ARMAZI
Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum
Part No. 78
Previous part

Chapter: 77  
Line: 9 
თავი 77
Line: 10 
ძალთა და მოქმედებათათჳს


Line: 11       "ყოველი ძალითად მყოფი მოქმედებით მყოფისგან, რამეთუ
Line: 12    
ძალითა ოდენ მყოფმან მოქმედებისადმი იწარმოოს".

Line: 13       
ესე ხედვაჲ ეტყჳს მხედველსა, ვითარმედ ყოველი ძალად ოდენ
Line: 14    
მყოფი მოქმედებით მყოფისა მიერ, ხოლო შენ ცნენ თუ რაოდენ სახე
Line: 15    
ძალად ოდენ მყოფნი, და რაოდენ მოქმედებით მყოფნი. პირველად
Line: 16    
იუწყენ, რომელ ყოველნი ყოვლობანი არსებათანი და უფროჲს ხოლო
Line: 17    
რომელთა საუკუნესა შორის მოეგოს მყოფობაჲ, სამარადისოდ მოქმედება
Line: 18    
არიან, ვითარ სრულნი; რამეთუ თან წარმოსდგომია არსებასა
Line: 19    
მოქმედებაჲცა, ვითარ ყოვლითურთ უკუდავსა ნეტარებასა შორის
Line: 20    
დაფუძნებულთა. რამეთუ ნიადაგ მოქმედებენ, ვითარ უზადონი
Line: 21    
ხატნი და აღალმანი მის ერთისანი. ხოლო ყოველი სხეულეანთა ანაგი,
Line: 22    
დაღათუ იყოს უკუდავთა ხუედრისაჲ, ძალად ოდენ არს ვითარ
Line: 23    
ციერთა ყოველთაჲ. რამეთუ ვითარ სხეული ნიადაგ უკუდავ იქმნების
Line: 24    
სავსებაჲ ცისაჲ, და არს ვითარ სანიადაგოდ ცნოვნებული სანიადაგოჲსა
Line: 25    
მიერ მოქმედებისა, ვიტყჳ გონიერისა დიოჲსსა. ხოლო
Line: 26    
კუალად ოდესმე ძალადნი ოდესმეობითისა მოქმედებისა მიერ, ვითარცა
Line: 27    
მეკუდოთა ყოველთა ანაგი ოდესმე შემძლე ზიარებად ცხორებისა,
Line: 28    
და იწარმოებს ოდესობითისა ძალისა მიერ. ხოლო შენ
Line: 29    
ოდესობითად და ძალად მეკუდოთა ესე მიზეზი ქცევაჲ ცისაჲ და
Line: 30    
ციერთაჲ გაიგონე. და კუალად საყოველთა და ზესთაჲ ერთებრივი
Line: 31    
მოქმედებაჲ ყოვლითურთ ძალადსა წარმოაჩენს, რომელ არს ნივთი
Line: 32    
უსახოჲ და უგუაროჲ, რამეთუ ყოვლითურ ძალად ოდენ არს და
Line: 33    
მყოფობით უსახოჲ და უგუაროჲ ნივთი. ხოლო ძალადისა და მოქმედებითისათჳს
Line: 34    
"ბუნებით-სამეტყუელოსა" შორის ისწავო
Line: 35    
ვრცელად არისტოტელის მიერ.



Next part



This text is part of the ARMAZI edition of Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.