TITUS
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
Part No. 18
Chapter: 18
Verse: 1
მას
ჟამსა
შინა
მოუჴდეს
იესოს
მოწაფენი
და
ეტყოდეს
:
ვინმე
უფროჲს
იყოს
სასუფეველსა
ცათასა
?
Verse: 2
და
მოუწოდა
იესო
ყრმასა
და
დაადგინა
შორის
მათსა
Verse: 3
და
ჰრქუა
:
ამინ
გეტყჳ
თქუენ
:
უკეთუ
არა
მოიქცეთ
და
იქმნნეთ
,
ვითარცა
ყრმანი
,
ვერ
შეხჳდეთ
სასუფეველსა
ცათასა
.
Verse: 4
რამეთუ
რომელმან
დაიმდაბლოს
თავი
თჳსი
,
ვითარცა
ყრმა
ესე
,
იგი
უფროს
იყოს
სასუფეველსა
ცათასა
.
Verse: 5
და
რომელმან
შეიწყნაროს
ერთი
ყრმა
ესევითარი
სახელითა
ჩემითა
,
მე
შემიწყნარებს
.
Verse: 6
და
რომელმან
დააბრკოლოს
ერთი
მცირეთა
ამათგანი
ჩემდა
მომართ
მორწმუნეთა
,
უმჯობეს
არს
მისა
დამო-თუ-იკიდოს
წისქვილი
ვირით
საფქველი
ქედსა
და
დაინთქას
იგი
უფსკრულსა
ზღჳსასა
.
Verse: 7
ვაჲ
სოფლისა
ამის
საცთურთა
მათგან
,
რამეთუ
უნებლიადცა
მომავალ
არიან
საცთურნი
;
Verse: 8
ხოლო
ვაჲ
მის
კაცისა
,
რომლისაგან
მოვიდეს
საცთური
.
უკეთუ
ჴელი
შენი
,
ანუ
ფერჴი
შენი
გაცთუნებდეს
შენ
,
მოიკეუთე
იგი
და
განაგდე
შენგან
.
უმჯობეს
არს
შენდა
შესლვა
ცხორებასა
მკელობელისა
,
გინა
უჴელოსა
,
ვიდრე
ორნი
ჴელნი
და
ორნი
ფერჴნი
თუ
გესხნენ
და
შთავარდე
ცეცხლსა
მას
საუკუნესა
.
Verse: 9
და
უკუეთუ
თუალი
შენი
გაცთუნებდეს
შენ
,
აღმოიღე
იგი
და
განაგდე
შენგან
.
უმჯობეს
არს
შენდა
ერთთუალისა
შესლვად
ცხორებასა
,
ვიდრე
ორთა
თუალთა
სხმასა
და
შთაგდებად
გეენიასა
ცეცხლისასა
.
Verse: 10
ეკრძალენით
,
ნუუკუე
ვინმე
შეურაცხ-ჰყოთ
ერთი
მცირეთა
ამათგანი
.
გეტყჳ
თქუენ
,
რამეთუ
ანგელოზნი
მათნი
ცათა
შინა
მარადის
ჰხედვენ
პირსა
მამისა
ჩემისისა
,
რომელ
არს
ცათა
შინა
.
Verse: 11
რამეთუ
მოვიდა
ძე
კაცისა
ცხორებად
წარწყმედულისა
.
Verse: 12
ვითარ
ჰგონებთ
თქუენ
:
კაცსა
თუ
ვისმე
ედგას
ასი
ცხოვარი
და
შესცთეს
ერთი
მათგანი
,
არამე
დაუტევნესა
ოთხმეოცდაათცხრამეტნი
იგი
მთათა
ზედა
,
და
წარვიდეს
და
მოიძიოს
შეცთომილი
იგი
?
Verse: 13
და
რაჟამს
პოოს
იგი
,
ამინ
გეტყჳ
თქუენ
,
უფროს
უხაროდის
მის
ზედა
,
ვიდრე
ოთხმეოცდაათცხრამეტთა
მათ
,
რომელ
არა
შეცთომილ
იყვნეს
.
Verse: 14
ესრეთ
არა
არს
ნება
მამისა
თქუენისა
ზეცათასა
,
რაჲთა
წარწყმდეს
ერთი
მცირეთა
ამათგანი
.
Verse: 15
ხოლო
უკუეთუ
შეგცოდოს
შენ
ძმამან
შენმან
,
მივედ
და
ამხილე
მას
,
რაჟამს
შენ
და
იგი
ხოლო
იყვნეთ
მარტონი
.
უკუეთუ
ისმინოს
შენი
,
შეიძინე
ძმა
იგი
შენი
;
Verse: 16
ხოლო
უკუეთუ
არა
ისმინოს
,
მიიყვანე
შენ
თანა
ერთი
,
ანუ
ორი
სხუა
,
რაჲთა
პირითა
ორისა
და
სამისა
მოწამისათა
დაემტკიცოს
ყოველი
სიტყუა
.
Verse: 17
ხოლო
უკეთუ
მათიცა
არა
ისმინოს
,
უთხარ
კრებულსა
;
ხოლო
უკეთუ
კრებულისაცა
არა
ისმინოს
,
იყავნ
იგი
შენდა
,
ვითარცა
მეზუერე
და
წარმართი
.
