TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 157
Previous part

Chapter: 4  
Verse: 1   Link to exak Link to gelatat Link to sept   აწ გესმოდენ ისრაჱლსა სამართალი და მსჯავრი, რომელსა-ესე მე გასწავებ შენ დღესდღე ყოფად მაგისა, რათა სცხონდე და განსძლიერდე, შეხჳდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ იგი, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მამათა შენთამან მოგცეს შენ.

Verse: 2   Link to exak Link to gelatat Link to sept   
არა შესძინო შენ სიტყუაჲ ერთი, რომელსა-ესე მე გამცნებ თქუენ და არცა დააკლოთ მაგას, არამედ დაიცვნე შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე.

Verse: 3   Link to exak Link to gelatat Link to sept   
თუალნი თქუენნი ხედვიდეს, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან ბელფეგოს, რამეთუ ყოველი კაცი, რომელი შეუდგა ბელფეგორსა, აღჴოცა იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან საშოვლისაგან.

Verse: 4   Link to exak Link to gelatat Link to sept   
თქუენ, ეგენი რომელ შეახლებულ ხართ უფალსა ღმერთსა თქუენსა, სცხონდეთ ვითარცა-ესე დღესდღე.

Verse: 5   Link to exak Link to gelatat Link to sept   
იგულეთ, აჰა, ესერა, მიგეც თქუენ სამართალი და მსჯავრი, ვითარცა მამცნო მე უფალმან ღმერთმან ჩემმან, რათა ჰყოთ თქუენ იგი ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალთ დამკჳდრებად მუნ.

Verse: 6   Link to exak Link to gelatat Link to sept   
დაცვად მცნებათა მათ და ყოფად ამისა, რამეთუ ესე არს სიბრძნე და მეცნიერებაჲ თქუენდა, წინაშე ყოველთა წარმართთა, რომელთა ესმოდის ყოველი სამართალი ესე თქუენი. აჰა, ესერა, ერი ბრძენი და მეცნიერი ნათესავი დიდი,

Verse: 7   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რამეთუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისაჲმცა უფალი ღმერთი იყო მახლობელ მათა, ვითარცა უფალი ღმერთი ჩუენი მახლობელ არს ჩუენდა ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა ვხადოდით მას?

Verse: 8   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ანუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისა მიცემულ არს სამართალი და მშჯავრი მსგავსად ყოვლისა ამის შჯულისა, რომელ-ესე მე მიგეც თქუენ დღესდღე?

Verse: 9   Link to exak Link to gelatat Link to sept   
იგულე თავი შენი და დაიცევ სული შენი ფრიად, ნუ დაივიწყებ ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელ-ესე იხილეს თუალთა შენთა და ნუცა განიშორებ გულისაგან შენისა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, არამედ წურთილ ჰყვნე შვილნი შენნი და შვილნი შვილთა შენთანი.

Verse: 10   Link to exak Link to gelatat Link to sept   
დღესა მას, რომელსა-იგი წარსდეგით თქუენ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა ქორებს, რამეთუ მეტყოდა მე უფალი და მრქუა: შემოკრიბე ერი ეგე ჩემ წინაშე და ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და შეისწაონ შიში ჩემი ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა, რავდენცა ცხონდენ ქუეყანასა ზედა, და ასწაონ შვილთაცა მათთა.

Verse: 11   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და მოჰკერბით და დასდეგით წინაშე მთასა მას და მთა იგი აღჭურვილი აღატყდებოდა ცეცხლითა ვიდრე ცადმდე და ბნელი ჴშირი ნისლისა და არმურისაჲ და ჴმაჲ ბრძანებისა უფლისაჲ.

Verse: 12   Link to exak Link to gelatat Link to sept   
გეტყოდა თქუენ უფალი მიერ მთით შორის ცეცხლსა მას, რომლისა ჴმაჲ სიტყუათა მისთაჲ გესმოდა თქუენ, ხოლო ქმნულებასა არა ხედევდით.

Verse: 13   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და გითხრობდა თქუენ მცნებათა მათ, რომელ-იგი გამცნო თქუენ ყოფად მისა და მოგცნა თქუენ ათნი იგი მცნებანი შჯულისანი დაწერილნი ორთა ზედა ფიცართა ქვისათა.

Verse: 14   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და მამცნო მე უფალმან მას ჟამსა შინა სწავლად თქუენდა სამართალი და მშჯავრი, რათა ვყო იგი ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალთ თქუენ.

Verse: 15   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ეკრძალენით თავთა თქუენთა, რამეთუ ხატი ქმნულებისაჲ არა იხილოთ თქუენ დღესა მას, რომელსა გეტყოდა თქუენ უფალი ღმერთი მთასა მას ქორებსა შორის ცეცხლსა მას.

