TITUS
Vetus testamentum iberice, redactio Gelatica
Part No. 67
Previous part

Chapter: 4  
თავი IV


Verse: 1   Link to mcat Link to sept   და აწ, ისრაელ, ისმინე სამართალთა და მშჯავრთაჲ, რაოდენთა მე გასწავებ თქუენ დღეს ქმნად, რაჲთა ცოცხალ იყვნეთ და განჰმრავალწილნეთ და შესრულთა დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ, რომელი უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან მოგცეს თქუენ.

Verse: 2   Link to mcat Link to sept   
არა შესძინოთ სიტყუასა, რომელსა მე გამცნებ თქუენ დღეს, და არა დააკლოთ მისგან დაცვად ყოველთა მცნებათა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა, რაოდენთა მე გამცნებ თქუენ დღეს, და არა დააკლოთ მისგან დაცვად ყოველთა მცნებათა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა, რაოდენთა მე გამცნებ თქუენ დღეს.

Verse: 3   Link to mcat Link to sept   
თუალთა თქუენთა იხილნეს ყოველნი, რაოდენნი უყვნა უფალმან ღმერთმან თქუენმან ველფეგორს, რამეთუ ყოველი კაცი, რომელი ვიდოდა შემდგომად ველფეღორისსა, აღჴოცა იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან თქუენ მიერ.

Verse: 4   Link to mcat Link to sept   
ხოლო თქუენ შეახლებულნი უფალსა ღმერთსა თქუენსა ცოცხალ იყვნეთ ყოველნი დღეს-დღებრ.

Verse: 5   Link to mcat Link to sept   
იხილეთ, გიჩუენენ თქუენ სამართალნი და მშჯავრნი, ვითარცა მამცნო მე უფალმან ქმნად ესრეთ ქუეყანასა შინა, რომელსა თქუენ შეხუალთ მუნ დამკჳდრებად მისსა:

Verse: 6   Link to mcat Link to sept   
და დაიცვენით და ყვენით, რამეთუ ესე არს სიბრ\ძნე Page of ms. Ga: 221v   თქუენი და გულისჴმის-ყოფაჲ წინაშე ყოველთა წარმართთასა, რომელთაცა ესმნენ ყოველნი ესე სამართალნი და თქუან: აჰა, ერი ბრძენი და მიწთომილი ნათესავი ესე დიდი.

Verse: 7   Link to mcat Link to sept   
რამეთუ რომელი ნათესავი არს დიდ, რომლისა არს მისსა ღმერთი მახლობელ მათსა, ვითარცა უფალი ჩუენდა ყოველსა შინა, რომელსაცა მჰხადოდი მას?

Verse: 8   Link to mcat Link to sept   
და რომელი ნათესავი არს დიდ, რომლისა არიან მისსა სამართალნი და მშჯავრნი მართალნი ყოველთაებრ ამის შჯულისათა, რომელსა მე მივსცემ Page of ms. Ga: 222r   წინაშე თქუენსა დღეს?

Verse: 9   Link to mcat Link to sept   
ეკრძალე მას და დაიცევ სული შენი ფრიად. ნუ დაივიწყენ ყოველთა სიტყუათა, რომელნი იხილნეს თუალთა შენთა, და ნუ განეშორებიან გულისაგან შენისათა და შეამთხჳნე ძეთა შენთა და ძეთა შენთასა

Verse: 10   Link to mcat Link to sept   
დღესა, რომელსა დასდეგით წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა მთასა შინა ხორივს, დღესა ეკლესიობისასა, რამეთუ თქუა უფალმან ჩემდამო: ეკლესია-ყავ ჩემდა მომართ ერი და ისმინნენ სიტყ\უანი Page of ms. Ga: 222v   ჩემნი, რაჲთა ისწავონ შიში ჩემი ყოველთა დღეთა, რაოდენთა ცოცხალ იყვნენ იგინი ქუეყანასა ზედა, და ძეთა მათთა ასწაონ.

