Achtung: Dieser Text ist mit Unicode / UTF8 kodiert. Um die in ihm erscheinenden Sonderzeichen auf Bildschirm und Drucker sichtbar zu machen, muß das TITUS-Fontpaket TITUS Unicode installiert sein. Attention: This text is encoded using Unicode / UTF8. The non-ASCII characters as contained in it can only be displayed and printed by installing the TITUS font package TITUS Unicode.


Thesaurus Indogermanischer Text- und Sprachmaterialien


TITUS



Caucasica-Georgica



Der Mann im Pantherfell /


The Man in The Panther's skin






Šota Rustaveli / შოთა რუსთაველი


Vepxisṭq̇aosani / ვეფხისტყაოსანი



Nach den Editionen von / On the basis of the editions by A. Šaniʒe (S) & A. Baramiʒe / Ḳ. Ḳeḳeliʒe (K)
prepared by
J. Gippert & V. Imnaišvili
Frankfurt, 31.1.1996 / 2.3.1999

Achtung: Dies ist eine Internet-Sonderausgabe des Vepxistqaosani. Bei Zitierung ist das Erstellungsdatum anzugeben. Attention: This is a special edition of Vepxistqaosani for the internet. In quotations, please indicate the date of last changes.




1დასაწყისი
1/1
 რომელმან შექმნა სამყაროძალითა მით ძლიერითა,
 ზეგარდმოთ არსნი სულითაყვნა ზეცით მონაბერითა,
 ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა,გვაქვს უთვალავი^ ფერითა,
დამისგან არს ყოვლი ხელმწიფესახითა მის მიერითა.
2/2
 ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენსახე ყოვლისა ტანისა,
 შენ დამიფარე, ძლევა მეცდათრგუნვად მე სატანისა,
 მომეც მიჯნურთა სურვილი,სიკვდიდმდე გასატანისა,
დაცოდვათა შესუბუქება,მუნ თანა წასატანისა.
3/3
 ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარებაშუბისა, ფარ-შიმშერისა,
 - მეფისა მზის @თამარისა,ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, -
 მას, არა ვიცი, შევჰკადროშესხმა ხოტბისა, შე-, რისა,
დამისთა მჭვრეტელთა ყანდისამირთმა ხამს მართ, მი-, შერისა.
4/4
 @თამარს ვაქებდეთ მეფესასისხლისა ცრემლ-დათხეული,
 ვთქვენი ქებანი ვისნი მეარ-ავად გამორჩეული.
 მელნად ვიხმარე გიშრის ტბადა კალმად მე ნა რხეული,
დავინცა ისმინოს, დაესვასლახვარი გულსა ხეული.
5/5
 მიბრძანეს მათად საქებრადთქმა ლექსებისა ტკბილისა,
 ქება წარბთა და წამწამთა,თმათა და ბაგე-კბილისა,
 ბროლ-ბადახშისა თლილისა,მის მიჯრით მიწყობილისა.
დაგასტეხს ქვასაცა მაგარსაგვრდემლი ტყვიისა ლბილისა.
6/6
 აწ ენა მინდა გამოთქმად,გული და ხელოვანება, -
 ძალი მომეც და შეწევნაშენგნით მაქვს, მივსცე გონება;
 მით შევეწივნეთ @ტარიელს,ტურფადცა უნდა ხსენება,
დამათ სამთა გმირთა მნათობთასჭირს ერთმანერთის მონება.
7/7
 მო, დავსხდეთ, @ტარიელისთვისცრემლი გვდის შეუშრობილი;
 მისებრი მართ დაბადებითვინმცა ყოფილა შობილი!
 დავჯე, @რუსთველმან გავლექსე,მისთვის გულს ლახვარ-სობილი,
დააქამდის ამბვად ნათქვამი,აწ მარგალიტი წყობილი.
8/8
 მე, @რუსთველი ხელობითა,ვიქმ საქმესა ამა დარი:
 ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა,მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;
 დავუძლურდი, მიჯნურთათვისკვლა წამალი არსით არი,
დაანუ მომცეს განკურნება,ანუ მიწა მე სამარი.
9/9
 ესე ამბავი სპარსული,ქართულად ნათარგმანები,
 ვით მარგალიტი ობოლი,ხელით-ხელ საგოგმანები,
 ვპოვე და ლექსად გარდავთქვი,საქმე ვქმენ საჭოჭმანები,
დაჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს^ლაღმან და ლამაზმან ნები.
10/10
 თვალთა, მისგან უნათლოთა,ენატრამცა ახლად ჩენა;
 აჰა, გული გამიჯნურდა,მიჰხვდომია ველთა რბენა!
 მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმარის,მისცეს სულთა ლხენა.
დასამთა ფერთა საქებელთალამის ლექსთა უნდა ვლენა.
11/11
 რაცა ვის რა ბედმან მისცეს,დასჯერდეს და მას უბნობდეს:
 მუშა მიწყივ მუშაკობდეს,მეომარი გულოვნობდეს;
 კვლა მიჯნურსა მიჯნურობაუყვარდეს და გამოსცნობდეს,
დაარცა ვისგან დაიწუნოს,არცა სხვასა უწუნობდეს.
12/12
 შაირობა პირველადვესიბრძნისაა ერთი დარგი,
 - საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი,მსმენელთათვის დიდი მარგი,
 კვლა აქაცა ეამების,ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
დაგრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის,შაირია ამად კარგი.
13/13
 ვითა ცხენსა შარა გრძელი დაგამოსცდის დიდი რბევა,
 მობურთალსა - მოედანი,მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,
 მართ აგრევე მელექსესა -საუბართა ტკბილთა ფრქვევა.
დარა მისჭირდეს საუბარიდა დაუწყოს ლექსმან ლევა,
14/14
 მაშინღა ნახეთ მელექსედა მისი მოშაირობა,
 რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა,დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
 არ შეამოკლოს ქართული,არა ქმნას სიტყვა-მცირობა,
დახელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა,იხმაროს დიდი გმირობა.
15/15
 მოშაირე არა ჰქვიან,თუ ვინმე თქვას ერთი, ორი;
 თავი ყოლა ნუ ჰგონიამელექსეთა კარგთა სწორი;
 განაღა თქვას ერთი, ორი,უმსგავსო და შორი-შორი,
დამაგრა იტყვის: " ჩემი სჯობსო",უცილობლობს ვითა ჯორი.
16/16
 მეორე ლექსი ცოტაი,ნაწილი მოშაირეთა,
 არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა,გულისა გასაგმირეთა,
 ვამსგავსე მშვილდი ბედითიყმაწვილთა მონადირეთა:
დადიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვსხოცა ნადირთა მცირეთა.
17/17
 მესამე ლექსი კარგი არსსანადიმოდ, სამღერელად,
 სააშიკოდ, სალაღობოდ,ამხანაგთა სათრეველად;
 ჩვენ მათიცა გვეამების,რაცა ოდენ თქვან ნათელად.
დამოშაირე არა ჰქვიან,ვერას იტყვის ვინცა გრძელად.
18/18
 ხამს, მელექსე ნაჭირვებსამისსა ცუდად არ აბრკმობდეს,
 ერთი უჩნდეს სამიჯნურო,ერთსა ვისმე აშიკობდეს,
 ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს,მას აქებდეს, მას ამკობდეს,
დამისგან კიდე ნურა უნდა,მისთვის ენა მუსიკობდეს.
19/19
 ჩემი აწ ცანით ყოველმან,მას ვაქებ, ვინცა მიქია;
 ესე მიჩს დიდად სახელად,არ თავი გამიქიქია!
 იგია ჩემი სიცოცხლე,უწყალო ვითა ჯიქია;
დამისი სახელი შეფარვითქვემორე მითქვამს, მიქია.
20/20
 ვთქვა მიჯნურობა პირველიდა ტომი გვართა ზენათა,
 ძნელად სათქმელი, საჭიროგამოსაგები ენათა;
 იგია საქმე საზეო,მომცემი აღმაფრენათა;
დავინცა ეცდების, თმობამცაჰქონდა მრავალთა წყენათა.
21/21
 მას ერთსა მიჯნურობასაჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,
 ენა დაშვრების, მსმენლისაყურნიცა დავალდებიან;
 ვთქვნე ხელობანი ქვენანი,რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;
დამართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენარ სიძვენ, შორით ბნდებიან.
22/22
 მიჯნური შმაგსა გვიქვიანარაბულითა ენითა,
 მით რომე შმაგობს მისისავერ-მიხვდომისა წყენითა;
 ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე,დაშვრების აღმაფრენითა,
დაკვლა ზოგთა ქვე უც ბუნებაკეკლუცთა ზედა ფრფენითა.
23/23
 მიჯნურსა თვალად სიტურფეჰმართებს მართ ვითა მზეობა,
 სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე,სიყმე და მოცალეობა,
 ენა, გონება, დათმობა,მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
დავისცა ეს სრულად არა სჭირს,აკლია მიჯნურთ ზნეობა.
24/24
 მიჯნურობა არის ტურფა,საცოდნელად ძნელი გვარი;
 მიჯნურობა სხვა რამეა,არ სიძვისა დასადარი:
 იგი სხვაა, სიძვა სხვაა,შუა უზის დიდი ზღვარი,
დანუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა,გესმას^ ჩემი ნაუბარი!
25/25
 ხამს მიჯნური ხანიერი,არ მეძავი, ბილწი, მრუში,
 რა მოჰშორდეს მოყვარესა,გაამრავლოს სულთქმა, უში,
 გული ერთსა დააჯეროს,კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;
დამძულს უგულო სიყვარული,ხვევნა, კოცნა, მტლაში-მტლუში.
26
 მას ცოცხალი ნუ ელევის,რაცა პირველ შეუყვარდეს,
 ნუცა ლხინსა აუზვავდეს,ნუცა ჭირსა შეუზარდეს:
 მისთვის დათმოს ყველაკაი,მისთვის ველთა გამოვარდეს,
დანურა გაჰვა, სოფელიცამისი კერძი გარდაქარდეს
26/27
 ამა საქმესა მიჯნურინუ უხმობს მიჯნურობასა:
 დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა,სთმობდეს გაყრისა თმობასა;
 ესე მღერასა ბედითსა ჰგავს,ვაჟთა ყმაწვილობასა.
დაკარგი მიჯნური იგია,ვინ იქმს სოფლისა თმობასა.
27/28
 არს პირველი მიჯნურობაარ-დაჩენა ჭირთა, მალვა,
 თავის-წინა იგონებდეს,ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,
 შორით ბნედა, შორით კვდომა,შორით დაგვა, შორით ალვა,
დადათმოს^ წყრომა მოყვრისაგან,მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.
28/29
 ხამს, თავისსა ხვაშიადსაარვისთანა ამჟღავნებდეს,
 არ ბედითად "ჰაჲ-ჰაჲ"-ს ზმიდეს,მოყვარესა აყივნებდეს,
 არსით აჩნდეს მიჯნურობა,არასადა იფერებდეს,
დამისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს,მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.
29/30
 მას უშმაგო ვით მიენდოს,ვინ მოყვარე გაამჩივნოს?
 ამის მეტი რამცა ირგო:მას ავნოს და თვითცა ივნოს.
 რათამე-ღა ასახელოს,რა სიტყვითა მოაყივნოს?
დარა ჰგავა^, თუ მოყვარესაკაცმან გული არ ატკივნოს^!
30/31
 მიკვირს, კაცი რად იფერებსსაყვარლისა სიყვარულსა:
 ვინცა უყვარს, რად აყივნებსმისთვის მკვდარი მისთვის წყლულსა?
 თუ არ უყვარს, რად არა სძულს?რად აყივნებს, რაც არ სძულსა?!
დაავსა კაცსა ავი სიტყვაურჩევნია სულსა, გულსა.
31/32
 თუ მოყვარე მოყვრისათვისტირს, ტირილსა ემართლების;
 სიარული, მარტოობაჰშვენის, გაჭრად დაეთვლების.
 იგონებდეს, მისგან კიდენურად ოდეს მოეცლების,
დაარ დააჩნდეს მიჯნურობა,სჯობს, თუ კაცთა ეახლების.
2ამბავი /როსტევან არაბთა მეფისა
32/33
 იყო @არაბეთს @როსტევან,მეფე ღმრთისაგან სვიანი,
 მაღალი, უხვი, მდაბალი,ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
 მოსამართლე და მოწყალე,მორჭმული, განგებიანი,
დათვით მეომარი უებრო,კვლა მოუბარი წყლიანი.
33/34
 სხვა ძე არ ესვა მეფესა,მართ ოდენ მარტო^ ასული,
 სოფლისა მნათი მნათობი,მზისაცა დასთა დასული;
 მან მისთა მჭვრეტთაწაუღის გული, გონება და სული,
დაბრძენი ხამს მისად მაქებრადდა ენა ბევრად ასული.
34/35
 მისი სახელი - თინათინ,არს ესე საცოდნარია!
 რა გაიზარდა, გაივსო,მზე მისგან საწუნარია.
 მეფემან იხმნა^ ვაზირნი,თვით ზის ლაღი და წყნარია,
დაგვერდსა დაისხნა, დაუწყომათ ამო საუბნარია.
35/356
 უბრძანა: "გკითხავ საქმესა,ერთგან სასაუბნაროსა:
 რა ვარდმან მისი ყვავილიგაახმოს, დაამჭნაროსა,
 იგი წახდების, სხვა მოვატურფასა საბაღნაროსა;
დამზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთღამესა ჩვენ უმთვაროსა^.
36/37
 მე გარდასრულვარ, სიბერემჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
 დღეს არა, ხვალე მოვკვდები,სოფელი ასრე მქმნელია;
 რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია?!
დაჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ,ვისგან მზე საწუნელია."
37/38
 ვაზირთა ჰკადრეს: "მეფეო,რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა?
 ვარდი თუ გახმეს, ეგრეცაგვმართებს მისივე ჯერობა:
 მისივე ჰმეტობს ყოველსასული და ტურფა ფერობა.
დამთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმანვითამცა ჰკადრა მტერობა?!
38/39
 "მაგას ნუ ჰბრძანებთ, მეფეო,ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია,
 თქვენი თათბირი ავიცასხვისა კარგისა მჯობია;
 ხმდა განაღამცა საქმნელად,რაცა თქვენ გულსა გლმობია:
დასჯობს და მას მიეც მეფობა,ვისგან მზე შენაფლობია.
39/40
 თუცა ქალია, ხელმწიფედმართ ღმრთისა დანაბადია;
 არ გათნევთ, იცის მეფობა,უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;
 შუქთა მისთაებრ საქმეცამისი მზებრ განაცხადია.
დალეკვი ლომისა სწორია,ძუ იყოს, თუნდა ხვადია".
40/41
 @ავთანდილ იყო სპასპეტი,ძე ამირ-სპასალარისა,
 საროსა მჯობი ნაზარდი,მსგავსი მზისა და მთვარისა,
 ჯერთ უწვერული, სადარობროლ-მინა საცნობარისა;
დამას თინათინის შვენებაჰკლვიდის წამწამთა ჯარისა.
41/42
 გულსა მისსა მიჯნურობამისი ჰქონდა დამალულად.
 რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმანვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად;
 ნახის, ცეცხლი გაუახლდის,წყლული გახდის უფრო წყლულად.
დასაბრალოა სიყვარული,კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!
42/43
 რა მეფედ დასმა მეფემანბრძანა მისისა ქალისა,
 @ავთანდილს მიჰხვდა სიამე,ვსება სჭირს მის სოქ-ალისა;
 თქვა: "ზედას-ზედა მომხვდებისნახვა მის ბროლ-ფიქალისა,
დანუთუ მით ვპოვო წამალიმე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!
43/44
 @არაბეთს გასცა ბრძანებადიდმან არაბთა მფლობელმან:
 "თინათინ ჩემი ხელმწიფედდავსვი მე, მისმან მშობელმან,
 მან განანათლნეს ყოველნი,ვით მზემან მანათობელმან^.
დამოდით და ნახეთ ყოველმან,შემსხმელმან, შემამკობელმან!
44/45
 მოვიდეს სრულნი არაბნი,ჯარი განმრავლდა ხასისა:
 @ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტილაშქრისა ბევრ-ათასისა,
 ვაზირი @სოგრატ, მოახლემეფისა დასთა დასისა;
დამათ რომე დადგეს საჯდომი,თქვეს: "უთქმელია ფასისა!"
45/46
 თინათინ მიჰყავს მამასაპირითა მით ნათელითა,
 დასვა და თავსა გვირგვინიდასდგა თავისა ხელითა,
 მისცა სკიპტრა და შემოსამეფეთა სამოსელითა.
დაქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთაცნობითა ბრძნად მხედველითა.
46/47
 უკუდგეს და თაყვანის-სცესმეფემან და მისთა სპათა,
 დალოცეს და მეფედ დასვეს,ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,
 ბუკსა ჰკრეს და წინწილანიდაატკბობდეს მათთა ხმათა.
დაქალი ტირს და ცრემლთა აფრქვევს,ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.
47/48
 მამისა ტახტსა საჯდომად^თავი არ ეღირსებოდა,
 ამად ტირს, ბაღი ვარდისაცრემლითა აივსებოდა;
 მეფე სწვრთის: "მამა ყოველიძისაგან ითავსებოდა,
დაამისად ქმნამდის დამწველიცეცხლი არ დამევსებოდა".
48/49
 უბრძანა: "ნუ სტირ, ასულო,ისმინე ჩემი თხრობილი:
 დღეს შენ ხარ მეფე @არაბეთს,ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,
 აქათგან ესე სამეფოშენია მართ მონდობილი.
დახარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა,იყავ წყნარი და ცნობილი!
49/50
 ვარდთა და ნეხვთა ვინათგანმზე სწორად მოეფინების,
 დიდთა და წვრილთა წყალობაშენმცა ნუ მოგეწყინების!
 უხვი ახსნილსა დააბამს,იგი თვით ების, ვინ ების.
დაუხვად გასცემდი, ზღვათაცაშესდის და გაედინების.
50/51
 მეფეთა შიგან სიუხვე,ვით ედემს ალვა, რგულია;
 უხვსა ჰმორჩილობს ყოველი,იგიცა, ვინ ორგულია;
 სმა-ჭამა - დიდად შესარგი,დება რა სავარგულია?!
დარასაცა გასცემ, შენია;რას^ არა, დაკარგულია!"
51/52
 ამა მამისა სწავლასაქალი ბრძნად მოისმინებდა,
 ყურსა უპყრობდა, ისმენდა,წვრთასა არ მოიწყინებდა;
 მეფე სმასა და მღერასაიქმს, მეტად მოილხინებდა;
დათინათინ მზესა სწუნობდა,მაგრა მზე თინათინებდა.
52/53
 მოიხმო მისი გამზრდელი,ერთგული, ნაერთგულევი,
 უბრძანა: "ჩემი საჭურჭლე,შენგან დანაბეჭდულევი,
 მომართვი ჩემი ყველაი,ჩემი ნაუფლისწულევი".
დამოართვეს, გასცა უზომო,უანგარიშო, ულევი.
53/54
 მას დღე გასცემს ყველაკასასივაჟისა მოგებულსა,
 რომე სრულად ამოაგებსმცირესა და დიდებულსა.
 მერმე ბრძანა: "ვიქმ საქმესა,მამისაგან სწავლებულსა,
დაჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავთსაჭურჭლესა დადებულსა".
54/55
 უბრძანა: "წადით, გახსენით,რაცა სად საჭურჭლენია!
 ამილახორო, მოასხირემა, ჯოგი და ცხენია!"
 მოიღეს.გასცა უზომო,სიუხვე არ მოსწყენია.
დალარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი,მართ ვითა მეკობრენია.
55/56
 ალაფობდეს საჭურჭლესამისსა, ვითა ნათურქალსა,
 მას ტაიჭსა არაბულსა,ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა;
 რომე ჰგვანდა სიუხვითაბუქსა, ზეცით ნაბუქალსა,
დაარ დაარჩენს ცალიერსაარ ყმასა და არცა ქალსა.
56/57
 დღე ერთ გარდახდა.პურობა,სმა-ჭამა იყო, ხილობა,
 ნადიმად მსხდომთა ლაშქართამუნ დიდი შემოყრილობა.
 მეფემან თავი დაჰკიდადა ჰქონდა დაღრეჯილობა.
და"ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?"- შექმნეს ამისი ცილობა.
57/58
 თავსა ზის პირ-მზე @ავთანდილ,მჭვრეტთაგან მოსანდომია,
 სპათა სპასპეტი, ჩაუქი,ვითა ვეფხი და ლომია;
 ვაზირი ბერი @სოგრატითვით მას თანავე მჯდომია.
დათქვეს, თუ: "რა უმძიმს მეფესა,ანუ რად ფერი ჰკრთომია?"
58/59
 თქვეს, თუ: "მეფე ცუდსა რასმეგონებასა ჩავარდნილა,
 თვარა აქა სამძიმარიმათი ყოლა არა ქმნილა".
 @ავთანდილ თქვა: "სოგრატ, ვჰკითხოთ,გვითხრას, რადმცა შეგვეცილა?
დავჰკადროთ რამე სალაღობო,რასათვისმცა გაგვაწბილა?"
59/60
 ადგეს @სოგრატ და @ავთანდილტანითა მით კენარითა,
 თვითო აივსეს ჭიქები,მივლენ ქცევითა წყნარითა,
 წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით,პირითა მოცინარითა.
დავაზირი ლაღობს ენითა,წყლიანად მოუბნარითა:
60/61
 "დაგიღრეჯია, მეფეო,აღარ გიცინის პირიო.
 მართალ ხარ: წახდა საჭურჭლეთქვენი მძიმე და ძვირიო,
 ყველასა გასცემს ასულითქვენი საბოძვარ-ხშირიო;
დაყოლამცა მეფედ ნუ დასვი!თავსა რად უგდე ჭირიო?"
61/62
 რა მეფემან მოისმინა,გაცინებით შემოჰხედნა,
 გაუკვირდა: ვით მკადრაო,ან სიტყვანი ვით გაბედნა?!
 "კარგი ჰქმენო, - დაუმადლა,ბრძანებანი უიმედნა, -
დაჩემი ზრახვა სიძუნწისა,ტყუის, ვინცა დაიყბედნა.
62/63
 ეგე არ მიმძიმს, ვაზირო,ესეა, რომე მწყენია:
 სიბერე მახლავს, დავლიენსიყმაწვილისა დღენია,
 კაცი არ არის, სითგანცასაბრძანებელი ჩვენია,
დარომე მას ჩემგან ესწავლნენსამამაცონი ზნენია.
63/64
 ერთაი მიზის ასული,ნაზარდი სათუთობითა;
 ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი,- ვარ საწუთროსა თმობითა, -
 ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად,ანუ კვლა ბურთაობითა^;
დაცოტასა შემწევს @ავთანდილჩემგანვე ნაზარდობითა"
64/65
 ყმა მეფისა ბრძანებასალაღი წყნარად მოისმენდა,
 თავ-მოდრეკით გაიღიმნა,გაცინება დაუშვენდა,
 თეთრთა კბილთათ ^ გამომკრთალსაშუქსა ველთა მოაფენდა.
დამეფე ჰკითხავს: "რას იცინი,ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა?'
65/66
 კვლა უბრძანა: "თავსა ჩემსა,რას იცინი, რად დამგმეო?"
 ყმამან ჰკადრა: "მოგახსენებდა ფარმანი მიბოძეო,
 რაცა გკადრო, არ გეწყინოს,არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო,
დაარ გამხადო კადნიერად,არ ამიკლო ამაზეო^."
66/67
 უბრძანა: "რადმცა ვიწყინეთქმა შენგან საწყინარისა!"
 ფიცა მზე თინათინისი,მის მზისა მოწუნარისა.
 @ავთანდილ იტყვის: "დავიწყოკადრება საუბნარისა:
დანუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა,თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.
67/68
 მიწაცა თქვენი @ავთანდილთქვენს წინა მშვილდოსანია;
 ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთმოწმად თქვენნივე სპანია;
 მოასპარეზედ ვინ მგავსო?- ცუდნიღა უკუთქმანია.
დაგარდამწყვედელი მისიცაბურთი და მოედანია!"
68/69
 -"მე არ შეგარჩენ შენ ჩემსამაგისა დაცილებასა.
 ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმოშედრეკილობა-კლებასა,
 კარგთა კაცთასა ვიქმოდეთმოწმად ჩვენ თანა ხლებასა,
დამერმე გამოჩნდეს მოედანს,ვისძი უთხრობდენ ქებასა!"
69/70
 @ავთანდილცა დაჰმორჩილდა,საუბარი გარდასწყვიდეს,
 იცინოდეს, ყმაწვილობდეს,საყვარლად და კარგად ზმიდეს,
 ნაძლევიცა გააჩინეს,ამა პირსა დაასკვნიდეს:
და"ვინცა იყოს უარესი,თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!"
70/71
 კვლა ბრძანა: "მონა თორმეტიშევსხათ ჩვენ თანა მარებლად,
 თორმეტი ჩემად ისრისამომრთმევლად, მოსახმარებლად, -
 ერთაი შენი @შერმადინარს მათად დასადარებლად, -
დანასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენუტყუვრად, მიუმცდარებლად".
71/72
 მონადირეთა უბრძანა:"მინდორნი მოიარენით,
 დასცევით ჯოგი ნადირთა^,თავნი ამისთვის არენით".
 ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს:"მოდით და მოიჯარენით".
დაგაყარეს სმა და ნადიმი.მუნ ამოდ გავიხარენით.
3/როსტევან მეფისაგან და /ავთანდილისაგან ნადირობა
72/73
 დილასა ადრე მოვიდაიგი ნაზარდი სოსანი,
 ძოწეულითა მოსილი,პირად ბროლ-ბადახშოსანი,
 პირ-ოქრო რიდე ეხვია,შვენოდა ქარქაშოსანი,
დამეფესა გასლვად აწვევდა,მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.
73/74
 შეეკაზმა მეფე, შეჯდა,ნადირობას^ გამოვიდეს;
 მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს,ალყად გარე შემოჰკრვიდეს;
 ზეიმი და ზარი იყო,სპანი ველთა დაჰფარვიდეს,
დანაძლევისა მათისათვისისროდეს და ერთგან სრვიდეს.
74/75
 უბრძანა^: მონა თორმეტიმოდით, ჩვენთანა ვლიდითა,
 მშვილდსა ფიცხელსამოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,
 ნაკრავსა შეადარებდით,ნასროლსა დასთვალვიდითა!'
დადაიწყო მოსლვა ნადირმანყოვლთა მინდორთა კიდითა.
75/76
 მოვიდა ჯოგი ნადირთაანგარიშ-მიუწვდომელი:
 ირემი, თხა და კანჯარიქურციკი მაღლად მხლტომელი.
 მას პატრონ-ყმანი გაუხდეს,ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
დააჰა მშვილდი და ისარიდა მკლავი დაუშრომელი!
76/77
 ცხენთა მათთა ნატერფალნიმზესა შუქთა წაუხმიდეს,
 მიჰხოცდეს და მიისროდეს,მინდორს სისხლთა მიასხმიდეს,
 რა ისარი დაელივის,მონანი-ყე მოართმიდეს^.
დამხეცნი, მათგან დაკოდილნი,წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.
77/78
 იგი ველი გაირბინეს,ჯოგი წინა შემოისხეს,
 დახოცეს და ამოწყვიდეს,ცათა ღმერთი შეარისხეს,
 ველნი წითლად შეეღებნეს,ნადირთაგან სისხლი ისხეს.
და@ავთანდილის შემხედველთა:"ჰგავსო ალვას, ედემის ხეს".
78/79
 იგი მინდორი დალიეს,მართ მათგან განარბენია,
 მინდორსა იქით წყალი დისდა წყლისა პირსა კლდენია.
 ნადირნი ტყესა შეესწრნეს,სადა ვერა რბის ცხენია.
დაიგი მაშვრალნი ორნივემოსწყდეს, რაზომცა მხნენია.
79/80
 ერთმანერთსა, თუ: "მე გჯობო",სიცილით ეუბნებოდეს,
 ამხანაგობდეს, ლაღობდეს,იქით და აქათ დგებოდეს.
 მერმე მოვიდეს მონანი,რომელნი უკან ჰყვებოდეს,
დაუბრძანა: "თქვითო მართალი,ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს^".
80/81
 მონათა ჰკადრეს: "მართალსაგკადრებთ და ნუ გემცთარებით;
 მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვითშენსა მაგისა დარებით,
 აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ,- ვერათ ვერ მოგეხმარებით, -
დავისგან ნაკრავნი გვინახვანმხეცნი ვერ წაღმა წარებით.
81/82
 ორთავე ერთგან მოკლულიყველაი ასჯერ ოცია,
 მაგრა @ავთანდილს ოცითაუფროსი დაუხოცია:
 არ დასცთომია ერთიცა,რაც ოდენ შეუტყოცია,
დათქვენი მრავალი მიწითადასვრილი დაგვიხოცია".
82/83
 მეფესა ესე ამბავი უჩს,ვითა მღერა ნარდისა,
 უხარის ეგრე სიკეთემისისა განაზარდისა,
 აქვს მიჯნურობა ამისი,ვითა ბულბულსა ვარდისა,
დასიცილით ლაღობს, მიეცაგულით ამოსლვა დარდისა.
83/84
 იგი ორნივე საგრილადგარდახდეს ძირსა ხეთასა.
 ლაშქართა შექმნეს მოდენა,მოდგეს უფროსნი ბზეთასა.
 ახლოს უთქს მონა თორმეტი,უმხნესი სხვათა მხნეთასა.
დათამაშობდეს და უჭვრეტდესწყალსა და პირსა ტყეთასა.
4ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა
84/85
 ნახეს, უცხო მოყმე ვინმეჯდა მტირალი წყლისა პირსა,
 შავი ცხენი სადავითაჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
 ხშირად ესხა მარგალიტილაგამ-აბჯარ-უნაგირსა.
დაცრემლსა ვარდი დაეთრთვილა,გულსა მდუღრად ანატირსა.
85/86
 მას ტანსა კაბა ემოსა,გარე-თმა ვეფხის ტყავისა,
 ვეფხის ტყავისა ქუდივეიყო სარქმელი თავისა,
 ხელთა ნაჭედი მათრახიჰქონდა უსხოსი მკლავისა;
დანახეს და ნახვა მოუნდაუცხოსა სანახავისა.
86/87
 წავიდა მონა საუბრადმის ყმისა გულ-მდუღარისად,
 თავ-ჩამოგდებით მტირლისა^,არ ჭვრეტით მოლიზღარისად, -
 მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა,ჰგია გიშრისა ღარი სად, -
დაახლოს მივიდა, მოსცალდასიტყვისა თქმად აღარისად.
87/88
 ვერა ჰკადრა საუბარი,მონა მეტად შეუზარდა,
 დიდხანს უჭვრეტს გაკვირვებით,თუცა გული უმაგარდა;
 მოახსენა: "გიბრძანებსო",ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.
დაიგი ტირს და არა ესმისმისგან, გაუუმეცარდა.
88/89
 მის მონისა არა ესმასიტყვა, არცა ნაუბარი,
 მათ ლაშქართა ზახილისაიყო ერთობ უგრძნობარი,
 უცხოდ რამე ამოსკვნოდა^გული ცეცხლთა ნადებარი,
დაცრემლსა სისხლი ერეოდა,გასდის, ვითა ნაგუბარი.
89/90
 სხვაგან ქნის მისი გონება,მისმან თავისა წონამან!
 ესე მეფისა ბრძანებაერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.
 არცა დააგდო ტირილი,არცა რა გაიგონა მან,
დაარცა გახლიჩა ბაგეთათ^თავი ვარდისა კონამან.
90/91
 რა პასუხი არა გასცა,მონა გარე შემობრუნდა,
 @როსტანს ჰკადრა: "შემიტყვია,იმას თქვენი არა უნდა;
 თვალნი მზეებრ გამირეტდეს,გული მეტად შემიძრწუნდა,
დავერ ვასმინე საუბარი,მით დავყოვნე ხანი მუნ, და-".
91/92
 მეფე გაჰკვირდა, გა-ცა-წყრა,გული უც მისთვის მწყრომარე;
 გაგზავნა მონა თორმეტიმისი წინაშე მდგომარე,
 უბრძანა: "ხელთა აიღეთაბჯარი თქვენ საომარე,
დამიდით და აქა მომგვარეთ,ვინ არის იქი მჯდომარე".
92/93
 მონანი მიდგეს, მივიდეს,გახდა აბჯრისა ჩხარია;
 მაშინღა შეკრთა იგი ყმა,ტირს მეტად გულ-მდუღარია,
 თვალნი მოარნა ყოველგან^,ნახა ლაშქართა ჯარია,
დაერთხელ ესე თქვა: "ვაჲ მეო",სხვად არას მოუბარია^.
93/94
 თვალთა ხელი უკუივლო,ცრემლნი ცხელნი მოიწურნა,
 ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა,მკლავნი გაიმამაცურნა,
 ცხენსა შეჯდა, - მონათამცასაუბარნი რად იყურნა!-
დასხვასა მხარსა გაემართა,მათი ჭირი არ განკურნა.
94/95
 მონათა ხელი გამართესმის ყმისა შესაპყრობელად.
 მან, გლახ, იგინი^ დახადნამტერთაცა საწყალობელად:
 ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნათავსა ხელ-აუპყრობელად,
დაზოგსა გადაჰკრის მათრახიქვე მკრდამდის გასაპობელად.
95/96
 მეფე გაწყრა, გაგულისდა,ლაშქარნიცა შეუზახნა;
 მან მდევართა მიწევნამდისარ უჭვრიტნა, არცა ნახნა,
 რაზომნიცა მიეწივნეს,ყოვლნი მკვდართა დაასახნა,
დაკაცი კაცსა შემოსტყორცა,@როსტან ამად ივაგლახნა.
96/97
 შესხდეს მეფე და @ავთანდილმის ყმისა მისაწეველად.
 იგი ლაღი და უკადრიმივა ტანისა მრხეველად,
 ტაიჭი მიუქს მერანსა,მიეფინების მზე ველად,
დაშეიგნა მისლვა მეფისამისად უკანა მდეველად.
97/98
 რა ცნა, მეფე მოვიდაო,ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.
 მასვე წამსა დაიკარგა,არ უნახავს თვალსა ჩვენსა,
 ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსაანუ ზეცად ანაფრენსა;
დაეძებდეს და ვერ ჰპოვებდესკვალსა მისგან წანარბენსა.
98/99
 კვალი ძებნეს და უკვირდავერ-პოვნა ნაკვალევისა,
 აგრე კვალ-წმიდად წარხდომაკაცისა, ვითა დევისა;
 ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს,სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.
დამეფემან ბრძანა: "ვნახეომიზეზი ლხინთა ლევისა".
99/100
 ბრძანა: "ღმერთსა მოეწყინააქანამდის^ ჩემი შვება,
 ამად მიყო სიმწარითასიამისა დანავღლება,
 სიკვდილამდის დამაწყლულა,ვერვის ძალ-უც განკურნება.
დამასვე მადლი! ესე იყოწადილი და მისი ნება".
100/101
 ესე თქვა და შემობრუნდა,დაღრეჯილი წამოვიდა,
 არცა ჰკრაღა ასპარეზსა,ვამი ვამსა მოურთვიდა;
 ყველაკაი მოიშალა,სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
დაზოგთა თქვეს, თუ: "მართალია",ზოგი: "ღმერთო!", უზრახვიდა.
101/102
 მეფე საწოლს შემოვიდასევდიანი, დაღრეჯილი;
 მისგან კიდე არვინ შეჰყვა,@ავთანდილ უჩს ვითა შვილი.
 ყველაკაი გაიყარა,ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.
დაგაბედითდა სიხარული,ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.
102/103
 @თინათინს ესმა მამისაეგეთი დაღრეჯილობა,
 ადგა და კარსა მივიდა,-ჰქონდა მზისაცა ცილობა, -
 მოლარე იხმო^, უბრძანა:"ძილია თუ ღვიძილობა^?"
დამან მოახსენა: "დაღრეჯითზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.
103/104
 ერთაი ახლავს @ავთანდილ,წინაშე უზის სკამითა;
 უცხო ყმა ვინმე უნახავს,ასრე დაღრეჯით ამით-ა,
 @თინათინ ბრძანა: "აწ წავალ,შესლვა არ ჩემგან ჟამითა
დამიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქოაქა ერთითა წამითა".
104/105
 ხანი გამოხდა, იკითხა:"ნეტარ, რასა იქმს ქალიო,
 ჩემი ლხინი და ჯავარი,ჩემი სოფლისა წყალიო?"
 მოლარე ჰკადრებს: "მოვიდააწყაღა ფერ-ნამკრთალიო,
დადაღრეჯით გცნა და მიბრუნდაწინაშე მომავალიო'.
105/106
 უბრძანა, თუ: "წადი, უხმე!უმისობა ვით გავსძლეო?
 მოახსენე: "რად დაჰბრუნდიშენ, მამისა სიცოცხლეო?
 მოდი, ჭმუნვა გამიქარვე,გულსა წყლულსა მეწამლეო,
დაგითხრა ჩემი სამიზეზო,მე თუ ლხინთა რად დავლეო".
106/107
 @თინათინ ადგა, მივიდა,მიჰყვა მამისა ნებასა,
 უგავს პირისა სინათლემთვარისა მოვანებასა.
 მამამან გვერდსა დაისვა,აკოცა ნება-ნებასა,
დაუბრძანა: "მახლავ რად არა,რად მელი მოყვანებასა?"
107/108
 ქალმან ჰკადრა: "ხელმწიფეო,დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,
 ვინმცა გნახა კადნიერად,რაზომ გინდა ამაყობდეს!
 თქვენნი აგრე დაღრეჯანიმნათობთაცა დაამხობდეს!
დაკაცმან საქმე მოიგვაროს,ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს".
108/109
 უბრძანა: "შვილო, რაზომცამჭირს საქმე სავაგლახია,
 შენი ჭვრეტა და სიახლელხინადვე დამისახია,
 მომქარვებელი სევდისა,მართ ვითა მუფარახია.
დავეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო,ჩემი სულთქვმა და ახია.
109/110
 "უცხოსა და საკვირველსაყმასა რასმე გარდვეკიდე,
 მისმან შუქმან გაანათლასამყარო და ხმელთა კიდე.
 რა უმძიმდა, არ ვიცოდი,ან ტიროდა ვისთვის კიდე;
დაჩემად ნახვად არ მოვიდა,გავგულისდი, წავეკიდე.
110/111
 "მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა,თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.
 შესაპყრობლად შევუზახენ,სპანი სრულად დამიხოცნა,
 ვითა ეშმა დამეკარგა,არ კაცურად გარდამკოცნა,
დაჯერთცა ესე არა ვიცი,ცხადი იყო, თუ მეოცნა.
111/112
 "აწ ესე მიკვირს, რა იყო,ანუ რა ვნახე და რული!
 მან დამიხოცა ლაშქარი,სისხლი ადინა^ ღვარული.
 კაცთა^ ხორცისად ვით ითქმისისრე თვალთაგან ფარული?!
დაუცილოდ ღმერთსა მოვსძულდიაქამდის მე მხიარული.
112/113
 ტკბილნი მისნი წყალობანიბოლოდ ასრე გამემწარნეს,
 დამავიწყდეს^, რაცა დღენიმხიარულსა წამეარნეს.
 ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს,ვეღარავინ მინეტარნეს,
დასადამდისცა დღენი მესხნენ,ვეღარამან გამახარნეს!"
113/114
 ქალმან ჰკადრა: "მოგახსენებმე სიტყვასა დანაყბედსა:
 ჰე მეფეო! რად ემდურვიანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?
 რად დასწამებ სიმწარესაყოველთათვის ტკბილად მხედსა?
დაბოროტიმცა რად შეექმნაკეთილისა შემოქმედსა!
114/115
 მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ,მეფეთა ზედა მფლობელი,
 შორს არის თქვენი საზღვარი,ბრძანება-მიუთხრობელი.
 გაგზავნე კაცი ყოველგან^მისთა ამბავთა მცნობელი,
დაადრე სცნობ, არის იგი ყმაშობილი თუ უშობელი".
115/116
 მოასხნეს კაცნი, გაგზავნესოთხთავე ცისა კიდეთა,
 უბრძანეს: "წადით, პატიჟთათავიმცა რად დაჰრიდეთა?
 მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა,სხვად ნურად მოიცლიდეთა,
დამისწერეთ წიგნი, სადაცავერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა".
116/116
 კაცნი წავიდეს, იარესმართ ერთი წელიწადია,
 მონახეს, ძებნეს იგი ყმა,იკითხეს კვლა და კვლა დია,
 ვერცა თუ ნახეს ნახულიღმრთისაგან დანაბადია,
დაცუდად მაშვრალნი მოვიდეს,მათსავე გულსა ზადია.
117/118
 მონათა ჰკადრეს: "მეფეო,ჩვენ ხმელნი მოვიარენით,
 მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა,მით ვერა გავიხარენით,
 მისსა მნახავსა სულ-დგმულსაკაცსა ვერ შევეყარენით,
დაჩვენ ვერას გარგებთ, საქმენისხვანი რამ^ მოიგვარენით".
118/119
 მეფე ბრძანებს: "მართალ იყოასული და ჩემი ძეო,
 ვნახე რამე ეშმაკისასიცუდე და სიბილწეო,
 ჩემად მტერად წამოსრული,გარდმოჭრილი ზეცით ზეო.
დაგამიშვია შეჭირვება,არა მგამა ყოლა მეო".
119/120
 ესე თქვა და სიხარულითთამაშობა ადიადა.
 მგოსანი და მოშაითიუხმეს, პოვეს რაცა სადა.
 დია გასცა საბოძვარი,ყველა დარბაზს შემოხადა.
დამისი მსგავსი სიუხვითაღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!
5/თინათინისაგან /ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
120/121
 @ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს,ეცვა ოდენ მართ პერანგი,
 იმღერდა და იხარებდა,წინა ედგა ერთი ჩანგი.
 შემოვიდა მას წინაშე@თინათინის მონა ზანგი,
დამოახსენა: "გიბრძანებსოტანი ალვა, პირი მანგი".
121/122
 @ავთანდილს მიჰხვდა მოსმენასაქმისა სანატრელისა,
 ადგა და კაბა ჩაიცვა,მჯობი ყოვლისა ჭრელისა;
 უხარის ნახვა ვარდისა,არ ერთგან შეუყრელისა.
დაამოა ჭვრეტა ტურფისა,სიახლე საყვარელისა!
122/123
 @ავთანდილ ლაღი, უკადრიმივა, არვისგან ჰრცხვენოდა,
 მას ნახავს, ვისთა ვამთაგანცრემლი მრავალჯერ სდენოდა;
 იგი უებრო ქუშად ჯდა,ელვისა მსგავსად შვენოდა,
დამთვარესა მისთა შუქთაგანუკუნი გარდაჰფენოდა.
123/124
 გაძრცვილსა ტანსა ემოსნესყარყუმნი უსაპირონი,
 ებურნეს მოშლით რიდენი,ფასისა თქმად საჭირონი,
 ჰშვენოდეს შავნი წამწამნი,გულისა გასაგმირონი,
დამას თეთრსა ყელსა ეხვივნესგრძლად თმანი არ-უხშირონი.
124/125
 დაღრეჯით იყო მჯდომარეძოწეულითა რიდითა,
 @ავთანდილს უთხრა დაჯდომაწყნარად, ცნობითა მშვიდითა.
 მონამან სელნი დაუდგნა,დაჯდა კრძალვით და რიდითა.
დაპირის-პირ პირსა უჭვრეტდა,სავსე ლხინითა დიდითა.
125/126
 ქალმან უბრძანა: "ზარი მლევსმე ამისისა თხრობისა;
 მწადდა არა-თქმა, რომლისაღონე არა მაქვს თმობისა,
 მაგრა იცია მიზეზიშენისა აქა ხმობისა,
დაშენისა აქა ხმობისა,  ასრე მიხდილი ცნობისა?"
126/127
 ყმამან ჰკადრა: "საზაროსაჩემგან თქმაღა ვით იქმნების?
 მზესა მთვარე შეეყაროს,დაილევის, და-ცა-ჭნების;
 აზრად არად აღარა მცალს,თავი ჩემი მეგონების,
დათქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს,ანუ რაცა გეკურნების".
127/128
 ქალმან უთხრა საუბარიკეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად,
 იტყვის: "თუცა აქანამდისჩემგან შორს ხარ დანამჭირად,
 მიკვირს, მოგხვდა წამის ყოფადსაქმე შენგან საეჭვი რად,
დამაგრა გითხრა პირველ ხვალმე,სენი მე მჭირს რაცა ჭირად.
128/129
 გახსოვს, ოდეს შენ და @როსტანსმინდორს მხეცი დაგეხოცა,
 ყმა გენახა უცხო ვინმე,რომე ცრემლი მოეხოცა?
 მას უკანით გონებამანმისმან ასრე დამამხო-ცა,
დაშენ გენუკევ მონახვასა,კიდით კიდე მოჰლახო ცა.
129/130
 აქანამდის ნაუბარსათუცა ვერას ვერ გეტყვია,
 მაგრა შორით სიყვარულიშენგან ჩემი შემიტყვია,
 ვიცი, რომე გაუწყვედლადთვალთათ ცრემლი^ გისეტყვია,
დაშეუპყრიხარ სიყვარულსა,გული შენი დაუტყვია.
130/131
 ასრე გითხრა, სამსახურიჩემი გმართებს ამად ორად:
 პირველ, ყმა ხარ, ხორციელიარავინ გვყავს შენად სწორად,
 მერმე, ჩემი მიჯნური ხარ,დასტურია, არ ნაჭორად;
დაწა და იგი მოყმე ძებნე,ახლოს იყოს, თუნდა შორად.
131/132
 "შენგან ჩემი სიყვარულიამით უფრო გაამყარე,
 რომე დამსხნა შეჭირვება,ეშმა ბილწი ასაპყარე.
 გულსა გარე საიმედოია მორგე, ვარდი ყარე,
დამერმე მოდი, ლომო, მზესაშეგეყრები, შემეყარე.
132/133
 სამსა ძებნე წელიწადსაიგი შენი საძებნარი;
 ჰპოვო, მოდი გამარჯვებით,მხიარულად მოუბნარი;
 ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ,იყო თურე უჩინარი;
დაკოკობი და უფურჭვნელივარდი დაგხვდე დაუმჭნარი.
133/134
 "ფიცით გითხრობ: შენგან კიდეთუ შევირთო რაცა ქმარი,
 მზეცა მომხვდეს ხორციელი,ჩემთვის კაცად შენაქმარი,
 სრულად მოვსწყდე სამოთხესა,ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,
დაშენი მკლვიდეს სიყვარული,გულსა დანა ასაქმარი".
134/135
 მოახსენა ყმამან: "მზეო,ვინ გიშერი აწამწამე,
 სხვა პასუხი რამცა გკადრე,ანუ რამცა შევიწამე?
 მე სიკვდილსა მოველოდი,შენ სიცოცხლე გამიწამე,
დავითა მონა, სამსახურადგაღანამცა წავე, წა-, მე!"
135/136
 კვლაცა ჰკადრა: "აჰა, მზეო,რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა,
 მით გმორჩილობს, ზეციერიმნათობია რაცა სადა;
 მე რომ თქვენგან მოვისმინენწყალობანი, მედიადა.
დავარდი ჩემი არ დაჭნების,შუქი შენი იეფად ა"
136/137
 კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა,დააპირეს ესე პირი,
 გასალდეს და გაამრავლესსაუბარი სიტყვა-ხშირი.
 გაადვილდა, აქანამდისგარდეხადა რაცა ჭირი;
დათეთრთა კბილთათ^ გამოჰკრთებისთეთრი ელვა ვითა ჭვირი.
137/138
 ერთგან დასხდეს, ილაღობეს,საუბარი ასად აგეს,
 ბროლ-ბადახში შეხვეული დაგიშერი ასადაგეს;
 ყმა ეტყვის, თუ: "შენთა მჭვრეტთათავი ხელი, ა, სად აგეს!
დაცეცხლთა, შენგან მოდებულთა,გული ჩემი ასადაგეს".
138/139
 ყმა წავიდა, სიშორესათუცა მისსა ვერ გასძლებდა,
 უკუღმავე იხედვიდა,თვალთა რეტად აყოლებდა,
 ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს,ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა,
დაგული ჰქონდა გულისათვის,სიყვარულსა ავალებდა.
139/140
 თქვა: "მზეო, ვარდსა სიშორეშენი დამაჩნდეს ეს ადრე,
 ბროლი და ლალი გასრულვარქარვისა უყვითლესად-რე.
 მაშინ რაღა ვქმნა ვერ-ჭვრეტარა მომხვდეს კვლა უგრძესად-რე!
დახამს მოყვრისათვის სიკვდილი,ესე მე დამიც წესად-რე".
140/141
 საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსაცრემლი ძნელად ეხოცების,
 ვითა ვერხვი ქარისაგან,ირხევის და იკეცების;
 რა მიჰლულნის, სიახლევესაყვარლისა ეოცების,
დაშეკრთის, დიდნი დაიზახნის,მით პატიჟი ეოცების.
141/142
 მოშორვება საყვარლისამას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ,
 ცრემლსა ვითა მარალიტსასწვიმს ვარდისა დასანაზოდ.
 რა გათენდა, შეეკაზმამისთა მჭვრეტთა სალამაზოდ,
დაცხენსა შეჯდა, გაემართა,დარბაზს მივა სადარბაზოდ.
142/143
 დარბაზს ეჯიბი შეგზავნა,მართ მისგან შენარონია,
 შესთვალა: "გკადრებ, მეფეო,მე ესე გამიგონია:
 ყოველი პირი მიწისათქვენ ხრმლითა დაგიმონია,
დააწ თუ სჯობს, ესე ამბავიცნან, რაცა გარემონია.
143/144
 მე წავიდე, მოვიარო,ვილაშქრო და ვინაპირო,
 თინათინის ხელმწიფობამტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო,
 მორჩილ-ქმნილთა გავახარო,ურჩი ყოვლი ავატირო,
დაძღვენნი გკადრნე ზედას-ზედა,არ სალამი დავაძვირო".
144/145
 მეფესა ეთქვა ამისიდიადი მადრიელობა,
 ებრძანა: "ლომო, არა გჭირსშენ ომთა გარდუხდელობა,
 აწ მაგა შენსა თათბირსაჰგავსო შენივე ქველობა.
დაწა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა,თუ სიშორისა გრძელობა!"
145/146
 ყმა შევიდა, თაყვანის-სცა,მადლი რამე მოახსენა:
 "ხელმწიფეო, მიკვირს, ქებარად იკადრეთ ჩემი თქვენა?!
 აწ ნუთუ კვლა იშორისაღმერთმან ბნელი გამითენა,
დაპირი თქვენი მხიარულიმხიარულსა კვლა მიჩვენა!"
146/147
 მეფე ყელსა^ მოეკიდა,გარდაკოცნა ვითა შვილი.
 სხვა მათებრი არ ყოფილაარ გამზრდელი, არ გაზრდილი!
 ყმა ადგა და წამოვიდა,მას დღე მათი ჩანს გაყრილი;
და@როსტან მისთვის აატირაგონიერი გული, ლბილი.
147/148
 გამოემართა @ავთანდილ,მოყმე მხნე, ლაღად მავალი.
 ოც დღე იარა, ღამეცადღეს ზედა წაჰრთო მრავალი.
 იგია ლხინი სოფლისა,იგია ნივთი და ვალი,
დაარ მისცილდების @თინათინმისი მას, ვისგან სწვავ ალი.
148/149
 რა მოვიდა, სიხარულიშიგან გახდა სამეფოსა.
 მოეგებნეს დიდებულნი,ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა.
 იგი პირ-მზე არ მოსცთებისსიარულსა სასწრაფოსა.
დამიჰხვდეს მყოფნი მას წინაშესიხარულსა სადაფოსა.
149/150
 ქალაქი ჰქონდა მაგარისაზაროდ სანაპიროსა,
 გარე კლდე იყო, გიამბობზღუდესა უქვიტკიროსა.
 ყმამან მუნ დაყო სამი დღეამოსა სანადიროსა,
დაგამზრდელი მისი @შერმადინდაისვა სავაზიროსა.
150/151
 ესეა მონა @შერმადინ,ზემოთცა სახელ-დებული,
 თანა-შეზრდილი, ერთგულიდა მისთვის თავ-დადებული,
 მან არ იცოდა აქამდისმის ყმისა ცეცხლი დებული,
დააწ გაუცხადა სიტყვებიმის მზისა იმედებული.
151/152
 უბრძანა: "აჰა, @შერმადინ,ამად მე შენგან მრცხვენიან,
 ჩემნი საქმენი ყოველნიგცოდნიან, გაგივლენიან,
 მაგრა არ იცი აქამდის,რანიცა ცრემლნი მდენიან!
დამე ვისგან მქონდეს პატიჟნი,აწ მასვე მოულხენიან.
152/153
 მოუკლავარ @თინათინისსურვილსა და სიყვარულსა,
 ცრემლი ცხელი ასოვლებდისნარგისთაგან ვარდსა ზრულსა,
 ვერ ვაჩენდი აქანამდისჭირსა ჩემგან დაფარულსა,
დააწ მიბრძანა საიმედო,ამად მხედავ მხიარულსა.
153/154
 მიბრძანა: "მიცან ამბავიმის ყმისა დაკარგულისა,
 მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღაშენი წადილი გულისა,
 ქმარი არ მინდა უშენო,მომხვდეს ხისაცა რგულისა!"
დამომცა წამალი გულისა,აქამდის დადაგულისა.
154/155
 "პირველ, ყმა ვარ, წასლვა მინდაპატრონისა სამსახურად, -
 ხამს მეფეთა ერთგულობა,ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, -
 მერმე, ცეცსლი დაუვსია,აღარა მწვავს გულსა მურად.
დახამს, თუ კაცი არ შეუდრკეს,ჭირს მიუხდეს მამაცურად.
155/156
 ვართ უმოყვრესნი მე და შენყოველთა პატრონ-ყმათასა,
 ამისთვის გნუკევ სმენასაშენ ამა ჩემთა ხმათასა:
 ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად,თავადად ჩემთა სპათასა,
დაამა საქმესა ვერა ვიქმმე განდობასა სხვათასა.
156/157
 ლაშქართა და დიდებულთაალაშქრებდი, ჰპატრონობდი;
 დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდიდა ამბავსა მათსა სცნობდი,
 წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ,უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,
დააქა სადმე არ-ყოფასაჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!
157/158
 ლაშქრობა და ნადირობაშენი ჩემსა დაასასე,
 აქათ სამ წელ მომიცადე,ხვაშიადი შემინახე,
 მე ნუთუმცა შემოვბრუნდი,ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,
დაარ მოვბრუნდე, მომიგლოვე,მიტირე და მივაგლახე.
158/159
 მაშინღა ჰკადრე მეფესაარ საქმე სასურვალია,
 აცნობე ჩემი სიკვდილი, -იყავ მართ ვითა მთრვალია, -
 მიჰხვდა-თქო საქმე, რომელიყოვლთათვის გარდუვალია.
დაგლახაკთა მიეც საჭურჭლე,ოქრო, ვერცხლი და თვალია^.
159/160
 მაშინ უფრო მომეხმარე,ამისგანცა უფრო მხნედ-რე,
 ნუ, თუ ადრე დამივიწყო,მახსენებდი ზედას-ზედ-რე!
 მეტად კარგად დამიურვე,სული ჩემი შეივედრე,
დაზრდანი ჩემნი მოიგონენ,გული შენი მოიმდედრე".
160/161
 რა @შერმადინ მოისმინა,გაუკვირდა, შეეზარა,
 თვალთათ^ ვითა მარგალიტიცხელი ცრემლი გარდმოღვარა,
 მოახსენა: "უშენომანგულმან რამცა გაიხარა!
დავიცი, რომე არ დასდგები,მაგრა გიშლი ამად არა.
161/162
 "ჩემად ნაცვლად დაგაგდებო",- ესე სიტყვა ვით მიბრძანე?
 რაგვარა ვქმნა პატრონობა?რამც გიფერე, რამც გიგვანე?
 შენ მარტოსა გიგონებდე,მემცა მიწა ვიაკვანე!
დასჯობს ორნივე დავიკარგნეთ,წამოგყვები, წამიტანე!"
162/163
 ყმამან უთხრა: "მომისმინე,მართლად გითხრობ, არა ჭრელად:
 რა მიჯნური ველთა რბოდეს,მარტო უნდა გასაჭრელად.
 მარგალიტი არვის მიჰხვდესუსასყიდლოდ, უვაჭრელად.
დაკაცი ცრუ და მოღალატეხამს ლახვრითა^ დასაჭრელად.
163/164
 ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი?შენგან კიდე არვინ ვარგ-ა,
 უშენოსა პატრონობავის მივანდო, ვინ ქმნას კარგა?
 სანაპირო გაამაგრე,მტერმან ახლოს ვერ იბარგა!
დაკვლა ნუთუმცა შემოვიქეც,ღმერთმან სრულად არ დამკარგა.
164/165
 ფათერაკი^ სწორად მოჰკლავს,ერთი იყოს, თუნდა ასი;
 მარტოება ვერას მიზამს,მცავს თუ ცისა ძალთა დასი;
 აქათ სამ წელ არ მოვიდე,მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი;
დაწიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს,ვინცა იყოს ჩემი ხასი".
6წიგნი /ავთანდილისა თავის ყმათა თანა
165/166
 დაწერა, თუ: "ჩემნო ყმანო,გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,
 ერთგულნო და მისანდონო,ამას ზედა გამოცდილნო,
 თქვენ ჩემისა საწადლისამიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,
დაწიგნი ჩემი მოისმინეთ,ყოვლნო ერთგან შემოყრილნო^!
166/167
 მიწაცა თქვენი @ავთანდილ,ისმინეთ, გიწერ მე რასა:
 თვით ვიქმ ხელითა ჩემითაამა წიგნისა წერასა,
 ცოტასა ხანსა ვარჩივეგაჭრა სმასა და მღერასა,
დაპურად და საჭმლად მივენდევჩემსა მშვილდსა და ცერასა.
167/168
 საქმე რამე მიც თავისაზე სადმე გარდსახვეწელი,
 დავყო მარტოდ და ღარიბადესე წლეული მე წელი,
 გემუდარები ამისთვის,ვარ თქვენი შემომხვეწელი,
დამე დამახვედროთ სამეფომტერთაგან დაულეწელი.
168/169
 მე @შერმადინ დამიგდია,ჩემად კერძად პატრონობდეს,
 სიკვდილსა და სიცოცხლესასადამდისცა ჩემსა სცნობდეს,
 ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს,ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს,
დაშემცოდესა ყველაკასავითა ცვილსა დაადნობდეს.
169/170
 თქვენცა იცით, გამიზრდია,ვითა ძმა და ვითა შვილი.
 ამას ასრე ჰმორჩილობდით,არის ვითამც @ავთანდილი,
 ბუკსა იკრას, აქმნევინეთყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი;
დამე თუ დრომდის არ მოვიდე,გლოვა გმართებს, არ სიცილი".
170/171
 ესე წიგნი გაასრულაწყლიანმან და სიტყვა-ნაზმა,
 წელთა ოქრო შემოირტყა,საღარიბოდ მოეკაზმა,
 ბრძანა: "მინდორს შევჯდებიო",ლაშქარიცა დაერაზმა;
დამასვე წამსა წამოვიდა,შინა ხანი არა დაზმა.
171/172
 ბრძანა: "წადით ყველაკაი,აქა მომხრედ არვინ მინა".
 მონებიცა მოიშორვა,თავი გაითავისწინა,
 მარტო გარე შემობრუნდაშამბი შიგან გაირბინა,
დამიწყივ მისად საგონებლადმისი მკლველი თინათინ- ა.
172/173
 იგი ველი გაირბინა,ლაშქართაგან გაეკიდა.
 ვინმცა ნახა სულიერმან,ანუ ვინმცა გაეკიდა?
 ვის მახვილი ვერას ავნებს,იმას ვინმცა წაეკიდა!
დამისგან ტვირთი კაეშნისატვირთად ვარგად აეკიდა.
173/174
 რა ლაშქართა ინადირესდა პატრონი მოითვალეს,
 იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს,პირი მათი იფერმკრთალეს,
 მათსა დიდსა სიხარულსასამძიმარი^ ანაცვალეს,
დაყოვლგან რბოდეს საძებარად,ვინცა იყო უცხენმალეს.
174/175
 დარბოდეს და სხვაგნით სხვათამოამბეთა მოასხმიდეს;
 ვეღარა ცნეს მისი საქმე,გაიარა აქათ კიდეს,
 მისნი სპანი გულ-მოკლულნიცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს:
და"ღმერთო, ლომო, შენად ნაცვლადსხვასა ვისმცა დანერგვიდეს!"
175/176
 @შერმადინ ერთგან შეყარნახასნი და დიდებულები,
 უჩვენა იგი უსტარი,ამბავი მისი თქმულები.
 რა მოისმინეს, ყველაიდარჩა გულ-დანაწყლულები,
დათავსა იცემდეს, არ იყოგული უცრემლო, ულები.
176/177
 ყოვლთა ჰკადრეს: "თუცა ყოფაჩვენ უმისოდ გვეარმისცა,
 უშენოსა საჯდომი დატახტი მისი ვისმცა მისცა?
 განაღამცა გმორჩილობდით,თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!"
დაიგი მონა აპატრონეს,ყველაკამან თაყვანის-სცა.
7/ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა
177/178
 ამ საქმესა მემოწმების@დიონოსი ბრძენი, @ეზროს:
 საბრალოა, ოდეს ვარდიდაერთვილოს, და-ცა-ეზროს.
 ვის ბადახში არა ჰგვანდესდა ლერწამი ტანად ეზროს,
დაიგი სადმე გაღარიბდეს,სამყოფთაგან იაბეზროს.
178/179
 @ავთანდილ იგი მინდორიოთხ-ახმით გარდაიარა,
 დააგდო ზღვარი არაბთა,სხვათ ზღვართა არე იარა,
 მაგრა მის მზისა გაყრამანსიცოცხლე გაუზიარა;
დათქვა: "თუ მე მასმცა ვეახელ,აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა".
179/180
 ახალმან ფიფქმან დათოვა,ვარდი დათრთვილა, დანასა;
 მოუნდის გულსა დაცემა,ზოგჯერ მიჰმართის დანასა;
 თქვის: "ჭირი ჩემი სოფელმანოთხმოცდაათი ანასა,
დამოვჰშორდი ლხინსა ყველასა:ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!"
180/181
 ვარდი მის მზისა გაყრილიუფრო და უფრო ჭნებოდა,
 გულსა უთხრის, თუ: "დათმეო",ამად არ დია ბნდებოდა.
 უცხო უცხოთა ადგილთასაძებრად იარებოდა,
დამგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა,მათ თანა-ემოყვრებოდა.
181/182
 მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსასდის ზღვათა შესართავისად.
 უჩნდის ქვეყანა ტახტად დამკლავი სადებლად თავისად.
 თქვის: "საყვარელო, მოგშორდი,გული შენ დაგრჩა, ვთქვა, ვისად?
დაშენთვის სიკვდილი მეყოფისლხინად ჩემისა თავისად".
182/183
 ყოვლი პირი ქვეყანისამოვლო, სრულად მოიარა,
 ასრე რომე ცასა ქვეშეარ დაურჩა, არ ეარა,
 მაგრა იგი მის ამბვისამსმენელსაცა ვერ მიმხვდარა.
დაამას შიგან წელიწადისამი სამ თვედ მიიყარა.
183/184
 მიჰხვდა რასმე ქვეყანასაუგემურსა, მეტად მქისსა,
 თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს,ვერას შვილსა ადამისსა,
 იგი ჭირი არ უნახავსარ რამინს და არცა ვისსა,
დადღე და ღამე იგონებდასაყვარელსა მასვე მისსა.
184/185
 მას მიჰხვდა წვერი სადგურადმაღლისა მთისა დიდისა,
 გამოჩნდა მუნით მინდორი,სავალი დღისა შვიდისა.
 მის მთისა ძირსა წყალი დის,არად სანდომი ხიდისა,
დაორგნითვე ტყესა შეეკრანაპირი წყლისა კიდისა.
185/186
 ზედ წაადგა, შეექცევის,დროთა, დღეთა ანგარიშობს;
 თვენი ესხნეს ორანიღა,ამად სულთქვამს, ამად იშობს;
 "ვაჲ თუ საქმე გამიმჟღავნდეს!- კვლა ამისთვის გულ-მოშიშობს, -
დაავსა კარგად ვერვინ შესცვლიხ,თავსა ახლად ვერვინ იშობს".
186/187
 საგონებელი შეექმნადადგა საქმისა მრჩეველად,
 თქვა: "თუ დავბრუნდე,ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად?
 ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა,ვიყავ რად დღეთა მლეველად,
დამისი ვერა ვცნა ჭორადცა,ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?
187/188
 თუ არ დავბრუნდე, საძებრადდავყვნე სხვანიცა ხანანი,
 რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნეამბავნი მე მისთანანი,
 დრო გარდაუწყდეს @შერმადინს,მიჰხვდენ ღაწვისა ბანანი,
დამივიდეს, ჰკადრნეს მეფესასაქმენი დასაგვანანი!
188/189
 უამბოს ჩემი სიკვდილი,თვით ჩემგან დავედრებული,
 მათ შექმნან გლოვა-ტირილი,ქმნან საქმე გამწარებული,
 მერმე მივიდე ცოცხალიმე, სხვაგან სადმე რებული!"
დაამას იგონებს ტირილითგონება-შეიწრებული.
189/190
 იტყვის: "ღმერთო, სამართალნიშენნი ჩემთვის რად ამრუდენ?
 მე ეზომნი სიარულნიკიდე რად, გლახ, გამიცუდენ,
 გულით ჩემით სიხარულნიაღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ?
დადღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნივერაოდეს^ დავიყუდენ".
190/191
 კვლაცა იტყვის: "დათმობა სჯობს",და თავსავე ეუბნების:
 "დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები,გული ჩემი ნუ დადნების,
 უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ,ცრემლი ცუდად მედინების,
დაგანგებასა ვერვინ შესცვლის,არ-საქმნელი არ იქმნების".
191/192
 თავს უთხრა: "მოკვე, გიჯობსოსიცოცხლეს აუგიანსა;
 მიხვალ, დაგხვდების @თინათინ,- ანათებს დღესა მზიანსა, -
 გკითხოს მის ყმისა ამბავი,რა გმართებს ვაგლახიანსა?"
დაიგონებს წამ-წამ, მიჰყვებისტყის პირსა შამბნარ-წყლიანსა.
192/193
 "ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნიერთობ სრულად მომივლიან,
 მაგრა საქმე მის კაცისავერასადა შემიგნიან;
 უღონიოდ მართალ იყვნეს,რომელთაცა ქაჯად თქვიან.
დააწ ტირილი არას მარგებს,ცუდად ცრემლნი რასა მდიან?"
193/194
 მთით ჩამოვიდა @ავთანდილ,გავლო^ წყალი და ტყენია,
 მინდორს აცორვებს ტაიჭსა,შეჟრენით მონაწყენია.
 გასცუდებოდეს მკლავნი დამისნი სიამაყენია,
დაბროლისა ველსა სტურფობდესგიშრისა მუნ საყენია.
194/195
 მობრუნება დააპირა,სულთქვნა, მერმე ივაგლახა,
 მას მინდორსა დაემართა,გზა თვალითა გამოსახა;
 თვესა ერთსა სულიერიკაცი არსად არ ენახა,
დამხეცნი იყვნეს საშინელნი,მაგრა არა შეუზახა.
195/196
 თუცა მხეც-ქმნილი @ავთანდილგულ-ამოსკვნით და კვნესით- ა,
 ეგრეცა ჭამა მოუნდის@ადამის ტომთა წესითა,
 ისრითა მოკლის ნადირი,@როსტომის მკლავ^-უგრძესითა,
დაშამბისა პირსა გარდახდა,ცეცხლი დააგზო კვესითა.
196/197
 ცხენსა მისცა საძოვარი,ვირე წვადი შეიწოდეს;
 ექვსნი რამე ცხენოსანნი,ნახა, მისკენ მოვიდოდეს;
 თქვა, თუ: "ჰგვანან მეკობრეთა,თვარა კარგი რამც იცოდეს!
დააქა კაცი ხორციელიკვლა ყოფილა არაოდეს".
197/198
 ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი,მათკე მივა მხიარული.
 ორთა კაცთა წვეროსანთაყმა მოჰყვანდა უწვერული,
 თავსა იყო დაკოდილი,შეებნიდა სისხლსა გული,
დატიროდეს და იჭირვოდეს,ცოტა ედგა მას, გლახ, სული.
198/199
 უყივლა, თუ: "ძმანო, ვინ ხართ?მეკობრეთა დაგამსგავსენ!"
 მათ მიუგეს: "დაგვიწყნარდი,გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ,
 ვერა გვარგო, მოგვიმატენ,ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ,
დასატირელნი მოგვიტირენ,ღაწვნი შენცა დაიმხავსენ".
199/200
 @ავთანდილ მიდგა, ეუბნამათ კაცთა გულ-მდუღარეთა;
 მათ უთხრეს მათი ამბავი,ტირილით მოუბარეთა^:
 "ჩვენ ვართო ძმანი სამნივე,მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა,
დადია გვაქვს ციხე-ქალაქიხატაეთს არე-მარეთა.
200/201
 კარგი გვესმა სანადირო,ნადირობას^ წამოვედით,
 გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი,წყლისა პირსა გარდავხედით,
 სანადირო მოგვეწონა,თვესა ერთსა არ წავედით,
დავჰხოცდით მხეცსა უზომოსა^მინდორით და მთით და ქედით.
201/202
 ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანამესროლნი დავაწბილენით,
 მით ერთმანერთსა სამნივეჩვენ კიდე დავეცილენით:
 "მე უკეთ მოვჰკლავ^, მე გჯობო",სიტყვანი ვავაქილენით,
დავერ გავაჩინეთ მართალი,ვისარჩლეთ, ვითაკილენით.
202/202
 დღეს ავყარენით ლაშქარნი,სავსენი ირმის ტყავითა,
 ვთქვით: "გავაჩინოთ მართალი,ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა,
 თავსა ვეახლნეთ მარტონი,დავდგეთ თავისა თავითა,
დათვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ,ნუ ვისრით დამნახავითა".
203/203
 ჩვენ ვიახლენით სამთავესამნი მეაბჯარენია^,
 ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ,მით არას მოაზრენია,
 მოვინადირეთ მინდორი,ისი ტყენი და ღრენია,
დადავხოცეთ მხეცი, მფრინველი,რაცა ზე გარდაგვფრენია.
204/204
 ანაზდად მოყმე გამოჩნდაკუშტი, პირ-გამქუშავია,
 ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა,- მერანი რამე შავია, -
 თავსა და ტანსა ემოსაგარე-თმა ვეფხის ტყავია,
დაჯერთ მისი მსგავსი შვენებაკაცთაგან უნახავია.
205/205
 ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათაშუქნი ძლივ გავიცადენით,
 ვთქვით, თუ: "მზეაო ქვეყანად,ნუ ვეუბნებით ცად ენით!"
 მისი მოგვინდა შეპყრობა,ვჰკადრეთ და შევეცადენით,
დაასრე სულთქვმით და ვაებითმით ვართ, ცრემლისაცა დენით.
206/206
 მე უხუცესმან უმცროსთაკაცი დავსთხოვე ქენებით;
 ჩემმან შედეგმან ტაიჭიმისი თვით აქო ხსენებით;
 ამან მართ ოდენ მორევნაგვთხოვა^, ვუალლეთ ჩვენ ნებით,
დამივჰმართეთ, იგი აგრევეწყნარად მივა და შვენებით.
207/207
 ბროლმან, ლალსა გარეულმან,ვარდნი თხელნი ანატიფნა,
 იგი ტკბილნი გონებანიჩვენთვის მეტად გაამყიფნა:
 არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა,ყოლა არად ამოგვკრიფნა^,
დამისნი მკვახედ მოუბარნიმათრახითა შეგვამწიფნა!
208/208
 უმცროსსა ძმასა მივეცით,უფროსნი დავეზიდენით;
 ხელი მოჰკიდა, "დადეგო!",ესეცა ჰკადრა კიდ ენით;
 მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო,ჩვენ ამად დავერიდენით,
დათავსა გარდაჰკრა მათრახი,ვნახეთ სისხლისა კი დენით.
209/209
 მით ერთითა მათრახითათავი ასრე გარდაჰფრიწა,
 ვითა მკვდარი უსულო ქმნა,ვითა მიწა დაამიწა,
 მისი რასმე მკადრებელიმოამდაბლა, მოამიწა,
დათვალთა წინა წაგვივიდალაღი, კუშტი, ამაყი, წა-!
210/210
 აღარ დაბრუნდა, წავიდაწყნარად და აუჩქარებლად,
 აგერა მივა, ნახეო,იგი მზეებრ და მთვარებლად".
 შორს უჩვენებდეს @ავთანდილსმტირალნი გაუხარებლად,
დაოდენ ჩნდა შავი ტაიჭიმისი მის მზისა მარებლად.
211/211
 აჰა მიჰხვდა @ავთანდილსაღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა,
 რათგან ცუდად არ წაუხდამას ეგზომი გარეთ ყოვნა.
 კაცსა მიჰხვდეს საწადელი,რას ეძებდეს, უნდა^ პოვნა,
დამაშინ მისგან აღარა ხამსგარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.
212/212
 უთხრა, თუ: "ძმანო, ვარ ვინმეღარიბი უადგილოსა,
 მე იმა ყმისა საძებრადმოვჰშორდი საგაზრდილოსა,
 აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესაყოლა არ-საადვილოსა,
დაღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმსთქვენსა დასაღრეჯილოსა^!
213/213
 ვითა მე მივჰხვდი წადილსა,ჩემის გულისა ნებასა,
 აგრემცა ღმერთი ნურას იქმსძმისა თქვენისა ვნებასა!"
 უჩვენა მისი სადგომი:"მიდითო ნება-ნებასა,
დაჩრდილსა გარდასვით მაშვრალი,მიეცით მოსვენებასა".
