TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 158
Previous part

Chapter: 5  
Verse: 1   Link to exak Link to gelatat Link to sept   მოუწოდა მოსე ყოველსა მას ისრაჱლსა და ჰრქუა მათ: გესმოდენ ისრაჱლსა ყოველი ესე სამართალი და მშჯავრი, რომელთა-ესე გეტყჳ თქუენ ყურთა თქუენთა დღესდღე, დაისწავეთ დამარხვად და ყოფად მაგისა.

Verse: 2   Link to exak Link to gelatat Link to sept   
უფალმან ღმერთმან თქუენმან დადვა თქუენ თანა მცნებაჲ აღთქუმისაჲ ქორებს.

Verse: 3   Link to exak Link to gelatat Link to sept   
არა თუ მამათა თქუენთა თანა დადვა უფალმან აღთქუმაჲ ესე, არამედ თქუენ თანა, თქუენ, ეგერა, დღეს ყოველნი ცოცხალ ხართ.

Verse: 4   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რამეთუ პირისპირ გეტყოდა თქუენ უფალი მთასა მას შინა ცეცხლსა მას შორის.

Verse: 5   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და მე ვდეგ შორის უფლისა და თქუენსაცა მას ჟამსა შინა თხრობად თქუენ სიტყუათა მათ უფლისათა, რამეთუ შეშინებულ იყვენით თქუენ წინაშე პირსა მის ცეცხლისასა და არა აღხუედით მთასა მას, რამეთუ გეტყოდა თქუენ უფალი და თქუა:

Verse: 6   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისაჲსა.

Verse: 7   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ნუ იყოფინ შენდა სხუაჲ ღმერთი ჩემსა გარეშე, არა იქმნე თავისა შენისა კერპნი გამოქანდაკებულნი,

Verse: 8   Link to exak Link to gelatat Link to sept   
არცა მსგავსი ყოვლისავე, რომელ არს ცასა შენა ზესკნელ და არცაღა, რომელ არს ქუეყანასა ზედა ქუესკნელ და არცაღა, რომელ არს წიაღთა შინა ქუესკნელსა ქუეყანასა.

Verse: 9   Link to exak Link to gelatat Link to sept   
არა თაყუანი-სცე მათ, არცა ჰმსახურებდე მათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, რომელმან მივაგი ცოდვაჲ მამათაჲ შვილთა სამად და ოთხადმდე ნათესავად მოძულეთა მათ ჩემთა.

Verse: 10   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ვყვი წყალობაჲ ათასამდე ნათესავად მოყუარეთათჳს სახელისა ჩემისათა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი ჩემნი.

Verse: 11   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ნუ ჰფუცავ სახელსა უფლისა ღმრთისა შენისასა სიცრუვით, რამეთუ არა განწმიდოს უფალმან ღმერთმან ყოველივე, რომელი - ფუცვიდეს სახელსა მისსა სიცრუვით.

Verse: 12   Link to exak Link to gelatat Link to sept   
დაიცევ შენ დღე იგი შაბათისაჲ, წმიდა და ფუფუნეულ-ჰყო იგი, ვითარცა გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

Verse: 13   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ექუს დღე იქმოდი შენ ყოველსა მას საქმესა შენსა.

Verse: 14   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რამეთუ დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ, არა იქმოდე შენ ყოველსავე საქმესა შენსა, ნუცა შენ, ნუცაღა ძე შენი, ნუცა ასული შენი, ნუცა მონა შენი, ნუცა მჴევალი შენი, ნუცა ჴარი შენი, ნუცა კარაული შენი, ნუცაღა ყოველივე საცხოვარი შენი, ნუცა მწირი შენი, ნუცა მსხემი შენი, რომელი შეყოფილ იყოს, და ჯდეს შინაგან ბჭეთა შენთა.

Verse: 15   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რამეთუ განისუენოს მონამან შენმან და მჴევალმან შენმან და საცხოვარმან შენმან და მწირმან შენმან, ვითარცა შენ. მოიჴსენე შენ, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და გამოგიყვანა შენ მიერ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა. ამისთჳს გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან დამარხვად დღე იგი შაბათთაჲ.

Verse: 16   Link to exak Link to gelatat Link to sept   
თავ-უყავ მამასა შენსა და დედასა შენსა, ვითარცა გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო შენ ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.

Verse: 17   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ნუ კაც-ჰკლავ.

