TITUS
Apocalypsis Ioannis iberice
Part No. 15
Previous part

Chapter: 15 
Verse: 1  Link to gntLink to apjocomm   და ვიხილე სხუაჲ სასწაული ცათა შინა დიდი და საკჳრველი: ანგელოზნი შჳდნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი უკუანაჲსკნელნი, რამეთუ მათ წყლულებათა ზედა აღესრულა გულის-წყრომაჲ ღმრთისაჲ.
Verse: 2  Link to gntLink to apjocomm   
და ვიხილე, ვითარცა ზღუაჲ ჭიქისაჲ, შერეული ცეცხლითა. და რომელთაცა სძლიან ხატსა მას და მჴეცსა და რიცხუსა მას სახელისა მისისასა, მდგომარე იყვნეს ზღუასა მას ზედა ჭიქისასა და აქუნდა ათძალები ღმრთისაჲ.
Verse: 3  Link to gntLink to apjocomm   
და გალობენ გალობასა მოსჱს, მონისა ღმრთისასა, და გალობასა მას კრავისასა და იტყჳან: დიდ და საკჳრველ არიან საქმენი შენნი, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო; მართალ და ჭეშმარიტ არიან გზანი შენნი, მეუფეო წმიდათაო.
Verse: 4  Link to gntLink to apjocomm   
ვინ არა შეშინდეს, უფალო, და ადიდებდეს სახელსა შენსა? რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდა, და ყოველნი მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოცხადნეს.
Verse: 5  Link to gntLink to apjocomm   
და შემდგომად ამისა ვიხილე, რამეთუ განეღო ტაძარი კარავისაჲ მის საწამებელისაჲ ცათა შინა.
Verse: 6  Link to gntLink to apjocomm   
და გამოვიდეს შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი, რომელთა ემოსა სამოსელი სელისაჲ წმიდაჲ და ბრწყინვალჱ, და მკერდთა მათთა ზედა ერტყა სარტყელები ოქროჲსაჲ.
Verse: 7  Link to gntLink to apjocomm   
და ერთმან ოთხთა მათ ცხოველთაგანმან მისცნა შჳდთა მათ ანგელოზთა შჳდნი ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი გულის-წყრომითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე.
Verse: 8  Link to gntLink to apjocomm   
და აღივსო ტაძარი იგი კუამლითა დიდებისაგან ღმრთისა და ძლიერებისაგან მისისა, და ვერვინ შემძლებელ იყო შესლვად ტაძარსა, ვიდრემდის აღესრულნეს შჳდნი იგი წყლულებანი შჳდთა მათ ანგელოზთანი.

Next part



This text is part of the TITUS edition of Apocalypsis Ioannis iberice.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.