Strophe: S1327/K1327 | ||
Verse: a | გამოვლნა ზღვანი ავთანდილ | მგზავრითა რათმე ნავითა, |
Verse: b | პირ-მხიარული აცორვებს | მართ ოდენ მარტო თავითა; |
Verse: c | მას შეყრა ტარიელისი | უხარის მით ამბავითა, |
Verse: d და | ხელ-განპყრობილი გულითა | არს ღმრთისა საესავითა. |
Strophe: S1328/K1328 | ||
Verse: a | მოწურვილ იყო ზაფხული, | ქვეყნით ამოსლვა მწვანისა, |
Verse: b | ვარდის ფურცლობის ნიშანი, | დრო მათის პაემანისა, |
Verse: c | ეტლის ცვალება მზისაგან, | შეჯდომა საროსტანისა*. |
Verse: d და | სულთქვნა, რა ნახა ყვავილი | მან, უნახავმან ხანისა. |
Strophe: S1329/K1329 | ||
Verse: a | აგრგვინდა ცა და ღრუბელნი | ცროდეს ბროლისა ცვარითა; |
Verse: b | ვარდთა აკოცა ბაგითა, | მითვე ვარდისა დარითა; |
Verse: c | უბრძანა: "გიჭვრეტ თვალითა, | გულ-ტკბილად შემხედვარითა, |
Verse: d და | მისად სანაცვლოდ მოვილხენ | თქვენ თანა საუბარითა*". |
Strophe: S1330/K1330 | ||
Verse: a | რა მოეგონის მოყვარე, | სდინდიან ცრემლნი მწარენი. |
Verse: b | ტარიელისკე იარნა | მან გზანი საწყინარენი, |
Verse: c | უდაბურნი და უგზონი, | უცხონი რამე არენი, |
Verse: d და | სადაცა ნახნის, დახოცნის | ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი. |
Strophe: S1331/K1331 | ||
Verse: a | ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა, | იცნა, თქვა: "იგი კლდენია, |
Verse: b | სადა-ა ჩემი მოყვარე | და ვისთვის ცრემლი მდენია; |
Verse: c | ღირს ვარმცა, ვნახო პირის-პირ, | ვუამბო, რაცა მსმენია, |
Verse: d და | არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა, | ცუდ ჩემი განავლენია! |
Strophe: S1332/K1332 | ||
Verse: a | თუ მოსრულა, უღონიოდ | შინა ხანსა არ დაჰზმიდა, |
Verse: b | მინდორს სადმე წავიდოდა, | მხეცისაებრ ველთა ვლიდა; |
Verse: c | სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო", - | იგონებდა, იხედვიდა, |
Verse: d და | ესე თქვა და მიუქცია, | მინდორთაკე წამოვიდა. |
Strophe: S1333/K1333 | ||
Verse: a | მიაცორვებს და იმღერის | მხიარულითა გულითა, |
Verse: b | მართ სახელ-დებით უყივის | ხმითა მით სახარულითა. |
Verse: c | ცოტაი წავლო, გამოჩნდა | მზე სინათლითა სრულითა: |
Verse: d და | შამბისა პირსა ტარიელ | დგა ხრმლითა მომახულითა. |
Strophe: S1334/K1334 | ||
Verse: a | ტარიელს ლომი მოეკლა, | მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა; |
Verse: b | შამბისა პირსა ქვეითი | დგა, ცხენი არა ჰხლებოდა; |
Verse: c | ყივილი ავთანდილისი | ესმოდა, ეოცებოდა, |
Verse: d და | შეხედნა, იცნა, გაიქცა, | მისკე მირბოდა, ხლტებოდა. |
Strophe: S1335/K1335 | ||
Verse: a | ხრმალი გასტყორცა ტარიელ, | მიჰმართა მისსა ძმობილსა. |
Verse: b | ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, | ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა. |
Verse: c | მათ ერთმანერთსა აკოცეს, | ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა, |
Verse: d და | ხმა შაქრის-ფერად გაუხდა | ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა. |
Strophe: S1336/K1336 | ||
Verse: a | ტარიელ მოთქვა ტირილით | სიტყვა ნატიფი, მჭევრები: |
