Strophe: S1393/K1393 | ||
Verse: a | ფრიდონ თქვა: "ვიტყვი სიტყვასა, | ვეჭვ, ჩემი არ დამცთარია: |
Verse: b | ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი | დიდთაგან საომარია; |
Verse: c | პირის-პირ ომი არ ძალ-გვიც, | არ ჟამი საკვეხარია, |
Verse: d და | ათას წელ ვერსით შევუვალთ, | თუ ზედ დაგვიხშან კარია. |
Strophe: S1394/K1394 | ||
Verse: a | ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი | სამუშაითოდ მზრდიდიან, |
Verse: b | მასწავლნეს მათნი საქმენი, | მახლტუნვებდიან, მწვრთიდიან*; |
Verse: c | ასრე გავიდი საბელსა, | რომ თვალნი* ვერ მომკიდიან, |
Verse: d და | ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, | იგიცა ინატრიდიან. |
Strophe: S1395/K1395 | ||
Verse: a | აწ ვინცა ვიცით უკეთე | შეტყორცა საგდებელისა, |
Verse: b | მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ | წვერი საბლისა გრძელისა, |
Verse: c | მას ზედა გავლა ასრე მიჩნს*, | ვითა გარბენა* ველისა. |
Verse: d და | თქვენ ჭირად გიყო* შიგანთა | პოვნა კაცისა მრთელისა. |
Strophe: S1396/K1396 | ||
Verse: a | აბჯრითა გავლა არად * მიჩნს | ჭირად, გატანა ფარისა; |
Verse: b | შიგან ჩავხლტები კისკასად, | ვეცემი მსგავსი ქარისა, |
Verse: c | ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, | ჰნახოთ გაღება კარისა! |
Verse: d და | თქვენცა მუნ მოდით, სადაცა | გესმას ზრიალი ზარისა". |