TITUS
Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK)
Part No. 9
Previous part

Chapter: 9 
თავი IX


Verse: 1  Link to oskijerLink to mcatLink to sept   და ჰრქუა უფალმან მოსეს: გუალე, შევედ შენ ფარაოსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთაჲ: გამოუტევე შენ ერი ეგე ჩემი, რათა გამოვიდენ უდაბნოდ და მსახურონ მე.

Verse: 2  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
უკუეთუ არა გინდეს გამოტევება ერისა მაგის ჩემისა, დამადგებივე-ღა,

Verse: 3  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აჰა ეგერა, ჴელი უფლისა იყოს ყოველსა ზედა საცხოვარსა შენსა ველისასა და ყოველთა ზედა ჰუნეთა შენთა და ყოველსა ზედა კარაულებსა შენსა, და აქლემებსა შენსა და ზედა ზროხასა და ცხოვარსა შენსა სიკუდილი სასტიკი და ფრიადი.

Verse: 4  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ვადიდო მე მას ჟამსა შინა ქუეყანა იგი ძეთა ისრაელისათა ქუეყანასა მას ზედა ეგჳპტელთასა, რათა საცხოვრისა მათისაგანი არა მოკუდეს არც[ა]ღა ერთი და საცხოვრისა მისგან ეგჳპტელთასა არა დაშთეს არცაღათუ ერთ.

Verse: 5  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და დრო უყო ღმერთმან და თქუა. ხვალისა დღესა ყოს უფალმან სიტყუა ესე ქუეყანასა ზედა.

Verse: 6  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ხვალისაგან ყო უფალმან სიტყუა იგი და მოიწია სიკუდილ ყოველსა ზედა პირუტყუსა ეგჳპტელთასა, და პირუტყუთა მათგან ძეთა ისრაელისათა არა განეჴუა არც[ა]ღა ერთ.

Verse: 7  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
იხილა რა ფარაო, რამეთუ საცხოვართა მათგანი ძეთა ისრაელისათა არა განეჴუა არცაღა ერთი, განიფიცხა გული თჳსი და არა გამოუტევა ერი იგი.

Verse: 8  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს: აღიღეთ თქუენ და აღივსენით ჴელნი თქუენნი ნაცრითა თორნისათა და აღაფქურიეთ ცად აღმართ წინაშე ფარაოსა, წინაშე ყოვლისა მის ერისა მისისა.

Verse: 9  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და იყოს მტუერი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა, და აღმოესხას ყოველსა კაცსა და ყოველსა საცხოვარსა ფაქლი გამომტკუფოლვარე გამოსხმით ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.

Verse: 10  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და მოიღეს ნაცარი იგი თორნისა და აღაცრა მოსე ზეცად წინაშე ფარაოსა. და იწყო გამოსხმად ფაქლმან და აღდუღებად ნატკუფოლავსა მას ზედა კაცსა და პირუტყუსა.

Verse: 11  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ვერღარა დაუდგებოდეს გრძნეულნი იგი წინაშე მოსესა ფაქლისა მისთჳს, რომელი-იგი გამოსხმულ იყო მათ ზედა, რამეთუ ეგრე სასტიკად გამოესხმოდა პირველად გრძნეულთა მათ და მერმეღა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

Verse: 12  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და განუფიცხა უფალმან გული ფარაოსი და არა ერჩდა მათ, ვითარცა-იგი უბრძანებდა უფალი.

Verse: 13  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთუე შენ ცისკარს ოდენ წინაშე ფარაოსა და არქუ ესრე: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთა: გამოუტევე ერი ჩემი და მსახურება მსახურონ მე.

Verse: 14  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ამას ჟამსა და მე მიუტეო ყოველივე შესამთხუეველი, რა-იგი შეგემთხჳოს გულსა შენსა და გულსა ვაშტისა მაგის შენისასა და ყოვლისა ერისა შენისასა, რათა უწყოდით, რამეთუ არავინ არს სხუა ჩემებრ ყოველსა ზედა ქუეყანასა.

Verse: 15  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
რამეთუ აწ მივყო ჴელი ჩემი და გგუემო შენ მრავლითა გუემითა და ერი ეგე შენი მოვსრა სიკუდილითა და აღგჴოცო შენ ქუეყანისაგან.

Verse: 16  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
რამეთუ ამისთჳს დაგმარხე შენ მოაქამდე, რათა შენ ზედა ვაჩუენო ძლიერება ჩემი, რათა მიეთხრას სახელი ესე ჩემი ყოველსა ქუეყანასა.

Verse: 17  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აწ უკუე შენ იპყრობვე-ღა ერსა მაგას ჩემსა და არა გამოუტევებ მაგათ.