Verse: b | - სისხლისა ღვარმან შეღება | წითლად გიშრისა ტევრები, |
Verse: c | ალვასა წყარო ცრემლისა | მორწყავს, ნაკადი ბევრები, - |
Verse: d და | "რათგან შენ გნახე, რა მგამა, | პატიჟი მჭირდეს მევ რები!" |
Strophe: S1337/K1337 | ||
Verse: a | ტარიელ ტირს და ავთანდილ | სიცილით ეუბნებოდა; |
Verse: b | გაღიმდის, ძოწნი გააპნის, | კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა; |
Verse: c | ეტყოდა: "ვცანო ამბავი, | შენ რომე გეამებოდა, |
Verse: d და | აწ გაახლდების ყვავილი, | ვარდი აქამდის ჭნებოდა". |
Strophe: S1338/K1338 | ||
Verse: a | ტარიელ უთხრა: "ჰე ძმაო, | კმა არს, დღეს რაცა მლხენია, |
Verse: b | ყოველი ჩემი სალხინო | მინახავს, - ნახვა შენია; |
Verse: c | სხვად* ნუ ყოს ღმერთმან წამალი, | არცა რა მოგისმენია: |
Verse: d და | კაცმან-მცა სოფელს ვით პოვა, | რაცა რა საქმე ზენია!" |
Strophe: S1339/K1339 | ||
Verse: a | რა ტარიელ არ შესჯერდა, | ავთანდილცა არ დაწყნარდა, |
Verse: b | მის ამბვისა დაყოვნება | ვეღარ გასძლო, აუჩქარდა, |
Verse: c | გამოიღო რიდე მისი*, | ვინ ბაგეთათ* ვარდი ვარდა. |
Verse: d და | რა ტარიელ ნახა, იცნა, | გამოუღო, შემოვარდა. |
Strophe: S1340/K1340 | ||
Verse: a | წიგნი და კიდე რიდისა | იცნა და გა-ცა-შალა მან, |
Verse: b | პირსა დაიდვა, დაეცა, | ვარდმან ფერითა მკრთალამან, |
Verse: c | სულნი გაექცეს, მოდრიკა | თავი გიშრისა ტალამან. |
Verse: d და | მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი | ვერ ყაენ, ვერცა სალამან. |
Strophe: S1341/K1341 | ||
Verse: a | ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, | უსულოდ ქვე-მდებარესა, |
Verse: b | შეფრინდა, შველად მიჰმართა | მას, ტკბილად მოუბარესა, |
Verse: c | ვერა ვერ არგო დამწვარსა, | სრულად ცეცხლ-ნადებარესა; |
Verse: d და | მისთა ნიშანთა სიცოცხლე | მართ მისი მიიბარესა. |
Strophe: S1342/K1342 | ||
Verse: a | ავთანდილ დაჯდა ტირილად, | ტირს ხმითა შვენიერითა, |
Verse: b | ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, | აფრთხობს ბროლისა ჭერითა; |
Verse: c | გახეთქა ლალი, გათლილი | ანდამატისა კვერითა, |
Verse: d და | მუნით წყარონი გამოხდეს, | ძოწსა ვამსგავსენ ფერითა. |
Strophe: S1343/K1343 | ||
Verse: a | პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი | ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა: |
Verse: b | "რაცა ვქმენო, არ უქმნია | არცა შმაგსა, არცა რეტსა; |
Verse: c | წყალი სწრაფით რად დავასხი | ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა! |
Verse: d და | ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს | გული ლხინსა მეტის-მეტსა. |
Strophe: S1344/K1344 | ||
Verse: a | მე მოვკალ ჩემი მოყვარე; | რა მმართებს გაწბილებულსა? |
Verse: b | თავსა ვაბრალობ საქმესა, | არ დასმით გაგონებულსა! |
Verse: c | ცრუ კაცი კარგად ვერას იქმს | საქმესა გაძნელებულსა, |
Verse: d და | თქმულა: "სიწყნარე გმობილი | სჯობს სიჩქარესა ქებულსა!" |
Strophe: S1345/K1345 | ||
Verse: a | უცნობო-ქმნილი ტარიელ | ძეს მსგავსად ნატუსალისად. |
Verse: b | ავთანდილ ადგა, გამოვლნა | შამბნი საძებრად წყალისად, |
