| Strophe: S177/K178 | ||
| Verse: a | ამ საქმესა მემოწმების | დიონოსი ბრძენი, ეზროს: |
| Verse: b | საბრალოა, ოდეს ვარდი | დაერთვილოს, და-ცა-ეზროს. |
| Verse: c | ვის ბადახში არა ჰგვანდეს | და ლერწამი ტანად ეზროს, |
| Verse: d და | იგი სადმე გაღარიბდეს, | სამყოფთაგან იაბეზროს. |
| Strophe: S178/K179 | ||
| Verse: a | ავთანდილ იგი მინდორი | ოთხ-ახმით გარდაიარა, |
| Verse: b | დააგდო ზღვარი არაბთა, | სხვათ ზღვართა არე იარა, |
| Verse: c | მაგრა მის მზისა გაყრამან | სიცოცხლე გაუზიარა; |
| Verse: d და | თქვა: "თუ მე მასმცა ვეახელ, | აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა". |
| Strophe: S179/K180 | ||
| Verse: a | ახალმან ფიფქმან დათოვა, | ვარდი დათრთვილა, დანასა; |
| Verse: b | მოუნდის გულსა დაცემა, | ზოგჯერ მიჰმართის დანასა; |
| Verse: c | თქვის: "ჭირი ჩემი სოფელმან | ოთხმოცდაათი ანასა, |
| Verse: d და | მოვჰშორდი ლხინსა ყველასა: | ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!" |
| Strophe: S180/K181 | ||
| Verse: a | ვარდი მის მზისა გაყრილი | უფრო და უფრო ჭნებოდა, |
| Verse: b | გულსა უთხრის, თუ: "დათმეო", | ამად არ დია ბნდებოდა. |
| Verse: c | უცხო უცხოთა ადგილთა | საძებრად იარებოდა, |
| Verse: d და | მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, | მათ თანა-ემოყვრებოდა. |
| Strophe: S181/K182 | ||
| Verse: a | მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა | სდის ზღვათა შესართავისად. |
| Verse: b | უჩნდის ქვეყანა ტახტად და | მკლავი სადებლად თავისად. |
| Verse: c | თქვის: "საყვარელო, მოგშორდი, | გული შენ დაგრჩა, ვთქვა, ვისად? |
| Verse: d და | შენთვის სიკვდილი მეყოფის | ლხინად ჩემისა თავისად". |
| Strophe: S182/K183 | ||
| Verse: a | ყოვლი პირი ქვეყანისა | მოვლო, სრულად მოიარა, |
| Verse: b | ასრე რომე ცასა ქვეშე | არ დაურჩა, არ ეარა, |
| Verse: c | მაგრა იგი მის ამბვისა | მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა. |
| Verse: d და | ამას შიგან წელიწადი | სამი სამ თვედ მიიყარა. |
| Strophe: S183/K184 | ||
| Verse: a | მიჰხვდა რასმე ქვეყანასა | უგემურსა, მეტად მქისსა, |
| Verse: b | თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, | ვერას შვილსა ადამისსა, |
| Verse: c | იგი ჭირი არ უნახავს | არ რამინს და არცა ვისსა, |
| Verse: d და | დღე და ღამე იგონებდა | საყვარელსა მასვე მისსა. |
| Strophe: S184/K185 | ||
| Verse: a | მას მიჰხვდა წვერი სადგურად | მაღლისა მთისა დიდისა, |
| Verse: b | გამოჩნდა მუნით მინდორი, | სავალი დღისა შვიდისა. |
| Verse: c | მის მთისა ძირსა წყალი დის, | არად სანდომი ხიდისა, |
| Verse: d და | ორგნითვე ტყესა შეეკრა | ნაპირი წყლისა კიდისა. |
| Strophe: S185/K186 | ||
| Verse: a | ზედ წაადგა, შეექცევის, | დროთა, დღეთა ანგარიშობს; |
| Verse: b | თვენი ესხნეს ორანიღა, | ამად სულთქვამს, ამად იშობს; |
| Verse: c | "ვაჲ თუ საქმე გამიმჟღავნდეს! | - კვლა ამისთვის გულ-მოშიშობს, - |
| Verse: d და | ავსა კარგად ვერვინ შესცვლიხ, | თავსა ახლად ვერვინ იშობს". |
