TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 65
Previous part

Chapter: 22 
Verse: 1  Link to ntkpl   და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისა. რომელსა ჰრქჳან პასქა.

Verse: 2  Link to ntkpl   
და ეძიებდეს მას მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მის.

Verse: 3  Link to ntkpl   
და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ. და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთასა.

Verse: 4  Link to ntkpl   
და მივიდა, და ეზრახა მღდელთმოძღუართა. და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ.

Verse: 5  Link to ntkpl   
ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად.

Verse: 6  Link to ntkpl   
და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა.

Verse: 7  Link to ntkpl   
მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქა იგი დაკლვად.

Verse: 8  Link to ntkpl   
და წარავლინნა პეტრე და იოანე და ჰრქუა მათ: წარვედით და მომიმზადეთ ჩუენ პასქა, რაჲთა ვჭამოთ.

Verse: 9  Link to ntkpl   
ხოლო მათ ჰრქუეს: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ?

Verse: 10  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: აჰა ეგერა შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას, შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს.

Verse: 11  Link to ntkpl   
და არქუთ სახლისა უფალსა მას: გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქა ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო.

Verse: 12  Link to ntkpl   
და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ.

Verse: 13  Link to ntkpl   
და წარვიდეს და პოვეს ეგრე, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ, და მოუმზადეს პასქა იგი.

Verse: 14  Link to ntkpl   
და ოდეს იყო ჟამი, დაჯდა, და ათორმეტნი მოციქულნი მის თანა.

Verse: 15  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: გულის სიტყჳთ გული მითქმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა.

Verse: 16  Link to ntkpl   
ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვჭამო ამიერითგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა.

Verse: 17  Link to ntkpl   
და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და თქუა: მიიღეთ და განიყავთ თავისა თქუენისა.

Verse: 18  Link to ntkpl   
ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენაჴისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისა მოვიდეს.

Verse: 19  Link to ntkpl   
და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთჳს მიცემული, ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა.

Verse: 20  Link to ntkpl   
ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი -- ახალი შჯული სისხლისა ჩემისა თქუენთჳს დათხეული.

Verse: 21  Link to ntkpl   
ხოლო აჰა ჴელი განმცემელისა ჩემისა ჩემ თანა ტაბლასა ზედა.

Verse: 22  Link to ntkpl   
ძე სამე კაცისა, მსგავსად განჩინებულისა მისისა, წარვალს, ხოლო ვაჲ არს კაცისა მის, ვის მიერ მიეცემის იგი!

Verse: 23  Link to ntkpl   
და მათ იწყეს გამოძიებად ურთიერთას: ვინმე არს მათგანი, რომელსა ეგულვების ესე ყოფად.

Verse: 24  Link to ntkpl   
და იყო ცილობაცა მათ შორის, ვითარმედ: ვინმე იყო დიდი მათ შორის.

Verse: 25  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან ჰრქვა მათ: მეფენი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და რომელთა ჴელმწიფება აქუნ მათ ზედა, ქველისმოქმედ ჰრქჳან.

Verse: 26  Link to ntkpl   
ხოლო თქუენ არა ეგრე იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწემ, და წინამძღუარი იგი -- ვითარცა მსახური.

Verse: 27  Link to ntkpl   
ვინ არს უფროსი: რომელი ინაჴით ზის ანუ რომელი ჰმსახურებს? ანუ არა რომელი-იგი ინაჴით ზის? ხოლო მე ვარ შორის თქუენსა ვითარცა მსახური.

Verse: 28  Link to ntkpl   
და თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა.

Verse: 29  Link to ntkpl   
და მე აღგითქუამ თქუენ, ვითარცა მე აღმითქუა მამამან ჩემმან სასუფეველსა,

Verse: 30  Link to ntkpl   
რაჲთა შჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა და დასხდეთ ათორმეტთა საყდართა და შჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა.

Verse: 31  Link to ntkpl   
და თქუა უფალმან: სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი.

Verse: 32  Link to ntkpl   
ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოება შენი, და შენ ოდესმე მიიქცე და განამტკიცენ ძმანი შენნი.

Verse: 33  Link to ntkpl   
ხოლო მან თქუა: უფალო, მე შვნ თანა მზა ვარ საპყრობილედ და სიკუდილად მისლვად.

Verse: 34  Link to ntkpl   
ხოლო თავადმან თქუა: გეტყჳ შენ, პეტრე: არღა ეყივლოს ქათამსა დღეს, ვიდრემდე სამგზის უვარ-მყო, ვითარმედ არა მიცი მე.

Verse: 35  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთა შესასხმელთა, ნუ გაკლდა რაჲ თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არარაჲ გუაკლდა.

Verse: 36  Link to ntkpl   
და მერმე ჰრქვა მათ: არამედ აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღონ: ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი.

Verse: 37  Link to ntkpl   
გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უშჯულოთა თანა შეირაცხა, და რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს.

Verse: 38  Link to ntkpl   
ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: კმა არს.

Verse: 39  Link to ntkpl   
და გამოვიდა მიერ და წარვიდა, ვითარცა ჩუეულება აქუნდა, მთასა მას ზეთისხილთასა, და მისდევდეს მას მოწაფენიცა მისნი.