Verse: 18   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ნუ იმრუშებ,

Verse: 19   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ნუ იპარავ,

Verse: 20   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ნუ სწამებ წამებასა ცილსა მოყუსისა შენისა მიმართ,

Verse: 21   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ნუ გული-გითქუამნ ცოლსა მოყუსისა შენისასა, ნუცა გული-გითქუამნ სახლსა მოყუსისა შენისასა, ნუცა ქუეყანასა მისსა, ნუცა მონასა მისსა, ნუცა მჴევალსა მისსა, ნუცაღა ჴარსა მისსა, ნუცა კარაულსა მისსა, ნუცა საცხოვარსა მისსა, ნუცა ყოველივე, რაჲცა იყოს მოყუსისა შენისაჲ.

Verse: 22   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ამათ სიტყუათა ეტყოდა უფალი ყოველსა მას შესაკრებელსა ისრაჱლისასა მთასა მას შინა, შორის ცეცხლსა მას, და შორის ბნელსა მას არმურისა მის ნისლისა წყუდიადისასა, ჴმითა მაღლითა, და მერმე არღარა შესძინა სიტყუად. და დაწერა ესე ორთა ფიცართა ქვისათა და მომცა მე.

Verse: 23   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და იყო, რაჟამს ისმინეთ თქუენ ჴმაჲ იგი სიტყუათა მათ უფლისათაჲ შორის ცეცხლსა მას, რამეთუ მთაჲ იგი აღგზებული ცეცხლითა აღატყდებოდა, მოხუედით ჩემდა ყოველი ეგე მთავრები ნათესავთა მაგათ თქუენთაჲ და მოხუცებული ერისა თქუენისაჲ და მარქუთა მე.

Verse: 24   Link to exak Link to gelatat Link to sept   
აჰა, ესერა, გჳჩუენა ჩუენ უფალმან ღმერთმან დიდებაჲ იგი მისი და ჴმაჲ იგი მისი გუესმა ცეცხლით გამო დღესდღე და ვიხილეთ, ვითარცა ეტყოდა ღმერთი კაცსა და ცხონდა.

Verse: 25   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და აწ ნუუკუე მოვწყდეთ, ანუ გუეწიოს და მოგუსრნეს ჩუენ ცეცხლმან მან დიდმან, შე-ღათუ-ვსძინოთ ჩუენ სმენად ჴმისა მისა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲსა მერმე, და მოვწყდეთ.

Verse: 26   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ვინ არს ჴორციელი, რომელსამცა ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისა ცხოველისაჲ, ვითარმცა ეტყოდა ცეცხლით გამო, ვითარ-ესე ჩუენ გეუტყოდა და ცხონდა.

Verse: 27   Link to exak Link to gelatat Link to sept   
აწ მიეახლე შენ და ისმინე, რასა იტყოდის უფალი ღმერთი ჩუენი და შენ გუეტყოდე ჩუენ ყოველთა მათ მცნებათა, რომელთასა გეტყოდის შენ უფალი ღმერთი ჩუენი, ვისმინოთ შენი და ვყოთ.

Verse: 28   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და შეესმა უფალსა ჴმაჲ იგი სიტყჳსა მის ქუეყანისაჲ, რომელსა მეტყოდეთ მე და მრქუა მე უფალმან: მესმა მე ჴმაჲ სიტყჳსა ერისაჲ მის, რომელსა-იგი გეტყოდის შენ მართლიად, მოგიგეს შენ ყოველივე, რომელსაცა-იგი გეტყოდეს შენ.

Verse: 29   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ვინმემცა უკუე მისცა გულთა მაგათთა მარადის შიში იგი ჩემი და დამარხვა ყოველსა ჟამსა მცნებათა ჩემთაჲ, რათამცა კეთილი ეყო მათ და ნაშობთა მათთა უკუნისამდე?

Verse: 30   Link to exak Link to gelatat Link to sept   
აწ მივედ და ეტყოდე მათ და მიიქცენ იგინი სახედვე მათთა.

Verse: 31   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ხოლო შენ დადეგ აქა ჩემ თანა და გეტყოდი შენ ყოველთა მათ მცნებათა და სამართალთა, რომელი ასწაო მათ და ჰყოფდენ მას ქუეყანასა მას ზედა, რომელი მე მივეც მათ ნაწილად მკჳდრობისა მათისა

Verse: 32   Link to exak Link to gelatat Link to sept   
დამარხვად და ყოფად, ვითარ-იგი გამცენ შენ უფალმან ღმერთმან შენმან, არა მიაქციო მარჯულ, არცა მარცხლ.

Verse: 33   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ყოველთავე გზათა შენთა, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, არამედ ხჳდოდი ყოველთა მცნებათა მისთა, რათა განგისუენოს შენ და კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა მას ზედა, რომელსა დაემკჳდრო შენ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.