214/214
 ესე უთხრა და წავიდა,ცხენი გაქუსლა დეზითა,
 ვითა გავაზი გაფრინდა,არ-გაშვებული ხეზითა,
 ან მთვარე, მზისა შემყრელი,მზე სინათლითა ზეზითა.
დადაივსო ცეცხლი შემწველიმისითა მან მიზეზითა.
215/215
 მიეწურა, იგონებდა,ახლოს შეყრა ვითა აგოს:
 "საუბარმან უმეცარმანშმაგი უფრო გააშმაგოს!
 ხამს, თუ კაცმან გონიერმანძნელი საქმე გამოაგოს,
დაარ სიწყნარე გონებისამოიძულოს, მოიძაგოს.
216/216
 რათგან ისი არის რადმე^უცნობოდ და ისრე რეტად,
 რომე კაცსა არ მიუშვებსსაუბრად და მისად ჭვრეტად,
 მივეწევი, შევიყრებითერთმანერთის ცემა-ჟლეტად,
დაანუ მომკლავს, ანუ მოვჰკლავ^,დაიმალვის მეტის-მეტად".
217/217
 @ავთანდილ იტყვის: "ეზომნიჭირნიმცა რად ვაცუდენი?
 რაცაღა არის, არ არის,თუმცა არ ედგნეს ბუდენი;
 სადაცა მივა, მივიდეს,რამცა მოვლიდეს ზღუდენი,
დამუნაღა ვძებნნე ღონენიჩემნი არ-დასამრუდენი".
218/218
 წინა-უკანა იარნესორნი დღენი და ღამენი,
 დღისით და ღამით მაშვრალნი,არ საჭამადთა მჭამენი,
 არსადა ხანი არ დაყვეს,ერთნი თვალისა წამენი.
დამათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს,მინდორთა მოსალამენი.
219/219
 დღისით ვლეს და საღამო-ჟამგამოუჩნდეს დიდნი კლდენი,
 კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს,ძირსა წყალი ჩანადენი,
 წყლისა პირსა, არ ითქმოდა,შამბი იყო თუ რასდენი,
დახე დიდრონი, თვალ-უწდომი,მაღლა კლდემდის ანაყრდენი.
220/220
 მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა,გავლნა წყალნი და კლდენია;
 @ავთანდილ ცხენსა გარდახდა,მონახნა დიდნი ხენია,
 მას ზედა ჭვრეტად გავიდა,ძირსა დააბა ცხენია,
დამუნით უჭვრეტდა. იგი ყმამივა ცრემლ-მინადენია.
221/221
 რა ტყენი გავლნა მან ყმამან,მოსილმან ვეფხის ტყავითა,
 ქვაბისა კარსა გამოდგაქალი ჯუბითა შავითა,
 ატირდა მაღლად ცრემლითა,ზღვათაცა შესართავითა,
დაიგი ყმა ცხენსა გარდახდა,ყელსა მოეჭდო მკლავითა.
222/222
 ყმამან უთხრა: "დაო @ასმათ,ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს:
 ვეღარ მივჰხვდით ჟამიერად,ჩვენ ვისიცა^ ცეცხლი^ გვწვიდეს".
 ესე თქვა და მკერდსა ხელნიიკრნა, ცრემლნი გარდმოსცვივდეს.
დაქალი შებნდა, მოეხვია,ერთმანერთსა სისხლით სწვიმდეს.
223/223
 იგი ტევრი გაეხშირადანაგლეჯსა მათსა თმასა,
 ერთმანერთსა ეხვეოდეს:ყმა ქალსა და ქალი ყმასა;
 იზახდიან, მოსთქვმიდიან,მოსცემდიან^ კლდენი ხმასა.
და@ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებითმათსა ეგრე ქცევა-ზმასა.
224/224
 სული დაიღო მან ქალმან,დათმო გულისა წყლულობა,
 ქვაბს შეიყვანა ტაიჭი,მოჰხადა აკაზმულობა,
 მას ყმასა შეჰხსნა,შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა;
დაშინა შევიდეს, მას დღესაგარდახდა გამოსრულობა.
225/225
 @ავთანდილს უკვირს: "ამბავიისი თუ ვცნაო მე რითა?!"
 გათენდა, ქალი გამოდგა,მოსილი მითვე ფერითა,
 შავსა აუდვა ლაგამი,სწმედდა რიდისა წვერითა,
დაშეკაზმა, მოაქვს აბჯარიწყნარად, არ რამე ჩხერითა.
226/226
 მის მოყმისა წესი იყო,მეტსა თურე არას ეჯდა.
 ქალი ტირს და მკერდსა იცემს,თმისა ტევრსა გაიგლეჯდა;
 ერთმანერთსა მოეხვივნეს,აკოცა და ცხენსა შეჯდა;
და@ასმათ, ისრე დაღრეჯილი,კვლა უფრორე დაიღრეჯდა.
227/227
 @ავთანდილ ახლოს კვლა ნახასახე მისივე კაცისა,
 ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო,"ნუთუ მზეაო, - თქვა, - ცისა?"
 ეყნოსა სული ალვისა,ქართაგან მონატაცისა;
დაასრე უჩს მოკლვა ლომისა,მართ ვითა ლომსა ვაცისა.
228/228
 მასვე გზასა წამოვიდა,რომე გუშინ შეეარა,
 შამბი გავლო, გაეშორა,თავი მინდორს გააგარა;
 @ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით,მალვით ხესა მოეფარა,
დათქვა, თუ: "ღმერთმან ესე საქმემეტად კარგად მომიგვარა.
229/229
 აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგანსხვა საქმე რა ვამჯობინო?
 ქალი შევიპყრა, მის ყმისაამბავი ვაამბობინო,
 ჩემიცა ვუთხრა ყველაი,მართალი გავაბრჭობინო, .
დამას ყრმასა ხრმალი არა ვჰკრა,არც მისი დავისობინო".
8ამბავი /ავთანდილისა /ასმათს რომ ეუბნების ქვაბს შიგან
230/230
 ჩამოვიდა, ცხენი ახსნა,მისგან ხესა შემობმული,
 ზედა შეჯდა, გაემართა,ქვაბი დაჰხვდა კარ-განხმული.
 მუნით ქალი გამოიჭრაგულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული,
დაეგონა, თუ: დაბრუნდაოპირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.
231/231
 ვერ იცნა, - სახე არ ჰგვანდამისი მის ყმისა სახესა, -
 ფიცხლა გაიქცა, მიჰმართაზახილით კლდესა და ხესა;
 ყმა გარდაიჭრა, დააბა,ვითა კაკაბი მახესა;
დახმას სცემდეს კლდენი ქალისაზახილსა მუნ ერთ-სახესა.
232/232
 მას ყმასა თავი არ მისცა,ჭვრეტადცა ებილწებოდა,
 ვითა კაკაბი არწივსაქვეშე მი და მო ძრწებოდა,
 @ტარიელს ვისმე უზახდამწედ, თუცა არ ემწებოდა,
და@ავთანდილ მუხლთა უყრიდა,თითითა ეხვეწებოდა.
233/233
 ეტყოდა: "სულე! რამც გიყავ?კაცი ვარ, ადამიანი,
 უფერო-ქმნილნი მინახვანვარდნი და ისი იანი,
 მისი რამ^ მითხარ, ვინ არისტან-სარო, პირ ბაკმიანი?
დასხვად არას გიზამ, ნუ გეშის,ნუ ჰყივი აგრე ხმიანი".
234/234
 ქალი ეტყოდა ტირილით,სარჩელი უგავს ბრჭობასა:
 "თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ;შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!
 აწ მეტად ძნელსა საქმესამნუკევ ადვილად თხრობასა;
დაცუდად ნუ სცთები, ნუ ელიმაგა ამბვისა ცნობასა!"
235/235
 კვლა ეტყვის: " ყმაო, რა გინდა,ანუ მენუკევ მე რასა?
 მაგა საქმესა ვერა იქმსვერცა კალამი წერასა.
 შენ ერთხელ მეტყვი, "მითხარო",მე ასჯერ გეტყვი "ვერასა",
დავითა სიცილი ტირილსა,ვაგლახი მიჯობს მღერასა".
236/236
 "ქალო, არ იცი, სით მოვალ,რა ჭირნი მომითმენიან,
 ოდითგან ვეძებ ამბავთა,ესე არვისგან მსმენიან;
 შენ მიპოვნიხარ, სიტყვანიჩემნი რაზომცა გწყენიან,
დავერ დაგეხსნები, მიამბე,ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!"
237/237
 ქალმან უთხრა: "რას შეგესწარ,მე ვინ ვარ^ და ანუ შენო?
 მზე არ მახლავს, შეგეტყვების,თრთვილო, ასრე მით მაწყენო!
 გრძელი სიტყვა საწყინოა,ასრე მოკლედ მოგახსენო:
დავერასათვის ვერ გიამბობ,რაცა გინდა, იგი ქმენო!"
238/238
 კვლაცა ჰკითხა ზენარობითმიუყარნა მუხლნი წინა,
 მაგრა ვერა ვერ დაჰყარა,მუდარობა მოეწყინა,
 პირსა ზედა გაგულისდა,თვალთა სისხლი მოედინა,
დაადგა, თმათა წამოზიდნა,ყელსა დანა დააბრჯინა.
239/239
 ეგრე უთხრა: "მე ეზომიჯავრი ვითა შეგარჩინო?!
 რაგვარა თუ ამატირო,ცრემლი ცუდად დამადინო?!
 გიჯობს, მითხრა: ამის მეტიმართ აღარა არ გაწყინო,
დათვარა, ღმერთმან მტერი ჩემიმოკლას, ვითა მოგაკვდინო!"
240/240
 ქალმან უთხრა: "ეგე ღონემოიგონე მეტად ავი:
 თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები,მრთელი ვარ და მოუკლავი^.
 რად რა გითხრა, სადამდისცავიყო ჭირთა უნახავი?
დაკვლა თუ მომკლავ, სასაუბროდაღარ მედგას ზედან თავი".
241/241
 კვლა ეტყვის: "ყმაო, რად მპოვე,ვინ მეუბნები მე, ვინო?
 ეგე ამბავი ცოცხალსაენითა ვერ მათქმევინო!
 მე თავი ჩემი ნებითაჩემითა მოგაკლვევინო,
დავითა უსტარი ბედითიადვილად დაგახევინო.
242/242
 ჩემი სიკვდილი შენ ჩემადპატიჟად ნურად გგონია,
 მით რომე დამხსნი ტირილსა,შემშრების ცრემლთა ფონია;
 ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი,მისთვისვე შემიწონია.
დავერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნესიტყვანი მისანდონია?"
243/243
 ყმამან თქვა, თუ: "არ ეგებისაწ ამისი ასრე თქმევა,
 სხვასა რასმე მოვიგონებ^,სჯობს საქმისა გამორჩევა".
 გაუშვა და ცალკე დაჯდა,ტირს, დაიწყო ცრემლთა ფრქვევა,
დაქალსა უთხრა: "გაგარისხე,აწ, ესე თქვი, ვით დავრჩე, ვა!"
244/244
 ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად,ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია;
 @ავთანდილ ქვე ზის ტირილად,აღარას მოუბარია;
 ვარდისა ბაღსა მოგუბდაცრემლისა საგუბარია.
დაკვლა იქით ქალი ატირდა,მისთვის გულ-ნალმობარია.
245/245
 ყმა მტირალი შეებრალა,ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა,
 მაგრა უჯდა უცხოს უცხო,არ ბაგენი აუბარნა;
 ყმამან ცნა, თუ: "გონებანიჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა".
დაცრემლ-დენილი შეეხვეწა,ადგა, მუხლნი მიუყარნა.
246/246
 უთხრა: "ვიცი, აღარ ვარგ ხარშენ აწ ჩემად დასადობლად,
 გაგარისხე, დარჩომილ ვარღარიბად და ამად ობლად;
 აწ ეგრეცა თავი ჩემიდამიც შენთვის დასანდობლად,
დაამად რომე შეცოდებაშვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.
247/247
 თავი ჩემი სამსახურადთუცა ავად მოგაწონე,
 მიჯნურისა შებრალებახამს, ესეცა გაიგონე;
 სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ,არვინ არის ჩემი ღონე;
დასულთა მოგცემ გულისათვის,სხვა მეტიმცა რა გამონე!"
248/248
 რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგანმიჯნურობისა სმინება,
 გულ-ამოხვინჩვით დაიწყოას-კეცთა ცრემლთა დინება,
 კვლა გაამრავლა ზახილითტირილი, არ გაცინება.
და@ავთანდილს ღმერთმან წადილიმისცა, გულისა ლხინება.
249/249
 იტყვის, თუ: "ამა სიტყვითამას ფერი შეეცვალების,
 ვისთვისმე ხელი უცილოდ,მას ცრემლი ემალმალების".
 კვლა უთხრა: "დაო, მიჯნურიმტერთაცა შეებრალების;
დაესეცა იცი, სიკვდილსათვით ეძებს, არ ეკრძალების.
250/250
 ვარ მიჯნური, ხელი ვინმე,გაუძლებლად სულთა დგმისად;
 ჩემმან მზემან გამომგზავნასაძებარად იმა ყმისად;
 ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების,მე მისრულვარ სადა, მი-, სად!
დაგული თქვენი მიპოვნია,მისი შენდა, შენი მისად.
251/251
 მისი სახე გულსა ჩემსახატად ასრე გამოვხატე,
 მისთვის ხელმან, გამოჭრილმან,ლხინი ჩემი ვაალქატე.
 ორისაგან ერთი მიყავ:ტყვედ მქმენ, ანუ მააზატე,
დაან მაცოცხლე, ანუ მომკალ,ჭირი ჭირსა მომიმატე".
252/252
 ქალმან უთხრა ყმასა სიტყვაპირველისა უამესი:
 "ეგე სიტყვა მოიგონედია რამე უკეთესი.
 წეღან საქმე მტერობისაგულსა ჩემსა შთამოსთესი,
დააწ მოყვარე გიპოვნივარ,დისაგანცა უფრო დესი.
253/253
 მაშა რათგან მიჯნურობაშენად ღონედ მოიგონე,
 არ ეგების, ამას იქითთუ-მცა თავი არ გამონე,
 არ შენ მოგეც თავი ჩემი,დაგაბნიე, დაგაღონე;
დაშენთვის მოვკვდე, ამისებრიმემცა საქმე რა ვიღონე!
254/254
 აწ რაცა გითხრა, თუ ამასაქმესა დამმორჩილდები,
 რასაცა ეძებ, მიჰხვდები,უცილოდ არ ასცილდები;
 თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ,რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები,
დამოგხვდების მდურვა სოფლისა,მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები".
255/255
 ყმამან უთხრა: "ეგე საქმეამას ჰგავსო, არა სხვასა:
 ორნი კაცნი მოდიოდეს^სადაურნი სადმე გზასა,
 უკანამან წინა ნახაჩავარდნილი შიგან ჭასა,
დაზედ მიადგა, ჩაყიოდა,ტირს, იზახიხ ვაგლახ-ვასა.
256/256
 ეგრე უთხრა: "ამხანაგო,იყავ მანდა, მომიცდიდე,
 წავალ თოკთა მოსახმელად,მწადსო, თუ-მცა ამოგზიდე";
 მას ქვეშეთსა გაეცინა^,გაუკვირდა მეტად კიდე,
დაშემოჰყივლა: "არ გელოდე,სად გაგექცე, სად წავიდე?"
257/257
 აწ, დაო, შენთა ხელთააჩემი საბელი ყელისა,
 სხვად უღონოა უშენოდჩემგან^ აპყრობა ხელისა;
 რასაცა მიზამ, შენ იცი,შენ ხარ წამალი ხელისა,
დათვარა ვისმც ექმნა გვარლითაშეკრვა თავისა მრთელისა!"
258/258
 ქალმან უთხრა: "მომეწონა,ყმაო, შენი ნაუბარი.
 ხარ უცილოდ კარგი ვინმე,მოყმე, ბრძენთა საქებარი;
 ხარ ვინათგან აქანამდისმაგა ჭირთა დამთმობარი,
დარაცა გითხრა, მომისმინე,გიპოვნია საძებარი.
259/259
 იმა მოყმისა ამბავიარსადა არ იპოვნების;
 თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის,არვისგან დაიჯერების^;
 მოილოდინე, მოვიდეს,რაზომმცა დაგეყოვნების,
დადადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ,ცრემლითა ნუ ითოვნების.
260/260
 გითხრა, თუ ცოდნა გწადიანჩვენისა^ შენ სახელისა:
 @ტარიელ არის სახელიიმა მოყმისა ხელისა;
 მე @ასმათ მქვიან, რომელსაწვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,
დასულთქვმა სულთქვმისა ბევრისა,მაშა თუ არ ერთხელისა.
261/261
 ამის მეტსა ვერას გითხრობმე სიტყვასა ამისთანსა.
 ისი მინდორს არონინებსტანსა მტერთა მემაჯანსა,
 ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისამისგან ხორცსა მონატანსა,
დააწვე მოვა, არა ვიცი,თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.
262/262
 ამას გვედრებ, მოიცადო,თავი სხვაგან არსად არო;
 რა მოვიდეს, შევეხვეწო,ნუთუ ვითა მოვაგვარო;
 ერთმანერთსა შეგამეცნნე,თავი შენი შევაყვარო,
დათვით გიამბოს საქმე მისი,საყვარელსა გაახარო".
263/263
 ქალსა ყმამან მოუსმინა,დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება.
 ამას ზედა მოიხედნეს,ხევით ესმა ჩხაპუნება;
 მთვარე წყალსა გამოსრულინახეს, შუქთა მოფინება,
დაუკურიდნეს, აღარა ქმნესმუნ ხანისა დაყოვნება.
264/264
 ქალმან უთხრა: "ყმაო, ღმერთმანმოგცა ჟამად, რაცა გინა,
 მაგრა თავი უჩინო ქმენ,დამალული იყავ შინა;
 იმა ყმისა მეუნებლეხორციელი არავინ- ა;
დანუთუ ვით რა^ მოვაგვარო,შენი ნახვა არ ეწყინა'
265/265
 @ავთანდილ ქვაბსა დამალაქალმან დამალვით მალითა.
 იგი ყმა ცხენსა გარდახდა,შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა;
 ატირდეს მაღლად ცრემლითა,ზღვათაცა შესამალითა,
და@ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდაჭვრეტითა იდუმალითა.
266/266
 ამარტის ფერად შეცვალაბროლი ცრემლისა ბანამან.
 დიდხან იტირეს ყმამან დამან ქალმან შაოსანამან;
 შეხსნა, შეიღო აბჯარი,ცხენიცა შეიყვანა მან;
დადადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნაშავმან გიშრისა დანამან.
267/267
 @ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა,ტყვე, საკნით ნააზატები.
 მან ქალმან ქვეშე დაუგოვეფხის ტყავისა ნატები;
 მას ზედა დაჯდა იგი ყმა,სულთქვამს ჭირ-მონამატები,
დასისხლისა ცრემლსა გაეწნაშუა გიშრისა სატები.
268/268
 მან ქალმან ხელ-ყო კვესითაგზება ცეცხლისა ნელისა,
 ეგონა ჭამა ხორცისაშემწვრისა, შეუქმნელისა;
 მიუპყრა, ერთი აჰხლიჩა,ქმნაა საქმისა ძნელისა,
დაძალი არ ჰქონდა, დაუწყოგამოყრა უცოხნელისა.
269/269
 ცოტად მიწვა, მიიძინა,თუცა ყოლა ვერა მეტი;
 შეკრთა, დიდნი დაიზახნა,წამოვარდა ვითა რეტი,
 იზახდის და წამ-წამ იკრისგულსა ლოდი, თავსა კეტი.
დაცალ-კერძ ზის და პირსა იხოკსქალი მისი შენამჭვრეტი.
270/270
 "რად დაჰბრუნდი? - მოახსენა,- მითხარ, რაცა წაგეკიდა!"
 მან უბრძანა: "მონადირემეფე ვინმე გარდმეკიდა,
 ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი,ბარგი მძიმედ აეკიდა,
დაიგი მინდორს ნადირობდა,დაეფანჩა მარეკი, და-.
271/271
 სევდად მეცა კაცთა ნახვა,ცეცხლი უფრო გავიალე,
 -არ მივეო ახლოს შეყრად -თავი ჩემი შევიწყალე,
 მათგან მკრთალი შემოვბრუნდი,ტყესა შიგან დავიმალე".
დათქვა: "ნუთუმცა უკუმრიდა,რა გათენდეს, წავალ ხვალე".
272/272
 ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდესას-ნაკეცნი, ბევრის-ბევრად;
 მოახსენა: "მხეცთა თანაიარები მარტო ტევრად,
 არას კაცსა არ იახლებსაუბრად და შემაქცევრად;
დამას მაგითა ვერას არგებ,დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?
273/273
 ყოვლი პირი ქვეყანისაერთობ სრულად მოგივლია,
 ერთი კაცი შემაქცევრადშენად ვითა დაგელია?
 გეახლოს და არ გაჰშმაგდე,თუცა ჭირი არ გაკლია;
დაშენ მოჰკვდე და იგი წახდეს,ესე შენთვის რა მადლია?"
274/274
 უბრძანა: "დაო, ეგეამსგავსი შენისა გულისა,
 მაგრა არ არის ქვეყანადწამალი ამა წყლულისა!
 ვის ძალ-უც პოვნა კაცისა,თვით სოფლად არ-მოსრულისა?
დაჩემი ლხინია სიკვდილი,გაყრა ხორცთა და სულისა.
275/275
 ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსარადმცა^ კაცი რად დაჰბადა,
 სიახლე და საუბარითუმცა მისი მე მეწადა!
 ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი,ანუ ვინმცა შეეცადა?
დაშენგან კიდე ხორციელი,დაო, მივის არასადა".
276/276
 ქალმან ჰკადრა: "არ გამიწყრე,ვიშიშვი და ვიაჯ დია;
 რათგან ღმერთსა ვაზირობაშენი ჩემზედ მოუგდია,
 ვერ დავმალავ, უკეთესირაცა საქმე გამიცდია.
დაარა ვარგ-ა უსაზომო,ზომსა თავი გარდგიხდია.
276a/276a
 მისი მძებნელი იყომცაჭკუითა მეტის-მეტითა;
 შენ კაცთა ნაცვლად ნადირთაახლავ გულითა რეტითა;
 სჯობს, ერთი კაცი იახლო,ილხენდე მისით ჭვრეტითა.
დავით იადონი არ მოჰკვდებულბულოს თესლთა კვნეტითა".
277/277
 ყმამან უთხრა: "რას მენუკევ,არა ვიცი, გამიცხადე.
 კაცი ჩემად სამსახურადუღმრთოდ მემცა ვით დავჰბადე!
 ღმერთსა ჩემი უბედობაუნდა, მემცა რას ვეცადე!
დაგანაღამცა გავნადირდი,თავი ასრე გავიხადე".
278/278
 ქალმან კვლა ჰკადრა:"გაგსაჯე მეტითა შეგონებითა,
 მაგრა თუ კაცი მოგგვარო,მოგყვეს თავისა ნებითა,
 იგი გეახლოს, ილხენდემისითა შემეცნებითა,
დაფიცე, არ მოჰკლა, არ იყო,არ-სავნებლისა ვნებითა".
279/279
 მან უბრძანა: "თუ მიჩვენებ,ვნახავ, დიდად გავიხარებ,
 სიყვარულმან მისმან, ვისთვისხელი მინდორს თავსა ვარებ,
 არას ვუზამ უგემურსა,არათ ოდეს გავამწარებ;
დარაცა ჩემგან ეამების,ვაამებ და შევიყვარებ".
9შეყრა /ტარიელისა და /ავთანდილისა
280/280
 ქალი ადგა და წავიდამის ყმისა მოსაყვანებლად;
 "არ ეწყინაო", უამბობს,არს მისად მაგულვანებლად,
 ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა,ვით, მთვარე მოსავანებლად;
დაიგი რა ნახა @ტარიელ,თქვა მზისა დასაგვანებლად.
283/283
 გამოეგება @ტარიელ,ჰმართებს ორთავე მზე დარად,
 ანუ ცით მთვარე უღრუბლოშუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად,
 რომე მათ თანა ალვისახეცა ვარგ იყო ხედ არად,
დაჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა,სხვადმცა რისად ვთქვი მე დარად!
284/284
 მათ აკოცეს ერთმანერთსა,უცხოებით არ დაჰრიდეს,
 ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგანკბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს,
 ყელი ყელსა გარდააჭვდეს,ერთმანერთსა აუტირდეს,
დაქარვად შექმნნეს იაგუნდნიმათნი, თუცა ლალად ღირდეს.
285/285
 მობრუნდეს. ყმამან @ავთანდილსხელი შეუპყრა ხელითა,
 ერთგან დასხდეს და იტირესდიდხან ცრემლითა ცხელითა.
 @ასმათი სულსა უღებდასიტყვითა საკვირველითა:
და"თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთმზესა თქვენითა ბნელითა".
286/286
 @ტარიელის ვარდი იყოდათრთვილული, არ დაზრული;
 ყმასა უეთხრა: "მესწრაფების,მითხარ შენი დაფარული,
 ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ,სადაური, სით მოსრული?
დამე სიკვდილსა აღარ ვახსოვ,ვარ მისგანცა გაწირული".
287/287
 @ავთანდილ გასცა პასუხი,სიტყვები ლამაზებია:
 "ლომო და გმირო @ტარიელ,ვის თავი გინაზებია,
 მე ვარ არაბი, @არაბეთსარს ჩემი დარბაზებია,
დამიჯნურობითა დამწვარ ვარ,ცეცხლი უშრეტი მგზებია.
288/288
 მე პატრონისა ჩემისაასული შემყვარებია;
 თვით მეფედ მათად მას ხედვენმონები მკლავ-მაგრებია.
 თუცა არ მიცნობ, გინახავ,თუ ვითა გიაზრებია,
დაგახსოვსც^ა, ოდეს დაჰხოცემონები არ-საპყრებია?
287/287
 შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი,ჩვენ ზედა გარდგეკიდენით,
 პატრონი ჩემი გაგიწყრა,ჩვენ ხაფად წაგეკიდენით,
 გიხმეთ, არ მოხვე, ლაშქარნიუკანა გამოგკიდენით,
დაშენ ველნი წითლად შეჰღებენსრულად სისხლისა კი დენით.
288/288
 ყველაკასა მათრახითათავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.
 მეფე შეჯდა, დაგვეკარგე,კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,
 ვითა ქაჯი დაგვემალე,მონებიცა დავაფეთეთ,
დაამან უფრო დაგვაშმაგნა,თავი სრულად გავაშეთეთ.
289/289
 ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით,ხელმწიფე ნებიერია.
 მოგნახეს, გძებნეს ყოველგან,მათ რუკა დაუწერია,
 ვერ ნახეს შენი მნახავი^ვერცა ყმა, ვერცა ბერია;
დააწ გამომგზავნა, რომელსავერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.
290/290
 მიბრძანა: "მიცან ამბავიმის ყმისა წარხდომილისა,
 მაშინ ვარ მქმნელი საქმისა,მის შენგან მონდომილისა".
 სამ წლამდის მითხრა დადენაუმისოდ ცრემლთა მილისა.
დაარ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტამისისა მე ღიმილისა?!
291/291
 აქანამდის მნახავიცაკაცი შენი არ მენახა;
 ქურდნი^ ვნახენ, რომე თქვენთვისსიტყვა რამე გაემკვახა;
 მათრახითა ჩამოგეგდოერთი, მკვდართა დაგესახა;
დამათ მასწავლეს, ძმა რომელთასულ-მობრძავი სამე, გლახ, ა".
292/292
 @ტარიელსცა აეხსენაომი მათი მაშინდელი,
 იტყვის: "მახსოვს ეგე საქმე,თუცა არის ადრინდელი;
 ერთგან გნახენ ნადირობასშენ და შენი მე გამზრდელი;
დამით ვტიროდი, მომეგონამე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.
293/293
 რას მაქმნევდით, რად გინდოდი,ერთმანერთსა რითა^ ვჰგვანდით?
 თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით,ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვჰბანდით.
 რა მონანი შესაპყრობლადმომწიენით, გაჰგულვანდით,
დააწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლადთანა მკვდართა მიიტანდით.
294/294
 მოვიხედენ, მომეწიარა პატრონი შენი, ვნახე,
 ხელმწიფობით შემებრალნეს,ამად ხელი არ შევახე,
 თვალთა წინა გამოგექეც,მეტი არა შევუზრახე.
დაჩემი ცხენი უჩინოსაჰგავს და სხვასმცა რას ვასახე!
295/295
 კაცმან ვერ ასწრას თვალისადაფახვა, დაწამწამება,
 მას გავექცევი, ვისგანცაჩემი არა ვცნა ამება;
 მათ თურქთა მიღმა გამეგომე არას არ შეწამება,
დაავად ჰშვენოდა მორევნადა ჩემი დათამამება.
296/296
 აწ ვაშად მოხვე, მეამანახვა შენისა პირისა!
 ტანად სარო და პირად მზე,მამაცად მსგავსი გმირისა,
 გარჯილ ხარ, მაგრა^ არა ხარგარდაუხდელი ჭირისა:
დაძნელია პოვნა კაცისაღმრთივ ზეცით განაწირისა!"
297/297
 @ავთანდილ უთხრა: "ვით მაქებსაქები ბრძენთა ენისა?
 მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ^ღირსი ქებისა თქვენისა!
 სახე ხარ მზისა ერთისა,ზეცით მნათისა ზენისა,
დარათგან ვერ შეგცვლის პატიჟიეგზომთა ცრემლთა დენისა.
298/298
 ამა დღემან დამავიწყა,გული ჩემი ვინ დაბინდა;
 დამიგდია სამსახური მისი,იქმნას, რაცა გინდა;
 იაგუნდი ეგრეცა სჯობს,ათასჯერმცა მინა მინდა,
დაშენ გეახლო სიკვდილამდის,ამის მეტი არა მინდა!"
299/299
 @ტარიელ უთხრა: "მე შენიგული აწ მემხურვალების;
 მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისადშენ ჩემი რა გევალების!
 მაგრა წესია, მიჯნურიმიჯნურსა შეებრალების,
დაშე საყვარელსა გაგყარო,ესე რათ გენაცვალების!
300/300
 წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად,პატრონისა სამსახურად;
 ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ,შენცა ცდილ ხარ მამაცურად.
 მაგრა ჩემსა რა გიამბობს,გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად!
დამე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლიცხელი, შემიქმს ალად, მურად".
301/301
 @ასმათ უთხრა: "ლომო, ცრემლითმაგა ცეცხლსა რა ერგების!
 მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა,რათგან ეგრე^ არ ეგების!
 ვხედავ, ესე ხელი ვინმემოყმე შენთვის წაეგების,
დაცნას მიზეზი შენთა წყლულთა,ქმნას რა, ღონეა ეგების.
302/302
 მეხვეწებოდა, ლამოდაჩემგან რასამე სმენასა;
 ნუ უყოს ღმერთმან, გაძლებამემცა ვით მივეც ენასა!
 თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგანთქვენსა რასამე ლხენასა.
დაარს უკეთესი, რაცაღასწადს განგებასა ზენასა".
303/303
 ამას დაყმუნდა @ტარიელდამწვარი, დაალებული;
 @ასმათს უბრძანა: "მას აქათშენ ხარ ჩემ თანა ხლებული;
 რად არა იცი, უწამლოარს ლები ესე ლებული!
დაკვლა ესე ყმა მწვავს მტირალი,ცრემლითა დავალებული.
304/304
 კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგანრაც არა^ დანაბადია!
 მით გული ჩემი სევდამანაწ ასრე დანაბა დია,
 კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავსმითქს ბადე დანაბადია;
დააწ ხელთა, ნაცვლად ლხინისა,ჩალა მაქვს და ნაბადია.
305/305
 მაგრა ღმერთმან მოწყალემანმით ცნობითა ერთით მზითა
 ორი მისი მოწყალებადღესცა მომცა ამა გზითა:
 პირველ, შეჰყრის მოყვარულთაჩემით რათმე მიზეზითა,
დაკვლა, ნუთუმცა სრულად დამწვაცეცხლთა ცხელთა ანაგზითა".
306/306
 ყმასა უთხრა: "ვინცა კაცმანძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
 ხამსო მისთვის სიკვდილსა დაჭირსა თავი არ დაჰრიდოს;
 ღმერთმან ერთი რად^ აცხოვნოს,თუ მეორე არ წაწყმიდოს!
დაშენ ისმენდი, მე გიამბობ,რაცღა გინდა წამეკიდოს".
307/307
 @ასმათს უთხრა: "მოდი, მოჯე,თანა წყალი მომიტანე,
 დაბნედილსა მაპკურებდი,გული მითა გარდამბანე;
 მკვდარი მნახო, დამიტირე,სულთქვმა გაათანისთანე,
დამე სამარე გამითხარე,აქა მიწა მიაკვანე".
308/308
 ღილ-ჩახსნილი საამბობლადდაჯდა, მხარნი ამოყარნა;
 ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით,დიდხან შუქნი არ ადარნა;
 ვერ გაახვნა სასაუბროდ,მან ბაგენი გაამყარნა,
დამერმე სულთქვნა, დაიზახნა,ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.
309/309
 მოსთქვამს: "ჰაი, საყვარელო,ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,
 იმედო და სიცოცხლეო,გონებაო, სულო, გულო,
 ვინ მოგკვეთა, არა ვიცი,ხეო, ედემს დანერგულო!
დაცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა,გულო, ასჯერ დადაგულო?!"
10/ტარიელისაგან თავის ამბვის მბობა /ავთანდილთანა
310/310
 "ისმენდი, მიეც გონებაჩემთა ამბავთა სმენასა;
 საუბართა და საქმეთავისთა ძლივ ვათქმევ ენასა,
 იგი, ვინ ხელ-მქმნის, მოველიმისგან აროდეს ლხენასა,
დავისგან შევუცავ სევდათა,სისხლისა ღვართა დენასა.
311/311
 "@ინდოეთს შვიდთა მეფეთაყოვლი კაცი ხართ მცნობელი:
 ექვსი სამეფო @ფარსადანსჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,
 უხვი, მდიდარი, უკადრი,მეფეთა ზედა მფლობელი,
დატანად ლომი და პირად მზე,ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.
312/312
 მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე^,მეფე მებრძოლთა მზარავი,
 @სარიდან ერქვა სახელად,მტერთა სრვად დაუფარავი;
 ვერვინ ჰკადრებდის წყენასა,ვერ ცხადი, ვერცა მპარავი;
დანადირობდის და იშვებდისსაწუთრო-გაუმწარავი.
313/313
 ხალვა მოსძულდა, შეექმნაგულს კაეშანთა ჯარები.
 თქვა: "წამიღია მტერთაგანძლევით ნაპირთა არები,
 ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი,მაქვს ზეიმი და ზარები";
დაბრძანა: "წავალ და მეფესა@ფარსადანს შევეწყნარები";
314/314
 @ფარსადანს წინა დაასკვნაგაგზავნა მოციქულისა,
 შესთვალა: "შენ გაქვს მეფობაინდოეთისა სრულისა;
 აწ მე მწადს, თქვენსა წინაშემეცა ვცნა ძალი გულისა,
დასახელი დარჩეს ჩემისაერთგულად ნამსახურისა".
315/315
 @ფარსადან შექმნა ზეიმიამა ამბვისა მცნობელმან.
 შესთვალა: "ღმერთსა მადლობაშევსწირე ხმელთა მფლობელმან,
 რათგან ეგე ჰქმენ მეფემან,ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან.
დააწ მოდი, ასრე პატივ გცე,ვითა მამამან მშობელმან".
316/316
 ერთი სამეფო საკარგვად,უბოძა ამირბარობა.
 თვით ამირბარსა ინდოეთსაქვს ამირ-სპასალარობა.
 მეფე^ რა დაჯდა, არა სჭირსხელისა მიუმცთარობა^;
დასხვად პატრონია, მართ ოდენარა აქვს კეისარობა.
317/317
 თვით მეფემან მამა-ჩემიდაიჭირა სწორად თავსა.
 თქვა: "ჩემებრი ამირბარი,ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!"
 ლაშქრობდის და ნადირობდის,აძლევდიან მტერნი ზავსა.
დამას არა ვჰგავ ასრე, ვითამე სხვა კაცი არა მგავსა.
318/318
 ძე არ ესვა მეფესა დადედოფალსა მზისა დარსა,
 ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო,მით აეხვნეს სპანი ზარსა.
 ვაჲ კრულია დღემცა იგი,მე მივეცი ამირბარსა!
დამეფემ ბრძანა: "შვილად გავზრდი,თვით ჩემივე გვარი არსა".
319/319
 მეფემან და დედოფალმანმიმიყვანეს შვილად მათად,
 საპატრონოდ მზრდიდეს სრულთალაშქართა და ქვეყანათად,
 ბრძენთა მიმცეს სასწავლელადხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად;
დამოვიწიფე, დავემსგავსემზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.
320/320
 @ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნაჩემგან ამბობა ცილისა.
 ხუთისა წლისა შევიქმენმსგავსი ვარდისა შლილისა;
 ჭირად არ მიჩნდის ლომისამოკლვა, მართ ვითა სილისა;
დაარ გაჰვიდოდის @ფარსადანსმისი არა-სმა შვილისა.
321/321
 @ასმათ, შენცა ხარ მოწამეჩემისა ფერ-მიხდილისა,
 მზესა მე ვსჯობდი შვენებით,ვით ბინდსა ჟამი დილისა;
 იტყოდეს ჩემნი მნახავნი:"მსგავსია ედემს ზრდილისა".
დააწ მაშინდლისა ჩემისასახე ვარ ოდენ ჩრდილისა.
322/322
 მე ხუთისა წლისა ვიყავ,დაორსულდა დედოფალი".
 ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა,ცრემლით ბრძანა: "შობა ქალი".
 დაბნედასა მიეწურა,@ასმათ ასხა გულსა წყალი;
დათქვა: "მაშინვე მზესა ჰგვანდა,აწ მედების ვისგან ალი!
323/323
 წიგნი წიგნსა ეცემოდა,დედოფალი ოდეს შობდა,
 მოციქული - მოციქულსა,@ინდოეთი სრულად სცნობდა;
 მზე და მთვარე განსცხრებოდეს,სიხარულით ცა ნათობდა;
დაყოვლი არსად შემოსრულიმხიარული თამაშობდა.
324/324
 ქება არ ითქმის ენითა,აწ ჩემგან ნაუბარითა^.
 @ფარსადან დაჯდა ხარებადზეიმითა და ზარითა;
 ყოვლგნით მოვიდეს მეფენინიჭითა მრავალ-გვარითა.
დასაჭურჭლე გასცეს, აივსნესლაშქარნი საბოძვარითა.
325/325
 საშობელი გაიყარა,ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა.
 მართ მაშინვე ჰგვანდა იგიმზისა შუქთა ნასამალსა.
 ვუყვარდით და სწორად ვუჩნდითმეფესა და დედოფალსა.
დააწ ვახსენებ, ვისგან ჩემიდაუდაგავს გული ალსა!"
326/326
 ყმა დაბნდა, რა სახელისახსენებასა მიეწურა;
 @ავთანდილსცა აეტირა,მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა;
 ქალმან სულად მოაქცია,მკერდსა წყალი დააპკურა.
დათქვა: "ისმენდი, მაგრა ჩემისიკვდილისა დღე დასტურ- ა.
327/327
 მას ქალსა @ნესტან-დარეჯანიყო სახელად ხმობილი.
 შვიდისა წლისა შეიქმნაქალი წყნარი და ცნობილი,
 მთვარისა მსგავსი, შვენებითმზისაგან ვერ-შეფრობილი^;
დამისსა ვით გასძლებს გაყრასაგული ალმასი, წრთობილი!
328/328
 იგი ასრე მოიწიფა,მე შემეძლო შესლვა ომსა;
 მეფე ქალსა ვით ხედვიდამეფობისა ქმნისა მწთომსა,
 მამასავე ხელთა მიმცეს,რა შევიქმენ ამა ზომსა;
დავბურთობდი და ვნადირობდი,ვით კატასა ვხოცდი ლომსა.
329/329
 მეფემან სახლი ააგო,შიგან საყოფი ქალისა:
 ქვად ფაზარი სხდა,კუბო დგა იაგუნდისა თვალისა,
 პირსა ბაღჩა და საბანლადსარაჯი ვარდის წყალისა;
დაიგი მუნ იყვის, მედებისვისგან სახმილი ალისა!
330/330
 დღე და ღამე მუჯამრითაეკმეოდის ალვა თლილი;
 ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩასჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი.
 @დავარ იყო და მეფისა,ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,
დამას სიბრძნისა სასწავლელადთვით მეფემან მისცა შვილი.
331/331
 სრა ედგა მოფარდაგულიოქსინოთა და შარდითა;
 ვერვინ ვხედევდით, შეიქმნაპირითა მინა-ვარდითა;
 @ასმათ და ორნი მონანიჰყვიან, იმღერდის ნარდითა;
დამუნ იზრდებოდის ტანითა,გაბაონს განაზარდითა.
332/332
 თხუთმეტისა წლისა ვიყავ,მეფე მზრდიდა^ ვითა შვილსა;
 დღისით ვიყვი მას წინაშე,გამიშვებდის არცა ძილსა;
 ძალად ლომსა, თვალად მზესა,ტანად ვჰგვანდი ედემს ზრდილსა,
დასროლასა და ასპარეზსააქებდიან ჩემგან ქმნილსა.
332a/332a
 რა მინდორს შევჯდი, ზარითახმა იყვის ბუკთა ცემისა;
 თანა მყვის სპისა სიმრავლემსგავსი ფუტკრისა რემისა;
 ჭვრეტად ქალ-ყმები დაჯრილა,დგას თემისა და თემისა;
დავინც მნახის, ეყვის ერთ წლამდისკვეხა ნახვისა ჩემისა.
333/333
 მოსრნის მხეცნი და ნადირნიისარმან ჩემგან სრეულმან;
 მერმე ვიბურთი მოედანს,მინდორით შემოქცეულმან;
 შევიდი, შევქმნი ნადიმი,ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან;
დააწ საწუთროსა გამყარაპირმან ბროლ-ბადახშეულმან!
334/334
 მამა მომიკვდა, მოვიდადღე სიკვდილისა მისისა;
 ქმნა გაუცუდდა @ფარსადანსნიშატისა და ნიშისა;
 მათ გაეხარნეს, ვის ზარიდაჰლევდის მისგან შიშისა;
დაერთგულთა შექმნეს ვაება,მტერთა - ხსენება იშისა.
335/335
 მე წელიწდამდის^ ბნელსა ვჯესაწუთრო-გაცუდებული,
 დღისით და ღამით ვვაებდი,ვერვისგან სულ-დაღებული;
 გაყვანად ხასნი მოვიდეს,მითხრეს მეფისა მცნებული,
დაებრძანა: "შვილო @ტარიელ,ნუ ხარ შავითა ღებული.
336/336
 ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინდაგვაკლდა სწორად თავისა".
 ასი ებოძა საჭურჭლე,ებრძანა ახდა შავისა,
 ბოძება მისეულისასრულისა საკარგავისა:
და"შენ გქონდეს ამირბარობა,ქმნა მისვე საურავისა".
337/337
 ავენთი, დამწვეს მამისასახმილთა დაუშრობელთა^;
 უკანის გამომიყვანესხასთა მათ წინა- მდგომელთა;
 გამოსლვისათვის ზეიმიშექმნეს @ინდოეთს მფლობელთა,
დაშორს მომეგებნეს, მაკოცესპატივით ვითა მშობელთა.
338/338
 მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს,პატივს მცემდეს ძისა დარად,
 მის ხელისა საურავიმათ ორთავე მითხრეს წყნარად;
 ურჩ ვექმენ და მისეულთაწესთა ქცევა მიჩნდა ზარად;
დაარ მომეშვნეს, დავჰმორჩილდი,თაყვანის-მცეს ამირბარად.
339/339
 აღარა ვიცი, დამვიწყდეს,თუცა დიადი წელია;
 გიამბო ჩემი ამბავი,განა რაზომცა ძნელია!
 ცრუ და მუხთალი სოფელიმიწყივ ავისა მქმნელია,
დამისთა ნაკვესთა წინწალიდამეცეს^ ხანგრძლად მწველია".
11ამბავი /ტარიელის გამიჯნურებისა
340/340
 კვლა დაიწყო თქმა ამბვისამან, რა ხანი მოიტირა:
 დღესა ერთსა მე და მეფემოვიდოდით, გვენადირა;
 მიბრძანა, თუ: "ქალი ვნახოთ",ხელი ხელსა დამიჭირა.
დამის ჟამიხა მხსენებელიმე სულ-დგმული არ გიკვირა?
341/341
 მეფემან ახმა დურაჯთამითხრა მიტანად ქალისა,
 გამოვუხვენ და წავედითჩემად სადებლად ალისა;
 მაშინ დავიწყე გარდახდამე საწუთროსა ვალისა.
დაალმასისა ხამს ლახვარილახვრად გულისა სალისა!
342/342
 ბაღჩა ვნახე უტურფესიყოვლისავე სალხინოსა:
 მფრინველთაგან ხმა ისმოდაუამესი სირინოსა;
 მრავლად იყო სარაჯებივარდის წყლისა აბანოსა.
დაკარსა ზედა მოჰფარვიდაფარდაგები ოქსინოსა.
343/343
 ვიცოდი, სწადდა არვისგანნახვა მის მზისა დარისა,
 მე გარე ვდეგ და მეფემანშევლო ფარდაგი კარისა;
 ვერას ვხედევდი, ოდენ ხმამესმოდა საუბარისა.
და@ასმათს უბრძანა გამოხმადურაჯთა ამირბარისა.
344/344
 @ასმათ ფარდაგსა აზიდნა,გარე ვდეგ მოფარდაგულსა;
 ქალსა შევხედენ, ლახვარიმეცა ცნობასა და გულსა.
 მოვიდა, მივსცენ დურაჯნი,მთხოვნა ცეცხლითა დაგულსა.
დავაჲმე, მას აქათ სახმილსადავუწვავ ნიადაგულსა!
345/345
 აწ წარხდეს იგი ნათელნი,მზისაცა მოწუნარენი!"
 მისი ვერ გასძლო ხსენება,დაბნდა და სულთვქნა მწარენი;
 ყმა და @ასმათი ტიროდესხმას სცემდეს იგი არენი,
დაჭმუნვით თქვეს: "მკლავნი ცუდ ქმნილნი,ვაჲ, გმირთა მემუქარენი!"
346/346
 @ასმათმან წყალი დაასხა,ცნობად მოვიდა @ტარია,
 დიდხან ვერა თქვა, სევდამანგული შეუპყრა, დარია;
 დაჯდა და მწარედ სულთ-ითქვნა,ცრემლი მიწასა გარია,
დათქვა: "ჩემგან მისი ხსენება,ვაჲმე, რა დიდი ზარია!
347/347
 მიმნდონი საწუთროსანიმისთა ნივთთაგან რჩებიან,
 იშვებენ, მაგრა უმუხთლოდბოლოდ ვერ მოურჩებიან;
 ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა,რომელნი ეურჩებიან.
დაისმენდი ჩემთა ამბავთა,თუ სულნი შე-ღა-მრჩებიან.
348/348
 დურაჯნი მივსცენ, გავიღესხვა ვერა გზაღა თავისა,
 დავეცი, დავბნდი, წამიხდაძალი მხართა^ და მკლავისა,
 რა სულად მოვე, შემესმახმა ტირილისა და ვისა:
დაგარე მომრტყმოდა ჯალაბი,ვითა ჩამსხდომი ნავისა.
349/349
 შიგან ვწევ დიდთა დარბაზთატურფითა საგებელითა,
 ზედ დამტიროდეს მეფენიცრემლითა უშრობელითა,
 პირსა იხოკდეს ხელითა,ღაწვისა გამპობელითა,
დამუყრნი მოასხნეს, სენითამთქვეს გამაბელზებელითა.
350/350
 მე რა მნახა თვალ-ახმული,მეფე ყელსა მომეხვია,
 ცრემლით მითხრა: "შვილო, შვილო,ცოცხალ ხარ-ღა? სიტყვა თქვია!"
 მე პასუხი ვერა გავეც^,ვითა შმაგი შევკრთი^ დია,
დაკვლა დავეცი დაბნედილი,გულსა სისხლი გარდმეთხია.
351/351
 სრულნი მუყრნი და მულიმნიმე გარე შემომცვიდიან;
 მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი,ყოველნი იკითხვიდიან;
 მტერ-დაცემული ვეგონე,არ ვიცი, რას სჩმახვიდიან.
დასამ დღემდის ვიყავ უსულო^,ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.
352/352
 აქიმნიცა იკვირვებდეს:"ესე სენი რაგვარია?
 სამკურნალო არა სჭირს რა,სევდა რამე შემოჰყრია".
 ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი,სიტყვა მცთარი წამერია.
დადედოფალი ზღვასა შეიქმს,მას რომ^ ცრემლი დაუღვრია.
353/353
 "სამსა დღესა დარბაზს ვიყავარ ცოცხალი, არცა მკვდარი;
 მერმე ცნობა მომივიდა,მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი;
 ვთქვი, თუ: "ჰაჲ-ჰაჲ, რას შიგან ვარმე სიცოცხლე-გარდამხდარი!"
დათმობა ვსთხოვე შემოქმედსა,ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.
354/354
 ვთქვი, თუ: "ღმერთო, ნუ გამწირავ,აჯა ჩემი შეისმინე,
 მომეც ძალი დათმობისა,ცოტად ვითა აღმადგინე,
 აქა ყოფა გამამჟღავნებს,სახლსა ჩემსა მიმაწვინე!"
დამანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი,გული წყლული გავარკინე.
355/355
 ზე წამოვჯე. მეფისაგანკაცი დია მოვიდოდა.
 ახარებდეს: "წამოჯდაო",დედოფალი გამორბოდა;
 მეფე მორბის თავ-შიშველი,არ იცოდა, რას იქმოდა,
დაიგი ღმერთსა ადიდებდა,სხვა ყველაი უჩუმოდა.
356/356
 იქით და აქათ მომისხდეს,მახვრიტეს სახვრეტელია;
 მე მოვახსენე: "პატრონო,გული აწ უფრო მრთელია;
 ცხენსა შეჯდომა მწადიან,ვნახნე წყალნი და ველია".
დაცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე,მეფე ჩემ თანა მვლელია.
357/357
 გამოვედით, მოვიარეთმოედანს და წყლისა პირსა;
 ჩემსა მივე, დავაბრუნვე,მეფე მომყვა სახლთა ძირსა.
 შინა მივე, უარ გავხე,სხვა დამერთო ჭირი ჭირსა;
დავთქვი, თუ: "მოვკვდე, ბედი ჩემიამის მეტსა არას ღირსა".
358/358
 ზაფრანის ფერად შეცვალაბროლი ცრემლისა ბანამან,
 გული უფრორე დამიჭრაათიათასმან დანამან.
 საწოლის მეკრე შემოდგა,მოლარე გაიყვანა მან;
დავთქვი, თუ: "რა იცის ამბავი,ნეტარ, ან იმან, ან ამან?"
359/359
 "მონააო @ასმათისი".-" რა იცისო?", ვარქვი, ვჰკითხე.
 შემოვიდა, სააშიკოწიგნი მომცა, წავიკითხე;
 გამიკვირდა, სხვად ვითამცავქმენ გულისა^ მწველთა სითხე?
დამისგან ეჭვი არა მქონდა,სევდად მაწვა გულსა მით ხე.
360/360
 მე გამიკვირდა: "სით ვუყვარ,ანუ ვით მკადრებს თხრობასა?
 მიუყოლობა არ ვარგ-ა,დამწამებს უზრახობასა,
 ჩემგან იმედსა გარდასწყვედს,მერმე დამიწყებს გმობასა".
დადავწერე, რაცა პასუხადჰმართებდა აშიკობასა.
361/361
 დღენი გამოხდეს, მე გულიუფრორე დამწვეს კვლავ ალთა,
 ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა,მინდორს თამაშად მავალთა;
 დარბაზს ვერ მივე; მკურნალთადაიწყეს მოსლვა მრავალთა,
დამაშინ დავიწყე გარდახდასოფლისა ლხინთა და ვალთა.
362/362
 "მათ ვერა მარგეს, მე გულსაბინდი დამეცა ბნელისა,
 სხვამან ვერავინ შემატყვადება ცეცხლისა ცხელისა;
 სისხლი დამწამეს; მეფემანბრძანა გახსნევა ხელისა.
დაგავიხსენ ფარვად პატიჟთა^,არვისგან საეჭველისა.
363/363
 ხელ-გახსნილი, სევდიანი,საწოლს ვიყავ თავის წინა;
 ჩემი მონა შემოვიდა,შევხედე, თუ თქვას: რა მინა.
 "მონააო @ასმათისი".შემოყვანა ვუთხარ შინა.
დაგულსა შინა დავუზრახე:"რა მპოვაო, ანუ ვინ-ა?!"
364/364
 მონამან^ წიგნი მომართვა,მე წავიკითხე ნებასა;
 წიგნსა შევატყევ^, ლამოდაშეყრისა მოსწრაფებასა;
 პასუხად გავეც: "ჟამია,მართალ ხარ გაკვირვებასა;
დამოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვმოსლვისა დაზარებასა".
365/365
 გულსა ვარქვი, თუ: "ლახვარნიეგრე ვით დაგაღონებენ?
 ამირბარი ვარ, ხელმწიფე,სრულნი ინდონი მმონებენ;
 აზრად შეიქმან, საქმესაათასჯერ შეაწონებენ,
დათუ შეიგებენ, მე მათთაარეთა არ მარონებენ".
366/366
 კაცი მოვიდა მეფისა:"სწადსო ამბისა სმინება".
 მოყვანა ვუთხარ; ებრძანა:"ქმნაცა^ სისხლისა დინება?"
 მე ვჰკადრე: "ხელი გავიხსენ,დამიწყო მოჯობინება,
დაწინაშე მოვალ, ამისთვისკვლა უფრო მმართებს ლხინება".
367/367
 დარბაზს მივე. მეფე ბრძანებს:"ამის მეტსა ნუ იქმ აბა!"
 ცხენსა შემსვა უკაპარჭო,წელთა არა არ შემაბა,
 შეჯდა, ქორნი მოუტივნა,დურაჯები დაინაბა,
დამშვილდოსანნი გასაგანნა,იტყოდიან: "შაბაშ, შაბა!"
368/368
 შინა დავსხედით ნადიმადმას დღესა მინდორს რებულნი;
 მომღერალნი და მუტრიბნიარ იყვნეს სულ-დაღებულნი;
 მეფემან გასცნა მრავალნითვალნი, ღარიბად ქებულნი.
დააუვსებელნი არ დარჩესმას დღესა მათნი ხლებულნი.
369/369
 ვეცდებოდი, არა მცალდასევდისაგან თავის კრძალვად;
 ვიგონებდი, ცეცხლი უფრომედებოდა გულსა ალვად;
 ჩემნი სწორნი წავიტანენ,ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად,
დაშევქმენ სმა და ნადიმობაპატიჟთა და ჭირთა მალვად.
370/370
 მოლარემან შინაურმანყურსა მითხრა ნაუბარი:
 "ქალი ვინმე იკითხავსო:"ინახვისა ამირბარი?"
 ზეწარითა მოუხურავს პირი,ბრძენთა საქებარი";
დავარქვი: "საწოლს წაიყვანე,ჩემგან არის ნახმობარი".
371/371
 ავდეგ, მსხდომნი ნადიმობადაემზადნეს ასაყრელად;
 შადი ვუთხარ: " ნუ ასდგებით,მოვალ ხანთა დაუზმელად";
 გამოვე და საწოლს შევე,მონა მოდგა კარსა მცველად.
დაგული მივეც თმობა-ქმნათააუგისა საკრძალველად.
372/372
 კარსა შევდეგ, ქალი წინამომეგება, თაყვანის-მცა;
 მითხრა: "მოსლვა თქვენს წინაშეკურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!"
 გამიკვირდა, მიჯნურისათაყვანება ექმნა ვისმცა?
დავთქვი: "არ იცის აშიკობა;თუ-მც იცოდა, წყნარად ზისმცა".
373/373
 შევე, დავჯე ტახტსა ზედა;ქალი მოდგა ნოხთა პირსა,
 ჩემსა ახლოს დასაჯდომლადთავი მისი არ აღირსა;
 ვარქვი: "მანდა რად ჰზი შენ, თუსიყვარული ჩემი გჭირსა?"
დამან პასუხი არა მითხრა,ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.
374/374
 მითხრა: "დღე ეგე სირცხვილადმედების გულსა ალობა:
 გგონია ჩემგან წინაშემაგისთვის მომავალობა,
 მაგრა აწ მიდებს იმედსაშენგან ცდის არღა^ მალობა.
დაამას თუ ღირს ვარ, ვერ ვიტყვი,მაკლია ღმრთისა წყალობა".
375/375
 ადგა, მითხრა: "თქვენსა მკრძალსაჩემგან ცნობა უბნევია;
 ნუ მეჭვ, რაცა პატრონისაბრძანებასა უთქმევია;
 ეზომ დიდსა შემართებადგულსა მისსა უთნევია,
დაამან წიგნმან გაგაგონოს,ჩემთვის რაცა უქმნევია^".
12წიგნი /ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი
376/376
 წიგნი ვნახე, მისი იყო,ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა;
 მოეწერა მზისა შუქთა:"ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა;
 მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები,მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.
დააწ @ასმათი მოგახსენებსყველაკასა ჩემგან თქმულსა.
377/377
 ბედითი ბნედა, სიკვდილირა მიჯნურობა გგონია?
 სჯობს, საყვარელსა უჩვენნესაქმენი საგმირონია!
 ხატაეთს მყოფნი ყოველნიჩვენნი სახარაჯონია,
დააწ მათნი ჯავრნი ჩვენ ზედაჩვენგან არ დასათმონია!
378/378
 შენგან ჩემისა ქმრობისაწინასაც^ ვიყავ მნდომია,
 მაგრა აქამდის საუბრადკვლა ჟამი არ მომხდომია,
 ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდიკუბოსა შიგან მჯდომია,
დამანდა ყველაი მასმია,რაცა შენ გარდაგხდომია.
379/379
 მართლად გითხრობ, მომისმინეესე, რაცა მოგახსენე:
 წა, შეები ხატაელთა,თავი კარგად გამაჩვენე;
 გიჯობს, ცუდად ნუღარა სტით,ვარდი კვლამცა რად დასტენე?
დამზემან მეტი რაღა გიყოს,აჰა, ბნელი გაგითენე!"
380/380
 @ასმათი მეუბნებოდაუშიშრად^, არ მეკრძალვოდა;
 ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ,ლხინი რად^ დამეთვალვოდა!
 გული მი და მო მიარდა,კრთებოდა და მემალვოდა;
დამით პირი ჩემი გაბროლდადა ღაწვი გამელალვოდა^".
13წიგნი ტარიელისა საყვარელთანა
381/381
 თვალთა დავიდევ უსტარიმე მისგან მონაწერია.
 პასუხად ვსწერდი: "მთვარეო,შენმცა მზე ვით მოგერია?
 მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს,რაც არა^ შენი ფერია!
დასიზმრად მგონია, დარჩომაჩემი ვერ დამიჯერია".
382/382
 @ასმათს ვუთხარ: "მე პასუხსაამის მეტსა ვერ მივჰხვდები;
 ესე ჰკადრე: "რათგან, მზეო,ჩემთვის ნათლად^ აღმოჰხდები,
 აჰა, მკვდარი გამაცოცხლე,ამას იქით აღარ ვბნდები,
დარასაცაღა სამსახურსა,ვტყუვი, თუღა ვერიდები".
383/383
 @ასმათ მითხრა: "მე მიბრძანა,ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს:
 ვინცა გნახოს, ჩემგან მისსასაუბნარსა ვერა სცნობდეს,
 ჩემად ნახვად მოვიდოდეს,შენ ვითამცა გაშიკობდეს";
დადა-ცა-მვედრა: " ამირბარსაუთხარ, ასრე ნამუსობდეს".
384/384
 მეკეთა ესე თათბირი,სიბრძნე გულისა მისისა,
 მისი, მზესაცა რიდებაჰქონდის ნახვისა ვისისა;
 მისგან მომეცა მოსმენაარ საუბრისა მქისისა,
დავისთა შუქთაგან უკუნსაჰგვანდის სინათლე დღისისა.
385/385
 @ასმათს მივართვი რჩეულითვალი ოქროსა ჯამითა;
 მან მითხრა: "არა, არ მინდა,ვარ გამაძღარი ამითა".
 ერთი აიღო ბეჭედი,მართ აწონილი დრამითა:
და"ესე კმა ნიშნად, სავსე ვარსხვად ხელის შესაბამითა".
386/386
 ქალი ადგა, წამოვიდა;მე ლახვართა გულსა მრიდეს,
 ლხინმან ბნელი განმინათლა,დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს;
 შევე, დავჯე ნადიმადვე,ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.
დამხიარულმან საბოძვარიგავეც, ზამი გაადიდეს.
14წიგნი /ტარიელისა ხატაელთანა
387/387
 გავგზავნე კაცი ხატაეთსდა წიგნი ჩემ-მაგიერი;
 მივსწერე: "მეფე ინდოთაარისმცა ღმრთულებრ ძლიერი!
 მათი ერთგული გაძღებიხყოველი სული მშიერი,
დავინცა ურჩ ექმნას, იქმნებისთავისა არ-მადრიერი^.
388/388
 ჩვენნო ძმანო და პატრონნო,თქვენგან არ გავიმწარებით;
 ესე რა ჰნახოთ ბრძანება,აქამცა მოიარებით;
 თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ,ზედა არ მოგეპარებით.
დასჯობს, რომე გვნახნეთ,თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით".
389/389
 კაცნი გავგზავნენ, მე გულსამომეცა უფრო^ ლხინები,
 დარბაზს ვიშვებდი, დამევსოცეცხლი წვად მოუთმინები;
 მაშინ სოფელმან საწუთრომიუხვის, რაცა ვინები,
დააწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდმხეცთაცა მოვეწყინები.
390/390
 პირველ გაჭრისა პირება,მერმე დაწყნარდეს ცნობანი;
 ჩემთა სწორთაგან იყვნიანჩემს წინა ნადიმობანი,
 მაგრა დამშლიდეს ლხინთაგანსურვილთა დიადობანი;
დაზოგჯერ შემცვიან სევდათა,ვთქვნი საწუთროსა გმობანი".
15/ნესტანისაგან /ტარიელის ხმობა
391/391
 დღესა ერთსა საწოლს მოვემეფისა სრით წამოსრული,
 ვჯე და მასვე ვიგონებდი,არ მიეცა თვალთა რული;
 წიგნი მქონდა საიმედო,ამად ვიყავ მხიარული;
დაკარსა მცველმან მონა უხმო,უთხრა საქმე დაფარული.
392/392
 "მონააო @ასმათისი",საწოლს ვუთხარ შემოყვანა.
 მოეწერა: "გიბრძანებსო",ვისი მესვა გულსა დანა.
 ლხინმან ბნელი გამინათლა,ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,
დაწავე, მონა წავიტანე,რამცა ვუთხარ ამისთანა!
393/393
 ბაღჩა შევვლე, არა დამხვდაკაცი ჩემი მოუბნარი;
 ქალი წინა მომეგებამხიარული, მოცინარი,
 მითხრა: "ვაშად ამოგიღე,არ გასვია გულსა ნარი,
დამოდი, ნახე ვარდი შენიუფრჭვნელი და დაუმჭნარი".
394/394
 ამიგდო ქალმან ფარდაგიმძიმე თავისა ძალითა,
 სადა დგა კუბო შემკულიბადახშითა და ლალითა;
 შიგან ჯდა იგი პირითამზისაებრ ელვა-მკრთალითა,
დამე შემომხედნის ლამაზადმის მელნის ტბისა თვალითა.
395/395
 დიდხან ვდეგ და არა მითხრასიტყვა მისსა მონასურსა,
 ოდენ ტკბილად შემომხედნისვითამცა რა შინაურსა;
 @ასმათ უხმო, მოიუბნეს;ქალი მოდგა, მითხრა ყურსა:
და"აწ წადიო, ვერას გითხრობს",მე კვლა მიმცა ალმან მურსა.
396/396
 @ასმათ გამომყვა, წამოვე,ფარდაგი გამოვიარე,
 ვთქვი: "საწუთროო, ვის წეღანგული დარმანთა მიარე,
 მაშინ მოგეცა იმედი,ლხინი რად გამიზიარე?"
დაგულმან გაყრისა სიძნელეკვლა უფრო დამიტია-რე!"
397/397
 @ასმათ ლხინსა მიქადებდა,ჩავიარეთ შიგან ბაღი;
 მითხრა: "ეგრე წასლვისათვისნუ გაჩნია გულსა დაღი,
 სიმძიმილთა ერდო დაჰხაშ,სიხარულის კარი აღი;
დასირცხვილი აქვს საუბრისა,მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი".
398/398
 მე ვუთხარ: "დაო, შენგან ვეჭვამა გულისა წამალსა;
 ზენაარ, სულთა ნუ გამყრი,ამბვითა შრეტდი ამ ალსა,
 ჩემ თანა წიგნსა ნუ გასწყვედშენ ზედას-ზედა მავალსა;
დათუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვმე შენგან, არ, დანამალსა".
399/399
 შევჯე, წამოვე, მდიოდანაკადი ცრემლთა მილისა;
 საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსაღონე არ მქონდა ძილისა,
 ბროლი და ლალი შევიქმენმე ულურჯესი ლილისა;
დაღამე მერჩია, მეწადაარ-გათენება დილისა.
16წიგნი ხატაელთა მეფისა /ტარიელის წინაშე მიწერილი პასუხად
400/400
 ხატაეთს მყოფნი მოვიდეს,-მათგან მოსლვისა დრონია, -
 სიტყვანი შემოეთვალნესლაღნი და უკადრონია:
 "არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი,არც ციხე-უმაგრონია,
დავინ არის თქვენი ხელმწიფე?ჩვენ ზედა რა პატრონია?"
401/401
 მოეწერა: "რამაზ მეფეწიგნსა გიწერ @ტარიერსა.
 გამიკვირდა, რა ეწერაწიგნსა შენგან მონაწერსა!
 რაგვარა თუ მანდა გეხმე,ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?
დაამის მეტსა ნუმცა ვნახავკვლაღა წიგნსა შენ მიერსა".
402/402
 ვუბრძანე წვევა ლაშქართა,გავგზავნე მარზაპანია.
 იგი ვარსკვლავთა ურიცხვიმოკრბეს ინდოთა სპანია,
 შორით და ახლოთ ყველაიმართ ჩემკე მონასხრპანია,
დაერთობ ლაშქრითა აივსომინდორი, კლდე, კაპანია.
403/403
 ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნამათ შინა ხან-დაზმულობა;
 აღლუმი ვნახე, მეკეთალაშქართა მოკაზმულობა,
 სიჩაუქე და სიკეთე,კეკლუცად დარაზმულობა,
დატაიჭთა მათთა სიმალე,აბჯართა ხვარაზმულობა.
404/404
 ავმართე დროშა მეფისა,ალმითა წითელ-შავითა,
 დილასა ვბრძანე გამართვალაშქრითა უთვალავითა,
 თავსა ვსტიროდი, ვიტყოდიბედითა მეტად ავითა:
და"მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი,ვიარო ვითა და ვითა!"
405/405
 შინა მოვე, დაღრეჯილსაგულსა სევდა მიიეფდა,
 თვალთათ, ვითა საგუბარი,ცხელი ცრემლი^ გარდმომჩქეფდა.
 "ბედი ჩემი უბედური, -ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ გამეფდა!
დახელმან ვარდი რად იხელთა,რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?"
17/ტარიელისა და /ნესტანის პირის-პირ შეყრა
406/406
 მონა შემოდგა, მივეცისაქმესა გაკვირვებულსა;
 @ასმათის წიგნი მომართვამე მეტად შეჭირვებულსა,
 ეწერა: "გიხმობს შენი მზეშენ, მისთვის მოსურვებულსა,
დამოდი, სჯობს მანდა ტირილსა,საქმესა ბედით ვებულსა".
407/407
 ვითა მმართებდა, ეგზომირამცა ვით გავიხარეო!
 შეღამდა, წავე, ბაღისამე კარი შევიარეო;
 სად @ასმათ პირველ მენახა,მუნვე ჩნდა მდგომიარეო,
დასიცილით მითხრა: "წამოვლე,მოგელის ლომსა მთვარეო".
408/408
 შემავლო სახლი, ნაგებიკეკლუცად ბანის-ბანითა;
 გამოჩნდა მთვარე ნათლითაგარე შუქ-მონავანითა,
 ფარდაგსა შიგან^ მჯდომარეშესამოსლითა მწვანითა,
დასაკრძალავი^ და ღარიბი,უცხო პირით^ და ტანითა.
409/409
 შევე, წავდეგ ნოხთა პირსა,მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად,
 გულსა ბნელი განმინათლა^,ზედა ლხინი ადგა სვეტად.
 მას ბალიში შემოეგდო,მზისა შუქსა სჯობდა მეტად,
დაჩემგან პირსა იფარვიდა,აიხედნის წამსა ჭვრეტად.
F410
 უბრძანა, თუ: "'მოახსენე,/ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!"
 მან ბალიში დამართებითდადვა მას მზედ საქებარსა.
 დავჯე, მივეც# გულსა ლხინი#,საწუთროსა დამგმობარსა;
დამიკვირს, სულნი რადღა მიდგან,ვიტყვი მისგან ნაუბარსა!
411/411
 მიბრძანა: "ძოღან გეწყინაგაშვება უუბარისა,
 მზემან გაყრითა დაგაჭნე,ვითა ყვავილი ბარისა:
 დაგსჯიდა დენა ცრემლისა,ნარგისთათ^ ნაგუბარისა,
დამაგრა ხამს ჩემგან სირცხვილიდა რიდი ამირბარისა.
412/412
 თუცა ჰმართებს დედაკაცსამამაცისა დიდი კრძალვა,
 მაგრა მეტი^ უარეაარა-თქმა და ჭირთა მალვა:
 მე თუ ზე-პირ მიცინია,ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
დაძოღან ქალი გამოვგზავნე,ვქმენ მართლისა შემოთვალვა.
413/413
 ერთმანერთისა, მას აქათ,რაცა ორთავე ვიცითა,
 აწცა მიცოდი საშენოდმითვე პირითა მტკიცითა;
 ამას შესჯერდი დიდითაზენარითა^ და ფიცითა.
დაგეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას,ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!
414/414
 წა, შეები ხატაელთა,ილაშქრე და ინაპირე;
 ღმერთმან ქმნას და გაგემარჯვოს,მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე!
 მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვამომხვდებოდეს შენი ვირე?
დაგული მომეც გაუყრელად,ჩემი შენთვის დაიჭირე!"
415/415
 მოვახსენე: "არ მეწყალვისთავი შენთვის დასაწველად,
 მაგრა რათგან დამარჩინე,არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად,
 შენ სინათლედ თვალთა^ ჩემთა^მიჩნდე მზეებრ სანახველად,
დააწ შევება ხატაელთა,მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.
416/416
 აწ რასაცა მე მაღირსებ,ხორციელი არვინ ღირს-ა;
 მოწყალება იჩქითია,ღმრთისა ამად არა მკვირსა^;
 შენთა შუქთა შემომადგამ,გულსა ბნელსა ზედა ჭვირსა,
დაშენი ვიყო, სადამდისცადამიყოფდეს მიწა პირსა".
417/417
 ზედა წიგნსა საფიცარსაშევჰფიცე და შემომფიცა,
 მისგან ჩემი სიყვარულიამით უფრო დაამტკიცა:
 "უშენოსა მოწონებავისიცაო^ გულსა მიცა,
დაღმერთი მომკლავს! ამას იქითთავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთი-ცა".
418/418
 დავყავ ხანი მას წინაშე,სიტყვანიცა ტკბილნი^ ვთქვენით^,
 ვჭამეთ ამო ხილი რამე,ერთმანერთსა ვეუბენით^,
 მერმე ავდეგ წამოსავლადტირილით და ცრემლთა დენით.
დამისთა შუქთა შვენებანინათლად მადგეს გულსა ფენით.
419/419
 მეძნელებოდა სიშორემისი, ბროლ-ბადახშ-მინისა.
 მე გამიახლდა სოფელი,მქონდა სიმრავლე ლხინისა;
 ჩემად ჩნდა იგი სინათლეეთერით მზედ ნაჩინისა,
დააწ მიკვირს, მისი გამყრელიგული მიც კლდისა ტინისა!"
18/ტარიელისაგან /ხატაეთს წასლვა და დიდი ომი
420/420
 დილასა შევჯე, ვუბრძანე:"ჰკარით ბუკსა და ნობასა!"
 სრულთა სპათასა ვერ გითხრობარ შესხდომისა^ მზობასა.
 ლომმან მივჰმართე @ხატაეთს,ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა,
დაუგზოსა ვლიდეს ლაშქარნი,არ გაივლიდეს გზობასა.
421/421
 დავაგდე ზღვარი ინდოთა,მევლო პაშტაი ხანია;
 @რამაზის კაცი მემთხვია,@ხატაეთს ზედა ხანია,
 მან მითსრა მოციქულობაგულისა მოსაფხანია:
და"ჩვენთა მგელთაცა დასჭამენთქვენნი, ინდოთა, თხანია".
422/422
 მე შემომძღვნეს @რამაზისგანძღვნად საჭურჭლე საშინელი,
 მითხრეს^ : "გკადრებს: "ნუ ამოგვწყვედ,არის შენგან არ-საქმნელი,
 ზენაარი გამოგვიღე,მით გვაბია ყელსა წნელი,
დამოურბევლად მოგახსენნეთთავნი, შვილნი, საქონელი.
423/423
 რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ,თვით ჩვენვე შეგვინანია;
 თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ,აქა ნუ მოვლენ სპანია;
 ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს,რიხხვით არ დაგვტყდენ ცანია;
დაშენ მოგცეთ ციხე-ქალაქი,მოგყვნენ ცოტანი ყმანია".
424/424
 გვერდსა დავისხენ ვაზირნი,ვიუბნეთ^, გავიზრახენით;
 მითხრეს, თუ: "ხარო ყმაწვილი,ბრძენნი^ მით გკადრებთ, გლახ, ენით:
 არიან ერთობ მუხთალნი,-ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, -
დაარამცა მოგკლეს ღალატად,არამცა ვივაგლახენით!"
