TITUS
Visramiani
Part No. 48
Previous part

Chapter: 48  
Line of edition: 4  პირველი წიგნი ვისისი რამინს თანა


Line of edition: 5       რა მიშქინს ესე საუბარი ვისისაგან ესმა, მიშქინ მეცნიერმან
Line of edition: 6    
და ფრთხილმან მისითა ენოვნობითა შეამკო რამინის წიგნი.
Line of edition: 7    
მიუწერა წიგნი ვისის დაღრეჯილისა მაგიერ რამინს მხიარულსა
Line of edition: 8    
და ნებიერსა. ქაღალდისა ნაცულად ჩინური ჰეტრატიკონი მოვიღო,
Line of edition: 9    
მელნად თუმბუთური მუშკი, კალამი ეგუიპტური. ვარდის წყალი
Line of edition: 10    
ნისიბური და საწერელნი სამინდორულისა ალვისანი, თუით
Line of edition: 11    
მწიგნობარი ქაჯისაებრ სიტყვა-მოპოვებული, -- სიტყუანი შაქარსა
Line of edition: 12    
და მარგალიტსა თანა გაერივნეს. ჰეტრატიკონი ვისის პირისაებრ
Line of edition: 13    
თეთრი და ელვარე იყო, მელანი -- მისთა თმათაებრ შავი და
Line of edition: 14    
სურნელი, კალამი -- მისისა ნაკუთისაებრ მართალი და აწ მეტადრე
Line of edition: 15    
სიმჭლითა მსგავსი, მწიგნობარი -- გრძნეული ვითა, რომელ სიტყუასა
Line of edition: 16    
პირსა შიგან შაქრისაებრ ატკბობდა. ქება შეასხა რამინს და
Line of edition: 17    
აგრე მიუწერა ვისის მაგიერ:

Line of edition: 18       
"ესე წიგნი გამჴმარისა ნაძუისაგან -- ამწუანებულსა, მხიარულად
Line of edition: 19    
მოზრდილსა კუიპაროზსა წინაშე; მთუარისა დაბნელებულისა,
Line of edition: 20    
მილეულისა -- ცათა დამაშუენებელი ელვარესა მთუარესა;
Line of edition: 21    
აოჴრებულისა და გამჴმარისა ვენაჴისა -- ახალშენსა სამოთხისაებრსა
Line of edition: 22    
წალკოტსა: ცარიელისა და ბედითისა სადაფისა -- გაუპობელსა
Line of edition: 23    
თუალ-მარგალიტიანსა სადაფსა; მზისა ჩასულისა, დაღრეჯილისა --
Line of edition: 24    
აღმოსავლეთით ახლად აღმოსრულსა მზესა; დამჭნარისა და
Line of edition: 25    
წახდომილისა ფურცლისა -- ახალ აღმოსრულსა წითელსა ვარდსა;
Line of edition: 26    
დამშრალისა ზღუისა -- თუალ-მარგალიტიანსა ჰომაინისა ზღუასა;
Line of edition: 27    
გაუბედურებულისა და დასაწყლებულისა -- ყოველთაგან სანატრელსა
Line of edition: 28    
ბედნიერსა; სიყუარულისა სიკუდილისა დღემდი მიმტანებელისა --
Line of edition: 29    
გამწირავსა და უხანოსა; პირისა კეკლუც-ყოფილისა და აწ
Line of edition: 30    
დადუხჭირებულისა -- წამისწამ მომმატებელსა პირსა წინაშე; გულისა
Line of edition: 31    
ცეცხლითა დამწურისა -- ჩინურის სტავრისა მსგავსსა! თუალთა
Line of edition: 32    
დღე და ღამე უძილოთა, ცრემლიანთა -- თუალთა ნებიერად
Line of edition: 33    
მხედავთა; კარგისა მოყუარისა, საკუთრისა, გულ-მჴურვალისა -- ავის
Line of edition: 34    
მქმნელსა და დამმტერებელსა; დასაწყლებულისა და გაბეჩარავებულისა
Line of edition: 35    
-- ყოვლისა ქუეყანისა მორჭმულსა ჴელმწიფესა წინაშე. დამიწერია
Line of edition: 36    
ესეთი წიგნი, ესეთსა ყოფასა შინა მყოფსა, რომელ ტანი სულისაგან
Line of edition: 37    
და სული ტანისაგან აბეზარ-მქმნია.
Page of edition: 205   Line of edition: 1       
მე კიდეგანობისა ცეცხლითა ვიწუი და შენ სუმასა და სიხარულსა
Line of edition: 2    
შინა ნიშტიანობ, მე სიყუარულისა საჭურჭლესა მეჭურჭლე
Line of edition: 3    
ვარ და შენ მტერობისა ჴელისუფალი. აწ ამას გაფიცებ [ჩუენსა]
Line of edition: 4    
სიყუარულსა და შეყრასა, და თუით დამბადებელსა ცისა და ქუეყანისა
Line of edition: 5    
ღმერთსა გაფიცებ, რომელ ესე წიგნი სრულად წაიკითხო,
Line of edition: 6    
ჩემნი ჭირნი სცნნე და რაცა მომიჴსენებია, გაიგონო,