Verse: 18
ამინ
გეტყჳ
თქუენ
:
რაოდენი
შეჰკრათ
ქუეყანასა
ზედა
,
კრულ
იყოს
იგი
ცათა
შინა
და
,
რაოდენი
განჰჴსნათ
ქუეყანასა
ზედა
,
ჴსნილ
იყოს
იგი
ცათა
შინა
.
Verse: 19
კუალად
ამინ
გეტყჳ
თქუენ
:
უკეთუ
ორნი
თქუენგანნი
შეითქუნენ
ქუეყანასა
ზედა
ყოვლისათჳსვე
საქმისა
,
რომელიცა
ითხოონ
,
ეყოს
მათ
მამისა
ჩემისაგან
ზეცათასა
.
Verse: 20
რამეთუ
სადაცა
იყვნენ
ორნი
,
გინა
სამნი
შეკრებულ
სახელისა
ჩემისათჳს
,
მუნ
ვარ
მე
შორის
მათსა
.
Verse: 21
მაშინ
მოუჴდა
მას
პეტრე
და
ჰრქუა
:
უფალო
,
რაოდენგზის
შემცოდოს
ძმამან
ჩემმან
,
და
მიუტეო
მას
?
ვიდრე
შჳდგზისამდეა
?
Verse: 22
ჰრქუა
მას
იესო
:
არა
გეტყჳ
შენ
ვიდრე
შჳდგზისამდე
,
არამედ
ვიდრე
სამეოცდაათ
შჳდგზის
.
Verse: 23
ამისთჳს
ემსგავსა
სასუფეველი
ცათა
კაცსა
მეუფესა
,
რომელმან
ინება
სიტყჳს
განგება
მონათა
თჳსთა
თანა
.
Verse: 24
და
ვითარცა
იწყო
განგებად
,
წარმოუდგინეს
მას
ერთი
თანამდები
ბევრისა
ტალანტისა
.
Verse: 25
და
ვითარ
არარა
აქუნდა
მას
,
რაჲთამცა
მისცა
,
უბრძანა
უფალმან
მისმან
განსყიდა
ცოლისა
მისისა
და
შვილთა
მისთა
,
და
რაცა
აქუნდა
მას
,
და
გარდაჴდად
იგი
.
Verse: 26
დავარდა
უკუე
მონა
იგი
,
თაყუანის-სცემდა
მას
და
ეტყოდა
:
სულგრძელ
იქმენ
ჩემ
ზედა
,
უფალო
,
და
ყოველივე
მიგცე
შენ
.
Verse: 27
შეეწყალა
უფალსა
მისსა
მონა
იგი
და
განუტევა
იგი
და
თანანადებიცა
იგი
მიუტევა
მას
.
Verse: 28
და
ვითარცა
გამოვიდა
მიერ
მონა
იგი
,
პოვა
ერთი
მის
თანამონა
,
რომელსა
თანაედვა
მისი
ასი
დრაჰკანი
,
შეიპყრა
იგი
და
შეაშთობდა
მას
და
ეტყოდა
:
მომეც
,
რაცა-იგი
თანაგაც
.
Verse: 29
შეუვრდა
მას
მოყუასი
იგი
მისი
,
და
ევედრებოდა
მას
და
ეტყოდა
:
სულგრძელ
იქმენ
ჩემ
ზედა
და
ყოველივე
მიგცე
შენ
.
Verse: 30
ხოლო
მან
არა
ისმინა
მისი
,
არამედ
წარვიდა
და
შეაგდო
იგი
საპყრობილესა
,
ვიდრემდე
მისცეს
მას
თანანადები
იგი
.
Verse: 31
ხოლო
იხილეს
რა
მის
თანამონათა
მათ
საქმე
ესე
,
შეწუხნეს
ფრიად
და
მივიდეს
და
აუწყეს
უფალსა
მათსა
ყოველივე
იგი
,
რაცა
იქმნა
.
Verse: 32
მაშინ
მოუწოდა
მას
უფალმან
მისმან
და
ჰრქუა
მას
:
მონაო
ბოროტო
,
ყოველივე
თანანადები
შენი
მიგიტევე
შენ
,
რამეთუ
მევედრებოდე
მე
.
Verse: 33
არა
ჯერ-იყო
შენდაცა
,
რაჲთამცა
შეიწყალე
შენ
თანამონა
იგი
,
ვითარცა
მე
შენ
შეგიწყალე
?
Verse: 34
და
განურისხნა
უფალი
იგი
მისი
და
მისცა
იგი
ჴელთა
მტანჯველთასა
,
ვიდრემდის
გარდაიჴადოს
ყოველი
იგი
თანანადები
მისი
.
Verse: 35
ეგრეთცა
მამამან
ჩემმან
ზეცათამან
გიყოს
თქუენ
,
უკეთუ
არა
მიუტევნეთ
კაცად-კაცადმან
ძმასა
თჳსსა
ყოვლითა
გულითა
თქუენითა
ცთომანი
მათნი
.
This text is part of the
TITUS
edition of
Tetraevangelium (redactio mcxetica defectiva)
.
Copyright
TITUS Project
, Frankfurt a/M, 20.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.