425/425
 ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდეკარგითა მართ მამაცითა,
 ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ,სცნობდენ ამბავსა კაცითა;
 გულ-მართლად იყვნენ, მიენდე,აფიცე ღმრთითა და ცითა,
დაარ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდირისხვითა კვლა და კვლაცითა".
426/426
 მეკეთა ესე თათბირი,ვაზირთა ნავაზირები;
 შევსთვალე: "@რამაზ მეფეო,ვცან შენი დანაპირები;
 სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე,დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები;
დალაშქართა დავჰყრი, ცოტათაწამოვალ, შენ კერძ ვირები".
427/427
 მათ ლაშქართაგან სამასნიკარგნი მოყმენი, ქველანი,
 თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე,დავყარენ სპანი ყველანი,
 დავჰვედრე: "სადა მე მევლოს,ვლენით იგივე ველანი,
დაახლოს მომდევდით, მიშველეთ,გიხმობ, თუ მინდეს^ შველანი".
428/428
 სამ დღე ვიარე, მემთხვიასხვა კაცი მისვე ხანისა.
 კვლა ეძღვნა უცხო მრავალიშესამოსელი ტანისა,
 ებრძანა: "მწადსო სიახლეშენ ლაღისა და ჯანისა,
დარა შეგეყარო, მაშინ სცნაშენ ძღვნობა ამისთანისა".
429/429
 კვლაცა ეთქვა: "მართალიაეზომ ჩემი მონახსენი,
 მე თვით წინა მოგეგებვი,მესწრაფების ნახვა შენი".
 მოვახსენე: "დია, ღმერთო,ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი,
დატკბილად ვნახოთ ერთმანერთი,ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი".
430/430
 მუნით წასრული ჩამოვხეტევრისა რასმე კიდესა;
 კვლა მოციქულნი მოვიდეს,სალამად არ დამრიდესა;
 წინა ტურფათა ტაიჭთაძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა:
და"შენსა ნახვასა მეფენი,- თქვეს, - მართლად ინატრიდესა".
431/431
 მითხრეს: "მეფე მოგახსენებს,მეცა შენ კერძ ვიარები,
 სახლით ჩემით წამოსრულიხვალე ადრე შეგეყრები".
 მოციქულნი დავაყენენ,ხარგა დავდგი, არ მაზრები,
დამეტად ამოდ ვუალერსე,ერთგან დაწვეს ვით მაყრები.
432/432
 კარგი საქმე კაცსა ზედააზომ თურე არ წახდების:
 ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა,მოდგა, მალვით მეუბნების:
 "დიდი მაცო თქვენი ვალი,ჩემგან ძნელად გარდიხდების,
დაგაწირვა და დავიწყებაჩემგან შენი არ იქმნების.
433/433
 მე მამისა თქვენისაგანვარ ცოტაი განაზარდი.
 თქვენი მესმა საღალატო,საცნობელად გამოვვარდი;
 მკვდარი მიმძიმ სანახავადტანი მჭევრი, პირი ვარდი,
დაყველასავე მოგახსენებ,გამიგონე, დამიწყნარდი.
434/434
 რომე ცუდად არ მოჰღორდე,ისი კაცნი გღალატობენ,
 ერთგან შენთვის დამალულნისპანი ასჯერ ათასობენ;
 კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი,ასრე ფიცხლად^ მით გიხმობენ,
დააწვე თავსა არ ეწევი,ფათერაკსა შეგასწრობენ.
435/435
 მეფე ცოტათ მოგეგებვის,ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან;
 მალვით ჩაიცმენ აბჯარსა,მიენდო, მით გეთნევიან;
 კვამლსა შეიქმენ, ლაშქარნიყოველგნით მოგეხვევიან.
დარა ერთსა გცემდენ ათასნი,ეგრეცა მოგერევიან".
436/436
 მას კაცსა ამოდ ვეუბენდა მადლსა გარდვიხდიდია:
 "რომე არ მოვკვდე, შემოგზღო,შენ ამას ინატრიდია;
 აწ ამხანაგთა არ გიგრძნან,წადი, მათ თანა ვლიდია,
დათუ დაგივიწყო, უთუოდმემცა ვარ განაკიდია!"
437/437
 არვის გავანდევ სულ-დგმულსა,დავმალე ვითა ჭორია.
 რაცა იქმნების, იქმნების,ყოვლი თათბირი სწორია!
 მაგრა სპათაკენ გავგზავნეკაცი^, გზა თუცა შორია,
დაშევსთვალე: "ფიცხლად წამოდით,მოგრაგნეთ მთა და გორია".
438/438
 მე დილასა მოციქულთასიტყვა ტკბილი შევუთვალე:
 "@რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი,მოდი, მოვალ მეცა მალე".
 ნახევარ დღე სხვა ვიარე,ჭირსა თავი არ ვაკრძალე.
დაგანგებაა, დღესცა მომკლავს,ქვემცა სადა დავიმალე?!
439/439
 ქედსა რასმე გარდავადეგ,მინდორს მტვერი დავინახე;
 ვთქვი, თუ: "მოვა რამაზ მეფე;ჩემთვის უდგამს თუცა მახე,
 ჩემი^ გაჰკვეთს ხორცსა მათსახრმალი ბასრი, შუბი ვახე".
დამაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა,სახე დიდი დავუსახე.
440/440
 ვთქვი, თუ: "ძმანო, ისი კაცნიჩვენ ღალატსა გვიდგებიან,
 მკლავთა თქვენთა სიმაგრენიამისთვისმცა რად დალბიან?
 ვინცა მოკვდეს მეფეთათვის,სულნი მათნი ზეცას რბიან.
დააწ შევებნეთ ხატაელთა,ხრმალნი ცუდად რას გვაბიან?"
441/441
 ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისალაღმან სიტყვითა ხაფითა;
 დავეკაზმენით საომრადჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა;
 რაზმი დავაწყევ, მივჰმართე,წავე დიდითა სწრაფითა,
დამას დღესა ჩემი მებრძოლიჩემმანვე ხრმალმან დაფითა.
442/442
 მივეახლენით, შეგვატყვესმათ ტანსა აბჯარ-ცმულობა;
 კაცი მოვიდა, მომართვამეფისა მოციქულობა;
 ეთქვა, თუ: "ჟამად გვაჩნიაჩვენ თქვენი არ-ორგულობა,
დააბჯრითა გხედავთ, შეგვქმნიააწ ამად გულ-ნაკლულობა".
443/443
 შევსთვალე, თუ: "მეცა ვიცი,რაცა ჩემთვის გაგიგია;
 თქვენ რასაცა სთათბირობდით,არ იქმნების, არ, იგია!
 ბრძანეთ, მოდით, შემებენით,ვითა წესი და რიგია,
დამეცა თქვენად დასახოცლადხელი ხრმალსა დამიგია".
444/444
 რა მივიდა მოციქული,კვლამცა რადღა გამოგზავნეს!
 კვამლი შექმნეს ლაშქართათვის,დამალული გაამჟღავნეს;
 სამალავით გამოვიდეს,თავნი ორგნით აქარავნეს,
დაშექმნეს რაზმი მრავალკეცი,თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.
445/445
 შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავმუზარადის დასარქმელად;
 საომარად ატეხილივიყავ მათად გამტეხელად;
 ერთსა წავსწყდი უტევანსა,წავგრძელდი და წავე გრძელად.
დამათ ურიცხვი რაზმი ეწყო,წყნარად დგეს და აუშლელად.
446/446
 ახლოს მივე, შემომხედნეს, "შმაგიაო", ესე თქვესა.
 მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან,სად უფროსი ჯარი დგესა;
 კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც,მართ ორნივე მიჰხდეს მზესა,
დაშუბი გატყდა, ხელი ჩავყავ,ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!
447/447
 შიგან ასრე გავერივე,გნოლის^ ჯოგსა^ ვითა ქორი,
 კაცი კაცსა შემოვსტყორცე^,ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
 კაცი, ჩემგან განატყორცი^,ბრუნავს ვითა ტანაჯორი,
დაერთობ სრულად ამოვწყვიდეწინა კერძი რაზმი ორი.
448/448
 ერთობილნი მომეხვივნეს,მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი;
 ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგნის,სისხლსა მჩქეფრსა აღმოვჰღვრიდი;
 ცხენსა კაცი გაკვეთილიმანდიკურად გარდავჰკიდი.
დასითცა ვიყვი, გამექციან,მათ შექმნიან^ ჩემი რიდი.
449/449
 საღამო-ჟამ დაიზახნაქედით მათმან დარაჯამან:
 "ნუღარა სდგათ, წაედითო,კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან:
 მოვა მტვერი საშინელი,შეგვაშინა^ ამად ამან,
დანუთუ სრულად ამოგვწყვიდნესუთვალავმან, ბევრმან სპამან".
450/450
 ჩემნი ლაშქარნი, რომელნიწამომეტანნეს მე არა,
 რა ეცნა, წამოსრულიყვნეს,ღამე-წამორთვით ეარა;
 ვერ დაიტევდა მინდორიდა არე მთათა ეარა,
დაგამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა,ბუკმან ხმა გააზეარა.
451/451
 იგი ნახეს, გასაქცევლადგაემართნეს, შევჰკივლენით;
 ველნი, ჩვენგან ნაომარნი,ომითავე გარდავვლენით.
 @რამაზ მეფე ჩამოვაგდე,ერთმანერთსა გავეხრმლენით,
დამისნი სპანი ყველაკანიდავიპყრენით, არ მოვკლენით.
452/452
 უკანანიცა ლაშქარნიმოესწრნეს მათ გაქცეულთა,
 დაუწყეს პყრობა, ჩამოყრაშეშინებულთა, ძლეულთა;
 ძილისა მიჰხვდა ნაცვალიძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა,
დატყვეთა მრთელთაცა არ აკლდაკვნესა, მართ ვითა სნეულთა.
453/453
 მას ადგილსა ნაომარსაგარდავხედით მოსვენებად.
 ხელსა ხრმლითა დავეკოდე,წყლულად მაჩნდა, არ-ნაღებად;
 ჩემნი სპანი მოვიდიანსაჭვრეტლად და ჩემად ქებად,
დავერ იტყვიან ვერ მიმხვდარნიქებასაცა მოხსენებად.
454/454
 ერთსა კაცსა ეყოფოდეს,დიდებანი რომე მჭირდეს;
 ზოგთა შორით დამლოციან,ზოგნი კოცნად გამიპირდეს;
 რომელთაცა გავეზარდე,დიდებულნი ამიტირდეს,
დაჩემგან ხრმლითა განაკვეთი^ნახეს^, მეტად გაუკვირდეს.
455/455
 გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი,ალაფი ავაღებინე,
 ერთობ სავსენი მოვიდეს,თავიცა ვალაღებინე^,
 სისხლთა მებრძოლთა ჩემთასამინდორი შევაღებინე,
დაარ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთაუომრად გავაღებინე.
456/456
 @რამაზს ვარქვი: "შემიგნიასაქმე შენი სამუხთალე,
 აწ ეგრეცა შეპყრობილმანთავი გამოიმართალე,
 სიმაგრეთა ნუ ამაგრებ,ყველა ხელთა მომათვალე,
დათვარა შენი შეცოდებამემცა ზედა რად წავსთვალე?"
457/457
 @რამაზ მითხრა: "აღარაა^ამის მეტი ჩემი ღონე,
 ერთი ჩემი დიდებულიმომეც, ზედა მაპატრონე,
 ციხოვანთა გავუგზავნო,საუბარი გამიგონე,
დახელთა მოგცემ ყველაკასა,განაღამცა შენ გაქონე!"
458/458
 მივეც ერთი დიდებული,თანა სპანი წავატანენ,
 ციხოვანნი ერთობილნიჩემს წინაშე მოვიყვანენ,
 ხელთა მომცეს^ სიმაგრენი,ომნი ასრე შევანანენ,
დასაჭურჭლენი სიმრავლითარასმცა ვითა დავაგვანენ!
459/459
 მაშინღა შევე @ხატაეთსმოვლად და მოსათვალავად;
 კლიტენი საჭურჭლეთანიმომართვნეს დაუმალავად;
 ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე:"იყვენით თქვენ უკრძალავად,
დამზემან არ დაგწვენ, იცოდით,დაგყარენ გაუგვალავად".
460/460
 საჭურჭლენი გარდავნახენთავის-თავის, კიდის-კიდე.
 უცხო ფერთა საჭურჭლეთა,დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე;
 ერთგან ვნახე^ საკვირველიყაბაჩა და ერთი რიდე,
დათუ-მცა ჰნახე^, სახელისაცოდნასაცა ინატრიდე!
461/461
 ვერა შევიგენ, რა იყო,ანუ ნაქმარი რაულად!
 ვისცა ვუჩვენი, უკვირდის,ღმრთისაგან თქვის სასწაულად;
 არცა ლარულად ჰგდებოდამას ქსელი, არც ორხაულად;
დასიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა,ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.
462/462
 იგი საძღვნოდ მისად დავსხენ,ვისი შუქი მანათობდა;
 მეფისათვის დავარჩიე,საარმაღნოდ რაცა სჯობდა:
 ჯორ-აქლემი ათჯერ ასი,ყველაკაი წვივ-მაგრობდა, -
დაატვირთული გავუგზავნე,ამბავსაცა^ კარგსა სცნობდა.
19წიგნი /ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა
463/463
 წიგნი დავწერე: "მეფეო,სვემცაა თქვენი სვიანად!
 მე ხატაელთა მიმუხთლეს,- თუცა მათ ეცა ზიანად, -
 ჩემი ამბავი დასტურიამად გაცნობე გვიანად;
დამეფე შევიპყარ, მოგივალმე ალაფიან-ტყვიანად".
464/464
 რა ყველაი დავიურვე,@ხატაეთით გავემგზავრე,
 წამოვიხვენ საჭურჭლენი,სახელმწიფო დავიავრე,
 ვერ მოვეყავ აქლემითა,აზავრები ვააზავრე,
დამოვირჭვენ და მოვივლინე,რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.
465/465
 @ხატაეთისა ხელმწიფემომყვანდა შეპყრობილია.
 @ინდოეთს მივე, მეგებაჩემი გამზრდელი ტკბილია;
 რა ქება მითხრა, არ ითქმის,ჩემგან სათქმელად წბილია!
დახელი გამიხსნა, შემომკრამან სახვეველი ლბილია.
466/466
 ედგნეს ტურფანი კარავნიმოედანს ჩამოდგომილსა,
 საუბრისა და ჭვრეტისაჩემისა მას მონდომილსა.
 მას დღესა ედვა ნადიმიმას შიგან გარდახდომილსა;
დამიალერსებდა, მაჭმევდაწინაშე ახლოს ჯდომილსა.
467/467
 მას ღამით ვსხედით ნადიმად,მუნ ამოდ გავიხარენით,
 დილასა ქალაქს შევედით,მოედნით ავიყარენით;
 მეფემან ბრძანა: "ლაშქარნიუხმენით, შემომყარენით,
დადღეს ხატაელი მიჩვენეთ,ტყვენიცა შემომგვარენით!"
468/468
 @რამაზ მეფე მას წინაშეშეპყრობილი მოვიყვანე;
 ტკბილად ნახა ხელმწიფემან,ვითა შვილი სააკვანე.
 ორგული და მოღალატენამსახურსა დავაგვანე,
დაესე არის მამაცისამეტის-მეტი სიგულვანე!
469/469
 მას მეფესა ხატაელსაუმასპინძლა, უალერსა,
 ჟამიერად უბრძანებდისსაუბარსა მათსა ფერსა.
 ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდესმე სიტყვასა ლმობიერსა:
და"შეუნდობო ხატაელსა,მას აქამდის შენამტერსა?"
470/470
 მე ვჰკადრე: "ღმერთი ვინათგანშეუნდობს შეცოდებულსა,
 უყავით თქვენცა წყალობამას ღონე-გაცუდებულსა".
 @რამაზს უბრძანებს^: "იცოდი,გაგგზავნით შეწყალებულსა,
დამაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღაჩვენს წინა გაწბილებულსა!"
471/471
 ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთესდრაჰკანი ასჯერ ასია,
 კვლა ხატაური მრავალი,სხვა სტავრა, სხვა ატლასია.
 მერმე ყველაი დამოსა,იგი და მისი ხასია,
დაშეწყალებული გაგზავნა,უყო რისხვისა ფასია.
472/472
 ხატაელმან დაუმადლა,დადრკა, მდაბლად ეთაყვანა,
 მოახსენა: "ორგულობათქვენი ღმერთმან შემანანა.
 თუღა^ ოდეს შე-ღა-გცოდო,მაშინ მომკალ მემცა განა!"
დაწავიდა და ყველაკაიმისი თანა წაიტანა.
473/473
 მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია;
 ებრძანა: "რა შენ გაგყრივარ,მას აქათ თვეო სამია,
 მინდორს მოკლული ისრითანადირი არ მიჭამია,
დაარ დამაშვრალ ხარ, წავიდეთ,თუცა დაშვრომის ჟამია".
474/474
 შევეკაზმე, დარბაზს მივე,დამხვდა ჯარი ავაზისა,
 შავარდნითა სავსე იყოსრულად არე დარბაზისა,
 მეფე ქვე ჯდა შეკაზმული,შვენებითა მსგავსი მზისა;
დაგაეხარნეს მისლვა ჩემი,ტურფისა და ლამაზისა!
475/475
 იდუმალ ცოლსა ეუბნა,მართ ჩემგან უცოდნელია:
 "ომით მოსრული @ტარიელსაჭვრეტლად სასურველია,
 მან გაანათლოს მჭვრეტელთაგული, რაზომცა ბნელია;
დარაცა დაგვედრო საქმნელად,ქმენ, არა საზოზნელია.
476/476
 აწ მითქვამს საქმე უშენოდ,შენცა ცან ესე მცნებული:
 რათგან ქალია სამეფოდჩვენგანვე სახელ-დებული,
 ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს,აჰა დღე^, ედემს ხლებული^,
დაგვერდსა დაისვი, ორნივესრას დამხვდით, მოვალ შვებული".
477/477
 მოვინადირეთ მინდორი,ძირი მთისა და გორისა;
 იყო სიმრავლე ძაღლისა,შავარდნისა და ქორისა.
 ადრე დავბრუნდით, ვიარეთარ ეჯი გზისა შორისა.
დააღარ იბურთეს, დაშლა ქმნესთამაშობისა ორისა.
478/478
 ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვაქალაქი, შუკა და ბანი.
 ომ-გარდახდილსა მშვენოდესმაენიანნი კაბანი;
 ფერმიხდილ-გვარი ვშვენოდივარდი, ცრემლითა ნაბანი,
დავინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის,- მართლად არს, არ კატაბანი.
479/479
 რიდენი რომე მეშოვნესქალაქსა ხატაელთასა,
 იგი მეხვივნეს, მშვენოდეს,ვახელებ^ გულსა ხელთასა.
 მეფე გარდახდა, დარბაზსაშევედით ჩემთა მზრდელთასა,
დაშევხედენ, დავჰკრთი ელვასაღაწვთა მზეებრ^ ნათელთასა.
480/480
 მას მზესა ტანსა ემოსნესნარინჯის-ფერნი ჯუბანი,
 ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა,დას-დასად, უბან-უბანი;
 სრულად ნათლითა აევსოსახლი, შუკა და უბანი,
დამუნ ვარდსა შუა შვენოდესძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.
481/481
 ნაომარსა, დაკოდილსახელი ყელსა ჩამომება.
 დედოფალი საჯდომთაგანადგა, წინა მომეგება,
 ვითა შვილი გარდამკოცნა,ღაწვი ვარდი დამილება,
დამითხრა: "ნუ ეჭვ ამას იქით,თუღა^ მტერი შე-ღა-გება".
482/482
 ახლოს დამისვეს ადგილსა,მუნ, სადა მეამებოდა.
 პირის-პირ მიჯდა იგი მზე,გული ვისთვისცა კვდებოდა.
 მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდის,სხვად არად მეუბნებოდა;
დათვალნი მოვსწყვიდნი,სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.
483/483
 შეიქმნა სმა და პურობა,მსგავსი მათისა ძალისა;
 სხვა გახარება ასეთიარს უნახავი თვალისა!
 ჯამი და ჭიქა - ყველაიფეროზისა და ლალისა.
დაარვისი ბრძანა მეფემანარცა გაშვება მთრვალისა.
484/484
 მე მუნა მყოფი მივეციშვებასა მეტის-მეტასა.
 რა შემომხედნის, შევხედნი,ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;
 კაცთა კრძალვასა ვაწვევდიგულსა შმაგსა და რეტასა.
დარა უამეა პირის-პირსაყვარელისა ჭვრეტასა!
485/485
 დააგდეს მღერა მუტრიბთა,"სულეთო!", თავი ხარიან;
 მიბრძანეს: "შვილო @ტარიელ,ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?!
 ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნიმით ჩვენნი ვაგლახ არიან;
დამართალან შენნი მჭვრეტელნი,არ ცუდად იმკვეხარიან.
486/486
 აწ თუცა გვმართებს შემოსა,ვის მორჭმით მოგივლენიან,
 არ შეგმოსთ, მაგა კაბათაარ აგხდით: ტურფად გშვენიან;
 აწ გქონდეს ასი საჭურჭლე,ვის შუქნი მოგიფენიან,
დათვით შეიკერე, რაცა გწადს,ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან".
487/487
 მომართვნეს ასნი კლიტენიასთავე საჭურჭლეთანი;
 თაყვანის-ვეც და დავლოცენდავლანი მათთა სვეთანი;
 მაკოცეს, ადგეს ორნივე,თვით იგი მზენი მზეთანი,
დარა გასცეს, ზომნი ვით გითხრნელაშქართა სისავსეთანი!
488/488
 კვლაცა დაჯდა მხიარული,მოიმატა სმა და მღერა;
 კვლა გაგრძელდა ნადიმობა,ბარბითი და ჩანგთა ჟღერა^.
 დედოფალი^ წამოვიდა^,შეეყარა მწუხრსა დღე რა,
დაძილ-პირამდის სიხარულსასიხარული ჰგვანდა ვერა.
489/489
 ავიყარენით, მიგვჭირდასმა დოსტაქნისა მეტისა.
 საწოლს შემოვე, შემექმნაცნობა მართ ვითა რეტისა.
 ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსამე ამა ცეცხლთა შრეტისა.
დამეგონებოდის, მალხენდისგონება მისგან ჭვრეტისა".
20წიგნი /ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა
490/490
 მონა მოვიდა, მიამბოამბავი მან მართალია:
 "თქვენსა ამბავსა იკითხავსაჯიღოსანი ქალია".
 მაშინვე ვიცან, ავიჭერ,ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია;
დამოვიდა, ვნახე @ასმათიჩემ თანა მომავალია.
491/491
 მე ვისთვის ვკვდები, მეამა@ასმათის ნახვა მე მისად.
 აღარ მივუშვი, ვაკოცე,ქმნადღა თაყვანის-ცემისად;
 ხელი მოვჰკიდე, დავისვიახლოს ტახტისა^ ჩემისად,
დავჰკითხე, თუ: "ნეტარ, მისრულამორჩი ალვისა ხე მისად?
492/492
 მიამბე მისი ამბავი,სხვად ნურას მეუბნებია!"
 მითხრა, თუ: "'გკადრებ მართალსა,აწ ჩემგან არ-სათნებია,
 დღეს ერთმანერთი გინახავსდა ტურფად მოგწონებია,
დააწ კვლაცა ცნობა ამბვისამას ჩემგან უბრძანებია".
493/493
 წიგნი მომართვა, ჩავხედენ,პირისა თემთა მთენისა.
 ეწერა: "ვნახე სიტურფეწყალ-ჯავარისა შენისა.
 ომ-გარდახდილი ჰშვენოდი,შენატევები ცხენისა,
დაარ-ავი მიმიჩს მიზეზიჩემისა ცრემლთა დენისა.
494/494
 ღმერთმან თუ მცა ენა ჩემიქებად შენდა უშენოსა,
 შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი,მაშა მომკლავ უშენოსა;
 მზემან ლომსა ვარდ-გიშერიბაღჩას ბაღად უშენოსა;
დაშენმან მზემან, თავი ჩემიარვის ჰმართებს უშენოსა!
495/495
 თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა,მაგრა ცუდად არ იდენო,
 ამას იქით ნუღარ იდენ,ჭირსა თავი არიდენო;
 შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთააგინებენ, არ იდენო;
დარომე წეღან მოგეხვივნეს,იგი ჩემთვის არიდენო.
496/496
 იგი მე მომცენ რიდენი,რომელნი წეღან გშვენოდეს,
 რა მნახო, შენცა გეამოს,შენეულითა მშვენოდეს;
 ესე სამკლავე შეიბი,თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს,
დაერთი ასეთი ცოცხალსასხვა ღამე არ გაგთენოდეს".
21/ტარიელის ტირილი და დაბნედა
497/497
 აქა მხეც-ქმნილი @ტარიელტირს, ჭირი ეათასების;
 თქვა: "მე მაქვს სამხრე, რომელიკვლა წინას მკლავსა მას ების!"
 იგი შეიხსნა, მოიღო,თვალვით არ დაიფასების,
დაპირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა,ქვე მკვდართა დაედასების.
498/498
 ასრე წვა, რომე არ ჰგვანდამკვდარი სამარის კარისა,
 ორგნით ჩანს ლები მჯიღისა,მართ გულსა გარდნაკარისა;
 @ასმათს სდის ღვარი სისხლისა,ღაწვთაგან ნახოკარისა,
დაკვლა წყალსა ასხამს, უშველის,ხმა ისმის მუნ წკანწკარისა^.
499/499
 @ავთანდილცა სულთქვნა მწარედ,დაბნედილსა შემოსჭვრიტნა;
 @ასმათ ვანი გაამრავლნა,ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა;
 მერმე სულად მოაქცია,ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა;
დათქვა: "ცოცხალ ვარ? საწუთრომანაწცა^ ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!"
500/500
 ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი,აყოლებდა თვალთა რეტად.
 ვარდი სრულად შექმნილიყოზაფრანად და ვითა სპეტად.
 დიდხან მათად არა სცალდასაუბრად და არცა ჭვრეტად,
დადარჩომა და არ-სიკვდილიმას უმძიმდა მეტის-მეტად.
501/501
 @ავთანდილს უთხრა: "ისმენდი,ცნობა მიც თუცა ხელისა,
 გითხრა ამბავი ჩემი დაჩემისა დამმარხველისა:
 ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისამის, შენგან შეუყრელისა,
დამე მიკვირს ჩემი სიცოცხლე,ასრე დარჩომა მრთელისა!
502/502
 @ასმათის ნახვა მეამა,ჩემგან დად საესავისა.
 წიგნი რა ვნახე, მომართვაესე საბამი მკლავისა.
 მკლავსა შევიბი მაშინვე,მოვიხსენ რიდე თავისა,
დაიგი უცხო და ღარიბი,მტკიცისა რასმე შავისა" .
22წიგნი /ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად
503/503
 მივუწერე: "მზეო, შუქიშენი, შენგან მონაფენი,
 გულსა მეცა, გამიცუდდესსიჩაუქე-სიალფენი;
 ხელმან შენნი გავიცადენსინატიფე-სიტურფენი,
დასულთა ნაცვლად სამსახურნირამცა ვითა გიმუქფენი?!
504/504
 მაშინ, ოდეს დამარჩინე,სულთა სრულად არ გამყარე,
 აწ ჩემთვისცა^ ესე ჟამიმასვე ჟამსა დავადარე;
 სამხრე შენი მომივიდა,შემოვიბი მკლავსა გარე,
დარომე მმართებს სიხარული,ეგზომიმცა რა ვიხარე?!
505/505
 განაღამცა ვიწინაშე:აჰა რიდე, რომე მთხოვე;
 ყაბაჩაცა ასეთივე,ამისებრი ვერა ვჰპოვე;
 დაბნედილსა ნუ დამაგდებ,მიშველე რა, მარგე, მოვე;
დასოფელს მყოფსა უშენოსაკაცსა ვისმცა შევეპოვე!"
506/506
 ქალი ადგა, გამეყარა.დავწევ, ამოდ დამეძინა,
 მაგრა შევკრთი, საყვარელიჩემი ვნახე ძილსა შინა;
 გამეღვიძა, აღარა მყვა,სულ-დგმულობა მომეწყინა,
დაღამე ასრე გავათენე,მისი ხმაცა არ მესმინა".
23რჩევა /ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა
507/507
 დილასა ადრე სრას მიხმეს,დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა;
 ავდეგ, ვცან მათი ამბავი,წასლვა ვქმენ მითვე წამითა;
 ვნახე, ორნივე ერთგან სხდესხასითა ოდენ სამითა,
დარა მივე, მითხრეს დაჯდომა,წინაშე დავჯე სკამითა.
508/508
 გვიბრძანეს, თუ: "ღმერთმან ასრედაგვაბერნა, და-ცა-გვლია;
 ჟამი გვახლავს სიბერისა,სიყმაწვილე გარდგვივლია;
 ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის,ვისგან შუქი არ გვაკლია,
დაყმისა არ-სმა არა გვაგვა^,ამად ზედა წაგვითვლია
509/509
 აწ ქალისა ჩვენისათვისქმარი გვინდა, სად მოვნახოთ,
 რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი,სახედ ჩვენად გამოვსახოთ,
 სამეფოსა ვაპატრონოთ,სახელმწიფო შევანახოთ,
დაარ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთახრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ".
510/510
 ვთქვით: "თქვენის^ ძისა არა-სმაგულსა ვით მიეფარების,
 მაგრა კმა ჩვენად იმედად,ვინ მზესა დაედარების;
 ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ,მას დიდად გაეხარების,
დასხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით,მაგას რა მოეგვარების".
511/511
 დავიწყეთ რჩევა საქმისა,გული მიც, თუცა მელია;
 ვთქვი: "ჩემგან დაშლა ამისიარ ითქმის, არ-საქმნელია!"
 მეფემან ბრძანა: "ხვარაზმშა,ხელმწიფე ხვარაზმელია,
დათუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ,მისებრი არ-რომელია".
512/512
 რომე პირველვე დაესკვნა,მათ ესე შეეტყვებოდა;
 ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს,სიტყვაცა აგრე სწბებოდა.
 ჩემგან დაშლისა კადრებამართ ამბვად არ ეგებოდა,
დაოდენ დავმიწდი, დავნაცრდი,გული მი და მო კრთებოდა.
513/513
 დედოფალმან თქვა: "ხვარაზმშამეფეა მორჭმით მჯდომელი,
 მათსამცა შვილსა სასიძოდჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!"
 შეცილებამცა ვინ ჰკადრა,რათგან თვით იყო მნდომელი!
დამოწმობა დავჰრთე, დაესკვნადღე ჩემი სულთა მხდომელი.
514/514
 გაგზავნეს კაცი ხვარაზმშასწინა შვილისა მთხოელი;
 შესთვალეს: "გახდა უმკვიდროდსამეფო ჩვენი ყოელი;
 არს ერთი ქალი საძეო,არ კიდე-გასათხოელი,
დათუ მოგვცემ შვილსა სამისოდ,სხვასა ნუღარას მოელი".
515/515
 კაცი მოვიდა, აევსოჯუბაჩითა და რიდითა,
 გაჰხარებოდა ხვარაზმშასსიხარულითა დიდითა;
 ებრძანა: "მოგვხვდა ღმრთისაგან,ჩვენ რომე ვინატრიდითა!
დათვით მაგისებრსა შვილსამცაჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!"
516/516
 კვლა გაგზავნეს^ სხვანი კაცნისასიძოსა მოყვანებად,
 დაავედრეს: "ნუ აყოვნებთ,მოდით ჩვენად ნაბრძანებად".
 მე მაშვრალი, ნაბურთალისაწოლს შევე მოსვენებად,
დაგულსა სევდა შემეყარა,ვიწყე ჭირთა მოპოვნებად".
24/ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა
517/517
 მეტმან სევდამან მიმწურაგულსა დაცემად დანისად.
 @ასმათის მონა შემოდგა,მე ვჯე ლაღი და ჯანი სად,
 წიგნი მომართვა, ეწერა:"ვინ სჩან ალვისა ტანისად,
დაადრე მოდიო, გიბრძანებს,დაუყოვნებლად ხანისად".
518/518
 შევჯე, წავე, ბაღჩას მივე.ვითა სცნობდე ლხინთა ზომით!
 ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა,@ასმათ ვნახე ძირსა დგომით;
 ვნახე : "ვსჭვრეტდი ნატირებად,ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით,
დადამიმძიმდა, არა ვჰკითხე;ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.
519/519
 იგი ვნახე დაღრეჯილი,ესე მეტად დამიმძიმდა.
 ვითა წინას შემომცინის,არღა ეგრე გამიღიმდა.
 ყოლა სიტყვა არ მომიგო,ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა,
დაამით უფრო დამაწყლულა,არა წყლულთა მიაქიმდა.
520/520
 ჩემნი ერთნი გონებანიმეტად შორად გამიკიდნა,
 შინა კოშკად შემიყვანა,ფარდაგსაცა ამიზიდნა.
 შევე, ვნახე იგი მთვარე;ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა,
დაგულსა შუქნი შემომადგნა,მაგრა გული არ დამიდნა.
521/521
 იყო არ-ნათლად ნათელი,ფარდაგსა შემომდგომელი;
 ებურა მოშლით პირ-ოქრორიდე^, მე მივეც რომელი,
 მითვე მწვანითა უებრომიწოლით ტახტსა მჯდომელი,
დაცრემლისა ღვარსა მოეცვაპირი, ელვათა მკრთომელი.
522/522
 ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსავეფხი პირ-გამეხებული,
 არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე,ხე ალვა, ედემს ხებული;
 @ასმათმან დამსვა შორს-გვარადგულსა მე ლახვარ-ხებული;
დამერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით,გამწყრალი, გარისხებული.
523/523
 მიბრძანა: "მიკვირს, რად მოხვემშლელი პირისა მტკიცისა,
 გამწირავი და მუხთალი,შენ, გამტეხელი ფიცისა?!
 მაგრა ნაცვალსა პატიჟსამიგცემსო ზენა, მი, ცისა!"
დავჰკადრე: "რა გკადრო პასუხიმის ჩემგან მე უვიცისა?"
524/524
 ვთქვი: "პასუხსა ვერას გკადრებ,თუ არა ვსცნობ მე მართალსა:
 რა შეგცოდე, რა მიქმნიაუცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?"
 კვლაცა მითხრა: "რას გეუბნამტყუანსა და შენ მუხთალსა?
დადიაცურად რად მოვღორდი?მე დავუწვავ ამით ალსა.
525/525
 შენ არ იცი ხვარაზმშასისაქმროდ ჩემად მოყვანება?!
 შენ ჯდომილხარ სავაზიროდ,შენი რთულა ამას ნება,
 შენ გასტეხე ფიცი ჩემი,სიმტკიცე და იგი მცნება,
დაღმერთმან ქმნა და დაგირჩინაცუდად შენი ხელოვნება!
526/526
 გახსოვს, ოდეს "ჰაჲ-ჰაჲ-ს" ზმიდი,ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს,
 მკურნალნი და დასტაქარნიწამალსა-ყე მოგიტანდეს?
 მამაცისა სიცრუვეთა,ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს!
დარათგან დამთმე, მეცა დაგთმობ,ვინძი უფრო დაზიანდეს!
527/527
 ამას ვბრძანებ: ვინცა გინდაეპატრონოს @ინდოეთსა,
 ეგრეც მე მაქვს პატრონობა,უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა!
 ეგე აგრე არ იქმნების,წა, მომცთარ ხარ მოსაცეთსა,
დააზრნი შენნი შენვე გგვანან,მტყუანსა და შენ აგეთსა!
528/528
 ცოცხალ ვიყო, შენ @ინდოეთს,ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო!
 თუ ეცადო დაყოფასა,ხორცთა შენთა სული გაჰყო!
 სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო,ცათამდისცა ხელი აჰყო!"
დაესე სიტყვა დაასრულა,ყმა ატირდა, სულთქვნა, აჰ-ყო.
529/529
 თქვა: "რა მესმა ესე მისგან,მეიმედა მეტის-მეტად,
 კვლა მიეცა თვალთა ძალიმის ნათლისა ეგრე^ ჭვრეტად.
 აწ დავკარგე; რად არ გიკვირს,რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად?
დავაჲ, სოფელი უხანოო,რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?
530/530
 შევჰხედენ, ვნახე სასთუნალმუსაფი გაშლით მდებარე,
 ავიღე, ავდეგ მე ღმრთისადა მერმე მათი მქებარე,
 ვჰკადრე, თუ: "მზეო, დაგიწვავ^,ჩემიცა დაწვი მზე ბარე,
დარათგან არ მომკლავ, პასუხიერთაი გკადრო მე ბარე.
531/531
 რომე გკადრებ, ესე სიტყვააწ თუ ცუდად ნალიქნია,
 ცამცა მრისხავს, მზისა შუქნიყოლა ჩემთვის ნუ შუქნია!
 თუ მაღირსებ გაკითხვასა,ავი არა არ მიქმნია".
დამან მიბრძანა: "რაცა იცი,თქვიო!", თავი დამიქნია.
532/532
 კვლაცა ვჰკადრე: "მე თუ, მზეო,შენთვის^ ფიცი გამეტეხოს,
 ღმერთმან აწვე რისხვა მისიზეცით ჩემთვის გაამეხოს!
 ვისი გინდა უშენოსაპირი მემზოს, ტანი მეხოს,
დამაშა მაშინ რაგვარ დავრჩე,რა ლახვარი გულსა მეხოს!
533/533
 მე მეფეთა დარბაზს მიხმეს,შექმნეს დიდი ვაზირობა.
 მათ წინასვე დაეპირაიმა ყმისა შენი ქმრობა.
 დამეშალა, ვერ დავშლიდი,დამრჩებოდა უმეცრობა;
დათავსა ვუთხარ: "მიემოწმე,ჟამად გიჯობს გულმაგრობა".
534/534
 მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე,რათგან იგი ვერ მიმხვდარა!
 არ იტყვის, თუ: "@ინდოეთიუპატრონოდ არ მომხდარა?
 @ტარიელ არს მემამულე,სხვასა ჰმართებს არვის^ არა!
დავის მოიყვანს, არა ვიცი,ანუ იგი ვინ მომცდარა?
535/535
 ვთქვი: "ამითა ვეღარას ვიქმ,ღონე სხვა რა მოვიგვარო";
 თავსა ვუთხარ: "ნუ მოგიცავ,გონებაო მრავალ-გვარო!"
 მედვა გული მხეცისაებრ,ათასჯერცა მინდორს ვარო,
დავისმცა მივეც თავი შენი,შენვე რადმე არ წამგვარო?!"
536/536
 სულთა ვჰყიდდი გულისათვის,კოშკი ამად გამებაზრა;
 იგი წვიმა და-რე-ნელდა,რომე პირველ ვარდი აზრა;
 ვნახე, ძოწსა მარგალიტიგარე ტურფად მოემაზრა.
დამიბრძანა, თუ: "ეგე საქმემემცა მართლად რად მეაზრა?!
537/537
 არ დავიჯერებ მე შენსაღალატსა, ორგულობასა,
 უარის ქმნასა ღმრთისასა,ამისთვის არ მადლობასა;
 იაჯდი თავსა ჩემსა დამორჭმით @ინდოეთს ფლობასა!
დამე და შენ დავსხდეთ^ ხელმწიფედ,სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა".
538/538
 მე ღმრთისაებრად მომიტკბაგამწყრალი, გამქისებული,
 ანუ მზე იყო ქვეყანად,ან მთვარე პირ-გავსებული;
 ახლოს დამისვა, მაღირსააქამდის არ-ღირსებული;
დამეუბნებოდა, დამივსოცეცხლი ამითა გზებული.
539/539
 მიბრძანა, თუ: "გონიერიხამს აროდეს არ აჩქარდეს,
 რაცა სჯობდეს, მოაგვაროს,საწუთროსა დაუწყნარდეს;
 თუ სასიძო არ მოუშვა,ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,
დაშენ და ისი წაიკიდნეთ,@ინდოეთი გარდაქარდეს!
540/540
 კვლა თუ სიძე შემოუშვა,მე შემირთოს, იყოს ასდენ,
 ერთმანერთსა გავეყარნეთ,ძოწეულნი გაგვიფლასდენ,
 მათ მორჭმულთა მოივლინონ,ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,
დაესე ამბად არ ეგების,რომე სპარსნი გაგვიხასდენ".
541/541
 მე ვჰკადრე: "ღმერთმან აშოროსმას ყმასა შენი ქმარობა!
 რა შემოვიდენ @ინდოეთს,შევიგნა მათი გვარობა,
 ვუჩვენო ჩემი ძალ-გულიდა ჩემი მეომარობა:
დაასრე დავხოცნე, შეეძლოსაღარა^, არ, სახმარობა!"
542/542
 მიბრძანა, თუ: "ხამს დიაციდიაცურად, საქმე-დედლად,
 დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ,ვერ ვიქმნები შუა კედლად:
 რა მოვიდეს სიძე, მოკალმისთა სპათა აუწყვედლად.
დაქმნა მართლისა სამართლისახესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
543/543
 ასრე ქმენ, ჩემო ლომო დამჯობო ყოველთა გმირთაო,
 მოპარვით მოკალ სასიძო,ლაშქართა ნუ მოირთაო,
 მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც,ზროხათა ვითა, ვირთაო, -
დადიადი სისხლი უბრალოკაცმანმცა ვით იტვირთაო?
544/544
 იგი რა მოჰკლა, ეუბენპატრონსა, ჩემსა მამასა,
 ჰკადრე, თუ: "სპარსთა ვერა ვიქმ@ინდოეთისა ჭამასა,
 ჩემია მკვიდრი მამული,არ მივსცემ არცა დრამასა,
დაარ დამეხსნები, გაგიხდიქალაქსა ვითა ტრამასა!"
545/545
 ჩემი ყოლა ნურა გინდა -სიყვარული, ნუცა ნდომა,
 ამით უფრო მოგეცემისსამართლისა შენ მოხდომა;
 ქმნას მეფემან ყელ-მოტეხითშემოხვეწა, შემოკვდომა,
დახელთა მოგცემს თავსა ჩემსა,შეგვფერობდეს ერთგან სხდომა".
546/546
 ესე მეტად მომეწონათათბირი და გამორჩევა,
 ჩემთა მტერთა დავაქადე^დასახოცლად ხრმლისა ქნევა;
 მერმე ავდეგ წამოსავლად,მან დამიწყო ქვევე წვევა,
დამწადდა, მაგრა ვერ შევჰმართეშეჭიდება, შემოხვევა.
547/547
 ხანი დავყავ, გავეყარე,მაგრა გავხე ვითა ხელი.
 @ასმათ წინა ჩამომიძღვა,ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.
 ჭირი ბევრჯელ ვაათასი,ლხინი ჩემი ვაერთხელი,
დამერმე წასლვა არა მწადდა,ამად მივალ არ-ფიცხელი".
25ხვარაზმშას შვილის /ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და /ტარიელისაგან მისი მოკლვა
548/548
 მოვიდა კაცი: "სასიძომოვაო", მოსლვა გვახარა,
 მაგრა თუ ღმერთი რას უზამს,არა იცოდა, გლახ, არა;
 მეფესა მიჰხვდა სიამე,არ სიტყვა ივაგლახა რა,
დამიბრძანა, ახლოს მიმისვა,"მოდიო", თავი დახარა.
549/549
 მიბრძანა: "ჩემთვის ესე დღელხინი და სიხარულია.
 გარდავიხადოთ ქორწილი,ხამს ვითა დასა, სრულია;
 კაცნი გავგზავნნეთ, მოვიღოთყოვლგნით საჭურჭლე სრულია,
დაუხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ,სიძუნწე უმეცრულია".
550/550
 მე გავგზავნენ ყოვლგნით^ კაცნისაჭურჭლეთა წამომხმელნი;
 სასიძოცა მოგვივიდა,იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი;
 შიგნით ჩვენნი გაეგებნეს,გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი;
დამათ ლაშქართა ერთგან მყოფთავერ იტევდეს ვერცა ხმელნი.
551/551
 მეფემან ბრძანა: "მოკაზმეთკარვითა მოედანია,
 გამოისვენოს სიძემან,დაყოს ცოტაი ხანია;
 მუნ მისად ნახვად გავიდენუშენოდ სპანი სხვანია,
დაშენ აქა ნახენ^, კმარიანიქა ნახვისად ყმანია".
552/552
 მოედანს დავდგით კარვებიწითლისა ატლასებისა.
 მოვიდა სიძე, გარდახდა,დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა,
 შეიქმნა გასლვა შიგანთა,ჯარია მუნ ხასებისა,
დადაიწყეს დგომა ლაშქართათემ-თემად, დას-დასებისა.
553/553
 მე დავშვერ, ვითა წესიასაურავ-გარდახდილისა;
 შინა წამოვე, მაშვრალსაქმნა მომნდომოდა ძილისა;
 მონა მოვიდა, მომართვაწიგნი @ასმათის ტკბილისა:
და"ადრე მოდიო, გიბრძანებსმსგავსი ალვისა ზრდილისა".
554/554
 ცხენისაგან არ გარდავხე,წავე ფიცხლა, დავჰმორჩილდი;
 ქალი დამხვდა ნატირები,ვჰკითხე: "ცრემლსა რასა ჰმილდი?"
 მითხრა: "შენი შესწრობილიტირილსამცა ვით ავსცილდი?
დაგაუწყვედლად ვით გამართლო?რაგვარადმცა გავვაქილდი?!"
555/555
 შევედით, ვნახეთ ბალიშსაზედა წარბ-შერჭმით^ მჯდომარე;
 მზე ვეღარას იქმს მის მეტსა,მას გაენათლა რომ არე,
 წავდეგ, მიბრძანა: "რასა სდგა?დღე მიგიჩს წინ საომარე!
დაანუ გამწირე, მიტყუედა კვლაცა მოიმცდომარე?!"
556/556
 მე მეწყინა, აღარა ვთქვი,ფიცხლა გარე შემოვბრუნდი.
 უკუვჰყივლე: "აწ გამოჩნდეს,არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი!
 ქალი ომსა რაგვარ მაწვევ,აგრე ვითა დავძაბუნდი?"
დაშინა მოვე, მოკლვა მისიდავაპირე, არ დავყმუნდი.
557/557
 ასსა ვუბრძანე მონასა:"საომრად დაემზადენით!"
 შევსხედით, გავვლეთ ქალაქი,არავის გავეცხადენით.
 კარავსა შევე, იგი ყმავითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით,
დაუსისხლოდ მოვკალ იგი გლახ,თუცა ხმდა სისხლთა დადენ.ით
558/558
 კარვის კალთა ჩახლათულიჩავჭერ, ჩავაკარაბაკე,
 ყმასა ფერხთა მოვეკიდე,თავი სვეტსა შევუტაკე,
 წინა მწოლთა დაიზახნეს,გლოვა მიჰხვდა საარაკე;
დაცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე;ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.
559/559
 ხმა დამივარდა, შეიქმნაზახილი მოსაწევარი;
 წამოვე, წევნა დამიწყეს,დავხოცე ჩემი მდევარი.
 ქალაქი მქონდა მაგარი,მტერთაგან მოურევარი,
დამუნ შიგან შევე მშვიდობით,ამოდ იგივე მე ვარი!
560/560
 კაცნი გავგზავნენ, ვაცნობეყოვლგან ლაშქარსა ყველასა:
 "აქა მომმართეთ, ვინცაღაჩემსა იქმოდეთ შველასა".
 არ გაწყდა მოსლვა მდევართაღამესა დია ბნელასა,
დაჩემი რა ცნიან, სცვიდიანთავებსა მათსა მრთელასა.
561/561
 ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე,რა გათენდა ღამე დილად,
 ვნახენ სამნი დიდებულნიმეფისაგან მოგზავნილად;
 ებრძანა, თუ: "ღმერთმან იცის,გამეზარდე ვითა შვილად,
დაჩემი ასრე რად შესცვალესიხარული სიმძიმილად?
562/562
 ხვარაზმშას სისხლი უბრალოსახლად რად დამადებინე?
 თუ ჩემი ქალი გინდოდა,რად არა შემაგებინე?
 მე, ბერსა შენსა გამზრდელსა,სიცოცხლე მაარმებინე,
დადღედ სიკვდილამდის შენიცათავი არ მაახლებინე!"
563/563
 მე შევუთვალე: "მეფეო,ვარ უმაგრესი რვალისა,
 თვარა რად მიშლის სიკვდილსაცეცხლი სირცხვილთა ალისა?
 მაგრა, თვით იცით, ხელმწიფეხამს მქმნელი სამართალისა,
დამე, თქვენმან მზემან, მაშოროსნდომა თქვჳენისა ქალისა!
564/564
 იცით, ინდოთა სამეფორაზომი სრა-საჯდომია! -
 ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, -ყველაი თქვენ მოგხდომია:
 ამოწყდა მათი ყველაი,მამული თქვენ დაგრჩომია;
დადღესამდის ტახტი უჩემოდარავის არ მოჰნდომია!
565/565
 ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან,აწ ეგე არ-მართალია:
 ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი,გიზის ერთაი ქალია,
 ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ,დამრჩების რა ნაცვალია?
დასხვა მეფე დაჯდეს @ინდოეთს,მე მერტყას ჩემი ხრმალია?
566/566
 შენი ქალი არად მინდა,გაათხოვე, გამარიდე!
 @ინდოეთი ჩემი არის,არვის მივსცმე ჩემგან კიდე.
 ვინცა ჩემსა დამეცილოს,მისით მასცა ამოვფხვრიდე,
დასხვად მეშველსა გარეგანსა,მომკალ, ვისცა ვინატრიდე!"
26ამბვის ცნობა /ტარიელისაგან /ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა
567/567
 ესე კაცნი გამეგზავნნეს,გონებასა გავეშმაგე.
 რომე მისი ვერა მეცნა,ამას უფრო დავედაგე.
 მას ზღუდესა გარდავადეგ,მინდორთაკე რომე ვაგე,
დამესმა საქმე საშინელი,თუცა თავი ვერ წავაგე.
568/568
 გამოჩნდეს ორნი ქვეითნი,მე მივეგებე წინა-რე.
 ქალი ჰყვა ერთსა მონასა,ვცანცა, თუ მოღმა ვინ არე:
 თავ-გაგლეჯილი @ასმათი,პირსა სისხლ-ჩამომდინარე,
დააღარ მიყივლა ღიმილით,არცაღა გამიცინა-რე.
569/569
 იგი ვნახე, დავებნივე,გონებანი გამიშმაგნა; .
 შორით ვუხმე: "რას შიგან ვართ,ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?"
 მან საბრალოდ შემომტირნა,ძლივ სიტყვანი გამოაგნა,
დამითხრა: "ღმერთმან სიმგრგვლე ცისაჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა".
570/570
 ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითსე:"რას შიგან ვართ? თქვი მართალი!"
 კვლა საბრალოდ ამიტირდა,კვლა მოედვა ამით ალი,
 დიდხან სიტყვა ვერა მითხრა,მისთა ჭირთა ნაათალი,
დამკერდსა წითლად უღებვიდასისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.
571/571
 მერმე მითხრა: "მოგახსენებ,ესე რადმცა დაგიმალე?
 მაგრა ვითა გაგახარნე,შენცა აგრე შემიწყალე:
 ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ,შემიხვეწე, შემიბრალე,
დადამხსენ ჩემსა საწუთროსა,ღმერთსა შენსა მიავალე!"
572/572
 მიამბო: "ოდეს სასიძომოჰკალ და ხმა დაგივარდა,
 მეფესა ესმა, აიჭრა,მართ მისგან გასატკივარდა,
 შენ დაგიზახნა: "მიხმეთო",ხმა-მაღლად გახმამყივარდა;
დამოგნახეს, შინა ვერ გპოვეს,მით მეფე გამომჩივარდა.
573/573
 ჰკადრეს: "აქა აღარ არის,კარნი სადმე გაუვლიან".
 მეფე ბრძანებს: "ვიცი, ვიცი,მეტად კარგად შემიგნიან:
 მას უყვარდა ქალი ჩემი,სისხლნი ველთა მოუღვრიან,
დარა ნახიან ერთმანერთი,არ-შეხედვა ვერ დათმიან.
574/574
 აწ, თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ,ჩემად დად ვინცა მადესა!
 მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამსმას ეშმაკისა ბადესა!
 მათ ბოზ-კუროთა ასეთირა მისცეს, რა უქადესა?
დათუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო!მისად პატიჟად მზად ეს-ა".
575/575
 მის მეფისა წესი იყო:თავი მისი ძვირად ფიცის,
 და, თუ ფიცის, არ გატეხის,მასვე წამსა დაამტკიცის.
 ესე წყრომა მეფისაგანვისცა ესმა, ვინცა იცის,
დამან უამბო @დავარ ქაჯსა,ვინ გრძნებითა ცაცა იცის.
576/576
 @დავარს, დასა მეფისასა,უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან:
 "თავი ფიცა ძმამან შენმან,არ დაგარჩენს, იცის ერმან".
 მან ეგრე თქვა: "უბრალო ვარ,იცის ღმერთმან სახიერმან!
დავისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე,მიიხვედროს იგი ვერ მან".
577/577
 პატრონი ჩემი აგრევეიყო, წამოხვე შენ ოდეს;
 შენეულნივე რიდენი ებურნეს,ტურფად ჰშვენოდეს.
 @დავარ მოსთქმიდა სიტყვათა,რომელნი არა მსმენოდეს:
და"ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ?ვეჭვ, შენცა არა გლხენოდეს!
578/578
 როსკიპო, ბოზო დიაცო,საქმრო რად მოაკლვევინე?
 ანუ სისხლითა მისითაჩემი რად მოაზღვევინე?
 არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი.რა გიყავ, რა გაქმნევინე?
დააწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე,ვის ესე დააშლევინე!"
579/579
 ხელი მიჰყო, წამოზიდნა,თმანი გრძელნი დაუფუშნა,
 დაალება, დაალურჯა,მედგრად პირნი მოიქუშნა.
 მან პასუხი ვერა გასცა,ოდენ სულთქვნა, ოდენ უშნა,
დაქალმან შავმან ვერა არგო,ვერცა წყლულნი დაუშუშნა.
580/580
 რა დავარ გაძღა ცემითა,მისითა დალურჯებითა,
 წამოდგეს ორნი მონანი,პირითა მით ქაჯებითა, .
 მათ კიდობანი მოჰქონდა,ეუბნეს არ აჯებითა,
დამას შიგან ჩასვეს იგი მზე,ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.
581/581
 მან უთხრა: "წადით, დაკარგეთმუნ, სადა ზღვისა ჭიპია;
 წმიდისა წყლისა ვერ ნახოსმყინვარე, ვერცა ლიპია";
 მათ გაეხარნეს, ხმა-მაღლადიყივლეს: "იპი, იპია".
დაესე ვნახე და არ მოვკვე,არა მგავს არცა სიპია.
582/582
 ზღვითკე გაარნეს სარკმელნი,მაშინვე გაუჩინარდა.
 @დავარ თქვა: "მქმნელი ამისივინ არ დამქოლოს, ვინ არ, და-!
 ვირე მომკლვიდეს, მოვკვდები,სიცოცხლე გასაწყინარდა".
დადანა დაიცა, მო-ცა-კვდა,დაეცა, გასისხლმდინარდა.
583/583
 რად არ მიკვირვებ ცოცხალსა,მე ლახვარ-დაუსობელსა!
 აწ იგი მიყავ, რა მმართებსამისსა მახარობელსა!
 ზენაარ, დამხსენ სიცოცხლესულთადგმა-დაუთმობელსა!"
დასაბრალოდ ცრემლსა ადენდაუკლებსა, დაუშრობელსა.
584/584
 მე ვუთხარ: "დაო, რად მოგკლა,ანუ რა შენი ბრალია?
 რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომემისი ჩემზედა ვალია!
 აწ თავსა მისად საძებრადმივსცემ, სად კლდე და წყალია".
დასრულად გავქვავდი, შემექმნაგული მართ ვითა სალია.
585/585
 მეტმან ზარმან გამაშმაგა,მომიკიდა ცხრო და თრთოლა;
 გულსა ვუთხარ: "ნუ მოჰკვდები,არას გარგებს ცუდი წოლა,
 გიჯობს გაჭრა ძებნად მისად,გავარდნა და ველთა რბოლა.
და - აჰა ჟამი, ვისცა გინდაჩემი თანა წამოყოლა!"
586/586
 შევე, ფიცხლად^ შევეკაზმე,ცხენსა შევჯე შეკაზმული;
 ას სამოცი კარგი მოყმე,ჩემსა თანა ხან-დაზმული,
 წამომყვა და წამოვედითკართა გარე დარაზმული,
დაზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა,მენავემან მნახა ზმული.
587/587
 ნავსა შევჯე, ზღვასა შევე,ზღვასა შიგან გავალაგდი,
 არსით ნავი მომავალიუნახავად არ დავაგდი;
 მოველოდი, არა მესმა,შმაგი უფრო გა-ვე-ვშეაგდი,
დარომე სრულად მომიძულვა,ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი.
588/588
 რომე დავყავ წელიწადი,თვე თორმეტი გამეოცა,
 მაგრა მისი მნახავიცასიზმრივ კაცი არ მეოცა;
 თანა-მყოლი ყველაკაიამომიწყდა, დამეხოცა,
დავთქვი, თუ: "ღმერთსა ვერას ვჰკადრებ,რაცა სწადდეს, აგრე ვყო-ცა".
589/589
 ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა,მით გამოვე ზღვისა პირსა,
 გული სრულად გამიმხეცდა,არ ვუსმენდი არც ვაზირსა;
 ყველაკაი დამეფანტა,დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა.
დაკაცსა ღმერთი არ გასწირავსასრე, მისგან განაწირსა!
590/590
 ერთაი ესე @ასმათიდა დამრჩეს ორნი მონანი,
 ჩემნი გულისა მდებელნიდა ჩემნი შემაგონანი.
 მისნი ვერა ვცნენ ამბავნივერცა დრამისა წონანი,
დატირილი მიჩნდის ლხინად დამდინდიან ცრემლთა ფონანი.
27ამბავი /ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს /ტარიელს შეეყარა
591/591
 ღამით მევლო, მოვიდოდი,ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი;
 ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით,ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი;
 არ მეამის კაცთა ნახვა,მიდაღვიდეს გულსა დაღნი;
დამუნ გარდავხე მოსვენებად,დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.
592/592
 ხეთა ძირსა მივიძინე,მათ მონათა ჭამეს პური;
 მერმე ავდეგ სევდიანი,მიღამებდა გულსა მური:
 ვერა მეცნა ეგზომ გრძელადვერ ჭორი და ვერ დასტური,
დაველთა ცრემლი ასოვლებდა,თვალთა ჩემთა მონაწური.
593/593
 ზახილი მესმა. შევხედენ,მოყმე ამაყად ყიოდა,
 შემოირბევდა^ ზღვის პირ-პირ,მას თურე წყლული სტკიოდა;
 ხრმლისა ნატეხი დასვრილიაქვს, სისხლი ჩამოსდიოდა,
დამტერთა ექადდა, წყრებოდა,იგინებოდა, ჩიოდა.
594/594
 ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა,აწ ესე მე მითქს რომელი,
 მართ ვითა ქარი მოქროდაგაფიცხებული, მწყრომელი;
 მონა მივსწიე, მისისაშეყრისა ვიყავ მნდომელი;
დაშევსთვალე: "დადეგ, მიჩვენე,ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?"
595/595
 მას მონასა არა უთხრა,არცა სიტყვა მოუსმინა;
 ფიცხლა შევჯე, ჩავეგებე,მე ჩავუსწარ, ჩავე წინა,
 ვუთხარ: "დადეგ, გამაგონე,შენი საქმე მეცა მინა!"
დაშემომხედნა, მოვეწონე,სიარული დაითმინა.
596/596
 გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა:"შენ ასეთი^ ხენი ვით ჰხენ!"
 მერმე მითხრა: "მოგახსენებ,აწ სიტყვანი რომე მკითხენ:
 იგი მტერნი გამილომდეს,აქანამდის რომე ვითხენ,
დაუკაზმავსა მიღალატეს,საჭურველნი ასრე ვითხენ".
597/597
 მე ვუთხარ: "დადეგ, დაწყნარდი,გარდავხდეთ ძირსა ხეთასა;
 არ შეუდრკების ჭაბუკიკარგი მახვილთა კვეთასა.
 თანა წამომყვა, წავედითუტკბოსნი მამა-ძეთასა.
დამე გავეკვირვე ჭვრეტასამის ყმისა სინაზეთასა.
598/598
 ერთი მონა დასტაქარიმყვა და წყლულნი შეუხვივნა,
 ისრის პირნი ამოუხვნა,დაკოდილნი არ ატკივნა.
 მერმე ვჰკითხე: "ვინ ხარ, ანუმკლავმან შენმან ვისგან ივნა?"
დასაამბობლად დამირიგდა,თავი მისი გაამჩივნა.
599/599
 პირველ მითხრა: "არა ვიცი,რა ხარ, ანუ რას გამსგავხო?
 ანუ ეგრე რამ დაგლია,ანუ პირველ რამ გაგავსო?
 რამან შეგქმნა მოყვითანოდ^,ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო?
დაღმერთმან მისგან ანთებულისანთელიცა რად დაგავსო?
600/600
 @მულღაზანზარის ქალაქი,ახლოს მე მაქვსო რომელი,
 @ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს,მეფე ვარ მუნა მჯდომელი;
 ესე საზღვარი ჩემია,სადა ხარ გარდამხდომელი,
დაცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნითსიკეთე-მიუწდომელი.
601/601
 მამის ძმა და მამა-ჩემიპაპამ^ ჩემმან გაყვნა ოდეს,
 ზღვასა შიგან კუნძულია, -ჩემად წილად მას იტყოდეს, -
 თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა,ვისთა შვილთა აწ დამკოდეს;
დამათკენ^ დარჩა სანადირო,არ მივსცემდი, მომერჩოდეს.
602/602
 დღეს გამოვე ნადირობას^,ზღვისა პირსა ვინადირე,
 მუნა გასვლა^ მომნდომოდა,მით მრეკალი არ ვახშირე;
 სპათა ვუთხარ: "მომიცადეთ,მოვიდოდე მეცა ვირე!"
დახუთთა ოდენ ბაზიერთამეტი არა დავიჭირე.
603/603
 ნავითა გავე, ზღვისაგანშტო რამე გამოვიდოდა.
 არა^ მოვჰკრეფდი გამყოფთა,ვთქვი, ჩემთა რად დავჰრიდო, და-?
 დამეძაბუნნეს, სიმრავლემე მათი არ გამვიდოდა,
დავნადირობდი და ვიზახდი,ხმა ჩემი არ უდიდოდ-ა.
604/604
 მართლად იჯავრეს, წუნობამათი თუ ესრე ხმდა ვითა!
 გამომეპარნეს^ ლაშქარნი,გზანი შემიკრეს^ ნავითა,
 თვით ბიძასძენი ჩემნიცაშესხდეს მათითა თავითა,
დაჩემთა გაუხდეს ლაშქართაომად თავისა მკლავითა.
605/605
 მათი მესმა, დავინახეზახილი და ხრმალთა ელვა,
 ნავი ვსთხოვე მენავეთა,მით ვიყივლე მე ერთხელ ვა,
 ზღვასა შევე, მომეგებამეომარი ვითა ღელვა,
დასწადდა, მაგრა ვეღარა ქმნესჩემი ზედა წამოქელვა.
606/606
 კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნიუკანა მომეწეოდეს,
 იქით და აქათ მომიხდეს,ერთგნით ვერ მომერეოდეს,
 არ მომწურვოდეს წინანი,ზურგით მესროდეს მე ოდეს,
დახრმალსა მივენდევ, გამიტყდა,ისარნი დამელეოდეს.
607/607
 მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ,ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე,
 ზღვა-ზღვა ცურვით წამოვუვე,ჩემნი მჭვრეტნი^ გავაცბუნვე;
 თანა-მყოლნი ყველაკანიდამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე,
დავინცა მდევდის, ვერ შემომხვდის,მივუბრუნდი, მივაბრუნვე.
608/608
 აწ იგი იქმნას, რაცაღაენებოს ღმრთისა წადილსა!
 ვეჭვ, ჩემი სისხლი^ არ შეჰრჩეს^,ძალი შემწევდეს^ ქადილსა!
 ოხრად გავუხდი ყოფასამათ საღამოსა და დილსა,
დავუხმობ ყვავთა და ყორანთა,მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!"
609/609
 ამა ყმამან შემიკვეთა,გული მისკე მიმიბრუნდა.
 მოვახსენე: "აჩქარებაშენი ყოლა არა უნდა,
 მეცა თანა წამოგყვები,დაიხოცნენ იგი მუნ, და-!
დაჩვენ ორთავე მეომარიგანაღამცა შეგვიძრწუნდა!.
610/610
 ესეცა ვუთხარ: "ამბავიჩემი არ გაგეგონების,
 უფრორე წყნარად გიამბობ,თუ ჟამი ჩვენ გვექონების".
 მან მითხრა: "ლხინი საჩემომაგას არ შეეწონების!
დადღედ სიკვდილამდის სიცოცხლეშენ ჩემი დაგემონების".
611/611
 მივედით მისსა ქალაქსატურფასა, მაგრა ცოტასა;
 გამოეგებნეს ლაშქარნი,ისხემდეს^ მისთვის ოტასა,
 პირსა იხოკდეს, გაჰყრიდესნახოკსა ვით ნაფოტასა,
დაეხვეოდიან, ჰკოცნიდესხრმალსა და სალტე-კოტასა.
612/612
 კვლა მოვეწონე, ვეტურფემე მისი გარდნაკიდარი;
 შემასხმიდიან ქებასა:"მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!"
 მივედით, ვნახეთ ქალაქიმისი ტურფა და მდიდარი,
დაყველასა ტანსა ემოსაზარქაში განაზიდარი.
28შველა /ტარიელისაგან /ფრიდონისა
613/613
 მოჯობდა, ომი შეეძლო,ხმარება ცხენ-აბჯარისა;
 დავკაზმეთ ნავი, კატარღადა რიცხვი სპათა ჯარისა;
 კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვისღონემცა ეაჯა რისა!
დააწ გითხრა ომი მოყმისა,მებრძოლთა დამსაჯარისა.
614/614
 მათი მესმა დაპირება,ჩაბალახთა ჩამობურვა;
 ნავი წინა მომეგება,არა ვიცი, იყო^ თუ რვა.
 ფიცხლა ზედა შევეჯახე,მათ დაიწყეს ამოდ ცურვა;
დაქუსლი ვჰკარ და დავუქცივე,დაიზახეს დიაცურ ვა!
615/615
 კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდეხელი ნავისა ბაგესა,
 ზღვასა დავანთქენ, დავხოცენ,ომიმცა რაღა აგესა!
 სხვანი გამექცეს, მიჰმართესმათ მათსა საქულბაგესა;
დავინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა,მაქებდეს, არ მაძაგესა.
616/616
 ზღვა გავიარეთ, გავედით,შემოგვიტივეს ცხენია,
 კვლა შევიბენით, შეიქმნა^ომისა სიმარცხენია^.
 მუნ მომეწონა^ @ფრიდონისსიქველე-სიფიცხენია^:
დაიბრძვის ლომი და პირად მზე,იგი ალვისაც ხენია.
617/617
 თვით ორნივე ბიძასძენიმისნი ხრმლითა ჩამოყარნა,
 ხელნი წმიდად გარდეკვეთნეს,იგი ასრე ასაპყარნა,
 მოიყვანნა მხარ-დაკრულნი,ერთმან ორნი, არ დაყარნა,
დამათნი ყმანი გაამტირლნა,მისნი სპანი^ ამაყარნა.
618/618
 მათნი ლაშქარნი გაგვექცეს;ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით.
 ფიცხლად^ წავუღეთ ქალაქი,არ თავნი გავაზატენით^;
 ქვითა დავჰლეწეთ წვივები,ჩვენ იგი გავანატენით.
დამომკალ, თუ^ ლარი დაჰლიოთან აკიდებით, ან ტენით.
619/619
 @ფვრიდონ ნახნა საჭურჭლენიდა ბეჭედნი მისნი დაჰსხნა.
 თვით ორნივე ბიძასძენიდაპყრობილნი წამოასხნა.
 მისად^ ნაცვლად სისხლნი მათნიმოღვარნა და ველთა ასხნა;
დაჩემი თქვეს, თუ: "ღმერთსა მადლი,ვინ ალვისა ხენი ასხნა!"
620/620
 მივედით, მოქალაქეთაზარი ჩნდა, რომე ზმიდიან,
 აჯათა^ მქმნელნი მჭვრეტელთაგულსა მუნ დააბმიდიან;
 მე და @ნურადინს ყველანიქებასა შეგვასხმიდიან,
დაგვითხრობდეს: "მკლავთა თქვენთაგანჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!"
621/621
 ლაშქარნი @ფრიდონს მეფედ დამიხმობდეს მეფეთ-მეფობით,
 თვით თავსა მათსა - მონად დაჩემსა - ყველასა სეფობით;
 დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვესვეროდეს ვარდის^ მკრეფობით,
დაჩემი ვერ ცნიან ამბავი,მუნ იყო არ იეფობით.
29/ფრიდონისაგან /ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა
622/622
 დღესა ერთსა მე და @ფრიდონნადირობას გამოვედით,
 ზღვასა ზედა წაწურვილსაქედსა რასმე გარდავედით;
 @ფრიდონ მითხრა: "გითხრობ რასმე,ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით;
დაერთი რამე საკვირველიმე ვნახეო ამა ქედით".
623/623
 მე ვჰკითხევდი, @ფრიდონ მეტყვისმართ ამბავსა ესოდენსა:
 "დღე ერთ მწადდა ნადირობა,შევჯე ამა ჩემსა ცხენსა, -
 ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს დახმელთა ზედა შავარდენსა, -
დააქა ვდეგ და თვალს ვუგებდიქორსა, იქით განაფრენსა.
624/624
 ზოგჯერ ზღვისკენ^ მივიხედნი,წავსდგომოდი ამა გორსა;
 ზღვასა შიგან ცოტა რამედავინახე, თუცა შორსა.
 ეგრე ფიცხლა სიარულიარას ძალ-უც მისსა სწორსა,
დავერად ვიცან, გონებასაგავეკვირვე ამად^ ორსა:
625/625
 ვთქვი: "რა არის, რას ვამსგავსო,მფრინველია, ანუ მხეცი?"
 ნავი იყო, გარ ეფარა^სამოსელი მრავალ-კეცი;
 წინა კაცნი მოზიდვიდეს;თვალი ამად დავაცეცი,
დამთვარე უჯდა კიდობანსა,ცა მეშვიდე მასმცა ვეცი.
626/626
 ამოძვრეს ორნი მონანი,შავნი მართ ვითა ფისანი.
 ქალი გარდმოსვეს, სისხონივნახენ მისისა თმისანი.
 მას რომე ელვა ჰკრთებოდა,ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!
დამან განანათლა სამყარო,გაცუდდეს შუქნი მზისანი!
627/627
 სიხარულმან ამაჩქარა,ამათრთოლა, და-ცა-მლეწა,
 იგი ვარდი შემიყვარდა,რომე თოვლსა არ ეხეწა;
 დავაპირე შეტევება,ვთქვი: "წავიდე მათკე მე, წა-,
დაჩემსა შავსა სულიერირამცა ვითა გარდეხვეწა!"
628/628
 ცხენი გავქუსლე, იქმოდა^შამბი^ ხმასა და ხრიალსა,
 ვეღარ მივუსწარ^, გამესწრნეს,რაზომცა ვსცემდი წრტიალსა.
 ზღვის პირსა მივე, შევხედენ,ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა,
დაგამშორვებოდეს, წამსლვოდეს,ამისთვის დავეწვი ალსა".
629/629
 ესე მესმა @ფრიდონისგან,მომემატა ცეცხლთა სიცხე,
 ცხენისაგან გარდავიჭერ,თავი სრულად გავიკიცხე,
 ჩემთა ღაწვთა დანადენიმე ჩემივე სისხლი ვიცხე.
დავუთხარ: "მომკალ, უჩემოსაენახამცა ვისცა ის ხე!"
630/630
 ესე ჩემგან გაუკვირდა@ფრიდონს, მეტად^ ეუცხოვა,
 მაგრა მეტად შევებრალე,ტირილითა მესათნოვა;
 ვითა შვილი დამადუმა,მემუდარა, შემეპოვა,
დათვალთათ^ ვითა მარგალიტიცრემლი ცხელი გარდმოთოვა.
631/631
 ვაგლახ მეო, რა გიამბეფათერაკად, მცთარმან, შმაგად!"
 მოვახსენე: "ნურა გაგვა,ნუ ინავღლი მაგას მაგად!
 იგი მთვარე ჩემი იყო,მით მედების ცეცხლი მდაგად;
დააწ გიამბობ, რათგან თავიგინდა ჩემად ამხანაგად".
632/632
 @ფრიდონს ვუთხარ ყველაკაიჩემი, თავსა გარდასრული;
 მან მითსრა, თუ: "რას ვიტყოდიმოცთომილი გაბასრული!"
 შენ, მაღალი ინდოთ მეფე,ჩემსა რადმე ხარ მოსრული,
დასახელმწიფო საჯდომი დატახტი გმართებს, სრაცა სრული".
633/633
 კვლაცა მითხრა: "ვისცა ღმერთისაროს მორჩსა ტანად უხებს,
 მას ლახვარსა მოაშორვებს,თუცა პირველ გულსა უხებს,
 იგი მოგვცემს წყალობასამისსა, ზეცით მოგვიქუხებს,
დაჭირსა ლხინად შეგვიცვალებს,არაოდეს შეგვაწუხებს".
634/634
 წამოვედით ნატირებნი,სრას დავსხედით თავის წინა;
 @ფრიდონს ვუთხარ: "ჩემი შემწეშენგან კიდე არავინ ა-,
 ვითა ღმერთმან შენი მსგავსისოფლად არა მოავლინა,
დამაშა, რათგან შეგემეცენ,ამის მეტი რად რა მინა?
