნეთ დავრდომილნი, | ობოლნი და ქვრივნი სხვანი, |
Verse: d და | შევეწივნეთ, მშვიდობისა | ნუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი!" |
Strophe: S830/K830 | ||
Verse: a | მთვარე მზესა მოეშორვოს, | მოშორვება გაანათლებს, |
Verse: b | რა ეახლოს, შუქი დასწვავს, | გაეყრების, ვერ იახლებს, |
Verse: c | მაგრა ვარდსა უმზეობა | გაახმობს და ფერსა აკლებს, |
Verse: d და | ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა | ჭირსა ძველსა გაგვიახლებს. |
Strophe: S831/K831 | ||
Verse: a | აწყა დავიწყებ ამბავსა, | მის ყმისა წამავლობასა: |
Verse: b | მივა და მიტირს გულ-მდუღრად, | ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა, |
Verse: c | წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის | მისთვის მზისავე მზობასა, |
Verse: d და | უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოჰხსნნის*, | თუ მოჰხსნნის*, მიჰხდის ცნობასა. |
Strophe: S832/K832 | ||
Verse: a | რა მიეახლის დაბნედად, | ვერ ხელ-ჰყვის გაძრვად ენისად, |
Verse: b | მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან | მსგავსად დიჯლისა დენისად, |
Verse: c | ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის | ღონედ პატიზთა თმენისად, |
Verse: d და | რა გაემართის, არ იცის, | მას თუ არბევდის ცხენი სად. |
Strophe: S833/K833 | ||
Verse: a | თქვა: "ჩემო, შენი შორს ყოფი | კრულია ვინცა დადუმდეს*, |
Verse: b | რათგან შენ დაგრჩა გონება, | გული შენკევე დაბრუნდეს, |
Verse: c | თვალთა მტირალთა შეხედვა | შენივე სწადდეს და უნდეს. |
Verse: d და | სჯობს, საყვარელსა მოყვარე | რაზომც არ დაუძაბუნდეს! |
Strophe: S834/K834 | ||
Verse: a | მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, | ანუ რას ვეჭვდე ლხენასა? |
Verse: b | თავსა მოვიკლავ, მე თუ-მცა | შენგან არ ვეჭვდი წყენასა, |
Verse: c | მაგრა შენ გაწყენ ჩემისა | არ-სიცოცხლისა სმენასა, |
Verse: d და | მოდი და მივსცნე ცოცხალმან | თვალნი ცრემლისა დენასა!" |
Strophe: S835/K835 | ||
Verse: a | ტირს, იტყვის: "დადვა კეშანი | ლახვარმან ჩემთვის ათმანო; |
Verse: b | ინდოთა რაზმი ჩემად კლვად | თქვა, ესე ტევრი ვთხზა თმანო. |
Verse: c | თვალთა გიშერი აშვენებს, | სათმან რად მომკლა, სათმანო! |
Verse: d და | ბაგე-კბილო და თვალ-წარბო, | მომცემდი პატიჟთა, თმანო!" |
Strophe: S836/K836 | ||
Verse: a | იტყვის: "ჰე, მზეო, ვინ ხატად | გთქვეს მზიანისა ღამისად, |
Verse: b | ერთ-არსებისა ერთისა, | მის უჟამოსა ჟამისად, |
Verse: c | ვის გმორჩილობენ ციერნი | ერთის იოტის წამისად, |
Verse: d და | ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, | შეყრამდის ჩემად და მისად. |
Strophe: S837/K837 | ||
Verse: a | ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან | ფილასოფოსნი წინანი, |
Verse: b | შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, | ჯაჭვნი მაბიან, რკინანი! |
Verse: c | ბროლ-ბადახშისა მძებნელმან | სათნი დავკარგენ, მინანი; |
Verse: d და | მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, | აწ სიშორესა ვინანი |
Strophe: S838/K838 | ||
Verse: a | ამას მოსთქმიდის, იწვოდის, | ვითა სანთელი დნებოდის, |
Verse: b | დაყოვნებისა მოშიში | ისწრაფდის, იარებოდის; |
Verse: c | რა შეუღამდის, ვარსკვლავთა | ამოსლვა ეამებოდის, |
Verse: d და | მას ამსგავსებდის, ილხენდის, | უჭვრეტდის, ეუბნებოდის. |
Strophe: S839/K839 | ||
Verse: a | მთვარესა ეტყვის: "იფიცე | სახელი ღმრთისა შენისა! |
Verse: b | შენ ხარ მომცემი მიჯნურთა | მიჯნურობისა სენისა, |
Verse: c | შენ გაქვს წამალი მისისა | მოთმინებისა თმენისა, |
Verse: d და | მიაჯე შეყრა პირისა, | შენ გამო შენებრ მშვენისა!" |
Strophe: S840/K840 | ||
Verse: a | ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, | ელის ჩასლვასა მზისასა; |
Verse: b | რა წყალი ნახის, გარდახდის, | უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა, |
Verse: c | მას თანა-ჰრთვიდის ნაკადსა | სისხლისა ცრემლთა ტბისასა, |
Verse: d და | კვლა გაემართის, ისწრაფდის | წავლასა მისვე გზისასა. |
Strophe: S841/K841 | ||
Verse: a | მარტო მოსთქმიდის, ტიროდის | ტანად ალვისა ხიანი, |
Verse: b | მინდორს თხა მოკლის, სადაცა | ადგილი დაჰხვდის კლდიანი, |
Verse: c | შეწვის, ჭამის და წავიდის | პირ-მზე, გულ-მარიხიანი, |
Verse: d და | იტყვის: "დავყარენ ვარდნი და, | აჰა მე, ვაგლახ, იანი!" |
Strophe: S842/K842 | ||
Verse: a | აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა | მე მის ყმისა ნაუბარსა, |
Verse: b | რას უბნობდის, რას მოსთქმიდის, | რას ტურფასა, რაზომ გვარსა! |
Verse: c | ზოგან თოვლი გაეწითლის | ვარდსა, ბრჭკლითა ნახოკარსა. |
Verse: d და | ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, | ზე გავიდა ქვაბთა კარსა. |
Strophe: S843/K843 | ||
Verse: a | რა ასმათმან დაინახა, | მოეგება, ცრემლი სწვთების, |
Verse: b | ვით ეამა, სიხარულსა | მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების; |
Verse: c | ყმა გარდახდა, მოეხვია, | აკოცებს და ეუბნების. |
Verse: d და | კაცი კაცსა მოელოდეს, | მოსლვა დია ეამების. |
Strophe: S844/K844 | ||
Verse: a | ყმა ქალსა ეტყვის: "პატრონი, | ნეტარ, სად არის და ვითა?" |
Verse: b | ქალი ატირდა ცრემლითა, | ზღვათაცა შესართავითა, |
Verse: c | ეტყვის: "რა წახვე, გაიჭრა, | ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა; |
Verse: d და | აწ მისი არა არ ვიცი, | არ ნახვით, არ ამბავითა". |
Strophe: S845/K845 | ||
Verse: a | ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე | ჰკრეს ლახვარი გულსა შუა; |
Verse: b | ქალსა ეტყვის: "აჰა, დაო, | ეგეთიმცა კაცი ნუა! |
Verse: c | იგი ფიცი ვით გატეხა! | არ ვეცრუვე, ვით მეცრუა? |
Verse: d და | ვერ იქმოდა, რად მიქადა? | თუ მიქადა, რად მიტყუა?! |
Strophe: S846/K846 | ||
Verse: a | მე უმისოდ სოფელს ყოფა | რათგან ჩირად არ მიღირდა, |
Verse: b | რად დავვიწყდი, რად მივსცილდი? | რად ვერ გასძლო, რა მისჭირდა? |
Verse: c | მან გატეხა ზენარისა | რად შეჰმართა, ვით გაპირდა? |
Verse: d და | მაგრა ავის ბედისაგან | ჩემი რამცა გამიკვირდა!" |
Strophe: S847/K847 | ||
Verse: a | კვლა ქალი ეტყვის: "მართალ ხარ | მაგისსა დამძიმებასა, |
Verse: b | მაგრა, რა გავბრჭო მართალი, | ნუ მეჭვ რასაცა თნებასა: |
Verse: c | არ გული უნდა ფიცის და | პირისა გასრულებასა? |
Verse: d და | იგი უგულო მოელის | მართ დღეთა შემოკლებასა. |
Strophe: S848/K848 | ||
Verse: a | გული, ცნობა და გონება | ერთმანერთზედა ჰკიდიან. |
Verse: b | რა გული წავა, იგიცა | წავლენ და მისკე მიდიან; |
Verse: c | უგულო კაცი ვერ კაცობს, | კაცთაგან განაკიდიან. |
Verse: d და | შენ არ გინახვან, არ იცი, | მას რომე ცეცხლნი სწვიდიან. |
Strophe: S849/K849 | ||
Verse: a | შენ უმართლე ხარ, ემდურვი, | შენ გაეყარე ძმობილსა, |
Verse: b | მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, | ვითა გიამბო ცნობილსა! |
Verse: c | ენა დაშვრების, გაცვთების, | გულსა შეელმის ლმობილსა, |
Verse: d და | ამას მით ვაზრობ, მინახავს | მე უბედურსა შობილსა. |
Strophe: S850/K850 | ||
Verse: a | ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი | არცა ვის ამბად ჰსმენია. |
Verse: b | არა თუ კაცთა, სასჯელი | ქვათაცა შემაძრწენია, |
Verse: c | დიჯლადცა კმარის, მას რომე | თვალთაგან ცრემლი სდენია; |
Verse: d და | თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: | სხვა სხვისა ომსა ბრძენია. |
Strophe: S851/K851 | ||
Verse: a | მას წამავალსა ვჰკითხევდი, | დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა: |
Verse: b | "მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? | მისსა დამვედრე დებულსა". |
Verse: c | მიბრძანა: "მო-ღა-მნახვიდეს | მე, მისთვის გაცუდებულსა, |
Verse: d და | ამათ არ დავჰყრი არეთა, | არ გავსტეხ მის ქადებულსა. |
Strophe: S852/K852 | ||
Verse: a | მას ზენაარსა არ გავსტეხ, | მას ფიცსა არ ვეცრუები, |
Verse: b | მად პაემნამდის მოვიცდი, | რაზომ-მცა გამდის რუები; |
Verse: c | თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, | თქვას ვაგლახი და უები, |
Verse: d და | ცოცხალი დავჰხვდე, უკვირდეს, | სიცოცხლე არს სათუები". |
Strophe: S853/K853 | ||
Verse: a | ჩემთვის გარდახდა მას აქათ | გაყრა მზისა და ქედისა; |
Verse: b | ოდენ მოდენა ცრემლისა | მჭირს, ველთა მოსალბედისა. |
Verse: c | მსჯის გამრავლება ხელ-ქმნილსა | სულთქვმისა ზედა*-ზედისა, |
Verse: d და | დავვიწყებივარ სიკვდილსა, | ნახეთ ნაქმარი ბედისა! |
Strophe: S854/K854 | ||
Verse: a | ესე არაკი მართალი* | ჩინს ქვასა ზედა სწერია: |
Verse: b | ვინ მოყვარესა არ ეძებს, | იგი თავისა მტერია". |
Verse: c | აწ ზაფრანია, ვის წინას | ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია; |
Verse: d და | თუღა მოჰნახავ, მონახე, | ქმენ, რაცა შენი ფერია". |
Strophe: S855/K855 | ||
Verse: a | ყმამან უთხრა: "უმართლე ხარ, | არ მამართლო მდურვად მისად, |
Verse: b | მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია | სამსახური ტყვესა ტყვისად: |
Verse: c | გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით, | ვით ირემი ძებნად წყლისად, |
Verse: d და | მას ვეძებ და მას ვიგონებ, | ვიარები ველთა ვლისად. |
Strophe: S856/K856 | ||
Verse: a | ბროლ-სადაფნი მარგალიტსა | ლალის-ფერსა სცვენ და ჰბურვენ, |
Verse: b | მას მოვჰშორდი, ვერ ვეახელ, | ვერ მისურვეს, ვერ ვასურვენ, |
Verse: c | გამოპარვით წამოსლვითა | ღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ, |
Verse: d და | ნაცვლად მათთა წყალობათა | გულნი მათნი შევაურვენ. |
Strophe: S857/K857 | ||
Verse: a | პატრონი ჩემი გამზრდელი, | ღმრთისაგან დიდად* ცხოველი, |
Verse: b | მშობლური, ტკბილი, მოწყალე, | ცა, წყალობისა მთოველი! |
Verse: c | მას ვუორგულე, წამოვე, | მართ დავივიწყე ყოველი, |
Verse: d და | მისი შემცოდე ღმრთისაგან | კარგსა აღარას* მოველი. |
Strophe: S858/K858 | ||
Verse: a | ესე ყველაი ასრე მჭირს, | დაო, ბედითა მისითა, |
Verse: b | არ ვუტყუვე, და მოსრულ ვარ | მგზავრი ღამით და დღისითა; |
Verse: c | აწ იგი სადმე წასრულა, | ვიწვი ცეცხლითა ვისითა, |
Verse: d და | ცუდ-მაშვრალი და მტირალი | ქვე ვზი პირითა მქისითა. |
Strophe: S859/K859 | ||
Verse: a | დაო, მეტსა საუბარსა | აღარ მომცემს ჟამი და დრო, |
Verse: b | არ ვინანი გარდასრულსა, | ბრძენთა სიტყვა გავაადრო*; |
Verse: c | წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, | ან სიკვდილი მოვიადრო, |
Verse: d და | თვარა ბედი აზომ თურე | მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო!" |
Strophe: S860/K860 | ||
Verse: a | ამის მეტი აღარა თქვა, | ატირდა და წამოვიდა, |
Verse: b | ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, | შამბი გავლო, ველს გავიდა; |
Verse: c | ქარი, ველთა მონაქროლი, | ლალის-ფერსა ვარდსა ზრვიდა; |
Verse: d და | "რად მიმეცო ამა ჭირსა?" | ბედსა ამას უზრახვიდა. |
Strophe: S861/K861 | ||
Verse: a | იტყვის: "ღმერთო, რა შეგცოდე | შენ, უფალსა, არსთა მხედსა, |
Verse: b | რად გამყარე მოყვარეთა, | რად შემასწარ ამა ბედსა? |
Verse: c | ერთი ორთა მგონებელი | ვარ საქმესა წასაწყმედსა, |
Verse: d და | მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, | სისხლი ჩემი* ჩემსა ქედსა! |
Strophe: S862/K862 | ||
Verse: a | მოყვარემან ვარდის კონა | გულსა მკრა და დამიწყლულა, |
Verse: b | იგი ფიცი, ჩემგან სრული, | მან აღარა გამისრულა; |
Verse: c | მას თუ გამყრი, საწუთროო, | ჩემი ლხინი გარდასრულა, |
Verse: d და | სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა | გაკიცხულა, გაბასრულა . |
Strophe: S863/K863 | ||
Verse: a | კვლა იტყვის: "მიკვირს ნავღელი | კაცისა ჭკუიანისა. |
Verse: b | რა მჭმუნვარებდეს, რას არგებს | ნაკადი ცრემლთა ბანისა? |
Verse: c | სჯობს გამორჩევა, აზრობა | საქმისა დასაგვანისა, |
Verse: d და | აწ მეცა მიჯობს მონახვა | მის მზისა ლერწამ-ტანისა". |
Strophe: S864/K864 | ||
Verse: a | ყმა გაემართა საძებრად | მტირალი, ცრემლთა მფრქვეველი, |
Verse: b | ეძებს, უზახის, უყივის, | დღეებრ ღამეთა მთეველი; |
Verse: c | სამ დღემდის მოვლო მრავალი | ხევი, შამბნარი, ტყე, ველი; |
Verse: d და | ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, | ვერას ამბვისა მცნეველი. |
Strophe: S865/K865 | ||
Verse: a | იტყვის: "ღმერთო, რა შეგცოდე, | ეგზომ დიდი რა გაწყინე? |
Verse: b | რად შემასწარ ამა ბედსა*, | რა სასჯელი მომივლინე! |
Verse: c | გამკითხველო, გამიკითხე, | აჯა ჩემი შეისმინე, |
Verse: d და | დაამოკლენ დღენი ჩემნი, | ჭირნი ამით * გამილხინე!" |
Strophe: S866/K866 | ||
Verse: a | მივიდოდა, მიუბნობდა | ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი, |
Verse: b | ქედსა რასმე გარდაადგა, | ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი; |
Verse: c | ნახა, შავი შამბთა პირსა | დგა სადავე-უკუყრილი; |
Verse: d და | თქვა: "უცილოდ იგიაო, | არა უნდა ამას ცილი". |
Strophe: S867/K867 | ||
Verse: a | რა შეხედნა, ყმასა გულმან | გაუფეთქნა, გაუნათდა, |
Verse: b | აქა ლხინი დაღრეჯილსა | უათასდა, არ უათდა; |
Verse: c | ვარდმან ფერი გაანათლა, | ბროლი ბროლდა, სათი სათდა, |
Verse: d და | ვით გრიგალმან ჩაირბინა, | არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა. |
Strophe: S868/K868 | ||
Verse: a | რა ტარიელ დაინახა, | განაღამცა დაეღრიჯა: |
Verse: b | ახლოს მყოფი სიკვდილისა | ჯდა და პირი დაებღნიჯა, |
Verse: c | საყელონი გარდეხივნეს, | თავი სრულად გაეგლიჯა, |
Verse: d და | მას აღარა შეესმოდა, | სოფლით გაღმა გაებიჯა. |
Strophe: S869/K869 | ||
Verse: a | ერთ-კერძ* უც ლომი მოკლული | და ხრმალი სისხლ-მოცხებული, |
Verse: b | კვლა სხვაგნით - ვეფხი უსულო, | მკვდარი, ქვე-დანარცხებული; |
Verse: c | მას წყაროსაებრ თვალთაგან | ცრემლი სდის გაფიცხებული. |
Verse: d და | მუნ აგრე გულსა უნთებდა | ცეცხლი მცხინვარე, ცხებული. |
Strophe: S870/K870 | ||
Verse: a | თვალთა ახმადცა ზარ-ედვა | სრულად მიჰხდოდა ცნობასა, |
Verse: b | მიახლებოდა სიკვდილსა, | მოჰშორვებოდა თმობასა. |
Verse: c | ყმა სახელ-დებით უყივის, | ლამის სიტყვითა კრთობასა, |
Verse: d და | ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, | ძმა გამოაჩენს ძმობასა! |
Strophe: S871/K871 | ||
Verse: a | ხელითა ცრემლსა უწურავს, | თვალთა ავლებდა სახელსა, |
Verse: b | ახლოს უზის და უზახის | მართ სახელ-დებით სახელსა; |
Verse: c | ეტყვის: "ვერ მიცნობ ავთანდილს, | შენთვის გაჭრილსა და ხელსა?" |
Verse: d და | მას არა დია შეესმის | რეტსა, თვალ-დაუფახელსა. |
Strophe: S872/K872 | ||
Verse: a | ესე ყველაი ასრეა, | რაცა აწ ჩემგან თხრობილა. |
Verse: b | ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, | ცოტად-რე მოაცნობილა. |
Verse: c | მაშინღა იცნა, აკოცა, | მოეჭდო, მოეძმობილა. |
Verse: d და | ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, | მათებრივ* არვინ შობილა! |
Strophe: S873/K873 | ||
Verse: a | უთხრა: "ძმაო, არ გიტყუე, | გიყავ, რაცა შემოგფიცე, |
Verse: b | გნახე სულთა გაუყრელმან, | ფიცი ასრე დავამტკიცე; |
Verse: c | აწ დამეხსენ, სიკვდილამდის | ვიტირო და თავსა ვიცე. |
Verse: d და | მაგრა გვედრებ დამარხვასა, | მხეცთა საჭმლად არ მივიცე". |
Strophe: S874/K874 | ||
Verse: a | ყმამან უთხრა: "რას შიგან ხარ, | შენ საქმესა რად იქმ ავსა? |
Verse: b | ვინ მიჯნური არ ყოფილა, | ვის სახმილი არა სწვავსა? |
Verse: c | ვის უქმნია შენი მსგავსი | სხვასა კაცთა ნათესავსა? |
Verse: d და | რად სატანას წაუღიხარ, | რად მოიკლავ ნებით თავსა? |
Strophe: S875/K875 | ||
Verse: a | თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი | აპირებენ ამა პირსა: |
Verse: b | ხამს მამაცი მამაცური, | სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა. |
Verse: c | ჭირსა შიგან გამაგრება | ასრე უნდა, ვით ქვითკირსა. |
Verse: d და | თავისისა ცნობისაგან | ჩავარდების კაცი ჭირსა. |
Strophe: S876/K876 | ||
Verse: a | ბრძენი ხარ და გამორჩევა | არა იცი ბრძენთა თქმულებ, |
Verse: b | მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, | რას წადილსა აისრულებ? |
Verse: c | ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, | თუ სოფელსა მოიძულებ, |
Verse: d და | თავსა მრთელსა რად შეიკრავ, | წყლულსა ახლად რად იწყლულებ? |
Strophe: S877/K877 | ||
Verse: a | ვინ არ ყოფილა მიჯნური, | ვის არ სახმილნი სდებიან? |
Verse: b | ვის არ უნახვან პატიჟნი, | ვისთვის ვინ არა ბნდებიან? |
Verse: c | მითხარ, უსახო რა ქმნილა, | სულნი რად ამოგხდებიან? |
Verse: d და | არ იცი, ვარდნი უეკლოდ | არავის მოუკრებიან! |
Strophe: S878/K878 | ||
Verse: a | ვარდსა ჰკითხეს: "ეგზომ ტურფა | რამან შეგქმნა ტანად, პირად? |
Verse: b | მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? | პოვნა შენი რად არს* ჭირად?" |
Verse: c | მან თქვა: "ტკბილსა მწარე ჰპოვებს, | სჯობს, იქმნების რაცა ძვირად: |
Verse: d და | ოდეს ტურფა გაიეფდეს, | არღარა ღირს არცა ჩირად". |
Strophe: S879/K879 | ||
Verse: a | რათგან ვარდი ამას იტყვის | უსულო და უასაკო, |
Verse: b | მაშა ლხინსა ვინ მოიმკის | პირველ ჭირთა უმუშაკო? |
Verse: c | უბოროტო ვის ასმია | რაცა საქმე* საეშმაკო, |
Verse: d და | რად ემდურვი საწუთროსა? | რა უქმნია უარაკო?! |
Strophe: S880/K880 | ||
Verse: a | ისმინე ჩემი თხრობილი, | შეჯე, წავიდეთ ნებასა, |
Verse: b | ნუ მიჰყოლიხარ თავისსა | თათბირსა, გაგონებასა, |
Verse: c | რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, | ნუ სდევ წადილთა ნებასა, |
Verse: d და | ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, | რად მეჭვ რასაცა თნებასა!" |
Strophe: S881/K881 | ||
Verse: a | მან უთხრა: "ძმაო, რა გითხრა, | ძრვაცა არ ძალ-მიც ენისა, |
Verse: b | ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა | შენთა სიტყვათა სმენისა; |
Verse: c | რა ადვილად გიჩს მოთმენა | ჩემთა სასჯელთა თმენისა! |
Verse: d და | აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, | დრო მომეახლა ლხენისა. |
Strophe: S882/K882 | ||
Verse: a | ამას მოკვდავი ვილოცავ, | აროდეს ვითხოვ, არ, ენით: |
Verse: b | აქა გაყრილნი მიჯნურნი | მუნამცა შევიყარენით, |
Verse: c | მუნ ერთმანერთი კვლა ვნახნეთ, | კვლა რამე გავიხარენით, |
Verse: d და | მო*, მოყვარეთა დამმარხეთ, | მიწანი მომაყარენით! |
Strophe: S883/K883 | ||
Verse: a | საყვარელმან საყვარელი | ვით არ ნახოს, ვით გაწიროს! |
Verse: b | მისკე მივალ მხიარული, | მერმე იგი ჩემ კერძ* იროს, |
Verse: c | მივეგებვი, მომეგებოს, | ატირდეს და ამატიროს. |
Verse: d და | ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, | რა გინდა ვინ გივაზიროს! |
Strophe: S884/K884 | ||
Verse: a | მართ გარდაწყვედით იცოდი, | გეტყვი მართალსა პირასა: |
Verse: b | სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, | ხანსაღა დავჰყოფ მცირასა; |
Verse: c | არ ცოცხალ ვიყო, რას მაქმნევ? | რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა? |
Verse: d და | დამშლიან ჩემნი კავშირნი, | შევჰრთვივარ სულთა სირასა. |
Strophe: S885/K885 | ||
Verse: a | რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, | არცა მცალს სმენად მაგისად*, |
Verse: b | სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, | სიცოცხლე არის წამისად; |
Verse: c | აწ გამიარმდა სიცოცხლე | მეტად ყოვლისა ჟამისად, |
Verse: d და | მუნ მეცა მივალ, ცრემლისა | მიწად სად გამდის ლამი, სად. |
Strophe: S886/K886 | ||
Verse: a | ბრძენი? ვინ ბრძენი, რა ბრძენი? | ხელი ვითა იქმს ბრძნობასა? |
Verse: b | ეგ საუბარი მაშინ ხამს, | თუცაღა ვიყო ცნობასა; |
Verse: c | ვარდი ვერ არის უმზეოდ; | იყოს, დაიწყებს ჭნობასა; |
Verse: d და | მაწყენ, დამეხსენ, არა მცალს, | არცაღა ვახლავ თმობასა". |
Strophe: S887/K887 | ||
Verse: a | კვლა ეუბნების ავთანდილ | სიტყვითა მრავალ-ფერითა, |
Verse: b | ეტყვის: "თუ მოჰკვდე, რას არგებ | ქცევითა მაგ ოხერითა? |
Verse: c | ნუ იქმ, არა სჯობს საქმითა, | ნუ ხარ თავისა მტერითა!" |
Verse: d და | ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა | სიტყვითა ვერა-ვერითა. |
Strophe: S888/K888 | ||
Verse: a | მერმე უთხრა: "აჰა, რათგან | არ მომისმენ არას, არა, |
Verse: b | აღარ გაწყენს ენა ჩემი, | აქამდისცა ცუდად მცთარა; |
Verse: c | თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, | ვარდი დაჭნეს, და-ცა-მჭნარა*! |
Verse: d და | ერთსა რასმე გეაჯები, | მიყავ!" - ცრემლი ამდუღარა. |
Strophe: S889/K889 | ||
Verse: a | "სადა ინდონი ბროლ-ვარდსა | სარვენ გიშრისა სარითა, |
Verse: b | მას მოვეშორვე, წამოვე | სიჩქარით, არ სიწყნარითა; |
Verse: c | ვერ დამიჭირა მეფემან | მშობლურად საუბარითა*, |
Verse: d და | შენ არ შემიყრი, გამიყრი, | აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა? |
Strophe: S890/K890 | ||
Verse: a | ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, | ერთი მიყავ საწადელი, |
Verse: b | ერთხელ შეჯე, ცხენოსანი | გნახო ჩემი სულთა მხდელი, |
Verse: c | ნუთუ მაშინ მოვიქარვო | სევდა ესე აწინდელი; |
Verse: d და | მე წავალ და შენ დაგაგდებ, | იქმნას შენი საქადელი!" |
Strophe: S891/K891 | ||
Verse: a | ეხვეწებოდა: "შეჯეო ", | აჯას ხვეწნითა არვებდა, |
Verse: b | იცოდა, რომე შეჯდომა | კაეშანს მოაქარვებდა, |
Verse: c | ლერწმისა სარსა დასდრეკდა, | გიშერსა დაიკარვებდა; |
Verse: d და | დაიმორჩილა, ეამა, | არ ივაგლახა, არ ვებდა. |
Strophe: S892/K892 | ||
Verse: a | ცხადად უთხრა: "შევჯდებიო, | მომიყვანე ცხენი წინა". |
Verse: b | მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, | არ სიჩქარით ააქშინა; |
Verse: c | მინდორთაკე წაიყვანა, | ტანი მჭევრი აძრვევინა, |
Verse: d და | ხანი წავლეს, სიარულმან | მოჯობება დააჩინა. |
Strophe: S893/K893 | ||
Verse: a | შეაქცევს და ეუბნების | საუბართა* შვენიერთა, |
Verse: b | მისთვის სძრვიდა სასაუბროდ | მათ ბაგეთა ძოწის-ფერთა, |
Verse: c | მისი სმენა გააყრმობდა* | მსმენელისა ყურთა ბერთა; |
Verse: d და | მოიშორვა კაეშანი, | დათმობავე შეაერთა. |
Strophe: S894/K894 | ||
Verse: a | რა შეატყო* მოჯობება მან, | სევდისა მუფარახმან, |
Verse: b | გაანათლა პირი-ვარდი | სიხარულმან დაუსახმან, |
Verse: c | ცნობიერთა დასტაქარმან, | უცნობოთა ოხრვა-ახმან; |
Verse: d და | ცნობიერი სიტყვა უთხრა | უცნობოსა რასმე მზრახმან. |
Strophe: S895/K895 | ||
Verse: a | შე-რასმე-ჰყვეს საუბარსა*, | სიტყვა ჰკადრა არ-მალული: |
Verse: b | "ერთსა რასმე მოგახსენებ, | გამიცხადე დაფარული: |
Verse: c | ეგე სამხრე მისეული, | შენ გაჩნია ვისგან წყლული, |
Verse: d და | რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? | თქვი, დავიღო მერმე სული". |
Strophe: S896/K896 | ||
Verse: a | მან უთხრა: "სახე რა გითხრა | მის უსახოსა სახისა! |
Verse: b | ესეა ჩემი სიცოცხლე, | ჩემი მომცემი ახისა, |
Verse: c | მჯობი ყოვლისა სოფლისა, | წყლისა, მიწისა და ხისა; |
Verse: d და | არ-სასმენლისა მოსმენა | არს უმჟავესი წმახისა". |
Strophe: S897/K897 | ||
Verse: a | ავთანდილ უთხრა: "ვლამოდი | მართ მაგისისა თქმევასა; |
Verse: b | აწ რათგან გითქვამს, პასუხსა | გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა: |
Verse: c | სჯობს ასმათისა არ-ლევა | მაგა სამხრის არ-ლევასა, |
Verse: d და | ამად არ გიქებ საქმისა | უარესისა რჩევასა. |
Strophe: S898/K898 | ||
Verse: a | სამხრე გაბია ოქროსა, | ოქრომჭედლისა დნობილი, |
Verse: b | უასაკო და უსულო, | არ სიტყვიერი, ცნობილი; |
Verse: c | აღარად გინდა ასმათი, - | ნახე მართალი ბრჭობილი! - |
Verse: d და | პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, | თვით მერმე შენი დობილი. |
Strophe: S899/K899 | ||
Verse: a | თქვენს შუა მქმნელი საქმისა, | შენგან ნახმობი დობისა, |
Verse: b | თქვენი შემყრელი მსახური, | შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა, |
Verse: c | მისი გამზრდელი, გაზრდილი, | მისთვის მიხდილი ცნობისა, |
Verse: d და | გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ, | შაბაშ მართლისა ბრჭობისა!" |
Strophe: S900/K900 | ||
Verse: a | მან უბრძანა: "რაცა გითქვამს, | უმართლე ხარ მეტის-მეტად: |
Verse: b | საბრალოა ასმათ მისად | მგონებლად და ჩემად მჭვრეტად; |
Verse: c | მე სიცოცხლე არ მეგონა, | შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად, |
Verse: d და | რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, | თუცავე ვარ ჯერთცა რეტად". |
Strophe: S901/K901 | ||
Verse: a | დაჰმორჩილდა. გაემართნეს | ავთანდილ და ამირბარი. |
Verse: b | ვერ მიგია ქება მათი, | ვერა ქება საქებარი: |
Verse: c | კბილნი - ვითა მარგალიტნი, | ბაგე - ვარდი ნაპობარი. |
Verse: d და | გველსა ხვრელით ამოიყვანს | ენა ტკბილად მოუბარი. |
Strophe: S902/K902 | ||
Verse: a | ამას ეტყვის: "შენთვის დავსდებ | გონებასა, სულსა, გულსა, |
Verse: b | მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, | ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა; |
Verse: c | არას გარგებს სწავლულება*, | თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა: |
Verse: d და | არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი | საუნჯესა დაფარულსა? |
Strophe: S903/K903 | ||
Verse: a | არას გარგებს შეჭირვება: | რომ სჭმუნვიდე, რა გერგების? |
Verse: b | არ თურ იცი, უგანგებოდ | არა* კაცი არ მოკვდების? |
Verse: c | მზისა შუქთა მომლოდინე | ვარდი სამ დღე არ დაჭნების. |
Verse: d და | ბედი ცდაა, გამარჯვება, | ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების". |
Strophe: S904/K904 | ||
Verse: a | მოახსენა: "ეგე სწავლა | ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს, - |
Verse: b | გონიერთა მწვრთელი უყვარს, | უგუნურთა გულსა ჰგმირდეს, - |
Verse: c | მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, | მეტის-მეტი რა მიმჭირდეს! |
Verse: d და | შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, | არ მამართლო, არ მიკვირდეს? |
Strophe: S905/K905 | ||
Verse: a | ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე | უგავს, ამად აენთების, |
Verse: b | მაგრა წყალსა არსით ახლავს, | თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების; |
Verse: c | რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, | სხვათათვისცა ევარგების, |
Verse: d და | თავიდაღმა რად არ იცი, | გული ჩემი რაგვარ დნების!" |
Strophe: S906/K906 | ||
Verse: a | რა წამეკიდა, ყველაი | წვრილად გიამბო ენითა, |
Verse: b | მერმეღა გაბრჭევ მართალი | მაგა გულითა ბრძენითა; |
Verse: c | შენ მოგელოდი, მიმჭირდა | მოლოდინითა შენითა, |
Verse: d და | ქვაბს ვეღარ გავსძელ, მინდორთა | მოვლა მომინდა ცხენითა. |
Strophe: S907/K907 | ||
Verse: a | იმა ქედსა გარდავადეგ, | შამბნი ისი მომეარნეს; |
Verse: b | ერთი ლომი ერთი ვეფხი | შეკრბეს, ერთად შეიყარნეს, |
Verse: c | ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, | მათი ნახვა გამეხარნეს, |
Verse: d და | მათ რა უყვეს ერთმანერთსა, | გამიკვირდეს, შემეზარნეს. |
Strophe: S908/K908 | ||
Verse: a | ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხნი | მოვიდეს ორგნით რებულნი, - |
Verse: b | სახედ ვამსგავსე * მიჯნურთა, | ცეცხლნი დამევსნეს დებულნი, - |
Verse: c | შეიყარნეს და შეიბნეს, | იბრძოდეს გამწარებულნი, |
Verse: d და | ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, | იყვნეს არ ჩემგან ქებულნი. |
Strophe: S909/K909 | ||
Verse: a | პირველ ამოდ ილაღობეს, | მერმე მედგრად წაიკიდნეს: |
Verse: b | თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, | სიკვდილსა არ დაჰრიდნეს; |
Verse: c | გამოჰრიდნა ვეფხმან გული, - | დედათა-მცა გამოჰრიდნეს! - |
Verse: d და | ლომი მედგრად გაეკიდა, | იგი ვერვინ დაამშვიდნეს. |
Strophe: S910/K910 | ||
Verse: a | ლომსა დავუგმე ნაქმარი, | ვარქვი: "არა ხარ ცნობასა, |
Verse: b | შენ საყვარელსა რად აწყენ? | ფუ მაგა მამაცობასა!" |
Verse: c | ხრმალ-გამოწვდილი გავუხე, | მივეც ლახვართა სობასა, |
Verse: d და | თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, | დავჰხსენ სოფლისა თმობასა. |
Strophe: S911/K911 | ||
Verse: a | ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, | ვეფხი შევიპყარ ხელითა; |
Verse: b | მის გამო კოცნა მომინდა, | ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; |
Verse: c | მიღრინვიდა და მაწყენდა | ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა, |
Verse: d და | ვეღარ გავუძელ, იგიცა | მოვკალ გულითა ხელითა. |
Strophe: S912/K912 | ||
Verse: a | რაზომსაცა ვამშვიდებდი, | ვეფხი ვერა დავამშვიდე, |
Verse: b | გავგულისდი, მოვიქნივე, | ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე; |
Verse: c | მომეგონა, ოდეს ჩემსა | საყვარელსა წავეკიდე; |
Verse: d და | სულნი სრულად არ ამომხდეს, | რად გიკვირს, თუ ცრემლთა ვჰღვრიდე! |
Strophe: S913/K913 | ||
Verse: a | აჰა, ძმაო, მითხრობია | ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; |
Verse: b | სულთა დგმაცა არა მმართებს, | ასრე გასლვა რად გიკვირდა? |
Verse: c | სიცოცხლესა გავეყარე, | სიკვდილიცა დამიძვირდა". |
Verse: d და | ესე სიტყვა დაასრულა, | ყმამან სულთქვნა, ა-ცა-ტირდა. |
Strophe: S914/K914 | ||
Verse: a | ავთანდილცა მას თანავე | ტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა; |
Verse: b | უთხრა: "დათმე, ნუ მოჰკვდები, | გულსა სრულად ნუ დასჭრი, და-! |
Verse: c | ღმერთი მაგას მოწყალეობს, | თუცა ჭირმან არ გაგრიდა; |
Verse: d და | თუმც უნდოდით * გასაყრელად, | პირველ ერთად არ შეგყრიდა. |
Strophe: S915/K915 | ||
Verse: a | სდევს მიჯნურსა ფათერაკი, | საწუთროსა დაანავღლებს; |
Verse: b | მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, | ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; |
Verse: c | მიჯნურობა საჭიროა, | მით სიკვდილსა მიგვაახლებს, |
Verse: d და | გასწავლულსა გააშმაგებს, | უსწავლელსა გაასწავლებს". |
Strophe: S916/K916 | ||
Verse: a | იტირეს და გაემართნეს, | ქვაბისაკე თავნი არნეს; |
Verse: b | რა ასმათმან დაინახნა, | განაღამცა გაეხარნეს! |
Verse: c | მოეგება, მოტიროდა, | ცრემლმან მისმან* კლდენი ღარნეს, |
Verse: d და | აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, | კვლა ცნობანი ააჩქარნეს. |
Strophe: S917/K917 | ||
Verse: a | ასმათ თქვა: "ღმერთო, რომელი | არ ითქმი კაცთა ენითა, |
Verse: b | შენ ხარ სავსება ყოველთა, | აღგვავსებ მზეებრ ფენითა; |
Verse: c | გაქო, ვით გაქო, რა გაქო, | არ-საქებელო სმენითა! |
Verse: d და | დიდება შენდა, არ მომკალ | ამათთვის* ცრემლთა დენითა!" |
Strophe: S918/K918 | ||
Verse: a | ტარიელ ეტყვის: "ჰე*, დაო, | მით ცრემლი აქა მდინია, |
Verse: b | საწუთრო ნაცვლად გვატირებს, | რაც ოდეს გაგვიცინია. |
Verse: c | ძველი წესია სოფლისა, | არ ახლად მოსასმინია. |
Verse: d და | ვა* შენი ბრალი, დავ, თვარა | სიკვდილი ჩემი ლხინია! |
Strophe: S919/K919 | ||
Verse: a | სწყუროდეს, წყალსა ვით დაღვრის | კაცი უშმაგო, ცნობილი? |
Verse: b | მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, | რად ვარ ცრემლითა ლტობილი! |
Verse: c | უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, | აროდეს არ გახმობილი. |
Verse: d და | ვა*, წახდა ვარდი პობილი, | ვა*, მარგალიტი წყობილი!" |
Strophe: S920/K920 | ||
Verse: a | ავთანდილსცა მოეგონა | მისი მზე და საყვარელი; |
Verse: b | იტყვის: "ჩემო, ვით ვეგები | მე უშენოდ სულთა მდგმელი? |
Verse: c | შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის | სიცოცხლეა სანანელი, |
Verse: d და | გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ | რა ცეცხლი მწვავს, რაგვარ ცხელი! |
Strophe: S921/K921 | ||
Verse: a | ვარდი ამას ვით იაზრებს: | მზე მომშორდეს, არ დავჭკნეო, |
Verse: b | ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, | რა ჩასვენდეს გორსა მზეო? |
Verse: c | გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, | თავი სრულად გაიკლდეო, |
Verse: d და | ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, | სულთა სრულად ნუ დაჰლეო". |
Strophe: S922/K922 | ||
Verse: a | სული დაიღეს, დადუმდეს, | ორთავე ცეცხლი სდებოდა; |
Verse: b | ასმათი შეჰყვა, შევიდა, | ცეცხლი მათებრვე ჰგზებოდა, |
Verse: c | დაუგო ტყავი ვეფხისა, | რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა; |
Verse: d და | ორნივე დასხდეს, უბნობდეს, | რაცა მათ ეამებოდა. |
Strophe: S923/K923 | ||
Verse: a | წვადი შეიწვეს, შეიქმნა | პურობა მსგავსი ჟამისა, |
Verse: b | მუნ უპურობა პურობა, | არ-სიდიადე ჯამისა, |
Verse: c | მას შეეხვეწნეს: "ჭამეო", | ძალი არ ჰქონდა ჭამისა, |
Verse: d და | გასცოხნის, ლუკმა გასტყორცის, | წონა ძლივ ჩანთქის დრამისა. |
Strophe: S924/K924 | ||
Verse: a | ამოა რომე კაცი კაცს | ამოსა ეუბნებოდეს! |
Verse: b | მან გაუგონოს, რაცა თქვას, | არ ცუდად წაუხდებოდეს, |
Verse: c | ცოტად ეგრეცა დაუვსებს, | ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. |
Verse: d და | დიდი ლხინია ჭირთა თქმა, | თუ კაცსა მოუხდებოდეს. |
Strophe: S925/K925 | ||
Verse: a | მას ღამესა ერთგან იყვნეს | იგი ლომნი, იგი გმირნი, |
Verse: b | იუბნეს და გააცხადნეს | თავის-თავის მათნი ჭირნი. |
Verse: c | რა გათენდა, კვლა დაიწყეს | საუბარნი სიტყვა-ხშირნი; |
Verse: d და | ერთმანერთსა გაუგონნეს | ფიცნი პირველ დანაპირნი. |
Strophe: S926/K926 | ||
Verse: a | ტარიელ ეტყვის: "რად უნდა | სიტყვისა თქმა მრავალისა? |
Verse: b | რაცა შენ ჩემთვის გიქმნია, | ღმერთი მზღველია ვალისა; |
Verse: c | კმა ზენაარი ზენარად, | არ ნაქმარია მთრვალისა, |
Verse: d და | არ დაივიწყე მოყვრობა | მოყვრისა წარმავალისა. |
Strophe: S927/K927 | ||
Verse: a | აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ | კვლა წვითა უცხელესითა; |
Verse: b | მე რომე ცეცხლი მედების, | არ ნაგზებია* კვესითა. |
Verse: c | ვერ დამშრეტ*, შენცა დაიწვი | სოფლისა ქმნისა წესითა, |
Verse: d და | წადი, დაბრუნდი, შეიქეც | მუნითვე, შენი მზე სით -ა. |
Strophe: S928/K928 | ||
Verse: a | ვინ დამბადა, განკურნება | ჩემი უჩანს მასცა ძნელად, |
Verse: b | ვისცა გესმის, გაიგონეთ, | მით გაჭრილ ვარ ხელი ველად; |
Verse: c | რაცა ჰმართებს გონიერთა, | ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად, |
Verse: d და | აწ ნობათი ხელობისა | მომხდომია*, მით ვარ ხელად". |
Strophe: S929/K929 | ||
Verse: a | ავთანდილ ეტყვის: "რა გითხრა | პასუხი მაგა თქმულისა? |
Verse: b | შენვე თქვი, ეგეა სიტყვა | კაცისა ბრძნად სწავლულისა: |
Verse: c | ღმერთსამცა ვით არ შეეძლო | კვლა განკურნება წყლულისა? |
Verse: d და | იგია მზრდელი ყოვლისა | დანერგულ-დათესულისა! |
Strophe: S930/K930 | ||
Verse: a | ღმერთსამცა ესე რად ექმნა, | ეგეთნი დაებადენით, |
Verse: b | აღარ შეგყარნა, გაგყარნა, | ხელი გქმნა* ცრემლთა დადენით! |
Verse: c | სდევს ფათერაკი მიჯნურსა, | გაჭვრიტეთ, გაიცადენით, |
Verse: d და | თქვენ ერთმანერთსა არ მიხვდეთ*, | მე სულნი ამომხადენით! |
Strophe: S931/K931 | ||
Verse: a | ნეტარ, მამაცი სხვა რაა, | არ გასძლოს, რაცა ჭირია! |
Verse: b | ჭირსა გადრეკა რად უნდა, | რა სასაუბრო პირია! |
Verse: c | ნუ გეშის, ღმერთი უხვია, | თუცა სოფელი ძვირია, |
Verse: d და | რაცა* მიწვრთიხარ, იწვართე; | გკადრო, უწვრთელი ვირია. |
Strophe: S932/K932 | ||
Verse: a | თუ რა გესმის, გაიგონე, | ესე კმარის სწავლა სწავლად; |
Verse: b | ჩემსა მზესა დავეთხოვე | თქვენს წინაშე წამოსავლად, |
Verse: c | მოვახსენე: "რათგან ჩემი | შეუქმნია გული ავლად, |
Verse: d და | არას ვარგებ, არ დავდგები, | სხვა* ვიუბნო რაღა მრავლად?" |
Strophe: S933/K933 | ||
Verse: a | მან მიბრძანა: "მადლიერ ვარ, | კარგად ხარ და მამაცურად, |
Verse: b | შენგან მისსა* გავლენასა | მე დავიჩენ სამსახურად". |
Verse: c | მისით კითხვით წამოსრულ ვარ, | არ-მთრვალი და არ- მახმურად, |
Verse: d და | აწ შევიქცე*, რა ვუამბო? | რად მოვეო ჯაბან-ხრდლურად? |
Strophe: S934/K934 | ||
Verse: a | მაგ საუბარსა ესე სჯობს, | ისმინე ჩემი თხრობილი |
Verse: b | მქმნელი საქმისა ძნელისა | კაციმცა იყო ცნობილი; |
