| Strophe: S32/K33 | ||
| Verse: a | იყო არაბეთს როსტევან, | მეფე ღმრთისაგან სვიანი, |
| Verse: b | მაღალი, უხვი, მდაბალი, | ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, |
| Verse: c | მოსამართლე და მოწყალე, | მორჭმული, განგებიანი, |
| Verse: d და | თვით მეომარი უებრო, | კვლა მოუბარი წყლიანი. |
| Strophe: S33/K34 | ||
| Verse: a | სხვა ძე არ ესვა მეფესა, | მართ ოდენ მარტო* ასული, |
| Verse: b | სოფლისა მნათი მნათობი, | მზისაცა დასთა დასული; |
| Verse: c | მან მისთა მჭვრეტთა | წაუღის გული, გონება და სული, |
| Verse: d და | ბრძენი ხამს მისად მაქებრად | და ენა ბევრად ასული. |
| Strophe: S34/K35 | ||
| Verse: a | მისი სახელი - თინათინ, | არს ესე საცოდნარია! |
| Verse: b | რა გაიზარდა, გაივსო, | მზე მისგან საწუნარია. |
| Verse: c | მეფემან იხმნა* ვაზირნი, | თვით ზის ლაღი და წყნარია, |
| Verse: d და | გვერდსა დაისხნა, დაუწყო | მათ ამო საუბნარია. |
| Strophe: S35/K36 | ||
| Verse: a | უბრძანა: "გკითხავ საქმესა, | ერთგან სასაუბნაროსა: |
| Verse: b | რა ვარდმან მისი ყვავილი | გაახმოს, დაამჭნაროსა, |
| Verse: c | იგი წახდების, სხვა მოვა | ტურფასა საბაღნაროსა; |
| Verse: d და | მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ | ღამესა ჩვენ უმთვაროსა*. |
| Strophe: S36/K37 | ||
| Verse: a | მე გარდასრულვარ, სიბერე | მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, |
| Verse: b | დღეს არა, ხვალე მოვკვდები, | სოფელი ასრე მქმნელია; |
| Verse: c | რაღაა იგი სინათლე, | რასაცა ახლავს ბნელია?! |
| Verse: d და | ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, | ვისგან მზე საწუნელია." |
| Strophe: S37/K38 | ||
| Verse: a | ვაზირთა ჰკადრეს: "მეფეო, | რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა? |
| Verse: b | ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა | გვმართებს მისივე ჯერობა: |
| Verse: c | მისივე ჰმეტობს ყოველსა | სული და ტურფა ფერობა. |
| Verse: d და | მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან | ვითამცა ჰკადრა მტერობა?! |
| Strophe: S38/K39 | ||
| Verse: a | "მაგას ნუ ჰბრძანებთ, მეფეო, | ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია, |
| Verse: b | თქვენი თათბირი ავიცა | სხვისა კარგისა მჯობია; |
| Verse: c | ხმდა განაღამცა საქმნელად, | რაცა თქვენ გულსა გლმობია: |
| Verse: d და | სჯობს და მას მიეც მეფობა, | ვისგან მზე შენაფლობია. |
| Strophe: S39/K40 | ||
| Verse: a | თუცა ქალია, ხელმწიფედ | მართ ღმრთისა დანაბადია; |
| Verse: b | არ გათნევთ, იცის მეფობა, | უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია; |
| Verse: c | შუქთა მისთაებრ საქმეცა | მისი მზებრ განაცხადია. |
| Verse: d და | ლეკვი ლომისა სწორია, | ძუ იყოს, თუნდა ხვადია". |
| Strophe: S40/K41 | ||
| Verse: a | ავთანდილ იყო სპასპეტი, | ძე ამირ-სპასალარისა, |
| Verse: b | საროსა მჯობი ნაზარდი, | მსგავსი მზისა და მთვარისა, |
| Verse: c | ჯერთ უწვერული, სადარო | ბროლ-მინა საცნობარისა; |
| Verse: d და | მას თინათინის შვენება | ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა. |
| Strophe: S41/K42 | ||
| Verse: a | გულსა მისსა მიჯნურობა | მისი ჰქონდა დამალულად. |
| Verse: b | რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან | ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად; |
| Verse: c | ნახის, ცეცხლი გაუახლდის, | წყლული გახდის უფრო წყლულად. |
| Verse: d და | საბრალოა სიყვარული, | კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად! |