635/635
 არ ავი გესვა მოყვარე,ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად,
 ენა, გონება მახმარეგამოსარჩევლად ამისად:
 რა მოვაგვარო, რა მიჯობსსალხენლად ჩემად და მისად?
დათუ ვერას ვარგებ, ვიქმნებივერ-დამყოვნელი^ წამისად".
636/636
 მან მითხრა: "ბედი ღმრთისაგანმიჯობსღა ამას რომელი?
 მოსრულ ხარ ჩემად წყალობადმეფე @ინდოეთს მჯდომელი;
 მემცა რად ვიყავ ამისთვისმადლისა რასმე მნდომელი?
დაერთი ვარ მონა მონებადწინაშე თქვენსა მდგომელი.
637/637
 ესე ქალაქი გზა არისნავთა, ყოველგნით მავალთა,
 შემომკრეფელი ამბავთაუცხოთა რათმე მრავალთა;
 აქა მოგვესმის ამბავი^,შენ რომე დაუწვავ ალთა.
დანუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდამაგ შენთა ჭირთა მრავალთა^!
638/638
 ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი,რომელთაცა კვლა უვლია,
 მოგვინახონ იგი მთვარე,ვისთვის ჭირი არ გვაკლია;
 მუნამდისცა მოიჭირვე,გონებამან არ დაგლია.
დაყოლა ჭირი არ ეგების,თუ-მცა ლხინმან არ დასძლია".
639/639
 კაცნი იხმნა^ მასვე წამსა,ესე საქმე დავიურვეთ,
 უბრძანა, თუ: "ნავებითა წადით,ზღვა-ზღვა მოიცურვეთ,
 მოგვინახეთ, საყვარელსა მისსამისთვის მოასურვეთ;
დათავთა ჭირი უათასეთ,რადმც უშვიდეთ, რადმცა ურვეთ?"
640/640
 აჩინნა კაცნი, სადაცასადგურნი ნავთა სჩენოდეს;
 უბრძანა: "ძებნეთ ყოველგან,რაცა ვის მისი გსმენოდეს".
 მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ,პატიჟნი მო-რე-მლხენოდეს,
დაუმისოდ ლხინი მინახავს,ამა დღისათვის მრცხვენოდეს!
641/641
 @ფრიდონ საჯდომნი დამიდგნაადგილსა საპატრონოსა,
 მითხრა, თუ: "მცთარ ვარ, აქამდისვერ მივჰხვდი გასაგონოსა:
 ხარ დიდი მეფე ინდოთა,რა ვით ვინ მოგაწონოსა!
დავინ არის კაცი, რომელმანთავი არ დაგამონოსა?!"
642/642
 რას ვაგრძელებდე! მოვიდესყოვლგნით ამბვისა მბობელნი,
 ცუდნი და ცუდთა ადგილთათავისა დამაშრობელნი;
 ვერა, ვერ ეცნა, ვერ იყვნესვერას ამბვისა მცნობელნი,
დამე უფრო მდინდეს თვალთაგანკვლა ცრემლნი შეუშრობელნი.
643/643
 მე @ფრიდონს ვუთხარ: "ესე დღევითა მესაზაროების,
 ამისად მოწმად ღმერთი მყავს,სათქმელად მეუცხოების;
 უშენოდ მყოფსა ღამე დადღეცა მესაღამოების,
დადახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა,მით გული ჭირსა მოების.
644/644
 მაშა მე მისსა ამბავსარათგან აღარას მოველი,
 ვეღარ ვიქმნები, გამიშვი,ვარ ფარმანისა მთხოველი!"
 @ფრიდონს რა ესმა, ატირდა,სისხლითა მუნ მორწყო ველი,
დამითხრა, თუ: "ძმაო, დღესითგანცუდ ჩემი ლხინი ყოველი!"
645/645
 თუცა დია მოიჭირვეს,ვერცა ეგრე დამიჭირეს;
 მისთა სპათა მუხლ-მოყრილთათავი მათი ჩემ-კერძ ირეს,
 მეხვეოდეს, მაკოცებდეს,ატირდეს და ამატირეს:
და"ნუ წახვალო, დაგაწამოთ,სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!"
646/646
 ეგრე ვუთხარ: "თქვენი გაყრამეცა დია მეძნელების,
 მაგრა ლხინი უმისოსაჩემგან ძნელად გაიძლების;
 ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ,თქვენცა დია გებრალების,
დანუვინ მიშლით, არ დავდგები,არცა ვისგან დამეშლების".
647/647
 მერმე @ფრიდონ მოიყვანა,მიძღვნა ესე ჩემი ცხენი,
 მითხრა: "ჰხედავ, პირი მზისა,თქვენ საროსა ეგეც ხენი,
 ვიცი, მეტი არა გინდა,ძღვენნი რადმცა გავკიცხენი?
დათვით ამანვე მოგაწონოს^სახედრობა-სიფიცხენი".
648/648
 @ფრიდონ გამომყვა, წავედით,ორთავე ცრემლნი ვღვარენით;
 მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ,ზახილით გავიყარენით.
 სრულად ლაშქარნი მტიროდესგულითა მართლად, არ ენით.
დაგაზრდილ-გამზრდელთა გაყრასაჩვენ თავნი დავადარენით.
649/649
 @ფრიდონისით წამოსრულმანწავე ძებნად, კვლა ვიარე,
 რომე არა არ დამირჩახმელთა ზედა, ზღვათა გარე,
 მაგრა მისსა მნახავსაცაკაცსა ვერას შევეყარე;
დაგული სრულად გამიშმაგდა,თავი მხეცთა დავადარე.
650/650
 ვთქვი, თუ: "ჩემგან^ აღარა ხამს^სიარული, ცუდი ცურვა,
 ნუთუ მხეცთა სიახლემანუკუმყაროს გულსა ურვა!"
 მონათა და ამა @ასმათსსიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა:
და"ვიცი, რომე დამირჯიხართ,დია გმართებს ჩემი მდურვა.
651/651
 აწ წადით და მე დამაგდეთ,ეტერენით თავთა თქვენთა,
 ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა,თვალთა ჩემთათ^ მონადენთა!"
 რა ესენი მოისმენდესსაუბართა ესოდენთა,
დამითხრეს: "ჰაჲ-ჰაჲ, რასა ჰბრძანებ,ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!
652/652
 უშენოსა ნუმცა ვნახავთნუ პატრონსა, ნუ უფალსა!
 ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნესცხენთა თქვენთა ნატერფალსა!
 თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსაშვენიერსა, სატურფალსა!"
დათურე ბედი მოაღაფლებსკაცსა ეგზომ არ-ღაფალსა.
653/653
 ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანიმესმნეს მონათა ჩემთანი,
 მაგრა დავყარენ არენიმე კაცრიელთა თემთანი;
 სახლად სამყოფნი^ მიმაჩნდესთხათა და მათ^ ირემთანი.
დაგავიჭერ, სრულად დავტკეპნენქვე მინდორნი და ზე მთანი.
654/654
 ესე ქვაბნი უკაცურნივპოვენ, დევთა შეეკაფნეს,
 შემოვები, ამოვწყვიდენ,ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს,
 მათ მონანი დამიხოცნეს,ჯაჭვნი ავად მოექაფნეს.
დასაწუთრომან დამაღრიჯა,ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.
655/655
 დევთა ყვირილი, ზახილიზეცამდის აიწეოდა;
 მათისა ლახტის ცემითაქვეყანა შეირყეოდა;
 მზე დააბნელეს მტვერითა,ალვის შტო შეირხეოდა,
დაასი ერთ კერძოთ მომიხდეს,დავფრიწე, დაიხეოდა.
656/656
 აჰა, ძმაო, მაშინდითგანაქა ვარ და აქა ვკვდები;
 ხელი მინდორს გავიჭრები,ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები,
 ესე ქალი არ დამაგდებს,- არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, -
დაჩემად ღონედ სიკვდილისამეტსა არას არ ვეცდები!
657/657
 რომე ვეფხი შვენიერისახედ მისად დამისახავს,
 ამად მიყვარს ტყავი მისი,კაბად ჩემად მომინახავს;
 ესე ქალი შემიკერავს,ზოგჯერ სულთქვამს, ზოგჯერ ახავს;
დარათგან თავი არ მომიკლავს,ხრმალი ცუდად მომიმახავს.
658/658
 მისსა ვერ იტყვის ქებასაყოველი ბრძენთა ენები;
 მას დაკარგულსა ვიგონებმე, სიცოცხლისა მთმენები;
 მას აქათ ვახლავ ნადირთა,თავსა მათებრვე მხსენები;
დასხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან,ვარ სიკვდილისა მქენები".
659/659
 პირსა იცა, გაიხეთქაღაწვი, ვარდი აახეწა^,
 ლალი ქარვად გარდაიქცა,ბროლი სრულად დაილეწა;
 @ავთანდილსცა ცრემლი წასდისწამწამთაგან ერთ-სახე, წა-;
დამერმე ქალმან დაადუმა,მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.
660/660
 @ტარიელ უთხრა @ავთანდილს,@ასმათის დად სამებულმან^:
 "შენ ყველაკაი გაამემე ვერას ვერ ამებულმან;
 გიამბე ჩემი ამბავისიცოცხლე-გაარმებულმან,
დააწ წადი, ნახე შენი მზენახვისა მოჟამებულმან".
661/661
 @ავთანდილ უთხრა: "მე შენიგაყრა არ მომეთმინების; .
 თუ გაგეყრები, თვალთაგანცრემლიცა დამედინების.
 მართალსა გითხრობ, ამისიკადრება ნუ გეწყინების,
დაშენ ვისთვის ჰკვდები, მაგითამას არა არ ელხინების.
662/662
 რა აქიმი დასნეულდეს,რაზომ გინდა საქებარი,
 მან სხვა უხმოს მკურნალი დამაჯაშისა შემტყობარი^,
 მას უამბოს, რაცა სჭირდესსენი, ცეცხლთა მომდებარი:
დასხვისა სხვამან უკეთ იცისსასარგებლო საუბარი.
663/663
 რაცა გითხრა, მომისმინე,ბრძენი გეტყვი, არა ხელი:
 ასი გმართებს გაგონება,არ გეყოფის, არ, ერთხელი;
 კარგად ვერას ვერ მოივლენს^კაცი აგრე გულ-ფიცხელი.
დააწ მე მინდა ნახვა მისი,ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.
664/664
 იგი ვნახო, სიყვარულიმისი ჩემთვის დავამტკიცო;
 მოვახსენო, რაცა მეცნას,მეტი საქმე არა მიცო;
 შენ გენუკევ, შემაჯერო,ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო,
დაერთმანერთი არ გავწიროთ,მაფიცო და შემომფიცო.
665/665
 რომე აქათ არ წახვიდე,შენ თუ ამას შემეპირო,
 მეცა ფიცით შეგაჯერო,არასათვის არ გაგწირო,
 კვლა მოვიდე შენად ნახვად,შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო,
დაღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები,მისთვის ეგრე არ გატირო".
666/666
 მან მიუგო: "უცხოს უცხოეგრე ვითა შეგიყვარდი?
 გასაყრელად გეძნელები,იადონსა ვითა ვარდი;
 რაგვარამცა დაგივიწყე,რაგვარამცა უკუმქარდი!
დაღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახოალვა მორჩი, განაზარდი.
667/667
 პირი შენი ნახვად ჩემადთუ მობრუნდეს, ტანი იხოს,
 გული მინდორს არ გაიჭრეს,არ ირმოს და^ არცა ითხოს;
 თუ გიტყუო, მოგაღორო,ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!
დაშენმან ჭვრეტა-სიახლემანმომაქარვოს სევდა, მითხოს!"
668/668
 ამას ზედა შეიფიცნესმოყვარენი, გულ-სადაგნი,
 იაგუნდნი ქარვის-ფერნი,სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი;
 შეუყვარდა ერთმანერთი,სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი,
დამას ღამესა ერთგან იყვნესშვენიერნი ამხანაგნი.
669/669
 @ავთანდილცა მასვე თანატიროდა და ცრემლი ღვარა;
 რა გათენდა, წამოვიდა,აკოცა და გაეყარა;
 @ტარიელს თუ ვით ეწყინა,რა ქმნას, ამას ვერ მიმხვდარა;
და@ავთანდილცა ჩატიროდა,შამბი შიგან ჩაიარა.
670/670
 @ავთანდილს @ასმათ ჩამოჰყვა,ზენარით ეუბნებოდა,
 მუხლთა უყრიდა, ტიროდა,თითითა ეხვეწებოდა,
 ადრე მოსლვასა ჰვედრებდა,მართ ვითა ია ჭნებოდა;
დამან უთხრა: "დაო, უთქვენოდსხვა რამცა მეგონებოდა!
671/671
 ადრე მოვალ, არ გაგწირავ,არას დავზამ შინა ხანსა,
 ოდენ სხვაგან არ წავიდეს,ნუსად არებს იმა ტანსა;
 აქათ ორ თვე არ მოვიდე,ვიქმ საქმესა დაუგვანსა,
დაშეიგენით, მიცემულ ვარჭირსა რასმე თანისთანსა"
30ამბავი /ავთანდილისა /არაბეთს შექცევისა
672/672
 იგი მუნით წარმოსრულისევდამანცა განა მოკლა!
 პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს,ხელი მისი გაამხოკლა;
 სისხლსა, მისგან დადენილსა,მხეცი ყოვლი გაამლოკლა;
დამისმან ფიცხლა სიარულმანშარა გრძელი შეამოკლა.
673/673
 მუნ მივიდა, სადა-იგიმისნი სპანი დაეყარნეს.
 ნახეს, იცნეს; რაგვარაცაჰმართებს, აგრე გაეხარნეს.
 @შერმადინსცა ახარებდეს,ფიცხლა კაცთა თავნი არნეს:
და"მოვიდაო, აქანამდისვისთვის ლხინი^ გაგვემწარნეს!"
674/674
 გაეგება, მოეხვია,ზედა დასდვა პირი ხელსა,
 აკოცებდა, სიხარულითცრემლთა^ ღვრიდა ველთა მრწყველსა;
 ესე თქვა, თუ: "ნეტარ, ღმერთო,ცხადსა ვხედავ, ანუ ბნელსა?
დამე ვით ღირს ვარ ამას, რომეთვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა!'
675/675
 ყმამან მდაბლად მოიკითხა,ზედა დასდვა პირი პირსა;
 უბრძანა, თუ: "ღმერთსა ვჰმადლობ,შენ თუ ჭირად არა გჭირსა!"
 დიდებულთა თაყვანის-სცეს,აკოცებდეს, ვინცა ღირს -ა,
დაზარსა სცემდეს, უხაროდაუფროსსა და თუნდა მცირსა.
676/676
 მოვიდეს, სადა საყოფადსახლი დგა მუნ აგებული.
 მოვიდა ნახვად ყოველიმის ქალაქისა კრებული.
 მაშინვე დაჯდა ნადიმადმორჭმით ლაღი და შვებული.
დაენა მის დღისა შვებასაყოლა ვერ იტყვის კლებული.
677/677
 @შერმადინს უთხრა, უამბოყოველი მისგან ნახული,
 ანუ ვით პოვა იგი ყმა,მისგანვე მზედ დასახული.
 ავთანდილს ცრემლი უყოფდა,უბნობდა თვალ-დაფახული:
და"უმისოდ მყოფსა სწორად მიჩსჩემთვის დარბაზი და ხული".
678/678
 მუნ^ ამბავი შინაურიყველაკაი მოახსენა:
 "შენი წასლვა არვინ იცის,რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!"
 მას დღე მუნით არ წავიდა,ინადიმა, გაისვენა,
დაცისკრად შეჯდა, გაემართა,დღე რა მზემან გაათენა.
679/679
 არცაღა დაჯდა ნადიმად,არცაღა ქმნად ხალვათისა;
 @შერმადინ მახარობელიწავა მისლვისა მათისა,
 ფიცხლა წავიდა, სავალისამ დღე ვლო დღისა ათისა.
დამას ლომსა ნახვა უხარისმის მზისა მოკამათისა^.
680/680
 შესთვალა: "მეფე უკადრიხარმცა მორჭმით და დიდებით^!
 ამა საქმესა ვიკადრებშიშით, კრძალვით და რიდებით^:
 მის ყმისა ვერას ვერ მცნობივუხმობდი თავსა ფლიდებით^,
დააწ ვცან და გაცნევ ყოველსა,მოვალ შვებით და მშვიდებით^".
681/681
 @როსტევან - მეფე უკადრი,მორჭმული, შეუპოველი!
 @შერმადინ მოციქულობათვით მოახსენა ყოველი:
 "@ავთანდილ მოვა წინაშე,მის ყმისა ვისმე მპოველი".
დაბრძანა: "ვცან ჩემი ღმრთისაგანსააჯო და სათხოველი".
682/682
 @თინათინს ჰკადრა @შერმადინ,ნათელსა მას უღამოსა:
 @ავთანდილ მოვა წინაშე,გკადრებს ამბავსა ამოსა".
 იგი მით აკრთობს ელვასა,მზისაცა უთამამოსა,
დამას საბოძვარი უბოძა,მისი ყველაი დამოსა.
683/683
 მეფე შეჯდა, გაეგებაყმასა, მუნით მომავალსა;
 ამას პირ-მზე მეფისაგანივალებდა ვითა ვალსა.
 მიეგება, მოეგებამხიარული გულ-მხურვალსა,
დადიდებულთა ჯარისაგანზოგი ჰგვანდა ვითა მთრვალსა.
684/684
 რა მიეახლა, გარდახდა,ყმამ^ თაყვანის-სცა მეფესა;
 აკოცა @როსტან, მიმხვდარმანნიშატთა სიიეფესა;
 გულ-მხიარულნი, შვებულნიმივლენ დარბაზსა სეფესა;
დამის ყმისა მოსლვა უხარისყოველსა მუნ მეკრეფესა.
685/685
 მას @ავთანდილ თაყვანის-სცა -ლომთა ლომმან მზეთა მზესა.
 მუნ ბროლი და ვარდ-გიშერიგაეტურფა სინაზესა.
 პირი მისი უნათლეასინათლესა ზესთა-ზესა,
დასახლ-საყოფი არა ჰმართებს,ცამცა გაიდარბაზესა!
686/686
 მას დღე დასხდეს ნადიმობად,გაამრავლეს სმა და ჭამა;
 ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს,ვითა შვილსა ტკბილი მამა.
 მათ ორთავე აშვენებდა:ფიფქსა - თოვნა, ვარდსა - ნამა.
დაუხვად გასცეს საბოძვარი,მარგალიტი ვითა დრამა.
687/687
 სმა გარდახდა, თავის-თავისგაიყარნეს მსმელნი შინა;
 დიდებულნი არ გაუშვნეს,ყმა დაისვეს ახლოს წინა;
 მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს,რაცა ჭირი დაეთმინა,
დამერმე მისი, უცნობოსა,რა ენახა, რა ესმინა:
688/688
 "მას ვახსენებდე, ნუ გიკვირს,თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა!
 მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი დაანუ მისისა სახისა,
 ვინ უნახავ ქმნის გონებაყოველთა კაცთა მნახისა;
დავარდი დამჭნარი ეკალთაშუა, შორს მყოფი, ახ, ის ა!"
689/689
 რა ჭირი კაცსა სოფელმანმოუთმოს მოუთმინამან,
 ქაცვი ლერწამმან, ზაფრანაიმსგავსოს ფერად მინამან,
 @ავთანდილ, მისმან მხსენებმან,ღაწვი ცრემლითა მინამან,
დაწვრილად უამბო ამბავიმან, მისმან მონასმინამან:
690/690
 "ქვაბნი ომითა წაუხმან,სახლად აქვს დევთა სახლები,
 საყვარელისა მისისაქალი ჰყავს თვით ნაახლები,
 ვეფხისა ტყავი აცვია,ცუდად უჩს სტავრა-ნახლები,
დაარღარა ნახავს სოფელსა,ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები".
691/691
 რა დაასრულა ამბავი,საქმე მისისა ჭირისა,
 ნახვა მის მზისა ნათლისა,მის თვალად არ დუხჭირისა,
 ეამა, უქეს ვარდისახელი, მძლედ დანამჭირისა:
და"ეგე კმა სიმხნე სიმხნისად,რადღა ხარ მომხვეჭი რისა!'
692/692
 გამხიარულდა @თინათინამა ამბისა სმენითა;
 მას დღე იხარებს სმისა დაჭამისა არ-მოწყენითა,
 კვლა საწოლს დაჰხვდა მის მზისამონა სიტყვითა ბრძენითა:
დამისლვა ებრძანა, - ეამა,თქმა არ ეგების ენითა.
693/693
 ყმა წავიდა მხიარული,ლმობიერი, არ გამწყრალი,
 ლომი მინდორთ ლომთა თანამინდორს რული, ფერ-ნამკრთალი,
 ყმა სოფლისა ხასიათი,ჯავარი და სრული ლალი,
დამაგრა ჰქონდა გულისათვისგული გულსა განაცვალი.
694/694
 მზე უკადრი ტახტსა ზედაზის მორჭმული, არ ნადევრი,
 წყლად ევფრატსა უხვად ერწყოედემს რგული ალვა მჭევრი;
 ბროლ-ბადახშსა აშვენებდათმა გიშერი, წარბი ტევრი,
დამე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა,ხამს, აქებდეს ენა ბევრი!
695/695
 ყმა მხიარული წინაშედასვა სკამითა მისითა;
 სხენან სავსენი ლხინითა,ორთავე შესატყვისითა;
 უბნობენ ლაღნი, წყლიანნიარა სიტყვითა მქისითა;
დაუთსრა: "ჰპოვეა, პატიჟნიჰნახენ ძებნითა ვისითა?"
696/696
 ჰკადრა: "რა კაცსა სოფელმანმისცეს წადილი გულისა,
 ხსოვნა არა ხამს ჭირისა,ვით დღისა გარდასრულისა.
 ვპოვე ხე, ტანი ალვისა,სოფლისა წყალთა რწყულისა,
დამუნ პირი, მსგავსი ვარდისა,მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.
697/697
 მუნ სარო, მსგავსი ვარდისა,ვნახე, მისჭირდა, მი, ნები;
 იტყვის: "დავკარგე ბროლი დასადა ჰრთავს ბროლსა მინები".
 მით ვიწვი, რათგან ჩემებრვეცეცხლი სწვავს მოუთმინები"
დამერმე კვლა ჰკადრა ამბავიმან, მისგან მონასმინები.
698/698
 სიარულსა მისგან ძებნად,სრულ პატიჟთა მოსთვლის, ჭირსა,
 მერმე ჰკადრა, საწადლისაღმერთმან პოვნა ვით აღირსა:
 "საწუთრო და სოფელს ყოფა,კაცი უჩსო, ვით ნადირსა,
დაოდენ ხელი მხეცთა თანაიარების მინდორს, ტირსა.
699/699
 ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო,ჩემგან რა გაგეგონების?
 მისსა მნახავსა ნახულიაღარა მოეწონების;
 თვალნი მჭვრეტელთა^, ვით მზისაციაგსა, დაეღონების;
დავარდი შექმნილა ზაფრანად,აწ ია შეიკონების!"
700/700
 წვრილად ჰკადრა, რა იცოდა,რა ნახულად, რა ნასმენად:
 "ვითა ვეფხსა წავარნა დაქვაბი აქვსო სახლად, მენად;
 ქალი ახლავს სასურველად,სულთა დგმად და ჭირთა თმენად".
დავაჲ, სოფელმან სოფელს მყოფიყოვლი დასვა ცრემლთა დენად!
701/701
 ქალსა რა ესმა ამბავი,მიჰხვდა წადილი ნებისა,
 განათლდა პირი მთვარისა,ვით ნათლად ნავანებისა;
 იტყვის: "რა ვუთხრა პასუხიმას სათნებლისა თნებისა,
დარაა წამალი მისისაწყლულისა განკურნებისა?"
702/702
 ყმა ეტყვის: "ვის აქვს მინდობაკაცისა მომცქაფავისა?
 მან ჩემთვის დაწვა თავისადადვა, არ-დასაწვავისა;
 დრო დამიც ჩემგან მისლვისა,მითქვამს დადება თავისა,
დამზე შემიფიცავს თავისა,ჩემგან მზედ სახედავისა.
703/703
 ხამს მოყვარე მოყვრისათვისთავი ჭირსა არ დამრიდად,
 გული მისცეს გულისათვის,სიყვარული გზად და ხიდად;
 კვლა მიჯნურსა მიჯნურისაჭირი უჩნდეს ჭირად დიდად,
დააჰა, მაქვსმცა უმისოსალხინი არმად, თავი ფლიდად!"
704/704
 მზე ეტყვის: "მომხვდა ყოველიჩემი წადილი გულისა:
 პირველ, შენ მოხვე მშვიდობით,მპოვნელი დაკარგულისა,
 მერმე, ზრდა სიყვარულისაგაქვს, ჩემგან დანერგულისა,
დავპოვე წამალი გულისა,აქამდის დადაგულისა!
705/705
 საწუთრო კაცსა ყოველსავითა ტაროსი უხვდების:
 ზოგჯერ მზეა და ოდესმეცა რისხვით მოუქუხდების.
 აქამდის ჭირი ჩემზედააწ ესე ლხინი უხვდების,
დარათგან შვება აქვს სოფელსა,თვით რად ვინ შეუწუხდების?
706/706
 შენ არ-გატეხა კარგი გჭირსზენაარისა, ფიცისა.
 ხამს გასრულება მოყვრისასიყვარულისა მტკიცისა,
 ძებნა წამლისა მისისადა ცოდნა ხამს უვიცისა^,
დაჩემი თქვი, რა ვქმნა ბნელ-ქმნილმან,მზე მიმეფაროს, მი-, ცისა?"
707/707
 ყმამან ჰკადრა: "სიახლითაშევჰრთე ჭირი შვიდსა მე რვა,
 ცუდი არის დამზრალისაგასათბობლად წყლისა ბერვა,
 ცუდი არის სიყვარული,ქვეით კოცნა, მზისა წვერვა,
დათუ გეახლო, ერთხელ ვა და,რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!
708/708
 ვაჲ თუ გავიჭრა, გაჭრილსასადა, გლახ, დამწვავს სამ ალი!
 გული ძეს საგნად ისრისა,მესრის საკრავად^ სამალი;
 დრო სიცოცხლისა ჩემისადღესითგან ჩანს ნასამალი;
დამალვა მწადს, მაგრა გარდახდაჟამი პატიჟთა სამალი!
709/709
 მესმა თქვენი ნაუბარი,გავიგონე, რაცა ჰბრძანე!
 ვარდსა ქაცვი მოაპოვნებს,ეკალთამცა რად ვეფხანე!
 მაგრა, მზეო, თავი მზესაჩემთვის სრულად დააგვანე,
დასიცოცხლისა საიმედონიშანი რა წამატანე!"
710/710
 ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული,სიკეთისა ხელის მხდელი,
 ამას ზედა ეუბნების,ვით გაზრდილსა ამო მზრდელი;
 ქალმან მისცნა მარგალიტნი,სრულ-ქმნა მისი საწადელი,
დაღმერთმან ქმნას და გაუსრულდესლხინი ესე აწინდელი!
711/711
 რა სჯობს, რა კაცმან გიშერიბროლ-ლალსა თანა ახიოს,
 ანუ ბაღს ალვა საროსაახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,
 მისსა მჭვრეტელსა ალხინოს,ვერ- მჭვრეტსა ავაგლახიოს!
დავაჲ მოყვარისა გაყრილსა,ახი ოს ეყოს, ახი ოს!
712/712
 მათ მიჰხვდა ლხინი ყოველიერთმანერთისა ჭვრეტითა.
 ყმა წამოვიდა გაყრილი,მივა გულითა რეტითა.
 მზე ტირს სისხლისა ცრემლითა,ზღვისაცა მეტის-მეტითა.
დაიტყვის: "ვერ გაძღა სოფელი,ვაჲ, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!"
713/713
 ყმა წავიდა სევდიანი,მკერდსა იცემს, ამად ილებს,
 რომე კაცსა მიჯნურობაატირებს და გააფრდილებს;
 რა ღრუბელი მიეფარვის,მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, .
დამის მოყვრისა მოშორვებაკვლა აბინდებს, არ ადილებს.
714/714
 სისხლმან და ცრემლმან გარევითღაწვი ქმნის ღარად და ღარად;
 იტყვის: "მზე ჩემგან თავისადკმა დასადებლად აღარად;
 მიკვირს, თუ გული ალმასიშავმან წამწამმან დაღა რად!
დავირე ვნახვიდე, სოფელო,მინდი სალხინოდ აღარად!
715/715
 ვინ გუშინ ედემს ნაზარდიალვა მრგო, მომრწყო, მახია,
 დღეს საწუთრომან ლახვარსამიმცა, დანასა მახია,
 დღეს გული ცეცხლსა უშრეტსადაბმით დამიბა მახია.
დააწყა ვცან, საქმე სოფლისაზღაპარია და ჩმახია!"
716/716
 ამას მოსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს^,ათრთოლებს და აწანწარებს,
 გულ-ამოსკვნით, ოხრვა-სულთქვმითმიხრის ტანსა, მიაწარებს.
 საყვარლისა სიახლესამოშორვება გაამწარებს,
დავაჲ, საწუთრო ბოლოდ თავსაასუდარებს-აზეწარებს!
717/717
 ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა,ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების,
 მაგრა ახლავს გონებითასაყვარელსა, არ მოსწყდების;
 ვით მწვანვილსა თრთვილისაგან,პირსა ფერი მოაკლდების.
დაჰხედავთ, ვარდსა უმზეობარაგვარ ადრე დააჩნდების!
718/718
 გული კრულია კაცისა,ხარბი და გაუძღომელი,
 გული^ ჟამ-ჟამად^ ყოველთაჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
 გული - ბრმა, ურჩი ხედვისა,თვით ვერას ვერ გამზომელი,
დავერცა ჰპატრონობს სიკვდილი,ვერცა პატრონი რომელი!"
719/719
 რა გულსა უთხრნა გულისასიტყვანი საგულისონი,
 თვით მარგალიტნი მოიხვნამის მზისა სამეყვისონი,
 მის მზისა მკლავსა ნაბამი^,მათ კბილთა შესატყვისონი,
დაპირი დასდვა და აკოცა,ცრემლი სდის, ვითა ბისონი.
720/720
 რა გათენდა, კაცი მოვა^მომკითხავი, დარბაზს მხმობი.
 ყმა წავიდა ლაღი, ნაზი,ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი.
 ერთმანერთსა ეჯარვიან,დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი;
დამეფე მინდორს ეკაზმოდა,მოემზადა დაბდაბ-ნობი.
721/721
 მეფე შეჯდა, მაშინდელიზარი აწმცა ვით ითქმოდა!
 ქოს-დაბდაბთა ცემისაგანყურთა სიტყვა არ ისმოდა,
 მზესა ქორნი აბნელებდეს,ძაღლთა რბოლა მიდამოდა;
დამას დღე მათგან დანაღვარისისხლი ველთა მოესხმოდა!
722/722
 ინადირეს, შემოიქცესმხიარულნი მინდორს რულნი,
 შეიტანნეს დიდებულნი,თავადნი და სპანი სრულნი;
 დაჯდა, დახვდეს მოკაზმულნისაჯდომნი და სრანი სრულნი,
დახმას სცემს ჩანგი ჩაღანასა,მომღერალნი იყვნეს სრულნი^!
723/723
 ყმა ახლოს უჯდა მეფესა,ჰკითხვიდა, ეუბნებოდა;
 ბაგეთათ^ გასჭვირს ბროლ-ლალი,მათ^ კბილთათ^ ელვა ჰკრთებოდა.
 ღირსნი ახლოს სხდეს^, ისმენდეს,შორს ჯარი დაიჯრებოდა,
დაუტარიელოდ ხსენებაარვისგან იკადრებოდა.
724/724
 ყმა მივიდა გულ-მოკლული,ცრემლი ველთა მოედინა.
 მართ მისივე სიყვარულიუარებდის თვალთა წინა.
 ზოგჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის,ხელსა რადმცა დაეძინა!
დარაცა აჯა დათმობისაგულმან ვისმცა მოუსმინა!
725/725
 წევს, იტყვის: "გულსა სალხინორამცაღა დავუსახეო?
 მოგშორდი, ედემს ნაზარდოტანო ლერწამო და ხეო,
 შენთა მჭვრეტელთა ნიშატო,ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო,
დაცხადად ნახვასა არ ღირს ვარ,ნეტამცა^ სიზმრად გნახეო!"
726/726
 ამას მოთქმიდის ტირილითცრემლისა დასაღვაროთა;
 კვლა გულსა ეტყვის: "დათმობაჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.
 არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა,მითხარ, რა მოვუგვაროთა?
დათუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან,ჭირიცა შევიწყნაროთა".
727/727
 კვლა იტყვის: "გულო, რაზომცა^გაქვს სიკვდილისა წადება,
 სჯობს სიცოცხლისა გაძლება,მისთვის თავისა დადება,
 მაგრა დამალე, არ გაჩნდეს^შენი ცეცხლისა კვლა დება,
დაავად შეჰფერობს მიჯნურსამიჯნურობისა ცხადება!"
31დათხოვა /ავთანდილისა /როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი.
728/728
 რა გათენდა, შეეკაზმა,ყმა გავიდა ადრე გარე;
 იტყვის: "ნეტარ, მიჯნურობაარ დამაჩნდეს, და-მცა-ვფარე!"
 დათმობასა ეაჯების გულსა:"შენ რა მოუგვარე!"
დაცხენსა შეჯდა, წამოვიდავაზირისა სახლსა მთვარე.
729/729
 ვაზირმან ცნა, გაეგება:"ჩემსა მზეა ამოსრული,
 ამას თურე მახარებდადღეს ნიშანი სახარული!"
 მიეგება, თაყვანის-სცა,ჰკადრა სრულსა ქება სრული:
დახამს სტუმარი სასურველი,მასპინძელი მხიარული.
730/730
 ყმა გარდასვა მასპინძელმან,არ ღაფალმან, ავმან, უქმან;
 ფერხთა ქვეშე ხატაურსაუფენენ და მიწად უქმან.
 ყმამან სახლი გაანათლა^,ვით სამყარო მზისა შუქმან;
დათქვეს: "სურნელი^ სული ვარდთადღეს მოგვბერა ქვენამ^ ბუქმან".
731/731
 დაჯდა, მისთა შემხედველთაგული მათი მართლად ხელეს^,
 მისთა მჭვრეტთა მისთვისბნედა თავისათვის ისახელეს,
 სულთქვმა ბევრი აათასეს,აღარა თუ აერთხელეს.
დაგაყრა ბრძანეს, გაიყარნეს,ჯალაბობა გაათხელეს.
732/732
 რა ჯალაბი გაიყარა,ყმა ვაზირსა ეუბნების,
 ეტყვის: "შენი დამალულიდარბაზს არა არ იქმნების;
 რაცა გწადდეს საურავი,მეფე იქმს და შენ გეთნების,
დაგაიგონენ ჭირნი ჩემნი^,მკურნე, რაცა მეკურნების.
733/733
 მის ყმისა ცეცხლი მედების,წვა მისისა მჭირს მწველისა;
 მკლავს სურვილი და ვერ-ნახვაჩემისა სასურველისა;
 მას ჩემთვის სულნი არ ჰშურდესშეზღვა ხამს შეუზღველისა;
დახამს სიყვარული მოყვრისაუხვისა, უშურველისა.
734/734
 მისი ნახვა გულსა ჩემსავითა ბადე დაებადა,
 მუნვე დარჩა, დათმობაცამას თანავე დაება, და -;
 რათგან დასწვავს მოახლეთა,ღმერთსა მზედცა დაებადა,
დამერმე @ასმათ ჩემთვის დისამართ დად უფრო დაებადა.
735/735
 ოდეს წამოვე, შევჰფიცეფიცითა საშინელითა:
 "კვლა მოვალ, გნახავ პირითაარ მტერთა საწუნელითა;
 შენსა მე ვეძებ ნათელსა,შენ ხარ გულითა ბნელითა";
დაჟამია ჩემგან წასლვისა,მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.
736/736
 ყოველსავე მართლად გითხრობ,არ სიტყვასა საკვეხელსა.
 მიმელის და ვერ მისრულ ვარ,ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა;
 ვერ გავუტეხ ზენაარსა,ვერ გავსწირავ ხელი ხელსა,
დარამცა სადა გაუმარჯვდაკაცსა, ფიცთა გამტეხელსა!
737/737
 რაცა გითხრა, ჩემ მაგიერ@როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა;
 თავმან მისმან, ფიცით გეტყვიშენ, ვაზირსა, ოსტასრასა:
 არ შემიპყრობს, არ დავდგები,თუ შემიპყრობს, მაქმნევს რასა?
დამიშველე რა, გული ცეცხლმანარ დამიჭრას, არცა სრასა!
738/738
 ჰკადრე: "ვინ გაქოს ყოველმანპირმან არ მეუმზრახემან?
 ვითა ვიშიშვი, გაცნობოსღმერთმან, ნათელთა მსახემან^!
 მაგრა მან ყმამან ცეცხლითადამწვა, ალვისა სახემან^,
დაგული წამსავე წამიღო,- ვერათ ვერ შევინახე, - მან.
739/739
 აწ, მეფეო, უმისობაჩემგან ყოლა არ ეგების;
 გული მას აქვს, უგულოსააქა ხელი რა მეხდების?
 თუ რას ვარგებ, პირველ ხვალმეთვით სახელი თქვენ მოგხვდების;
დავერას ვარგებ, გულსა დავსდებ,ჩემი ფიცი არ გატყდების.
740/740
 წასლვა ჩემი გულსა თქვენსაარ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს;
 თავსა ჩემსა გაგებულიიქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს;
 მანვე ქმნას და გაგიმარჯვდეს,თქვენი თქვენკე და-ვე-ბრუნდეს.
დაარ მოვბრუნდე^, თქვენმცა ჰსუფევთ,მტერი თქვენი დაძაბუნდეს!"
741/741
 კვლა პირ-მზე ეტყვის ვაზირსა:"მე სიტყვა შევამცირეო,
 წა, ესე ჰკადრე მეფესა,შე- ვინ -ვიდოდეს ვირეო;
 მიაჯე ამოდ გაშვება დათავი გაიგმირეო,
დაასი ათასი წითელიშენ ქრთამად შეიწირეო".
742/742
 ვაზირმან უთხრა სიცილით:"ქრთამი შენ გქონდეს შენია!
 შენგან კმა ჩემად წყალობად,რომე გზა გაგიჩენია.
 მაგას რა ვჰკადრებ მეფესა,რაცა აწ თქვენგან^ მსმენია,
დავიცი, უცილოდ ამავსებს,შოვება არ-საწყენია.
743/743
 თავმან მისმან, მუნვე მომკლავს,ვეჭვ, წამიცა არ წამაროს!
 შენი ოქრო შენვე დაგრჩეს,მე, გლახ, მიწა მესამაროს;
 მომკალ, კაცსა სიცოცხლისასწორად რაცა მოეხმაროს!
დაარ ითქმის და ვერცა ვიტყვი,რა გინდა ვინ მისაგმაროს.
744/744
 გზა არ წავა თავსა წინა,სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო?
 ამიკლებს და ანუ მომკლავს:"ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?!
 რად არ მუნვე გაიგონე,რად ხარ შმაგი აგეთიო?!"
დასჯობს სიკვდილი აკლებასა,ამას თავსა აწვე ვსწვრთიო.
745/745
 თუ მეფეცა გაგიშვებდეს,თვით ლაშქარნი რად მოღორდენ!
 რად გაგიშვან, რად დაღონდენ,ანუ მზესა რად მოჰშორდენ?
 შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნიდაგვთამამდენ, გაგვისწორდენ.
დაეგე ასრე არ იქმნების,ვითა ჩიტნი არ გაქორდენ".
746/746
 ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა:"ხამს, თუ დანა გულსა ვიცი;
 ჰე ვაზირო, შეგეტყობის^,სიყვარული არ თურ იცი,
 ანუ სხვაცა არ გინახავსმოყვრობა და არცა ფკიცი,
დათუ გინახავს, უმისოსაჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!
747/747
 მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი,მზესა რამცა დააბრუნვებს!
 აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგინაცვლად დღესა დაგვითბუნვებს,
 ჩემი ჩემებრ არვინ იცის,რა მამწარებს, რა მატკბუნვებს;
დაცუდთა კაცთა საუბარიკაცსა მეტად დააჭმუნვებს.
748/748
 მეფე ანუ მისნი სპანი,ნეტარ, ხელსა რასა მხდიან!
 აწ ვითაცა გაუწყვედლადუცნობოსა^ ცრემლნი მდიან.
 სჯობს წავიდე, არ გავტეხნე,კაცსა ფიცნი გამოსცდიან;
დაჭირნი, მისგან უნახავნი,დია, ვის-მე გარდუხდიან?
749/749
 აწ, ვაზირო, მაგა პირსაგული კრული ვით მოგთმინდეს?
 რკინა, ჩემი მონაცვალე,ხამს, გაცვილდეს, არ გატინდეს;
 ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა,ჯეონიცა თვალთა მდინდეს,
დამომეხმარე, ნუთუ ჩემგანმოხმარება შენცა გინდეს.
750/750
 არ გამიშვებს, გავიპარვი,წავალ მათგან შეუგებლად;
 ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთოგული ცეცხლთა^ მოსადებლად.
 ვიცი, ჩემთვის არას გიზამს,თუ არ უნდი გასაძებლად;
დათქვი, რა გინდა წაგეკიდოს,თავი დადევ საწამებლად!"
751/751
 ვაზირმან თქვა: "შენი ცეცხლიმეცა ცეცხლად მომედების,
 ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა,სოფელიცა^ გაქარდების;
 ზოგი^ თქმა სჯობს არა-თქმასა,ზოგი^ თქმითაც დაშავდების.
დავიტყვი, მოვკვდე, არა მგამა,ჩემი მზეცა^ თქვენ მოგხვდების!"
752/752
 რა ვაზირმან ესე უთხრა,ადგა, დარბაზს გაემართა.
 მეფე დაჰხვდა შეკაზმული,პირი მზეებრ ეწაღმართა.
 შეუშინდა, საწყენლისამოხსენება ვერ შეჰმართა,
დადაყრით დადგა, იგონებდაარ საქმეთა საომართა.
753/753
 მეფემან ნახა ვაზირიდაღრეჯით, დაყმუნვებული,
 უბრძანა: "რა გჭირს, რა იცი,რად მოხვე შეჭირვებული?"
 მან ჰკადრა: "არა ვიციო,მართ ვარ თავისა ვებული,
დამართალ ხართ, მომკლათ, რა გესმასამბავი გაკვირვებული.
754/754
 ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსაარცა ჰმატს და არცა სდიდობს;
 მეშინიან, თუცა შიშსამოციქული არ დაჰრიდობს.
 აწ @ავთანდილ გეთხოვების,მოაჯეობს, არ წამკიდობს,
დაუმისყმისოდ სოფელსა დასაწუთროსა მისთვის ფლიდობს".
755/755
 რაცა იცოდა, ყველაიჰკადრა მოშიშრად ენითა,
 კვლა მოახსენა: "რამცა სცანსიტყვითა ესოდენითა,
 თუ რაგვარ მყოფი მინახავს,თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!
დამართალ ხართ, თუმცა რისხვანიჩემთვის იანაზდენითა".
756/756
 რა მეფემან მოისმინა,გაგულისდა, გაავცნობდა,
 ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა,შემხედველთა შეაშთობდა;
 შეუზახნა: "რა სთქვი, შმაგო,მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა!
დაავსა კაცსა ურჩევნია,ავსამცა რას ადრე სცნობდა!
757/757
 ვითამც რამე სახარულისაქმე მითხარ ვითა ადრად!
 მაგის მეტი რა ვინ მიყოს,თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად?
 შმაგო, ენა ვით იხმარეაწ მაგისად^ ჩემად კადრად!
დააგრე შმაგი არ ვაზირად,არად^ ვარგხარ არცა სხვად რად.
758/758
 ხამსა, კაცმან პატრონისასაწყინარსა არ დახედნეს,
 ოდენ სიტყვა უმეცრული^უალაგოდ^ დაიყბედნეს?!
 მე მაგისად მოსმენამდისრად არ ყურნი შემეჭედნეს!
დაშენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნიჩემმან ქედმან მიიქედნეს!"
759/759
 კვლა უბრძანა: "თუ-მცა მისგანაწ არ იყავ მოგზავნილი,
 თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ^,არად უნდა ამას ცილი!
 წა, უკუდეგ! ავი, შმაგი,უმეცარი, შლეგი, წბილი!
დაშაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი,შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!"
760/760
 დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა,ჰკრნა კედელსა, შეალეწნა;
 დააცთუნნა, მაგრა მისთვისაალმასნა, არ აძეწნა:
 "ვით მიამბე წასლვა მისი,ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!"
დავაზირისა ცრემლმან ცხელმანღაწვნი თეთრნი აახეწნა.
761/761
 ვაზირმან, გლახ, გამოჰრიდნა,მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს;
 გამოძრწა და გამომელდა,გულსა წყლულსა მოიმტკივნებს;
 შეის ხასობს, გაის ქუშობს,ენა ასრე მოაყივნებს,
დამტერი მტერსა ვერას ავნებს,რომე კაცი თავსა ივნებს.
762/762
 თქვა: "ცოდვათა ჩემთა მსგავსიღმერთმან მეტი რა მიჩვენოს?
 რად მოვღორდი, რად დავბნელდი,ნეტარ, ვინღა გამითენოს!
 ვინცა კაცმან კადნიერადპატრონსა რა მოახსენოს,
დაჩემნი დღენი მასმცა ადგან,რაძი ვითა გაისვენოს!"
763/763
 ვაზირი გაწბილებულიმივა ბედითა შავითა;
 @ავთანდილს უთხრა დაღრეჯით,პირითა გამქუშავითა:
 "მადლი რა გკადრო, აწ თქვენგანგავხასდი მე მაშა ვითა,
დავაჲ, კარგი თავი უებროდავკარგე, დავაშავითა!"
764/764
 ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს,თუცა ცრემლსა არ იწურვებს:
 - მიკვირს, რად სცალს წყლიანობად,რად არ გულსა შეიურვებს!-
 "ვინ არ მისცეს ქადებული^,მოურავსა მოიმდურვებს,
დათქმულა: "ქრთამი საურავსაჯოჯოხეთსცა დაიურვებს".
765/765
 ვით გამხადა, რა მიბრძანა,არ ეგების ჩემგან თხრობა:
 რა სიავე, რა სირეგვნე,რა შლუობა, რა შმაგობა!
 მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ,აღარა მიც თავსა ცნობა;
დაესე მიკვირს, რად არ მომკლა,მისცა თურე ღმერთმან თმობა.
766/766
 მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ,ცთომით არ წამკიდებია,
 ვიაზრე, გამიწყრებოდა,ჭმუნვა მით გამდიდებია;
 განგებით ქმნილსა რისხვასავერავინ დაჰრიდებია!
დაშენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს,ჭირი არ გამცუდებია".
767/767
 ყმამან უთხრა: "აღარ-წასლვაარ ეგების ჩემგან აროს.
 იადონი მაშინ მოკვდეს,ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.
 ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა,მისთვის თავი ყოვლგან აროს,
დავერ უპოვოს, რა ქმნას, ანუგული რითა^ დაიწყნაროს!
768/768
 უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებჯდომასა, ვერცა წოლასა,
 მართ ნადირთაებრ გაჭრასავირჩევ, მათ თანა რბოლასა;
 ასრე გასრულსა რად მნუკევსმისთა მებრძოლთა ბრძოლასა?
დასჯობს უყოლობა კაცისამომდურავისა ყოლასა.
769/769
 მოვახსენებ ერთხელ კვლაცა,აწ რაზომცა მეფე წყრების,
 ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემივით იწვის და ვით ენთების;
 არ გამიშვებს, გავიპარვი,რა იმედი გარდმიწყდების,
დამე თუ მოვკვდე, ჩემი კერძისოფელიმცა გარდიფხვრების!"
770/770
 მოიუბნეს. ვაზირმან ქმნნაჭამა-სმანი მათნი ფერნი,
 უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნნაშვენიერსა შვენიერნი,
 მისნი მყოლნი ა-ვე-ავსნა,მოყმენი და თუნდა ბერნი.
დაგაიყარნეს, ყმა წავიდა,სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.
771/771
 შეკრა წითელი ასი ათასიპირად მზემან და ტანად სარომან,
 სამასი თავი სტავრა-ატლასიუხვმან, ნიადაგ მიუმცთარომან,
 სამოცი თვალი ლალ-იაგუნდიფერად მართ ვითა მიუმხვდარომან.
დაკაცი გაგზავნა ვაზირისასა,ესე ყველაი მისთვის არო მან.
772/772
 შესთვალა, თუ: "რაცა გმართებს,ვით მოგცე და ვით გაქონო,
 ვალთა შენთა გარდასახდლად^რა ნაცვალი მოვიგონო?
 თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე,თავი ჩემი დაგამონო,
დასიყვარული სიყვარულსაშეგიცალო, შეგიწონო".
773/773
 მე ვითა ვთქვა უებრობა,სიკეთე და ქება მისი!
 კაცი იყო საქმისაცაშესაფერი, შესატყვისი;
 ასრე უნდა მოხმარება,გაჰვიდოდეს ვისცა ვისი.
დაოდეს კაცსა დაეჭიროს,მაშინ უნდა ძმა და თვისი.
32/ავთანდილისაგან /შერმადინის საუბარი
774/774
 @შერმადინს ეტყვის, უბრძანებსპირ-მზე, ნათელთა მფენელი:
 ესე დღე არის იმედი,ჩემის გულისა მლხენელი,
 შენგან თავისა შენისასაჩემოდ გამომჩენელი".
დამქებრად ამბვისა მათისახამს მკითხავი^ და მსმენელი.
775/775
 იტყვის: @როსტან არ გამიშვა,არცა სიტყვა მომისმინა;
 მან არ იცის, რა მჭირს, ანუსულ-დგმული ვარ^ ვისგან ვინა;
 უმისოდმცა^ ნუ ცოცხალ ვარნუცა გარე, ნუცა შინა!
დარაცა საქმე უსამართლოღმერთმან ვისმცა შეარჩინა!
776/776
 თუცა^ მისი არ-გაწირვაჩემგან მტკიცობს, არ სათუობს,
 ყოვლი ცრუ და მოღალატეღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს;
 გული, მისი უნახავი,ტირს და სულთქვამს, ვაებს, უშობს^,
დალხინსა არას არ იახლებს,კრთების, კუშტობს, ვახშობს, უშობს^.
777/777
 სამი არის მოყვრისაგანმოყვრობისა გამოჩენა:
 პირველ, ნდომა სიახლისა,სიშორისა ვერ-მოთმენა,
 მიცემა და არას შური,ჩუქებისა არ-მოწყენა,
დაგავლენა და მოხმარება,მისად რგებად ველთა რბენა.
778/778
 რადღა ვაგრძელებ სიტყვასა,ჟამია შემოკლებისა!
 აწ გაპარვაა წამალიამა გულისა ლებისა.
 რასაცა გვედრებ, ისმენდი,ვირე დრო გქონდეს ხლებისა;
დაშენ გაამაგრე დაჭირვაჩემისა ნასწავლებისა.
779/779
 აწ მეფეთა სამსახურადპირველ თავი დაამზადე,
 სიკეთე და უკლებლობაშენი ერთობ გააცხადე;
 სახლი ჩემი შეინახე,სპათა ჩემთა ეთავადე,
დასამსახური აქამდისი,კვლა გავლენა გააკვლადე.
780/780
 მტერთა ჩემთა ენაპირე,ძალი ნუმცა მოგაკლდების,
 ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს,ორგულიმცა შენი კვდების!
 შემოვიქცე, შენი ჩემგანვალი კარგად გარდიხდების;
დაპატრონისა სამსახურიარაოდეს არ წახდების".
781/781
 ესე ესმა, ცრემლი ცხელი@შერმადინსა თვალთა სდინდი;
 მოახსენა: "მარტოებითჭირსა რადმცა შევუშინდი!
 მაგრა რა ვქმნა, უშენოსა^დამეცემის გულსა ბინდი!
დაწამიტანე სამსახურად,მოგეხმარო, რადცა გინდი.
782/782
 ვის ასმია მარტოსაგანღარიბობა ეგზომ დიდი?
 ვის ასმია პატრონისაჭირსა შიგან ყმისა რიდი?
 დაკარგულსა გიგონებდე,რა ვიქმნები აქა ფლიდი?"
დაყმამან უთხრა: "ვერ წაგიტან,რაზომსაცა ცრემლსა ჰღვრიდი.
783/783
 შენგან ჩემი სიყვარულივითამც^ არა დამეჯერა,
 მაგრა საქმე არ მოხდების,ჟამი ასრე დამემტერა!
 ვის მივანდო სახლი ჩემი,შენგან კიდე ვინმც მეფერა?!
დაგული დადევ, დაიჯერე,ვერ წაგიტან, ვერა, ვერა!
784/784
 თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამხელი მინდორთა მე რებად;
 არ მარტო უნდა გაჭრილიცრემლისა სისხლსა ფერებად?
 გაჭრა ხელია მიჯნურთა,რად სცალს თავისა ბერებად!
დაასრეა ესე სოფელი,შესჯერდი კვლა შეჯერებად!
785/785
 რა მოგშორდე, მახსენებდი,სიყვარული ჩემი გქონდეს;
 არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა,თავი მონად მომიმონდეს.
 ხამს, მამაცი გაგულოვნდეს^,ჭირსა შიგან არ დაღონდეს.
დამძულს, რა კაცსა სააუგოსაქმე არა^ არ შესწონდეს.
786/786
 მე იგი ვარ, ვინ სოფელსაარ ამოვჰკრეფ^ კიტრად ბერად,
 ვის სიკვდილი მოყვრისათვისთამაშად და მიჩანს^ მღერად;
 ჩემსა მზესა დავეთხოვე,გავუშვივარ, დავდგე მე რად?
დამას თუ დავსთმობ, სახლსა ჩემსავეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?
787/787
 აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ,@როსტანს წინა დაწერილსა;
 შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს,ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა.
 მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ,სატანისგან^ ნუ იქმ ქმნილსა,
დაამას ზედა იტირებდი,დაიდებდი თვალთა მილსა".
33ანდერძი /ავთანდილისა /როსტევან მეფის წინაშე
788/788
 დაჯდა წერად ანდერძისა^,საბრალოსა საუბრისად:
 "ჰე მეფეო, გავიპარეძებნად ჩემგან საძებრისად!
 ვერ დავდგები შეუყრელადჩემთა ცეცხლთა მომდებრისად;
დაშემინდევ და წამატანემოწყალება ღმრთეებრისად.
789/789
 ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობამა ჩემსა განზრახულსა.
 კაცი ბრძენი ვერ გასწირავსმოყვარესა მოყვარულსა;
 მე სიტყვასა ერთსა გკადრებ,პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
და"სიცრუე და ორპირობაავნებს ხორცსა, მერმე სულსა".
790/790
 რათგან თავია სიცრუეყოვლისა უბედობისა^,
 მე რად გავწირო მოყვარე,ძმა, უმტკიცესი ძმობისა?!
 არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებსფილასოფოსთა ბრძნობისა!
დამით ვისწავლებით, მოგვეცესშერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.
791/791
 წაგიკითხავს, სიყვარულსამოციქულნი რაგვარ წერენ?
 ვით იტყვიან, ვით აქებენ?ცან, ცნობანი მიაფერენ.
 "სიყვარული აღგვამაღლებს",ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ^,
დაშენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნიკაცნი ვითმცა შევაჯერენ!
792/792
 ვინ დამბადა, შეძლებაცამანვე მომცა ძლევად მტერთად,
 ვინ არს ძალი უხილავიშემწედ ყოვლთა მიწიერთად,
 ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს,ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
დაიგი გაჰხდის წამის-ყოფითერთსა ასად, ასსა ერთად.
793/793
 რაცა ღმერთსა არა სწადდეს,არა საქმე არ იქმნების.
 მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელიია ხმების, ვარდი ჭნების,
 თვალთა ტურფა საჭვრეტელიყველა რამე ეშვდინების;
დამე ვით გავსძლო უმისობა,ან სიცოცხლე ვით მეთნების!
794/794
 რაზომცა სწყრები, შემინდევშეცვლა თქვენისა მცნებისა.
 ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსამე მაგისისა თნებისა;
 აწ წასლვა იყო წამალიჩემთა სახმილთა გზნებისა,
დასადა გინდ ვიყო, რა მგამა,ყოფამცა მქონდა ნებისა!
795/795
 არას გარგებს სიმძიმილი,უსარგებლო ცრემლთა დენა;
 არ გარდავა გარდუვალადმომავალი საქმე ზენა;
 წესი არის მამაცისამოჭირვება, ჭირთა თმენა,
დაარვის ძალ-უც ხორციელსაგანგებისა გარდავლენა.
796/796
 რაცა ღმერთსა გაუგიათავსა ჩემსა გარდასავლად,
 გარდამხდეს და შემოვიქცე,აღარ დამრჩეს გული ავლად;
 თქვენვე გნახნე მხიარულნიდიდებით და დავლა-მრავლად;
დამას რა ვარგო, დიდებად დაკმარის ესე ჩემად დავლად.
797/797
 მეფეო, ესე თათბირი,მომკალ, ვინ დამიწუნოსა!
 მეფეო, ნუთუ წასლვამანთქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?
 ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამსაქმესა საძაბუნოსა,
დაპირის-პირ მარცხვენს, ორნივემივალთ მას საუკუნოსა.
798/798
 არ-დავიწყება მოყვრისააროდეს გვიზამს ზიანსა;
 ვჰგმობ კაცსა აუგიანსა,ცრუსა და ღალატიანსა!
 ვერ ვეცრუვები, ვერ ვუზამმას ხელმწიფესა მზიანსა.
დარა უარეა მამაცსასულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა!
799/799
 რა უარეა მამაცსაომშიგან პირის მხმეჭელსა,
 შემდრკალსა, შეშინებულსადა სიკვდილისა მეჭველსა!
 კაცი ჯაბანი რითა^ სჯობსდიაცსა ქსლისა მბეჭელსა^?
დასჯობს სახელისა მოხვეჭაყოველსა მოსახვეჭელსა!
800/800
 ვერ დაიჭირავს სიკვდილსაგზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
 მისგან გასწორდეს ყოველი,სუსტი და ძალ-გულოვანი;
 ბოლოდ შეყარნეს მიწამანერთგან მოყმე და მხცოვანი.
დასჯობს სიცოცხლესა ნაზრახსასიკვდილი სახელოვანი!
801/801
 მერმე ვიშიშვი, მეფეო,თქვენდა კადრებად ამისად:
 სცთების და სცთების, სიკვდილსავინ არ მოელის წამისად;
 მოვა შემყრელი ყოველთაერთგან დღისა და ღამისად,
დათუ ვერა გნახე ცოცხალმან,სიცოცხლე გქონდეს ჟამისად.
802/802
 თუ საწუთრომან დამამხოს^,ყოველთა დამამხობელმან,
 ღარიბი მოვკვდე ღარიბად,ვერ დამიტიროს მშობელმან,
 ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთადა ვერცა მისანდობელმან, -
დამუნ შემიწყალოს თქვენმანვეგულმან მოწყალე-მლმობელმან.
803/803
 მაქვს საქონელი ურიცხვი,ვერვისგან ანაწონები,
 მიეც გლახაკთა საჭურჭლე,ათავისუფლე მონები,
 შენ დაამდიდრე ყოველიობოლი, არას მქონები:
დამიღვწიან, მომიგონებენ,დამლოცვენ, მოვეგონები.
804/804
 რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოსსაჭურჭლესა დასადებლად,
 მიეც ზოგი ხანაგათა,ზოგი ხიდთა ასაგებლად;
 ნურა ნუ გშურს საქონელიჩემი ჩემთვის წასაგებლად!
დაშენგან კიდე არვინ მივისცეცხლთა ცხელთა დამავსებლად.
805/805
 ამას იქით ჩემგან ჩემიამბავიცა არ გეცნევის,
 ამად გვედრებ სულსა ჩემსა,წიგნი გკადრებს, არ გეთნევის,
 არას არგებს, ეშმაკისასაქმეთაგან დაეძლევის,
დაშემინდევ და შემივედრე,მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!
806/806
 გვედრებ, მეფეო, @შერმადინს,მონასა ჩემსა რჩეულსა, -
 ნაკად აქვს ჭირი სამისოდამ წელიწადსა^ წლეულსა, -
 ნუგეშინის-ეც წყალობით,ჩემგან წყალობა-ჩვეულსა,
დანუ დაადინებ თვალთაგანცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.
807/807
 გასრულდა ჩემი ანდერძი,ჩემგან ნაწერი ხელითა.
 აჰა, გამზრდელო, მოგშორდი,წავე გულითა ხელითა!
 ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი,ნუ ხართ მოსილნი ბნელითა,
დასუფევითამც ხართ^ თავითა,მტერთაგან საკრძალველითა!"
808/808
 მისცა ანდერძი @შერმადინს,რა გაათავა წერითა,
 უთხრა: "ჰკადრეო მეფესასაქმითა მეცნიერითა,
 შენ დაგამეტებს ვერავინმსახურებითა ვერითა".
დამოეხვია და ატირდაცრემლითა სისხლთა ფერითა.
34ლოცვა /ავთანდილისა
809/809
 ილოცავს, იტყვის: "მაღალოღმერთო ხმელთა და ცათაო,
 ზოგჯერ მომცემო პატიჟთა,ზოგჯერ კეთილთა მზათაო,
 უცნაურო და უთქმელო,უფალო უფლებათაო,
დამომეც დათმობა სურვილთა,მფლობელო გულის-თქმათაო!
810/810
 ღმერთო, ღმერთო, გეაჯები,რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა^,
 შენ დაჰბადე მიჯნურობა,შენ აწესებ მისსა წესსა,
 მე სოფელმან მომაშორვაუკეთესსა ჩემსა მზესა^,
დანუ ამოჰფხვრი სიყვარულსა,მისგან ჩემთვის დანათესსა!
811/811
 ღმერთო, ღმერთო მოწყალეო,არვინ მივის შენგან კიდე,
 შენგან ვითხოვ შეწევნასა,რაზომსაცა გზასა ვვლიდე:
 მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა,ღამით მავნე გამარიდე!
დათუღა დავრჩე, გმსახურებდე,შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე" .
812/812
 რა ილოცა, ცხენსა შეჯდა,მალვით კარნი გაიარნა,
 @შერმადინცა დააბრუნვა,თუცა ვამნი ადიადნა^;
 მონა ტირს და მკერდსა იცემს,საბრალომან ცრემლნი ღვარნა;
დაპატრონისა ვერა-მჭვრეტმანყმამან რადმცა გაიხარნა!
35ცნობა /როსტევან მეფისაგან /ავთანდილის გაპარვისა
813/813
 აწ ამბავი სხვა დავიწყო,ყმას არ წავჰყვე წამავალსა.
 არ შეექმნა დარბაზობამას დღე როსტანს გულ-გამწყრალსა;
 რა გათენდა, ქუში ადგა,ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა,
დახმობა ბრძანა ვაზირისა,მიიყვანდეს შიშით მკრთალსა^.
814/814
 რა ვაზირი მოწიწებითდარბაზს ნახა შემოსრული,
 @როსტან უთხრა: "არა მახსოვსგუშინდელი შენგან თქმული.
 მაწყინე და გამარისხე,ვერ დავიღე დიდხან სული,
დააზომ რომე გაგათრიეშენ, ვაზირი გულის-გული.
815/815
 თუღა გახსოვს, რა უნდოდა,ისრე ავად რად გაგხადე?
 მართლად უთქვამს მეცნიერთა^:"წყენააო ჭირთა ბადე";
 ესეგვარსა ნუოდეს იქმ,საქმე ხოლე გაიცადე,
დააწ მითხარ, თუ რას იტყოდი,თქვი და სიტყვა გააკლადე".
816/816
 კვლა მოახსენა ვაზირმანსიტყვა ნაგუშინდელევი,
 რა გაიგონა, შესთვალაპასუხი არ-ნაგრძელევი:
 "შენ თუ უშმაგო მგონიხარ,ვარმცა ურია მე ლევი!
დაკვლა მაგის მეტად ნუ მასმენ,თვარა მე სრულად გელევი!"
817/817
 რა გამოვიდა, ვაზირმანძებნა, ვერ პოვნა მინანი,
 მართ გაპარვასა უთხრობდესმონანი, ცრემლთა მდინანი.
 მან თქვა: "მე დარბაზს ვერ შევალ,მახსოვან დღენი წინანი,
დავინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს;რაცა ვთქვი, მასცა ვინანი".
818/818
 რა ვაზირი არ შევიდა,კვლა მეფემან კაცი გზავნის;
 კაცმან ცნის და გარეთ დადგის,წასლვა ვერვინ გაამჟღავნის;
 @როსტანს ეჭვი^ შეუვიდა,ჭმუნვა ამით გაათავნის;
დათქვა: "უცილოდ გაიპარა,ვინ მარტომან ასთა ავნის".
819/819
 თავ-დადრეკით იგონებდა,გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი,
 უში ქმნა და აიხედნა,უბრძანებდა მონას: "მიდი,
 მოვიდეს და აწ მიამბოს,შემოვიდეს იგი ფლიდი!"
დარა ვაზირი შემობრუნდა,ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.
820/820
 კვლა შევა დარბაზს ვაზირიდაღრეჯით, არ მხიარულად;
 მეფემან ჰკითხა: "წასრულა^მზე დაუდგომლად^, მთვარულად?"
 მან მოახსენა ყველაი,ვით წასრულიყო ფარულად^:
და"მზე აღარ მზეობს ჩვენთანა,დარი არ დარობს დარულად!"
821/821
 რა მეფემან მოისმინა,დაიზახნა მეტის-მეტნი;
 პირსა ხოკით, წვერსა გლეჯითგააკვირვნა მისნი მჭვრეტნი,
 მოსთქვამს, იტყვის: "ვაჲ, გაზრდილო,ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!
დასად წაჰხე და სად დაჰკარგენსინათლისა ეგე სვეტნი?   
822/822
 თუ თავი შენი შენ გახლავს,ღარიბად არ იხსენები,
 მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო,აწ სახლად მმართებს სენები!
 გამაღარიბე, დამაგდე,გულსა, გლახ, ვისთვის ენები?
დაშენად შეყრამდის პატიჟთაჩემთა ვერ იტყვის ენები!
823/823
 ოდეს გნახავ მხიარულსა,ნადირობით შემოსრულსა?
 ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა,ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა,
 ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა,სასმენელად მე მას რულსა,
დააწ უშენოდ რა, გლახ, ^ ვუყოსაჯდომსა და სრასა სრულსა?
824/824
 ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი,რაზომმცა დია ირები:
 შენ შენი მშვილდი დაგარჩენს,შენთა ისართა პირები,
 ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობითგაგიადვილოს ჭირები,
დამაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო,ვისგანღა დავიტირები?"
825/825
 ზარი გაისმა, შემოკრბაჯარი მრავალი კაცისა,
 დარბაზს ხასთაგან ჯარიახელითა წვერთა ტაცისა,
 იგლეჯს და იცემს ყველაი,ხმა ისმის თავსა ტკაცისა;
დათქვეს: "ბნელი გვმართებს დღე-კრულთა,რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!"
826/826
 რა მეფემან დიდებულნინახნა, სულთქმით შემოსტირნა,
 უთხრა: "ჰხედავთ, მზემან ჩვენმანშუქნი სრულად დაგვიძვირნა!
 რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ,რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა,
დასპანი, მისგან დაჭირულნი,ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?"
827/827
 ყოვლნი ტიროდეს, მოსთქმიდეს,მერმე დაწყნარდეს გვიანად.
 მეფემან ბრძანა: "იკითხეთ,მარტოა, ანუ ყმიანად?"
 მოვიდა მონა @შერმადინმოშიშრად, სირცხვილიანად,
დაანდერძი ჰკადრა, ატირდა,სიცოცხლე უჩნდა ზიანად.
828/828
 მოახსენა: "საწოლს ვპოვეესე მისგან დანაწერი;
 დგეს მონანი ნატირებნი,დაეგლიჯა თმა და წვერი;
 იგი მარტო გაპარულა,ყმა არ ახლავს, არცა ბერი.
დამე თუ მომკლათ, მემართლებით,სიცოცხლე მჭირს შეუფერი!"
829/829
 რა ანდერძი წაიკითხეს,კვლა იტირეს დიდი ხანი;
 მერმე ბრძანა: "მხიარულსანუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი,
 ვამლოცველნეთ დავრდომილნი,ობოლნი და ქვრივნი სხვანი,
დაშევეწივნეთ, მშვიდობისანუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი!"
36წასლვა /ავთანდილისაგან /ტარიელის შეყრად მეორედ
830/830
 მთვარე მზესა მოეშორვოს,მოშორვება გაანათლებს,
 რა ეახლოს, შუქი დასწვავს,გაეყრების, ვერ იახლებს,
 მაგრა ვარდსა უმზეობაგაახმობს და ფერსა აკლებს,
დაჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისაჭირსა ძველსა გაგვიახლებს.
831/831
 აწყა დავიწყებ ამბავსა,მის ყმისა წამავლობასა:
 მივა და მიტირს გულ-მდუღრად,ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა,
 წამ-წამ მობრუნდის, იაჯდისმისთვის მზისავე მზობასა,
დაუჭვრეტდის, თვალნი ვერ მოჰხსნნის^,თუ მოჰხსნნის^, მიჰხდის ცნობასა.
832/832
 რა მიეახლის დაბნედად,ვერ ხელ-ჰყვის გაძრვად ენისად,
 მაგრა სდის ცრემლი თვალთაგანმსგავსად დიჯლისა დენისად,
 ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდისღონედ პატიზთა თმენისად,
დარა გაემართის, არ იცის,მას თუ არბევდის ცხენი სად.
833/833
 თქვა: "ჩემო, შენი შორს ყოფიკრულია ვინცა დადუმდეს^,
 რათგან შენ დაგრჩა გონება,გული შენკევე დაბრუნდეს,
 თვალთა მტირალთა შეხედვაშენივე სწადდეს და უნდეს.
დასჯობს, საყვარელსა მოყვარერაზომც არ დაუძაბუნდეს!
834/834
 მე რა ვქმნა შენად შეყრამდის,ანუ რას ვეჭვდე ლხენასა?
 თავსა მოვიკლავ, მე თუ-მცაშენგან არ ვეჭვდი წყენასა,
 მაგრა შენ გაწყენ ჩემისაარ-სიცოცხლისა სმენასა,
დამოდი და მივსცნე ცოცხალმანთვალნი ცრემლისა დენასა!"
835/835
 ტირს, იტყვის: "დადვა კეშანილახვარმან ჩემთვის ათმანო;
 ინდოთა რაზმი ჩემად კლვადთქვა, ესე ტევრი ვთხზა თმანო.
 თვალთა გიშერი აშვენებს,სათმან რად მომკლა, სათმანო!
დაბაგე-კბილო და თვალ-წარბო,მომცემდი პატიჟთა, თმანო!"
836/836
 იტყვის: "ჰე, მზეო, ვინ ხატადგთქვეს მზიანისა ღამისად,
 ერთ-არსებისა ერთისა,მის უჟამოსა ჟამისად,
 ვის გმორჩილობენ ციერნიერთის იოტის წამისად,
დაბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე,შეყრამდის ჩემად და მისად.
837/837
 ვის ხატად ღმრთისად გიტყვიანფილასოფოსნი წინანი,
 შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა,ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!
 ბროლ-ბადახშისა მძებნელმანსათნი დავკარგენ, მინანი;
დამაშინ ვერ გავსძელ სიახლე,აწ სიშორესა ვინანი
838/838
 ამას მოსთქმიდის, იწვოდის,ვითა სანთელი დნებოდის,
 დაყოვნებისა მოშიშიისწრაფდის, იარებოდის;
 რა შეუღამდის, ვარსკვლავთაამოსლვა ეამებოდის,
დამას ამსგავსებდის, ილხენდის,უჭვრეტდის, ეუბნებოდის.
839/839
 მთვარესა ეტყვის: "იფიცესახელი ღმრთისა შენისა!
 შენ ხარ მომცემი მიჯნურთამიჯნურობისა სენისა,
 შენ გაქვს წამალი მისისამოთმინებისა თმენისა,
დამიაჯე შეყრა პირისა,შენ გამო შენებრ მშვენისა!"
840/840
 ღამე ალხენდის, დღე სჯიდის,ელის ჩასლვასა მზისასა;
 რა წყალი ნახის, გარდახდის,უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა,
 მას თანა-ჰრთვიდის ნაკადსასისხლისა ცრემლთა ტბისასა,
დაკვლა გაემართის, ისწრაფდისწავლასა მისვე გზისასა.
841/841
 მარტო მოსთქმიდის, ტიროდისტანად ალვისა ხიანი,
 მინდორს თხა მოკლის, სადაცაადგილი დაჰხვდის კლდიანი,
 შეწვის, ჭამის და წავიდისპირ-მზე, გულ-მარიხიანი,
დაიტყვის: "დავყარენ ვარდნი და,აჰა მე, ვაგლახ, იანი!"
842/842
 აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსამე მის ყმისა ნაუბარსა,
 რას უბნობდის, რას მოსთქმიდის,რას ტურფასა, რაზომ გვარსა!
 ზოგან თოვლი გაეწითლისვარდსა, ბრჭკლითა ნახოკარსა.
დაქვაბნი ნახნა, გაეხარნეს,ზე გავიდა ქვაბთა კარსა.
843/843
 რა @ასმათმან დაინახა,მოეგება, ცრემლი სწვთების,
 ვით ეამა, სიხარულსამართ ვეღარას ვერ მიჰხვდების;
 ყმა გარდახდა, მოეხვია,აკოცებს და ეუბნების.
დაკაცი კაცსა მოელოდეს,მოსლვა დია ეამების.
844/844
 ყმა ქალსა ეტყვის: "პატრონი,ნეტარ, სად არის და ვითა?"
 ქალი ატირდა ცრემლითა,ზღვათაცა შესართავითა,
 ეტყვის: "რა წახვე, გაიჭრა,ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა;
დააწ მისი არა არ ვიცი,არ ნახვით, არ ამბავითა".