Verse: c | ვერას ვერ შეიქმს* ნაყოფსა | ვარდი უმზეოდ ჭნობილი. |
Verse: d და | შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, | ძმა ძმისა უნდა ძმობილი! |
Strophe: S935/K935 | ||
Verse: a | სადაცა გწადდეს, მუნ იყავ | მითვე წესითა მაგითა, |
Verse: b | გწადდეს - გულითა ბრძენითა, | გწადდეს - ცნობითა შმაგითა; |
Verse: c | მაგა ქცევითა ტურფითა, | ანაგებითა ნაგითა, |
Verse: d და | ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, | არ დასდნე ცეცხლთა დაგითა. |
Strophe: S936/K936 | ||
Verse: a | ამის მეტსა არას გნუკევ: | წელიწადსა ერთსა მსგეფსსა |
Verse: b | აქავ* ქვაბსა მომნახევდი | მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა; |
Verse: c | ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, | დროსა ამას ვარდ-იეფსა, |
Verse: d და | ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, | მართ ვითა-მცა ძაღლი ყეფსა. |
Strophe: S937/K937 | ||
Verse: a | ამა დროსა გარდავსცილდე, | აქავ ქვაბსა არ მოვიდე, |
Verse: b | ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, | უღონიოდ მოვკვე კიდე; |
Verse: c | ეს ამისად ნიშნად კმარის, | შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღვრიდე, |
Verse: d და | მაშინ გწადდეს - იხარებდი, | გწადდეს - ჭმუნვა გაიდიდე. |
Strophe: S938/K938 | ||
Verse: a | აწ რაცა გკადრე, ამისთვის | ნუთუ შენ იყო მჭმუნავი! |
Verse: b | მოგშორდები და არ ვიცი, | თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი; |
Verse: c | არ, უთქმელობა არ ვარგ-ა, | არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი, |
Verse: d და | არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, | ანუ ცა მიწყივ მბრუნავი". |
Strophe: S939/K939 | ||
Verse: a | მან უბრძანა: "აღარ გაწყენ, | არცა სიტყვა გამეტადდეს, |
Verse: b | არ მომისმენ, რაზომ გინდა | საუბარი მიდიადდეს; |
Verse: c | თუ არ მოგყვეს საყვარელი, | შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს, |
Verse: d და | ბოლოდ ყოვლი დამალული | საქმე ცხადად გამოცხადდეს. |
Strophe: S940/K940 | ||
Verse: a | არ დაიჯერო, მაშინ სცნა | ჩემთა საქმეთა ძნელობა; |
Verse: b | ჩემთვის ყველაი სწორია, | გაჭრა და გაუჭრელობა; |
Verse: c | შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, | მრჯის რაზომ გინდა ხელობა, |
Verse: d და | უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, | არ დია დღეთა გრძელობა!" |
Strophe: S941/K941 | ||
Verse: a | საუბარი გარდასწყვიდეს, | დააპირეს ესე პირი; |
Verse: b | ცხენსა შესხდეს, მოიარეს, | თვითო მოკლეს ველს ნადირი; |
Verse: c | შემოიქცეს, აატირეს | გული, კვლაცა ანატირი, |
Verse: d და | ხვალ გაყრისა* გონებამან | სხვა მიჰმატა ჭირსა ჭირი. |
Strophe: S942/K942 | ||
Verse: a | ლექსთა მკითხველნო*, თქვენნიმცა* | თვალნი ცრემლისა მღვრელია! |
Verse: b | გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, | თუ გული გულსა* ელია?! |
Verse: c | მოშორვება და მოყვრისა | გაყრა კაცისა მკლველია, |
Verse: d და | ვინცა არ იცის, არ ესმის, | ესე დღე რაგვარ ძნელია! |
Strophe: S943/K943 | ||
Verse: a | დილა გათენდა, შესხდეს და | მას ქალსა გაესალამნეს. |
Verse: b | ტარიელ, ასმათ, ავთანდილ | თვალთაგან ცრემლნი დალამნეს; |
Verse: c | სამთავე ღაწვთა ალამნი | არღავნის ფერად ალამნეს, |
Verse: d და | მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, | თავნი მხეცთავე ალამნეს. |
Strophe: S944/K944 | ||
Verse: a | ქვაბი ჩავლეს და წავიდეს | ზახილით ცრემლთა მდენანი, |
Verse: b | ასმათ ტირს, მოსთქვამს: "ჰე ლომნო, | ვისნი ვით მოგთქმენ ენანი! |
Verse: c | მზემან დაგწვნა და დაგდაგნა | ცისა მნათობნი ზენანი, |
Verse: d და | ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი! | ვა სიცოცხლისა თმენანი!" |
Strophe: S945/K945 | ||
Verse: a | მათ ყმათა, მუნით წასრულთა, | იგი დღე ერთგან იარეს, |
Verse: b | ზღვის პირს მივიდეს, | მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს, |
Verse: c | არ გაიყარნეს მას ღამით*, | კვლა ცეცხლი გაიზიარეს, |
Verse: d და | ერთმანერთისა შორს ყოფნა | იტირეს, იმგლოვიარეს. |
Strophe: S946/K946 | ||
Verse: a | ტარიელს ეტყვის ავთანდილ: | "რუ გახმა ცრემლთა დენისა! |
Verse: b | რად მოიშორვე შენ ფრიდონ, | მომცემი მაგა ცხენისა? |
Verse: c | მუნით იცნობის ამბავი, | ღონე მის მზისა ლხენისა, |
Verse: d და | აწ მე მუნ მივალ, მასწავლე | გზა ძმად-ფიცისა შენისა". |
Strophe: S947/K947 | ||
Verse: a | ტარიელ სიტყვით ასწავლის | მხარსა ფრიდონის გზისასა, |
Verse: b | მართ გააგონა, რაც ოდენ | შეეძლო ძალსა თქმისასა: |
Verse: c | "აღმოსავლითკე წადიო, | პირსა იარე ზღვისასა, |
Verse: d და | თუ ჰნახო, ჩემი უამბე, | გკითხავს ამბავსა ძმისასა". |
Strophe: S948/K948 | ||
Verse: a | თხა მოკლეს და მიითრიეს, | ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა, |
Verse: b | სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა | შეჰფერობდა მათსა ჭირსა; |
Verse: c | მას ღამესა ერთად იყვნეს, | ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა. |
Verse: d და | ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, | ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა. |
Strophe: S949/K949 | ||
Verse: a | ცისკრად ადგეს გასაყრელად, | ერთმანერთსა მოეხვივნეს*; |
Verse: b | მაშინ მათგან ნაუბარნი, | დადნეს, ვინცა მოისმინნეს; |
Verse: c | თვალთა, ვითა წყაროს თვალნი, | ცრემლნი ველთა მოადინნეს, |
Verse: d და | დიდხან დგანან შეჭდობილნი*, | მკერდი მკერდსა შეარკინეს. |
Strophe: S950/K950 | ||
Verse: a | გაიყარნეს ტირილით და | პირსა ხოკით, თმათა გლეჯით, |
Verse: b | ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, | უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით; |
Verse: c | ვირე უჩნდა ერთმანერთი, | იზახდიან პირსა ბღნეჯით; |
Verse: d და | იგი ნახნეს დაღრეჯილნი, | მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით. |
Strophe: S951/K951 | ||
Verse: a | ვა, სოფელო, რას შიგან ხარ, | რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა! |
Verse: b | ყოვლი შენი მონდობილი | ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა! |
Verse: c | სად წაიყვან სადაურსა, | სად აღუფხვრი* სადათ ძირსა! |
Verse: d და | მაგრა ღმერთი არ გასწირავს | კაცსა, შენგან განაწირსა. |
Strophe: S952/K952 | ||
Verse: a | ავთანდილ მისი გაყრილი | ტირს, ხმა მისწვთების ცათამდის*, |
Verse: b | იტყვის, თუ: "ღვარი სისხლისა | კვლაცა მდენია, კვლაცა მდის; |
Verse: c | აწ აგრე გაყრა ძნელია, | ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის. |
Verse: d და | კაცი არ ყველა სწორია, | დიდი ძეს კაცით კაცამდის". |
Strophe: S953/K953 | ||
Verse: a | ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს | სისხლითა მუნ ნატირითა; |
Verse: b | ვერ დაივსებდა სახმილსა, | იწვის ცეცხლითა ხშირითა; |
Verse: c | კვლა თინათინის გონება | ავსებს უფრო-რე ჭირითა; |
Verse: d და | ბაგეთათ* ვარდსა ანათობს | ბროლი ძოწისა ძირითა. |
Strophe: S954/K954 | ||
Verse: a | ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა, | ალვისა შტო ირხეოდა; |
Verse: b | ბროლი და ლალი გათლილი | ლაჟვარდად გარდიქცეოდა; |
Verse: c | გაჰმაგრებოდა სიკვდილსა, | ამისთვის არ უმხნეოდ -ა; |
Verse: d და | იტყვის, თუ: "ბნელი რას მიკვირს, | რათგან დამაგდე, მზეო, და-!" |
Strophe: S955/K955 | ||
Verse: a | მზესა ეტყვის: "მზეო, გიტყვი | თინათინის ღაწვთა დარად, |
Verse: b | შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, | თქვენ ანათობთ მთად და ბარად; |
Verse: c | ხელსა მალხენს ნახვა შენი, | ამად გიჭვრეტ არ-დამცთარად, |
Verse: d და | მაგრა ჩემი რად დააგდეთ | გული ცივად, გაუმთბარად? |
Strophe: S956/K956 | ||
Verse: a | თუ ერთისა მოშორვება | მზისა ზამთრის გაგვამცივნებს, |
Verse: b | მე, გლახ, ორნი დამიყრიან, | გული ამად რად არ ივნებს? |
Verse: c | მაგრა კლდესა არა* შესწონს, | არაოდეს არ იმტკივნებს; |
Verse: d და | წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, | გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს". |
Strophe: S957/K957 | ||
Verse: a | მიმავალი ცასა შესტირს, | ეუბნების, ეტყვის მზესა: |
Verse: b | "აჰა, მზეო, გეაჯები | შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, |
Verse: c | ვინ მდაბალთა გაამაღლებ, | მეფობისა მისცემ, სვესა, |
Verse: d და | მე ნუ გამყრი საყვარელსა, | ნუ შემიცვლი ღამედ დღესა! |
Strophe: S958/K958 | ||
Verse: a | მო, ზუალო, მომიმატე | ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, |
Verse: b | გული შავად შემიღებე, | სიბნელესა მიმეც ხშირსა, |
Verse: c | შემომყარე კაეშანი, | ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა, |
Verse: d და | მას უთხარ, თუ: "ნუ გასწირავ, | შენია და შენთვის ტირსა". |
Strophe: S959/K959 | ||
Verse: a | ჰე მუშთარო, გეაჯები | შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა, |
Verse: b | მო და უყავ სამართალი, | გაებრჭობის გული გულსა; |
Verse: c | ნუ ამრუდებ უმართლესსა, | ნუ წაიწყმედ ამით სულსა! |
Verse: d და | მართალი ვარ, გამიკითხე! | რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა? |
Strophe: S960/K960 | ||
Verse: a | მოდი, მარიხო, უწყალოდ | დამჭერ ლახვრითა შენითა, |
Verse: b | შე-ცა-მღებე და შემსვარე | წითლად სისხლისა დენითა, |
Verse: c | მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, | მას გააგონენ ენითა, |
Verse: d და | რაგვარ გასრულ ვარ, შენ იცი, | გული არღარას ლხენით-ა. |
Strophe: S961/K961 | ||
Verse: a | მოდი, ასპიროზ, მარგე რა, | მან დამწვა ცეცხლთა დაგითა, |
Verse: b | ვინ მარგალიტსა გარეშე | მოსცავს ძოწისა ბაგითა; |
Verse: c | შენ დააშვენებ კეკლუცთა | დაშვენებითა მაგითა, |
Verse: d და | ვისმე ჩემებრსა დააგდებ, | გაჰხდი ცნობითა შმაგითა. |
Strophe: S962/K962 | ||
Verse: a | ოტარიდო, შენგან კიდე | არვის მიგავს საქმე სხვასა: |
Verse: b | მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, | შემიყრის და მიმცემს წვასა; |
Verse: c | დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, | მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, |
Verse: d და | კალმად გიკვეთ გაწლობილსა | ტანსა, წვრილსა ვითა თმასა. |
Strophe: S963/K963 | ||
Verse: a | მო, მთვარეო, შემიბრალე, | ვილევი და შენებრ ვმჭლდები, |
Verse: b | მზე გამავსებს, მზევე გამლევს, | ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები; |
Verse: c | მას უამბენ სჯანი ჩემნი, | რა მჭირს, ანუ რაგვარ ვბნდები, |
Verse: d და | მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, | მისი ვარ და მისთვის ვკვდები. |
Strophe: S964/K964 | ||
Verse: a | აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, | შვიდნივე მემოწმებიან: |
Verse: b | მზე, ოტარიდი, მუშთარი | და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, |
Verse: c | მთვარე, ასპიროზ, მარიხი | მოვლენ და მოწმად მყვებიან. |
Verse: d და | მას გააგონნენ, რანიცა | ცეცხლნი უშრეტნი მდებიან". |
Strophe: S965/K965 | ||
Verse: a | აწ გულსა ეტყვის: "ვითამცა | გდის ცრემლი, არ გაგხმობია, |
Verse: b | რას გარგებს მოკლვა თავისა? | ეშმა ძმად თურე გძმობია; |
Verse: c | მეც ვიცი, ჩემსა ხელ-მქმნელსა | თმად ყორნის ბოლო სთმობია, |
Verse: d და | მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, | ლხინი რა დასათმობია! |
Strophe: S966/K966 | ||
Verse: a | თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, - | სიცოცხლისა იტყვის თუსა- |
Verse: b | ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, | ნუ ვიზახი მიწყივ უსა". |
Verse: c | მიიმღერის* ხმასა ტკბილსა, | არ დასწყვეტდის* ცრემლთა რუსა, |
Verse: d და | მისსა ხმასა თანა ხმაცა | ბულბულისა ჰგვანდის ბუსა*. |
Strophe: S967/K967 | ||
Verse: a | რა ესმოდის მღერა ყმისა, | სმენად მხეცნი მოვიდიან, |
Verse: b | მისვე ხმისა სიტკბოსაგან | წყლით ქვანიცა გამოსხდიან, |
Verse: c | ისმენდიან, გაჰვირდიან, | რა ატირდის, ატირდიან; |
Verse: d და | იმღერს ლექსთა საბრალოთა, | ღვარისაებრ ცრემლნი სდიან. |
Strophe: S968/K968 | ||
Verse: a | მოვიდიან შესამკობლად | ქვეყნით ყოვლნი სულიერნი: |
Verse: b | კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი, | ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი, |
Verse: c | ინდო-არაბ-საბერძნეთით, | მაშრიყით და მაღრიბელნი, |
Verse: d და | რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი | და მისრეთით მეგვიპტელნი. |
Strophe: S969/K969 | ||
Verse: a | ყმა მტირალი სამოც-ათ დღე | ზღვისა პირსა მივა გზასა; |
Verse: b | შორით ნახნა* მენავენი, | მოდიოდეს* შიგან ზღვასა; |
Verse: c | მოიცადა, ჰკითხა: "ვინ ხართ, | თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა, |
Verse: d და | ეს სამეფო ვისი არის, | ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა?" |
Strophe: S970/K970 | ||
Verse: a | მათ მოახსენეს: "ტურფაო | სახით და ანაგებითა, |
Verse: b | გვეუცხოვე და გვეკეთე, | მით გეუბნებით ქებითა; |
Verse: c | აქამდის ზღვარი თურქთაა, | მოზღვრე ფრიდონის ზღვებითა; |
Verse: d და | ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, | თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა. |
Strophe: S971/K971 | ||
Verse: a | ნურადინ-ფრიდონ მეფეა | ამა ქვეყნისა ჩვენისა, |
Verse: b | მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, | ფიცხლა მომხლტომი ცხენისა; |
Verse: c | ვნება არავის არ ძალ-უც | მის მზისა ოდნად მშვენისა, |
Verse: d და | იგია ჩვენი პატრონი, | მსგავსი ცით შუქთა მფენისა". |
Strophe: S972/K972 | ||
Verse: a | ყმამან უთხრა: "ძმანო ჩემნო, | კარგთა კაცთა გარდგეკიდე; |
Verse: b | მე მეფესა თქვენსა ვეძებ, | მასწავლეთ, თუ სით წავიდე, |
Verse: c | რა ვიარო, ოდეს მივალ, | ან გზასა აქვს რა სიდიდე?" |
Verse: d და | მენავეთა უწინამძღვრეს, | არ დააგდეს ზღვისა* კიდე. |
Strophe: S973/K973 | ||
Verse: a | მოახსენეს: "ესე გზაა | მულღაზანზარს მიმავალი, |
Verse: b | მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი | მშვილდ-ფიცხელი, მახვილ-ხრმალი; |
Verse: c | აქადაღმა ათ დღე მიხვალ | ნაკვთად სარო, ფერად ლალი; |
Verse: d და | ვა, რად დაგვწვენ, უცხოს უცხო | რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი?" |
Strophe: S974/K974 | ||
Verse: a | ყმამან უთხრა: "მიკვირს, ძმანო, | რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი, |
Verse: b | ანუ ეგრე ვით გეკეთნეს | ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი! |
Verse: c | თქვენმცა მაშინ გენახენით, | ლაღნი ვდეგით, არ საპყრულნი! |
Verse: d და | ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, | ჩვენგან სხდიან მხიარულნი". |
Strophe: S975/K975 | ||
Verse: a | კაცნი* წავიდეს; დაბრუნდა | ყმა გზასა თავის-წინასა, |
Verse: b | ვისი ჰგავს ტანი საროსა | და ვისი გული- რკინასა; |
Verse: c | მიაცორვებს და მიუბნობს, | მოსთქვამს მისსავე ლხინასა, |
Verse: d და | ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, | ჩარცხის ბროლსა და მინასა. |
Strophe: S976/K976 | ||
Verse: a | ვინცა გზას ნახნის უცხონი, | ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან, |
Verse: b | მოვიდოდიან საჭვრეტლად, | მას ზედა სტრფიალობდიან, |
Verse: c | ეძნელებოდის გაშვება, | გაყრასა ძლივ დასთმობდიან, |
Verse: d და | გზის ყოლაუზი მისციან, | ჰკითხის რა, უამბობდიან. |
Strophe: S977/K977 | ||
Verse: a | მულღაზანზარს მიეახლა, | ადრე დაჰლევს გზასა გრძელსა; |
Verse: b | მინდორს ნახა სპა ლაშქართა | და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, |
Verse: c | ყოვლგნით ალყა შემოეკრა, | მოსდგომოდეს გარე ველსა, |
Verse: d და | ისრიან და იზახიან, | მხეცსა სჭრიან ვითა მჭელსა. |
Strophe: S978/K978 | ||
Verse: a | კაცი ემთხვია; მას ჰკითხა | ამბავი მის ლაშქარისა, |
Verse: b | უბრძანა: "ისი ვისია | ხმა ზათქისა და ზარისა?" |
Verse: c | მან უთხრა: " ფრიდონ ხელმწიფე, | მეფე მულღაზანზარისა, |
Verse: d და | იგი ნადირობს, შეუკრავს | ნაპირი ველ-შამბნარისა". |
Strophe: S979/K979 | ||
Verse: a | მათ ლაშქართაკე წავიდა | მით უსახოთა ქცევითა, |
Verse: b | გამხიარულდა; შვენება | მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა! |
Verse: c | მისთა გამყრელთა დააზრობს, | შემყრელთა დასწვავს მზე ვითა, |
Verse: d და | ნახოს, მჭვრეტელთა ახელებს, | ტანი ლერწამობს რხევითა. |
Strophe: S980/K980 | ||
Verse: a | მათ ლაშქართა ყოლბსა შუა | ორბი სითმე გარდმოფრინდა*; |
Verse: b | ყმამან ცხენით* შეუტივა*, | გაამაყდა, არ შეშინდა, |
Verse: c | შესტყორცა და ჩამოაგდო, | დაეცა და სისხლი სდინდა, |
Verse: d და | გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, | წყნარად შეჯდა, არ აქშინდა. |
Strophe: S981/K981 | ||
Verse: a | იგი რა ნახეს, მესროლნი | სროლასა მოეშლებოდეს, |
Verse: b | ალყა დაშალეს, მოვიდეს, | მოეხვეოდეს, ბნდებოდეს, |
Verse: c | იქით და აქათ უვლიდეს, | ზოგნი უკანა ჰყვებოდეს, |
Verse: d და | ვერცა ჰკადრებდეს: "ვინ ხარო", | ვერცა რას ეუბნებოდეს. |
Strophe: S982/K982 | ||
Verse: a | მინდორსა შუა გორი დგა, | ფრიდონ მას ზედა დგებოდა; |
Verse: b | ღირსნი მას თანა სროლასა | ორმოცი კაცი ჰხლებოდა; |
Verse: c | მუნ დაემართა ავთანდილ, | მას თანა ყოლბი ჰყვებოდა. |
Verse: d და | ფრიდონს უკვირდა: "რა ქმნესო", | მისთა სპათათვის წყრებოდა. |
Strophe: S983/K983 | ||
Verse: a | ფრიდონ მონა გამოგზავნა: | "წა, ნახეო* ისი სპანი, |
Verse: b | რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, | სად წადიან ვითა ბრმანი?" |
Verse: c | მონა ფიცხლა მოეგება, | ნახა სარო, მორჩი ტანი, |
Verse: d და | დადგა, თვალნი გაურეტდეს, | დაავიწყდეს სიტყვის თქმანი. |
Strophe: S984/K984 | ||
Verse: a | ავთანდილ ცნა, თუ: "ისია | მოამბვედ ჩემად რებული. |
Verse: b | -- უთხრა: "არქვი შენს პატრონსა | ეს ჩემი დავედრებული: |
Verse: c | ვარ უცხო ვინმე ღარიბი, | საყოფთა მოშორვებული, |
Verse: d და | ძმად-ფიცი ტარიელისი, | თქვენს წინა მომგზავრებული". |
Strophe: S985/K985 | ||
Verse: a | მონა წავიდა ფრიდონის | თხრობად ამბვისა მისისად, |
Verse: b | უთხრა: "მზე ვნახე მოსრული, | ჩანს მანათობლად დღისისად; |
Verse: c | ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, | თუ ბრძენთა ნახონ ისი სად; |
Verse: d და | "ვარ ძმაო ტარიელისი | შეყრად ფრიდონის მქისისად". |
Strophe: S986/K986 | ||
Verse: a | რა " ტარიელ" მოისმინა, | ფრიდონს ჭირი უსუბუქდა, |
Verse: b | თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, | გული უფრო აუჩუქდა, |
Verse: c | მონაქროლმან ვარდი დაზრა, | წამწამთაგან ბუქი ბუქდა; |
Verse: d და | შეიყარნეს, ერთმანერთი | მათგან იქო, არ გაუქდა. |
Strophe: S987/K987 | ||
Verse: a | ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, | ჩაეგება ფრიდონ წინა; |
Verse: b | რა შეხედნა, ესე თქვა, თუ: | "თუ არ მზეო, ისი ვინ- ა?" |
Verse: c | მას ჰმეტობდა, რაცა ქება | მონისაგან მოესმინა; |
Verse: d და | ერთმანერთსა გარდაუხდეს, | ლხინმან ცრემლი აფრქვევინა. |
Strophe: S988/K988 | ||
Verse: a | მოეხვივნეს ერთმანერთსა, | უცხოებით არ დარიდონ; |
Verse: b | თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და | მოეწონა ყმასა ფრიდონ; |
Verse: c | რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, | მზე მათ თანა გააფლიდონ, |
Verse: d და | მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი | ივაჭრონ რა, ანუ ყიდონ. |
Strophe: S989/K989 | ||
Verse: a | ფრიდონისებრნი მოყმენი | ვინმცა ვით ვინ ეგებიან! |
Verse: b | მაგრა მას ახლავს* ქებანი, | მართ მეტი არ მიხჰვდებიან; |
Verse: c | მზე უჩინო იქმს მნათობთა, | რა ახლოს შეიყრებიან, |
Verse: d და | დღისით ვერ ნათობს სანთელი | და ღამით შუქნი ჰკრთებიან. |
Strophe: S990/K990 | ||
Verse: a | ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, | ფრიდონისსა მივლენ სრასა. |
Verse: b | დაიშალა ნადირობა, | მოეშალნეს მხეცთა სრვასა; |
Verse: c | ავთანდილის ჭვრეტად სპანი | იქით-აქათ იქმენ ჯრასა, |
Verse: d და | თქვეს : "ასეთი ხორციელი | შეუქმნია რაგვარ რასა?" |
Strophe: S991/K991 | ||
Verse: a | ყმა ფრიდონს ეტყვის : "ისწრაფი*, | ვიცი, ამბვისა თხრობასა, |
Verse: b | გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, - | ვინათგან ჰლამი ცნობასა, - |
Verse: c | ანუ სით ვიცნობ ტარიელს, | ანუ რად ვიტყვი ძმობასა, |
Verse: d და | იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, | თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა. |
Strophe: S992/K992 | ||
Verse: a | მე ვარ ყმა როსტან მეფისა, | მოყმე არაბეთს ზრდილობით, |
Verse: b | დიდი სპასპეტი, სახელად | მიხმობენ ავთანდილობით, |
Verse: c | ძე დიდებულთა დიდ-გვართა, | ზრდილი მეფეთა შვილობით, |
Verse: d და | საკრძალავი და უკადრი, | მყოფი არვისგან ცილობით. |
Strophe: S993/K993 | ||
Verse: a | დღესა ერთსა მეფე შეჯდა, | ნადირობას* გამოვიდა; |
Verse: b | მინდორს ვნახეთ, ტარიელი, | ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა, |
Verse: c | გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, | ვაწვიეთ და არ მოვიდა, |
Verse: d და | ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, | მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა. |
Strophe: S994/K994 | ||
Verse: a | მეფემან სპანი შეპყრობად | შეუზახნა და წყრებოდა; |
Verse: b | მან უჭირველად დახოცნა, | ომი არ მისჭირდებოდა, |
Verse: c | ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწა | და ზოგთა სული ჰხდებოდა; |
Verse: d და | მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა | რომე არ დაბრუნდებოდა. |
Strophe: S995/K995 | ||
Verse: a | მათ სპათაგან ვერ-შეპყრობა | ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, |
Verse: b | თვით შესხდეს და შეუტივეს* | ამაყთა და არას მკრძალთა. |
Verse: c | რა ტარიელ მეფე იცნა, | მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა, |
Verse: d და | ცხენსა მისცნა სადავენი, | დაგვეკარგა წინა თვალთა. |
Strophe: S996/K996 | ||
Verse: a | ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, | დავსწამეთ ეშმაურობა. |
Verse: b | მეფე დაჭმუნდა, დაშალა | სმა, ნადიმობა, პურობა. |
Verse: c | მე ვეღარ გავსძელ მისისა | ამბვისა არ-დასტურობა, |
Verse: d და | გამოვიპარე საძებრად: | მწვიდა ცეცხლი და მურობა. |
Strophe: S997/K997 | ||
Verse: a | იგი ვძებნე წელსა სამსა | არ ვიამე არცა ძილი. |
Verse: b | მათ მასწავლეს, ხატაელნი | ვნახენ მისგან დაკოდილი; |
Verse: c | ვპოვე ვარდი მოყვითანე, | შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი, |
Verse: d და | შემიტკბო და შემიყვარა, | ვითა ძმა და ვითა შვილი. |
Strophe: S998/K998 | ||
Verse: a | ქვაბნი წაუხმან დევთათვის, | სრულად გაჰმესისხლებია; |
Verse: b | მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, | სხვა არვინ უახლებია; |
Verse: c | მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, | არ ახალ, არ ახლებია, |
Verse: d და | ვა ჰმართებს მისსა გაყრილსა, | შავი ხლა თავსა ჰხლებია. |
Strophe: S999/K999 | ||
Verse: a | ქალი მარტო ქვაბსა შიგან | ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი; |
Verse: b | ყმა ნადირსა უნადირებს, | ლომის ლეკვსა ვითა ლომი, |
Verse: c | მიართვამს და აგრე არჩენს | იგი ერთგან ვერ-დამდგომი, |
Verse: d და | მისგან კიდე სანახავად | არა უნდა კაცთა ტომი. |
Strophe: S1000/K1000 | ||
Verse: a | მე უცხოს უცხო მანატრა | მოსმენა სანატრელისა, |
Verse: b | მითხრა ამბავი მისი და | მისისა სასურველისა. |
Verse: c | რა ჭირნი დათმნა, ვერ იტყვის | აწ ენა ესე ხელისა, |
Verse: d და | ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა | მისისა დამმარხველისა. |
Strophe: S1001/K1001 | ||
Verse: a | ვითა მთვარე დაუდგომლად | იარების, არ დადგების; |
Verse: b | მასვე ცხენსა შენეულსა | ზის, აროდეს გარდაჰხდების; |
Verse: c | არას ნახავს პირ-მეტყველსა, | ვით ნადირი* კაცთა ჰკრთების. |
Verse: d და | ვა მე, მისსა მგონებელსა, | ვა მას, ვინცა მისთვის კვდების! |
Strophe: S1002/K1002 | ||
Verse: a | მის ყმისა ცეცხლი მედების, | დამწვა ცეცხლითა მისითა*; |
Verse: b | შემებრალნეს და გავშმაგდი, | გავხე ცნობითა ვისითა*; |
Verse: c | მომინდა მისთა წამალთა | ძებნა ზღვითა და ქვიშითა*; |
Verse: d და | შევიქეც, ვნახენ მეფენი, | მყოფნი გულითა მქისითა*. |
Strophe: S1003/K1003 | ||
Verse: a | დავეთხოვე და გამიწყრა*, | მეფე მიეცა ჭმუნვასა. |
Verse: b | დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, | მით იზახიან მუნ ვასა; |
Verse: c | გამოვიპარე, დავეხსენ | სისხლისა ცრემლთა წურვასა, |
Verse: d და | აწ ვეძებ მისთა წამალთა, | ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა. |
Strophe: S1004/K1004 | ||
Verse: a | შენი მან მითხრა ამბავი | მისგან ძმობისა შენისა, |
Verse: b | აწ მიპოვნიხარ უებრო, | შენ - საქებელი ენისა; |
Verse: c | გამომირჩიე, სით მიჯობს | ძებნა მის მზისა ზენისა, |
Verse: d და | მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, | ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა". |
Strophe: S1005/K1005 | ||
Verse: a | აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა | მის ყმისა ნაუბარითა; |
Verse: b | ორნივე სწორად მოსთქმიდეს | მოთქმითა საქებარითა, |
Verse: c | გულ-ამოსკვნილნი გულითა | ტირან ვერ-დამთმობარითა, |
Verse: d და | მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა | რწყვენ ტევრთა საგუბარითა. |
Strophe: S1006/K1006 | ||
Verse: a | ლაშქართა შიგან შეიქმნა | ხმა ტირილისა დიდისა, |
Verse: b | ზოგთაგან ხოკა პირისა, | ზოგთაგან სრევა რიდისა. |
Verse: c | ფრიდონ ტირს, მოსთქვამს ხმა-მაღლად, | გაყრილი წლისა შვიდისა: |
Verse: d და | "უხანობა და სიცრუვე, | ვა, საწუთროსა ფლიდისა!" |
Strophe: S1007/K1007 | ||
Verse: a | ფრიდონ მოსთქვამს: "რა შეგასხათ, | ვერ-საქებო, ვერ-სათქმელო! |
Verse: b | ხმელთა მზეო, სამყაროსა | მზისა ეტლთა გარდამხმელო, |
Verse: c | მოახლეთა სალხინოო, | სიცოცხლეო, სულთა მდგმელო, |
Verse: d და | ცისა ეტლთა სინათლეო, | დამწველო და დამანთქმელო! |
Strophe: S1008/K1008 | ||
Verse: a | რა მოგეშორვე, მას აქათ | სიცოცხლე მომძულვებია; |
Verse: b | თუცა შენ ჩემად არა გცალს, | მე შენთვის მომსურვებია; |
Verse: c | შენ უჩემობა ლხინად გიჩს, | მე დია მიმჭირვებია, |
Verse: d და | ოხერ სიცოცხლე უშენოდ, | სოფელი გამარმებია!" |
Strophe: S1009/K1009 | ||
Verse: a | ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი | მოთქმითა შვენიერითა; |
Verse: b | სული დაიღეს, დადუმდეს, | მივლენ არ თურე ღერითა. |
Verse: c | ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს | ტურთითა აერ-ფერითა, |
Verse: d და | მელნისა ტბათა მიჯარვით | ჰბურავს გიშრისა ჭერითა. |
Strophe: S1010/K1010 | ||
Verse: a | ქალაქს შევიდეს, მუნ დაჰხვდა | სრა მოკაზმული სრულითა, |
Verse: b | სახელმწიფოთა ყოვლითა | გასაგებლითა სრულითა; |
Verse: c | მონანი ტურფად მოსილნი | წესითა იყვნეს რულითა! |
Verse: d და | შეჰფრფინვიდიან ავთანდილს | გულითა სულ-წასულითა. |
Strophe: S1011/K1011 | ||
Verse: a | შევიდეს და დიდი შექმნეს | ჯალაბობა, არ ხალვათი: |
Verse: b | იქით-აქათ დიდებულნი | წარიგებით ათჯერ ათი; |
Verse: c | თვით ორნივე ერთგან დასხდეს; | ვითა ვინ თქვას ქება მათი! |
Verse: d და | ბროლ-ბადახშსა აშვენებდა | ზოგან მინა, ზოგან სათი. |
Strophe: S1012/K1012 | ||
Verse: a | დასხდეს, შეიქმნა პურობა, | გაამრავლებდეს მახალსა, |
Verse: b | უმასპინძლებდეს ავთანდილს, | ვითა მზახალი მზახალსა, |
Verse: c | მოიღებდიან ჭურჭელსა | ტურფასა, ახალ-ახალსა, |
Verse: d და | მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა | გული მიეცა, გლახ, ალსა. |
Strophe: S1013/K1013 | ||
Verse: a | მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა | ნადიმი მსმელთა დასისა. |
Verse: b | გათენდა, ბანეს ავთანდილ, | რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, |
Verse: c | შესამოსელი შეჰმოსეს | დრაჰკნისა ბევრ-ათასისა, |
Verse: d და | შეარტყეს წელთა სარტყელი, | დაუდებელი ფასისა. |
Strophe: S1014/K1014 | ||
Verse: a | ყმამან დაყვნა დღენი რამე, | თუცა ყოვნას ვერა სთმობდა, |
Verse: b | ფრიდონს თანა ნადირობას* | გავიდის და თამაშობდა, |
Verse: c | სწორად ჰხოცდა შორს და ახლოს, | თუ რას ხელსა მიაპყრობდა, |
Verse: d და | მისი სროლა მშვილდოსანსა | ყველაკასა აწბილობდა. |
Strophe: S1015/K1015 | ||
Verse: a | ყმა ფრიდონს ეტყვის: "გესმოდეს | ჩემი აწ მონახსენები: |
Verse: b | მე შენი გაყრა სიკვდილად | მიჩს და მით თავსა ვევნები, |
Verse: c | მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, | ცეცხლი მწვავს მოუთმენები, |
Verse: d და | გზა გრძელი, საქმე სასწრაფო | მიც, დია დავეყენები. |
Strophe: S1016/K1016 | ||
Verse: a | მართალ-ა, შენი გამყრელი | თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა, |
Verse: b | დღეს წაუვალი ვერა ვარ, | მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა; |
Verse: c | დგომა მგზავრისა ცთომაა, | კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა; |
Verse: d და | სადა გინახავს იგი მზე, | წამომყევ ზღვისა კიდესა". |
Strophe: S1017/K1017 | ||
Verse: a | ფრიდონ უთხრა: "დასაშლელი | ჩემგან არა არ გეთხრობის; |
Verse: b | ვიცი, რომე აღარა გცალს, | შენ ლახვარი სხვა გესობის: |
Verse: c | წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, | შენი მტერი დაემხობის, |
Verse: d და | მაგრა თქვი, თუ უშენობა | ჩემგან ვითა დაითმობის? |
Strophe: S1018/K1018 | ||
Verse: a | ამას გკადრებ, არ ეგების | მარტოსაგან წასლვა შენი; |
Verse: b | თანა ყმათა წამოგატან, | იმსახურენ, იახლენი, |
Verse: c | აბჯარი და საგებელი, | ერთი ჯორი, ერთი ცხენი. |
Verse: d და | არ წაიტან, გაირჯები | ღაწვი-ვარდი, ცრემლთა მდენი". |
Strophe: S1019/K1019 | ||
Verse: a | მოასხნა ოთხნი მონანი, | მისანდობელნი გულითა, |
Verse: b | სრული აბჯარი საკაცო | ქაფითა, საბარკულითა, |
Verse: c | სამოცი ლიტრა წითელი | აწონით, არ-ნაკლულითა, |
Verse: d და | ერთი ტაიჭი უებრო, | მით უნაგრითა სრულითა. |
Strophe: S1020/K1020 | ||
Verse: a | ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა | საგებელი აუკიდა; |
Verse: b | წავიდა და ფრიდონ შეჯდა, | მას თანავე გამოვიდა. |
Verse: c | აწ გაყრისა მომლოდნესა | ედებოდა ცეცხლი, სწვიდა, |
Verse: d და | მოსთქვამს: "თუმცა მზე გვეახლა, | ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა". |
Strophe: S1021/K1021 | ||
Verse: a | ზარი მის ყმისა წასლვისა | გახდა, მიეცნეს წუხილსა. |
Verse: b | მოატყდეს მოქალაქენი, | ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა; |
Verse: c | ხმა ზახილისა მათისა | ჰგვანდა ჰაერთა ქუხილსა, |
Verse: d და | იტყოდეს: "მზესა მოვჰშორდით, | მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!" |
Strophe: S1022/K1022 | ||
Verse: a | ქალაქი გავლეს, მივიდეს | პირსა დიდისა ზღვისასა, |
Verse: b | მაშინ ფრიდონის ნახულსა, | ნასაჯდომევსა მზისასა, |
Verse: c | მუნ დაადენდეს ნაკადსა | სისხლისა ცრემლთა ტბისასა, |
Verse: d და | ფრიდონ უამბობს ამბავსა | მის მნათობისა ტყვისასა: |
Strophe: S1023/K1023 | ||
Verse: a | "აქა მათ ზანგთა მონათა | მზე მოიყვანეს ნავითა, |
Verse: b | კბილ-თეთრი, ბაგე-ბადახში, | სახედავითა შავითა; |
Verse: c | ცხენი გავქუსლე, გავაგე | წაგვრა ხრმლითა და მკლავითა, |
Verse: d და | შორს მნახეს, ადრე გამექცეს, | ნავი მფრინვალე ჩნდა ვითა". |
Strophe: S1024/K1024 | ||
Verse: a | მოეხვივნეს ერთმანერთსა, | გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი, |
Verse: b | აკოცეს და გაუახლდეს | მათ ორთავე მათნი წვანი, |
Verse: c | გაიყარნეს გაუყრელნი | ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი, |
Verse: d და | ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, | შემხედველთა მკლველი ტანი. |
Strophe: S1025/K1025 | ||
Verse: a | ყმა მიმავალი მიუბნობს, | მსგავსი მთვარისა სრულისა. |
Verse: b | არს თინათინის გონება | მისად სალხენლად გულისა; |
Verse: c | იტყვის: "მოგშორდი, სიცრუე, | ვა, საწუთროსა კრულისა! |
Verse: d და | შენ გაქვს წამალი ჩემისა | მამრთელებელი წყლულისა". |
Strophe: S1026/K1026 | ||
Verse: a | რად სიცხე გულსა ნიადაგ | მწვავს გმირთა სამს ალებისა? |
Verse: b | რად გული კლდისა ტინისა | შემქმნია სამ სალებისა? |
Verse: c | არ შეუძლია ლახვარსა | დაჩენა სამსა ლებისა, |
Verse: d და | ყენ ხარ მიზეზი სოფლისა | ასრე გასამსალებისა". |
Strophe: S1027/K1027 | ||
Verse: a | ავთანდილ მარტო ზღვის პირსა | მივა ოთხითა მონითა, |
Verse: b | წამალსა ტარიელისსა | ეძებს ყოვლითა ღონითა, |
Verse: c | დღისით და ღამით მტირალი | იღვრების ცრემლთა ფონითა, |
Verse: d და | ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა | მისვე ჩალისა წონითა. |
Strophe: S1028/K1028 | ||
Verse: a | სადაცა ნახნის, ეუბნის, | მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი, |
Verse: b | ჰკითხის მის მზისა ამბავი; | დღენი ვლნა გაასებულნი. |
Verse: c | ქედსა გარდადგეს, აქლემნი | აუჩნდეს ლარ-კიდებულნი. |
Verse: d და | მოქარავნენი ზღვის პირსა | დაყრით დგეს, შეჭირვებულნი. |
Strophe: S1029/K1029 | ||
Verse: a | მუნ ქარავანი ურიცხვი | მისდგმოდა ზღვისა კიდესა. |
Verse: b | შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, | ვერა დგეს, ვერცა ვლიდესა. |
Verse: c | ყმამან სალამი უბრძანა, | ქებასა შეასსმიდესა, |
Verse: d და | ჰკითხა, თუ: "ვინ ხართ, ვაჭარნო?" - | მათ საუბარი ჰკიდესა. |
Strophe: S1030/K1030 | ||
Verse: a | უსამ იყო ქარავნისა | უხუცესი, კაცი ბრძენი. |
Verse: b | მოახსენა ხოტბა სრული, | დალოცა და უქნა ზნენი. |
Verse: c | ჰკადრეს: "ხმელთა სინათლეო*, | შენ ამოხვე ჩვენი მლხენი, |
Verse: d და | ჩამოხე და მოგახსენოთ | ამბავი და საქმე ჩვენი". |
Strophe: S1031/K1031 | ||
Verse: a | გარდახდა. ჰკადრეს: "ჩვენ ვართო | მობაღდადელნი* ვაჭარნი, |
Verse: b | მაჰმადის სჯულის მჭირავნი, | აროდეს გვისმან მაჭარნი, |
Verse: c | ზღვათა მეფისა ქალაქსა | სავაჭროდ გარდმონაჭარნი, |
Verse: d და | საქონელ-სრულნი, მდიდარნი, | არ ლარნი გვქონან ნაჭარნი. |
Strophe: S1032/K1032 | ||
Verse: a | ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა | კაცი უსულოდ მდებარე, |
Verse: b | ვუშველეთ, ენა მოეცა | სიტყვისა გამომგებარე; |
Verse: c | ვჰკითხეთ, თუ: "ვინ ხარ, ღარიბო, | რასა საქმისა მძებარე?" |
Verse: d და | გვითხრა: "თუ შეხვალთ, დაგხოცენ; | კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე?!" |
Strophe: S1033/K1033 | ||
Verse: a | თქვა: "ქარავანი ეგვიპტით | გამოვემართეთ ერითა, |
Verse: b | ზღვასა შევედით ტვირთულნი | ლარითა მრავალ-ფერითა, |
Verse: c | მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს | ძელით, სახნისის წვერითა; |
Verse: d და | ყველაი წახდა, არ ვიცი, | აქა მოსრულვარ მე რითა!" |
Strophe: S1034/K1034 | ||
Verse: a | ლომო და მზეო, ესეა | მიზეზი აქა დგომისა, |
Verse: b | დაბრუნვებითა გვეცემის | ზიანი არ-საზომისა; |
Verse: c | შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, | ძალი არა გვაქვს ომისა, |
Verse: d და | ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, | ღონე წაგვსლვია რჩომისა". |
Strophe: S1035/K1035 | ||
Verse: a | ყმამან უთხრა: "ვინცა ჭმუნავს, | ცუდია და ცუდად სცთების! |
Verse: b | რაცა მოვა საქმე ზენა, | მომავალი არ აგვცთების; |
Verse: c | მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, | შემოვისხამ, და-ცა-მწვთების, |
Verse: d და | ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი | მბრძოლთა თქვენთა დააცვთების". |
Strophe: S1036/K1036 | ||
Verse: a | მოქარავნენი აივსნეს | სიხარულითა დიდითა, |
Verse: b | თქვეს: "ყმა ვინმეა ჭაბუკი, | არა ჩვენებრვე რიდითა, |
