Strophe: 618 | ||
Line: 33 Verse: a | დავითსა და აღათანგის | ორთავ აკლდა თვითო თვალი, |
Line: 34 Verse: b | ყარაულად იგინი გვყვეს, | რა ჭკვა იყო, თქვი მართალი? |
Line: 35 Verse: c | შემოსთვალეს: "თუ არ მოხვალთ, | ჩვენ შევებმით, არ ვართ მთვრალი." |
Line: 36 Verse: d და | არ გიკვირსთ, რომ დავიჯერეთ | ნახევარზედ დანათვალი? |
Strophe: 619 | ||
Line: 37 Verse: a | აღათანგის, ყორნელთა და | დავითს ეთქვა გლდანელებით, |
Line: 38 Verse: b | "შევებნეთო, რა [გ]გონიათ, | სიმრავლე აქვთ აქლემებით!" |
Page: 72 Line: 1 Verse: c | დაეხოცათ მათ თათრები, | გამოგზავნეს მკვდარ დილებით, |
Line: 2 Verse: d და | წამოდითო თქვენ ამათგან | დაკოდილთა სადილებით. |
Strophe: 620 | ||
Line: 3 Verse: a | შეიქნა რჩევა ომისა, | იქ შებმისა და მოცდისა, |
Line: 4 Verse: b | კაცსა მხნესა და ჯაბანსა | დღე ამისთანა დასცდისა. |
Line: 5 Verse: c | ზოგთა უცდურად არჩიეს | და ზოგისა კი დასცდისა, |
Line: 6 Verse: d და | ზენა არს გამმარჯვებული, | თვარამ კაცთ რჩევა მოსცდისა. |