845/845
 ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამეჰკრეს ლახვარი გულსა შუა;
 ქალსა ეტყვის: "აჰა, დაო,ეგეთიმცა კაცი ნუა!
 იგი ფიცი ვით გატეხა!არ ვეცრუვე, ვით მეცრუა?
დავერ იქმოდა, რად მიქადა?თუ მიქადა, რად მიტყუა?!
846/846
 მე უმისოდ სოფელს ყოფარათგან ჩირად არ მიღირდა,
 რად დავვიწყდი, რად მივსცილდი?რად ვერ გასძლო, რა მისჭირდა?
 მან გატეხა ზენარისარად შეჰმართა, ვით გაპირდა?
დამაგრა ავის ბედისაგანჩემი რამცა გამიკვირდა!"
847/847
 კვლა ქალი ეტყვის: "მართალ ხარმაგისსა დამძიმებასა,
 მაგრა, რა გავბრჭო მართალი,ნუ მეჭვ რასაცა თნებასა:
 არ გული უნდა ფიცის დაპირისა გასრულებასა?
დაიგი უგულო მოელისმართ დღეთა შემოკლებასა.
848/848
 გული, ცნობა და გონებაერთმანერთზედა ჰკიდიან.
 რა გული წავა, იგიცაწავლენ და მისკე მიდიან;
 უგულო კაცი ვერ კაცობს,კაცთაგან განაკიდიან.
დაშენ არ გინახვან, არ იცი,მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.
849/849
 შენ უმართლე ხარ, ემდურვი,შენ გაეყარე ძმობილსა,
 მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა,ვითა გიამბო ცნობილსა!
 ენა დაშვრების, გაცვთების,გულსა შეელმის ლმობილსა,
დაამას მით ვაზრობ, მინახავსმე უბედურსა შობილსა.
850/850
 ჯერთ მისი მსგავსი სასჯელიარცა ვის ამბად ჰსმენია.
 არა თუ კაცთა, სასჯელიქვათაცა შემაძრწენია,
 დიჯლადცა კმარის, მას რომეთვალთაგან ცრემლი სდენია;
დათვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ:სხვა სხვისა ომსა ბრძენია.
851/851
 მას წამავალსა ვჰკითხევდი,დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა:
 "მოვიდეს, რა ქმნას @ავთანდილ?მისსა დამვედრე დებულსა".
 მიბრძანა: "მო-ღა-მნახვიდესმე, მისთვის გაცუდებულსა,
დაამათ არ დავჰყრი არეთა,არ გავსტეხ მის ქადებულსა.
852/852
 მას ზენაარსა არ გავსტეხ,მას ფიცსა არ ვეცრუები,
 მად პაემნამდის მოვიცდი,რაზომ-მცა გამდის რუები;
 თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს,თქვას ვაგლახი და უები,
დაცოცხალი დავჰხვდე, უკვირდეს,სიცოცხლე არს სათუები".
853/853
 ჩემთვის გარდახდა მას აქათგაყრა მზისა და ქედისა;
 ოდენ მოდენა ცრემლისამჭირს, ველთა მოსალბედისა.
 მსჯის გამრავლება ხელ-ქმნილსასულთქვმისა ზედა^-ზედისა,
დადავვიწყებივარ სიკვდილსა,ნახეთ ნაქმარი ბედისა!
854/854
 ესე არაკი მართალი^ჩინს ქვასა ზედა სწერია:
 ვინ მოყვარესა არ ეძებს,იგი თავისა მტერია".
 აწ ზაფრანია, ვის წინასვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია;
დათუღა მოჰნახავ, მონახე,ქმენ, რაცა შენი ფერია".
855/855
 ყმამან უთხრა: "უმართლე ხარ,არ მამართლო მდურვად მისად,
 მაგრა გაბრჭე, რა მიქმნიასამსახური ტყვესა ტყვისად:
 გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით,ვით ირემი ძებნად წყლისად,
დამას ვეძებ და მას ვიგონებ,ვიარები ველთა ვლისად.
856/856
 ბროლ-სადაფნი მარგალიტსალალის-ფერსა სცვენ და ჰბურვენ,
 მას მოვჰშორდი, ვერ ვეახელ,ვერ მისურვეს, ვერ ვასურვენ,
 გამოპარვით წამოსლვითაღმრთისა სწორნი მოვიმდურვენ,
დანაცვლად მათთა წყალობათაგულნი მათნი შევაურვენ.
857/857
 პატრონი ჩემი გამზრდელი,ღმრთისაგან დიდად^ ცხოველი,
 მშობლური, ტკბილი, მოწყალე,ცა, წყალობისა მთოველი!
 მას ვუორგულე, წამოვე,მართ დავივიწყე ყოველი,
დამისი შემცოდე ღმრთისაგანკარგსა აღარას^ მოველი.
858/858
 ესე ყველაი ასრე მჭირს,დაო, ბედითა მისითა,
 არ ვუტყუვე, და მოსრულ ვარმგზავრი ღამით და დღისითა;
 აწ იგი სადმე წასრულა,ვიწვი ცეცხლითა ვისითა,
დაცუდ-მაშვრალი და მტირალიქვე ვზი პირითა მქისითა.
859/859
 დაო, მეტსა საუბარსააღარ მომცემს ჟამი და დრო,
 არ ვინანი გარდასრულსა,ბრძენთა სიტყვა გავაადრო^;
 წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ,ან სიკვდილი მოვიადრო,
დათვარა ბედი აზომ თურემიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო!"
860/860
 ამის მეტი აღარა თქვა,ატირდა და წამოვიდა,
 ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა,შამბი გავლო, ველს გავიდა;
 ქარი, ველთა მონაქროლი,ლალის-ფერსა ვარდსა ზრვიდა;
და"რად მიმეცო ამა ჭირსა?"ბედსა ამას უზრახვიდა.
861/861
 იტყვის: "ღმერთო, რა შეგცოდეშენ, უფალსა, არსთა მხედსა,
 რად გამყარე მოყვარეთა,რად შემასწარ ამა ბედსა?
 ერთი ორთა მგონებელივარ საქმესა წასაწყმედსა,
დამოვკვდე, თავი არ მეწყალვის,სისხლი ჩემი^ ჩემსა ქედსა!
862/862
 მოყვარემან ვარდის კონაგულსა მკრა და დამიწყლულა,
 იგი ფიცი, ჩემგან სრული,მან აღარა გამისრულა;
 მას თუ გამყრი, საწუთროო,ჩემი ლხინი გარდასრულა,
დასხვა მოყვარე თვალსა ჩემსაგაკიცხულა, გაბასრულა .
863/863
 კვლა იტყვის: "მიკვირს ნავღელიკაცისა ჭკუიანისა.
 რა მჭმუნვარებდეს, რას არგებსნაკადი ცრემლთა ბანისა?
 სჯობს გამორჩევა, აზრობასაქმისა დასაგვანისა,
დააწ მეცა მიჯობს მონახვამის მზისა ლერწამ-ტანისა".
864/864
 ყმა გაემართა საძებრადმტირალი, ცრემლთა მფრქვეველი,
 ეძებს, უზახის, უყივის,დღეებრ ღამეთა მთეველი;
 სამ დღემდის მოვლო მრავალიხევი, შამბნარი, ტყე, ველი;
დავერ პოვა, მივა მჭმუნვარე,ვერას ამბვისა მცნეველი.
865/865
 იტყვის: "ღმერთო, რა შეგცოდე,ეგზომ დიდი რა გაწყინე?
 რად შემასწარ ამა ბედსა^,რა სასჯელი მომივლინე!
 გამკითხველო, გამიკითხე,აჯა ჩემი შეისმინე,
დადაამოკლენ დღენი ჩემნი,ჭირნი ამით ^ გამილხინე!"
37პოვნა /ავთანდილისაგან დაბნედილის /ტარიელისა
866/866
 მივიდოდა, მიუბნობდაყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი,
 ქედსა რასმე გარდაადგა,ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი;
 ნახა, შავი შამბთა პირსადგა სადავე-უკუყრილი;
დათქვა: "უცილოდ იგიაო,არა უნდა ამას ცილი".
867/867
 რა შეხედნა, ყმასა გულმანგაუფეთქნა, გაუნათდა,
 აქა ლხინი დაღრეჯილსაუათასდა, არ უათდა;
 ვარდმან ფერი გაანათლა,ბროლი ბროლდა, სათი სათდა,
დავით გრიგალმან ჩაირბინა,არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.
868/868
 რა @ტარიელ დაინახა,განაღამცა დაეღრიჯა:
 ახლოს მყოფი სიკვდილისაჯდა და პირი დაებღნიჯა,
 საყელონი გარდეხივნეს,თავი სრულად გაეგლიჯა,
დამას აღარა შეესმოდა,სოფლით გაღმა გაებიჯა.
869/869
 ერთ-კერძ^ უც ლომი მოკლულიდა ხრმალი სისხლ-მოცხებული,
 კვლა სხვაგნით - ვეფხი უსულო,მკვდარი, ქვე-დანარცხებული;
 მას წყაროსაებრ თვალთაგანცრემლი სდის გაფიცხებული.
დამუნ აგრე გულსა უნთებდაცეცხლი მცხინვარე, ცხებული.
870/870
 თვალთა ახმადცა ზარ-ედვასრულად მიჰხდოდა ცნობასა,
 მიახლებოდა სიკვდილსა,მოჰშორვებოდა თმობასა.
 ყმა სახელ-დებით უყივის,ლამის სიტყვითა კრთობასა,
დავეღარ ასმინა, გარდიჭრა,ძმა გამოაჩენს ძმობასა!
871/871
 ხელითა ცრემლსა უწურავს,თვალთა ავლებდა სახელსა,
 ახლოს უზის და უზახისმართ სახელ-დებით სახელსა;
 ეტყვის: "ვერ მიცნობ @ავთანდილს,შენთვის გაჭრილსა და ხელსა?"
დამას არა დია შეესმისრეტსა, თვალ-დაუფახელსა.
872/872
 ესე ყველაი ასრეა,რაცა აწ ჩემგან თხრობილა.
 ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან,ცოტად-რე მოაცნობილა.
 მაშინღა იცნა, აკოცა,მოეჭდო, მოეძმობილა.
დავიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა,მათებრივ^ არვინ შობილა!
873/873
 უთხრა: "ძმაო, არ გიტყუე,გიყავ, რაცა შემოგფიცე,
 გნახე სულთა გაუყრელმან,ფიცი ასრე დავამტკიცე;
 აწ დამეხსენ, სიკვდილამდისვიტირო და თავსა ვიცე.
დამაგრა გვედრებ დამარხვასა,მხეცთა საჭმლად არ მივიცე".
874/874
 ყმამან უთსრა: "რას შიგან ხარ,შენ საქმესა რად იქმ ავსა?
 ვინ მიჯნური არ ყოფილა,ვის სახმილი არა სწვავსა?
 ვის უქმნია შენი მსგავსისხვასა კაცთა ნათესავსა?
დარად სატანას წაუღიხარ,რად მოიკლავ ნებით თავსა?
875/875
 თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნიაპირებენ ამა პირსა:
 ხამს მამაცი მამაცური,სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.
 ჭირსა შიგან გამაგრებაასრე უნდა, ვით ქვითკირსა.
დათავისისა ცნობისაგანჩავარდების კაცი ჭირსა.
876/876
 ბრძენი ხარ და გამორჩევაარა იცი ბრძენთა თქმულებ,
 მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ,რას წადილსა აისრულებ?
 ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები,თუ სოფელსა მოიძულებ,
დათავსა მრთელსა რად შეიკრავ,წყლულსა ახლად რად იწყლულებ?
877/877
 ვინ არ ყოფილა მიჯნური,ვის არ სახმილნი სდებიან?
 ვის არ უნახვან პატიჟნი,ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
 მითხარ, უსახო რა ქმნილა,სულნი რად ამოგხდებიან?
დაარ იცი, ვარდნი უეკლოდარავის მოუკრებიან!
878/878
 ვარდსა ჰკითხეს: "ეგზომ ტურფარამან შეგქმნა ტანად, პირად?
 მიკვირს, რად ხარ ეკლიანი?პოვნა შენი რად არს^ ჭირად?"
 მან თქვა: "ტკბილსა მწარე ჰპოვებს,სჯობს, იქმნების რაცა ძვირად:
დაოდეს ტურფა გაიეფდეს,არღარა ღირს არცა ჩირად".
879/879
 რათგან ვარდი ამას იტყვისუსულო და უასაკო,
 მაშა ლხინსა ვინ მოიმკისპირველ ჭირთა უმუშაკო?
 უბოროტო ვის ასმიარაცა საქმე^ საეშმაკო,
დარად ემდურვი საწუთროსა?რა უქმნია უარაკო?!
880/880
 ისმინე ჩემი თხრობილი,შეჯე, წავიდეთ ნებასა,
 ნუ მიჰყოლიხარ თავისსათათბირსა, გაგონებასა,
 რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა,
დაასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი,რად მეჭვ რასაცა თნებასა!"
881/881
 მან უთხრა: "ძმაო, რა გითხრა,ძრვაცა არ ძალ-მიც ენისა,
 ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსაშენთა სიტყვათა სმენისა;
 რა ადვილად გიჩს მოთმენაჩემთა სასჯელთა თმენისა!
დააწ მივსწურვივარ სიკვდილსა,დრო მომეახლა ლხენისა.
882/882
 ამას მოკვდავი ვილოცავ,აროდეს ვითხოვ, არ, ენით:
 აქა გაყრილნი მიჯნურნიმუნამცა შევიყარენით,
 მუნ ერთმანერთი კვლა ვნახნეთ,კვლა რამე გავიხარენით,
დამო^, მოყვარეთა დამმარხეთ,მიწანი მომაყარენით!
883/883
 საყვარელმან საყვარელივით არ ნახოს, ვით გაწიროს!
 მისკე მივალ მხიარული,მერმე იგი ჩემ კერძ^ იროს,
 მივეგებვი, მომეგებოს,ატირდეს და ამატიროს.
დაჰკითხე ასთა, ქმენ გულისა,რა გინდა ვინ გივაზიროს!
884/884
 მართ გარდაწყვედით იცოდი,გეტყვი მართალსა პირასა:
 სიკვდილი მახლავს, დამეხსენ,ხანსაღა დავჰყოფ მცირასა;
 არ ცოცხალ ვიყო, რას მაქმნევ?რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა?
დადამშლიან ჩემნი კავშირნი,შევჰრთვივარ სულთა სირასა.
885/885
 რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის,არცა მცალს სმენად მაგისად^,
 სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა,სიცოცხლე არის წამისად;
 აწ გამიარმდა სიცოცხლემეტად ყოვლისა ჟამისად,
დამუნ მეცა მივალ, ცრემლისამიწად სად გამდის ლამი, სად.
886/886
 ბრძენი? ვინ ბრძენი, რა ბრძენი?ხელი ვითა იქმს ბრძნობასა?
 ეგ საუბარი მაშინ ხამს,თუცაღა ვიყო ცნობასა;
 ვარდი ვერ არის უმზეოდ;იყოს, დაიწყებს ჭნობასა;
დამაწყენ, დამეხსენ, არა მცალს,არცაღა ვახლავ თმობასა".
887/887
 კვლა ეუბნების @ავთანდილსიტყვითა მრავალ-ფერითა,
 ეტყვის: "თუ მოჰკვდე, რას არგებქცევითა მაგ ოხერითა?
 ნუ იქმ, არა სჯობს საქმითა,ნუ ხარ თავისა მტერითა!"
დავერ წაიყვანა, ვერა ქმნასიტყვითა ვერა-ვერითა.
888/888
 მერმე უთხრა: "აჰა, რათგანარ მომისმენ არას, არა,
 აღარ გაწყენს ენა ჩემი,აქამდისცა ცუდად მცთარა;
 თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე,ვარდი დაჭნეს, და-ცა-მჭნარა^!
დაერთსა რასმე გეაჯები,მიყავ!" - ცრემლი ამდუღარა.
889/889
 "სადა ინდონი ბროლ-ვარდსასარვენ გიშრისა სარითა,
 მას მოვეშორვე, წამოვესიჩქარით, არ სიწყნარითა;
 ვერ დამიჭირა მეფემანმშობლურად საუბარითა^,
დაშენ არ შემიყრი, გამიყრი,აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?
890/890
 ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა,ერთი მიყავ საწადელი,
 ერთხელ შეჯე, ცხენოსანიგნახო ჩემი სულთა მხდელი,
 ნუთუ მაშინ მოვიქარვოსევდა ესე აწინდელი;
დამე წავალ და შენ დაგაგდებ,იქმნას შენი საქადელი!"
891/891
 ეხვეწებოდა: "შეჯეო ",აჯას ხვეწნითა არვებდა,
 იცოდა, რომე შეჯდომაკაეშანს მოაქარვებდა,
 ლერწმისა სარსა დასდრეკდა,გიშერსა დაიკარვებდა;
დადაიმორჩილა, ეამა,არ ივაგლახა, არ ვებდა.
892/892
 ცხადად უთხრა: "შევჯდებიო,მომიყვანე ცხენი წინა".
 მან მოჰგვარა, წყნარად შესვა,არ სიჩქარით ააქშინა;
 მინდორთაკე წაიყვანა,ტანი მჭევრი აძრვევინა,
დახანი წავლეს, სიარულმანმოჯობება დააჩინა.
893/893
 შეაქცევს და ეუბნებისსაუბართა^ შვენიერთა,
 მისთვის სძრვიდა სასაუბროდმათ ბაგეთა ძოწის-ფერთა,
 მისი სმენა გააყრმობდა^მსმენელისა ყურთა ბერთა;
დამოიშორვა კაეშანი,დათმობავე შეაერთა.
894/894
 რა შეატყო^ მოჯობება მან,სევდისა მუფარახმან,
 გაანათლა პირი-ვარდისიხარულმან დაუსახმან,
 ცნობიერთა დასტაქარმან,უცნობოთა ოხრვა-ახმან;
დაცნობიერი სიტყვა უთხრაუცნობოსა რასმე მზრახმან.
895/895
 შე-რასმე-ჰყვეს საუბარსა^,სიტყვა ჰკადრა არ-მალული:
 "ერთსა რასმე მოგახსენებ,გამიცხადე დაფარული:
 ეგე სამხრე მისეული,შენ გაჩნია ვისგან წყლული,
დარაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს?თქვი, დავიღო მერმე სული".
896/896
 მან უთხრა: "სახე რა გითხრამის უსახოსა სახისა!
 ესეა ჩემი სიცოცხლე,ჩემი მომცემი ახისა,
 მჯობი ყოვლისა სოფლისა,წყლისა, მიწისა და ხისა;
დაარ-სასმენლისა მოსმენაარს უმჟავესი წმახისა".
897/897
 @ავთანდილ უთხრა: "ვლამოდიმართ მაგისისა თქმევასა;
 აწ რათგან გითქვამს, პასუხსაგკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა:
 სჯობს @ასმათისა არ-ლევამაგა სამხრის არ-ლევასა,
დაამად არ გიქებ საქმისაუარესისა რჩევასა.
898/898
 სამხრე გაბია ოქროსა,ოქრომჭედლისა დნობილი,
 უასაკო და უსულო,არ სიტყვიერი, ცნობილი;
 აღარად გინდა @ასმათი, -ნახე მართალი ბრჭობილი! -
დაპირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი,თვით მერმე შენი დობილი.
899/899
 თქვენს შუა მქმნელი საქმისა,შენგან ნახმობი დობისა,
 თქვენი შემყრელი მსახური,შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა,
 მისი გამზრდელი, გაზრდილი,მისთვის მიხდილი ცნობისა,
დაგლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ,შაბაშ მართლისა ბრჭობისა!"
900/900
 მან უბრძანა: "რაცა გითქვამს,უმართლე ხარ მეტის-მეტად:
 საბრალოა @ასმათ მისადმგონებლად და ჩემად მჭვრეტად;
 მე სიცოცხლე არ მეგონა,შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად,
დარათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ,თუცავე ვარ ჯერთცა რეტად".
901/901
 დაჰმორჩილდა. გაემართნეს@ავთანდილ და ამირბარი.
 ვერ მიგია ქება მათი,ვერა ქება საქებარი:
 კბილნი - ვითა მარგალიტნი,ბაგე - ვარდი ნაპობარი.
დაგველსა ხვრელით ამოიყვანსენა ტკბილად მოუბარი.
902/902
 ამას ეტყვის: "შენთვის დავსდებგონებასა, სულსა, გულსა,
 მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ,ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა;
 არას გარგებს სწავლულება^,თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:
დაარ იხმარებ, რას ხელსა ჰხდისაუნჯესა დაფარულსა?
903/903
 არას გარგებს შეჭირვება:რომ სჭმუნვიდე, რა გერგების?
 არ თურ იცი, უგანგებოდარა^ კაცი არ მოკვდების?
 მზისა შუქთა მომლოდინევარდი სამ დღე არ დაჭნების.
დაბედი ცდაა, გამარჯვება,ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების".
904/904
 მოახსენა: "ეგე სწავლაჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს, -
 გონიერთა მწვრთელი უყვარს,უგუნურთა გულსა ჰგმირდეს, -
 მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო,მეტის-მეტი რა მიმჭირდეს!
დაშენცა გჭირან ჭირნი ჩემნი,არ მამართლო, არ მიკვირდეს?
905/905
 ცვილსა ცეცხლის სიმხურვალეუგავს, ამად აენთების,
 მაგრა წყალსა არსით ახლავს,თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების;
 რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს,სხვათათვისცა ევარგების,
დათავიდაღმა რად არ იცი,გული ჩემი რაგვარ დნების!"
38მბობა /ტარიელისგან ლომ-ვეფხთ დახოცისა
906/906
 რა წამეკიდა, ყველაიწვრილად გიამბო ენითა,
 მერმეღა გაბრჭევ მართალიმაგა გულითა ბრძენითა;
 შენ მოგელოდი, მიმჭირდამოლოდინითა შენითა,
დაქვაბს ვეღარ გავსძელ, მინდორთამოვლა მომინდა ცხენითა.
907/907
 იმა ქედსა გარდავადეგ,შამბნი ისი მომეარნეს;
 ერთი ლომი ერთი ვეფხიშეკრბეს, ერთად შეიყარნეს,
 ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა,მათი ნახვა გამეხარნეს,
დამათ რა უყვეს ერთმანერთსა,გამიკვირდეს, შემეზარნეს.
908/908
 ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხნიმოვიდეს ორგნით რებულნი, -
 სახედ ვამსგავსე ^ მიჯნურთა,ცეცხლნი დამევსნეს დებულნი, -
 შეიყარნეს და შეიბნეს,იბრძოდეს გამწარებულნი,
დალომი სდევს, ვეფხი მიურბის,იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.
909/909
 პირველ ამოდ ილაღობეს,მერმე მედგრად წაიკიდნეს:
 თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს,სიკვდილსა არ დაჰრიდნეს;
 გამოჰრიდნა ვეფხმან გული, -დედათა-მცა გამოჰრიდნეს! -
დალომი მედგრად გაეკიდა,იგი ვერვინ დაამშვიდნეს.
910/910
 ლომსა დავუგმე ნაქმარი,ვარქვი: "არა ხარ ცნობასა,
 შენ საყვარელსა რად აწყენ?ფუ მაგა მამაცობასა!"
 ხრმალ-გამოწვდილი გავუხე,მივეც ლახვართა სობასა,
დათავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ,დავჰხსენ სოფლისა თმობასა.
911/911
 ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ,ვეფხი შევიპყარ ხელითა;
 მის გამო კოცნა მომინდა,ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა;
 მიღრინვიდა და მაწყენდაბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა,
დავეღარ გავუძელ, იგიცამოვკალ გულითა ხელითა.
912/912
 რაზომსაცა ვამშვიდებდი,ვეფხი ვერა დავამშვიდე,
 გავგულისდი, მოვიქნივე,ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე;
 მომეგონა, ოდეს ჩემსასაყვარელსა წავეკიდე;
დასულნი სრულად არ ამომხდეს,რად გიკვირს, თუ ცრემლთა ვჰღვრიდე!
913/913
 აჰა, ძმაო, მითხრობიაჭირი ჩემი, რაცა მჭირდა;
 სულთა დგმაცა არა მმართებს,ასრე გასლვა რად გიკვირდა?
 სიცოცხლესა გავეყარე,სიკვდილიცა დამიძვირდა".
დაესე სიტყვა დაასრულა,ყმამან სულთქვნა, ა-ცა-ტირდა.
914/914
 @ავთანდილცა მას თანავეტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა;
 უთხრა: "დათმე, ნუ მოჰკვდები,გულსა სრულად ნუ დასჭრი, და-!
 ღმერთი მაგას მოწყალეობს,თუცა ჭირმან არ გაგრიდა;
დათუმც უნდოდით ^ გასაყრელად,პირველ ერთად არ შეგყრიდა.
915/915
 სდევს მიჯნურსა ფათერაკი,საწუთროსა დაანავღლებს;
 მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს,ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;
 მიჯნურობა საჭიროა,მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
დაგასწავლულსა გააშმაგებს,უსწავლელსა გაასწავლებს".
39/ტარიელისაგან და /ავთანდილისგან ქვაბს მისლვა და /ასმათის ნახვა
916/916
 იტირეს და გაემართნეს,ქვაბისაკე თავნი არნეს;
 რა @ასმათმან დაინახნა,განაღამცა გაეხარნეს!
 მოეგება, მოტიროდა,ცრემლმან მისმან^ კლდენი ღარნეს,
დააკოცეს და ა-ცა-ტირდეს,კვლა ცნობანი ააჩქარნეს.
917/917
 @ასმათ თქვა: "ღმერთო, რომელიარ ითქმი კაცთა ენითა,
 შენ ხარ სავსება ყოველთა,აღგვავსებ მზეებრ ფენითა;
 გაქო, ვით გაქო, რა გაქო,არ-საქებელო სმენითა!
დადიდება შენდა, არ მომკალამათთვის^ ცრემლთა დენითა!"
918/918
 @ტარიელ ეტყვის: "ჰე^, დაო,მით ცრემლი აქა მდინია,
 საწუთრო ნაცვლად გვატირებს,რაც ოდეს გაგვიცინია.
 ძველი წესია სოფლისა,არ ახლად მოსასმინია.
დავა^ შენი ბრალი, დავ, თვარასიკვდილი ჩემი ლხინია!
919/919
 სწყუროდეს, წყალსა ვით დაღვრისკაცი უშმაგო, ცნობილი?
 მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს,რად ვარ ცრემლითა ლტობილი!
 უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის,აროდეს არ გახმობილი.
დავა^, წახდა ვარდი პობილი,ვა^, მარგალიტი წყობილი!"
920/920
 @ავთანდილსცა მოეგონამისი მზე და საყვარელი;
 იტყვის: "ჩემო, ვით ვეგებიმე უშენოდ სულთა მდგმელი?
 შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვისსიცოცხლეა სანანელი,
დაგითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანურა ცეცხლი მწვავს, რაგვარ ცხელი!
921/921
 ვარდი ამას ვით იაზრებს:მზე მომშორდეს, არ დავჭკნეო,
 ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების,რა ჩასვენდეს გორსა მზეო?
 გულო, გიჯობს, გაუმაგრდე,თავი სრულად გაიკლდეო,
დანუთუ მოგხვდეს ნახვა მისი,სულთა სრულად ნუ დაჰლეო".
922/922
 სული დაიღეს, დადუმდეს,ორთავე ცეცხლი სდებოდა;
 @ასმათი შეჰყვა, შევიდა,ცეცხლი მათებრვე ჰგზებოდა,
 დაუგო ტყავი ვეფხისა,რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა;
დაორნივე დასხდეს, უბნობდეს,რაცა მათ ეამებოდა.
923/923
 წვადი შეიწვეს, შეიქმნაპურობა მსგავსი ჟამისა,
 მუნ უპურობა პურობა,არ-სიდიადე ჯამისა,
 მას შეეხვეწნეს: "ჭამეო",ძალი არ ჰქონდა ჭამისა,
დაგასცოხნის, ლუკმა გასტყორცის,წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.
924/924
 ამოა რომე კაცი კაცსამოსა ეუბნებოდეს!
 მან გაუგონოს, რაცა თქვას,არ ცუდად წაუხდებოდეს,
 ცოტად ეგრეცა დაუვსებს,ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.
დადიდი ლხინია ჭირთა თქმა,თუ კაცსა მოუხდებოდეს.
925/925
 მას ღამესა ერთგან იყვნესიგი ლომნი, იგი გმირნი,
 იუბნეს და გააცხადნესთავის-თავის მათნი ჭირნი.
 რა გათენდა, კვლა დაიწყესსაუბარნი სიტყვა-ხშირნი;
დაერთმანერთსა გაუგონნესფიცნი პირველ დანაპირნი.
926/926
 @ტარიელ ეტყვის: "რად უნდასიტყვისა თქმა მრავალისა?
 რაცა შენ ჩემთვის გიქმნია,ღმერთი მზღველია ვალისა;
 კმა ზენაარი ზენარად,არ ნაქმარია მთრვალისა,
დაარ დაივიწყე მოყვრობამოყვრისა წარმავალისა.
927/927
 აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავკვლა წვითა უცხელესითა;
 მე რომე ცეცხლი მედების,არ ნაგზებია^ კვესითა.
 ვერ დამშრეტ^, შენცა დაიწვისოფლისა ქმნისა წესითა,
დაწადი, დაბრუნდი, შეიქეცმუნითვე, შენი მზე სით -ა.
928/928
 ვინ დამბადა, განკურნებაჩემი უჩანს მასცა ძნელად,
 ვისცა გესმის, გაიგონეთ,მით გაჭრილ ვარ ხელი ველად;
 რაცა ჰმართებს გონიერთა,ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,
დააწ ნობათი ხელობისამომხდომია^, მით ვარ ხელად".
929/929
 @ავთანდილ ეტყვის: "რა გითხრაპასუხი მაგა თქმულისა?
 შენვე თქვი, ეგეა სიტყვაკაცისა ბრძნად სწავლულისა:
 ღმერთსამცა ვით არ შეეძლოკვლა განკურნება წყლულისა?
დაიგია მზრდელი ყოვლისადანერგულ-დათესულისა!
930/930
 ღმერთსამცა ესე რად ექმნა,ეგეთნი დაებადენით,
 აღარ შეგყარნა, გაგყარნა,ხელი გქმნა^ ცრემლთა დადენით!
 სდევს ფათერაკი მიჯნურსა,გაჭვრიტეთ, გაიცადენით,
დათქვენ ერთმანერთსა არ მიხვდეთ^,მე სულნი ამომხადენით!
931/931
 ნეტარ, მამაცი სხვა რაა,არ გასძლოს, რაცა ჭირია!
 ჭირსა გადრეკა რად უნდა,რა სასაუბრო პირია!
 ნუ გეშის, ღმერთი უხვია,თუცა სოფელი ძვირია,
დარაცა^ მიწვრთიხარ, იწვართე;გკადრო, უწვრთელი ვირია.
932/932
 თუ რა გესმის, გაიგონე,ესე კმარის სწავლა სწავლად;
 ჩემსა მზესა დავეთხოვეთქვენს წინაშე წამოსავლად,
 მოვახსენე: "რათგან ჩემიშეუქმნია გული ავლად,
დაარას ვარგებ, არ დავდგები,სხვა^ ვიუბნო რაღა მრავლად?"
933/933
 მან მიბრძანა: "მადლიერ ვარ,კარგად ხარ და მამაცურად,
 შენგან მისსა^ გავლენასამე დავიჩენ სამსახურად".
 მისით კითხვით წამოსრულ ვარ,არ-მთრვალი და არ- მახმურად,
დააწ შევიქცე^, რა ვუამბო?რად მოვეო ჯაბან-ხრდლურად?
934/934
 მაგ საუბარსა ესე სჯობს,ისმინე ჩემი თხრობილი
 მქმნელი საქმისა ძნელისაკაციმცა იყო ცნობილი;
 ვერას ვერ შეიქმს^ ნაყოფსავარდი უმზეოდ ჭნობილი.
დაშენ ვერას ირგებ, მე გარგებ,ძმა ძმისა უნდა ძმობილი!
935/935
 სადაცა გწადდეს, მუნ იყავმითვე წესითა მაგითა,
 გწადდეს - გულითა ბრძენითა,გწადდეს - ცნობითა შმაგითა;
 მაგა ქცევითა ტურფითა,ანაგებითა ნაგითა,
დაოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე,არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.
936/936
 ამის მეტსა არას გნუკევ:წელიწადსა ერთსა მსგეფსსა
 აქავ^ ქვაბსა მომნახევდიმე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;
 ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ,დროსა ამას ვარდ-იეფსა,
დავარდთა ნახვა გაგაკრთობდეს,მართ ვითა-მცა ძაღლი ყეფსა.
937/937
 ამა დროსა გარდავსცილდე,აქავ ქვაბსა არ მოვიდე,
 ცან, ცოცხალი არ თურე ვარ,უღონიოდ მოვკვე კიდე;
 ეს ამისად ნიშნად კმარის,შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღვრიდე,
დამაშინ გწადდეს - იხარებდი,გწადდეს - ჭმუნვა გაიდიდე.
938/938
 აწ რაცა გკადრე, ამისთვისნუთუ შენ იყო მჭმუნავი!
 მოგშორდები და არ ვიცი,თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;
 არ, უთქმელობა არ ვარგ-ა,არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი,
დაარ ვიცი, ღმერთი რას მიზამს,ანუ ცა მიწყივ მბრუნავი".
939/939
 მან უბრძანა: "აღარ გაწყენ,არცა სიტყვა გამეტადდეს,
 არ მომისმენ, რაზომ გინდასაუბარი მიდიადდეს;
 თუ არ მოგყვეს საყვარელი,შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს,
დაბოლოდ ყოვლი დამალულისაქმე ცხადად გამოცხადდეს.
940/940
 არ დაიჯერო, მაშინ სცნაჩემთა საქმეთა ძნელობა;
 ჩემთვის ყველაი სწორია,გაჭრა და გაუჭრელობა;
 შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ,მრჯის რაზომ გინდა ხელობა,
დაუშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა,არ დია დღეთა გრძელობა!"
941/941
 საუბარი გარდასწყვიდეს,დააპირეს ესე პირი;
 ცხენსა შესხდეს, მოიარეს,თვითო მოკლეს ველს ნადირი;
 შემოიქცეს, აატირესგული, კვლაცა ანატირი,
დახვალ გაყრისა^ გონებამანსხვა მიჰმატა ჭირსა ჭირი.
942/942
 ლექსთა მკითხველნო^, თქვენნიმცა^თვალნი ცრემლისა მღვრელია!
 გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ,თუ გული გულსა^ ელია?!
 მოშორვება და მოყვრისაგაყრა კაცისა მკლველია,
დავინცა არ იცის, არ ესმის,ესე დღე რაგვარ ძნელია!
943/943
 დილა გათენდა, შესხდეს დამას ქალსა გაესალამნეს.
 @ტარიელ, @ასმათ, @ავთანდილთვალთაგან ცრემლნი დალამნეს;
 სამთავე ღაწვთა ალამნიარღავნის ფერად ალამნეს,
დამათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა,თავნი მხეცთავე ალამნეს.
944/944
 ქვაბი ჩავლეს და წავიდესზახილით ცრემლთა მდენანი,
 @ასმათ ტირს, მოსთქვამს: "ჰე ლომნო,ვისნი ვით მოგთქმენ ენანი!
 მზემან დაგწვნა და დაგდაგნაცისა მნათობნი ზენანი,
დავა ჭირნი ჩემნი ეზომნი!ვა სიცოცხლისა თმენანი!"
945/945
 მათ ყმათა, მუნით წასრულთა,იგი დღე ერთგან იარეს,
 ზღვის პირს მივიდეს,მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს,
 არ გაიყარნეს მას ღამით^,კვლა ცეცხლი გაიზიარეს,
დაერთმანერთისა შორს ყოფნაიტირეს, იმგლოვიარეს.
946/946
 @ტარიელს ეტყვის @ავთანდილ:"რუ გახმა ცრემლთა დენისა!
 რად მოიშორვე შენ @ფრიდონ,მომცემი მაგა ცხენისა?
 მუნით იცნობის ამბავი,ღონე მის მზისა ლხენისა,
დააწ მე მუნ მივალ, მასწავლეგზა ძმად-ფიცისა შენისა".
947/947
 @ტარიელ სიტყვით ასწავლისმხარსა @ფრიდონის გზისასა,
 მართ გააგონა, რაც ოდენშეეძლო ძალსა თქმისასა:
 "აღმოსავლითკე წადიო,პირსა იარე ზღვისასა,
დათუ ჰნახო, ჩემი უამბე,გკითხავს ამბავსა ძმისასა".
948/948
 თხა მოკლეს და მიითრიეს,ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა,
 სვეს და ჭამეს, რაცა ჭამაშეჰფერობდა მათსა ჭირსა;
 მას ღამესა ერთად იყვნეს,ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა.
დავჰგმობ მუხთალსა საწუთროსა,ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.
949/949
 ცისკრად ადგეს გასაყრელად,ერთმანერთსა მოეხვივნეს^;
 მაშინ მათგან ნაუბარნი,დადნეს, ვინცა მოისმინნეს;
 თვალთა, ვითა წყაროს თვალნი,ცრემლნი ველთა მოადინნეს,
დადიდხან დგანან შეჭდობილნი^,მკერდი მკერდსა შეარკინეს.
950/950
 გაიყარნეს ტირილით დაპირსა ხოკით, თმათა გლეჯით,
 ერთი აღმა, ერთი ჩაღმა,უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით;
 ვირე უჩნდა ერთმანერთი,იზახდიან პირსა ბღნეჯით;
დაიგი ნახნეს დაღრეჯილნი,მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით.
40წასლვა /ავთანდილისგან /ფრიდონისასა
951/951
 ვა, სოფელო, რას შიგან ხარ,რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
 ყოვლი შენი მონდობილინიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
 სად წაიყვან სადაურსა,სად აღუფხვრი^ სადათ ძირსა!
დამაგრა ღმერთი არ გასწირავსკაცსა, შენგან განაწირსა.
952/952
 @ავთანდილ მისი გაყრილიტირს, ხმა მისწვთების ცათამდის^,
 იტყვის, თუ: "ღვარი სისხლისაკვლაცა მდენია, კვლაცა მდის;
 აწ აგრე გაყრა ძნელია,ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის.
დაკაცი არ ყველა სწორია,დიდი ძეს კაცით კაცამდის".
953/953
 ველს მაშინ მხეცნი ძღებოდესსისხლითა მუნ ნატირითა;
 ვერ დაივსებდა სახმილსა,იწვის ცეცხლითა ხშირითა;
 კვლა @თინათინის გონებაავსებს უფრო-რე ჭირითა;
დაბაგეთათ^ ვარდსა ანათობსბროლი ძოწისა ძირითა.
954/954
 ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა,ალვისა შტო ირხეოდა;
 ბროლი და ლალი გათლილილაჟვარდად გარდიქცეოდა;
 გაჰმაგრებოდა სიკვდილსა,ამისთვის არ უმხნეოდ -ა;
დაიტყვის, თუ: "ბნელი რას მიკვირს,რათგან დამაგდე, მზეო, და-!"
955/955
 მზესა ეტყვის: "მზეო, გიტყვი@თინათინის ღაწვთა დარად,
 შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს,თქვენ ანათობთ მთად და ბარად;
 ხელსა მალხენს ნახვა შენი,ამად გიჭვრეტ არ-დამცთარად,
დამაგრა ჩემი რად დააგდეთგული ცივად, გაუმთბარად?
956/956
 თუ ერთისა მოშორვებამზისა ზამთრის გაგვამცივნებს,
 მე, გლახ, ორნი დამიყრიან,გული ამად რად არ ივნებს?
 მაგრა კლდესა არა^ შესწონს,არაოდეს არ იმტკივნებს;
დაწყლულსა დანა ვერა ჰკურნებს,გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს".
957/957
 მიმავალი ცასა შესტირს,ეუბნების, ეტყვის მზესა:
 "აჰა, მზეო, გეაჯებიშენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა,
 ვინ მდაბალთა გაამაღლებ,მეფობისა მისცემ, სვესა,
დამე ნუ გამყრი საყვარელსა,ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!
958/958
 მო, ზუალო, მომიმატეცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,
 გული შავად შემიღებე,სიბნელესა მიმეც ხშირსა,
 შემომყარე კაეშანი,ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,
დამას უთხარ, თუ: "ნუ გასწირავ,შენია და შენთვის ტირსა".
959/959
 ჰე მუშთარო, გეაჯებიშენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა,
 მო და უყავ სამართალი,გაებრჭობის გული გულსა;
 ნუ ამრუდებ უმართლესსა,ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
დამართალი ვარ, გამიკითხე!რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?
960/960
 მოდი, მარიხო, უწყალოდდამჭერ ლახვრითა შენითა,
 შე-ცა-მღებე და შემსვარეწითლად სისხლისა დენითა,
 მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი,მას გააგონენ ენითა,
დარაგვარ გასრულ ვარ, შენ იცი,გული არღარას ლხენით-ა.
961/961
 მოდი, ასპიროზ, მარგე რა,მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,
 ვინ მარგალიტსა გარეშემოსცავს ძოწისა ბაგითა;
 შენ დააშვენებ კეკლუცთადაშვენებითა მაგითა,
დავისმე ჩემებრსა დააგდებ,გაჰხდი ცნობითა შმაგითა.
962/962
 ოტარიდო, შენგან კიდეარვის მიგავს საქმე სხვასა:
 მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს,შემიყრის და მიმცემს წვასა;
 დაჯე წერად ჭირთა ჩემთა,მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,
დაკალმად გიკვეთ გაწლობილსატანსა, წვრილსა ვითა თმასა.
963/963
 მო, მთვარეო, შემიბრალე,ვილევი და შენებრ ვმჭლდები,
 მზე გამავსებს, მზევე გამლევს,ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები;
 მას უამბენ სჯანი ჩემნი,რა მჭირს, ანუ რაგვარ ვბნდები,
დამიდი, უთხარ, ნუ გამწირავს,მისი ვარ და მისთვის ვკვდები.
964/964
 აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი,შვიდნივე მემოწმებიან:
 მზე, ოტარიდი, მუშთარიდა ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
 მთვარე, ასპიროზ, მარიხიმოვლენ და მოწმად მყვებიან.
დამას გააგონნენ, რანიცაცეცხლნი უშრეტნი მდებიან".
965/965
 აწ გულსა ეტყვის: "ვითამცაგდის ცრემლი, არ გაგხმობია,
 რას გარგებს მოკლვა თავისა?ეშმა ძმად თურე გძმობია;
 მეც ვიცი, ჩემსა ხელ-მქმნელსათმად ყორნის ბოლო სთმობია,
დამაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ,ლხინი რა დასათმობია!
966/966
 თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, -სიცოცხლისა იტყვის თუსა-
 ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა,ნუ ვიზახი მიწყივ უსა".
 მიიმღერის^ ხმასა ტკბილსა,არ დასწყვეტდის^ ცრემლთა რუსა,
დამისსა ხმასა თანა ხმაცაბულბულისა ჰგვანდის ბუსა^.
967/967
 რა ესმოდის მღერა ყმისა,სმენად მხეცნი მოვიდიან,
 მისვე ხმისა სიტკბოსაგანწყლით ქვანიცა გამოსხდიან,
 ისმენდიან, გაჰვირდიან,რა ატირდის, ატირდიან;
დაიმღერს ლექსთა საბრალოთა,ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.
968/968
 მოვიდიან შესამკობლადქვეყნით ყოვლნი სულიერნი:
 კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი,ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი,
 ინდო-არაბ-საბერძნეთით,მაშრიყით და მაღრიბელნი,
დარუსნი, სპარსნი, მოფრანგენიდა მისრეთით მეგვიპტელნი.
41მისლვა /ავთანდილისგან /ფრიდონისასა
969/969
 ყმა მტირალი სამოც-ათ დღეზღვისა პირსა მივა გზასა;
 შორით ნახნა^ მენავენი,მოდიოდეს^ შიგან ზღვასა;
 მოიცადა, ჰკითხა: "ვინ ხართ,თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა,
დაეს სამეფო ვისი არის,ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა?"
970/970
 მათ მოახსენეს: "ტურფაოსახით და ანაგებითა,
 გვეუცხოვე და გვეკეთე,მით გეუბნებით ქებითა;
 აქამდის ზღვარი თურქთაა,მოზღვრე @ფრიდონის ზღვებითა;
დაჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ,თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.
971/971
 @ნურადინ-ფრიდონ მეფეაამა ქვეყნისა ჩვენისა,
 მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი,ფიცხლა მომხლტომი ცხენისა;
 ვნება არავის არ ძალ-უცმის მზისა ოდნად მშვენისა,
დაიგია ჩვენი პატრონი,მსგავსი ცით შუქთა მფენისა".
972/972
 ყმამან უთხრა: "ძმანო ჩემნო,კარგთა კაცთა გარდგეკიდე;
 მე მეფესა თქვენსა ვეძებ,მასწავლეთ, თუ სით წავიდე,
 რა ვიარო, ოდეს მივალ,ან გზასა აქვს რა სიდიდე?"
დამენავეთა უწინამძღვრეს,არ დააგდეს ზღვისა^ კიდე.
973/973
 მოახსენეს: "ესე გზაა@მულღაზანზარს მიმავალი,
 მუნ დაგხვდების მეფე ჩვენიმშვილდ-ფიცხელი, მახვილ-ხრმალი;
 აქადაღმა ათ დღე მიხვალნაკვთად სარო, ფერად ლალი;
დავა, რად დაგვწვენ, უცხოს უცხორად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი?"
974/974
 ყმამან უთხრა: "მიკვირს, ძმანო,რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი,
 ანუ ეგრე ვით გეკეთნესზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი!
 თქვენმცა მაშინ გენახენით,ლაღნი ვდეგით, არ საპყრულნი!
დაჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით,ჩვენგან სხდიან მხიარულნი".
975/975
 კაცნი^ წავიდეს; დაბრუნდაყმა გზასა თავის-წინასა,
 ვისი ჰგავს ტანი საროსადა ვისი გული- რკინასა;
 მიაცორვებს და მიუბნობს,მოსთქვამს მისსავე ლხინასა,
დანარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს,ჩარცხის ბროლსა და მინასა.
976/976
 ვინცა გზას ნახნის უცხონი,ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან,
 მოვიდოდიან საჭვრეტლად,მას ზედა სტრფიალობდიან,
 ეძნელებოდის გაშვება,გაყრასა ძლივ დასთმობდიან,
დაგზის ყოლაუზი მისციან,ჰკითხის რა, უამბობდიან.
977/977
 @მულღაზანზარს მიეახლა,ადრე დაჰლევს გზასა გრძელსა;
 მინდორს ნახა სპა ლაშქართადა ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა,
 ყოვლგნით ალყა შემოეკრა,მოსდგომოდეს გარე ველსა,
დაისრიან და იზახიან,მხეცსა სჭრიან ვითა მჭელსა.
978/978
 კაცი ემთხვია; მას ჰკითხაამბავი მის ლაშქარისა,
 უბრძანა: "ისი ვისიახმა ზათქისა და ზარისა?"
 მან უთხრა: "@ფრიდონ ხელმწიფე,მეფე @მულღაზანზარისა,
დაიგი ნადირობს, შეუკრავსნაპირი ველ-შამბნარისა".
979/979
 მათ ლაშქართაკე წავიდამით უსახოთა ქცევითა,
 გამხიარულდა; შვენებამის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა!
 მისთა გამყრელთა დააზრობს,შემყრელთა დასწვავს მზე ვითა,
დანახოს, მჭვრეტელთა ახელებს,ტანი ლერწამობს რხევითა.
980/980
 მათ ლაშქართა ყოლბსა შუაორბი სითმე გარდმოფრინდა^;
 ყმამან ცხენით^ შეუტივა^,გაამაყდა, არ შეშინდა,
 შესტყორცა და ჩამოაგდო,დაეცა და სისხლი სდინდა,
დაგარდახდა და ფრთენი დასჭრნა,წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.
981/981
 იგი რა ნახეს, მესროლნისროლასა მოეშლებოდეს,
 ალყა დაშალეს, მოვიდეს,მოეხვეოდეს, ბნდებოდეს,
 იქით და აქათ უვლიდეს,ზოგნი უკანა ჰყვებოდეს,
დავერცა ჰკადრებდეს: "ვინ ხარო",ვერცა რას ეუბნებოდეს.
982/982
 მინდორსა შუა გორი დგა,@ფრიდონ მას ზედა დგებოდა;
 ღირსნი მას თანა სროლასაორმოცი კაცი ჰხლებოდა;
 მუნ დაემართა @ავთანდილ,მას თანა ყოლბი ჰყვებოდა.
და@ფრიდონს უკვირდა: "რა ქმნესო",მისთა სპათათვის წყრებოდა.
983/983
 @ფრიდონ მონა გამოგზავნა:"წა, ნახეო^ ისი სპანი,
 რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს,სად წადიან ვითა ბრმანი?"
 მონა ფიცხლა მოეგება,ნახა სარო, მორჩი ტანი,
დადადგა, თვალნი გაურეტდეს,დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.
984/984
 @ავთანდილ ცნა, თუ: "ისიამოამბვედ ჩემად რებული.
 -უთხრა: "არქვი შენს პატრონსაეს ჩემი დავედრებული:
 ვარ უცხო ვინმე ღარიბი,საყოფთა მოშორვებული,
დაძმად-ფიცი @ტარიელისი,თქვენს წინა მომგზავრებული".
985/985
 მონა წავიდა @ფრიდონისთხრობად ამბვისა მისისად,
 უთხრა: "მზე ვნახე მოსრული,ჩანს მანათობლად დღისისად;
 ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ,თუ ბრძენთა ნახონ ისი სად;
და"ვარ ძმაო @ტარიელისიშეყრად @ფრიდონის მქისისად".
986/986
 რა "@ტარიელ" მოისმინა,@ფრიდონს ჭირი უსუბუქდა,
 თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს,გული უფრო აუჩუქდა,
 მონაქროლმან ვარდი დაზრა,წამწამთაგან ბუქი ბუქდა;
დაშეიყარნეს, ერთმანერთიმათგან იქო, არ გაუქდა.
987/987
 ფიცხლა იგი ქედი ჩავლო,ჩაეგება @ფრიდონ წინა;
 რა შეხედნა, ესე თქვა, თუ:"თუ არ მზეო, ისი ვინ- ა?"
 მას ჰმეტობდა, რაცა ქებამონისაგან მოესმინა;
დაერთმანერთსა გარდაუხდეს,ლხინმან ცრემლი აფრქვევინა.
988/988
 მოეხვივნეს ერთმანერთსა,უცხოებით არ დარიდონ;
 თვით უსახოდ @ფრიდონს ყმა დამოეწონა ყმასა @ფრიდონ;
 რა მჭვრეტელთა იგი ნახონ,მზე მათ თანა გააფლიდონ,
დამომკალ, ბაზარს სხვა მათებრიივაჭრონ რა, ანუ ყიდონ.
989/989
 @ფრიდონისებრნი მოყმენივინმცა ვით ვინ ეგებიან!
 მაგრა მას ახლავს^ ქებანი,მართ მეტი არ მიხჰვდებიან;
 მზე უჩინო იქმს მნათობთა,რა ახლოს შეიყრებიან,
დადღისით ვერ ნათობს სანთელიდა ღამით შუქნი ჰკრთებიან.
990/990
 ცხენთა შესხდეს, გაემართნეს,@ფრიდონისსა მივლენ სრასა.
 დაიშალა ნადირობა,მოეშალნეს მხეცთა სრვასა;
 @ავთანდილის ჭვრეტად სპანიიქით-აქათ იქმენ ჯრასა,
დათქვეს : "ასეთი ხორციელიშეუქმნია რაგვარ რასა?"
991/991
 ყმა @ფრიდონს ეტყვის : "ისწრაფი^,ვიცი, ამბვისა თხრობასა,
 გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, -ვინათგან ჰლამი ცნობასა, -
 ანუ სით ვიცნობ @ტარიელს,ანუ რად ვიტყვი ძმობასა,
დაიგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო,თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.
992/992
 მე ვარ ყმა @როსტან მეფისა,მოყმე @არაბეთს ზრდილობით,
 დიდი სპასპეტი, სახელადმიხმობენ @ავთანდილობით,
 ძე დიდებულთა დიდ-გვართა,ზრდილი მეფეთა შვილობით,
დასაკრძალავი და უკადრი,მყოფი არვისგან ცილობით.
993/993
 დღესა ერთსა მეფე შეჯდა,ნადირობას^ გამოვიდა;
 მინდორს ვნახეთ, @ტარიელი,ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა,
 გაგვიკვირდა, გვეუცხოვა,ვაწვიეთ და არ მოვიდა,
დაჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით,მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.
994/994
 მეფემან სპანი შეპყრობადშეუზახნა და წყრებოდა;
 მან უჭირველად დახოცნა,ომი არ მისჭირდებოდა,
 ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწადა ზოგთა სული ჰხდებოდა;
დამუნღა ცნეს, ეტლი მთვარისარომე არ დაბრუნდებოდა.
995/995
 მათ სპათაგან ვერ-შეპყრობაცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა,
 თვით შესხდეს და შეუტივეს^ამაყთა და არას მკრძალთა.
 რა @ტარიელ მეფე იცნა,მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა,
დაცხენსა მისცნა სადავენი,დაგვეკარგა წინა თვალთა.
996/996
 ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ,დავსწამეთ ეშმაურობა.
 მეფე დაჭმუნდა, დაშალასმა, ნადიმობა, პურობა.
 მე ვეღარ გავსძელ მისისაამბვისა არ-დასტურობა,
დაგამოვიპარე საძებრად:მწვიდა ცეცხლი და მურობა.
997/997
 იგი ვძებნე წელსა სამსაარ ვიამე არცა ძილი.
 მათ მასწავლეს, ხატაელნივნახენ მისგან დაკოდილი;
 ვპოვე ვარდი მოყვითანე,შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი,
დაშემიტკბო და შემიყვარა,ვითა ძმა და ვითა შვილი.
998/998
 ქვაბნი წაუხმან დევთათვის,სრულად გაჰმესისხლებია;
 მუნ @ასმათ ახლავს მარტოსა,სხვა არვინ უახლებია;
 მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს,არ ახალ, არ ახლებია,
დავა ჰმართებს მისსა გაყრილსა,შავი ხლა თავსა ჰხლებია.
999/999
 ქალი მარტო ქვაბსა შიგანზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი;
 ყმა ნადირსა უნადირებს,ლომის ლეკვსა ვითა ლომი,
 მიართვამს და აგრე არჩენსიგი ერთგან ვერ-დამდგომი,
დამისგან კიდე სანახავადარა უნდა კაცთა ტომი.
1000/1000
 მე უცხოს უცხო მანატრამოსმენა სანატრელისა,
 მითხრა ამბავი მისი დამისისა სასურველისა.
 რა ჭირნი დათმნა, ვერ იტყვისაწ ენა ესე ხელისა,
დაჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტამისისა დამმარხველისა.
1001/1001
 ვითა მთვარე დაუდგომლადიარების, არ დადგების;
 მასვე ცხენსა შენეულსაზის, აროდეს გარდაჰხდების;
 არას ნახავს პირ-მეტყველსა,ვით ნადირი^ კაცთა ჰკრთების.
დავა მე, მისსა მგონებელსა,ვა მას, ვინცა მისთვის კვდების!
1002/1002
 მის ყმისა ცეცხლი მედების,დამწვა ცეცხლითა მისითა^;
 შემებრალნეს და გავშმაგდი,გავხე ცნობითა ვისითა^;
 მომინდა მისთა წამალთაძებნა ზღვითა და ქვიშითა^;
დაშევიქეც, ვნახენ მეფენი,მყოფნი გულითა მქისითა^.
1003/1003
 დავეთხოვე და გამიწყრა^,მეფე მიეცა ჭმუნვასა.
 დავყარენ ჩემნი ლაშქარნი,მით იზახიან მუნ ვასა;
 გამოვიპარე, დავეხსენსისხლისა ცრემლთა წურვასა,
დააწ ვეძებ მისთა წამალთა,ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.
1004/1004
 შენი მან მითხრა ამბავიმისგან ძმობისა შენისა,
 აწ მიპოვნიხარ უებრო,შენ - საქებელი ენისა;
 გამომირჩიე, სით მიჯობსძებნა მის მზისა ზენისა,
დამისთა მჭვრეტელთა ლხინისა,ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა".
1005/1005
 აწ @ფრიდონ იწვის სიტყვითამის ყმისა ნაუბარითა;
 ორნივე სწორად მოსთქმიდესმოთქმითა საქებარითა,
 გულ-ამოსკვნილნი გულითატირან ვერ-დამთმობარითა,
დამუნ ვარდსა წყლითა ცხელითარწყვენ ტევრთა საგუბარითა.
1006/1006
 ლაშქართა შიგან შეიქმნახმა ტირილისა დიდისა,
 ზოგთაგან ხოკა პირისა,ზოგთაგან სრევა რიდისა.
 @ფრიდონ ტირს, მოსთქვამს ხმა-მაღლად,გაყრილი წლისა შვიდისა:
და"უხანობა და სიცრუვე,ვა, საწუთროსა ფლიდისა!"
1007/1007
 @ფრიდონ მოსთქვამს: "რა შეგასხათ,ვერ-საქებო, ვერ-სათქმელო!
 ხმელთა მზეო, სამყაროსამზისა ეტლთა გარდამხმელო,
 მოახლეთა სალხინოო,სიცოცხლეო, სულთა მდგმელო,
დაცისა ეტლთა სინათლეო,დამწველო და დამანთქმელო!
1008/1008
 რა მოგეშორვე, მას აქათსიცოცხლე მომძულვებია;
 თუცა შენ ჩემად არა გცალს,მე შენთვის მომსურვებია;
 შენ უჩემობა ლხინად გიჩს,მე დია მიმჭირვებია,
დაოხერ სიცოცხლე უშენოდ,სოფელი გამარმებია!"
1009/1009
 @ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანიმოთქმითა შვენიერითა;
 სული დაიღეს, დადუმდეს,მივლენ არ თურე ღერითა.
 @ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებსტურთითა აერ-ფერითა,
დამელნისა ტბათა მიჯარვითჰბურავს გიშრისა ჭერითა.
1010/1010
 ქალაქს შევიდეს, მუნ დაჰხვდასრა მოკაზმული სრულითა,
 სახელმწიფოთა ყოვლითაგასაგებლითა სრულითა;
 მონანი ტურფად მოსილნიწესითა იყვნეს რულითა!
დაშეჰფრფინვიდიან @ავთანდილსგულითა სულ-წასულითა.
1011/1011
 შევიდეს და დიდი შექმნესჯალაბობა, არ ხალვათი:
 იქით-აქათ დიდებულნიწარიგებით ათჯერ ათი;
 თვით ორნივე ერთგან დასხდეს;ვითა ვინ თქვას ქება მათი!
დაბროლ-ბადახშსა აშვენებდაზოგან მინა, ზოგან სათი.
1012/1012
 დასხდეს, შეიქმნა პურობა,გაამრავლებდეს მახალსა,
 უმასპინძლებდეს @ავთანდილს,ვითა მზახალი მზახალსა,
 მოიღებდიან ჭურჭელსატურფასა, ახალ-ახალსა,
დამაგრა მის ყმისა მჭვრეტელთაგული მიეცა, გლახ, ალსა.
1013/1013
 მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდანადიმი მსმელთა დასისა.
 გათენდა, ბანეს @ავთანდილ,რიცხვი ძეს მუნ ატლასისა,
 შესამოსელი შეჰმოსესდრაჰკნისა ბევრ-ათასისა,
დაშეარტყეს წელთა სარტყელი,დაუდებელი ფასისა.
1014/1014
 ყმამან დაყვნა დღენი რამე,თუცა ყოვნას ვერა სთმობდა,
 @ფრიდონს თანა ნადირობას^გავიდის და თამაშობდა,
 სწორად ჰხოცდა შორს და ახლოს,თუ რას ხელსა მიაპყრობდა,
დამისი სროლა მშვილდოსანსაყველაკასა აწბილობდა.
1015/1015
 ყმა @ფრიდონს ეტყვის: "გესმოდესჩემი აწ მონახსენები:
 მე შენი გაყრა სიკვდილადმიჩს და მით თავსა ვევნები,
 მაგრა არა მცალს დღე-კრულსა,ცეცხლი მწვავს მოუთმენები,
დაგზა გრძელი, საქმე სასწრაფომიც, დია დავეყენები.
1016/1016
 მართალ-ა, შენი გამყრელითვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა,
 დღეს წაუვალი ვერა ვარ,მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა;
 დგომა მგზავრისა ცთომაა,კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა;
დასადა გინახავს იგი მზე,წამომყევ ზღვისა კიდესა".
1017/1017
 @ფრიდონ უთხრა: "დასაშლელიჩემგან არა არ გეთხრობის;
 ვიცი, რომე აღარა გცალს,შენ ლახვარი სხვა გესობის:
 წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს,შენი მტერი დაემხობის,
დამაგრა თქვი, თუ უშენობაჩემგან ვითა დაითმობის?
1018/1018
 ამას გკადრებ, არ ეგებისმარტოსაგან წასლვა შენი;
 თანა ყმათა წამოგატან,იმსახურენ, იახლენი,
 აბჯარი და საგებელი,ერთი ჯორი, ერთი ცხენი.
დაარ წაიტან, გაირჯებიღაწვი-ვარდი, ცრემლთა მდენი".
1019/1019
 მოასხნა ოთხნი მონანი,მისანდობელნი გულითა,
 სრული აბჯარი საკაცოქაფითა, საბარკულითა,
 სამოცი ლიტრა წითელიაწონით, არ-ნაკლულითა,
დაერთი ტაიჭი უებრო,მით უნაგრითა სრულითა.
1020/1020
 ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსასაგებელი აუკიდა;
 წავიდა და @ფრიდონ შეჯდა,მას თანავე გამოვიდა.
 აწ გაყრისა მომლოდნესაედებოდა ცეცხლი, სწვიდა,
დამოსთქვამს: "თუმცა მზე გვეახლა,ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა".
1021/1021
 ზარი მის ყმისა წასლვისაგახდა, მიეცნეს წუხილსა.
 მოატყდეს მოქალაქენი,ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა;
 ხმა ზახილისა მათისაჰგვანდა ჰაერთა ქუხილსა,
დაიტყოდეს: "მზესა მოვჰშორდით,მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!"
1022/1022
 ქალაქი გავლეს, მივიდესპირსა დიდისა ზღვისასა,
 მაშინ @ფრიდონის ნახულსა,ნასაჯდომევსა მზისასა,
 მუნ დაადენდეს ნაკადსასისხლისა ცრემლთა ტბისასა,
და@ფრიდონ უამბობს ამბავსამის მნათობისა ტყვისასა:
1023/1023
 "აქა მათ ზანგთა მონათამზე მოიყვანეს ნავითა,
 კბილ-თეთრი, ბაგე-ბადახში,სახედავითა შავითა;
 ცხენი გავქუსლე, გავაგეწაგვრა ხრმლითა და მკლავითა,
დაშორს მნახეს, ადრე გამექცეს,ნავი მფრინვალე ჩნდა ვითა".
1024/1024
 მოეხვივნეს ერთმანერთსა,გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი,
 აკოცეს და გაუახლდესმათ ორთავე მათნი წვანი,
 გაიყარნეს გაუყრელნიძმად-ფიცნი და ვითა ძმანი,
და@ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა,შემხედველთა მკლველი ტანი.
42წასლვა /ავთანდილისგან /ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა
1025/1025
 ყმა მიმავალი მიუბნობს,მსგავსი მთვარისა სრულისა.
 არს @თინათინის გონებამისად სალხენლად გულისა;
 იტყვის: "მოგშორდი, სიცრუე,ვა, საწუთროსა კრულისა!
დაშენ გაქვს წამალი ჩემისამამრთელებელი წყლულისა".
1026/1026
 რად სიცხე გულსა ნიადაგმწვავს გმირთა სამს ალებისა?
 რად გული კლდისა ტინისაშემქმნია სამ სალებისა?
 არ შეუძლია ლახვარსადაჩენა სამსა ლებისა,
დაყენ ხარ მიზეზი სოფლისაასრე გასამსალებისა".
1027/1027
 @ავთანდილ მარტო ზღვის პირსამივა ოთხითა მონითა,
 წამალსა @ტარიელისსაეძებს ყოვლითა ღონითა,
 დღისით და ღამით მტირალიიღვრების ცრემლთა ფონითა,
დაჩალად უჩს ყოვლი ქვეყანამისვე ჩალისა წონითა.
1028/1028
 სადაცა ნახნის, ეუბნის,მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი,
 ჰკითხის მის მზისა ამბავი;დღენი ვლნა გაასებულნი.
 ქედსა გარდადგეს, აქლემნიაუჩნდეს ლარ-კიდებულნი.
დამოქარავნენი ზღვის პირსადაყრით დგეს, შეჭირვებულნი.
1029/1029
 მუნ ქარავანი ურიცხვიმისდგმოდა ზღვისა კიდესა.
 შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს,ვერა დგეს, ვერცა ვლიდესა.
 ყმამან სალამი უბრძანა,ქებასა შეასსმიდესა,
დაჰკითხა, თუ: "ვინ ხართ, ვაჭარნო?" -მათ საუბარი ჰკიდესა.
1030/1030
 @უსამ იყო ქარავნისაუხუცესი, კაცი ბრძენი.
 მოახსენა ხოტბა სრული,დალოცა და უქნა ზნენი.
 ჰკადრეს: "ხმელთა სინათლეო^,შენ ამოხვე ჩვენი მლხენი,
დაჩამოხე და მოგახსენოთამბავი და საქმე ჩვენი".
1031/1031
 გარდახდა. ჰკადრეს: "ჩვენ ვართომობაღდადელნი^ ვაჭარნი,
 მაჰმადის სჯულის მჭირავნი,აროდეს გვისმან მაჭარნი,
 ზღვათა მეფისა ქალაქსასავაჭროდ გარდმონაჭარნი,
დასაქონელ-სრულნი, მდიდარნი,არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.
1032/1032
 ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსაკაცი უსულოდ მდებარე,
 ვუშველეთ, ენა მოეცასიტყვისა გამომგებარე;
 ვჰკითხეთ, თუ: "ვინ ხარ, ღარიბო,რასა საქმისა მძებარე?"
დაგვითხრა: "თუ შეხვალთ, დაგხოცენ;კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე?!"
1033/1033
 თქვა: "ქარავანი @ეგვიპტითგამოვემართეთ ერითა,
 ზღვასა შევედით ტვირთულნილარითა მრავალ-ფერითა,
 მუნ მეკობრეთა დაგვხოცნესძელით, სახნისის წვერითა;
დაყველაი წახდა, არ ვიცი,აქა მოსრულვარ მე რითა!"
1034/1034
 ლომო და მზეო, ესეამიზეზი აქა დგომისა,
 დაბრუნვებითა გვეცემისზიანი არ-საზომისა;
 შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ,ძალი არა გვაქვს ომისა,
დავერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ,ღონე წაგვსლვია რჩომისა".
1035/1035
 ყმამან უთხრა: "ვინცა ჭმუნავს,ცუდია და ცუდად სცთების!
 რაცა მოვა საქმე ზენა,მომავალი არ აგვცთების;
 მე მივინდობ სისხლთა თქვენთა,შემოვისხამ, და-ცა-მწვთების,
დავინცა გებრძვის, ხრმალი ჩემიმბრძოლთა თქვენთა დააცვთების".
1036/1036
 მოქარავნენი აივსნესსიხარულითა დიდითა,
 თქვეს: "ყმა ვინმეა ჭაბუკი,არა ჩვენებრვე რიდითა,
 აქვს თავისაგან იმედი,ვიყვნეთ გულითა მშვიდითა".
დაშევიდეს, ჩასხდეს ხვამალდსა,გაჰმართეს ზღვისა კიდითა.
1037/1037
 სიამოვნესა დარითაიარეს, არ სიძნელითა
 მათი ბადრაგა @ავთანდილუძღვის გულითა ქველითა.
 გამოჩნდა ნავი მეკობრედროშითა მეტად გრძელითა,
დამას ნავსა ნავთა სალეწლადსახნისი ჰგია ძელითა.
1038/1038
 კიოდეს და მოდიოდეს^,იზახდეს და ბუკსა ჰკრესა;
 შეუშინდა ქარავანიმათ ლაშქართა სიდიდესა;
 ყმამან უთხრა: "ნუ იშიშვითთქვენ იმათსა სიალფესა,
დაანუ დავჰხოც იმ ყველასა,ან სიკვდილი ჩემი დღეს-ა.
1039/1039
 უგანგებოდ ვერას მიზმენ,შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი;
 განგებაა, არ დავრჩები,ლახვარნია ჩემთვის მზანი;
 ვერ დამხსნიან ვერ ციხენი,ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი, -
დავინცა იცის ესე ასრე,ჩემებრვეა გულოვანი.
1040/1040
 თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ,ომისაცა უმეცარნი,
 შორს ისრითა არ დაგხოცნენ,ჩაიხშენით თანა კარნი;
 მარტო მნახეთ, ვით შევება,ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი!
დამეკობრისა ნავისანისისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი".
1041/1041
 ჩაიცვა ტანსა აბჯარიქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა.
 მას ხელთა კეტი რკინისაჰქონდა ხელითა ცალითა;
 ნავისა თავსა გულითაწადგა შიშ-შეუვალითა,
დავითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა,მტერნი დახოცნა ხრმალითა.
1042/1042
 კიოდეს იგი ლაშქარნი,ხმა მათი არ გაწყდებოდა,
 აძგერეს ძელი, რომელსაზედა სახნისი ჰგებოდა;
 ყმა ნავის თავსა უშიშრადქვე დგა, არ თურე კრთებოდა,
დაკეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა,სხვით არათ არ მოსტყდებოდა.
1043/1043
 ძელი მოსტყდა და @ავთანდილდარჩა ნავ-დაულეწელი;
 შეშინდეს იგი ლაშქარნი,გზა ძებნეს გარდსახვეწელი;
 ვეღარ გარდესწრნეს, დარდუხლტამტერთა მი და მო მლეწელი;
დაარ დარჩა კაცი ცოცხალიმუნ მისგან დაუფრეწელი.
1044/1044
 მათ ლაშქართა გულ-უშიშრადასრე ჰხოცდა, ვითა თხასა;
 ზოგი ნავსა შეანარცხის,ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა;
 ერთმანერთსა შემოსტყორცის,რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა;
დადაკოდილნი^ მკვდართა შუაიმალვიან, მალვენ ხმასა.
1045/1045
 გაუმარჯვდა ომი მათი,ვითა სწადდა მისსა გულსა.
 ზოგთა ჰკადრეს ზენაარი:"ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!"
 არ დახოცნა, დაიმონნა,დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა.
დამართლად იტყვის მოციქული:"შიში შეიქმს სიყვარულსა".
1046/1046
 კაცო, ძალსა ნუ იქადი,ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი!
 არას გარგებს ძლიერება,თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
 დიდთა ხეთა მოერევის,მცირე დასწვავს ნაბერწკალი,
დაღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს,შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.
1047/1047
 მუნ @ავთანდილ საჭურჭლენიმათეულნი დიდნი ნახნა,
 ნავი ნავსა შეატყუბა,ქარავანსა დაუზახნა.
 @უსამ ნახა მხიარული^, -გაეხარნეს, არ იახნა,
დაჰკადრეს^ ხოტბა ქებად მისად,სასახავნი დიდნი სახნა.
1048/1048
 @ავთანდილის მაქებელთაათასიმცა ენა ენდა!
 ვერმცა მათ თქვეს, ნაომრობაროგორ ტურფად დაუშვენდა;
 ქარავანმან იზრიალა^,თქვეს: "უფალო, მადლი შენდა!
დამზემან შუქნი შემოგვადგნა,ღამე ბნელი გაგვითენდა".
1049/1049
 მოეგებნეს, აკოცებდესთავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა;
 ჰკადრეს ქება უსაზომომას ტურფასა საქებელსა:
 - მისი^ ჭვრეტა გააშმაგებსკაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა:
და"შენგან დავჰრჩით ჩვენ ყველანიფათერაკსა ეზომ ძნელსა".
1050/1050
 ყმამან უთხრა: "მადლი ღმერთსა,შემოქმედსა, არსთა მხადსა,
 ვისგან ძალნი ზეციერნიგააგებენ აქა ქმნადსა,
 იგი იქმან ყველაკასა,იდუმალსა, ზოგსა ცხადსა;
დახამს ყოვლისა დაჯერება,ბრძენი სჯერა მოწევნადსა.
1051/1051
 ღმერთმან სულსა ეგოდენსათქვენ გათნია სისხლი თქვენი.
 მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი;თავით ჩემით რამცა ვქმენი?
 აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი,გავასრულენ, რაცა ვთქვენი;
დანავი სრულად საქონლითამომიღია, ვითა ძღვენი".
1052/1052
 ამოა, კარგსა მოყმესარა ომი გაჰმარჯვებოდეს,
 ამხანაგთათვის ეჯობნოს,ვინცა მას თანა-ჰხლებოდეს.
 მიულოცვიდენ, აქებდენ,მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს,
დაჰშვენოდეს დაკოდილობა,ცოტაი რამე ჰვნებოდეს.
1053/1053
 იგი ნავი მეკობრეთამას დღე ნახეს, არ ახვალეს,
 მუნ დებულთა საჭურჭლეთაამარიმცა ვით დათვალეს!
 მათსა ნავსა გარდმოიღეს,ნავი სრულად გარდმოცალეს;
დადალეწეს და ზოგი დაწვეს,შეშა დრამად არ გაცვალეს.
1054/1054
 @ავთანდილს @უსამ მოართვავაჭართა შემოთვლილობა:
 "შენგან ვართ გამაგრებულნი,
 რაცა გვაქვს, იგი შენია,ამას არ უნდა ცილობა,
დარასაცა მოგვცემ, გვიბოძე,გვიქმნია აქა ყრილობა".
1055/1055
 ყმამან შესთვალა: "ჰე, ძმანო,წეღანცა მოგისმენია,
 ღმერთსა შეესმა, ნაკადირაცა თქვენ თვალთა გდენია,
 მან დაგარჩინნა; მე რა ვარ?მე, გლახ, რა მომილხენია!
