TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 51
Previous part

Chapter: 51 
წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა







Strophe: S1292/K1292 
Verse: a       აწ საყვარელსა მიუწერს   გულ-ამოსკვნილი, მტირალი,
Verse: b       მისმანვე ცრემლმან დაუვსის,   ვის ედებოდა ვის * ალი!
Verse: c       დაწერა წიგნი, მსმენელთა   გულისა გასაგმირალი,
Verse: d    და   ვარდი გააპის, გამოჩნდის   მუნ ბროლი გამომჭვირალი.






Strophe: S1293/K1293 
Verse: a       "ჰე ჩემო, ესე უსტარი   არს ჩემგან მონაღვაწები,
Verse: b       ტანი კალმად მაქვს, კალამი-   ნავღელსა ამონაწები,
Verse: c       მე გული შენი ქაღალდად   გულსავე ჩემსა ვაწები, -
Verse: d    და   გულო, შავ-გულო, დაბმულხარ,   ნუ აეხსნები, აწ ები!






Strophe: S1294/K1294 
Verse: a       ხედავცა*, ჩემო, სოფელი   რათა საქმეთა მქმნელია!
Verse: b       რაზომცა ნათობს სინათლე,   ჩემთვის ეგრეცა ბნელია.
Verse: c       ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ,   მით მათგან საწუნელია;
Verse: d    და   უშენოდ ჩემი სიცოცხლე,   ვამე*, რა დიდი ძნელია!






Strophe: S1295/K1295 
Verse: a       ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა   სოფელმან და ჟამმან კრულმან?
Verse: b       ვეღარ გნახე საყვარელი   მხიარული მხიარულმან,
Verse: c       ნეტარ, რა ქმნას უშენომან   გულმან, შენგან დალახვრულმან!
Verse: d    და   გაგიცხადა დამალული   გონებამან დაფარულმან.






Strophe: S1296/K1296 
Verse: a       შენმან მზემან, აქანამდის   შენ ცოცხალი არ მეგონე;
Verse: b       ჩემი მეთქვა: გარდასრულდა   სიცოცხლე და ყოვლი ღონე;
Verse: c       აწ რა მესმა, შემოქმედი   ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე,
Verse: d    და   ჩემი ყველა აქამდისი   ჭირი ლხინსა შევაწონე.






Strophe: S1297/K1297 
Verse: a       შენი სიცოცხლე მეყოფის   ჩემად იმედად გულისად,
Verse: b       გულისა* ერთობ წყლულისა   და ასრე დადაგულისად!
Verse: c       მომიგონებდე, გახსოვდე*   მე შენთვის დაკარგული სად;
Verse: d    და   ვზი მზრდელად სიყვარულისა,   მის ჩემგან დანერგულისად.






Strophe: S1298/K1298 
Verse: a       სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი   ჩემგან არ მოგეწერების:
Verse: b       ენა დაშვრების, მოსმენით   არვისგან დაიჯერების.
Verse: c       ფატმან წამგვარა გრძნეულთა,   ღმერთი-მცა მას ეტერების!
Verse: d    და   აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან,   რაცა მას შეეფერების.






Strophe: S1299/K1299 
Verse: a       აწ სოფელმან უარესი   ჭირი ჭირსა დამისართა,
Verse: b       არ დასჯერდა ბედი ჩემი   მათ პატიჟთა მრავალ-გვართა,
Verse: c       კვლაცა მიმცა შესაპყრობლად   ქაჯთა, ძნელად საომართა;
Verse: d    და   ბედმან გვიყო ყველაკაი,   ჩემო, რაცა დაგვემართა!






Strophe: S1300/K1300 
Verse: a       ციხეს ვზი ეზომ მაღალსა,   თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,
Verse: b       გზა გვირაბითა შემოვა,   მცველნი მუნ ზედა-დგებიან,
Verse: c       დღისით და ღამით მოყმენი   ნობათსა არ დასცდებიან,
Verse: d    და   მათთა შემბმელთა დაჰხოცენ,   მართ ცეცხლად მოედებიან.






Strophe: S1301/K1301 
Verse: a       ნუთუ ესენი გეგონნენ   სხვათა მებრძოლთა წესითა!
Verse: b       ნუცა მე მომკლავ ჭირითა,   ამისგან უარესითა;
Verse: c       შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი,   ვითა აბედი კვესითა;
Verse: d    და   მოგშორდი, დამთმე გულითა,   კლდისაცა უმაგრესითა!






Strophe: S1302/K1302 
Verse: a       შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ   ჭმუნვითა ამისთანითა,
Verse: b       ჩემი სთქვა: სხვათა მიჰხვდების   იგი ალვისა ტანითა.
Verse: c       არამ სიცოცხლე უშენოდ!   ვარ აქამდისცა ნანითა;
Verse: d    და   ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ,   ანუ მოვიკლავ დანითა.






Strophe: S1303/K1303 
Verse: a       შენმან მზემან, უშენოსა   ვერვის მიჰხვდეს მთვარე შენი,
Verse: b       შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს,   მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი!
Verse: c       აქათ თავსა გარდავიქცევ,   ახლოს მახლვან დიდნი კლდენი,
Verse: d    და   სული ჩემი შეივედრე,   ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.






Strophe: S1304/K1304 
Verse: a       ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა   დამხსნას სოფლისა შრომასა,
Verse: b       ცეცხლსა, წყალსა და მიწასა,   ჰაერთა თანა ძრომასა;
Verse: c       მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე,   მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,
Verse: d    და   დღისით და ღამით ვჰხედვიდე   მზისა ელვათა კრთომასა.