Verse: c | აქვს თავისაგან იმედი, | ვიყვნეთ გულითა მშვიდითა". |
Verse: d და | შევიდეს, ჩასხდეს ხვამალდსა, | გაჰმართეს ზღვისა კიდითა. |
Strophe: S1037/K1037 | ||
Verse: a | სიამოვნესა დარითა | იარეს, არ სიძნელითა |
Verse: b | მათი ბადრაგა ავთანდილ | უძღვის გულითა ქველითა. |
Verse: c | გამოჩნდა ნავი მეკობრე | დროშითა მეტად გრძელითა, |
Verse: d და | მას ნავსა ნავთა სალეწლად | სახნისი ჰგია ძელითა. |
Strophe: S1038/K1038 | ||
Verse: a | კიოდეს და მოდიოდეს*, | იზახდეს და ბუკსა ჰკრესა; |
Verse: b | შეუშინდა ქარავანი | მათ ლაშქართა სიდიდესა; |
Verse: c | ყმამან უთხრა: "ნუ იშიშვით | თქვენ იმათსა სიალფესა, |
Verse: d და | ანუ დავჰხოც იმ ყველასა, | ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა. |
Strophe: S1039/K1039 | ||
Verse: a | უგანგებოდ ვერას მიზმენ, | შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი; |
Verse: b | განგებაა, არ დავრჩები, | ლახვარნია ჩემთვის მზანი; |
Verse: c | ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, | ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი, - |
Verse: d და | ვინცა იცის ესე ასრე, | ჩემებრვეა გულოვანი. |
Strophe: S1040/K1040 | ||
Verse: a | თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, | ომისაცა უმეცარნი, |
Verse: b | შორს ისრითა არ დაგხოცნენ, | ჩაიხშენით თანა კარნი; |
Verse: c | მარტო მნახეთ, ვით შევება, | ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი! |
Verse: d და | მეკობრისა ნავისანი | სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი". |
Strophe: S1041/K1041 | ||
Verse: a | ჩაიცვა ტანსა აბჯარი | ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა. |
Verse: b | მას ხელთა კეტი რკინისა | ჰქონდა ხელითა ცალითა; |
Verse: c | ნავისა თავსა გულითა | წადგა შიშ-შეუვალითა, |
Verse: d და | ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, | მტერნი დახოცნა ხრმალითა. |
Strophe: S1042/K1042 | ||
Verse: a | კიოდეს იგი ლაშქარნი, | ხმა მათი არ გაწყდებოდა, |
Verse: b | აძგერეს ძელი, რომელსა | ზედა სახნისი ჰგებოდა; |
Verse: c | ყმა ნავის თავსა უშიშრად | ქვე დგა, არ თურე კრთებოდა, |
Verse: d და | კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, | სხვით არათ არ მოსტყდებოდა. |
Strophe: S1043/K1043 | ||
Verse: a | ძელი მოსტყდა და ავთანდილ | დარჩა ნავ-დაულეწელი; |
Verse: b | შეშინდეს იგი ლაშქარნი, | გზა ძებნეს გარდსახვეწელი; |
Verse: c | ვეღარ გარდესწრნეს, დარდუხლტა | მტერთა მი და მო მლეწელი; |
Verse: d და | არ დარჩა კაცი ცოცხალი | მუნ მისგან დაუფრეწელი. |
Strophe: S1044/K1044 | ||
Verse: a | მათ ლაშქართა გულ-უშიშრად | ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა; |
Verse: b | ზოგი ნავსა შეანარცხის, | ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა; |
Verse: c | ერთმანერთსა შემოსტყორცის, | რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; |
Verse: d და | დაკოდილნი* მკვდართა შუა | იმალვიან, მალვენ ხმასა. |
Strophe: S1045/K1045 | ||
Verse: a | გაუმარჯვდა ომი მათი, | ვითა სწადდა მისსა გულსა. |
Verse: b | ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: | "ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!" |
Verse: c | არ დახოცნა, დაიმონნა, | დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა. |
Verse: d და | მართლად იტყვის მოციქული: | "შიში შეიქმს სიყვარულსა". |
Strophe: S1046/K1046 | ||
Verse: a | კაცო, ძალსა ნუ იქადი, | ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი! |
Verse: b | არას გარგებს ძლიერება, | თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი! |
Verse: c | დიდთა ხეთა მოერევის, | მცირე დასწვავს ნაბერწკალი, |
Verse: d და | ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, | შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი. |
Strophe: S1047/K1047 | ||
Verse: a | მუნ ავთანდილ საჭურჭლენი | მათეულნი დიდნი ნახნა, |
Verse: b | ნავი ნავსა შეატყუბა, | ქარავანსა დაუზახნა. |
Verse: c | უსამ ნახა მხიარული*, - | გაეხარნეს, არ იახნა, |
Verse: d და | ჰკადრეს* ხოტბა ქებად მისად, | სასახავნი დიდნი სახნა. |
Strophe: S1048/K1048 | ||
Verse: a | ავთანდილის მაქებელთა | ათასიმცა ენა ენდა! |
Verse: b | ვერმცა მათ თქვეს, ნაომრობა | როგორ ტურფად დაუშვენდა; |
Verse: c | ქარავანმან იზრიალა*, | თქვეს: "უფალო, მადლი შენდა! |
Verse: d და | მზემან შუქნი შემოგვადგნა, | ღამე ბნელი გაგვითენდა". |
Strophe: S1049/K1049 | ||
Verse: a | მოეგებნეს, აკოცებდეს | თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა; |
Verse: b | ჰკადრეს ქება უსაზომო | მას ტურფასა საქებელსა: |
Verse: c | - მისი* ჭვრეტა გააშმაგებს | კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა: |
Verse: d და | "შენგან დავჰრჩით ჩვენ ყველანი | ფათერაკსა ეზომ ძნელსა". |
Strophe: S1050/K1050 | ||
Verse: a | ყმამან უთხრა: "მადლი ღმერთსა, | შემოქმედსა, არსთა მხადსა, |
Verse: b | ვისგან ძალნი ზეციერნი | გააგებენ აქა ქმნადსა, |
Verse: c | იგი იქმან ყველაკასა, | იდუმალსა, ზოგსა ცხადსა; |
Verse: d და | ხამს ყოვლისა დაჯერება, | ბრძენი სჯერა მოწევნადსა. |
Strophe: S1051/K1051 | ||
Verse: a | ღმერთმან სულსა ეგოდენსა | თქვენ გათნია სისხლი თქვენი. |
Verse: b | მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი; | თავით ჩემით რამცა ვქმენი? |
Verse: c | აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, | გავასრულენ, რაცა ვთქვენი; |
Verse: d და | ნავი სრულად საქონლითა | მომიღია, ვითა ძღვენი". |
Strophe: S1052/K1052 | ||
Verse: a | ამოა, კარგსა მოყმესა | რა ომი გაჰმარჯვებოდეს, |
Verse: b | ამხანაგთათვის ეჯობნოს, | ვინცა მას თანა-ჰხლებოდეს. |
Verse: c | მიულოცვიდენ, აქებდენ, | მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს, |
Verse: d და | ჰშვენოდეს დაკოდილობა, | ცოტაი რამე ჰვნებოდეს. |
Strophe: S1053/K1053 | ||
Verse: a | იგი ნავი მეკობრეთა | მას დღე ნახეს, არ ახვალეს, |
Verse: b | მუნ დებულთა საჭურჭლეთა | ამარიმცა ვით დათვალეს! |
Verse: c | მათსა ნავსა გარდმოიღეს, | ნავი სრულად გარდმოცალეს; |
Verse: d და | დალეწეს და ზოგი დაწვეს, | შეშა დრამად არ გაცვალეს. |
Strophe: S1054/K1054 | ||
Verse: a | ავთანდილს უსამ მოართვა | ვაჭართა შემოთვლილობა: |
Verse: b | "შენგან ვართ გამაგრებულნი, | ჩვენ ვიცით ჩვენი ცვილობა*; |
Verse: c | რაცა გვაქვს, იგი შენია, | ამას არ უნდა ცილობა, |
Verse: d და | რასაცა მოგვცემ, გვიბოძე, | გვიქმნია აქა ყრილობა". |
Strophe: S1055/K1055 | ||
Verse: a | ყმამან შესთვალა: "ჰე, ძმანო, | წეღანცა მოგისმენია, |
Verse: b | ღმერთსა შეესმა, ნაკადი | რაცა თქვენ თვალთა გდენია, |
Verse: c | მან დაგარჩინნა; მე რა ვარ? | მე, გლახ, რა მომილხენია! |
Verse: d და | რა გინდა მომცეთ, რას ვაქმნევ? | მე ვარ და ჩემი ცხენია! |
Strophe: S1056/K1056 | ||
Verse: a | მე თუცა რამცა* მინდოდა | საჭურჭლე დასადებელი, |
Verse: b | ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, | უსახო ლარ-საგებელი; |
Verse: c | რას ვაქმნევ თქვენსა? რად მინდა? | ოდენ ვარ თქვენი მხლებელი; |
Verse: d და | სხვაგან რამე მიც სხვა საქმე | თავისა წასაგებელი. |
Strophe: S1057/K1057 | ||
Verse: a | აწ რაცა აქა ვიშოვე | საჭურჭლე დაუთვალავი, |
Verse: b | რაცა ვის გინდა, წაიღეთ, | არვისი ვიყო მლალავი, |
Verse: c | ერთსა ვიაჯი, მააჯეთ | სააჯო არ-საკრძალავი: |
Verse: d და | საქმე რამე მიც თქვენ შიგან | თავისა დასამალავი. |
Strophe: S1058/K1058 | ||
Verse: a | ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით | არ თქვენსა პატრონობასა, |
Verse: b | თქვით *: "თავადია ჩვენი"-თქო*, | ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა. |
Verse: c | მე სავაჭროსა ჩავიცვამ, | დავიწყებ ჯუბაჩობასა; |
Verse: d და | თქვენ შემინახეთ ნამუსი, | თქვენსა და ჩემსა ძმობასა!" |
Strophe: S1059/K1059 | ||
Verse: a | ესე საქმე ქარავანსა | გაეხარნეს მეტად დია; |
Verse: b | მოვიდეს და თაყვანის-სცეს, | ჰკადრეს: "ჩვენი იმედია, |
Verse: c | რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, | იგი თქვენვე გიაჯია, |
Verse: d და | მას ვჰმსახუროთ, ვისი პირი | მზისა პირად გაგვიცდია". |
Strophe: S1060/K1060 | ||
Verse: a | მუნით წავიდეს, იარეს, | არ თურე ხანსა ზმიდიან, |
Verse: b | მიჰხვდეს ტაროსსა ამოსა, | ნიადაგ ამოდ ვლიდიან; |
Verse: c | შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, | ქებასა შეასხმიდიან, |
Verse: d და | მას მარგალიტსა მას ყმასა, | კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან. |
Strophe: S1061/K1061 | ||
Verse: a | ზღვა გაიარა ავთანდილ, | მივა ტანითა მჭევრითა. |
Verse: b | ნახეს ქალაქი, მოცული* | გარე ბაღისა ტევრითა, |
Verse: c | გვარად უცხონი ყვავილნი, | ფერითა ბევრის ბევრითა. |
Verse: d და | მის ქვეყანისა სიტურფე | რა გაგაგონო ენითა*! |
Strophe: S1062/K1062 | ||
Verse: a | მათ ბაღთა პირსა დააბეს | ნავი საბლითა სამითა; |
Verse: b | ავთანდილ ტანსა ჯუბანი | ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა; |
Verse: c | მოასხნეს კაცნი მზიდავნი, | დამიზდებულნი დრამითა; |
Verse: d და | იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს | და თავსა მალავს ამითა. |
Strophe: S1063/K1063 | ||
Verse: a | მოვიდა მისი მებაღე, | ბაღსა იახლნეს* რომელსა, |
Verse: b | მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით | პირსა, ელვათა მკრთომელსა; |
Verse: c | ავთანდილ უხმო, ეუბნა | კაცსა არ სიტყვა-მცთომელსა: |
Verse: d და | "ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან | მეფესა აქა მჯდომელსა? |
Strophe: S1064/K1064 | ||
Verse: a | წვრილად მითხარ ყველაკაი, - | ყმა მას კაცსა ეუბნების, - |
Verse: b | რა ლარია უფრო ძვირად, | ან იეფად რა იხსნების?" |
Verse: c | ჰკადრა: "ვხედავ, პირი შენი | მზისა პირად მემეცნების; |
Verse: d და | რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, | მრუდი არა არ გემცნების. |
Strophe: S1065/K1065 | ||
Verse: a | ესეა ზღვათა სამეფო | თვისა ათისა სავლითა, |
Verse: b | თვით გულანშარო ქალაქი, | სავსე ტურფითა მრავლითა; |
Verse: c | აქ მოდის ტურფა ყველაი | ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა; |
Verse: d და | მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, | სრული სვითა და დავლითა. |
Strophe: S1066/K1066 | ||
Verse: a | აქა მოსლვითა გაყმდების, | კაციცა იყო ბერები: |
Verse: b | სმა, გახარება, თამაში, | ნიადაგ არნ სიმღერები, |
Verse: c | ზამთარ და ზაფხულ სწორად | გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები; |
Verse: d და | ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, | იგიცა, ვინ-ა მტერები. |
Strophe: S1067/K1067 | ||
Verse: a | დიდ-ვაჭარნი სარგებელსა | ამისებრსა ვერ ჰპოვებენ: |
Verse: b | იყიდიან, გაჰყიდიან, | მოიგებენ, წააგებენ; |
Verse: c | გლახა თვე ერთ გამდიდრდების, | სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ; |
Verse: d და | უქონელნი წელიწდამდის* | საქონელსა დაიდებენ. |
Strophe: S1068/K1068 | ||
Verse: a | მე ვარ მებაღე უსენის, | ვაჭართა უხუცესისა; |
Verse: b | ესეცა გკადრო ამბავი, | საქმე მისისა წესისა: |
Verse: c | თვით ესე ბაღი მისია, | თქვენი სადგომი დღესისა; |
Verse: d და | პირველ მას ჰმართებს ჩვენება | ყოვლისა უტურფესისა. |
Strophe: S1069/K1069 | ||
Verse: a | რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, | მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, |
Verse: b | უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, | სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, |
Verse: c | უტურფესთა სეფედ დასხმენ, | ფასსა მუნვე დაუთვლიან; |
Verse: d და | მათ მაშინვე ააზატებს, | ვითა სწადდეს, დაჰყიდიან. |
Strophe: S1070/K1070 | ||
Verse: a | თქვენებრთა საბატიოთა* | მათ* ჰმართებს გამოსვენება; |
Verse: b | დამყენებელთა უბრძანებს, | ჰმართებდეს ვის დაყენება. |
Verse: c | აწ იგი აქა არ არის, | რას მარგებს მისი ხსენება! |
Verse: d და | გამოგებვა და* წაყვანა | მას ჰმართებს, თქვენი ქენება. |
Strophe: S1071/K1071 | ||
Verse: a | ფატმან ხათუნ შინა არის, | ხათუნი და ცოლი მისი, |
Verse: b | პურად კარგი მასპინძელი, | მხიარული*, არ თუ მქისი; |
Verse: c | მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, | წაგიყვანოს ვითა თვისი; |
Verse: d და | წინა კაცთა მოგაგებებს, | ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი". |
Strophe: S1072/K1072 | ||
Verse: a | ავთანდილ უთხრა: "წადიო, | აგრე ქმენ, რაცა გწადიან". |
Verse: b | მებაღე მირბის, ახარებს, | ოფლი* ქვე მკრდამდის ჩასდიან. |
Verse: c | ხათუნსა უთხრა ამბავი: | "მე ესე დამიქადიან: |
Verse: d და | ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა | შუქნი მზედ გაიცადიან. |
Strophe: S1073/K1073 | ||
Verse: a | ვაჭარი ვინმე პატრონი | არს ქარავნისა დიდისა, |
Verse: b | საროსა მსგავსი ნაზარდი | და მთვარე დღისა შვიდისა; |
Verse: c | ჰშვენის ჯუბა და მოხვევა | ძოწეულისა რიდისა. |
Verse: d და | მე მიხმო, მკითხა ამბავი | და ნირი ლართა სყიდისა". |
Strophe: S1074/K1074 | ||
Verse: a | ფატმან ხათუნს გაეხარნეს, | გააგება მონა ათი, |
Verse: b | მოუკაზმნა ქარვანსრანი, | დააყენა ბარგი მათი; |
Verse: c | შემოვიდა ღაწვი-ვარდი, | ბროლ-ბადახში, მინა-სათი; |
Verse: d და | მისთა მჭვრეტთა დაუსახეს | ვეფხსა ტოტი, ლომსა - თათი. |
Strophe: S1075/K1075 | ||
Verse: a | ზარი გახდა, შემოაკრბეს | ქალაქისა ერნი სრულად, |
Verse: b | იქით-აქათ იჯრებოდეს*: | "ვუჭვრიტოთო ამას რულად!" |
Verse: c | ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, | ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად; |
Verse: d და | მათთა ცოლთა მოიძულვნეს, | ქმარნი დარჩეს გაბასრულად. |
Strophe: S1076/K1076 | ||
Verse: a | ფატმან, ცოლი უსენისი, | გაეგება კართა წინა, |
Verse: b | მხიარულმან უსალამა, | სიხარული დაიჩინა; |
Verse: c | ერთმანერთი მოიკითხეს, | შევიდეს და დასხდეს შინა; |
Verse: d და | ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, | შე- ვით -ვატყვე, არ ეწყინა. |
Strophe: S1077/K1077 | ||
Verse: a | ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, | არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი, |
Verse: b | ნაკვთად კარგი, შავ-გვრემანი*, | პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი, |
Verse: c | მუტრიბთა და მომღერალთა | მოყვარული, ღვინის-მსმელი; |
Verse: d და | დია ედვა სასალუქო | დასაბურავ-ჩასაცმელი. |
Strophe: S1078/K1078 | ||
Verse: a | მას ღამესა ფატმან ხათუნ | უმასპინძლა მეტად კარგა. |
Verse: b | ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, | მიმღებელთა თქვეს, თუ: "ვარგ-ა". |
Verse: c | ფატმანს მისი მასპინძლობა | უღირს, ღმერთო, არ დაკარგა; |
Verse: d და | სვეს და ჭამეს, დასაწოლად | ყმა გავიდა ღამით გარ, გა. |
Strophe: S1079/K1079 | ||
Verse: a | დილასა ლარი ყველაი | უჩვენა, გაახსნევინა, |
Verse: b | ტურფანი სეფედ გარდასხნა, | ფასიცა დაათვლევინა, |
Verse: c | ვაჭართა უთხრა: "წაიღეთ!" | აჰკიდა, გააწევინა, |
Verse: d და | თქვა: " ვითა გინდა, ვაჭრობდით, | ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა". |
Strophe: S1080/K1080 | ||
Verse: a | ყმა ვაჭრულად იმოსების, | არ ჩაიცვამს არას მისსა. |
Verse: b | ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, | ზოგჯერ იყვის ფატმანისსა; |
Verse: c | ერთგან სხდიან, უბნობდიან | საუბნარსა არა-მქისსა; |
Verse: d და | ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, | რამინისი ვითა ვისსა. |
Strophe: S1081/K1081 | ||
Verse: a | სჯობს სიშორე დიაცისა, | ვისგან ვითა დაითმობის: |
Verse: b | გილიზღებს და შეგიკვეთებს, | მიგინდობს და მოგენდობის, |
Verse: c | მართ ანაზდად გიღალატებს, | გაჰკვეთს, რაცა* დაესობის, |
Verse: d და | მით დიაცსა სამალავი | არას თანა არ ეთხრობის. |
Strophe: S1082/K1082 | ||
Verse: a | ფატმან ხათუნს ავთანდილის | გულსა ნდომა შეუვიდა, |
Verse: b | სიყვარული მეტის-მეტი | მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. |
Verse: c | დამალვასა ეცდებოდა, | მაგრა ჭირთა ვერ ჰმალვიდა, |
Verse: d და | იტყვის: "რა ვქმნა, რა მერგების?" | - აწვიმებდა, ცრემლთა ჰღვრიდა. |
Strophe: S1083/K1083 | ||
Verse: a | "მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, | შეხედვაცა დამიძვირდეს! |
Verse: b | თუ არა ვთქვა, ვეღარ გავსძლებ, | ცეცხლი უფრო გამიხშირდეს. |
Verse: c | ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, | ერთი რამე გამიპირდეს; |
Verse: d და | მას მკურნალმან ვერა ჰკურნოს, | თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს". |
Strophe: S1084/K1084 | ||
Verse: a | დაწერა წიგნი საბრალო, | მის ყმისა მისართმეველი, |
Verse: b | მისისა მიჯნურობისა, | მისთა პატიჟთა მცნეველი, |
Verse: c | მისთა მსმენელთა გულისა | შემძრველი, შემარყეველი, |
Verse: d და | უსტარი შესანახავი, | არ ცუდად დასახეველი: |
Strophe: S1085/K1085 | ||
Verse: a | "ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან | მზედ სწადდი დასაბადებლად, |
Verse: b | მით შეგქმნა მოშორვებულთა | ლხინად, არ ჭირთა მწადებლად, |
Verse: c | ახლოს შემყრელთა დამწველად, | მათად ცეცხლისა მადებლად, |
Verse: d და | მნათობთა შენი შეხედვა | ტკბილად უჩს, დასაქადებლად. |
Strophe: S1086/K1086 | ||
Verse: a | შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, | შენთვის საბრალოდ ბნდებიან, |
Verse: b | ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი | რად არ შენ ზედა კრფებიან! |
Verse: c | შენი შვენება ყვავილთა | აჭნობს, ჩემიცა* ჭნებიან, |
Verse: d და | სრულად დამწვარ ვარ, თუ მზისა | შუქნი არ მომესწრებიან. |
Strophe: S1087/K1087 | ||
Verse: a | ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი | თქვენსა ამისსა თხრობასა, |
Verse: b | მაგრა რა ვირგო დღე-კრულმან, | სრულად გავჰყრივარ თმობასა, |
Verse: c | გული ვერ გასძლებს ნიადაგ | შავთა წამწამთა სობასა, |
Verse: d და | თუ რას მეწევი, მეწიე, | თვარა მივჰხდები ცნობასა! |
Strophe: S1088/K1088 | ||
Verse: a | მე ვირე ამა წიგნისა | პასუხი მომივიდოდეს, |
Verse: b | ვსცნობდე, გინდოდე საკლავად, | ან ჩემი რა გაგვიდოდეს, |
Verse: c | მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, | გული რაზომცა მტკიოდეს, |
Verse: d და | სიცოცხლე, ანუ სიკვდილი | გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!" |
Strophe: S1089/K1089 | ||
Verse: a | ფატმან ხათუნ დაწერა და | გაუგზავნა წიგნი მისი. |
Verse: b | ყმამან ასრე წაიკითხა, | და ვინმეა, ანუ თვისი; |
Verse: c | თქვა: "არ იცის გული ჩემი, | ვინ მაშიკობს, ვისსა ვისი, |
Verse: d და | რომე მიმიჩს სამიჯნურო*, | რათ ვამსგავსო მე მას ისი!" |
Strophe: S1090/K1090 | ||
Verse: a | თქვა: "ყვავი ვარდსა რას აქმნევს, | ანუ რა მისი ფერია! |
Verse: b | მაგრა მას ზედა ბულბულსა | ჯერთ ტკბილად არ უმღერია. |
Verse: c | უმსგავსო საქმე ყოველი* | მოკლეა*, მით ოხერია. |
Verse: d და | რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, | რა წიგნი მოუწერია!" |
Strophe: S1091/K1091 | ||
Verse: a | ესეგვარი საზრახავი | დაუზრახა გულსა შინა; |
Verse: b | მერმე იტყვის: "ჩემგან კიდე | ჩემი შემწე არავინ-ა; |
Verse: c | რასათვისცა გამოჭრილ ვარ, | მისი ძებნა რათგან მინა, |
Verse: d და | რათაცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქმ, | გულმან სხვა-მცა რა ისმინა! |
Strophe: S1092/K1092 | ||
Verse: a | ისი დიაცი აქა ზის, | კაცთა მნახავი მრავალთა, |
Verse: b | მოსადგურე და მოყვარე | მგზავრთა, ყოველგნით მავალთა; |
Verse: c | მივჰყვე, მიამბობს ყველასა, | გამავალ-შემომავალთა*, |
Verse: d და | ნუთუ რა მარგოს, მე მისი | გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა". |
Strophe: S1093/K1093 | ||
Verse: a | თქვა: "დიაცსა ვინცა უყვარს, | გაექსვის და მისცემს გულსა, |
Verse: b | აუგი და მოყივნება | არად შესწონს ყოლა კრულსა; |
Verse: c | რაცა იცის, გაუცხადებს, | ხვაშიადსა უთხრობს სრულსა, |
Verse: d და | მიჯობს, მივჰყვე, განაღ რასმე | ვსცნობ საქმესა დამალულსა". |
Strophe: S1094/K1094 | ||
Verse: a | კვლა იტყვის: "ვერვინ ვერას იქმს, | თუ ეტლი არ მოსთმინდების; |
Verse: b | მით რაცა მინდა, არა მაქვს, | მაქვს რაცა, არ მომინდების; |
Verse: c | ბინდის გვარია სოფელი, | ესე თურ ამად ბინდდების, |
Verse: d და | კოკასა შიგან რაცა დგას, | იგივე წამოდინდების!" |
Strophe: S1095/K1095 | ||
Verse: a | მიუწერა: "წავიკითხე | შენი წიგნი, ჩემი ქება. |
Verse: b | შენ მომასწარ, თვარა შენგან | მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება. |
Verse: c | შენცა გინდა, მეცა მინდა | გაუწყვედლად შენი ხლება, |
Verse: d და | შეყრა არის პირიანი, | ორთავეა რათგან ნება". |
Strophe: S1096/K1096 | ||
Verse: a | ფატმანისსა ვერ გიამბობ, | მოემატა რა სიამე! |
Verse: b | მიუწერა: "კმარის, რაცა | უშენომან ცრემლი ვლამე, |
Verse: c | აწ ვიქმნები თავის წინა, | აქა მპოვე მარტო სამე, |
Verse: d და | მომისწრაფე შეყრა შენი, | რა შეღამდეს, მოდი ღამე". |
Strophe: S1097/K1097 | ||
Verse: a | მას ღამითვე საწვეველი | რა მიართვეს წიგნი ყმასა, |
Verse: b | შეღამდა და წა-ცა-ვიდა, | სხვა ემთხვია მონა გზასა: |
Verse: c | "ამას ღამე ნუ მოხვალო, | ვერა მპოვებ შენთვის მზასა". |
Verse: d და | მას ეწყინა, არ დაბრუნდა, | თქვა, თუ: "ჰგავსო ეგე რასა?" |
Strophe: S1098/K1098 | ||
Verse: a | წვეული აღარ დაბრუნდა | კვლა ზევე უკუწვევითა. |
Verse: b | ფატმან ზის წყენით, შევიდა | ავთანდილ მარტო ხე ვითა, |
Verse: c | დიაცსა წყენა შეატყო*, | ნახა შესლვითა, შე-, ვითა, |
Verse: d და | ვერ დაიჩინა შიშითა | და მისითავე თნევითა. |
Strophe: S1099/K1099 | ||
Verse: a | ერთგან დასხდეს და დაიწყეს | კოცნა, ლაღობა წყლიანი; |
Verse: b | შემოდგა კარსა ყმა ვინმე | კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი, |
Verse: c | შემოვლო ახლოს, შემოჰყვა | მონა ხრმალ-დარაკიანი, |
Verse: d და | დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ: | ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი. |
Strophe: S1100/K1100 | ||
Verse: a | ფატმან რა ნახა, შეშინდა, | ძრწის და მიეცა ძრწოლასა. |
Verse: b | მან გაკვირვებით უჭვრიტა | მათსა ლაღობა-წოლასა; |
Verse: c | უთხრა: "არ გიშლი, დიაცო, | ფერთა მი და მო კრთოლასა, |
Verse: d და | გამითენდების, განანებ | მაგა მოყმისა ყოლასა! |
Strophe: S1101/K1101 | ||
Verse: a | გამკიცხე, ბოზო დიაცო, | და დამდევ გასათრეველად, |
Verse: b | მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა | მაგა საქმისა მზღვეველად: |
Verse: c | ვარ შენთა შვილთა შენითა | კბილითა დამაჭმეველად, |
Verse: d და | დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, | ხელიღა ვრბოდე მე ველად!" |
Strophe: S1102/K1102 | ||
Verse: a | ესე თქვა და კაცმან წვერთა | მოიზიდნა, გავლნა კარნი; |
Verse: b | ფატმან შექმნა თავსა ცემა, | ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი; |
Verse: c | ცრემლთა მისთა შეეყარნეს, | წყაროსაებრ ისმნეს წკარნი; |
Verse: d და | თქვა: "დამქოლეთ, მოდით, ქვითა, | მომადეგით მომაკარნი. |
Strophe: S1103/K1103 | ||
Verse: a | მოთსქვამს: "მოვკალ, თავი, ქმარი, | ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი, |
Verse: b | იავარ-ვყავ საქონელი, | უსახონი თვალნი თლილნი, |
Verse: c | გავეყარე საყვარელთა, | ვა გამზრდელნი, ვა გაზრდილნი. |
Verse: d და | ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, | სიტყვანია ჩემნი წბილნი". |
Strophe: S1104/K1104 | ||
Verse: a | ამას ყველასა ავთანდილ | ისმენდა გაცბუნვებული; |
Verse: b | უბრძანა: "რა გჭირს, რას იტყვი, | რასთვის ხარ აგრე ვებული? |
Verse: c | რას დაგექადა იგი ყმა, | რა ნახა შენგან კლებული? |
Verse: d და | დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, | ანუ რად საქმედ რებული?" |
Strophe: S1105/K1105 | ||
Verse: a | დიაცმან უთხრა: "ჰე ლომო, | ხელი ვარ ცრემლთა დენითა, |
Verse: b | ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, | ვერცა რას გითხრობ ენითა; |
Verse: c | დავხოცენ შვილნი ხელითა, | მით ვარ აღარას ლხენითა. |
Verse: d და | თავი მოვიკალ უთმინოდ | სიყვარულითა შენითა. |
Strophe: S1106/K1106 | ||
Verse: a | ესეგვარი დია მიჰხვდეს | სიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა, |
Verse: b | ხვაშიადთა ვერ-მმალავსა, | უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა; |
Verse: c | ვაგლახითა მეწიენით, | გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა, |
Verse: d და | მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს | თავისისა სისხლთა* მხვრეტსა. |
Strophe: S1107/K1107 | ||
Verse: a | ორისაგან ერთი ქმენით, | ამის მეტსა ნურას ჰლამით: |
Verse: b | მო- ვითა -ჰკლავ იმა კაცსა, | წადი, მოკალ მალვით ღამით, |
Verse: c | მე და სრულად სახლი ჩემი | დახოცასა დაგვხსენ ამით! |
Verse: d და | მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, | მო- ვით-გითხრა ცრემლთა ლამით. |
Strophe: S1108/K1108 | ||
Verse: a | თვარა ღამითვე ტვირთები | შენი წაიღე ვირითა, |
Verse: b | დააგდე ჩემი მიდამო, | სრულად მიკრიფე, მი-, რითა. |
Verse: c | ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა | შენცა აგავსონ ჭირითა, |
Verse: d და | თუ დარბაზს მივა იგი* ყმა, | შვილთა დამაჭმევს პირითა". |
Strophe: S1109/K1109 | ||
Verse: a | რა ესე ესმა ავთანდილს | ლაღსა, ბუნება-ზიარსა, |
Verse: b | ადგა და ლახტი აიღო, | რა ტურფა რამე მხნე არსა! |
Verse: c | "ამა საქმისა ვერ-ცნობა, - | თქვა, -ჩემი სიძუნწე არსა". |
Verse: d და | ნუ ეჭვ სულ-დგმულსა ქვეყანად, | თუ ვითმე მისებრი არსა! |
Strophe: S1110/K1110 | ||
Verse: a | ფატმანს უთხრა: "კაცი მომეც | მასწავლელად, წინამძღვარად, |
Verse: b | გზასა მართლად წამიყვანოს, | თვარა მეშვლად მინდა არად; |
Verse: c | იმა კაცსა ვერა ვხედავ | მეომარად ჩემად დარად, |
Verse: d და | რაცა ვუყო, მოგახსენებ, | მომიცადე, იყავ წყნარად". |
Strophe: S1111/K1111 | ||
Verse: a | მას მისცა მონა დიაცმან | წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად, |
Verse: b | კვლავე შეჰყივლა: "ვინათგან | ცეცხლი ცხელია აწ* ნელად, |
Verse: c | თუ მო- ვითა -ჰკლა იგი ყმა | ჩემად გულისა მფხანელად, |
Verse: d და | ბეჭედი ჩემი აცვია, | მას გვედრებ მოსატანელად". |
Strophe: S1112/K1112 | ||
Verse: a | ავთანდილ გავლო ქალაქი | მით უებროთა ტანითა; |
Verse: b | ზღვის პირსა სახლნი ნაგებნი | დგეს ქვითა წითელ-მწვანითა, |
Verse: c | ქვეშეთკე სრითა ტურფითა, | კვლა ზედათ ბანის-ბანითა, |
Verse: d და | დიდროვანითა ტურფითა, | მრავლითა თანის-თანითა. |
Strophe: S1113/K1113 | ||
Verse: a | მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ | მას, მისსა წინამძღომელსა; |
Verse: b | ხმა-მდაბლად ჰკადრებს: "ისია | სრა მისი, ეძებ რომელსა". |
Verse: c | უჩვენებს, ეტყვის: "ჰხედაო | ბანსა ზე და ქვე მდგომელსა? |
Verse: d და | იქი წევს ძილად, იცოდი, | ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა". |
Strophe: S1114/K1114 | ||
Verse: a | კარსა წინა დარაჯანი | ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა. |
Verse: b | ყმა გავიდა, გაეპარა, | დააგდებდეს ვირე ხმასა, |
Verse: c | თვითო ხელი ყელსა მიჰყო, | მუნვე მისცა სულთა ხდასა, |
Verse: d და | თავი თავსა შეუტაკა, | გაურია ტვინი თმასა. |
Strophe: S1115/K1115 | ||
Verse: a | იგი ყმა საწოლს მარტო წვა | გულითა ჯავრიანითა; |
Verse: b | ხელ-სისხლიანი ავთანდილ | შედგა ტანითა ჯანითა; |
Verse: c | ვერღა აესწრა, იდუმალ | მოკლა, ვერცა თუ ვცანითა, |
Verse: d და | ხელი მოჰკიდა, მიწასა | დაასკვნა, დაკლა დანითა. |
Strophe: S1116/K1116 | ||
Verse: a | მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა | მხეცი და ვითა ზარია. |
Verse: b | ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, | ქვესკნელს მიწათა გარია, |
Verse: c | ზღვათაკე სარკმლით* გასტყორცა, | ზღვისა ქვიშათა დარია, |
Verse: d და | მისთვის არცაღა სამარე, | არცა სათხარად ბარია. |
Strophe: S1117/K1117 | ||
Verse: a | ხმა მათისა დახოცისა | არ გაისმა არსით არა. |
Verse: b | წამოვიდა ვარდი ტკბილი, | რასამცა ვით გაემწარა! |
Verse: c | ესე მიკვირს, სისხლი მათი | ასრე ვითა მოიპარა! |
Verse: d და | რომე წეღან წამოევლო, | გზა იგივე წაიარა. |
Strophe: S1118/K1118 | ||
Verse: a | რა ფატმანისსა შევიდა | ლომი, მზე, მოყმე წყლიანი, |
Verse: b | უბრძანა: "მოვკალ, მან ყმამან | დღე ვეღარ ნახოს მზიანი, |
Verse: c | თვით მონა შენი მოწმად მყავს, | ფიცი აფიცე ღმრთიანი, |
Verse: d და | აჰა თითი და ბეჭედი, | და დანა მაქვს სისხლიანი. |
Strophe: S1119/K1119 | ||
Verse: a | აწ მითხარ თუ: რას იტყოდი, | რას გაშმაგდი ისრე რეტად? |
Verse: b | რას გექადდა ისი კაცი? | მესწრაფების მეტის-მეტად". |
Verse: c | ფატმან ფერხთა მოეხვია: | "არა ღირს ვარ* პირსა ჭვრეტად, |
Verse: d და | გამიმრთელდა გული წყლული, | აწყა დავჯე ცეცხლთა შრეტად. |
Strophe: S1120/K1120 | ||
Verse: a | მე და უსენი შვილითურთ | აწ ახლად დავიბადენით; |
Verse: b | ლომო, ქებანი შენნიმცა | ჩვენ ვითა ვადიადენით! |
Verse: c | ვინათგან სისხლთა იმისთა | დაღვრევა დავიქადენით, |
Verse: d და | თავითგან გითხრობ ყველასა, | თქვენ სმენად დაემზადენით". |
Strophe: S1121/K1121 | ||
Verse: a | ამა ქალაქსა წესია: | დღესა მას ნავროზობასა |
Verse: b | არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, | არცა ვინ წავა გზობასა; |
Verse: c | ყოველნი სწორად დავიწყებთ | კაზმასა, ლამაზობასა, |
Verse: d და | დიდსა შეიქმენ* მეფენი | პურობა-დარბაზობასა. |
Strophe: S1122/K1122 | ||
Verse: a | ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც | დარბაზს მიღება ძღვენისა, |
Verse: b | მათ საბოძვრისა ბოძება | ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა; |
Verse: c | ათ დღემდის ისმის ყოველგნით | ხმა წინწილისა, ებნისა, |
Verse: d და | მოედანს მღერა, ბურთობა, | დგრიალი ცხენთა დგენისა. |
Strophe: S1123/K1123 | ||
Verse: a | ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა | წაუძღვების, უსენ, წინა, |
Verse: b | მათთა ცოლთა მე წავასხამ, | მაწვეველი არად მინა; |
Verse: c | დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით, | მდიდარი თუ გლახა ვინ-ა, |
Verse: d და | დარბაზს ამოდ გავიხარებთ, | მხიარულნი მოვალთ შინა. |
Strophe: S1124/K1124 | ||
Verse: a | დღე მოვიდა ნავროზობა, | დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით; |
Verse: b | ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, | ავავსეთ და* ავივსენით; |
Verse: c | ჟამიერად მხიარულნი | წამოვედით ნებით ჩვენით, |
Verse: d და | კვლა დავსხედით გახარებად, | უნებურნი არ ვიყვენით. |
Strophe: S1125/K1125 | ||
Verse: a | ბაღსა შიგან თამაშობად | საღამოსა გავე ჟამსა, |
Verse: b | გავიტანე ხათუნები, - | მათი ჭმევა ჩემგან ხამსა; |
Verse: c | მომყვებოდეს მომღერალნი, | იტყოდიან ტკბილსა ხმასა, |
Verse: d და | ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, | ვიცვალებდი რიდე-თმასა. |
Strophe: S1126/K1126 | ||
Verse: a | იქ ბაღსა შიგან ტურფანი | სახლნი, ნატიფად გებულნი, |
Verse: b | მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, | ზღვას ზედა წაკიდებულნი, |
Verse: c | მუნ შევიტანენ ხათუნნი, | იგი ჩემ თანა ხლებულნი, |
Verse: d და | კვლა დავიდევით ნადიმი, | დავსხედით ამოდ შვებულნი. |
Strophe: S1127/K1127 | ||
Verse: a | ვაჭრის ცოლთა მხიარულმან | ვუმასპინძლე ამოდ, დურად; |
Verse: b | სმასა ზედა უმიზეზოდ | გავხე რამე* უგემურად, |
Verse: c | რა შემატყვეს, გაიყარა, | სხდომილ იყო რაცა პურად, |
Verse: d და | მარტო დავრჩი, სევდა რამე | შემომექცა გულსა მურად. |
Strophe: S1128/K1128 | ||
Verse: a | უკმოვახვენ სარკმელნი და | შევაქციე პირი გზასა, |
Verse: b | ვიხედვიდი, ვიქარვებდი | კაეშნისა ჩემგან ზრდასა, |
Verse: c | შორს ამიჩნდა ცოტა რამე, | მოცურვიდა შიგან ზღვასა, |
Verse: d და | მფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად, | სხვას ვამსგავსე მე-მცა რასა! |
Strophe: S1129/K1129 | ||
Verse: a | მაშორვიდა, ვერად ვიცან; | მომეახლა, იყო ნავი; |
Verse: b | ორთა კაცთა, ტანად შავთა, | თვით პირიცა ედგა შავი; |
Verse: c | იქით-აქათ მოსდგომოდეს, | ახლოს* უჩნდა ოდენ თავი, |
Verse: d და | გამოიღეს, გამიკვირდა | იგი უცხო სანახავი. |
Strophe: S1130/K1130 | ||
Verse: a | გამოზიდნეს იგი ნავი, | გამოიღეს ბაღსა წინა, |
Verse: b | მიიხედნეს, მოიხედნეს, | ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა, |
Verse: c | ვერა ნახეს სულიერი, | ვერცა რამან შეაშინა; |
Verse: d და | მე იდუმალ ვიხედვიდი, | სულ-ღებული ვიყავ შინა. |
Strophe: S1131/K1131 | ||
Verse: a | მით ნავიდაღმა მათ რომე | გარდმოსვეს კიდობანითა, |
Verse: b | აჰხადეს, ქალი გარდმოხდა | უცხოთა რათმე ტანითა, |
Verse: c | თავსა რიდითა შავითა, | ქვეშეთ მოსილი მწვანითა, |
Verse: d და | მზესა სიტურფედ ეყოფის, | იყოს მისითა გვანითა. |
Strophe: S1132/K1132 | ||
Verse: a | რა მობრუნდა ქალი ჩემკე, | შემოადგეს სხივნი კლდესა, |
Verse: b | ღაწვთა მისთა ელვარება | ელვარებდა ხმელთა, ზესა; |
Verse: c | დავიწუხენ თვალნი, ყოლა | ვერ შევადგენ, ვითა მზესა, |
Verse: d და | უკმოვიხაშ კარი, ჩემგან | მათი ჭვრეტა ვერა ცნესა. |
Strophe: S1133/K1133 | ||
Verse: a | მოვიხმენ ოთხნი მონანი, | ჩემსა წინაშე მდგომელნი, |
Verse: b | ვუჩვენე: "ჰხედავთ, ინდოთა | ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი? |
Verse: c | ჩაეპარენით, ჩაედით | წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი, |
Verse: d და | მოგყიდონ, ფასი მიეცით, | რისაცა* იყვნენ მნდომელნი. |
Strophe: S1134/K1134 | ||
Verse: a | თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, | წაჰგვარეთ და დახოცენით, |
Verse: b | მოიყვანეთ ისი მთვარე, | ქმენით კარგად, ეცადენით!" |
Verse: c | ჩემნი ყმანი ზედადაღმა | ჩაეპარნეს, ვითა ფრენით, |
Verse: d და | დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, | შავნი ვნახენ მეტად წყენით. |
Strophe: S1135/K1135 | ||
Verse: a | მე სარკმელთა გარდავადეგ. | რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, |
Verse: b | მევუზახენ: "დახოცენით!" | დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს; |
Verse: c | იგი ზღვასა შეასრივნეს, | შემოადგეს ქალსა, სცვიდეს; |
Verse: d და | ჩავეგებე, გამოვჰგვარე, | ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს. |
Strophe: S1136/K1136 | ||
Verse: a | რა გიამბო ქება მისი, | რა სიტურფე, რა ნაზობა! |
Verse: b | ვფიცავ, რომე იგი მზეა, | არა ჰმართებს მზესა მზობა! |
Verse: c | ვინ გაიცდის შუქთა მისთა, | ვინ-მცა ვით ქმნა ნახაზობა! |
Verse: d და | მე თუ დამწვავს, აჰა მზად ვარ, | აღარ უნდა ამას მზობა!" |
Strophe: S1137/K1137 | ||
Verse: a | ესე სიტყვა დაასრულა, | ფატმან იკრნა პირსა ხელნი; |
Verse: b | ავთანდილსცა აეტირნეს, | გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი; |
Verse: c | ერთმანერთი დაავიწყდა, | მისთვის გახდეს ვითა ხელნი, |
Verse: d და | ღვარმან, ზედათ მოდენილმან, | გააწყალნა ფიფქნი თხელნი. |
Strophe: S1138/K1138 | ||
Verse: a | მოიტირეს.ყმამან უთხრა: | "ნუღარ გასწყვედ, გაასრულე". |
Verse: b | ფატმან იტყვის: "მივეგებე, | გული მისთვის ვაერთგულე, |
Verse: c | გარდვუკოცნე ყოვლი ასო, | თავი ამად მოვაძულე, |
Verse: d და | ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, | შევეკვეთე, გავესულე. |
Strophe: S1139/K1139 | ||
Verse: a | ვჰკადრე: "მითხარ, ვინ ხარ, მზეო, | ანუ შვილი ვისთა ტომთა? |
Verse: b | იმა ზანგთა სით მოჰყვანდი | შენ, პატრონი ცისა ხომთა?" |
Verse: c | მან პასუხი არა მითხრა | მე სიტყვათა ესეზომთა, |
Verse: d და | ას-ნაკეცი წყარო ვნახე | ცრემლთა, მისგან მონაწთომთა. |
Strophe: S1140/K1140 | ||
Verse: a | რა მივაჭირვე კითხვითა, | მეტითა საუბარითა*, |