| Strophe: S42/K43 | ||
| Verse: a | რა მეფედ დასმა მეფემან | ბრძანა მისისა ქალისა, |
| Verse: b | ავთანდილს მიჰხვდა სიამე, | ვსება სჭირს მის სოქ-ალისა; |
| Verse: c | თქვა: "ზედას-ზედა მომხვდების | ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, |
| Verse: d და | ნუთუ მით ვპოვო წამალი | მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა! |
| Strophe: S43/K44 | ||
| Verse: a | არაბეთს გასცა ბრძანება | დიდმან არაბთა მფლობელმან: |
| Verse: b | "თინათინ ჩემი ხელმწიფედ | დავსვი მე, მისმან მშობელმან, |
| Verse: c | მან განანათლნეს ყოველნი, | ვით მზემან მანათობელმან*. |
| Verse: d და | მოდით და ნახეთ ყოველმან, | შემსხმელმან, შემამკობელმან! |
| Strophe: S44/K45 | ||
| Verse: a | მოვიდეს სრულნი არაბნი, | ჯარი განმრავლდა ხასისა: |
| Verse: b | ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი | ლაშქრისა ბევრ-ათასისა, |
| Verse: c | ვაზირი სოგრატ, მოახლე | მეფისა დასთა დასისა; |
| Verse: d და | მათ რომე დადგეს საჯდომი, | თქვეს: "უთქმელია ფასისა!" |
| Strophe: S45/K46 | ||
| Verse: a | თინათინ მიჰყავს მამასა | პირითა მით ნათელითა, |
| Verse: b | დასვა და თავსა გვირგვინი | დასდგა თავისა ხელითა, |
| Verse: c | მისცა სკიპტრა და შემოსა | მეფეთა სამოსელითა. |
| Verse: d და | ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა | ცნობითა ბრძნად მხედველითა. |
| Strophe: S46/K47 | ||
| Verse: a | უკუდგეს და თაყვანის-სცეს | მეფემან და მისთა სპათა, |
| Verse: b | დალოცეს და მეფედ დასვეს, | ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა, |
| Verse: c | ბუკსა ჰკრეს და წინწილანი | დაატკბობდეს მათთა ხმათა. |
| Verse: d და | ქალი ტირს და ცრემლთა აფრქვევს, | ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა. |
| Strophe: S47/K48 | ||
| Verse: a | მამისა ტახტსა საჯდომად* | თავი არ ეღირსებოდა, |
| Verse: b | ამად ტირს, ბაღი ვარდისა | ცრემლითა აივსებოდა; |
| Verse: c | მეფე სწვრთის: "მამა ყოველი | ძისაგან ითავსებოდა, |
| Verse: d და | ამისად ქმნამდის დამწველი | ცეცხლი არ დამევსებოდა". |
| Strophe: S48/K49 | ||
| Verse: a | უბრძანა: "ნუ სტირ, ასულო, | ისმინე ჩემი თხრობილი: |
| Verse: b | დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, | ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი, |
| Verse: c | აქათგან ესე სამეფო | შენია მართ მონდობილი. |
| Verse: d და | ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, | იყავ წყნარი და ცნობილი! |
| Strophe: S49/K50 | ||
| Verse: a | ვარდთა და ნეხვთა ვინათგან | მზე სწორად მოეფინების, |
| Verse: b | დიდთა და წვრილთა წყალობა | შენმცა ნუ მოგეწყინების! |
| Verse: c | უხვი ახსნილსა დააბამს, | იგი თვით ების, ვინ ების. |
| Verse: d და | უხვად გასცემდი, ზღვათაცა | შესდის და გაედინების. |
| Strophe: S50/K51 | ||
| Verse: a | მეფეთა შიგან სიუხვე, | ვით ედემს ალვა, რგულია; |
| Verse: b | უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, | იგიცა, ვინ ორგულია; |
| Verse: c | სმა-ჭამა - დიდად შესარგი, | დება რა სავარგულია?! |
| Verse: d და | რასაცა გასცემ, შენია; | რას* არა, დაკარგულია!" |
| Strophe: S51/K52 | ||
| Verse: a | ამა მამისა სწავლასა | ქალი ბრძნად მოისმინებდა, |
| Verse: b | ყურსა უპყრობდა, ისმენდა, | წვრთასა არ მოიწყინებდა; |
| Verse: c | მეფე სმასა და მღერასა | იქმს, მეტად მოილხინებდა; |
| Verse: d და | თინათინ მზესა სწუნობდა, | მაგრა მზე თინათინებდა. |