Verse: 11   Link to mcat Link to sept   
და მოხუედით და დასდეგით ქუეშე მთისა. და მთაჲ იწუებოდა ცეცხლითა ვიდრე ცადმდე, ბნელი, ნისლი, ალმური, ჴმაჲ დიდი

Verse: 12   Link to mcat Link to sept   
და იტყოდა თქუენდა მიმართ მთასა ზედა საშუალ ცეცხლისა: ჴმაჲ სიტყუათაჲ გესმა თქუენ და მსგავსებაჲ არა იხილეთ, არამედ ჴმაჲ.

Verse: 13   Link to mcat Link to sept   
და მიგითხრა თქუენ აღთქუმაჲ თჳსი, რომელი გამცნო თქუენ ქმნად ათნი სიტყუანი, და დაწერნა იგინი ორთა ზედა ფიცართა.

Verse: 14   Link to mcat Link to sept   
და მე მამცნო უფალმან მას ჟამსა შინა სწავლად თქუენდა სამართალთა და მშჯავრთა ქმნად თქუენგან მათ ქუეყანასა ზედა, რომლისა მიმართ თქუენ მიხუალთ მუნ დამკჳდრებად მისსა.

Verse: 15   Link to mcat Link to sept   
და დაიცვენით ფრიად სულნი თქუენნი, რამეთუ მსგავსებაჲ არა იხილეთ მას დღესა შინა, რომელსა იტყოდა უფალი თქუენდა მიმართ ქორივს მთასა შინა საშუალ ცეცხლისა:

Verse: 16   Link to mcat Link to sept   
ნუ უშჯულოებთ და იქმთ თავთა თქუენთად მსგავსებასა წახნაგებულსა ყოველსა ხატსა, მსგავსებასა მამრისა ანუ მდედრისასა,

Verse: 17   Link to mcat Link to sept   
მსგავსებასა საცხოვართა მყოფთასა ქუეყანასა ზედა, მსგავსებასა ყოველისა ქათმისა ფრთოვნისასა, რომელი ფრინავს,

Verse: 18   Link to mcat Link to sept   
მსგავსებასა ყოვლისა ქუეწარმავალისასა, რომელი ვალს ქუეყანასა ზედა, მსგავსებასა ყოვლისა თევზისასა, რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე კერძო ქუეყანისასა.

Verse: 19   Link to mcat Link to sept   
და ნუ აღიხილავთ ცად და მხილველი მზისა და Page of ms. Ga: 223r   მთოვარისა და ვარსკულავთაჲ და ყოველთა სამკაულთა ცისათაჲ შეცთომილი თაყუანის-სცემ მათ და ჰმსახურებ მათ, რომელნი მისცნა უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა წარმართთა, მყოფთა ცასა ქუეშე.

Verse: 20   Link to mcat Link to sept   
ხოლო თქუენ შეგიწყნარნა ღმერთმან და გამოგიყვანნა თქუენ საჴუმილით რკინისაჲთ ეგჳპტით ყოფად მისსა ერად მკჳდრობისად, ვითარცა დღესა ამას შინა.

Verse: 21   Link to mcat Link to sept   
და უფალი ღმერთი გამიგულმწყრალნა მე თქუმულთათჳს თქუენ მიერ და ფუცა, რაჲთა არა განვვლო იორდანე ესე და რაჲთა არა შევიდე ქუეყანად, რომელსა უფალი ღმერთი მოგცემს ნაწილად.

Verse: 22   Link to mcat Link to sept   
რამეთუ მე მოვკუდები ქუეყანასა ამას შინა და არა განვვლო იორდანესა ამას. ხოლო თქუენ განჰვლოთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ კეთილი ისი.

Verse: 23   Link to mcat Link to sept   
ეკრძალენით, ნუ დაივიწყებთ აღთქუმასა უფლისა ღმრთისა თქუენისასა, რომელი აღთქუა თქუენდა მიმართ. და ნუ ჰგონებთ და იქმთ თქუენ თავისა თქუენსია წახნაგებულსა მსგავსებასა ყოველთასა, რომელნი გიბრძანნა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

Verse: 24   Link to mcat Link to sept   
რამეთუ უფალი ღმერთი შენი ცეცხლ განმლეველ არს, ღმერთი მოშეურნე.