Verse: b | გულ-ამოხვინჩვით ატირდა | მით რათმე ხმითა წყნარითა; |
Verse: c | ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთა | მოსდის გიშრისა ღარითა; |
Verse: d და | მისი მწვრეტელი დავიწვი, | გავხე გულითა მკვდარითა. |
Strophe: S1141/K1141 | ||
Verse: a | მითხრა: "შენ ჩემთვის, დედაო, | ხარ უმჯობესი დედისა, |
Verse: b | რას აქმნევ ჩემსა ამბავსა, | ზღაპარი არის ყბედისა! |
Verse: c | ღარიბი ვინმე, შემსწრობი | ვარ უბედოსა ბედისა; |
Verse: d და | თუ რაცა მკითხო, ძალი-მცა | გიგმია არსთა მხედისა!" |
Strophe: S1142/K1142 | ||
Verse: a | ვთქვი: "უჟამოდ არ წესია | მოყვანა და მზისა ხმობა; |
Verse: b | მომყვანელი გაშმაგდების | და წაუვა ერთობ ცნობა; |
Verse: c | ხმობა უნდა ჟამიერად, | სააჯოსა ყოვლსა თხრობა. |
Verse: d და | რად არ ვიცი ამა მზისა | საუბრისა უჟამობა?" |
Strophe: S1143/K1143 | ||
Verse: a | ავიყვანე იგი პირ-მზე | ნაქები და ვერ ვთქვი უქი; |
Verse: b | სურვილმან და მზემან მისმან, | ძლივ დავმალე მისი შუქი, |
Verse: c | ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი | სტავრა მძიმე, არ-სუბუქი; |
Verse: d და | ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, | წამწამთაგან მოქრის ბუქი. |
Strophe: S1144/K1144 | ||
Verse: a | მოვიყვანე შინა ჩემსა | იგი პირ-მზე ტანით ალვით, |
Verse: b | მოვუკაზმე სახლი ერთი, | შიგან დავსვი მეტად მალვით; |
Verse: c | არვის ვუთხარ სულიერსა, | შევინახე ფარვით, კრძალვით, |
Verse: d და | ერთი ზანგი ვამსახურე; | მე შევიდი, ვნახი ხალვით. |
Strophe: S1145/K1145 | ||
Verse: a | ვით გიამბო საკვირველი | მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა, |
Verse: b | დღე და ღამე გაუწყვედლად | ტირილი და ცრემლთა ფრქვევა! |
Verse: c | შევეხვეწი: "დადუმდიო", | წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა. |
Verse: d და | აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, | ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა! |
Strophe: S1146/K1146 | ||
Verse: a | შინა შევიდი, მას წინა | ედგის ცრემლისა გუბები, |
Verse: b | შიგან სისხლისა მორევსა | ეყრდნის გიშრისა შუბები, |
Verse: c | მელნისა ტბათათ *იღვრების | სავსე სათისა რუბები, |
Verse: d და | შუა ძოწსა და აყიყსა* | ჭვირს მარგალიტი ტყუბები. |
Strophe: S1147/K1147 | ||
Verse: a | ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა | ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, |
Verse: b | თუ-მცა მეკითხა: "ვინა ხარ*, | ეგრე გასრული რისაგან?" |
Verse: c | მჩქეფრად სისხლისა ნაკადი | მოსდის ალვისა ხისაგან, |
Verse: d და | მას ხორციელი ვით* გასძლებს | სხვა, კიდეგანი ქვისაგან! |
Strophe: S1148/K1148 | ||
Verse: a | არად უნდის საბურავი, | არცა წოლა საგებლითა, |
Verse: b | მიწყივ იყვის რიდითა და | მით ერთითა ყაბაჩითა, |
Verse: c | მკლავი მისი სასთაულად | მიიდვის და მიწვის მითა, |
Verse: d და | ძლივ ვაჭამი ცოტა რამე | ათასითა შეხვეწითა*. |
Strophe: S1149/K1149 | ||
Verse: a | სხვა გიამბო საკვირველი | რიდისა და ყაბაჩისა; |
Verse: b | ვარ მნახავი ყოვლისავე | უცხოსა და ძვირფასისა, |
Verse: c | მაგრა მისი არა ვიცი, | ქმნილი იყო რაგვარ რისა: |
Verse: d და | სილბო ჰქონდა ნაქსოვისა | და სიმტკიცე - ნაჭედისა. |
Strophe: S1150/K1150 | ||
Verse: a | მან ტურფამან სახლსა ჩემსა | ეგრე დაყო ხანი დიდი. |
Verse: b | ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, | შესმენისა მქონდა რიდი; |
Verse: c | ვთქვი: " თუ ვუთხრობ, ვიცი, დარბაზს | გაამჟღავნებს ისი ფლიდი". |
Verse: d და | ესე მეყო საგონებლად, | კვლა შევიდი, კვლა გავიდი. |
Strophe: S1151/K1151 | ||
Verse: a | ვთქვი: "თუ არ ვუთხრა, რა ვუყო | ჩემგან რა მოეგვარების? |
Verse: b | არცა რა ვიცი, რა უნდა, | რა ვისგან მოეხმარების; |
Verse: c | ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს, | ვეღარა მომეფარების; |
Verse: d და | ვითა დავმალო ნათელი, | ვინ მზესა დაედარების?! |
Strophe: S1152/K1152 | ||
Verse: a | მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, | მიმატებს ცეცხლთა დებასა! |
Verse: b | მო და გავანდო, ნუ შევალ | უსენის შეცოდებასა; |
Verse: c | არ გამამჟღავნოს*, ვაფიცო, | თუ მომცემს იმედებასა, |
Verse: d და | სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს | ფიცისა გაცუდებასა. |
Strophe: S1153/K1153 | ||
Verse: a | მივე მარტო, ქმარსა ჩემსა | ველაღობე, ველაციცე, |
Verse: b | მერმე ვუთხარ: "გითხრობ რასმე, | მაგრა პირველ შემომფიცე, |
Verse: c | არვის უთხრა სულიერსა, | საფიცარი მომეც მტკიცე". |
Verse: d და | ფიცი ფიცა საშინელი: | "თავიცაო კლდესა ვიცე! |
Strophe: S1154/K1154 | ||
Verse: a | რაცა მითხრა, სიკვდილამდის | არვის ვუთხრა სულიერსა, |
Verse: b | არა ბერსა, არა ყმასა, | მოყვარესა, არცა მტერსა". |
Verse: c | მერმე ვუთხარ ყველაკაი | უსენს, კაცსა ლმობიერსა: |
Verse: d და | "მოდი, მომყევ აქა სადმე*, | მე, გიჩვენებ მზისა ფერსა". |
Strophe: S1155/K1155 | ||
Verse: a | ადგა, ამყვა და წავედით, | შევლენით კარნი სრისანი. |
Verse: b | უსენ გაჰკვირდა, გა-ცა-კრთა, | რა შუქნი ნახნა მზისანი; |
Verse: c | თქვა: "რა მიჩვენე, რა ვნახე, | რანია, ნეტარ, რისანი?! |
Verse: d და | თუ ხორციელი არის-მცა, | თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!" |
Strophe: S1156/K1156 | ||
Verse: a | ვთქვი, თუ: "არცა რა მე ვიცი | ამისი ხორციელობა, |
Verse: b | რაცა არ გითხარ, მის მეტი | არა მაქვს* მეცნიერობა; |
Verse: c | მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, | ვისგან სჭირს ისი ხელობა, |
Verse: d და | ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, | ქმნას დიდი ლმობიერობა". |
Strophe: S1157/K1157 | ||
Verse: a | მივედით, გვქონდა ორთავე | კრძალვა მისისა კრძალისა; |
Verse: b | ვჰკადრეთ, თუ: "მზეო, სახმილი | გვედების შენგან ალისა, |
Verse: c | გვითხარ, რა არის წამალი | მთვარისა შუქ-ნამკრთალისა? |
Verse: d და | რას შეუქმნიხარ ზაფრანად | შენ, ფერად მსგავსი ლალისა?" |
Strophe: S1158/K1158 | ||
Verse: a | რაცა ვჰკითსეთ, არა ვიცი, | ესმა, ანუ არ ისმენდა: |
Verse: b | ვარდი ერთგან შეეწება, | მარგალიტსა არ აჩენდა; |
Verse: c | გველნი მოშლით მოეკეცნეს, | ბაღი შეღმა შე-რე-შენდა, |
Verse: d და | მზე ვეშაპსა დაებნელა, | ზედა რადმცა გაგვითენდა! |
Strophe: S1159/K1159 | ||
Verse: a | ვერა დავჰყარეთ პასუხი | ჩვენ საუბრითა ჩვენითა: |
Verse: b | ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად | ზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა. |
Verse: c | კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა | მჩქეფრად ცრემლისა დენითა, |
Verse: d და | "არა ვიციო, მიმიშვით!"- | ეს ოდენ გვითხრა ენითა. |
Strophe: S1160/K1160 | ||
Verse: a | დავსხედით და მას თანავე | ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ, |
Verse: b | რაცა გვეთქვა, შევინანეთ, | სხვამცა რაღა შევიწამეთ! |
Verse: c | ძლივ ვიაჯეთ დადუმება, | დავადუმეთ, დავაამეთ, |
Verse: d და | ჩვენ მივართვით ხილი რამე, | მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ. |
Strophe: S1161/K1161 | ||
Verse: a | უსენ იტყვის: "ბევრ-ათასნი | ჭირნი ამან ამიხოცნეს; |
Verse: b | ესე ღაწვნი მზისად ხმანან, | კაცთაგანმცა ვით იკოცნეს! |
Verse: c | უმართლეა, ვერ-მჭვრეტელმან | თუ პატიჟნი იასოცნეს, |
Verse: d და | მე თუ შვილნი მირჩევნიან, | ღმერთმან იგი დამიხოცნეს!" |
Strophe: S1162/K1162 | ||
Verse: a | მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, | წამოვედით სულთქვმით, ახით; |
Verse: b | შეყრა გვიჩნდის სიხარულად, | გაყრა დიდად ვივაგლახით; |
Verse: c | ვაჭრობისა საქმისაგან | მოვიცალით, იგი ვნახით, |
Verse: d და | გული ჩვენი* გაუშვებლად | დაეტყვევნეს მისით მახით. |
Strophe: S1163/K1163 | ||
Verse: a | რა გარდახდა ხანი რამე, | გამოვიდეს ღამე-დღენი, |
Verse: b | უსენ მითხრა: "არ მინახავს | ძოღანდითგან მეფე ჩვენი. |
Verse: c | მივაზირებ, წავალ, ვნახავ, | ვუდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი". |
Verse: d და | მოვახსენე: "დია, ღმერთო, | ბრძანებაა ეგე თქვენი!" |
Strophe: S1164/K1164 | ||
Verse: a | უსენ ტაბაკსა დააწყო | მარგალიტი და თვალები. |
Verse: b | დავჰვედრე: "დარბაზს დაგხვდების | დარბაზის ერი მთრვალები; |
Verse: c | ამა ქალისა ამბავსა, | მომკალ, თუ არ ეკრძალები". |
Verse: d და | კვლა შემომფიცა: "არ ვიტყვი, | თავსაცა მეცეს ხრმალები!" |
Strophe: S1165/K1165 | ||
Verse: a | უსენ მივიდა, ხელმწიფე | დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი- |
Verse: b | უსენ არიფი მეფისა, | მეფეა მისი მნდომელი- |
Verse: c | წინა მიისვა, შეიძღვნა, | ძღვენი მიართვა რომელი. |
Verse: d და | აწ ჰნახო მთრვალი ვაჭარი, | ცქაფი, უწრფელი მწთომელი*. |
Strophe: S1166/K1166 | ||
Verse: a | რა მეფემან უსენს წინა | სვა მრავალი დოსტაქანი, |
Verse: b | კვლა შესვეს და კვლა აუვსნეს | სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი. |
Verse: c | დაავიწყდეს იგი ფიცი, | რა მუსაფი, რა მაქანი! |
Verse: d და | მართლად თქმულა: "არა ჰმართებს | ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი". |
Strophe: S1167/K1167 | ||
Verse: a | უთხრა დიდმან ხელმწიფემან | უჭკუოსა უსენს, მთრვალსა: |
Verse: b | "დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად | სით მოიღებ ამა თვალსა, |
Verse: c | მარგალიტსა დიდროანსა*, | უმსგაცსოსა ჰპოვებ ლალსა? |
Verse: d და | ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, | ძღვენთა შენთა ნაათალსა". |
Strophe: S1168/K1168 | ||
Verse: a | თაყვანის-სცა უსენ, ჰკადრა: | "ჰე მაღალო ხელმწიფეო, |
Verse: b | ზეცით შუქთა მომფენელო, | მარჩენელო არსთა, მზეო! |
Verse: c | რაცა სხვა მაქვს, ვისი არის | ოქრო, თუნდა საჭურჭლეო? |
Verse: d და | დედის მუცლით რა გამომყვა? | მბოძებია თქვენგან მეო. |
Strophe: S1169/K1169 | ||
Verse: a | ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, | არა გმართებს მადლი ძღვნისა; |
Verse: b | სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი, | შესართავი თქვენის ძისა; |
Verse: c | მას უცილოდ დამიმადლებთ, | ოდეს ჰნახოთ მსგავსი მზისა, |
Verse: d და | მაშინ მეტად გაამრავლოთ | თქვენ ბრძანება ნეტარძისა". |
Strophe: S1170/K1170 | ||
Verse: a | რას ვაგრძელებდე! გატეხა | ფიცი, სიმტკიცე სჯულისა, |
Verse: b | უამბო პოვნა ქალისა, | მჭვრეტთაგან მზედ სახულისა. |
Verse: c | მეფესა მეტად ეამა, | მიეცა ლხინი გულისა, |
Verse: d და | უბრძანა დარბაზს მოყვანა, | სრულ-ქმნა უსენის თქმულისა. |
Strophe: S1171/K1171 | ||
Verse: a | მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, | მუნამდის არ მიკვნესია. |
Verse: b | შემოდგა კარსა მეფისა | მონათა უხუცესია, |
Verse: c | თანა ჰყვა მონა სამოცი, | ვით ხელმწიფეთა წესია, |
Verse: d და | მოვიდეს; მეტად გავკვირდი, | ვთქვი: "რამე საქმე ზესია". |
Strophe: S1172/K1172 | ||
Verse: a | მისალამეს, "ფატმან! - მითხრეს - | ბრძანებაა ღმრთისა სწორთა: |
Verse: b | დღეს რომელი უსენ შესძღვნა | ქალი, მსგავსი მზეთა ორთა, |
Verse: c | აწ მოგვგვარე, წავიყვანოთ, | ვლა არ გვინდა გზათა შორთა". |
Verse: d და | ესე მესმა, დამტყდეს ცანი, | რისხვა ღმრთისა ეცა გორთა. |
Strophe: S1173/K1173 | ||
Verse: a | მე გაკვირვებით კვლა ვჰკითხე: | "რა ქალი გინდა, რომელი?" |
Verse: b | მათ მითხრეს: "უსენ შემოსძღვნა | პირი ელვათა მკრთომელი". |
Verse: c | არას მარგებდა, დაესკვნა* | დღე ჩემი სულთა მხდომელი, |
Verse: d და | ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, | ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი. |
Strophe: S1174/K1174 | ||
Verse: a | შევე, ვნახე იგი ტურფა | მტირალად და ცრემლ-დასხმულად, |
Verse: b | ვჰკადრე: "მზეო, ბედმან შავმან | ვით მიმუხთლა, ჰხედავ, რულად! |
Verse: c | ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე, | იავარ-მყო, ამფხვრა სრულად, |
Verse: d და | შემასმინეს, მეფე გითხოვს, | ვარ ამისთვის გულ-მოკლულად". |
Strophe: S1175/K1175 | ||
Verse: a | მან მითხრა: "დაო, ნუ გიკვირს, | ეგე რაზომცა ძნელია! |
Verse: b | ბედი უბედო ჩემზედა | მიწყივ ავისა მქმნელია. |
Verse: c | კარგი რამ* მჭირდეს, გიკვირდეს, | ავი რა საკვირველია! |
Verse: d და | სხვა-და-სხვა ჭირი ჩემ ზედა | არ ახალია, ძველია". |
Strophe: S1176/K1176 | ||
Verse: a | თვალთათ * ვითა მარგალიტი | გარდმოყარა ცრემლი ხშირი, |
Verse: b | ადგა ასრე გულ-უშიშრად, | ვეფხი იყო, ანუ გმირი, |
Verse: c | ლხინი ლხინად არად უჩნდა, | მართ აგრევე ჭირად ჭირი. |
Verse: d და | მთხოვა, გარე აჯიღითა | მოიბურა ტანი, პირი. |
Strophe: S1177/K1177 | ||
Verse: a | შევე საჭურჭლეს, რომელსა | ფასი არ დაედებოდა, |
Verse: b | თვალ-მარგალიტი ავიღე, | რაც ოდენ ამეღებოდა, |
Verse: c | თვითო და თვითო თვითოსა | ქალაქსა ეფასებოდა, |
Verse: d და | მივე, მას წელთა შევარტყი, | შავ-გული ვისთვის კვდებოდა. |
Strophe: S1178/K1178 | ||
Verse: a | ვარქვი: "ჩემო, განაღ სადმე | გეხმარების ესეგვარი". |
Verse: b | მათ მონათა ხელთა მივეც | იგი პირი, მზისა დარი. |
Verse: c | ცნა მეფემან, მოეგება; | ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი; |
Verse: d და | იგი მივა თავ-მოდრეკით | წყნარი, არას მოუბარი*. |
Strophe: S1179/K1179 | ||
Verse: a | ზედა მოატყდა მჭვრეტელი, | გახდა ზათქი და ზარები, |
Verse: b | ვერ იჭირვიდეს სარანგნი, | მუნ იყო არ-სიწყნარები; |
Verse: c | იგი რა ნახა მეფემან, | საროსა მსგავსი ნარები, |
Verse: d და | გაკრთომით უთხრა: "ჰე, მზეო, | აქა ვით მოიგვარები?" |
Strophe: S1180/K1180 | ||
Verse: a | ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი | შექმნნა თვალისა მფახველად; |
Verse: b | მეფემან ბრძანა: "გამხადა | ნახული მე უნახველად, |
Verse: c | ღმრთისაგან კიდე ვინ-მც იყო | კაცი ამისად მსახველად! |
Verse: d და | ჰმართებს ამისთა მიჯნურთა, | ხელნი თუ რბოდენ, გლახ*, ველად!" |
Strophe: S1181/K1181 | ||
Verse: a | გვერდსა დაისვა, ეუბნა | ტკბილითა საუბარითა*: |
Verse: b | "მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, | მოსრული ვისით * გვარითა?" |
Verse: c | მან არა გასცა პასუხი | პირითა, მზისა დარითა; |
Verse: d და | თავ-მოდრეკილი დაღრეჯით | ქვე ზის ცნობითა წყნარითა. |
Strophe: S1182/K1182 | ||
Verse: a | არ ისმენდა მეფისასა, | რასა გინდა უბრძანებდა, |
Verse: b | სხვაგან იყო გული მისი, | სხვასა რასმე იგონებდა; |
Verse: c | ვარდი ერთგან შეეწება, | მარგალიტსა არ აღებდა*, |
Verse: d და | მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, | რასა-მცა ვინ იაზრებდა! |
Strophe: S1183/K1183 | ||
Verse: a | მეფე ბრძანებს: "რა შევიგნათ, | გული ჩვენი რით * იხსნების? |
Verse: b | ამა ორთა კიდეგანთა* | აზრი არა არ იქმნების: |
Verse: c | ან ვისიმე მიჯნურია, | საყვარელი ეგონების, |
Verse: d და | მისგან კიდე არვისად სცალს, | ვეღარცა ვის ეუბნების. |
Strophe: S1184/K1184 | ||
Verse: a | ანუ არის ბრძენი ვინმე, | მაღალი და მაღლად მხედი, |
Verse: b | არცა ლხინი ლხინად უჩანს, | არცა ჭირი ზედას-ზედი; |
Verse: c | ვით ზღაპარი, ასრე ესმის | უბედობა, თუნდა ბედი, |
Verse: d და | სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, | გონება უც ვითა ტრედი. |
Strophe: S1185/K1185 | ||
Verse: a | ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს | ძე ჩემი გამარჯვებული, |
Verse: b | მე დავა ხედრო ესე მზე, | და-, მისთვის დამზადებული; |
Verse: c | მან ათქმევინოს ნუთუ რა, | ჩვენცა ვცნათ გაცხადებული, |
Verse: d და | მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით | ჯდეს, მზისა მოშორვებული". |
Strophe: S1186/K1186 | ||
Verse: a | ხელმწიფისა შვილსა გითხრობ | კარგსა ყმასა, გულოვანსა, |
Verse: b | უებროსა ზნედ და თვალად, | შვენიერსა პირსა, ტანსა; |
Verse: c | მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, | მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა, |
Verse: d და | მამა მისთვის ამზადებდა მას, | მნათობთა დასაგვანსა. |
Strophe: S1187/K1187 | ||
Verse: a | მოიღეს, ტანსა ჩააცვეს | შესამოსელი ქალისა, |
Verse: b | მას ზედა შუქი მრავალი | ჩნდა მნათობისა თვალისა, |
Verse: c | დაადგეს თავსა გვირგვინი | ერთობილისა ლალისა, |
Verse: d და | მუნ ვარდსა ფერი აშვენებს | ბროლისა გამჭვირვალისა*. |
Strophe: S1188/K1188 | ||
Verse: a | მეფემან ბრძანა: "მოკაზმეთ | საწოლი უფლის-წულისა!" |
Verse: b | დაუდგეს ტახტი ოქროსა, | წითლისა მაღრიბულისა; |
Verse: c | ადგა თვით დიდი ხელმწიფე, | პატრონი სრისა სრულისა, |
Verse: d და | მას ზედა დასვა იგი მზე, | ლხინი მჭვრეტელთა გულისა. |
Strophe: S1189/K1189 | ||
Verse: a | უბრძანა ცხრათა ხადუმთა | დადგომად* მცველად კარისად; |
Verse: b | ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, | მსგავსად მათისა გვარისად; |
Verse: c | უბოძა უსენს უზომო | მუქფად მის მზისა დარისად. |
Verse: d და | სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა | მოსამატებლად ზარისად. |
Strophe: S1190/K1190 | ||
Verse: a | გააგრძელეს ნადიმობა, | სმა შეიქმნა მეტად გრძელი, |
Verse: b | ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: | "რა ბედი მიც ჩემი მკლველი! |
Verse: c | სადაური სად მოსრულ ვარ, | ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი, |
Verse: d და | რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, | სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!" |
Strophe: S1191/K1191 | ||
Verse: a | კვლაცა იტყვის: "ნუ დავაჭნობ | შვენებასა ვარდთა ფერსა, |
Verse: b | ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან | მომარიოს ჩემსა მტერსა! |
Verse: c | სიკვდილამდის ვის მოუკლავს | თავი კაცსა მეცნიერსა? |
Verse: d და | რა მისჭირდეს, მაშინ უნდან | გონებანი გონიერსა!" |
Strophe: S1192/K1192 | ||
Verse: a | ხადუმნი უხმნა, უბრძანა: | "ისმინეთ"*, მოდით ცნობასა! |
Verse: b | მოღორებულ ხართ, დამცთარ ხართ | თქვენ ჩემსა პატრონობასა, |
Verse: c | დამცთარა თქვენი პატრონი*, | ჩემსა თუ ლამის სძლობასა, |
Verse: d და | ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა | ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა. |
Strophe: S1193/K1193 | ||
Verse: a | არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, | ჩემი გზა კიდეგანია; |
Verse: b | მაშოროს ღმერთმან მამაცი, | პირად მზე, სარო-ტანია! |
Verse: c | სხვასა რად მნუკევთ საქმესა? | ჩემნი საქმენი სხვანია! |
Verse: d და | თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე | არ ჩემი შესაგვანია. |
Strophe: S1194/K1194 | ||
Verse: a | უცილოდ თავსა მოვიკლავ, | გულსა დავიცემ დანასა, |
Verse: b | თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, | სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა; |
Verse: c | ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, | მძიმე მარტყია ტანასა, |
Verse: d და | მე გამაპარეთ, გამიშვით, | თვარა დაიწყებთ ნანასა". |
Strophe: S1195/K1195 | ||
Verse: a | შემოიხსნა მარგალიტი, | შემოერტყა რაცა თვალი, |
Verse: b | მოიხადა გვირგვინიცა | გამჭვირვალი* ერთობ ლალი; |
Verse: c | მისცა, უთხრა: "გამომიღეთ, | გეაჯები გულ-მხურვალი, |
Verse: d და | მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა | მიავალეთ დიდი* ვალი". |
Strophe: S1196/K1196 | ||
Verse: a | მონათა მიჰხვდა სიხარბე | მის საჭურჭლისა ძვირისა, |
Verse: b | დაჰვიწყდა შიში მეფისა, | ვითა ერთისა გზირისა, |
Verse: c | გამოპარება დაასკვნეს | მის უებროსა პირისა. |
Verse: d და | ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, | კვერთხი ეშმაკთა ძირისა! |
Strophe: S1197/K1197 | ||
Verse: a | რა ოქრო მისთა მოყვასთა | აროდეს მისცემს ლხენასა, |
Verse: b | დღედ სიკვდილამდის სიხარბე | შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა: |
Verse: c | შესდის და გასდის, აკლია, | ემდურვის ეტლთა რბენასა, |
Verse: d და | კვლა აქა სულსა დააბამს, | დაუშლის აღმაფრენასა. |
Strophe: S1198/K1198 | ||
Verse: a | რა ხადუმთა აუსრულეს | საქმე მისი საწადელი, |
Verse: b | ერთმან ტანსა აიხადა, | მისცა მისი ჩასაცმელი, |
Verse: c | სხვანი კარნი გამოარნეს, | იჯარვოდა დარბაზს მსმელი. |
Verse: d და | დარჩა მთვარე გავსებული, | გველისაგან ჩაუნთქმელი*. |
Strophe: S1199/K1199 | ||
Verse: a | მონანიცა გარდიხვეწნეს, | გაიპარნეს მასვე თანა. |
Verse: b | ქალმან კარსა დამირეკა, | ფატმანობა ჩემი ბრძანა. |
Verse: c | გავე, ვიცან, მოვეხვიე, | გამიკვირდა მეცა განა! |
Verse: d და | შინა ყოლა არ შემომყვა: | "რად მაწვეო?", შემანანა. |
Strophe: S1200/K1200 | ||
Verse: a | მიბრძანა: "თავი ვიყიდე | მოცემულითა შენითა, |
Verse: b | მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს | მოწყალებითა ზენითა! |
Verse: c | ვეღარ დამმალავ, გამიშვი, | ფიცხლავ გამგზავნე ცხენითა, |
Verse: d და | სადამდის სცნობდეს ხელმწიფე, | კაცთა მომწევდეს რბენითა". |
Strophe: S1201/K1201 | ||
Verse: a | შევე ფიცხლავ საჯინიბოს, | ავხსენ ცხენი უკეთესი, |
Verse: b | შევუკაზმე, ზედა შევსვი | მხიარული, არ მოკვნესი; |
Verse: c | ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს | მზე, მნათობთა უკეთესი*. |
Verse: d და | წახდა ჩემი ჭირნახული, | ვერ მოვიმკე, რაცა ვსთესი. |
Strophe: S1202/K1202 | ||
Verse: a | დღე მიიყარა, ხმა გახდა, | მოვიდა მისი მდევარი, |
Verse: b | მოიცვეს შიგან ქალაქი, | შეიქმნა მოსაწევარი; |
Verse: c | მე მკითხეს, ვარქვი: "თუ ჰპოვოთ | მუნ სასლსა, სადა მე ვარი, |
Verse: d და | მეფეთა ვიყო შემცოდე | და მათთა სისხლთა მზღვევარი!" |
Strophe: S1203/K1203 | ||
Verse: a | მონახეს, ვერა შეიგნეს, | შეიქცეს დაწბილებულნი, |
Verse: b | მას აქათ იგლოვს ხელმწიფე | და ყოვლნი მისნი* ხლებულნი. |
Verse: c | დაჰხედენ დარბაზის ერთა! | შევლენ ისფრითა ღებულნი: |
Verse: d და | "მზე მოგვეშორვა, მას აქათ | ჩვენ ვართ სინათლე-კლებულნი. |
Strophe: S1204/K1204 | ||
Verse: a | მის მთვარისა სადაობა | კვლა გიამბო, საქმე კვლაცი; |
Verse: b | აწ უწინა ესე გითხრა, | რას მექადდა ისი კაცი: |
Verse: c | მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, | იგი იყო ჩემი ვაცი. |
Verse: d და | კაცსა დასვრის უგულობა | და დიაცსა ბოზი ნაცი. |
Strophe: S1205/K1205 | ||
Verse: a | მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, | მჭლე არის და თვალად ნასი. |
Verse: b | ისი კაცი ჭაშნაგირი | დარბაზს იყო მეტად ხასი; |
Verse: c | ჩვე გვიყვარდა ერთმანერთი, | არ მაცვია თუცა ფლასი, |
Verse: d და | ნეტარძი ვინ სისხლი მისი | შემახვრიტა ერთი თასი! |
Strophe: S1206/K1206 | ||
Verse: a | ესე ამბავი მას თანა | ვთქვი დიაცურად, ხელურად: |
Verse: b | ჩემსავე მოსლვა მის მზისა | და გაპარება მელურად. |
Verse: c | გამჟღავნებასა მექადდა | არ მოყვარულად, მტერულად, |
Verse: d და | აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, | იშ, თავი ვისსენ მე რულად! |
Strophe: S1207/K1207 | ||
Verse: a | დამექადის, რაზომჯერცა | წავიკიდნით თავის წინა. |
Verse: b | ოდეს მეხმე, არ მეგონა | მე იმისი ყოფა შინა; |
Verse: c | მოსრულიყო, მოსლვა ეთქვა; | შენცა მოხვე, შემეშინა, |
Verse: d და | ამად გკადრე: "ნუ მოხვალო", | მოგაგებე მონა წინა. |
Strophe: S1208/K1208 | ||
Verse: a | აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით, | შუქნი თქვენ ჩემთვის არენით; |
Verse: b | შეიყარენით ორნივე, | ჩემზედა დაიჯარენით; |
Verse: c | ამად შევშინდი, ღონენი | ვეღარა მოვაგვარენით, |
Verse: d და | იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი | გულითა სწადდა, არ ენით. |
Strophe: S1209/K1209 | ||
Verse: a | თუ-მცა ისი არ მოგეკლა, | მისრულიყო დარბაზს ვითა, |
Verse: b | შემასმენდა ჯავრიანი, | გული ედვა ცეცხლებრ წვითა; |
Verse: c | მეფე მწყრალი გარდასწმედდა | სახლსა ჩემსა გარდაგვითა, |
Verse: d და | შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, | დამქოლვიდა მერმე ქვითა! |
Strophe: S1210/K1210 | ||
Verse: a | მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს! - | მადლსა გკადრებდე მე რასა- |
Verse: b | რომელმან დამხსენ მშვიდობით | იმა გველისა მზერასა! |
Verse: c | აწ ამას იქით ვჰნატრიდე | ჩემსა ეტლსა და წერასა, |
Verse: d და | აღარ ვიშიშვი სიკვდილსა, | ჰაი*, ჩავიჭერ ქვე რასა!" |
Strophe: S1211/K1211 | ||
Verse: a | ავთანდილ უთხრა: "ნუ გეშის, | წიგნსაცა აგრე სწერია: |
Verse: b | მოყვარე მტერი ყოვლისა | მტრისაგანც უფრო მტერია; |
Verse: c | არ მიენდობის გულითა, | თუ კაცი მეცნიერია. |
Verse: d და | ნუღარ იშიშვი იმისგან, | აწ იგი მკვდართა ფერია. |
Strophe: S1212/K1212 | ||
Verse: a | იგივე მითხარ, მას აქათ, | ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს, |
Verse: b | რაცაღა გეცნას ამბავი, | ანუ რა მისი გსმენოდეს". |
Verse: c | კვლა იტყვის ფატმან ტირილით, | კვლა თვალთათ * ცრემლი* სდენოდეს: |
Verse: d და | "წახდესო შუქნი, რომელნი | მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!" |
Strophe: S1213/K1213 | ||
Verse: a | ვა, საწუთროო, სიცრუვით | თავი სატანას ადარე! |
Verse: b | შენი ვერავინ ვერა ცნას, | შენი სიმუხთლე სად არე; |
Verse: c | პირი მზისაებრ საჩინო | სად უჩინო ჰყავ, სად არე? |
Verse: d და | მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა | ოხრად ჩანს ყოვლი სად არე! |
Strophe: S1214/K1214 | ||
Verse: a | ფატმან იტყვის: "მომეშორვა | მზე, მნათობი სრულად ხმელთა, |
Verse: b | სიცოცხლე და სულ-დგმულობა, | მონაგები ჩემთა ხელთა; |
Verse: c | მას უკანით გაუწყვედლად | დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, |
Verse: d და | ვერ გავახმი წყარო ცრემლთა, | თვალთათ* ჩემთა გადმომღვრელთა*. |
Strophe: S1215/K1215 | ||
Verse: a | სახლი და შვილი მომძულდის*, | ვჯდი უგულოთა გულითა, |
Verse: b | მას ვიგონებდი მღვიძარე, | რა მიმეძინის ლულითა; |
Verse: c | უსენ, გამტეხი ფიცისა, | მიჩს უსჯულოთა სჯულითა, |
Verse: d და | ვერ მიმიახლოს საახლოდ | კრულმან პირითა კრულითა. |
Strophe: S1216/K1216 | ||
Verse: a | დღესა ერთსა, საღამო ჟამს - | ჩასლვა იყო ოდენ მზისა - |
Verse: b | წავდეგ წინა დარიჯაგთა, | კარი მიჩნდა ხანაგისა; |
Verse: c | ვიგონებდი, სევდა მკლვიდა | მისისავე გონებისა, |
Verse: d და | ვთქვი: "კრულია ზენაარი | ყოვლისა-მცა მამაცისა". |
Strophe: S1217/K1217 | ||
Verse: a | მოვიდა სითმე ღარიბი | მონა მოყვსითა სამითა, |
Verse: b | მონა მონურად მოსილი, | სხვანი მგზავრულად ხამითა; |
Verse: c | სასმელ-საჭმელი მოიღეს, | ქალაქს ნასყიდი დრამითა, |
Verse: d და | სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, | სხდეს მხიარულნი ამითა. |
Strophe: S1218/K1218 | ||
Verse: a | მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; | თქვეს: "ამოდ გავიხარენით, |
Verse: b | მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი | უცხონი შევიყარენით, |
Verse: c | არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ, | ანუ სით მოვიარენით, |
Verse: d და | ხამს, ერთმანერთსა ამბავი | ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით". |
Strophe: S1219/K1219 | ||
Verse: a | მათ სხვათა მათი ამბავი | თქვეს, ვითა მგზავრთა წესია; |
Verse: b | მონამან უთხრა: "ჰე, ძმანო, | განგება რამე ზესია: |
Verse: c | მე მარგალიტსა მოგიმკი, | თქვენ ქვრიმი დაგითესია, |
Verse: d და | ჩემი ამბავი ამბავთა | მაგათგან უკეთესია. |
Strophe: S1220/K1220 | ||
Verse: a | მე ვარო მონა მეფისა | მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; |
Verse: b | მათ მიჰხვდა ცემა სენისა, | მათისა დამამხობლისა: |
Verse: c | მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, | შემწყნარებელი* ობლისა, |
Verse: d და | აწ შვილთა მისთა და მისი | ზრდის, უკეთესი მშობლისა. |
Strophe: S1221/K1221 | ||
Verse: a | დულარდუხტ არის დიაცი, | მაგრა კლდე, ვითა ლოდია, |
Verse: b | ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი | ვერავის დაუკოდია; |
Verse: c | მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: | როსან და ერთი როდია, - |
Verse: d და | აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ | ქვე ზის, მორჭმული * სწოდია. |
Strophe: S1222/K1222 | ||
Verse: a | გვესმა ამბავი, ზღვათ იქით | სიკვდილი დისა მათისა, |
Verse: b | შეიჭირვებდეს ვაზირნი, | დაშალეს ქმნა ხალვათისა: |
Verse: c | "ვითა ვჰკადროთო დავსება | პირისა, ხმელთა მნათისა?" |
Verse: d და | როშაქ მონაა, თავადი | მონისა ბევრ ათასისა*. |
Strophe: S1223/K1223 | ||
Verse: a | როშაქ ბრძანა: "მო-ცა-ვინ -მკლას, | მე ტირილსა არ დავჰხვდები. |
Verse: b | მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, | ალაფითა ავივსები, |
Verse: c | შინა მოვალ შოვებული, | ადრე ზედა მოვესწრები, |
Verse: d და | მეფე დისა დატირებად | წავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები". |
Strophe: S1224/K1224 | ||
Verse: a | გვითხრა მისთა ხელისათა: | "წავალ, თანა წამომყევით!" |
Verse: b | წაგვიტანა მონა ასი, | ყველაკაი მისგან რჩევით. |
Verse: c | დღისით, მზისით ვმეკობრობდით, | ღამეთაცა ვიყვნით თევით; |
Verse: d და | დია ვლეწეთ ქარავანი, | ლარი ჩვენკე გარდმოვდევით. |
Strophe: S1225/K1225 | ||
Verse: a | მინდორ-მინდორ მოვდიოდით | ჩვენ ღამესა დია ბნელსა, |
Verse: b | დიდნი რამე სინათლენი | გამოგვიჩნდეს შუა ველსა; |
Verse: c | ვთქვით, თუ: "მზეა, ნუთუ ზეცით | ჩამოჭრილი ზედა ხმელსა! |
Verse: d და | დაბნეულნი მივეცენით | გონებასა ჩვენსა მსჯელსა. |
Strophe: S1226/K1226 | ||
Verse: a | ზოგთა ვთქვით: არის ცისკარი; | ზოგთა ვთქვით: არის მთვარეო; |
Verse: b | მას დარაზმულთა მივჰმართეთ, | ახლოს-მცა ვნახეთ ბარეო! |
Verse: c | შორს მოვუარეთ, მივედით, | შემოვადეგით გარეო; |
Verse: d და | მით ნათლიდაღმა გამოხდა | ხმა, ჩვენი მოუბარეო*. |
Strophe: S1227/K1227 | ||
Verse: a | გვითხრა: "ვინ ხართ, ცხენოსანნო? | თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით; |
Verse: b | გულანშაროთ მოციქული | ქაჯეთს მივალ, მერიდენით!" |
Verse: c | ესე გვესმა, მოვადეგით, | ალყად გარე მოვერტყენით, |
Verse: d და | პირ-მზე რამე ცხენოსანი | გავიცადეთ თვალით ჩვენით. |
Strophe: S1228/K1228 | ||
Verse: a | ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, | ელვათა მაელვარებსა; |
Verse: b | მისი ციმციმი მზისაებრ | ეფინებოდა არებსა; |
Verse: c | ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა | სიტყვასა* რასმე წყნარებსა, |
Verse: d და | კბილთაგან შუქი შეადგა | ზედა გიშრისა სარებსა. |
Strophe: S1229/K1229 | ||
Verse: a | კვლა ვეუბენით მას მზესა | ტკბილ-მოუბრითა ენითა. |
Verse: b | არ მონა იყო, ტყუოდა, | ჩვენ ესე შევიგენითა; |
Verse: c | როშაქ შეატყო ქალობა, | გვერდსა წაუდგა ცხენითა, |
Verse: d და | აღარ გავუშვით, დაჭირვა | ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა. |
Strophe: S1230/K1230 | ||
Verse: a | კვლა ვჰკითხეთ: "გვითხარ მართალი | საქმე შენ მზებრ ნათელისა, |
Verse: b | ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ | მანათობელი* ბნელისა?" |
Verse: c | მან არა გვითხრა გაუშვა | წყარო ცრემლისა ცხელისა. |
Verse: d და | რა საბრალოა გავსილი | მთვარე, ჩანთქმული გველისა! |
Strophe: S1231/K1231 | ||
Verse: a | არცა რა ცხადი ამბავი, | არცა რა დასამალავი, |
Verse: b | არა არ გვითხრა, ვინ იყო, | ან ვისგან ნამუხთალავი; |
Verse: c | ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა | კუშტი, თავისა მკრძალავი, |
Verse: d და | ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა | მისთა თვალითა მლალავი. |
Strophe: S1232/K1232 | ||
Verse: a | როშაქ გვიბრძანა: "ნუ ჰკითხავთ, | აწ თურე არ-სათქმელია, |
Verse: b | ამისი საქმე უცხოა, | საამბობლადცა ძნელია; |
Verse: c | ბედი მეფისა ჩვენისა | არსთაგან სანატრელია, |
Verse: d და | მით რომე ღმერთი მას მისცემს, | რაც უფრო საკვირველია. |
Strophe: S1233/K1233 | ||
Verse: a | ესე ღმერთსა მისაგვრელად | მისად ჩვენთვის მოუგვრია*, |
Verse: b | მივუტანოთ არმაღანად, | დაგვიმადლებს მეტად დია. |
Verse: c | თუ* დავმალავთ, დავმჟღავნდებით*, | მეფე ჩვენი ამაყია, |
Verse: d და | პირველ - მათი შეცოდება, | მერმე დიდი აუგია". |
Strophe: S1234/K1234 | ||
Verse: a | მივემოწმენით, თათბირნი | არ კიდე გავაკიდენით; |
Verse: b | დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ, | მას წინა მოვეკიდენით, |
Verse: c | არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, | არცა თუ წავეკიდენით; |
Verse: d და | იგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად | ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით. |
Strophe: S1235/K1235 | ||
Verse: a | მე როშაქს ვჰკადრე: "გამიშვი | კვლა ადრე თქვენი მხლებელი; |
Verse: b | აწ გულანშაროს ქალაქსა | ვარ საქმის რასმე მდებელი". |
Verse: c | მან გამომიშვა, აქ სადმე | ლარი მიც წასაღებელი, |
Verse: d და | თანა წავიტან*, წა-ცა-ვალ | მე მათი ზედა-მსწრებელი". |
Strophe: S1236/K1236 | ||
Verse: a | მათ კაცთა დია ეამა | ესე ამბავი მონისა. |
Verse: b | მე გავიგონე, შე-რე-მშრა | ნაკადი ცრემლთა ფონისა, |
Verse: c | მენიშნა, ყოვლი ნიშანი | ვიცან ჩემისა ღონისა, |
Verse: d და | ცოტაი ლხინი მომეცა, | მსგავსი დრამისა წონისა. |
Strophe: S1237/K1237 | ||
Verse: a | მოვიყვანე იგი მონა, | ახლოს დავსვი ჩემსა წინა, |
Verse: b | ვჰკითხე: "მითხარ, რას იტყოდი? | გაგონება მეცა მინა". |
Verse: c | მან იგივე კვლა მიამბო, | რაცა მუნით მომესმინა, |
Verse: d და | მან* ამბავმან გამაცოცხლა, | სულთ-მობრძავი დამარჩინა. |
Strophe: S1238/K1238 | ||
Verse: a | მე ორნი შავნი მონანი | მყვანან სავსენი გრძნებითა: |
Verse: b | უჩინოდ მივლენ, წამოვლენ | მათითა ხელოვნებითა; |
Verse: c | მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, | ვარქვი, თუ: "ნუ დასდგებითა, |
Verse: d და | მაცნობეთ მისი ამბავი | თქვენითა მოქმედებითა". |
Strophe: S1239/K1239 | ||
Verse: a | სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, | ფიცხლავ ებიჯა გზისადა: |
Verse: b | "მიუგვრიაო მეფისა*, | ზღვას* იქით წამავლისადა, |
Verse: c | ვერვის შეუდგმან საჭვრეტლად | თვალნი, მართ ვითა მზისადა, |
Verse: d და | ქვე დაუწინდავს საცოლედ | როსან ცოტასა ყმისადა. |
Strophe: S1240/K1240 | ||
Verse: a | როსანს შევჰრთოთო, - დულარდუხტს | მეფესა უბრძანებია, - |
Verse: b | ჯერ* ქორწილობად არა მცალს, | აწ გული ცეცხლ-ნადებია; |
Verse: c | შემოვიქცევი, შევისძლობ, | ვინ ცისა მზედ ნაქებია". |
Verse: d და | ციხეს დაუსვამს, ხადუმი | ერთაი უახლებია. |
Strophe: S1241/K1241 | ||
Verse: a | ყოვლი მცოდნელი გრძნებისა | მას თანა წაუტანია, |
Verse: b | მით რომე გზა საჭიროა, | მტერნი საომრად მზანია; |
Verse: c | ქვე დაუყრია მოყმები, | ვინც უფრო გულოვანია, |
Verse: d და | დაეყოვნების: წასრულა, | ჯერეთ* ცოტაი ხანია. |
Strophe: S1242/K1242 | ||
Verse: a | ქაჯთა ქალაქი აქამდის | მტერთაგან უბრძოლველია: |
Verse: b | ქალაქსა შიგან მაგარი | კლდე მაღალი და გრძელია, |
Verse: c | მას კლდესა შუა გვირაბი, | ასაძრომელი* ხვრელია, |
Verse: d და | მუნ არის მარტო მნათობი, | მისთა შემყრელთა მწველია. |
Strophe: S1243/K1243 | ||
Verse: a | გვირაბის კარსა ნიადაგ | მოყმე სცავს არ პირ-ნასები, |
Verse: b | ათი ათასი ჭაბუკი | დგას, ყველაკაი ხასები, |
Verse: c | ქალაქის კართა სამთავე - | სამათას-სამათასები. |
Verse: d და | გულო, გაგსაჯა სოფელმან, | არ ვიცი რასა, გლახ, * ები!" |
Strophe: S1244/K1244 | ||
Verse: a | ესე ამბავი ავთანდილ | პირ-მზემან, მაგარ-ვადამან, |
Verse: b | რა მოისმინა, ეამა, | სხვად არა გაუცხადა მან, |
Verse: c | შესწირა ღმერთსა მადლობა | ტურფამან დანაბადამან: |
Verse: d და | "ამბავი ჩემი სალხინო | მითხრაო ვისმანღა დამან!" |
Strophe: S1245/K1245 | ||
Verse: a | ფატმანს უთხრა: "საყვარელო, | კმა ხარ ჩემგან სასურველად, |
Verse: b | მე ამბავი სანატრელი | მომასმინე არ პირ-ბნელად, |
Verse: c | მაგრა საქმე ქაჯეთისა | გამაგონე უფრო მრთელად, |