| Strophe: S52/K53 | ||
| Verse: a | მოიხმო მისი გამზრდელი, | ერთგული, ნაერთგულევი, |
| Verse: b | უბრძანა: "ჩემი საჭურჭლე, | შენგან დანაბეჭდულევი, |
| Verse: c | მომართვი ჩემი ყველაი, | ჩემი ნაუფლისწულევი". |
| Verse: d და | მოართვეს, გასცა უზომო, | უანგარიშო, ულევი. |
| Strophe: S53/K54 | ||
| Verse: a | მას დღე გასცემს ყველაკასა | სივაჟისა მოგებულსა, |
| Verse: b | რომე სრულად ამოაგებს | მცირესა და დიდებულსა. |
| Verse: c | მერმე ბრძანა: "ვიქმ საქმესა, | მამისაგან სწავლებულსა, |
| Verse: d და | ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავთ | საჭურჭლესა დადებულსა". |
| Strophe: S54/K55 | ||
| Verse: a | უბრძანა: "წადით, გახსენით, | რაცა სად საჭურჭლენია! |
| Verse: b | ამილახორო, მოასხი | რემა, ჯოგი და ცხენია!" |
| Verse: c | მოიღეს.გასცა უზომო, | სიუხვე არ მოსწყენია. |
| Verse: d და | ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, | მართ ვითა მეკობრენია. |
| Strophe: S55/K56 | ||
| Verse: a | ალაფობდეს საჭურჭლესა | მისსა, ვითა ნათურქალსა, |
| Verse: b | მას ტაიჭსა არაბულსა, | ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა; |
| Verse: c | რომე ჰგვანდა სიუხვითა | ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა, |
| Verse: d და | არ დაარჩენს ცალიერსა | არ ყმასა და არცა ქალსა. |
| Strophe: S56/K57 | ||
| Verse: a | დღე ერთ გარდახდა.პურობა, | სმა-ჭამა იყო, ხილობა, |
| Verse: b | ნადიმად მსხდომთა ლაშქართა | მუნ დიდი შემოყრილობა. |
| Verse: c | მეფემან თავი დაჰკიდა | და ჰქონდა დაღრეჯილობა. |
| Verse: d და | "ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?" | - შექმნეს ამისი ცილობა. |
| Strophe: S57/K58 | ||
| Verse: a | თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, | მჭვრეტთაგან მოსანდომია, |
| Verse: b | სპათა სპასპეტი, ჩაუქი, | ვითა ვეფხი და ლომია; |
| Verse: c | ვაზირი ბერი სოგრატი | თვით მას თანავე მჯდომია. |
| Verse: d და | თქვეს, თუ: "რა უმძიმს მეფესა, | ანუ რად ფერი ჰკრთომია?" |
| Strophe: S58/K59 | ||
| Verse: a | თქვეს, თუ: "მეფე ცუდსა რასმე | გონებასა ჩავარდნილა, |
| Verse: b | თვარა აქა სამძიმარი | მათი ყოლა არა ქმნილა". |
| Verse: c | ავთანდილ თქვა: "სოგრატ, ვჰკითხოთ, | გვითხრას, რადმცა შეგვეცილა? |
| Verse: d და | ვჰკადროთ რამე სალაღობო, | რასათვისმცა გაგვაწბილა?" |
| Strophe: S59/K60 | ||
| Verse: a | ადგეს სოგრატ და ავთანდილ | ტანითა მით კენარითა, |
| Verse: b | თვითო აივსეს ჭიქები, | მივლენ ქცევითა წყნარითა, |
| Verse: c | წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, | პირითა მოცინარითა. |
| Verse: d და | ვაზირი ლაღობს ენითა, | წყლიანად მოუბნარითა: |
| Strophe: S60/K61 | ||
| Verse: a | "დაგიღრეჯია, მეფეო, | აღარ გიცინის პირიო. |
| Verse: b | მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე | თქვენი მძიმე და ძვირიო, |
| Verse: c | ყველასა გასცემს ასული | თქვენი საბოძვარ-ხშირიო; |
| Verse: d და | ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! | თავსა რად უგდე ჭირიო?" |
| Strophe: S61/K62 | ||
| Verse: a | რა მეფემან მოისმინა, | გაცინებით შემოჰხედნა, |
| Verse: b | გაუკვირდა: ვით მკადრაო, | ან სიტყვანი ვით გაბედნა?! |
| Verse: c | "კარგი ჰქმენო, - დაუმადლა, | ბრძანებანი უიმედნა, - |
| Verse: d და | ჩემი ზრახვა სიძუნწისა, | ტყუის, ვინცა დაიყბედნა. |
| Strophe: S62/K63 | ||
| Verse: a | ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, | ესეა, რომე მწყენია: |