Line of edition: 7       
იციცა რამინ, რომელ საწუთრო მბრუნავია? კაცი ზოგჯერ
Line of edition: 8    
სნეულია, ზოგჯერ მრთელია; კაცი ზოგჯერ ჭირვეულია და ზოგჯერ
Line of edition: 9    
ლხინიანი, ზოგისათუის სიცოცხლეა, [ზოგისათუის -- სიკუდილი].
Line of edition: 10    
თუ ავად თუ კარგად, ბოლოდ ეგრეცა სიკუდილია, შემდგომად
Line of edition: 11    
განკითხვაა და ნაცულისა მოზღუევა, ამას სოფელსა ამბავი ოდენ
Line of edition: 12    
დარჩების, ჩუენი ამბავი ავთა და კარგთა ყუელათაგან იცნობვის, თუ
Line of edition: 13    
რაის მოქმედნი ვართ, შენ თუით იცი, თუ ჩუენ ორთა შუა რომელი
Line of edition: 14    
უფრო აუგიანი ვართ, რომელსა უფრო უწრფელობითა თავისა
Line of edition: 15    
ნება გუიძებნია, მე იგი წმიდა ვიყავ, რომელ გინახავს ყოველსა
Line of edition: 16    
ქუეყანასა ზედა, რომელ სიწმიდითა ცისა ცუარსა ვჰგუანდი და
Line of edition: 17    
სიტურფითა -- ვარდისა ფურცელსა; ვერა რომელსა მამაცსა ეპოვნა
Line of edition: 18    
ჩემთანა გულისნება და საწუთროსა არ დაედვა ჩემზედა აუგი,
Line of edition: 19    
კანჯარსა ვჰგუანდი, მინდორად მავალსა, ყუელასაგან გაუვლენელსა,
Line of edition: 20    
არა რომლისა მონადირისა პირი მენახა, შენ იყავ ჩემი მკლველი და
Line of edition: 21    
მომაყივნებელი, შენ დამიდგი გზასა უწრფელობისა ბადე და დამაბი,
Line of edition: 22    
აწ მარტო ორმოსა შიგან ჩაგიგდივარ და წამსლვიხარ! მომაღორვე,
Line of edition: 23    
მომაცთუნვე და აწ გამწირე, უზენაროო! შენი ფიცი ქარსა
Line of edition: 24    
ჰგავს უხანოსა, შენი ზენაარი წყლისაებრ მდინარე და წარმავალი
Line of edition: 25    
არის, ეგრე გითქუამს: "მიფიცავს და ვისის აღარ შევეყრებიო!"
Line of edition: 26    
მაშ, არ ჩემდაცა შემოგეფიცა, რომელ ვირემ სულნი გედგნენ, არ
Line of edition: 27    
გამწირო? აწ რომელი დავიჯერო? შენი ფიცი რომელი უფრო
Line of edition: 28    
მტკიცედ მიჩნდეს? შენი ფიცი ბუქსა ჰგავს და შენი შეყრა --
Line of edition: 29    
საჭურჭლესა, ქუეყანასა ზედა ამა ორთავე სახელი დიდად ითქუმის,
Line of edition: 30    
შენ ჰარირსა ჰგავ, მრავალფერად იქცევი; ოქრო ხარ, ავთა და კარგთა
Line of edition: 31    
მიხუდები, არა ჩემებრ ხანიერი მოყუარე, -- თუ შენ ჩემსა გუერდით
Line of edition: 32    
არა ხარ, სხუასა დიდხან ვის გუერდით ხარ?