Verse: d და | ქაჯნი* ყველა უხორცოა, | რამან შექმნა ხორციელად? |
Strophe: S1246/K1246 | ||
Verse: a | მის ქალისა სიბრალული | ამანთებს და მიდებს ალსა, |
Verse: b | მაგრა ქაჯნი უხორცონი | რას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა?!" |
Verse: c | ფატმან უთხრა: "მომისმინე, | მართლად გხედავ მანდა მკრთალსა, |
Verse: d და | არ ქაჯნია, კაცნიაო, | მიჰნდობიან კლდესა სალსა. |
Strophe: S1247/K1247 | ||
Verse: a | ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, | არიან ერთად კრებულნი |
Verse: b | კაცნი, გრძნებისა მცოდნელნი, | ზედა გახელოვნებულნი, |
Verse: c | ყოველთა კაცთა მავნებნი, | იგი არვისგან* ვნებულნი; |
Verse: d და | მათნი შემბმელნი წამოვლენ | დამბრმალნი, დაწბილებულნი. |
Strophe: S1248/K1248 | ||
Verse: a | იქმან რასმე საკვირველსა, | მტერსა თვალთა დაუბრმობენ, |
Verse: b | ქართა აღსძრვენ საშინელთა, | ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ, |
Verse: c | ვითა ხმელსა გაირბენენ, | წყალსა წმიდად დააშრობენ, |
Verse: d და | სწადდეს - დღესა ბნელად იქმან, | სწადდეს - ბნელსა ანათლობენ. |
Strophe: S1249/K1249 | ||
Verse: a | ამისთვის ქაჯად უხმობენ | გარეშემონი ყველანი, |
Verse: b | თვარა იგიცა კაცნია | ჩვენებრვე ხორციელანი". |
Verse: c | ავთანდილ მადლი უბრძანა: | "ცეცხლნი დამივსენ ცხელანი, |
Verse: d და | დიდად მეამნეს ამბავნი, | სიტყვანი აწინდელანი". |
Strophe: S1250/K1250 | ||
Verse: a | გულითა ღმერთსა ადიდებს | ავთანდილ ცრემლთა მდენელი; |
Verse: b | თქვა: "ღმერთო, გმადლობ, რომელი | ხარ ჭირთა მომალხენელი; |
Verse: c | ყოფილი, მყოფი, უთქმელი, | ყურთაგან მოუსმენელი, |
Verse: d და | წყალობა თქვენი იჩქითად | არს ჩვენი გარდმომფენელი!" |
Strophe: S1251/K1251 | ||
Verse: a | მის ამბვისა ცნობისათვის | ცრემლით ღმერთსა ადიდებდა. |
Verse: b | ფატმან ეჭვდა თავისათვის, | ამად ცეცხლსა კვლა იდებდა; |
Verse: c | ყმა ნამუსსა ინახვიდა, | სიყვარულსა იფერებდა; |
Verse: d და | ფატმან ყელსა ეხვეოდა, | პირსა მზესა აკოცებდა. |
Strophe: S1252/K1252 | ||
Verse: a | მას ღამით * ფატმან იამა | ავთანდილს თანა წოლითა; |
Verse: b | ყმა უნდომ-გვარად ეხვევის | ყელსა ყელითა ბროლითა, |
Verse: c | ჰკლავს თინათინის გონება, | ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, |
Verse: d და | გული მხეც-ქმნილი გასჭრია | მხეცთავე თანა რბოლითა. |
Strophe: S1253/K1253 | ||
Verse: a | ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, | სდის ზღვათა შესართავისად |
Verse: b | შიგან მელნისა მორევსა, | ცურავს გიშრისა ნავი სად; |
Verse: c | იტყვის, თუ: "მნახეთ, მიჯნურნო, | იგი, ვინ ვარდი-ა ვისად, |
Verse: d და | უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი | ბულბული მსგავსად ყვავისად!" |
Strophe: S1254/K1254 | ||
Verse: a | მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, | ქვათაცა დასალბონია; |
Verse: b | გიშრისა ტევრი აგუბებს, | ვარდისა ველსა ფონია; |
Verse: c | ფატმან მას ზედა იხარებს | მართ ვითა იადონია. |
Verse: d და | თუ ყვავი ვარდსა იშოვნის*, | თავი ბულბული ჰგონია. |
Strophe: S1255/K1255 | ||
Verse: a | გათენდა. ბანად წავიდა | მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები; |
Verse: b | დიაცმან უძღვნა მრავალი | კაბა, ყაბაჩა, რიდები, |
Verse: c | მრავალი ფერი სულნელი, | ტურფა პერანგი, წმიდები: |
Verse: d და | "რაცა გწადდესო, ჩაიცვი, | მე ნურას ნუ მერიდები". |
Strophe: S1256/K1256 | ||
Verse: a | ავთანდილ თქვა: "საქმე ჩემი | გავაცხადო ამა დღესა!" |
Verse: b | სამოსისა ვაჭრულისა | ცმა აქამდის დაეწესა; |
Verse: c | მას დღე ყოვლი საჭაბუკო | შეიმოსა ტანსა მხნესა, |
Verse: d და | მოიმატა დაშვენება, | დაემსგავსა ლომი მზესა. |
Strophe: S1257/K1257 | ||
Verse: a | ფატმანს პური შეეკაზმა | ავთანდილის საწვეველად; |
Verse: b | ყმა შევიდა მოკაზმული* | მხიარულად, არ პირ-ბნელად; |
Verse: c | ფატმან ნახა, გაუკვირდა | ვაჭრულისა უმოსელად, |
Verse: d და | შემოსცინნა: "აგრე სჯობსო | შენთვის ხელთა სასურველად". |
Strophe: S1258/K1258 | ||
Verse: a | ფატმან მისსა შვენებასა | მეტის-მეტად ჰკვირდებოდა. |
Verse: b | მან პასუხი არა გასცა, | თავის წინა ღიმდებოდა: |
Verse: c | "შეეტყვების, არ მიცნობსო", | რეგვნადა და რაგვარ ჰხმობდა! |
Verse: d და | თუცა რასმე იფერებდა, | მეტი არა გაჰვიდოდა. |
Strophe: S1259/K1259 | ||
Verse: a | პური ჭამეს, გაიყარნეს, | ყმა მივიდა მისსა შინა, |
Verse: b | ღვინო-სმული, მხიარული | დაწვა, ამოდ დაიძინა; |
Verse: c | საღამო-ჟამ გაიღვიძა, | შუქი ველთა მოაფინა, |
Verse: d და | ფატმან უხმო: "მოდი, მნახე, | მარტო ვარო, თავის წინა". |
Strophe: S1260/K1260 | ||
Verse: a | ფატმან მივიდა, ავთანდილს | ხმა ესმა მისგან ოხისა; |
Verse: b | იტყოდა: "მომკლავს უცილოდ | ტანი ალვისა, მო-, ხისა!" |
Verse: c | გვერდსა დაისვა, ბალიში | მისცა მისისა ნოხისა, |
Verse: d და | ვარდისა ბაღსა უჩრდილობს | ჩრდილი წამწამთა ქოხისა. |
Strophe: S1261/K1261 | ||
Verse: a | ავთანდილ ბრძანა: "ჰე ფატმან, | ვიცი ეს საქმე შენია, |
Verse: b | დაჰკრთები ამა ამბავსა, | მართ ვითა გველ-ნაკბენია, |
Verse: c | მაგრა აქამდის მართალი | შენ ჩემი არა გსმენია, |
Verse: d და | ჩემნი მომკლველნი წამწამნი | შავნი გიშრისა ხენია. |
Strophe: S1262/K1262 | ||
Verse: a | გგონივარ ვინმე ვაჭარი, | პატრონი ქარავანისა; |
Verse: b | მე ვარ სპასპეტი მაღლისა | მეფისა როსტევანისა, |
Verse: c | თავადი სპისა დიდისა, | მათისა შესაგვანისა, |
Verse: d და | მაქვს პატრონობა მრავლისა | საჭურჭლე-ზარადხანისა. |
Strophe: S1263/K1263 | ||
Verse: a | შენ გიცი კარგი მოყვარე, | ერთგული, მისანდობელი. |
Verse: b | მათ უვის ერთი ასული, | მზე ხმელთა მანათლობელი, - |
Verse: c | იგია ჩემი დამწველი | და ჩემი დამადნობელი, - |
Verse: d და | მან გამომგზავნა, დავაგდე | პატრონი, მათი მშობელი. |
Strophe: S1264/K1264 | ||
Verse: a | რომე შენ ქალი გყოლია, | მე ძებნად მისვე ქალისად |
Verse: b | მივლია ყოვლი ქვეყანა, | მის მზისა მონაცვალისად; |
Verse: c | მისთვის გაჭრილი მინახავს, | წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად, |
Verse: d და | გამცუდებელად თავისად*, | მის გულისა და ძალისად". |
Strophe: S1265/K1265 | ||
Verse: a | ავთანდილ ფატმანს ყოველი | უთხრა ამბავი თავისა, |
Verse: b | ამბავი ტარიელისა*, | შემოსა ვეფხის ტყავისა; |
Verse: c | უბრძანა: "შენ ხარ წამალი | ჯერთ შენგან უნახავისა, |
Verse: d და | ღონე წამწმისა ხშირისა, | ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა. |
Strophe: S1266/K1266 | ||
Verse: a | მოდი და, ფატმან, მეწიე, | ვეცადნეთ მისსა რგებასა, |
Verse: b | ვუშველოთ, იგი მნათობნი | ნუთუ მიეცნენ შვებასა; |
Verse: c | ვინცა სცნობს, კაცი ყველაი | ჩვენსა დაიწყებს ქებასა, |
Verse: d და | ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი | ერთმანერთისა ხლებასა. |
Strophe: S1267/K1267 | ||
Verse: a | მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ | იგივე მონა გრძნეული, |
Verse: b | ქალსა ვაცნობოთ ყველაი, | ამბავი ჩვენგან ცნეული; |
Verse: c | მანცა გვაცნობოს მართალი, | ვქმნათ მისი გამორჩეული, |
Verse: d და | ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო | მოგესმას ჩვენგან ძლეული!" |
Strophe: S1268/K1268 | ||
Verse: a | ფატმან თქვა: "ღმერთსა დიდება, | საქმენი მომხვდეს, მო-, რანი, |
Verse: b | დღეს რომე მესმნეს ამბავნი, | უკვდავებისა სწორანი!" |
Verse: c | მოჰგვარა მონა გრძნეული, | შავი მართ ვითა ყორანი; |
Verse: d და | უბრძანა: " ქაჯეთს გაგგზავნი, | წა, გზანი გისხენ შორანი! |
Strophe: S1269/K1269 | ||
Verse: a | აწ გამოჩნდების სახმრობა | ჩემთვის შენისა გრძნებისა, |
Verse: b | ფიცხლავ დამივსე სახმილი | შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა, |
Verse: c | მას მზესა ჰკადრე მიზეზი | მისისა განკურნებისა". |
Verse: d და | მან უთხრა: "ხვალე მოგართვა | ყოვლი ამბავი ნებისა". |
Strophe: S1270/K1270 | ||
Verse: a | ფატმან სწერს: "აჰა, მნათობო, | სოფლისა მზეო ზენაო, |
Verse: b | შენთა შორს-მყოფთა ყოველთა | დამწველო, ამაზრზენაო, |
Verse: c | სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, | ტურფაო, ლამაზ-ენაო, |
Verse: d და | ბროლო და ლალო - ოროვე | კვლა ერთგან შენათხზენაო! |
Strophe: S1271/K1271 | ||
Verse: a | თუცა თუ შენი ამბავი | შენ არა მომასმენიე, |
Verse: b | მე ეგრეცა ვცან მართალი, | მით გულსა მოვალხენიე; |
Verse: c | შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს | ამბვითა, მო, ალხენიე, |
Verse: d და | ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, | იგი ვარდობდეს, შენ იე. |
Strophe: S1272/K1272 | ||
Verse: a | მოსრულა შენად საძებრად | მისი ძმად-შეფიცებული, |
Verse: b | ავთანდილ, მოყმე არაბი, | არაბეთს შიგან ქებული, |
Verse: c | სპასპეტი როსტან მეფისა, | ვერვისგან დაწუნებული; |
Verse: d და | შენ სწერდი შენსა ამბავსა, | ლაღი, ბრძნად გაგონებული. |
Strophe: S1273/K1273 | ||
Verse: a | ჩვენ ამისთვის ესე მონა | გამოვგზავნეთ თქვენსა წინა, |
Verse: b | ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, | მოსრულანცა* ქაჯნი შინა? |
Verse: c | მანდაურთა მეომართა | ანგარიში წვრილად გვინა: |
Verse: d და | ვინ არიან მცველნი შენნი, | ან თავადი მათი ვინ-ა? |
Strophe: S1274/K1274 | ||
Verse: a | რაცა იცი მანდაური, | მოგვიწერე, გაამჟღავნე; |
Verse: b | მერმე შენსა საყვარელსა | ნიშანი რა გაუგზავნე! |
Verse: c | შენი ყველა აქანამდის | ჭირი ლხინსა გაათავნე, |
Verse: d და | ღმერთსა უნდეს, მოყვარენი | შესაფერნი შეგაზავნე!" |
Strophe: S1275/K1275 | ||
Verse: a | წადი, უსტარო, ისწრაფე, | თუ მუხლი გქონდეს მალები; |
Verse: b | დაგნატრი, მიხვალ, დაგხვდების | ბროლი, სათი და ლალები; |
Verse: c | ბედად შენ მჯობხარ, უსტარო, | გნახვენ დამწველის თვალები, |
Verse: d და | შენს უკან ჩემი სიცოცხლე, | თუ გესმის, არ გებრალები?" |
Strophe: S1276/K1276 | ||
Verse: a | ფატმან მისცა დაწერილი* | მას გრძნეულსა ხელოვანსა: |
Verse: b | "ესე წიგნი მიართვიო | ქალსა, მზისა დასაგვანსა!" |
Verse: c | მან გრძნეულმან მოლი რამე | წამოისხა * ზედა ტანსა, |
Verse: d და | მასვე წამსა დაიკარგა, | გარდაფრინდა ბანის-ბანსა*. |
Strophe: S1277/K1277 | ||
Verse: a | წავიდა ვითა ისარი | კაცისა მშვილდ-ფიცხელისა. |
Verse: b | რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო | ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა. |
Verse: c | უჩინოდ შევლო სიმრავლე | მოყმისა, კართა მცველისა, |
Verse: d და | მას მზესა ჰკადრა ამბავი | მისისა სასურველისა. |
Strophe: S1278/K1278 | ||
Verse: a | ციხისა კარნი დახშულნი | შევლნა მართ ვითა ღიანი, |
Verse: b | შევიდა ზანგი პირ-შავი, | თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი; |
Verse: c | იგი მზე დაჰკრთა, ეგონა | სამისო რამე ზიანი, |
Verse: d და | შეცვალა ვარდი ზაფრანად, | ლაჟვარდის-ფერად - იანი. |
Strophe: S1279/K1279 | ||
Verse: a | ზანგმან უთხრა: "ვინ გგონივარ, | ანუ აგრე რად დაჰბნდები? |
Verse: b | მე ვარ მონა ფატმანისი, | თქვენს წინაშე ნამგზავრები; |
Verse: c | ამა წიგნმან გამამართლოს, | არ ტყუილად გეუბნები, |
Verse: d და | მზისა შუქნი მოიცადენ, | ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!" |
Strophe: S1280/K1280 | ||
Verse: a | პირ-მზე გაჰკვირდა ფატმანის | ამბვითა საკვირველითა, |
Verse: b | ნუშნი გააპნა, შეიძრნეს | სათნი გიშრისა წნელითა. |
Verse: c | მას იგი წიგნი მონამან | მისცა თავისა ხელითა; |
Verse: d და | იკითხავს, სულთქვამს*, უსტარსა | ალტობს ცრემლითა ცხელითა. |
Strophe: S1281/K1281 | ||
Verse: a | მონასა ჰკითხა: "მიამბე, | ვინ არის ჩემი მძებნელი? |
Verse: b | ანუ ვინ მიცის ცოცხალი, | მიწასა ზედა მტკებნელი?" |
Verse: c | მან მოახსენა: "ვიკადრებ, | რასცა ოდენ ვარ მცნებელი, |
Verse: d და | რა წამოსრულ ხარ, მას აქათ | შენგან ჩვენია მზე ბნელი. |
Strophe: S1282/K1282 | ||
Verse: a | ფატმანის გული მას აქათ | ლახვართა შენახევია; |
Verse: b | მას რომე ცრემლი სდენია*, | ზღვათაცა შენართევია; |
Verse: c | მე ერთხელ შენი ამბავი | მისთვის კვლა მიმირთმევია, |
Verse: d და | ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ | ტირილი არ დაჰლევია. |
Strophe: S1283/K1283 | ||
Verse: a | აწ ვინმე მოყმე მოვიდა | შვენიერითა პირითა, |
Verse: b | მან უთხრა წვრილად ყველაი, | თქვენ ხართ რითაცა* ჭირითა. |
Verse: c | იგია შენი მძებნელი | მკლავითა ვითა გმირითა; |
Verse: d და | მე გამოგზავნეს, დამვედრეს | სწრაფა სწრაფითა ხშირითა". |
Strophe: S1284/K1284 | ||
Verse: a | ქალმან უთხრა: "მემართლების, | ყმაო, შენი ნაუბარი! |
Verse: b | ფატმან ჩემი არ იცოდა, | ვიყავ ვისი წანაგვარი? |
Verse: c | უღონიოდ არის სადმე | ჩემი ცეცხლთა მომდებარი, |
Verse: d და | მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, | ვარ ვითამცა* გულ-მდუღარი". |
Strophe: S1285/K1285 | ||
Verse: a | პირ-მზე სწერს*: "აჰა, ხათუნო, | დედისა მჯობო დედაო! |
Verse: b | მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან | რა მიყო, ამას ჰხედაო? |
Verse: c | მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა | სხვაცა დამერთო ზედაო, |
Verse: d და | აწ ვნახე შენი უსტარი, | მე დიდად მეიმედაო. |
Strophe: S1286/K1286 | ||
Verse: a | შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, | გამიადვილე ჭირები, |
Verse: b | აწ აქა სრულთა ქაჯთაგან | ვარ ასრე დანამჭირები: |
Verse: c | ერთსა მცავს ერთი სამეფო, | ბევრჯერ ათასი გმირები, |
Verse: d და | ავად მომიხდა თათბირი | და ჩემი დანაპირები! |
Strophe: S1287/K1287 | ||
Verse: a | სხვად ამბავი აქაური | მეტი რა-მცა მოგიწერე: |
Verse: b | ქაჯთა მეფე არ მოსრულა, | არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე, |
Verse: c | მაგრა სპანი უთვალავნი | მცვენ და მათი სიალფე-რე, |
Verse: d და | რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? | არ ეგების, დაიჯერე! |
Strophe: S1288/K1288 | ||
Verse: a | ვინცაღა ჩემი მძებნელი | მოსრულა, ცუდ-მაშვრალია, |
Verse: b | იჭირვის, იწვის, ენთების, | ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია, |
Verse: c | მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს | მზე, ამად არ-დამზრალია, |
Verse: d და | უმისოდ ჩემი სიცოცხლე, | ვამე*, რა დიდი ბრალია! |
Strophe: S1289/K1289 | ||
Verse: a | შენ ამბავი არ გიამბე, | მაშინ ამად დაგიმალე, |
Verse: b | ვერ იტყოდა ენა ჩემი, | თავი ჭირთა გავაკრძალე; |
Verse: c | გეაჯები*, საყვარელსა | შემახვეწე, შემიბრალე, |
Verse: d და | ნუ წამოვა ძებნად ჩემად, | მიუწერე, შე-ცა-სთვალე. |
Strophe: S1290/K1290 | ||
Verse: a | მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს | ამისითავე სწორითა: |
Verse: b | მას მკვდარსა ვნასავ, მოვკვდები | მე სიკვდილითა ორითა. |
Verse: c | ვერას ვინ მარგებს, დასტურად | ვიცი, არ რამე ჭორითა, |
Verse: d და | არ დაგმორჩილდეს, დამქოლე | შავისა ქვისა ყორითა. |
Strophe: S1291/K1291 | ||
Verse: a | გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, | აწ ესე განამჟღავნია, |
Verse: b | მისეულთავე რიდეთა | ნაკვეთი გამიგზავნია; |
Verse: c | ესენი ჩემთვის მის გამო | ტურფანი სანახავნია, |
Verse: d და | თუცა თუ ფერად ბედისა | ჩემისა მსგავსად შავნია". |
Strophe: S1292/K1292 | ||
Verse: a | აწ საყვარელსა მიუწერს | გულ-ამოსკვნილი, მტირალი, |
Verse: b | მისმანვე ცრემლმან დაუვსის, | ვის ედებოდა ვის * ალი! |
Verse: c | დაწერა წიგნი, მსმენელთა | გულისა გასაგმირალი, |
Verse: d და | ვარდი გააპის, გამოჩნდის | მუნ ბროლი გამომჭვირალი. |
Strophe: S1293/K1293 | ||
Verse: a | "ჰე ჩემო, ესე უსტარი | არს ჩემგან მონაღვაწები, |
Verse: b | ტანი კალმად მაქვს, კალამი- | ნავღელსა ამონაწები, |
Verse: c | მე გული შენი ქაღალდად | გულსავე ჩემსა ვაწები, - |
Verse: d და | გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, | ნუ აეხსნები, აწ ები! |
Strophe: S1294/K1294 | ||
Verse: a | ხედავცა*, ჩემო, სოფელი | რათა საქმეთა მქმნელია! |
Verse: b | რაზომცა ნათობს სინათლე, | ჩემთვის ეგრეცა ბნელია. |
Verse: c | ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ, | მით მათგან საწუნელია; |
Verse: d და | უშენოდ ჩემი სიცოცხლე, | ვამე*, რა დიდი ძნელია! |
Strophe: S1295/K1295 | ||
Verse: a | ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა | სოფელმან და ჟამმან კრულმან? |
Verse: b | ვეღარ გნახე საყვარელი | მხიარული მხიარულმან, |
Verse: c | ნეტარ, რა ქმნას უშენომან | გულმან, შენგან დალახვრულმან! |
Verse: d და | გაგიცხადა დამალული | გონებამან დაფარულმან. |
Strophe: S1296/K1296 | ||
Verse: a | შენმან მზემან, აქანამდის | შენ ცოცხალი არ მეგონე; |
Verse: b | ჩემი მეთქვა: გარდასრულდა | სიცოცხლე და ყოვლი ღონე; |
Verse: c | აწ რა მესმა, შემოქმედი | ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე, |
Verse: d და | ჩემი ყველა აქამდისი | ჭირი ლხინსა შევაწონე. |
Strophe: S1297/K1297 | ||
Verse: a | შენი სიცოცხლე მეყოფის | ჩემად იმედად გულისად, |
Verse: b | გულისა* ერთობ წყლულისა | და ასრე დადაგულისად! |
Verse: c | მომიგონებდე, გახსოვდე* | მე შენთვის დაკარგული სად; |
Verse: d და | ვზი მზრდელად სიყვარულისა, | მის ჩემგან დანერგულისად. |
Strophe: S1298/K1298 | ||
Verse: a | სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი | ჩემგან არ მოგეწერების: |
Verse: b | ენა დაშვრების, მოსმენით | არვისგან დაიჯერების. |
Verse: c | ფატმან წამგვარა გრძნეულთა, | ღმერთი-მცა მას ეტერების! |
Verse: d და | აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, | რაცა მას შეეფერების. |
Strophe: S1299/K1299 | ||
Verse: a | აწ სოფელმან უარესი | ჭირი ჭირსა დამისართა, |
Verse: b | არ დასჯერდა ბედი ჩემი | მათ პატიჟთა მრავალ-გვართა, |
Verse: c | კვლაცა მიმცა შესაპყრობლად | ქაჯთა, ძნელად საომართა; |
Verse: d და | ბედმან გვიყო ყველაკაი, | ჩემო, რაცა დაგვემართა! |
Strophe: S1300/K1300 | ||
Verse: a | ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, | თვალნი ძლივ გარდასწვდებიან, |
Verse: b | გზა გვირაბითა შემოვა, | მცველნი მუნ ზედა-დგებიან, |
Verse: c | დღისით და ღამით მოყმენი | ნობათსა არ დასცდებიან, |
Verse: d და | მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, | მართ ცეცხლად მოედებიან. |
Strophe: S1301/K1301 | ||
Verse: a | ნუთუ ესენი გეგონნენ | სხვათა მებრძოლთა წესითა! |
Verse: b | ნუცა მე მომკლავ ჭირითა, | ამისგან უარესითა; |
Verse: c | შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, | ვითა აბედი კვესითა; |
Verse: d და | მოგშორდი, დამთმე გულითა, | კლდისაცა უმაგრესითა! |
Strophe: S1302/K1302 | ||
Verse: a | შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ | ჭმუნვითა ამისთანითა, |
Verse: b | ჩემი სთქვა: სხვათა მიჰხვდების | იგი ალვისა ტანითა. |
Verse: c | არამ სიცოცხლე უშენოდ! | ვარ აქამდისცა ნანითა; |
Verse: d და | ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, | ანუ მოვიკლავ დანითა. |
Strophe: S1303/K1303 | ||
Verse: a | შენმან მზემან, უშენოსა | ვერვის მიჰხვდეს მთვარე შენი, |
Verse: b | შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, | მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი! |
Verse: c | აქათ თავსა გარდავიქცევ, | ახლოს მახლვან დიდნი კლდენი, |
Verse: d და | სული ჩემი შეივედრე, | ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი. |
Strophe: S1304/K1304 | ||
Verse: a | ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა | დამხსნას სოფლისა შრომასა, |
Verse: b | ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, | ჰაერთა თანა ძრომასა; |
Verse: c | მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, | მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა, |
Verse: d და | დღისით და ღამით ვჰხედვიდე | მზისა ელვათა კრთომასა. |
Strophe: S1305/K1305 | ||
Verse: a | მზე უშენოდ ვერ იქმნების, | რათგან შენ ხარ მისი წილი, |
Verse: b | განაღამცა მას ეახელ | მისი ეტლი, არ თუ წბილი! |
Verse: c | მუნა გნახო, მადვე გსახო, | გამინათლო გული ჩრდილი, |
Verse: d და | თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, | სიკვდილი-მცა მქონდა ტკბილი! |
Strophe: S1306/K1306 | ||
Verse: a | მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, | შემოგვედრებ რათგან სულსა, |
Verse: b | მაგრა შენი სიყვარული | ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა; |
Verse: c | მომეგონოს მოშორვება, | მემატების წყლული წყლულსა; |
Verse: d და | ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, | ჩემო, შენთვის დაკარგულსა*! |
Strophe: S1307/K1307 | ||
Verse: a | წადი, ინდოეთს მიჰმართე, | არგე რა ჩემსა მშობელსა, |
Verse: b | მტერთაგან შეიწრებულსა, | ყოვლგნით ხელ-აღუპყრობელსა, |
Verse: c | გულსა ალხინე ჩემისა | მოშორვებისა მთმობელსა, |
Verse: d და | მომიგონებდი მტირალსა, | შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა! |
Strophe: S1308/K1308 | ||
Verse: a | რაცა ვიჩივლე ბედისა | ჩემისა, კმა საჩივარად; |
Verse: b | ცან, სამართალი მართალი | გულისა გულსა მივა რად. |
Verse: c | შენთვის მოვკვდები, გავხდები | ყორანთა დასაყივარად*, |
Verse: d და | ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი* | სატირლად და სატკივარად. |
Strophe: S1309/K1309 | ||
Verse: a | აჰა, ინიშნე ნიშანი | შენეულისა რიდისა! |
Verse: b | გარდმიკვეთია ალამი, | ჩემო, ერთისა კიდისა, |
Verse: c | ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ | მის იმედისა დიდისა. |
Verse: d და | რისხვით მობრუნდა ბორბალი | ჩვენ ზედა ცისა შვიდისა". |
Strophe: S1310/K1310 | ||
Verse: a | ესე წიგნი, საყვარელსა | მისსა თანა მინაწერი, |
Verse: b | რა დაწერა, გარდაჰკვეთა | მათ რიდეთა ერთი წვერი. |
Verse: c | თავ-მოხდილსა დაუშვენდა | სისხო, სიგრძე, თმათა ფერი, |
Verse: d და | ალვისაგან სული მოქრის, | ყორნის ფრთათათ* მონაბერი. |
Strophe: S1311/K1311 | ||
Verse: a | იგი მონა წამოვიდა, | გულანშაროს მომავალი, |
Verse: b | წამ-ერთ მიხდა ფატმანისსა, | დღე იარა არ-მრავალი. |
Verse: c | რა ავთანდილს გაუსრულდა | საქმე მისი სასურვალი, |
Verse: d და | ხელ-აღპყრობით ღმერთსა ჰმადლობს | ცნობა-სრული, არა მთრვალი. |
Strophe: S1312/K1312 | ||
Verse: a | ფატმანს უთხრა: "გამისრულდა | ჟამად საქმე საწადელი, |
Verse: b | დიდი შენი მოჭირვება | ჩემგან არის გარდუხდელი, |
Verse: c | წავალ, დგომად აღარა მცალს, | დრო მოსრულა შარშანდელი, |
Verse: d და | ფიცხლავ ქაჯეთს მოვიყვანო | მათი მომსპობ-ამწყვედელი". |
Strophe: S1313/K1313 | ||
Verse: a | ხათუნმან უთხრა: "ჰე ლომო, | ცეცხლი აწ უფრო ცხელდების, |
Verse: b | მოეშორვების ნათელსა, | გული ამისთვის ბნელდების; |
Verse: c | ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, | ხელი ეგრეცა ხელდების, |
Verse: d და | თუ ქაჯნი მოგესწრებიან, | მუნ მისლვა გაგიძნელდების". |
Strophe: S1314/K1314 | ||
Verse: a | ყმამან ფრიდონის მონანი | უხმნა, მას თანა ხლებულნი, |
Verse: b | უბრძანა: "მკვდარნი აქამდის | აწღა ვართ დაცოცხლებულნი, |
Verse: c | რაცა გვინდოდა, მისითა | სმენითა გახარებულნი*, |
Verse: d და | ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე | წყლულნი მით ვაგლახებულნი*! |
Strophe: S1315/K1315 | ||
Verse: a | მიდით და ფრიდონს უამბეთ | ამბავი არ-ნაცქაფავი; |
Verse: b | მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, | გზა ჩემი არს ნასწრაფავი. |
Verse: c | მან გაახაფოს ხმა ხაფი, | კვლა უფრო გასახაფავი, |
Verse: d და | თქვენ მოგცე ლარი ყველაი | მე, ჩემი ნაალაფავი. |
Strophe: S1316/K1316 | ||
Verse: a | ჩემსა ზედა დიდი არის | ვალი, თქვენგან დანადები; |
Verse: b | მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, | თუღა ფრიდონს შევეყრები; |
Verse: c | აწ წაიღეთ ყველაკაი, | მეკობრეთა წანაღები, |
Verse: d და | ამის მეტსა ვერას მოგცემ, | ვიცი, ამად გეძუნწები. |
Strophe: S1317/K1317 | ||
Verse: a | სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს* | გაცემა საბოძვარისა". |
Verse: b | მისცა მართ სავსე ხომალდი*, | რიცხვი ტურფათა ჯარისა, |
Verse: c | უბრძანა: "წადით, წაიღეთ, | გზა წავლეთ მისვე არისა, |
Verse: d და | ფრიდონს მიართვით უსტარი | ჩემგან, ძმად-ნაფიცარისა". |
Strophe: S1318/K1318 | ||
Verse: a | დაწერა: "ფრიდონ მაღალო, | სვე-სრულო მეფეთ-მეფეო, |
Verse: b | ლომისა მსგავსო ძალ-გულად, | მზეო შუქ-მოიეფეო, |
Verse: c | მოვლენილო და მორჭმულო, | მტერთა სისხლისა მჩქეფეო, |
Verse: d და | უმცროსმან ძმამან შორი-შორ | სალამი დავიყეფეო! |
Strophe: S1319/K1319 | ||
Verse: a | ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა | ნაცვალი ჭირ-ნახულისა, |
Verse: b | კარგა მოხდომა საქმისა | ჩემისა გაზრახულისა; |
Verse: c | მიცნია მართლად ამბავი | პირისა მზედ სახულისა, |
Verse: d და | დამარჩენელი ლომისა მის, | ქვესკნელს დამარხულისა. |
Strophe: S1320/K1320 | ||
Verse: a | იგი მზე ქაჯთა მეფესა | ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია. |
Verse: b | მუნ მისლვა მიჩანს* თამაშად, | თუცა გზა საომარია. |
Verse: c | ნარგისთათ * წვიმა ბროლისა | წვიმს, ვარდი ნაწვიმარია, |
Verse: d და | ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, | მაგრა სპა უამარია. |
Strophe: S1321/K1321 | ||
Verse: a | გულ-მხიარული ვიხარებ, | ამად არ ცრემლი მმილდების, |
Verse: b | სადაცა შენ და შენი ძმა | ხართ, ძნელი გაადვილდების; |
Verse: c | რაცა მოგინდეს, უცილოდ | იქმთ, იგი არ აგცილდების, |
Verse: d და | არ თურე* კაცმან დაგიდგნას*, | ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების. |
Strophe: S1322/K1322 | ||
Verse: a | აწ შემინდევ, ვერა გნახე, | შორს ამისთვის წაგიარე, |
Verse: b | გზა-გზა ყოვნად აღარა მცალს, | პატიმრად-ა იგი მთვარე; |
Verse: c | ადრე მოვალთ მხიარულნი, | ჩვენი ნახვა გაიხარე, |
Verse: d და | ამის მეტი რაღა გკადრო, | ძმასა ძმურად მოეხმარე. |
Strophe: S1323/K1323 | ||
Verse: a | ამა მონათა ჩემ ზედა | გარდაუხდელი გულია: |
Verse: b | ამოდ მმსახურეს, თქვენი-მცა | გული ამათთვის სრულია! |
Verse: c | ქება რად უნდა მას, ვინცა | თქვენ თანა ხან-დაზმულია? |
Verse: d და | "მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს", | ესე ბრძენთაგან თქმულია". |
Strophe: S1324/K1324 | ||
Verse: a | ესე უსტარი დაწერა, | შეკრა და წა-ცა-ხვია მან, |
Verse: b | მისცა ფრიდონის მონათა | ვარდმან და ვითა იამან; |
Verse: c | შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა | სრულად, მართ ვითა ჰგია, მან, |
Verse: d და | მათ მარგალიტი უჩვენის | ძოწისა კარმან ღიამან. |
Strophe: S1325/K1325 | ||
Verse: a | მონახა, პოვა ავთანდილ | ნავი მისისა მხარისა, |
Verse: b | გამოემართა იგი მზე | პირია სავსე მთვარისა, |
Verse: c | მაგრა დაგდება უმძიმდა | ფატმანის გულ-მდუღარისა*; |
Verse: d და | მისთა გამყრელთა ნაკადი | ჩასდის სისხლისა ღვარისა. |
Strophe: S1326/K1326 | ||
Verse: a | ფატმან, უსენ და მონანი | ტირან ცრემლითა ცხელითა, |
Verse: b | იტყვიან: "მზეო, რა გვიყავ? | დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა! |
Verse: c | რად დაგვაბნელენ შენისა | მოშორვებისა ბნელითა? |
Verse: d და | და-ცა-გვმარხენო ხელითა | ჩვენისა დამმარხველითა?" |
Strophe: S1327/K1327 | ||
Verse: a | გამოვლნა ზღვანი ავთანდილ | მგზავრითა რათმე ნავითა, |
Verse: b | პირ-მხიარული აცორვებს | მართ ოდენ მარტო თავითა; |
Verse: c | მას შეყრა ტარიელისი | უხარის მით ამბავითა, |
Verse: d და | ხელ-განპყრობილი გულითა | არს ღმრთისა საესავითა. |
Strophe: S1328/K1328 | ||
Verse: a | მოწურვილ იყო ზაფხული, | ქვეყნით ამოსლვა მწვანისა, |
Verse: b | ვარდის ფურცლობის ნიშანი, | დრო მათის პაემანისა, |
Verse: c | ეტლის ცვალება მზისაგან, | შეჯდომა საროსტანისა*. |
Verse: d და | სულთქვნა, რა ნახა ყვავილი | მან, უნახავმან ხანისა. |
Strophe: S1329/K1329 | ||
Verse: a | აგრგვინდა ცა და ღრუბელნი | ცროდეს ბროლისა ცვარითა; |
Verse: b | ვარდთა აკოცა ბაგითა, | მითვე ვარდისა დარითა; |
Verse: c | უბრძანა: "გიჭვრეტ თვალითა, | გულ-ტკბილად შემხედვარითა, |
Verse: d და | მისად სანაცვლოდ მოვილხენ | თქვენ თანა საუბარითა*". |
Strophe: S1330/K1330 | ||
Verse: a | რა მოეგონის მოყვარე, | სდინდიან ცრემლნი მწარენი. |
Verse: b | ტარიელისკე იარნა | მან გზანი საწყინარენი, |
Verse: c | უდაბურნი და უგზონი, | უცხონი რამე არენი, |
Verse: d და | სადაცა ნახნის, დახოცნის | ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი. |
Strophe: S1331/K1331 | ||
Verse: a | ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა, | იცნა, თქვა: "იგი კლდენია, |
Verse: b | სადა-ა ჩემი მოყვარე | და ვისთვის ცრემლი მდენია; |
Verse: c | ღირს ვარმცა, ვნახო პირის-პირ, | ვუამბო, რაცა მსმენია, |
Verse: d და | არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა, | ცუდ ჩემი განავლენია! |
Strophe: S1332/K1332 | ||
Verse: a | თუ მოსრულა, უღონიოდ | შინა ხანსა არ დაჰზმიდა, |
Verse: b | მინდორს სადმე წავიდოდა, | მხეცისაებრ ველთა ვლიდა; |
Verse: c | სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო", - | იგონებდა, იხედვიდა, |
Verse: d და | ესე თქვა და მიუქცია, | მინდორთაკე წამოვიდა. |
Strophe: S1333/K1333 | ||
Verse: a | მიაცორვებს და იმღერის | მხიარულითა გულითა, |
Verse: b | მართ სახელ-დებით უყივის | ხმითა მით სახარულითა. |
Verse: c | ცოტაი წავლო, გამოჩნდა | მზე სინათლითა სრულითა: |
Verse: d და | შამბისა პირსა ტარიელ | დგა ხრმლითა მომახულითა. |
Strophe: S1334/K1334 | ||
Verse: a | ტარიელს ლომი მოეკლა, | მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა; |
Verse: b | შამბისა პირსა ქვეითი | დგა, ცხენი არა ჰხლებოდა; |
Verse: c | ყივილი ავთანდილისი | ესმოდა, ეოცებოდა, |
Verse: d და | შეხედნა, იცნა, გაიქცა, | მისკე მირბოდა, ხლტებოდა. |
Strophe: S1335/K1335 | ||
Verse: a | ხრმალი გასტყორცა ტარიელ, | მიჰმართა მისსა ძმობილსა. |
Verse: b | ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, | ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა. |
Verse: c | მათ ერთმანერთსა აკოცეს, | ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა, |
Verse: d და | ხმა შაქრის-ფერად გაუხდა | ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა. |
Strophe: S1336/K1336 | ||
Verse: a | ტარიელ მოთქვა ტირილით | სიტყვა ნატიფი, მჭევრები: |
Verse: b | - სისხლისა ღვარმან შეღება | წითლად გიშრისა ტევრები, |
Verse: c | ალვასა წყარო ცრემლისა | მორწყავს, ნაკადი ბევრები, - |
Verse: d და | "რათგან შენ გნახე, რა მგამა, | პატიჟი მჭირდეს მევ რები!" |
Strophe: S1337/K1337 | ||
Verse: a | ტარიელ ტირს და ავთანდილ | სიცილით ეუბნებოდა; |
Verse: b | გაღიმდის, ძოწნი გააპნის, | კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა; |
Verse: c | ეტყოდა: "ვცანო ამბავი, | შენ რომე გეამებოდა, |
Verse: d და | აწ გაახლდების ყვავილი, | ვარდი აქამდის ჭნებოდა". |
Strophe: S1338/K1338 | ||
Verse: a | ტარიელ უთხრა: "ჰე ძმაო, | კმა არს, დღეს რაცა მლხენია, |
Verse: b | ყოველი ჩემი სალხინო | მინახავს, - ნახვა შენია; |
Verse: c | სხვად* ნუ ყოს ღმერთმან წამალი, | არცა რა მოგისმენია: |
Verse: d და | კაცმან-მცა სოფელს ვით პოვა, | რაცა რა საქმე ზენია!" |
Strophe: S1339/K1339 | ||
Verse: a | რა ტარიელ არ შესჯერდა, | ავთანდილცა არ დაწყნარდა, |
Verse: b | მის ამბვისა დაყოვნება | ვეღარ გასძლო, აუჩქარდა, |
Verse: c | გამოიღო რიდე მისი*, | ვინ ბაგეთათ* ვარდი ვარდა. |
Verse: d და | რა ტარიელ ნახა, იცნა, | გამოუღო, შემოვარდა. |
Strophe: S1340/K1340 | ||
Verse: a | წიგნი და კიდე რიდისა | იცნა და გა-ცა-შალა მან, |
Verse: b | პირსა დაიდვა, დაეცა, | ვარდმან ფერითა მკრთალამან, |
Verse: c | სულნი გაექცეს, მოდრიკა | თავი გიშრისა ტალამან. |
Verse: d და | მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი | ვერ ყაენ, ვერცა სალამან. |
Strophe: S1341/K1341 | ||
Verse: a | ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, | უსულოდ ქვე-მდებარესა, |
Verse: b | შეფრინდა, შველად მიჰმართა | მას, ტკბილად მოუბარესა, |
Verse: c | ვერა ვერ არგო დამწვარსა, | სრულად ცეცხლ-ნადებარესა; |
Verse: d და | მისთა ნიშანთა სიცოცხლე | მართ მისი მიიბარესა. |
Strophe: S1342/K1342 | ||
Verse: a | ავთანდილ დაჯდა ტირილად, | ტირს ხმითა შვენიერითა, |
Verse: b | ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, | აფრთხობს ბროლისა ჭერითა; |
Verse: c | გახეთქა ლალი, გათლილი | ანდამატისა კვერითა, |
Verse: d და | მუნით წყარონი გამოხდეს, | ძოწსა ვამსგავსენ ფერითა. |
Strophe: S1343/K1343 | ||
Verse: a | პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი | ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა: |
Verse: b | "რაცა ვქმენო, არ უქმნია | არცა შმაგსა, არცა რეტსა; |
Verse: c | წყალი სწრაფით რად დავასხი | ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა! |
Verse: d და | ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს | გული ლხინსა მეტის-მეტსა. |
Strophe: S1344/K1344 | ||
Verse: a | მე მოვკალ ჩემი მოყვარე; | რა მმართებს გაწბილებულსა? |
Verse: b | თავსა ვაბრალობ საქმესა, | არ დასმით გაგონებულსა! |
Verse: c | ცრუ კაცი კარგად ვერას იქმს | საქმესა გაძნელებულსა, |
Verse: d და | თქმულა: "სიწყნარე გმობილი | სჯობს სიჩქარესა ქებულსა!" |
Strophe: S1345/K1345 | ||
Verse: a | უცნობო-ქმნილი ტარიელ | ძეს მსგავსად ნატუსალისად. |
Verse: b | ავთანდილ ადგა, გამოვლნა | შამბნი საძებრად წყალისად, |
Verse: c | მან პოვა სისხლი ლომისა, | მოაქვს სავსებლად ალისად, |
Verse: d და | მკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდა | ლაჟვარდი ფერად ლალისად. |
Strophe: S1346/K1346 | ||
Verse: a | ავთანდილ მკერდსა დაასხა | მას ლომსა სისხლი ლომისა; |
Verse: b | ტარიელ შეკრთა, შეიძრა | რაზმი ინდოთა ტომისა, |
Verse: c | თვალნი აახვნა, მიეცა | ძალი ზე წამოჯდომისა. |
Verse: d და | ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, | მზისაგან შუქ-ნაკრთომისა. |
Strophe: S1347/K1347 | ||
Verse: a | ზამთარი ვარდთა* გაახმობს, | ფურცელნი შთამოსცვივიან, |
Verse: b | ზაფხულის მზისა სიახლე | დასწვავს, გვალვასა ჩივიან, |
Verse: c | მაგრა მას ზედა ბულბულნი | ტურფასა ხმასა ყივიან, - |
Verse: d და | სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, | წყლულნი ორჯერვე სტკივიან. |
Strophe: S1348/K1348 | ||
Verse: a | აგრევე გული კაცისა | მოსაგვარებლად ძნელია, |
Verse: b | ჭირსა და ლხინსა ორსავე | ზედა მართ ვითა ხელია, |
Verse: c | მიწყივ წყლულდების, საწუთრო | მისი აროდეს მრთელია. |
Verse: d და | იგი მიენდოს სოფელსა, | ვინცა თავისა მტერია! |
Strophe: S1349/K1349 | ||
Verse: a | ტარიელ ნახა ნაწერი | კვლაცა მკლველისა მისისა, |
Verse: b | იკითხავს, თუცა აშეთებს | კითხვა წიგნისა მისისა; |
Verse: c | დაუყვის ცრემლმან სინათლე, | ბნელად ჩანს შუქი დღისისა. |
Verse: d და | ავთანდილ ადგა, დაუწყო | თხრობა სიტყვისა მქისისა. |
Strophe: S1350/K1350 | ||
Verse: a | იტყვის, თუ: "ნაქმრად არ ვარგა | კაცისა გასწავლილისად, |
Verse: b | აწ რადღა გვმართებს ტირილი? | ხამს, დავსხდეთ ქმნად ღიმილისად; |
Verse: c | ადეგ, წავიდეთ საძებრად | მის მზისა წარხდომილისად! |
Verse: d და | ადრე მიგიყვან, მიყვანა | არს შენგან მონდომილი სად. |
Strophe: S1351/K1351 | ||
Verse: a | ვითა გვმართებს გახარება, | პირველ აგრე გავიხარნეთ, |
Verse: b | მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, | ქაჯეთისკე თავნი ვარნეთ, |
Verse: c | ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, | მათნი ზურგით დავიყარნეთ, |
Verse: d და | უჭირველნი შემოვიქცეთ, | იგი მძორთა დავადარნეთ". |
Strophe: S1352/K1352 | ||
Verse: a | მერმე ტარიელ ამბავსა | ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა. |
Verse: b | შეჰხედნის, თვალნი აჰმართნის, | შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა, |