დარა გინდა მომცეთ, რას ვაქმნევ?მე ვარ და ჩემი ცხენია!
1056/1056
 მე თუცა რამცა^ მინდოდასაჭურჭლე დასადებელი,
 ჩემსაცა მქონდა ურიცხვი,უსახო ლარ-საგებელი;
 რას ვაქმნევ თქვენსა? რად მინდა?ოდენ ვარ თქვენი მხლებელი;
დასხვაგან რამე მიც სხვა საქმეთავისა წასაგებელი.
1057/1057
 აწ რაცა აქა ვიშოვესაჭურჭლე დაუთვალავი,
 რაცა ვის გინდა, წაიღეთ,არვისი ვიყო მლალავი,
 ერთსა ვიაჯი, მააჯეთსააჯო არ-საკრძალავი:
დასაქმე რამე მიც თქვენ შიგანთავისა დასამალავი.
1058/1058
 ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვითარ თქვენსა პატრონობასა,
 თქვით ^: "თავადია ჩვენი"-თქო^,ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა.
 მე სავაჭროსა ჩავიცვამ,დავიწყებ ჯუბაჩობასა;
დათქვენ შემინახეთ ნამუსი,თქვენსა და ჩემსა ძმობასა!"
1059/1059
 ესე საქმე ქარავანსაგაეხარნეს მეტად დია;
 მოვიდეს და თაყვანის-სცეს,ჰკადრეს: "ჩვენი იმედია,
 რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა,იგი თქვენვე გიაჯია,
დამას ვჰმსახუროთ, ვისი პირიმზისა პირად გაგვიცდია".
1060/1060
 მუნით წავიდეს, იარეს,არ თურე ხანსა ზმიდიან,
 მიჰხვდეს ტაროსსა ამოსა,ნიადაგ ამოდ ვლიდიან;
 შეჰფრფინვიდიან @ავთანდილს,ქებასა შეასხმიდიან,
დამას მარგალიტსა მას ყმასა,კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.
43ამბავი /ავთანდილისა /გულანშაროს მისლვისა
1061/1061
 ზღვა გაიარა @ავთანდილ,მივა ტანითა მჭევრითა.
 ნახეს ქალაქი, მოცული^გარე ბაღისა ტევრითა,
 გვარად უცხონი ყვავილნი,ფერითა ბევრის ბევრითა.
დამის ქვეყანისა სიტურფერა გაგაგონო ენითა^!
1062/1062
 მათ ბაღთა პირსა დააბესნავი საბლითა სამითა;
 @ავთანდილ ტანსა ჯუბანიჩაიცვნა, დაჯდა სკამითა;
 მოასხნეს კაცნი მზიდავნი,დამიზდებულნი დრამითა;
დაიგი ყმა ვაჭრობს, თავადობსდა თავსა მალავს ამითა.
1063/1063
 მოვიდა მისი მებაღე,ბაღსა იახლნეს^ რომელსა,
 მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვითპირსა, ელვათა მკრთომელსა;
 @ავთანდილ უხმო, ეუბნაკაცსა არ სიტყვა-მცთომელსა:
და"ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიანმეფესა აქა მჯდომელსა?
1064/1064
 წვრილად მითხარ ყველაკაი, -ყმა მას კაცსა ეუბნების, -
 რა ლარია უფრო ძვირად,ან იეფად რა იხსნების?"
 ჰკადრა: "ვხედავ, პირი შენიმზისა პირად მემეცნების;
დარაცა ვიცი, მართლად გკადრებ,მრუდი არა არ გემცნების.
1065/1065
 ესეა ზღვათა სამეფოთვისა ათისა სავლითა,
 თვით @გულანშარო ქალაქი,სავსე ტურფითა მრავლითა;
 აქ მოდის ტურფა ყველაიზღვა-ზღვა ნავითა მავლითა;
და@მელიქ-სურხავი ხელმწიფობს,სრული სვითა და დავლითა.
1066/1066
 აქა მოსლვითა გაყმდების,კაციცა იყო ბერები:
 სმა, გახარება, თამაში,ნიადაგ არნ სიმღერები,
 ზამთარ და ზაფხულ სწორადგვაქვს ყვავილი ფერად-ფერები;
დავინცა გვიცნობენ, გვნატრიან,იგიცა, ვინ-ა მტერები.
1067/1067
 დიდ-ვაჭარნი სარგებელსაამისებრსა ვერ ჰპოვებენ:
 იყიდიან, გაჰყიდიან,მოიგებენ, წააგებენ;
 გლახა თვე ერთ გამდიდრდების,სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ;
დაუქონელნი წელიწდამდის^საქონელსა დაიდებენ.
1068/1068
 მე ვარ მებაღე @უსენის,ვაჭართა უხუცესისა;
 ესეცა გკადრო ამბავი,საქმე მისისა წესისა:
 თვით ესე ბაღი მისია,თქვენი სადგომი დღესისა;
დაპირველ მას ჰმართებს ჩვენებაყოვლისა უტურფესისა.
1069/1069
 რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი,მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან,
 უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს,სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან,
 უტურფესთა სეფედ დასხმენ,ფასსა მუნვე დაუთვლიან;
დამათ მაშინვე ააზატებს,ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.
1070/1070
 თქვენებრთა საბატიოთა^მათ^ ჰმართებს გამოსვენება;
 დამყენებელთა უბრძანებს,ჰმართებდეს ვის დაყენება.
 აწ იგი აქა არ არის,რას მარგებს მისი ხსენება!
დაგამოგებვა და^ წაყვანამას ჰმართებს, თქვენი ქენება.
1071/1071
 @ფატმან ხათუნ შინა არის,ხათუნი და ცოლი მისი,
 პურად კარგი მასპინძელი,მხიარული^, არ თუ მქისი;
 მას ვაცნობო მოსლვა თქვენი,წაგიყვანოს ვითა თვისი;
დაწინა კაცთა მოგაგებებს,ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი".
1072/1072
 @ავთანდილ უთხრა: "წადიო,აგრე ქმენ, რაცა გწადიან".
 მებაღე მირბის, ახარებს,ოფლი^ ქვე მკრდამდის ჩასდიან.
 ხათუნსა უთხრა ამბავი:"მე ესე დამიქადიან:
დაყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთაშუქნი მზედ გაიცადიან.
1073/1073
 ვაჭარი ვინმე პატრონიარს ქარავნისა დიდისა,
 საროსა მსგავსი ნაზარდიდა მთვარე დღისა შვიდისა;
 ჰშვენის ჯუბა და მოხვევაძოწეულისა რიდისა.
დამე მიხმო, მკითხა ამბავიდა ნირი ლართა სყიდისა".   
1074/1074
 @ფატმან ხათუნს გაეხარნეს,გააგება მონა ათი,
 მოუკაზმნა ქარვანსრანი,დააყენა ბარგი მათი;
 შემოვიდა ღაწვი-ვარდი,ბროლ-ბადახში, მინა-სათი;
დამისთა მჭვრეტთა დაუსახესვეფხსა ტოტი, ლომსა - თათი.
1075/1075
 ზარი გახდა, შემოაკრბესქალაქისა ერნი სრულად,
 იქით-აქათ იჯრებოდეს^:"ვუჭვრიტოთო ამას რულად!"
 ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს,ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად;
დამათთა ცოლთა მოიძულვნეს,ქმარნი დარჩეს გაბასრულად.
1076/1076
 @ფატმან, ცოლი @უსენისი,გაეგება კართა წინა,
 მხიარულმან უსალამა,სიხარული დაიჩინა;
 ერთმანერთი მოიკითხეს,შევიდეს და დასხდეს შინა;
და@ფატმან ხათუნს მოსლვა მისი,შე- ვით -ვატყვე, არ ეწყინა.
1077/1077
 @ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე,არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი,
 ნაკვთად კარგი, შავ-გვრემანი^,პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი,
 მუტრიბთა და მომღერალთამოყვარული, ღვინის-მსმელი;
დადია ედვა სასალუქოდასაბურავ-ჩასაცმელი.
1078/1078
 მას ღამესა @ფატმან ხათუნუმასპინძლა მეტად კარგა.
 ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა,მიმღებელთა თქვეს, თუ: "ვარგ-ა".
 @ფატმანს მისი მასპინძლობაუღირს, ღმერთო, არ დაკარგა;
დასვეს და ჭამეს, დასაწოლადყმა გავიდა ღამით გარ, გა.
1079/1079
 დილასა ლარი ყველაიუჩვენა, გაახსნევინა,
 ტურფანი სეფედ გარდასხნა,ფასიცა დაათვლევინა,
 ვაჭართა უთხრა: "წაიღეთ!"აჰკიდა, გააწევინა,
დათქვა: " ვითა გინდა, ვაჭრობდით,ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა".
1080/1080
 ყმა ვაჭრულად იმოსების,არ ჩაიცვამს არას მისსა.
 ზოგჯერ უხმის @ფატმან მისსა,ზოგჯერ იყვის @ფატმანისსა;
 ერთგან სხდიან, უბნობდიანსაუბნარსა არა-მქისსა;
და@ფატმანს ჰკლვიდა უმისობა,@რამინისი ვითა @ვისსა.
44/ფატმანისგან /ავთანდილის გამიჯნურება
1081/1081
 სჯობს სიშორე დიაცისა,ვისგან ვითა დაითმობის:
 გილიზღებს და შეგიკვეთებს,მიგინდობს და მოგენდობის,
 მართ ანაზდად გიღალატებს,გაჰკვეთს, რაცა^ დაესობის,
დამით დიაცსა სამალავიარას თანა არ ეთხრობის.
1082/1082
 @ფატმან ხათუნს @ავთანდილისგულსა ნდომა შეუვიდა,
 სიყვარული მეტის-მეტიმოემატა, ცეცხლებრ სწვიდა.
 დამალვასა ეცდებოდა,მაგრა ჭირთა ვერ ჰმალვიდა,
დაიტყვის: "რა ვქმნა, რა მერგების?"- აწვიმებდა, ცრემლთა ჰღვრიდა.
1083/1083
 "მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს,შეხედვაცა დამიძვირდეს!
 თუ არა ვთქვა, ვეღარ გავსძლებ,ცეცხლი უფრო გამიხშირდეს.
 ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე,ერთი რამე გამიპირდეს;
დამას მკურნალმან ვერა ჰკურნოს,თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს".
45წიგნი /ფატმანისა /ავთანდილს თანა სამიჯნურო
1084/1084
 დაწერა წიგნი საბრალო,მის ყმისა მისართმეველი,
 მისისა მიჯნურობისა,მისთა პატიჟთა მცნეველი,
 მისთა მსმენელთა გულისაშემძრველი, შემარყეველი,
დაუსტარი შესანახავი,არ ცუდად დასახეველი:
1085/1085
 "ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგანმზედ სწადდი დასაბადებლად,
 მით შეგქმნა მოშორვებულთალხინად, არ ჭირთა მწადებლად,
 ახლოს შემყრელთა დამწველად,მათად ცეცხლისა მადებლად,
დამნათობთა შენი შეხედვატკბილად უჩს, დასაქადებლად.
1086/1086
 შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი,შენთვის საბრალოდ ბნდებიან,
 ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნირად არ შენ ზედა კრფებიან!
 შენი შვენება ყვავილთააჭნობს, ჩემიცა^ ჭნებიან,
დასრულად დამწვარ ვარ, თუ მზისაშუქნი არ მომესწრებიან.
1087/1087
 ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვითქვენსა ამისსა თხრობასა,
 მაგრა რა ვირგო დღე-კრულმან,სრულად გავჰყრივარ თმობასა,
 გული ვერ გასძლებს ნიადაგშავთა წამწამთა სობასა,
დათუ რას მეწევი, მეწიე,თვარა მივჰხდები ცნობასა!
1088/1088
 მე ვირე ამა წიგნისაპასუხი მომივიდოდეს,
 ვსცნობდე, გინდოდე საკლავად,ან ჩემი რა გაგვიდოდეს,
 მუნამდის გავსძლო სულთა დგმა,გული რაზომცა მტკიოდეს,
დასიცოცხლე, ანუ სიკვდილიგარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!"
1089/1089
 @ფატმან ხათუნ დაწერა დაგაუგზავნა წიგნი მისი.
 ყმამან ასრე წაიკითხა,და ვინმეა, ანუ თვისი;
 თქვა: "არ იცის გული ჩემი,ვინ მაშიკობს, ვისსა ვისი,
დარომე მიმიჩს სამიჯნურო^,რათ ვამსგავსო მე მას ისი!"
1090/1090
 თქვა: "ყვავი ვარდსა რას აქმნევს,ანუ რა მისი ფერია!
 მაგრა მას ზედა ბულბულსაჯერთ ტკბილად არ უმღერია.
 უმსგავსო საქმე ყოველი^მოკლეა^, მით ოხერია.
დარა უთქვამს, რა მოუჩმახავს,რა წიგნი მოუწერია!"
1091/1091
 ესეგვარი საზრახავიდაუზრახა გულსა შინა;
 მერმე იტყვის: "ჩემგან კიდეჩემი შემწე არავინ-ა;
 რასათვისცა გამოჭრილ ვარ,მისი ძებნა რათგან მინა,
დარათაცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქმ,გულმან სხვა-მცა რა ისმინა!
1092/1092
 ისი დიაცი აქა ზის,კაცთა მნახავი მრავალთა,
 მოსადგურე და მოყვარემგზავრთა, ყოველგნით მავალთა;
 მივჰყვე, მიამბობს ყველასა,გამავალ-შემომავალთა^,
დანუთუ რა მარგოს, მე მისიგარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა".
1093/1093
 თქვა: "დიაცსა ვინცა უყვარს,გაექსვის და მისცემს გულსა,
 აუგი და მოყივნებაარად შესწონს ყოლა კრულსა;
 რაცა იცის, გაუცხადებს,ხვაშიადსა უთხრობს სრულსა,
დამიჯობს, მივჰყვე, განაღ რასმევსცნობ საქმესა დამალულსა".
1094/1094
 კვლა იტყვის: "ვერვინ ვერას იქმს,თუ ეტლი არ მოსთმინდების;
 მით რაცა მინდა, არა მაქვს,მაქვს რაცა, არ მომინდების;
 ბინდის გვარია სოფელი,ესე თურ ამად ბინდდების,
დაკოკასა შიგან რაცა დგას,იგივე წამოდინდების!"
46წიგნი /ავთანდილისა /ფატმანს თანა
1095/1095
 მიუწერა: "წავიკითხეშენი წიგნი, ჩემი ქება.
 შენ მომასწარ, თვარა შენგანმე უფრო მჭირს ცეცხლთა დება.
 შენცა გინდა, მეცა მინდაგაუწყვედლად შენი ხლება,
დაშეყრა არის პირიანი,ორთავეა რათგან ნება".
1096/1096
 @ფატმანისსა ვერ გიამბობ,მოემატა რა სიამე!
 მიუწერა: "კმარის, რაცაუშენომან ცრემლი ვლამე,
 აწ ვიქმნები თავის წინა,აქა მპოვე მარტო სამე,
დამომისწრაფე შეყრა შენი,რა შეღამდეს, მოდი ღამე".
1097/1097
 მას ღამითვე საწვეველირა მიართვეს წიგნი ყმასა,
 შეღამდა და წა-ცა-ვიდა,სხვა ემთხვია მონა გზასა:
 "ამას ღამე ნუ მოხვალო,ვერა მპოვებ შენთვის მზასა".
დამას ეწყინა, არ დაბრუნდა,თქვა, თუ: "ჰგავსო ეგე რასა?"
1098/1098
 წვეული აღარ დაბრუნდაკვლა ზევე უკუწვევითა.
 @ფატმან ზის წყენით, შევიდა@ავთანდილ მარტო ხე ვითა,
 დიაცსა წყენა შეატყო^,ნახა შესლვითა, შე-, ვითა,
დავერ დაიჩინა შიშითადა მისითავე თნევითა.
1099/1099
 ერთგან დასხდეს და დაიწყესკოცნა, ლაღობა წყლიანი;
 შემოდგა კარსა ყმა ვინმეკეკლუცი, ტან-ნაკვთიანი,
 შემოვლო ახლოს, შემოჰყვამონა ხრმალ-დარაკიანი,
დადაჰკრთა, რა ნახა @ავთანდილ:ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი.
1100/1100
 @ფატმან რა ნახა, შეშინდა,ძრწის და მიეცა ძრწოლასა.
 მან გაკვირვებით უჭვრიტამათსა ლაღობა-წოლასა;
 უთხრა: "არ გიშლი, დიაცო,ფერთა მი და მო კრთოლასა,
დაგამითენდების, განანებმაგა მოყმისა ყოლასა!
1101/1101
 გამკიცხე, ბოზო დიაცო,და დამდევ გასათრეველად,
 მაგრა სცნობ ხვალე პასუხსამაგა საქმისა მზღვეველად:
 ვარ შენთა შვილთა შენითაკბილითა დამაჭმეველად,
დადავშალო, წვერთა ფუ მიყავ,ხელიღა ვრბოდე მე ველად!"
1102/1102
 ესე თქვა და კაცმან წვერთამოიზიდნა, გავლნა კარნი;
 @ფატმან შექმნა თავსა ცემა,ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი;
 ცრემლთა მისთა შეეყარნეს,წყაროსაებრ ისმნეს წკარნი;
დათქვა: "დამქოლეთ, მოდით, ქვითა,მომადეგით მომაკარნი.
1103/1103
 მოთსქვამს: "მოვკალ, თავი, ქმარი,ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი,
 იავარ-ვყავ საქონელი,უსახონი თვალნი თლილნი,
 გავეყარე საყვარელთა,ვა გამზრდელნი, ვა გაზრდილნი.
დაბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა,სიტყვანია ჩემნი წბილნი".
1104/1104
 ამას ყველასა @ავთანდილისმენდა გაცბუნვებული;
 უბრძანა: "რა გჭირს, რას იტყვი,რასთვის ხარ აგრე ვებული?
 რას დაგექადა იგი ყმა,რა ნახა შენგან კლებული?
დადადუმდი, მითხარ, ვინ იყო,ანუ რად საქმედ რებული?"
1105/1105
 დიაცმან უთხრა: "ჰე ლომო,ხელი ვარ ცრემლთა დენითა,
 ნურას ნუ მკითხავ ამბავსა,ვერცა რას გითხრობ ენითა;
 დავხოცენ შვილნი ხელითა,მით ვარ აღარას ლხენითა.
დათავი მოვიკალ უთმინოდსიყვარულითა შენითა.
1106/1106
 ესეგვარი დია მიჰხვდესსიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა,
 ხვაშიადთა ვერ-მმალავსა,უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა;
 ვაგლახითა მეწიენით,გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა,
დამკურნალმანცა ვერა ჰკურნოსთავისისა სისხლთა^ მხვრეტსა.
1107/1107
 ორისაგან ერთი ქმენით,ამის მეტსა ნურას ჰლამით:
 მო- ვითა -ჰკლავ იმა კაცსა,წადი, მოკალ მალვით ღამით,
 მე და სრულად სახლი ჩემიდახოცასა დაგვხსენ ამით!
დამოხვალ, გითხრობ ყველაკასა,მო- ვით-გითხრა ცრემლთა ლამით.
1108/1108
 თვარა ღამითვე ტვირთებიშენი წაიღე ვირითა,
 დააგდე ჩემი მიდამო,სრულად მიკრიფე, მი-, რითა.
 ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათაშენცა აგავსონ ჭირითა,
დათუ დარბაზს მივა იგი^ ყმა,შვილთა დამაჭმევს პირითა".
1109/1109
 რა ესე ესმა @ავთანდილსლაღსა, ბუნება-ზიარსა,
 ადგა და ლახტი აიღო,რა ტურფა რამე მხნე არსა!
 "ამა საქმისა ვერ-ცნობა, -თქვა, -ჩემი სიძუნწე არსა".
დანუ ეჭვ სულ-დგმულსა ქვეყანად,თუ ვითმე მისებრი არსა!
1110/1110
 @ფატმანს უთხრა: "კაცი მომეცმასწავლელად, წინამძღვარად,
 გზასა მართლად წამიყვანოს,თვარა მეშვლად მინდა არად;
 იმა კაცსა ვერა ვხედავმეომარად ჩემად დარად,
დარაცა ვუყო, მოგახსენებ,მომიცადე, იყავ წყნარად".
1111/1111
 მას მისცა მონა დიაცმანწინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად,
 კვლავე შეჰყივლა: "ვინათგანცეცხლი ცხელია აწ^ ნელად,
 თუ მო- ვითა -ჰკლა იგი ყმაჩემად გულისა მფხანელად,
დაბეჭედი ჩემი აცვია,მას გვედრებ მოსატანელად".
1112/1112
 @ავთანდილ გავლო ქალაქიმით უებროთა ტანითა;
 ზღვის პირსა სახლნი ნაგებნიდგეს ქვითა წითელ-მწვანითა,
 ქვეშეთკე სრითა ტურფითა,კვლა ზედათ ბანის-ბანითა,
დადიდროვანითა ტურფითა,მრავლითა თანის-თანითა.
1113/1113
 მუნ მიჰყავს პირ-მზე @ავთანდილმას, მისსა წინამძღომელსა;
 ხმა-მდაბლად ჰკადრებს: "ისიასრა მისი, ეძებ რომელსა".
 უჩვენებს, ეტყვის: "ჰხედაობანსა ზე და ქვე მდგომელსა?
დაიქი წევს ძილად, იცოდი,ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა".
1114/1114
 კარსა წინა დარაჯანიორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა.
 ყმა გავიდა, გაეპარა,დააგდებდეს ვირე ხმასა,
 თვითო ხელი ყელსა მიჰყო,მუნვე მისცა სულთა ხდასა,
დათავი თავსა შეუტაკა,გაურია ტვინი თმასა.
1115/1115
 იგი ყმა საწოლს მარტო წვაგულითა ჯავრიანითა;
 ხელ-სისხლიანი @ავთანდილშედგა ტანითა ჯანითა;
 ვერღა აესწრა, იდუმალმოკლა, ვერცა თუ ვცანითა,
დახელი მოჰკიდა, მიწასადაასკვნა, დაკლა დანითა.
1116/1116
 მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთამხეცი და ვითა ზარია.
 ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა,ქვესკნელს მიწათა გარია,
 ზღვათაკე სარკმლით^ გასტყორცა,ზღვისა ქვიშათა დარია,
დამისთვის არცაღა სამარე,არცა სათხარად ბარია.
1117/1117
 ხმა მათისა დახოცისაარ გაისმა არსით არა.
 წამოვიდა ვარდი ტკბილი,რასამცა ვით გაემწარა!
 ესე მიკვირს, სისხლი მათიასრე ვითა მოიპარა!
დარომე წეღან წამოევლო,გზა იგივე წაიარა.
1118/1118
 რა @ფატმანისსა შევიდალომი, მზე, მოყმე წყლიანი,
 უბრძანა: "მოვკალ, მან ყმამანდღე ვეღარ ნახოს მზიანი,
 თვით მონა შენი მოწმად მყავს,ფიცი აფიცე ღმრთიანი,
დააჰა თითი და ბეჭედი,და დანა მაქვს სისხლიანი.
1119/1119
 აწ მითხარ თუ: რას იტყოდი,რას გაშმაგდი ისრე რეტად?
 რას გექადდა ისი კაცი?მესწრაფების მეტის-მეტად".
 @ფატმან ფერხთა მოეხვია:"არა ღირს ვარ^ პირსა ჭვრეტად,
დაგამიმრთელდა გული წყლული,აწყა დავჯე ცეცხლთა შრეტად.
1120/1120
 მე და უსენი შვილითურთაწ ახლად დავიბადენით;
 ლომო, ქებანი შენნიმცაჩვენ ვითა ვადიადენით!
 ვინათგან სისხლთა იმისთადაღვრევა დავიქადენით,
დათავითგან გითხრობ ყველასა,თქვენ სმენად დაემზადენით".
47/ფატმანისგან /ნესტან-დარეჯანის ამბვის მბობა
1121/1121
 ამა ქალაქსა წესია:დღესა მას ნავროზობასა
 არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი,არცა ვინ წავა გზობასა;
 ყოველნი სწორად დავიწყებთკაზმასა, ლამაზობასა,
დადიდსა შეიქმენ^ მეფენიპურობა-დარბაზობასა.
1122/1122
 ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაცდარბაზს მიღება ძღვენისა,
 მათ საბოძვრისა ბოძებაჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;
 ათ დღემდის ისმის ყოველგნითხმა წინწილისა, ებნისა,
დამოედანს მღერა, ბურთობა,დგრიალი ცხენთა დგენისა.
1123/1123
 ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართაწაუძღვების, უსენ, წინა,
 მათთა ცოლთა მე წავასხამ,მაწვეველი არად მინა;
 დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით,მდიდარი თუ გლახა ვინ-ა,
დადარბაზს ამოდ გავიხარებთ,მხიარულნი მოვალთ შინა.
1124/1124
 დღე მოვიდა ნავროზობა,დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით;
 ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს,ავავსეთ და^ ავივსენით;
 ჟამიერად მხიარულნიწამოვედით ნებით ჩვენით,
დაკვლა დავსხედით გახარებად,უნებურნი არ ვიყვენით.
1125/1125
 ბაღსა შიგან თამაშობადსაღამოსა გავე ჟამსა,
 გავიტანე ხათუნები, -მათი ჭმევა ჩემგან ხამსა;
 მომყვებოდეს მომღერალნი,იტყოდიან ტკბილსა ხმასა,
დავიმღერდი და ვყმაწვილობდი,ვიცვალებდი რიდე-თმასა.
1126/1126
 იქ ბაღსა შიგან ტურფანისახლნი, ნატიფად გებულნი,
 მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი,ზღვას ზედა წაკიდებულნი,
 მუნ შევიტანენ ხათუნნი,იგი ჩემ თანა ხლებულნი,
დაკვლა დავიდევით ნადიმი,დავსხედით ამოდ შვებულნი.
1127/1127
 ვაჭრის ცოლთა მხიარულმანვუმასპინძლე ამოდ, დურად;   
 სმასა ზედა უმიზეზოდგავხე რამე^ უგემურად,
 რა შემატყვეს, გაიყარა,სხდომილ იყო რაცა პურად,
დამარტო დავრჩი, სევდა რამეშემომექცა გულსა მურად.
1128/1128
 უკმოვახვენ სარკმელნი დაშევაქციე პირი გზასა,
 ვიხედვიდი, ვიქარვებდიკაეშნისა ჩემგან ზრდასა,
 შორს ამიჩნდა ცოტა რამე,მოცურვიდა შიგან ზღვასა,
დამფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად,სხვას ვამსგავსე მე-მცა რასა!
1129/1129
 მაშორვიდა, ვერად ვიცან;მომეახლა, იყო ნავი;
 ორთა კაცთა, ტანად შავთა,თვით პირიცა ედგა შავი;
 იქით-აქათ მოსდგომოდეს,ახლოს^ უჩნდა ოდენ თავი,
დაგამოიღეს, გამიკვირდაიგი უცხო სანახავი.
1130/1130
 გამოზიდნეს იგი ნავი,გამოიღეს ბაღსა წინა,
 მიიხედნეს, მოიხედნეს,ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა,
 ვერა ნახეს სულიერი,ვერცა რამან შეაშინა;
დამე იდუმალ ვიხედვიდი,სულ-ღებული ვიყავ შინა.
1131/1131
 მით ნავიდაღმა მათ რომეგარდმოსვეს კიდობანითა,
 აჰხადეს, ქალი გარდმოხდაუცხოთა რათმე ტანითა,
 თავსა რიდითა შავითა,ქვეშეთ მოსილი მწვანითა,
დამზესა სიტურფედ ეყოფის,იყოს მისითა გვანითა.
1132/1132
 რა მობრუნდა ქალი ჩემკე,შემოადგეს სხივნი კლდესა,
 ღაწვთა მისთა ელვარებაელვარებდა ხმელთა, ზესა;
 დავიწუხენ თვალნი, ყოლავერ შევადგენ, ვითა მზესა,
დაუკმოვიხაშ კარი, ჩემგანმათი ჭვრეტა ვერა ცნესა.
1133/1133
 მოვიხმენ ოთხნი მონანი,ჩემსა წინაშე მდგომელნი,
 ვუჩვენე: "ჰხედავთ, ინდოთატყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი?
 ჩაეპარენით, ჩაედითწყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი,
დამოგყიდონ, ფასი მიეცით,რისაცა^ იყვნენ მნდომელნი.
1134/1134
 თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ,წაჰგვარეთ და დახოცენით,
 მოიყვანეთ ისი მთვარე,ქმენით კარგად, ეცადენით!"
 ჩემნი ყმანი ზედადაღმაჩაეპარნეს, ვითა ფრენით,
დადაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს,შავნი ვნახენ მეტად წყენით.
1135/1135
 მე სარკმელთა გარდავადეგ.რა შევიგენ, არ მოჰყიდეს,
 მევუზახენ: "დახოცენით!"დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს;
 იგი ზღვასა შეასრივნეს,შემოადგეს ქალსა, სცვიდეს;
დაჩავეგებე, გამოვჰგვარე,ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.
1136/1136
 რა გიამბო ქება მისი,რა სიტურფე, რა ნაზობა!
 ვფიცავ, რომე იგი მზეა,არა ჰმართებს მზესა მზობა!
 ვინ გაიცდის შუქთა მისთა,ვინ-მცა ვით ქმნა ნახაზობა!
დამე თუ დამწვავს, აჰა მზად ვარ,აღარ უნდა ამას მზობა!"
1137/1137
 ესე სიტყვა დაასრულა,@ფატმან იკრნა პირსა ხელნი;
 @ავთანდილსცა აეტირნეს,გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი;
 ერთმანერთი დაავიწყდა,მისთვის გახდეს ვითა ხელნი,
დაღვარმან, ზედათ მოდენილმან,გააწყალნა ფიფქნი თხელნი.
1138/1138
 მოიტირეს.ყმამან უთხრა:"ნუღარ გასწყვედ, გაასრულე".
 @ფატმან იტყვის: "მივეგებე,გული მისთვის ვაერთგულე,
 გარდვუკოცნე ყოვლი ასო,თავი ამად მოვაძულე,
დაზედა დავსვი ტახტსა ჩემსა,შევეკვეთე, გავესულე.
1139/1139
 ვჰკადრე: "მითხარ, ვინ ხარ, მზეო,ანუ შვილი ვისთა ტომთა?
 იმა ზანგთა სით მოჰყვანდიშენ, პატრონი ცისა ხომთა?"
 მან პასუხი არა მითხრამე სიტყვათა ესეზომთა,
დაას-ნაკეცი წყარო ვნახეცრემლთა, მისგან მონაწთომთა.
1140/1140
 რა მივაჭირვე კითხვითა,მეტითა საუბარითა^,
 გულ-ამოხვინჩვით ატირდამით რათმე ხმითა წყნარითა;
 ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთამოსდის გიშრისა ღარითა;
დამისი მწვრეტელი დავიწვი,გავხე გულითა მკვდარითა.
1141/1141
 მითხრა: "შენ ჩემთვის, დედაო,ხარ უმჯობესი დედისა,
 რას აქმნევ ჩემსა ამბავსა,ზღაპარი არის ყბედისა!
 ღარიბი ვინმე, შემსწრობივარ უბედოსა ბედისა;
დათუ რაცა მკითხო, ძალი-მცაგიგმია არსთა მხედისა!"   
1142/1142
 ვთქვი: "უჟამოდ არ წესიამოყვანა და მზისა ხმობა;
 მომყვანელი გაშმაგდებისდა წაუვა ერთობ ცნობა;
 ხმობა უნდა ჟამიერად,სააჯოსა ყოვლსა თხრობა.
დარად არ ვიცი ამა მზისასაუბრისა უჟამობა?"
1143/1143
 ავიყვანე იგი პირ-მზენაქები და ვერ ვთქვი უქი;
 სურვილმან და მზემან მისმან,ძლივ დავმალე მისი შუქი,
 ჩამოვჰბურე მრავალ-კეცისტავრა მძიმე, არ-სუბუქი;
დაცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს,წამწამთაგან მოქრის ბუქი.
1144/1144
 მოვიყვანე შინა ჩემსაიგი პირ-მზე ტანით ალვით,
 მოვუკაზმე სახლი ერთი,შიგან დავსვი მეტად მალვით;
 არვის ვუთხარ სულიერსა,შევინახე ფარვით, კრძალვით,
დაერთი ზანგი ვამსახურე;მე შევიდი, ვნახი ხალვით.
1145/1145
 ვით გიამბო საკვირველიმე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა,
 დღე და ღამე გაუწყვედლადტირილი და ცრემლთა ფრქვევა!
 შევეხვეწი: "დადუმდიო",წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა.
დააწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ,ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!
1146/1146
 შინა შევიდი, მას წინაედგის ცრემლისა გუბები,
 შიგან სისხლისა მორევსაეყრდნის გიშრისა შუბები,
 მელნისა ტბათათ ^იღვრებისსავსე სათისა რუბები,
დაშუა ძოწსა და აყიყსა^ჭვირს მარგალიტი ტყუბები.
1147/1147
 ჟამი ვერ ვპოვე კითხვისანიადაგ ცრემლთა ღვრისაგან,
 თუ-მცა მეკითხა: "ვინა ხარ^,ეგრე გასრული რისაგან?"
 მჩქეფრად სისხლისა ნაკადიმოსდის ალვისა ხისაგან,
დამას ხორციელი ვით^ გასძლებსსხვა, კიდეგანი ქვისაგან!
1148/1148
 არად უნდის საბურავი,არცა წოლა საგებლითა,
 მიწყივ იყვის რიდითა დამით ერთითა ყაბაჩითა,
 მკლავი მისი სასთაულადმიიდვის და მიწვის მითა,
დაძლივ ვაჭამი ცოტა რამეათასითა შეხვეწითა^.
1149/1149
 სხვა გიამბო საკვირველირიდისა და ყაბაჩისა;
 ვარ მნახავი ყოვლისავეუცხოსა და ძვირფასისა,
 მაგრა მისი არა ვიცი,ქმნილი იყო რაგვარ რისა:
დასილბო ჰქონდა ნაქსოვისადა სიმტკიცე - ნაჭედისა.
1150/1150
 მან ტურფამან სახლსა ჩემსაეგრე დაყო ხანი დიდი.
 ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა,შესმენისა მქონდა რიდი;
 ვთქვი: " თუ ვუთხრობ, ვიცი, დარბაზსგაამჟღავნებს ისი ფლიდი".
დაესე მეყო საგონებლად,კვლა შევიდი, კვლა გავიდი.
1151/1151
 ვთქვი: "თუ არ ვუთხრა, რა ვუყოჩემგან რა მოეგვარების?
 არცა რა ვიცი, რა უნდა,რა ვისგან მოეხმარების;
 ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს,ვეღარა მომეფარების;
დავითა დავმალო ნათელი,ვინ მზესა დაედარების?!
1152/1152
 მე, გლახ, მარტომან რა ვუყო,მიმატებს ცეცხლთა დებასა!
 მო და გავანდო, ნუ შევალ@უსენის შეცოდებასა;
 არ გამამჟღავნოს^, ვაფიცო,თუ მომცემს იმედებასა,
დასულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმსფიცისა გაცუდებასა.
1153/1153
 მივე მარტო, ქმარსა ჩემსაველაღობე, ველაციცე,
 მერმე ვუთხარ: "გითხრობ რასმე,მაგრა პირველ შემომფიცე,
 არვის უთხრა სულიერსა,საფიცარი მომეც მტკიცე".
დაფიცი ფიცა საშინელი:"თავიცაო კლდესა ვიცე!
1154/1154
 რაცა მითხრა, სიკვდილამდისარვის ვუთხრა სულიერსა,
 არა ბერსა, არა ყმასა,მოყვარესა, არცა მტერსა".
 მერმე ვუთხარ ყველაკაი@უსენს, კაცსა ლმობიერსა:
და"მოდი, მომყევ აქა სადმე^,მე, გიჩვენებ მზისა ფერსა".
1155/1155
 ადგა, ამყვა და წავედით,შევლენით კარნი სრისანი.
 @უსენ გაჰკვირდა, გა-ცა-კრთა,რა შუქნი ნახნა მზისანი;
 თქვა: "რა მიჩვენე, რა ვნახე,რანია, ნეტარ, რისანი?!
დათუ ხორციელი არის-მცა,თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!"
1156/1156
 ვთქვი, თუ: "არცა რა მე ვიციამისი ხორციელობა,
 რაცა არ გითხარ, მის მეტიარა მაქვს^ მეცნიერობა;
 მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის,ვისგან სჭირს ისი ხელობა,
დანუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ,ქმნას დიდი ლმობიერობა".
1157/1157
 მივედით, გვქონდა ორთავეკრძალვა მისისა კრძალისა;
 ვჰკადრეთ, თუ: "მზეო, სახმილიგვედების შენგან ალისა,
 გვითხარ, რა არის წამალიმთვარისა შუქ-ნამკრთალისა?
დარას შეუქმნიხარ ზაფრანადშენ, ფერად მსგავსი ლალისა?"
1158/1158
 რაცა ვჰკითსეთ, არა ვიცი,ესმა, ანუ არ ისმენდა:
 ვარდი ერთგან შეეწება,მარგალიტსა არ აჩენდა;
 გველნი მოშლით მოეკეცნეს,ბაღი შეღმა შე-რე-შენდა,
დამზე ვეშაპსა დაებნელა,ზედა რადმცა გაგვითენდა!
1159/1159
 ვერა დავჰყარეთ პასუხიჩვენ საუბრითა ჩვენითა:
 ვეფხი-ავაზა პირ-ქუშადზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა.
 კვლაცა ვაწყინეთ, ატირდამჩქეფრად ცრემლისა დენითა,
და"არა ვიციო, მიმიშვით!"-ეს ოდენ გვითხრა ენითა.
1160/1160
 დავსხედით და მას თანავევიტირეთ და ცრემლი ვლამეთ,
 რაცა გვეთქვა, შევინანეთ,სხვამცა რაღა შევიწამეთ!
 ძლივ ვიაჯეთ დადუმება,დავადუმეთ, დავაამეთ,
დაჩვენ მივართვით ხილი რამე,მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.
1161/1161
 @უსენ იტყვის: "ბევრ-ათასნიჭირნი ამან ამიხოცნეს;
 ესე ღაწვნი მზისად ხმანან,კაცთაგანმცა ვით იკოცნეს!
 უმართლეა, ვერ-მჭვრეტელმანთუ პატიჟნი იასოცნეს,
დამე თუ შვილნი მირჩევნიან,ღმერთმან იგი დამიხოცნეს!"
1162/1162
 მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი,წამოვედით სულთქვმით, ახით;
 შეყრა გვიჩნდის სიხარულად,გაყრა დიდად ვივაგლახით;
 ვაჭრობისა საქმისაგანმოვიცალით, იგი ვნახით,
დაგული ჩვენი^ გაუშვებლადდაეტყვევნეს მისით მახით.
1163/1163
 რა გარდახდა ხანი რამე,გამოვიდეს ღამე-დღენი,
 @უსენ მითხრა: "არ მინახავსძოღანდითგან მეფე ჩვენი.
 მივაზირებ, წავალ, ვნახავ,ვუდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი".
დამოვახსენე: "დია, ღმერთო,ბრძანებაა ეგე თქვენი!"
1164/1164
 @უსენ ტაბაკსა დააწყომარგალიტი და თვალები.
 დავჰვედრე: "დარბაზს დაგხვდებისდარბაზის ერი მთრვალები;
 ამა ქალისა ამბავსა,მომკალ, თუ არ ეკრძალები".
დაკვლა შემომფიცა: "არ ვიტყვი,თავსაცა მეცეს ხრმალები!"
1165/1165
 @უსენ მივიდა, ხელმწიფედაჰხვდა ნადიმად მჯდომელი-
 @უსენ არიფი მეფისა,მეფეა მისი მნდომელი-
 წინა მიისვა, შეიძღვნა,ძღვენი მიართვა რომელი.
დააწ ჰნახო მთრვალი ვაჭარი,ცქაფი, უწრფელი მწთომელი^.
1166/1166
 რა მეფემან @უსენს წინასვა მრავალი დოსტაქანი,
 კვლა შესვეს და კვლა აუვსნესსხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი.
 დაავიწყდეს იგი ფიცი,რა მუსაფი, რა მაქანი!
დამართლად თქმულა: "არა ჰმართებსყვავსა ვარდი, ვირსა რქანი".
1167/1167
 უთხრა დიდმან ხელმწიფემანუჭკუოსა @უსენს, მთრვალსა:
 "დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენადსით მოიღებ ამა თვალსა,
 მარგალიტსა დიდროანსა^,უმსგაცსოსა ჰპოვებ ლალსა?
დავერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან,ძღვენთა შენთა ნაათალსა".
1168/1168
 თაყვანის-სცა @უსენ, ჰკადრა:"ჰე მაღალო ხელმწიფეო,
 ზეცით შუქთა მომფენელო,მარჩენელო არსთა, მზეო!
 რაცა სხვა მაქვს, ვისი არისოქრო, თუნდა საჭურჭლეო?
დადედის მუცლით რა გამომყვა?მბოძებია თქვენგან მეო.
1169/1169
 ამას გკადრებ, თავმან თქვენმან,არა გმართებს მადლი ძღვნისა;
 სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი,შესართავი თქვენის ძისა;
 მას უცილოდ დამიმადლებთ,ოდეს ჰნახოთ მსგავსი მზისა,
დამაშინ მეტად გაამრავლოთთქვენ ბრძანება ნეტარძისა".
1170/1170
 რას ვაგრძელებდე! გატეხაფიცი, სიმტკიცე სჯულისა,
 უამბო პოვნა ქალისა,მჭვრეტთაგან მზედ სახულისა.
 მეფესა მეტად ეამა,მიეცა ლხინი გულისა,
დაუბრძანა დარბაზს მოყვანა,სრულ-ქმნა @უსენის თქმულისა.
1171/1171
 მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე,მუნამდის არ მიკვნესია.
 შემოდგა კარსა მეფისამონათა უხუცესია,
 თანა ჰყვა მონა სამოცი,ვით ხელმწიფეთა წესია,
დამოვიდეს; მეტად გავკვირდი,ვთქვი: "რამე საქმე ზესია".
1172/1172
 მისალამეს, "ფატმან! - მითხრეს -ბრძანებაა ღმრთისა სწორთა:
 დღეს რომელი @უსენ შესძღვნაქალი, მსგავსი მზეთა ორთა,
 აწ მოგვგვარე, წავიყვანოთ,ვლა არ გვინდა გზათა შორთა".
დაესე მესმა, დამტყდეს ცანი,რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.
1173/1173
 მე გაკვირვებით კვლა ვჰკითხე:"რა ქალი გინდა, რომელი?"
 მათ მითხრეს: "უსენ შემოსძღვნაპირი ელვათა მკრთომელი".
 არას მარგებდა, დაესკვნა^დღე ჩემი სულთა მხდომელი,
დაავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა,ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.
1174/1174
 შევე, ვნახე იგი ტურფამტირალად და ცრემლ-დასხმულად,
 ვჰკადრე: "მზეო, ბედმან შავმანვით მიმუხთლა, ჰხედავ, რულად!
 ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე,იავარ-მყო, ამფხვრა სრულად,
დაშემასმინეს, მეფე გითხოვს,ვარ ამისთვის გულ-მოკლულად".
1175/1175
 მან მითხრა: "დაო, ნუ გიკვირს,ეგე რაზომცა ძნელია!
 ბედი უბედო ჩემზედამიწყივ ავისა მქმნელია.
 კარგი რამ^ მჭირდეს, გიკვირდეს,ავი რა საკვირველია!
დასხვა-და-სხვა ჭირი ჩემ ზედაარ ახალია, ძველია".
1176/1176
 თვალთათ ^ ვითა მარგალიტიგარდმოყარა ცრემლი ხშირი,
 ადგა ასრე გულ-უშიშრად,ვეფხი იყო, ანუ გმირი,
 ლხინი ლხინად არად უჩნდა,მართ აგრევე ჭირად ჭირი.
დამთხოვა, გარე აჯიღითამოიბურა ტანი, პირი.
1177/1177
 შევე საჭურჭლეს, რომელსაფასი არ დაედებოდა,
 თვალ-მარგალიტი ავიღე,რაც ოდენ ამეღებოდა,
 თვითო და თვითო თვითოსაქალაქსა ეფასებოდა,
დამივე, მას წელთა შევარტყი,შავ-გული ვისთვის კვდებოდა.
1178/1178
 ვარქვი: "ჩემო, განაღ სადმეგეხმარების ესეგვარი".
 მათ მონათა ხელთა მივეციგი პირი, მზისა დარი.
 ცნა მეფემან, მოეგება;ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი;
დაიგი მივა თავ-მოდრეკითწყნარი, არას მოუბარი^.
1179/1179
 ზედა მოატყდა მჭვრეტელი,გახდა ზათქი და ზარები,
 ვერ იჭირვიდეს სარანგნი,მუნ იყო არ-სიწყნარები;
 იგი რა ნახა მეფემან,საროსა მსგავსი ნარები,
დაგაკრთომით უთხრა: "ჰე, მზეო,აქა ვით მოიგვარები?"
1180/1180
 ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნიშექმნნა თვალისა მფახველად;
 მეფემან ბრძანა: "გამხადანახული მე უნახველად,
 ღმრთისაგან კიდე ვინ-მც იყოკაცი ამისად მსახველად!
დაჰმართებს ამისთა მიჯნურთა,ხელნი თუ რბოდენ, გლახ^, ველად!"
1181/1181
 გვერდსა დაისვა, ეუბნატკბილითა საუბარითა^:
 "მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ,მოსრული ვისით ^ გვარითა?"
 მან არა გასცა პასუხიპირითა, მზისა დარითა;
დათავ-მოდრეკილი დაღრეჯითქვე ზის ცნობითა წყნარითა.
1182/1182
 არ ისმენდა მეფისასა,რასა გინდა უბრძანებდა,
 სხვაგან იყო გული მისი,სხვასა რასმე იგონებდა;
 ვარდი ერთგან შეეწება,მარგალიტსა არ აღებდა^,
დამჭვრეტნი მისნი გააკვირვნა,რასა-მცა ვინ იაზრებდა!
1183/1183
 მეფე ბრძანებს: "რა შევიგნათ,გული ჩვენი რით ^ იხსნების?
 ამა ორთა კიდეგანთა^აზრი არა არ იქმნების:
 ან ვისიმე მიჯნურია,საყვარელი ეგონების,
დამისგან კიდე არვისად სცალს,ვეღარცა ვის ეუბნების.
1184/1184
 ანუ არის ბრძენი ვინმე,მაღალი და მაღლად მხედი,
 არცა ლხინი ლხინად უჩანს,არცა ჭირი ზედას-ზედი;
 ვით ზღაპარი, ასრე ესმისუბედობა, თუნდა ბედი,
დასხვაგან არის, სხვაგან ფრინავს,გონება უც ვითა ტრედი.
1185/1185
 ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდესძე ჩემი გამარჯვებული,
 მე დავა ხედრო ესე მზე,და-, მისთვის დამზადებული;
 მან ათქმევინოს ნუთუ რა,ჩვენცა ვცნათ გაცხადებული,
დამუნამდის მთვარე შუქ-კრთომითჯდეს, მზისა მოშორვებული".
1186/1186
 ხელმწიფისა შვილსა გითხრობკარგსა ყმასა, გულოვანსა,
 უებროსა ზნედ და თვალად,შვენიერსა პირსა, ტანსა;
 მაშინ ლაშქარს წასრულ იყო,მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა,
დამამა მისთვის ამზადებდა მას,მნათობთა დასაგვანსა.
1187/1187
 მოიღეს, ტანსა ჩააცვესშესამოსელი ქალისა,
 მას ზედა შუქი მრავალიჩნდა მნათობისა თვალისა,
 დაადგეს თავსა გვირგვინიერთობილისა ლალისა,
დამუნ ვარდსა ფერი აშვენებსბროლისა გამჭვირვალისა^.
1188/1188
 მეფემან ბრძანა: "მოკაზმეთსაწოლი უფლის-წულისა!"
 დაუდგეს ტახტი ოქროსა,წითლისა მაღრიბულისა;
 ადგა თვით დიდი ხელმწიფე,პატრონი სრისა სრულისა,
დამას ზედა დასვა იგი მზე,ლხინი მჭვრეტელთა გულისა.
1189/1189
 უბრძანა ცხრათა ხადუმთადადგომად^ მცველად კარისად;
 ხელმწიფე დაჯდა ნადიმად,მსგავსად მათისა გვარისად;
 უბოძა @უსენს უზომომუქფად მის მზისა დარისად.
დასცემენ ბუკსა და ტაბლაკსამოსამატებლად ზარისად.
1190/1190
 გააგრძელეს ნადიმობა,სმა შეიქმნა მეტად გრძელი,
 ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის:"რა ბედი მიც ჩემი მკლველი!
 სადაური სად მოსრულ ვარ,ვის მივჰხვდები ვისთვის ხელი,
დარა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების,სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!"
1191/1191
 კვლაცა იტყვის: "ნუ დავაჭნობშვენებასა ვარდთა ფერსა,
 ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმანმომარიოს ჩემსა მტერსა!
 სიკვდილამდის ვის მოუკლავსთავი კაცსა მეცნიერსა?
დარა მისჭირდეს, მაშინ უნდანგონებანი გონიერსა!"
1192/1192
 ხადუმნი უხმნა, უბრძანა:"ისმინეთ"^, მოდით ცნობასა!
 მოღორებულ ხართ, დამცთარ ხართთქვენ ჩემსა პატრონობასა,
 დამცთარა თქვენი პატრონი^,ჩემსა თუ ლამის სძლობასა,
დაჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსაცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.
1193/1193
 არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად,ჩემი გზა კიდეგანია;
 მაშოროს ღმერთმან მამაცი,პირად მზე, სარო-ტანია!
 სხვასა რად მნუკევთ საქმესა?ჩემნი საქმენი სხვანია!
დათქვენ თანა ჩემი სიცოცხლეარ ჩემი შესაგვანია.
1194/1194
 უცილოდ თავსა მოვიკლავ,გულსა დავიცემ დანასა,
 თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი,სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა;
 ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე,მძიმე მარტყია ტანასა,
დამე გამაპარეთ, გამიშვით,თვარა დაიწყებთ ნანასა".
1195/1195
 შემოიხსნა მარგალიტი,შემოერტყა რაცა თვალი,
 მოიხადა გვირგვინიცაგამჭვირვალი^ ერთობ ლალი;
 მისცა, უთხრა: "გამომიღეთ,გეაჯები გულ-მხურვალი,
დამე გამიშვით, ღმერთსა თქვენსამიავალეთ დიდი^ ვალი".
1196/1196
 მონათა მიჰხვდა სიხარბემის საჭურჭლისა ძვირისა,
 დაჰვიწყდა შიში მეფისა,ვითა ერთისა გზირისა,
 გამოპარება დაასკვნესმის უებროსა პირისა.
დანახეთ, თუ ოქრო რასა იქმს,კვერთხი ეშმაკთა ძირისა!
1197/1197
 რა ოქრო მისთა მოყვასთააროდეს მისცემს ლხენასა,
 დღედ სიკვდილამდის სიხარბეშეაქმნევს კბილთა ღრჭენასა:
 შესდის და გასდის, აკლია,ემდურვის ეტლთა რბენასა,
დაკვლა აქა სულსა დააბამს,დაუშლის აღმაფრენასა.
1198/1198
 რა ხადუმთა აუსრულესსაქმე მისი საწადელი,
 ერთმან ტანსა აიხადა,მისცა მისი ჩასაცმელი,
 სხვანი კარნი გამოარნეს,იჯარვოდა დარბაზს მსმელი.
დადარჩა მთვარე გავსებული,გველისაგან ჩაუნთქმელი^.
1199/1199
 მონანიცა გარდიხვეწნეს,გაიპარნეს მასვე თანა.
 ქალმან კარსა დამირეკა,@ფატმანობა ჩემი ბრძანა.
 გავე, ვიცან, მოვეხვიე,გამიკვირდა მეცა განა!
დაშინა ყოლა არ შემომყვა:"რად მაწვეო?", შემანანა.
1200/1200
 მიბრძანა: "თავი ვიყიდემოცემულითა შენითა,
 მუქაფა ღმერთმან შემოგზღოსმოწყალებითა ზენითა!
 ვეღარ დამმალავ, გამიშვი,ფიცხლავ გამგზავნე ცხენითა,
დასადამდის სცნობდეს ხელმწიფე,კაცთა მომწევდეს რბენითა".
1201/1201
 შევე ფიცხლავ საჯინიბოს,ავხსენ ცხენი უკეთესი,
 შევუკაზმე, ზედა შევსვიმხიარული, არ მოკვნესი;
 ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდესმზე, მნათობთა უკეთესი^.
დაწახდა ჩემი ჭირნახული,ვერ მოვიმკე, რაცა ვსთესი.
1202/1202
 დღე მიიყარა, ხმა გახდა,მოვიდა მისი მდევარი,
 მოიცვეს შიგან ქალაქი,შეიქმნა მოსაწევარი;
 მე მკითხეს, ვარქვი: "თუ ჰპოვოთმუნ სასლსა, სადა მე ვარი,
დამეფეთა ვიყო შემცოდედა მათთა სისხლთა მზღვევარი!"
1203/1203
 მონახეს, ვერა შეიგნეს,შეიქცეს დაწბილებულნი,
 მას აქათ იგლოვს ხელმწიფედა ყოვლნი მისნი^ ხლებულნი.
 დაჰხედენ დარბაზის ერთა!შევლენ ისფრითა ღებულნი:
და"მზე მოგვეშორვა, მას აქათჩვენ ვართ სინათლე-კლებულნი.
1204/1204
 მის მთვარისა სადაობაკვლა გიამბო, საქმე კვლაცი;
 აწ უწინა ესე გითხრა,რას მექადდა ისი კაცი:
 მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი,იგი იყო ჩემი ვაცი.
დაკაცსა დასვრის უგულობადა დიაცსა ბოზი ნაცი.
1205/1205
 მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა,მჭლე არის და თვალად ნასი.
 ისი კაცი ჭაშნაგირიდარბაზს იყო მეტად ხასი;
 ჩვე გვიყვარდა ერთმანერთი,არ მაცვია თუცა ფლასი,
დანეტარძი ვინ სისხლი მისიშემახვრიტა ერთი თასი!
1206/1206
 ესე ამბავი მას თანავთქვი დიაცურად, ხელურად:
 ჩემსავე მოსლვა მის მზისადა გაპარება მელურად.
 გამჟღავნებასა მექადდაარ მოყვარულად, მტერულად,
დააწ ისრე მკვდარსა ვიგონებ,იშ, თავი ვისსენ მე რულად!
1207/1207
 დამექადის, რაზომჯერცაწავიკიდნით თავის წინა.
 ოდეს მეხმე, არ მეგონამე იმისი ყოფა შინა;
 მოსრულიყო, მოსლვა ეთქვა;შენცა მოხვე, შემეშინა,
დაამად გკადრე: "ნუ მოხვალო",მოგაგებე მონა წინა.
1208/1208
 აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით,შუქნი თქვენ ჩემთვის არენით;
 შეიყარენით ორნივე,ჩემზედა დაიჯარენით;
 ამად შევშინდი, ღონენივეღარა მოვაგვარენით,
დაიმას, გლახ, ჩემი სიკვდილიგულითა სწადდა, არ ენით.
1209/1209
 თუ-მცა ისი არ მოგეკლა,მისრულიყო დარბაზს ვითა,
 შემასმენდა ჯავრიანი,გული ედვა ცეცხლებრ წვითა;
 მეფე მწყრალი გარდასწმედდასახლსა ჩემსა გარდაგვითა,
დაშვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა,დამქოლვიდა მერმე ქვითა!
1210/1210
 მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს! -მადლსა გკადრებდე მე რასა-
 რომელმან დამხსენ მშვიდობითიმა გველისა მზერასა!
 აწ ამას იქით ვჰნატრიდეჩემსა ეტლსა და წერასა,
დააღარ ვიშიშვი სიკვდილსა,ჰაი^, ჩავიჭერ ქვე რასა!"
1211/1211
 @ავთანდილ უთხრა: "ნუ გეშის,წიგნსაცა აგრე სწერია:
 მოყვარე მტერი ყოვლისამტრისაგანც უფრო მტერია;
 არ მიენდობის გულითა,თუ კაცი მეცნიერია.
დანუღარ იშიშვი იმისგან,აწ იგი მკვდართა ფერია.
1212/1212
 იგივე მითხარ, მას აქათ,ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს,
 რაცაღა გეცნას ამბავი,ანუ რა მისი გსმენოდეს".
 კვლა იტყვის @ფატმან ტირილით,კვლა თვალთათ ^ ცრემლი^ სდენოდეს:
და"წახდესო შუქნი, რომელნიმზისაებრ ველთა ჰფენოდეს!"
48ამბავი /ნესტან-დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობისა. /ფატმანისგან მბობა /ავთანდილს თანა
1213/1213
 ვა, საწუთროო, სიცრუვითთავი სატანას ადარე!
 შენი ვერავინ ვერა ცნას,შენი სიმუხთლე სად არე;
 პირი მზისაებრ საჩინოსად უჩინო ჰყავ, სად არე?
დამით ვხედავ, ბოლოდ სოფელსაოხრად ჩანს ყოვლი სად არე!
1214/1214
 @ფატმან იტყვის: "მომეშორვამზე, მნათობი სრულად ხმელთა,
 სიცოცხლე და სულ-დგმულობა,მონაგები ჩემთა ხელთა;
 მას უკანით გაუწყვედლადდება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა,
დავერ გავახმი წყარო ცრემლთა,თვალთათ^ ჩემთა გადმომღვრელთა^.
1215/1215
 სახლი და შვილი მომძულდის^,ვჯდი უგულოთა გულითა,
 მას ვიგონებდი მღვიძარე,რა მიმეძინის ლულითა;
 @უსენ, გამტეხი ფიცისა,მიჩს უსჯულოთა სჯულითა,
დავერ მიმიახლოს საახლოდკრულმან პირითა კრულითა.
1216/1216
 დღესა ერთსა, საღამო ჟამს -ჩასლვა იყო ოდენ მზისა -
 წავდეგ წინა დარიჯაგთა,კარი მიჩნდა ხანაგისა;
 ვიგონებდი, სევდა მკლვიდამისისავე გონებისა,
დავთქვი: "კრულია ზენაარიყოვლისა-მცა მამაცისა".
1217/1217
 მოვიდა სითმე ღარიბიმონა მოყვსითა სამითა,
 მონა მონურად მოსილი,სხვანი მგზავრულად ხამითა;
 სასმელ-საჭმელი მოიღეს,ქალაქს ნასყიდი დრამითა,
დასმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს,სხდეს მხიარულნი ამითა.
1218/1218
 მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი;თქვეს: "ამოდ გავიხარენით,
 მაგრა ჩვენ აქა მოყვასნიუცხონი შევიყარენით,
 არცა რა ვიცით, ვინ ვინ ვართ,ანუ სით მოვიარენით,
დახამს, ერთმანერთსა ამბავიჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით".
1219/1219
 მათ სხვათა მათი ამბავითქვეს, ვითა მგზავრთა წესია;
 მონამან უთსრა: "ჰე, ძმანო,განგება რამე ზესია:
 მე მარგალიტსა მოგიმკი,თქვენ ქვრიმი დაგითესია,
დაჩემი ამბავი ამბავთამაგათგან უკეთესია.
1220/1220
 მე ვარო მონა მეფისამაღლისა, ქაჯთა მფლობლისა;
 მათ მიჰხვდა ცემა სენისა,მათისა დამამხობლისა:
 მოგვიკვდა შემწე ქვრივისა,შემწყნარებელი^ ობლისა,
დააწ შვილთა მისთა და მისიზრდის, უკეთესი მშობლისა.
1221/1221
 @დულარდუხტ არის დიაცი,მაგრა კლდე, ვითა ლოდია,
 ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისივერავის დაუკოდია;
 მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი:@როსან და ერთი @როდია, -
დააწ იგი @ქაჯეთს ხელმწიფედქვე ზის, მორჭმული ^ სწოდია.
1222/1222
 გვესმა ამბავი, ზღვათ იქითსიკვდილი დისა მათისა,
 შეიჭირვებდეს ვაზირნი,დაშალეს ქმნა ხალვათისა:
 "ვითა ვჰკადროთო დავსებაპირისა, ხმელთა მნათისა?"
და@როშაქ მონაა, თავადიმონისა ბევრ ათასისა^.
1223/1223
 @როშაქ ბრძანა: "მო-ცა-ვინ -მკლას,მე ტირილსა არ დავჰხვდები.
 მინდორს წავალ, ვიმეკობრებ,ალაფითა ავივსები,
 შინა მოვალ შოვებული,ადრე ზედა მოვესწრები,
დამეფე დისა დატირებადწავიდოდეს, წა-ცა-ვჰყვები".
1224/1224
 გვითხრა მისთა ხელისათა:"წავალ, თანა წამომყევით!"
 წაგვიტანა მონა ასი,ყველაკაი მისგან რჩევით.
 დღისით, მზისით ვმეკობრობდით,ღამეთაცა ვიყვნით თევით;
დადია ვლეწეთ ქარავანი,ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.
1225/1225
 მინდორ-მინდორ მოვდიოდითჩვენ ღამესა დია ბნელსა,
 დიდნი რამე სინათლენიგამოგვიჩნდეს შუა ველსა;
 ვთქვით, თუ: "მზეა, ნუთუ ზეცითჩამოჭრილი ზედა ხმელსა!
დადაბნეულნი მივეცენითგონებასა ჩვენსა მსჯელსა.
1226/1226
 ზოგთა ვთქვით: არის ცისკარი;ზოგთა ვთქვით: არის მთვარეო;
 მას დარაზმულთა მივჰმართეთ,ახლოს-მცა ვნახეთ ბარეო!
 შორს მოვუარეთ, მივედით,შემოვადეგით გარეო;
დამით ნათლიდაღმა გამოხდახმა, ჩვენი მოუბარეო^.
1227/1227
 გვითხრა: "ვინ ხართ, ცხენოსანნო?თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით;
 @გულანშაროთ მოციქული@ქაჯეთს მივალ, მერიდენით!"
 ესე გვესმა, მოვადეგით,ალყად გარე მოვერტყენით,
დაპირ-მზე რამე ცხენოსანიგავიცადეთ თვალით ჩვენით.
1228/1228
 ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა,ელვათა მაელვარებსა;
 მისი ციმციმი მზისაებრეფინებოდა არებსა;
 ძვირ-ძვირად გვეუბნებოდასიტყვასა^ რასმე წყნარებსა,
დაკბილთაგან შუქი შეადგაზედა გიშრისა სარებსა.
1229/1229
 კვლა ვეუბენით მას მზესატკბილ-მოუბრითა ენითა.
 არ მონა იყო, ტყუოდა,ჩვენ ესე შევიგენითა;
 @როშაქ შეატყო ქალობა,გვერდსა წაუდგა ცხენითა,
დააღარ გავუშვით, დაჭირვავჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.
1230/1230
 კვლა ვჰკითხეთ: "გვითხარ მართალისაქმე შენ მზებრ ნათელისა,
 ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალმანათობელი^ ბნელისა?"
 მან არა გვითხრა გაუშვაწყარო ცრემლისა ცხელისა.
დარა საბრალოა გავსილიმთვარე, ჩანთქმული გველისა!
1231/1231
 არცა რა ცხადი ამბავი,არცა რა დასამალავი,
 არა არ გვითხრა, ვინ იყო,ან ვისგან ნამუხთალავი;
 ქუშ-ქუშად გვეუბნებოდაკუშტი, თავისა მკრძალავი,
დავითა ასპიტი, მჭვრეტელთამისთა თვალითა მლალავი.
1232/1232
 @როშაქ გვიბრძანა: "ნუ ჰკითხავთ,აწ თურე არ-სათქმელია,
 ამისი საქმე უცხოა,საამბობლადცა ძნელია;
 ბედი მეფისა ჩვენისაარსთაგან სანატრელია,
დამით რომე ღმერთი მას მისცემს,რაც უფრო საკვირველია.
1233/1233
 ესე ღმერთსა მისაგვრელადმისად ჩვენთვის მოუგვრია^,
 მივუტანოთ არმაღანად,დაგვიმადლებს მეტად დია.
 თუ^ დავმალავთ, დავმჟღავნდებით^,მეფე ჩვენი ამაყია,
დაპირველ - მათი შეცოდება,მერმე დიდი აუგია".
1234/1234
 მივემოწმენით, თათბირნიარ კიდე გავაკიდენით;
 დავბრუნდით, @ქაჯეთს მივჰმართეთ,მას წინა მოვეკიდენით,
 არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ,არცა თუ წავეკიდენით;
დაიგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრადჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით.
1235/1235
 მე @როშაქს ვჰკადრე: "გამიშვიკვლა ადრე თქვენი მხლებელი;
 აწ @გულანშაროს ქალაქსავარ საქმის რასმე მდებელი".
 მან გამომიშვა, აქ სადმელარი მიც წასაღებელი,
დათანა წავიტან^, წა-ცა-ვალმე მათი ზედა-მსწრებელი".
1236/1236
 მათ კაცთა დია ეამაესე ამბავი მონისა.
 მე გავიგონე, შე-რე-მშრანაკადი ცრემლთა ფონისა,
 მენიშნა, ყოვლი ნიშანივიცან ჩემისა ღონისა,
დაცოტაი ლხინი მომეცა,მსგავსი დრამისა წონისა.
1237/1237
 მოვიყვანე იგი მონა,ახლოს დავსვი ჩემსა წინა,
 ვჰკითხე: "მითხარ, რას იტყოდი?გაგონება მეცა მინა".
 მან იგივე კვლა მიამბო,რაცა მუნით მომესმინა,
დამან^ ამბავმან გამაცოცხლა,სულთ-მობრძავი დამარჩინა.
1238/1238
 მე ორნი შავნი მონანიმყვანან სავსენი გრძნებითა:
 უჩინოდ მივლენ, წამოვლენმათითა ხელოვნებითა;
 მოვასხენ, @ქაჯეთს გავგზავნენ,ვარქვი, თუ: "ნუ დასდგებითა,
დამაცნობეთ მისი ამბავითქვენითა მოქმედებითა".
1239/1239
 სამ დღე მოვიდეს, მიამბეს,ფიცხლავ ებიჯა გზისადა:
 "მიუგვრიაო მეფისა^,ზღვას^ იქით წამავლისადა,
 ვერვის შეუდგმან საჭვრეტლადთვალნი, მართ ვითა მზისადა,
დაქვე დაუწინდავს საცოლედ@როსან ცოტასა ყმისადა.
1240/1240
 @როსანს შევჰრთოთო, - დულარდუხტსმეფესა უბრძანებია, -
 ჯერ^ ქორწილობად არა მცალს,აწ გული ცეცხლ-ნადებია;
 შემოვიქცევი, შევისძლობ,ვინ ცისა მზედ ნაქებია".
დაციხეს დაუსვამს, ხადუმიერთაი უახლებია.
1241/1241
 ყოვლი მცოდნელი გრძნებისამას თანა წაუტანია,
 მით რომე გზა საჭიროა,მტერნი საომრად მზანია;
 ქვე დაუყრია მოყმები,ვინც უფრო გულოვანია,
დადაეყოვნების: წასრულა,ჯერეთ^ ცოტაი ხანია.
1242/1242
 ქაჯთა ქალაქი აქამდისმტერთაგან უბრძოლველია:
 ქალაქსა შიგან მაგარიკლდე მაღალი და გრძელია,
 მას კლდესა შუა გვირაბი,ასაძრომელი^ ხვრელია,
დამუნ არის მარტო მნათობი,მისთა შემყრელთა მწველია.
1243/1243
 გვირაბის კარსა ნიადაგმოყმე სცავს არ პირ-ნასები,
 ათი ათასი ჭაბუკიდგას, ყველაკაი ხასები,
 ქალაქის კართა სამთავე -სამათას-სამათასები.
დაგულო, გაგსაჯა სოფელმან,არ ვიცი რასა, გლახ, ^ ები!"
1244/1244
 ესე ამბავი @ავთანდილპირ-მზემან, მაგარ-ვადამან,
 რა მოისმინა, ეამა,სხვად არა გაუცხადა მან,
 შესწირა ღმერთსა მადლობატურფამან დანაბადამან:
და"ამბავი ჩემი სალხინომითხრაო ვისმანღა დამან!"
1245/1245
 @ფატმანს უთხრა: "საყვარელო,კმა ხარ ჩემგან სასურველად,
 მე ამბავი სანატრელიმომასმინე არ პირ-ბნელად,
 მაგრა საქმე @ქაჯეთისაგამაგონე უფრო მრთელად,
დაქაჯნი^ ყველა უხორცოა,რამან შექმნა ხორციელად?
1246/1246
 მის ქალისა სიბრალულიამანთებს და მიდებს ალსა,
 მაგრა ქაჯნი უხორცონირას აქმნევენ, მიკვირს, ქალსა?!"
 @ფატმან უთხრა: "მომისმინე,მართლად გხედავ მანდა მკრთალსა,
დაარ ქაჯნია, კაცნიაო,მიჰნდობიან კლდესა სალსა.
1247/1247
 ქაჯნი სახელად მით ჰქვიან,არიან ერთად კრებულნი
 კაცნი, გრძნებისა მცოდნელნი,ზედა გახელოვნებულნი,
 ყოველთა კაცთა მავნებნი,იგი არვისგან^ ვნებულნი;
დამათნი შემბმელნი წამოვლენდამბრმალნი, დაწბილებულნი.
1248/1248
 იქმან რასმე საკვირველსა,მტერსა თვალთა დაუბრმობენ,
 ქართა აღსძრვენ საშინელთა,ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,
 ვითა ხმელსა გაირბენენ,წყალსა წმიდად დააშრობენ,
დასწადდეს - დღესა ბნელად იქმან,სწადდეს - ბნელსა ანათლობენ.
1249/1249
 ამისთვის ქაჯად უხმობენგარეშემონი ყველანი,
 თვარა იგიცა კაცნიაჩვენებრვე ხორციელანი".
 @ავთანდილ მადლი უბრძანა:"ცეცხლნი დამივსენ ცხელანი,
დადიდად მეამნეს ამბავნი,სიტყვანი აწინდელანი".
1250/1250
 გულითა ღმერთსა ადიდებს@ავთანდილ ცრემლთა მდენელი;
 თქვა: "ღმერთო, გმადლობ, რომელიხარ ჭირთა მომალხენელი;
 ყოფილი, მყოფი, უთქმელი,ყურთაგან მოუსმენელი,
დაწყალობა თქვენი იჩქითადარს ჩვენი გარდმომფენელი!"
1251/1251
 მის ამბვისა ცნობისათვისცრემლით ღმერთსა ადიდებდა.
 @ფატმან ეჭვდა თავისათვის,ამად ცეცხლსა კვლა იდებდა;
 ყმა ნამუსსა ინახვიდა,სიყვარულსა იფერებდა;
და@ფატმან ყელსა ეხვეოდა,პირსა მზესა აკოცებდა.
1252/1252
 მას ღამით ^ @ფატმან იამა@ავთანდილს თანა წოლითა;
 ყმა უნდომ-გვარად ეხვევისყელსა ყელითა ბროლითა,
 ჰკლავს @თინათინის გონება,ძრწის იდუმლითა ძრწოლითა,
დაგული მხეც-ქმნილი გასჭრიამხეცთავე თანა რბოლითა.
1253/1253
 @ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს,სდის ზღვათა შესართავისად
 შიგან მელნისა მორევსა,ცურავს გიშრისა ნავი სად;
 იტყვის, თუ: "მნახეთ, მიჯნურნო,იგი, ვინ ვარდი-ა ვისად,
დაუმისოდ ნეხვთა ზედა ვზიბულბული მსგავსად ყვავისად!"
1254/1254
 მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი,ქვათაცა დასალბონია;
 გიშრისა ტევრი აგუბებს,ვარდისა ველსა ფონია;
 @ფატმან მას ზედა იხარებსმართ ვითა იადონია.
დათუ ყვავი ვარდსა იშოვნის^,თავი ბულბული ჰგონია.
1255/1255
 გათენდა. ბანად წავიდამზე, სოფელს შუქ-ნაკიდები;
 დიაცმან უძღვნა მრავალიკაბა, ყაბაჩა, რიდები,
 მრავალი ფერი სულნელი,ტურფა პერანგი, წმიდები:
და"რაცა გწადდესო, ჩაიცვი,მე ნურას ნუ მერიდები".
1256/1256
 @ავთანდილ თქვა: "საქმე ჩემიგავაცხადო ამა დღესა!"
 სამოსისა ვაჭრულისაცმა აქამდის დაეწესა;
 მას დღე ყოვლი საჭაბუკოშეიმოსა ტანსა მხნესა,
დამოიმატა დაშვენება,დაემსგავსა ლომი მზესა.
1257/1257
 @ფატმანს პური შეეკაზმა@ავთანდილის საწვეველად;
 ყმა შევიდა მოკაზმული^მხიარულად, არ პირ-ბნელად;
 @ფატმან ნახა, გაუკვირდავაჭრულისა უმოსელად,
დაშემოსცინნა: "აგრე სჯობსოშენთვის ხელთა სასურველად".
1258/1258
 @ფატმან მისსა შვენებასამეტის-მეტად ჰკვირდებოდა.
 მან პასუხი არა გასცა,თავის წინა ღიმდებოდა:
 "შეეტყვების, არ მიცნობსო",რეგვნადა და რაგვარ ჰხმობდა!
დათუცა რასმე იფერებდა,მეტი არა გაჰვიდოდა.
1259/1259
 პური ჭამეს, გაიყარნეს,ყმა მივიდა მისსა შინა,
 ღვინო-სმული, მხიარულიდაწვა, ამოდ დაიძინა;
 საღამო-ჟამ გაიღვიძა,შუქი ველთა მოაფინა,
და@ფატმან უხმო: "მოდი, მნახე,მარტო ვარო, თავის წინა".
1260/1260
 @ფატმან მივიდა, @ავთანდილსხმა ესმა მისგან ოხისა;
 იტყოდა: "მომკლავს უცილოდტანი ალვისა, მო-, ხისა!"