Verse: 16   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და თქუა, ვითარმედ: ნუ ურჩულოებთ, ნუცა იქმთ თავისა თქუენისა კერპთა გამოქანდაკებულთა მსგავსად ხატისა მამლისა გინა დედლისა,

Verse: 17   Link to exak Link to gelatat Link to sept   
გინა თუ მსგავსად ყოვლისავე საცხოვრისა, რომელ-რა არს ქუეყანასა ზედა, ანუ თუ მსგავსად ყოვლისა მფრინველისა ფრთოვანისა, რომელი ფრინავს ცასა ქუეშე,

Verse: 18   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ანუ მსგავსად ყოვლისავე ქუეწარმძრომელისა, რომელი ძურების პირსა ზედა ქუეყანისსა, ანუ მსგავსად ყოვლისავე მცურვალისა, რომელი ცურავს წყალთა შინა ქუეყანასა ქუეშე.

Verse: 19   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ნუცა აღიხილავ ზეცად, რათა არა რაჟამს იხილო მზე, გინა თუ მთოვარე და ვარსკულავნი, ანუ თუ ყოველი სამკაული ცათა, და შესცთე თაყუანის-ცემად, ანუ მსახურებდე მათ, რომელ-იგი განგაშორნა თქუენგან უფალმან ღმერთმან თქუენმან და მისცა წარმართთა, რომელ არს ქუეშე ცასა.

Verse: 20   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ხოლო თქუენ შეგიწყალნა უფალმან ღმერთმან თქუენმან და გამოგიყვანნა თქუენ საჴუმილისა მისგან რკინისასა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა, რათა იყო შენ მისა ერად მკჳდრობისა დღესდღე.

Verse: 21   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და აწ უფალი ღმერთი განრისხნა ჩემ ზედა სიტყუათა თქუენთათჳს და ფუცა, რათა არა წიაღვიდე მე იორდანესა მდინარესა და არცა შევიდე მე ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს თქუენ ნაწილად მკჳდრობისა თქვენისა.

Verse: 22   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ხოლო აწ მე მოსიკუდიდ ვარ ამასვე ქუეყანასა და არა წიაღსლვად ვარ მე იორდანესა მდინარესა, ხოლო თქუენ წიაღჰჴდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი კეთილი.

Verse: 23   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ეკრძალე, ნუუკუე დაივიწყო შენ მცნებაჲ იგი უფლისა ღმრთისა თქუენისა, რომელ გამცნო თქუენ და არა იქმნნეთ თავისა თქუენისა კერპნი გამოქანდაკებულნი მსგავსად ყოვლისა მის, რომლისა-ესე გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან,

Verse: 24   Link to exak Link to gelatat Link to sept   
განშორებად მისგან, რამეთუ უფალი ღმერთი ცეცხლშემცველ არს და ღმერთი მოშურნე.

Verse: 25   Link to exak Link to gelatat Link to sept   
უკეთუ ისხნე შენ შვილნი, ანუ შვილისშვილნი და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა და უშჯულოებდე და ჰყო ბოროტი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, და იქმნნე შენ თავისა შენისა კერპნი, და განარისხო უფალი ღმერთი შენი.

Verse: 26   Link to exak Link to gelatat Link to sept   
აჰა, ესერა, შეგწამებ მე დღეს თქუენ წინაშე ცასა და ქუეყანასა, რამეთუ მოსპოლვით მოგსპნეს თქუენ ქუეყანისა მისგან, რომლისათჳს წიაღ ხუალთ იორდანესა მდინარესა დამკჳდრებად მისა და არა დღეგრძელად დაიმკჳდროთ მუნ, არამედ მოსრვით მოისრნეთ.

Verse: 27   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და განგაბნინეს თქვენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა შოის წარმართთა. დაშთეთ თქუენ მცირედ რიცხჳთ წარმართთა შორის, რომელსა-იგი შეგიყვანნეს თქუენ უფალმან.

Verse: 28   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ჰმსახურებდეთ თქუენ კერპთა უცხოთა, ქმნულთა ჴელითა კაცისა ძელითა და რვალითა, რომელნი არა ხედვიდეს და არცა ესმოდის, არცა ჭამდენ და არცა იყნოსდენ.

Verse: 29   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ეძიებდეთ თქუენ უფალსა ღმერთსა თქუენსა და ჰპოოთ იგი, რაჟამს ეძიებდეთ მას ყოვლითა გონებითა თქუენითა და ყოვლითა გულითა თქუენითა.

Verse: 30   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რაჟამს სიმდაბლით ეძიებდეთ მას ჭირსა შინა თქუენსა და მოგეგონებოდიან თქუენ სიტყუანი ესე ჩემნი შემდგომად ჟამთა. და მოიქცე შენ უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა და ისმინო ჴმაჲ ბრძანებისა მისისა.

Verse: 31   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რამეთუ უფალი ღმერთი მოწყალე არს, უფალმან ღმერთმან შენმან არა დაგაგდოს შენ, არცაღა წარგწყმიდოს შენ, არცა დაივიწყოს აღთქუმაჲ იგი მამათა შენთა, რომელ-იგი ეფუცა მათ.