Strophe: S1305/K1305 
Verse: a       მზე უშენოდ ვერ იქმნების,   რათგან შენ ხარ მისი წილი,
Verse: b       განაღამცა მას ეახელ   მისი ეტლი, არ თუ წბილი!
Verse: c       მუნა გნახო, მადვე გსახო,   გამინათლო გული ჩრდილი,
Verse: d    და   თუ სიცოცხლე მწარე მქონდა,   სიკვდილი-მცა მქონდა ტკბილი!






Strophe: S1306/K1306 
Verse: a       მე სიკვდილი აღარ მიმძიმს,   შემოგვედრებ რათგან სულსა,
Verse: b       მაგრა შენი სიყვარული   ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა;
Verse: c       მომეგონოს მოშორვება,   მემატების წყლული წყლულსა;
Verse: d    და   ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ,   ჩემო, შენთვის დაკარგულსა*!






Strophe: S1307/K1307 
Verse: a       წადი, ინდოეთს მიჰმართე,   არგე რა ჩემსა მშობელსა,
Verse: b       მტერთაგან შეიწრებულსა,   ყოვლგნით ხელ-აღუპყრობელსა,
Verse: c       გულსა ალხინე ჩემისა   მოშორვებისა მთმობელსა,
Verse: d    და   მომიგონებდი მტირალსა,   შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა!






Strophe: S1308/K1308 
Verse: a       რაცა ვიჩივლე ბედისა   ჩემისა, კმა საჩივარად;
Verse: b       ცან, სამართალი მართალი   გულისა გულსა მივა რად.
Verse: c       შენთვის მოვკვდები, გავხდები   ყორანთა დასაყივარად*,
Verse: d    და   ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი*   სატირლად და სატკივარად.






Strophe: S1309/K1309 
Verse: a       აჰა, ინიშნე ნიშანი   შენეულისა რიდისა!
Verse: b       გარდმიკვეთია ალამი,   ჩემო, ერთისა კიდისა,
Verse: c       ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ   მის იმედისა დიდისა.
Verse: d    და   რისხვით მობრუნდა ბორბალი   ჩვენ ზედა ცისა შვიდისა".






Strophe: S1310/K1310 
Verse: a       ესე წიგნი, საყვარელსა   მისსა თანა მინაწერი,
Verse: b       რა დაწერა, გარდაჰკვეთა   მათ რიდეთა ერთი წვერი.
Verse: c       თავ-მოხდილსა დაუშვენდა   სისხო, სიგრძე, თმათა ფერი,
Verse: d    და   ალვისაგან სული მოქრის,   ყორნის ფრთათათ* მონაბერი.






Strophe: S1311/K1311 
Verse: a       იგი მონა წამოვიდა,   გულანშაროს მომავალი,
Verse: b       წამ-ერთ მიხდა ფატმანისსა,   დღე იარა არ-მრავალი.
Verse: c       რა ავთანდილს გაუსრულდა   საქმე მისი სასურვალი,
Verse: d    და   ხელ-აღპყრობით ღმერთსა ჰმადლობს   ცნობა-სრული, არა მთრვალი.






Strophe: S1312/K1312 
Verse: a       ფატმანს უთხრა: "გამისრულდა   ჟამად საქმე საწადელი,
Verse: b       დიდი შენი მოჭირვება   ჩემგან არის გარდუხდელი,
Verse: c       წავალ, დგომად აღარა მცალს,   დრო მოსრულა შარშანდელი,
Verse: d    და   ფიცხლავ ქაჯეთს მოვიყვანო   მათი მომსპობ-ამწყვედელი".






Strophe: S1313/K1313 
Verse: a       ხათუნმან უთხრა: "ჰე ლომო,   ცეცხლი აწ უფრო ცხელდების,
Verse: b       მოეშორვების ნათელსა,   გული ამისთვის ბნელდების;
Verse: c       ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა,   ხელი ეგრეცა ხელდების,
Verse: d    და   თუ ქაჯნი მოგესწრებიან,   მუნ მისლვა გაგიძნელდების".






Strophe: S1314/K1314 
Verse: a       ყმამან ფრიდონის მონანი   უხმნა, მას თანა ხლებულნი,
Verse: b       უბრძანა: "მკვდარნი აქამდის   აწღა ვართ დაცოცხლებულნი,
Verse: c       რაცა გვინდოდა, მისითა   სმენითა გახარებულნი*,
Verse: d    და   ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე   წყლულნი მით ვაგლახებულნი*!






Strophe: S1315/K1315 
Verse: a       მიდით და ფრიდონს უამბეთ   ამბავი არ-ნაცქაფავი;
Verse: b       მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი,   გზა ჩემი არს ნასწრაფავი.
Verse: c       მან გაახაფოს ხმა ხაფი,   კვლა უფრო გასახაფავი,
Verse: d    და   თქვენ მოგცე ლარი ყველაი   მე, ჩემი ნაალაფავი.






Strophe: S1316/K1316 
Verse: a       ჩემსა ზედა დიდი არის   ვალი, თქვენგან დანადები;
Verse: b       მადლსა სხვაებრ გარდავიხდი,   თუღა ფრიდონს შევეყრები;
Verse: c       აწ წაიღეთ ყველაკაი,   მეკობრეთა წანაღები,
Verse: d    და   ამის მეტსა ვერას მოგცემ,   ვიცი, ამად გეძუნწები.






Strophe: S1317/K1317 
Verse: a       სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს*   გაცემა საბოძვარისა".
Verse: b       მისცა მართ სავსე ხომალდი*,   რიცხვი ტურფათა ჯარისა,
Verse: c       უბრძანა: "წადით, წაიღეთ,   გზა წავლეთ მისვე არისა,
Verse: d    და   ფრიდონს მიართვით უსტარი   ჩემგან, ძმად-ნაფიცარისა".




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.