TITUS
Antoni Pirveli, Georgian Grammar: Part No. 99

Chapter: 101 


თჳს ზმნისზედათა


Paragraph: 1 
   ზმნისზედათანი ვიდრემე მრავალნი არიან სახენი, რომელთანი ვიეთნიმე ითქმიან ვითარებითად, რამეთუ მოკიდებითა ზმნათათა ასაჩინოებენ ვითარებათა და ვითართა ანუ მოქმედებათა, ანუ ვნებათა. ხოლო სახელნი იგი ანუ არსებითნი, ანუ ზედშესრულნი, იბრუნონ რა, ანუ ეგნენღა თუ თჳს სახედ, ანუ სხმულ იქმნენ მარცუალთა რაჲმეთაგან და ესენი მერმეღა და-რა-ესხნენ ზმნასა, ავითარებენ და ითქმიან ზმნისზედად, მაგალ.:


      
ღამე წარვიდა ქალაქად*
Page: 54r
Paragraph: 2 
      იდუმალ განუტევა
      
მარჯუჱ განასრია ისარი
      
მჯიღით ქურჯნა და არა წიხნით
      
ძირითურთ აღიფხურა
      
ნარნარად ზრახჳდა
      
ცრემლით ევედრებოდა
      
მე ჩემგან უწყი
      
შენ შენგან გიგულხმიეს
      
ჩუჱნ ჩუჱნგან გვიმეცნიეს
      
თქუჱნ თქუჱნგან გიცნიეს
      
ჩუჱნ ჩუჱნ მიერ განვჰმართლდით
      
თქუჱნ თქუჱნ გამო განმჰსდიდრდით*
      
იგი თავით თჳსით იცნობა
      
ეგე თჳთ გუჱცნობა
      
ცხოვლად იწარმოა
      
კეთილად წარემართა
      
მალიად ვიდოდა
      
ატტიკურად დალექსა
      
შუჱნიერ იუბნა
      
კაცობრივ შეჰსცთა
      
მჰსწრაფლ შეინანა
      
მყის აღდგა
      
იჩქითად აღემართა
      
ანაზდ განჰბრწყინდა
      
ნებსით ჰგუჱმა და სხუანი.





Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.