Verse: 25   Link to mcat Link to sept   
ხოლო უკუეთუ ჰშვნე ძენი და ძენი ძეთა შენთანი და დაიყოვნოთ ქუეყანასა ზედა და უშჯულო იქმნნეთ და ჰქმნათ ქანდაკებული მსგავსებაჲ ყოვლისაჲ და ჰქმნათ ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და განარისხო იგი,

Verse: 26   Link to mcat Link to sept   
გიწამებ თქუენ დღეს ცასა და ქუეყანასა, ვითარმედ წარწყმედით წარსწყმდეთ ქუეყანისაგან, რომლისა მიმართ თქუენ წიაღ-ხუალთ იორდანესა მუნ დამკჳდრებად მისსა, არა იმრავალჟამეულნეთ დღენი მას ზედა, არამედ აღჴოცით აღიჴოცნეთ.

Verse: 27   Link to mcat Link to sept   
და განგლესნეს უფალმან თქუენ ყოველთა შორის, რომელთა მიმართ შეგიყვანნეს თქუენ უფალმან მუნ.

Verse: 28   Link to mcat Link to sept   
და ჰმსახურებდეთ თქუენ ღმერთთა უცხოთა, ქმნულთა ჴელთა კაცთასა, ძელთა და Page of ms. Ga: 224r   ქვათა, რომელნი არა ჰხედვენ, არცა ესმის, არცა ჭამენ, არცა იყნოსენ.

Verse: 29   Link to mcat Link to sept   
და გამოიძიოთ მუნ უფალი ღმერთი თქუენი და ჰპოოთ იგი, რათა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა წირსა შინა შენსა.

Verse: 30   Link to mcat Link to sept   
და ჰპოვნეთ ყოველნი ესე სიტყუანი უკუანაჲსკნელთა დღეთასა. და მოიქცე უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა და ისმინო ჴმისა მისისაჲ.

Verse: 31   Link to mcat Link to sept   
რამეთუ უფალი ღმერთი მოწყალე არს, უფალი ღმერთი შენი, არა დაგიტევოს შენ, არცა აღჴოცოს შენ, არა დაივიწყოს აღთქუმისა მამათა შენთაჲსა, რომელსა ეფუცა მათ უფალი.

Verse: 32   Link to mcat Link to sept   
იკითხეთ დღეთა ყოფილთა უწინარეს შენსა, დღითგან, რომლით აღაგო ღმერთმან კაცი ქუეყანასა ზედა, და კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედ ცისამდე, უკუეთუ იქმნა მსგავსად სიტყჳსა ამის დიდისა, უკუეთუ გესმა-ყე ესევითარი,

Verse: 33   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ ესმა ნათესავსა ჴმაჲ მცხოვნისა, მზრახვალისაჲ საშუალით ცეცხლისაჲთ, ვითარ-სახედ გესმა შენ და სცხოვნდი,

Verse: 34   Link to mcat Link to sept   
უკუეთუ განცადა ღმერთმან, შესრუ\ლმან Page of ms. Ga: 224v   გამოყვანებად თავისა თჳსისა ნათესავი შორის ნათესავთაჲსა, განსაცდელითა და სასწაულებითა და ნიშებითა და ბრძოლითა და ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და საჩუენებელებითა დიდითა ყოველთაებრ, რომელნი მიყვნა ჩუენ უფალმან ღმერთმან ცუენმან ეგჳპტეს შინა წინაშე შენსა მხედველისა,

Verse: 35   Link to mcat Link to sept   
რაჲთა სცნა შენ, ვითარმედ უფალი ღმერთი შენი ესე ღმერთ არს და არა არს მერმე თჳნიერ მისსა.

