TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 159
Previous part

Chapter: 6  
Verse: 1   Link to exak Link to gelatat Link to sept   ესე მცნებანი არიან და სამართალნი და მშჯავრი, რომელ-იგი გამცნო თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან, რათა ისწაოთ და ჰყოთ ესე ქუეყანასა მას, რომელსა-ეგე თქუენ შეხუალთ დამკჳდრებად მუნ.

Verse: 2   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რათა გეშინოდის შენ უფლისა ღმრთისა შენოსა და დაიცვნე შენ მცნებანი და სამართალნი მისნი, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე შენ და შვილთა შენთა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, რათა დღეგრძელ იყო შენ.

Verse: 3   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ისმინე, ისრაჱლ, და ეკრძალე ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა, რათა კეთილი გეყოს შენ და განმრავლდე ფრიად, ვითარცა ეტყოდა ღმერთი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა ქუეყანა იგი, რომელსა გამოდის სძე და თაფლი (ესე სამართალნი და მშჯავრნი არიან, რომელ-იგი ამცნო მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა უდაბნოსა შინა, რაჟამს გამოვიდოდეს იგინი ქუეყანით ეგჳპტით).

Verse: 4   Link to exak Link to gelatat Link to sept   
გესმოდენ ისრაჱლსა: უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ უფალ არს.

Verse: 5   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა.

Verse: 6   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და იყვნენ სიტყუანი ესე, რომელთა მე გამცნებ შენ დღესდღე გულსა შენსა და გონებასა შენსა.

Verse: 7   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ასწავლნე ეგენი შვილთა მათ შენთა და იტყოდი მაგათ ჯდომასა სახლსა შინა შენსა და სლვასა გზასა შენსა და სასუენებელსა ზედა შენსა და აღდგომასა შენსა.

Verse: 8   Link to exak Link to gelatat Link to sept   
შეიბნე ესე სასწაულად ჴელსა შენსა და იყვნედ ეგენი შეურყეველად წინაშე თუალთა შენთა.

Verse: 9   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და დასწერნე იგინი ზღრუბლსა სახლისა შენისასა წყირთლთა ბჭეთა შენთასა.

Verse: 10   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და იყოს, რაჟამს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა-იგი ეფუცა მამათა მათ შენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს მიცემად შენდა ქალაქებისა მის დიდ-დიდებისა და შუენიერებისა, რომელ შენ არა აღაშენენ.

Verse: 11   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და სახლებისა მის სავსისა ყოვლითა მით კეთილითა, რომელ შენ არა აღავსენ ჯურღმულებისა მის აღმოქმნულებისა, რომელ არა შენ აღმოჰქმნენ, ვენაჴებისა მის და ზეთისხილებისა, რომელ არა შენ დაჰნერგენ.

Verse: 12   Link to exak Link to gelatat Link to sept   
შჭამდე რაჲ უკუე და განსძღე.

Verse: 13   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისაჲსა, უფლისა ღმრთისა შენისა გეშინოდენ და მას მხოლოსა ჰმსახურებდე და მას მხოლოსა ესვიდე და სახელსა მისასა ჰფუცვიდე.

Verse: 14   Link to exak Link to gelatat Link to sept   
არა შეუდგე შენ კუალსა ღმერთთა უცხოთა, კერპთა მათ წარმართთასა, რომელნი-იგი გარემო იყვნენ თქუენსა.

Verse: 15   Link to exak Link to gelatat Link to sept   
რამეთუ ღმერთი მოშურნე არს და უფალმან ღმერთმან შური იძიოს შენგან, ნუუკუე განრისხნეს უფალი ღმერთი შენ ზედა და მოგსპოს შენ პირისაგან ქუეყანისაჲსა.

Verse: 16   Link to exak Link to gelatat Link to sept   
არა განსცადო შენ უფალი ღმერთი შენი, ვითარცა-იგი განსცადეთ დღესა მას განცდისასა.

Verse: 17   Link to exak Link to gelatat Link to sept   
დამარხვით დაიმარხნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი. წამებანი მისნი და სამართალნი მისნი, რომელ-იგი გამცნო შენ.

Verse: 18   Link to exak Link to gelatat Link to sept   
ჰყო კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა, რათა კეთილი გეყოს შენ და შეხვიდე და დაიმკჳდრო ქუეყანა იგი კეთილი, რომელთა-იგი ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა

Verse: 19   Link to exak Link to gelatat Link to sept   
განდევნად მტერთა მათ შენთა პირისაგან შენისა, ვითარცა ეტყოდა უფალი.

Verse: 20   Link to exak Link to gelatat Link to sept   
იყოს, რაჟამს გითხვიდენ შენ შვილნი შენნი ხვალე, ზეგე და გრქუან: რაჲ არიან წამებანი ესე სამართალნი და მშჯავრნი, რომელ-ეგე გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან?

Verse: 21   Link to exak Link to gelatat Link to sept   
მიუგო შენ შვილთა მათ შენთა და ჰრქუა: დაკირთებულ ვიყვენით ჩუენ ფარაოჲსა ეგჳპტეს და გამოგვიყვანნა ჩუენ უფალმან ეგჳპტით ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.

Verse: 22   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ყო უფალმან ნიშები და სასწაულები დიდ-დიდები და ბოროტები ფარაოსა ზედა და ყოველსა სახლსა მისსა წინაშე თუალთა ჩუენთა.

Verse: 23   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და ჩუენ გამოგვიყვანნა მიერ, რათა შემომიყვანნეს და მომცეს ჩუენ ქუეყანა ესე, რომელ აღუთქუა მიცემად მამათა ჩუენთა.

Verse: 24   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და მამცნო ჩუენ უფალმან ყოფად ყოველთა მათ სამართალთა მისთა და რათა გუეშინოდის უფლისა ღმრთისა ჩუენისა და კეთილი გუეყოს ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და ვცხონდეთ, ვითარცა-ესე დღესდღე.

Verse: 25   Link to exak Link to gelatat Link to sept   
და შეწყალებულ ვიყვნეთ, და-თუ-ვიცვნეთ ყოველნი მცნებანი მისნი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა, ვითარ-იგი მამცნო ჩუენ.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.