| Strophe: S186/K187 | ||
| Verse: a | საგონებელი შეექმნა | დადგა საქმისა მრჩეველად, |
| Verse: b | თქვა: "თუ დავბრუნდე, | ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? |
| Verse: c | ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, | ვიყავ რად დღეთა მლეველად, |
| Verse: d და | მისი ვერა ვცნა ჭორადცა, | ვარ ვისთა გზათა მკვლეველად? |
| Strophe: S187/K188 | ||
| Verse: a | თუ არ დავბრუნდე, საძებრად | დავყვნე სხვანიცა ხანანი, |
| Verse: b | რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე | ამბავნი მე მისთანანი, |
| Verse: c | დრო გარდაუწყდეს შერმადინს, | მიჰხვდენ ღაწვისა ბანანი, |
| Verse: d და | მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა | საქმენი დასაგვანანი! |
| Strophe: S188/K189 | ||
| Verse: a | უამბოს ჩემი სიკვდილი, | თვით ჩემგან დავედრებული, |
| Verse: b | მათ შექმნან გლოვა-ტირილი, | ქმნან საქმე გამწარებული, |
| Verse: c | მერმე მივიდე ცოცხალი | მე, სხვაგან სადმე რებული!" |
| Verse: d და | ამას იგონებს ტირილით | გონება-შეიწრებული. |
| Strophe: S189/K190 | ||
| Verse: a | იტყვის: "ღმერთო, სამართალნი | შენნი ჩემთვის რად ამრუდენ? |
| Verse: b | მე ეზომნი სიარულნი | კიდე რად, გლახ, გამიცუდენ, |
| Verse: c | გულით ჩემით სიხარულნი | აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ? |
| Verse: d და | დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი | ვერაოდეს* დავიყუდენ". |
| Strophe: S190/K191 | ||
| Verse: a | კვლაცა იტყვის: "დათმობა სჯობს", | და თავსავე ეუბნების: |
| Verse: b | "დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, | გული ჩემი ნუ დადნების, |
| Verse: c | უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, | ცრემლი ცუდად მედინების, |
| Verse: d და | განგებასა ვერვინ შესცვლის, | არ-საქმნელი არ იქმნების". |
| Strophe: S191/K192 | ||
| Verse: a | თავს უთხრა: "მოკვე, გიჯობსო | სიცოცხლეს აუგიანსა; |
| Verse: b | მიხვალ, დაგხვდების თინათინ, | - ანათებს დღესა მზიანსა, - |
| Verse: c | გკითხოს მის ყმისა ამბავი, | რა გმართებს ვაგლახიანსა?" |
| Verse: d და | იგონებს წამ-წამ, მიჰყვების | ტყის პირსა შამბნარ-წყლიანსა. |
| Strophe: S192/K193 | ||
| Verse: a | "ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი | ერთობ სრულად მომივლიან, |
| Verse: b | მაგრა საქმე მის კაცისა | ვერასადა შემიგნიან; |
| Verse: c | უღონიოდ მართალ იყვნეს, | რომელთაცა ქაჯად თქვიან. |
| Verse: d და | აწ ტირილი არას მარგებს, | ცუდად ცრემლნი რასა მდიან?" |
| Strophe: S193/K194 | ||
| Verse: a | მთით ჩამოვიდა ავთანდილ, | გავლო* წყალი და ტყენია, |
| Verse: b | მინდორს აცორვებს ტაიჭსა, | შეჟრენით მონაწყენია. |
| Verse: c | გასცუდებოდეს მკლავნი და | მისნი სიამაყენია, |
| Verse: d და | ბროლისა ველსა სტურფობდეს | გიშრისა მუნ საყენია. |
| Strophe: S194/K195 | ||
| Verse: a | მობრუნება დააპირა, | სულთქვნა, მერმე ივაგლახა, |
| Verse: b | მას მინდორსა დაემართა, | გზა თვალითა გამოსახა; |
| Verse: c | თვესა ერთსა სულიერი | კაცი არსად არ ენახა, |