Verse: 36   Link to mcat Link to sept   
ცით გამო სასმენელ შენდა და ქუეყანასა ზედა გიჩუენა შენ ცეცხლი მისი დიდი, და სიტყუანი მისნი გესმნეს საშუალით ცეცხლისაჲთ

Verse: 37   Link to mcat Link to sept   
სიყუარულისათჳს მის მიერ მამათა შენთაჲსა და გამოგირჩია თესლი მათი მათ თანა თქუენ. ამოგიყვანა შენ მან ძალითა თჳსისთა დიდთა ეგჳპტით

Verse: 38   Link to mcat Link to sept   
მოსრვად ნათესავი დიდი და უძლიერესი შენსა წინაშე პირსა შენსა, შეყვანებად შენდა და მოცემად ქუეყანაჲ მათი სამკჳდრებელად, ვითარცა გაქუს დღეს.

Verse: 39   Link to mcat Link to sept   
და ცან დღეს და მოიქეც განგონებითა, ვითარმედ უფალი ღმერთი შენი ესე არს ღმერთ ცათა შინა ზე და ქუეყანასა ზედა ქუე, და არა არს მერმე თჳნიერ მისსა.

Verse: 40   Link to mcat Link to sept   
და დაიცვენ სამართალნი მისნი და მცნებანი მისნი, რომელთა მე გამცნებ შენ დღეს, რაჲთა კეთილი იქმნეს შენდა და ძეთა შენთა შენ თანა, რაჲთა გრძელდღე იქმნნეთ ქუეყანასა ზედა, რომელი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ ყოველთა დღეთა.

Verse: 41   Link to mcat Link to sept   
მაშინ განუჩინნა მოსემან სამნი ქალაქნი წიაღ იორდანესა მზისა აღმოსავალით კერძო.

Verse: 42   Link to mcat Link to sept   
შელტოლვად მუნ კაციმსკლველისა, რომელიცა შეილტოდის მუნ და ცხონდეს. რომელმანცა მოკლას მოყუასი უმეცრებით და ესრეთ არა სძულდა იგი უწინარეს გუშინისა და მესამისა, და შეივლტოდის Page of ms. Ga: _   ერთსა ქალაქთა ამათგანსა და ცხოვნდეს:

Verse: 43   Link to mcat Link to sept   
ბოსორი უდაბნოს ქუეყანასა შინა ველობსა რუბენს, და რაბოთი გალაადისაჲ გადს, და ღვლონი ბასსანისაჲ მანასის.

Verse: 44   Link to mcat Link to sept   
ესე შჯული არს, რომელი დაუდვა მოსემან ძეთა ისრაელისათა,

Verse: 45   Link to mcat Link to sept   
გა-მო-რაჲ-სრულ იყვნეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით,

Verse: 46   Link to mcat Link to sept   
წიაღ იორდანისა, ღელესა შინა მახლობელად სახლსა ფოღორისსა, ქუეყანასა სიონ მეფისა ამორრეველთაჲსასა, რომელი მკჳდრ იყო ესსევონს, რომელი დასცა მოსემან და ძეთა ისრაელისათა გამოსლვასა მათსა ქუეყანით.

Verse: 47   Link to mcat Link to sept   
და დაიმკჳდრეს ქუეყანაჲ მისი და ქუეყანაჲ ოგისი მეფისა ბასანისაჲ ორთა მეფეთა ამორრეველთაჲსაჲ, რომელნი იყვნეს წიაღ იორდანესა აღმოსავალით კერძო მზისაჲთ,

Verse: 48   Link to mcat Link to sept   
აროირითგან, რომელ არს ბაგესა თანა ნაღუარევისა არნონისასა, და მთასა თანა სებონისასა, რომელ არს ერმონი,

Verse: 49   Link to mcat Link to sept   
ყოველი არაბიაჲ წიაღ იორდანისა აღმოსავალით კერძო მზისაჲთ ქუე ასიდოთითგან გამოთლილი.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice, redactio Gelatica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.