TITUS
Vita Iohannis Zedazadnensis, Red. G
Part No. 19
Previous part

Paragraph: 33   Link to iozeda Link to iozedb
Part: 27  
Line of edition: 16    ღჳნოსა ევლტოდეთ ყოვლითურთ, ვინაჲთგან არა ზიარებაჲ არს ღჳნისა
Line of edition: 17    
მოღუაწეთა თანა და უფროჲსღა მონაზონთა, რამეთუ ესევითარი საკრველთა
Line of edition: 18    
განუჴსნელთა მიერ შემკრველი უძღებებით მომღებელთა მსგავსად მონათა
Line of edition: 19    
მოსყიდულთასა უპატიოდ წარადგინებს მათ გულის-თქუმათა მიმართ ცოდვისათა.
Line of edition: 20    
და პავლეცა ძირად სიბოროტისა თქუა ღჳნოჲ მეტყუელმან: "ნუ
Line of edition: 21    
დაითრვებით ღჳნითა, რომლისაგან იქმნების ბილწებაჲ". და წამალი არს
Line of edition: 22    
მაკუდინებელი და დედაჲ გულის-თქუმათა ბოროტთა. ძმანო ჩემნო, მარადის
Line of edition: 23    
სიკუდილსა იჴსენებდით და საზარელი იგი დღე წინაშე თუალთა გონებისათა
Line of edition: 24    
გაქუნდინ, სადა-იგი გუეგულების ყოველთა წარდგომაჲ, შიშუელთა
Line of edition: 25    
და ქუე-დამხედველთა თუალითა. უწყოდეთ უკუე, საყუარელნო, ვითარმედ
Page of edition: 33   Line of edition: 1    
ჴორცნი ესე ხრწნადნი და წარმავალნი არიან, ხოლო სული უკუდავად დაადგრების
Line of edition: 2    
მხოლო. ვიღუაწოთ, შვილნო, აქა შინა. ნუ ვჰრიდებთ თავთა ჩუენთა,
Line of edition: 3    
ნუ განვსცემთ აზნაურებასა ჩუენსა ვნებათა მიმართ, მოვითმინნეთ ტკივილნი
Line of edition: 4    
წუთიერნი, რამეთუ ჟამი ესე ჭირისაჲ არს, ხოლო საუკუნოჲ იგი -- განსუენებისაჲ.
Line of edition: 5    
ვსძლოთ აქა შინა მჴნედ ბრძოლითა მბრძოლსა ჩუენსა, რათა მერმესა
Line of edition: 6    
მას შინა საძლეველნი გჳრგჳნნი მოვიხუნეთ. განვეკრძალნეთ ჟამისა მისთჳს
Line of edition: 7    
საზარელისა, რაჟამს ჴორცთა ამათ ნივთიერთაგან განეშორებოდის სული, რამეთუ
Line of edition: 8    
საშინელ არს ჟამი იგი, ოდეს საზარელნი მჴედრობანი ზეციერნი
Line of edition: 9    
მიუწოდდენ სულსა მიყვანებად იგი ადგილსა მისთჳს განმზადებულსა და მიგებად
Line of edition: 10    
მისა საქმეთა მისთაებრ კეთილთა გინა თუ ბოროტთა.

Page of edition: 39  
Next part



This text is part of the TITUS edition of Vita Iohannis Zedazadnensis, Red. G.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.