Verse: 32   Link to exak Link to gelatat Link to sept   
იკითხენით დღენი იგი პირველნი, რომელ-იგი თქუენსა წინა იყვნეს, ვინაჲთ დღითგან შექმნა ღმერთმან კაცი პირსა ზედა ქუეყანისასა და კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედმდე მისა ყოფილ თუ სადამე არს მსგავსად სიტყჳსა ამის დიდისა,

Verse: 33   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რომელ-ესე თქუენ გესმა, ესმა თუ რომელსამე ნათესავსა ჴმაჲ ღმრთისაჲ ცხოველისაჲ, ვითარ-იგი ეტყოდა შორის ცეცხლსა, რომელ-იგი გესმოდა შენ და სცხონდი.

Verse: 34   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ანუ თუ გან-სადამე-ცადა ღმერთმან შესლვად და გამოყვანებად ნათესავი ნათესავთაგან სასწაულებითა და ნიშებითა ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და საჩუენებელითა დიდძალითა ყოველთათჳს, რომელ ყო უფალმან ღმერთმან თქვენმან ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე შენსა,

Verse: 35   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რათა გულისხმა-ჰყო, რამეთუ უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ არს ღმერთ და არა არს სხუა ღმერთ მისა გარე.

Verse: 36   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ცით გარდამო ისმა ჴმაჲ მისი სასწაულად შენდა და ქუეყანასა ზედა გიჩუენა შენ ცეცხლი იგი მისი დიდი და სიტყუაჲ იგი მისი გესმა შორის ცეცხლსა მას.

Verse: 37   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რამეთუ შეიყვანნა მუნ მამანი იგი თქუენნი და გამოირჩია მან ნათესავი იგი მათი შემდგომად მათსა თქუენ ყოველთა უფროჲს წარმართთა და გამოგიყვანა შენ ძალითა მით დიდითა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა.

Verse: 38   Link to exak Link to gelatat Link to sept   
დაცემად წინაშე პირსა შენსა, ნათესავები იგი დიდ-დიდები უძლიერესი შენსა შეყვანებად და მიცემად შენდა ქუეყანაჲ იგი მათი სამკჳდრებელად მკჳდრობისა შენისა, ვითარცა-ეგე გიპყრიეს დღესდღე.

Verse: 39   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რათა გულისხმა-ჰყო დღეს გონებასა შენსა, რამეთუ უფალი თავადი არს ღმერთ ზეცათა შინა და ქვეყანასა ზედა და არა ვინ არს მისა გარეშე სხუჲ ღმერთი

Verse: 40   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და დაიცვნე შენ მცნებანი მისნი და სამართალნი, რომელსა მე გამცნებ შენ დღესდღე, რათა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა და დღეგრძელ იყვნეთ ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ ყოველთა დღეთა თქუენთა.

Verse: 41   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მას ჟამსა გამოაყენნა მოსე სამნი ქალაქნი წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით კერძო.

Verse: 42   Link to exak Link to gelatat Link to sept   
შესავედრებელად კაცისმკლველთა, რათა რომელმანცა მოკლა მოყუასი თჳსი იშჳდ და არა ნებსით თჳსით, არა ზრახვით და არცა სიძულილით იყო მისა მიმართ გუშინ, ანუ ძოღან და შევარდეს ეგევითარი იგი ერთსა მას ქალაქთაგანსა, განერეს და ცხონდეს.

Verse: 43   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ბოსორი უდაბნოჲთ კერძო, ველთა მათ ქუეყანისა რუბენისგან და ჰრომოთ გალაადით კერძო ქუეყანისა მისგან გაადისი და გულანი ბასაანსა.

Verse: 44   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ესე შჯული არს, რომელ დადვა მოსე წინაშე ძეთა მათ ისრაჱლისათა.

Verse: 45   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ესე მცნებანი არიან წამებანი და სამართალნი, რომელთა ეტყოდა მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა უდაბნოსა მას, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 46   Link to exak Link to gelatat Link to sept   
წიაღ იორდანესა ჴევსა მას, მახლობელად სახლისა მის ფოგორისსა, ქვეყანასა მას სეონ, მეფისა მის ამორეველთაჲსა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ესებონს, რომელ-იგი მოსრა მოსე და ძეთა მათ ისრაჱლისათა, რაჟამს გამოვიდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით.

Verse: 47   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და დაიმკჳდრეს მათ ქუეყანაჲ იგი და ქუეყანაჲ ოგისი, მეფისა მის ბასაანისაჲ, ორთა მათ შარავანდედთა ამორეველთაჲ, რომელ-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა,

Verse: 48   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მზის აღმოსავალით კერძო აროერითგან, რომელ არს კიდესა ნაღუარევთა მათ არნონისათა მიმთადმდე სებნისა, რომელ არს ერმონი,

Verse: 49   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ყოვლით კერძო არაბიაჲთ წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით ასეროთით, მთით თლილით.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.