TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 36
Previous part

Chapter: 8 
Verse: 1  Link to ntkpl   მათ დღეთა შინა მერმე კუალად ერი მრავალი იყო და არა რაჲ აქუნდა, რამცა ჭამეს; მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ:

Verse: 2  Link to ntkpl   
მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინათგან მელიან მე, და არა რაჲ აქუს, რაჲ ჭამონ.

Verse: 3  Link to ntkpl   
და უკუეთუ განუტევნე უზმანი ვანად მათა, დაჰჴსნდენ გზასა ზედა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან.

Verse: 4  Link to ntkpl   
და მიუგეს მოწაფეთა მისთა და ჰრქუეს: ვინა ძალ-გჳც განძღებად აქა პურითა ესოდენისა ერისა უდაბნოსა ზედა?

Verse: 5  Link to ntkpl   
და ჰკითხა მათ: რაოდენი გაქუს პური? ხოლო მათ ჰრქვეს: შჳდი.

Verse: 6  Link to ntkpl   
და უბრძანა ერსა მას დასხდომა ქუეყანასა და მოიღო შჳდი იგი პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და დაუგეს ერსა მას.

Verse: 7  Link to ntkpl   
და აქუნდა თევზიცა მცირედ, და იგიცა აკურთხა და უბრძანა მან დაგებად.

Verse: 8  Link to ntkpl   
და ჭამეს და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი.

Verse: 9  Link to ntkpl   
და იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, ვითარ ოთხ ათას ოდენ; და განუტევნა იგინი.

Verse: 10  Link to ntkpl   
და მეყსეულად შევიდა იესო ნავსა მოწაფეთა მისთა თანა და წარვიდა ადგილთა დალმანუთასათა.

Verse: 11  Link to ntkpl   
და გამოვიდეს ფარისეველნი და იწყეს გამოძიებად მის თანა და ითხოვდეს მისგან სასწაულსა ზეცით და გამოსცდიდეს მას.

Verse: 12  Link to ntkpl   
და სულთ-ითქუნა სულითა თჳსითა და თქუა: რაჲ არს ნათესავი ესე, რამეთუ ეძიებს სასწაულსა? ამინ გეტყჳ თქვენ: არა ეცეს ნათესავსა ამას სასწაული.

Verse: 13  Link to ntkpl   
და დაუტევნა იგინი და კუალად შევიდა ნავსა და წარვიდა მიერ კერძო.

Verse: 14  Link to ntkpl   
და დაავიწყდა მიღებად პური, და ერთი ხოლო პური აქუნდა მათ ნავსა შინა.

Verse: 15  Link to ntkpl   
და ამცნებდა მათ იესო და ეტყოდა: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთასა და ცომისაგან ჰეროდიანთასა.

Verse: 16  Link to ntkpl   
ხოლო იგინი განიზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა გუაქუს.

Verse: 17  Link to ntkpl   
და გულისჴმა-ყო იესო და ჰრქუა მათ: რასა ჰზრახავთ გულთა თქუენთა, მცირედმორწმუნენო, რამეთუ პური არა გაქუს? არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ, რამეთუ დაბრმობილნი გულნი გქონან თქუენ?

Verse: 18  Link to ntkpl   
თუალ-გასხენ და არა ხედავთ, და ყურ-გასხენ და არა გესმის, არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ?

Verse: 19  Link to ntkpl   
ოდეს-იგი ხუთი პური განვტეხე ხუთ ათასთათჳს, და რაოდენი გოდორი, სავსე ნამუსრევითა, აღიღეთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტი.

Verse: 20  Link to ntkpl   
და ოდეს-იგი შჳდი ოთხ ათასთა, რაოდენი სფჳრიდი ნამუსრევი აღიღეთ? -- და მათ ჰრქუეს შჳდი.

Verse: 21  Link to ntkpl   
ხოლო იესო ჰრქუა მათ: ვითარ არა გულისჴმა-ჰყავთ?

Verse: 22  Link to ntkpl   
და მოვიდა ბეთსაიდად და მოჰგუარეს მას ბრმა და ევედრებოდეს მას, რაჲთა შეახოს მას.

Verse: 23  Link to ntkpl   
და უპყრა ჴელი ბრმასა მას და განიყვანა იგი გარეშე დაბასა და ჰნერწყუა თუალთა მისთა და დასდვა ჴელი მისი და ჰკითხა მას, რასაძი ჰხედავს.

Verse: 24  Link to ntkpl   
და აღიხილნა და იტყოდა: ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა მიმომავალთა.

Verse: 25  Link to ntkpl   
და მერმე კუალად დაასხნა ჴელნი თუალთა მისთა და აღუხილნა; და მან აღიხილნა და კუალად მოეგო და ხედვიდა ბრწყინვალედ ყოველთა.

Verse: 26  Link to ntkpl   
და წარავლინა იგი სახიდ თჳსა და ჰრქუა: წარვედ სახიდ შენდა; და დაბად რაჲ შეხჳდე, ნუ რას ვის უთხრობ დაბასა შინა.

Verse: 27  Link to ntkpl   
და გამოვიდა იესო და მოწაფენი მისნი დაბნებსა მას კესარია ფილიპესსა, და გზასა ზედა ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ: რაჲ თქჳან კაცთა ჩემთჳს ყოფა?

Verse: 28  Link to ntkpl   
ხოლო მათ მიუგეს და ჰრქვეს მას: იოანე ნათლისმცემელი, -- და სხუათა: ელია, და სხუათა: ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.

Verse: 29  Link to ntkpl   
ჰრქუა მათ იესო: თქუენ რაჲ სთქუათ ჩემთჳს, ვინ ვარ მე? მიუგო მას პეტრე და ჰრქუა: შენ ხარ ქრისტე.

Verse: 30  Link to ntkpl   
და შეჰრისხნა მათ, რაჲთა არა ვის უთხრან მისთჳს.

Verse: 31  Link to ntkpl   
და იწყო სწავლად მათა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა ფრიად ვნება და შეურაცხ-ყოფად მოხუცებულთაგან და მღუდელთმოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.

Verse: 32  Link to ntkpl   
და განცხადებულად სიტყუასა ამას ეტყოდა და გან-რე-იყვანა იგი პეტრე და იწყო ბრალობად მისა ამის სიტყჳსათჳს.

Verse: 33  Link to ntkpl   
ხოლო თავადი მიექცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი, შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.

Verse: 34  Link to ntkpl   
და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.

Verse: 35  Link to ntkpl   
რამეთუ, რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრინება, წარიწყმიდოს იგი; და, რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი.

Verse: 36  Link to ntkpl   
რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღჳოს?

Verse: 37  Link to ntkpl   
ანუ რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა?

Verse: 38  Link to ntkpl   
რამეთუ, რომელსა-იგი სირცხჳლ-უჩნდეს ჩემი და სიტყვათა ჩემთა, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისათა ანგელოზთა თანა წმიდათა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.