| Strophe: S400/K400 | ||
| Verse: a | ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, | - მათგან მოსლვისა დრონია, - |
| Verse: b | სიტყვანი შემოეთვალნეს | ლაღნი და უკადრონია: |
| Verse: c | "არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, | არც ციხე-უმაგრონია, |
| Verse: d და | ვინ არის თქვენი ხელმწიფე? | ჩვენ ზედა რა პატრონია?" |
| Strophe: S401/K401 | ||
| Verse: a | მოეწერა: "რამაზ მეფე | წიგნსა გიწერ ტარიერსა. |
| Verse: b | გამიკვირდა, რა ეწერა | წიგნსა შენგან მონაწერსა! |
| Verse: c | რაგვარა თუ მანდა გეხმე, | ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა? |
| Verse: d და | ამის მეტსა ნუმცა ვნახავ | კვლაღა წიგნსა შენ მიერსა". |
| Strophe: S402/K402 | ||
| Verse: a | ვუბრძანე წვევა ლაშქართა, | გავგზავნე მარზაპანია. |
| Verse: b | იგი ვარსკვლავთა ურიცხვი | მოკრბეს ინდოთა სპანია, |
| Verse: c | შორით და ახლოთ ყველაი | მართ ჩემკე მონასხრპანია, |
| Verse: d და | ერთობ ლაშქრითა აივსო | მინდორი, კლდე, კაპანია. |
| Strophe: S403/K403 | ||
| Verse: a | ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა | მათ შინა ხან-დაზმულობა; |
| Verse: b | აღლუმი ვნახე, მეკეთა | ლაშქართა მოკაზმულობა, |
| Verse: c | სიჩაუქე და სიკეთე, | კეკლუცად დარაზმულობა, |
| Verse: d და | ტაიჭთა მათთა სიმალე, | აბჯართა ხვარაზმულობა. |
| Strophe: S404/K404 | ||
| Verse: a | ავმართე დროშა მეფისა, | ალმითა წითელ-შავითა, |
| Verse: b | დილასა ვბრძანე გამართვა | ლაშქრითა უთვალავითა, |
| Verse: c | თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი | ბედითა მეტად ავითა: |
| Verse: d და | "მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, | ვიარო ვითა და ვითა!" |
| Strophe: S405/K405 | ||
| Verse: a | შინა მოვე, დაღრეჯილსა | გულსა სევდა მიიეფდა, |
| Verse: b | თვალთათ, ვითა საგუბარი, | ცხელი ცრემლი* გარდმომჩქეფდა. |
| Verse: c | "ბედი ჩემი უბედური, - | ვთქვი, თუ, - ჯერთცა ვერ გამეფდა! |
| Verse: d და | ხელმან ვარდი რად იხელთა, | რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა?" |