Verse: c | მან პოვა სისხლი ლომისა, | მოაქვს სავსებლად ალისად, |
Verse: d და | მკერდსა დაასხა, გა-ვე-ხდა | ლაჟვარდი ფერად ლალისად. |
Strophe: S1346/K1346 | ||
Verse: a | ავთანდილ მკერდსა დაასხა | მას ლომსა სისხლი ლომისა; |
Verse: b | ტარიელ შეკრთა, შეიძრა | რაზმი ინდოთა ტომისა, |
Verse: c | თვალნი აახვნა, მიეცა | ძალი ზე წამოჯდომისა. |
Verse: d და | ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, | მზისაგან შუქ-ნაკრთომისა. |
Strophe: S1347/K1347 | ||
Verse: a | ზამთარი ვარდთა* გაახმობს, | ფურცელნი შთამოსცვივიან, |
Verse: b | ზაფხულის მზისა სიახლე | დასწვავს, გვალვასა ჩივიან, |
Verse: c | მაგრა მას ზედა ბულბულნი | ტურფასა ხმასა ყივიან, - |
Verse: d და | სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, | წყლულნი ორჯერვე სტკივიან. |
Strophe: S1348/K1348 | ||
Verse: a | აგრევე გული კაცისა | მოსაგვარებლად ძნელია, |
Verse: b | ჭირსა და ლხინსა ორსავე | ზედა მართ ვითა ხელია, |
Verse: c | მიწყივ წყლულდების, საწუთრო | მისი აროდეს მრთელია. |
Verse: d და | იგი მიენდოს სოფელსა, | ვინცა თავისა მტერია! |
Strophe: S1349/K1349 | ||
Verse: a | ტარიელ ნახა ნაწერი | კვლაცა მკლველისა მისისა, |
Verse: b | იკითხავს, თუცა აშეთებს | კითხვა წიგნისა მისისა; |
Verse: c | დაუყვის ცრემლმან სინათლე, | ბნელად ჩანს შუქი დღისისა. |
Verse: d და | ავთანდილ ადგა, დაუწყო | თხრობა სიტყვისა მქისისა. |
Strophe: S1350/K1350 | ||
Verse: a | იტყვის, თუ: "ნაქმრად არ ვარგა | კაცისა გასწავლილისად, |
Verse: b | აწ რადღა გვმართებს ტირილი? | ხამს, დავსხდეთ ქმნად ღიმილისად; |
Verse: c | ადეგ, წავიდეთ საძებრად | მის მზისა წარხდომილისად! |
Verse: d და | ადრე მიგიყვან, მიყვანა | არს შენგან მონდომილი სად. |
Strophe: S1351/K1351 | ||
Verse: a | ვითა გვმართებს გახარება, | პირველ აგრე გავიხარნეთ, |
Verse: b | მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, | ქაჯეთისკე თავნი ვარნეთ, |
Verse: c | ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, | მათნი ზურგით დავიყარნეთ, |
Verse: d და | უჭირველნი შემოვიქცეთ, | იგი მძორთა დავადარნეთ". |
Strophe: S1352/K1352 | ||
Verse: a | მერმე ტარიელ ამბავსა | ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა. |
Verse: b | შეჰხედნის, თვალნი აჰმართნის, | შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა, |
Verse: c | მართ ვითა ლალსა მზისაგან, | მას ფერი ეზარდებოდა; |
Verse: d და | ვინ ღირს-ა, თუ-მცა წყალობით | ცა მიწყივ მობრუნდებოდა! |
Strophe: S1353/K1353 | ||
Verse: a | ავთანდილს მადლი უბრძანა, | ქმნა უყო საუბარისა: |
Verse: b | "მე შენი ქება ვითა ვთქვა, | ბრძენთაგან საქებარისა! |
Verse: c | ვითა ზე-მთისა წყარომან, | მომრწყე ყვავილი ბარისა, |
Verse: d და | დამწყვიდე დენა ცრემლისა, | ნარგისთათ* ნაგუბარისა. |
Strophe: S1354/K1354 | ||
Verse: a | მე ვერა გიყო, ნაცვალსა | ღმერთი გარდიხდის ციერი, |
Verse: b | ზეგარდმოთ მისით შემოგზღოს | მუქაფა ჩემ-მაგიერი!" |
Verse: c | შესხდეს და შინა წავიდეს, | მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი; |
Verse: d და | აწ გა-ვე-აძღო სოფელმან | ასმათ, ადრითგან მშიერი. |
