ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 272

Page of edition: 272  Line of edition: 1    მეფისა. და ამისთჳს გლახაკნი ღამით ფოლოცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხჳვნენ
Line of edition: 2    
მეფესა. ამას თანა მოეგო მარხულობა, ღამით ლოცვა და მუჴლთ-ყრა ფრიადი,
Line of edition: 3    
რამეთუ ათას ხუთასი მუჴლი მოაგდის მდაბლად მიწასა ზედა. ესრეთ ყოვლითურთ
Line of edition: 4    
განშუენებული და განათლებული იყო.

Line of edition: 5    
გარნა ესრეთ ჴელთა შინა სადუნისთა იყო, რამეთუ ფრიად განადიდა \ სადუნი
Line of edition: 6    ყაენმან. და იურვა მეფის დიმიტრისგან თელავი და ბელაქანი, და მრავალნი ქუეყანანი,
Line of edition: 7    
და სადუნი კეთილად განაგებდა საქმეთა \ საქართველოსათა, რამეთუ დღეთა მისია
Line of edition: 8    
არა იქმნებოდა თათართაგან ძალი და უსამართლობა, არცა დიდთა ნოინთაგან, არცა
Line of edition: 9    
ელჩთაგან. და ესრეთ აღშენდა საქართველო და მოირჭუნა.

Line of edition: 10    
მეფემან დაიწყო სიბასა წარსლვა, და აღაშენნა ქუეყანანი მოოჴრებულნი. ამანვე
Line of edition: 11    
აღაშენა პალატსა შინა მონასტერი, ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღმრთისმშობელისა,
Line of edition: 12    
და შეამკო განგებითა დიდითა, და შესწირნა სოფელნი და ზუარნი, და განუჩინა მონაზონთა
Line of edition: 13    
საზრდელი და სამოსელი, და განაგო განგებითა კეთილითა. და წარვიდა
Line of edition: 14    
ურდოსა, და მას შინა ყოფასა მეფისასა სთხოვეს საფასე ურიცხჳ მეფესა, განზრახვითა
Line of edition: 15    
სადუნისითა. რქუა მეფესა სადუნ: "უკეთუ მომცე დმანისი, მე მივსცე საფასე ყაენსა".

Line of edition: 16    
ისმინა მეფემან, და უნებლიად მისცა დმანისი და მიმდგომი მისი, და უმეტეს განდიდნა
Line of edition: 17    
სადუნი. ხოლო იქმნა კეთილიცა საქმე მონასტერთა და გლახაკთა მიმართ,
Line of edition: 18    
რომელი დღეთა ცხოვრებისა მისისათა მან მისცა ყალანი და მალი ათორმეტთა
Line of edition: 19    
უდაბნოთა გარესჯისათა, და განათავისუფლა ქუეყანა გარესჯისა, და მსახურებდა მეფესა
Line of edition: 20    
დიმიტრის. განდიდნა დიდად ლაშქრითა და სიმდიდრითა ოქროსა და ვეცხლისათა,
Line of edition: 21    
და ჯოგისა და ხუასტაგისა არა იყო რიცხჳ, რამეთუ იყო კაცი ესე მშუებელი, კეთილად
Line of edition: 22    
\ გამგონე და ბრძენი, რამეთუ ყაენი აბაღა ისმენდა სიტყუათა მისთა, და დიდი
Line of edition: 23    
საჰიბდივანი ავაგ ათაბაგისა ამას აქუნდა და ასული მისი ხუაშაგ მოეყვანა ცოლად.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.