TITUS
Parsadan Gorgijanidze, Istoria
Part No. 59
Previous part

Chapter: (59)  
Line of ed.: 5       აქა ბატონისშვილის დამარცხება, კახთ ამოწყვეტა და [დატყვე]ვა ქისიყის ჯა\რითა
Line of ed.: 6    
და ბატონისშვილის ცოცხალი დარჩენა მეფეს როსტომსთან მიყვანა დიდის
Line of ed.: 7    
ვაებით დედმამას მოუხსენეს. სხვას იმ დღის შევიწრებით ანბავს რა გაცხადება
Line of ed.: 8    
უნდა და ან რა ქაღალდი დაიტევს. თავად მტრისაგან გალახული, სახლთუხუ\ცეს
Line of ed.: 9    
მოკლული, ჯარ წასრული, დროშა წართმეული, ქვეყანა და საბატონი
Line of ed.: 10    
სხვას დარჩომილი. ამაზე ეს ანბავი მოსვლოდეს, რომ ერთი შვილი გყვანდაო
Line of ed.: 11    
და ისიც მტერთ მოგიკლესო, რომ აღარც შექნის იმედი იყოს და აღარც შო\ბისა.
Line of ed.: 12    
ეს შვილიც მოგიკლესო და მისი ჯარიც დახოცესო და ქვეიდამ თათ\რის
Line of ed.: 13    
ლაშქარი შემოგიჴდენო და ზეიდამენ მეფე ჩამოვიდა საქართველოს ლაშქ\რითაო
Line of ed.: 14    
და კახნი უფროსნი ერთნი მას მიუვიდნესო. თვითან ყველგნით ჴელდამო\კლებული
Line of ed.: 15    
მრავლის მჴლებლით მიფარულიყოს სადმე და უარესის მოლოდინი
Line of ed.: 16    
აქონდეს. მღ̃თის მადლს, წამკითხველნო, კარგად გული დაჰყარეთ, რომ ამ რიგს
Line of ed.: 17    
აოჴრებასა წარყვნას აქეთ თუ ვისმე გაგეგონოს. მე ფარსადან გორგიჯანიძე
Line of ed.: 18    
ვიტყვი ამასა, ღმერთი უტყუარია და ამ საქმეზედან მოჩანს, რომ ბატონს თეი\მურაზს
Line of ed.: 19    
მრავალი უბრალო საჴლი მოეთხაროს და მისის საქმით მრავალნი ტყვეთ
Line of ed.: 20    
წაესხას, მრავალნი უბრალოთ დახოცილიყვნენ, მრავალი დედან(ი) აეტირები\ნოს
Line of ed.: 21    
და იესოს ნაბძანები სიტყვანი აქ გათავდება რომ უბძანებია, -- რომლი\საც
Line of ed.: 22    
საწყაოთ მიუწყავო, იმავეთი მოგეწყვისო. ღმერთსაც ასრე უბძანებია, ათას
Line of ed.: 23    
და ერთი სახელი მქვიანო ყოვლის ენითაო, თავი საჴელი ჩემი სამართალი არი\სო.
Line of ed.: 24    
არას ჴემწიფეს, არას ძრიელს კაცსაო, არას უღონოსა და საბრალოს გლა\ხას
Line of ed.: 25    
დაჩაგრულთ ნაძალადევსაო არ შევარჩენო. რა გინდ ვინმე ნამეტნავად მდი\დარი
Line of ed.: 26    
იყოსო და ძრიელიო, ჩემთან სუსტი და უღონო და გალახულნი არიანო
Line of ed.: 27    
და ორსავეს სოფელს მოვჰკითხავო და რისხვით ვაზღვევინებო.

Next part



This text is part of the TITUS edition of Parsadan Gorgijanidze, Istoria.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.