Strophe: S1355/K1355 | ||
Verse: a | ქვაბისა კარსა ასმათი | მარტო ზის, არ-ბარგოსანი. |
Verse: b | შეჰხედნა, იცნა ტარიელ, | თანა ყმა ჭარმაგოსანი, - |
Verse: c | ორნივე ტურფად იმღერდეს, | ვით იადონი მგოსანი, - |
Verse: d და | მაშინვე იცნა, ავარდა | მოშლილი, პერანგოსანი. |
Strophe: S1356/K1356 | ||
Verse: a | აქამდის მიწყივ ენახა | ქვაბს მისლვა მოტირალისა, |
Verse: b | აწ გაუკვირდა დანახვა | სიცილით მომღერალისა. |
Verse: c | ზარ-აღებული ავარდა, | ცნობა უც ვითა მთრვალისა, |
Verse: d და | არ იცის სმენა ამბვისა | ჯერთ მისგან სასურვალისა. |
Strophe: S1357/K1357 | ||
Verse: a | მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს | სიცილით და კბილთა ჩენით: |
Verse: b | "ჰე ასმათო, მოგვივიდა | მოწყალება ღმრთისა ზენით: |
Verse: c | ვპოვეთ მთვარე დაკარგული, | რაცა გვწადდა, იგი ვქმენით, |
Verse: d და | აწ გავხედით ბედისაგან | ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით". |
Strophe: S1358/K1358 | ||
Verse: a | ავთანდილ ცხენსა გარდახდა | ასმათის მოსახვეველად; |
Verse: b | მან მიჰყო ხელი ალვასა, | შტო მოჰყვა მოსარხეველად, |
Verse: c | ყელსა და პირსა აკოცებს, | არის ცრემლისა მფრქვეველად: |
Verse: d და | "რა სცანო, რა ჰქმენ, მიამბე, | ვტირ შენი მოაჯე ველად". |
Strophe: S1359/K1359 | ||
Verse: a | ავთანდილ ასმათს უსტარი | მისცა მისისა ზრდილისა, |
Verse: b | ალვისა შტო-დამჭნარისა, | მთვარისა ფერ-მიხდილისა; |
Verse: c | უთხრა, თუ: "ნახე ნაწერი | მის პატიჟ-გარდახდილისა; |
Verse: d და | მზე მოგვეახლა, მოგვეცა | ჩვენ მოშორვება ჩრდილისა". |
Strophe: S1360/K1360 | ||
Verse: a | ასმათ რა ნახა უსტარი, | ცნა მისი დანაწერობა, |
Verse: b | გაკვირდა, ზარმან აიღო, | ათრთოლებს, ვითა ხელობა, |
Verse: c | ტერფით თხემამდის გაუხდა | მას მეტი საკვირველობა; |
Verse: d და | იტყვის: "რა ვნახე, რა მესმის? | არს-მცა ამისი მრთელობა?!" |
Strophe: S1361/K1361 | ||
Verse: a | ავთანდილ უთხრა: "ნუ გეშის, | ეგე ამბავი მრთელია; |
Verse: b | ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა | ყოველი ჭირი ძნელია, |
Verse: c | მზე მოგვეახლა, უკუნი | ჩვენთვის აღარა ბნელია, |
Verse: d და | ბოროტსა სძლია კეთილმან, | არსება მისი გრძელია!" |
Strophe: S1362/K1362 | ||
Verse: a | ინდოთ მეფე მხიარული | ასმათს რასმე უბრძანებდა; |
Verse: b | ერთმანერთსა ეხვეოდეს, | სიხარული ატირებდა; |
Verse: c | ვარდსა ზედა ყორნის ბოლო | ნამსა თხელსა* აპკურებდა. |
Verse: d და | კაცსა ღმერთი არ გასწირავს, | თუ-მცა კაცი შეიგებდა. |
Strophe: S1363/K1363 | ||
Verse: a | ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, | თქვეს: "გვიყოო, რაცა სჯობდა; |
Verse: b | აწღა ვცანით, უარესსა | პირი თქვენი არ გაჰბრჭობდა", |
Verse: c | ინდოთ მეფე მხიარული | ხელ-განპყრობით ამას ხმობდა. |
Verse: d და | ქვაბს შევიდეს მხიარულნი, | ასმათ რასმე მასპინძლობდა. |
Strophe: S1364/K1364 | ||
Verse: a | ტარიელ ეტყვის ავთანდილს: | "ისმინე სიტყვა ასები, |
Verse: b | გიამბობ რასმე ამბავსა, | მოამბედ * ნუ გენასები: |
