TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 7
Previous part

Text: Bulbulis_shursa  

ბულბულის შურსა *



Strophe: 1  
Verse: 1     ბულბულის შურსა შევსდგომივარ მუდამ მძახველი,
Verse: 2     
მწყურნების თვალით შემოგყურებ შენი მსახველი,
Verse: 3     
ვარდის ეკალი გულს დამეცვა პირ-გამახველი!
Verse: 4     
შენგან დაკოდილს შემიბრალებ4 ჩემი მნახველი!
Verse: 5     
დამაშვრალმან სულ მოვირბინე შენგნით ახ ველი!


Strophe: 2  
Verse: 1     
ვარდი ხარ, ჯერეთ არა შლილი, ედემს ნარგები,
Verse: 2     
შენის ბულბულის შემაშალი, შემაშმაგები!
Verse: 3     
შენგან ითხოვენ შვენებასა სხვანი კარგები;
Verse: 4     
ჩემგან რად უნდა გაგიკვირდეს - დავიდაგები!
Verse: 5     
ყოვლი მიჯნური შენ დაგიწვავს2, მიწის მლახველი!


Strophe: 3  
Verse: 1     
თუ სამართალი არის სადმე, - გეზიანების!
Verse: 2     
ყელი გამომჭერ, პირი დამრჩა შენის დანების!
Verse: 3     
შენი ბრალები ჩინუ-მაჩინს გაიგზავნების:


Page: (22) 

Verse: 4     
შენგანა მკვდარი1 ბევრი ვინმე გაიმჟღავნების!
Verse: 5     
კაია და მორჩი, ჩემზედ ნუ ხარ თვალის მფახველი!3


Strophe: 4  
Verse: 1     
მე გული სრულად შემოგწირე, - შენ ხმაც არ გამეც!
Verse: 2     
შენ ჩემი ჭირი გიხარიან4, - მე ვსტირ დღე, ღამეც!
Verse: 3     
მითხარი, სიცოცხლის ნაცვალი ნეტარ რა მომეც?
Verse: 4     
უბრალო სული მომაკვდინე, ლახვარი დამეც.
Verse: 5     
ლამის რომ მოვკვდე, ვერ შევიქმნა შენი მზრახველი.2


Strophe: 5  
Verse: 1     
მღიმარის პირით წამიპარე1, დამიდგი მახე.
Verse: 2     
ასე მეგონა, შემრჩებოდა ეგ შენი სახე;
Verse: 3     
ანთებულს ცეცხლსა შესაწველად ხელი შეგახე.
Verse: 4     
დამწვარი მაინც შემიბრალე, ბესიკი2 ნახე!
Verse: 5     
ვაჲ [!]3, შენი ბრალი, ჩემო თავო4, ღრუბელს შახველი!4


Page: (23) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.