TITUS
Apocalypsis Ioannis iberice
Part No. 22
Previous part

Chapter: 22 
Verse: 1  Link to gntLink to apjocomm   და მიჩუენა მდინარჱ ერთი წყლისა ცხოველისაჲ ბრწყინვალჱ, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა.
Verse: 2  Link to gntLink to apjocomm   
შორის სივრცესა მის ქალაქისასა და მდინარისა მის ამიერ და წიაღ ძელი ცხორებისაჲ, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თთუეთა მომცემელი თჳსისა მის ნაყოფისაჲ, და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა.
Verse: 3  Link to gntLink to apjocomm   
და ყოველი წყევაჲ არა იყოს მუნ, და საყდარი იგი ღმრთისაჲ და კრავისაჲ მას შინა იყოს, და მონანი მისნი ჰმსახურებდენ მას.
Verse: 4  Link to gntLink to apjocomm   
და იხილონ პირი მისი და სახელი მისი შუბლთა ზედა მათთა.
Verse: 5  Link to gntLink to apjocomm   
და ღამჱ არა იყოს მუნ, და არა საჴმარ იყოს ნათელი და მზჱ, რამეთუ უფალმან ღმერთმან განანათლნეს იგინი, და სუფევდენ უკუნითი უკუნისამდე.
Verse: 6  Link to gntLink to apjocomm   
და მრქუა მე: ესე სიტყუანი სარწმუნო და ჭეშმარიტ არიან, და უფალმან ღმერთმან სულთა წინაწარმეტყუელთამან მოავლინა ანგელოზი თჳსი ჩუენებად, რაჲ-იგი ყოფად არს ადრე.
Verse: 7  Link to gntLink to apjocomm   
და აჰა ესერა მოვალ ადრე. ნეტარ არს, რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი.
Verse: 8  Link to gntLink to apjocomm   
და მე, იოვანე, რომელსა მესმოდა და ვხედევდი ამას ყოველსა, და რაჟამს მესმა და რაჟამს ვიხილე, დავვარდი თაყუანის-ცემად წინაშე ფერჴთა ანგელოზისა მის, რომელი მიჩუენებდა ამათ.
Verse: 9  Link to gntLink to apjocomm   
და მრქუა მე: იხილე ნუ, რამეთუ შენ თანა მონაჲ ვარ და ძმათა შენთა თანა წინაწარმეტყუელთა და რომელთა დაიცვნენ სიტყუანი ამის წიგნისანი. ღმერთსა თაყუანის-ეც.
Verse: 10  Link to gntLink to apjocomm   
და მრქუა მე: ნუ დაჰბეჭდავ სიტყუათა წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისათა, რამეთუ ჟამი ახლოს არს.
Verse: 11  Link to gntLink to apjocomm   
უსამართლოჲ იგი უსამართლოებდინ ჯერეთ, და შეგინებული შეიგინებოდენ ჯერეთ, და მართალი სიმართლესა იქმოდენ ჯერეთ, და წმიდაჲ იგი წმიდა იქმნებოდენ ჯერეთ.
Verse: 12  Link to gntLink to apjocomm   
და აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმჱ მისი იყოს.
Verse: 13  Link to gntLink to apjocomm   
მე ვარ ანი და , პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული.
Verse: 14  Link to gntLink to apjocomm   
ნეტარ არიან, რომელნი იქმოდიან მცნებათა მისთა, რაჲთა იყოს ჴელმწიფებაჲ მათი ძელსა მას ზედა ცხორებისასა, და ბჭეთა მათ მიერ შევიდენ ქალაქად.
Verse: 15  Link to gntLink to apjocomm   
გარე იყვნენ შეგინებულნი და მწამლველნი და მეძავნი და კაცის-მკლველნი და კერპთ-მსახურნი და ყოველი მოყუარჱ და მოქმედი ტყუვილისაჲ.
Verse: 16  Link to gntLink to apjocomm   
მე, იესუ, მოვავლინე ანგელოზი ჩემი, რაჲთა გიწამოს ესე ყოველი თქუენ, ეკლესიათა. მე ვარ ძირი და ნათესავი დავითისი, ვარსკულავი ბრწყინვალჱ განთიადისაჲ.
Verse: 17  Link to gntLink to apjocomm   
და სული და სძალი იტყჳან: მოვიდოდე! და რომელსა ესმას, თქუნ: მოვიდოდე! და რომელსა სწყუროდის, მოვიდოდენ, რომელსა ჰნებავს მიღებად წყლისა მის ცხოველისა უსასყიდლოდ,
Verse: 18  Link to gntLink to apjocomm   
ვწამებ მე ყოვლისა მიმართ, რომელსა ესმოდიან სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი: უკუეთუ ვინ შესძინოს ამათ ზედა, შესძინენ ღმერთმან მის ზედა წყლულებანი იგი, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა.
Verse: 19  Link to gntLink to apjocomm   
და უკუეთუ ვინ მოაკლოს სიტყუათა წიგნისა ამის წინაწარმეტყუელებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან ცხორებისა და ქალაქისა მისგან წმიდისა, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა.
Verse: 20  Link to gntLink to apjocomm   
იტყჳს, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!
Verse: 21  Link to gntLink to apjocomm   
მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი ყოველთა წმიდათა თანა. ამენ.


This text is part of the TITUS edition of Apocalypsis Ioannis iberice.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.