Verse: c | მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ, | დავხოცე დევთა დასები, |
Verse: d და | მას აქათ მათი აქა ძეს | საჭურჭლე ძვირ-ნაფასები. |
Strophe: S1365/K1365 | ||
Verse: a | მე აგრე არა მინახავს, | მართ ვითა არა მნდომია; |
Verse: b | მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, | საჭურჭლე თუ რა ზომია". |
Verse: c | ეამა, ადგეს ორნივე, | არცა ქვე ასმათ მჯდომია, |
Verse: d და | დალეწეს კარი ორმოცი, | მათგან არ ზედა ომია. |
Strophe: S1366/K1366 | ||
Verse: a | პოვეს საჭურჭლე უსახო, | კვლა უნახავი თვალისა, |
Verse: b | მუნ იდვა რიყე თვალისა, | ხელ-წმიდად განათალისა, |
Verse: c | ჩნდის მარგალიტი, ოდენი | ბურთისა საბურთალისა; |
Verse: d და | ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, | ვერვისგან დანათვალისა! |
Strophe: S1367/K1367 | ||
Verse: a | იგი სახლი ორმოცივე | შიგან იყო გატენილი. |
Verse: b | პოვეს ერთი ზარადხანა, | აბჯრისათვის სახლად ქმნილი; |
Verse: c | მუნ აბჯარი ყოვლიფერი | ასრე იდვა, ვითა მწნილი, |
Verse: d და | შიგან ერთი კიდობანი | დაბეჭდული, არ-გახსნილი. |
Strophe: S1368/K1368 | ||
Verse: a | ზედა ეწერა: "აქა ძეს | აბჯარი საკვირველიო, |
Verse: b | ჯაჭვ-მუზარადი ალმასი | ხრმალი ბასრისა, მჭრელიო; |
Verse: c | თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, | იყოს დღე იგი ძნელიო! |
Verse: d და | უმისჟამისოდ ვინც გაჰხსნის, | არის მეფეთა მკლველიო". |
Strophe: S1369/K1369 | ||
Verse: a | კიდობანი გახსნეს, პოვეს | მუნ აბჯარი სამი ტანი, |
Verse: b | რასაცა ვით შეიმოსენ | მეომარნი სამნი ყმანი: |
Verse: c | ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, | საბარკული მათი გვანი*, - |
Verse: d და | ზურმუხტისა ბუდებითა | იყვნეს ვითა ლუსკუმანი. |
Strophe: S1370/K1370 | ||
Verse: a | თვითომან თვითო ჩაიცვეს, | თავის თავს გამოსცდიდიან, |
Verse: b | ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარსა* | მართ ვერა ვერ მოჰკიდიან; |
Verse: c | ხრმალი რკინასა მოჰკრიან, | ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან, |
Verse: d და | მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, | შევატყვე, არ გაჰყიდიან. |
Strophe: S1371/K1371 | ||
Verse: a | თქვეს: "ესე ნიშნად გვეყოფის, | ვართო კარგითა ბედითა; |
Verse: b | ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, | ზეგარდმოთ მონახედითა". |
Verse: c | აიღეს იგი აბჯარი | თავის-თავისა ქედითა, |
Verse: d და | თვითო მათ, ერთი ფრიდონის | საძღვნობლად შეკრეს ღვედითა. |
Strophe: S1372/K1372 | ||
Verse: a | ოქროც რამე წაიტანეს, | მარგალიტი ღარიბები; |
Verse: b | გამოვიდეს, გამობეჭდეს | ორმოცივე საჭურჭლები. |
Verse: c | ავთანდილ თქვა: "ამას იქით | დავამაგრო ხრმალსა ნები, |
Verse: d და | ამას ღამე არსად წავალ, | რა გათენდეს, არ დავდგები". |
Strophe: S1373/K1373 | ||
Verse: a | აქა, მხატვარო, დახატენ | ძმათ უმტკიცესნი ძმობილნი, |
Verse: b | იგი მიჯნურნი მნათობთა, | სხვისა ვერვისგან სწრობილნი, |
Verse: c | ორნივე გმირნი მოყმენი, | მამაცობისა ცნობილნი; |
Verse: d და | რა ქაჯეთს მივლენ, გასინჯოთ | ომი ლახვართა სობილნი. |