TITUS
Antoni Pirveli, Georgian Grammar: Part No. 97

Chapter: 99 


Paragraph: 1 
   არიან უკუჱ სხუანიცა რომელნიმე თანდებულნი, რომელნიცა გაგონებულ არიან დაჰრთულებითად, რამეთუ დაერთჳან სახელთა ზედა ანუ სხუათა ნაწილთა სიტყჳსათა და იდეასა შეგვიქმენ ჩუჱნ საქმისა, გინა შემკულებისასა, მაგალ.: უ, უუ, ესი, წარ, უკუ, შე, მი, მო, მიდმო ანუ მიმო, აღ, შთა, და, გან, თან, თანა, მოდგამ, ცა, მცა, რე, ყე, ღა, უკუჱ, ვიდრემე, ცალ, ზე, ოდენ, სადამე, სამე და ესთავე სხუანიცა.
Paragraph: 2 
   ხოლო დაიდებიან სახელთა თანა, მაგალ.:


      
ბიწი უბიწო
      
წმიდა უუწმიდესი
      
წმიდა უწმიდესი
      
თქმა წართქმა
      
თქმა უკუთქმა
      
გონება შეგონება
      
გონება მიგონება
      
გონება მოგონება
      
გონება მიდმოგონება
      
გონება მიმოგონება
      
გონება აღგონება
      
გონება შთაგონება
      
დება დადება
      
გდება განგდება
      
ჰსჯა თანჰსჯა
      
სწორი თანასწორი
      
სახელი სახელმოდგამ
      
პეტრე პეტრეცა
      
მოძღუარი მოძღუარიმცა
Page: 53v
Paragraph: 3 
      უფრო უფრორე
      
უფროს უფროსღა
      
შენ შენ უკუჱ
      
იგი იგი ვიდრემე
      
კერძო ცალკერძო
      
კოსტანტინე კოსტანტინესზე
      
მე მე ოდენ
      
შენ შენ სადამე
      
იგი იგი სამე.


Paragraph: 4 
   ამათნი უკუჱ რომელნიმე, ესე იგი, უ, უუ, ესი, მოდგამ, რე პიროვანსა და ჟამის ქუჱშე დანაკუჱთებულსა ზმნასა ზედა არ დაიდებიან, არცაღა ყე სახელსა ზედა.
Paragraph: 5 
   ყოველნი იგი ზემოთქმულნი თანდებულნი სახელისა მიმართ შეისწავებიან მოღებად, ეგსახედ სახელზმნისაცა მიმართ და მიმღეობისა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.