TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 54
Previous part

Chapter: 54 
ტარიელისა და ავთანდილისგან წასლვა ფრიდონისასა







Strophe: S1374/K1374 
Verse: a       რა გათენდა, გაემართნეს,   წაიტანეს ასმათ თანა,
Verse: b       ნურადინის ქვეყანამდის   შეისვიან მათ უკანა;
Verse: c       მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად   ცხენი მისცა, არ უძღვანა;
Verse: d    და   ავთანდილ კმა ყოლაუზად,   სხვა-მცა ვინღა წაიტანა!






Strophe: S1375/K1375 
Verse: a       იარეს და ზედა შეჰხდეს   ნურადინის მეჯოგეთა;
Verse: b       ჯოგი ნახეს, მოეწონა,   ფრიდონისთვის ეაგეთა.
Verse: c       მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის:   "გაქმნევ კარგთა სიშმაგეთა,
Verse: d    და   მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ,   ჯოგსა მისსა მოვადგეთა!






Strophe: S1376/K1376 
Verse: a       ჯოგი წავუღოთ, მოსრულნი   ვესმით ჯოგისა წაღებად,
Verse: b       გამოემართვის საომრად,   ველთა სისხლითა დაღებად,
Verse: c       ანაზდად გვიცნობს, გაკრთების,   გულსა შეჰლამის დაღებად, -
Verse: d    და   ამოა კარგი ლაღობა,   ლაღსა შე-ვე-იქმს ლაღებად".






Strophe: S1377/K1377 
Verse: a       დაუწყეს პყრობა ტაიჭთა   ფრიდონის უკეთესებსა.
Verse: b       მუნ მეჯოგეთა ფანოსი   შეექმნა, ეკრა კვესებსა;
Verse: c       უყივლეს.: "ვინ ხართ, მოყმენო,   ვინ იქმთ საქმესა ზესებსა?
Verse: d    და   ჯოგი მისია, ვინ მტერსა   ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა".






Strophe: S1378/K1378 
Verse: a       მათ მშვილდები დაიწვადეს,   მეჯოგეთა გაეკიდნეს.
Verse: b       მეჯოგენი მიიზახდეს,   ხმანი მათნი გაადიდნეს:
Verse: c       "გვიშველეთო, გვიშველეთო,   მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!"
Verse: d    და   ხმა შეიქმნა, შეიყარნეს,   ფრიდონს ჰკადრეს, არ დაჰრიდნეს.






Strophe: S1379/K1379 
Verse: a       შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა,   შეკაზმული გამოვიდა.
Verse: b       ხმა შეიქმნა, შეიყარნეს,   რაზმი ველთა დაჰფარვიდა.
Verse: c       იგი მზენი მოეგებნეს,   ვის ზამთარი ვერ დაჰზრვიდა;
Verse: d    და   დაეხურა ზარადები,   პირსა მათსა უფარვიდა.






Strophe: S1380/K1380 
Verse: a       რა ტარიელ ფრიდონ იცნა,   თქვა: "ვნახეო, ვინცა მინა".
Verse: b       მუზარადი მოიხადა,   გაიღიმნა, გაიცინა;
Verse: c       ფრიდონს უთხრა: "რასა ჰლამი,   ჩვენი მოსლვა რას გეწყინა?
Verse: d    და   პურად ავი მასპინძელი   მოგვეგებვი ომად წინა!"






Strophe: S1381/K1381 
Verse: a       ფრიდონ ფიცხლავ გარდაიჭრა,   დავარდა და თაყვანის-სცა.
Verse: b       იგინიცა გარდაუხდეს*,   მოეხვივნეს, აკოცისცა *.
Verse: c       ფრიდონ ღმერთსა ხელ-აღპყრობით   უსაზომო მადლი მისცა;
Verse: d    და   დიდებულნი აკოცებდეს,   იცნობდიან იგი ვისცა.






Strophe: S1382/K1382 
Verse: a       ფრიდონ უთხრა: "რასა სდეგით?   მოგელოდი უწინარე,
Verse: b       მე მზა ვარო, სამსახური   თქვენი რა-მცა დავიზარე!"
Verse: c       ჰგვანდა, თუ-მცა შეყრილ იყვნეს   ორნი მზენი, ერთი მთვარე,
Verse: d    და   ერთმანერთი დააშვენეს,   გაემართნეს, იქცეს გარე.






