ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 294

Page of edition: 294  Line of edition: 1    მისი გიორგი, რომელი უშვა ასულმან ბექასამან, წარიყვანა პაპამან მისმან ბექამან
Line of edition: 2    და აღზარდა საკჳრველი და უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, ვითარ ქუემორე
Line of edition: 3    
სიტყუამან ცხად ყოს.

Line of edition: 4    
და ვითარ გარდაჴდა ორი წელი, შეედვა სალმობა ბოროტი ყაენს არღუნს, რამეთუ
Line of edition: 5    
განჴმეს ყოველნი ასონი მისნი, და მოლპესცა ჴორცნი, და ძუალნი აღმოსცჳვდეს, და
Line of edition: 6    
განიყარა ყოველი გუამი მისი, და იყო ნახვა მისი უშუერ და საზარელ, და კნინღა
Line of edition: 7    
მიმსგავსებულ იყო მკუდარსა. ვითარ სნეულობდა არღუნ ინება ხუტლუბუღა რათა
Line of edition: 8    
დავით მეფე ყოს და მოდგამი მისი კერძო, და ეცადა ნოინთა \ წინა, რათა წარუღონ
Line of edition: 9    
მეფობა ვახტანგს. ტაჩარ თანა-შეეწეოდა დავითს, და ოვსთა მეფის ძე, სახელით ფარეჯან,
Line of edition: 10    იგიცა ძლიერად შეეწეოდა დავითს. ამისთჳს საბრჭოდცა წარდგეს, თუ რომელსა
Line of edition: 11    
მართებს მეფობა. ხოლო სხუათა მთავართა ქართველთა არა სთნდა მეფობა დავითისი,
Line of edition: 12    რამეთუ მტკიცედ დგეს ერთგულობასა ზედა ვახტანგისსა, ამისთჳს არა მოსცეს მეფობა
Line of edition: 13    
დავითს, და ადგილ-ადგილ სოფელნი და ქუეყანა მოსცეს დავითს. და ვითარ
Line of edition: 14    
განძლიერდა ზეგარდამო რისხვა არღუნს ზედა, და სენი იგი განგრძელდებოდა

Line of edition: 15    
ოთხისა თჳსა ჟამთა, განრღუეული - თავით ფერჴადმდე, მოეწყინა ნოინთა,
Line of edition: 16    
შეკრბეს და ზედა მიეტევნეს, და კარავსა შინა მოშთობისა მიერ სიკუდილსა მისცეს,
Line of edition: 17    
მასვე დღესა და ჟამსა, რიცხუსა თჳსასა, ათორმეტსა მარტსა, რომელსა შინა პატიოსანი
Line of edition: 18    
და სანატრელი ცხებული ღმრთისა მოწამე, ბრწყინვალე დიმიტრი მოიკლა.

Line of edition: 19    
საცნაურ იქმნა, ვითარმედ ამისთჳს მოიწია სენი ბოროტი \ არღუნს ზედა, რომელ
Line of edition: 20    
დასთხია სისხლი უბრალო მრავალი. და იკადრა ცხებულსა ღმრთისასა ჴელის შეხებად.

Line of edition: 21    
მოკუდა არღუნ, და ყოველნი განმზრახნი მისნი, რომელნი მეფისა სიკუდილსა
Line of edition: 22    
თანაშემწე ყოფილ იყვნეს, ყოველნი მოისრნეს, და მიერითგან მიეცა ფლობა დავითს,
Line of edition: 23    და ნოინნი დავითისკენ იყვნეს. ეგრეთცა მტკიცედ ეპყრა მეფობა ვახტანგს.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.