TITUS
Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem
Part No. 231
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to mcat Link to sept   ოც და ოთხსა თჳსა მის მეექუსისასა, მეორესა წელსა დარიოზ მეფისასა, მეშჳდესა თუესა, ოც და ერთსა თჳსასა, იტყოდა უფალი ჴელითა ანგეს წინაწარმეტყუელისაჲთა, და თქუა.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
არქუ ზორობაბელს სალათიელისსა ტომისაგან Page of ms. J: A20r  იუდაჲსა, და იესუს იოსედეკისსა მღდელსა მას/ დიდსა, და ყოველსა მას ნეშტსა ერისასა, და არქუ,

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
ვინ არს თქუენგანი, რომელსა ეხილვა სახლი ესე დიდებითა თჳსითა პირველად, და ვითარ ხედავთ აწ მას ვითარცა არა ყოფილსა თქუენ წინაშე.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
და აწ განძლიერდი ზორობაბელ, იტყჳს უფალი, და განძლიერდი იესუ იოსედეკისო მღდელი ეგე დიდი, და განძლიერდინ ყოველი იგი ერი ქუეყანისაჲ, იტყჳს უფალი, და იქმოდეთ, რამეთუ მე თქუენ თანა ვარ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
სიტყუაჲ რომელი აღგითქუ თქუენ გამოსლვასა თქუენსა ეგჳპტით, და სული ჩემი დადგრომილ არს თქუენ შორის. ნუ გეშინინ თქუენ,

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
რამეთუ ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, რამეთუ ერთგზის და შევძრა მე ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ჴმელი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
და შევძრნე ყოველნი ნათესავნი, და მოვიდენ რჩეულნი ყოველთა თესლთანი, და აღვავსო სახლი ესე დიდებითა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
ჩემი არს ვეცხლი, და ჩემი არს ოქროჲ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
რამეთუ დიდ იყოს დიდებაჲ სახლისაჲ ამის უკუანაჲსკნელი უფროჲს პირველისა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და ადგილსა ამას მოვსცე მშჳდობაჲ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, და მშჳდობაჲ სულისაჲ შესაწევნელად ყოველთა, რომელნი აშჱნებდეს აღმართებად ტაძარსა ამას.

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
ოც და ოთხსა მეცხრისა მის თთჳსასა, მეორესა წელსა დარიოზ მეფისასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ანგეაჲსა მიმართ წინაწარმეტყუელისა, და თქუა.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი, ჰკითხე შენ მღდელთა მათ შჯული, და არქუ;

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ მოიღოს კაცმან ჴორცი წმიდაჲ კიდესა სამოსლისა თჳსისასა და შეეხოს წუერსა სამოსლისა მისისასა პურისათანი, ანუ წუენისაჲ, Page of ms. J: A20v  გინა ღჳნისაჲ, გინა ზეთისაჲ;/ გინა თუ ყოვლისავე საჭმლისაჲ, უკუეთუ განწმიდნეს. და მიუგეს მღდელთა მათ, და ჰრქუეს, არა.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და თქუა ანგეოს; უკუეთუ შეეხოს შეგინებული სულითა ამის ყოვლისაგანსა, უკუეთუ შეიგინოს. და მიუგეს მღდელთა მათ, და ჰრქუეს, შეიგინოს.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
მიუგო ანგეოზ და ჰრქუა; ეგრეთცა ესე ერი, და ეგრეთცა ესე ნათესავი წინაშე ჩემსა, იტყჳს უფალი. ეგრეთცა საქმენი ჴელთა მათთანი, და რომელი შეეხოს მათ, შეიგინოს სიტყუათა მათთათჳს განთიადისათა; ელმოდის წინაშე პირსა უკეთურებისა მათისასა, და გძულდა ბჭეთა ზედა მამხილებელი.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და აწ დაიდევ<ი>თ გულთა თქუენთა ამიერ დღითგან და მერმეცა, ვიდრე დადეგადმდე ლოდი ლოდსა ზედა ტაძარსა უფლისასა.

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ვინ იყვენით, ოდეს იგი დასდევით საუნჯესა ოცი სათუელი, და იქმნა ათ სათუელ ქრთილი, და შთაჰჴედით საწნეხელსა აღმოვსებად ერგასისისა საწყაულისა, და იყო იგი ოც,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
დაგეც თქუენ უნაყოფოებითა და ხორშაკითა და სეტყჳთა ყოველსა ზედა საქმესა ჴელთა თქუენთასა, და არა მოიქეცით ჩემდა, იტყჳს უფალი.

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
დააწესენით აწ გულნი თქუენნი ამიერ დღითგან, და მიმდემი, ოც და ოთხითგან მეცხრისა თთჳსაჲთ, და ამიერ დღითგან ვინაჲთგან დაეფუძნა ტაძარი უფლისაჲ, დაიდევით გულთა თქუენთა,

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ საცნაურ იყოს კალოსა მერმე და ვენაჴსა და ლეღუსა და მროწეულსა და ხესა ზეთის-ხილისასა რომელსა არა მოაქუნდა ნაყოფი, ამიერ დღითგან ვაკურთხო.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ანგეს მიმართ წინაწარმეტყუელისა მეორედ ოც და ოთხსა თთჳსასა/, Page of ms. J: A21r  და თქუა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
არქუ ზორობაბელსა სალათიელისსა ტომისაგან იუდაჲსსა, ვითარმედ მე შევძრა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ჴმელი;

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
და დავამჴუნე საყდარნი მეფეთანი, და მოვსრა ძალი მეფეთა ყოველთა თესლთაჲ, და დავსცე ეტლები და მჴედრები, და დაეცეს ცხენები <და მჴედრები>, და აღმჴედრებულნი მათ ზედა კაცად-კაცადი მახჳლითა ძმისა მიმართ თჳსისა.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
მას დღესა შინა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი; მოგიყვანო შენ ზორობაბელ სალათიელსო მონაო ჩემო, იტყჳს უფალი, და დაგადგა შენ <ვითარცა> ბეჭედი, რამეთუ შენ სათნო გიყავ, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.: .: .:
Page of ms. J:  
Page of ms. O:  



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus Testamentum iberice: codd. Oshki & Jerusalem.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.