Verse: 40  Link to ntkpl   
და მი-რა-ვიდა ადგილსა მას, ჰრქუა მათ: ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.

Verse: 41  Link to ntkpl   
და თავადი განეშორა მათგან ვითარ ქვის სატყორცებელ ოდენ. და დაიდგნა მუჴლნი, ილოცვიდა.

Verse: 42  Link to ntkpl   
და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს თანა წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნება ჩემი, არამედ ნება შენი იყავნ!

Verse: 43  Link to ntkpl   
და ეჩუენა მას ანგელოზი ზეცით, განაძლიერებდა მას. და იყო იგი ღვაწლსა შინა, უმეტეს-ღა ილოცვიდა.

Verse: 44  Link to ntkpl   
და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცვარი სისხლისა გარდამომავალი ქუეყანასა ზედა.

Verse: 45  Link to ntkpl   
და აღდგა მიერ ლოცვისაგან და მოვიდა მოწაფეთა თჳსთა და პოვნა იგინი მძინარენი მწუხარებისა მისგან.

Verse: 46  Link to ntkpl   
და ჰრქუა მათ: რასა გძინავს? აღდეგით, ილოცევდით, რაჲთა არა შეხვიდეთ განსაცდელსა.

Verse: 47  Link to ntkpl   
და ვიდრე იგი ამას იტყოდა-ღა, აჰა ერი და რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წინაუძღოდა მათ და მიეახლა იესოს ამბორის-ყოფად მისა, რამეთუ ესე სასწაული მიეცა მათა. და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს.

Verse: 48  Link to ntkpl   
ხოლო იესო ჰრქუა მას: იუდა, ამბორის-ყოფითა მისცემა ძესა კაცისასა?

Verse: 49  Link to ntkpl   
იხილეს რა მის თანათა მათ საქმე ესე, ჰრქუეს მას: უფალო, უკუეთუ მოვსრნეთ ესენი მახჳლითა?

Verse: 50  Link to ntkpl   
და სცა ვინმე მათგანმან ერთმან მონასა მღდელთმოძღურისასა და წარკვეთა ყური მისი მარჯუენე.

Verse: 51  Link to ntkpl   
მიუგო იესო და ჰრქვა მათ: აცადეთ აქამომდე, და შეახო ჴელი ყურსა მისსა და განკურნა იგი.

Verse: 52  Link to ntkpl   
ჰრქუა იესო მოსრულთა მათ მის ზედა მღდელთმოძღუართა და ერისთავთა ტაძრისათა და ხუცესთა: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსრულ ხართ მახჳლითა და წათებითა.

Verse: 53  Link to ntkpl   
დღითი-დღე ვიყავ მე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა, და არა განყავთ ჴელი ჩემ ზედა; არამედ ესე არს ჟამი თქუენი და ჴელმწიფება ბნელისა.

Verse: 54  Link to ntkpl   
და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთმოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით.

Verse: 55  Link to ntkpl   
და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა.

Verse: 56  Link to ntkpl   
და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო.

Verse: 57  Link to ntkpl   
ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი.

Verse: 58  Link to ntkpl   
და მცირედ-რე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათ თანა ხარ, ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათ თანა.

Verse: 59  Link to ntkpl   
და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუა ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს.

Verse: 60  Link to ntkpl   
ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად ვიდრე იტყოდა-ღა იგი ამას, ქათამმან იყივლა.

Verse: 61  Link to ntkpl   
და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუა იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ გზის უვარ-მყო მე.

Verse: 62  Link to ntkpl   
და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ

Verse: 63  Link to ntkpl   
ხოლო კაცთა მათ რომელთა შეეპყრა იესო, ეკიცხვიდეს მას და სცემდეს.

Verse: 64  Link to ntkpl   
და დაჰბურეს მას თავსა და სცემდეს პირსა და ჰკითხვიდეს და ეტყოდეს: წინაწარმეტყუელებდ, ვინ არს, რომელმან გცა შენ?

Verse: 65  Link to ntkpl   
და სხუასა მრავალსა სიტყუასა ჰგმობდეს და იტყოდეს მისთჳს.

Verse: 66  Link to ntkpl   
და ვითარცა განთენა დღე, შეკრბეს მოხუცებულნი ერისანი, მღდელთმოძღუარნი და მწიგნობარნი და აღიყვანეს იგი საკრებულოსა მას მათსა.

Verse: 67  Link to ntkpl   
და ეტყოდეს: უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ. ჰრქუა მათ იესო: უკეთუ გითხრა თქუენ, არა გრწმენეს ჩემი;

Verse: 68  Link to ntkpl   
და უკეთუ გკითხო თქუენ, ვერავე მომიგოთ მე გინა განმიტეოთ.

Verse: 69  Link to ntkpl   
ამიერითგან იყო ძე კაცისა მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა ღმრთისასა.

Verse: 70  Link to ntkpl   
და ჰრქუეს მას ყოველთა: შენ უკუე ხარა ძე ღმრთისაჲ? ჰრქუა მათ იესო: უკეთუ გითხრა თქუენ, არა გრწმენეს ჩემი;

Verse: 71  Link to ntkpl   
და მათ თქუეს: რასა-ღა გჳჴმან მოწამენი: რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმის პირისაგან მაგისისა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.