Line of edition: 33       
ნახენ თუ რაზომნი ავნი ნაქმარნი გიქმნიან: უპატიოდ გამჴადე
Line of edition: 34    
მეცა და შენიცა თავიცა, დიდისა ჴელმწიფისა ცოლი მომაცთუნვე,
Line of edition: 35    
თავისა გუარი და ნატამალნი აუგიან ჰქმნენ, ცრუ ფიცად გაჰჴე.
Line of edition: 36    
გაუწირავი და ზენარიანი მოყუარე გასწირე, წახუე ჩემგან
Line of edition: 37    
შეუცოდებლად და დაუმძიმებლად, და ესეთისა მოყურისა აუგნი
Line of edition: 38    
მოსთუალენ, რომელ მას შენგან კიდე არავინ უვის, მე იგი ვისი ვარ,
Page of edition: 206   Line of edition: 1    
რომელ მზეა ჩემი პიოი და თმა მუშკი; მე იგი ვისი ვარ, რომელ
Line of edition: 2    
პირისა სისავსე თხუთმეტისა დღისა მთუარესა მიგავს და ბაგე
Line of edition: 3    
უკუდავებასა; მე იგი წყლიანი ვარ, რომელ სიყუარული ჩემი
Line of edition: 4    
ხანგრძელია; მე ტურფათა დედოფალი ვარ და გრძნეულთა ჴელმწიფე.
Line of edition: 5    
მე შენგან უკეთესსა ჴელმწიფესა დია ვჰპოებ, მაგრა შენ ჩემებრსა --
Line of edition: 6    
ვეღარავის, მე ოდესცა გამწირო და წამიხუიდე, შემოქცეული
Line of edition: 7    
გუიანადღა მპოებ.

Line of edition: 8       
ნუ იქმ რამინ, -- რა ინანდე, ვისისგან კიდე წამალსა ვერას
Line of edition: 9    
ჰპოებ! ნუ იქმ რამინ, -- რა გულისაგან გასძღე, ჭაბუკობითა ვისის
Line of edition: 10    
ვეღარ მოიჴელებ! ნუ იქმ რამინ, -- აწ შენ მთრვალი ხარ და
Line of edition: 11    
სიმთრვალითა გაგიტეხია ზენაარი! ნუ იქმ რამინ, რომელ რა
Line of edition: 12    
მოფხიზლდე, უცოლო და უმოყურო დარჩე! გნახავ ესეთსა, რომელ
Line of edition: 13    
ჩემსა წინა სტიროდე და პირსა ჩემისა დარბაზისა კარსა დასდებდე.
Line of edition: 14    
მტერობა სიყუარულად მოაქციო, მე მეძებდე და ვეღარ მომხუდე.
Line of edition: 15    
რათგან ჩემგან და ჩემთა ბაგეთაგან გასძეღ, გულისაგან უღონიოდ
Line of edition: 16    
უმალ გასძღები, რა შენ მე არ მმორჩილებდე, ჩემ გუერდით არ
Line of edition: 17    
გაიხარნა სხუასა ვის ჰმორჩილობ? მიჯნურნი ჴმა-მაღლად ყივიან:
Line of edition: 18    
ვისცა ვისი არ აშუნია, მასა სიკუდილი შეეძინების.