| Verse: b | სიბერე მახლავს, დავლიენ | სიყმაწვილისა დღენია, |
| Verse: c | კაცი არ არის, სითგანცა | საბრძანებელი ჩვენია, |
| Verse: d და | რომე მას ჩემგან ესწავლნენ | სამამაცონი ზნენია. |
| Strophe: S63/K64 | ||
| Verse: a | ერთაი მიზის ასული, | ნაზარდი სათუთობითა; |
| Verse: b | ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, | - ვარ საწუთროსა თმობითა, - |
| Verse: c | ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, | ანუ კვლა ბურთაობითა*; |
| Verse: d და | ცოტასა შემწევს ავთანდილ | ჩემგანვე ნაზარდობითა" |
| Strophe: S64/K65 | ||
| Verse: a | ყმა მეფისა ბრძანებასა | ლაღი წყნარად მოისმენდა, |
| Verse: b | თავ-მოდრეკით გაიღიმნა, | გაცინება დაუშვენდა, |
| Verse: c | თეთრთა კბილთათ * გამომკრთალსა | შუქსა ველთა მოაფენდა. |
| Verse: d და | მეფე ჰკითხავს: "რას იცინი, | ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა?" |
| Strophe: S65/K66 | ||
| Verse: a | კვლა უბრძანა: "თავსა ჩემსა, | რას იცინი, რად დამგმეო?" |
| Verse: b | ყმამან ჰკადრა: "მოგახსენებ | და ფარმანი მიბოძეო, |
| Verse: c | რაცა გკადრო, არ გეწყინოს, | არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო, |
| Verse: d და | არ გამხადო კადნიერად, | არ ამიკლო ამაზეო*." |
| Strophe: S66/K67 | ||
| Verse: a | უბრძანა: "რადმცა ვიწყინე | თქმა შენგან საწყინარისა!" |
| Verse: b | ფიცა მზე თინათინისი, | მის მზისა მოწუნარისა. |
| Verse: c | ავთანდილ იტყვის: "დავიწყო | კადრება საუბნარისა: |
| Verse: d და | ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, | თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა. |
| Strophe: S67/K68 | ||
| Verse: a | მიწაცა თქვენი ავთანდილ | თქვენს წინა მშვილდოსანია; |
| Verse: b | ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ | მოწმად თქვენნივე სპანია; |
| Verse: c | მოასპარეზედ ვინ მგავსო? | - ცუდნიღა უკუთქმანია. |
| Verse: d და | გარდამწყვედელი მისიცა | ბურთი და მოედანია!" |
| Strophe: S68/K69 | ||
| Verse: a | -"მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა | მაგისა დაცილებასა. |
| Verse: b | ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო | შედრეკილობა-კლებასა, |
| Verse: c | კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ | მოწმად ჩვენ თანა ხლებასა, |
| Verse: d და | მერმე გამოჩნდეს მოედანს, | ვისძი უთხრობდენ ქებასა!" |
| Strophe: S69/K70 | ||
| Verse: a | ავთანდილცა დაჰმორჩილდა, | საუბარი გარდასწყვიდეს, |
| Verse: b | იცინოდეს, ყმაწვილობდეს, | საყვარლად და კარგად ზმიდეს, |
| Verse: c | ნაძლევიცა გააჩინეს, | ამა პირსა დაასკვნიდეს: |
| Verse: d და | "ვინცა იყოს უარესი, | თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!" |
| Strophe: S70/K71 | ||
| Verse: a | კვლა ბრძანა: "მონა თორმეტი | შევსხათ ჩვენ თანა მარებლად, |
| Verse: b | თორმეტი ჩემად ისრისა | მომრთმევლად, მოსახმარებლად, - |
| Verse: c | ერთაი შენი შერმადინ | არს მათად დასადარებლად, - |
| Verse: d და | ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ | უტყუვრად, მიუმცდარებლად". |
| Strophe: S71/K72 | ||
| Verse: a | მონადირეთა უბრძანა: | "მინდორნი მოიარენით, |
| Verse: b | დასცევით ჯოგი ნადირთა*, | თავნი ამისთვის არენით". |
| Verse: c | ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: | "მოდით და მოიჯარენით". |
| Verse: d და | გაყარეს სმა და ნადიმი. | მუნ ამოდ გავიხარენით. |