ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 191

Page of edition: 191  Line of edition: 1    ყოველი ქუეყანა მწარესა ოჴრებასა შინა იყო: არბევდეს, ტყუე ჰყოფდეს, სრვიდეს
Line of edition: 2    
მამაკაცთა, ვიდრე დედათა და ყრმათა ტყუედ წარიყვანებდეს.

Line of edition: 3    
და ქალაქი ტფილისი მათვე დაიჭირეს.

Line of edition: 4    
ხოლო იწყეს შენებად, და ზამთრის დაიბანაკიან ბარდავს, მტკურისა პირსა,
Line of edition: 5    
იორის პირთა და აღმომართ გაგამდე, და მოტყუენვიდიან, არბევდიან ქართლს და
Line of edition: 6    
სამცხეს და ჯავახეთს და აღმართ საბერძნეთამდე, კახეთს და ჰერეთს დარუბანდამდე.

Line of edition: 7    ამათ ულხინებელთა ჭირთაგან შეიწრებულნი მთავარნი საქართველოსანი ყოველნი
Line of edition: 8    
მიენდვნეს თათართა, ჰერ-კახნი და ქართველნი, თორელი გამრეკელი, თმოგუელი სარგის,
Line of edition: 9    კაცი სწავლული და ფილასოფოსი და მრავალღონე, ხოლო მესხნი სათნოებისათჳს.

Line of edition: 10    
მეფისა რუსუდანისა არა მიენდვნეს. ამისთჳს განძჳნებულმან ჩაღატა ნოინ აღიმჴედრა
Line of edition: 11    
სამცხესა ზედა, არამედ მესხნი შეიწრებულნი შიშისაგან შეივლტოდეს ციხეთა შინა.

Line of edition: 12    
ესრეთ მოისრა და ტყუე იქმნა სული მრავალი \ სამცხეს, და ბევრი ერი მოიკლა.

Line of edition: 13    
ოდეს არღარა იყო ღონე, მოაჴსენა მეფესა რუსუდანს ივანე ციხისჯუარელმან ჯაყელმან,
Line of edition: 14    რომელსა ყუარყუარეცა ეწოდებოდა, უკეთუ სთნდეს, რათა იჴსნას ქუეყანა სამცხისა
Line of edition: 15    ოჴრებისაგან, და იგიცა მიენდოს ჩაღატას, რამეთუ პატივითა იყო მეჭურჭლეთ-უხუცესი
Line of edition: 16    
და მთავარი ქუეყანასა სამცხისასა. ინება მეფემან და წარმოგზავნა მაშინ წარვიდა ივანე
Line of edition: 17    და იხილა ჩაღატა, რომელმან პატივითა შეიწყნარა და დაუდგინნა მთავარნი ქუეყანისანი.

Line of edition: 18    
ესრეთ რა ჴელთ იგდეს ყოველი ქუეყანა, განიყვეს ოთხთა მათ ერისმთავართა
Line of edition: 19    
ოთხად, და ეგრეთვე ერისთავნიცა თჳთეულნი, ხუედრი მისი და ხარაჯა, რომელსა
Line of edition: 20    
აიღებდიან და წარგზავნიდიან. და ესრეთ მცირედ იწყო ქუეყანამან დაწყნარებად.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.