Verse: c | მართ ვითა ლალსა მზისაგან, | მას ფერი ეზარდებოდა; |
Verse: d და | ვინ ღირს-ა, თუ-მცა წყალობით | ცა მიწყივ მობრუნდებოდა! |
Strophe: S1353/K1353 | ||
Verse: a | ავთანდილს მადლი უბრძანა, | ქმნა უყო საუბარისა: |
Verse: b | "მე შენი ქება ვითა ვთქვა, | ბრძენთაგან საქებარისა! |
Verse: c | ვითა ზე-მთისა წყარომან, | მომრწყე ყვავილი ბარისა, |
Verse: d და | დამწყვიდე დენა ცრემლისა, | ნარგისთათ* ნაგუბარისა. |
Strophe: S1354/K1354 | ||
Verse: a | მე ვერა გიყო, ნაცვალსა | ღმერთი გარდიხდის ციერი, |
Verse: b | ზეგარდმოთ მისით შემოგზღოს | მუქაფა ჩემ-მაგიერი!" |
Verse: c | შესხდეს და შინა წავიდეს, | მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი; |
Verse: d და | აწ გა-ვე-აძღო სოფელმან | ასმათ, ადრითგან მშიერი. |
Strophe: S1355/K1355 | ||
Verse: a | ქვაბისა კარსა ასმათი | მარტო ზის, არ-ბარგოსანი. |
Verse: b | შეჰხედნა, იცნა ტარიელ, | თანა ყმა ჭარმაგოსანი, - |
Verse: c | ორნივე ტურფად იმღერდეს, | ვით იადონი მგოსანი, - |
Verse: d და | მაშინვე იცნა, ავარდა | მოშლილი, პერანგოსანი. |
Strophe: S1356/K1356 | ||
Verse: a | აქამდის მიწყივ ენახა | ქვაბს მისლვა მოტირალისა, |
Verse: b | აწ გაუკვირდა დანახვა | სიცილით მომღერალისა. |
Verse: c | ზარ-აღებული ავარდა, | ცნობა უც ვითა მთრვალისა, |
Verse: d და | არ იცის სმენა ამბვისა | ჯერთ მისგან სასურვალისა. |
Strophe: S1357/K1357 | ||
Verse: a | მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს | სიცილით და კბილთა ჩენით: |
Verse: b | "ჰე ასმათო, მოგვივიდა | მოწყალება ღმრთისა ზენით: |
Verse: c | ვპოვეთ მთვარე დაკარგული, | რაცა გვწადდა, იგი ვქმენით, |
Verse: d და | აწ გავხედით ბედისაგან | ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით". |
Strophe: S1358/K1358 | ||
Verse: a | ავთანდილ ცხენსა გარდახდა | ასმათის მოსახვეველად; |
Verse: b | მან მიჰყო ხელი ალვასა, | შტო მოჰყვა მოსარხეველად, |
Verse: c | ყელსა და პირსა აკოცებს, | არის ცრემლისა მფრქვეველად: |
Verse: d და | "რა სცანო, რა ჰქმენ, მიამბე, | ვტირ შენი მოაჯე ველად". |
Strophe: S1359/K1359 | ||
Verse: a | ავთანდილ ასმათს უსტარი | მისცა მისისა ზრდილისა, |
Verse: b | ალვისა შტო-დამჭნარისა, | მთვარისა ფერ-მიხდილისა; |
Verse: c | უთხრა, თუ: "ნახე ნაწერი | მის პატიჟ-გარდახდილისა; |
Verse: d და | მზე მოგვეახლა, მოგვეცა | ჩვენ მოშორვება ჩრდილისა". |
Strophe: S1360/K1360 | ||
Verse: a | ასმათ რა ნახა უსტარი, | ცნა მისი დანაწერობა, |
Verse: b | გაკვირდა, ზარმან აიღო, | ათრთოლებს, ვითა ხელობა, |
Verse: c | ტერფით თხემამდის გაუხდა | მას მეტი საკვირველობა; |
Verse: d და | იტყვის: "რა ვნახე, რა მესმის? | არს-მცა ამისი მრთელობა?!" |
Strophe: S1361/K1361 | ||
Verse: a | ავთანდილ უთხრა: "ნუ გეშის, | ეგე ამბავი მრთელია; |
Verse: b | ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა | ყოველი ჭირი ძნელია, |
Verse: c | მზე მოგვეახლა, უკუნი | ჩვენთვის აღარა ბნელია, |
Verse: d და | ბოროტსა სძლია კეთილმან, | არსება მისი გრძელია!" |
Strophe: S1362/K1362 | ||
Verse: a | ინდოთ მეფე მხიარული | ასმათს რასმე უბრძანებდა; |
Verse: b | ერთმანერთსა ეხვეოდეს, | სიხარული ატირებდა; |
Verse: c | ვარდსა ზედა ყორნის ბოლო | ნამსა თხელსა* აპკურებდა. |
Verse: d და | კაცსა ღმერთი არ გასწირავს, | თუ-მცა კაცი შეიგებდა. |
Strophe: S1363/K1363 | ||
Verse: a | ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, | თქვეს: "გვიყოო, რაცა სჯობდა; |
Verse: b | აწღა ვცანით, უარესსა | პირი თქვენი არ გაჰბრჭობდა", |
Verse: c | ინდოთ მეფე მხიარული | ხელ-განპყრობით ამას ხმობდა. |
Verse: d და | ქვაბს შევიდეს მხიარულნი, | ასმათ რასმე მასპინძლობდა. |
Strophe: S1364/K1364 | ||
Verse: a | ტარიელ ეტყვის ავთანდილს: | "ისმინე სიტყვა ასები, |
Verse: b | გიამბობ რასმე ამბავსა, | მოამბედ * ნუ გენასები: |
Verse: c | მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, | დავხოცე დევთა დასები, |
Verse: d და | მას აქათ მათი აქა ძეს | საჭურჭლე ძვირ-ნაფასები. |
Strophe: S1365/K1365 | ||
Verse: a | მე აგრე არა მინახავს, | მართ ვითა არა მნდომია; |
Verse: b | მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, | საჭურჭლე თუ რა ზომია". |
Verse: c | ეამა, ადგეს ორნივე, | არცა ქვე ასმათ მჯდომია, |
Verse: d და | დალეწეს კარი ორმოცი, | მათგან არ ზედა ომია. |
Strophe: S1366/K1366 | ||
Verse: a | პოვეს საჭურჭლე უსახო, | კვლა უნახავი თვალისა, |
Verse: b | მუნ იდვა რიყე თვალისა, | ხელ-წმიდად განათალისა, |
Verse: c | ჩნდის მარგალიტი, ოდენი | ბურთისა საბურთალისა; |
Verse: d და | ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, | ვერვისგან დანათვალისა! |
Strophe: S1367/K1367 | ||
Verse: a | იგი სახლი ორმოცივე | შიგან იყო გატენილი. |
Verse: b | პოვეს ერთი ზარადხანა, | აბჯრისათვის სახლად ქმნილი; |
Verse: c | მუნ აბჯარი ყოვლიფერი | ასრე იდვა, ვითა მწნილი, |
Verse: d და | შიგან ერთი კიდობანი | დაბეჭდული, არ-გახსნილი. |
Strophe: S1368/K1368 | ||
Verse: a | ზედა ეწერა: "აქა ძეს | აბჯარი საკვირველიო, |
Verse: b | ჯაჭვ-მუზარადი ალმასი | ხრმალი ბასრისა, მჭრელიო; |
Verse: c | თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, | იყოს დღე იგი ძნელიო! |
Verse: d და | უმისჟამისოდ ვინც გაჰხსნის, | არის მეფეთა მკლველიო". |
Strophe: S1369/K1369 | ||
Verse: a | კიდობანი გახსნეს, პოვეს | მუნ აბჯარი სამი ტანი, |
Verse: b | რასაცა ვით შეიმოსენ | მეომარნი სამნი ყმანი: |
Verse: c | ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, | საბარკული მათი გვანი*, - |
Verse: d და | ზურმუხტისა ბუდებითა | იყვნეს ვითა ლუსკუმანი. |
Strophe: S1370/K1370 | ||
Verse: a | თვითომან თვითო ჩაიცვეს, | თავის თავს გამოსცდიდიან, |
Verse: b | ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარსა* | მართ ვერა ვერ მოჰკიდიან; |
Verse: c | ხრმალი რკინასა მოჰკრიან, | ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან, |
Verse: d და | მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, | შევატყვე, არ გაჰყიდიან. |
Strophe: S1371/K1371 | ||
Verse: a | თქვეს: "ესე ნიშნად გვეყოფის, | ვართო კარგითა ბედითა; |
Verse: b | ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, | ზეგარდმოთ მონახედითა". |
Verse: c | აიღეს იგი აბჯარი | თავის-თავისა ქედითა, |
Verse: d და | თვითო მათ, ერთი ფრიდონის | საძღვნობლად შეკრეს ღვედითა. |
Strophe: S1372/K1372 | ||
Verse: a | ოქროც რამე წაიტანეს, | მარგალიტი ღარიბები; |
Verse: b | გამოვიდეს, გამობეჭდეს | ორმოცივე საჭურჭლები. |
Verse: c | ავთანდილ თქვა: "ამას იქით | დავამაგრო ხრმალსა ნები, |
Verse: d და | ამას ღამე არსად წავალ, | რა გათენდეს, არ დავდგები". |
Strophe: S1373/K1373 | ||
Verse: a | აქა, მხატვარო, დახატენ | ძმათ უმტკიცესნი ძმობილნი, |
Verse: b | იგი მიჯნურნი მნათობთა, | სხვისა ვერვისგან სწრობილნი, |
Verse: c | ორნივე გმირნი მოყმენი, | მამაცობისა ცნობილნი; |
Verse: d და | რა ქაჯეთს მივლენ, გასინჯოთ | ომი ლახვართა სობილნი. |
Strophe: S1374/K1374 | ||
Verse: a | რა გათენდა, გაემართნეს, | წაიტანეს ასმათ თანა, |
Verse: b | ნურადინის ქვეყანამდის | შეისვიან მათ უკანა; |
Verse: c | მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად | ცხენი მისცა, არ უძღვანა; |
Verse: d და | ავთანდილ კმა ყოლაუზად, | სხვა-მცა ვინღა წაიტანა! |
Strophe: S1375/K1375 | ||
Verse: a | იარეს და ზედა შეჰხდეს | ნურადინის მეჯოგეთა; |
Verse: b | ჯოგი ნახეს, მოეწონა, | ფრიდონისთვის ეაგეთა. |
Verse: c | მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: | "გაქმნევ კარგთა სიშმაგეთა, |
Verse: d და | მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, | ჯოგსა მისსა მოვადგეთა! |
Strophe: S1376/K1376 | ||
Verse: a | ჯოგი წავუღოთ, მოსრულნი | ვესმით ჯოგისა წაღებად, |
Verse: b | გამოემართვის საომრად, | ველთა სისხლითა დაღებად, |
Verse: c | ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, | გულსა შეჰლამის დაღებად, - |
Verse: d და | ამოა კარგი ლაღობა, | ლაღსა შე-ვე-იქმს ლაღებად". |
Strophe: S1377/K1377 | ||
Verse: a | დაუწყეს პყრობა ტაიჭთა | ფრიდონის უკეთესებსა. |
Verse: b | მუნ მეჯოგეთა ფანოსი | შეექმნა, ეკრა კვესებსა; |
Verse: c | უყივლეს.: "ვინ ხართ, მოყმენო, | ვინ იქმთ საქმესა ზესებსა? |
Verse: d და | ჯოგი მისია, ვინ მტერსა | ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა". |
Strophe: S1378/K1378 | ||
Verse: a | მათ მშვილდები დაიწვადეს, | მეჯოგეთა გაეკიდნეს. |
Verse: b | მეჯოგენი მიიზახდეს, | ხმანი მათნი გაადიდნეს: |
Verse: c | "გვიშველეთო, გვიშველეთო, | მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!" |
Verse: d და | ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, | ფრიდონს ჰკადრეს, არ დაჰრიდნეს. |
Strophe: S1379/K1379 | ||
Verse: a | შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, | შეკაზმული გამოვიდა. |
Verse: b | ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, | რაზმი ველთა დაჰფარვიდა. |
Verse: c | იგი მზენი მოეგებნეს, | ვის ზამთარი ვერ დაჰზრვიდა; |
Verse: d და | დაეხურა ზარადები, | პირსა მათსა უფარვიდა. |
Strophe: S1380/K1380 | ||
Verse: a | რა ტარიელ ფრიდონ იცნა, | თქვა: "ვნახეო, ვინცა მინა". |
Verse: b | მუზარადი მოიხადა, | გაიღიმნა, გაიცინა; |
Verse: c | ფრიდონს უთხრა: "რასა ჰლამი, | ჩვენი მოსლვა რას გეწყინა? |
Verse: d და | პურად ავი მასპინძელი | მოგვეგებვი ომად წინა!" |
Strophe: S1381/K1381 | ||
Verse: a | ფრიდონ ფიცხლავ გარდაიჭრა, | დავარდა და თაყვანის-სცა. |
Verse: b | იგინიცა გარდაუხდეს*, | მოეხვივნეს, აკოცისცა *. |
Verse: c | ფრიდონ ღმერთსა ხელ-აღპყრობით | უსაზომო მადლი მისცა; |
Verse: d და | დიდებულნი აკოცებდეს, | იცნობდიან იგი ვისცა. |
Strophe: S1382/K1382 | ||
Verse: a | ფრიდონ უთხრა: "რასა სდეგით? | მოგელოდი უწინარე, |
Verse: b | მე მზა ვარო, სამსახური | თქვენი რა-მცა დავიზარე!" |
Verse: c | ჰგვანდა, თუ-მცა შეყრილ იყვნეს | ორნი მზენი, ერთი მთვარე, |
Verse: d და | ერთმანერთი დააშვენეს, | გაემართნეს, იქცეს გარე. |
Strophe: S1383/K1383 | ||
Verse: a | ფრიდონის სახლსა გარდახდეს | ორნივე, ტურფად გებულსა. |
Verse: b | ტარიელ დაჯდა საჯდომსა, | ოქსინო-გარდაგებულსა, |
Verse: c | ახლოს დაისვამს ავთანდილს, | მისსა ძმად-შეფიცებულსა; |
Verse: d და | მათ უძღვნეს იგი აბჯარი | ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა. |
Strophe: S1384/K1384 | ||
Verse: a | უთხრეს: "ჯერთ ჟამად არა გვაქვს | სხვა შენთვის არმაღანია, |
Verse: b | მაგრა ტურფანი მრავალნი | ქვე სადმე* გვისხენ სხვანია". |
Verse: c | მან დასდვა პირი მიწასა, | არ დაიყოვნა ხანია: |
Verse: d და | "ჩემთვის ამისი ბოძება | არს თქვენი შესაგვანია". |
Strophe: S1385/K1385 | ||
Verse: a | გამოისვენეს მას ღამით | ფრიდონის მასპინძლობითა; |
Verse: b | აბანოს ბანნა, აავსნა | შესამოსლისა ძღვნობითა, |
Verse: c | დამოსნა ტურფა-ტურფითა*, | ერთმანერთისა მჯობითა, |
Verse: d და | თვალ-მარგალიტი ღარიბი | უძღვნა ოქროსა გობითა. |
Strophe: S1386/K1386 | ||
Verse: a | უთხრა, თუ: "ესე სიტყვაა | ავისა მასპინძელისა, |
Verse: b | ჰგავს, მომწყენოდეს სტუმრობა | თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა, |
Verse: c | მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, | წალვა სჯობს გზისა გრძელისა, |
Verse: d და | თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, | საეჭვი არს სიძნელისა. |
Strophe: S1387/K1387 | ||
Verse: a | დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა? | კარგნი გვინდან და ცოტანი; |
Verse: b | სამასი კაცი გვეყოფისთ, | წავიდეთ მართ* მეოტანი; |
Verse: c | ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად* | დავაგნეთ ხრმალთა კოტანი, |
Verse: d და | მას ადრე ვჰპოვებთ, ვისიცა | მოგვკლავს ალვისა, მო-, ტანი. |
Strophe: S1388/K1388 | ||
Verse: a | ქაჯეთს ერთხელ კვლაც* ყოფილ ვარ, | ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების; |
Verse: b | ყოვლგნით კლდეა, გარეშემო | მტერი ვერა მოადგების; |
Verse: c | თუ იდუმალ არ შევუვალთ, | ცხადად შებმა არ ეგების, |
Verse: d და | მით ლაშქარი არად გვინდა, - | რაზმი მალვით ვერ მოგვყვების". |
Strophe: S1389/K1389 | ||
Verse: a | იგინიცა დაემოწმნეს | ამა მისსა ნაუბარსა. |
Verse: b | მუნ დააგდეს ქალი ასმათ, | ფრიდონ მისცემს საჩუქარსა. |
Verse: c | თვით სამასსა ცხენოსანსა | წაიტანდეს, გმირთა დარსა. |
Verse: d და | ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს | ყოვლსა, პირველ შენაზარსა. |
Strophe: S1390/K1390 | ||
Verse: a | ზღვა გაიარეს სამთავე | ერთგან ძმად შეფიცებულთა; |
Verse: b | ფრიდონ გზა იცის, იარეს, | დღისით და ღამით რებულთა. |
Verse: c | ფრიდონ თქვა: "ვახლავთ არეთა | ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა, |
Verse: d და | აქათგან ღამით ვლა გვინდა, | მით არას გამჟღავნებულთა". |
Strophe: S1391/K1391 | ||
Verse: a | ამა ფრიდონის თათბირსა | სამნივე ერთგან ჰზმიდიან: |
Verse: b | რა გაუთენდის, დადგიან | და ღამით ფიცხლავ ვლიდიან; |
Verse: c | მივიდეს, აჩნდა ქალაქი, | მცველთა ვერ დასთვალვიდიან, |
Verse: d და | გარე კლდე იყო, გუშაგთა | ხმა ჯარვით გაადიდიან. |
Strophe: S1392/K1392 | ||
Verse: a | გვირაბის კარსა ჭაბუკი | ათი ათასი მცველია. |
Verse: b | მათ ლომთა ნახეს ქალაქი, | მთვარე დგას მუნ ნათელია; |
Verse: c | თქვეს: "ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ*, | აწ გამორჩევა ძნელია; |
Verse: d და | ასი ათასსა აჯობებს, | თუ გამორჩევით მქმნელია". |
Strophe: S1393/K1393 | ||
Verse: a | ფრიდონ თქვა: "ვიტყვი სიტყვასა, | ვეჭვ, ჩემი არ დამცთარია: |
Verse: b | ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი | დიდთაგან საომარია; |
Verse: c | პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც, | არ ჟამი საკვეხარია, |
Verse: d და | ათას წელ ვერსით შევუვალთ, | თუ ზედ დაგვიხშან კარია. |
Strophe: S1394/K1394 | ||
Verse: a | ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი | სამუშაითოდ მზრდიდიან, |
Verse: b | მასწავლნეს მათნი საქმენი, | მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან*; |
Verse: c | ასრე გავიდი საბელსა, | რომ თვალნი* ვერ მომკიდიან, |
Verse: d და | ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, | იგიცა ინატრიდიან. |
Strophe: S1395/K1395 | ||
Verse: a | აწ ვინცა ვიცით უკეთე | შეტყორცა საგდებელისა, |
Verse: b | მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ | წვერი საბლისა გრძელისა, |
Verse: c | მას ზედა გავლა ასრე მიჩნს*, | ვითა გარბენა* ველისა. |
Verse: d და | თქვენ ჭირად გიყო* შიგანთა | პოვნა კაცისა მრთელისა. |
Strophe: S1396/K1396 | ||
Verse: a | აბჯრითა გავლა არად * მიჩნს | ჭირად, გატანა ფარისა; |
Verse: b | შიგან ჩავხლტები კისკასად, | ვეცემი მსგავსი ქარისა, |
Verse: c | ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, | ჰნახოთ გაღება კარისა! |
Verse: d და | თქვენცა მუნ მოდით, სადაცა | გესმას ზრიალი ზარისა". |
Strophe: S1397/K1397 | ||
Verse: a | ავთანდილ უთხრა: "ჰე ფრიდონ, | მოყვასნი ვერ გიჩივიან: |
Verse: b | ლომთა მკლავთაგან იმედი | გაქვს, არა წყლულნი გტკივიან; |
Verse: c | სთათბირობ ძნელსა თათბირსა, | მტერთა ივაგლახ-ივიან, |
Verse: d და | მაგრა თუ გესმის, გუშაგნი | რა ახლო-ახლო* ყივიან?! |
Strophe: S1398/K1398 | ||
Verse: a | რა გახვიდოდე, გუშაგთა | ესმას აბჯრისა ჩხერება, |
Verse: b | გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, | ამისი ხამს დაჯერება; |
Verse: c | წაგიხდეს ცუდად ყველაი, | დაგრჩეს ცუდიღა ფერება, |
Verse: d და | ეგე თათბირი არ ვარგა, | სხვებრ ვქმნათ თავისა ტერება. |
Strophe: S1399/K1399 | ||
Verse: a | სჯობს, დადეგით დამალულნი | თქვენ ადგილსა იდუმალსა, |
Verse: b | ისი კაცნი არ იჭირვენ | მგზავრსა, ქალაქს შემავალსა, |
Verse: c | სავაჭროთა შევეკაზმვი, | ვიქმ საქმესა მე მუხთალსა, |
Verse: d და | ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ | მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა. |
Strophe: S1400/K1400 | ||
Verse: a | სამთავე შესლვა არ ვარგა, | თუ გვიგრძნან, არს სათუები; |
Verse: b | მე მარტო შევალ ვაჭრულად | და კარგად შევეტყუები, |
Verse: c | მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, | გავჩნდები, გავეცრუები, . |
Verse: d და | ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო | შიგნით სისხლისა რუები! |
Strophe: S1401/K1401 | ||
Verse: a | შიგანთა მცველთა მოვიცლი | მე უნახავად ჭირისად, |
Verse: b | თქვენ გარეთ კართა ეცენით | ყოველნი მსგავსად გმირისად; |
Verse: c | კართა გავახვამ, მომართეთ, | კივილი გესმას ხშირი სად. |
Verse: d და | თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, | ვარ მრჩევლად ამა პირისად". |
Strophe: S1402/K1402 | ||
Verse: a | ტარიელ უთხრა: "მე თქვენი | ვცან გმირთა მეტი გმირობა, |
Verse: b | თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე | ჰგავს თათბირობა, პირობა; |
Verse: c | ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, | არ ცუდი ხრმალთა ღირობა, |
Verse: d და | კაცი-მცა მაშინ თქვენ გახლავს, | რა ომმან ქმნას გაჭირობა. |
Strophe: S1403/K1403 | ||
Verse: a | მაგრა იყვენით ჩემთვისცა | საქმისა რასმე რჩევითა: |
Verse: b | ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, | ზედა გარდმოდგეს მზე ვითა, |
Verse: c | თქვენ გქონდეს ოყი ფიცხელი, | უომრად მნახოს მე ვითა? |
Verse: d და | ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ | სიტყვითა თქვენ სათნევითა. |
Strophe: S1404/K1404 | ||
Verse: a | მაგა თათბირსა ესე სჯობს, | ვქმნათ ჩემი მონახსენები: |
Verse: b | გავიყოთ კაცი ას-ასი, | რა ღამე ჩნდეს ნათენები, |
Verse: c | სამთავე სამგნით მივჰმართოთ, | ფიცხლავ დავსხლიტოთ ცხენები; |
Verse: d და | მოგვეგებვიან, ვემცრობით, | ჩვენ ხრმალთა მივსცეთ მძლე ნები. |
Strophe: S1405/K1405 | ||
Verse: a | ფიცხლავ შევებნეთ, შევსჯარნეთ, | ვერ მოგვასწრებენ კარებსა, |
Verse: b | სამთაგან ერთი შევუვალთ, | სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა, |
Verse: c | მან ერთმან შიგნით შიგანნი | მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა, |
Verse: d და | ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, | მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა" |
Strophe: S1406/K1406 | ||
Verse: a | ფრიდონ უთხრა: "შემიგნია, | გამიგია, ვიცი მე რა: |
Verse: b | მაგა ცხენსა ჩემეულსა | წამოასწრობს კართა ვერა; |
Verse: c | ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, | ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, |
Verse: d და | თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, | ჩემი გითხრა სიძუნწე რა". |
Strophe: S1407/K1407 | ||
Verse: a | ფრიდონ ლაღი ამხნაგობს | საუბართა* ესოდენთა. |
Verse: b | ამას ზედა გაიცინნეს | მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა, |
Verse: c | ერთმანერთსა ელაღობნეს | ლაღობათა მათთა მშვენთა, |
Verse: d და | გარდახდეს და დაეკაზმნეს, | უკეთესთა შესხდეს ცხენთა. |
Strophe: S1408/K1408 | ||
Verse: a | კვლა ერთმანერთსა მიუგეს | სიტყვები არ პირ-მკვახები, |
Verse: b | დაასკვნეს იგი თათბირი, | ტარიას განაზრახები: |
Verse: c | გაიყვეს კაცი ას-ასი, | ყველაი გმირთა სახები, |
Verse: d და | ცხენებსა შესხდეს, აიღეს | მათ მათი ჩაბალახები. |
Strophe: S1409/K1409 | ||
Verse: a | იგი ჭაბუკნი შუქითა | ვნახენ მზისაცა მეტითა; |
Verse: b | მათ სამთა შვიდნი მნათობნი | ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; |
Verse: c | ტარიელ შავსა ზედა ზის | ტანითა მით წერწეტითა; |
Verse: d და | დალივნეს მტერნი ომითა, | ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა. |
Strophe: S1410/K1410 | ||
Verse: a | ჩემი აწ ესე ნათქვამი | მათი სახე და დარია: |
Verse: b | რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი | და მთათა აღტყდეს ღვარია, |
Verse: c | მოვა და ხევთა მოგრაგნის, | ისმის ზათქი და ზარია, |
Verse: d და | მაგრა რა ზღვასა შეერთვის, | მაშინ ეგრეცა წყნარია. |
Strophe: S1411/K1411 | ||
Verse: a | თუცა ფრიდონ და ავთანდილ | სიკეთე-მიუწვთომნია, |
Verse: b | მაგრა ტარიას შებმანი | არვისგან მოსანდომნია, |
Verse: c | მზე მნათობთაცა დაჰფარავს, | არცაღა ნათლად ხომნია. |
Verse: d და | აწ იყურებდით, მსმენელნო, | გესმნენ ფიცხელნი ომნია! |
Strophe: S1412/K1412 | ||
Verse: a | სამთავე სამად გაიყვეს - | თვითომან თვითო - კარები; |
Verse: b | თანა ჰყვა კაცი სამასი, | ყველაი გმირთა დარები. |
Verse: c | მას ღამით უქმნეს სადარნო, | უცთურო*, არ ნაჩქარები, |
Verse: d და | გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, | თავის-თავ ჰქონდა ფარები. |
Strophe: S1413/K1413 | ||
Verse: a | პირველ ამოდ მიდიოდეს | მგზავრთა რათმე მაგიერად, |
Verse: b | მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, | ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად; |
Verse: c | გულსა შიში არა ჰქონდა, | ამოდ დგეს და ნებიერად, |
Verse: d და | მიდგეს გარეთ, მუზარადნი | დაიხურნეს ჟამიერად. |
Strophe: S1414/K1414 | ||
Verse: a | ანაზდად ცხენი გაქუსლეს, | მათრახმან შექმნა წრიალი. |
Verse: b | რა ნახნეს, კარნი გაახვნეს, | ქალაქით გახდა ზრიალი. |
Verse: c | სამთავე სამგნით მიჰმართეს, | თავსა მით უყვეს რიალი, |
Verse: d და | იკრეს ნობსა და დაბდაბსა, | შეიქმნა ბუკთა ტკრციალი. |
Strophe: S1415/K1415 | ||
Verse: a | მაშინ ქაჯეთს მოიწია | უსაზომო რისხვა ღმრთისა: |
Verse: b | კრონოს, წყრომით შეხედულმან, | მოიშორვა სიტკბო მზისა, |
Verse: c | მათვე რისხვით გარდუბრუნდა | ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, |
Verse: d და | ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, | გადიადდა ჯარი მკვდრისა. |
Strophe: S1416/K1416 | ||
Verse: a | კაცსა უკრავად დაბნედდის | ხმა ტარიელის ხაფისა, |
Verse: b | აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდა | სიმაგრე ჯავშან-ქაფისა. |
Verse: c | სამგნითვე კართა შესჯარნეს, | ჭირი არ ნახნეს კაფისა, |
Verse: d და | რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა | სიხარკე* ციხეს სწრაფისა. |
Strophe: S1417/K1417 | ||
Verse: a | ავთანდილ და ლომი ფრიდონ | შიგნით ერთგან შეიყარნეს, |
Verse: b | მტერნი სრულად აეწყვიდნეს, | სისხლნი მათნი მოეღვარნეს, |
Verse: c | უყივლეს და ერთმანერთი | ნახეს, დიდად გაეხარნეს, |
Verse: d და | თქვეს: " ტარიელ რა იქმნაო?" | მისად ჭვრეტად თვალნი არნეს. |
Strophe: S1418/K1418 | ||
Verse: a | ერთმანცა არა იცოდა | ვერა ცნეს ტარიერისა. |
Verse: b | ციხისა კარსა მიჰმართეს, | რიდი არ ჰქონდა მტერისა; |
Verse: c | მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, | ნალეწი ხრმალთა წვერისა, |
Verse: d და | ათი ათასი ნობათი, | უსულო, მსგავსი მტვერისა. |
Strophe: S1419/K1419 | ||
Verse: a | ციხისა მცველი ყველაი | იდვა მართ ვითა სნეული, |
Verse: b | თავით ფერხამდის დაჭრილი, | აბჯარი მუნ დახეული, |
Verse: c | ციხისა კარნი განხმულნი, | კართა ნალეწი - სრეული, |
Verse: d და | ცნეს ნაქმრად ტარიელისად, | თქვეს: "საქმე არს მისეული". |
Strophe: S1420/K1420 | ||
Verse: a | გზანი დაჰხვდეს შეკაფულნი, | შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა, |
Verse: b | ნახეს, მზისა შესაყრელად | გამოეშვა მთვარე გველსა, |
Verse: c | მუზარადი მოეხადა, | ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა, |
Verse: d და | მკერდი მკერდსა შეეწება, | გარდაეჭდო ყელი ყელსა. |
Strophe: S1421/K1421 | ||
Verse: a | ეხვეოდეს ერთმანერთსა, | აკოცეს* და ცრემლნი ღვარნეს*; |
Verse: b | ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან | მუშთარ, ზუალ შეიყარნეს*. |
Verse: c | მზე რა ვარდთა შემოადგეს, | დაშვენდეს* და შუქნი არნეს*, |
Verse: d და | აქანამდის ჭირ-ნახულთა | ამას იქით გაიხარნეს*. |
Strophe: S1422/K1422 | ||
Verse: a | მათ ერთმანერთსა აკოცეს, | დგანან ყელ-გარდაჭდობილნი. |
Verse: b | კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად | ვარდნი ბაგეთათ* პობილნი. |
Verse: c | აწ ესენიცა გავიდეს, | შეკრბეს სამნივე ძმობილნი, |
Verse: d და | მას მზესა მისცეს სალამი, | წადგეს მართ ვითა ხმობილნი. |
Strophe: S1423/K1423 | ||
Verse: a | მზე მოეგება პირითა | ტურფითა, მოცინარითა, |
Verse: b | აკოცა მისთა მეშველთა | ლაღმან ცნობითა წყნარითა, |
Verse: c | მათ მდაბლად მადლი უბრძანა | სიტყვითა მით ნარნარითა, |
Verse: d და | ორნივე ერთგან უბნობდეს | ტურფითა საუბარითა*. |
Strophe: S1424/K1424 | ||
Verse: a | ტარიელსცა უსალამეს, | მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, |
Verse: b | მიულოცეს გამარჯვება, | ერთმანერთი მოიკითხეს. |
Verse: c | არა სჭირდა, არ ინანეს, | რომ აბჯარი არ გაითხეს, |
Verse: d და | თავნი მათნი გაალომნეს, | მათნი მბრძოლნი* იშვლეს*, ითხეს. |
Strophe: S1425/K1425 | ||
Verse: a | სამასისა კაცისაგან | ას-სამოცი შეჰყოლოდა; |
Verse: b | ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, | მაგრა ერთ-კერძ უხაროდა; |
Verse: c | მონახეს და არ აცოცხლეს, | რაცა მბრძოლი დაჰრჩომოდა, |
Verse: d და | რომე პოვნეს საჭურჭლენი, | აწმცა თვალვით ვით ითქმოდა! |
Strophe: S1426/K1426 | ||
Verse: a | მოკრიფეს ჯორი, აქლემი, | რაცა ვით პოვეს მალები; |
Verse: b | სამიათასსა აჰკიდეს | მარგალიტი და თვალები, |
Verse: c | თვალი ყველაი დათლილი, | იაგუნდი და ლალები, |
Verse: d და | იგი მზე შესვეს კუბოსა, | არს მათგან განაკრძალები. |
Strophe: S1427/K1427 | ||
Verse: a | სამოცი კაცი დააგდეს | ქაჯეთს ციხისა მცველია, |
Verse: b | წამოიყვანეს იგი მზე, | მათიღა წაგვრა ძნელია; |
Verse: c | ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს, | თუცა გზა მუნით გრძელია, |
Verse: d და | თქვეს: " ფატმან ვნახოთ, მუქაფა | გვაც მისი გარდუხდელია". |
Strophe: S1428/K1428 | ||
Verse: a | ზღვათა მეფისა წინაშე | გაგზავნა მახარობელი, |
Verse: b | შესთვალა: "მოვალ ტარიელ, | მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი; |
Verse: c | ქაჯეთით მოყავს ჩემი მზე, | ჩემი ლახვართა მსობელი; |
Verse: d და | მწადიან, გნახნე პატივით, | ვითა მამა და მშობელი. |
Strophe: S1429/K1429 | ||
Verse: a | აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა | და მათი დანადებია; |
Verse: b | მეფეო, კარგი ყველაი | მე თქვენგან წამკიდებია; |
Verse: c | ფატმანს უხსნია ჩემი მზე, | სდედებია და სდებია, |
Verse: d და | ამისად მუქფად რა გიძღვნა? | მძულს ცუდი ნაქადებია. |
Strophe: S1430/K1430 | ||
Verse: a | მოდი, გვნახენ, გავიარდეთ | ქვეყანასა შენსა ვირე, |
Verse: b | სრულად ქაჯთა სამეფოსა | გიძღვნი, ჩემგან შეიწირე, |
Verse: c | კაცნი შენნი შეაყენენ, | ციხე მაგრად დაიჭირე, |
Verse: d და | მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, | შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე. |
Strophe: S1431/K1431 | ||
Verse: a | თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ | უსენს, ქმარსა ფატმანისსა, |
Verse: b | გამოგზავნოს, ეამების | ნახვა მისი ხსნილსა მისსა; |
Verse: c | მისგან კიდე ინატრიდა | ჭვრეტასა-მცა სხვადღა ვისსა, |
Verse: d და | ვინ მზესაცა უნათლეა, | ასრე ვითა ბროლი ფისსა!" |
Strophe: S1432/K1432 | ||
Verse: a | რა კაცი ტარიელისი | ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, - |
Verse: b | წესია, გული გაჰკრთების | ამბავსა გასაკთობელსა, - |
Verse: c | მისცა მადლი და დიდება | ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა, |
Verse: d და | მაშინვე შეჯდა, არ უნდა | მისლვა სხვასაღა მხმობელსა. |
Strophe: S1433/K1433 | ||
Verse: a | ბარგი აჰკიდა, გააგო | ქმნა ქოწილისა მათისა, |
Verse: b | მას მიაქვს რიცხვი ტურფათა, | არ-სიდიადე სათისა; |
Verse: c | ფატმან ჰყავს თანა, იარა | სავალი დღისა ათისა; |
Verse: d და | უხარის ნახვა ლომისა | და მზისა, ხმელთა მნათისა. |
Strophe: S1434/K1434 | ||
Verse: a | შორს გაეგებნეს სამნივე | დიდსა მეფესა ზღვათასა, |
Verse: b | გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, | გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა; |
Verse: c | შეასხეს ქება ტარიელს, | მან მადლი გაუათასა, |
Verse: d და | ქალი რა ნახეს*, სტრფიალობს | შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა. |
Strophe: S1435/K1435 | ||
Verse: a | ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, | ედებოდა ცეცხლი ნელი, |
Verse: b | მოეხვია, გარდუკოცნა | ხელი, ფერხი, პირი, ყელი; |
Verse: c | იტყვის: "ღმერთო, რა გმსახურო, | გამინათლდა რათგან ბნელი! |
Verse: d და | ვცან სიმოკლე ბოროტისა, | კეთილია მისი გრძელი". |
Strophe: S1436/K1436 | ||
Verse: a | ქალი ფატმანს ეხვეოდა, | ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი: |
Verse: b | "ღმერთმან გული გამინათლა | გახეთქილი, გა-ცა-მწკრალი, |
Verse: c | აწ აგრე ვარ გავსებული, | წინას ვიყავ ვითა მცხრალი, |
Verse: d და | მზემან შუქნი შემომადგნა, | ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი". |
Strophe: S1437/K1437 | ||
Verse: a | ზღვათა მეფე გარდაიხდის | მუნ ქორწილსა მეტად დიდსა. |
Verse: b | ქაჯეთიცა დაუმადლა, | არ გაუშვა დღესა შვიდსა; |
Verse: c | უხვად გასცემს საბოძვარსა, | საჭურჭლესა ანაკიდსა, |
Verse: d და | პერპერასა დაფანტულსა | ზედა სცვეთენ ვითა ხიდსა. |
Strophe: S1438/K1438 | ||
Verse: a | მუნ იდვის გორი ლარისა, | სტავრისა და ატლასისა; |
Verse: b | ტარიელს უძღვნა გვირგვინი, | ვერ-დანადები ფასისა, |
Verse: c | იაგუნდისა მრთელისა, | ყვითლისა, მეტად ხასისა, |
Verse: d და | კვლა ერთი ტახტი ოქროსა, | წითლისა მართ ხალასისა. |
Strophe: S1439/K1439 | ||
Verse: a | ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა | უძღვნა, შემკული თვალითა, |
Verse: b | იაგუნდითა წითლითა, | ბადახშითა და ლალითა. |
Verse: c | დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი | პირითა ელვა-მკრთალითა, |
Verse: d და | მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს | ცეცხლითა მართ ახალითა. |
Strophe: S1440/K1440 | ||
Verse: a | ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა | უსაზომო დიდი ძღვენი: |
Verse: b | ძვირფასისა უნაგირი, | უკეთესი თვითო ცხენი, |
Verse: c | თვითო კაბა თვალიანი, | უცხო ფერთა შუქთა მფენი, |
Verse: d და | მოახსენეს: "მადლი რა ვთქვათ, | სვიანმცა-ა დავლა თქვენი!" |
Strophe: S1441/K1441 | ||
Verse: a | ტარიელ მადლსა გარდიხდის | ტურფა სიტყვითა ენითა: |
Verse: b | "დიდად ვიამე, მეფეო, | პირველ, ნახვითა თქვენითა, |
Verse: c | მერმე, აგვავსენ მრავლითა | ტურფა ფერითა ძღვენითა, |
Verse: d და | ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა | ჩვენ თქვენი კარგა ვქმენითა". |
Strophe: S1442/K1442 | ||
Verse: a | ზღვათა მეფე მოახსენებს: | "ხელმწიფეო, ლომო, ქველო, |
Verse: b | მოახლეთა სიცოცხლეო, | ვერა-მჭვრეტთა შორით მკლველო, |
Verse: c | მსგავსი თქვენი რა-მცა მეძღვნა, | შვენიერო სანახველო! |
Verse: d და | რა მოგშორდე, რა მერგების, | საჭვრეტელად სასურველო?!" |
Strophe: S1443/K1443 | ||
Verse: a | ტარიელ ფატმანს უბრძანა: | "მე თავი შენი მიდია; |
Verse: b | დავ, ვალი შენი ჩემზედა | გარდაუხდელი, დიდია; |
Verse: c | აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე | ქაჯეთით ამიკიდია, |
Verse: d და | მომიცემია, წაიღე, | არ კიდე მომიყიდია". |
Strophe: S1444/K1444 | ||
Verse: a | ფატმან ხათუნ თაყვანის-სცა, | ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა: |
Verse: b | "მე მეფეო ნახვა შენი | მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა; |
Verse: c | რა მოგშორდე, რა ვიქმნები? | მე დამაგდებ ვითა რეტსა. |
Verse: d და | ახ, ნეტარძი მოახლეთა! | ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!" |
Strophe: S1445/K1445 | ||
Verse: a | ზღვათა მეფესა ეტყვიან | სამნივე შუქთა მაფენი*, |
Verse: b | კბილნი ბროლნი და ბაგენი | სადაფთა მოსადაფენი: |
Verse: c | "უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან | ნიშატნი, საჩანგდაფენი, |
Verse: d და | მაგრა გაგვიშვენ, ჟამია, | წავიდეთ, ვართ მოსწრაფენი. |
Strophe: S1446/K1446 | ||
Verse: a | შენ იყავ ჩვენი მშობელი, | ჩვენგან ღმრთად საესავიო, |
Verse: b | მაგრა ამასცა ვიაჯით, | გვიბოძო ერთი ნავიო". |
Verse: c | მეფემან ბრძანა: "არა მშურს | სამიწოდ თქვენად თავიო, |
Verse: d და | რათგან ისწრაფი, რა გკადრო? | წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!" |
Strophe: S1447/K1447 | ||
Verse: a | მეფემან ნავი-ხომალდი* | მოჰკაზმა ზღვისა კიდესა. |
Verse: b | გამოემართა ტარიელ, | გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა, |
Verse: c | თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, | თმა-წვერსა გაიყრიდესა, |
Verse: d და | ფატმანის ცრემლთა შედენით | თვით ზღვაცა გაადიდესა. |
Strophe: S1448/K1448 | ||
Verse: a | გამოვლნეს ზღვანი სამთავე, | ერთგან ძმად შენაფიცართა, |
Verse: b | კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, | მათ პირველ დანამტკიცართა; |
Verse: c | ჰშვენის მღერა და სიცილი | მათ, მისთა არ-უვიცართა*, |
Verse: d და | ბაგეთათ* შუქი შეადგის | ზედა ბროლისა ფიცართა. |
Strophe: S1449/K1449 | ||
Verse: a | მუნით კაცი ასმათს თანა | მათ გაგზავნეს მახარობლად, |
Verse: b | კვლა ფრიდონის თავადთასა - | ნაომართა მათთა მთხრობლად: |
Verse: c | "მანდა მოვა, მოიმაღლებს | მზე მნათობთა მამაგრობლად, |
Verse: d და | ჩვენ, დამზრალნი, აქანამდის, | აწ გავხედით დაუზრობლად". |
Strophe: S1450/K1450 | ||
Verse: a | იგი მზე შესვეს კუბოსა, | იარეს გზა ზღვის პირისა, |
Verse: b | მიყმაწვილობდეს, უხარის | მათ გარდახდომა ჭირისა; |
Verse: c | მივიდეს, სადა ქვეყანა | იყო ნურადინ გმირისა, |
Verse: d და | მოეგებნიან, ისმოდის | ხმა სიმღერისა ხშირისა. |
Strophe: S1451/K1451 | ||
Verse: a | მუნ მიეგება ყოველი | ფრიდონის დიდებულები. |
Verse: b | ასმათი, სავსე ლხინითა, | ვის აღარ აჩნდა წყლულები, |
Verse: c | ნესტან-დარეჯანს მოეჭდო*, | რომ ვეღარ* გაჰხსნის ცულები, |
Verse: d და | აწ გაუსრულა ყოველი | მან მისი ნაერთგულები. |
Strophe: S1452/K1452 | ||
Verse: a | ნესტან-დარეჯან ეხვევის, | პირსა აკოცებს პირითა; |
Verse: b | უბრძანა: "ჩემო, ვაგლახ მე, | შენცა აგავსე ჭირითა, |
Verse: c | აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, | ვცან, მისი არ-სიძვირით-ა; |
Verse: d და | მე გულსა შენსა ეზომსა, | არ ვიცი, გარდვიხდი რითა!" |
Strophe: S1453/K1453 | ||
Verse: a | ასმათ ჰკადრა: "მადლი ღმერთსა, | ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი, |
Verse: b | ბოლოდ ასრე გააცხადნა | გონებამან დაფარულნი, |
Verse: c | სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, | ოდენ გნახენ* მხიარულნი". |
Verse: d და | სჯობან ყოვლთა მოყვარულთა | პატრონ-ყმანი მოყვარულნი. |
Strophe: S1454/K1454 | ||
Verse: a | დიდებულთა თაყვანის-სცეს, | მოახსენეს დიდი ქება: |
Verse: b | "რომე ღმერთმან გაგვახარნა, | კურთხეულ-ა მისი ღმრთება! |
Verse: c | ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, | აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, |
Verse: d და | წყლულსა, მისგან დაკოდილსა, | მასვე ძალ-უც განკურნება". |
Strophe: S1455/K1455 | ||
Verse: a | მოვიდეს და პირი ხელსა | დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს. |
Verse: b | მეფე ეტყვის: "ძმათა თქვენთა | თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს, |
Verse: c | იგი შვება საუკუნოს* | ცხადად პოვეს, არ იოცნეს, |
Verse: d და | ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ - | დიდებანი იასოცნეს. |
Strophe: S1456/K1456 | ||
Verse: a | თუცა მე მათი დახოცა | მტკივის და სატკივარია, |
Verse: b | მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი | მუნ დიდი საჩუქარია". |
