TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 52
Previous part

Chapter: 52 
წიგნი ავთანდილისა ფრიდონს თანა







Strophe: S1318/K1318 
Verse: a       დაწერა: "ფრიდონ მაღალო,   სვე-სრულო მეფეთ-მეფეო,
Verse: b       ლომისა მსგავსო ძალ-გულად,   მზეო შუქ-მოიეფეო,
Verse: c       მოვლენილო და მორჭმულო,   მტერთა სისხლისა მჩქეფეო,
Verse: d    და   უმცროსმან ძმამან შორი-შორ   სალამი დავიყეფეო!






Strophe: S1319/K1319 
Verse: a       ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა   ნაცვალი ჭირ-ნახულისა,
Verse: b       კარგა მოხდომა საქმისა   ჩემისა გაზრახულისა;
Verse: c       მიცნია მართლად ამბავი   პირისა მზედ სახულისა,
Verse: d    და   დამარჩენელი ლომისა მის,   ქვესკნელს დამარხულისა.






Strophe: S1320/K1320 
Verse: a       იგი მზე ქაჯთა მეფესა   ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია.
Verse: b       მუნ მისლვა მიჩანს* თამაშად,   თუცა გზა საომარია.
Verse: c       ნარგისთათ * წვიმა ბროლისა   წვიმს, ვარდი ნაწვიმარია,
Verse: d    და   ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან,   მაგრა სპა უამარია.






Strophe: S1321/K1321 
Verse: a       გულ-მხიარული ვიხარებ,   ამად არ ცრემლი მმილდების,
Verse: b       სადაცა შენ და შენი ძმა   ხართ, ძნელი გაადვილდების;
Verse: c       რაცა მოგინდეს, უცილოდ   იქმთ, იგი არ აგცილდების,
Verse: d    და   არ თურე* კაცმან დაგიდგნას*,   ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების.






Strophe: S1322/K1322 
Verse: a       აწ შემინდევ, ვერა გნახე,   შორს ამისთვის წაგიარე,
Verse: b       გზა-გზა ყოვნად აღარა მცალს,   პატიმრად-ა იგი მთვარე;
Verse: c       ადრე მოვალთ მხიარულნი,   ჩვენი ნახვა გაიხარე,
Verse: d    და   ამის მეტი რაღა გკადრო,   ძმასა ძმურად მოეხმარე.






Strophe: S1323/K1323 
Verse: a       ამა მონათა ჩემ ზედა   გარდაუხდელი გულია:
Verse: b       ამოდ მმსახურეს, თქვენი-მცა   გული ამათთვის სრულია!
Verse: c       ქება რად უნდა მას, ვინცა   თქვენ თანა ხან-დაზმულია?
Verse: d    და   "მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს",   ესე ბრძენთაგან თქმულია".






Strophe: S1324/K1324 
Verse: a       ესე უსტარი დაწერა,   შეკრა და წა-ცა-ხვია მან,
Verse: b       მისცა ფრიდონის მონათა   ვარდმან და ვითა იამან;
Verse: c       შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა   სრულად, მართ ვითა ჰგია, მან,
Verse: d    და   მათ მარგალიტი უჩვენის   ძოწისა კარმან ღიამან.






Strophe: S1325/K1325 
Verse: a       მონახა, პოვა ავთანდილ   ნავი მისისა მხარისა,
Verse: b       გამოემართა იგი მზე   პირია სავსე მთვარისა,
Verse: c       მაგრა დაგდება უმძიმდა   ფატმანის გულ-მდუღარისა*;
Verse: d    და   მისთა გამყრელთა ნაკადი   ჩასდის სისხლისა ღვარისა.






Strophe: S1326/K1326 
Verse: a       ფატმან, უსენ და მონანი   ტირან ცრემლითა ცხელითა,
Verse: b       იტყვიან: "მზეო, რა გვიყავ?   დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა!
Verse: c       რად დაგვაბნელენ შენისა   მოშორვებისა ბნელითა?
Verse: d    და   და-ცა-გვმარხენო ხელითა   ჩვენისა დამმარხველითა?"




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.