| Verse: d და | მხეცნი იყვნეს საშინელნი, | მაგრა არა შეუზახა. |
| Strophe: S195/K196 | ||
| Verse: a | თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ | გულ-ამოსკვნით და კვნესით- ა, |
| Verse: b | ეგრეცა ჭამა მოუნდის | ადამის ტომთა წესითა, |
| Verse: c | ისრითა მოკლის ნადირი, | როსტომის მკლავ*-უგრძესითა, |
| Verse: d და | შამბისა პირსა გარდახდა, | ცეცხლი დააგზო კვესითა. |
| Strophe: S196/K197 | ||
| Verse: a | ცხენსა მისცა საძოვარი, | ვირე წვადი შეიწოდეს; |
| Verse: b | ექვსნი რამე ცხენოსანნი, | ნახა, მისკენ მოვიდოდეს; |
| Verse: c | თქვა, თუ: "ჰგვანან მეკობრეთა, | თვარა კარგი რამც იცოდეს! |
| Verse: d და | აქა კაცი ხორციელი | კვლა ყოფილა არაოდეს". |
| Strophe: S197/K198 | ||
| Verse: a | ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი, | მათკე მივა მხიარული. |
| Verse: b | ორთა კაცთა წვეროსანთა | ყმა მოჰყვანდა უწვერული, |
| Verse: c | თავსა იყო დაკოდილი, | შეებნიდა სისხლსა გული, |
| Verse: d და | ტიროდეს და იჭირვოდეს, | ცოტა ედგა მას, გლახ, სული. |
| Strophe: S198/K199 | ||
| Verse: a | უყივლა, თუ: "ძმანო, ვინ ხართ? | მეკობრეთა დაგამსგავსენ!" |
| Verse: b | მათ მიუგეს: "დაგვიწყნარდი, | გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ, |
| Verse: c | ვერა გვარგო, მოგვიმატენ, | ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ, |
| Verse: d და | სატირელნი მოგვიტირენ, | ღაწვნი შენცა დაიმხავსენ". |
| Strophe: S199/K200 | ||
| Verse: a | ავთანდილ მიდგა, ეუბნა | მათ კაცთა გულ-მდუღარეთა; |
| Verse: b | მათ უთხრეს მათი ამბავი, | ტირილით მოუბარეთა*: |
| Verse: c | "ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, | მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, |
| Verse: d და | დია გვაქვს ციხე-ქალაქი | ხატაეთს არე-მარეთა. |
| Strophe: S200/K201 | ||
| Verse: a | კარგი გვესმა სანადირო, | ნადირობას* წამოვედით, |
| Verse: b | გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, | წყლისა პირსა გარდავხედით, |
| Verse: c | სანადირო მოგვეწონა, | თვესა ერთსა არ წავედით, |
| Verse: d და | ვჰხოცდით მხეცსა უზომოსა* | მინდორით და მთით და ქედით. |
| Strophe: S201/K202 | ||
| Verse: a | ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა | მესროლნი დავაწბილენით, |
| Verse: b | მით ერთმანერთსა სამნივე | ჩვენ კიდე დავეცილენით: |
| Verse: c | "მე უკეთ მოვჰკლავ*, მე გჯობო", | სიტყვანი ვავაქილენით, |
| Verse: d და | ვერ გავაჩინეთ მართალი, | ვისარჩლეთ, ვითაკილენით. |
| Strophe: S202/K202 | ||
| Verse: a | დღეს ავყარენით ლაშქარნი, | სავსენი ირმის ტყავითა, |
| Verse: b | ვთქვით: "გავაჩინოთ მართალი, | ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა, |
| Verse: c | თავსა ვეახლნეთ მარტონი, | დავდგეთ თავისა თავითა, |
| Verse: d და | თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, | ნუ ვისრით დამნახავითა". |
| Strophe: S203/K203 | ||
| Verse: a | ჩვენ ვიახლენით სამთავე | სამნი მეაბჯარენია*, |
