TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 56
Previous part

Chapter: 56 
თათბირი ავთანდილისა







Strophe: S1397/K1397 
Verse: a       ავთანდილ უთხრა: "ჰე ფრიდონ,   მოყვასნი ვერ გიჩივიან:
Verse: b       ლომთა მკლავთაგან იმედი   გაქვს, არა წყლულნი გტკივიან;
Verse: c       სთათბირობ ძნელსა თათბირსა,   მტერთა ივაგლახ-ივიან,
Verse: d    და   მაგრა თუ გესმის, გუშაგნი   რა ახლო-ახლო* ყივიან?!






Strophe: S1398/K1398 
Verse: a       რა გახვიდოდე, გუშაგთა   ესმას აბჯრისა ჩხერება,
Verse: b       გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ,   ამისი ხამს დაჯერება;
Verse: c       წაგიხდეს ცუდად ყველაი,   დაგრჩეს ცუდიღა ფერება,
Verse: d    და   ეგე თათბირი არ ვარგა,   სხვებრ ვქმნათ თავისა ტერება.






Strophe: S1399/K1399 
Verse: a       სჯობს, დადეგით დამალულნი   თქვენ ადგილსა იდუმალსა,
Verse: b       ისი კაცნი არ იჭირვენ   მგზავრსა, ქალაქს შემავალსა,
Verse: c       სავაჭროთა შევეკაზმვი,   ვიქმ საქმესა მე მუხთალსა,
Verse: d    და   ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ   მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.






Strophe: S1400/K1400 
Verse: a       სამთავე შესლვა არ ვარგა,   თუ გვიგრძნან, არს სათუები;
Verse: b       მე მარტო შევალ ვაჭრულად   და კარგად შევეტყუები,
Verse: c       მალვით ჩავიცვამ აბჯარსა,   გავჩნდები, გავეცრუები, .
Verse: d    და   ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო   შიგნით სისხლისა რუები!






Strophe: S1401/K1401 
Verse: a       შიგანთა მცველთა მოვიცლი   მე უნახავად ჭირისად,
Verse: b       თქვენ გარეთ კართა ეცენით   ყოველნი მსგავსად გმირისად;
Verse: c       კართა გავახვამ, მომართეთ,   კივილი გესმას ხშირი სად.
Verse: d    და   თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ,   ვარ მრჩევლად ამა პირისად".




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.