TITUS
Apocalypsis Ioannis iberice
Part No. 12
Previous part

Chapter: 12 
Verse: 1  Link to gntLink to apjocomm   და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედაკაცი, რომელსა ემოსა მზჱ, და მთოვარჱ იყო ქუეშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნი ვარსკულავთა ათორმეტთაჲ.
Verse: 2  Link to gntLink to apjocomm   
და მუცლად-ეღო და ღაღადებდა, რამეთუ ელმოდა და იგუემებოდა შობად.
Verse: 3  Link to gntLink to apjocomm   
და იხილვა სხუაჲ სასწაული ცათა შინა. და აჰა ვეშაპი ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს თავნი შჳდნი და რქანი ათნი, და თავთა ზედა მისთა შჳდნი გჳრგჳნნი.
Verse: 4  Link to gntLink to apjocomm   
და კუდი მისი მიითრევდა მესამედსა ვარსკულავთა ცისათა, და გარდამოყარნა იგინი ქუეყანად. და ვეშაპი იგი დგა წინაშე დედაკაცისა მის, რომელსა ეგულებოდა შობაჲ, რაჲთა, ოდეს შვეს, შთანთქას შვილი მისი.
Verse: 5  Link to gntLink to apjocomm   
და შვა მან ძჱ წული, რომელსა ეგულების მწყსაჲ ყოველთა წარმართთაჲ კუერთხითა რკინისაჲთა, და წარტაცებულ იქმნა შვილი მისი ღმრთისა მიმართ და საყდრისა მიმართ მისისა.
Verse: 6  Link to gntLink to apjocomm   
და დედაკაცი იგი ივლტოდა უდაბნოდ, სადა-იგი აქუს მუნ ადგილი განმზადებული ღმრთისა მიერ, რაჲთა მუნ გამოზარდონ იგი ათას ორას და სამეოც დღე.
Verse: 7  Link to gntLink to apjocomm   
და იქმნა ბრძოლაჲ ცათა შინა: მიქაელ და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპი და ანგელოზნი მისნი ებრძოდეს მათ.
Verse: 8  Link to gntLink to apjocomm   
და ვერ შეუძლო და არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა.
Verse: 9  Link to gntLink to apjocomm   
და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაჲ, რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა; გარდამოვარდა ქუეყანად და ანგელოზნი მისნი მის თანა გარდამოცჳვეს.
Verse: 10  Link to gntLink to apjocomm   
და მესმა ჴმაჲ დიდი ცათა შინა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: აწ იქმნა მაცხოვარებაჲ და ძალი და სუფევაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ და ჴელმწიფებაჲ ქრისტჱს მისისაჲ, რამეთუ გარდამოვარდა შემასმენელი ძმათა ჩუენთაჲ, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე.
Verse: 11  Link to gntLink to apjocomm   
და მათ სძლეს მას სისხლითა მით კრავისაჲთა და სიტყჳთა წამებისა მისისაჲთა და არა შეიყუარნეს სულნი მათნი ვიდრე სიკუდილადმდე.
Verse: 12  Link to gntLink to apjocomm   
ამისთჳს იხარებდით ცანი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. ვაჲ არს ქუეყანისა და ზღჳსა, რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ სავსჱ გულის-წყრომითა დიდითა, რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც მას.
Verse: 13  Link to gntLink to apjocomm   
და რაჟამს იხილა ვეშაპმან მან, ვითარმედ გარდამოვარდა ქუეყანად, დევნა-უყო დედაკაცსა მას, რომელმან შვა ძჱ იგი წული.
Verse: 14  Link to gntLink to apjocomm   
და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი არწივისა მის დიდისანი, რაჲთა ფრინვიდეს უდაბნოდ ადგილსა მისსა, რაჲთა გამოიზარდოს მუნ წელსა და წელთა და კერძოსა წელიწდისასა პირისაგან გუელისა მის.
Verse: 15  Link to gntLink to apjocomm   
და აღმოასხა გუელმან მან პირისაგან თჳსისა წყალი, ვითარცა მდინარჱ, შემდგომად დედაკაცისა მის, რაჲთამცა წარიღო დედაკაცი იგი მდინარემან მან.
Verse: 16  Link to gntLink to apjocomm   
და შეეწია ქუეყანაჲ დედაკაცსა მას. და აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქა მდინარჱ იგი, რომელი აღმოასხა ვეშაპმან მან პირით თჳსით.
Verse: 17  Link to gntLink to apjocomm   
და განრისხნა ვეშაპი იგი დედაკაცისა მისთჳს და წარვიდა ბრძოლის-ყოფად სხუათა მათ თანა თესლისა მისისათა, რომელნი იმარხვენ მცნებასა ღმრთისასა და აქუს წამებაჲ იესუჲსი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Apocalypsis Ioannis iberice.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.