Verse: c | ესე თქვა, ნელად ატირდა | და წვიმა თოვლსა არია, |
Verse: d და | ნარგისთათ* იძრვის ბორიო, | ვარდსა ზრავს, იანვარია. |
Strophe: S1457/K1457 | ||
Verse: a | მუნ ატირდეს ყველაკანი, | რა ტირილად იგი ნახეს, |
Verse: b | რაცა ვისცა დაჰკლებოდა, | მათ ტირილით, სულთქვმით ახეს; |
Verse: c | დადუმდეს და მოახსენეს: | "რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, |
Verse: d და | თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, | რასათვის-მცა ივაგლახეს!" |
Strophe: S1458/K1458 | ||
Verse: a | ვინ ღირს-ა თქვენსა ეგზომსა | ტირილსა, შეჭირვებასა! |
Verse: b | თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს | მიწათა ზედა რებასა". |
Verse: c | კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: | "ნურათ* იქმთ გამწარებასა, |
Verse: d და | ღმერთი-მცა მუქფად მოგიზღავს | ათასსა გახარებასა!" |
Strophe: S1459/K1459 | ||
Verse: a | ავთანდილცა მიუმტკივნა, | იტყვის დიდსა სიმძიმილსა; |
Verse: b | მათ შეასხეს ქება, უთხრეს: | "თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა, |
Verse: c | რათგან მიჰხვდა დაკარგული | ლომი მზესა წახდომილსა, |
Verse: d და | აღარა ვსტირთ სატირალსა, | აღარ დავსდებთ თვალთა მილსა". |
Strophe: S1460/K1460 | ||
Verse: a | მივიდეს, სადა ქალაქი | დიდი მულღაზანზარია; |
Verse: b | სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, | გახდა ზათქი და ზარია, |
Verse: c | დაბდაბისა და ქოსისა | ხმა ტურფად შენათხზარია, |
Verse: d და | მოიტყდეს მოქალაქენი, | დააგდეს მუნ ბაზარია. |
Strophe: S1461/K1461 | ||
Verse: a | შუკათათ* მოდგეს ვაჭარნი, | ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია; |
Verse: b | შორს უარებდეს სარანგნი, | ხელთა აქვს მათ აბჯარია; |
Verse: c | მოიჯრებოდეს ჯალაბნი, | სარანგთა დამსაჯარია, |
Verse: d და | მათად საჭვრეტლად მიშვება | მუნ მათგან ნააჯარია. |
Strophe: S1462/K1462 | ||
Verse: a | გარდახდეს ფრიდონისასა*, | სრა ნახეს მოსაწონები. |
Verse: b | გამოეგება მრავალი | ოქრო* სარტყლითა მონები, |
Verse: c | ფერხთა საფენლად ოქსინო | მართ მათგან არს ნაქონები, |
Verse: d და | თავსა აყრიდეს ოქროსა, | ხვეტს ჯარი მუნ ნარონები. |
Strophe: S1463/K1463 | ||
Verse: a | მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი | დაედგა თეთრ-ძოწეული, |
Verse: b | წითელ-ყვითლითა თვალითა | ზედა კეკლუცად ფრქვეული; |
Verse: c | ავთანდილისთვის - ყვითელი | და შავი ერთგან რეული; |
Verse: d და | მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი | ვცან მათი სულ-დალეული. |
Strophe: S1464/K1464 | ||
Verse: a | მგოსანნი* მოდგეს, ისმოდა | ხმა სიმღერისა ტკბილისა; |
Verse: b | ქორწილი ქმნეს და გამრავლდა | ძღვნობა ლარისა ლბილისა |
Verse: c | ფრიდონის პურად კარგისა, | არ მასპინძლისა წბილისა; |
Verse: d და | ნესტან-დარეჯანს უშვენის | ღიმილი, ჩენა კბილისა. |
Strophe: S1465/K1465 | ||
Verse: a | მოიღეს ძღვენი უსახო | ფრიდონის არ-ალქატისა, |
Verse: b | ცხრა მარგალიტი, სიდიდით | მართ ვითა კვერცხი ბატისა, |
Verse: c | კვლა ერთი თვალი, სამსგავსო | მზისა შუქ-მონამატისა, |
Verse: d და | მას წინა ღამით ძალ-ედვის | მხატვარსა ხატვა ხატისა. |
Strophe: S1466/K1466 | ||
Verse: a | კვლა უძღვნა თვითო ფარღული, | გარდასაყრელი ყელისა, |
Verse: b | მგრგვლად დათლილისა თვალისა, | იაგუნდისა მრთელისა; |
Verse: c | კვლა მოაქვს ერთი ტაბაკი, | მძლედ საჭირავი ხელისა, |
Verse: d და | ავთანდილისთვის ლომისა | ძღვენი ფრიდონის ქველისა. |
Strophe: S1467/K1467 | ||
Verse: a | იგი ტაბაკი სავსეა | მარგალიტითა სხვილითა. |
Verse: b | ავთანდილს უძღვნა ყველაი | არა სიტყვითა წბილითა. |
Verse: c | აივსო სახლი სტავრითა | და ოქსინოთა ლბილითა, |
Verse: d და | ტარიელ მადლი უბრძანა | ლაღმან სიტყვითა ტკბილითა. |
Strophe: S1468/K1468 | ||
Verse: a | ფრიდონისგან უსაზომო | ქორწილია დღესა რვასა; |
Verse: b | ყოვლთა დღეთა მიართმიდის | უფასოსა ძღვენსა მზასა; |
Verse: c | დღე და ღამე არ გასწყვედდის | ჩაღანა და ჩანგი ხმასა. |
Verse: d და | აჰა, მიჰხვდეს შესაფერნი | ყმა ქალსა და ქალი ყმასა. |
Strophe: S1469/K1469 | ||
Verse: a | ტარიელ ფრიდონს უბრძანა | დღე-ერთ სიტყვები გულისა: |
Verse: b | "არს გული თქვენი საჩემოდ | უფროსი ძმისა სრულისა, |
Verse: c | არ გემუქფების სიცოცხლე, | არცა მოცემა სულისა, |
Verse: d და | მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან | ჩემი წამალი წყლულისა. |
Strophe: S1470/K1470 | ||
Verse: a | ავთანდილისგან შენც იცი | ჩემთვის თავისა დადება, |
Verse: b | აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა | მოხმარებისა წადება: |
Verse: c | შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, | მან ქმნას ამისი ცხადება, |
Verse: d და | ვითა დამივსო სახმილი, | ეგრე მისიცა კმა დება. |
Strophe: S1471/K1471 | ||
Verse: a | უთხარ: "ძმაო, რა გარდიხდის | შენგან ჩემსა ჭირ-ნახულსა! |
Verse: b | ღმერთი მოგცემს წყალობასა, | მისგან ზეცით შესახულსა! |
Verse: c | თუ ვერა ვიქმ საწადელსა | შენსა, შენთვის გაზრახულსა, |
Verse: d და | არა ვნახავ სახლსა ჩემსა, | არ დარბაზსა, არცა ხულსა. |
Strophe: S1472/K1472 | ||
Verse: a | აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, | ანუ რათ მოგეხმარები? |
Verse: b | ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, | იყავ ჩემიცა მარები; |
Verse: c | ტკბილის სიტყვითა გავმართოთ | და ხრმლითა - საომარები: |
Verse: d და | თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, | მე ჩემსა არ ვექმარები". |
Strophe: S1473/K1473 | ||
Verse: a | რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს | ტარიას მოციქულობა, |
Verse: b | მას გაეცინნეს, გაღიმდა, | ჰშვენოდა მხიარულობა; |
Verse: c | თქვა, თუ: "მეშველი რად მინდა? | მჭირს არავისგან წყლულობა! |
Verse: d და | ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, | არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა. |
Strophe: S1474/K1474 | ||
Verse: a | ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის, | მორჭმული ღმრთისა ნებითა, |
Verse: b | საკრძალავი და უკადრი, | ლაღი, არვისგან ვნებით-ა, |
Verse: c | არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, | არცა გრძნეულთა გრძნებითა, |
Verse: d და | მას ზედა შველა რად მინდა? | რად მეჭვ რასაცა თნებითა? |
Strophe: S1475/K1475 | ||
Verse: a | რა მოვა ჩემთვის განგება, | ზეცით მოსრულნი ზენანი, |
Verse: b | ღმერთი იწადებს, მომივლენ | გულსა სახმილთა ლხენანი; |
Verse: c | მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა | მზისა ელვათა ფენანი, |
Verse: d და | უმისჟამისოდ ცუდია | ჩემგან მი და მო რბენანი. |
Strophe: S1476/K1476 | ||
Verse: a | მიდი და ჰკადრე ტარიელს | პასუხი, ჩემგან თხრობილი: |
Verse: b | "მადლი რად უნდა, მეფეო, | ხარ რაზომ გინდა ლმობილი? |
Verse: c | ვარ მუცლითგანვე დედისათ | თქვენად სამონოდ შობილი, |
Verse: d და | ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, | ვირ მეფე იყო ცნობილი. |
Strophe: S1477/K1477 | ||
Verse: a | გებრძანა: "შეყრა მწადიან | საყვარელისა შენიხა". |
Verse: b | ეგე არს მსგავსი გულისა | ლმობიერისა თქვენისა; |
Verse: c | მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს, | არცა სივრცელე ენისა, |
Verse: d და | მიჯობს მოლოდნა საქმისა | მის განგებისა ზენისა. |
Strophe: S1478/K1478 | ||
Verse: a | ესეა ჩემი საწადი | და ჩემი მოსანდომარე: |
Verse: b | ინდოეთს გნახო მორჭმული, | საჯდომთა ზედა მჯდომარე, |
Verse: c | გვერდსავე გიჯდეს მნათობი, | პირი ელვათა მკრთომარე, |
Verse: d და | მებრძოლნი თქვენნი მოგესრნენ, | არვინ ჩნდეს მუნ მეომარე. |
Strophe: S1479/K1479 | ||
Verse: a | რა გამისრულდენ ესენი | ჩემნი გულისა ნებანი, |
Verse: b | მაშინღა მივალ არაბეთს, | მომხვდენ მის მზისა ხლებანი; |
Verse: c | ოდესცა სწადდეს, დამივსნეს | ამა ცეცხლისა დებანი. |
Verse: d და | სხვა* თქვენგან არა არ მინდა, | მძულან ცუდნიღა* თნებანი". |
Strophe: S1480/K1480 | ||
Verse: a | რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს | ესე სიტყვანი ყმისანი, |
Verse: b | მან ბრძანა: "მაგას არა ვიქმ, | ამას არ უნდა მისანი! |
Verse: c | ვითა მან პოვნა მიზეზნი | ჩემისა სულთა დგმისანი, |
Verse: d და | ეგრევე მანცა სამისოდ | ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი! |
Strophe: S1481/K1481 | ||
Verse: a | მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ | სიტყვა ჩემგან არ-ნათნები: |
Verse: b | "მე შენისა გამზრდელისა | უნახავად არ დავდგები. |
Verse: c | ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს | მონა, მისგან საყვარლები, |
Verse: d და | ვითხოვ ხოლე შენდობასა, | ეგეთიღა* მოვბრუნდები". |
Strophe: S1482/K1482 | ||
Verse: a | ესე უთხარ: "ამის მეტსა | ჰმოციქულობ ნურას ნუო, |
Verse: b | ხვალე წასლვა არ დავშალო, | არცა საქმე გავათუო; |
Verse: c | მე არ მიზამს არაბთ მეფე, | რომე სიტყვა გავაცრუო, |
Verse: d და | ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, | შევეხვეწო, შევაგუო". |
Strophe: S1483/K1483 | ||
Verse: a | უამბო ფრიდონ ავთანდილს | ტარიას მოციქულობა: |
Verse: b | არ დადგებისო, ცუდია | შენგან ცდისაღა თქმულობა". |
Verse: c | მას დაუმძიმდა, მოედვა | კვლა გულსა კვამლ-ალმულობა. |
Verse: d და | ასრე ხამს რიდი მეფეთა, | ყმათაგან მოკრძალულობა! |
Strophe: S1484/K1484 | ||
Verse: a | ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით | ტარიას შესახვეწელად, |
Verse: b | ფერხთა ეხვევის, აკოცებს, | აღარ შეჰხედავს ზე წელად, |
Verse: c | ეტყვის: "კმა, რაცა შევსცოდე | როსტანს წლეულად მე წელად, |
Verse: d და | კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა | გამტეხლად, და-ცა-მლეწელად. |
Strophe: S1485/K1485 | ||
Verse: a | რასაცა ჰლამი, არ მოგცემს | მას ღმრთისა სამართალია, |
Verse: b | გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო | მე საქმე სამუხთალია! |
Verse: c | მე მისთვის ხელი ვით გავძრა, | ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია! |
Verse: d და | ვით მოიხმაროს მონამან | პატრონსა ზედა ხრმალია! |
Strophe: S1486/K1486 | ||
Verse: a | ეგე საქმე მე და ჩემსა | საყვარელსა შეგვამდურვებს, |
Verse: b | ვა* თუ გაწყრეს, გაგულისდეს, | კუშტი გულსა შეაურვებს, |
Verse: c | ამბავსაცა დამიძვირებს, | ჭვრეტისათვის მომასურვებს, |
Verse: d და | შენდობასა ხორციელი | კაცი ვერა დამიურვებს". |
Strophe: S1487/K1487 | ||
Verse: a | ტარიელ უთხრა სიცილით, | მან მზემან შუქ-ნაფენამან, |
Verse: b | ხელი მოჰკიდა ავთანდილს, | აჰმართა, ააყენა მან: |
Verse: c | "მიყოო კარგი ყველაი | მომართებამან შენამან, |
Verse: d და | მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს | ჩემმან შენითა ლხენამან. |
Strophe: S1488/K1488 | ||
Verse: a | დია მძულს მეტი მოყვრისა | შიში, კრძალვა და რიდობა, |
Verse: b | მძულს გაუწყვედლად კუშტობა | და სულ-მძიმობა, დიდობა; |
Verse: c | თუ მოყვარეა, გულისა | ქმნას ჩემკე მონაზიდობა, |
Verse: d და | თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, | დია სჯობს კიდის-კიდობა. |
Strophe: S1489/K1489 | ||
Verse: a | მე ვიცი გული საშენოდ | შენისა საყვარელისა, |
Verse: b | არ ეწყინების სტუმრობა | შენისა მე* შემყრელისა. |
Verse: c | რად-მცა რა ვჰკადრე მეფესა | თხრობა რასაცა ჭრელისა! |
Verse: d და | ოდენ ნახვისა მათისა | ნატრა მაქვს სანატრელისა. |
Strophe: S1490/K1490 | ||
Verse: a | ამას ოდენ მოვახსენებ | მუდარით და შეპოვნებით, |
Verse: b | რომე მოგცეს ქალი მისი | მან მისითა მოგონებით, |
Verse: c | რათგან ბოლო შეყრავეა, | სიშორესა ვით ეთნებით? |
Verse: d და | დააშვენეთ ერთმანერთი, | თავის-თავის ნუ დასჭნებით". |
Strophe: S1491/K1491 | ||
Verse: a | რა ავთანდილ ტარიასგან | ცნა, წასლვასა არ დაჰშლიდა, |
Verse: b | არა ჰკადრა შეცილება, | საუბარსა ზედა ჰრთვიდა; |
Verse: c | ფრიდონ კაცსა დარჩეულსა | სათანაოდ გარდასთვლიდა, |
Verse: d და | თანა წაჰყვა, განაღა-მცა | მათ თანავე გზასა ვლიდა. |
Strophe: S1492/K1492 | ||
Verse: a | ამ საქმესა დაფარულსა | ბრძენ დიონოს გააცხადებს: |
Verse: b | ღმერთი კარგსა მოავლინებს, | აწ* ბოროტსა არ დაჰბადებს, |
Verse: c | ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, | კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს, |
Verse: d და | თავსა მისსა უკეთესსა | უზადო-ჰყოფს, არ აზადებს. |
Strophe: S1493/K1493 | ||
Verse: a | ფრიდონისით გაემართნეს | იგი ლომნი, იგი მზენი, |
Verse: b | თანა მიჰყავს პირი მზისა, | ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი, |
Verse: c | ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო | დაწყობილი, დანათხზენი, |
Verse: d და | მუნ ბადახშსა აშვენებდეს | სინატიფე-სინაზენი. |
Strophe: S1494/K1494 | ||
Verse: a | იგი მზე უჯდა კუბოსა | და ეგრე არონინებდეს; |
Verse: b | მინადირობდეს, ნადირსა | მუნ სისხლსა დაადინებდეს; |
Verse: c | სადაცა დაჰხვდის ქვეყანა, | მჭვრეტელთა მოალხინებდეს, |
Verse: d და | მოეგებნიან, სძღვნობდიან, | აქებდეს, არ აგინებდეს. |
Strophe: S1495/K1495 | ||
Verse: a | მას ჰგვანდეს, თუ-მცა სამყაროს | მზე უჯდა შუა მთვარეთა; |
Verse: b | იარნეს დღენი მრავალნი | ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა*; |
Verse: c | შიგან მათ დიდთა მინდორთა, | ყოვლგნით კაც-მიუმხვდარეთა, |
Verse: d და | სად ყოფილიყო ტარიელ, | მიჰხვდეს მის კლდისა არეთა. |
Strophe: S1496/K1496 | ||
Verse: a | ტარიელ ბრძანა: "მე მმართებს | დღეს თქვენი მასპინძელობა; |
Verse: b | მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, | მჭირდა სადამდის ხელობა; |
Verse: c | მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, | მას უც ხორცისა ხმელობა, |
Verse: d და | მე რომე გიძღვნი ტურფათა, | აქოთ ლარისა ჭრელობა". |
Strophe: S1497/K1497 | ||
Verse: a | მივიდეს, შიგან გარდახდეს | ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა. |
Verse: b | ასმათს უც ხორცი ირმისა, | იქმს მასპინძლობა-კვეთასა. |
Verse: c | ამხანაგობდეს, ლაღობდეს | წასლვასა მათ საქმეთასა, |
Verse: d და | ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა | ლხინად ჭირისა დღეთასა. |
Strophe: S1498/K1498 | ||
Verse: a | მოიარეს ქვაბოვანი, | თამაშობდეს მხიარულნი, |
Verse: b | პოვნეს იგი საჭურჭლენი, | ტარიასგან დაბეჭდულნი, |
Verse: c | ვერცა ვისგან დანათვალნი, | ვერცა ვისგან შეგებულნი; |
Verse: d და | არ იტყვიან, თუ: არ გვაქვსო, | იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი. |
Strophe: S1499/K1499 | ||
Verse: a | უბოძა ტურფა მრავალი | მათ მათი შესადარები, |
Verse: b | კვლა ფრიდონისნი აავსნა, | სპა ჰყვა თუ სპასალარები. |
Verse: c | აივსო კაცი ყველაი, | მაშინ მათ თანა ნარები, |
Verse: d და | მაგრა ძეს რომე საჭურჭლე, | ჰგვანდა კაც-დაუკარები. |
Strophe: S1500/K1500 | ||
Verse: a | ფრიდონს უთხრა: "ვალი შენი | ჩემგან ძნელად გარდიხდების, |
Verse: b | მაგრა თქმულა: "კარგის მქმნელი | კაცი ბოლოდ არ წახდების"; |
Verse: c | აწ საჭურჭლე რაზომიცა | აქა ძეს და ან იდების, |
Verse: d და | შენი იყოს ყველაკაი, | შენ წაიღე, ვითა გხვდების". |
Strophe: S1501/K1501 | ||
Verse: a | ფრიდონ მდაბლად თაყვანის-სცა, | ჰკადრა მადლი მეტის-მეტი: |
Verse: b | "მე, მეფეო, რად გგონივარ | უჭკუო და აგრე რეტი? |
Verse: c | მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, | ვინ-მცა იყო ვითა კეტი, |
Verse: d და | ჩემი ლხინი მუნამდის-ა, | ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!" |
Strophe: S1502/K1502 | ||
Verse: a | ფრიდონ კაცნი დააბრუნნა | მოსასხმელად აქლემისად, |
Verse: b | სახლსა მისსა მისაღებლად | მის ყველასა საჭურჭლისად; |
Verse: c | აწ მუნითცა გაემართნეს | არაბეთით მივლად გზისად, |
Verse: d და | ავთანდილ-ა გალეული | შესაყრელად მთვარე მზისად. |
Strophe: S1503/K1503 | ||
Verse: a | მიჰხვდეს არაბთა საზღვარსა, | რა ვლეს მრავალი ხანები. |
Verse: b | დაჰხვდა სოფლები, ციხები, | ხშირ-ხშირად, თანის-თანები, |
Verse: c | მუნ შიგან მყოფსა ემოსა | ტანსა ლურჯი და მწვანები, |
Verse: d და | ავთანდილისთვის ყველაი | ცრემლითა არს ნაბანები. |
Strophe: S1504/K1504 | ||
Verse: a | ტარიელ კაცი გაგზავნა | წინაშე როსტან მეფესა, |
Verse: b | შესთვალა: "გკადრებ, მეფეო, | სურვილთა სიიეფესა; |
Verse: c | მე მოვალ, მეფე ინდოთა, | დარბაზსა თქვენსა სეფესა, |
Verse: d და | გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, | უფრჭვნელსა, მოუკრეფესა. |
Strophe: S1505/K1505 | ||
Verse: a | მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა | ნახვა მიწისა შენისა, |
Verse: b | ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, | შემოტევება ცხენისა; |
Verse: c | მე შენთა სპათა ვაჩვენე | ნიშანი რამე წყენისა, |
Verse: d და | დავხოცე მონა მრავალი, | მსახური სრისა თქვენისა. |
Strophe: S1506/K1506 | ||
Verse: a | აწ ამად მოვალ წინაშე, | დავყარენ ჩემნი გზანია, |
Verse: b | შემინდოთ, რაცა შეგცოდე, | ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია. |
Verse: c | ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ | ფრიდონ და მისნი სპანია, |
Verse: d და | ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ | მე თქვენთვის მომიტანია". |
Strophe: S1507/K1507 | ||
Verse: a | რა მიუვიდა მეფესა | მახარობელი ჟამისა, |
Verse: b | ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის | ენა ერთისა წამისა; |
Verse: c | თინათინს ღაწვთა ემატა | ელვა შუქისა სამისა, |
Verse: d და | ბროლსა და ლალსა აშვენებს | მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა. |
Strophe: S1508/K1508 | ||
Verse: a | ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა | სიცილი თქართქარებისა. |
Verse: b | ლაშქარნი რბოდეს მი და მო, | ქმნა სწადდა მათკე რებისა. |
Verse: c | დაიწყეს მოსხმა ცხენისა, | მოღება უნაგრებისა, |
Verse: d და | შესხდა სიმრავლე მოყმისა | მკლავ-ფიცხელ გულ-მაგრებისა. |
Strophe: S1509/K1509 | ||
Verse: a | მეფე შეჯდა, გაეგებნეს | თავადნი და სრულად სპანი. |
Verse: b | ვისცა ესმის, მოვიდიან | მას წინაშე სხვაგნით სხვანი. |
Verse: c | ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, | გაამაღლეს მათნი ხმანი, |
Verse: d და | თქვეს: "ბოროტსა უმყოფოო, | კეთილნია შენთვის მზანი!" |
Strophe: S1510/K1510 | ||
Verse: a | რა ერთმანერთი აუჩნდა | მიგებულ-მოსაგებავთა, |
Verse: b | ავთანდილ ეტყვის ტარიელს | სიტყვათა დანაზებავთა: |
Verse: c | "აგერა ჰხედავთ* მინდორთა, | მტვერითა შენაღებავთა? |
Verse: d და | ამად მედების სახმილი, | გულსა ეცხელა, ებავთა. |
Strophe: S1511/K1511 | ||
Verse: a | ისია ჩემი გამზრდელი | და თქვენდა მოგებებულა. |
Verse: b | იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, | გულსა სახმილი დებულა, |
Verse: c | ჩემად არაკად სულ-დგმული | კაცი არ გაწბილებულა, |
Verse: d და | რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, | ფრიდონ თქვენ თანა ხლებულა". |
Strophe: S1512/K1512 | ||
Verse: a | ტარიელ უთხრა: "კარგსა იქმ | შენ პატრონისა კრძალვასა. |
Verse: b | აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ, | იქმ-მცა უჩემოდ ხალვასა. |
Verse: c | მე მივალ, ვუთხრობ მეფესა | შენგან თავისა მალვასა, |
Verse: d და | ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო | მზესა მას, ტანად ალვასა". |
Strophe: S1513/K1513 | ||
Verse: a | მუნ დადგა ლომი ავთანდილ, | დაიდგა მცირე კარავი. |
Verse: b | ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, | იგია მჭვრეტთა მზარავი, |
Verse: c | მისთა წამწამთა ნიავი | ქრის, ვითა ქარი არავი, |
Verse: d და | წავიდა მეფე ინდოთა | მისრული, მიუპარავი. |
Strophe: S1514/K1514 | ||
Verse: a | ფრიდონ წაჰყვა. განაღამცა | გავლეს ველი დიდსა ხანსა, |
Verse: b | ცნა მეფემან, ტარიელ-ა, | მარტო მოვა, მოჰხრის ტანსა; |
Verse: c | გარდახდა და თაყვანის-სცა | მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა, |
Verse: d და | სდებს პატივსა ინდოთ მეფე | მართ მამისა შესაგვანსა. |
Strophe: S1515/K1515 | ||
Verse: a | ტარიელცა თაყვანის-სცა, | მივა კოცნად, სასალამოდ; |
Verse: b | მეფე ყელსა აკოცებდა | მართ ბაგისა დასაამოდ, |
Verse: c | გაკვირვებით ეუბნების, | არის მისგან სათამამოდ: |
Verse: d და | "შენ მზე ხარო, შენი გაყრა | არის დღისა შესაღამოდ". |
Strophe: S1516/K1516 | ||
Verse: a | გაეკვირვა მეფე მისსა | თვალადობა-სიტურფესა, |
Verse: b | პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, | უქებს მკლავთა სიალფესა; |
Verse: c | კვლა ფრიდონცა უსალამა, | თაყვანის-სცა მან მეფესა, |
Verse: d და | მას მეფესა, ავთანდილის | ნახვისათვის მოსწრაფესა. |
Strophe: S1517/K1517 | ||
Verse: a | მეფე ტარიას ქებასა | დაჰკრთების, დაეღონების. |
Verse: b | ტარიელ ეტყვის: "მეფეო, | აწ გული შენ გემონების; |
Verse: c | მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე | თქვენ ჩემი რად გეგონების! |
Verse: d და | რათგან ავთანდილ შენია, | სხვა რად ვინ მოგეწონების? |
Strophe: S1518/K1518 | ||
Verse: a | ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა | და დაყოვნება ხანისა! |
Verse: b | მოდი და დავსხდეთ, მეფეო, | ამოა კორდი მწვანისა, |
Verse: c | გკადრო მიზეზი მისისა | თქვენს წინა ვერ-მოტანისა, |
Verse: d და | ვიაჯ რასმე და აწ მმართებს | მოთხოვა მე ფარმანისა". |
Strophe: S1519/K1519 | ||
Verse: a | დასხდეხ მეფენი, მოადგა | გარე სიმრავლე რაზმისა. |
Verse: b | ტარიელს პირსა ციმციმი | ათქს, უნათლესი ბაზმისა; |
Verse: c | ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა | ყოფა-ქცევისა და ზმისა; |
Verse: d და | დაუწყო თხრობა მეფესა | სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა: |
Strophe: S1520/K1520 | ||
Verse: a | "მეფეო, თავი მემცრობის | მე მისად მოსახსენებლად, |
Verse: b | მაგრა მოსრული თქვენს წინა | ვარ შემომხვეწლად, მქენებლად; |
Verse: c | თვით იგი იაჯს, რომელი | ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად, |
Verse: d და | ვინ არის ჩემად სინათლედ | და ბნელთა გამათენებლად. |
Strophe: S1521/K1521 | ||
Verse: a | აწ ამას გკადრებთ ორნივე | ხვეწნით და შემუდარებით: |
Verse: b | ავთანდილ დამდვა წამალი | მისგან თავისა დარებით, |
Verse: c | დაჰვიწყდეს, რომე პატიჟნი | სჭირდეს ჩვენთავე დარებით; |
Verse: d და | არ გაწყენ, გრძელი ამბავი | არს ჩვენგან მიუმხვდარებით. |
Strophe: S1522/K1522 | ||
Verse: a | თქვენთა უყვარს ერთმანერთი, | ქალი მას და იგი ქალსა, |
Verse: b | მით ვიგონებ საბრალოსა, | მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა; |
Verse: c | მუხლ-მოყრილი გეაჯები, | ნუღარ აწვევ იმათ ალსა, |
Verse: d და | რომე მისცეთ ქალი თქვენი | მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა. |
Strophe: S1523/K1523 | ||
Verse: a | ამის მეტსა არას გკადრებ, | არ მოკლესა, არცა გრძელსა". |
Verse: b | ამოიღო ხელ-მანდილი, | მოინასკვა იგი ყელსა, |
Verse: c | ადგა, მუხლნი დაუყარნა, | ეაჯების ვითა მზრდელსა. |
Verse: d და | გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, | მის ამბვისა მომსმენელსა. |
Strophe: S1524/K1524 | ||
Verse: a | რა ტარიელ მუხლ-მოყრილი | ნახა, მეფე შეუზარდა, |
Verse: b | შორს უკუდგა, თაყვანის-სცა, | ქვე მიწამდის დაუვარდა, |
Verse: c | მოახსენა: "ხელმწიფეო, | ლხინი ყოვლი გამიქარდა, |
Verse: d და | თქვენმან აგრე სიმდაბლემან | ნახვა თქვენი ჩამადარდა. |
Strophe: S1525/K1525 | ||
Verse: a | ვით ეგების, რაცა გწადდეს, | რომე კაცი არ მოგთმინდეს, |
Verse: b | ანუ მშურდეს ქალი ჩემი, | საკლავად და ტყვედცა გინდეს; |
Verse: c | გებრძანამცა სახლით თქვენით, | ცრემლი არცა მაშინ მდინდეს; |
Verse: d და | სხვა მისებრი ვერა პოვოს, | ცათამდისცა* გა-ცა-ფრინდეს! |
Strophe: S1526/K1526 | ||
Verse: a | მე სიძესა ავთანდილის | უკეთესსა ვჰპოვებ ვერა; |
Verse: b | თვით მეფობა ქალსა ჩემსა | მივეც, აქვს და მას ეფერა; |
Verse: c | ვარდი ახლად იფურჭვნების, | მე ყვავილი დამებერა, |
Verse: d და | რად-მცა ვჰკადრე შეცილება, | რასცა ოდენ იგი სჯერა! |
Strophe: S1527/K1527 | ||
Verse: a | თუ შეგერთო ერთი მონა, | თქვენთვის არცა მაშინ მშურდა. |
Verse: b | ვინ-მცა გკადრა შეცილება, | უშმაგო-მცა ვით მოგმდურდა! |
Verse: c | თუ ავთანდილ არ მიყვარდა, | ასრე მისთვის რად მომსურდა? |
Verse: d და | დია, ღმერთო, წინაშე ვარ, | ესე ჩემგან დადასტურდა". |
Strophe: S1528/K1528 | ||
Verse: a | რა ტარიელ მეფისაგან | ესე სიტყვა მოისმინა, |
Verse: b | დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, | პირსა ზედა დაეფინა. |
Verse: c | კვლა მეფემან თაყვანის-სცა, | წამო-რე-ვლო, წადგა წინა, |
Verse: d და | ერთმანერთი მოიმადლეს, | მათ ერთსაცა არ ეწყინა. |
Strophe: S1529/K1529 | ||
Verse: a | ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის | მახარობლად გაექანა, |
Verse: b | ესდენ დიდი სიხარული | გაეხარნეს მასცა განა! |
Verse: c | წავიდა და წამოუძღვა, | მოიყვანა, მოჰყვა თანა, |
Verse: d და | მაგრა ირცხვის მეფისაგან, | შუქი ბნელად მოევანა. |
Strophe: S1530/K1530 | ||
Verse: a | მეფე ადგა, მოეგება; | ყმა გარდახდა, რა მივიდა; |
Verse: b | ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი, | პირსა მითა იფარვიდა. |
Verse: c | მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, | ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა, |
Verse: d და | მაგრა მისსა შვენებასა | რა-მცა ვითა დაჰფარვიდა?! |
Strophe: S1531/K1531 | ||
Verse: a | მეფე კოცნასა ჰლამოდა, | აღარა ცრემლნი სდენიან; |
Verse: b | ავთანდილ ფერხთა ეხვევის, | შუქნი ქვე დაუფენიან; |
Verse: c | უბრძანა: "ადეგ, ნუ ირცხვი, | შენ ზნენი გამოგჩენიან; |
Verse: d და | რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, | ჩემგან ნუღარა* გრცხვენიან!" |
Strophe: S1532/K1532 | ||
Verse: a | მოეხვია, გარდუკოცნა | მან პირისა არე-მარე: |
Verse: b | "დამივსეო ცეცხლი ცხელი, | მაგრა წყალი არე, მარე; |
Verse: c | ვინ გიშერი დააჯოგა | და წამწამი არემა-რე, |
Verse: d და | გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, | თავი მისკე არე, მარე". |
Strophe: S1533/K1533 | ||
Verse: a | მეფე ყელსა ეხვეოდა | მას ლომსა და ვითა გმირსა, |
Verse: b | ახლოს უზის, ეუბნების, | აკოცებს და უჭვრეტს პირსა; |
Verse: c | იგი მზე და ხელმწიფობა | ასრე მიჰხვდა, ვითა ღირს-ა. |
Verse: d და | მაშინღაა ლხინი ამო, | რა გარდიხდის კაცი ჭირსა. |
Strophe: S1534/K1534 | ||
Verse: a | ყმა მეფესა მოახსენებს: | "მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ! |
Verse: b | რად არ გინდა ნახვა მზისა, | ანუ რადღა აგვიანებ? |
Verse: c | მიეგებვი მხიარული, | სახლსა თქვენსა მოიყვანებ, |
Verse: d და | შემოიმოს შუქთა მისთა, | ნათლად გარე მოივანებ". |
Strophe: S1535/K1535 | ||
Verse: a | ტარიელსცა მოახსენა. | შესხდეს, ქალსა მიეგებნეს, |
Verse: b | მათ სამთავე გოლიათთა | მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს, |
Verse: c | მიჰხვდეს მათსა საწადელსა, | იგი პოვეს, რაცა ძებნეს, |
Verse: d და | ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, | არა ცუდად წელთა ებნეს. |
Strophe: S1536/K1536 | ||
Verse: a | მეფემან ქალს უსალამა, | მან შორით გარდახდომილმან. |
Verse: b | დაუყვნა თვალნი ელვამან, | მისთა ღაწვთაგან კრთომილმან; |
Verse: c | გამოეგება, აკოცა | კუბოსა შიგან ჯდომილმან, |
Verse: d და | დაუწყო ქება მეფემან, | თვით ვერას ვერ-მიხდომილმან*. |
Strophe: S1537/K1537 | ||
Verse: a | ეტყვის: "მზეო, ვითა გაქო, | ნათელო და დარიანო! |
Verse: b | შენთვის ხელნი გონებანი | არა ცუდად არიანო, |
Verse: c | მზიანო და მთვარიანო, | ეტლად რაო და რიანო, |
Verse: d და | თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, | არ ვარდნო და არ იანო". |
Strophe: S1538/K1538 | ||
Verse: a | გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი | მისთა ელვათა ფენასა; |
Verse: b | ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა | თვალნი ნათლისა ჩენასა; |
Verse: c | მისგან დამწვარნი მისცნიან | გულნი ჭვრეტითა ლხენასა, |
Verse: d და | სითცა გამოჩნდის, იქმოდეს | ჯარნი მუნითკე რბენასა. |
Strophe: S1539/K1539 | ||
Verse: a | შინა წავიდეს ყოველნი, | შესხდეს თავისა დარებად, |
Verse: b | ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი | მის მზისა დასადარებად, |
Verse: c | არ მიიხდომის* სიტურფე, | არს მათგან მიუმხვდარებად, |
Verse: d და | ადრე მივიდეს მეფისა | სახლად საყოფად, არებად. |
Strophe: S1540/K1540 | ||
Verse: a | შევიდეს, ნახეს თინათინ, | მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა; |
Verse: b | სკიპტროსან-გვირგვინოსანსა | ჰშვენოდა ცმა პორფირისა, |
Verse: c | მისრულთა* პირსა შეადგა | ელვა მისისა პირისა; |
Verse: d და | შევიდა მეფე ინდოთა, | იგი მზე, მსგავსი გმირისა. |
Strophe: S1541/K1541 | ||
Verse: a | ტარიელ და ცოლმან მისმან | ქალსა მდაბლად უსალამეს, |
Verse: b | მოეგება*, აკოცეს და | საუბარი დააამეს, |
Verse: c | იგი სახლი გაანათლეს, | არ ნათელი შეაღამეს, |
Verse: d და | ბროლ-ბადახში გააღაწვეს | და გიშერი აწამწამეს. |
Strophe: S1542/K1542 | ||
Verse: a | თინათინ ზედა აწვივნა | ტახტსა მეფეთა ზეთასა, |
Verse: b | ტარიელ უთხრა: "შენ დაჯე, | სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა, |
Verse: c | დღეს ტახტი შენი შენ გმართებს | მეტად ყოველთა დღეთასა, |
Verse: d და | მე ლომი ლომთა დაგისვა | გვერდსა შენ, მზესა მზეთასა". |
Strophe: S1543/K1543 | ||
Verse: a | ორთავე ხელი მოჰკიდეს | და დასვეს ტახტსა თავისსა, |
Verse: b | გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, | სურვილსა მოეკლა ვისსა; |
Verse: c | უნახავსა და ნახულსა | სჯობს ყოვლსა სანახავისსა, |
Verse: d და | ნუ ეჭვ მიჯნურთა მათებრთა | ნუცა თუ რამინს და ვისსა. |
Strophe: S1544/K1544 | ||
Verse: a | ქალსა შესწბა, გაუკვირდა | ავთანდილის გვერდსა ჯდომა, |
Verse: b | ფერი ჰკრთა და გაუფიცხა | შე და გამო გულმან კრთომა. |
Verse: c | მეფე ეტყვის: "შვილო, ჩემგან | გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა, |
Verse: d და | ბრძენთა უთქვამს სიყვარული, | ბოლოდ მისი არ-წახდომა". |
Strophe: S1545/K1545 | ||
Verse: a | აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს | ათას წელ დღეთა გრძელობა, |
Verse: b | სვე-სვიანობა, დიდობა, | კვლა ჭირთა გარდუხდელობა! |
Verse: c | ცა-მცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების | თვით მისებრ შეუცვლელობა! |
Verse: d და | თქვენით ხელითა მეღირსოს | მიწათა შემომყრელობა!" |
Strophe: S1546/K1546 | ||
Verse: a | მართ მეფემან სპათა ბრძანა | ავთანდილის თაყვანება: |
Verse: b | "ესეაო მეფე თქვენი, | ასრე იქმნა ღმრთისა ნება, |
Verse: c | დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, | მე - სიბერე ვითა სნება, |
Verse: d და | ჩემად სწორად ჰმსახურებდით, | დაიჭირეთ ჩემი მცნება!" |
Strophe: S1547/K1547 | ||
Verse: a | ლაშქარნი და დიდებულნი | დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს, |
Verse: b | მოახსენეს: "მიწად ვექმნნეთ, | ვინცა მიწად მიგვიყვანნეს, |
Verse: c | მორჩილ-ქმნილნი დაგვადიდნეს, | ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს, |
Verse: d და | მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, | გულნი ჩვენნი აგულვანნეს". |
Strophe: S1548/K1548 | ||
Verse: a | ტარიელცა უთხრა ქებით | იმედისა გათავება; |
Verse: b | ქალსა ეტყვის: "შემიყრიხართ, | აღარა გწვავს ცეცხლთა დება, |
Verse: c | ქმარი შენი ძმაა ჩემი, | მწადს ეგრევე შენი* დება, |
Verse: d და | ორგულთა და შემცილეთა | თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება". |
Strophe: S1549/K1549 | ||
Verse: a | მას დღე ავთანდილ პატრონად | ზის და ხელმწიფე ზენია, |
Verse: b | მას თანა მჯდომსა ტარიელს | ჰშვენიან სინაზენია; |
Verse: c | ნესტანჯარ* ახლავს თინათინს, | ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია, |
Verse: d და | ჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად, | შეყრილან ოთხნი მზენია. |
Strophe: S1550/K1550 | ||
Verse: a | დაიწყეს მორთმა პურისა | ლაშქართა მის მესავსისა*, |
Verse: b | ზროხა და ცხვარი დაკლული | არს უმრავლესი მხავსისა, |
Verse: c | შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, | მათისა შესამსგავსისა, |
Verse: d და | მათ ყოვლთა შუქი ანათობს | პირისა მზისა მსგავსისა. |
Strophe: S1551/K1551 | ||
Verse: a | იაგუნდისა ჯამები | იყვის, ლალისა ჭიქები, |
Verse: b | კვლა უცხოფერთა ჭურჭელთა | სხდის უცხო-უცხო სიქები. |
Verse: c | მის ქორწილისა მაქები | კაცი ბრძენთაგან იქები, |
Verse: d და | მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: | "ნუ აეხსნები, იქ ები!" |
Strophe: S1552/K1552 | ||
Verse: a | მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, | ისმოდის ხმა წინწილისა; |
Verse: b | შეყრით ძეს გორი ოქროსა | და ბადახშისა თლილისა; |
Verse: c | მსმელთათვის წყარო ღვინისა | ასგან დის, მსგავსი მილისა, |
Verse: d და | ბინდით ცისკრამდის სმა იყო, | გარდახდა ჟამი დილისა. |
Strophe: S1553/K1553 | ||
Verse: a | არა დარჩა უსაბოძვრო | არ კოჭლი და არ საპყარი; |
Verse: b | მოდიოდა მარგალიტი | მოფანტული, მონაყარი; |
Verse: c | გაბედითდა წასაღებლად | ატლასი და ოქრო მყარი. |
Verse: d და | სამ დღე იყო ინდოთ მეფე | ავთანდილის ვით მაყარი. |
Strophe: S1554/K1554 | ||
Verse: a | ხვალისა მეფე არაბთა | კვლა პურობს, არ ღაფალია; |
Verse: b | ტარიელს უთხრა: "შენი მზე | საჭვრეტლად სატურფალია. |
Verse: c | მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა | და ეგე დედოფალია; |
Verse: d და | ხამს, ყურსა* გვეგდოს | საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია. |
Strophe: S1555/K1555 | ||
Verse: a | აწ, მეფეო, არ ეგების | ჩვენი სხდომა თქვენად სწორად". |
Verse: b | სახელმწიფო საჯდომი და | სხვა დაუდგა ტახტი შორად. |
Verse: c | ქვემოთ დასხნა ავთანდილ და | ცოლი მისი მათად სწორად. |
Verse: d და | პირველ ძღვენი ტარიასთვის | მოიღიან, იდვის გორად. |
Strophe: S1556/K1556 | ||
Verse: a | არაბთა მეფე მასპინძლობს, | იქმს ოდენ არიფობასა, |
Verse: b | ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ, | არ იხმობს ხელმწიფობასა, |
Verse: c | გასცემს და უქებს ყველაი | უხვობა-იეფობასა, |
Verse: d და | ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს, | ჩვეული თვით* მეფობასა. |
Strophe: S1557/K1557 | ||
Verse: a | მეფესა ქმრითურთ პატივი | ჰქონდა ინდოთა ქალისა, |
Verse: b | სიყვარული და ჩუქება, | ვით სიძისა და სძალისა; |
Verse: c | რომე სძღვნა, არა ეგების | თქმა არცა ნაათალისა, - |
Verse: d და | თვითო სკიპტრა და პორფირი | და გვირგვინები თვალისა. |
Strophe: S1558/K1558 | ||
Verse: a | კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე, | მსგავსი მათისა ბედისა, |
Verse: b | ათასი თვალი, ნაშობი | რომანულისა დედისა, |
Verse: c | კვლა მარგალიტი ათასი, | მართ ვითა კვერცხი ტრედისა, |
Verse: d და | ათასი ცხენი ტაიჭი, | სიდიდით მსგავსი ქედისა. |
Strophe: S1559/K1559 | ||
Verse: a | ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი | მარგალიტი თავ-შედგმული, |
Verse: b | ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა* | უნაგრითა შეკაზმული. |
Verse: c | ინდოთ მეფე თაყვანსა* სცემს | ლაღი, ბრძენი, არ მახმული, |
Verse: d და | მადლი ჰკადრა ფხიზელურად, | თუცა იყო ღვინო-სმული. |
Strophe: S1560/K1560 | ||
Verse: a | რას ვაგრძელებდე? გარდახდეს | დღენი ერთისა თვისანი. |
Verse: b | თამაშობდიან, არ იყვნეს | ყოლა გაყრანი სმისანი. |
Verse: c | ტარიელს სძღვნიან უცხონი | თვალნი ლალისა ქვისანი, |
Verse: d და | ათ ყოვლთა მათნი ელვანი | ჰფარვენ მართ ვითა მზისანი. |
Strophe: S1561/K1561 | ||
Verse: a | ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და | იყვის ფიფქისა მოველად, |