 გვერდსა დაისვა, ბალიშიმისცა მისისა ნოხისა,
დავარდისა ბაღსა უჩრდილობსჩრდილი წამწამთა ქოხისა.
1261/1261
 @ავთანდილ ბრძანა: "ჰე @ფატმან,ვიცი ეს საქმე შენია,
 დაჰკრთები ამა ამბავსა,მართ ვითა გველ-ნაკბენია,
 მაგრა აქამდის მართალიშენ ჩემი არა გსმენია,
დაჩემნი მომკლველნი წამწამნიშავნი გიშრისა ხენია.
1262/1262
 გგონივარ ვინმე ვაჭარი,პატრონი ქარავანისა;
 მე ვარ სპასპეტი მაღლისამეფისა @როსტევანისა,
 თავადი სპისა დიდისა,მათისა შესაგვანისა,
დამაქვს პატრონობა მრავლისასაჭურჭლე-ზარადხანისა.
1263/1263
 შენ გიცი კარგი მოყვარე,ერთგული, მისანდობელი.
 მათ უვის ერთი ასული,მზე ხმელთა მანათლობელი, -
 იგია ჩემი დამწველიდა ჩემი დამადნობელი, -
დამან გამომგზავნა, დავაგდეპატრონი, მათი მშობელი.
1264/1264
 რომე შენ ქალი გყოლია,მე ძებნად მისვე ქალისად
 მივლია ყოვლი ქვეყანა,მის მზისა მონაცვალისად;
 მისთვის გაჭრილი მინახავს,წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად,
დაგამცუდებელად თავისად^,მის გულისა და ძალისად".
1265/1265
 @ავთანდილ @ფატმანს ყოველიუთხრა ამბავი თავისა,
 ამბავი @ტარიელისა^,შემოსა ვეფხის ტყავისა;
 უბრძანა: "შენ ხარ წამალიჯერთ შენგან უნახავისა,
დაღონე წამწმისა ხშირისა,ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა.
1266/1266
 მოდი და, @ფატმან, მეწიე,ვეცადნეთ მისსა რგებასა,
 ვუშველოთ, იგი მნათობნინუთუ მიეცნენ შვებასა;
 ვინცა სცნობს, კაცი ყველაიჩვენსა დაიწყებს ქებასა,
დანუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნიერთმანერთისა ხლებასა.
1267/1267
 მომგვარე, @ქაჯეთს გავგზავნოთიგივე მონა გრძნეული,
 ქალსა ვაცნობოთ ყველაი,ამბავი ჩვენგან ცნეული;
 მანცა გვაცნობოს მართალი,ვქმნათ მისი გამორჩეული,
დაღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფომოგესმას ჩვენგან ძლეული!"
1268/1268
 @ფატმან თქვა: "ღმერთსა დიდება,საქმენი მომხვდეს, მო-, რანი,
 დღეს რომე მესმნეს ამბავნი,უკვდავებისა სწორანი!"
 მოჰგვარა მონა გრძნეული,შავი მართ ვითა ყორანი;
დაუბრძანა: "@ქაჯეთს გაგგზავნი,წა, გზანი გისხენ შორანი!
1269/1269
 აწ გამოჩნდების სახმრობაჩემთვის შენისა გრძნებისა,
 ფიცხლავ დამივსე სახმილიშენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა,
 მას მზესა ჰკადრე მიზეზიმისისა განკურნებისა".
დამან უთხრა: "ხვალე მოგართვაყოვლი ამბავი ნებისა".
49წიგნი /ფატმანისა /ნესტან-დარეჯანს თანა
1270/1270
 @ფატმან სწერს: "აჰა, მნათობო,სოფლისა მზეო ზენაო,
 შენთა შორს-მყოფთა ყოველთადამწველო, ამაზრზენაო,
 სიტყვა-მჭევრო და წყლიანო,ტურფაო, ლამაზ-ენაო,
დაბროლო და ლალო - ოროვეკვლა ერთგან შენათხზენაო!
1271/1271
 თუცა თუ შენი ამბავიშენ არა მომასმენიე,
 მე ეგრეცა ვცან მართალი,მით გულსა მოვალხენიე;
 შენთვის ხელ-ქმნილსა @ტარიელსამბვითა, მო, ალხენიე,
დაორნივე მიჰხვდეთ წადილსა,იგი ვარდობდეს, შენ იე.
1272/1272
 მოსრულა შენად საძებრადმისი ძმად-შეფიცებული,
 @ავთანდილ, მოყმე არაბი,@არაბეთს შიგან ქებული,
 სპასპეტი @როსტან მეფისა,ვერვისგან დაწუნებული;
დაშენ სწერდი შენსა ამბავსა,ლაღი, ბრძნად გაგონებული.
1273/1273
 ჩვენ ამისთვის ესე მონაგამოვგზავნეთ თქვენსა წინა,
 ვცნათ ამბავი @ქაჯეთისა,მოსრულანცა^ ქაჯნი შინა?
 მანდაურთა მეომართაანგარიში წვრილად გვინა:
დავინ არიან მცველნი შენნი,ან თავადი მათი ვინ-ა?
1274/1274
 რაცა იცი მანდაური,მოგვიწერე, გაამჟღავნე;
 მერმე შენსა საყვარელსანიშანი რა გაუგზავნე!
 შენი ყველა აქანამდისჭირი ლხინსა გაათავნე,
დაღმერთსა უნდეს, მოყვარენიშესაფერნი შეგაზავნე!"
1275/1275
 წადი, უსტარო, ისწრაფე,თუ მუხლი გქონდეს მალები;
 დაგნატრი, მიხვალ, დაგხვდებისბროლი, სათი და ლალები;
 ბედად შენ მჯობხარ, უსტარო,გნახვენ დამწველის თვალები,
დაშენს უკან ჩემი სიცოცხლე,თუ გესმის, არ გებრალები?"
1276/1276
 @ფატმან მისცა დაწერილი^მას გრძნეულსა ხელოვანსა:
 "ესე წიგნი მიართვიოქალსა, მზისა დასაგვანსა!"
 მან გრძნეულმან მოლი რამეწამოისხა ^ ზედა ტანსა,
დამასვე წამსა დაიკარგა,გარდაფრინდა ბანის-ბანსა^.
1277/1277
 წავიდა ვითა ისარიკაცისა მშვილდ-ფიცხელისა.
 რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყოოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა.
 უჩინოდ შევლო სიმრავლემოყმისა, კართა მცველისა,
დამას მზესა ჰკადრა ამბავიმისისა სასურველისა.
1278/1278
 ციხისა კარნი დახშულნიშევლნა მართ ვითა ღიანი,
 შევიდა ზანგი პირ-შავი,თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი;
 იგი მზე დაჰკრთა, ეგონასამისო რამე ზიანი,
დაშეცვალა ვარდი ზაფრანად,ლაჟვარდის-ფერად - იანი.
1279/1279
 ზანგმან უთხრა: "ვინ გგონივარ,ანუ აგრე რად დაჰბნდები?
 მე ვარ მონა @ფატმანისი,თქვენს წინაშე ნამგზავრები;
 ამა წიგნმან გამამართლოს,არ ტყუილად გეუბნები,
დამზისა შუქნი მოიცადენ,ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!"
1280/1280
 პირ-მზე გაჰკვირდა @ფატმანისამბვითა საკვირველითა,
 ნუშნი გააპნა, შეიძრნესსათნი გიშრისა წნელითა.
 მას იგი წიგნი მონამანმისცა თავისა ხელითა;
დაიკითხავს, სულთქვამს^, უსტარსაალტობს ცრემლითა ცხელითა.
1281/1281
 მონასა ჰკითხა: "მიამბე,ვინ არის ჩემი მძებნელი?
 ანუ ვინ მიცის ცოცხალი,მიწასა ზედა მტკებნელი?"
 მან მოახსენა: "ვიკადრებ,რასცა ოდენ ვარ მცნებელი,
დარა წამოსრულ ხარ, მას აქათშენგან ჩვენია მზე ბნელი.
1282/1282
 @ფატმანის გული მას აქათლახვართა შენახევია;
 მას რომე ცრემლი სდენია^,ზღვათაცა შენართევია;
 მე ერთხელ შენი ამბავიმისთვის კვლა მიმირთმევია,
დაღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათტირილი არ დაჰლევია.
1283/1283
 აწ ვინმე მოყმე მოვიდაშვენიერითა პირითა,
 მან უთხრა წვრილად ყველაი,თქვენ ხართ რითაცა^ ჭირითა.
 იგია შენი მძებნელიმკლავითა ვითა გმირითა;
დამე გამოგზავნეს, დამვედრესსწრაფა სწრაფითა ხშირითა".
1284/1284
 ქალმან უთხრა: "მემართლების,ყმაო, შენი ნაუბარი!
 @ფატმან ჩემი არ იცოდა,ვიყავ ვისი წანაგვარი?
 უღონიოდ არის სადმეჩემი ცეცხლთა მომდებარი,
დამე მივუწერ, შენცა ჰკადრე,ვარ ვითამცა^ გულ-მდუღარი".
50წიგნი /ნესტან-დარეჯანისა /ფატმანს თანა
1285/1285
 პირ-მზე სწერს^: "აჰა, ხათუნო,დედისა მჯობო დედაო!
 მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმანრა მიყო, ამას ჰხედაო?
 მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთასხვაცა დამერთო ზედაო,
დააწ ვნახე შენი უსტარი,მე დიდად მეიმედაო.
1286/1286
 შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა,გამიადვილე ჭირები,
 აწ აქა სრულთა ქაჯთაგანვარ ასრე დანამჭირები:
 ერთსა მცავს ერთი სამეფო,ბევრჯერ ათასი გმირები,
დაავად მომიხდა თათბირიდა ჩემი დანაპირები!
1287/1287
 სხვად ამბავი აქაურიმეტი რა-მცა მოგიწერე:
 ქაჯთა მეფე არ მოსრულა,არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე,
 მაგრა სპანი უთვალავნიმცვენ და მათი სიალფე-რე,
დარასა ჰქვიან ძებნა ჩემი?არ ეგების, დაიჯერე!
1288/1288
 ვინცაღა ჩემი მძებნელიმოსრულა, ცუდ-მაშვრალია,
 იჭირვის, იწვის, ენთების,ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია,
 მაგრა მას ვჰნატრი, უნახავსმზე, ამად არ-დამზრალია,
დაუმისოდ ჩემი სიცოცხლე,ვამე^, რა დიდი ბრალია!
1289/1289
 შენ ამბავი არ გიამბე,მაშინ ამად დაგიმალე,
 ვერ იტყოდა ენა ჩემი,თავი ჭირთა გავაკრძალე;
 გეაჯები^, საყვარელსაშემახვეწე, შემიბრალე,
დანუ წამოვა ძებნად ჩემად,მიუწერე, შე-ცა-სთვალე.
1290/1290
 მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავსამისითავე სწორითა:
 მას მკვდარსა ვნასავ, მოვკვდებიმე სიკვდილითა ორითა.
 ვერას ვინ მარგებს, დასტურადვიცი, არ რამე ჭორითა,
დაარ დაგმორჩილდეს, დამქოლეშავისა ქვისა ყორითა.
1291/1291
 გეთქვა ნიშნისა გაგზავნა,აწ ესე განამჟღავნია,
 მისეულთავე რიდეთანაკვეთი გამიგზავნია;
 ესენი ჩემთვის მის გამოტურფანი სანახავნია,
დათუცა თუ ფერად ბედისაჩემისა მსგავსად შავნია".
51წიგნი /ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა
1292/1292
 აწ საყვარელსა მიუწერსგულ-ამოსკვნილი, მტირალი,
 მისმანვე ცრემლმან დაუვსის,ვის ედებოდა ვის ^ ალი!
 დაწერა წიგნი, მსმენელთაგულისა გასაგმირალი,
დავარდი გააპის, გამოჩნდისმუნ ბროლი გამომჭვირალი.
1293/1293
 "ჰე ჩემო, ესე უსტარიარს ჩემგან მონაღვაწები,
 ტანი კალმად მაქვს, კალამი-ნავღელსა ამონაწები,
 მე გული შენი ქაღალდადგულსავე ჩემსა ვაწები, -
დაგულო, შავ-გულო, დაბმულხარ,ნუ აეხსნები, აწ ები!
1294/1294
 ხედავცა^, ჩემო, სოფელირათა საქმეთა მქმნელია!
 რაზომცა ნათობს სინათლე,ჩემთვის ეგრეცა ბნელია.
 ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ,მით მათგან საწუნელია;
დაუშენოდ ჩემი სიცოცხლე,ვამე^, რა დიდი ძნელია!
1295/1295
 ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნასოფელმან და ჟამმან კრულმან?
 ვეღარ გნახე საყვარელიმხიარული მხიარულმან,
 ნეტარ, რა ქმნას უშენომანგულმან, შენგან დალახვრულმან!
დაგაგიცხადა დამალულიგონებამან დაფარულმან.
1296/1296
 შენმან მზემან, აქანამდისშენ ცოცხალი არ მეგონე;
 ჩემი მეთქვა: გარდასრულდასიცოცხლე და ყოვლი ღონე;
 აწ რა მესმა, შემოქმედივადიდე და ღმერთსა ვჰმონე,
დაჩემი ყველა აქამდისიჭირი ლხინსა შევაწონე.
1297/1297
 შენი სიცოცხლე მეყოფისჩემად იმედად გულისად,
 გულისა^ ერთობ წყლულისადა ასრე დადაგულისად!
 მომიგონებდე, გახსოვდე^მე შენთვის დაკარგული სად;
დავზი მზრდელად სიყვარულისა,მის ჩემგან დანერგულისად.
1298/1298
 სხვად, ჩემო, ჩემი ამბავიჩემგან არ მოგეწერების:
 ენა დაშვრების, მოსმენითარვისგან დაიჯერების.
 @ფატმან წამგვარა გრძნეულთა,ღმერთი-მცა მას ეტერების!
დააწ კვლა ქმნა იგი სოფელმან,რაცა მას შეეფერების.
1299/1299
 აწ სოფელმან უარესიჭირი ჭირსა დამისართა,
 არ დასჯერდა ბედი ჩემიმათ პატიჟთა მრავალ-გვართა,
 კვლაცა მიმცა შესაპყრობლადქაჯთა, ძნელად საომართა;
დაბედმან გვიყო ყველაკაი,ჩემო, რაცა დაგვემართა!
1300/1300
 ციხეს ვზი ეზომ მაღალსა,თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,
 გზა გვირაბითა შემოვა,მცველნი მუნ ზედა-დგებიან,
 დღისით და ღამით მოყმენინობათსა არ დასცდებიან,
დამათთა შემბმელთა დაჰხოცენ,მართ ცეცხლად მოედებიან.
1301/1301
 ნუთუ ესენი გეგონნენსხვათა მებრძოლთა წესითა!
 ნუცა მე მომკლავ ჭირითა,ამისგან უარესითა;
 შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი,ვითა აბედი კვესითა;
დამოგშორდი, დამთმე გულითა,კლდისაცა უმაგრესითა!
1302/1302
 შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავჭმუნვითა ამისთანითა,
 ჩემი სთქვა: სხვათა მიჰხვდებისიგი ალვისა ტანითა.
 არამ სიცოცხლე უშენოდ!ვარ აქამდისცა ნანითა;
დაან თავსა კლდეთა ჩავიქცევ,ანუ მოვიკლავ დანითა.
1303/1303
 შენმან მზემან, უშენოსავერვის მიჰხვდეს მთვარე შენი,
 შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს,მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი!
 აქათ თავსა გარდავიქცევ,ახლოს მახლვან დიდნი კლდენი,
დასული ჩემი შეივედრე,ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.
1304/1304
 ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლადამხსნას სოფლისა შრომასა,
 ცეცხლსა, წყალსა და მიწასა,ჰაერთა თანა ძრომასა;
 მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე,მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,
დადღისით და ღამით ვჰხედვიდემზისა ელვათა კრთომასა.
1305/1305
 მზე უშენოდ ვერ იქმნების,რათგან შენ ხარ მისი წილი,
 განაღამცა მას ეახელმისი ეტლი, არ თუ წბილი!
 მუნა გნახო, მადვე გსახო,გამინათლო გული ჩრდილი,
დათუ სიცოცხლე მწარე მქონდა,სიკვდილი-მცა მქონდა ტკბილი!
1306/1306
 მე სიკვდილი აღარ მიმძიმს,შემოგვედრებ რათგან სულსა,
 მაგრა შენი სიყვარულიჩავიტანე, ჩამრჩა გულსა;
 მომეგონოს მოშორვება,მემატების წყლული წყლულსა;
დანუცა მტირ და ნუცა მიგლოვ,ჩემო, შენთვის დაკარგულსა^!
1307/1307
 წადი, @ინდოეთს მიჰმართე,არგე რა ჩემსა მშობელსა,
 მტერთაგან შეიწრებულსა,ყოვლგნით ხელ-აღუპყრობელსა,
 გულსა ალხინე ჩემისამოშორვებისა მთმობელსა,
დამომიგონებდი მტირალსა,შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა!
1308/1308
 რაცა ვიჩივლე ბედისაჩემისა, კმა საჩივარად;
 ცან, სამართალი მართალიგულისა გულსა მივა რად.
 შენთვის მოვკვდები, გავხდებიყორანთა დასაყივარად^,
დავირე ცოცხალ ვარ, გეყოფი^სატირლად და სატკივარად.
1309/1309
 აჰა, ინიშნე ნიშანიშენეულისა რიდისა!
 გარდმიკვეთია ალამი,ჩემო, ერთისა კიდისა,
 ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდმის იმედისა დიდისა.
დარისხვით მობრუნდა ბორბალიჩვენ ზედა ცისა შვიდისა".
1310/1310
 ესე წიგნი, საყვარელსამისსა თანა მინაწერი,
 რა დაწერა, გარდაჰკვეთამათ რიდეთა ერთი წვერი.
 თავ-მოხდილსა დაუშვენდასისხო, სიგრძე, თმათა ფერი,
დაალვისაგან სული მოქრის,ყორნის ფრთათათ^ მონაბერი.
1311/1311
 იგი მონა წამოვიდა,@გულანშაროს მომავალი,
 წამ-ერთ მიხდა @ფატმანისსა,დღე იარა არ-მრავალი.
 რა @ავთანდილს გაუსრულდასაქმე მისი სასურვალი,
დახელ-აღპყრობით ღმერთსა ჰმადლობსცნობა-სრული, არა მთრვალი.
1312/1312
 @ფატმანს უთსრა: "გამისრულდაჟამად საქმე საწადელი,
 დიდი შენი მოჭირვებაჩემგან არის გარდუხდელი,
 წავალ, დგომად აღარა მცალს,დრო მოსრულა შარშანდელი,
დაფიცხლავ @ქაჯეთს მოვიყვანომათი მომსპობ-ამწყვედელი".
1313/1313
 ხათუნმან უთხრა: "ჰე ლომო,ცეცხლი აწ უფრო ცხელდების,
 მოეშორვების ნათელსა,გული ამისთვის ბნელდების;
 ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა,ხელი ეგრეცა ხელდების,
დათუ ქაჯნი მოგესწრებიან,მუნ მისლვა გაგიძნელდების".
1314/1314
 ყმამან @ფრიდონის მონანიუხმნა, მას თანა ხლებულნი,
 უბრძანა: "მკვდარნი აქამდისაწღა ვართ დაცოცხლებულნი,
 რაცა გვინდოდა, მისითასმენითა გახარებულნი^,
დაჩვენთა მტერთანი გიჩვენნეწყლულნი მით ვაგლახებულნი^!
1315/1315
 მიდით და @ფრიდონს უამბეთამბავი არ-ნაცქაფავი;
 მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი,გზა ჩემი არს ნასწრაფავი.
 მან გაახაფოს ხმა ხაფი,კვლა უფრო გასახაფავი,
დათქვენ მოგცე ლარი ყველაიმე, ჩემი ნაალაფავი.
1316/1316
 ჩემსა ზედა დიდი არისვალი, თქვენგან დანადები;
 მადლსა სხვაებრ გარდავიხდი,თუღა @ფრიდონს შევეყრები;
 აწ წაიღეთ ყველაკაი,მეკობრეთა წანაღები,
დაამის მეტსა ვერას მოგცემ,ვიცი, ამად გეძუნწები.
1317/1317
 სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს^გაცემა საბოძვარისა".
 მისცა მართ სავსე ხომალდი^,რიცხვი ტურფათა ჯარისა,
 უბრძანა: "წადით, წაიღეთ,გზა წავლეთ მისვე არისა,
და@ფრიდონს მიართვით უსტარიჩემგან, ძმად-ნაფიცარისა".
52წიგნი /ავთანდილისა /ფრიდონს თანა
1318/1318
 დაწერა: "ფრიდონ მაღალო,სვე-სრულო მეფეთ-მეფეო,
 ლომისა მსგავსო ძალ-გულად,მზეო შუქ-მოიეფეო,
 მოვლენილო და მორჭმულო,მტერთა სისხლისა მჩქეფეო,
დაუმცროსმან ძმამან შორი-შორსალამი დავიყეფეო!
1319/1319
 ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდანაცვალი ჭირ-ნახულისა,
 კარგა მოხდომა საქმისაჩემისა გაზრახულისა;
 მიცნია მართლად ამბავიპირისა მზედ სახულისა,
დადამარჩენელი ლომისა მის,ქვესკნელს დამარხულისა.
1320/1320
 იგი მზე ქაჯთა მეფესაჰყავს, @ქაჯეთს პატიმარია.
 მუნ მისლვა მიჩანს^ თამაშად,თუცა გზა საომარია.
 ნარგისთათ ^ წვიმა ბროლისაწვიმს, ვარდი ნაწვიმარია,
დაჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან,მაგრა სპა უამარია.
1321/1321
 გულ-მხიარული ვიხარებ,ამად არ ცრემლი მმილდების,
 სადაცა შენ და შენი ძმახართ, ძნელი გაადვილდების;
 რაცა მოგინდეს, უცილოდიქმთ, იგი არ აგცილდების,
დაარ თურე^ კაცმან დაგიდგნას^,ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების.
1322/1322
 აწ შემინდევ, ვერა გნახე,შორს ამისთვის წაგიარე,
 გზა-გზა ყოვნად აღარა მცალს,პატიმრად-ა იგი მთვარე;
 ადრე მოვალთ მხიარულნი,ჩვენი ნახვა გაიხარე,
დაამის მეტი რაღა გკადრო,ძმასა ძმურად მოეხმარე.
1323/1323
 ამა მონათა ჩემ ზედაგარდაუხდელი გულია:
 ამოდ მმსახურეს, თქვენი-მცაგული ამათთვის სრულია!
 ქება რად უნდა მას, ვინცათქვენ თანა ხან-დაზმულია?
და"მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს",ესე ბრძენთაგან თქმულია".
1324/1324
 ესე უსტარი დაწერა,შეკრა და წა-ცა-ხვია მან,
 მისცა @ფრიდონის მონათავარდმან და ვითა იამან;
 შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდასრულად, მართ ვითა ჰგია, მან,
დამათ მარგალიტი უჩვენისძოწისა კარმან ღიამან.
1325/1325
 მონახა, პოვა @ავთანდილნავი მისისა მხარისა,
 გამოემართა იგი მზეპირია სავსე მთვარისა,
 მაგრა დაგდება უმძიმდა@ფატმანის გულ-მდუღარისა^;
დამისთა გამყრელთა ნაკადიჩასდის სისხლისა ღვარისა.
1326/1326
 @ფატმან, @უსენ და მონანიტირან ცრემლითა ცხელითა,
 იტყვიან: "მზეო, რა გვიყავ?დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა!
 რად დაგვაბნელენ შენისამოშორვებისა ბნელითა?
დადა-ცა-გვმარხენო ხელითაჩვენისა დამმარხველითა?"
53წასლვა /ავთანდილისა /გულანშაროთ და /ტარიელის შეყრა
1327/1327
 გამოვლნა ზღვანი @ავთანდილმგზავრითა რათმე ნავითა,
 პირ-მხიარული აცორვებსმართ ოდენ მარტო თავითა;
 მას შეყრა @ტარიელისიუხარის მით ამბავითა,
დახელ-განპყრობილი გულითაარს ღმრთისა საესავითა.
1328/1328
 მოწურვილ იყო ზაფხული,ქვეყნით ამოსლვა მწვანისა,
 ვარდის ფურცლობის ნიშანი,დრო მათის პაემანისა,
 ეტლის ცვალება მზისაგან,შეჯდომა საროსტანისა^.
დასულთქვნა, რა ნახა ყვავილიმან, უნახავმან ხანისა.
1329/1329
 აგრგვინდა ცა და ღრუბელნიცროდეს ბროლისა ცვარითა;
 ვარდთა აკოცა ბაგითა,მითვე ვარდისა დარითა;
 უბრძანა: "გიჭვრეტ თვალითა,გულ-ტკბილად შემხედვარითა,
დამისად სანაცვლოდ მოვილხენთქვენ თანა საუბარითა^".
1330/1330
 რა მოეგონის მოყვარე,სდინდიან ცრემლნი მწარენი.
 @ტარიელისკე იარნამან გზანი საწყინარენი,
 უდაბურნი და უგზონი,უცხონი რამე არენი,
დასადაცა ნახნის, დახოცნისლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.
1331/1331
 ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა,იცნა, თქვა: "იგი კლდენია,
 სადა-ა ჩემი მოყვარედა ვისთვის ცრემლი მდენია;
 ღირს ვარმცა, ვნახო პირის-პირ,ვუამბო, რაცა მსმენია,
დაარ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა,ცუდ ჩემი განავლენია!
1332/1332
 თუ მოსრულა, უღონიოდშინა ხანსა არ დაჰზმიდა,
 მინდორს სადმე წავიდოდა,მხეცისაებრ ველთა ვლიდა;
 სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო", -იგონებდა, იხედვიდა,
დაესე თქვა და მიუქცია,მინდორთაკე წამოვიდა.
1333/1333
 მიაცორვებს და იმღერისმხიარულითა გულითა,
 მართ სახელ-დებით უყივისხმითა მით სახარულითა.
 ცოტაი წავლო, გამოჩნდამზე სინათლითა სრულითა:
დაშამბისა პირსა @ტარიელდგა ხრმლითა მომახულითა.
1334/1334
 @ტარიელს ლომი მოეკლა,მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა;
 შამბისა პირსა ქვეითიდგა, ცხენი არა ჰხლებოდა;
 ყივილი @ავთანდილისიესმოდა, ეოცებოდა,
დაშეხედნა, იცნა, გაიქცა,მისკე მირბოდა, ხლტებოდა.
1335/1335
 ხრმალი გასტყორცა @ტარიელ,მიჰმართა მისსა ძმობილსა.
 ყმა ცხენისაგან გარდიჭრა,ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა.
 მათ ერთმანერთსა აკოცეს,ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა,
დახმა შაქრის-ფერად გაუხდავარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.
1336/1336
 @ტარიელ მოთქვა ტირილითსიტყვა ნატიფი, მჭევრები:
 - სისხლისა ღვარმან შეღებაწითლად გიშრისა ტევრები,
 ალვასა წყარო ცრემლისამორწყავს, ნაკადი ბევრები, -
და"რათგან შენ გნახე, რა მგამა,პატიჟი მჭირდეს მევ რები!"
1337/1337
 @ტარიელ ტირს და @ავთანდილსიცილით ეუბნებოდა;
 გაღიმდის, ძოწნი გააპნის,კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა;
 ეტყოდა: "ვცანო ამბავი,შენ რომე გეამებოდა,
დააწ გაახლდების ყვავილი,ვარდი აქამდის ჭნებოდა".
1338/1338
 @ტარიელ უთხრა: "ჰე ძმაო,კმა არს, დღეს რაცა მლხენია,
 ყოველი ჩემი სალხინომინახავს, - ნახვა შენია;
 სხვად^ ნუ ყოს ღმერთმან წამალი,არცა რა მოგისმენია:
დაკაცმან-მცა სოფელს ვით პოვა,რაცა რა საქმე ზენია!"
1339/1339
 რა @ტარიელ არ შესჯერდა,@ავთანდილცა არ დაწყნარდა,
 მის ამბვისა დაყოვნებავეღარ გასძლო, აუჩქარდა,
 გამოიღო რიდე მისი^,ვინ ბაგეთათ^ ვარდი ვარდა.
დარა @ტარიელ ნახა, იცნა,გამოუღო, შემოვარდა.
1340/1340
 წიგნი და კიდე რიდისაიცნა და გა-ცა-შალა მან,
 პირსა დაიდვა, დაეცა,ვარდმან ფერითა მკრთალამან,
 სულნი გაექცეს, მოდრიკათავი გიშრისა ტალამან.
დამისნი ვერ გასძლნეს პატიჟნივერ ყაენ, ვერცა სალამან.
1341/1341
 @ავთანდილ უჭვრეტს @ტარიელს,უსულოდ ქვე-მდებარესა,
 შეფრინდა, შველად მიჰმართამას, ტკბილად მოუბარესა,
 ვერა ვერ არგო დამწვარსა,სრულად ცეცხლ-ნადებარესა;
დამისთა ნიშანთა სიცოცხლემართ მისი მიიბარესა.
1342/1342
 @ავთანდილ დაჯდა ტირილად,ტირს ხმითა შვენიერითა,
 ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად,აფრთხობს ბროლისა ჭერითა;
 გახეთქა ლალი, გათლილიანდამატისა კვერითა,
დამუნით წყარონი გამოხდეს,ძოწსა ვამსგავსენ ფერითა.
1343/1343
 პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლიჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა:
 "რაცა ვქმენო, არ უქმნიაარცა შმაგსა, არცა რეტსა;
 წყალი სწრაფით რად დავასხიცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა!
დაჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებსგული ლხინსა მეტის-მეტსა.
1344/1344
 მე მოვკალ ჩემი მოყვარე;რა მმართებს გაწბილებულსა?
 თავსა ვაბრალობ საქმესა,არ დასმით გაგონებულსა!
 ცრუ კაცი კარგად ვერას იქმსსაქმესა გაძნელებულსა,
დათქმულა: "სიწყნარე გმობილისჯობს სიჩქარესა ქებულსა!"
1345/1345
 უცნობო-ქმნილი @ტარიელძეს მსგავსად ნატუსალისად.
 @ავთანდილ ადგა, გამოვლნაშამბნი საძებრად წყალისად,
 მან პოვა სისხლი ლომისა,მოაქვს სავსებლად ალისად,
დამკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდალაჟვარდი ფერად ლალისად.
1346/1346
 @ავთანდილ მკერდსა დაასხამას ლომსა სისხლი ლომისა;
 @ტარიელ შეკრთა, შეიძრარაზმი ინდოთა ტომისა,
 თვალნი აახვნა, მიეცაძალი ზე წამოჯდომისა.
დალურჯად ჩანს შუქი მთვარისა,მზისაგან შუქ-ნაკრთომისა.
1347/1347
 ზამთარი ვარდთა^ გაახმობს,ფურცელნი შთამოსცვივიან,
 ზაფხულის მზისა სიახლედასწვავს, გვალვასა ჩივიან,
 მაგრა მას ზედა ბულბულნიტურფასა ხმასა ყივიან, -
დასიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს,წყლულნი ორჯერვე სტკივიან.
1348/1348
 აგრევე გული კაცისამოსაგვარებლად ძნელია,
 ჭირსა და ლხინსა ორსავეზედა მართ ვითა ხელია,
 მიწყივ წყლულდების, საწუთრომისი აროდეს მრთელია.
დაიგი მიენდოს სოფელსა,ვინცა თავისა მტერია!
1349/1349
 @ტარიელ ნახა ნაწერიკვლაცა მკლველისა მისისა,
 იკითხავს, თუცა აშეთებსკითხვა წიგნისა მისისა;
 დაუყვის ცრემლმან სინათლე,ბნელად ჩანს შუქი დღისისა.
და@ავთანდილ ადგა, დაუწყოთხრობა სიტყვისა მქისისა.
1350/1350
 იტყვის, თუ: "ნაქმრად არ ვარგაკაცისა გასწავლილისად,
 აწ რადღა გვმართებს ტირილი?ხამს, დავსხდეთ ქმნად ღიმილისად;
 ადეგ, წავიდეთ საძებრადმის მზისა წარხდომილისად!
დაადრე მიგიყვან, მიყვანაარს შენგან მონდომილი სად.
1351/1351
 ვითა გვმართებს გახარება,პირველ აგრე გავიხარნეთ,
 მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ,@ქაჯეთისკე თავნი ვარნეთ,
 ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ,მათნი ზურგით დავიყარნეთ,
დაუჭირველნი შემოვიქცეთ,იგი მძორთა დავადარნეთ".
1352/1352
 მერმე @ტარიელ ამბავსაჰკითხავს, აღარა ბნდებოდა.
 შეჰხედნის, თვალნი აჰმართნის,შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა,
 მართ ვითა ლალსა მზისაგან,მას ფერი ეზარდებოდა;
დავინ ღირს-ა, თუ-მცა წყალობითცა მიწყივ მობრუნდებოდა!
1353/1353
 @ავთანდილს მადლი უბრძანა,ქმნა უყო საუბარისა:
 "მე შენი ქება ვითა ვთქვა,ბრძენთაგან საქებარისა!
 ვითა ზე-მთისა წყარომან,მომრწყე ყვავილი ბარისა,
დადამწყვიდე დენა ცრემლისა,ნარგისთათ^ ნაგუბარისა.
1354/1354
 მე ვერა გიყო, ნაცვალსაღმერთი გარდიხდის ციერი,
 ზეგარდმოთ მისით შემოგზღოსმუქაფა ჩემ-მაგიერი!"
 შესხდეს და შინა წავიდეს,მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი;
დააწ გა-ვე-აძღო სოფელმან@ასმათ, ადრითგან მშიერი.
1355/1355
 ქვაბისა კარსა @ასმათიმარტო ზის, არ-ბარგოსანი.
 შეჰხედნა, იცნა @ტარიელ,თანა ყმა ჭარმაგოსანი, -
 ორნივე ტურფად იმღერდეს,ვით იადონი მგოსანი, -
დამაშინვე იცნა, ავარდამოშლილი, პერანგოსანი.
1356/1356
 აქამდის მიწყივ ენახაქვაბს მისლვა მოტირალისა,
 აწ გაუკვირდა დანახვასიცილით მომღერალისა.
 ზარ-აღებული ავარდა,ცნობა უც ვითა მთრვალისა,
დაარ იცის სმენა ამბვისაჯერთ მისგან სასურვალისა.
1357/1357
 მათ რა ნახეს, შემოჰყივლესსიცილით და კბილთა ჩენით:
 "ჰე @ასმათო, მოგვივიდამოწყალება ღმრთისა ზენით:
 ვპოვეთ მთვარე დაკარგული,რაცა გვწადდა, იგი ვქმენით,
დააწ გავხედით ბედისაგანცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით".
1358/1358
 @ავთანდილ ცხენსა გარდახდა@ასმათის მოსახვეველად;
 მან მიჰყო ხელი ალვასა,შტო მოჰყვა მოსარხეველად,
 ყელსა და პირსა აკოცებს,არის ცრემლისა მფრქვეველად:
და"რა სცანო, რა ჰქმენ, მიამბე,ვტირ შენი მოაჯე ველად".
1359/1359
 @ავთანდილ @ასმათს უსტარიმისცა მისისა ზრდილისა,
 ალვისა შტო-დამჭნარისა,მთვარისა ფერ-მიხდილისა;
 უთხრა, თუ: "ნახე ნაწერიმის პატიჟ-გარდახდილისა;
დამზე მოგვეახლა, მოგვეცაჩვენ მოშორვება ჩრდილისა".
1360/1360
 @ასმათ რა ნახა უსტარი,ცნა მისი დანაწერობა,
 გაკვირდა, ზარმან აიღო,ათრთოლებს, ვითა ხელობა,
 ტერფით თხემამდის გაუხდამას მეტი საკვირველობა;
დაიტყვის: "რა ვნახე, რა მესმის?არს-მცა ამისი მრთელობა?!"
1361/1361
 @ავთანდილ უთხრა: "ნუ გეშის,ეგე ამბავი მრთელია;
 ლხინი მოგვეცა, მოგვშორდაყოველი ჭირი ძნელია,
 მზე მოგვეახლა, უკუნიჩვენთვის აღარა ბნელია,
დაბოროტსა სძლია კეთილმან,არსება მისი გრძელია!"
1362/1362
 ინდოთ მეფე მხიარული@ასმათს რასმე უბრძანებდა;
 ერთმანერთსა ეხვეოდეს,სიხარული ატირებდა;
 ვარდსა ზედა ყორნის ბოლონამსა თხელსა^ აპკურებდა.
დაკაცსა ღმერთი არ გასწირავს,თუ-მცა კაცი შეიგებდა.
1363/1363
 ღმერთსა მისცეს დიდი მადლი,თქვეს: "გვიყოო, რაცა სჯობდა;
 აწღა ვცანით, უარესსაპირი თქვენი არ გაჰბრჭობდა",
 ინდოთ მეფე მხიარულიხელ-განპყრობით ამას ხმობდა.
დაქვაბს შევიდეს მხიარულნი,@ასმათ რასმე მასპინძლობდა.
1364/1364
 @ტარიელ ეტყვის @ავთანდილს:"ისმინე სიტყვა ასები,
 გიამბობ რასმე ამბავსა,მოამბედ ^ ნუ გენასები:
 მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ,დავხოცე დევთა დასები,
დამას აქათ მათი აქა ძესსაჭურჭლე ძვირ-ნაფასები.
1365/1365
 მე აგრე არა მინახავს,მართ ვითა არა მნდომია;
 მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ,საჭურჭლე თუ რა ზომია".
 ეამა, ადგეს ორნივე,არცა ქვე @ასმათ მჯდომია,
დადალეწეს კარი ორმოცი,მათგან არ ზედა ომია.
1366/1366
 პოვეს საჭურჭლე უსახო,კვლა უნახავი თვალისა,
 მუნ იდვა რიყე თვალისა,ხელ-წმიდად განათალისა,
 ჩნდის მარგალიტი, ოდენიბურთისა საბურთალისა;
დავინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა,ვერვისგან დანათვალისა!
1367/1367
 იგი სახლი ორმოცივეშიგან იყო გატენილი.
 პოვეს ერთი ზარადხანა,აბჯრისათვის სახლად ქმნილი;
 მუნ აბჯარი ყოვლიფერიასრე იდვა, ვითა მწნილი,
დაშიგან ერთი კიდობანიდაბეჭდული, არ-გახსნილი.
1368/1368
 ზედა ეწერა: "აქა ძესაბჯარი საკვირველიო,
 ჯაჭვ-მუზარადი ალმასიხრმალი ბასრისა, მჭრელიო;
 თუ ქაჯნი დევთა შეებნენ,იყოს დღე იგი ძნელიო!
დაუმისჟამისოდ ვინც გაჰხსნის,არის მეფეთა მკლველიო".
1369/1369
 კიდობანი გახსნეს, პოვესმუნ აბჯარი სამი ტანი,
 რასაცა ვით შეიმოსენმეომარნი სამნი ყმანი:
 ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი,საბარკული მათი გვანი^, -
დაზურმუხტისა ბუდებითაიყვნეს ვითა ლუსკუმანი.
1370/1370
 თვითომან თვითო ჩაიცვეს,თავის თავს გამოსცდიდიან,
 ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარსა^მართ ვერა ვერ მოჰკიდიან;
 ხრმალი რკინასა მოჰკრიან,ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან,
დამათ უღირს ყოვლად ქვეყანად,შევატყვე, არ გაჰყიდიან.
1371/1371
 თქვეს: "ესე ნიშნად გვეყოფის,ვართო კარგითა ბედითა;
 ღმერთმან მოგვხედნა თვალითა,ზეგარდმოთ მონახედითა".
 აიღეს იგი აბჯარითავის-თავისა ქედითა,
დათვითო მათ, ერთი @ფრიდონისსაძღვნობლად შეკრეს ღვედითა.
1372/1372
 ოქროც რამე წაიტანეს,მარგალიტი ღარიბები;
 გამოვიდეს, გამობეჭდესორმოცივე საჭურჭლები.
 @ავთანდილ თქვა: "ამას იქითდავამაგრო ხრმალსა ნები,
დაამას ღამე არსად წავალ,რა გათენდეს, არ დავდგები".
1373/1373
 აქა, მხატვარო, დახატენძმათ უმტკიცესნი ძმობილნი,
 იგი მიჯნურნი მნათობთა,სხვისა ვერვისგან სწრობილნი,
 ორნივე გმირნი მოყმენი,მამაცობისა ცნობილნი;
დარა ქაჯეთს მივლენ, გასინჯოთომი ლახვართა სობილნი.
54/ტარიელისა და /ავთანდილისგან წასლვა /ფრიდონისასა
1374/1374
 რა გათენდა, გაემართნეს,წაიტანეს @ასმათ თანა,
 @ნურადინის ქვეყანამდისშეისვიან მათ უკანა;
 მუნ ვაჭარმან ოქროს ფასადცხენი მისცა, არ უძღვანა;
და@ავთანდილ კმა ყოლაუზად,სხვა-მცა ვინღა წაიტანა!
1375/1375
 იარეს და ზედა შეჰხდეს@ნურადინის მეჯოგეთა;
 ჯოგი ნახეს, მოეწონა,@ფრიდონისთვის ეაგეთა.
 მუნ @ავთანდილს ინდო ეტყვის:"გაქმნევ კარგთა სიშმაგეთა,
დამოდი, @ფრიდონს ველაღობნეთ,ჯოგსა მისსა მოვადგეთა!
1376/1376
 ჯოგი წავუღოთ, მოსრულნივესმით ჯოგისა წაღებად,
 გამოემართვის საომრად,ველთა სისხლითა დაღებად,
 ანაზდად გვიცნობს, გაკრთების,გულსა შეჰლამის დაღებად, -
დაამოა კარგი ლაღობა,ლაღსა შე-ვე-იქმს ლაღებად".
1377/1377
 დაუწყეს პყრობა ტაიჭთა@ფრიდონის უკეთესებსა.
 მუნ მეჯოგეთა ფანოსიშეექმნა, ეკრა კვესებსა;
 უყივლეს.: "ვინ ხართ, მოყმენო,ვინ იქმთ საქმესა ზესებსა?
დაჯოგი მისია, ვინ მტერსაჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა".
1378/1378
 მათ მშვილდები დაიწვადეს,მეჯოგეთა გაეკიდნეს.
 მეჯოგენი მიიზახდეს,ხმანი მათნი გაადიდნეს:
 "გვიშველეთო, გვიშველეთო,მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!"
დახმა შეიქმნა, შეიყარნეს,@ფრიდონს ჰკადრეს, არ დაჰრიდნეს.
1379/1379
 შეეკაზმა @ფრიდონ, შეჯდა,შეკაზმული გამოვიდა.
 ხმა შეიქმნა, შეიყარნეს,რაზმი ველთა დაჰფარვიდა.
 იგი მზენი მოეგებნეს,ვის ზამთარი ვერ დაჰზრვიდა;
დადაეხურა ზარადები,პირსა მათსა უფარვიდა.
1380/1380
 რა @ტარიელ @ფრიდონ იცნა,თქვა: "ვნახეო, ვინცა მინა".
 მუზარადი მოიხადა,გაიღიმნა, გაიცინა;
 @ფრიდონს უთხრა: "რასა ჰლამი,ჩვენი მოსლვა რას გეწყინა?
დაპურად ავი მასპინძელიმოგვეგებვი ომად წინა!"
1381/1381
 @ფრიდონ ფიცხლავ გარდაიჭრა,დავარდა და თაყვანის-სცა.
 იგინიცა გარდაუხდეს^,მოეხვივნეს, აკოცისცა ^.
 @ფრიდონ ღმერთსა ხელ-აღპყრობითუსაზომო მადლი მისცა;
დადიდებულნი აკოცებდეს,იცნობდიან იგი ვისცა.
1382/1382
 @ფრიდონ უთხრა: "რასა სდეგით?მოგელოდი უწინარე,
 მე მზა ვარო, სამსახურითქვენი რა-მცა დავიზარე!"
 ჰგვანდა, თუ-მცა შეყრილ იყვნესორნი მზენი, ერთი მთვარე,
დაერთმანერთი დააშვენეს,გაემართნეს, იქცეს გარე.
1383/1383
 @ფრიდონის სახლსა გარდახდესორნივე, ტურფად გებულსა.
 @ტარიელ დაჯდა საჯდომსა,ოქსინო-გარდაგებულსა,
 ახლოს დაისვამს @ავთანდილს,მისსა ძმად-შეფიცებულსა;
დამათ უძღვნეს იგი აბჯარი@ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.
1384/1384
 უთხრეს: "ჯერთ ჟამად არა გვაქვსსხვა შენთვის არმაღანია,
 მაგრა ტურფანი მრავალნიქვე სადმე^ გვისხენ სხვანია".
 მან დასდვა პირი მიწასა,არ დაიყოვნა ხანია:
და"ჩემთვის ამისი ბოძებაარს თქვენი შესაგვანია".
1385/1385
 გამოისვენეს მას ღამით@ფრიდონის მასპინძლობითა;
 აბანოს ბანნა, აავსნაშესამოსლისა ძღვნობითა,
 დამოსნა ტურფა-ტურფითა^,ერთმანერთისა მჯობითა,
დათვალ-მარგალიტი ღარიბიუძღვნა ოქროსა გობითა.
1386/1386
 უთხრა, თუ: "ესე სიტყვააავისა მასპინძელისა,
 ჰგავს, მომწყენოდეს სტუმრობათქვენ ბრძნისა ვითა ხელისა,
 მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა,წალვა სჯობს გზისა გრძელისა,
დათუ ქაჯნი მოგვესწრებიან,საეჭვი არს სიძნელისა.
1387/1387
 დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა?კარგნი გვინდან და ცოტანი;
 სამასი კაცი გვეყოფისთ,წავიდეთ მართ^ მეოტანი;
 ჩვენ @ქაჯეთს ქაჯთა საომრად^დავაგნეთ ხრმალთა კოტანი,
დამას ადრე ვჰპოვებთ, ვისიცამოგვკლავს ალვისა, მო-, ტანი.
1388/1388
 @ქაჯეთს ერთხელ კვლაც^ ყოფილ ვარ,ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების;
 ყოვლგნით კლდეა, გარეშემომტერი ვერა მოადგების;
 თუ იდუმალ არ შევუვალთ,ცხადად შებმა არ ეგების,
დამით ლაშქარი არად გვინდა, -რაზმი მალვით ვერ მოგვყვების".
1389/1389
 იგინიცა დაემოწმნესამა მისსა ნაუბარსა.
 მუნ დააგდეს ქალი @ასმათ,@ფრიდონ მისცემს საჩუქარსა.
 თვით სამასსა ცხენოსანსაწაიტანდეს, გმირთა დარსა.
დაბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებსყოვლსა, პირველ შენაზარსა.
1390/1390
 ზღვა გაიარეს სამთავეერთგან ძმად შეფიცებულთა;
 @ფრიდონ გზა იცის, იარეს,დღისით და ღამით რებულთა.
 @ფრიდონ თქვა: "ვახლავთ არეთაჩვენ, @ქაჯეთს მიახლებულთა,
დააქათგან ღამით ვლა გვინდა,მით არას გამჟღავნებულთა".
1391/1391
 ამა @ფრიდონის თათბირსასამნივე ერთგან ჰზმიდიან:
 რა გაუთენდის, დადგიანდა ღამით ფიცხლავ ვლიდიან;
 მივიდეს, აჩნდა ქალაქი,მცველთა ვერ დასთვალვიდიან,
დაგარე კლდე იყო, გუშაგთახმა ჯარვით გაადიდიან.
1392/1392
 გვირაბის კარსა ჭაბუკიათი ათასი მცველია.
 მათ ლომთა ნახეს ქალაქი,მთვარე დგას მუნ ნათელია;
 თქვეს: "ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ^,აწ გამორჩევა ძნელია;
დაასი ათასსა აჯობებს,თუ გამორჩევით მქმნელია".
55თათბირი /ნურადინ-ფრიდონისა
1393/1393
 @ფრიდონ თქვა: "ვიტყვი სიტყვასა,ვეჭვ, ჩემი არ დამცთარია:
 ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქიდიდთაგან საომარია;
 პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც,არ ჟამი საკვეხარია,
დაათას წელ ვერსით შევუვალთ,თუ ზედ დაგვიხშან კარია.
1394/1394
 ჩემსა სიმცროსა გამზრდელნისამუშაითოდ მზრდიდიან,
 მასწავლნეს მათნი საქმენი,მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან^;
 ასრე გავიდი საბელსა,რომ თვალნი^ ვერ მომკიდიან,
დავინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი,იგიცა ინატრიდიან.
1395/1395
 აწ ვინცა ვიცით უკეთეშეტყორცა საგდებელისა,
 მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთწვერი საბლისა გრძელისა,
 მას ზედა გავლა ასრე მიჩნს^,ვითა გარბენა^ ველისა.
დათქვენ ჭირად გიყო^ შიგანთაპოვნა კაცისა მრთელისა.
1396/1396
 აბჯრითა გავლა არად ^ მიჩნსჭირად, გატანა ფარისა;
 შიგან ჩავხლტები კისკასად,ვეცემი მსგავსი ქარისა,
 ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ,ჰნახოთ გაღება კარისა!
დათქვენცა მუნ მოდით, სადაცაგესმას ზრიალი ზარისა".
56თათბირი /ავთანდილისა
1397/1397
 @ავთანდილ უთხრა: "ჰე @ფრიდონ,მოყვასნი ვერ გიჩივიან:
 ლომთა მკლავთაგან იმედიგაქვს, არა წყლულნი გტკივიან;
 სთათბირობ ძნელსა თათბირსა,მტერთა ივაგლახ-ივიან,
დამაგრა თუ გესმის, გუშაგნირა ახლო-ახლო^ ყივიან?!
1398/1398
 რა გახვიდოდე, გუშაგთაესმას აბჯრისა ჩხერება,
 გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ,ამისი ხამს დაჯერება;
 წაგიხდეს ცუდად ყველაი,დაგრჩეს ცუდიღა ფერება,
დაეგე თათბირი არ ვარგა,სხვებრ ვქმნათ თავისა ტერება.
1399/1399
 სჯობს, დადეგით დამალულნითქვენ ადგილსა იდუმალსა,
 ისი კაცნი არ იჭირვენმგზავრსა, ქალაქს შემავალსა,
 სავაჭროთა შევეკაზმვი,ვიქმ საქმესა მე მუხთალსა,
დაერთსა ჯორსა გარდავჰკიდებმუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.
1400/1400
 სამთავე შესლვა არ ვარგა,თუ გვიგრძნან, არს სათუები;
 მე მარტო შევალ ვაჭრულადდა კარგად შევეტყუები,
 მალვით ჩავიცვამ აბჯარსა,გავჩნდები, გავეცრუები, .
დაღმერთმან ქმნას, უხვად ვადინოშიგნით სისხლისა რუები!
1401/1401
 შიგანთა მცველთა მოვიცლიმე უნახავად ჭირისად,
 თქვენ გარეთ კართა ეცენითყოველნი მსგავსად გმირისად;
 კართა გავახვამ, მომართეთ,კივილი გესმას ხშირი სად.
დათუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ,ვარ მრჩევლად ამა პირისად".
57თათბირი /ტარიელისა
1402/1402
 ტარიელ უთხრა: "მე თქვენივცან გმირთა მეტი გმირობა,
 თქვენსა ძალ-გულსა თქვენივეჰგავს თათბირობა, პირობა;
 ვიცი, გწადს ომი ფიცხელი,არ ცუდი ხრმალთა ღირობა,
დაკაცი-მცა მაშინ თქვენ გახლავს,რა ომმან ქმნას გაჭირობა.
1403/1403
 მაგრა იყვენით ჩემთვისცასაქმისა რასმე რჩევითა:
 ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა,ზედა გარდმოდგეს მზე ვითა,
 თქვენ გქონდეს ოყი ფიცხელი,უომრად მნახოს მე ვითა?
დაესე მე დამსვრის, ნუ უბნობთსიტყვითა თქვენ სათნევითა.
1404/1404
 მაგა თათბირსა ესე სჯობს,ვქმნათ ჩემი მონახსენები:
 გავიყოთ კაცი ას-ასი,რა ღამე ჩნდეს ნათენები,
 სამთავე სამგნით მივჰმართოთ,ფიცხლავ დავსხლიტოთ ცხენები;
დამოგვეგებვიან, ვემცრობით,ჩვენ ხრმალთა მივსცეთ მძლე ნები.
1405/1405
 ფიცხლავ შევებნეთ, შევსჯარნეთ,ვერ მოგვასწრებენ კარებსა,
 სამთაგან ერთი შევუვალთ,სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა,
 მან ერთმან შიგნით შიგანნიმივსცნეთ სისხლისა ღვარებსა,
დახელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა,მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა"
1406/1406
 @ფრიდონ უთხრა: "შემიგნია,გამიგია, ვიცი მე რა:
 მაგა ცხენსა ჩემეულსაწამოასწრობს კართა ვერა;
 ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი,@ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა,
დათვარა ყოლა არ გიძღვნიდი,ჩემი გითხრა სიძუნწე რა".
1407/1407
 @ფრიდონ ლაღი ამხნაგობსსაუბართა^ ესოდენთა.
 ამას ზედა გაიცინნესმათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა,
 ერთმანერთსა ელაღობნესლაღობათა მათთა მშვენთა,
დაგარდახდეს და დაეკაზმნეს,უკეთესთა შესხდეს ცხენთა.
1408/1408
 კვლა ერთმანერთსა მიუგესსიტყვები არ პირ-მკვახები,
 დაასკვნეს იგი თათბირი,@ტარიას განაზრახები:
 გაიყვეს კაცი ას-ასი,ყველაი გმირთა სახები,
დაცხენებსა შესხდეს, აიღესმათ მათი ჩაბალახები.
1409/1409
 იგი ჭაბუკნი შუქითავნახენ მზისაცა მეტითა;
 მათ სამთა შვიდნი მნათობნიჰფარვენ ნათლისა სვეტითა;
 @ტარიელ შავსა ზედა ზისტანითა მით წერწეტითა;
დადალივნეს მტერნი ომითა,ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.
1410/1410
 ჩემი აწ ესე ნათქვამიმათი სახე და დარია:
 რა ზედა წვიმდენ ღრუბელნიდა მთათა აღტყდეს ღვარია,
 მოვა და ხევთა მოგრაგნის,ისმის ზათქი და ზარია,
დამაგრა რა ზღვასა შეერთვის,მაშინ ეგრეცა წყნარია.
1411/1411
 თუცა @ფრიდონ და @ავთანდილსიკეთე-მიუწვთომნია,
 მაგრა @ტარიას შებმანიარვისგან მოსანდომნია,
 მზე მნათობთაცა დაჰფარავს,არცაღა ნათლად ხომნია.
დააწ იყურებდით, მსმენელნო,გესმნენ ფიცხელნი ომნია!
1412/1412
 სამთავე სამად გაიყვეს -თვითომან თვითო - კარები;
 თანა ჰყვა კაცი სამასი,ყველაი გმირთა დარები.
 მას ღამით უქმნეს სადარნო,უცთურო^, არ ნაჩქარები,
დაგათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს,თავის-თავ ჰქონდა ფარები.
1413/1413
 პირველ ამოდ მიდიოდესმგზავრთა რათმე მაგიერად,
 მათ შიგანთა ვერა უგრძნეს,ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად;
 გულსა შიში არა ჰქონდა,ამოდ დგეს და ნებიერად,
დამიდგეს გარეთ, მუზარადნიდაიხურნეს ჟამიერად.
1414/1414
 ანაზდად ცხენი გაქუსლეს,მათრახმან შექმნა წრიალი.
 რა ნახნეს, კარნი გაახვნეს,ქალაქით გახდა ზრიალი.
 სამთავე სამგნით მიჰმართეს,თავსა მით უყვეს რიალი,
დაიკრეს ნობსა და დაბდაბსა,შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.
1415/1415
 მაშინ @ქაჯეთს მოიწიაუსაზომო რისხვა ღმრთისა:
 @კრონოს, წყრომით შეხედულმან,მოიშორვა სიტკბო მზისა,
 მათვე რისხვით გარდუბრუნდაბორბალი და სიმგრგვლე ცისა,
დაველნი მკვდართა ვერ იტევდეს,გადიადდა ჯარი მკვდრისა.
1416/1416
 კაცსა უკრავად დაბნედდისხმა @ტარიელის ხაფისა,
 აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდასიმაგრე ჯავშან-ქაფისა.
 სამგნითვე კართა შესჯარნეს,ჭირი არ ნახნეს კაფისა,
დარა ქალაქს შეხდეს, შეიქმნასიხარკე^ ციხეს სწრაფისა.
1417/1417
 @ავთანდილ და ლომი @ფრიდონშიგნით ერთგან შეიყარნეს,
 მტერნი სრულად აეწყვიდნეს,სისხლნი მათნი მოეღვარნეს,
 უყივლეს და ერთმანერთინახეს, დიდად გაეხარნეს,
დათქვეს: "@ტარიელ რა იქმნაო?"მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.
1418/1418
 ერთმანცა არა იცოდავერა ცნეს @ტარიერისა.
 ციხისა კარსა მიჰმართეს,რიდი არ ჰქონდა მტერისა;
 მუნ ნახეს რიყე აბჯრისა,ნალეწი ხრმალთა წვერისა,
დაათი ათასი ნობათი,უსულო, მსგავსი მტვერისა.
1419/1419
 ციხისა მცველი ყველაიიდვა მართ ვითა სნეული,
 თავით ფერხამდის დაჭრილი,აბჯარი მუნ დახეული,
 ციხისა კარნი განხმულნი,კართა ნალეწი - სრეული,
დაცნეს ნაქმრად @ტარიელისად,თქვეს: "საქმე არს მისეული".
1420/1420
 გზანი დაჰხვდეს შეკაფულნი,შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა,
 ნახეს, მზისა შესაყრელადგამოეშვა მთვარე გველსა,
 მუზარადი მოეხადა,ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა,
დამკერდი მკერდსა შეეწება,გარდაეჭდო ყელი ყელსა.
1421/1421
 ეხვეოდეს ერთმანერთსა,აკოცეს^ და ცრემლნი ღვარნეს^;
 ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან@მუშთარ, @ზუალ შეიყარნეს^.
 მზე რა ვარდთა შემოადგეს,დაშვენდეს^ და შუქნი არნეს^,
დააქანამდის ჭირ-ნახულთაამას იქით გაიხარნეს^.
1422/1422
 მათ ერთმანერთსა აკოცეს,დგანან ყელ-გარდაჭდობილნი.
 კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირადვარდნი ბაგეთათ^ პობილნი.
 აწ ესენიცა გავიდეს,შეკრბეს სამნივე ძმობილნი,
დამას მზესა მისცეს სალამი,წადგეს მართ ვითა ხმობილნი.
1423/1423
 მზე მოეგება პირითატურფითა, მოცინარითა,
 აკოცა მისთა მეშველთალაღმან ცნობითა წყნარითა,
 მათ მდაბლად მადლი უბრძანასიტყვითა მით ნარნარითა,
დაორნივე ერთგან უბნობდესტურფითა საუბარითა^.
1424/1424
 @ტარიელსცა უსალამეს,მას ალვისა მორჩსა ვით ხეს,
 მიულოცეს გამარჯვება,ერთმანერთი მოიკითხეს.
 არა სჭირდა, არ ინანეს,რომ აბჯარი არ გაითხეს,
დათავნი მათნი გაალომნეს,მათნი მბრძოლნი^ იშვლეს^, ითხეს.
1425/1425
 სამასისა კაცისაგანას-სამოცი შეჰყოლოდა;
 @ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა,მაგრა ერთ-კერძ უხაროდა;
 მონახეს და არ აცოცხლეს,რაცა მბრძოლი დაჰრჩომოდა,
დარომე პოვნეს საჭურჭლენი,აწმცა თვალვით ვით ითქმოდა!
1426/1426
 მოკრიფეს ჯორი, აქლემი,რაცა ვით პოვეს მალები;
 სამიათასსა აჰკიდესმარგალიტი და თვალები,
 თვალი ყველაი დათლილი,იაგუნდი და ლალები,
დაიგი მზე შესვეს კუბოსა,არს მათგან განაკრძალები.
1427/1427
 სამოცი კაცი დააგდეს@ქაჯეთს ციხისა მცველია,
 წამოიყვანეს იგი მზე,მათიღა წაგვრა ძნელია;
 ზღვათა ქალაქსა დაჰმართეს,თუცა გზა მუნით გრძელია,
დათქვეს: "@ფატმან ვნახოთ, მუქაფაგვაც მისი გარდუხდელია".
58/ტარიელისგან ზღვათა მეფისას მისლვა
1428/1428
 ზღვათა მეფისა წინაშეგაგზავნა მახარობელი,
 შესთვალა: "მოვალ @ტარიელ,მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი;
 @ქაჯეთით მოყავს ჩემი მზე,ჩემი ლახვართა მსობელი;
დამწადიან, გნახნე პატივით,ვითა მამა და მშობელი.
1429/1429
 აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანადა მათი დანადებია;
 მეფეო, კარგი ყველაიმე თქვენგან წამკიდებია;
 @ფატმანს უხსნია ჩემი მზე,სდედებია და სდებია,
დაამისად მუქფად რა გიძღვნა?მძულს ცუდი ნაქადებია.
1430/1430
 მოდი, გვნახენ, გავიარდეთქვეყანასა შენსა ვირე,
 სრულად ქაჯთა სამეფოსაგიძღვნი, ჩემგან შეიწირე,
 კაცნი შენნი შეაყენენ,ციხე მაგრად დაიჭირე,
დამე ვისწრაფი, ვერა გნახავ,შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.
1431/1431
 თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ@უსენს, ქმარსა @ფატმანისსა,
 გამოგზავნოს, ეამებისნახვა მისი ხსნილსა მისსა;
 მისგან კიდე ინატრიდაჭვრეტასა-მცა სხვადღა ვისსა,
დავინ მზესაცა უნათლეა,ასრე ვითა ბროლი ფისსა!"
1432/1432
 რა კაცი @ტარიელისიესტუმრა ზღვათა მფლობელსა, -
 წესია, გული გაჰკრთებისამბავსა გასაკთობელსა, -
 მისცა მადლი და დიდებაღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა,
დამაშინვე შეჯდა, არ უნდამისლვა სხვასაღა მხმობელსა.
1433/1433
 ბარგი აჰკიდა, გააგოქმნა ქოწილისა მათისა,
 მას მიაქვს რიცხვი ტურფათა,არ-სიდიადე სათისა;
 @ფატმან ჰყავს თანა, იარასავალი დღისა ათისა;
დაუხარის ნახვა ლომისადა მზისა, ხმელთა მნათისა.
1434/1434
 შორს გაეგებნეს სამნივედიდსა მეფესა ზღვათასა,
 გარდახდეს, მდაბლად აკოცეს,გა-რე-სწყდეს ჯარსა სპათასა;
 შეასხეს ქება @ტარიელს,მან მადლი გაუათასა,
დაქალი რა ნახეს^, სტრფიალობსშუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.
1435/1435
 @ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა,ედებოდა ცეცხლი ნელი,
 მოეხვია, გარდუკოცნახელი, ფერხი, პირი, ყელი;
 იტყვის: "ღმერთო, რა გმსახურო,გამინათლდა რათგან ბნელი!
დავცან სიმოკლე ბოროტისა,კეთილია მისი გრძელი".
1436/1436
 ქალი @ფატმანს ეხვეოდა,ტკბილად იტყვის, არ გამწყრალი:
 "ღმერთმან გული გამინათლაგახეთქილი, გა-ცა-მწკრალი,
 აწ აგრე ვარ გავსებული,წინას ვიყავ ვითა მცხრალი,
დამზემან შუქნი შემომადგნა,ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი".
1437/1437
 ზღვათა მეფე გარდაიხდისმუნ ქორწილსა მეტად დიდსა.
 @ქაჯეთიცა დაუმადლა,არ გაუშვა დღესა შვიდსა;
 უხვად გასცემს საბოძვარსა,საჭურჭლესა ანაკიდსა,
დაპერპერასა დაფანტულსაზედა სცვეთენ ვითა ხიდსა.
1438/1438
 მუნ იდვის გორი ლარისა,სტავრისა და ატლასისა;
 @ტარიელს უძღვნა გვირგვინი,ვერ-დანადები ფასისა,
 იაგუნდისა მრთელისა,ყვითლისა, მეტად ხასისა,
დაკვლა ერთი ტახტი ოქროსა,წითლისა მართ ხალასისა.
1439/1439
 @ნესტან-დარეჯანს ყაბაჩაუძღვნა, შემკული თვალითა,
 იაგუნდითა წითლითა,ბადახშითა და ლალითა.
 დასხდეს ორნივე ქალ-ყმანიპირითა ელვა-მკრთალითა,
დამათნი მჭვრეტელნი დაიწვნესცეცხლითა მართ ახალითა.
1440/1440
 @ავთანდილს და @ფრიდონს უძღვნაუსაზომო დიდი ძღვენი:
 ძვირფასისა უნაგირი,უკეთესი თვითო ცხენი,
 თვითო კაბა თვალიანი,უცხო ფერთა შუქთა მფენი,
დამოახსენეს: "მადლი რა ვთქვათ,სვიანმცა-ა დავლა თქვენი!"
1441/1441
 @ტარიელ მადლსა გარდიხდისტურფა სიტყვითა ენითა:
 "დიდად ვიამე, მეფეო,პირველ, ნახვითა თქვენითა,
 მერმე, აგვავსენ მრავლითატურფა ფერითა ძღვენითა,
დავიცი, შორი-შორ არ-ჩავლაჩვენ თქვენი კარგა ვქმენითა".
1442/1442
 ზღვათა მეფე მოახსენებს:"ხელმწიფეო, ლომო, ქველო,
 მოახლეთა სიცოცხლეო,ვერა-მჭვრეტთა შორით მკლველო,
 მსგავსი თქვენი რა-მცა მეძღვნა,შვენიერო სანახველო!
დარა მოგშორდე, რა მერგების,საჭვრეტელად სასურველო?!"
1443/1443
 @ტარიელ @ფატმანს უბრძანა:"მე თავი შენი მიდია;
 დავ, ვალი შენი ჩემზედაგარდაუხდელი, დიდია;
 აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე@ქაჯეთით ამიკიდია,
დამომიცემია, წაიღე,არ კიდე მომიყიდია".
1444/1444
 ფატმან ხათუნ თაყვანის-სცა,ჰკადრებს მადლსა მეტის-მეტსა:
 "მე მეფეო ნახვა შენიმიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა;
 რა მოგშორდე, რა ვიქმნები?მე დამაგდებ ვითა რეტსა.
დაახ, ნეტარძი მოახლეთა!ვაგლახ თქვენსა ვერა-მჭვრეტსა!"
1445/1445
 ზღვათა მეფესა ეტყვიანსამნივე შუქთა მაფენი^,
 კბილნი ბროლნი და ბაგენისადაფთა მოსადაფენი:
 "უთქვენოდ მყოფთა არ გვინდანნიშატნი, საჩანგდაფენი,
დამაგრა გაგვიშვენ, ჟამია,წავიდეთ, ვართ მოსწრაფენი.
1446/1446
 შენ იყავ ჩვენი მშობელი,ჩვენგან ღმრთად საესავიო,
 მაგრა ამასცა ვიაჯით,გვიბოძო ერთი ნავიო".
 მეფემან ბრძანა: "არა მშურსსამიწოდ თქვენად თავიო,
დარათგან ისწრაფი, რა გკადრო?წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო!"
1447/1447
 მეფემან ნავი-ხომალდი^მოჰკაზმა ზღვისა კიდესა.
 გამოემართა @ტარიელ,გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა,
 თავსა იცემდეს, იგლეჯდეს,თმა-წვერსა გაიყრიდესა,
და@ფატმანის ცრემლთა შედენითთვით ზღვაცა გაადიდესა.
1448/1448
 გამოვლნეს ზღვანი სამთავე,ერთგან ძმად შენაფიცართა,
 კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა,მათ პირველ დანამტკიცართა;
 ჰშვენის მღერა და სიცილიმათ, მისთა არ-უვიცართა^,
დაბაგეთათ^ შუქი შეადგისზედა ბროლისა ფიცართა.
1449/1449
 მუნით კაცი @ასმათს თანამათ გაგზავნეს მახარობლად,
 კვლა @ფრიდონის თავადთასა -ნაომართა მათთა მთხრობლად:
 "მანდა მოვა, მოიმაღლებსმზე მნათობთა მამაგრობლად,
დაჩვენ, დამზრალნი, აქანამდის,აწ გავხედით დაუზრობლად".
1450/1450
 იგი მზე შესვეს კუბოსა,იარეს გზა ზღვის პირისა,
 მიყმაწვილობდეს, უხარისმათ გარდახდომა ჭირისა;
 მივიდეს, სადა ქვეყანაიყო @ნურადინ გმირისა,
დამოეგებნიან, ისმოდისხმა სიმღერისა ხშირისა.
1451/1451
 მუნ მიეგება ყოველი@ფრიდონის დიდებულები.
 @ასმათი, სავსე ლხინითა,ვის აღარ აჩნდა წყლულები,
 @ნესტან-დარეჯანს მოეჭდო^,რომ ვეღარ^ გაჰხსნის ცულები,
დააწ გაუსრულა ყოველიმან მისი ნაერთგულები.
1452/1452
 @ნესტან-დარეჯან ეხვევის,პირსა აკოცებს პირითა;
 უბრძანა: "ჩემო, ვაგლახ მე,შენცა აგავსე ჭირითა,
 აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა,ვცან, მისი არ-სიძვირით-ა;
დამე გულსა შენსა ეზომსა,არ ვიცი, გარდვიხდი რითა!"
1453/1453
 @ასმათ ჰკადრა: "მადლი ღმერთსა,ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი,
 ბოლოდ ასრე გააცხადნაგონებამან დაფარულნი,
 სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს,ოდენ გნახენ^ მხიარულნი".
დასჯობან ყოვლთა მოყვარულთაპატრონ-ყმანი მოყვარულნი.
1454/1454
 დიდებულთა თაყვანის-სცეს,მოახსენეს დიდი ქება:
 "რომე ღმერთმან გაგვახარნა,კურთხეულ-ა მისი ღმრთება!
 ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი,აღარა გვწვავს ცეცხლთა დება,
დაწყლულსა, მისგან დაკოდილსა,მასვე ძალ-უც განკურნება".
1455/1455
 მოვიდეს და პირი ხელსადასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს.
 მეფე ეტყვის: "ძმათა თქვენთათავნი ჩვენთვის დაიხოცნეს,
 იგი შვება საუკუნოს^ცხადად პოვეს, არ იოცნეს,
დაერთსა მიჰხვდეს საზიაროდ -დიდებანი იასოცნეს.
1456/1456
 თუცა მე მათი დახოცამტკივის და სატკივარია,
 მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავიმუნ დიდი საჩუქარია".
 ესე თქვა, ნელად ატირდადა წვიმა თოვლსა არია,
დანარგისთათ^ იძრვის ბორიო,ვარდსა ზრავს, იანვარია.
1457/1457
 მუნ ატირდეს ყველაკანი,რა ტირილად იგი ნახეს,
 რაცა ვისცა დაჰკლებოდა,მათ ტირილით, სულთქვმით ახეს;
 დადუმდეს და მოახსენეს:"რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს,
დათქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს,რასათვის-მცა ივაგლახეს!"
1458/1458
 ვინ ღირს-ა თქვენსა ეგზომსატირილსა, შეჭირვებასა!
 თქვენთვის სიკვდილი დია სჯობსმიწათა ზედა რებასა".
 კვლა @ფრიდონ ჰკადრა მეფესა:"ნურათ^ იქმთ გამწარებასა,
დაღმერთი-მცა მუქფად მოგიზღავსათასსა გახარებასა!"
1459/1459
 @ავთანდილცა მიუმტკივნა,იტყვის დიდსა სიმძიმილსა;
 მათ შეასხეს ქება, უთხრეს:"თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა,
 რათგან მიჰხვდა დაკარგულილომი მზესა წახდომილსა,
დააღარა ვსტირთ სატირალსა,აღარ დავსდებთ თვალთა მილსა".
1460/1460
 მივიდეს, სადა ქალაქიდიდი @მულღაზანზარია;
 სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა,გახდა ზათქი და ზარია,
 დაბდაბისა და ქოსისახმა ტურფად შენათხზარია,
დამოიტყდეს მოქალაქენი,დააგდეს მუნ ბაზარია.
1461/1461
 შუკათათ^ მოდგეს ვაჭარნი,ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია;
 შორს უარებდეს სარანგნი,ხელთა აქვს მათ აბჯარია;
 მოიჯრებოდეს ჯალაბნი,სარანგთა დამსაჯარია,
დამათად საჭვრეტლად მიშვებამუნ მათგან ნააჯარია.
1462/1462
 გარდახდეს @ფრიდონისასა^,სრა ნახეს მოსაწონები.
 გამოეგება მრავალიოქრო^ სარტყლითა მონები,
 ფერხთა საფენლად ოქსინომართ მათგან არს ნაქონები,
დათავსა აყრიდეს ოქროსა,ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.
59ქორწილი /ტარიელისა და /ნესტან-დარეჯანისა /ფრიდონისაგან
1463/1463
 მათ ქალ-ყმათათვის საჯდომიდაედგა თეთრ-ძოწეული,
 წითელ-ყვითლითა თვალითაზედა კეკლუცად ფრქვეული;
 @ავთანდილისთვის - ყვითელიდა შავი ერთგან რეული;
დამოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელივცან მათი სულ-დალეული.
1464/1464
 მგოსანნი^ მოდგეს, ისმოდახმა სიმღერისა ტკბილისა;
 ქორწილი ქმნეს და გამრავლდაძღვნობა ლარისა ლბილისა
 @ფრიდონის პურად კარგისა,არ მასპინძლისა წბილისა;
და@ნესტან-დარეჯანს უშვენისღიმილი, ჩენა კბილისა.