Verse: 18  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აჰა ეგერა, ვაწჳმებ მე ამას ჟამსა ხვალე სეტყუასა ფრიად სასტიკსა, რომელ ეგევითარი არასადა ყოფილ არს ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა ჟამითგან დაბადებისა მისისათა მოაქამომდე.

Verse: 19  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აწ უკუე სწრაფით უბრძანე შემოკრებად საცხოვრისა, რომელ-იგი იყოს ველსა გარე, რამეთუ ყოველი კაცი და პირუტყჳ, რომელი იპოოს ველსა და არა შევიდეს სახიდ, დაეცემოდის მას ზედა სეტყუა იგი და მოსპოლვიდეს მას.

Verse: 20  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ყოველთა, რომელთა შეეშინა სიტყჳსა მისგან უფლისა, მონათა მისთაგან ფარაოსთა, შემოკრიბეს საცხოვარი იგი მათი სახლებსა და განერა.

Verse: 21  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და რომელთა-იგი არა მიხედეს სიტყუასა მას უფლისასა, დაუტევეს ველსა გარე და მოისრა.

Verse: 22  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღყავ ჴელი ეგე შენი ზეცად და მოჴდეს სეტყუა ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა ზედა, კაცთა, საცხოვართა და ყოველსა ზედა თივასა ქუეყყანისასა.

Verse: 23  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
აღირთხა მოსე ჴელი თჳსი ცად და უფალმან მოსცა ჴმა ზეცით გარდამო და იყო ქუხილი და მოჴდა სეტყუა სასტიკი და რბიოდა ნაბერწყალები ზედა ქუეყანასა მას, და აწჳმა უფალმან სიტყუა იგი სასტიკი ყოველსა მას ზედა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.

Verse: 24  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
სეტყუდა სეტყუა იგი და შესტუსვიდა ცეცხლი შორის სეტყუასა მას. და იყო სეტყუა იგი სასტიკ ფრიად, რომელ არასადა ყოფილ იყო ეგევითარი დასაბამითგან ჟამთა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

Verse: 25  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და გუემა სეტყუამან ყოველი იგი ქუეყანა ეგჳპტელთა მათ კაცითგან მიპირუტყუთადმდე, და ყოველი თივა ველისა მოსპო სეტყუამან მან და ყოველი ხე ველისა შემუსრა.

Verse: 26  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
გარნა ქუეყანასა მას ხოლო გესემისასა, სადა-იგი იყვნეს ძენი ისრაელისანი, არა იყო სეტყუა იგი.

Verse: 27  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
მოავლინა ფარაო და მოუწოდა მოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ: აწ შეცოდებულ ვარ მე ამიერითგან, რამეთუ უფალი მართალ არს, მე და ერი ჩემი ცრუ ვართ.

Verse: 28  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ილოცეთ ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა, და დასცხრეს ჴმა ესე სეტყჳსაჲ ამის და ცეცხლისაჲ და ნაბერწყალი ესე, და განგავლინნე თქუენ, რათა მერმე არღარა დაჰყუდნეთ.

Verse: 29  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ჰრქუა მას მოსე. აწ ვითარცა განვიდე ქალაქსა ამას, განვიპყრნე ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ ღმრთისა და ჴმა ეგე ქუხილისა მაგის დაყუდნეს და სეტყუა ეგე დასცხრეს და დადგეს წჳმა ეგე, რათა უწყოდი, რამეთუ უფლისა არს ქუეყანა.

Verse: 30  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
არამედ შენ და ერი ეგე შენი, ესოდენ უწყი, ვითარმედ არღა გეშინის უფლისა.

Verse: 31  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
რამეთუ სელი იგი და ქრთილი იგუემა, რამეთუ ქრთილი იგი გოდლოდა ოდენღა და სელი თესლოოდა.

Verse: 32  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
ხოლო იფქლი იგი და ასლი არა იგუემა, რამეთუ მცხუედ იყო.

Verse: 33  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და გამოვიდა მოსე ფარაოსგან ქალაქსა მას, აღიპყრნა ჴელნი თჳსნი უფლისა მიმართ და ქუხილნი იგი და ელვანი, წჳმა იგი და სეტყუა დასცხრეს და არღარა დასწუთა ნაწუეთი ერთი ქუეყანასა ზედა.

Verse: 34  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
იხილა რა ფარაო, რამეთუ დასცხრეს წჳმანი იგი და სეტყუა და დაყუდნეს ჴმანი იგი ქუხილისანი მის, შე-ვე-ღა-სძინა შეცოდება.

Verse: 35  Link to oskijerLink to mcatLink to sept   
და განიფიცხა გული მისი და გული ერისა თჳსისა და არდარა გამოუტევნა ძენი ისრაელისანი, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.



Next part



This text is part of the TITUS edition of Vetus testamentum iberice: Exodus (rec. AK).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.