Verse: b | ავთანდილ როსტანს წინაშე | გაგზავნა დასათხოველად, |
Verse: c | შესთვალა: "შენი სიახლე | კმა ჩემად ლხინად ყოველად, |
Verse: d და | მტერთა აქვს ჩემი სამეფო, | ვიცი მუნ შიგან მძოველად. |
Strophe: S1562/K1562 | ||
Verse: a | უცებნი მოსრნის მცოდნელთა | ცოდნამან, ხელოვნებამან. |
Verse: b | ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა | ჩემმან რასაცა ვნებამან; |
Verse: c | წავიდე, ავი არ მიყოს | მე აქა დაყოვნებამან, |
Verse: d და | ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, | ინებოს ღმრთისა ნებამან". |
Strophe: S1563/K1563 | ||
Verse: a | როსტევან ჰკადრა: "მეფეო, | რად ხართ რასაცა რიდითა? |
Verse: b | რაცა გიჯობდეს, იქმოდით*, | გასჭვრეტდით, გაიცდიდითა, |
Verse: c | ავთანდილ თანა წამოგყვეს, | წადით ლაშქრითა დიდითა, |
Verse: d და | თქვენთა მტერთა და ორგულთა | დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა". |
Strophe: S1564/K1564 | ||
Verse: a | ავთანდილ უთხრა ტარიელს | ესე სიტყვები ორები. |
Verse: b | მან უთხრა: "აგრე* ნუ უბნობ, | შეცევ ბროლისა ყორები, |
Verse: c | ახალ შერთულსა მთვარესა, | მზეო, ვით მოეშორები?" |
Verse: d და | ავთანდილ უთხრა: "მაგითა | შენგან არ მოვიღორები". |
Strophe: S1565/K1565 | ||
Verse: a | არ დია გინდა დამაგდო, | წახვიდე ჩემად მზრახავად! |
Verse: b | "ცოლი უყვარსო, გამწირა", | იყო ამიხად მსახავად; |
Verse: c | მე დავრჩე შენი გაყრილი | თავისა მევაგლახავად? |
Verse: d და | კაცსა მოყვრისა გაწირვა, | ახ, მოუხდების, ახ, ავად!" |
Strophe: S1566/K1566 | ||
Verse: a | ტარიელს უგავს სიცილი | ბროლისა ვარდთა ფრქვევასა; |
Verse: b | უბრძანა: "ვიტყვი უშენოდ | შენისა უფრო მე ვასა; |
Verse: c | რათგან გწადიან, წამომყევ, | დამწამებ ნურას თნევასა". |
Verse: d და | ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა | ყოვლგნით მის თანა წვევასა. |
Strophe: S1567/K1567 | ||
Verse: a | შეყარნა სპანი არაბეთს, | აღარა ხანსა ზმულია, |
Verse: b | კაცი ოთხმოცი ათასი, | ყველაი დაკაზმულია. |
Verse: c | კაცსა და ცხენსა ემოსა | აბჯარი ხვარაზმულია. |
Verse: d და | არაბთა მეფე მათითა | გაყრითა ნავღელ-ჭმულია. |
Strophe: S1568/K1568 | ||
Verse: a | ერთმანერთისა გაყრილნი | ქალნი ორნივე, დობილნი, |
Verse: b | ერთმანერთისა დად-ფიცნი, | სიტყვისა გამონდობილნი, |
Verse: c | მკერდითა მკერდსა შეკრულნი, | ყელითა გარდაჭდობილნი, |
Verse: d და | ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა | გულნი-მცა ესხნეს წთობილნი*. |
Strophe: S1569/K1569 | ||
Verse: a | მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა | რა თანა-შეესწოროსა, |
Verse: b | ორნივე სწორად ნათობენ, | მოჰშორდეს, მოეშოროსა; |
Verse: c | არა თუ იგი მოჰშორდეს, | მართ ცამან მოაშოროსა, |
Verse: d და | მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან | ხამს, თავი იქედგოროსა. |
Strophe: S1570/K1570 | ||
Verse: a | მათთავე სახედ, რომელსა | ესენი დაუბადიან, |
Verse: b | იგივე გაჰყრის, სიშორე | არა თუ ნებით სწადიან, |
Verse: c | ვარდსა სწებვენ და აპობენ, | ტირან და ცრემლნი ჩასდიან. |
Verse: d და | მათთა გამყრელთა ყოველთა | სიცოცხლე არ იქადიან. |
Strophe: S1571/K1571 | ||
Verse: a | ნესტან-დარეჯან თქვა: "ნეტა-მც | ყოლა არ შეგემცნებოდი*, - |
Verse: b | მზისა გამყრელი გაყრითა | აწ ასრე არ დავდნებოდი*. |
Verse: c | ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, | წიგნითა მეუბნებოდი, |
Verse: d და | ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, | აგრევ შენ ჩემთვის ჭნებოდი*". |
Strophe: S1572/K1572 | ||
Verse: a | თინათინ უთხრა: "ჰე მზეო, | შენთა მჭვრეტელთა ლხინებო, |
Verse: b | რად-მცა გაგწირე, თუ ვითა | გაყრასა მოვითმინებო! |
Verse: c | ღმრთისაგან დღეთა თხოვისა | ნაცვლად სიკვდილი ვინებო, |
Verse: d და | აგრემცა მივი, რაზომსა | ცრემლსა მე* დავიდინებო!" |
Strophe: S1573/K1573 | ||
Verse: a | კვლა აკოცეს ერთმანერთსა, | გაიყარნეს იგი ქალნი; |
Verse: b | ქვე დამდგომმან წამავალსა | ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი; |
Verse: c | იგი იჭვრეტს უკუღმავე, | ედებოდეს ამით ალნი. |
Verse: d და | რომე მწადდეს, ვერ დავწერენ | მე სიტყვანი ნაათალნი. |
Strophe: S1574/K1574 | ||
Verse: a | როსტან მათითა გაყრითა | ხელთაგან უფრო ხელდების, |
Verse: b | ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, | არ სულთქმა უერთხელდების, |
Verse: c | ცხელი სდის წყარო ცრემლისა, | მართ ვითა ქვაბი ცხელდების; |
Verse: d და | ტარიელ არის დაღრეჯით, | ფიფქი ნასდების, თხელდების. |
Strophe: S1575/K1575 | ||
Verse: a | ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს | მეფე ხვევნით და კოცებით; |
Verse: b | იტყვის, თუ: "თქვენი სიახლე | მიჩს აქამდისცა ოცებით; |
Verse: c | რათგან მოგშორდი, დავრჩები | პატიჟთა გაასოცებით, |
Verse: d და | შენგან მოგვეცა სიცოცხლე | შენგანვე დავიხოცებით". |
Strophe: S1576/K1576 | ||
Verse: a | ტარიელ შეჯდა, მეფისა | გამყრელი, გამომსალამე; |
Verse: b | სრულად ლაშქართა სდიოდა | ცრემლი, მინდორთა სალამე: |
Verse: c | "მზე შენ გლამისო საომრად | და თავი შენ მას ალამე". |
Verse: d და | უბრძანა: "თქვენთვის მტირალსა | ყოლ არად მიჩნდეს სალა მე!" |
Strophe: S1577/K1577 | ||
Verse: a | გაემართნეს და წავიდეს | დია სპითა და ბარგითა |
Verse: b | ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ | თავითა მეტად კარგითა, |
Verse: c | კაცი ოთხმოცი ათასი | ჰყვა ცხენებითა ვარგითა, |
Verse: d და | მივლენ სამნივე გულითა | ერთმანერთისა მარგითა. |
Strophe: S1578/K1578 | ||
Verse: a | სამ თვე ვლეს, - ღმერთმან მათებრი | სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა! |
Verse: b | მოეგებნიან, მტერობა | ვერავინ დაიქადოსა! |
Verse: c | მინდორსა შიგან სადილად | გარდახდეს უდილადოსა, |
Verse: d და | ვითა ჰმართებდა, პურობდეს, | ღვინოსა სმიდეს, არ დოსა. |
Strophe: S1579/K1579 | ||
Verse: a | ქედსა ზედა გარდმოადგა | მეტად დიდი ქარავანი, |
Verse: b | კაცები და სახედრები | ერთობ იყო შაოსანი; |
Verse: c | გარეშემო მოეკვეცნეს | უკანამო დალალანი; |
Verse: d და | მეფე ბრძანებს: "მოასხითო, | ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი". |
Strophe: S1580/K1580 | ||
Verse: a | მოასხნეს იგი ვაჭარნი | და მათი უხუცესია; |
Verse: b | უბრძანა: "ვინ ხართ, შავითა | რად ტანი შეგიგლესია?" |
Verse: c | მათ მოახსენეს: "სით მოვალთ, | მუნ ასრე დანაწესია, |
Verse: d და | ინდოეთს მისრით მოსრულთა | გვივლია გზა უგრძესია". |
Strophe: S1581/K1581 | ||
Verse: a | გაეხარნეს მათ ვაჭართა | ინდოეთით მომავლობა, |
Verse: b | მაგრა თავი უმეცარ ყვეს, | არა მისცეს ყოლა გრძნობა; |
Verse: c | უცხოურად ეუბნების, | მათ ვერა ქმნეს მათი ცნობა, |
Verse: d და | არ ესმოდა ინდოური, | არაბულად ყვეს უბნობა. |
Strophe: S1582/K1582 | ||
Verse: a | უბრძანეს: "გვითხართ, ვაჭარნო, | ამბავი ინდოეთისა". |
Verse: b | მათ ჰკადრეს: "ზეცით მოსრულა | ინდოეთს რისხვა ზეცისა; |
Verse: c | დიდსა და წვრილსა ყველასა | ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა, |
Verse: d და | მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა | ცნობა აქვს ვითა შეთისა". |
Strophe: S1583/K1583 | ||
Verse: a | თვით მათვე მათსა ამბავსა | უამბობს, არის წყლიანი: |
Verse: b | "ფარსადან, მეფე ინდოთა, | იყო ხელმწიფე სვიანი, |
Verse: c | მას ესვა ქალი მნათობი, | მზისაცა უფრო მზიანი, |
Verse: d და | კბილ-მარგალიტი, ტან-ალვა, | ღაწვ-ბადახშ, ყორან-თმიანი. |
Strophe: S1584/K1584 | ||
Verse: a | მას ქალსა და ამირბარსა | ერთმანერთი შეუყვარდა. |
Verse: b | ამირბარმან სიძე მოკლა, | ხმა მეფესა დაუვარდა; |
Verse: c | იგი ქალი პატარაი | მამიდასა გაეზარდა, |
Verse: d და | ბუქთა მისგან მონაქროლთა | ინდოეთი გარდაქარდა. |
Strophe: S1585/K1585 | ||
Verse: a | მამიდაი ქაჯი იყო, | გრძნეულობა იცის კარგა, |
Verse: b | მით შემართა საშინელი, | მზე ხმელეთსა დაუკარგა; |
Verse: c | თვითცა მოკვდა უბედური, | მართ საცოცხლოდ არად ვარგა; |
Verse: d და | იგი ქალი დაიკარგა, | ალვა მორჩი სხვაგან დარგა. |
Strophe: S1586/K1586 | ||
Verse: a | ცნა ამირბარმან წავიდა | ლომი მის მზისა მძებნელად, |
Verse: b | იგიცა წახდა, ინდოეთს | გახდა მთვარე და მზე ბნელად; |
Verse: c | ორნივე გადაიკარგნეს, | მათიღა პოვნა არს ძნელად; |
Verse: d და | მეფემან ბრძანა: "ჰე ღმერთო, | რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?" |
Strophe: S1587/K1587 | ||
Verse: a | მეფე გაშმაგდა მათისა | უღონო-ქმნილი ძებნისა; |
Verse: b | ვად შეიცვალა ინდოეთს | ხმა წინწილისა, ებნისა; |
Verse: c | ცოტასა ხანსა გა-ვე-ძლო | დება სახმილთა გზნებისა, |
Verse: d და | აწ თვითცა მოკვდა, შეიქმნა | ბოლო სრვისა და ტკებნისა". |
Strophe: S1588/K1588 | ||
Verse: a | რა ვაჭარმან ესე სიტყვა | თქვა, საქმენი გააკვლადნა, |
Verse: b | ქალმან დიდნი დაიკივლნა, | ფიცხლა თავსა მოიხადნა; |
Verse: c | ტარიელცა დაიზახნა, | დაფარულნი გააცხადნა; |
Verse: d და | ნარგისთაგან ნაწვიმარი | ღვარი ადგა, თოვლი გადნა. |
Strophe: S1589/K1589 | ||
Verse: a | მომკალ, ქალსა თავ-შიშველსა | თუ მზე ვითა ეურჩოსა! |
Verse: b | სული ვარდსა დავამსგავსე, | თავ-მოხდილი - ყაყაჩოსა. |
Verse: c | თუ ბრძენიცა მაქებარი | მისი იხმობს ვირებრ "ჩოსა", |
Verse: d და | ჰგავს, თუ ტყუბი მარგალიტი | ზის ბროლისა ხარხაჩოსა. |
Strophe: S1590/K1590 | ||
Verse: a | ქალი საბრალოდ მამასა | სტირს, ბულბულისა მსგავსია, |
Verse: b | თმა გაიგლიჯა, გაყარა, | ღაწვი ცრემლითა ავსია, |
Verse: c | ვარდი შექმნილა ზაფრანად, | ლალი მართ ვითა ხავსია, |
Verse: d და | მზესა ღრუბელი ეფარვის, | ამად ნათელი დავსია. |
Strophe: S1591/K1591 | ||
Verse: a | იხოჭს და იგლეჯს, ზახილით | ტირს სიტყვა-ხაფი უარე; |
Verse: b | სისხლი და ცრემლი თვალთაგან | ჩამოსდის გარე უარე: |
Verse: c | "მოვკვე, მამაო, მე შენთვის | შვილი ყოველთა უარე, |
Verse: d და | ვერა გმსახურე ასულეან, | ვერცა რა შეგაგუარე. |
Strophe: S1592/K1592 | ||
Verse: a | ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო, | ნათელო თვალთა ჩემთაო, |
Verse: b | ჩემთა რა გაცნევს ამბავთა, | გულისა მონაცემთაო! |
Verse: c | მზეო, რადღა გაქვს სინათლე, | რადღა ანათობ თემთაო? |
Verse: d და | რად არ დაიქეც, ქვეყანავ, | რადღა ჰმართიხარ ზე, მთაო?" |
Strophe: S1593/K1593 | ||
Verse: a | ტარიელ მოთქვამს: "გამზრდელო, | ჰა, ჰა, რა საქმე მსმენია! |
Verse: b | მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს, | რად არა დაუჩენია?! |
Verse: c | მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა, | სოფელი აღარ შენია, |
Verse: d და | ღმერთსა მიჰმადლე, შემინდევ, | რაცა შენ ჩემგან გწყენია". |
Strophe: S1594/K1594 | ||
Verse: a | კვლა უბრძანებდეს: "გვიამბეთ | ამბავი დანარჩომია". |
Verse: b | მათ მოახსენეს: "პატრონო, | ინდოეთს დიდი ომია, |
Verse: c | მოსულა ხატათ ლაშქარი, | ქალაქსა შემოსდგომია, |
Verse: d და | რამაზ არს ვინმე ხელმწიფე, | მათად პატრონად მჯდომია. |
Strophe: S1595/K1595 | ||
Verse: a | "ჯერთ დედოფალი ცოცხალ-ა, | მკვდართაგან უფრო მკვდარია, |
Verse: b | იბრძვის ინდოთა ლაშქარი, | თუც იმედ-გარდამწყდარია, |
Verse: c | გარეთ ციხენი წაუხვმან, | ყველაი გარდამხდარია, |
Verse: d და | მზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, | ჰაი, რა ავი დარია! |
Strophe: S1596/K1596 | ||
Verse: a | მუნა მყოფსა ყველაკასა | შეეკერა, ჩვენცა, შავი; |
Verse: b | რამაზს წინა გამოვედით, | მისრულად ვთქვით ჩვენი თავი. |
Verse: c | მეფე ჩვენი დიდი არის, | მათ ეწადა მისი ზავი, |
Verse: d და | გამოგვიშვა, წამოვედით, | არა გვიყო ყოლა ავი". |
Strophe: S1597/K1597 | ||
Verse: a | რა ტარიელს ესე ესმა, | მეტად ფიცხლად აიყარა, |
Verse: b | ეჯი სამ დღე წასავალი | ერთსა დღესა წაიარა; |
Verse: c | დროშა მისი აიმართა, | წინა არა აიფარა, |
Verse: d და | აწ ნახეთ, თუ გოლიათი | გული ვითა ამაგარა! |
Strophe: S1598/K1598 | ||
Verse: a | ინდოეთს ზედა წაადგა, | მუნ მთა და დიდი ქედია; |
Verse: b | აჩნდა ლაშქარი უსახო, | ესაკვირველა, ჰე, დია. |
Verse: c | ტარიელ ბრძანა: "მოყმენო, | აწ თქვენგან რა იმედია? |
Verse: d და | ადრე მოვიცლი იმათგან, | ღმერთი და ჩემი ბედია! |
Strophe: S1599/K1599 | ||
Verse: a | იმა ლაშქართა უნახვან | კვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი; |
Verse: b | ერთხელ შემებნეს, დავხოცენ, | შევქმენ აბჯართა ფეთანი". |
Verse: c | ავთანდილ ჰკადრა: "რად უნდან | თქმანი სიტყვათა მძლეთანი? |
Verse: d და | მათ ვითა მტვერთა წავიხვამთ, | მიჰხვდენ ფერხითა ცვეთანი". |
Strophe: S1600/K1600 | ||
Verse: a | დაეკაზმნეს საომარად, | გაამაყდეს, გაჩაუქდეს, |
Verse: b | ცხენთა შესხდეს უკეთესთა, | სახედარნი ასუბუქდეს, |
Verse: c | ერთმანერთსა აჯობინეს, | მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს, |
Verse: d და | იგი ქედი ჩაიქროლეს, | ბუქისაგან უფრო ბუქდეს. |
Strophe: S1601/K1601 | ||
Verse: a | წინ მავალნი დარაჯათა | მათთა ზედა გარდეკიდეს; |
Verse: b | ტარიასთა გააქცივნეს, | მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს, |
Verse: c | მოაგებნეს მხარ-დაკრულნი, | მათ წინაშე მოასხმიდეს, |
Verse: d და | აიზიდნეს; "ვისნი ხართო?" | - ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს. |
Strophe: S1602/K1602 | ||
Verse: a | მათ მოახსენეს: "ტურფაო, | ჩვენ - ცუდად დაღორებულნი, |
Verse: b | რამაზის ხელმწიფისანი | აქა დარაჯად რებულნი". |
Verse: c | უბრძანა: "წადით, რეგვენნო, | თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი, |
Verse: d და | აცნობეთ თქვენსა პატრონსა: | "მოვლენ გულითა ქებულნი". |
Strophe: S1603/K1603 | ||
Verse: a | უთხარით: "ბრძანებს ტარიელ, | მეფე ლაღი და ჯანია, |
Verse: b | იგი ხელმწიფე მაღალი, | მებრძოლთა მემაჯანია: |
Verse: c | ჩემსა ამბავსა გაცნევენ | თქვენნივე დარაჯანია, |
Verse: d და | შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, | ცუდნიღა დაღრეჯანია! |
Strophe: S1604/K1604 | ||
Verse: a | დია დიდთა დამაჯნება | უშმაგომან ვით გააგო! |
Verse: b | ინდოეთსა ვით მოადეგ, | შმაგთაგანცა უფრო შმაგო? |
Verse: c | აჰა, მოველ იგი ცეცხლი, | რომე სრულად ამოგდაგო, |
Verse: d და | ხრმალი ჩემი მოლესული | შენს ტანზედა დავაბლაგო. |
Strophe: S1605/K1605 | ||
Verse: a | აწ დაემზადე, მოპარვა | მე შენი არა მწადიან; |
Verse: b | შემები, რაზმი დააწყევ, | პირველვე გამიცხადიან; |
Verse: c | პირ-ბოზო, ჩემი მორევნა | რა დია დაგიქადიან?! |
Verse: d და | მე ჩაბალახად გახმარებ, | რაცა გიმუზარადიან". |
Strophe: S1606/K1606 | ||
Verse: a | დარაჯანი წავიდეს და | ერთმანერთსა მიუსწრობდეს. |
Verse: b | რამაზს ჰკადრეს ყველაკაი, | დამალვასა ვერა სთმობდეს: |
Verse: c | "მოვიდაო ინდოთ მეფე, | ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს, |
Verse: d და | ვინცა ვითა გარდეხვეწოს, | იგი ერთი ორთა სჯობდეს!" |
Strophe: S1607/K1607 | ||
Verse: a | ინდოთა დროშა ტარიელს | აქვს და ალამი უბია, |
Verse: b | დროშა არაბთა მეფისა | მას თანა შენატყუბია; |
Verse: c | არაბთა იცის ყველამან, | მათი აბჯარი შუბია; |
Verse: d და | ფრიდონ - მზე მოყმე, რომელმან | შექმნა სისხლისა გუბია. |
Strophe: S1608/K1608 | ||
Verse: a | ცოტაი წავლეს, გამოჩნდეს | ხუთასნი ცხენოსანანი; |
Verse: b | შეტევებასა ჰლამოდეს | ყმანი არაბთა თანანი; |
Verse: c | ტარიელ ეტყვის: "ნუ იქმთო", | მისცა სიტყვისა ნანანი; |
Verse: d და | მოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ, | არცა თუ ჰქონდეს დანანი. |
Strophe: S1609/K1609 | ||
Verse: a | ცხენის ფერხთა მოეხვია, | მუხლ-მოყრილი შეეხვეწა, |
Verse: b | მოახსენა: " შემიბრალე, | მისსა ძალსა, ვინცა გხვეწა! |
Verse: c | ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებ | და წამიღონ მკვდარი მე, წა-! |
Verse: d და | გული თქვენი სასაკუთრო | ბედმან ასრე დამილეწა. |
Strophe: S1610/K1610 | ||
Verse: a | დაიკარგენით, წახვედით | თქვენ, წელნი მეათენია, |
Verse: b | გახდეს მფრინველნი უმეფოდ, | არწივსა მოსტყდეს ფრთენია; |
Verse: c | ამად შევმართენ საქმენი | ჩემნი საკამათენია, |
Verse: d და | ადრე გამიტყდა სოფელი, | მართ ვითა კაბათენია. |
Strophe: S1611/K1611 | ||
Verse: a | ვიაჯი, მომკალ მე ხოლმე, | ყველაი ჩემი ბრალია; |
Verse: b | მერმე ხუთასი ვაზირი | მყავს აქათ წაუვალია, |
Verse: c | თავები დასჭერ, ადინე | სისხლი, მართ ვითა ღვარია, |
Verse: d და | სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, | ვტირ ამად გულ-მდუღარია". |
Strophe: S1612/K1612 | ||
Verse: a | ყოვლთა მისცეს ზენაარი, | მიუყარნეს მუხლნი წინა: |
Verse: b | "ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა, | ვინცა აგრე დაგარჩინა!" |
Verse: c | ტარიელ დგას დაყმუნვებით, | რამაზ წინა მოეფინა. |
Verse: d და | ღმერთი ალხენს მონანულთა, | არ შეუნდობს კაცი ვინა! |
Strophe: S1613/K1613 | ||
Verse: a | კაცი ცრემლითა შეინდობს, | თუ ცოდვა მის თანაც არსა. |
Verse: b | ვით ნინეველნი, ისხემდეს | თავსა მტვერსა და ნაცარსა, |
Verse: c | ამით დაეხსნეს რისხვასა, | ზეცით მოსრულსა ნაცარსა. |
Verse: d და | წაღმავე წაგრეხს სოფელი | კვლა მისგან უკუნაცარსა. |
Strophe: S1614/K1614 | ||
Verse: a | ბრძენთა ვინმე მოსწავლემან | საკითხავი ესე ვპოვნე: |
Verse: b | "ესეაო მამაცისა | მეტის-მეტი სიგულოვნე: |
Verse: c | ოდეს მტერსა მოერიო, | ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე; |
Verse: d და | გინდეს სრული მამაცობა, | ესე სიტყვა დაიხსოვნე". |
Strophe: S1615/K1615 | ||
Verse: a | ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე | მსგავსად იგ წაღმართულია: |
Verse: b | "აღარ დაგხოცო", უბრძანა, - | ძლეული შიშმან თუ ლია, - |
Verse: c | წაღმავე წაგრეხს საქმესა, | რაცა უკუღმა სთულია; |
Verse: d და | "ნაქმარი მრუდი ყველაი | აწ ჩემგან გამართულია". |
Strophe: S1616/K1616 | ||
Verse: a | თაყვანის-სცეს და დალოცეს, | ყოვლთა ხმა ერთად იერეს, |
Verse: b | ღმერთსა შეჰვედრეს ზახილით, | სვე მათი გააძლიერეს, |
Verse: c | თავები დახსნეს სიკვდილსა, | სიცოცხლე ამით მიერეს. |
Verse: d და | ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს, | ჯერთ ხორცი მოიმშიერეს. |
Strophe: S1617/K1617 | ||
Verse: a | ტარიას ნახვად მოსრული | მუშთარი ახლოს მჭვრეტია; |
Verse: b | რისხვისა ცეცხლი ტარიელს | სიტკბოთა დაუშრეტია; |
Verse: c | მოვიდეს, ნახეს: რამაზის | ლაშქარი ძლივღა ეტია; |
Verse: d და | ინდოეთს ზეცით სინათლე | ჩადგა, მართ ვითა სვეტია. |
Strophe: S1618/K1618 | ||
Verse: a | ერთი კაცი მახარობლად | მათ ლაშქართა მიუვიდა: |
Verse: b | "არ დაგხოცსო, შეგიწყალნა", | - ყველაკაი დალოცვიდა; |
Verse: c | ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, | ყველა ამას მოზრახვიდა: |
Verse: d და | "მოვიდაო იგი მოყმე, | რომე ერთი ბევრსა სრვიდა". |
Strophe: S1619/K1619 | ||
Verse: a | მოეგებნიან ტარიელს, | შორი-შორ უსალამიან; |
Verse: b | შიგანთა დროშა ინდოთა | მათად ცნეს, იალამიან. |
Verse: c | ვერ გამოენდვნეს ინდონი, | თქვეს, თუ: "ღალატსა ლამიან", - |
Verse: d და | არ მოელოდეს ტარიელს, | მით ცრემლი დაილამიან. |
Strophe: S1620/K1620 | ||
Verse: a | ტარიელ მიდგა, უყივლა: | "მე მოველ, მეფე თქვენიო, |
Verse: b | თანა მყავს ჩემი მნათობი, | პირი ელვათა მფენიო, |
Verse: c | ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან | წყალობა მისი ზენიო, |
Verse: d და | გამოდით, თქვენი სიშორე | არს ჩემგან მოუთმენიო". |
Strophe: S1621/K1621 | ||
Verse: a | მაშინღა იცნეს ტარიელ, | მათგან მი და მო სრბანია, |
Verse: b | სრულად ნათლითა აივსო | ზღუდე და ბანის-ბანია; |
Verse: c | ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს: | "მოგვშორდეს სალმობანია, |
Verse: d და | აქამდის რისხვა-მაღალმან | აწ მოგვცნა წყალობანია". |
Strophe: S1622/K1622 | ||
Verse: a | კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, | მოიხვნეს მათ კლიტენია; |
Verse: b | ერთობ ფლასითა მოსილნი | უმზერდეს მუნ მჭვრეტენია; |
Verse: c | ტირან ორნივე ქალ-ყმანი, | ვარდისა ბაღსა ტენია, |
Verse: d და | ზახილით თავსა იცემდეს, | ყორნის ფრთა ბროლსა სტენია. |
Strophe: S1623/K1623 | ||
Verse: a | ვითა გამზრდელსა ჰმართებდა, | გაზრდილი აგრე ხელია; |
Verse: b | რომე სდის ცრემლი თვალთაგან, | ცეცხლთაგან უფრო ცხელია; |
Verse: c | თავსა იცემდეს, იზახდეს, | ტირს მეტად გულ-ფიცხელია. |
Verse: d და | გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა | ბროლისა საფოცხელია. |
Strophe: S1624/K1624 | ||
Verse: a | რა ნახნა ხასნი, ვაზირნი | ფლასითა დამოსილნია, |
Verse: b | კვლა დაიზახნა ტარიელ | უფროსნი დანაკივლნია; |
Verse: c | სისხლი და ცრემლი თვალთაგან | სდის და მიწყობით მილნია. |
Verse: d და | მოვიდეს, ყელსა მოეჭდვნეს, | ვითა ძმანი და შვილნია. |
Strophe: S1625/K1625 | ||
Verse: a | დიდებულნი მოეხვივნეს, | მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა; |
Verse: b | ქალი დაბნდა, მამისათვის | ტირილიცა ვერ შემართა, |
Verse: c | ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, | ზე ვერავინ წამომართა, |
Verse: d და | მუნა კაცთა ვერ ჰნახვიდი | გაცინებით მოღიმართა. |
Strophe: S1626/K1626 | ||
Verse: a | დედოფალი გამოჭრილი | მოვიდოდა მათად ნახვად, |
Verse: b | უბრძანებდა: "რად ვინ სტირთო, | - ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად, - |
Verse: c | ღმერთმან რისხვა მოაქცია | წყალობისა გამოსახვად, |
Verse: d და | გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, | აღარა გვცალს გლოვა-ახვად". |
Strophe: S1627/K1627 | ||
Verse: a | ტარიელ ზედა მოიჭდო | მხურვალთა ცრემლთა მდენელმან; |
Verse: b | იტყვის, თუ: "ცეცხლი დამევსო | ცხელი, აწ დამწვა მე ნელმან; |
Verse: c | დადუმდი, სული დაიღე | ჩემგან ამისმან მსმენელმან, |
Verse: d და | თქვენი სიცოცხლე მალხინა | ღმერთმან, ობოლთა მლხენელმან". |
Strophe: S1628/K1628 | ||
Verse: a | ქალმან დედასა შესტირნა: | "ჰაი მე, რა ვქმნა, დედაო! |
Verse: b | წითელ-ყვითლითა დაგაგდე, | აწ შაოსანსა გხედაო, |
Verse: c | მამამან ტახტი დაცალა, | აღარსადა ზის ზედაო!" |
Verse: d და | დედამან ცრემლნი მოსწურნა: | "ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო". |
Strophe: S1629/K1629 | ||
Verse: a | გარდაუკოცნა პირი და | ბაგეთა ვარდი თხელები, |
Verse: b | ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, | გახდა ალვისა მთხელები, |
Verse: c | ნესტანჯარს ეტყვის: "რადღა ვთქვათ | სიტყვები ბედით ხელები? |
Verse: d და | ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი | ათასი, არ ერთხელები". |
Strophe: S1630/K1630 | ||
Verse: a | რა გარდახდა მცირე ხანი, | ჟამი იქმნა გარდასრულად, |
Verse: b | დიდებულნი ეთაყვანნეს, | ერთობილნი ადგეს სრულად; |
Verse: c | იგი მზენი მიეგებნეს, | მოეხვივნეს გულის-გულად. |
Verse: d და | აკოცეს და მოიკითხეს | თავის-თავის, თვითეულად. |
Strophe: S1631/K1631 | ||
Verse: a | ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს | დედოფალსა მიმტკივნება; |
Verse: b | ტარიელ თქვა: "დედოფალო, | გჭირს ამათი არა-მცნება, |
Verse: c | ესენია მხსნელნი ჩვენნი, | აწ არა გვცალს გრძლად უბნება, |
Verse: d და | ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე | სიცოცხლისა მოპოვნება". |
Strophe: S1632/K1632 | ||
Verse: a | ადგეს და ქალაქს შევიდეს, | თვით გარდახდეს სრასა მათსა; |
Verse: b | ერთსა ბრძანებს დედოფალი, | მართ სიტყვასა ვითამ ათსა: |
Verse: c | "ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, | ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა, |
Verse: d და | ამად შევიქმ სიხარულსა | მართ გულისა საკამათსა". |
Strophe: S1633/K1633 | ||
Verse: a | უბრძანა: "გლოვა გახსენით, | ქოს-წინწილასა ჰკარითო, |
Verse: b | დიდი ზათქი და ზეიმი | გავიდეს ჩვენით კარითო; |
Verse: c | ნახლები თქვენი ოქროსა | სარტყლითა მოიკარითო, |
Verse: d და | იცინოდით და იმღერდით, | ნუ ცრემლი აწანწკარითო". |
Strophe: S1634/K1634 | ||
Verse: a | დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა | თვითო ხელი დაუჭირა, |
Verse: b | ზედა ტახტსა მეფისასა | ერთგან დასხმა გაუპირა, |
Verse: c | მოიშორვა კაეშანი, | გული მდედრი აქვიტკირა, |
Verse: d და | გლოვა ცვალა სიხარულად, | აღარავინ აატირა. |
Strophe: S1635/K1635 | ||
Verse: a | დედოფალმან შეიმოსა, | შავი ძაძა აიხადა, |
Verse: b | დიდებულთა შესამოსი | მხიარული დაუმზადა, |
Verse: c | ყველაკაი დამოსა და | საბოძვარი უდიადა, |
Verse: d და | ბრძანა: "ჭირი დავივიწყოთ, | რათგან ლხინი დაგვებადა". |
Strophe: S1636/K1636 | ||
Verse: a | ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი | ტარიელ და ცოლი მისი |
Verse: b | ერთმანერთსა შეჰფერობდეს, | ქალი ყმისა შესატყვისი; |
Verse: c | გონება და ანუ ენა | გამოთქმიდა ვითა ვისი! |
Verse: d და | ვინმცა ჰგვანდა ხორციელი | სოფელს შვილი ადამისი! |
Strophe: S1637/K1637 | ||
Verse: a | ტარიელს და ცოლსა მისსა | მიჰხვდა მათი საწადელი - |
Verse: b | შვიდი ტახტი სახელმწიფო, | საშვებელი გაუცდელი. |
Verse: c | მათ პატიჟთა დაავიწყებს | ლხინი ესე აწინდელი, |
Verse: d და | ყოლა ლხინთა ვერ იამებს | კაცი ჭირთა გარდუხდელი. |
Strophe: S1638/K1638 | ||
Verse: a | თვით ორნივე ერთგან მსხდომნი | ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; |
Verse: b | ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, | ქოსნი ხმათა დაატკბობდეს; |
Verse: c | მისცა კლიტე საჭურჭლეთა, | თავთა მათთა მიანდობდეს. |
Verse: d და | "ესეაო მეფე ჩვენი", - | იზახდიან, ამას ხმობდეს. |
Strophe: S1639/K1639 | ||
Verse: a | ავთანდილ და ფრიდონისთვის | ორნი ტახტნი დაამზადნეს, |
Verse: b | ზედა დასხდეს ხელმწიფურად, | დიდებანი უდიადნეს; |
Verse: c | ღმერთმან სხვანი ხორციელნი | მათებრნიღა რად დაბადნეს! |
Verse: d და | ამბობდიან ჭირთა მათთა, | ყველაკასა გაუცხადნეს. |
Strophe: S1640/K1640 | ||
Verse: a | სმა, პურობა, გახარება | ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს; |
Verse: b | ვითარიცა ქორწილობა | ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს. |
Verse: c | მათ ოთხთავე თავის-თავის | ძღვენსა სწორად მიართმიდეს, |
Verse: d და | გლახაკთათვის საბოძვარსა | საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს. |
Strophe: S1641/K1641 | ||
Verse: a | დედოფალმან ეგრე ბრძანა: | "ობოლ-ქვრივნი მოასხენით, |
Verse: b | ყველაკაი დაამდიდრეთ, | საბოძვრითა აავსენით"; |
Verse: c | თვით უბოძა უსაზომო, | რომ არ ითქმის კაცთა ენით: |
Verse: d და | "ულოცეთო დღეგრძელობა, | ესე ღმერთსა შეჰვედრენით". |
Strophe: S1642/K1642 | ||
Verse: a | ტარიელ თქვა: "დედოფალო, | გკადრებ ერთსა მოსახსენსა: |
Verse: b | შეიწყალე რამაზ მეფე, | მიავალე ღმერთსა შენსა! |
Verse: c | ვნახე, მეტად შემებრალნეს, | შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა. |
Verse: d და | ღმერთი ალხენს მონანულსა, | მოცთომილსა, ცრემლ-ნადენსა". |
Strophe: S1643/K1643 | ||
Verse: a | დედოფალმან ლმობიერად | "შევუნდობო", ესე ბრძანა; |
Verse: b | მოიყვანა რამაზ მეფე, | ხელმწიფეთა ათაყვანა; |
Verse: c | ყოვლით კერძო მომღერალთა | ხმები გაეთანისთანა, - |
Verse: d და | ჭირთა მათგან გარდახდილთა | ესე ლხინი შეაგვანა. |
Strophe: S1644/K1644 | ||
Verse: a | ოქრო, თვალი, მარგალიტი, | შვენიერი სანახავად, |
Verse: b | ყოვლგან იდვის ვითა გორი, | მოდის ველთა მოსარწყავად; |
Verse: c | ვისცა სწადდის, ალაფობდის, | წაიღიან უკითხავად, |
Verse: d და | მანდატური არვის სცვიდის, | ბოლოს ვინ ჯდის, ანუ თავად. |
Strophe: S1645/K1645 | ||
Verse: a | ავთანდილ და ფრიდონისთა | სპათა ეტყვის მეფე დიდი: |
Verse: b | "სტუმარნი ხართ, შოებისა | სირცხვილი და ნუ გაქვს რიდი!" |
Verse: c | თვითოს კაცსა თვითო ჯორი | მარგალიტი ანაკიდი - |
Verse: d და | ესე მისცა საბოძვარი, | სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი. |
Strophe: S1646/K1646 | ||
Verse: a | ავთანდილ და ფრიდონისთვის | საბოძვარსა ვინ დასთვალავს! |
Verse: b | ვერ გამოთქვამს სიმრავლესა | ენა, ამად თავსა კრძალავს! |
Verse: c | რაცა ედვა, უკეთესსა | დედოფალი არ დაჰმალავს, |
Verse: d და | მათ უხმობდა მხსნელად მათად, | ტკბილად უჭვრეტს, არა ჰლალავს. |
Strophe: S1647/K1647 | ||
Verse: a | სრულნი ინდონი ავთანდილს | და ფრიდონს მწედ ხადოდიან: |
Verse: b | "თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი", | - მართ ამას მოიტყოდიან, |
Verse: c | ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, | რაც სწადდის, მას იქმოდიან, |
Verse: d და | სადარბაზებლად* ნიადაგ | მათ წინა მოვიდოდიან. |
Strophe: S1648/K1648 | ||
Verse: a | ტარიელ რამაზ მეფესა | უბოძა საბოძვარია |
Verse: b | უბრძანა: "ხარკსა მოგვცემდი, | მართ ვითა შენი გვარია". |
Verse: c | მან თაყვანის-სცა, პირსა ქვე | მიწამდის დამდებარია, |
Verse: d და | წავიდა მისი მლოცველი, | არ ომთა მომკვეხარია |
Strophe: S1649/K1649 | ||
Verse: a | ინდოთ მეფე უბრძანებდა | ასმათს, მისსა შეკვდომილსა: |
Verse: b | "რაცა შენ ჰქმენ, არ უქმნია | არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა; |
Verse: c | აწ ინდოეთს სამეფოსა | მეშვიდესა, - ერთსა წილსა, - |
Verse: d და | ზედა დაგსვამ; შენი იყოს, | გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა. |
Strophe: S1650/K1650 | ||
Verse: a | ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, | სამეფოსა ეპატრონე; |
Verse: b | მუნიდაღმა გვმსასურებდი, | თავი შენი დაგვამონე!" |
Verse: c | ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: | "შენგან-აო ჩემი ღონე, |
Verse: d და | მონობისა უკეთესი | რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?" |
Strophe: S1651/K1651 | ||
Verse: a | მოახსენა: "ხელმწიფეო, | ვიკადრებ და ნუ გასწყრები: |
Verse: b | თუ ხმელეთი სრულად მქონდეს, | ვერცა მაშინ გაგეყრები, |
Verse: c | მე მეყოფა შუქი თქვენი, | ვარ მზის ეტლთა შენასწრები, |
Verse: d და | ვერ გავსწირავ ჩემგან ზრდილსა, | არცა სხვაგან ვიარები". |
Strophe: S1652/K1652 | ||
Verse: a | კვლაცა უბრძანა ტარიელ: | "კმარს შენი ჭირთ ნახულები, |
Verse: b | გვახსოვან შენნი ჩვენზედა | თვალნი ცრემლ-ნაფახულები; |
Verse: c | სჯობს, მოისმინო ნათქვამი, | ჰქმნა ჩემგან გაზრახულები, |
Verse: d და | ბოროტი სცვალო კეთილად, | გყვენ სპანი ხრმალ-მახულები". |
Strophe: S1653/K1653 | ||
Verse: a | დაჰმორჩილდა, მოახსენა: | "ჭირთა ჟამი ერთხელია". |
Verse: b | მოიყვანეს კარგი მოყმე, | გონიერი, არ ხელია; |
Verse: c | ასმათ მისცეს, მიუძღვების, | დაუჭირა სახელია, |
Verse: d და | იგი კაცი გაადიდეს, | აქვს მეფობის სახელია. |
Strophe: S1654/K1654 | ||
Verse: a | ერთგან სამთავე ძმობილთა | დაყვნეს ცოტანი დღენია; |
Verse: b | თამაშობდიან, უსახო | მიუდიოდის ძღვენია: |
Verse: c | რა მარგალიტი ღარიბი, | რა უკეთესი ცხენია! |
Verse: d და | მაგრა ავთანდილს სურვილმან | დაღრეჯა დააჩენია. |
Strophe: S1655/K1655 | ||
Verse: a | ტარიელ ცნა, ამა ყმასა | ცოლისათვის მოესურვა. |
Verse: b | უბრძანებდა: "გული შენი, | განაღამცა მომემდურვა; |
Verse: c | აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი | გონებამან შვიდით ურვა, |
Verse: d და | მოგშორდები, საწუთრომან | ლხინი ასრე* დამიშურვა". |
Strophe: S1656/K1656 | ||
Verse: a | კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: | "წავიდეო სახლსა ჩემსა, |
Verse: b | ზედას-ზედა დავსტკებნიდე | დარბაზსა და ამა თემსა; |
Verse: c | სამსახურსა მიბრძანებდი, | უხუცესი ვითა მრწემსა, |
Verse: d და | თქვენთვის ასრე მომსურდების, | წყაროსათვის ვით ირემსა". |
Strophe: S1657/K1657 | ||
Verse: a | მასცა უბოძა ფარმანი: | "წა, სახლი მოიარეო, |
Verse: b | მე ნუ გამწირავ, მნახევდი*, | ადრე მობრუნდი გარეო". |
Verse: c | ავთანდილს უთხრა: "უშენოდ | რა-მცაღა გავიხარეო? |
Verse: d და | რათგან ისწრაფი, ნუ გაგვა. | მიგელის ლომსა მთვარეო!" |
Strophe: S1658/K1658 | ||
Verse: a | როსტანისთვის წაატანა | ძღვნად ტურფები ჯუბაჩები, |
Verse: b | კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, | არ კოვზები, არ ჩამჩები: |
Verse: c | "ჩემ მაგიერ მიუტანე, | წაო, ნურას მეურჩები". |
Verse: d და | ავთანდილ თქვა: "არა ვიცი, | მე უშენოდ ვით დავრჩები!" |
Strophe: S1659/K1659 | ||
Verse: a | ქალსა ქალმან გაუგზავნა | ყაბაჩა და ერთი რიდე, |
Verse: b | რომე ჩაცმა-დაბურვასა | ვინ-მც ღირს იყო მათგან კიდე! |
Verse: c | ერთი თვალი - წამღებელსა, | ვერა თქვას, თუ: "ცუდად ვზიდე", - |
Verse: d და | ღამე მზეებრ გაანათლის, | ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე. |
Strophe: S1660/K1660 | ||
Verse: a | ავთანდილ შეჯდა, წავიდა, | ტარიას გაესალამა; |
Verse: b | იგი ორნივე გაყრისა | დაწვნა ცეცხლისა ალამა; |
Verse: c | სრულად ინდონი მისტირან, | ცრემლმან მინდორი დალამა; |
Verse: d და | ავთანდილ იტყვის: "მომკლაო | სოფლისა მე სამსალამა". |
Strophe: S1661/K1661 | ||
Verse: a | ერთგან ფრიდონ და ავთანდილ | იარნეს დღენი მცირენი; |
Verse: b | გზამან გაყარნა, წავიდეს | თავის-თავ ანატირენი; |
Verse: c | კარგად მოუხდეს მათ მათნი | საქმენი დანაპირენი; |
Verse: d და | ავთანდილ მიხდა არაბეთს, | ნახნა არ ცუდნი ჭირენი. |
Strophe: S1662/K1662 | ||
Verse: a | გამოეგებნეს არაბნი, | სამეფო დააშვენა მან; |
Verse: b | ნახა მზე მისი, მიჰრიდა | მისთა სურვილთა წყენამან; |
Verse: c | მას თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, | ალხინა მჭვრეტთა ლხენამან, |
Verse: d და | გაახელმწიფა გვირგვინი | ზეცით მოსრულმან ზენამან. |
Strophe: S1663/K1663 | ||
Verse: a | მათ სამთავე ხელმწიფეთა | ერთმანერთი არა სძულდეს, |
Verse: b | ერთმანერთსა ჰნახვიდიან, | საწადელნი გაუსრულდეს, |
Verse: c | ბრძანებისა შემცილენი | მათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს, |
Verse: d და | მოიმატნეს სამეფონი, | გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს. |
Strophe: S1664/K1664 | ||
Verse: a | ყოვლთა სწორად წყალობასა | ვითა თოვლსა მოათოვდეს, |
Verse: b | ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს | და გლახაკნი არ ითხოვდეს, |
Verse: c | ავთა მქმნელნი დააშინნეს, | კრავნი ცხვართა* ვერა სწოვდეს*, |
Verse: d და | შიგან მათთა საბრძანისთა | თხა და მგელი ერთგან სძოვდეს. |
Strophe: S1665/K1665 | ||
Verse: a | გასრულდა მათი ამბავი | ვითა სიზმარი ღამისა. |
Verse: b | გარდახდეს, გავლეს სოფელი, | - ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!- |
Verse: c | ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა | არის ერთისა წამისა. |
Verse: d და | ვწერ ვინმე მესხი მელექსე | მე რუსთველისად ამისა. |
Strophe: S1666/K1666 | ||
Verse: a | ქართველთა ღმრთისა დავითის, | ვის მზე მსახურებს სარებლად, |
Verse: b | ესე ამბავი გავლექსე | მე მათად მოსახმარებლად, |
Verse: c | ვინ არის აღმოსავლეთით | დასავლეთს ზართა მარებლად, |
Verse: d და | ორგულთა მათთა დამწველად, | ერთგულთა გამახარებლად. |
Strophe: S1667/K1667 | ||
Verse: a | დავითის ქმნანი ვითა ვთქვნე | სიჩალხე-სიხაფეთანი! |
Verse: b | ესე ამბავნი უცხონი, | უცხოთა ხელმწიფეთანი, |
Verse: c | პირველ ზნენი და საქმენი, | ქებანი მათ მეფეთანი, |
Verse: d და | ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, | ამითა ვილაყფეთანი. |
Strophe: S1668/K1668 | ||
Verse: a | ესე ასეთი სოფელი, | არვისგან მისანდობელი, |
Verse: b | წამია კაცთა თვალისა | და წამწამისა მსწრობელი! |
Verse: c | რასა ვინ ეძებთ, რას აქმნევთ? | ბედია მაყივნებელი, |
Verse: d და | ვის არ შეუცვლის, კარგია, | ორისავ იყოს მხლებელი. |
Strophe: S1669/K1669 | ||
Verse: a | ამირან დარეჯანის ძე | მოსეს უქია ხონელსა, |
Verse: b | აბდულ-მესია - შავთელსა, | ლექსი მას უქეს რომელსა, |
Verse: c | დილარგეთ - სარგის თმოგველსა, | მას ენა-დაუშრომელსა, |
Verse: d და | ტარიელ - მისსა რუსთველსა, | მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა. |