Strophe: S1383/K1383 
Verse: a       ფრიდონის სახლსა გარდახდეს   ორნივე, ტურფად გებულსა.
Verse: b       ტარიელ დაჯდა საჯდომსა,   ოქსინო-გარდაგებულსა,
Verse: c       ახლოს დაისვამს ავთანდილს,   მისსა ძმად-შეფიცებულსა;
Verse: d    და   მათ უძღვნეს იგი აბჯარი   ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.






Strophe: S1384/K1384 
Verse: a       უთხრეს: "ჯერთ ჟამად არა გვაქვს   სხვა შენთვის არმაღანია,
Verse: b       მაგრა ტურფანი მრავალნი   ქვე სადმე* გვისხენ სხვანია".
Verse: c       მან დასდვა პირი მიწასა,   არ დაიყოვნა ხანია:
Verse: d    და   "ჩემთვის ამისი ბოძება   არს თქვენი შესაგვანია".






Strophe: S1385/K1385 
Verse: a       გამოისვენეს მას ღამით   ფრიდონის მასპინძლობითა;
Verse: b       აბანოს ბანნა, აავსნა   შესამოსლისა ძღვნობითა,
Verse: c       დამოსნა ტურფა-ტურფითა*,   ერთმანერთისა მჯობითა,
Verse: d    და   თვალ-მარგალიტი ღარიბი   უძღვნა ოქროსა გობითა.






Strophe: S1386/K1386 
Verse: a       უთხრა, თუ: "ესე სიტყვაა   ავისა მასპინძელისა,
Verse: b       ჰგავს, მომწყენოდეს სტუმრობა   თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა,
Verse: c       მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა,   წალვა სჯობს გზისა გრძელისა,
Verse: d    და   თუ ქაჯნი მოგვესწრებიან,   საეჭვი არს სიძნელისა.






Strophe: S1387/K1387 
Verse: a       დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა?   კარგნი გვინდან და ცოტანი;
Verse: b       სამასი კაცი გვეყოფისთ,   წავიდეთ მართ* მეოტანი;
Verse: c       ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად*   დავაგნეთ ხრმალთა კოტანი,
Verse: d    და   მას ადრე ვჰპოვებთ, ვისიცა   მოგვკლავს ალვისა, მო-, ტანი.






Strophe: S1388/K1388 
Verse: a       ქაჯეთს ერთხელ კვლაც* ყოფილ ვარ,   ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების;
Verse: b       ყოვლგნით კლდეა, გარეშემო   მტერი ვერა მოადგების;
Verse: c       თუ იდუმალ არ შევუვალთ,   ცხადად შებმა არ ეგების,
Verse: d    და   მით ლაშქარი არად გვინდა, -   რაზმი მალვით ვერ მოგვყვების".






Strophe: S1389/K1389 
Verse: a       იგინიცა დაემოწმნეს   ამა მისსა ნაუბარსა.
Verse: b       მუნ დააგდეს ქალი ასმათ,   ფრიდონ მისცემს საჩუქარსა.
Verse: c       თვით სამასსა ცხენოსანსა   წაიტანდეს, გმირთა დარსა.
Verse: d    და   ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს   ყოვლსა, პირველ შენაზარსა.






Strophe: S1390/K1390 
Verse: a       ზღვა გაიარეს სამთავე   ერთგან ძმად შეფიცებულთა;
Verse: b       ფრიდონ გზა იცის, იარეს,   დღისით და ღამით რებულთა.
Verse: c       ფრიდონ თქვა: "ვახლავთ არეთა   ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა,
Verse: d    და   აქათგან ღამით ვლა გვინდა,   მით არას გამჟღავნებულთა".






Strophe: S1391/K1391 
Verse: a       ამა ფრიდონის თათბირსა   სამნივე ერთგან ჰზმიდიან:
Verse: b       რა გაუთენდის, დადგიან   და ღამით ფიცხლავ ვლიდიან;
Verse: c       მივიდეს, აჩნდა ქალაქი,   მცველთა ვერ დასთვალვიდიან,
Verse: d    და   გარე კლდე იყო, გუშაგთა   ხმა ჯარვით გაადიდიან.






Strophe: S1392/K1392 
Verse: a       გვირაბის კარსა ჭაბუკი   ათი ათასი მცველია.
Verse: b       მათ ლომთა ნახეს ქალაქი,   მთვარე დგას მუნ ნათელია;
Verse: c       თქვეს: "ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ*,   აწ გამორჩევა ძნელია;
Verse: d    და   ასი ათასსა აჯობებს,   თუ გამორჩევით მქმნელია".




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.