| Verse: b | ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, | მით არას მოაზრენია, |
| Verse: c | მოვინადირეთ მინდორი, | ისი ტყენი და ღრენია, |
| Verse: d და | დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, | რაცა ზე გარდაგვფრენია. |
| Strophe: S204/K204 | ||
| Verse: a | ანაზდად მოყმე გამოჩნდა | კუშტი, პირ-გამქუშავია, |
| Verse: b | ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, | - მერანი რამე შავია, - |
| Verse: c | თავსა და ტანსა ემოსა | გარე-თმა ვეფხის ტყავია, |
| Verse: d და | ჯერთ მისი მსგავსი შვენება | კაცთაგან უნახავია. |
| Strophe: S205/K205 | ||
| Verse: a | ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა | შუქნი ძლივ გავიცადენით, |
| Verse: b | ვთქვით, თუ: "მზეაო ქვეყანად, | ნუ ვეუბნებით ცად ენით!" |
| Verse: c | მისი მოგვინდა შეპყრობა, | ვჰკადრეთ და შევეცადენით, |
| Verse: d და | ასრე სულთქვმით და ვაებით | მით ვართ, ცრემლისაცა დენით. |
| Strophe: S206/K206 | ||
| Verse: a | მე უხუცესმან უმცროსთა | კაცი დავსთხოვე ქენებით; |
| Verse: b | ჩემმან შედეგმან ტაიჭი | მისი თვით აქო ხსენებით; |
| Verse: c | ამან მართ ოდენ მორევნა | გვთხოვა*, ვუალლეთ ჩვენ ნებით, |
| Verse: d და | მივჰმართეთ, იგი აგრევე | წყნარად მივა და შვენებით. |
| Strophe: S207/K207 | ||
| Verse: a | ბროლმან, ლალსა გარეულმან, | ვარდნი თხელნი ანატიფნა, |
| Verse: b | იგი ტკბილნი გონებანი | ჩვენთვის მეტად გაამყიფნა: |
| Verse: c | არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, | ყოლა არად ამოგვკრიფნა*, |
| Verse: d და | მისნი მკვახედ მოუბარნი | მათრახითა შეგვამწიფნა! |
| Strophe: S208/K208 | ||
| Verse: a | უმცროსსა ძმასა მივეცით, | უფროსნი დავეზიდენით; |
| Verse: b | ხელი მოჰკიდა, "დადეგო!", | ესეცა ჰკადრა კიდ ენით; |
| Verse: c | მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, | ჩვენ ამად დავერიდენით, |
| Verse: d და | თავსა გარდაჰკრა მათრახი, | ვნახეთ სისხლისა კი დენით. |
| Strophe: S209/K209 | ||
| Verse: a | მით ერთითა მათრახითა | თავი ასრე გარდაჰფრიწა, |
| Verse: b | ვითა მკვდარი უსულო ქმნა, | ვითა მიწა დაამიწა, |
| Verse: c | მისი რასმე მკადრებელი | მოამდაბლა, მოამიწა, |
| Verse: d და | თვალთა წინა წაგვივიდა | ლაღი, კუშტი, ამაყი, წა-! |
| Strophe: S210/K210 | ||
| Verse: a | აღარ დაბრუნდა, წავიდა | წყნარად და აუჩქარებლად, |
| Verse: b | აგერა მივა, ნახეო, | იგი მზეებრ და მთვარებლად". |
| Verse: c | შორს უჩვენებდეს ავთანდილს | მტირალნი გაუხარებლად, |
| Verse: d და | ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი | მისი მის მზისა მარებლად. |
| Strophe: S211/K211 | ||
| Verse: a | აჰა მიჰხვდა ავთანდილსა | ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა, |
| Verse: b | რათგან ცუდად არ წაუხდა | მას ეგზომი გარეთ ყოვნა. |
| Verse: c | კაცსა მიჰხვდეს საწადელი, | რას ეძებდეს, უნდა* პოვნა, |
| Verse: d და | მაშინ მისგან აღარა ხამს | გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა. |
| Strophe: S212/K212 | ||