1465/1465
 მოიღეს ძღვენი უსახო@ფრიდონის არ-ალქატისა,
 ცხრა მარგალიტი, სიდიდითმართ ვითა კვერცხი ბატისა,
 კვლა ერთი თვალი, სამსგავსომზისა შუქ-მონამატისა,
დამას წინა ღამით ძალ-ედვისმხატვარსა ხატვა ხატისა.
1466/1466
 კვლა უძღვნა თვითო ფარღული,გარდასაყრელი ყელისა,
 მგრგვლად დათლილისა თვალისა,იაგუნდისა მრთელისა;
 კვლა მოაქვს ერთი ტაბაკი,მძლედ საჭირავი ხელისა,
და@ავთანდილისთვის ლომისაძღვენი @ფრიდონის ქველისა.
1467/1467
 იგი ტაბაკი სავსეამარგალიტითა სხვილითა.
 @ავთანდილს უძღვნა ყველაიარა სიტყვითა წბილითა.
 აივსო სახლი სტავრითადა ოქსინოთა ლბილითა,
და@ტარიელ მადლი უბრძანალაღმან სიტყვითა ტკბილითა.
1468/1468
 @ფრიდონისგან უსაზომოქორწილია დღესა რვასა;
 ყოვლთა დღეთა მიართმიდისუფასოსა ძღვენსა მზასა;
 დღე და ღამე არ გასწყვედდისჩაღანა და ჩანგი ხმასა.
დააჰა, მიჰხვდეს შესაფერნიყმა ქალსა და ქალი ყმასა.
1469/1469
 @ტარიელ @ფრიდონს უბრძანადღე-ერთ სიტყვები გულისა:
 "არს გული თქვენი საჩემოდუფროსი ძმისა სრულისა,
 არ გემუქფების სიცოცხლე,არცა მოცემა სულისა,
დამე თქვენგან ვპოვე მოკვდავმანჩემი წამალი წყლულისა.
1470/1470
 @ავთანდილისგან შენც იციჩემთვის თავისა დადება,
 აწ მე მაქვს ნაცვლად მისისამოხმარებისა წადება:
 შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა,მან ქმნას ამისი ცხადება,
დავითა დამივსო სახმილი,ეგრე მისიცა კმა დება.
1471/1471
 უთხარ: "ძმაო, რა გარდიხდისშენგან ჩემსა ჭირ-ნახულსა!
 ღმერთი მოგცემს წყალობასა,მისგან ზეცით შესახულსა!
 თუ ვერა ვიქმ საწადელსაშენსა, შენთვის გაზრახულსა,
დაარა ვნახავ სახლსა ჩემსა,არ დარბაზსა, არცა ხულსა.
1472/1472
 აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა,ანუ რათ მოგეხმარები?
 ვარჩევ, წავიდეთ @არაბეთს,იყავ ჩემიცა მარები;
 ტკბილის სიტყვითა გავმართოთდა ხრმლითა - საომარები:
დათუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ,მე ჩემსა არ ვექმარები".
1473/1473
 რა @ფრიდონ უთხრა @ავთანდილს@ტარიას მოციქულობა,
 მას გაეცინნეს, გაღიმდა,ჰშვენოდა მხიარულობა;
 თქვა, თუ: "მეშველი რად მინდა?მჭირს არავისგან წყლულობა!
დაჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს,არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა.
1474/1474
 ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის,მორჭმული ღმრთისა ნებითა,
 საკრძალავი და უკადრი,ლაღი, არვისგან ვნებით-ა,
 არცა რა უმძიმს ქაჯთაგან,არცა გრძნეულთა გრძნებითა,
დამას ზედა შველა რად მინდა?რად მეჭვ რასაცა თნებითა?
1475/1475
 რა მოვა ჩემთვის განგება,ზეცით მოსრულნი ზენანი,
 ღმერთი იწადებს, მომივლენგულსა სახმილთა ლხენანი;
 მაშინღა მომხვდენ მოკვდავსამზისა ელვათა ფენანი,
დაუმისჟამისოდ ცუდიაჩემგან მი და მო რბენანი.
1476/1476
 მიდი და ჰკადრე @ტარიელსპასუხი, ჩემგან თხრობილი:
 "მადლი რად უნდა, მეფეო,ხარ რაზომ გინდა ლმობილი?
 ვარ მუცლითგანვე დედისათთქვენად სამონოდ შობილი,
დაღმერთმან მუნამდის მიწა მყოს,ვირ მეფე იყო ცნობილი.
1477/1477
 გებრძანა: "შეყრა მწადიანსაყვარელისა შენიხა".
 ეგე არს მსგავსი გულისალმობიერისა თქვენისა;
 მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს,არცა სივრცელე ენისა,
დამიჯობს მოლოდნა საქმისამის განგებისა ზენისა.
1478/1478
 ესეა ჩემი საწადიდა ჩემი მოსანდომარე:
 @ინდოეთს გნახო მორჭმული,საჯდომთა ზედა მჯდომარე,
 გვერდსავე გიჯდეს მნათობი,პირი ელვათა მკრთომარე,
დამებრძოლნი თქვენნი მოგესრნენ,არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.
1479/1479
 რა გამისრულდენ ესენიჩემნი გულისა ნებანი,
 მაშინღა მივალ @არაბეთს,მომხვდენ მის მზისა ხლებანი;
 ოდესცა სწადდეს, დამივსნესამა ცეცხლისა დებანი.
დასხვა^ თქვენგან არა არ მინდა,მძულან ცუდნიღა^ თნებანი".
1480/1480
 რა ფრიდონ ჰკადრა @ტარიელსესე სიტყვანი ყმისანი,
 მან ბრძანა: "მაგას არა ვიქმ,ამას არ უნდა მისანი!
 ვითა მან პოვნა მიზეზნიჩემისა სულთა დგმისანი,
დაეგრევე მანცა სამისოდნახნეს ძალ-გულნი ძმისანი!
1481/1481
 მიდი, უთხარ ჩემ მაგიერსიტყვა ჩემგან არ-ნათნები:
 "მე შენისა გამზრდელისაუნახავად არ დავდგები.
 ვეჭვ, მრავალი დამეხოცოსმონა, მისგან საყვარლები,
დავითხოვ ხოლე შენდობასა,ეგეთიღა^ მოვბრუნდები".
1482/1482
 ესე უთხარ: "ამის მეტსაჰმოციქულობ ნურას ნუო,
 ხვალე წასლვა არ დავშალო,არცა საქმე გავათუო;
 მე არ მიზამს არაბთ მეფე,რომე სიტყვა გავაცრუო,
დაამოდ ვსთხოვო ქალი მისი,შევეხვეწო, შევაგუო".
1483/1483
 უამბო @ფრიდონ @ავთანდილს@ტარიას მოციქულობა:
 არ დადგებისო, ცუდიაშენგან ცდისაღა თქმულობა".
 მას დაუმძიმდა, მოედვაკვლა გულსა კვამლ-ალმულობა.
დაასრე ხამს რიდი მეფეთა,ყმათაგან მოკრძალულობა!
1484/1484
 @ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით@ტარიას შესახვეწელად,
 ფერხთა ეხვევის, აკოცებს,აღარ შეჰხედავს ზე წელად,
 ეტყვის: "კმა, რაცა შევსცოდე@როსტანს წლეულად მე წელად,
დაკვლა ნუ მიქმ ერთგულობისაგამტეხლად, და-ცა-მლეწელად.
1485/1485
 რასაცა ჰლამი, არ მოგცემსმას ღმრთისა სამართალია,
 გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრომე საქმე სამუხთალია!
 მე მისთვის ხელი ვით გავძრა,ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია!
დავით მოიხმაროს მონამანპატრონსა ზედა ხრმალია!
1486/1486
 ეგე საქმე მე და ჩემსასაყვარელსა შეგვამდურვებს,
 ვა^ თუ გაწყრეს, გაგულისდეს,კუშტი გულსა შეაურვებს,
 ამბავსაცა დამიძვირებს,ჭვრეტისათვის მომასურვებს,
დაშენდობასა ხორციელიკაცი ვერა დამიურვებს".
1487/1487
 @ტარიელ უთხრა სიცილით,მან მზემან შუქ-ნაფენამან,
 ხელი მოჰკიდა @ავთანდილს,აჰმართა, ააყენა მან:
 "მიყოო კარგი ყველაიმომართებამან შენამან,
დამაგრა სჯობს, შენცა გალხინოსჩემმან შენითა ლხენამან.
1488/1488
 დია მძულს მეტი მოყვრისაშიში, კრძალვა და რიდობა,
 მძულს გაუწყვედლად კუშტობადა სულ-მძიმობა, დიდობა;
 თუ მოყვარეა, გულისაქმნას ჩემკე მონაზიდობა,
დათვარა მე ჩემდა, იგ მისდა,დია სჯობს კიდის-კიდობა.
1489/1489
 მე ვიცი გული საშენოდშენისა საყვარელისა,
 არ ეწყინების სტუმრობაშენისა მე^ შემყრელისა.
 რად-მცა რა ვჰკადრე მეფესათხრობა რასაცა ჭრელისა!
დაოდენ ნახვისა მათისანატრა მაქვს სანატრელისა.
1490/1490
 ამას ოდენ მოვახსენებმუდარით და შეპოვნებით,
 რომე მოგცეს ქალი მისიმან მისითა მოგონებით,
 რათგან ბოლო შეყრავეა,სიშორესა ვით ეთნებით?
დადააშვენეთ ერთმანერთი,თავის-თავის ნუ დასჭნებით".
1491/1491
 რა @ავთანდილ @ტარიასგანცნა, წასლვასა არ დაჰშლიდა,
 არა ჰკადრა შეცილება,საუბარსა ზედა ჰრთვიდა;
 @ფრიდონ კაცსა დარჩეულსასათანაოდ გარდასთვლიდა,
დათანა წაჰყვა, განაღა-მცამათ თანავე გზასა ვლიდა.
60სამთაგანვე ქვაბსა მისლვა და მუნით /არაბეთს წასლვა
1492/1492
 ამ საქმესა დაფარულსაბრძენ @დიონოს გააცხადებს:
 ღმერთი კარგსა მოავლინებს,აწ^ ბოროტსა არ დაჰბადებს,
 ავსა წამ-ერთ შეამოკლებს,კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს,
დათავსა მისსა უკეთესსაუზადო-ჰყოფს, არ აზადებს.
1493/1493
 @ფრიდონისით გაემართნესიგი ლომნი, იგი მზენი,
 თანა მიჰყავს პირი მზისა,ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი,
 ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლოდაწყობილი, დანათხზენი,
დამუნ ბადახშსა აშვენებდესსინატიფე-სინაზენი.
1494/1494
 იგი მზე უჯდა კუბოსადა ეგრე არონინებდეს;
 მინადირობდეს, ნადირსამუნ სისხლსა დაადინებდეს;
 სადაცა დაჰხვდის ქვეყანა,მჭვრეტელთა მოალხინებდეს,
დამოეგებნიან, სძღვნობდიან,აქებდეს, არ აგინებდეს.
1495/1495
 მას ჰგვანდეს, თუ-მცა სამყაროსმზე უჯდა შუა მთვარეთა;
 იარნეს დღენი მრავალნილაღთა, ბრძნად მოუბარეთა^;
 შიგან მათ დიდთა მინდორთა,ყოვლგნით კაც-მიუმხვდარეთა,
დასად ყოფილიყო @ტარიელ,მიჰხვდეს მის კლდისა არეთა.
1496/1496
 @ტარიელ ბრძანა: "მე მმართებსდღეს თქვენი მასპინძელობა;
 მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ,მჭირდა სადამდის ხელობა;
 მუნ გვიმასპინძლოს @ასმათმან,მას უც ხორცისა ხმელობა,
დამე რომე გიძღვნი ტურფათა,აქოთ ლარისა ჭრელობა".
1497/1497
 მივიდეს, შიგან გარდახდესქვაბსა მას დიდთა კლდეთასა.
 @ასმათს უც ხორცი ირმისა,იქმს მასპინძლობა-კვეთასა.
 ამხანაგობდეს, ლაღობდესწასლვასა მათ საქმეთასა,
დაღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასალხინად ჭირისა დღეთასა.
1498/1498
 მოიარეს ქვაბოვანი,თამაშობდეს მხიარულნი,
 პოვნეს იგი საჭურჭლენი,@ტარიასგან დაბეჭდულნი,
 ვერცა ვისგან დანათვალნი,ვერცა ვისგან შეგებულნი;
დაარ იტყვიან, თუ: არ გვაქვსო,იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი.
1499/1499
 უბოძა ტურფა მრავალიმათ მათი შესადარები,
 კვლა @ფრიდონისნი აავსნა,სპა ჰყვა თუ სპასალარები.
 აივსო კაცი ყველაი,მაშინ მათ თანა ნარები,
დამაგრა ძეს რომე საჭურჭლე,ჰგვანდა კაც-დაუკარები.
1500/1500
 @ფრიდონს უთხრა: "ვალი შენიჩემგან ძნელად გარდიხდების,
 მაგრა თქმულა: "კარგის მქმნელიკაცი ბოლოდ არ წახდების";
 აწ საჭურჭლე რაზომიცააქა ძეს და ან იდების,
დაშენი იყოს ყველაკაი,შენ წაიღე, ვითა გხვდების".
1501/1501
 @ფრიდონ მდაბლად თაყვანის-სცა,ჰკადრა მადლი მეტის-მეტი:
 "მე, მეფეო, რად გგონივარუჭკუო და აგრე რეტი?
 მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს,ვინ-მცა იყო ვითა კეტი,
დაჩემი ლხინი მუნამდის-ა,ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!"
1502/1502
 @ფრიდონ კაცნი დააბრუნნამოსასხმელად აქლემისად,
 სახლსა მისსა მისაღებლადმის ყველასა საჭურჭლისად;
 აწ მუნითცა გაემართნეს@არაბეთით მივლად გზისად,
და@ავთანდილ-ა გალეულიშესაყრელად მთვარე მზისად.
1503/1503
 მიჰხვდეს არაბთა საზღვარსა,რა ვლეს მრავალი ხანები.
 დაჰხვდა სოფლები, ციხები,ხშირ-ხშირად, თანის-თანები,
 მუნ შიგან მყოფსა ემოსატანსა ლურჯი და მწვანები,
და@ავთანდილისთვის ყველაიცრემლითა არს ნაბანები.
1504/1504
 @ტარიელ კაცი გაგზავნაწინაშე @როსტან მეფესა,
 შესთვალა: "გკადრებ, მეფეო,სურვილთა სიიეფესა;
 მე მოვალ, მეფე ინდოთა,დარბაზსა თქვენსა სეფესა,
დაგიჩვენებ ვარდსა კოკობსა,უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.
1505/1505
 მაშინ თქვენ ჩემი გეწყინანახვა მიწისა შენისა,
 ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ,შემოტევება ცხენისა;
 მე შენთა სპათა ვაჩვენენიშანი რამე წყენისა,
დადავხოცე მონა მრავალი,მსახური სრისა თქვენისა.
1506/1506
 აწ ამად მოვალ წინაშე,დავყარენ ჩემნი გზანია,
 შემინდოთ, რაცა შეგცოდე,ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია.
 ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ@ფრიდონ და მისნი სპანია,
დაოდენ ძღვნად თქვენი @ავთანდილმე თქვენთვის მომიტანია".
1507/1507
 რა მიუვიდა მეფესამახარობელი ჟამისა,
 ვით გაეხარნეს, ვერ იტყვისენა ერთისა წამისა;
 @თინათინს ღაწვთა ემატაელვა შუქისა სამისა,
დაბროლსა და ლალსა აშვენებსმუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.
1508/1508
 ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმასიცილი თქართქარებისა.
 ლაშქარნი რბოდეს მი და მო,ქმნა სწადდა მათკე რებისა.
 დაიწყეს მოსხმა ცხენისა,მოღება უნაგრებისა,
დაშესხდა სიმრავლე მოყმისამკლავ-ფიცხელ გულ-მაგრებისა.
1509/1509
 მეფე შეჯდა, გაეგებნესთავადნი და სრულად სპანი.
 ვისცა ესმის, მოვიდიანმას წინაშე სხვაგნით სხვანი.
 ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს,გაამაღლეს მათნი ხმანი,
დათქვეს: "ბოროტსა უმყოფოო,კეთილნია შენთვის მზანი!"
1510/1510
 რა ერთმანერთი აუჩნდამიგებულ-მოსაგებავთა,
 @ავთანდილ ეტყვის @ტარიელსსიტყვათა დანაზებავთა:
 "აგერა ჰხედავთ^ მინდორთა,მტვერითა შენაღებავთა?
დაამად მედების სახმილი,გულსა ეცხელა, ებავთა.
1511/1511
 ისია ჩემი გამზრდელიდა თქვენდა მოგებებულა.
 იქი ვერ მივალ, მრცხვენიან,გულსა სახმილი დებულა,
 ჩემად არაკად სულ-დგმულიკაცი არ გაწბილებულა,
დარასაცა მიზამთ, თქვენ იცით,@ფრიდონ თქვენ თანა ხლებულა".
1512/1512
 @ტარიელ უთხრა: "კარგსა იქმშენ პატრონისა კრძალვასა.
 აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ,იქმ-მცა უჩემოდ ხალვასა.
 მე მივალ, ვუთხრობ მეფესაშენგან თავისა მალვასა,
დავეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარომზესა მას, ტანად ალვასა".
1513/1513
 მუნ დადგა ლომი @ავთანდილ,დაიდგა მცირე კარავი.
 ნესტან-დარეჯან მუნვე დგას,იგია მჭვრეტთა მზარავი,
 მისთა წამწამთა ნიავიქრის, ვითა ქარი არავი,
დაწავიდა მეფე ინდოთამისრული, მიუპარავი.
1514/1514
 @ფრიდონ წაჰყვა. განაღამცაგავლეს ველი დიდსა ხანსა,
 ცნა მეფემან, @ტარიელ-ა,მარტო მოვა, მოჰხრის ტანსა;
 გარდახდა და თაყვანის-სცამას უკადრსა, ლომებრ ჯანსა,
დასდებს პატივსა ინდოთ მეფემართ მამისა შესაგვანსა.
1515/1515
 @ტარიელცა თაყვანის-სცა,მივა კოცნად, სასალამოდ;
 მეფე ყელსა აკოცებდამართ ბაგისა დასაამოდ,
 გაკვირვებით ეუბნების,არის მისგან სათამამოდ:
და"შენ მზე ხარო, შენი გაყრაარის დღისა შესაღამოდ".
1516/1516
 გაეკვირვა მეფე მისსათვალადობა-სიტურფესა,
 პირსა უჭვრეტს გაკვირვებით,უქებს მკლავთა სიალფესა;
 კვლა @ფრიდონცა უსალამა,თაყვანის-სცა მან მეფესა,
დამას მეფესა, @ავთანდილისნახვისათვის მოსწრაფესა.
1517/1517
 მეფე @ტარიას ქებასადაჰკრთების, დაეღონების.
 @ტარიელ ეტყვის: "მეფეო,აწ გული შენ გემონების;
 მიკვირს, თუ ეგრე სიკეთეთქვენ ჩემი რად გეგონების!
დარათგან @ავთანდილ შენია,სხვა რად ვინ მოგეწონების?
1518/1518
 ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვადა დაყოვნება ხანისა!
 მოდი და დავსხდეთ, მეფეო,ამოა კორდი მწვანისა,
 გკადრო მიზეზი მისისათქვენს წინა ვერ-მოტანისა,
დავიაჯ რასმე და აწ მმართებსმოთხოვა მე ფარმანისა".
1519/1519
 დასხდეხ მეფენი, მოადგაგარე სიმრავლე რაზმისა.
 @ტარიელს პირსა ციმციმიათქს, უნათლესი ბაზმისა;
 ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთაყოფა-ქცევისა და ზმისა;
დადაუწყო თხრობა მეფესასიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა:
1520/1520
 "მეფეო, თავი მემცრობისმე მისად მოსახსენებლად,
 მაგრა მოსრული თქვენს წინავარ შემომხვეწლად, მქენებლად;
 თვით იგი იაჯს, რომელიჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად,
დავინ არის ჩემად სინათლედდა ბნელთა გამათენებლად.
1521/1521
 აწ ამას გკადრებთ ორნივეხვეწნით და შემუდარებით:
 @ავთანდილ დამდვა წამალიმისგან თავისა დარებით,
 დაჰვიწყდეს, რომე პატიჟნისჭირდეს ჩვენთავე დარებით;
დაარ გაწყენ, გრძელი ამბავიარს ჩვენგან მიუმხვდარებით.
1522/1522
 თქვენთა უყვარს ერთმანერთი,ქალი მას და იგი ქალსა,
 მით ვიგონებ საბრალოსა,მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა;
 მუხლ-მოყრილი გეაჯები,ნუღარ აწვევ იმათ ალსა,
დარომე მისცეთ ქალი თქვენიმკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.
1523/1523
 ამის მეტსა არას გკადრებ,არ მოკლესა, არცა გრძელსა".
 ამოიღო ხელ-მანდილი,მოინასკვა იგი ყელსა,
 ადგა, მუხლნი დაუყარნა,ეაჯების ვითა მზრდელსა.   
დაგაუკვირდა ყოვლსა კაცსა,მის ამბვისა მომსმენელსა.
1524/1524
 რა @ტარიელ მუხლ-მოყრილინახა, მეფე შეუზარდა,
 შორს უკუდგა, თაყვანის-სცა,ქვე მიწამდის დაუვარდა,
 მოახსენა: "ხელმწიფეო,ლხინი ყოვლი გამიქარდა,
დათქვენმან აგრე სიმდაბლემანნახვა თქვენი ჩამადარდა.
1525/1525
 ვით ეგების, რაცა გწადდეს,რომე კაცი არ მოგთმინდეს,
 ანუ მშურდეს ქალი ჩემი,საკლავად და ტყვედცა გინდეს;
 გებრძანამცა სახლით თქვენით,ცრემლი არცა მაშინ მდინდეს;
დასხვა მისებრი ვერა პოვოს,ცათამდისცა^ გა-ცა-ფრინდეს!
1526/1526
 მე სიძესა @ავთანდილისუკეთესსა ვჰპოვებ ვერა;
 თვით მეფობა ქალსა ჩემსამივეც, აქვს და მას ეფერა;
 ვარდი ახლად იფურჭვნების,მე ყვავილი დამებერა,
დარად-მცა ვჰკადრე შეცილება,რასცა ოდენ იგი სჯერა!
1527/1527
 თუ შეგერთო ერთი მონა,თქვენთვის არცა მაშინ მშურდა.
 ვინ-მცა გკადრა შეცილება,უშმაგო-მცა ვით მოგმდურდა!
 თუ @ავთანდილ არ მიყვარდა,ასრე მისთვის რად მომსურდა?
დადია, ღმერთო, წინაშე ვარ,ესე ჩემგან დადასტურდა".
1528/1528
 რა @ტარიელ მეფისაგანესე სიტყვა მოისმინა,
 დადრკა, მდაბლად ეთაყვანა,პირსა ზედა დაეფინა.
 კვლა მეფემან თაყვანის-სცა,წამო-რე-ვლო, წადგა წინა,
დაერთმანერთი მოიმადლეს,მათ ერთსაცა არ ეწყინა.
1529/1529
 @ფრიდონ შეჯდა, @ავთანდილისმახარობლად გაექანა,
 ესდენ დიდი სიხარულიგაეხარნეს მასცა განა!
 წავიდა და წამოუძღვა,მოიყვანა, მოჰყვა თანა,
დამაგრა ირცხვის მეფისაგან,შუქი ბნელად მოევანა.
1530/1530
 მეფე ადგა, მოეგება;ყმა გარდახდა, რა მივიდა;
 ხელთა ჰქონდა ხელ-მანდილი,პირსა მითა იფარვიდა.
 მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა,ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა,
დამაგრა მისსა შვენებასარა-მცა ვითა დაჰფარვიდა?!
1531/1531
 მეფე კოცნასა ჰლამოდა,აღარა ცრემლნი სდენიან;
 @ავთანდილ ფერხთა ეხვევის,შუქნი ქვე დაუფენიან;
 უბრძანა: "ადეგ, ნუ ირცხვი,შენ ზნენი გამოგჩენიან;
დარათგან მერჩიო, ნუ მერცხვი,ჩემგან ნუღარა^ გრცხვენიან!"
1532/1532
 მოეხვია, გარდუკოცნამან პირისა არე-მარე:
 "დამივსეო ცეცხლი ცხელი,მაგრა წყალი არე, მარე;
 ვინ გიშერი დააჯოგადა წამწამი არემა-რე,
დაგვალე, შეგყრი, ლომო, მზესა,თავი მისკე არე, მარე".
1533/1533
 მეფე ყელსა ეხვეოდამას ლომსა და ვითა გმირსა,
 ახლოს უზის, ეუბნების,აკოცებს და უჭვრეტს პირსა;
 იგი მზე და ხელმწიფობაასრე მიჰხვდა, ვითა ღირს-ა.
დამაშინღაა ლხინი ამო,რა გარდიხდის კაცი ჭირსა.
1534/1534
 ყმა მეფესა მოახსენებს:"მიკვირს, სხვასა რად რას ჰბრძანებ!
 რად არ გინდა ნახვა მზისა,ანუ რადღა აგვიანებ?
 მიეგებვი მხიარული,სახლსა თქვენსა მოიყვანებ,
დაშემოიმოს შუქთა მისთა,ნათლად გარე მოივანებ".
1535/1535
 @ტარიელსცა მოახსენა.შესხდეს, ქალსა მიეგებნეს,
 მათ სამთავე გოლიათთამზისა ფერად ღაწვნი ღებნეს,
 მიჰხვდეს მათსა საწადელსა,იგი პოვეს, რაცა ძებნეს,
დახელი ჰხადეს ხრმალთა მათთა,არა ცუდად წელთა ებნეს.
1536/1536
 მეფემან ქალს უსალამა,მან შორით გარდახდომილმან.
 დაუყვნა თვალნი ელვამან,მისთა ღაწვთაგან კრთომილმან;
 გამოეგება, აკოცაკუბოსა შიგან ჯდომილმან,
დადაუწყო ქება მეფემან,თვით ვერას ვერ-მიხდომილმან^.
1537/1537
 ეტყვის: "მზეო, ვითა გაქო,ნათელო და დარიანო!
 შენთვის ხელნი გონებანიარა ცუდად არიანო,
 მზიანო და მთვარიანო,ეტლად რაო და რიანო,
დათქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით,არ ვარდნო და არ იანო".
1538/1538
 გაკვირდეს ყოვლნი მხედველნიმისთა ელვათა ფენასა;
 ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთათვალნი ნათლისა ჩენასა;
 მისგან დამწვარნი მისცნიანგულნი ჭვრეტითა ლხენასა,
დასითცა გამოჩნდის, იქმოდესჯარნი მუნითკე რბენასა.
1539/1539
 შინა წავიდეს ყოველნი,შესხდეს თავისა დარებად,
 ჰქონდეს შვიდნივე მნათობნიმის მზისა დასადარებად,
 არ მიიხდომის^ სიტურფე,არს მათგან მიუმხვდარებად,
დაადრე მივიდეს მეფისასახლად საყოფად, არებად.
1540/1540
 შევიდეს, ნახეს @თინათინ,მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა;
 სკიპტროსან-გვირგვინოსანსაჰშვენოდა ცმა პორფირისა,
 მისრულთა^ პირსა შეადგაელვა მისისა პირისა;
დაშევიდა მეფე ინდოთა,იგი მზე, მსგავსი გმირისა.
1541/1541
 @ტარიელ და ცოლმან მისმანქალსა მდაბლად უსალამეს,
 მოეგება^, აკოცეს დასაუბარი დააამეს,
 იგი სახლი გაანათლეს,არ ნათელი შეაღამეს,
დაბროლ-ბადახში გააღაწვესდა გიშერი აწამწამეს.
1542/1542
 @თინათინ ზედა აწვივნატახტსა მეფეთა ზეთასა,
 @ტარიელ უთხრა: "შენ დაჯე,სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა,
 დღეს ტახტი შენი შენ გმართებსმეტად ყოველთა დღეთასა,
დამე ლომი ლომთა დაგისვაგვერდსა შენ, მზესა მზეთასა".
1543/1543
 ორთავე ხელი მოჰკიდესდა დასვეს ტახტსა თავისსა,
 გვერდსა დაუსვეს @ავთანდილ,სურვილსა მოეკლა ვისსა;
 უნახავსა და ნახულსასჯობს ყოვლსა სანახავისსა,
დანუ ეჭვ მიჯნურთა მათებრთანუცა თუ რამინს და ვისსა.
1544/1544
 ქალსა შესწბა, გაუკვირდა@ავთანდილის გვერდსა ჯდომა,
 ფერი ჰკრთა და გაუფიცხაშე და გამო გულმან კრთომა.
 მეფე ეტყვის: "შვილო, ჩემგანგაქვს სირცხვილი თუ რა ზომა,
დაბრძენთა უთქვამს სიყვარული,ბოლოდ მისი არ-წახდომა".
1545/1545
 აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცესათას წელ დღეთა გრძელობა,
 სვე-სვიანობა, დიდობა,კვლა ჭირთა გარდუხდელობა!
 ცა-მცა ნუ შეგცვლის, მოგხვდებისთვით მისებრ შეუცვლელობა!
დათქვენით ხელითა მეღირსოსმიწათა შემომყრელობა!"
1546/1546
 მართ მეფემან სპათა ბრძანა@ავთანდილის თაყვანება:
 "ესეაო მეფე თქვენი,ასრე იქმნა ღმრთისა ნება,
 დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი,მე - სიბერე ვითა სნება,
დაჩემად სწორად ჰმსახურებდით,დაიჭირეთ ჩემი მცნება!"
1547/1547
 ლაშქარნი და დიდებულნიდადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს,
 მოახსენეს: "მიწად ვექმნნეთ,ვინცა მიწად მიგვიყვანნეს,
 მორჩილ-ქმნილნი დაგვადიდნეს,ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს,
დამტერთა მკლავნი შეაძუნტნეს,გულნი ჩვენნი აგულვანნეს".
1548/1548
 @ტარიელცა უთხრა ქებითიმედისა გათავება;
 ქალსა ეტყვის: "შემიყრიხართ,აღარა გწვავს ცეცხლთა დება,
 ქმარი შენი ძმაა ჩემი,მწადს ეგრევე შენი^ დება,
დაორგულთა და შემცილეთათქვენთა მე ვქმნა გაფლიდება".
61ქორწილი /ავთანდილისა და /თინათინისა არაბთა მეფისაგან
1549/1549
 მას დღე @ავთანდილ პატრონადზის და ხელმწიფე ზენია,
 მას თანა მჯდომსა @ტარიელსჰშვენიან სინაზენია;
 ნესტანჯარ^ ახლავს თინათინს,ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია,
დაჰგავს, თუ ცა მოდრკა ქვეყანად,შეყრილან ოთხნი მზენია.
1550/1550
 დაიწყეს მორთმა პურისალაშქართა მის მესავსისა^,
 ზროხა და ცხვარი დაკლულიარს უმრავლესი მხავსისა,
 შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა,მათისა შესამსგავსისა,
დამათ ყოვლთა შუქი ანათობსპირისა მზისა მსგავსისა.
1551/1551
 იაგუნდისა ჯამებიიყვის, ლალისა ჭიქები,
 კვლა უცხოფერთა ჭურჭელთასხდის უცხო-უცხო სიქები.
 მის ქორწილისა მაქებიკაცი ბრძენთაგან იქები,
დამჭვრეტელო, გულსა ეტყოდი:"ნუ აეხსნები, იქ ები!"
1552/1552
 მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით,ისმოდის ხმა წინწილისა;
 შეყრით ძეს გორი ოქროსადა ბადახშისა თლილისა;
 მსმელთათვის წყარო ღვინისაასგან დის, მსგავსი მილისა,
დაბინდით ცისკრამდის სმა იყო,გარდახდა ჟამი დილისა.
1553/1553
 არა დარჩა უსაბოძვროარ კოჭლი და არ საპყარი;
 მოდიოდა მარგალიტიმოფანტული, მონაყარი;
 გაბედითდა წასაღებლადატლასი და ოქრო მყარი.
დასამ დღე იყო ინდოთ მეფე@ავთანდილის ვით მაყარი.
1554/1554
 ხვალისა მეფე არაბთაკვლა პურობს, არ ღაფალია;
 @ტარიელს უთხრა: "შენი მზესაჭვრეტლად სატურფალია.
 მეფე ხარ ყოვლთა მეფეთადა ეგე დედოფალია;
დახამს, ყურსა^ გვეგდოსსაყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია.
1555/1555
 აწ, მეფეო, არ ეგებისჩვენი სხდომა თქვენად სწორად".
 სახელმწიფო საჯდომი დასხვა დაუდგა ტახტი შორად.
 ქვემოთ დასხნა @ავთანდილ დაცოლი მისი მათად სწორად.
დაპირველ ძღვენი @ტარიასთვისმოიღიან, იდვის გორად.
1556/1556
 არაბთა მეფე მასპინძლობს,იქმს ოდენ არიფობასა,
 ზოგჯერ მათ ახლავს, ზოგჯერ მათ,არ იხმობს ხელმწიფობასა,
 გასცემს და უქებს ყველაიუხვობა-იეფობასა,
და@ფრიდონ ზის ახლოს @ავთანდილს,ჩვეული თვით^ მეფობასა.
1557/1557
 მეფესა ქმრითურთ პატივიჰქონდა ინდოთა ქალისა,
 სიყვარული და ჩუქება,ვით სიძისა და სძალისა;
 რომე სძღვნა, არა ეგებისთქმა არცა ნაათალისა, -
დათვითო სკიპტრა და პორფირიდა გვირგვინები თვალისა.
1558/1558
 კვლა უძღვნა ძღვენი ორთავე,მსგავსი მათისა ბედისა,
 ათასი თვალი, ნაშობირომანულისა დედისა,
 კვლა მარგალიტი ათასი,მართ ვითა კვერცხი ტრედისა,
დაათასი ცხენი ტაიჭი,სიდიდით მსგავსი ქედისა.
1559/1559
 @ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკიმარგალიტი თავ-შედგმული,
 ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა^უნაგრითა შეკაზმული.
 ინდოთ მეფე თაყვანსა^ სცემსლაღი, ბრძენი, არ მახმული,
დამადლი ჰკადრა ფხიზელურად,თუცა იყო ღვინო-სმული.
1560/1560
 რას ვაგრძელებდე? გარდახდესდღენი ერთისა თვისანი.
 თამაშობდიან, არ იყვნესყოლა გაყრანი სმისანი.
 @ტარიელს სძღვნიან უცხონითვალნი ლალისა ქვისანი,
დაათ ყოვლთა მათნი ელვანიჰფარვენ მართ ვითა მზისანი.
1561/1561
 @ტარიელ ჰგვანდის ვარდსა დაიყვის ფიფქისა მოველად,
 @ავთანდილ @როსტანს წინაშეგაგზავნა დასათხოველად,
 შესთვალა: "შენი სიახლეკმა ჩემად ლხინად ყოველად,
დამტერთა აქვს ჩემი სამეფო,ვიცი მუნ შიგან მძოველად.
1562/1562
 უცებნი მოსრნის მცოდნელთაცოდნამან, ხელოვნებამან.
 ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯაჩემმან რასაცა ვნებამან;
 წავიდე, ავი არ მიყოსმე აქა დაყოვნებამან,
დაადრე კვლა გნახნე მორჭმულნი,ინებოს ღმრთისა ნებამან".
1563/1563
 @როსტევან ჰკადრა: "მეფეო,რად ხართ რასაცა რიდითა?
 რაცა გიჯობდეს, იქმოდით^,გასჭვრეტდით, გაიცდიდითა,
 @ავთანდილ თანა წამოგყვეს,წადით ლაშქრითა დიდითა,
დათქვენთა მტერთა და ორგულთადაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა".
1564/1564
 @ავთანდილ უთხრა @ტარიელსესე სიტყვები ორები.
 მან უთხრა: "აგრე^ ნუ უბნობ,შეცევ ბროლისა ყორები,
 ახალ შერთულსა მთვარესა,მზეო, ვით მოეშორები?"
და@ავთანდილ უთხრა: "მაგითაშენგან არ მოვიღორები".
1565/1565
 არ დია გინდა დამაგდო,წახვიდე ჩემად მზრახავად!
 "ცოლი უყვარსო, გამწირა",იყო ამიხად მსახავად;
 მე დავრჩე შენი გაყრილითავისა მევაგლახავად?
დაკაცსა მოყვრისა გაწირვა,ახ, მოუხდების, ახ, ავად!"
1566/1566
 @ტარიელს უგავს სიცილიბროლისა ვარდთა ფრქვევასა;
 უბრძანა: "ვიტყვი უშენოდშენისა უფრო მე ვასა;
 რათგან გწადიან, წამომყევ,დამწამებ ნურას თნევასა".
და@ავთანდილ ბრძანებს ლაშქართაყოვლგნით მის თანა წვევასა.
1567/1567
 შეყარნა სპანი @არაბეთს,აღარა ხანსა ზმულია,
 კაცი ოთხმოცი ათასი,ყველაი დაკაზმულია.
 კაცსა და ცხენსა ემოსააბჯარი ხვარაზმულია.
დაარაბთა მეფე მათითაგაყრითა ნავღელ-ჭმულია.
1568/1568
 ერთმანერთისა გაყრილნიქალნი ორნივე, დობილნი,
 ერთმანერთისა დად-ფიცნი,სიტყვისა გამონდობილნი,
 მკერდითა მკერდსა შეკრულნი,ყელითა გარდაჭდობილნი,
დატიროდეს; მათთა მჭვრეტელთაგულნი-მცა ესხნეს წთობილნი^.
1569/1569
 მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსარა თანა-შეესწოროსა,
 ორნივე სწორად ნათობენ,მოჰშორდეს, მოეშოროსა;
 არა თუ იგი მოჰშორდეს,მართ ცამან მოაშოროსა,
დამათად საჭვრეტლად მჭვრეტელმანხამს, თავი იქედგოროსა.
1570/1570
 მათთავე სახედ, რომელსაესენი დაუბადიან,
 იგივე გაჰყრის, სიშორეარა თუ ნებით სწადიან,
 ვარდსა სწებვენ და აპობენ,ტირან და ცრემლნი ჩასდიან.
დამათთა გამყრელთა ყოველთასიცოცხლე არ იქადიან.
1571/1571
 @ნესტან-დარეჯან თქვა: "ნეტა-მცყოლა არ შეგემცნებოდი^, -
 მზისა გამყრელი გაყრითააწ ასრე არ დავდნებოდი^.
 ამბავსა სცნევდი, მაცნევდი,წიგნითა მეუბნებოდი,
დავითა მე შენთვის დამწვარ ვარ,აგრევ შენ ჩემთვის ჭნებოდი^".
1572/1572
 @თინათინ უთხრა: "ჰე მზეო,შენთა მჭვრეტელთა ლხინებო,
 რად-მცა გაგწირე, თუ ვითაგაყრასა მოვითმინებო!
 ღმრთისაგან დღეთა თხოვისანაცვლად სიკვდილი ვინებო,
დააგრემცა მივი, რაზომსაცრემლსა მე^ დავიდინებო!"
1573/1573
 კვლა აკოცეს ერთმანერთსა,გაიყარნეს იგი ქალნი;
 ქვე დამდგომმან წამავალსავერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი;
 იგი იჭვრეტს უკუღმავე,ედებოდეს ამით ალნი.
დარომე მწადდეს, ვერ დავწერენმე სიტყვანი ნაათალნი.
1574/1574
 @როსტან მათითა გაყრითახელთაგან უფრო ხელდების,
 ათასჯერ იტყვის ვაგლახსა,არ სულთქმა უერთხელდების,
 ცხელი სდის წყარო ცრემლისა,მართ ვითა ქვაბი ცხელდების;
და@ტარიელ არის დაღრეჯით,ფიფქი ნასდების, თხელდების.
1575/1575
 @ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟსმეფე ხვევნით და კოცებით;
 იტყვის, თუ: "თქვენი სიახლემიჩს აქამდისცა ოცებით;
 რათგან მოგშორდი, დავრჩებიპატიჟთა გაასოცებით,
დაშენგან მოგვეცა სიცოცხლეშენგანვე დავიხოცებით".
1576/1576
 @ტარიელ შეჯდა, მეფისაგამყრელი, გამომსალამე;
 სრულად ლაშქართა სდიოდაცრემლი, მინდორთა სალამე:
 "მზე შენ გლამისო საომრადდა თავი შენ მას ალამე".
დაუბრძანა: "თქვენთვის მტირალსაყოლ არად მიჩნდეს სალა მე!"
1577/1577
 გაემართნეს და წავიდესდია სპითა და ბარგითა
 @ტარიელ, @ფრიდონ, @ავთანდილთავითა მეტად კარგითა,
 კაცი ოთხმოცი ათასიჰყვა ცხენებითა ვარგითა,
დამივლენ სამნივე გულითაერთმანერთისა მარგითა.
1578/1578
 სამ თვე ვლეს, - ღმერთმან მათებრისხვა ნურა ნუ დაჰბადოსა!
 მოეგებნიან, მტერობავერავინ დაიქადოსა!
 მინდორსა შიგან სადილადგარდახდეს უდილადოსა,
დავითა ჰმართებდა, პურობდეს,ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.
62/ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა
1579/1579
 ქედსა ზედა გარდმოადგამეტად დიდი ქარავანი,
 კაცები და სახედრებიერთობ იყო შაოსანი;
 გარეშემო მოეკვეცნესუკანამო დალალანი;
დამეფე ბრძანებს: "მოასხითო,ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი".
1580/1580
 მოასხნეს იგი ვაჭარნიდა მათი უხუცესია;
 უბრძანა: "ვინ ხართ, შავითარად ტანი შეგიგლესია?"
 მათ მოახსენეს: "სით მოვალთ,მუნ ასრე დანაწესია,
და@ინდოეთს @მისრით მოსრულთაგვივლია გზა უგრძესია".
1581/1581
 გაეხარნეს მათ ვაჭართა@ინდოეთით მომავლობა,
 მაგრა თავი უმეცარ ყვეს,არა მისცეს ყოლა გრძნობა;
 უცხოურად ეუბნების,მათ ვერა ქმნეს მათი ცნობა,
დაარ ესმოდა ინდოური,არაბულად ყვეს უბნობა.
1582/1582
 უბრძანეს: "გვითხართ, ვაჭარნო,ამბავი @ინდოეთისა".
 მათ ჰკადრეს: "ზეცით მოსრულა@ინდოეთს რისხვა ზეცისა;
 დიდსა და წვრილსა ყველასაცრემლი სდის მსგავსი წვეთისა,
დამას შიგან მყოფსა ბრძენსაცაცნობა აქვს ვითა შეთისა".
1583/1583
 თვით მათვე მათსა ამბავსაუამბობს, არის წყლიანი:
 "@ფარსადან, მეფე ინდოთა,იყო ხელმწიფე სვიანი,
 მას ესვა ქალი მნათობი,მზისაცა უფრო მზიანი,
დაკბილ-მარგალიტი, ტან-ალვა,ღაწვ-ბადახშ, ყორან-თმიანი.
1584/1584
 მას ქალსა და ამირბარსაერთმანერთი შეუყვარდა.
 ამირბარმან სიძე მოკლა,ხმა მეფესა დაუვარდა;
 იგი ქალი პატარაიმამიდასა გაეზარდა,
დაბუქთა მისგან მონაქროლთა@ინდოეთი გარდაქარდა.
1585/1585
 მამიდაი ქაჯი იყო,გრძნეულობა იცის კარგა,
 მით შემართა საშინელი,მზე ხმელეთსა დაუკარგა;
 თვითცა მოკვდა უბედური,მართ საცოცხლოდ არად ვარგა;
დაიგი ქალი დაიკარგა,ალვა მორჩი სხვაგან დარგა.
1586/1586
 ცნა ამირბარმან წავიდალომი მის მზისა მძებნელად,
 იგიცა წახდა, @ინდოეთსგახდა მთვარე და მზე ბნელად;
 ორნივე გადაიკარგნეს,მათიღა პოვნა არს ძნელად;
დამეფემან ბრძანა: "ჰე ღმერთო,რად ცეცხლსა მომიდებ ნელად?"
1587/1587
 მეფე გაშმაგდა მათისაუღონო-ქმნილი ძებნისა;
 ვად შეიცვალა @ინდოეთსხმა წინწილისა, ებნისა;
 ცოტასა ხანსა გა-ვე-ძლოდება სახმილთა გზნებისა,
დააწ თვითცა მოკვდა, შეიქმნაბოლო სრვისა და ტკებნისა".
1588/1588
 რა ვაჭარმან ესე სიტყვათქვა, საქმენი გააკვლადნა,
 ქალმან დიდნი დაიკივლნა,ფიცხლა თავსა მოიხადნა;
 @ტარიელცა დაიზახნა,დაფარულნი გააცხადნა;
დანარგისთაგან ნაწვიმარიღვარი ადგა, თოვლი გადნა.
1589/1589
 მომკალ, ქალსა თავ-შიშველსათუ მზე ვითა ეურჩოსა!
 სული ვარდსა დავამსგავსე,თავ-მოხდილი - ყაყაჩოსა.
 თუ ბრძენიცა მაქებარიმისი იხმობს ვირებრ "ჩოსა",
დაჰგავს, თუ ტყუბი მარგალიტიზის ბროლისა ხარხაჩოსა.
1590/1590
 ქალი საბრალოდ მამასასტირს, ბულბულისა მსგავსია,
 თმა გაიგლიჯა, გაყარა,ღაწვი ცრემლითა ავსია,
 ვარდი შექმნილა ზაფრანად,ლალი მართ ვითა ხავსია,
დამზესა ღრუბელი ეფარვის,ამად ნათელი დავსია.
1591/1591
 იხოჭს და იგლეჯს, ზახილითტირს სიტყვა-ხაფი უარე;
 სისხლი და ცრემლი თვალთაგანჩამოსდის გარე უარე:
 "მოვკვე, მამაო, მე შენთვისშვილი ყოველთა უარე,
დავერა გმსახურე ასულეან,ვერცა რა შეგაგუარე.
1592/1592
 ჩემთვის ბნელ-ქმნილო მამაო,ნათელო თვალთა ჩემთაო,
 ჩემთა რა გაცნევს ამბავთა,გულისა მონაცემთაო!
 მზეო, რადღა გაქვს სინათლე,რადღა ანათობ თემთაო?
დარად არ დაიქეც, ქვეყანავ,რადღა ჰმართიხარ ზე, მთაო?"
1593/1593
 @ტარიელ მოთქვამს: "გამზრდელო,ჰა, ჰა, რა საქმე მსმენია!
 მიკვირს, თუ მზეღა რად ნათობს,რად არა დაუჩენია?!
 მზე მოჰკვე ყოვლთა სულ-დგმულთა,სოფელი აღარ შენია,
დაღმერთსა მიჰმადლე, შემინდევ,რაცა შენ ჩემგან გწყენია".
1594/1594
 კვლა უბრძანებდეს: "გვიამბეთამბავი დანარჩომია".
 მათ მოახსენეს: "პატრონო,@ინდოეთს დიდი ომია,
 მოსულა ხატათ ლაშქარი,ქალაქსა შემოსდგომია,
და@რამაზ არს ვინმე ხელმწიფე,მათად პატრონად მჯდომია.
1595/1595
 "ჯერთ დედოფალი ცოცხალ-ა,მკვდართაგან უფრო მკვდარია,
 იბრძვის ინდოთა ლაშქარი,თუც იმედ-გარდამწყდარია,
 გარეთ ციხენი წაუხვმან,ყველაი გარდამხდარია,
დამზენო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ,ჰაი, რა ავი დარია!
1596/1596
 მუნა მყოფსა ყველაკასაშეეკერა, ჩვენცა, შავი;
 @რამაზს წინა გამოვედით,მისრულად ვთქვით ჩვენი თავი.
 მეფე ჩვენი დიდი არის,მათ ეწადა მისი ზავი,
დაგამოგვიშვა, წამოვედით,არა გვიყო ყოლა ავი".
1597/1597
 რა @ტარიელს ესე ესმა,მეტად ფიცხლად აიყარა,
 ეჯი სამ დღე წასავალიერთსა დღესა წაიარა;
 დროშა მისი აიმართა,წინა არა აიფარა,
დააწ ნახეთ, თუ გოლიათიგული ვითა ამაგარა!
63/ტარიელისაგან /ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება
1598/1598
 @ინდოეთს ზედა წაადგა,მუნ მთა და დიდი ქედია;
 აჩნდა ლაშქარი უსახო,ესაკვირველა, ჰე, დია.
 @ტარიელ ბრძანა: "მოყმენო,აწ თქვენგან რა იმედია?
დაადრე მოვიცლი იმათგან,ღმერთი და ჩემი ბედია!
1599/1599
 იმა ლაშქართა უნახვანკვლა ჩემნი ხრმალთა კვეთანი;
 ერთხელ შემებნეს, დავხოცენ,შევქმენ აბჯართა ფეთანი".
 @ავთანდილ ჰკადრა: "რად უნდანთქმანი სიტყვათა მძლეთანი?
დამათ ვითა მტვერთა წავიხვამთ,მიჰხვდენ ფერხითა ცვეთანი".
1600/1600
 დაეკაზმნეს საომარად,გაამაყდეს, გაჩაუქდეს,
 ცხენთა შესხდეს უკეთესთა,სახედარნი ასუბუქდეს,
 ერთმანერთსა აჯობინეს,მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს,
დაიგი ქედი ჩაიქროლეს,ბუქისაგან უფრო ბუქდეს.
1601/1601
 წინ მავალნი დარაჯათა
 @ტარიასთა გააქცივნეს,მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს,
 მოაგებნეს მხარ-დაკრულნი,მათ წინაშე მოასხმიდეს,
დააიზიდნეს; "ვისნი ხართო?"- ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს.
1602/1602
 მათ მოახსენეს: "ტურფაო,ჩვენ - ცუდად დაღორებულნი,
 @რამაზის ხელმწიფისანიაქა დარაჯად რებულნი".
 უბრძანა: "წადით, რეგვენნო,თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი,
დააცნობეთ თქვენსა პატრონსა:"მოვლენ გულითა ქებულნი".
1603/1603
 უთხარით: "ბრძანებს @ტარიელ,მეფე ლაღი და ჯანია,
 იგი ხელმწიფე მაღალი,მებრძოლთა მემაჯანია:
 ჩემსა ამბავსა გაცნევენთქვენნივე დარაჯანია,
დაშიში ვერ გიხსნის სიკვდილსა,ცუდნიღა დაღრეჯანია!
1604/1604
 დია დიდთა დამაჯნებაუშმაგომან ვით გააგო!
 @ინდოეთსა ვით მოადეგ,შმაგთაგანცა უფრო შმაგო?
 აჰა, მოველ იგი ცეცხლი,რომე სრულად ამოგდაგო,
დახრმალი ჩემი მოლესულიშენს ტანზედა დავაბლაგო.
1605/1605
 აწ დაემზადე, მოპარვამე შენი არა მწადიან;
 შემები, რაზმი დააწყევ,პირველვე გამიცხადიან;
 პირ-ბოზო, ჩემი მორევნარა დია დაგიქადიან?!
დამე ჩაბალახად გახმარებ,რაცა გიმუზარადიან".
1606/1606
 დარაჯანი წავიდეს დაერთმანერთსა მიუსწრობდეს.
 @რამაზს ჰკადრეს ყველაკაი,დამალვასა ვერა სთმობდეს:
 "მოვიდაო ინდოთ მეფე,ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს,
დავინცა ვითა გარდეხვეწოს,იგი ერთი ორთა სჯობდეს!"
1607/1607
 ინდოთა დროშა @ტარიელსაქვს და ალამი უბია,
 დროშა არაბთა მეფისამას თანა შენატყუბია;
 არაბთა იცის ყველამან,მათი აბჯარი შუბია;
და@ფრიდონ - მზე მოყმე, რომელმანშექმნა სისხლისა გუბია.
1608/1608
 ცოტაი წავლეს, გამოჩნდესხუთასნი ცხენოსანანი;
 შეტევებასა ჰლამოდესყმანი არაბთა თანანი;
 @ტარიელ ეტყვის: "ნუ იქმთო",მისცა სიტყვისა ნანანი;
დამოვიდეს, აჩნდა უაბჯროდ,არცა თუ ჰქონდეს დანანი.
1609/1609
 ცხენის ფერხთა მოეხვია,მუხლ-მოყრილი შეეხვეწა,
 მოახსენა: " შემიბრალე,მისსა ძალსა, ვინცა გხვეწა!
 ნუ დამარჩენ, ნუ მაცოცხლებდა წამიღონ მკვდარი მე, წა-!
დაგული თქვენი სასაკუთრობედმან ასრე დამილეწა.
1610/1610
 დაიკარგენით, წახვედითთქვენ, წელნი მეათენია,
 გახდეს მფრინველნი უმეფოდ,არწივსა მოსტყდეს ფრთენია;
 ამად შევმართენ საქმენიჩემნი საკამათენია,
დაადრე გამიტყდა სოფელი,მართ ვითა კაბათენია.
1611/1611
 ვიაჯი, მომკალ მე ხოლმე,ყველაი ჩემი ბრალია;
 მერმე ხუთასი ვაზირიმყავს აქათ წაუვალია,
 თავები დასჭერ, ადინესისხლი, მართ ვითა ღვარია,
დასპა უბრალოა, ნუ დაჰხოც,ვტირ ამად გულ-მდუღარია".
1612/1612
 ყოვლთა მისცეს ზენაარი,მიუყარნეს მუხლნი წინა:
 "ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა,ვინცა აგრე დაგარჩინა!"
 @ტარიელ დგას დაყმუნვებით,@რამაზ წინა მოეფინა.
დაღმერთი ალხენს მონანულთა,არ შეუნდობს კაცი ვინა!
1613/1613
 კაცი ცრემლითა შეინდობს,თუ ცოდვა მის თანაც არსა.
 ვით ნინეველნი, ისხემდესთავსა მტვერსა და ნაცარსა,
 ამით დაეხსნეს რისხვასა,ზეცით მოსრულსა ნაცარსა.
დაწაღმავე წაგრეხს სოფელიკვლა მისგან უკუნაცარსა.
1614/1614
 ბრძენთა ვინმე მოსწავლემანსაკითხავი ესე ვპოვნე:
 "ესეაო მამაცისამეტის-მეტი სიგულოვნე:
 ოდეს მტერსა მოერიო,ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე;
დაგინდეს სრული მამაცობა,ესე სიტყვა დაიხსოვნე".
1615/1615
 @ტარიელ მოტკბა, ღმრთისავემსგავსად იგ წაღმართულია:
 "აღარ დაგხოცო", უბრძანა, -ძლეული შიშმან თუ ლია, -
 წაღმავე წაგრეხს საქმესა,რაცა უკუღმა სთულია;
და"ნაქმარი მრუდი ყველაიაწ ჩემგან გამართულია".
1616/1616
 თაყვანის-სცეს და დალოცეს,ყოვლთა ხმა ერთად იერეს,
 ღმერთსა შეჰვედრეს ზახილით,სვე მათი გააძლიერეს,
 თავები დახსნეს სიკვდილსა,სიცოცხლე ამით მიერეს.
და@ტარიას ხრმალნი ვერ გაძღეს,ჯერთ ხორცი მოიმშიერეს.
1617/1617
 @ტარიას ნახვად მოსრულიმუშთარი ახლოს მჭვრეტია;
 რისხვისა ცეცხლი @ტარიელსსიტკბოთა დაუშრეტია;
 მოვიდეს, ნახეს: @რამაზისლაშქარი ძლივღა ეტია;
და@ინდოეთს ზეცით სინათლეჩადგა, მართ ვითა სვეტია.
1618/1618
 ერთი კაცი მახარობლადმათ ლაშქართა მიუვიდა:
 "არ დაგხოცსო, შეგიწყალნა",- ყველაკაი დალოცვიდა;
 ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს,ყველა ამას მოზრახვიდა:
და"მოვიდაო იგი მოყმე,რომე ერთი ბევრსა სრვიდა".
1619/1619
 მოეგებნიან @ტარიელს,შორი-შორ უსალამიან;
 შიგანთა დროშა ინდოთამათად ცნეს, იალამიან.
 ვერ გამოენდვნეს ინდონი,თქვეს, თუ: "ღალატსა ლამიან", -
დაარ მოელოდეს @ტარიელს,მით ცრემლი დაილამიან.
1620/1620
 @ტარიელ მიდგა, უყივლა:"მე მოველ, მეფე თქვენიო,
 თანა მყავს ჩემი მნათობი,პირი ელვათა მფენიო,
 ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმანწყალობა მისი ზენიო,
დაგამოდით, თქვენი სიშორეარს ჩემგან მოუთმენიო".
1621/1621
 მაშინღა იცნეს @ტარიელ,მათგან მი და მო სრბანია,
 სრულად ნათლითა აივსოზღუდე და ბანის-ბანია;
 ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს:"მოგვშორდეს სალმობანია,
დააქამდის რისხვა-მაღალმანაწ მოგვცნა წყალობანია".
1622/1622
 კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს,მოიხვნეს მათ კლიტენია;
 ერთობ ფლასითა მოსილნიუმზერდეს მუნ მჭვრეტენია;
 ტირან ორნივე ქალ-ყმანი,ვარდისა ბაღსა ტენია,
დაზახილით თავსა იცემდეს,ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.
1623/1623
 ვითა გამზრდელსა ჰმართებდა,გაზრდილი აგრე ხელია;
 რომე სდის ცრემლი თვალთაგან,ცეცხლთაგან უფრო ცხელია;
 თავსა იცემდეს, იზახდეს,ტირს მეტად გულ-ფიცხელია.
დაგიშრისა ტევრსა მოჰფოცხდაბროლისა საფოცხელია.
1624/1624
 რა ნახნა ხასნი, ვაზირნიფლასითა დამოსილნია,
 კვლა დაიზახნა @ტარიელუფროსნი დანაკივლნია;
 სისხლი და ცრემლი თვალთაგანსდის და მიწყობით მილნია.
დამოვიდეს, ყელსა მოეჭდვნეს,ვითა ძმანი და შვილნია.
1625/1625
 დიდებულნი მოეხვივნეს,მოუზრუნვეს მათ ცოლ-ქმართა;
 ქალი დაბნდა, მამისათვისტირილიცა ვერ შემართა,
 ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს,ზე ვერავინ წამომართა,
დამუნა კაცთა ვერ ჰნახვიდიგაცინებით მოღიმართა.
1626/1626
 დედოფალი გამოჭრილიმოვიდოდა მათად ნახვად,
 უბრძანებდა: "რად ვინ სტირთო,- ესე ჰქონდა წყრომა-ზრახვად, -
 ღმერთმან რისხვა მოაქციაწყალობისა გამოსახვად,
დაგვმართებს, რომე მადლი მივსცეთ,აღარა გვცალს გლოვა-ახვად".
1627/1627
 @ტარიელ ზედა მოიჭდომხურვალთა ცრემლთა მდენელმან;
 იტყვის, თუ: "ცეცხლი დამევსოცხელი, აწ დამწვა მე ნელმან;
 დადუმდი, სული დაიღეჩემგან ამისმან მსმენელმან,
დათქვენი სიცოცხლე მალხინაღმერთმან, ობოლთა მლხენელმან".
1628/1628
 ქალმან დედასა შესტირნა:"ჰაი მე, რა ვქმნა, დედაო!
 წითელ-ყვითლითა დაგაგდე,აწ შაოსანსა გხედაო,
 მამამან ტახტი დაცალა,აღარსადა ზის ზედაო!"
დადედამან ცრემლნი მოსწურნა:"ნუ სტირ, დადუმდი, ბედ-აო".
1629/1629
 გარდაუკოცნა პირი დაბაგეთა ვარდი თხელები,
 ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა,გახდა ალვისა მთხელები,
 @ნესტანჯარს ეტყვის: "რადღა ვთქვათსიტყვები ბედით ხელები?
დაჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძიათასი, არ ერთხელები".
1630/1630
 რა გარდახდა მცირე ხანი,ჟამი იქმნა გარდასრულად,
 დიდებულნი ეთაყვანნეს,ერთობილნი ადგეს სრულად;
 იგი მზენი მიეგებნეს,მოეხვივნეს გულის-გულად.
დააკოცეს და მოიკითხესთავის-თავის, თვითეულად.
1631/1631
 @ავთანდილ და @ფრიდონ ჰკადრესდედოფალსა მიმტკივნება;
 @ტარიელ თქვა: "დედოფალო,გჭირს ამათი არა-მცნება,
 ესენია მხსნელნი ჩვენნი,აწ არა გვცალს გრძლად უბნება,
დაამათგან გვაქვს ჩვენ ორთავესიცოცხლისა მოპოვნება".
1632/1632
 ადგეს და ქალაქს შევიდეს,თვით გარდახდეს სრასა მათსა;
 ერთსა ბრძანებს დედოფალი,მართ სიტყვასა ვითამ ათსა:
 "ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი,ვერ დაგვცემენ ყოლ შამათსა,
დაამად შევიქმ სიხარულსამართ გულისა საკამათსა".
1633/1633
 უბრძანა: "გლოვა გახსენით,ქოს-წინწილასა ჰკარითო,
 დიდი ზათქი და ზეიმიგავიდეს ჩვენით კარითო;
 ნახლები თქვენი ოქროსასარტყლითა მოიკარითო,
დაიცინოდით და იმღერდით,ნუ ცრემლი აწანწკარითო".
64ქორწილი /ტარიელისა და /ნესტან-დარეჯანისა
1634/1634
 დედოფალმან მათ ცოლ-ქმართათვითო ხელი დაუჭირა,
 ზედა ტახტსა მეფისასაერთგან დასხმა გაუპირა,
 მოიშორვა კაეშანი,გული მდედრი აქვიტკირა,
დაგლოვა ცვალა სიხარულად,აღარავინ აატირა.
1635/1635
 დედოფალმან შეიმოსა,შავი ძაძა აიხადა,
 დიდებულთა შესამოსიმხიარული დაუმზადა,
 ყველაკაი დამოსა დასაბოძვარი უდიადა,
დაბრძანა: "ჭირი დავივიწყოთ,რათგან ლხინი დაგვებადა".
1636/1636
 ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი@ტარიელ და ცოლი მისი
 ერთმანერთსა შეჰფერობდეს,ქალი ყმისა შესატყვისი;
 გონება და ანუ ენაგამოთქმიდა ვითა ვისი!
დავინმცა ჰგვანდა ხორციელისოფელს შვილი ადამისი!
1637/1637
 @ტარიელს და ცოლსა მისსამიჰხვდა მათი საწადელი -
 შვიდი ტახტი სახელმწიფო,საშვებელი გაუცდელი.
 მათ პატიჟთა დაავიწყებსლხინი ესე აწინდელი,
დაყოლა ლხინთა ვერ იამებსკაცი ჭირთა გარდუხდელი.
1638/1638
 თვით ორნივე ერთგან მსხდომნიჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს;
 ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს,ქოსნი ხმათა დაატკბობდეს;
 მისცა კლიტე საჭურჭლეთა,თავთა მათთა მიანდობდეს.
და"ესეაო მეფე ჩვენი", -იზახდიან, ამას ხმობდეს.
1639/1639
 @ავთანდილ და @ფრიდონისთვისორნი ტახტნი დაამზადნეს,
 ზედა დასხდეს ხელმწიფურად,დიდებანი უდიადნეს;
 ღმერთმან სხვანი ხორციელნიმათებრნიღა რად დაბადნეს!
დაამბობდიან ჭირთა მათთა,ყველაკასა გაუცხადნეს.
1640/1640
 სმა, პურობა, გახარებაქმნეს, ჯალაბი გაადიდეს;
 ვითარიცა ქორწილობახამს, ეგეთსა გარდიხდიდეს.
 მათ ოთხთავე თავის-თავისძღვენსა სწორად მიართმიდეს,
დაგლახაკთათვის საბოძვარსასაჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.
1641/1641
 დედოფალმან ეგრე ბრძანა:"ობოლ-ქვრივნი მოასხენით,
 ყველაკაი დაამდიდრეთ,საბოძვრითა აავსენით";
 თვით უბოძა უსაზომო,რომ არ ითქმის კაცთა ენით:
და"ულოცეთო დღეგრძელობა,ესე ღმერთსა შეჰვედრენით".
1642/1642
 @ტარიელ თქვა: "დედოფალო,გკადრებ ერთსა მოსახსენსა:
 შეიწყალე @რამაზ მეფე,მიავალე ღმერთსა შენსა!
 ვნახე, მეტად შემებრალნეს,შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა.
დაღმერთი ალხენს მონანულსა,მოცთომილსა, ცრემლ-ნადენსა".
1643/1643
 დედოფალმან ლმობიერად"შევუნდობო", ესე ბრძანა;
 მოიყვანა @რამაზ მეფე,ხელმწიფეთა ათაყვანა;
 ყოვლით კერძო მომღერალთახმები გაეთანისთანა, -
დაჭირთა მათგან გარდახდილთაესე ლხინი შეაგვანა.
1644/1644
 ოქრო, თვალი, მარგალიტი,შვენიერი სანახავად,
 ყოვლგან იდვის ვითა გორი,მოდის ველთა მოსარწყავად;
 ვისცა სწადდის, ალაფობდის,წაიღიან უკითხავად,
დამანდატური არვის სცვიდის,ბოლოს ვინ ჯდის, ანუ თავად.
1645/1645
 @ავთანდილ და @ფრიდონისთასპათა ეტყვის მეფე დიდი:
 "სტუმარნი ხართ, შოებისასირცხვილი და ნუ გაქვს რიდი!"
 თვითოს კაცსა თვითო ჯორიმარგალიტი ანაკიდი -
დაესე მისცა საბოძვარი,სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი.
1646/1646
 @ავთანდილ და @ფრიდონისთვისსაბოძვარსა ვინ დასთვალავს!
 ვერ გამოთქვამს სიმრავლესაენა, ამად თავსა კრძალავს!
 რაცა ედვა, უკეთესსადედოფალი არ დაჰმალავს,
დამათ უხმობდა მხსნელად მათად,ტკბილად უჭვრეტს, არა ჰლალავს.
1647/1647
 სრულნი ინდონი @ავთანდილსდა @ფრიდონს მწედ ხადოდიან:
 "თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი",- მართ ამას მოიტყოდიან,
 ვითა პატრონსა სჭვრეტდიან,რაც სწადდის, მას იქმოდიან,
დასადარბაზებლად# ნიადაგმათ წინა მოვიდოდიან.
1648/1648
 @ტარიელ @რამაზ მეფესაუბოძა საბოძვარია
 უბრძანა: "ხარკსა მოგვცემდი,მართ ვითა შენი გვარია".
 მან თაყვანის-სცა, პირსა ქვემიწამდის დამდებარია,
დაწავიდა მისი მლოცველი,არ ომთა მომკვეხარია
1649/1649
 ინდოთ მეფე უბრძანებდა@ასმათს, მისსა შეკვდომილსა:
 "რაცა შენ ჰქმენ, არ უქმნიაარ გამზრდელსა, არცა ზრდილსა;
 აწ @ინდოეთს სამეფოსამეშვიდესა, - ერთსა წილსა, -
დაზედა დაგსვამ; შენი იყოს,გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა.
1650/1650
 ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე,სამეფოსა ეპატრონე;
 მუნიდაღმა გვმსასურებდი,თავი შენი დაგვამონე!"
 @ასმათ ფერხნი გარდუკოცნა:"შენგან-აო ჩემი ღონე,
დამონობისა უკეთესირამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?"
1651/1651
 მოახსენა: "ხელმწიფეო,ვიკადრებ და ნუ გასწყრები:
 თუ ხმელეთი სრულად მქონდეს,ვერცა მაშინ გაგეყრები,
 მე მეყოფა შუქი თქვენი,ვარ მზის ეტლთა შენასწრები,
დავერ გავსწირავ ჩემგან ზრდილსა,არცა სხვაგან ვიარები".
1652/1652
 კვლაცა უბრძანა @ტარიელ:"კმარს შენი ჭირთ ნახულები,
 გვახსოვან შენნი ჩვენზედათვალნი ცრემლ-ნაფახულები;
 სჯობს, მოისმინო ნათქვამი,ჰქმნა ჩემგან გაზრახულები,
დაბოროტი სცვალო კეთილად,გყვენ სპანი ხრმალ-მახულები".
1653/1653
 დაჰმორჩილდა, მოახსენა:"ჭირთა ჟამი ერთხელია".
 მოიყვანეს კარგი მოყმე,გონიერი, არ ხელია;
 @ასმათ მისცეს, მიუძღვების,დაუჭირა სახელია,
დაიგი კაცი გაადიდეს,აქვს მეფობის სახელია.
1654/1654
 ერთგან სამთავე ძმობილთადაყვნეს ცოტანი დღენია;
 თამაშობდიან, უსახომიუდიოდის ძღვენია:
 რა მარგალიტი ღარიბი,რა უკეთესი ცხენია!
დამაგრა @ავთანდილს სურვილმანდაღრეჯა დააჩენია.
1655/1655
 @ტარიელ ცნა, ამა ყმასაცოლისათვის მოესურვა.
 უბრძანებდა: "გული შენი,განაღამცა მომემდურვა;
 აწ ვაგლახ მე, ჭირი შენიგონებამან შვიდით ურვა,
დამოგშორდები, საწუთრომანლხინი ასრე^ დამიშურვა".
1656/1656
 კვლა @ფრიდონცა დაეთხოვა:"წავიდეო სახლსა ჩემსა,
 ზედას-ზედა დავსტკებნიდედარბაზსა და ამა თემსა;
 სამსახურსა მიბრძანებდი,უხუცესი ვითა მრწემსა,
დათქვენთვის ასრე მომსურდების,წყაროსათვის ვით ირემსა".
1657/1657
 მასცა უბოძა ფარმანი:"წა, სახლი მოიარეო,
 მე ნუ გამწირავ, მნახევდი^,ადრე მობრუნდი გარეო".
 @ავთანდილს უთხრა: "უშენოდრა-მცაღა გავიხარეო?
დარათგან ისწრაფი, ნუ გაგვა.მიგელის ლომსა მთვარეო!"
1658/1658
 @როსტანისთვის წაატანაძღვნად ტურფები ჯუბაჩები,
 კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა,არ კოვზები, არ ჩამჩები:
 "ჩემ მაგიერ მიუტანე,წაო, ნურას მეურჩები".
და@ავთანდილ თქვა: "არა ვიცი,მე უშენოდ ვით დავრჩები!"
1659/1659
 ქალსა ქალმან გაუგზავნაყაბაჩა და ერთი რიდე,
 რომე ჩაცმა-დაბურვასავინ-მც ღირს იყო მათგან კიდე!
 ერთი თვალი - წამღებელსა,ვერა თქვას, თუ: "ცუდად ვზიდე", -
დაღამე მზეებრ გაანათლის,ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.
1660/1660
 @ავთანდილ შეჯდა, წავიდა,@ტარიას გაესალამა;
 იგი ორნივე გაყრისადაწვნა ცეცხლისა ალამა;
 სრულად ინდონი მისტირან,ცრემლმან მინდორი დალამა;
და@ავთანდილ იტყვის: "მომკლაოსოფლისა მე სამსალამა".
1661/1661
 ერთგან @ფრიდონ და @ავთანდილიარნეს დღენი მცირენი;
 გზამან გაყარნა, წავიდესთავის-თავ ანატირენი;
 კარგად მოუხდეს მათ მათნისაქმენი დანაპირენი;
და@ავთანდილ მიხდა @არაბეთს,ნახნა არ ცუდნი ჭირენი.
1662/1662
 გამოეგებნეს არაბნი,სამეფო დააშვენა მან;
 ნახა მზე მისი, მიჰრიდამისთა სურვილთა წყენამან;
 მას თანა ტახტსა და-ვე-ჯდა,ალხინა მჭვრეტთა ლხენამან,
დაგაახელმწიფა გვირგვინიზეცით მოსრულმან ზენამან.
1663/1663
 მათ სამთავე ხელმწიფეთაერთმანერთი არა სძულდეს,
 ერთმანერთსა ჰნახვიდიან,საწადელნი გაუსრულდეს,
 ბრძანებისა შემცილენიმათთა ხრმალთა და-ვე-წყლულდეს,
დამოიმატნეს სამეფონი,გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.
1664/1664
 ყოვლთა სწორად წყალობასავითა თოვლსა მოათოვდეს,
 ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნესდა გლახაკნი არ ითხოვდეს,
 ავთა მქმნელნი დააშინნეს,კრავნი ცხვართა^ ვერა სწოვდეს^,
დაშიგან მათთა საბრძანისთათხა და მგელი ერთგან სძოვდეს.
1665/1665
 გასრულდა მათი ამბავივითა სიზმარი ღამისა.
 გარდახდეს, გავლეს სოფელი,- ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!-
 ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცაარის ერთისა წამისა.
დავწერ ვინმე მესხი მელექსემე @რუსთველისად ამისა.
1666/1666
 ქართველთა ღმრთისა @დავითის,ვის მზე მსახურებს სარებლად,
 ესე ამბავი გავლექსემე მათად მოსახმარებლად,
 ვინ არის აღმოსავლეთითდასავლეთს ზართა მარებლად,
დაორგულთა მათთა დამწველად,ერთგულთა გამახარებლად.
1667/1667
 @დავითის ქმნანი ვითა ვთქვნესიჩალხე-სიხაფეთანი!
 ესე ამბავნი უცხონი,უცხოთა ხელმწიფეთანი,
 პირველ ზნენი და საქმენი,ქებანი მათ მეფეთანი,
დავპოვენ და ლექსად გარდავთქვენ,ამითა ვილაყფეთანი.
1668/1668
 ესე ასეთი სოფელი,არვისგან მისანდობელი,
 წამია კაცთა თვალისადა წამწამისა მსწრობელი!
 რასა ვინ ეძებთ, რას აქმნევთ?ბედია მაყივნებელი,
დავის არ შეუცვლის, კარგია,ორისავ იყოს მხლებელი.
1669/1669
 @ამირან @დარეჯანის ძე@მოსეს უქია @ხონელსა,
 @აბდულ-მესია - @შავთელსა,ლექსი მას უქეს რომელსა,
 @დილარგეთ - @სარგის თმოგველსა,მას ენა-დაუშრომელსა,
და@ტარიელ - მისსა @რუსთველსა,მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა.

Copyright Jost Gippert Frankfurt a/M 2.3.1999. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.