Line of edition: 19       
უბედურობის ნიშნად გეყოფის, რომელ ღმერთმან ვარდი მოგცა,
Line of edition: 20    
მაშინღა მოშენებული წალკოტი წაგიღო; გიჩუენა დაბნელებული
Line of edition: 21    
მთუარე და წაგიღო ელვარე მზე. იქადი ერთისა ხისა პოვნასა და
Line of edition: 22    
არ იცი, რომელ ვენაჴი აღარა გაქუს. ნუთუ დაგუიწყებია. ჩემითა
Line of edition: 23    
სიყუარულითა თუ რა ჭირსა და უთმინობასა შინა იყავ? რა სიზმრივ
Line of edition: 24    
მნახი, გაჴელმწიფება გეგონის, რა სული ჩემი გეცის, მკუდარი
Line of edition: 25    
გასცოცხლდი!

Line of edition: 26       
კაცისა სირეგუნე აგეთი არის, რომელ ჭირსა და ლხინსა ადრე
Line of edition: 27    
დაივიწყებს. ეგრე გითქუამს: "მას უკანა სიყმე ჩემი დამიკარგავს,
Line of edition: 28    
ვინანი და ჰამო საწუთრო დამამწარაო". მაშა მე ეგრე მეგონა,
Line of edition: 29    
შაქრისა ლერწამი დაგრგე და უკანა ნაყოფისათუის გაგედგებოდე
Line of edition: 30    
და ნაყოფად ნავღელი გამოგესხა, მე რა შენგან ჭირნი მოვიგონნი,
Line of edition: 31    
ცეცხლი ფერჴით ტუინამდის გამიჴდების და თუალთა ჯეონი
Line of edition: 32    
მდინდების. რაზომი ჭირი ვნახე შენთუის და ბოლოსა ესრე მომიჴდა,
Line of edition: 33    
რომელ ჭა შენ მითხარე, და ძიძამან შიგან ჩამაგდო და ორნივე
Line of edition: 34    
ჰამოდ დასხდომილ ხართ. შენ შეშა მოიღე. და ძიძამან ცეცხლი
Line of edition: 35    
შეაგზნა და ორთავე უნებლივ შიგან ჩამწუით. არ ვიცი,
Line of edition: 36    
შენგან ვჩიოდე თუ მისგან, ჩემისა ჭირისა სათავნო ორთაგანვე
Line of edition: 37    
იქმნა, რაზომცა შენგან მტერობა ვცან. კიდეგანობისა ბორკილით
Line of edition: 38    
დამჭედე და გულსა ცეცხლი ჩამიგზნე, თუალთა სისხლი მადინე,
Page of edition: 207   Line of edition: 1    
სისხლისა ტბასა ჩამაგდე და ჯეონსა შიგან ჩამარჩევ, -- მე გული
Line of edition: 2    
არცა ეგრე მეტყუის. შენსა წყევასა და შენგან ღმერთსა წინა
Line of edition: 3    
ჩივილსა. ღმერთმან შენი ჭირი მე ნურა მომასმინოს, -- მე შენი ჭირი
Line of edition: 4    
შენგან უფრო მეტკივნების; თუარა მუნამდის ეგრეცა ვსწერ
Line of edition: 5    
წიგნსა, ვირემდინცა კალამმან სისხლითა წერა არ დაიწყოს და
Line of edition: 6    
ვირემდინცა არ გნახო, რომელ ღმერთმან ნუთუმცა შენი უნახავი არ
Line of edition: 7    
მომკლაო".


Next part



This text is part of the TITUS edition of Visramiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 1.5.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.