| Verse: a | უთხრა, თუ: "ძმანო, ვარ ვინმე | ღარიბი უადგილოსა, |
| Verse: b | მე იმა ყმისა საძებრად | მოვჰშორდი საგაზრდილოსა, |
| Verse: c | აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა | ყოლა არ-საადვილოსა, |
| Verse: d და | ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს | თქვენსა დასაღრეჯილოსა*! |
| Strophe: S213/K213 | ||
| Verse: a | ვითა მე მივჰხვდი წადილსა, | ჩემის გულისა ნებასა, |
| Verse: b | აგრემცა ღმერთი ნურას იქმს | ძმისა თქვენისა ვნებასა!" |
| Verse: c | უჩვენა მისი სადგომი: | "მიდითო ნება-ნებასა, |
| Verse: d და | ჩრდილსა გარდასვით მაშვრალი, | მიეცით მოსვენებასა". |
| Strophe: S214/K214 | ||
| Verse: a | ესე უთხრა და წავიდა, | ცხენი გაქუსლა დეზითა, |
| Verse: b | ვითა გავაზი გაფრინდა, | არ-გაშვებული ხეზითა, |
| Verse: c | ან მთვარე, მზისა შემყრელი, | მზე სინათლითა ზეზითა. |
| Verse: d და | დაივსო ცეცხლი შემწველი | მისითა მან მიზეზითა. |
| Strophe: S215/K215 | ||
| Verse: a | მიეწურა, იგონებდა, | ახლოს შეყრა ვითა აგოს: |
| Verse: b | "საუბარმან უმეცარმან | შმაგი უფრო გააშმაგოს! |
| Verse: c | ხამს, თუ კაცმან გონიერმან | ძნელი საქმე გამოაგოს, |
| Verse: d და | არ სიწყნარე გონებისა | მოიძულოს, მოიძაგოს. |
| Strophe: S216/K216 | ||
| Verse: a | რათგან ისი არის რადმე* | უცნობოდ და ისრე რეტად, |
| Verse: b | რომე კაცსა არ მიუშვებს | საუბრად და მისად ჭვრეტად, |
| Verse: c | მივეწევი, შევიყრებით | ერთმანერთის ცემა-ჟლეტად, |
| Verse: d და | ანუ მომკლავს, ანუ მოვჰკლავ*, | დაიმალვის მეტის-მეტად". |
| Strophe: S217/K217 | ||
| Verse: a | ავთანდილ იტყვის: "ეზომნი | ჭირნიმცა რად ვაცუდენი? |
| Verse: b | რაცაღა არის, არ არის, | თუმცა არ ედგნეს ბუდენი; |
| Verse: c | სადაცა მივა, მივიდეს, | რამცა მოვლიდეს ზღუდენი, |
| Verse: d და | მუნაღა ვძებნნე ღონენი | ჩემნი არ-დასამრუდენი". |
| Strophe: S218/K218 | ||
| Verse: a | წინა-უკანა იარნეს | ორნი დღენი და ღამენი, |
| Verse: b | დღისით და ღამით მაშვრალნი, | არ საჭამადთა მჭამენი, |
| Verse: c | არსადა ხანი არ დაყვეს, | ერთნი თვალისა წამენი. |
| Verse: d და | მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, | მინდორთა მოსალამენი. |
| Strophe: S219/K219 | ||
| Verse: a | დღისით ვლეს და საღამო-ჟამ | გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, |
| Verse: b | კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, | ძირსა წყალი ჩანადენი, |
| Verse: c | წყლისა პირსა, არ ითქმოდა, | შამბი იყო თუ რასდენი, |
| Verse: d და | ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, | მაღლა კლდემდის ანაყრდენი. |
| Strophe: S220/K220 | ||
| Verse: a | მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, | გავლნა წყალნი და კლდენია; |
| Verse: b | ავთანდილ ცხენსა გარდახდა, | მონახნა დიდნი ხენია, |
| Verse: c | მას ზედა ჭვრეტად გავიდა, | ძირსა დააბა ცხენია, |
| Verse: d და | მუნით უჭვრეტდა. იგი ყმა | მივა ცრემლ-მინადენია. |
| Strophe: S221/K221 | ||
| Verse: a | რა ტყენი გავლნა მან ყმამან, | მოსილმან ვეფხის ტყავითა, |
| Verse: b | ქვაბისა კარსა გამოდგა | ქალი ჯუბითა შავითა, |
| Verse: c | ატირდა მაღლად ცრემლითა, | ზღვათაცა შესართავითა, |
| Verse: d და | იგი ყმა ცხენსა გარდახდა, | ყელსა მოეჭდო მკლავითა. |
| Strophe: S222/K222 | ||
| Verse: a | ყმამან უთხრა: "დაო ასმათ, | ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს: |
| Verse: b | ვეღარ მივჰხვდით ჟამიერად, | ჩვენ ვისიცა* ცეცხლი* გვწვიდეს". |
| Verse: c | ესე თქვა და მკერდსა ხელნი | იკრნა, ცრემლნი გარდმოსცვივდეს. |
| Verse: d და | ქალი შებნდა, მოეხვია, | ერთმანერთსა სისხლით სწვიმდეს. |
| Strophe: S223/K223 | ||
| Verse: a | იგი ტევრი გაეხშირა | დანაგლეჯსა მათსა თმასა, |
| Verse: b | ერთმანერთსა ეხვეოდეს: | ყმა ქალსა და ქალი ყმასა; |
| Verse: c | იზახდიან, მოსთქვმიდიან, | მოსცემდიან* კლდენი ხმასა. |
| Verse: d და | ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით | მათსა ეგრე ქცევა-ზმასა. |
| Strophe: S224/K224 | ||
| Verse: a | სული დაიღო მან ქალმან, | დათმო გულისა წყლულობა, |
| Verse: b | ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, | მოჰხადა აკაზმულობა, |
| Verse: c | მას ყმასა შეჰხსნა, | შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა; |
| Verse: d და | შინა შევიდეს, მას დღესა | გარდახდა გამოსრულობა. |
| Strophe: S225/K225 | ||
| Verse: a | ავთანდილს უკვირს: "ამბავი | ისი თუ ვცნაო მე რითა?!" |
| Verse: b | გათენდა, ქალი გამოდგა, | მოსილი მითვე ფერითა, |
| Verse: c | შავსა აუდვა ლაგამი, | სწმედდა რიდისა წვერითა, |
| Verse: d და | შეკაზმა, მოაქვს აბჯარი | წყნარად, არ რამე ჩხერითა. |
| Strophe: S226/K226 | ||
| Verse: a | მის მოყმისა წესი იყო, | მეტსა თურე არას ეჯდა. |
| Verse: b | ქალი ტირს და მკერდსა იცემს, | თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; |
| Verse: c | ერთმანერთსა მოეხვივნეს, | აკოცა და ცხენსა შეჯდა; |
| Verse: d და | ასმათ, ისრე დაღრეჯილი, | კვლა უფრორე დაიღრეჯდა. |
| Strophe: S227/K227 | ||
| Verse: a | ავთანდილ ახლოს კვლა ნახა | სახე მისივე კაცისა, |
| Verse: b | ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, | "ნუთუ მზეაო, - თქვა, - ცისა?" |
| Verse: c | ეყნოსა სული ალვისა, | ქართაგან მონატაცისა; |
| Verse: d და | ასრე უჩს მოკლვა ლომისა, | მართ ვითა ლომსა ვაცისა. |
| Strophe: S228/K228 | ||
| Verse: a | მასვე გზასა წამოვიდა, | რომე გუშინ შეეარა, |
| Verse: b | შამბი გავლო, გაეშორა, | თავი მინდორს გააგარა; |
| Verse: c | ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, | მალვით ხესა მოეფარა, |
| Verse: d და | თქვა, თუ: "ღმერთმან ესე საქმე | მეტად კარგად მომიგვარა. |
| Strophe: S229/K229 | ||
| Verse: a | აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან | სხვა საქმე რა ვამჯობინო? |
| Verse: b | ქალი შევიპყრა, მის ყმისა | ამბავი ვაამბობინო, |
| Verse: c | ჩემიცა ვუთხრა ყველაი, | მართალი გავაბრჭობინო, . |
| Verse: d და | მას ყრმასა ხრმალი არა ვჰკრა, | არც მისი დავისობინო". |